You are on page 1of 19

 პარტნიორის კონტენტი

5 პრობლემა, რომელზეც შეიძლება


ხველა მიანიშნებდეს

   
ხშირად ხველების მიზეზი მარტივად გვარდება. ასეთ
შემთხვევაში საქმე ეხება ალერგიას, ასთმას ან სხვა
ქრონიკულ დაავადებებს.

თუმცა, გარდა ამისა, შემაწუხებელი ხველა


სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. ორ-კვირიანი
ქრონიკული ხველების შემდეგ ექიმთან ვიზიტი სწორედ
ამიტომაცაა რეკომენდირებული.
ყველაზე ცუდ სცენარში, ასეთმა ხველამ შეიძლება
საკმაოდ საშიში დიაგნოზი დასვას. გაგაცნობთ ხუთ
დაავადებას, რომელიც შეიძლება ხველას ახლდეს.

1. ყივანახველა

თუ თქვენს ინტენსიურ ხველებას ამოსუნთქვისას თან


ახლავს შემაწუხებელი ხმა, ასევე გულისრევა ან სიცხე,
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან მკურნალობის
გარეშე ყივანახველა, შესაძლოა, ფილტვების ანთებაში
გადაიზარდოს.
2. ფილტვის სიმსივნე

ადამიანების 65 პროცენტს, რომლებსაც ფილტვის


სიმსივნე აქვთ, ახასიათებთ ქრონიკული ხველა. ნუ
გექნებათ იმის იმედი, რომ ფილტვის სიმსივნის რისკი
მხოლოდ მწეველებს ეხებათ. კვლევის თანახმად,
ფილტვის სიმსივნისგან დაავადებულთა 28 პროცენტს
სიგარეტი არც გაუსინჯავს.
თუ თქვენი ხველა გრძელდება ორ კვირაზე დიდხანს და
მას სისხლი ან ტკივილი მოჰყვება თან, აუცილებელია
ექიმთან ვიზიტი.
3. ფილტვების ანთება

ფილტვების ანთების მთავარი სიმპტომი მშრალი ხველაა,


რომელიც ღამით უფრო უარესდება.

ადამიანები ხშირად თვით-მკურნალობას მიმართავენ,


რაც რეალურად უფრო მეტად აუარესებს მათ
ჯანმრთელობის მდგომარეობას. პნევმონიას ასევე თან
ერთვის სუნთქვის პრობლემა, გულ-მკერდის ტკივილი
და მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ კი, სისხლის ხველა.
ხშირად მკურნალობა ანტიბიოტიკებს ექვემდებარება,
რაც გაცილებით აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

4. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული


დაავადება
ეს ავადმყოფობა, ძირითადად, სუნთქვით
პრობლემებთანაა დაკავშირებული. ის ორი სახისაა:
ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა, ანუ მდგომარეობა,
რომელიც ფილტვის სასუნთქ არხებს კეტავს.

ხშირად, ეს დაავადება თამბაქოს მოხმარებასთან


ასოცირდება.

5. ტუბერკულოზი
ტუბერკულოზს მიკობაქტერიები იწვევენ, რომლის ქონის
შანსიც უფრო იზრდება ისეთი ქრონიკული
დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტი, შიდსი ან
სიმსივნე. სუსტი იმუნიტეტი აფრიკაში ან სამხრეთ
ევროპაში დროის გატარება შეიძლება ტუბერკულოზის
ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყოს.

ტუბერკულოზს ახასიათებს გულ-მკერდის ტკივილი,


წონაში კლება, მაღალი ტემპერატურა და სისხლიანი
ხველება. მკურნალობის გარეშე იგი მთელ სხეულში
ვრცელდება, აზიანებს ზურგს, სახსრებს, ტვინს და
გულსაც კი. ტუბერკულოზის დიაგნოზი სისხლის
ანალიზით დგინდება.
- უმთავრესად რომელი ნიშნებით ვლინდება სასუნთქი სისტემის
დაავადებები?

- ეს ნიშნებია:
 სურდო;
 ცემინება;
 ყელის სიმშრალე;
 ხმის ტემბრის შეცვლა;
 ხველა;
 ქოშინი.

ყოველივე ამას არცთუ იშვიათად ერთვის ტემპერატურის მომატება

ბრონქიტი ზამთრის პერიოდში ყველაზე ხშირი დაავადებაა


– რა არის ბრონქიტის გამომწვევი მიზეზი და რომელ სეზონზე
ვლინდება დაავადება ყველაზე ხშირად?
– წელიწადის ყველა დროს გვხვდება, განსაკუთრებით
მატულობს შემოდგომის ბოლოს, ზამთარსა და ადრეულ
გაზაფხულზე.
ბრონქიტის განვითარებას, პირველ რიგში,  ხელს უწყობს
გაუკაჟებლობა, როდესაც, მაშინ უბრალო გაციებაც კი აქვეითებს
ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. სხვადასხვა
ინფექცია, ეს იქნება ვირუსები, ბაქტერიები, მიკოპლაზმები,
ბრონქების ანთებას იწვევს.
ზამთრის პერიოდში ძალიან ხშირია წვრილი ბრონქების ანთება,
რომელსაც ჩვენ ბრონქიოლიტს ვუწოდებთ.
ზოგჯერ უბრალოდ ინჰალაციაც კი შველის, უწამლო ინჰალაცია,
ორთქლით მკურნალობა, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის და
უფრო ძლიერი პრეპარატებია საჭირო.
როგორ უნდა ჩავატაროთ ინჰალაცია სწორად სახლის პირობებში?
– ინჰალაციები ბრონქიტისა და ბრონქიოლიტის დროს პირველი
მკურნალობაა. ინჰალაცია შეიძლება იყოს მარტივიც, წამლის გარეშე
და შეიძლება – წამლითაც. წამლის გარეშე – ეს ნიშნავს
ფიზიოლოგიური ხსნარით, ან ნატრიუმ ქლორის ოდნავ მომატებული
კონცენტრაციის ან სოდის ხსნარით ინჰალაცია. ინჰალაცია შეიძლება
იყოს ცივი, აპარატის მეშვეობით, შეიძლება უშუალოდ ორთქლით,
ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს ვუმატებთ რამდენიმე ჩაის კოვზ
სოდას, ან მარილს, პაციენტს ასე ვასუნთქებთ ერთი-ორი წუთის
განმავლობაში.
– რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობა
– საერთოდ, ორი პრინციპი არსებობს: ერთი არის, რომ პაციენტს
მივცეთ ამოსახველებელი საშუალება. ამოსახველებელს ვაძლევთ
იმისათვის, რომ ბრონქებში ე.წ. „საცობები“ არ შეიქმნას და
მდგომარეობა კიდევ არ გაუარესდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ ამოსახველებლები 1.5 – 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ ინიშნება
იმიტომ, რომ ბავშვებს უჭირთ ამოხველება და გაუმჯობესების
მაგივრად სიტუაცია უარესდება.
მკურნალობის მეორე გზა არის ხველის დამაწყნარებელი.
ჩვეულებრივ, ამ მეთოდს ვიყენებთ ღამის საათებში, როცა ავადმყოფი
ღამით ვერ იძინებს შემაწუხებელი მშრალი ხველის გამო.
– ინიშნება თუ არა ბრონქიტის დროს ინექციური მკურნალობა?
– ასეთ პაციენტებში, როგორც წესი, ნემსი არ ინიშნება. მიუხედავად
იმისა, რომ შემთხვევათა 40%-50% შეიძლება ბაქტერიებით იყოს
გამოწვეული,  ანტიბიოტიკები (როგორც დასალევი, ასევე ნემსის
სახით), როგორც წესი, არ გამოიყენება. მე არ ვსაუბრობ
ბრონქოექტაზიურ დაავადებას, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკები
წამყვანია, ჩვეულებრივი, ბანალური მწვავე ბრონქიტის დროს ჩვენ
ანტიბიოტიკები არ გვჭირდება, ველოდებით, რომ ორგანიზმი მას
ანტიბიოტიკების გარეშე მოერევა.
– როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?
– ორი გზა არის:
ერთი უწამლო – მაქსიმალური გაკაჟება, ხელ-პირის ცივი წყლით
დაბანვა. ფეხებზე ცივი წყლის გადავლება, ტანის დაზელვა სველი
პირსახოცით, ცივი შხაპი (ეს საუკეთესო გზაა); ასევე მტვრიან და
დაბინძურებულ ადგილებს უნდა მოვერიდოთ. პროფილაქტიკის
მიზნით, ძალიან კარგია მთაში ასვლა. მთაში უფრო მშრალი ჰაერია,
განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის სხვადასხვა
დამაბინძურებლის და, ასევე, ალერგოგენების კონცენტრაცია
დაბალია.
მეორე გზა მედიკამენტოზური.
პნევმონია-რესპირატორული ინფექციების გართულება

პნევმონია ფილტვის ქსოვილის ინფექციური ბუნების ანთებაა, რომელიც


უპირატესად ალვეოლებს (მათში ანთებითი ექსუდატის განვითარებით)
და ფილტვების ინტერსტიციულ ქსოვილს აზიანებს.

პნევმონიის კლასიფიკაცია

 წილოვან, ფიბრინოზულ, კრუპოზულ პნევმონიას - დაზიანებულია


მთელი წილი;
 სეგმენტურ პნევმონიას - დაზიანებულია წილის სეგმენტი;
 წილაკოვან, კეროვან, კატარულ პნევმონიას, ბრონქოპნევმონიას -
დაზიანებულია ფილტვის წილაკი;
 ტოტალურ პნევმონიას - დაზიანება მოიცავს მთელ ფილტვს.
 

პათოგენეზის მიხედვით განასხვავებენ: 

 პირველად პნევმონიას, რომელიც დამოუკიდებელ დაავადებად


აღმოცენდება;
 მეორეულ პნევმონიას, რომელიც პნევმონია ვითარდება რომელიმე
სხვა, თუნდაც ფილტვის დაავადების ფონზე.
 კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე პნევმონიას
და გახანგრძლივებულ პნევმონიას

 გამომწვევის მიხედვით კი ცნობილია შემდეგი სახის პნევმონიები:

ბაქტერიული, ვირუსული, რიკეტსიული, მიკოპლაზმური და სოკოვანი.


წარმოშობის მომენტის მიხედვით პნევმონია შეიძლება იყოს:
ასპირაციული, პოსტოპერაციული, ტრავმის შემდგომი; ჰემორაგიული
ანუ სისხლდენით ან სისხლჩაქცევით მიმდინარე პნევმონია.

დაავადების გზები

პნევმონიის დროს ფილტვის ქსოვილის ინფიცირება შესაძლებელია


ოთხი გზით
1. ასპირაცია ცხვირ-ხახიდან ან პირ-ხახიდან.
2. ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად. მიკრობებით დაბინძურებული ჰაერის
ჩასუნთქვა პნევმონიის შედარებით იშვიათი მიზეზია;
3. მიკროორგანიზმების ჰემატოგენური გავრცელება არაფილტვისმიერი
კეროვანი ინფექციის (ენდოკარდიტი, ) კერიდან.
4. ინფექციის გავრცელება მეზობელი კერებიდან (მაგალითად,
თირკმლის აბსცესის დროს) ან ინფიცირება გულმკერდის შემავალი
ჭრილობების ინფიცირების შედეგად.

რისკ ფაქტორები

პნევმონიის განვითარების რისკ ფაქტორებია


ადრეული ასაკის ბავშვებში:

 მუცლადყოფნის პერიოდის ჰიპოქსია და ასფიქსია;


 სამშობიარო ტრავმა;
 ახალშობილთა პნევმოპათია;
 გულის თანდაყოლილი მანკი;
 ფილტვების განვითარების მანკი;
 მუკოვისციდოზი;
 მემკვიდრეობითი იმუნოდეფიციტი;
 ჰიპოტროფია;
 ჰიპოვიტამინოზი;
 სასკოლო ასაკის ბავშვებში: 
 ცხვირ-ხახის ქრონიკული კეროვანი ინფექცია;
 მორეციდივე ბრონქიტი;
 მუკოვისციდოზი;მუკოვისციდოზი (იგივე კისტოზური ფიბროზი)
არის სისტემური მემკვიდრული დაავადება.
 გულის შეძენილი მანკი;
 იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
 ზრდასრულებში: 
 მწეველთა და ქრონიკული ბრონქიტი;
 ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
 ენდოკრინული დაავადებები;
 გულის უკმარისობა;
 იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
 გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია;
 ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა;
 ალკოჰოლიზმი;
 ნარკომანია.
 პნევმონიის სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების
გამომწვევის, ფორმის, დამცავი მექანიზმების მდგომარეობისა და
ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას.

სიმპტომები და მიმდინარეობა

პნევმონიის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მის


ეტიოლოგიაზე, ხასიათზე, მიმდინარეობის ფაზაზე, მორფოლოგიურ
სუბსტრატზე, ფილტვებში გავრცელებასა და გართულებებზე.

პნევმონიის გართულება
პნევმონიის გართულებებია:

 პლევრული გამონადენი;
 პლევრის ემპიემა;
 ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია/აბსცედირება;
 მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი;
 სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
 სეპტიკური შოკი, მეორეული ბაქტერიემია, სეფსისი;
 პერიკარდიტი, მიოკარდიტი;
 ნეფრიტი და სხვა.
დიაგნოსტიკა
პნევმონიის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა ფილტვის ქსოვილის
დაზიანებული კეროვანი ინფილტრაციის რენტგენოლოგიური
დადასტურება და შემდეგი ნიშნებიდან თუნდაც ორის თანაარსებობა:

 მწვავე ცხელება დაავადების დასაწყისში (T>38);


 ნახველიანი ხველა;

 ლოკალური კრეპიტაცია და/ან წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, უხეში
ბრონქული სუნთქვა, პერკუტორული ხმიანობის შესუსტება;

 ლეიკოციტოზი >10X109/ლ და/ან ჩხირბირთვიანების მატება
(>10%).

მკურნალობა
პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია შინაც, მაგრამ თუ საერთო
მდგომარეობა მძიმეა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს
საავადმყოფოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციის
მკურნალობა

 პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფს უნდა მიეცეს რჩევა


წოლითი რეჟიმის, სიგარეტისთვის თავის დანებების, სითხის
საკმარისი რაოდენობით მიღების შესახებ.

 პლევრული ტკივილის საწინააღმდეგოდ საკმარისია მარტივი
ანალგეტიკების მიღება, ისეთებისა, როგორიც არის, მაგალითად,
პარაცეტამოლი.

 ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოქსიგენოთერაპია.
 საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სითხის ინტრავენური
შევსება.

 სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, პულსი, სხეულის
წნევა, ცნობიერება, ჟანგბადის სატურაცია უნდა შეფასდეს მინიმუმ
ორჯერ დღეში, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - უფრო
ხშირადაც.

 განმეორებით უნდა ჩატარდეს CRP დონის გამოკვლევა და
გულმკერდის რენტგენოგრაფია, თუ პაციენტის მდგომარეობის
გაუმჯობესების დინამიკა არ შეესაბამება ჩატარებულ
მკურნალობას.

ანტიბიოტიკოთერაპია

 მსუბუქი პნევმონიის დროს უმეტესად საკმარისია პერორალურად


(აბები, კაფსულები) მისაღები ანტიბიოტიკებით.

 ამოქსიცილინით მონოთერაპია შესაძლებელია, თუ პაციენტს ადრე
არ ჩაუტარებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. შედარებით მძიმე
შემთხვევაში მიზანშეწონილია ამოქსიცილინისა და მაკროლიდის
(ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპირამიცინი) კომბინაცია.
მაკროლიდით მონოთერაპია უნდა დაინიშნოს, თუ
ჰოსპიტალიზაციამდე ჩატარებული ამოქსიცილინის ადეკვატური
კურსი უეფექტო აღმოჩნდა. თუმცა ამოქსიცილინით თერაპიის
ადეკვატურობა ძნელი შესაფასებელია, ამიტომ ასეთ შემთხვევებში
მიზანშეწონილია კომბინირებული თერაპია.

 ახალი ფთორქინოლონები პირველი რიგის პრეპარატებად არ
გამოიყენება. ისინი სასარგებლო ალტერნატიული საშუალებებია
განსაზღვრული კატეგორიის პაციენტებისთვის.

 მძიმე პნევმონიის შემთხვევაში პარენტერალური
ანტიბიოტიკოთერაპია (ინექციები) უნდა დაიწყოს დიაგნოზის
დასმისთანავე. მიზანშეწონილია თერაპიის დაწყება
პარენტერალური ანტიბიოტიკებით 3-4 დღის განმავლობაში,
ვიდრე ტემპერატურა არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს, არ
შესუსტდება ინტოქსიკაცია და დაავადების სხვა სიმპტომები.
მკურნალობის კურსის დასრულებამდე შეიძლება გადასვლა
პარენტერალურიდან პერორალურ მკურნალობაზე.

 მძიმე პნევმონიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ფართო
სპექტრის ბეტალაქტამური ანტიბიოტიკებით, ისეთებით, როგორიც
არის, მაგალითად, კო-ამოქსიკლავი მეორე (ცეფუროქსიმი) ან მესამე
თაობის (ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი) ცეფალოსპორინი მაკროლიდთან
(კლარიტრომიცინი ან ერითრომიცინი) ერთად.
მკურნალობა 14 დღეს გრძელდება.
პროფილაქტიკა
პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ პნევმოკოკურ და
გრიპულ ვაქცინას. ვაქცინაცია მიზანშეწონილია შემდეგი
ჯგუფებისთვის:

 პირებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ


მოხუცებულთა სახლში;
 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ
სასუნთქი, საშარდე, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის
ქრონიკული დაავადებები;

 ზრდასრული პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ უწყვეტი
სამედიცინო ზედამხედველობა და იმყოფებიან სტაციონარში
(შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დაავადებები,
ჰემოგლობინოპათიები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აივ
ინფექციის ჩათვლით);

 ორსულებისთვის II-III ტრიმესტრში;

 ექიმებისთვის, ექთნებისთვის;

 პაციენტის ოჯახის წევრებისთვის (ბავშვების ჩათვლით);

 მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც ბინაზე უვლიან
ავადმყოფებს

წლებია, რაც ჰაერის დაბინძურება მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს.


სხვა ფაქტორებთან ერთად ის გამოწვეულია სამრეწველო ნარჩენების,
ნავთობპროდუქტებისა და გაზის წვით. აღნიშნული პროცესი აზიანებს
ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას, თუმცა ბუნებრივია, რომ ამ
მხრივ, ყველაზე მეტად სასუნთქი სისტემა ზიანდება.
ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც კლინიკურად
ვითარდება:

 სუნთქვის უკმარისობა;
 ქოშინი;
 ამოსუნთქვის გაძნელება;
 ხველა;
 ხმაურიანი სუნთქვა ამოსუნთქვის ფაზაში.

მისთვის დამახასიათებელია:

 ბრონქების ლორწოვანი ქრონიკული და ალერგიული ანთება;


 ბრონქების სანათურის პერიოდული შევიწროება (სპაზმი).

დაბინძურებული გარემო ასთმის გარდა იწვევს ფილტვის კიბოს და ისეთ


ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს, როგორებიცაა - ქრონიკული
ბრონქიტი და ემფიზემა (ფქოდ).
“ფქოდ” არის სასუნთქი სისტემის მძიმე, ქრონიკული პათოლოგია,
რომელიც გამოწვეულია:

 ბრონქების ქრონიკული ანთებით;


 ბრონქების სანათურის შევიწროებით;
 ფილტვის ემფიზემით.

კლინიკურად გამოხატულია მშრალი ან პროდუქციული ხველა,


ხმაურიანი სუნთქვა, ადვილად დაღლა, რომელიც პირველ ხანებში
გამოხატულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს და შემდეგ -
მუდმივად. შესაბამისი ჩარევის გარეშე, დაავადება სწრაფად
პროგრესირებს და მძიმე შედეგებით მთავრდება. მისი ძირითადი
გამომწვევი მიზეზი თამბაქოს ინტენსიური მოხმარებაა.
.
 

სასუნთქი სისტემაზე მოქმედი საშუალებები

სასუნთქი სისტემაზე მოქმედი საშუალებების კლასიფიკაცია

1. ბრონქოლიზური (ბრონქოსპაზმის მომხსნელი)


2. ამოსახველებელი
3. მუკოლიზური საშუალებები
4. მცენარეული საშუალებები
5. ხველის დამაწყნარებელი
6. სუნთქვის მასტიმულირებელი
სასუნთქი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომი

ხველა რთული ნეირო- რეფლექსური აქტია, რომელიც განაპირობებს


სასუნთქი გზების გასუფთავებას ნახველისაგან და უცხო სხეულისაგან

გამომწვევი მიზეზი

ინფექციურ ანთებითი პროცესი

ალერგენი

ტრავმა

სიმსივნე

უცხო სხეული სასუნთქ გზებში

ხველა

ზედაპირული სუსტი

მშრალი, ძლიერი

მშრალი არაპროდუქტიული

პროდუქტიული დამღლელი

შესქელებული ნახველით

შეტევითი სპაზმური
პრეპარატის სწორად შერჩევისას გაარკვიეთ ხველის ტიპი

დასვით კითხვები

როგორი ხველა გაქვთ?

პროდუქტიული

არაპროდუქტიული

რამდენი ხანი გახველებთ?

გაქვთ თუ არა ტემპერატურა?

ასაკი?

ყურადღებით ფეხმძიმე, დიაბეტიკი

მცენარეული ამოსახველებელი საშუალებები

ახასიათებთ ამოსახველებელი, სეკრეტოლიზური, მუკოლიზური,

ბრონქოლიზური, ხველის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო

მოქმედება.

ნაჩვენებია:

სასუნთქი გზების ინფექციურ ანთებითი დაავადებების დროს, მწვავე,


ქრონიკული ასევე ობსტრუქციული ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი,
პნევმონია ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქული ასთმა

პროდუქტიული ხველის დროს (ნახველის პათოლოგიური


გასქელებისას)

მშრალი ხველის დროს

ბრონქოსპაზმის მოსახსნელად

ჩვილ ასაკში ორსულებში,დიაბეტიკებში

ხანგრძლივი მიღების დროს არა აქვს გვერდითი მოვლენები.

You might also like