You are on page 1of 19

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

თემა:
,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“
ქ.ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლები:
ქეთევან გველესიანი და ინგა შალიკიანი
2018-2019 სასწ.წელი

https://ketigvelesiani.blogspot.com/
https://inga100.blogspot.com/
მიზანი
• საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენების ეფექტურობის
ჩვენება.
• პრობლემის მოსაგვარებლად ოპტიმალური გზების ძიება
• შედეგების შეფასება
• მიდგომებისა და საჭიროებების გაზიარება:(ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული
გაკვეთილების როლი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება-
შენარჩუნებაში.)
კვლევის მთავარი კითხვა

• რამდენად უზრუნველყოფს საგაკვეთილო


პროცესში ისტ-ის გამოყენება სწავლის ხარისხის
ამაღლებას და მოსწავლეთა მოტივაციის
გაუმჯობესებას
საკითხის კვლევის ქვეკითხვები:

• რა მიზანს ემსახურება ისტ აქტივობა


• როგორ შეიძლება სარგებლის მიღება ტექნოლოგიებიდან
• რამდენად მარტივია მასწავლებლისათვის ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის
წარმართვა
• როგორ გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს ისტ ტექნოლოგიები
• რამდენად ეფექტურია ისტ-ის გამოყენება გაგება--გააზებისათვის
• თქვენ, როგორც მასწავლებელმა რა შეიძლება გააკეთოთ ამ მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად
• ისტ-ის გამოყენებით მივაღწევ თუ არა გაკვეთილის მიზანს
ლიტერატურის გაცნობა

• საკითხის სიღრმეების წვდომის მიზნით გავეცანი


შესაბამის ლიტერატურას
, როგორც ბეჭდურს ისე საინფორმაციო საკომუნიკაციოს
კვლევის სამოქმედო გეგმა:
• კვლევის განხორციელებისათვის საჭირო დრო
• მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმირება კვლევის შესახებ
• კითხვების შედგენა ინტერვიუებისათვის
• რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ჩატარება
• ინტერვენციებისათვის სამოქნედო გეგმის შემუშავება
• ინტერვენციების შედეგების დადგენისათვის განმეორებითი ანკეტირება
• კვლევის შედეგების შეჯამება
• დასკვნა
• ეფექტური ინტერვენციების შემუშავების შემთხვევაში,რეკომენდაციები
მასწავლებლებისათვის.
კვლევის სამიზნე ჯგუუფი:

• მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები

• მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებლები.


კვლევის მოსალოდნელი შდეგები:

• კვლევის შედეგად დადგინდება რამდენად იყენებენ მასწავლებლები ისტ


ტექნოლოგიებს
• რამდენად სისტემატიურია ისტ -ტექნოლოგიების გამოყენება და ხელს
უწყობს თუ არა მოტივირებას
• როგორ აისახება ისტ -ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხზე
კვლევის მეთოდები:

• კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა


შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე როგორც
რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კვლევა კერძოდ:
ანკეტირება, ფოკუსჯგუფი. ჩატარებული სამუშაოების
შედეგად შევაგროვე მონაცემები.
ანალიზი:

• მონაცემების შეგროვების შემდეგ, მონაცემებზე


დაყრდნობით მოვახდინე ანალიზი და დავგეგმე
ინტერვენციები.
ინტერვენციები:

• ინტერვენციები საკითხის შინაარსიდან გამომდინარე შეირჩა გამჭოლი


კომპენტენციების გათვალისწინებით.

ინტერვენციის დაკვირვების ობიექტები:

• გაკვეთილები
• კლასგარეშე სამუშაოები
• მოსწავლეები
განხორციელებული ინტერვენციები

• ინტეგრირებული გაკვეთილი ისტ-ტექნოლოგიების ჩართულობით.


• პროექტით სწავლება ისტ-ის გამოყენებით
• სასწავლო რესურსის შექმნა ისტ-ტექნოლოგიების საშუალებით
• მათემატიკის სწავლება საკომუნიკაცი ტექნოლოგიების საშუალებით
ჩატარებული კვლევის მიგნებები

ისტ ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეებში:


• მოტივაციასა და ჩართულობას აძლიერებს
• სასწავლო პროცესი ხდება საინტერესო
• მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება უმჯობესდება
• ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას
• ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
• ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.
• მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სწავლების პროცესში.
• სასწავლო პროცესი ცდება სასწავლო ოთახს.
• მოსწავლეები იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნას.
• აფართოებს განათლების მიღების შესაძლებლობას.
• აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეს ეხმარება წარმატების მიღწევაში.
კვლევის მიგნებები
მასწავლებლები :
• ახდენენ მოსწავლეთა მოტივაციას და მათ დაინტერესებას არაერთი მიმართულებით
• ისტ-ტექნოლოგიების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია ისეთი სასწავლო რესურსის და
თვალსაჩინოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს გაუადვილებს საკითხის გაგება-გააზრებას.
• მასწავლებლები იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნას.
• სასწავლო პროცესი ხდება უფრო მართვადი.
• სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო
• სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული
• მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს სასწავლო რესურსების რაოდენობა.
• მასწავლებელს ეხმარება შექმნას დადებითი ემოციური ფონი.
• მასწავლებელს ეხმარება ეძებოს სწავლების ახალი, არატრადიციული მეთოდები და ფორმები.
რეკომენდაციები

• მასწავლებლებმა ისტ-ტექნოლოგიებზე დაყრდნობით


მრავალფეროვანი აქტივობებით გაამდიდრონ საგაკვეთილო
პროცესი;

• მოხდეს ისტ აქტივობების მიზნობრივი შერჩევა;


კვლევის შედეგად გამოვლენილი საკვლევ
თემასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.
• მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არა აქვთ სასწავლო საგანმანათლებლო
კუთხით კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის სათანადო დონე.
• მასწავლებლები ნაკლებად ფლობენ საგნის სწავლებაში ტექნოლოგიების
შესაძლებლობების ფართო არეალებს.
• განიცდიან დროის დეფიციტს
• სკოლაში არის დაბალ სიჩქარიანი უხარისხო ინტერნეტი, ამიტომ გაძნელებულია
ვიდეო მასალების დამზადება, მოპოვებული მასალის ონლაინ რეჟიმში ჩვენება;
• ენობრივი ბარიერები (ქსელში ინგლისური ენის, რუსული ენის
გავრცელება);(სასწავლო მასალათა და სასწავლო გვერდების უმრავლესობა
უცხოენოვანია.)
• შესაძლო შეუსაბამობა დახარჯულ დროსა და მიღებულ ინფორმაციას შორის.
ხარისხის ასამაღლებლად და პრობლემების
მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა:

• მასწავლებელთა და მოსწავლეთა მუდმივი მუშაობა ინტერნეტში; მათ მიერ საგანმანათლებლო


პორტალზე განთავსებული რესურსების გამოყენება, საინტერესო მინი- პროექტების მომზადება და
პრეზენტაცია;
• ინფორმატიკის პრაქტიკული დავალებების და ლაბორატორიული სამუშაოების ბაზის მომზადება-
განახლება სხვა საგნებთან ინტეგრაციის კუთხით;
• კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლებაში აქტიური გამოყენება.
• მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი;
• მოსწავლეებს სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
არსებობს, როდის არის საჭირო მათი გამოყენება და კონკრეტულად რომელი ინსტრუმენტი იქნება
ადეკვატური გადასაჭრელი ამოცანიდან გამომდინარე.
• სხვადასხვა საგნის მასწავლებელს არ უწევს ისტ ინსტრუმენტების ტექნიკური შესაძლებლობების
საბაზისო ასპექტების სწავლება მოსწავლეებისთვის, მაგრამ მან უნდა შექმნას და შესთავაზოს
მოსწავლეებს ახალი შესაძლებლობები ცოდნის გასაღრმავებლად.
• მასწავლებელთა გადამზადება საგნისა და ისტ-ტექნოლოგიების იტეგრირების კუთხით.
კვლევის ნაკლოვანებები

• სასურველი იქნებოდა კვლევის პროცესში მოსწავლეებთან


ერთად ჩართულიყვნენ მოსწავლეების მშობლებიც .ამით უფრო
ზუსტ ინფორმაციას მივიღებდი ისტ ტექნოლოგიების
გამოყენებით სწავლების საჭიროებისა და ეფექტურობის
შესახებ .
გმადლობთ
ყურადღებისათვის !

You might also like