You are on page 1of 5

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება

ხატია სალუქვაძე

დუშეთში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი,


რომელიც უცხო თვალისთვის არაფრით გამორჩეულია, ხოლო მათვის, ვისაც
ქართული პოეზია და ზოგადად ლიტერატურა უყვარს, იგი მეტად ფასეული და
საყვარელია. ამ პატარა სახლში საუკუნე ნახევრის წინ სამყაროს დიდი ქართველი
პოეტი და მოღვაწე ვაჟა-ფშაველა მოევლინა.

ლუკა რაზიკაშვილმა საკმაოდ რთული და ავბედითი გზა განვლო, სანამ იგი ამ


ქვეყნად თავის ძირითად დანიშნულებასა და ცხოვრების არსს იპოვიდა, სანამ იგი -
ვაჟა-ფშაველად იქცეოდა. როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა, ჩუმ და არაფრით
გამორჩეულ ბავშვში შეიძლება დიდი გენიოსი იმალებოდესო (მან ეს იოსებ
ჯუღაშვილზე სთქვა), ასე ითქმოდა ლუკაზეც, იგი რვა და-ძმისაგან არაფრით
გამორჩეული იყო. მან რვა წელი სწორედ სოფელ ჩარგალში გაატარა, შემდეგომ
თელავის სასულიერო სასწავლებელში მოუწია მოწაფეობა, თბილისის
სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელშიც
კი შეიყვანეს განათლების მისაღებად. ბოლოს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელიც იყო. ალბათ, ასეთი
საგანმანათლებლო წარსული პოლიტიკურ ფიგურასა თუ რომელიმე საზოგადო
მოღვაწეს უფრო მიესადაგება, ვიდრე ხელოვანსა და გენიოს პოეტს.

ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით1 ლუკა რაზიკაშვილს პეტერბურგში სწავლის


დროს ქართველ და არამარტო ქართველ პოეტთა ნაშრომების ზეპირი ცოდნით
გამოირჩეოდა და ყველას აკვირვებდა, თუ როგორ შეეძლო ამდენი ლექსების
ზეპირად დამახსოვრება. ერთ-ერთი ცნობით ლუკამ სასწავლებელი მატერიალური
სიდუხჭირის გამო მიუტოვებია და მალევე თავის სოფელს დაბრუნებია და დაუწყია
დღისით მიწაზე მუშაობა, ფშავურ გრძელ ღამეებში კი - პოემებზე. პოემები უკეთესი
გამოსდიოდა, თუ ცნობებს დავუჯერებთ, მიწასთან შრომაში კი ძმები და მშობლები
ეხმარებოდნენ. ასეთი იდილია, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელდა 1980 წელს,
ერთი თვის მანძილზე ლუკამ ორივე საყრდენი დედაც და მამაც დაკარგა, ისინი
საკმაოდ ახალგაზრდები (56-სა და 59 წლისანი) იყვნენ, ძმები კი თბილისში
გადასახლდნენ და ლუკაც მარტო დარჩა სოფლად. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა
ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის
უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა, „სხვაგან რბის მისი გონება” ეტყობა მან
ცხოვრების ამ მძიმე მათრახმა გამოაფხიზლა და დაანახა მისი პოეტური ცხოვრების
გზა.

ჩემი რეფერატი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, კერძოდ მის უკვდავ „ალუდა


ქეთელაურს შეეხება. ასევე, რეფერატის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან და
დღეისათვის აქტუალურ საკითხებსაც მიმოვიხილავ, რომელიც ერთი საუკუნის
1
https://vaja--pshavela.weebly.com/43094304431943044321-4324432843044309430843144304-
430543124317430643204304432443124304.html
მერეც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. საზოგადოებისათვის, სადაც კანონის
უზენაესობა და თანასწორობა, მართვის დემოკრატიული მექანიზმებია, სადაც
ინტერნეტი ხალხს მულტიკულტურული სოციალური გარემოს წევრობასა და
გამოცდილებას სთავაზობს, სადაც მტრის ხატების ეპოქა წესით უკან ძველ დროს
უნდა ჩაბარებულიყო.

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ხევსურების ყოველდღიურ ცხოვრების


აღწერით იწყება. შატილში მოდის ცნობა:

„ქისტებმა მოგვცეს ზიანი,

დაგვიწიოკეს მწყემსები,

ავნია, ავი-ზნიანნი“

ვინმე ალუდა ქეთელაური, რომელიც საფიხვნოს თავში მჯდომი და ბევრი


ქისტისთვის მკლავის მომჭრელის სახელითაა ცნობილი, გაეკიდება ეულად ქისტებს.
მან უნდა დაიბრუნოს წართმეული და ქისტებზეც შური უნდა იძიოს. მართლაც,
ნაცნობი გზებით ხევსური მალევე იპოვის ორ ქისტს და შეებმება მათ ბრძოლაში. ეს
შერკინება ალუდასათვის არც პირველი ყოფილა და არც ბოლო გამოდგება - იგი ძმებ
ქისტებს კლავს, ერთს უმალ გაისტუმრებს საიქიოს, მეორესთან კი ოდნავ
გაუგრძელდება ორთაბრძოლა... რომ არა ერთი მომენტი, რაც ალუდასათვის
სამყაროსეული ხედვის შემომაბრუნებელი გამოდგა, ეს გაბრძოლება მორიგი მის
საგმირო საქმეს მიმატებული ორი გვამი იქნებოდა. მოკლულ ქისტ ძმათაგან ერთ-
ერთი - მუცალი მას ეტყვის შემზარავ სიტყვებს, რითაც ძველი ალუდას პიროვნებას
იგი კლავს, ანადგურებს:

„- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,

ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“.

ალუდასათვის ეს სიტყვები მტრისაგან, რომელიც მის კოლექტიურ


ცნობიერებაში (ვინაიდან იგი კოლექტივის წევრია, რომელშიც გაბატონებული და
დაკანონებულია შეხედულება: „ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ, კუპრში მიელის
ქშენანი“) ლაჩარი და უღვთო, სულწაწყმედილი არსებაა, რომლისგანაც სიკვდილის
წინ რაიმე მუხანათურსა და ლაჩრულს ელოდა, ესმის ეს ერთობ სულის შემძვრელი
სიტყვები და იგი ტირის. სიმბოლურია, მის ცნობიერებაში ახალი პიროვნება
ტირილის მეშვეობით შემოდის. იმ დროისთვის, მკლავის მოჭრა ხევსურებში არის
რიტუალი, საღვთო კანონი, რომელიც ყველამ უნდა აღასრულოს, ალუდა კი
მუცალის ძმას აჭრის, მაგრამ თვით მუცალს არა, იგი მას მარხავს. შემდეგ ბრუნდება
თავის სოფელში, სადაც მისი ამბის მოსმენის შემდეგ „რჯულის ამგდებად“
იხსენიებენ და არცხვენენ მის საქციელს. საბოლოოდ, ალუდას აძევებენ.

ეს ერთობ ჩვეულებრივი სიუჟეტია რომელიმე პოემისა თუ რომანისა, თუმცა ამ


მარტივი ტექსტით უკვდავების შესხმა მხოლოდ დიად მწერლებს შეუძლიათ, ასეთი
კი გახლდათ ვაჟა-ფშაველა. მან ამ არც თუ ისე გრძელ პოემაში ჩაატია მრავალი იდეა
და ღირებულება, რომლის გადაფასების პროცესში ჯერ კიდევ ვართ ჩვენ, 21-ე
საუკუნის ადამიანები.

რაში მდგომარეობს ამ პოემისა და პოეტის გენიალურობა?! ამ კითხვას პასუხი,


რომ გავცეთ, საჭიროა ეტაპ-ეტაპ მივყვეთ სიუჟეტის განვითარებას. წესით, ალუდასა
და მუცალს შორის მომხდარი ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი
მწერლისთვის პოემის ძირითადი თემა და კულმინაცია, თუმცა არა ვაჟასთვის.
პოემის ძირითადი ნაწილი პოსტ-ორთაბრძოლულ განცდებსა და მოვლენებს
უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ალუდა მუცალს სიცოცხლეს გამოასალმებს, მას
შემდეგ რაც მუცალი იარაღს მისცემს თავის ვიზავს და სიკვდილის წინ მას შესთხოვს:
„ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“ ამით მუცალი ავლენს ზე-კაცის თვისებას, სიკვდილის
წინ არა ოჯახს, სიცოცხლეს, სწრაფ სიკვდილს, მტრის გინებას კი არ ესწრაფვის,
არამედ თავისს დამმარცხებელს პატივს მიაგებს და მის ვაჟკაცობას აქებს, უფრო
მეტიც, თავის იარაღს სჩუქნის და მედგრად დგომას უსურვებს, რომ იგი არც ერთ
ბრძოლაში არ დამარცხდეს. „რჯულძაღლისაგან“, ასეთ რამ ალუდას სულს
აუღელვებს და ცხარე ცრემლებს ღვრის, ეს ცრემლების არის შეცნობა იმისა, რომ მან
ამწამს დიდი ცოდვა ჩაიდინა, თუმცა იმ წამსვე შეიძინა დიდი ნეტარება, ყველაზე
დიდი ღირებულება რაც კაცობრიობას გააჩნია, რაც ქრისტიანულმა სამყარომ
კაცობრიობას აჩუქა - მტრის სიყვარული.

ალუდა ქეთელაური მტერზე მრავალგზის გამარჯვებული კაცია.


„მარჯვენეების ჯღრდე“ მოწმობს მის ფიზიკურ სიძლიერესა და სიმამაცეს, ხოლო
„დავლათიანობა“, „საფიხვნოს თავში ჯდომა“, „გზიანი სიტყვა“ _ სულიერ ღირსებას.
მტერთა სიმრავლე კი აერთებს მის სულიერ-ფიზიკურ ძლიერებას და ერთ
მთლიანობაში წარმოგვიდგენს კაცს, რომელსაც უნარი აქვს საუკეთესო არჩევნის
გაკეთებისა, საკუთარი თავის გადალახვისა თუ საზოგადოების მიერ აღიარებულ
შეხედულებებთან დაპირისპირებისა2.

2
მაია ჯალიაშვილი, ჩემი ალუდა ქეთელაური (ბმული)
„ალუდა ქეთელაური“ მანიფესტია იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს
ადამიანი და რა სიმაღლეზე შეიძლება მიაღწიოს საკუთარ თავში გარკვევის
სურვილმა.

ეს არის ნაწარმოები, სადაც, ადამიანი, რომელიც ისედაც ყველაფერია - სხვა


ყველაფერი გახდება! ალუდა აღიარებული ლიდერია, რომელიც არაღიარებულ,
მაგრამ უფრო დიდ სიმაღლეს მიაღწევს.

ალუდა დაბადებულია, როგორც ათენა პალასი - ათენა ხომ ზრდასრული,


შეიარაღებული, მუზარადით, ფარითა და შუბით ხელში იშვა მამის გონებიდან.
ალუდა ქეთელაურიც ხომ ასეთია?! რა განვითარება უნდა ჰქონოდა პერსონაჟს,
რომელიც ისედაც გმირია? უცებ მეტოქე იარაღს ჩუქნის და ალუდა ხელახლა
იბადება! ტირის ალუდა, ტირის პირველად, რადგან ესაა წამი, როცა ხვდება, რისთვის
დაიბადა. ამ მომენტიდან უკვე სხვა კაცია! ის რაც მას დაემართა, ეს
ინდივიდუალიზმის მწვერვალია.

ალუდა ქეთელაურის გზა არ არის ყველას გზა, ეს არ არის ყველას შანსი,


მაგრამ ესაა ყველას ოცნება - ამაღლდე და იყო ვაჟკაცი, გაყვე შენს ფიქრს ბოლომდე,
დაუჯერო შენს თავს და მიმართო თემს, რომელიც გაგწირავს - ნუ ღელავთ ხალხო,
მე მაინც მიყვარხართ!

პოემას, რომელიც ინდივიდში პიროვნების დაბადებისა და განვითარების გზას


წარმოგვიდგენს.
ხატია სალუქვაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხელოვნებათა და მეცნიერების ფაკულტეტი

ქართული ფილოლოგია

You might also like