საკანონმდებლო ხელისუფლება

You might also like

You are on page 1of 9

პარლამენტის ცნება და მახასიათებლები

პარლამენტის მახასიათებლბეს შორის გამოარჩევენ


წარმომადგენლობით, საკანონმდებლო, დაფუძნების და
კონტროლის ფუნქციებს. ყურადღება გამახვილებულია
საჯაროობის ფუნქციაზე.

წარმომადგენლობითობის არსი

წარმომადგენლობითობა ხელისუფლების საკანონმდებლო


შტოს სრულყოფილი სამართლებრივი მოწყობის და
ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა. პარლამენტის,
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს დახასიათება ნიშნავს,
რომ ის სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოდგენს ხალხს,
როგორც მის კანონიერ წარმომადგენელს კონსტიტუციის
ძალით. ის განიმარტება ორი გაგებით. ფართო გაგებით,
საუბარია ფენომენზე, რომელიც აღნიშნავს
უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას,
რომელიც დელეგირებულია ხალხის ან მისი ნაწილისგან
მკაცრად განსაზღვრული ვადით არჩეულ წარმომადგენლებზე,
ხოლო ვიწრო გაგებით, გამოიხატება ამ უფლებამოსილების
განხორციელებაში ხელისუფლების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ.

წარმომადგენლობითობა განაპირობებს ხალხის პოლიტიკურ


ქმედუნარიანობას და გადაწყვეტილებუნარიანობას. ის
გულისხმობს საქმიანობას ხალხისთვის და პასუხისმგებლობას
ხალხის წინაშე. ხალხი წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების
წყაროს და თავადაა ამ ხელისუფლების მატარებელი.

წარმომადგენლობითობის სახეები

გეოგრაფიული, ასახვითი და ფუნქციონალური.


გეოგრაფიული წარმომადგენლობის კრიტერიუმი
წარმომადგენლობითი რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
საზომია. პარლამენტი, რომელშიც უზრუნველყოფილია
სახელმწიფოს ყველა რეგიონის წარმომადგენლობა, უკეთ
ახდენს ცალკეული ტერიტორიული ერთეულების აქტუალური
საკითხების, პრობლემების იდენტიფიკაციას და გადაწყვეტას.

ასახვითი წარმომადგენლობა

წარმომადგენლობითობის მაღალი ხარისხით


უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია პარლამენტის
შემადგენლობაში შედიოდნენ საზოგადოების ყველა ძირითადი
ჯგუფის - ასაკობრივი, პროფესიული, სქესობრივი, ეროვნული
წარმომადგენლები. სახალხო წარმომადგენლობა უნდა
ემსახურებოდეს მთელი საზოგადოების ინტერესების
გამოხატვას.

ფუნქციონალური წარმომადგენლობა

ფუნქციონალური წარმომადგენლობა გულისხმობს


სახელმწიფოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების
წარმოდგენას საპრლამენტო დაწესებულებაში. მისი
უზრუნველყოფა ასევე მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე
სახელმწიფოში ხალხის ნებას ქმნის პარტიები.

პარლამენტის დათხოვნა

კონსტიტუციონალიზმი იცნობს პარლამენტის


ფუნქციონირების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას ,
რომელიც, ხორციელდება დათხოვნის ინსტიტუტის
მეშვეობით. მმართველობის მოდელების მრავალფეროვნებიდან
გამომდინარე, მისი შინაარსი განსხვავებულია. არსებობს
შემთხვევები, როდესაც პარლამენტი დამოუკიდებლად იღებს
გადაწყვეტილებას საკუთარი დაშლის შესახებ, უფრო ხშირად,
დათხოვნა ხორციელდება სხვა ინსტიტუტების ჩართულობით,
ზოგჯერ კი საერთოდ შეუძლებელია.

დათხოვნის არსი და მიზანი

დათხოვნის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს


მეთაურისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებას
დამოუკიდებლად, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ
სუბიექტთა ჩართულობით, მიიღოს გადაწყვეტილება
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ. დათხოვნას ექვემდებარება
როგორც ერთპალატიანი პარლამენტი, ისე ორპალატიანი
პარლამენტის ერთი ან ორივე პალატა.

დათხოვნის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები

პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილი სუბიექტები


სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ყველაზე ხშირად
საკითხს წყვეტს სახელმწიფოს მეთაური:

- ერთპიროვნულად

- მთავრობის მეთაურთან/ მთავრობასთან შეთანხმებით

- საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციის შედეგად

- პრემიერ-მინისტრთან და პალატის თავმჯდომარეებთან


შეთანხმებით და ა.შ.

დათხოვნის საფუძვლები

ამ შემთხვევაში საქმე ეხება პარლამენტის დამოუკიდებლობის


შეზღუდვას, კონსტიტუციები ამომწურავად განსაზღვრავენ
მისი დათხოვნის საფუძვლებს. არსებობს შემდეგი
კონსტიტუციური დათქმები დათხოვნის უფლების ბოროტად
გამოყენების რისკების თავიდან ასაცილებლად:

- მთავრობისათვის ნდობის გამოუცხადებლობა

- პარლამენტის შეკრების შეუძლებლობა გარკვეული დროის


მანძილზე

- სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა

დათხოვნის შემზღუდავი გარემოებები


- პარლამენტის უფლებამოსილების დასაწყისში

- პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე


გარკვეული ხნით ადრე

- საგანგებო, საომარი მდგომარეობის პირობებში

- მთავრობისადმი უნდობლობის პროცედურების


განხორციელების დროს

- იმპიჩმენტის პროცედურების მიმდინარეობისას

- განმეორებით ერთი და იმავე მიზეზით

- ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ

ერთპალატიანობა და ორპალატიანობა

არსებობენ ერთპალატიანი, ანუ მონოკამერალური და


ორპალატიანი, ანუ ბიკამერალური პარლამენტები. ქვეყნის
არჩევანი სხვადასხვა ფაქტირზეა დამოკიდებული -
სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებზე, ტერიტორიულ
მოწყობაზე, მოსახლეობის რიცხოვნებაზე, ისტორიულ
წარაულზე, ეროვნულ ტრადიციებზე და სხვა.

უფლებამოსილებათა ფარგლები
უფლებამოსილების მოცულობის თვალსაზრისით, მსოფლიო
საპარლამენტო პრაქტიკა იცნობს თანასწორუფლებიან და
არათანასწორუფლებიან ორპალატიანობას.

თანასწორუფლებიანი ბიკამერალიზმის პირობებში


პარლამენტის პალატები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ,
ხოლო არათანასწორუფლებიანი ბიკამერალიზმის დროს ერთ-
ერთი პალატა, ხშირად ქვედა, უპირატესობით გამოირჩევა.

პარლამენტის თავმჯდომარის მისია

სხვა დეპუტატებთან მიმართებაში, პარლამნტის ფარგლებში,


თავმჯდომარე არის – პირველი თანასწორთა შორის, რაც
ნიშნავს იმას,რომ ის არ არის დეპუტატი კოლეგების “უფროსი“,
თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას
შეუძლია მნიშვნელოვანი აქცენტების დასმა. დეპუტატებს,
ფრაქციებს,მართალია შეუძლიათ მისი გაკონტროლება, მაგრამ
თავმჯდომარეს პარლამენტის საშინაო საქმეებთან
დაკავშირებით მითითებებს ვერ მისცემენ.

პარლამენტის ხელმძღვანელის შერჩევის პრინციპები

საპარლამენტო პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარეს


ავტორიტეტულობის და მიუკერძოებლობის პირობას უყენებს.
პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტეტულობას, პირველ
რიგში, განსაზღვრავს მისი სტატუსი საზოგადოებრივ და
სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით
საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება, რომლის დროს
საშუალება ჰქონდა წარმოეჩინა თავი, როგორც მაღალი
საკანონმდებლო და ორგანიზატორული შესაძლებლობების
მატარებელ პიროვნებას.
ხელმძღვანელის მიუკერძოებლობის სამართლებრივი
უზრუნველყოფა უფრო დიდი პრობლემაა, რადგან, როგორც
წესი, დეპუტატები რომელიმე პარტიას მიეკუთვნებიან და მისი
ინტერესების დამცველნი არიან. არსებული საპარლამენტო
სინამდვილე, როგორც წესი, პარლამენტის ლიდერად
მოიაზრებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს,
ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ფრაქციათა
შეთანხმების საფუძველზე, უდიდესი საპარლამენტო
გაერთიანების წევრს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეეები

პარლამენტის ხელმძღვანელის მოადგილეები


მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საპარლამენტო ცხოვრებაში.
ისინი კანონმდებლობით გაწერილ შემთხვევებში ცვლიან
სპიკერს და ახორციელებენ მათთვის განსაზღვრულ,
გადანაწილებულ სხვა უფლებამოსილებებს. საპარლამენტო
დემოკრატია გულისხმობს თავმჯდომარის მოადგილეების
პოსტების განაწილებას ფრაქციათა პროპორციული
წარმომადგენლობის პრინციპის საფუძველზე.
ცალკეულ შემთხვევებში, წინასწარაა განსაზღვრული
მოადგილეთა იერარქია, მათ შორის კონსტიტუციის დონეზეც.
სწორედ ძირითადი კანონის საფუძველზე ირჩევენ ავსტრიაში
თავმჯდომარესთან ერთად,მეორე და მესამე თავმჯდოამრეს.
მოცემული რეგულაცია წარმოადგენს ნაციონალური საბჭოს
თავმჯდომარის მოვალეობების შესრულების გარანტიას.

მართვის კოლეგიური ორგანო


პარლამენტის სიცოცხლისუნარიანობისთვის
მნიშვნელოვანია მისი მართის კოლეგიური სტრუქტურის
არსებობა და ფუნქციონირება. ასეთი ტიპის ორგანოების
შემადგენლობა, როგრც წესი, წარმომადგენლობითია. მის
შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო სტრუქტურების, მათ
შორის, ფრაქციების წარმომადგენლები.ისინი ორგანიზაციას
უწევენ პარლამენტის მუშაობას, მეთვალყურეობენ
ინნიცირებული კანონპროქტების მოძრაობას, განიხილავენ
პლენარულ სხდომებზე გასატანი კანონპროექტების,
კომიტეტების, კომისიების დასკვნების,
რეზოლუციების,მიმართვების პროექტების მზადყოფნას.

პარლამენტის დამხმარე ორგანოები

განასხვავებენ მუდმივმოქმედ კომიტეტებს, რომლებიც


პარლამენტის უფლებამოსილების ვადით იქმნება და
არამუდმივმოქმედ კომიტეტებს – საგამოძიებო და სხვა
დროებით კომისიებს, რომლებიც, კონკრეტული მიზნით,
განსაზღვრული ვადით ფუნქციონირებს.

მუდმივმოქმედი კომიტეტების მნიშვნელობა

თანამედროვე პარლამენტის ცხოვრებაში კომიტეტების


მნიშვნელობა წარმოუდგენლად დიდია. მათი არსებობა ხაზს
უსვამს პარლამენტის, როგორც „საქმის პარლამენტის“ და არა
მარტო როგორც „ სიტყვის პარლამენტის“ მნიშვნელობას.
პრაქტიკულად, ყველა მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი,
რომელიც პარლამენტის განხილვის საგანია, გამოდის
კომიტეტებოდან და კომისიებიდან. ის, რასაც მართლა მუშაობა
ჰქვია, ახლა კომიტეტების საქმეა.
ითვლება, რომ კომიტეტში მომზადებული საკითხი უფრო
კვალიფიციური და კომპეტენტურია. საკანონმდებლო მუშაობა
უფრო ექექტურია რაოდენობრივად შემცირებულ ჯგუფებში,
რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზდებიან.
საპარლამენტო კომიტეტების მიერ შეთავაზებულ
წინადადებებს უფრო მეტი ძალა აქვს.

კომიტეტების დაკომპლექტების პრინციპი


საპარლამენტო ნების ჩამოყალიბებისთვის ყოველი
კომიტეტი პარლამენტის დაპატარავებული ასლი უნდა იყოს და
თავისი შემადგენლობით მის შემადგენლობას აირეკლავდეს,
ანუ, უნდა მოქმედებდეს ე.წ. „სარკისებურობის“ პრინციპი.

კომიტეტების თავმჯდომარეები

კომიტეტის თავმჯდომარეების კანდიდატურის შერჩევისას


ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი –პროფესიული და პარტიული.
ზოგიერთ ქვეყანაში კომიტეტის თავმჯდომარეთა პოსტების
გადანაწილებაც ფრაქციათა პროპორციული
წარმომადგენლობის პრინციპის საფუძველზე ხდება.
კომიტეტების თავმჯდომარეები წარმართავენ კომიტეტის
მუშაობას, ასრულებენ საქმიანობის და წევრთა კოორდინაციის,
ინტეგრაციის ფუნქციებს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

საგამოძიებო კომისიების დამკვიდრება – გამორჩეული


უფლებამოსილებების გამო მათ ზოგჯერ კვაზისასამართლო
ორგანოებს მიაკუთვნებენ. პარლამენტი „ მათ იყენებს
კონკრეტული პროფესიული საკითხების მოსამზადებლად და
ჩართული ჰყავს გარე კომპეტენციის საკითხებთან
დაკავშირებით აქტიურ თანამშრომლობაში“.

დროებითი საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებული


მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის სტატუსთან
დაკავშირებული ამოსავალი პრინციპები განსაზღვრულია
ძირითადი კანონების ტექსტებში.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების


კონსტიტუციური პრინციპი
საპარლამენტო პრაქტიკა დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის სავუძვლად, ფრაქციათა პროპორციული
წარმომადგენლობის პრინციპს აღიარებს. ეს არაერთ ქვეყანაში
კონსტიტუციის დონეზეა განმტკიცებული. იტალიაში,
ძირითადი კანონის საფუძველზე, საგამოძიებო კომისიის
შემადგენლობაში პროპორციულად შედიან სხვადასხვა
ფრაქციის წარმომადგენლები,
ისრაელში – ყოველ საგამოძიებო კომისიაში ქნესეთში მათი
წარმომადგენლობის შესაბამისად უნდა შედიოდნენ, აგრეთვე
იმ პარტიის წარმომადგენლები,რომლებიც არ არიან
სამთავრობო გუნდში, ქნესეთის შემადგენლობაში არსებული
პროცენტული რაოდენობით.
მნიშვნელოვანი კომისიის პერსონალური შემადგენლობის
საკითხი. როგორც წესი, დროებითი საგამოძიებო კომისიის
წევრები მხოლოდ პარლამენტის წევრები არიან.

You might also like