You are on page 1of 14

ოლღა და

ილია
ილიასა და ოლღას
დაახლოება ემთხვევა
ჟურნალ ,,საქართველოს
მოამბის" დაარსების
გადამწყვეტ ეტაპს, კერძოდ,
1863 წლის იანვარს. ოლღამ
ილიას სამუდამო
თანადგომა გამოუცხადა.
Click icon to add picture
ოლღას ავტობიოგრაფია

ოლღა გურამიშვილი დაიბადა 1842 წლის 12


მარტს, ქვემო ავჭალაში. დედა, ელისაბედი,
ადრეულ ბავშვობაში გარდაცვლილა.
ოლღას ჰყავდა და, ეკატერინე. ოლღასა და
ეკატერინეს დედობას უწევდა თბილისში
ცნობილი და მიღებული ქალბატონი, ქვრივი,
სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძე. მამა,
თადეოზ გურამიშვილი, ერთ-ერთი მდიდარი
ფეოლადი იყო.
საიდუმლო ჯვრისწერა
ჯვარი საიდუმლოდ დაუწერიათ 1863 წლის 10 აპრილს
თბილისში, სამების ეკლესიაში.
ილია ოლღაზე იტყოდა  - ,,ჩემი ოლღა ციდან ჩამოსული
ადამიანიაო“.  
მათ  ურთიერთობებზე მათი თანამედროვეები
იხსნებენ,  როგორ უსაყვედურა ოლღამ მეუღლეს, როდესაც
მან მოახლე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი
დამალევინეო: ,,დამიგდე ყური -მიუმართავს ოლღას
ილიასთვის -  ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ
მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ“. 
 
ილიას და ოლღას
სასიყვარულო ურთიერთობა

ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის


სიყვარულზე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა მათი
მიმოწერა სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს წყვილის
ურთიერთობას.
ილიას ძალიან უყვარდა ოლღა, დიდ პატივს სცემდა.
ილიასათვის ოლღა დასაყრდენი ძალა იყო. ქალის
უანგარო სიყვარული, რწმენა მეუღლის ნიჭიერებისა
აძლიერებდა ქართველ საზოგადო მოღვაწეს,
რომელიც ხშირად უსამართლოდ იკიცხებოდა,
ილანძღებოდა. ალბათ, რამდენჯერ დაუმშვიდებია
ილიას აფორიაქებული სული დარბაისელ, მშვიდ
გაწონასწორებულ ქალს, რომელიც სიცოცხლესაც
დათმობდა ქმრისთვის.
 ამ უსათნოესმა ქალბატონმა
ახალგაზრდობიდან თავი მიუძღვნა
ყველა ქართველისათვის
სათაყვანებელ  ადამიანს.
შეუძლებელია, ემოციების გარეშე
უცქირო გახუნებულ, ძველ ფოტოებს,
სადაც კარგად ჩანს ოლღას შინაგანი
ძალა, არისტოკრატიზმი,
შეჯერებული  სიუბრალოვესთან და
სიკეთესთან.
ოლღა
ილია ოლღას სათაყვანო კერპი

ილია ოლღას სათაყვანო კერპი იყო, მის  წინაშე მუხლს


იდრეკდა, აღმერთებდა, თვალებში შეჰყურებდა, თავს
დასტრიალებდა, რომ არც თვითონ, არც სხვას არ
ეწყენინებინა რა და არ განერისხებინა. ილიას მუშაობას
უყურებდა, როგორც მღვდელთმოქმედებას და ამიტომ
მის სამუშაო კაბინეტს  ფეხაკრეფით
დასტრიალებდა, ახლო არავის მიაკარებდა. ყველას
ნელი ხმით უნდა ელაპარაკა, რომ ილია არ
შეეწუხებინა. მისი მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა“  -
იხსენებს იაკობ მანსვეტაშვილი.
რას ნიშნავს სიკვდილის თვალში ჩახედვა...

ეს წასაკითხად და მოსასმენად
არის  უბრალოდ აღსაქმელი,
ხოლო  რას ნიშნავს სიკვდილს
თვალებში ჩახედო,  ალბათ,  ამას
ახსნა არ
სჭირდება.  როგორი  გადასატანი
იყო  ეს ოლღასათვის, ალბათ,
თეორიულად მაინც წარმოგვიდგენია.
თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ
ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი,
1927 წლის 25 აპრილს აღესრულა, 85 წლის ასაკში.
ქართველმა ერმა 29 აპრილს მთაწმინდაზე, იქ,
სადაც ყოველთვის ესწრაფვოდა დაკრძალვას,
დიდებული მეუღლის გვერდით მიუჩინა
განსასვენებელი. ოლღას დიდბუნოვნება და საქები
ადამიანობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ,
როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა
გადაუწყვიტეს. მან უმაღლეს მთავრობას თხოვნით
მიმართა - მკვლელები შეეწყალათ, იმიტომ, რომ
თავად ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა
სიკვდილით დასჯისაო.
ილიასა და ოლღას საფლავები
მთაწმინდაზე
პროექტი
მოამზადა

მარიამ ცერცვაძემ

You might also like