You are on page 1of 4

სოციოლოგიური თეორიები და სოციოლოგიური წარმოსახვის

ფორმირება

სოციოლოგიური აზროვნება და სოციოლოგიური წარმოსახვა ერთად


წარმოიშვნენ, განვითარების საკუთარი საერთო იმანენტური ლოგიკა აქვთ.
სოციოლოგიური წარმოსახვის კონცეფციის ფუძემდებელი ჩარლზ მილსია.
სოციოლოგიური წარმოსახვა დადგენილებათა მრვალფეროვნებისა და სიმრავლის
აღიარებაა, საზოგადოებაში მიმდინარე ნებისმიერი ხდომილების სტრქუტურულ,
კულტურულ და ისტორიულ კონტექსტთან და აგრეთვე საზოგადოების წევრთა
ინდივიდუალურ და კოლექტიურ მოქმედებებთან დაკავშირების უნარია. ყველა
ეტაპზე სოციოლოგიური წარმოსახვა ეფუძნება ეჭვს, ვარაუდს რომელიც
გამოიხატება ყოველდღიური რუტინული პრაქტიკების, აშკარა, გამოხატულ
ნიშნებს, შედეგებს მიღმა არსებული ფუქნცების წვდომის ინტერესში. ეს ნიშნავს,
რომ ადამიანები, თუ არ დაფიქრდებიან პრაქტიკათა სხვადასხვა მნიშვნელობაზე,
ვერ იარსებებს სოციოლოგიური წარმოსახვა. ისმის ლოგიკური კითხვა, როდის
აცნობიერებს, ანუ ფიქრდება ადამიანი პრაქტიკატა მნისვნელობაზე? ამაზე პასუხი,
რა თქმა უნდა, სოციოლოგიას აქვს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ესა თუ ის პრაქტიკა
ირღვევა, სწორედ სოციოლოგიური წარმოსახვის განვითარების საწყისი უნდა იყოს
პრაქტიკათა რღვევა. სოციოლოგიური წარმოსახვის ეტაპები, კაცობრიობის
განვითარების სხვადასხვა ეტაპს გულისხმობს. თუ საზოაგდების განვითრების
ეტაპებს დავწყოფთ რადენიმე კატეგორიად, მაგალითად: პრე მოდერნული,
მოდერნული და პოსტმოდერნული. გასგებია, რომ მეცნიერების, ლოგიკური
აზროვნების, კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან ერთად, ადამაინები
სოციოლოგიური წარმოსახვის კონტექსტში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი
სოციალური პრაქტიკების არღვევდნენ, შესაბამისად ხვდებოდა ამ პრაქტიკების
საზრისი სიღრმისეული წვდომა. სწორედ ეს აერთიანებს ყველა ეტაპს.
სოციოლოგიური წარმოსახვა შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად. პირველი,
სტრუქტურის, ანუ საზოაგდების დონე, და მეორე, ინდივიდუალური დონე.
სოციოლოგიური წარმოსახვა გულისხმობს, ნივთების, ადამიანთა მოქმედებების
ისეთ მნიშვნელობების წვდომას, რომელიც ერთიშეხედვით არ ძევს ზედაპირზე, ანუ
ლატენტურია. მაშასადამე, ნივთს აქვს აშკარა და ფარული ფუნქიცა, ადამიანები კი
ამ ფარულ მნიშვნელობებს იყენებენ ურთიერთქმედებისას. ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია, სოციოლოგიური წარმოსახვის არსებობისთვის ერთი უნარი. ამ
უნარს საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას დაყენება ქვია, ანუ
შესაძლებლობას საკუთარ თავს შეხედო სხვათა პიზიციიდან. მაგალითად, როდესაც
ბიჭი გოგოს პატიჟებს პაემანზე, იგონებს რაიმე მიზეზს, მაგალითად ახალგამოსულ
ფილმს, რომ მოახდინოს გოგონას დაინტერესება, თუმცა, თუ გოგონაც
დაინტერესებულია ბიჭით, მისთვის ფილმს არ აქვს მნიშვნელობა და ორი ადამიანი
ხვდება ფილმის სანახავად, მაგრამ რელაურად მოტივაცია ორივე ინდივიდის არის
შეხვედრის სურვილის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, ორივე პიროვნება იაზრებს
ამ ყველაფერს, ამ გაგებით ძალიან ახლოს დგას ირვინ გოფმანის დრამატურგიულ
თეორიასთან.
ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ სოციოლოგიური წარმოსახვის პირველი
განვითარების ეტაპი, ორაგნიზებული სკეპტიციზმია. რობერტ მერტონის აზრით,
ორგანიზებულმა სკეპტიციზმა ადამიანები, მეტანარატივების, განმერებადი,
ხანიერი პრაქტიკების ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგა. რაც დაკავშირებული
სამეცნიერო საზოგადების განვიტარებასთან, ობიექტური ცოდნის დაგროვებასთან
და კრიტიკული აზოვნების განვითარებასთან. მეორე ეტაპი ანტიპოზიტივისტურ
საფუძველზე შეიქმნა. რომელიც ადამიენბის ცხოვრების წესიდან გამომდაინრე,
გაუცნობიერებელი შედგების სიღრმისეულ ანალიზს გულსიხმობს. მაგალითად
ვებერის ნაშრომი „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ სწორედ
პროტესტანტული რელიგიის, ანუ ადამიანების განმერებადი პრაქტიკების
გავლენაზე საუბრობს, რომელმაც, თავის მხრივ, ჩამოაყალიბა ეკონომიკური
ურთიერთობის კაპიტალისური ფორმა, რომელიც ახლა თითქმის მთელ
მსოფლიოშია გავრცელებული. განვითრების მესამე ეტაპი, ჩარლზ მილისი სახელს
უკავშრდება, რომელიც გარე დამკვირვებლის პოზიციიდან უყურებს პრაქტიკებს,
რომელსაც ახალი საზრისების აღმოჩენამდე მივყავართ. სოციოლოგიური
წარმოსახვის განვითრების მეოთხე ეტაპი უკვაშირდება შტომპკას. მისი კონცეფცია
მარტივ დაშვებას ეყრდნობა, საჭიროა გამოვავლინოით და გავანალიზოთ ის ყველა
ძირითადი მოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს სოციალური ცხოვრებაზე.
სოცილაური ცხოვრების დინამიურობის აღქმა, როგორც იტყოდა გოფმანი, ცხვრება
არის მდინარეა, რომელიც უწყვეტად მიედინება. სოციალური წარმოსახვის მეხუთე
ტიპი ახლა ყალიბდება, რომელიც დაკვაშირებული პოსტმოდერნულ
მდგომარებასთან, სადაც ინოვაციების მზარდ როლზეა ყურადღება გამახვილებული.

ამხსნელი თეორიის პრობლემების არსში ნათლად გარკვევას გულისხმობს,


რომელსაც რამდენიმე კითხვის დასმით ახერხებს. ეს თეორია განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სოციალური ცვლილებების დროს. ასეთ პერიოდში
სოციოლოგების როლი იზრდება , რათა მოხდეს დანახვა და გაანალიზება იმისა, თუ
რა ხდება სოციალურ სამყაროში და ასეთი მიმართულება სად მიგვიყვანს. სწორედ
ახსნაზე ოირენტირებული თეორიებია ასეთ დრს წინა პლანზე წამოწეული. ხოლო
სოცილაური სამყაროს ახსნით, როდესაც იგი კარგავს ძველ. მიწერილ
მნიშვნელობებს და იძენს ახალს, დაინტერესებულია სოციოლოგიური წარმოსახვა.

ევრისტიკული თეორია სოციალური რეალობის თაობაზე სამ კითხვაზე პასუხის


გაცემას ცდილობს. პირველი, რა არის სოციალური წესრიგის საფუძველი? მეორე, რა
შეადგენს ადამიანური მოქმედების ბუნებას? და როგორია სოციალური ცვლილბების
მექანიზმები და მიმართულება?
ანალიტიკური თეორია ტიპოლოგიზაციაზე ორიენტირებული,
სოციოლოგიური თეოირები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად არის
სტრუქტურაზე ოირნეტირებული თეორიები, არსებობს აქტორებზე
ორიენტირებული თეორიები და არსებობენ სუბიექტსა და ობიექის მომრიგებელი
თეოირები. ამათ გარდა არსებობენ საშუალო რანგის თეორიები. სწორედ
ანალიტიკური თეორია ასწავლის სოციოლოგებს ამ თეორიებს და ასწავლის
სოციოლოგიური ენას. სწორედ ამ სოციოლოგიური ენის სწავლება არის საფუძველი
სოციოლოგიური წარმოსახვის განვითარების.

ვფიქრობ, ეს თეორია ძალიან კარგია კრიტიკული აზრის ცამოყალიბებისთვის,


და როგორც მერტონი იტყოდა, ორგანიზაებული სკეპტიციზმის მონათესავეა.
ეგზეგეტიკური თეორია ახალი თეორიების დაფუძნებაში ნაკლებ როლს თამაშობს,
ის მოლხოდ ინდივიდს კრიტიკული აზორვნების განვატრებაში ეხმარება.

პირველი მიზანი, არის ცნებების და კატეგორიების სწავლება, რომელითაც


სოციალურს შეიმეცნებს ადამიანი. ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს სოციოლოგიის
ელემენტარული ენა, რომ მოახერხოს სოციალური ფენომენების მეტნაკლებად
აღწერა. მეორე შემთხვევაში საუბარია უნარის გამომუსავებაზე, რომელიც საგნების
და მოვლენბის აღქმის წესს ასწავლის ადამიანს. მაგალითად მოვიყვან სოციალურ
მოქედებას, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი მოქედებისაგნ იმ ერთი
დეტალით რომელსაც სხვაზე ორიენაცია ქვია. მესამე და მეთხე მიზნები
ერთმანეთთან არის გადაკვეთილი. სოციოლოოგია, მეცნიერებად აქცევას, ამათუმ იმ
ფენომენის ახსნის უნარი, ამა თუ იმ ფენომენის აღწერა და ამ ქცევათა ნიმუშების
ახსნა რატომ იქნევიან ადამიანები ასე და არა სხვაგავრად.

You might also like