You are on page 1of 4

რა ელოდება სოციოლოგიას: კვდომა(გაქრობა), უძრაობა თუ

ევოლუცია?

მოცემულ სტატიაში ჯენკინსი დასაბუთებულად წარმოგვიდგენს მოსაზრებებს,


რომლის მიხედვითაც სოციოლოგიის მომავალს ნათლად გვიხატავს.
პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს მარადიულობის ნაკლებ რეალისტურობას და
გვეუბნება, რომ მარადიული არაფერი არ არის, მათ შორის ყოველდღიურობაში
არსებული წესრიგისა, რომელიც სამყაროს ორგანიზებას უწევს. მიუხედავად
დაგროვილი ცოდნისა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მეცინიერული
დებულება, რომელიც მარადიულობის არ არსეობობას მიუთითებს, მყისიერად
გავიაზროთ.

სხვა მხრივ, ჯენკინსი ეხება წინასწარმეტყველურ ხასიათს, რომელიც მომავლის


განჭვრეტაში ვერ დაგვეხმარება. უზუსტესი და საიმედო მონაცემების და უახლესი
თეორიული წარმოდგენების არსებობისა და მეთოდოლოგიურად სწორად
გამოყენების შემთხვევაშიც კი, ჩვენ მხოლოდ სავარაუდო, ალბათური ტიპის
მსჯელობები გამოვიყვანოთ. ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნივთთა
მიმდინარეობის მიმართულებებს ვწვდეთ და მომავალი ხდომილებების ფორმირება
ვცადოთ. მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს ვიცოდეთ მომავალი, თუმცა, რასაკვირველია,
ველოდებით, რომ რაღაც მომავალი გარდუვალად დადგება. ადამიანურ არსებობა-
ყოფიერებაში ეს მოუხერხებლობა არც თუ მრავალი სოციოლოგიური კანონებიდან,
რომელთაც უნივერსალური მოქმედება ძალუძთ, ერთ-ერთის მიერ კიდევ უფრო
ღრმავდება: ყველაფერს, რასაც შეუძლია წავიდეს არა ასე, წავა არა ასე(ხოლო არა ასე
წასვლა შეუძლია ყველაფერს, რაც კი არსებობს). ეს ზოგადი მოსაზრებებია, რომლებიც
ყველაფერს, რაც გნებავთ, შეიძლება სამართლიანად შეეხოს, მაგრამ არსებობს მესამეც,
რომელიც მხოლოდ სოციოლოგიას ეხება.
ცხადია ის საკითხიც, რომ რაც ერთხელ შექმნილა, შეიძლება დაიღუპოს,
არეალიდან გაქრეს. მითუმეტეს, სოციოლოგია, რომელიც უამრავ სფეროს მოიცავს,
იქნება ეს კულტურული კვლევები ან სხვა საგნობრივი სფეროები, ნათესაური
კავშირები კერძოდ, ფილოლოგიასთან და კიდევ უამრავი დისციპლინები, ფრიად
საყურადღებო და მნიშვნელოვნად შესანარჩუნებელია.

ავტორი გვეუბნება, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის კრიტიკული, მაგრამ თუ


მისი განზოგადებები სწორია, მაშინ, სხვა - ინტელექტუალური და პოლიტიკური
კიდევ არსებობს პრობლემის სახით. თუ სტუდენტებზე მოთხოვნილებას
გავითვალისწინებთ, რომელზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, მაშინ ასეთი
პრობლემები ყველგან ძირითადა ორი შეიძლება იყოს:

ერთი - სტუდენტების საერთო რაოდენობის შესაძლო შემცირება,

მეორე - უმაღლესი განათლების დიპლომის უბრალო არსებობა შრომის ბაზარზე


უკვე სერიოზულ უპირატესობას აღარ იძლევა. როდესაც უმაღლესი სკოლის
სპეციალობების არჩევისას მოცემულ პროფესიას ყურადღებით სწავლობენ;

სტატიის მიხედვით, სიტუაცია იმითაც ღრმავდება, რომ სოციოლოგია, როგორც


ადამიანური სამყაროს გაგების წყარო, ყოველგვარ ჯანსაღ აზრთან პირდაპირ
კონკურენციაშია, რაც მას კრიტიკისათვის მოწყვლად რაიმედ აქცევს იმის გამო, რომ
იგი „საკუთრივ დისციპლინა“ არ არის, რომ მისი „ათვისება ადვილია“ და რომ მასში
არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ისწავლო. სოციოლოგია, ხშირად, ნაკლებად
ინფორმირებულ და ისეთ აჟიტირებულ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან
დაუფიქრებლად აიღონ ხელში ნაჯახი, სოციალიზმის თეორიაში ერევათ.

მეტად სავარაუდოა ის ფაქტიც, რომ იდეებმა შეძლება შესამჩნეობა და მნიშვნელობა


დაკარგონ, მაგრამ მათი აღმოფხვრა ძნელია. შემეცნების სფერო შეიძლება
დავიწროვდეს, მაგრამ მაინც დარჩეს, სიმტკიცე და მდგრადობა შეინარჩუნოს.
ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, კლასიკური ფილოლოგია, რომელთა ირგვლივაც
მეცხრამეტე საუკუნის უნივერსიტეტებში აკადემიური ცხოვრება დუღდა, გადარჩნენ,
თუმცა ისეთ იშვიათ სახეობებად იქცნენ, რომ შეიძლება წითელ წიგნში შეტანის
ღირსნიც კი იყვნენ. თანამედროვე სამყაროში თუ მსოფლიოში(მაგალითად, დანიაში)
სოციოლოგიის ექსპანსიის პერიოდი დგება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ
აკადემიური სამყარო მუდამ იყო და დღეს კიდევ უფრო ინტერნაციონალური და
გლობალური(ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ფონზე) გახდა. ფაქტია, რომ
სოციოლოგია როგორც დისციპლინა არასოდეს გამქრალა, და სანამ ეს ასეა, მისი
არსებობა ქვეყნის უნივერსიტეტებში გარდუვალია.

სოციოლოგია მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვეობის ეპოქის კუთვნილი


კოლექტიური რეფლექსიის ნაწილი, მაგრამ ის ამ რეფლექსიის მრავალ ასპექტთაგან
მხოლოდ ერთია. სოციოლოგია, რომ გაქრეს, ადამიანთა უმრავლესობა ამას ვერც კი
შეამჩნევდა. უფრო მეტიც მსოფლიოში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და
არსებითი ხასიათის, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემები
უფრო მეტია, ვიდრე საკითხი იმის შესახებ აქვს თუ არა მომავალი სოციოლოგიას?
მეორე, საქმე არც დისციპლინის სახელწოდებასა და არც მის ინსიტუციურ
გაფორმებაშია. მნიშვნელოვანი თავად საქმიანობაა.

ავტორის გვაიმედებს, რომ სოციოლოგია თავის გაქრობამდე რადარების ეკრანზე


ჯერ კიდევ ნათელი სხივებით გამოჩნდება. შეიძლება მშვიდად ვიძინოთ, ვინაიდან
სოციოლოგიის პერსპექტივები იმაზე ნაკლებ საშიშია, ვიდრე დედამიწის გიგანტურ
ასტეროიდთან შეჯახების პერსპექტივაა. სოციოლოგიის ჰორიზონტზე შავი( ელვისა
და ქუხილის) ღრუბლები უფრო იმას გვაუწყებენ, რომ იგი შემდგომშიც თავის
ნამდვილ,ახლანდელ ფორმას შემდეგაც შეინარჩუნებს.

უძრაობის თემაზე საუბრისას, სტატიაში აღნიშნულია სოციოლოგიის სკოლებად


შედარებით ადრე დაიშლის საკითხი, რომელიც იდეებს ხშირად პოლიტიკიდან,
იდეოლოგიებიდან და სხვა სფეროებიდან სესხულობდა, რაც დღემდე გრძელდება.
ამავე დროს ის რაოდენობრივ და თვისებრივ სოციოლოგიებად დაიშალა, რომლებიც
ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ დღეს სოციოლოგებიდან ძალიან ცოტა თუ
შეიძლება აცხადებდეს პრეტენზიას ორმაგ მეთოდოლოგიურ მოქალაქეობაზე.

და ბოლოს, სოციოლოგიის როგორც „ნორმალური მეცნიერების“ ავტორისეული


კრიტიკა იმის გამო, რომ ის სოციალური თეორიებითაა შეპყრობილი, შეიძლება ისე
გავიგოთ, თითქოს იგი იმას გულისხმობს, რომ პრობლემის ნამდვილი ძირი -
ნორმალური მეცნიერების შეზღუდულობა და უძრაობაა. მაგრამ ჯენკინსი ასე არ
ფიქრობს, და ამიტომაც წარმოგვიდგინა ემპირიკაზე ფოკუსირებული სოციოლოგიის
ნორმალური მეცნიერების პროექტი, რომელიც ნაკლებ ამბიციურია, საზოგადოებრივი
მონაწილეობის ნაწილში კონსტრუქციულად კრიტიკულია და თავის ამოცანად
სისტემური მონაცემების საფუძველზე სამყაროს განმარტებას აღიარებს. საქმე
ნორმალური მეცნიერების perse-ში სრულებითაც არაა: როგორც მრავალი წლის წინ
კუნმა აჩვენა ნორმალური მეცნიერება - ეს უბრალოდ შემეცნების მიზნით
ორგანიზებული წარმოების შრომის სტილია. ნორმალური მეცნიერება ევოლუციას არ
ეწინააღმდეგება, მაგრამ წინაღობების წარმოქმნისათვის წანამძღვრებს ფაქტობრივად
ქმნის. თვითკმაყოფილების არანაირი საბაბი არ არსებობს: სიფხიზლე მუდმივად
საჭიროა, თუ ჩვენ ნორმალური მეცნიერების თვითჩამომყალიბებელ და თვითკმარ
უძრაობისკენ სრიალის თავიდან აცილება გააზრებული და გაცნობიერებული გვაქვს.

You might also like