Professional Documents
Culture Documents
აზიზ ნესინი - გიჟი მაღლა ავიდა
აზიზ ნესინი - გიჟი მაღლა ავიდა
თურქი მწერალი და სატირიკოსი, მეჰმეტ ნუსრეტი, ანუ აზიზ ნესინი, 1915 წლის 20
დეკემბერს სტამბოლში დაიბადა. იუმორისტული თხზულებებისა და რომანების ავტორი,
პოლიტიკური და სოციალური სატირის ოსტატი - ასე აფასებდნენ მას ლიტერატურის
კრიტიკოსები.
ის წარმოშობით ყირიმელი თათარი გახლდათ. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ,
რამდენიმე სატირული და სოციალური ჟურნალის რედაქტორი გახდა. რამდენჯერმე
დაიჭირეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. ლიტერატურული ნამუშევრების
წყალობით, უამრავი ჯილდო მიიღო, როგორც თურქეთში, ასევე იტალიაში, ბულგარეთსა
და ყოფილ საბჭოთა კავშირში. მისი ნამუშევრები 30 ენაზე ითარგმნა. ამბობდნენ, რომ ის
ერთადერთი თურქი მწერალი იყო, რომელიც საკუთარი წიგნების გაყიდვით მიღებული
თანხით ცხოვრობდა და ფინანსურ გაჭირვებას არ განიცდიდა.
1972 წელს მან ნესინის ფონდი დააარსა, რომლის მიზანია, ყოველ წელს აიყვანოს ოთხი
ღარიბი ბავშვი და ისინი ყველაფრით უზრუნველჰყოს, მათ შორის, განათლების
მიღებითაც, სკოლიდან დაწყებული, სანამ სრულწლოვანებას არ მიაღწევენ. აზიზ ნესინმა
მთელი თავისი შემოქმედების საავტორო უფლებები თურქეთში სწორედ ფონდს
გადაულოცა, ასევე უფლებები ფილმებსა და სპექტაკლებზე, რომლებიც მისი
ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს და დადგეს.
მის წიგნებს შორისაა „თურქული ამბები ოთხი დეკადიდან“, „ძაღლის ზღაპრები“,
„სტამბოლელი ბიჭი“.
აზიზ ნესინი პოლიტიკური აქტივისტი და ისლამის კრიტიკოსი გახლდათ. მან
გადათარგმნა თურქულ ენაზე სალმან რუშდის „სატანური ლექსები“. ამან ისლამური
ორგანიზაციების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთ ფესტივალზე, მათ ალყა
შემოარტყეს სასტუმროს, რომელშიც აზიზ ნესინი იმყოფებოდა და ის ცეცხლს მისცეს.
საბედნიეროდ, მწერალმა გაქცევა მოახერხა, თუმცა 37 ადამიანი დაიღუპა.
აზიზ ნესინმა ცხოვრების უკანასკნელი წლები რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან
ბრძოლაში გაატარა. მწერალი 1995 წლის 6 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა.
გიჟი მაღლა ავიდა