You are on page 1of 42

ფ ი რ ო ს მა ნ ი

ნიკო(ნიკოლოზ) ასლანის ძე
ფიროსმანაშვილი

(ნიკო ფიროსმანი)
1862-1918
სოფ. მირზაანი
სახლი, სადაც დაიბადა ნიკო ფიროსმანაშვილი.
დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე
გადასახლდა შულავერში. მშობლების
გარდაცვალების შემდეგ თბილისში გადმოვიდა
საცხოვრებლად.1880-იან წლებში გ.ზაზიაშვილთან
ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების
შეკვეთებს იღებდა.1890-1894 კონდუქტორად
მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ
ვაჭრობაშიც სცადა ბედი.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ
მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს,
მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს,
სურათებს.სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი
ვერ დააღწია;ქართველ მხატვართა საზოგადოება
დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი
მდგომარეობა, თუმცა ფიროსმანაშვილი
მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც
უცნობი დარჩა.
ფიროსმანის ძეგლი
თბილისში

ფიროსმანის ძეგლი მირზაანში


მეთევზე აქტრისა მარგარიტა მეეზოვე
თათარი-აქლემების მწყემსი ხილით მოვაჭრე თათარი
შეშის გამყიდველი ბიჭი ექიმი ვირზე ბიჭი
ვირზე
ბიჭს მიაქვს სადილი რთველი
მუშა სოსო
გლეხის ქალი შვილით დიდი მარანი ტყეში
ქეიფი ვაზის ტალავერში
მამალი და კრუხი წიწილებით კალოობა
ქალი წველის ძროხას თეთრი ძროხა შავ ფონზე
ლ. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის
სიტყვებს: “… ცხოვრებაში ყველაფერს ორო მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი მხარე. აი, თეთრი
ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლო… შავი ხარი – ჩხუბობს, ღრიალებს – ომია”.
უშვილო მილიონერი და შვილებიანი ღარიბი
წყალზე მიმავალი
ბავშვებიანი ქალი
გოგონა საჰაერო ქალი ყვავილებით და ქოლგით გოგონა საჰაერო

ბუშტით
ბუშტით
ორთაჭალის
ტურფა
ორთაჭალის ტურფა მარაოთი ქართველი ქალი დაირით ქალი ლუდის
კათხით
ზოგ დუქანში ფიროსმანის ხელოვნება მუშტრებს შესასვლელშივე ხვდებოდა, იქ, სადაც აბრა
ეკიდა, შიგ შესული კაცი კი მთლიანად მისი სურათებით იყო გარშემორტყმული. ზოგ დუქანში
თხუთმეტზე მეტი სურათი ჰქონდათ ნიკოსი.

ვახტანგ ბერიძე
სააღდგომო ცხვარი
ქალი სააღდგომო კვერცხებით
თბილისის ფუნიკულიორი არსენალის მთა
ღამით
დათვი თავისი ბელებით ტახი
ჟირაფი
არწივმა დაიჭირა კურდღელი თეთრი ღორი გოჭებით
კახეთის მატარებელი
ერთლარიანი ფიროსმანის
გამოსახულებით
.დედოფლისწყაროში, სოფელ
ოზაანში, ოზიაშვილების სახლის
მარნის კარზე აღმოჩენილია ნიკო
ფიროსმანის წარწერა, რომელიც
ასე იკითხებოდა:

`წითელი ღვინის მარანი სავსე


ვარ ღვინით,თამადა ამაირჩიეთ,
ავამსო ლხინით.~

წარწერა მწვანე საღებავით იყო


შესრულებული, გარშემო კი
მთვარე და ვარსკვლავები ეხატა,
იქვე იყო ხარის რქების მსგავსი
სამი ნიშა. სახლის მფლობელები
ამბობდნენ, რომ ეს ნიკოს
წარწერილი იყო
1969 წელს ცნობილმა
რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ
სცენარისტ ერლომ ახვლედიანთან
ერთად გადაიღო ბიოგრაფიული
მხატვრული ფილმი
თვითნასწავლი მხატვრის
ფიროსმანის ცხოვრებასა და
შემოქმედებაზე, სადაც მთავარ
როლს ასრულებს არა მსახიობი,
არამედ მხატვარი ავთო ვარაზი.
ფოტოკადრები ფილმიდან
„ფიროსმანი“
ლადო
გუდიაშვილის
მოგონებები ფიროსმანზე

ზდანევიჩების ოჯახს თბილისში


ესტუმრა ფრანგი მიშელ ლე
დანტიუ. იგი დაინტერესებული იყო
ქართული ხალხური შემოქმედების
ნიმუშებით და თავისი მასპინძლის
ახალგაზრდა ვაჟთან ერთად
თბილისის ბაზარს ეწვია;
სადგურთან ერთ-ერთ სამიკიტნოში
შესულები გაოცებული მიაჩერდნენ
კედლებზე გადმოკიდებულ
ფერწერულ ტილოებს… რა თქმა
უნდა, მაშინვე ავტორი იკითხეს…
უთხრეს, როგორ გეტყობათ
მხოლოდ რესტორნებში რომ
დაბრძანდებით, ეგეთი ნახატებით
ხომ მთელი ახლომახლო
სამიკიტნოებია მორთული, ნიკალა
გვყავდეს ცოცხალი, თორემო…
უკითხავთ, სად ვიპოვოთ ეს კაციო. – არ ვიცით სად ცხორობს, ბინა
არც კი აქვსო, – უპასუხნიათ.
თბილისი მაშინ მტკვარგაღმა ღარიბებისა იყო,
მტკვარგამოღმა – მდიდრებისა. ფიროსმანი რომ გავიცანი,
ვკითხე, რაღა ამ უბანს ჩააცივდი, აქეთ გამოდი-მეთქი. – აქეთ მე
ვინ მომცემს დაკვეთას, მდიდრები არიან, მე კი ერთი საწყალი
კაცი ვარო, – მიპასუხა.

მე მას რამდენჯერმე პირადად შევხვდი. მაღალი კაცი


იყო, შეჭაღარავებული, უკან გადავარცხნილი თმა ჰქონდა. მის
ფერმკრთალსა და მოტეხილ სახეს თან სდევდა რაღაცნაირი
კეთილშობილური, მე ვიტყოდი, ინტელიგენტური იერი და
სიმშვიდე. წვერი შეკრეჭილი ჰქონდა და ულვაში ქვევით
დაშვებული.  ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და სქელი, საღებავებით
დასვრილი შარვალი.  
მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. მკერდზე
გულხელდაკრეფილი იჯდა და გარინდებული და გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა.
სახე ფარულ სიხარულსა და გაკვირვებას გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის
განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. სხდომის გათავების შემდეგ შემოეხვივნენ მხატვრები და
დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა
ორატორებით. “ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – …უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ
დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი
სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ
და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ.”

შემდეგ სხდომაზე ფიროსმანიშვილი არ გამოცხადებულა. ცხოვრობდა, როგორც გაგვეგო,


სადღაც დიდუბეში, მაგრამ ვერავინ იპოვა. გაიარა წელიწადმა. ფიროსმანიშვილი გაქრა და მის
შესახებ არაფერი ისმოდა.

მხატვართა საზოგადოების ერთ–ერთ კრებაზე გამოტანილ იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ


ხელვიწრო წევრებისათვის მატერიალური დახმარება: გადაწყდა, ნიკო
ფიროსმანიშვილისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით. ფულის გადაცემა მე
მომანდეს. ეს იყო ფიროსმანის ცხოვრების უკანასკნელი წლები. მივიღე ფული და დავიწყე
ფიროსმანიშვილის ძებნა. დაახლოებით ვიცოდი სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში
შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ამაოდ.
და ჩაკეტა კარები. დაფიქრებულმა ამ ამბით გადავწყვიტე, რომ ნიკო უნდა ყოფილიყო ეს
ცხოვრებით დაჩაგრული და ბდაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ერთი ეზოდან მომესმა
საშინელი ყვირილი (ლანძღვა), ხმაური და ბავშვების ჟივილ–ხივილი. დაინტერესებული ამ
გარემოებით გადავედი მეორე მხარეს და მივადექი იმ ალაყაფის კარებს, საიდანაც ხმაური
მომესმა. წინ ბნელი იყო და იქით კი მზით სავსე ეზო მოჩანდა
სანახაობა იყო მეტად შესაბრალისი. ეზოს ბავშვები – ასე ათამდე – ქვებს უშენდნენ ერთი
ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს კაცი, საშინლად გაჯავრებული ,
გამოხტა ოთახიდან, გამოუდგა ბავშვებს, სწრაფადვე გაბრუნდა გაჯავრებული ლანძღვა-
გინებით ავშვების მიერ აბუჩად აგდებული კაცი. ერთ ბავშვს ვკითხე მისი ვინაობა და მან
მიპასუხა – ეს “შალაპაი პიანიცა, ჟივოპისცა” არისო. მე გამეხარდა, რადგან მივაგენ იმას,
ვისაც ვეძებდი. თან შემაწუხა მისმა ასეთმა ყოფამ. დავაკაკუნე. გამოჩნდა ნიკო . ჩემ წინ
იდგა ,,ბოსიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის
მცხოვრები.
- ვინ გნებავთ? – შემეკითხა ჩაფიქრებული.
- ბატონი ფიროსმანიშვილი.
- მე ვარ, გთხოვთ, – გააღო კარები. დავიღუნე და შევედი.
უეცრად შემაჩერა და მკითხა:
- როგორ მოხველით, როგორც მტერი, თუ როგორც მოყვარე?! – და თან მიყურებდა თვალების
არაჩვეულებრივი  გამომეტყველებით.
“ხომ არ გაგიჟდა!” – გავიფიქრე გუნებაში, ხმამაღლა კი ვუთხარი:
- არა, თქვენც მხატვარი ხართ და მეც, რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი? მე გუდიაშვილი ვარ, არ
გახსოვართ?..
- დიახ, დიახ, – დაიწყო მან თითქო ცახცახით. – გთხოვთ, მობრძანდეთ, გთხოვთ, ლადო, არა?
- დიახ, ლადო.

- დაბრძანდით! ძმობილო! აი, ასე, ეს არის ჩემი ოთახი, როგორცა ხედავთ. ო! ო! რომელია
თქვენი სახელი? ლადო, დიახ, ლადო! შეიძლება წყალი დალიოთ? – დაასხა ჭიქაში და
მომიტანა. – ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონათი არა მაქვს.
– სწრაფად შევათვალიერე  ოთახი. ეს იყო კიბის ქვეშ
მოთავსებული, რამდენიმე ნაბიჯი სიგრძისა და სიგანის პატარა
ოთახი. დგომა შეუძლებელი იყო. კუთხეში საწოლი იდგა, ზედ
ჭუჭყიანი ქვეშაგები ელაგა, კედელზე პატარა კოლოფი იყო
მიკრული – ეს იყო “შკაფი”. მეორე კუთხეში ეყარა სხვადასხვა
ხელსაწყო მღებარისა და მხატვრისა: ვედრო, მუშამბა, საღებავები,
ფუნჯები და სხვ.

- თქვენ იცნობთ ძმებს ზდანევიჩებს? – მკითხა მან უეცრად. – მათ


ბევრი სურათი აქვთ ჩემი. მე ბევრს ვმუშაობდი, თბილისის
სარდაფები ჩემი მოხატულია. ამით ვცხოვრობ… შეიძლება
მიირთვათ რამე. იქნებ პური… აი, გთხოვთ, – და გამოიღო
“შკაფიდან” ხმელი პურის ნატეხი. მე მადლობა ვუთხარი.

- ასე, ასე, ჩემო ძმობილო, ძვირფასო ლადო, როგორ გეძახიან –


ლადო, არა? ჰო, ლადო!.. – გაჩერდა, ჩაფიქრდა. უეცრად ფეხზე
წამოიჭრა. დაიწყო რაღაცის ძებნა. კუთხეში ნახა გაქონილი,
ჭუჭყიანი ქაღალდი.
- ხედავთ? – გაშალა გაზეთი “სახალხო ფურცლის” ნომერი, სადაც მისი სურათი იყო მოთავსებული.
– ჩემი პორტრეტი. მე გადამიღო ვიღაც გოგოლაშვილმა და შემდეგ გაზეთში მოათავსა.
ვუთხარი ნიკოს, რომ ეს სურათი ნანახი მქონდა.
- ეხლა რაზედ მუშაობთ? – ვკითხე შემდეგ.
- არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს რესტორანში. სიღარიბეში ვცხოვრობ.
ხშირად მატყუებენ და არ მაზლევენ ფულს.
ამოვიღე ფული და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო. შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, ხმა
ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა.
- ცოტა არის, – ვუთხარი, – მაგრამ ამ ფულით შეიძლება პატარა ხანს ცხოვრება. იყიდეთ
საღებავები.
- ეს რა არის?
- საღებავები, ჩემო ძმაო. მუშაობა ასე უნდა. თქვენ კოსტიუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და
გოლოვინის პროსპექტზედაც დასეირნობთ, – არა, ასე არ შეიძლება, უნდა ჩაიცვა ძველი
ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი. უნდა დაფქვა ფეხით კირი და გააკეთო
უმარილი, აიღო დიდი ფუნჯი და შეღებო კედლები თეთრი ან შავი ფერით, ძირიდან ჭერამდე .
ძმაო ლადო! თქვენ ლადოს გეძახიან, არა? ო, ასე კარგია, ძლიერ კარგია. მაშ როგორ უნდა
მოვიქცეთ ახლა? ავაშენოთ სახლი თუ არა? ავაშენოთ და შევიკრიბოთ იქ. ვიქნებით ერთად ,
თორემ რა აზრი არის ეხლა? დახატავ სურათს, წაიღებ სარდაფში, გაჭმევს, დაგალევინებს
მისი პატრონი ღვინოს და სურათს კი დაიტოვებს. და ასე ყოველთვის.
მერე ნიკომ მაჩვენა სურათები: “ლომი” და “თამარ
დედოფალი”.
- აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ისვრიან
ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ. მაშასადამე, თქვენ
მიდიხართ? წავიდეთ… იცით რა? – თქვა მან წყნარად, –
წავიდეთ სარდაფში, დავლიოთ.
მე ვუთხარი, რომ ღვინოს არა ვსვამდი.
- არა უშავს, ლიმონათს მაინც დალევთ.
კიდევ უარით ვუპასუხე. სახეზე წყენა შევნიშნე. სახლში
რომ დავბრუნდი, მეტად დამაღონა ჩემმა საქციელმა,
მაგრამ რაღა გაეწყობოდა.
სადგურის მოედნამდე ერთად ვიარეთ. გზაში ბევრი
მელაპარაკა თავის ჭირ-ვარამზე და თანაც მაჩვენებდა
სარდაფებს, სადაც სურათები იყო…
მას აქეთ დიდხანს ვეღარ შევხვდი, ვეძებდი, ვიყავი
სახლში, მაგრამ შინ ვერ მივუსწარი, ვეძებე სარდაფებშიც
– იქაც ვერ შევისწარი.
გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ თითქმის
წელიწადი. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ
დასდო დახმარება ღარიბ მხატვართა
სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისათვის
გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი.
გავემართე ისევ მისკენ, მაგრამ თავისი
ოთახიდან გადასულიყო. ახლა იქ პატარა
დუქანი მოეთავსებინათ და წინანდელი
მობინადრისა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე
ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა,
გავყევი მათ, შემოვიარეთ დიდუბე.
- დიდი ხანია არ დაგვინახავსო, –
გვპასუხობდნენ შეკითხვაზე მედუქნეები და
რესტორნის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს
სამისამართო მაგიდაშიც. მას შემდეგ
ფიროსმანიშვილი სამუდამოდ დაიკარგა.
თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც,
მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს,
მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ
დამარხა, ეს გამოურკვეველი დარჩა.
ვინ იყო ქალი, რომლის გამოც ,
ფიროსმანმა დარჩენილი სიცოცხლე
სიღატაკეში გაატარა?
არსებობს დოკუმენტური დადასტურება
იმისა, რომ მარგარიტა საქართველოში
ნამდვილად იყო ჩამოსული 1905 წელს.
ქალაქში გაჩნდა აფიშები: “სიახლე!
თეატრი “ბელ ვიუ”. მხოლოდ 7 გასტროლი
ულამაზესი მსახიობის, მარგარიტა დე
სევრისა თბილისში. უნიკალური ნიჭი
შანსონის და კეკ-უოკის ცეკვის
ერთდროულად.”

ნიკო ფიროსმანმა ის პირველად აფიშაზე


ნახა და შეუყვარდა. სწორედ მაშინ დახატა
მან თავისი ცნობილი შედევრი “აქტრისა
მარგარიტა”. მას შემდეგ კი, რაც მისი
როგორ გამოიყურებოდა მარგარიტა იმ პერიოდში, როცა ის
სიმღერა მოისმინა კონცერტზე, გადმოცემის
ფიროსმანს უყვარდა. მოხერხდა მისი ერთი ფოტოსურათის თანახმად, გადაწყვიტა გაეკეთებინა ის,
მოძიება. რაზეც შემდგომში კონსტანტინ პაუსტოვსკი
და ანდრეი ვოზნესენსკი დაწერენ.
საკუთარ დაბადების დღეზე , ფიროსმანმა თავისი დუქანი გაყიდა , მთელი ფულით კი
შეისყიდა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი და 9 ურმით მარგარიტას
სასტუმროს მიაყენა. ლეგენდის თანახმად, მსახიობმა დაინახა ყვავილების ზღვა,
გამოვიდა მხატვართან და აკოცა. თუმცა ისტორიკოსების მტკიცებით, ისინი ერთმანეთს
არასდროს შეხვედრიან. ნიკალამ ქალს ყვავილები გაუგზავნა, თვითონ კი მეგობრებთან
ერთად საქეიფოდ წავიდა.

რასაკვირველია, ყვავილები არავის დაუთვლია, ურმებზე კი ვარდების გარდა


იასამანი, აკაცია, ბეგონია, ლილია, ტიტა, პიონი და სხვა მრავალი ჯიშის ყვავილი იდო,
რომლებსაც ურმიდან პირდაპირ ქუჩაში ცლიდნენ. აქტრისა მარგარიტამ ნიკალას
მოსაწვევი გაუგზავნა, რომელიც მსახიობს არ გამოუყენებია. ბოლოს, როცა გადაწყვიტა
მისვლა, მარგარიტა უკვე ქალაქში აღარ იყო. გავრცელდა ხმები, რომ ის თავის მდიდარ
თაყვანისმცემელთან ერთად გაემგზავრა და თბილისში არასდროს აღარ დაბრუნებულა .
მრავალმა მხატვარმა შექმნა ფიროსმანის
პორტრეტი მათ შორის ზდანევიჩების
მცდელობით, თვითნასწავლი მხატვრის შესახებ
გაიგო პაბლო პიკასომ, რომელმაც 1972 წელს
დახატა ‘თავისი ფიროსმანი“.

დავალება:
დახატეთ გრაფიკაში, უბრალო ფანქრით
მხატვრის პორტრეტის თქვენეული ვერსია .
გადაუღეთ ფოტო და გამომიგზვნეთ.

You might also like