You are on page 1of 7

1.ავტობიოგრაფია - (ბერძნ.

აუტო) თვითონ ავტორის მიერ საკუთარი ცხოვრების


აღწერა. არის ორგვარი: 1)ავტორი მშრალად აღწერს თავის ცხოვრებას და მიუთითებს
საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ეტაპებზე; 2)საკუთარი ცხოვრების ემოციური
აღწერა,მხატვრულად განსახიერება. იგი შეიძლება იყოს როგორც
ლექსითი(დ.გურამიშვილის "დავითიანი"), ისე პროზაული(ა.წერეთელი "ჩემი
თავგადასავალი").
იმ პირთა ჩანაწერები,რომლებიც წარსულ ამბავთა მონაწილენი იყვნენ და რომელთა
მონათხრობები ფორმით და ასახული მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს
არის მემუარები .

2.ალეგორია - გადაკვრით თქმა, როდესაც საუბრობ ერთზე და იგულისმება


მეორე.ალეგორიის მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა. ("არწივი" . "სულიკო")

3.ალიტერაცია - ერთი და იმავე ან მსგავსი თანხმოვნების გამეორება სტრიქონებში,


რომელიც მიზნად ისახავს ემოციის გამოწვევას მუსიკალობის მიღწევის გზით.

4.ანდაზა - ხალხური სიტყვიერების ჟანრი, ბრძნულად გააზრებული ალეგორიული


გამოთქმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სინამდვილის რომელიმე მხარის
გონებამახვილურად განზოგადება.

5.აფორიზმი - მხატვრული ფორმის მქონე განზოგადებული აზრი, რომელიც


ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძვნება ("სწავლის ძირი მწარე არის")

6.ბიოგრაფია - გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების აღწერა. ბიოგრაფიის ერთობლიობა


კი არის ბიბლიოგრაფია.

7.გაპიროვნება - (ანუ ჰერსონიფიკაცია) არის ტროპის ერთ-ერთი სახე,


რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისთვის ადამიანის
თვისებების მიწერა, გაცოცხლება. მეტაფორისგან განსხვავდება იმით, რომ
მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება, გაპიროვნებაში კი მხოლოდ
ადამიანის თვისებების.

8.გროტესკი - ტიპიზაციის ერთ-ერთი სახე, როდესაც გაზვიადების გზით მიიღწევა


სინამდვილის დეფორმირება. ეს დეფორმაცია ყოველთვის განპირობებულია
რეალური საწყისით, მასთან შეფარდებით. ნაწარმოები შეიძლება იყოს მთლიანად
გროტესკული ("კაცია-ადამიანი") ან გროტესკი მის ელემენტად იყოს შეტანილი.

9.დიალოგი - სიტყვამიგების ფორმა ორ პირს შორის. გაბატონებული მდგომარეობა


უკავია დრამას.

10.ელეგია - ლირიკული პოეზიის ჟანრი, სევდიანი განწყობილების ლექსი. სევდის


მიზეზი შეიძლება იყოს ფილოსოფიური ფიქრები, მოგონება წარსულზე,
პოლიტიკური და სოციალური აზრდები და ა.შ.

11.ეპიგრაფი - მოკლე წარწერა ციტატის, აფორიზმის ან ანდაზის სახით, რომელიც


წარემძღვარება ნაწარმოებს ან მის ცალკეულ თავებს და მიუთითებს თემის ხასიათზე,
ნაწრმოების დედააზრზე , ავტორის განწყობაზე ასახულის მიმართ.

12.ეპითეტი - საგნის ან მოვლენის ამა თუ იმ თვისების ემოციური წარმოსახვა


უმეტესად ზედსართავი სახელით.

13.ეპილოგი - ბოლოთქმა, რომელიც გამოყოფილია ტექსტსი ძირითადი ნაწილისგან.

14.ეპოსი - მხატვ.ნაწარმოებთა გვარი. მასში ამბავი გადმოცემულია თხრობის გზით,


ავტორი უმეტესად არ ჩანს. ეპიკური ფორმებია: სიმღერა, ნოველა, პოემა, ზღაპარი,
იგავ-არაი, ეტიუდი.. (მხ.ნაწ-ის გვარებია: ეპოსი, ლირიკა,დრამა)

15.ექსპოზიცია - სიუჟეტის შემადგენელი ელემენტი, ემსახურება გარკვეული


განწყობილების შექმნას. ექსპოზიცია შეიძლება იყოს პირდაპირი (წინ უძღვის კვანძის
შეკვრას-მწერალი წინასწარ გვამცნობს მოქმედ პირებს, ისტორიულ გარემოს);
შებრუნებული (წარმოდგენილია კვანძის გახსნაში - აბდულ შაჰილის ვინაობა). გარდა
ამისა, ექსპოზიცია შეიძლება იყოს ნაწარმოების ცალკე თავში , პროლოგში (მიმართვა
კახელებისადმი "ბედი ქართლისა"). შეიძლება იყოს პეიზაჟური (მაგ:ბახტრიონის
დასაწყისი).მაგრამ ექსპოზიცია ყოველთვის კავშირშია სიუჟეტის განვითარებასთან.
არის შემთხვევები, როდესაც ნაწარმოებს არ აქვს ექსპოზიცია.

16.ზღაპარი - ეპოსის ერთ-ერთი ჟანრული ფორმა. ფანტასტიკურ ამბავზე აგებული


თხრობითი ნაწარმოები ,რომელიც დაკავშირებულია სინამდვილესთან იდეით,
თემატიკით, მოტივით, სიუჟეტით....

17.თემა - ბუნების, სოციალური, სულიერი და ა.შ მოვლენა, რომელიც მწერლისგან


დამოუკიდებლად არსებობს. ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა შეიძლება
სრულიად სხვადასხვაგვარად გადაწყვიტოს.

18.თქმულება - ეპოსის ერთ-ერთი ჟანრი.დამახასიათებელია


ზეპირსიტყვიერებისათვის. არის საისტორიო, საგმირო,სასიყვარულო...

19.იგავ-არაკი - მცირე ზომის ლექსი ან მოთხრობა, რომლის შინაარსი ყოველთვის


ალეგორიულია, ხოლო ზნეობრივ-დიდაქტიკური ამოცანა გახსნილია ივაგის ბოლოს.

20.იდეა - მხატვრულ ნაწარმოებში ასახული დედააზრირომელიც ნაწარმოების


შინაარსში მკითხველისელი მონაწილეობით იკითხება.

21.ირონია - თავაზიანობით შენიღბული დაცინვა; დამცინავი გადაკრული თქმა.


ირონიისთვის დამახასიათებელია დამცინავი თავშეკავებულობა, სიმშვიდე, დინჯი
ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა.ირონია შეიძლება იყოს მსუბუქი და
მწვავე. მწვავე ირონიას სარკაზმი ეწოდება. ირონიას უახლოვდება პაროდია.

22.იუმორი - იუმორი სიცილის საშუალებით ცდილობს ობიექტის სრულყოფას ,


განწმენდას ნაკლოვანებისაგან.

23. კალამბური ანუ ზმა - სიტყვების ისეთი თანმიმდევრობა, რომელიც აგებულია


სიტყვათა ბგერით იგივეობასა და სხვადასხვა მნიშვნელობაზე.

24.კვანძის შეკვრა - ინტერესთა შეჯახების, წინააღმდეგობის, გმირთა


ურთიერთობის გამწვავების მომენტი ეპოსსა და დრამაში, მთავრდება კვანძის
გახსნით.

25.კვანძის გახსნა - სიუჟეტის შემადგენელი ნაწილი, მისი განვითარების ბოლო


საფეხური, მხატვ.ნაწარმოების ის ადგილი, სადაც ხდება მთავარ მოქმედ გმირთა
შორის წინააღმდეგობის გადაწყვეტა და მთავრდება ძირითადი ამბის გადმოცემა.

26.კომპოზიცია - მოიცავს მხატვ.ნაწარმოების თემის, იდეის, სიუჟეტის,ჩანართი


ეპიზოდების სიტყვიერი გამოსახვის ყველა მხატვრული საშუალების
მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეთანხმებულ განლაგებას.

27.კულმინაცია - მოქმედების განვითარების უმაღლესი წერტილი, ის საფეხური,


რომლის შემდეგ წინააღმდეგობა ვერ გართულდება.კულმინაციის შემდეგ იხსნება
კვანძი და ნაწარმოების შინაარსი ფინალისკენ მიემართება.

28.ლეგენდა - 1)ზეპირსიტყვიერების თხრობითი ჟანრი,რომელსაც საფუძვლად


უდევს ზღაპრული ამბავი. შეიძლება იყოს : რელიგიური, ისტორიული,
გეოგრაფიული, შეიძლება ასახავდეს როგორც წარმართულ, ისე რელიგიურ რწმენას.
2)შუა სს-ებბი ევროპულ ქრისტიანული ლიტ-ის ჟანრი, წმინდანის ცხოვრების
ამსახველი ნაწარმოები,

29.ლექსი - მხავრული მეტყველების ბგერობრივად , ინტონაციურად და გრაფიკულად


ორგანიზებული ნაწარმოები, რომელიც ენის შესაბამისად და ლექსთწყობის
განსაზღვრული სისტემის კანონითაა აგებული. ლექსი შეიძლება იყოს რითმიანი,
ურითმო და თავისუფალი.

30.ლირიკა - მხატვ.ლიტერატურის გვარი ეპოსთან და დრამასთან ერთად,უსიუჟეტო


ან მკრთალი სიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები, რომელშიც გადმოცემულია
ადამიანის გრძნობა, განწყობა, აზრი,მგრამ ისეთნაირად,რომ ამოხატულია არა
მხოლოდ პირადული, არამედ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი.

31. მეტაფორა - ტროპის ყველაზე რთული სახე.ერთი საგნის ან მოვლენის ნიშან-


თვსების გადატანა მეორეზე,რომლის დროსაც ობიექტი მოცემულია შეფარვით ან
გამოსაცნობია. სწორედ ამით განსხვავდება მეტაფორა შედარებისგან.

32.მითი - უძველესი ხალხური ფანტასტიკური თქმულება. ასახავს ადამიანის


უძველეს წარმოდგენებს სამყაროზე , ბუნების ძალებზე , ღმერთებსა და გმირებზე.

33.მოთხრობა - საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები,ხასიათდება თემატური


მრავალფეროვნებით.შუალედური ადგილი უჭირავს ნოველასა და რომანს შორის.

34. მონოლოგი - ლიტ.ნაწარმოებში ერთი მოქმედი პირის მიერ წარმოთქმული


ვრცელი სიტყვა, რომელიც სხვა პირთა რეპლიკებზე არ არის დამოკიდებული;
მოლაპარაკე მიმართავს ან თავის თავს ან მკითხველს.

35.მოტივი - ნაწარმოების თემა, რომელიც მოკლებულია კონკრეტიზაციას. მოტივს


შეესაბამება ე.წ მარადიული თემები:სიყვარული,
მშვენიერება,სიკეთე,შიში,სიკვდილი.თანამედროვე ლიტ.მცოდნეობაში მოტივს
დაკარგული აქვს ტერმინოლოგიური შინაარსი და უფრო გაიგივებულია თემასთან.

36.მხატვრული ენა - არის ხელოვნების ისეთივე დარგი,როგორც


მუსიკა,ცეკვა,ფერწერა..მხ.ენის შექმნაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტროპის
სახეებს,ლექსიკას,რიტმულ სიმწყობრეს ლექსში და ა.შ.

37.მხატვრული სახე - ავტორის მიერ შექმნილი გრძნობადი ხატი,რომელიც


განზოგადებულია და "დაპროგრამებულია" ავტორისეული ამოცანით.მხ.სახე
შემოქმედი ფანტაზიის ნაყოფია,მაგრამ ფანტაზიასაც უნდა ჰქონდეს შინაგანი
სიმწყობრე, განვითარების ლოგიკა, ურომლისოდაც იგი კარგავს
ცხოველმყოფელობას.

38.ნოველა - პროზაული ჟანრის მცირე ფორმა, რომლის თავისებურებაა


ორიგინალური მძაფრი ფაბულა ,მოულოდნელი კვანძის გახსნა.ნოველისთვის უცხოა
აღწერა.მას არ აქვს (ან ძალიან სუსტად აქვს გამოხატული) ლირიკული მომენტები.

39.პეიზაჟი - ნუნების სურათის ასახვა.

40.პერსონაჟი - ლიტერატურული გმირი, ნებისმიერი მოქმედი პირი.

41.პიესა - სხვადასხვა ხასიათის (ტრაგედია,კომედია,დრამა..) დრამატულ


ნაწარმოებთა აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება.

42.პოეზია - მხატვრული ლიტ-ის ფორმა,რომელიც განსხვავდება პროზისაგან


მხატვრული ენის რიტმული ორგანიზაციით.

43.პოემა - ლექსად დაწერილი ეპიკური ჟანრის ნაწარმოები.

44.პორტრეტი - პერსონაჟის გარეგნობის აღწერა მხატვრულ ნაწარმოებში.


45.პროზა - ის განსხვავდება პოეზიისგან მხატვრული მეტყველების
ორგანიზაციით.იგი აგებულია სინტაქსური კონსტრუქციების თანაზომადობაზე.

46.პროლოგი - 1)ლიტ.ნაწარმოების შესავალი ნაწილი , რომელიც მკითხველს


სიუჟეტის შემდგომი განვითარებისთვის მაზადებს.
2)ანტიკურ ტრაგედიაში, შემდეგ კი დრამატულ ნაწარმოებებში მიმართვა
მაყურებლისადმი. პროლოგი წინ უძღვის მოქმედების დაწყებას სცენაზე.

47.რითმა - ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების შეწყობა ტაეპების ბოლოს.


რითმა შეიძლება იყოს :
1)მარცვალთა რაოდენობის მიხედვით: ა)ერთმარცვლიანი - ვაჟური
ბ)ორმარცვლიანი - ქალური
გ)სამმარცვლიანი - დაქტილური
დ)ოთხმარცვლიანი - ზედაქტილური
2)ადგილმდებარეობის მიხედვით: ა)მოსაზღვრე ანუ პარალელური
ბ)ჯვარედინი (abab)
გ)რკალური (abba)
დ)წყვილადი (aabb)
3)ევფონიის მიხედვით: ა)ზუსტი
ბ)არაზუსტი
გ)ტავტოლოგიური

48.რიტმი - ტექტის ელემენტების თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა.

49.რომანი - ეპიკური ჟანრის დიდი ზომის ნაწარმოები,რომლისთვისაც


დამახასიათებელია ვრცელი ამბავი,გაშლილი დროის დიდ
მონაკვეთში,კომპოზიციური სირთულე,დინჯი თხრობა. რომანი შეიძლება იყო
ფსიქოლოგიური,სარაინდო.. ორნაწილიანი - დილოგია ; სამნაწილიანი - ტრილოგი
და ოთხნაწილიანი - ტეტრალოგი.

50.სათაური - ცალკეული ნაწარმოების,გამოცემის ან კრებულის მუდმივი


სახელწოდება.სათაური შეიძ₾ება ჰქონდეს როგორც ნაწარმოებს, ისე მის ცალკეულ
თავებს.

51.სატიმა - სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც


გამანადგურებელი დაცინვით ამხელენ ასახულის უარყოფით ბუნებას.

52.სენტენცია - აფორიზმის სახეობა, ზოგადმნიშვნელოვანი სხარტი გამონათქვამი .

53.სიმღერა - 1)პატარა ლირიკული ლექსი,რომელიც ითხზვება სიმღერისათვის,


ტექსტი- მარტივია, რითმა-სუსტი,ხშირად აქვს რეფრენი.
2) ეპიკური ან ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოები ისტორიულ ან საგმირო თემაზე.
3)ისტორიულ-საგმირო ან მითოლოგიური შინაარსის ნაწარმოებთა ცალკეული
თავების სახელწოდება.

54.სიუჟეტი - ნაწარმოების მხატვრულად გაშლის ფორმა

55.სტროფი - (ანუ ხანა) ლექსში ტაეპთა ჯგუფი , რომელსაც აერთიანებს შინაარსის


,კომპოზიციის მთლიანობის, ზომისა და რითმის ერთგვარობა. სტროფი ტაეპთა
აღნაგობის მიხედვით არის: 1)იზომეტრული(ერთნაირი რიტმული აღნაგობის)
2)ჰეტერომეტრული (სხვადასხვა რიტმული აღნაგობის)
3)ასტროფული(არ აქვს გარკვეული სტროფული წყობა)

56.ტაეპი - ანუ ხაზი. განსხვავდება მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.

57.ტიპი - კონკრეტული ისტორიული , ეროვნული საზოგადოებრივი გარემოსთვის


ყველაზე უფრო განზოგადებული ადამიანური ინდივიდუალურობის სახე.

59. ჰიმნი - სახელმწიფო სიმღერა, რომელიც დროშასა და გერბთან ერთად


სახელმწიფოს სიმბოლიკაა.ზოგ ჰიმნს გალობდნენ, ზოგს კითხულობდნენ.

60.ჰიპერბოლა - ტრობის ერთ-ერთი სახე , საგნის ან მოვლენის გადაჭარბებულად


წარმოდგენალ მხატვრული გაზვიადება . ჰიპერბოლის საპირისპირო ხერხია
ლიტოსესი - საგნის ან მოვლენის შემცირებულად წარმოსახვა.

61.ალუზია - რაიმე ამბის გადაკვრით ხსენება.

62.ანჟამბემანი - ფრანგული სიტყვაა და გადატანას ნიშნავს.სალექსო ფრაზის


გაწყვეტას და გადატანა დაეპიდან ტაეპშ.

63.ანაფორა - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამეორებას.როდესაც ლექსის ახალი


სტრიქონი იწყება ერთი და იგივე ან მსგავსი სიტყვებით.

64.ანთოლოგია - პოეტური შემოქმედების თაიგული. კრებული რაიმე ნიშნის


მიხედვით.

65.ცეზურა - პაუზა,რომელიც ტაეპს შუაზე კვეთს. ლატინური სიტყვაა და გაჭრას


ნიშნავს.

66.ბგერწერა - კეთილხმოვნების მისაღწევად ერთნაირი ან მსგავსი ჟღერადობის


ბგერების გამეორებას ეწოდება.

67. პოეზია - ტერმინი "ლექსი" თავდაპირველი გაგებით ნიშნავდა მწკრივს, წყობას.


ლექსი იყოფა სტროფებად, სტროფი დაეპებად, ტაეპი - მუხლებად ან ტერფებად.
არაზუსტი რითმის სამი სახეობაა ცნობილი:
1)ასონანსი - როცა ხმოვნები ზუსტად მეორდება , თანხმოვნები კი განსხვავებულია.
2)კონსუნანსური - როცა თანხმოვნები ზუსტად მეორდება, ხმოვნები კი
გნსხვავებულია.
3)დისონანსი - ბგერითი კომპლექსების მიახლოებითიმსგავსებები.

68.ფინალი - ნაწარმოების დასასრული.

69.პერიფრაზი - ტექსტის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა,განმარტება.

70.ციტატა - ავტორის სიტყვების ზუსტი გამეორება, იწერება ბრჭყალებში.

71.ლირიკული მე - პერსონაჭი,რომელიც ლექსის მეშვეობით გვესაუბრება და


რომლის თვალითაც ვხედავთ სამყაროს/მოვლენებს.

72.მემუარი - თანმიმდევრობით გადმოცემული წარსულის მნიშვნელოვანი ამბები


ავტორის მონაწილეობით.

73.პუბლიცისტიკა - ნიშნავს საზოგადოებრივს, საზოგადოებისთვის გამიზნულს.

74.ტრიოლეტი - რვატაეპიანი ლექსი , რომელშიც 3 ტაეპი უცცვლელად მეორდება.

75.სონეტი - 14ტაეპიანი ლექსი,რომელიც შედგება 2კატრენისა (4ტაეპიანი) და


2ტერცეტისაგან (3ტაეპიანი)

76.მუხამბაზი - სამიჯნურო ლექსი.

77.აბზაცი - არის ტექსტის სტრუქტურული ერთეული,რომლის დასაწყისი სტრიქონი


ტექსტში ოდნავ შეწევნით გამოიყოფა.ის აერთიანბს ერთ თემაზე აგებულ
წინადადებებს. აბზაცის თემა, ჩვეულებისამებრ, მის ერთ-ერთ წინადადებაში
გამოკვეთილადაა გადცხადებული. ასეთ წინადადებას აბზაცის თემატურ
წინადადებებს უწოდებენ. აბზაცში ხშირად გვხვდება მისი მთავარი აზრის
გამომხატველი წინადადებაც. ასეთ წინადადებას კონცეპტუალურს უწოდებენ. თუ
წინადადებაში თემატური წინადადებაა, მაშინ კონცეპტუალური აბზაცის ბოლოს
იქნება.
*თემატურ წინადადებას მოსდევს მისი გაშლა/გავრცობა.
*კონცეპტიალურს მოსდევს ან წინ უძღვის დასაბუთება.

You might also like