You are on page 1of 11

პროექტი:

ვუთხრათ „არა!“ ქიმიკატებსა და არაჯანსაღ კვებას.

პროექტის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან პროექტის კავშირი დემოკრატიული


კულტურის კომპეტენციებთან

პროექტის ესგ–ში მოცემული პრიორიტეტული საგანი/ თემა/ ცნება/ცნებები გამჭოლი უნარები ღირებულებები
თემები საგნები თემები და (აღნიშნეთ პროექტის
სახელწოდება:
(აღნიშნეთ პროექტის შესაბამისი თემა) ღირებულებები შესაბამისი ღირებულება)
(აღნიშნეთ
ვუთხრათ "არა!" პროექტის
ქიმიკატებსა და შესაბამისი
უნარები და
არაჯანსაღ კვებას
ღირებულებები)

პროექტის
ვადები:

13 კვირა
მიზნობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შემოქმედებით + ადამიანის ღირსების და
ი აზროვნება უფლელების დაფასება
ჯგუფი:
გარემოს დაცვა + ბიოლოგია ეკოლოგია ბიომრავალფე კომუნიკაცია + კულტურული
საბაზო და როვნება, მრავალფეროვნების დაფასება
მდგრადი
საშუალო განვითარება
საფეხურის კულტურული მრავალფეროვნება ეთიკა დემოკრატიის, სამრთლიანობის,
მოსწავლეებისთვ კეთილსინდისიერების,
თანასწორობისა და კანონის
ის უზენაესობის დაფასება
ჯანსაღი ცხოვრება + ბიოლოგია, ცოცხალი ჯანმრთელობა წიგნიერება +
. ქიმია, სამყარო, , დაავადება
გეოგრაფია მეცნიერუ კვლევა,
ლი ნივთიერება,
კვლევა- გეო. მდგრადი
ძიება განვ
იოლ.სითარებ
ადა
უსაფრთხოება
სამოქალაქო უსაფრთხოება მეწარმეობა +

კონფლიქტების მართვა ინიციატივების


გამოვლენა და
საქმედ ქცევა
ფინანსური წიგნიერება დროსა და
სივრცეში
ორიენტირება
კვლევა +
სწავლის სწავლა +
დამოუკიდებლად
საქმიანობა,
პასუხისმგებლობა +
ინფორმაციული
და +
საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების
გამოყენება
პროექტის მოკლე საკვები აუცილებელია სიცოცხლისთვის. ადამიანებმა იციან, რომ საკვების ხარისხი მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
აღწერა მიუხედავად ამისა, ნაკლებადაა ცნობილი ისეთი ქიმიკატების მავნებლობის შესახებ, რომელბიც რეგულარულად გამოიყენება
სოფლის მეურნეობაში მარცვლეულის, ბოსტნეულის და ხილის მოსავლიანობის გასაზრდელად. პესტიციდები, ჰერბიციდები
და არაორგანული სასუქები აზიანებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ყოველწლიურად 30 მილიონი ადამიანი
იწამლება და 80 ათასი ადამიანი იღუპება პესტიციდებისა და ჰერბიციდების მომწამვლელი მოქმედების გამო. კვლევებმა აჩვენა,
რომ პესტიციდებისა და ჰერბიციდების მცირე რაოდენობით მოხმარებაც კი საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ამ
ვითარებიდან გამომდინარე, გვსურს, რომ მომავალმა თაობამ უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების ჭარბ და
არაკანონზომიერ გამოყენებაზე, გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოს.
სოფლად მცხოვრები მოსწავლეები მუდმივად ხედავენ, როგორ იყენებენ მშობლები, მეზობლები თუ თანასოფლელები
პესტიციდებს ბოსტნებში, ყანებსა თუ ბაღებში. ეს აუცილებელ პროცესად მიიჩნევა მავნე მწერებისა და სარეველა ბალახების
გასანადგურებლად. მოსახლეობა არ ფიქრობს, რომ დღევანდელი პოზიტიური შედეგი შეიძლება სამომავლოდ დიდი
პრობლემებით შეიცვალოს, კერძოდ: შემცირდეს ბიომრავალფეროვნება, დაბინძურდეს ნიადაგი, წყლის რესურსები და
მოსახლეობაში გამოვლინდეს საშიში დაავადებები.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნობიან პესტიციების, ჰერბიციდებისა და არაორგანული სასუქების მავნე
ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანზე. გამოიკვლევენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ ნივთიერებების გამოყენების
ხერხებსა და უსაფრთხოების დაცვის ჩვევებს. ეცდებიან, იპოვონ გამოსავალი პრობლემების გადსაჭრელად. მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაავრცელებენ თავიანთი კვლევის შედეგებს და მოსახლეობას მისცემენ ქიმიკატების
მოხმარებასთან დაკავშირებულ რჩევებს.

წამყვანი/ 1. შეუძლია თუ არა ადამიანის მოქმედებას ისეთი დიდი გავლენის მოხდენა გარემოზე, რომ კატასროფა გამოიწვიოს?
ძირითადი 2. რა სახის შხამქიმიკატებსა(პესტიციდებს, ჰერბიციდებს) და არაორგანულ სასუქებს ხმარობს მოსახლეობა?
კითხვები 3. რა მავნე თვისებები აქვთ პესტიციდებს, ჰერბიციდებს და არაორგანულ სასუქებს?
4. როგორი გავლენა აქვთ პესტიციდებს, ჰერბიციდებს და არაორგანულ სასუქებს ბიომრავალფეროვნებაზე?
5. რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდების გამოყენებამ?
6. როგორ ავამაღლოთ სოფლის მოსახლეობის ცნობიერება პესტიციდების, ჰერბიციდებსია და არაორგანული სასუქების
მოხმრებასთან დაკავშირებით?
სასწავლო პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ პესტიციდების, ჰერბიციდებისა და არაორგანული სასუქების დაუდევრად
მიზნები გამოყენების უარყოფითი შედეგი, რომელიც გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავლფეროვნებაზე, ნიადაგის
შემცველობასა და წყლის რესუსრსების სისუფთავეზე; მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის ცნობიერების ამღლებში ამ
მიმართულებით.

ამოცანები 1. პროექტის შინაარსის გაცნობა. ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულებით გამოწვეული კატასტროფების გაცნობა.
2. პესტიციდების ან ჰერბიციდების თუ არაორგანული სასუქების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების
აღმოჩენა;
3. კვლევის ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შხამ-ქიმიკატების (პესტიციდების ან ჰერბიციდების ) და
არაორგანული სასუქების მოხმარების წესების დარღვევის ფაქტების გამოსავლენად;
4. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
5. მშობლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული ვითარების, შხამ-ქიმიკატების მავნებლობისა და მათგან
თავდაცვის საშუალებების გაცნობა.

ამოცანა 1 პროექტის შინაარსის გაცნობა. ადამიანის გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულებით გამოწვეული კატასტროფების
გაცნობა.

განსახორცილებე
ლი 1. პროექტის შინაარსის გაცნობა
ღონისძიებები 2. პესტიციდების შესახებ ვიდეორგოლის ნახვა და მოსაზრებების გამოთქმა.
3. ვიდეორგოლის ნახვა, ინფორმაციის გაცნობა არალის ზღვის/ტბის კატასტროფის, მარტინიკისა და გვადელუპის
კუნძულების მოსახლეობის ჯამრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
4. ვიდეორგოლის და წაკითხული ინფორმაციის განხილვა.
5. სოფლის მოსახლეობისადმი გარემოსდაცვითი მიმართვის მომზადება.

დროში ღონისძიებების განაწილება დროში


განაწილება

კვირა 1 მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის შინაარს, მათ მიერ შესასრულებელ აქტივობებს და პროექტის საბოლოო მიზანს.
ადგენს, გაუგიათ თუ არა მოსწავლეებს პესტიციდების, ჰერბიციდებისა და არაორგენული სასუქების შესახებ; ჰქონიათ თუ არა
შეხება ამ ნივთიერებებთან; რა იციან ამ ნივთიერებების გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. პასუხების
მიღების შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეორგოლს https://www.youtube.com/watch?v=479ged4tCKU

ვიდეორგოლის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი ადგენს:

1.რომელმა ინფორმაციამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა მოსწავლეებზე;

2.მიაჩნიათ თუ არა პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად და რატომ.

მასწავლებელი ჰყოფს მოსაწავლეებს მცირე ჯგუფებად და სთხოვს, მომავალ შეხვედრაზე წარმოადგინონ ჰიპოთეზა შემდეგ საკითხთან
დაკავშირებით: შესაძლებელია თუ არა ადამიანს ველზე სიარულისას შეხვდეს გემი? „დიახ“, „არა“ - დაასაბუთეთ.

კვირა 2 1. მოსწავლეეთა ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ვარაუდებს დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. შესაძლებელია თუ არა
ადამიანს ველზე სიარულის დროს შეხვდეს გემი? „დიახ“, „არა“ - დაასაბუთეთ.
იმართება დისკუსია.
მოსწავლეები ნახულობენ ფილმს არალის ტბის შესახებ. https://www.youtube.com/watch?v=b8YtZP13CsY
ფილმის ნახვის შემდეგ ეცნობიან წერილობით ინფორმაციას არალის ტბის დაშრობის მიზეზების შესახებ და უკავშირებენ მას
თავიანთ ჰიპოთეზებს.
http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/Aralis%20zgva.pdf
http://mastsavlebeli.ge/?p=15329
მოსწავლეები googlemap -ით პოულობენ არალის ზღვას, უღებენ სურათს და ადარებენ წარსულში არსებულ სურათებს.
დასკვნის სახით მოსწავლეები ადგენენ, რომ წყლის არარაციონალურმა გამოყენებამ, გაუაზრებელმა მორწყვამ, მხოლოდ
მოგებაზე ფიქრმა და ბუნების კანონების უარყოფამ კატასტროფა გამოიწვია.
მასწავლებელი უყვება მოსწავლეებს ფრანგული კარიბის, მარტინიკისა და გვადელუპის კუნძულებზე მომხდარი კატასტროფის
შესახებ, სადაც 1972 წლიდან 1993 წლებში 300 ტონაზე მეტი ქლორდეკონი გამოიყენეს მარტინიკისა და გვადელუპის ბანანის
პლანტაციებში. უაღრესად ტოქსიკურმა პესტიციდმა გამოიწვია ჯანმრთელობისა და გარემოს კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ
ქლორდეკონი 25 წელია არ გამოიყენება, მისი ტოქსიკურობა რჩება კვებით ჯაჭვში. დღეს ამ ორი კუნძულის მოსახლეობას აქვს
პროსტატის კიბოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში და ნაადრევი მშობიარობა, რომელიც ოთხჯერ აღემატება
საშუალო მაჩვენებელს.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეთა ჯგუფებს, მოამზადონ გარემოსდაცვითი მიმართვა მოსახლეობისთვის (მიმართვა


გამოიყენება ბუკლეტისთვის).

https://youtu.be/_nB8cQKCW8o - ინფორმაცია არალის ტბაზე ინგლისურად.

კვირა 3 ჯგუფი მასწავლებელთან გადიან კონსულტაციას გარემოსდაცვითი მიმართვის ტექსტის დასახვეწად. ჯგუფები წარმოადგენენ
თავიანთ ნამუშევრებს. ჯაგუფები ერთიანდებიან და აკეთებენ საერთო მიმართვას, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ
ბუკლეტისთვის.

ამოცანა 2 შხამ-ქიმიკატების (პესტიციდების ან ჰერბიციდების ) და არაორგანული სასუქების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე


ზემოქმედების აღმოჩენა.
განსახორცილებე 1.შხამ-ქიმიკატები (პესტიციდების ან ჰერბიციდების) და არაორგანული სასუქების მავნე თვისებების გაცნობა ვიდეორგოლისა
ლი და ინფორმაციის დახმარებით.
ღონისძიებები
2. ვიდეორგოლის ნახვა და მოსმენილი ინფორმაციის განხილვა. მოცემული ლინკები: https://agronews.ge/pestitsidebis-da-qimiuri-
sasuqebis-arastsori-marthva-da-thanmdevi-shedegebi/

https://srca.gov.ge/files/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98.pdf

3.ინფორმაციის გაცნობა ინტერნეტში. წაკითხული მასალის გაანალიზება და ბუკლეტისთვის განკუთვნილი ინფორმაციის


მოგროვება.

დროში ღონისძებების განაწილება დროში


განაწილება

კვირა 4 შხამ-ქიმიკატების (პესტიციდების ან ჰერბიციდების) და არაორგანული სასუქების მავნე თვისებების გაცნობა ვიდეორგოლისა და
ინფორმაციის დახმარებით.

https://youtu.be/dIONGzsF-Fw- პესტიციდებზე ვიდეორგოლი

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით მოუსმინონ ვიდეორგოლში მოცემული ინფორმაცია და ჩაიწერონ, რა წესებს
არღვევენ საქართველოში ფერმერები. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მოასწრონ ჩანაწერების გაკეთება, მასწავლებელი ჰყოფს
ვიდეორგოლს რამდენიმე ნაწილად. თითოეული ნაწილის ჩვენების შემდეგ განიხილება ჩანაწერები.

ვიდეორგილის ნახვის შემდეგ მოსწავლეები ჯერ წარმოადგენენ და შემდეგ აერთიანებენ თავიანთ ჩანაწერებს. მასწავლებელი
უწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს. ამ მასალის გამოყენება შეუძლიათ მოსახლეობაში კვლევის ჩასატარებლად საჭირო
კითხვარის შესადგენად.

კვირა 5 ინფორმაციის გაცნობა ინტერნეტში. წაკითხული მასალის გაანალიზება და ბუკლეტისთვის განკუთვნილი ინფორმაციის
მოგროვება.
მოცემული ლინკები: https://agronews.ge/pestitsidebis-da-qimiuri-sasuqebis-arastsori-marthva-da-thanmdevi-shedegebi/
https://srca.gov.ge/files/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98.pdf

მოსწავლეები ჯგუფებში ეცნობიან მითითებულ მასალებს ინტერნეტში. ისინი იწყებენ ინფორმაციის მოგროვებას თავიანთი
ბუკლეტისთვის. არჩევენ აბზაცებს თუ წინადადებებს, რომლებიც მიაჩნიათ მნიშნელოვნად და ინახავენ ცალკე ფაილში.
თითოეული ჯგუფი გადის კონსულტაციას მასწავლებელთან.

კვირა 6 პესტიციდების ზეგავლენა ადამიანის ჯამრთელობაზე.

1.ვიდეორგოლის ნახვა: https://www.youtube.com/watch?v=KbK3UI8SLps პესტიციდების გამოყენების შესახებ.


ვიდეორგოლის ნახვა: https://www.youtube.com/watch?v=VhFXWpVKNPQ

მოსწავლეები ინფორმაციის მიღების შემდეგ იმსჯელებენ, რამდენად სახიფათოა შხამ-ქიმიკატების არასწორი გამოყენება, რა
დავადებებს იწვევს შხამ-ქიმიკატების და არაორგანულ სასუქების არასწორი გამოყენება.
მოსწავლეები მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით აგრძელებენ ბუკლეტისთვის მასალის შეგროვებას. მოსწავლეები მუშაობენ
ჯგუფებში და გადიან კონსულტაციებს მასწავლებელთან.
იმ სკოლებს, რომელებსაც აქვთ ნიტრატების გასაზომი ხელსაწყო, შეუძლიათ ლაბორატორიებში კვლევის ჩატარება არაორგანულ
სასუქების (ნიტრატების) აღმოსაჩენად მათ სოფელში მოყვანილ ბოსტნეულში.
მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად. ჯგუფებს დავურიგოთ სოფელში მოყვანილი რამდენიმე სახეობის ბოსტნეული
(კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, კიტრი) და დავავალოთ, სენსორის მეშვეობით განსაზღვრონ
ნიტრატის შემადგენლობა და შეავსონ შესაბამისი ცხრილი, სადაც მოცემულია ნიტრატის ნორმა კგ-ში მითითებული
ბოსტნეულისთვის.

7. ჩატარებული კვლევის ანალიზი და დასკვნა.


ამოცანა 3 1. კვლევის ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შხამ-ქიმიკატების (პესტიციდების ან ჰერბიციდების ) და
არაორგანული სასუქების მოხმარების წესების დარღვევის ფაქტების გამოსავლენად.

განსახორციელებ 1.კვლევის მიზნების ჩამოყალიბება


ელი 2.მოსწავლეების მიერ კითხვარების მომზადება.
ღონისძიებები 3.მოსწავლეების მომზადება მოსახლებასთან შესახვედრად
4.მოსახლეობის გამოკითხვა
5.კითხვარების დამუშავება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
7 კვირა 1.კვლევის მიზნების ჩამოყალიბება და რესპოდენტთა რაოდენობის განსაზღვრა.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთდ წერენ, რის დადგენას ემსახურება მათი კვლევა. ადგენენ, რამდენ ადამიანს
გამოჰკითხავს თითოეული მოსწავლე.

2.მოსწავლეების მიერ კითხვარების მომზადება.


კითხვარების მომზადების დროს მოსწავლეები იყენებენ წინა კვირებში მომზადებულ მასალას და ითვალისწინებენ
ადგილობრივ სპეციფიკას.
კითხვარის მომზადების დროს უნდა გამოიკვლიონ, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავს ძირითდად
მოსახლეობას; იყენებენ თუ არა პესტიციდებს, ჰერბიციდებს და არაორგანულ სასუქებს; ვინ უწევთ კონსულტაციას ამ
ნივთიერებების მოხმარების წესის შესახებ; როგორ არიან აღჭურვილნი შხამ-ქიმიკატების გამოყენების დროს; იცავენ თუ
არა ინსტრუქციას, რომელიც მოყვება შხამ-ქიმიკატებს; იციან თუ არა, რა დავადებები შეიძლება გამოიწვიოს ამ
ნივთიერებების ჭარბმა მოხმარებამ; მოწმდება თუ არა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მავნე ნივთიერებებზე და სხვა.
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. გადიან კონსულტაციებს მასწავლებელთან და საბოლოოდ ადგენენ ერთ საერთო
კითხვარს.
8 -9 კვირა 3.მოსწავლეების მომზადება მოსახლეობასთან შესახვედრად
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, როგორ უნდა ჩაატარონ გამოკითხვა და დაიცვან ეთიკის წესები. აუხსნან
რესპოდენტს, რატომ ატარებენ გამოკითხვას და განუმარტონ, რომ იგი ანონიმურია. განისაზღვრება რამდენ ადამიანს
გამოკითხავს თითოეული მოსწავლე.

4.მოსახლეობის გამოკითხვა
თავდაპირველად მოსწავლეები გამოკითხავენ მშობლებს, მეზობლებს და ნაცობებს. შემდეგ შეუძლით გადვიდნენ უცნობი
ადამიანების გამოკითხვაზე.

10 კვირა კითხვარების დამუშავება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.


მოსწავლეები მასწავლებელთან კონსულტაციის საფუძელზე ექსელში ქმნიან ერთ ცხრილს, რომელშიც აღინიშნება
პასუხები.
მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს, როგორ დაამუშავონ კითხვარი და შეიყვანონ ინფორმაცია კომპიუტერში.
მიღებული ინფორმაციის საფუძელზე კეთდება დასკვნები და იგება გრაფიკები.
ამოცანა 4 პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

განსახორციელებ 1. მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიომეურნეობებისა და ბიოსასუქების შესახებ.


ელი 2. მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ მოსაზრებებს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის.
ღონისძიებები
დროში
განაწილება
კვირა 11 1.მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიომეურნეობებისა და ბიოსასუქების შესახებ. გავაცნოთ
https://agronews.ge და ელკანა - ქართული საიტები, სადაც შეიძლება მოიპოვონ სასარგებლო ინფორმაცია მეურნეობის
განვითარების შესახებ.
2. მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ მოსაზრებებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
მოსწავლეები გააანალიზებენ მიღებულ ინფორმაცის და იმსჯელებენ, რამდენად მნიშნელოვანია პესტიციდებისა და
არაორგანული სასუქების სწორი გამოყენება.

ამოცანა 5 1. მშობლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული ვითარების, შხამ-ქიმიკატების მავნებლობისა და მათგან


თავდაცვის საშუალებების გაცნობა.

განსახორციელებ 1. ბუკლეტის სტრუქტურის შეთანხმება.


ელი 2. ბუკლეტზე მუშაობა.
ღონისძიებები 3. დასრულებული ბუკლეტის წარდგენა სკოლის საზოგადოების წინაშე.
4. მშობლების მოწვევა, პრეზენტაციის გაკეთება ჩატარებული კვლევის შესახებ და ბუკლეტის განხილვა.
5. მოსახლეობაში ბუკლეტების გავრცელება.
დროში
განაწილება
კვირა 12 1.ბუკლეტის სტრუქტურის შეთანხმება.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ადგენენ, როგორი დიზაინი ექნება ბუკლეტს და რა კომპონენტებისგან იქნება
შედგენილი. როგორ იქნება განაწილებული ინფორმაცია და სხვა.

2.ბუკლეტზე მუშაობა.
ბუკლეტებზე მუშაობას მოსწავლეები აგრძელებენ ჯგუფებში. ისინი იყენებენ კვლევის მასალებს და პროექტის მიმდინარეობის
დროს ბუკლეტისთვის მოგროვილ მასალას.
ჯგუფები აკეთებენ დასრულებული ბუკლეტების პრეზენტაციებს. თანხმდებიან ბუკლეტის საბოლოო შინაარსზე და ამზადებენ
მას.

კვირა 13 1. დასრულებული ბუკლეტის წარდგენა სკოლის საზოგადოების წინაშე.


2. მშობლების მოწვევა, პრეზენტაციის გაკეთება ჩატარებული კვლევის შესახებ და ბუკლეტის განხილვა.
3. კვლევაში მონაწილე რესპოდენტებისთვის ბუკლეტების გადაცემა.

რესურსები კომპიუტერი, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, 4 ფორმატის ფურცელები, მარკერები, ფანქრები

საბოლოო  მოსწავლეები გაიაზრებენ, რა ტიპის პრობლემებს გამოავლენს ხვალ დღევანდელი უპასუხისგებლობა;


პროდუქტი/მოსა  განივითარებენ პრობლემების გადაჭრის უნარებს;
ლოდნელი  გაეცნობიან ბიომეურნეობის შექმნის სხვადასხვა სტრატეგიას;
შედეგები  ისწავლიან ბიომრავალფეროვნებასა და გარემოზე ზრუნვას;
 იზრუნებენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მათი შექმნილი ბუკლეტების დახმარებით.

მონიტორინგი ჩამოთვალეთ პროექტის მონიტორინგის ინდიკატორები (ანუ თარიღი


მონიტორინგი განხორციელებისთვის საჭირო მაჩვენებლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ
ნიშნავს საქმიანობები პროექტი მიმდინარეობს)
პროექტის
მიმდინარეობაზე 1.მოსწავლეების მიერ პროექტის 1. მოსწავლეების მიერ მომზადებული
თვალყურის მიმდინარეობის დროს მოსწავლეები მიმართავა მოსახლეობისადმი.
დევნებასა და ბუკლეტისთვის მოამზადებენ მასალას. ვიდეორგოლებისა და სხვა
დაკვირვებას. ელექტრონული რესურსების
დაადგინოთ, რას გამოყენებით მოგროვილი ინფორმაცია,
მოელით რომელიც წარმოდგენილია წერილობით.
თითოეული 2.კველევის ჩასატარებლად მოსწავლეები
მოქმედების შემნიან კითხვარებს და ჩაატრებენ კვლევას. 2. წარმოდგენილია კვლევისთვის შექმნილი
დასრულების დამუშვებული კითხვარების საფუძველზე კითხვარი და კვლევის შედეგები.
შემდეგ გააკეთბენ შესაბამის დასკვნებს.
პროექტის
განხორციელების 3.მოსწავლეები შექმნინ ბუკლეტებს, 3. მოსწავლეების მიერ შექმნილი
პროცესში ანუ რომლებსაც დაარიგებენ მოსახლეობაში. ბუკლეტები.
დაადგინეთ
ინდიკატორები. 4.ბუკლეტის გაცნობა სკოლის 4. მშობლების, მოსწავლეების,
აღწერეთ, რა საზოგადოებისთვის. მასწავლებლებისა და
პერიოდულობით ადმინისტრაციისთვის სკოლაში
ჩაატარებთ ჩატარებული შეხვედრა ბუკლეტის
მონიტორინგს. გასაცნობად
5.ბუკლეტების დარიგება მოსახლეობის იმ 5. კვლევაში მონაწილე მოსახლეობის
წევრებისათის, რომლებმაც მიიღეს წარმომადგენლებისთვის დარიგებული
მონაწილეობა კვლევაში. ბუკლეტები.

ბიუჯეტი • ბიუჯეტი არის დროის გარკვეული პერიოდისთვის მოსალოდნელი ხარჯებისა და შემოსავლის დადგენა დაგეგმილი
საქმიანობებიდან გამომდინარე.
• ბიუჯეტი განისაზღვრება სკოლის ადმინისტარციასთან შეთანხმების საფუძველზე.

You might also like