Professional Documents
Culture Documents
მრავალფერფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა ბერძნები
მრავალფერფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა ბერძნები
ჩვენი სიმდიდრეა-
ბერძნები
ქართული ენა
ნატა კვიკვინია
2023 წელი
საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა
ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენს სამშობლოში
მცხოვრებ ერებს ერთნაირად უყვართ
თავიანთი ქვეყანა, საქართველო.
ეთნიკური და რელიგიური
მრვალფეროვნება ჩვენი ქვეყნის
სიმდიდრეა და იმ ფაქტით, რომ
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში
სხვადახვა ეთნოსის წარმომადგენლები
მკვიდრობენ და მშვიდობიანად
ახერხებენენ თანაცხოვრებას, ჩვენ
სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ
საქართველოში უძველესი დროიდან
ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების
წარმომადგენლები,თუმცა გვიან შუა
საუკუნეებამდე მათი ხვედრითი წილი
ქვეყნის მთელ მოსახლეობაში დიდი არ
ყოფილა
დღევანდელი ჩემი პრეზენტაცია საქართველოში
მცხოვრებ და საქართველოზე უზომოდ
შეყვარებულ კიდევ ერთ ერს ბერძნებს ეძღვნება.
ერს რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყნის,
არამედ მსოფლიოს კულტურასა და ისტორიაზე
განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა. როგორ
ცხოვრობს საქართველოში ეთნიკურად ბერძენი,
მაგრამ მენტალურად ქართველი მოსახლეობა.
ქართულ-ბერძნული ურთიერთობები, ისტორია,
კულტურა, ლიტერატურა,ეს არის ლევან
გორდეზიანის მთელი ცხოვრების ინტერესი და
სიყვარული, თემა, რომელზეც ბატონ
პროფესორს საათობით შეუძლია ისაუბროს.
ბერძნულ-ქართული ურთიერთობა თავისი
ხანგრძლივობითა და ინტენსივობით სრულიად
განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს. ამავე
დროს, საქართველოს ბერძნული მოსახლეობის
აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენში, ძირითადად,
XIX-XX საუკუნეებში გადმოსახლდა იმ
რეგიონებიდან, სადაც ე. წ. პონტოს ანუ
პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ.
უახლესი მონაცემებით, პონტოს ე. წ.
ბერძნულენოვანი მოსახლეობა ჯერ კიდევ 1922
წლამდე დაახლოებით 700 ათას კაცს შეადგენდა.
ამავე დროს, 500 ათასი უკვე გადასახლებული იყო
თურქეთიდან, ძირითადად, რუსეთსა და
საქართველოში. ეს პროცესი XIX საუკუნის
განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით 257
ათასი პონტოელი ბერძენი დაიღუპა მათი დევნის
პერიოდში თურქეთში.
პონტოურ დიალექტს თანამედროვე ბერძნულის
დიალექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს. ზოგი მას ცალკე ენადაც კი განიხილავს.
პონტოელთა ენამ ძველი ბერძნულის ზოგიერთი
ისეთი ნიშანი დაიტოვა, რომელიც დღეს ბერძნულ
დიალექტებში გამქრალია. XIX საუკუნის შუა წლებში
ბერძნები ზღვისპირა აჭარაში, აგრეთვე, სოფელ
ირაგაში (თეთრიწყაროს რაიონი) და ციხისჯვარში
(ბორჯომის რაიონი) ჩამოსახლდნენ.