You are on page 1of 1

რესურსის რეფლექსია

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები ცალ-ცალკე კარგად იცნობენ კითხვებს


Куда? და Где? ხშირად მაინც ერთმანეთში ერევათ. ცნობილია, რომ თამაშით
სწავლება ერთ-ერთი წარმატებული და ნაცადი ხერხია მიზნის მისაღწევად:
ინტერესით ისმენენ, უკეთ იმახსოვრებენ. სწორედ ამით ვხელმძღვანელობდი
მოცემული შექმნისას.

შევადგინე ე.წ. „რუკა“ ნახატებით და ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე მოგზაურობა ამ


რუკაზე ობიექტების გავლით. ლოტოს კოჭების დახმარებით „მოგზაური“ ხვდება ან
პირდაპირ მონიშნულ ობიექტზე (Где?) ან მისკენ მიმავალ გზაზე (Куда?). თამაშში
მონაწილეობს სამი ან მეტი მოსწავლე (შესაძლოა ჩაერთოს მთელი კლასი ან ბოლოს,
საჭიროების შემთხვევში, მასწავლებელიც). მეორე მოსწავლე შესაფერის კითხვებს
უსვამს (Где? ან Куда?) „მოგზაურს“, ხოლო მესამე ამოწმებს, როგორც კითხვის, ისე
პასუხის სისწორეს (შესაძლოა წითელი ან მწვანე მაჩვენებლების დახმარებით).

გამარჯვებულია ის, ვინც დაუბრკოლებლად გაივლის მარშრუტს. შეცდომა სწორდება


დახმარებით, ოღონდ მოგზაური იღებს საჯარიმო ერთ ქულას.

თამაშის დაწყებამდე მოსწავლეებმა იციან, რომ

Куда? ეკუთვნის В. п. (ცნობილია დაბოლოებები)

Где? ეკუთვნის П. п. ცნობილია გამონაკლისებიც: -ь и

-ий

-ия ии

-ие

აგრეთვე: На полу, в саду, в лесу, на берегу и т.д.

ეს რესურსი შესაძლოა რიცხვების დასწავლისასაც გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი


სავარჯიშო ხერხი (1-დან 25-მდე). რესურსის გამოყენება შესაძლოა სხვა ენების
გაკვეთილზეც, შესაძლოა რესურსის მოდიფიცირება, ობიექტების შეცვლა, მათი
რაოდენობის გაზრდა ან შემცირება.

ვფიქრობ, აღნიშნული რესურსი დაემხარება ჩემს მოსწავლეებს სწორად ამოიცნონ


კითხვა და გასცენ შესაფერისი პასუხი.

You might also like