You are on page 1of 9

• ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკურ

ნიმუშად ითვლება „აბოს წამება“


• ნაწარმოები დაწერილია 786-790 წლებში (მერვე საუკუნის მეორე
ნახევარში)
• აბოს წამება პოლიჟანრული ნაწარმოებია (მასში რამდენიმე
განსხვავებული ლიტერატურული ჯანრია წარმოდგენილი.
• პირველი თავი ქადაგებაა, დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია
აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე
• მეორე და მესამე თავში ჰაგიოგრაფიული ამბავია აღწერილი
• მეოთხე თავი წარმოადგენს ჰიმნოგრაფიულ ნაწილს ( ხოტბას
წმინდანის მიმართ)
• ქართლის კათალიკოსმა სამოელმა , იოანე საბანისძეს, რომელიც
კეკელიძის აზრით საერო პირი უნდა ყოფილიყო სთხოვა აღეწერა
ღვაწლი და მოწამეობრივი აღსასრული მისი თანამედროვის. აქედან
გამომდინარე ჩანს, რომ ნაწარმოები შეკვეთით არის დაწერილი.
აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა
ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნული
გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას
ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ
სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო.
• იოანე საბანისძეს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების
ძირითად საშუალებად, ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დაცვა
მიაჩნია. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან
შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და
ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობის გასაღვივებლად. მის
თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით
შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე
მდგომი ქართველობისათვის.
• იოანე საბანისძისთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული
კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი.
თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის
პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი
იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. ჩვენამდე
მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერის სახით. პირველად გამოსცა მ.
საბინინმა (1882), მეორედ — კ. კეკელიძემ (1935), რომელმაც
თხზულება თარგმნა რუსულად (1956). გერმანულად თარგმნა შულცემ
(1905), ლათინურად — პეეტერსმა (1934
• VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბების წინააღმდეგ ბრძოლას ერისმთავარი
ნერსე II ჩაუდგა. 772-773 წლებში ხალიფამ ის თავისთან სახალიფოს
დედაქალაქ ბაღდადში დაიბარა. იქ ნერსე ტყვეობაში იყო. შემდეგ კი
გაათავისუფლეს და უკან ქართლში გამოუშვეს. ტყვეობაში ყოფნისას ნერსემ
გაიცნო არაბი ჭაბუკი აბო. აბო ძალიან დაუახლოვდა ნერსეს და ქართლშიც
ჩამოყვა, ცოტა ხნის შემდეგ გაქრისტიანდა. ნერსე არ წყვეტდა ანტი არაბულ
საქმიანობას, ამიტომ ის კვლავ დაიბარეს სახალიფოში . ერისმთავარი მიხვდა
რომ ამჯერად სიკვდილი არ ასცდებოდა. თავისი ოჯახი აფხაზეთში გახიზნა ,
თვითონ კი დახმარების სათხოვნელად ხაზარებთან მივიდა . ნერსემ
ხაზარებისგან რეალური დახმარება ვერ მიიღო. ამასობაში არაბებმა აბო
შეიპყრეს, მაშინ როდესაც ისინი ისლამს ქადაგებდნენ , აბოს გაქრისტიანება
მათთვის დიდი დარტყმა იყო. არაბებისთვი დიდ მნიშვნელობას
წარმოადგენდა რომ აბო ისლამზე დაბრუნებულიყო. ვერანაირმა ტანჯვა
წამებამ ვერ გაჭრა აბოზე. 786 წელს აბო სიკვდილით დასაჯეს. მას თავი
მოჰკვეთე , გვამი კი დაწყეს და მტკვარში გადაყარეს. აბოს მოწამეობრივი
ცხოვრება აღწერა იოანე საბანისძემ. ქართველთა ბრძოლას დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა შეირყა.
განაპირა რაიონებში კი გადავარდა.

You might also like