You are on page 1of 17

06/04/2022

შესაბამისობის

ეკატერინე ქარდავა
ცხრილი
ეკატერინე ქარდავა
2021
სამართლებრივი აპროქსიმაციის
ინსტრუმენტების ინტეგრირება

06/04/2022
საქართველოს საკანონმდებლო
საქმიანობაში

ეკატერინე ქარდავა
 სამართლებრივი აპროქსიმაცია, როგორც ახალი
საკანონმდებლო ტექნიკა
• სამართლებრივი დაახლოების ერთ-ერთი პირველი ეტაპია
ევროკავშირის კანონმდებლობის
დებულებების/ევროპული სტანდარტების ასახვა ქართულ
კანონმდებლობაში (კანონებსა და კანონქვემდებარე

06/04/2022
აქტებში).

• კანონშემოქმედების/საკანონმდებლო ეტაპზე უაღრესად

ეკატერინე ქარდავა
მნიშვნელოვანია (სავალდებულოა) ისეთი აქტების მიღება,
რომლებიც:
 შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან
 შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
(ამ შემთხვევაში ასოცირების შეთანხმებასთან)
 არ შექმნის წინააღმდეგობებს პარალელურ სამართლებრივ
აქტებს შორის (მოიყვანს შესაბამისობაში).

ამდენად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან (მეორეულ


კანონებთან) დაახლოებისას ზემოაღნიშნული მოთხოვნები
უნდა იქნეს გათვალისწინებული.
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია
ნორმატიული აქტების მიღების პროცედურები,
რომლითაც მოწმდება ნორმატიული აქტის
პროექტის (კანონპროექტების, კანონქვემდებარე
აქტის პროექტების) მიზნები, ამოცანები,
შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან,

06/04/2022
ფინანსების საჭიროება, ეფექტიანობა და სხვა.

ეკატერინე ქარდავა
• ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული დეტალები
მოწესრიგებულია:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში;
საქართველოს მთავრობის რეგლამენტში
• ასოცირების შეთანხმების დადების შემდეგ, აუცილებელი
გახდა საკანონმდებლო პროცესის ახლებური გააზრება და
გადაფასება. საჭირო გახდა ახალი პროცედურებისა და
ინსტრუმენტების შემოღება, რაც უზრუნველყოფდა
ნორმატიული აქტის პროექტის შემოწმებას ასოცირების
შეთანხმებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან
შესაბამისობის კუთხით.

06/04/2022
• ახალ მექანიზმს უნდა გაეთვალისწინებინა სამართლებრივი
აპროქსიმაციის (ეტაპობრივი და დინამიური) პრინციპების

ეკატერინე ქარდავა
არსი, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები დაახლოების
პროცესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სამართლის
წყაროთა განსხვავებული ბუნება, აპროქსიმაციის სრული
ციკლის შეფასების მნიშვნელობა და სხვა.

• საკითხი დაარეგულირა საქართველოს ორგანულმა


კანონმა „ნორმატიული აქტების შესახებ“. აქ შევიდა
შესაბამისი ცვლილებები.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონი
და შესაბამისობის ცხრილი
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“,
მე-17 მუხლის პირველი პუნქტი:

1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც

06/04/2022
აისახება:
...
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ

ეკატერინე ქარდავა
სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:
• გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
• გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი
მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან.
...
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის
შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა ) განმარტებითი ბარათი , რომელშიც აისახება :
• ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი
მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან

06/04/2022
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ა​1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის

ეკატერინე ქარდავა
სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან
შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად;
შესაბამისობის ცხრილი, დანართი 1

06/04/2022
ეკატერინე ქარდავა
რა უნდა ჩაიწეროს შესაბამისობის ცხრილის გრაფებში?

1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილის


ნუმერაცია (რეკვიზიტი).
2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა (ტექსტი).
3. ამ ცხრილში საქართველოს ნორმატიული აქტის პროექტისათვის
მინიჭებული შესაბამისი ნომერი. (იქნებ ცვლილება შედის რამდენიმე

06/04/2022
აქტში, ამდენად მათ ნუმერაცია ენიჭება და დასაწყისშივე მიეთითება)
4. საქართველოს ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისი მუხლის ან
პუნქტის (ნაწილის) ნუმერაცია.

ეკატერინე ქარდავა
5. საქართველოს ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა
(ტექსტი).
6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ
შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულოა შესასრულებლად).
7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის
მიზეზების ახსნა.

შენიშვნა : ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტი
ს სრული ტექსტი , გარდა მისი პრეამბულისა .
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 103:

2. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს


დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის
კანონმდებლობას.

06/04/2022
...

ეკატერინე ქარდავა
ასოცირების შეთანხმება და შესაბამისობის ცხრილი
ასოცირების შეთანხმებაში ცალკე არის განსაზღვრული
შესაბამისობის ცხრილის მომზადების ვალდებულება იმ
მიზნებისთვის, რომ ევროკავშირმა შეამოწმოს და შეაფასოს
სამართლებრივი აპროქსიმაციის მდგომარეობა.

06/04/2022
რამდენადაც უმეტესწილად შესაბამისობის დადგენა
მნიშვნელოვანია ბაზრის კანონმდებლობის სფეროში (DCFTA),
შესაბამისობის ცხრილის მომზადება მოთხოვნილია ასოცირების

ეკატერინე ქარდავა
შეთანხმების XI-A დანართით, რომელიც მიემართება ფიტოსანიტარიას
და სანიტარიას ( იგივე სურსათის უვნებლობა).

ამ დანართით განსაზღვრულია, თუ როგორი უნდა იყოს


შესაბამისობის ცხრილი.

საქართველო ვალდებულია მოამზადოს შესაბამისობის ცხრილები


უშუალოდ ევროკავშირისთვის (ევროკომისიისთვის).
ევროკავშირისათვის შესაბამისობის ცხრილში საქართველომ უნდა ასახოს :
 ეროვნული წესების ძალაში შესვლის თარიღი და ოფიციალური გაზეთი, სადაც
ის გამოქვეყნდა.
 შესაბამისობის ცხრილის მომზადებისა და შეფასების მოდელი (თუკი
დაახლოება არ არის სრული, შემფასებლებმა უნდა აღწერონ ნაკლოვანებები
იმ სვეტში, რომელიც არის განკუთვნილი კომენტარებისათვის.)

ევროკავშირის აქტი ეროვნული შენიშვნები შემფასებლის კომენტარი


კანონმდებლობა საქართველოდან

06/04/2022
       

ეკატერინე ქარდავა
1. ევროკავშირის აქტი: მისი მუხლები, პუნქტები, ქვე-პუნქტები და სხვა უნდა იქნას აღნიშნული მთლიანი
სათაურით და შესაბამისობის ცხრილის მარცხენა სვეტში უნდა იქნას მითითებული წყარო თუ საიდან იქნა
აღებული.

2. ეროვნული კანონმდებლობა: მარცხენა სვეტში მითითებული ევროკავშირის დებულებების შესაბამისი


ეროვნული კანონმდებლობის დებულებები, აღნიშნული უნდა იყოს მათი სრული დასახელებით და იმის
მითითებით, თუ საიდან იქნა აღებული. მათი შინაარსი აღწერილი უნდა იყოს დეტალურად მეორე სვეტში .

3. შენიშვნები საქართველოდან: ამ სვეტში საქართველომ უნდა მიუთითოს წყაროები ან სხვა დებულება,


რომელიც დაკავშირებულია ამ მუხლთან, პუნქტთან, ქვეპუნქტთან და ა.შ. განსაკუთრებით მაშინ , როდესაც
დებულების ტექსტი არ არის დაახლოებული. უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი , თუ რატომ არ მოხდა
დაახლოება.

4. შემფასებლის კომენტარები: თუკი შემფასებლები ჩათვლიან, რომ დაახლოება არ არის მიღწეული, მათ
უნდა დაასაბუთონ ეს შეფასება და აღწერონ შესაბამისი ნაკლოვანებები ამ სვეტში .
აპროქსიმაციის პროცესში თარგმანის
მნიშვნელობა

• ასოცირების შეთანხმებიდან:

06/04/2022
„როდესაც მზადდება შესაბამისობის ცხრილები ,
გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი:
ევროკავშირის აქტები გამოყენებულ უნდა იქნას

ეკატერინე ქარდავა
შესაბამისობის ცხრილების მოსამზადებლად. ამ მიზნით
გამოყენებულ უნდა იქნას დაახლოების
დროისათვის ძალაში არსებული ვერსია.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზუსტ
თარგმანს ეროვნულ ენაზე, რამდენადაც
ლინგვისტურმა უზუსტობამ შეიძლება გამოიწვიოს
არასწორი ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით მაშინ,
როცა იგი ეხება კანონმდებლობის დაფარვის სფეროს.”
• ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების
გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო 2014 წლის #
186-ე განკარგულება „საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის

06/04/2022
შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების
მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

ეკატერინე ქარდავა
• ევროკავშირის კანონმდებლობის თარგმანი დაევალა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს!!!

• საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე (


www.matsne.gov.ge) გაჩნდა ცალკე სივრცე -
ევროკავშირის კანონმდებლობა, სადაც ნელ-ნელა
იდება თარგმნილი ევროკავშირის მეორეული
კანონმდებლობა.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)

• „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანულ კანონში ასევე


შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზე მოითხოვება
კანონპროექტის შეფასება წინასწარ - რა ზეგავლენას ახდენს ის
შედეგობრივად სხვადასხვა სფეროებზე.

06/04/2022
მუხლი 17 პრიმ ერთი:
„1. რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა:
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით პერიოდულად

ეკატერინე ქარდავა
განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ
საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის
მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს
მთავრობაა;
ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას.“
...
5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.“
ევროკავშირის კანონმდებლობის ძიება

https://europa.eu/
EU LAW
Find Legislation

06/04/2022
EU law (EUR-Lex)

ეკატერინე ქარდავა
ან პირდაპირ
• https://eur-lex.europa.eu/homepage.html
• Legal acts
• Search in legal acts

• (დააკონკრეტეთ დირექტივას ეძებთ,


რეგლამენტს თუ სხვა).
ლიტერატურა:

• ასოცირების შეთანხმება, XI-A დანართი (დათვალიერება)

• „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, https://


matsne.gov.ge/document/view/90052?publication=33

06/04/2022
• ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოების სახელმძღვანელო, 2020, https://
matsne.gov.ge/ka/document/view/4786582?publication=0 (გადადით დანართზე და
გადმოწერეთ). გვ. 89-94 (შემდეგ ნელ-ნელა წაიკითხეთ).

ეკატერინე ქარდავა
• მთავრობის 2014 წლის 186-ე განკარგულება, https://
matsne.gov.ge/ka/document/view/2250269?publication=0 (წასაკითხად)

• საქართველოს მთავრობის დადგენილება №35, 2020 წლის 17 იანვარი,


რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ,
https://matsne.gov.ge/ka/document/download/4776100/0/ge/pdf
(დასათვალიერებლად)

• ქარდავა ე., ასოცირების შეთანხმება - სპეციფიკური ნიშან-თვისებების მქონე


განსაკუთრებული საერთაშორისო ხელშეკრულება, 2019. გვ. 168-202, http
://www.library.court.ge/upload/sergo%20jorbenadze%2090.pdf

You might also like