You are on page 1of 8

„არა ძალადობას!

ძალა უფლებას!“
ქორწინება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი
ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ქალისა და მამაკაცის საპასუხისმგებლო
გადაწყვეტილება. ასეთ საქმეში მარტო გამართლების იმედზე ყოფნა არ
შეიძლება. ნაადრევად შექმნილი ბევრი ოჯახი სხვადასხვა ტიპის
გამოცდას ვერ უძლებს და მალე ინგრევა. ეს რისკი ყოველთვის
არსებობს.შექმნას თუ არა ოჯახი, ეს ახალგაზრდების გადასაწყვეტია,
თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს სასურველი და
აუცილებელია,გაითვალისწინოს შეძლებს თუ არა თავი გაართვას იმ
მოვალეობებსა და ვალდებულებებს, რაც ოჯახის შექმნის შემდეგ
დაეკისრება. გააანალიზოს, რამდენად არის მზად ფიზიკურად და
მორალურად ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ოჯახის შექმნამდე
ახალგაზრდები ცალ-ცალკე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ახლა კი
ერთად მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება. ეს გარკვეული
დისკომფორტია, რომელიც მოთმინებას და დათმობაზე წასვლის უნარს
მოითხოვს. ამ ყველაფრის შესრულება არცთუ ისე იოლია. დაქორწინება
ადვილია, ბედნიერი ოჯახის შექმნა – ძნელი.ოჯახის შექმნის მთავარი
მოტივაცია, რა თქმა უნდა, სიყვარულია.სიყვარული ოჯახური
ცხოვრებისთვის აუცილებელია, მაგრამ ხშირად არასაკმარისი.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე არასრულწლოვანთა
ქორწინებას ეხება. სამწუხაროდ, საქართველოში არის შემთხვევები,
სადაც, ტრადიციიდან გამომდინარე, ქორწინება დასაშვებია იმ
შემთხვევაშიც, როცა გოგონები ფიზიოლოგიურ მომწიფებასაც კი ვერ
ასწრებენ. ამ წესების მიხედვით,თვითონ მშობლები არიან აქტიურად
აპროცესში ჩართულნი და 15 წლის ასაკში შვილის დაუკითხავად
აგვარებენ დაქორწინების საკითხს, ისე, რომ პატარძალმა შეიძლება
ქორწილის დღეს ნახოს სიძემ პირველად.სამწუხაროდ მსგავსი ტიპის
ქმედებები იმდენად ჩვეულებრივია,მსხვერპლი ვერც აცნობიერებს, რომ
ის დისკრიმინაციის საგანია.იმ მოზარდებისთვის, რომელთა
ორგანიზმმაც მომწიფების საჭირო დონეს ვერ მიაღწია, ადრეული
ქორწინება შესაძლოა არასასურველი იყოს, რადგან ორსულობის
შემთხვევაში რისკის ქვეშ დგება მათი და მომავალი ბავშვის
ჯანმრთელობა.არასრულწლოვანი გოგონები ვერ იღებენ
გადაწყვეტილებას, თუ როდის გახდნენ დედა, ან რამდენი შვილის ყოლა
სურთ. ამას განაპირობებს,ინფორმაციის ნაკლებობა კონტრაცეპტივებზე.
ამ ყველაფერს კი, შედეგად მოსდევს აბორტი, რომელიც ხშირად
არაკეთილსაიმედო გარემოში მიმდინარეობს და ისევ და ისევ მათ
ჯანმრთელობას აგდებს საფრთხის ქვეშ.გარდა ჯანმრთელობის რისკისა,
ნაადრევი ქორწინება კარგ ფონს ქმნის ოჯახური ძალადობისთვის.
ცნობილია, რომ ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ იმ
ოჯახებზე მოდის, რომლებმაც ადრეულ ასაკში მიიღეს დაქორწინების
გადაწყვეტილება.ადრეულ ასაკში ქორწინებისას პრობლემურია
გოგონების განვითარების ნაკლები პერსპექტივა. გათხოვების შემდეგ
სწავლის გაგრძელებას გოგონები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ,
თუ მეუღლის ოჯახისთვის სწავლა პრიორიტეტულია. გოგონების
უმრავლესობა ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან
მშობლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მათი მომავალი. ეს
ყველაფერი დაბლა სწევს მათ თვითშეფასებას და საბოლოოდ მუდმივად
სხვებზე დამოკიდებულ ადამიანებად ყალიბდებიან. გარდა
ტრადიციებისა, ნაადრევი ქორწინება ხდება ახალგაზრდების
გადაწყვეტილებით.ხშირ შემთხვევაში არ იციან ქორწინების არსი. არ
იცნობენ საკუთარ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს. არ აკეთებენ
ანგარიშს, რამდენია მათი ოჯახის ხარჯები და რამდენით გაიზრდება
დაოჯახების შემდეგ. საიდან უნდა გაჩნდეს დამატებითი შემოსავალი.
როგორც კი რეალობას ეჯახებიან, ერთბაშად ფხიზლდებიან, ზეწოლას
ვერ უძლებენ და საქმე ოჯახის დანგრევით მთავრდება. ნეგატიური
შედეგების ჩამონათვალი უამრავია. მაგრამ, რა თქმა უნდა,ადრეული
დაქორწინების შედეგად შექმნილი ბედნიერი ოჯახებიც არსებობს.
ნაადრევი ქორწინების დადებით მახასიათებელად ითვლება ის ფაქტი,
რომ ახალგაზრდებში დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის
გრძნობა ძლიერდება. ამას ემატება პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ.
ქორწინება, პირველ რიგში, ოჯახური ცხოვრების გამოცდილებას იძლევა
და საშუალებას აძლევს წყვილებს, რეკორდული სისწრაფით გაიზარდონ
და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად. ეს ყველაფერი ძალიან კარგია,
მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ოჯახების რიცხვი საკმაოდ მცირეა და
საპირისპირო შედეგები უფრო თვალსაჩინოა.ამიტომ პრობლემაც
თვალსაჩინოა და განგაში მის გამო დროული და
აუცილებელია.ქართული კანონმდებლობა ოჯახის წევრის საკმოდ
ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, კერძოდ, ოჯახის წევრად ოჯახში
ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი
(გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის
მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი),
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი
მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი
ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები,
რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო
მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან
სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად
იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და
რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა
აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო
სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.ბულინგი - ძალადობის ერთ-
ერთი სახეა,რომელიც ყველა საუკუნისა და ჟამის თანმდევი სენია.
თუმცა,ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გაღვივდა.
ბულინგი ინგლისური ტერმინია. მისი შესიტყვება ქართულ
ენაში,გახლავთ აბუჩად აგდება,ჩაგვრა,დაცინვა. ბულინგი
განიმარტება,როგორც არასასურველი,აგრესიით სავსე ქცევა,რომელიც
ძირითადად ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში. ეს არის აქტუალური
პრობლემა,როგორც მთელ მსოფლიოში,აგრეთვე საქართველოშიც.
განარჩევენ ბულინგის ფორმებსა და ტიპებს,ესენია:
1. ფიზიკური (დარტყმა, ხელის/წიხლის კვრა ან სხეულის სხვა
დაზიანება);
2. ვერბალური ( დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები);
3. ფარული/შენიღბული ბულინგი (მოძალადე „ჩაგრული“ პერსონის
ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და
დაამციროს საზოგადოების წინაშე);
4. კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით,
ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედება).

ბულინგის მოტივაცია, ბულინგის ტიპების მსგავსად, სხვადასხვაგვარია,


რაც გულისხმობს შურისძიებას, კონკურენციას, მიუღებლობას,
ლიდერისადმი მორჩილებას და სხვ. მოზარდი,რომელიც მიდრეკილია
ძალადობისაკენ,მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად
გამოიყურებოდეს.ის ხშირად უხეში ხდება ყველას მიმართ,მათ შორის
თანატოლებთანაც.ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ თამაშებში
ძალისა და სისასტიკის დემონსტრირებას ახდენს.მას არ აქვს დანაშაულის
გრძნობა და მუდმივად აქვს სხვაზე მბრძანებლობის
უნარი.ისინი,ძირითადად,ფიზიკურად სუსტ,შემოქმედ და
მოწესრიგებულ ბავშვებს მტრობენ,რადგან თვითონ ეს თვისებები არ
გააჩნიათ.ბულერების უმრავლესობა ვერ აკონტროლებს საკუთარ
საქციელს,რადგან თავად აქვს გამოცდილი ჩაგვრა.ბულინგის მსხვერპლი
ხშირად ხდება ბავშვი,რომელიც სხვა სკოლიდან არის გადმოსული ან
რაიმე ნიშნით არის გამორჩეული.

მსოფლიოს არაერთი სკოლა ებრძვის ბულინგს,მათ შორის საქართველოც.


ადმინისტრაცია ცდილობს,შექმნას უსაფრთხო,დაცული სასწავლო
გარემო,პრევენციული ღონისძიებებით შეამციროს მოზარდების
აგრესია:მიმართავენ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ
პროგრამებს,სამართალდამცველების ჩართვას.ღონისძიებები უშედეგო
იქნება,თუ ძალადობასა და ბულინგს სასკოლო საზოგადოების
თითოეული წევრი - მსხვერპლი,
თვითმხილველი,თანაკლასელი,მასწავლებელი ერთობლივად არ
დაუპირისპირდება.ეს პრობლემა,ხშირად სკოლაში არ
მთავრდება:ბულინგის ინიციატორი მოსწავლეები აგრესიულობის
დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად
კრიმინალური ცხოვრების გზას ირჩევენ. არ ვუყუროთ,ძალადობას
დახუჭული თვალებით,რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ არცერთი
დამამცირებელი სიტყვა,რომელმაც შესაძლოა ფატალურ შედეგამდეგ
მიგვიყვანოს, და ამით შევძლებთ ბულერების შემცირებას.ლიან
მორიარტის წიგნი „დიდი პატარა ტყუილები“ ოჯახში ძალადობისა და
სკოლის ბულინგს ეხება.ლიან მორიარტიმ ბევრ კითხვას გასცა პასუხი,
რაც მსხვერპლ ქალებს აწუხებთ და შესთავაზა მათ გამოსავალი,
ჩაკეტილი, მოჯადოებული წრიდან.ფილმში „კანიბალების ჯოჯოხეთი“
ძალადობა იმდენად სასტიკია, რომ უმეტესობა რეალურად აღიქვამს.
შემაშფოთებელი ვიზუალები ჩვენს შეგძნებებზე უარყოფითად
მოაქმედებს: სექსუალური ძალადობა, ბოროტება ცხოველებზე და
კანიბალიზმი - ეკრანზე საოცრად მგრძნობიარე კადრებს ვაწყდებით.

რჩევები მოსწავლეებს:არ ვუყუროთ დახუჭული თვალებით ძალადობას.

რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს:მშობლებო,იმეგობრეთ თქვენს


შვილებთან,მოიპოვეთ მათი ნდობა,დაეხმარეთ პრობლემების
გადაჭრაში. შეეცადეთ,მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეთ თქვენი
შვილის შესახებ.ჩამოაყალიბეთ სწორ ადამიანებად.ამაში დიდი წვლილი
აქვს მასწავლებლებსა და მშობლებს.ითანამშრომლეთ ერთმანეთთან,არ
დახუჭოთ თვალი არცერთ უღირს,შეუფერებელ სიტყვაზე,აღზარდეთ
შვილი ნამდვილ პიროვნებად.

You might also like