Professional Documents
Culture Documents
პლატონი
პლატონი
სოკრატე მდიდრებზე
კაცი რომელსაც თავად არ მოუხვეჭია ფული ფულის დიდი ტრფიალი ვერ იქნება, ის კი ვისაც
თავად უშოვნია გონია რომ ფული მისი ქმნილებაა , ესეთი ხალხი კი არ მიყვარს/
კეფალე
სიმდიდრე დიდი სიკეთეა მარა ყველასთვის კი არა ჭკუადამჯდარი კაცისთვის, იმ
კაცისთვის ვისაც საიქიოს გზაზე არ ექნება შიში იმისა რო ცუდი საქმეები აქვს გაკეთებული.
1) შემდეგ სვამს ისევ კითხვას, ვინც არ იბრძვის იმას არც სამართლიანი კაცი სჭირდება?
პოლიმარქე კი პასუხობს, ეგრე ვერ ვიტყვით სამართლიანობა მშვიდობის დროსაც
აუცილებელია, ამაზე კამათისას საბოლოო ჯამში სოკრატე მიდის იმ დასკვნამდე, რომ
სამართლიანობის ამგვარი გააზრების ბოლო წერტილი არის ის, რომ ის მოქმედებს მხოლოდ
და მხოლოდ უსარგებლობისას და მხოლოდ ამ დროსაა სასარგებლო, ვინაიდან მაგალითად
როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო მეწაღესა და სამართლიან კაცს შორის მაშინ, როდესაც
გჭირდება ფეხსაცმელი, არჩევანს აკეთებ მეწაღეზე, რადგან სამართლიანი კაცი არაფერში
გჭირდება ამ შემთხვევაში, ხოლო თუ ფეხსაცმლის გაკეთება არ გინდა, მხოლოდ მაშინ
შეიძლება ამჯობინო მეწაღეს სამართლიანი კაცი, ანუ უსარგებლობისას.
სოკრატეს პასუხი:
სამართლიანი კაცისთვის ნიშნეული არ არის ვიღაცის ვნება, რადგან:
თუ მშრალს ისევ მშრალი რაღაცით არ შეუძლია რაღაცის დასველება, თუ თბილს რაღაც
თბილით არ შეუძლია რაღაცის გაცივება, ასევე სამართალს სამართლიანობით არ შეუძლია
ვინმესთვის ვნება, სწორედ ამიტომ სამართალს სამართლიანობით არ შეუძლია ვინმე
უსამართლოთ გახადოს,
პლატონის ნადიმი
აგათონი ამკობს ეროსს, რომელიც არი სიყვარულის ღმერთი, ამბობს რო ეროსი მშვენიერების
სიყვარულია. მისი აზრით ეროსის ქებისას ჯერ უნდა გავიგოთ რა არი თვითონ ეს ეროსი, და
მერე შევეხოთ მის საქმეებს.
არი თუ არა მშვენიერებისადმი სიყვარული ეროსი?
სოკრატე: არი თუ არა სიყვარული რაიმის მიმართ სიყვარული, ანუ როგორც მამა ვიღაცის
მამა. თუ სიყვარულს სურს ის რაც უყვარს, მაშინ მისი სურვილი ობიექტს თვითონ არ
ფლობს. როცა რაიმე გვსურს ანუ ის არ გვაქვს. ანუ სიყვარული უნდა იყოს სილამაზის
სიყვარული რასაც იქამდე მივყავართ რო თვითონ სიყვარულს არ აქვს სილამაზე.
სოკრატე : ჩვენ ვთქვით რომ ეროსი არც მშვენიერია და არც კეთილი, მაგრამ ეს მას არც
მახინჯად და ბოროტად არ წარმოაჩენს, როგორ გგონია რაც მშვენიერი არ არის მახინჯი
უნდა იყოს უთუოდ? ხოლო ის რაც ბრეძენი არ არი უმეცარი? სწორი წარმოდგენა ამ
შემთხვევაში არი რაღაც გარდამავალი ცოდნასა და უმეცრებას შორის.
დიოტიმამ უთხრა განა შეიძლება დიდ ღმერთად მიიჩნევდნენ იმას ვისაც ღმერთადაც კიარ
თვლიანო? ამაზე სოკრატე შეშფოდდა დიოტიმამ კი უთხრა, შენთვის ღმერთი ისაა ვინც
მშვენიერებას და სიყვარულს აფრქვეს, ვინაიდან ნეტარნი მხოლოდ კეთილი ღმერთები არიან
შენ კი აღიარე რომ ეროსს ის სურს რაც არ აქვს ანუ შენთვის ის ღმერთი არ არის ვინაიდან მას
მშვენიერება და სიყვარულის სურს ის რაც მას არ აქვსო, შესაბამისად ნეტარიც არ არი რადგან
ნეტარს შენ მხოლოდ კეთილ ღმერთს ეძახიო.
მეშვიდე ნაწილი:
რას შეიძლება შეადარო ბუნება განათლებისა თუ გაუნათლებლობის მხრივ?
გამოქვაბულია ადამიანები ხედავენ რაღაც ნათელს, განათლების მიზანი უნდა იყოს ის რომ
ადამიანი შორს გაიყვანო გამოქვაბულიდან თანდათან, თორე სინათლე ასეთადამიანს თვალს
მოჭრის, ცოდნის ჩადება ერთიანად არ უნდა მოხდეს, მას სწორი გზა უნდა დაანახო, არ
იქნება განსხვავება ჭკვიანი კაცის ფილოსოფოსისგან თუ ის არ მიბრუნდა არ უშველა
გამოქვაბულში მყოფ ხალხს ცოტათი მაინც.
სოკრატეს აზრით სახელმწიფო მართველობისთვის არც უცოდინარი არ გამოდგება და არც
განათლებული, პირველს მიზანი არ აქვს მეორე კი სახელმწიფო მართვას სხვა რაღაცებს
ამჯობინებს. ამიტომ სოკრატე ირჩევს იმ ადამიანს ვინც სიკეთისკენ ისრწაფვის მაგრამ ის
მაღლა არ დატოვებს მას ბოლოს ჩამოიყვანს სიმაღლიდან.
ამიტო სოკრატე ფილოსოფოსს ეტყვის, შენ მე აღგზარდე რადგან იყო სახელმწიფოს
სამსახურში მის საკეთილდღეოდ, შეაჩვიეთ თვალი მოსახლეობაში გამეფებულ წყვდიადს,
და უკეთვე გამოიცნობთ ამ ლანდებს, სიმართლე კი ისაა, როცა ადამიანს ძალაუფლება
ყველაზე ნაკლებად სურს სწორედ ის უნდა გახდეს ნამდვილი მმართველი.