You are on page 1of 2

ლექტორი: ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ასისტენტ-პროფესორი გურანდა შამილიშვილი

სალექციო კურსი: ,,ფსიქოლოგიის ისტორია’’

ლექცია 4. თავის ტვინის ფიზიოლოგია(გალი). ფსიქოფიზიკა და ფსიქომეტრია


( ვებერი, ფეხნერი)

პრაქტიკული დავალებები

1. დაასახელეთ ავტორი და აღწერეთ შემდეგი აღმოჩენების შინაარსი XIX ს.


მეცნიერებაში:
ა) ფსიქომეტრია, ბ) რეაქციის დრო, გ) ე.წ. საზღვრის მეთოდი დ) ე.წ. პირადი
განტოლება; ე) ფრენოლოგია; დ) მეტყველების სენსორული ცენტრი; ე)
ესთეზიომეტრი; ვ) შეგრძნებათა შორის სხვაობა; ვ) ფსიქოფიზიკა;
2. შეავსეთ ცხრილი „ფსიქოლოგიის განვითარების საბუნებისმეტყველო
მეცნიერების წინაპირობები“

მნიშვნელობა
მეცნიერების სფერო წარმომადგენლები
ფსიქოლოგიისათვის
ანატომია
ფიზიოლოგია
ფსიქოფიზიკა
ფსიქომეტრია
ბიოლოგია
ფსიქიატრია

3. განსაზღვრეთ თეზისის მართებულობა:

• პ. ფლორანსმა ექსპერიმენტის საშუალებით დაამტკიცა ფრანც გალის ფრენოლოგია


• ე. ვებერმა ექსპერიმენტის საშუალებით გამოიკვლია გამაღიზიანებლებისა და
შეგრძნებების თანაფარდობა.
• ვებერ-ფეხნერის კანონის თანახმად, შეგრძნებების ინტენსიურობა წარმოსახვის
ინტენსიურობის ლოგარითმის პროპორციულია
• ფსიქოფიზიკის დამფუძნებელია ი. მიულერი
• ფსიქომეტრიაში ექსპერიმენტალური გზით შეისწავლებოდა ფიზიოლოგიური
რეაქციების მიმდინარეობის სისწრაფე
4. საკონტროლო კითხვები

1. დაასახელეთ XIX საუკუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროები და მათი


ღვაწლი ფსიქოლოგიური ცოდნის განვითარებაში;
2. აღწერეთ XIX საუკუნის ფიზიოლოგიისა და ანატომიის ძირითადი მიღწევები,
რომლებმაც გავლენა იქონიეს ფსიქოლოგიის განვითარებაზე;
3. ხაზი გაუსვით XIX საუკუნეში გონებრივი ფუნქციების ლოკალიზაციის შესწავლის
მიმართულებებს და დაუკავშირეთ ეს პოზიციები თანამედროვე შეხედულებებს;
4.აღწერეთ ვებერისა და ფეხნერის აღმოჩენის მნიშვნელობა, რომელმაც დიდი როლი
შეასრულა ფსიქოლოგიის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებაში.

You might also like