You are on page 1of 5

,,ჩემი ტკბილი ვარდი’’

რომანტიზმის ეპოქის მხატვრის ჯონ უილიამ ვოტერჰაუსის შემოქმედება ჩემთვის


საინტერესოა იმით, რომ მისი ნახატების უმრავლესობაზე გამოსახულნი არიან ქალები,
ხშირად ყვავილებთან ერთად. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატი არის ,,ჩემი
ტკბილი ვარდი’’, მეორენაირად კი ,,ვარდის სული’’ (,,The soul of the rose’’). ნახატზე
გამოსახულია ქალი, რომელიც ვარდის სურნელით ტკბება. (ნახ. 1.1)

მხატვრის ინსპირაცია ამ შემთხვევაშიც, როგორც სხვა ბევრი ნახატის შექმნისას გახდა


პოეტის - ლორდ ტენისონის ლექსი 'Come into the Garde, Maud', რომელიც მოგვითხრობს
ქალსა და მის დაკარგულ სიყვარულზე. ლექსსა და ნახატს შორის მსგავსება ნათელია,
მაგალითად ამ ტაეპში 'And the soul of the rose went into my blood'.

ისევე როგორც ვოტერჰაუსის სხვა ბევრ ნამუშევარში, ნახატის დომინანტი ფიგურა არის
ქალი, რომლის სახეზეც რომანტიზმისთვის დამახასიათებელი მელანქოლია არის
გამოხატული. ამ შემთხვევაში ფონი მეორეხარისხოვანია და დიდი დატვირთვა არ აქვს,
თუმცა ქმნის იზოლაციის შეგრძნებას. ქვის კედელი და მასზე შემოხვეული ვარდის სურნელი
მახეა ქალისათვის, დაბრკოლებაა თავისუფლებასა და სიყვარულს შორის. მნახველისაკენ
ზურგშექცევით მხატვარი ნათელს ხდის, რომ ქალი სრულიად ჩაძირულია თავის ოცნებებსა
და მოგონებებში.

მთლიანი ნახატი შესრულებულია თბილ ფერებში. გამოყენებულია მწვანე, ყავისფერი და


ვარდისფერი ფერები. განსაკუთრებულად ხაზგასმულია წითელი ფერის თმა, რომელიც,
თითქოს, ხაზს უსვამს პერსონაჟის ძლიერებასა და მისწრაფებას, რომ იპოვოს სიყვარული.
ვარდების ფერს, თითქოს, ქალის სახის კანი ირეკლავსო და სწორედ ამიტომ შეფაკვლია მას
ლოყები (ნახ.1.2). ამ ფერს კი უპირისპირდება მისი სამოსის მუქი ფერი - ლურჯი,
ოქროსფერით გაწყობილი.

დეტალებზე დაკვირვება უფრო საინტერესოს ხდის ნახატს. თავშეკავებული სექსუალურობა


და უხილავი სწრაფვა სიყვარულისკენ - ეს ორი თემატიკა ნათლად გამოუხატავს მხატვარს
ნახატზე აშკარა სექსუალურობის, სიშიშვლის გარეშე. მაშინ რა გვიქმნის ასეთ წარმოდგენას?
ეს, ჩემი აზრით, ქალის დგომის მანერა და მისი ხელის დელიკატური მდგომარეობაა (ნახ. 1.3)

მხატვარმა ეს ნახატი 1908 წელს შეასრულა, ამავე წელს იგი ხატავს სხვა ნახატებსაც,
რომელზეც ქალები ვარდებით არიან გამოსახულნი. მაგალითად, ნახატი ,, Gather Ye Rosebuds
While Ye May’’. როგორც ჩანს, მხატვრის შთაგონების წყაროს მე-17 საუკუნის პოეტის რობერტ
ჰერიკის ლექსი წარმოადგენდა, რომელიც ასე იწყება:

,,Gather ye rosebuds while ye may,

Old Time is still a-flying;

And this same flower that smiles today

Tomorrow will be dying’’.

ლექსის იდეა ის არის, რომ ყველაფერი წარმავალია და ადამიანმა ყოველი წამი უნდა
გამოიყენოს ( ,,Carpe diem’’ ), ჩემი აზრით, სწორედ ეს გავლენა იგრძნობა უოტერჰაუსის
არაჩვეულებრივ ფერებში შესრულებულ ნახატშიც, რომელშიც იგი ახალგაზრდა ქალს
გამოსახავს ვარდების თაიგულით ხელში. რომ ქალის ახალგაზრდობა და სილამაზე ისევე
სწრაფად გაქრება, როგორც მშვენიერი ვარდები დაჭკნებიან.
ამგვარად, უილიამ უოტერჰაუსმა თავის ნახატში ,,ჩემი ტკბილი ვარდი’’, გამოიყენა
რომანტიზმისათვის დამახასიათებელი ნიშნები, სევდითა და მელანქოლიით შეპყრობილი
მთავარი ფიგურა, რომელიც შვებას ბუნებაში ეძებს, ამ შემთხვევაში კი მას მხსნელად ვარდი
და მისი სურნელება ევლინება, იგი მასში თავის დაკარგულ სიყვარულს ხედავს, ხსნა კი
მხოლოდ ის არის, რომ ,,ვარდის სულმა მისი სისხლი მოიცვა’’.

ბიბლიოგრაფია:

https://arthive.com/johnwaterhouse/works/255219~My_sweet_rose_Soul_of_rose

http://www.john-william-waterhouse.com/soul-of-the-rose/

You might also like