You are on page 1of 1

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სიტყვები:

„III. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 და 492 მუხლები:

„მუხლი 491 . ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება


„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომელიც იურიდიული პირი არ არის.

2. ერთობლივ საინვესტიციო ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში


წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია.

მუხლი 492 . საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი)

1. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებრი ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან


ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის
საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საინვესტიციო
ფონდის ქვეფონდი იურიდიული პირი არ არის.

2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე


ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.

3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში


წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების
მმართველი კომპანია, თუ იგი საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6814-რს

http://www.matsne.gov.ge 04000000005001019969

You might also like