You are on page 1of 7

საგანი: ქართული ენა

და ლიტერატურა
სწავლების საფეხური:
II კლასი
ტექსტი: ბრძენი კუ
ზღაპარი

• ფანტასტიკურ ამბავზე აგებული თხრობითი


ნაწარმოები, რომელიც დაკავშირებულია
სინამდვილესთან თემატიკით.
• ზღაპარი შეიძლება იყოს ლიტერატურული ან
ხალხური.
• ლიტერატურულ ზღაპარს ჰყავს ავტორი.
• მაგ: ,,როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“ -
ლიტერატურული ზღაპარია, რომლის ავტორი
დონალდ ბისეტია.(გორდელაძე გვ 16, ნაწ.1)
ბ რ ძ ე ნ ი კ უ
ა ღ მ ო ს ა ვ ლ უ რ ი ზ ღ ა პ ა რ ი

კუმ იფიქრა: მოდი რაც ქვეყანაზე სიბრძნეა, შევაგროვებ და ყველაზე ჭკვიანი ვიქნებიო. ადგა,

გოგრა მხარზე გაიდო და გზას გაუდგა. სადაც კი სიბრძნეს წააწყდებოდა, გოგრაში ტენიდა და თავს

უკრავდა, არსად გამექცესო. ბოლოს დარწმუნდა:

- რაც ქვეყანაზე სიბრძნეა, ყველა მოვაგროვე. ახლა კი მოდი, ამ სიბრძნით სავსე გოგრას მაღალ ხეზე

დავკიდებ, რომ არავინ მომპაროსო.

ჩამოიკიდა გოგრა კისერზე და დაიწყო ხეზე აცოცება, მაგრამ გოგრა ხელს უშლიდა.

ზურგს უკან სიცილი მოესმა. მოიხედა და მოხუცი კაცი დაინახა:

- სულელო, თუ ასე ძალიან გინდა ხეზე ასვლა, გოგრა წინ ნუ კი გაქვს კისერზე ჩამოკიდებული,

ზურგზე გადაიკიდე.

ასეთი ჭკვიანური რჩევა რომ გაიგონა, კუმ იფიქრა, კიდევ დარჩენილა სიბრძნე ქვეყანაზეო.

გაბრაზდა, ამოდენა დრო ტყუილად დავკარგეო, და გოგრა მიწაზე დაახეთქა.

გოგრა გასკდა. ქარმა დაუბერა და სიბრძნე დედამიწაზე მიმოფანტა.

მას შემდეგ სიბრძნე ყველგან არის, ოღონდ პოვნა უნდა.


კითხვაზე პასუხი

• რა მიზანი აქვს კუს?


• სად აგროვებს კუ სიბრძნეს?
• სად აქვს სიბრძნის გადამალვა
განზრახული?
• რატომ გაბრაზდა კუ?
• ტექსტის ბოლო წინადადებას როგორ
განმარტავდი?
სახალისო შეკითხვები

 რა შეცდომა დაუშვა
კუმ სიბრძნის
შეგრობვებისას?
მოიფიქრე
რამდენიმე პასუხი.
 როგორ ფიქრობ,
რატომ შეარჩია ავტორმა
მთავარ პერსონაჟად კუ?
საშინაო დავალება

• მოისმინე იგავი ,,ბრძენი კუ“

წერითი დავალება:
მეოთხე სლაიდზე მოცემული დავალება შეასრულე
წერილობით.
წიგნის კითხვის დღესთან
დაკავშირებით

• წაიკითხე შენი საყვარელი ზღაპარი, გააკეთე


ილუსტრაცია (თუ სურვილი გექნება)

მე გთავაზობ წაიკითხო ზღაპარი ,,გვრიტი“ ,


რომელიც გორდელაძის სახელმძღვანელოშია
გვ.54 ,

You might also like