You are on page 1of 6

შედარებითი პოლიტიკა

ქვეყნის კეთილდღეობა და განვითარება თანამედროვე ეპოქაში, ვფიქრობ,


კომპლექსურ ფაქტორთა ერთობლიობასთანაა დაკავშირებული, დღესდღეობით
ყველა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება ეკონომიკური
განვითარება ან შენარჩუნება არსებული ბალანსის, რაც თავის მხრივ
დაკავშირებულია, სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებასთან. თუმცა,
მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს განვითარებისა და კეთილდღეობის ინდექსის
განსასაზღვრად ეკონომიკური ფაქტორი არის ქვაკუთხედი. როგორც პოლიტიკა,
ეკონომიკაც შექმნილია ბევრი განსხვავებული ინსტიტუტით- წესებით, ნორმებით და
ღირებულებებით, რომლებიც პასუხს აგებენ იმაზე თუ როგოორაა ეკონომიკური
სისტემა კონსტრუირებული. მიმაჩნია, რმ ეკნომიკური განვითარება ან ეკონომიკური
ზრდა, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და
ერთი თუ მოიცავს ეკონომიკის სრული სპექტრის და ახალი შესაძლებლობების
სრულყოფილად ათვისებას და განვითარებას, მეორე- ეკონომიკური მასშტატებეის
ზრდაზეა ორიენტირებული, ორივე შემთხვევაში ვიღებთ ქვეყნის განვითარებისა და
კეთილდღეობის მახასიათებლებს. მიმაჩნია რომ პოლიტიკური და ეკონომიკური
ინსტიტუტების ურთიერთქმედებას აქვს უმნიშვნელოვანესი წვლილი სახელმწიფოს
მოქალაქეთა კეთილდღეობის საქმეში. სწორედ პოლიტიკისა და ეკონომიკის
გაერთიანება წარმოიქმნება თავისუფლებასა და თანასწორობას შორის ბალანსი, რაც
თავის მხრივ განაპირობებს ქვეყნის, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონმიკურ
ფაქტორებზე დამყარებულ კეთილდღეობისა და განვითარების საფუძვლებს.
საზოგადოებრივი სიკეთეები, როგორიცაა, განათლება, ჯანდაცვა, გზები, ეროვნული
თავდაცვა, დაღზღვევა - მარტივად რომ ვთქვათ სიკეთეები, რომლებიც
უზრუნველყფს კომფორტულ გარემოს მოქალაქეთათვის, ეკონომიკურ
ტერმინოლოგიით საზოგადოებრივი საქონელი ეწოდება დაკიდევ ერთხელ,
დავაზუსტებ რომ სწორედ ამ ფაქტორთა განვითარება სრულყოფილად ან მასთან
მიახლოებულად ქმნის რეალურ კეთილდღეობის პირობას მოქალაქეებისთვის.
თანამედროვე ეპოქაში, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი
შედარებითი პოლიტიკა

შემაფერხებელი კრიტერიუმი არის სიღერიბე. თუ განვითარებით ვერ სარგებლოს


საზოგადოების ღარიბი ფენა და ღარიბსა და მდიდარს შორის ჩნდება დიდი
უთანაბრობა ასეთ ქვეყანაში განვითარებაზე საუბარი არც შეიძლება, მიუხედავად
იმისა რომ შეიძლება ქვეყანა პროგრესულად ავითარებდეს ეკონომიკას. შედერებითი
პოლიტიკისთვის, ეკონომიკური თვალსზრისით ქვეყნის კეთილდღეობის გაზომვის
ინდიკატორები, სხვადასხვაგვარია, მაგალითისთვის, მშპ-თი შეგვიძლია გავზომოთ
ქვეყნის კეთილდღეობა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ახლავს,როგორიცაა
ცხოვრების ხარისხის ზუსტი დადგენა და ა.შ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ
მშპ არ გვთავაზობს კეთილდღეობის განაწილებას მოსახლეობაში სწორედ ამისთვის
არსებობს გამოცდილი და აღიარებული ჯინი ინდექსი. ეს მაჩვენებელი არა
სიღარების, არამედ უთანასწორობას ზომავს შედარებითი კეთილდღეობით. ხოლო
სიღარიბის მაჩვენებელი დაადგინა მსოფლიო ბანკმა და მისი განსაზღვრელია 1 აშშ
დოლარზე ნაკლები, ერთ ადამიანზე დღეში. როგორც აღვნიშნე, საზოგადოებრივ
ფენებს შორის წარმოქმნილ უთანაბრობას ითვლის „ჯინი ინდექსი“, რომელიც
ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი
მაჩვენებელია. შემოსავლების უთანაბრობა, ვფიქრობ, ქვეყნის ყველა ფენას ეხება და
დამახასიათებელია დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის. სოციალური პოლიტიკა
ერთ-ერთია იმ რესურსებიდან რომელიც საელმწიფომ უნდა მიმართოს ცხოვრების
დონის გასაუმჯობესებლად. შემდეგი ინდიკატორი, რაც მინდა განვიხილო
კეთილდღეობის ასპექტში, არის ადამიანური განვითარების ინდექსი. აღნიშნული
ინდიკატორი არის გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი,
განსაზღვრას არა მხოლოდ შემოსალებს და მის გადანაწილებას, არამედ თანაბარ
მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ინდიკატორებს როგორიცაა , სიცოცხლის
ხანგრძლივობას და განათლების დონე, ეს მონაცემები კი ვფიქრობ, გვაძლევს
საშუალებას გავიგოთ არის თუ არა ქვეყანაში არსებული სიმდიდრე გამოყენებული
იმისთვის რომ დაკმაყოფილებული იქნას ცხოვრების ის მინიალური სტანდარტები,
რაც რეალურად ქმნის კეთილდეობას. თავის მხრივ, ადამიანური განვითარების
შედარებითი პოლიტიკა

ინდექსს გააჩნია საკუთარი ინდიკატორები, ესენია: ხანგრძლივი და ჯანსაღი


ცხოვრება, განათლება და ნორმალური ცხოვრების დონე. ადამინური განვითარების
ინდექსით, რა თქმა უნდა მოწინავე ადგილებს იკავებენ ის ქვეყნები, რომლებიც
განვითარებულნი არიან როგორც ეკონომიკური ისე სხვადასხვა ინსტიტუციური
ასპექტით. 2019 წლის გაეროს ანგარიშის მონაცემებით, ამ კუთხით მოწინავე
ადგილებს იკავებენ ნორვეგია, შვეიცარია და ავსტრალია, ხოლო ამ მხრივ,
ჩამორჩენილი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: სამხრეთ სუდანი, ჩადი,
ბურუნდი. რაც შეეხება საქართველოს ამ მონაცემებით 70-ე ადგილს იკავებს, რაც
ვფიქრობ, იმედის მომეცემია. HDI კორელაციაშია ცხოვრების სტანდარტებთან და
ქვეყნის GDP-სთან.

კიდევ ერთი ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება შევაფასოთ პოლიტ-ეკონომიკური


სისტემები არის ბედნიერება. ეს არის ადამიანური აქტივობის ბირთვი,
თავისუფლებისა და თანასწორობის ინტერაქციის შედეგი. ლოგიკურია, რომ
განვითარებული და მდიდარი ქვეყნები არიან მეტად ბედნიერნი ვიდრე,
განვითარების მხრივ ჩამორჩენილი ქვეყნები, იქედან გამომდინარე რომ ადამიანებს
უკიდურეს გაჭირვებაში გააჩნიათ უსაფრთხოების დაცვის დაბალი ხარისხი და
მცირე რესურსები რომ განავითარონ მათი ყოველდღიურობა. ბედნიერების
განსასაზღვრად, არსებობს კვლევები სადაც რანგირებულია ის ქვეყნები, რომლთა
მოქალაქეები კეთილდრეობის მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან. ბედნიერების
შეფასების კრიტერიუიმები არსებობს და ესენია: მშპ, სიცოცხლის ხანგრძლივობა,
ადამიანის უფლებების დაცვის დონე, დასაქმების გარანტიები, კორუპციის დონედა
ა.შ. რეალურად ბედნიერების მქონე ქვეყნების სიას თითქმის ისე გამოიყურება,
როგორც ადამიანური განვითარების ინდექსის. მაგალითისთვის: ფინეთი, ნორვეია,
შვეიცარია, ჰოლანდია, დანია და ა.შ. განარჩევენ აბსოლუტურ და შედარებით
ბედნიერებას, მაგალითად, უკიდურესი გაჭირვების დონეზე, ბედნიერება
განიხილება როგორც აბსოლუტური ანუ საკმარისია სასიცოცხლოდ აუცილებელი
შედარებითი პოლიტიკა

საკვების მოპოვებისთვის არსებული თანხა, იმისთვის რომ გაიზარდოს ბედნიერების


მაჩვენებელი.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამ საკითხზე კურსის განმავლობასი შესწავლილი
მასალა გვაძლევს საშუალება, პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით
შევადაოთ ქვეყნები კეთილდღეობის განსაზღვრით, გამოვკვეთოთ ის აუცილებელი
მახასიათებლები რაც იწვევს მათ პოზიციების განაწილებას. ჩემთვის ამ კუთხით
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დარონ აჯემოღლუს სტატია,
რომელშიც,ვფიქრობ, საინტერესოდ და პრაქტიკულად არის ჩაშლილი ის
საკითხები,რაზეც ნაშრომის ამ ნაწილამდე ვისაუბრე.
დარონი განიხილავს განხვავებებს ძალიან ღარიბ და ძალიან მდიდარ ქვეყნებს
შორის და აკავშირებს ამას ისტორიულ ინსტიტუიურ განვითარებასთან, იმის
დასამტკიცებლად რომ განსხავება ამ მხრივ მართლაც თვალშისაცემია დარონს
მაგალითად მოჰყავს საჰარასა და აშშ-ს შორის განსხვავება ანუ ერთ სულ მოსახლეზე
შემოსავალი საჰარაში 21-ჯერ ნაკლებია აშშ-ს მაჩვენებელზე, ამის გამომვევ მიზეზად
დარონი რიგ ფაქტორებს ახალებს , რომელთა შორისაა დაბალი ადამიანური ინდექსი,
განათლების არქონის კუთხით, ტექნოლოგიეთან წვდომის ნაკლებობა. ხოლოს რაც
შეეხება ფუნდამენტურ მიზეზებს ამ პრობლემების, დარონი ასახელებს
ინსტიტუციებსა და გეგრაფიულ მდებარეობაას. რეალურად ინსტიტუციური
განვითარება გაცილებით მთავარ როლს თამაშობს მათ ვერ რეალიზებაში თუმცა
გეოგრაფიულ მდგომარეობასაც აქვს ამ მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი. თუ რუკაზე
დავუკვირდებით მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს ვნახავთ რომ მათი აბსოლუტური
უმრავლესობა მდებარეობას ეკვადორთან ახლოს. ცუდი პირობები და კლიმატი
ქმნის პირბას, რომ კონცენტრირება ვერ მოხერხდეს ქვეყნისპოლიტიკურ თუ
ეკონომიკურ კურსზე და რეალურად გეოგრაფუიული მდგომარეობა იწვევს მათ
ჩამორჩენას განვითარებისა და კეთილდღეობის თვალსაზრით.
ინსტიტუცურ განვითარებას რაც შეეხება სამი ძირითადი მახასიათებელი მოჰყავს და
ეს არის აღსრულება,შეზღუდვები და თანაბარი შესაძლებლობის გარკვეული
შედარებითი პოლიტიკა

ხარისხი. ის ასევე საუბრობს, რომ ბედის წყალობით ღარიბი ქვეყნები ისევ ღარიბები
დარჩნენ და მდიდრები ისევ მდიდრები. ვეთანხმები დარონს იმ კუთხით, რომ თუ
გვინდა გავიგოთ თუ რატომაა ესა თუ ის ქვეყნა მდიდარი ან ღარიბი, უპირველეს
ყოვლისა უნდა შემხედოთ მათ ინსტიტუციურ განვითარებას, რაც არაერთხელ
აღვნიშნე ზემოთ. ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ შესაბამისი რესუსრსი განსაზღვრონ,
რომელ ინსტიტუციებს შეუძლიათ მოუტანონ მათ „სიკეთეები“ და სწორედ ეს ხდება
მაპროვოცირებელი და ეკონომიკური კეთილდღეობის დაღმასვლის.

ახლა კი მინდა ვისაუბრო სამხრეთ აფრიკის მაგალითზე, განვითარებისა და


კეთილდღეობის კონტექსტში, რათა წარმოდგენილმა ნაშრომმა მიიღოს მეტად
პრაქტიკული სახე, რაც ვფიქრობ, მას მრავალფეროვნებას შესძენს.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკა რეგიონში ყველაზე განვითარებული
ქვეყენაა და მას მესამე სამყაროსაც მიაკუთნებენ, გარდა ამისა გამოირჩვევა საკმაოდ
დიდი ბუნებრივი რესურსით, მისი ინსტიტუციური მოწყობა ვერ უზრუნველყოს
ცხოვრების დონის იმ სტანდარტს რომელის განაპირობებს კეთილდღეობისა და
განვითარების საფუძვლებს. პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რომელთა
წინაშეც დგას სამხრეთ აფრიკა, არ შეიძლება გამოვყოთ ეკონომიკური
პრობლემებისგან, აპარტეიდის სისტემამ უზრუნველყო ქვეყანაში ისეთი
პრობლემები წარმოშობა, როგორიცაა: შემოსავლების უთანასწორო გადანაწილება,
მწარმოებლობის დაბალი დონე და არაეფექტური ბიუროკრატია. სამხრეთ აფრიკაში
მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან,
დემოკრატიზაციის პროცესში, მისი მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტების
გაუმჯობესების კუთხით, თუმცა ეს პროცესი მნიშვნელოვნად ნელდება. გარადა
ისნტიტუციური დისბალანსისა, რომელიც შემქნილია აღნიშნულ ქვეყანაში,
მნიშვნელოვანია ადამიანური განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორით, განათლების
ხარიხსით შეფასება. ბუნებრივია, განათლებული მოსახლეობის გარეშე ქვეყანა ვერ
პროგრესირებს, არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არამედ, პოლიტიკური
შედარებითი პოლიტიკა

განვითარების კუთხითაც. გარდა, ჩამოთვლილი ინდიკატორებისა კეთილდღეობის


საქმეში სამხრეთ აფრიკისთვის დღემდე დაუღწეველ პრობლემად რჩება კორუფციის
მაღალი დონე, რაც კიდევ ერთხელ განსაზღვრავს მათ ჩამორჩენას განვითარების
კუთხით. 2018 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკის მშპ შეადგენს
368.289 მილიარდ აშშ დოლარს. ჯინი ინდექსი კი 5 750 აშშ დოლარია ასევე 2018
წლის მონაცემებით.
სამხრეთ აფრიკა, როგორცზემოთ ავღნიშნე გარდა ეკონომიკური დიბალანსისა დგას
უდიდესი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა მუდმივი სიღარიბე, გეოგრაფიული
ფაქტორი , ადამიანური განვითარების ძალიან დაბალი მაჩვენელები, კორუფცია,
უმუშევრობა, არსებული რესურსის არასწორად გადანაწილება ინსტიტუციებს
შორის, ამ და სხვა პრობლემებისა და გამოწვევების ფონზე რთულია ვისაუბროთ,
აღნიშნულ რეგიონში მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ამას კი მოწმობს ბოლო დროს
არსებული საპროტესტო აქციები.

დასკვნის სახით კი მინდა ვთქვა, რომ ისეთი ინდიკატორების კომპლექსური


მიდგომა რომელიც ახასიათებს განვითარებულ ქვეყანათა სიაში შემავალ
სახელმფიფოებს, უმნიშველოვანესია გარდა ეკონომიკური ზრდისა და
განვითარების, განვსაღზვროთ ინსტიტუციების სწორად მოწყობა და ჩამოყალიბება,
რომელიც უზრუნველყოს კეთილდღეობის ამინდის შექმნას. ამ ყველაფრის
განსაზღვრაში კი უდიდიესი წვლილი მიუძღვის, ჩემი აზრით, დემოკრატიულ
მახასიათებლებს, ადამიანური განვითარებისა ინდექსის მაღალ ნიშნულს, ასევე
მნიშვნელოვანია ჯინი ინდექსის განსაზღვრა. სამხრეთ აფრიკა ჩემთვის საინტერესო
გამოწვევად რჩება რადგან რთულია განსაზღვრო თუ რატომ დგას ის ასეთი
გამოწვევის წინაშე როდესაც რეალურად ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსით,
და არ ხდება ამ სიმდიდრიდ ოპტიმალური გადანაწილება სტრუქტურებსა და
მოსახლეობას შორის.

You might also like