You are on page 1of 17

რიტორიკა და პოეტიკა

სტილისტიკის კლასიკური მემკვიდრეობა


კლასიკური რიტორიკისა და პოეტიკის გარეშე, არ იქნებოდა ისეთი
სტილისტიკა, როგორიც დღეს ვიცით.
გასული ოცდაათი წლის სტილისტიკის თითქმის ყველა მიმოხილვა
იწყება მეოცე საუკუნეში, რომან ჯაკობსონითა და რუსული
ფორმალიზმით. ეს გასაგებია და მრავალი თვალსაზრისით, ეს არის
შესაბამისი და სწორი.
ჯაკობსონის კრიტიკული პოეტური ნაწარმოები სპონტანურად არ
გაჩნდა; ის არ აღმოცენდა არაფრის სიცარიელე. თუ წავიკითხავთ მის
ნამუშევრებს, ვნახავთ, რომ მას ღრმა ცოდნა ჰქონდა როგორც პოეტიკაში,
ისე რიტორიკაში.მაგალითად, თავის ცნობილ დასკვნით განცხადებაში:
„ენათმეცნიერება და პოეტიკა" ესსეში იგი ატარებს მარკ ენტონის
ცნობილი მონოლოგის დეტალურ სტილისტურ ანალიზს შექსპირის
ჯულიუს კეისრისგან (Jakobson 1960, გვ. 375–376). ამ ანალიზის დროს, იგი
აკვირდება წინა პლანზე, რომელიც მოიცავს პარონომაზიას,
პოლიპტოტონს, აპოსტროფს, ექსორდიუმს, modus obliquus და modus
rectus, რომლებიც კლასიკური რიტორიკის სფეროში საკვანძო
ტერმინებია.
არისტოტელეს პოეტიკის ძირითადი ცნებები
პოეტიკა არის ლიტერატურის თეორიის შემადგენელი ნაწილი,
რომელიც განიმარტება ლიტერატურული ნაწარმოების, პოეტური
ფორმის, პოეტური ხელოვნების ტექნიკის სპეციფიკური სტრუქტურის
საკითხების განსაზღვრული სამეცნიერო-მეთოდოლოგიური
წანამძღვრების საფუძველზე.
§ 1 ბაძვის ცნება
პლატონი იწყებს ხელოვნების შემეცნებას და კრიტიკას. იგი მიატოვებს
მიმების წერას და ხდება ფილოსოფოსი. შემდგომ კი მისი კრიტიკოსი
ხდება. პირველი რაც ხელოვნებას ახასიათებს პლატონის მტკიცების
მიხედვით ეს არის საგნის ან ადამიანის მიბაძვა (მიმესისი). იგი მის სახეს
განასახიერებს = მსახიობი.
პირველი დებულება რასაც პლატონის მეტაფიზიკა მოიაზრებს ეს არის
ზოგადის და კერძოს დაპირისპირება. მაგალითისთვის სოკრატე ან
თეოდორე არის კონკრეტული გამოვლინება ზოგადი ცნების - ადამიანის.
კონკრეტული კი მხოლოდ ჩრდილია ზოგადისა და არამც და არამც
თავად მოვლენა. ამიტომ თუკი ის ლანდია, ხელოვნება და დრამა
გამოდის ლანდის მიმესისი ანუ ბაძვა. ადამიანი წარმავალი ემპირიული
არსებაა, ხოლო ზოგადად ცნება ადამიანი კი მარადიული.
შესაბამისად მათ შორის ანტაგონიზმია. კვლავაც იგი ხაზს უსვამს ორმაგი
დაშორების ხასიათს ნიღბის ნიღაბი, ლანდის ლანდი და ა.შ.
პლატონი ხაზს უსვამს თეატრალურ წარმოდგენებს ამ ასპექტში და მათ
განსაკუთრებულად სახიფათო მოვლენად მიიჩნევს სულისთვის. იგი
უბიძგებს ადამიანს გრძნობის მიერ და განცდების სამყაროში, სადაც
გონება არ არის აქტიური. მბაძველი ადამიანის შემყურე მაყურებელი,
რომელმაც იცის რომ სპექტაკლს უყურებს, თავს აძლევს უფლებას
გამოხატოს თავისი განცდები - იტიროს, იცინოს და ა.შ. ეს კი მას
სენტიმენტალურს ხდის და რეალობას წყვეტს. ამით კი მისი აღქმის
უნარი ჩლუნგდება და თუკი ადამიანს უბედურება შეემთხვევა იგი
განცდებს აჰყვება და მოწყვლადი ხდება.
არისტოტელე ხელოვნებას და ფილოსოფიას შორის ცდილობს მოხსნას
წინააღმდეგობა და მათ სინთეზს ცდილობს. ხელოვნება მისი აზრით
მატარებელია ორი თვისების: მიმესისისა იგივე ტიპიზიაციის და მეორე
განწმენდის. ეს უკანასკნელი პლატონთან კათარიზისის სახელითაა
ცნობილი და სავარაუდოდ მედიცინიდან ან რელიგიური
მისტერიებიდან არის აღებული. როგორც ვხედავთ არისტოტელეც
ცდილობს არ მოწყდეს მისი მასწავლებლის მოძღვრებას და
დიალექტიკურად ახალი გამართლება მოუძებნოს ხელოვნებას
ფილოსოფიასთან მიმართებაში. ზოგადად უნდა ითქვას რომ
არისტოტელე ბუნებით ემპირიცისტი იყო და უპირატესობას უფრო
დაკვირვებით პოზიციას ამჯობინებდა, რათა აეხსნა, განემარტა ესა თუ
ის პრობლემა,რაც შეეხება პლატონს იგი კრიტიკის პოზიციაზე იდგა და
რეფორმისტული ხასიათის მოაზროვნე იყო, ამიტომაც გაჰყიდა ის
სირაკუზის ტირანმა მონად.
არისტოტელემ პლატონისეული ნეგაცია და დაყოფა კერძოსა და
იდეალურს, ნუმერალურსა და ფენომენალურ საგანს შორის მოხსნა. ე.ი.
დუალიზმი გადააქცია მონიზმად. არსი გამოვლინდება კერძოში და
პირიქით კერძოში ზოგადი. ისინი ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია
არსებობდნენ მატერიაში უნდა განხორციელდეს სახიერი ფორმა და
ამისთვის არის იგიც საჭირო. არ არსებობენ ისეთი იდეები, რომლებიც
ვერ ჰპოვებენ განხორციელება სკონკრეტულში.ზუსტად ეს ხაზი
იკვეთება ეცხრამეტე საუკუნის რომანტიკოსებში ფიხტე, შელინგი,
ჰეგელი. (ისინი კი კანტის კრიტიკისგან იღებენ საფუძველს).
არისტოტელე აქვე გამოჰყოფს მკვეთრად სასარგებლო ანუ აუცილებელ
საგნებისაგან ხელოვნებას. სასარგებლო ნივთები იგივე ქვაბი, საცერი თუ
სხვა ვერ გაუთანაბრდებიან ხელოვნების ნიმუშს. შესაბამისად ისინი
ბიოლოგიური მოთხოვნილებისათვის შეუსაბამონი არიან. ისევე
როგორც მეგობრობა შედის საზოგადოებრივ მოვლენად და წარმოადგენს
ობიექტურ მოცემულობას ასევე არის ხელოვნება თავისთავადი
ფენომენი. ხელოვნებით ‘გართობას’ არ უდევს რაიმე პირადი
საფუძველი ვინაიდან მის უკან არ დგას პიროვნების ანგარებიან
დამოკიდებულება ან სხვა რაიმე.იგი თვითონ ისევე როგორც
აზროვნების პროცესი მიმნიჭებელია სიამოვნების. შესაბამისად
ხელოვნება უფრო მაღლა დგას ოსტატობაზე. ოსტატმა უნდა დაამზადოს
ბიოლოგიური მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი საგანი, ხოლო
ხელოვანმა საზოგადოებრივი ადამიანის.
არისტოტელემ ბაძვის ცნება პლატონისაგან განსხვავებით ხელოვნებას კი
არ მიაწერა, როგორც მახასიათებელ თვისებად, არამედ მან თავად ბაძვის
ცნება მიუსადაგა ხელოვნების გამოვლინებას. ანუ საფუძველი შექმნა
ესთეტიკის მოძღვრებისა. ე.ი. ბაძვა ხელოვნებაში გამოიხატება. იგი აღარ
წარმოადგენს ლანდების მიბაძვას არისტოტელისთვის, რადგან მან
როგორც ვთქვით მოხსნა დუალიზმი და მონიზმად აქცია
მეტაფიზიკური ერთეულები. ერთი მეორეში გადაედინება ცნება და
მატერია მისთვის. ამიტომაც პოეტის ნათქვამი სრულებით გონიერი
სახეებს მოიცავს და არ არიან ლანდები.
კარგად რომ ჩავუღრმავდეთ ბაძვის პროცესის გაგებას უნდა მივდიოთ
პლატონის და არისტოტელეს შეხედულებებს. პლატონის მეტაფიზიკაში
ამრიგად ეწყობა ელემენტები: 1. იდეა პირველი ხარისხის
ჭეშმარიტება 2. საგანი -მეორეხარისხოვანი 3. ხელოვნების ნიმუში
გასუბიექტებული და ფანტაზიაში ჩაძირული მოვლენაა. შესაბამისად
საგანი უფრო ზოგადია ვიდრე სურათი. მას უფრო მეტი დამაჯერებლობა
გააჩნია ვიდრე სურათს. შესაბამისად პლატონისთვის სურათი აშორებს
ზოგადს და სრულ ცოდნას არ აწვდის მასზე.
არისტოტელე როგორც ვთქვით პოლისის ცხოველად მიიჩნევს ადამიანს
აქვე მიბაძვის თვისებაც თანდაყოლილია კაცისთვის. ასე რომ იგი კაცის
ბუნებრივ თვისებას წარმოადგენს და მასში გადის მიბაძვაც. ვინაიდან მას
სიამოვნებს სხვის მიერ გამოსახული სურათის ან ხილვა ან თავისი
დახატული სხვათათვის გაზიარება.ის სხვა ცხოველზე უფრო წამბაძავია.
საბოლოო ჯამში კი ეს ცოდნის მიღებას ემსახურება. ადამიანი ბაძვით
შეიმეცნებს გარემოს. ორივე ცოდნის მიღებას ემსახურება. ცოდნის
მიღება კი პლატონისისთვისაც ფილოსოფია ნიშნავს.
არისტოტელისთვის საბოლოო ჯამში მიბაძვა ხორციელდება ფორმაში,
რომელსაც გააჩნია გარკვეული სიდიდე და წესრიგი. იგი წარმოადგენს
ქაოსიდან, ნაკლოვანებიდან და უშნოდან წარმომდგარ გაშნოებულ,
ფორმაში მოყვანილს. ეს არ არის რაიმენაირი შენიღბვა ან ხელოვნური
შელამაზება საგნის. არამედ ტიპიზიაცია. კანტისთვისაც სილამაზის
განსაზღვრება: გვარისთვის მახასიათებელი ნიშნების გამოვლინებაა
კონკრეტულ ერთში: ქართველში ქართველობის გამოვლინება - სტილით
, შნოთი სილამაზით. ხოლო ხელოვნება ამას არა ნატურალისტურ ერთში
ახორციელებს არამედ სახავს წარმოსახვითი გზით ობიექტის სახით.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი არისტოტელეს მსჯელობაში ეს არის
სილამაზის შეცნობის სიიოლე - ადვილად განსაჭვრეტი და
დასამახსოვრებელი. იგი გვიადვილებს საგნების შემეცნებას და
დამახსოვრებას. ხელოვნება ამთლიანებს ქვეყნის სურათს და მას
უსადაგებს მსოფლიო კოსმოსის ჰარმონიულ წყობას. ის რაც ჩვენ
გვაწუხებდა ხელოვნებაში წარმოდგენილია მთლიანის ნაწილად და არა
მის უშუალო განცდისეული მდგომარეობად ნედლ რეალობასთან
მიმართებით.
განწმენდის ცნება არისტოტელეს პოეტიკაში
§ 2 განწმენდის ცნების ტიპიური ინტერპრეტაციები
გაწმენდა გამოიყენებოდა მისტიკური რელიგიური ინიციაციის
მნიშვნელობით. ჰიპოკრატე მას მედიცინაში იყენებდა, ორგანიზმის
გაწმენდის მნიშვნელობით. მედიკოსები ამას დღეს ლათინურად purgare
ს უწოდებენ. პლატონთან იგი ვიწრო ეთიკური მნიშვნელობით იხმარება
ყოველგვარი რელიგიური და სამედიცინო გაგების გარეშე. მისთვის
კათარზისი არის იმ ვნებებიდან თავის დაღწევა რაც ადამიანს გონებას
იმორჩილებს. ამ გზით ადამიანი აღწევს სათნოებას.
არისტოტელე ამბობს ერთგან ტრაგედიაზე - მას შიშისა და შეცოდების
განცდის აღძვრით აყურებელი მიჰყავს კათარზისამდე. ბევრი დაობდა
შემდგომ ამ ტერმინზე. 17-18 საუკუნეებში გოტფრედ ლესინგისთვის და
პიერ კორნელისათვის ეს წარმოადგენდა პლატონისეული ეთიკური
განსაზღვრება. მეორეს მხრივ ფილოლოგ იაკობ ბერნაისს ეს სამედიცინო
ასპექტში ესმოდა.
ვიწრო მორალისტურ-დიდაქტიკური გაგება არაფრით არ შეიძლება
მიეწეროს არისტოტელეს ფილოსოფოფიას. თუმცა ასე ფიქრობდნენ 17-18
საუკუნის ლიტერატურის წარმომადგენლები (ვოლტერი, დასიე და სხვ).
ასეთი ანაქრონული დამოკიდებულება რა თქმა უნდა მათი შეცდომაა,
ვიანიდან ხელოვნება მორალისტურ დიდაქტიკას აუცილებლობას არ
ეფუძნება. ამას არისტოტელიც ამბობს პოეტიკის მეცამეტე თავში, რომ
კეთილი გმირის პიესის ბოლოს გამარჯვება და დაჯილდოება, ისევე
როგორც ბოროტის უბედური ფინალი უღიმღამოს ხდის და
დიალექტიკურ ჩარჩოში სვამს მას. მართლაც რომ დავაკვირდეთ
ესქილეს, სოფოკლეს დაევრიპიდესტრაგედიებს ვერ დავინახავთ მათში
მძლავრ დიდაქტიკურ მოტივებს,რომელიც მიმართული იყოს
საზოგადოების მიმართ, ისე როგორც ეს გოეთეს, ალფიერის ან იბნ სენის
პიესებშია. არისტოტელესთან ეს გაცილებით მარტივია: არ არის
აუცილებელი რომ მსგავსმა ემოციამ სპექტაკლში მსგავსი
ემოციისგან განწმინდოს მაყურებელი. როგორც ეს კორნელის
წარმოედგინა - თუკი პატივმოყვარეობაში სურდა დრამატურგს
ემხილებინა საზოგადოება მაშინ მას პატივმოყვარე პერსონაჟი უნდა
გამოესახა. არისტოტელე კი ასეთ პირდაპირ არ ითხოვდა მის
გაშიშვლებას. მისთვის მთავარი ორი ზეგანცდის გადმოცემა იყო: შიშისა
და სიბრალულის. დანარჩენი განცდები მის ქვემოთ კი უკვე
შინაარსობრივ და მიკრო კონტექსტუალურ ასპექტებს მოიცავდა. ეს
იმითაც შეიძლება დამტკიცდეს რომ კონკრეტული სიბრალულის
განცდის და ემოციის გამოსახვა სრულიადაც არ ნიშნავს სიბრალულის
გრძნობას მაყურებელში - მოლიერის ჰარპაგონს ეშინია დაკარგოს
ქონება, მაგრამ მაყურებელში ეს არა შიშის განცდას არამედ სიცილს
იწვევს.
ფრანგული კლასიციზმი პოეზიაში მაინც ვერ დაიძლია მიუხედავად
დიდროს თანამოაზრის ლესინგის (სენტიმენტალიზმი) გაბრძოლებისა
კორნელისა (კლასიციზმი) და სხვათა წინააღმდეგ. თავად კორნელიც
ცდილობდა კლასიციზმის წინააღმდეგ გალაშქრებას. ჰორაციუსის
პრინციპების გავლენა ისევ რჩებოდა ლესინგის დრამებში.
დიდაქტიკური და განმანთავისუფლებელი მოწოდებებით
გაჟღენთილი პიესა „ბრძენი ნათანი“ პოლიტიკურად დაქსაქსულ
გერმანიაში ტირანების წინააღმდეგ, პიროვნების თავისუფლების
იდეებისადმი მოწოდებები იყო სავსე. თავად მისმა მომხრეებმაც
იცოდნენ რომ ეს მის მხატვრულ ღირსებას ბღალავდა და ამაზე წერდნენ
კიდეც. მაგალითად ჰენრიხ ჰაინე, კანტი და ა.შ. მიუხედავად
ყველაფრისა ლესინგს არისტოტელეს პოეტიკაში დიდი წვლილი
მიუძღვის რიგი საკითხების კლასიციზმის ბურუსისაგან გაწმენდაში.
კლასიციზმისგან ხელოვნება გოეთესა და შილერის საშუალებით
განთავისუფლდა (რომანტიკოსები). განსაკუთრებით შილერი იკვლევდა
კანტის ტრანსცენდენტურ იდეალიზმში ესთეტიკის საკითხებს. მან
დაასკვნა რომ ზნეობრივი განწმენდა ხელოვნების თავისთავადი
თვისებაა და იგი ვერ იქნება მისი შემოქმედის ცნობიერი მიზანი,
მიმართოს მისი მკითხველი ამა თუ იმ სიმართლისაკენ.
საინტერესოდ ხსნის გოეთე არისტოტელეს თეორიას. იგი ეთანხმება
ლესინგს იმაში რომ პიესის დანიშნულება განწმენდაა და ზნეობრივი
კათარზისია,მაგრამ არა მაყურებლისათვის არამედ თავად
მონაწილეებისათვის, ვინაიდან ისინი იტანჯებიან ვნებით, ისინი
განიცდიან თვითონ და გადიან გმირის გზას, ხოლო მაყურებელი
ამისგან მხოლოდ ესთეტიურ სიამოვნებას იღებს. მისი თქმის
პოეტები თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ განსხვავებით 17-18
საუკუნის მოღვაწეებისა, რომლებიც მეფის წინაშე იყვნენ ვალდებულნი.
საბოლოოდ გამოირკვა რომ გოეთე ამაში ცდებოდა. თუკი
არისტოტელესთვის მთავარი ორი განცდა შიში და სიბრალული უნდა
ყოფილიყო, მაშინ მისი მსახიობებიც მხოლოდ ამ ორის განსახიერება
უნდა ყოფილიყვნენ, რათა განწმენდა მომხდარიყო და აქედან
გამომდინარე არისტოტელემ იცოდა რომ ასეთი სპექტაკლები მართლაც
არსებობდა ამ მნიშვნელობით იგი ამას ვერ იტყოდა.სერგი დანელიას
კვლევით დგინდება რომ 1856 წელს იაკობ ბერნაისმა არისტოტელეს
კათარზისი შემდეგნაირად განმარტა. არისტოტელი ‘პოლიტიკაში’
ახსენებს კათარზისს მუსიკასთან მიმართებაში. აქაც იგივე
მნიშვნელობით უნდა იყოს ნაგულისხმევი ეს სიტყვა. მუსიკა
არისტოტელესთვის არის სხვადასხვა მიწიერი ვნებებისაგან
განშორება და მის ნაცვლად სულის თავისუფალი მუშაობა. თეატრი არის
ერთგვარი კლინიკა, რომელიც სჭირიათ არა ბედნიერს, კმაყოფილს და
გახარებულ ხალხს, არამედ მაშვრალს, დამძიმებულთ და სნეულთ.
§ 3 განწმენდის ცნების შინაარსი.
განვმარტოთ სიბრალულის ანატომია. სიბრალული წარმოადგენს
ტანჯვას ტანჯვისმიმართანთანა ტანჯვას. მე წარმოვიდგენ ან შევიცნობ
თუ როგორ ვიტანჯები/ვიტანჯებოდი და ამიტომ ამისგან
მებრალება თავი. მე წარმოვიდგენ ან შევიცნობ როგორ იტანჯება სხვა
ამის გამო. აი ეს არის სიბრალული განცდა. იგივეა შიშიც. მე შეიძლება
მეშინოდეს მოსალოდნელი ან ჩემი ან სხვისი ტანჯვის გამო. შესაბამისად
ეს ორი განცდა ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგას და სიბრალულში
გადადის. ეს თვისება მხოლოდ რეპრეზენტაციის უნარის მქონე
არსებისთვის არის დამახასიათებელი (კანტი ესთეტიკის განცდაზე).
ვინაიდან ცხოველებისთვის დამახასიათებელი პანიკა არ წარმოადგენს
მსგავს მდგომარეობას და იგი უფრო გარეგნულ ნიშნებზეა
ორიენტირებული.
თეატრის ყურების დროს ადამიანი გამორთულია ყოველდღიური
ცხოვრების ქსელიდან, რომელშიც ის პრაქტიკული მიზნებით ოპერირებს
და გადართულია მოვლენათა ახალ სისტემაში, რომელსაც
არისტოტელე უწოდებს ინტენსიური მოქმედებისგან დასვენებას, და
დამშვიდებას. ამას შეიძლება დავამატოთ არისტოტელეს პოეზიის
შესახებ გამოთქმული დანიშნულებაც: აღზრდისთვის და გონებრივი
გართობისათვის.
სცენის გარეშე კათარზისის მიღწევა მაყურებლისთვის შეუძლებელია.
შეუძლებელია ის სპეციალურად წინასწარი გათვლით გავათამაშოთ
რეალურ ცხოვრებაში და ვინმეს სიბრალულისა და თანაგანცდა
შევუქმნათ. ეს ბარბაროსობას უფროა ვიდრე ჰუმანური აქტი. ამის
მაგალითია რომაული ცირკი - კოლიზეუმი. რომაულ ცირკში არა
შებრალებისა და თანაგანცდისათვის არსებობს არამედ
შეუბრალებლობის აღსაზევებლად.ბერძნული თეატრის სპეციფიკაც
სწორედ იმაში მდგომარეობს რომ მოვლენა სცენაზე უშუალოდ არ ხდება
არამედ ის მოდელირებული, სასცენო ხასიათის მატარებელია. ეს რომ
საწინააღმდეგოდ ხდებოდეს მაშინ მაყურებელში ესთეტიურ
სიამოვნებას მაყურებელი ნამდვილად ვერ მიიღებდა.
არისტოტელი არ იყო დღევანდელი გაგებით ხელოვნებაში
ნატურალიზმის მომხრე. მას ასეთი მექანისტური ხედვა დრამატურგის
უნიჭობად მიაჩნდა. ნიჭიერმა მწერალს უნდა შეეძლოს გმირის
იდეალიზაცია ისე რომ შემდგომ მაყურებელმა იგრძნოს მისი ბედი.
თუმცა მეორეს მხრივ არისტოტელს ესმოდა ისიც რომ მწერლის
ფანტაზიასაც თავისი კანონები და ჩარჩოები გააჩნია. მწერალი ვერ
დაწერდა ისეთ არსებებზე და საგნებზე რომლებიც
მაყურებლისთვის უცნობი და გაუგებარი იყო. მისი მიზანი თანაგანცდის
გაღვივება იყო მაყურებელში, ამიტომაც მას უნდა ეწერა მსგავს არსებებსა
და მოვლენებზე. ასეთი კი პირველ რიგში თავად ადამიანია. მაყურებელს
უნდა შეეძლოს გმირის ხასიათის ცნობა. ის მიიჩნევდა რომ არ
შეიძლებოდა მკვეთრ მორალისტურ ფერებში დახატვა
სურათის.კეთილისა დაბოროტის მკაცრი დაყოფის სახით. ამას
კლასიცისტი დრამატურგები ვოლტერი, კორნელი, რასინი საფრანგეთში;
სუმაროკოვი, კნიაჟნინი რუსეთში აკეთებდნენ.
პლატონმა როგორც ვთქვით ხელოვნება ანტაგონისტურ მიმართებაში
დააყენა ფილოსოფია. არისტოტელემ კი იგი დიალექტიკური გზით
მოხსნა და ფილოსოფიას დაუნათესავა. მან შექმნა მხატვრული ტიპის
მეცნიერული ცნება, რომელიც საფუძვლად დაედო ‘ბაძვის’ და
‘განწმენდის’ ცნებებს. გარდა ამისა დაამტკიცა ხელოვნების
დანიშნულება - ‘კათარზისი’.
რიტორიკა
რიტორიკა (ბერძნ. ῥητορική (τέχνη) „მეტყველების, სიტყვის ხელოვნება“)
– მჭევრმეტყველების ხელოვნება – თავდაპირველად იყო მეცნიერება
ორატორობის ხელოვნებაზე, შემდგომ მისი ცნება გაიზარდა
არგუმენტაციით მსჯელობამდე.

რიტორიკა ანტიკური ხანის საბერძნეთში მეტად ცნობილი დისციპლინა


იყო, რომლის ფლობაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნეოდა. რიტორიკა არის
ზეპირი მეტყველების სტილი. ფართო, ტრადიციული მნიშვნელობით, ის
გულისხმობს მჭევრმეტყველებას, იგივე ორატორულ ხელოვნებას. ჯერ
კიდევ ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა რიტორიკა, როგორც ხატოვანი,
შთამბეჭდავი მეტყველების ხელოვნება; მისი ხერხების ფლობა
ითვლებოდა პიროვნული სრულყოფილების ერთ-ერთ გამოხატულებად.

ბერძნულ-რომაულ სამყაროში ჩამოყალიბდა რიტორიკის ორი


განსხვავებული გაგება და ტრადიცია:
1. არისტოტელეს სკოლა რიტორიკას მიიჩნევდა დარწმუნების
მეცნიერებად (არისტოტელე, „რიტორიკა“, I, 2);
2. კვინტილიანესა და მისი მიმდევრების აზრით, რიტორიკისათვის
ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად მეტყველების ხელოვნება –
მჭევრმეტყველება.

კლასიკური ანტიკური რიტორიკა შედგება ხუთი ნაწილისაგან:

1) ინვენტიო – „გამოგონება“, ანუ იმის მოძებნა, თუ რა უნდა ითქვას;

2) დისპოსიტიო – „გეგმა“ ანუ არგუმენტების (მსჯელობის


კომპონენტების) თანმიმდევრულად დალაგება;

3) ელოკუტიო – სიტყვიერად გამოხატვის უზრუნველყოფა;

4) მემორია – დამახსოვრება (დაწერილი ტექსტის დაზეპირება);

5) აქტიო – „გათამაშება“ (აუდიტორიის წინაშე დეკლამირება).

ჩვენ გვაქვს განსხვავებული სამეტყველო სიტუაციები, რომლებშიც


ვიმყოფებით მთელი დღის, ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა დროს.
გარდა ამისა, მას აქვს თავისი განსაკუთრებული პირობაც, რომელიც
შეეხება როგორც ერთ ადამიანს, ისე ეპოქებს. ეს უკანასკნელი, რომელიც
სხვადასხვა დროით მონაკვეთს გულისხმობს, ერთმანეთისაგან იმის
მიხედვითაც არის გამიჯნული, თუ როგორი ენობრივი კომუნიკაციის
პირობებში იმყოფებოდა რიტორიკა. მაშასადამე, რიტორიკის ამოცანები
გადალაგდება და შეიცვლება იმის მიხედვით, როგორიცაა სამეტყველო
სიტუაცია ამა თუ იმ ეპოქაში.

ბერძნული პერიოდი
ძვ. წ. V ს.-მდე ბერძნული განათლების შინაარსი ელემენტარული იყო;
მის შემადგენელ ნაწილებს შეადგენდა: წერა-კითხვა, ანგარიში, მუსიკა
და ვარჯიში. ასეთი განათლება არ კმაროდა მჭევრმეტყველებისათვის.
ორატორი უნდა გასცნობოდა იმდროინდელ მეცნიერებას, რომელსაც
ძირითადად,  ამა თუ იმ მოაზროვნის გაშემო შემოკრებილ ვიწრო
წრეებში ეუფლებოდნენ. როდესაც ორატორობა ფართო საზოგადოებრივ
მოთხოვნილებად და პიროვნული სრულყოფილების მაჩვენებლად იქცა,
ძველებური გზა ცოდნის შეძენისა ვიწრო წრეებში საკმარისი არ
აღმოჩნდა. საზოგადოებაში გაჩნდა ახალი ტიპის მოქალაქე, რომელიც
თანახმა იყო თავისი ცოდნა დანასკვნების სახით სხვისთვისაც
გაეზიარებინა განსაზღვრული სასყიდლის ფასად. ამ ტიპის მოღვაწეებს,
ე.ი. მასწავლებლებს დაერქვა სახელად სოფისტი. ხალხის თვალში ისინი
მეცნიერები და ბრძენნი იყვნენ.

სოფისტებმა მიაგნეს ახალსა და ბევრად მარტივ გზას ადამიანის


ენისაკენ. ისინი იყვნენ პირველნი, რომლებმაც ხელი მიჰყვეს ენობრივი
პრობლემების სისტემატიურ კვლევა-ძიებას, სახელდობრ, იმას, თუ
როგორ გველაპარაკა და გვემოქმედა ჩვენს რეალურ სოციალურ და
პოლიტიკურ ცხოვრებაში. ენა გახდა იარაღი პრაქტიკული
მიზნების მისაღწევად, კერძოდ კი, პოლიტიკურ დებატებში
გამოსაყენებლად. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორი
მეტყველების დაუფლებას, ენის მუდმივ გაუმჯობესებასა და სიტყვიერ
კამათში მის მოქმილ იარაღად გამოყენებას. ამ მიზნით სოფისტებმა
განავითარეს ცოდნის ახალი დარგი – რიტორიკა.

რას  ასწავლიდნენ  სოფისტები? – იმას,რაც საჭირო იყო


მჭევრმეტყველებისთვის, მოკლე და მოხდენილი სიტყვა-პასუხისთვის.
სოფისტის მოწაფე მუდამ მზად უნდა ყოფილიყო კამათისთვის, რა
საგანზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა. აქ მჭევრმეტყველება
აინტერესებდათ სოფისტებს პრაქტიკული თვალსაზრისით.

როგორ  შეიძლება  ადამიანი  მჭევრმეტყველად  იქცეს? – აი მათი


პრობლემა რიტორიკის დარგში, რომლის გადასაჭრელად საჭირო იყო
ჯერ მჭევრმეტყველების პრინციპების თეორიული დამყარება და
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა პრაქტიკული სწავლების
გონივრულად შეთვისება მოწაფეთა მიერ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც,
რომ გარდა ეტიმოლოგიისა, სოფისტები მუშაობდნენ ორთოეპიის და
სტილისტიკის დარგში, რადგან ორივე საჭიროა მჭევრმეტყველების
ხელოვნებისათვის.

ვინც მჭევრმეტყველებას ისახავს სწავლების მიზნად, მისთვის ნაკლები


მნიშვნელობა აქვს იმ საკითხს, თუ რა შინაარსი აქვს აზრს, რომელიც
გამოითქმება. სოფისტებიც ამ შინაარსს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.
ისინი ასწავლიდნენ ფორმალურ ხელოვნებას, თუ როგორ უნდა მიეყვანა
ორატორს სხვა მისი აზრის აღიარებამდე და არა იმას, თუ როგორ უნდა
შექმნა საკუთარი აზრი.

ახლა კი გადავიდეთ რიტორიკის ადგილზე უკვე შემდგომ პერიოდში.


რიტორიკა გახლდათ ერთ-ერთი იმ შვიდი თავისუფალი ხელოვნებიდან,
რომლებსაც ასწავლიდნენ ძველ ანტიკურ საბერძნეთში. ისინი, თავის
მხრივ, იყოფოდა ორ ნაწილად. ესენი იყო: Trivium და Quadrivium. აქ ასე
ნაწილდებოდა აღნიშნული შვიდი თავისუფალი ხელოვნება:

Trivium: გრამატიკა, დიალექტიკა, რიტორიკა;

Quadrivium: არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია.

ანტიკური სამყარო ამგვარ საფუძვლებს სთავაზობდა ადამიანს


იმისათვის, რომ უნივერსალური განათლება მიეღო.

ანტიკური სამყარო მდიდარი იყო ორატორებით, რომელთა შორის


უპირველესად, უნდა დავასახელოთ სოკრატე და პლატონი, რომელთა
რიტორიკის მთავარი მახასიათებელი გახლდათ დიალოგის
დიალექტიკური მეთოდი. სოკრატეს შეეძლო ჩაეგდო ადამიანი სრულ
წინააღმდეგობაში და მიეყვანა ის გარკვეულ ჭეშმარიტებამდე, რითაც
ადამიანები იწყებდნენ სხვაგვარ ცხოვრებას. სოკრატეს ეს დიალოგები
იყო ერთგვარი ირონიაც. თავისი საუბარი შეიძლებოდა დაეწყო
ნებისმიერი კითხვით, შემდეგ კი ვითარდებოდა დიალოგი. სოკრატეს
ირონია (თვითირონია) – “მე  ვიცი,  რომ  არაფერი  არ  ვიცი“ – იყო
მისეული როტორიკის გამოვლენის ერთგვარი ფორმა.

რაც შეეხება არისტოტელეს, მისი რიტორიკის სპეციფიკური


მახასიათებელი გახდა სწავლების ის ფორმა, რომელმაც შემდგომ მის
სკოლას “პერიპატეტიკოსთა” სახელი მოუპოვა. არისტოტელე თავის
„რიტორიკაში“ ეხება ესთეტიკის, ეთიკის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის
საკითხებს და თითქმის ყველა სფეროში ახალ სიტყვას ამბობს.
არიან მკვლევრები, რომლებიც უარყოფენ არისტოტელეს დამსახურებას
რიტორიკული ხელოვნების განვითარების საქმეში. ისინი ამტკიცებენ,
რომ არისტოტელეს მჭევრმეტყველება ესმოდა მხოლოდ როგორც
კამათის და კამათში ნებისმიერი ხერხით გამარჯვების ხელოვნებად. მათ
წინააღმდეგ ო. კრაუსი ამტკიცებდა, რომ არისტოტელესათვის რიტორიკა
იყო ეთიკურ-პოლიტიკური იარაღი მიმართული სამართლიანობის,
სარგებლობისა და ზნეობისაკენ.

არისტოტელეს „რიტორიკა“ სამი ნაწილისაგან შედგება:

I ნაწილში განიხილავს რიტორიკის, ანუ ორატორული ხელოვნების


პრობლემატიკას;

II ნაწილში, ძირითადად, ეთიკური პრობლემებია განხილული;

III ნაწილში – სტილი.

არისტოტელე „რიტორიკის“ დასაწყისშივე ამახვილებს ყურადღებას


რიტორიკისა და დიალექტიკის (სიტყვა „დიალექტიკას“ არისტოტელე აქ
ხმარობს „ფილოსოფიის“ მნიშვნელობით მიმართების საკითხზე.
არისტოტელეს დაკვირვებით, „დიალექტიკა რიტორიკას ჰგავს, რადგან
ორივე ეხება ისეთ საგნებს, რაც რატომღაც იცის ყველამ და რასაც არ
სწავლობს რომელიმე ერთი მეცნიერება“ („რიტორიკა“, 1354 a).
აღნიშნული    აზრის თანახმად,რიტორიკა არ წარმოადგენს
რაიმე მეცნიერებას, არამედ ის სიტყვის ხელოვნებაა. გარდა ამისა, აქვე
შეგვიძლია გამოვყოთ დიალექტიკასა და რიტორიკას შორის მსგავსების
რამდენიმე ნიშანი:

1. რაც ყველაზე მთავარია, დიალექტიკა და რიტორიკა საერთო


ობიექტებს ეხება, მაგრამ არა ზოგადს, არამედ კონკრეტულს;
2. დიალექტიკასა და რიტორიკას აქვს დასაბუთების მსგავსი
მეთოდები:

ა) რიტორიკა ემყარება დარწმუნების მეთოდს,  რომელიც, თავის მხრივ,


დასაბუთებასაც მოითხოვს. ამიტომაა, რომ ვიჯერებთ იმას, რაც უფრო
მეტად მიგვაჩნია დასაბუთებულად.  რიტორიკული დასაბუთება არის
ენთიმემა (ბერძნ. ἐνθύμημα – დასკვნა);

ბ) დიალექტიკა ან მისი რომელიმე დარგი შეისწავლის სილოგიზმს,


რომელიც არის ერთგვარი ენთიმემა. ხოლო „ვისაც იმის კარგად
განხილვა შეუძლია, თუ საიდან ან როგორ მიიღება სილოგიზმი, იგი
კარგი  ენთიმემატიკოსიც  იქნება, ეცოდინება რა ის, თუ რას ეხება
ენთიმემა ან რით განსხვავდება იგი ლოგიკური სილოგიზმისაგან“
(„რიტორიკა“, 1355 a);

1. არც ერთი ხელოვნება, გარდა დიალექტიკისა და რიტორიკისა, არ


განიხილავს საწინააღმდეგო არგუმენტებს. ისინი შეისწავლიან
წინააღმდეგობებს, რომელშიც იგულისხმება საწინააღმდეგო
შეხედულებების ორგვარი ბუნება:მიზანია დაადგინოს
ჭეშმარიტება; ხოლო ის, რაც ბუნებით სწორი და მართალია უფრო
ადვილად გამოიყვანება წინამძღვრებიდან და უფრო მარტივი
დასასაბუთებელიცაა.

სოკრატე, პლატონი და არისტოტელე უპირატესობას ანიჭებდნენ


დიალოგს, როგორც რიტორიკის გამოვლენის უმაღლეს ფორმას.

არისტოტელეს აზრით, რიტორიკულ სიტყვას აქვს სამი ნაწილი:


შესავალი, შინაარსი და დასკვნა. მან გამოყო აგრეთვე რიტორიკული
სიტყვის სამი მხარე: ორატორი; ის საგანი, რის შესახებაც ორატორი
საუბრობს; ის, ვისაც სიტყვით მიმართავს, ანუ მსმენელი (1358 a).

არისტოტელე სპეციალურად ჩერდება სიტყვის სიცივის მიზეზებზე,


რასაც წარმოშობს:

 რთული ან შერწყმული სიტყვების ხმარება


 უჩვეულო და გაუგებარი სიტყვებისა და სხვადასხვა მხატვრული
ხერხის უმართებულო გამოყენება
არისტოტელე წინააღმდეგია მრავალსიტყვაობისა და სიტყვათა
უწყვეტობისა. სიტყვა იქ უნდა თავდებოდეს, სადაც თავდება საგნის
შესახებ მსჯელობა. კარგია პერიოდებად დანაწევრებული
დასრულებული აზრის შემცველი სიტყვა, არ ვარგა არც მოკლე და არც
ვრცელი პერიოდები. ვარგისია მხოლოდ მიზანშეწონილი.

ზეპირი სიტყვა, სადაც აქტიორული და პათეტური მომენტები ჭარბობს,


წერილობითთან შედარებით ნაკლებ ზუსტია, რაც გამოწვეულია
დეკლამაციურობის სიჭარბით. სამაგიეროდ ზეპირი სიტყვა უფრო
სასიამოვნოა მშრალ წერილობით სიტყვასთან შედარებით.

თუ მჭევრმეტყველების ფორმობრივ და შინაარსობრივ მხარეს მივაქცევთ


ყურადღებას, მისი განსაზღვრისას არისტოტელეს „რიტორიკაში“
შემდეგი მახასიათებლები გამოიყოფა (აღსანიშნავია, რომ თითოეული ეს
მახასიათებელი უკლებლივ თავს იყრის ორატორულ ხელოვნებაში):

 სიცხადე
 ლოგიკურობა
 უწყვეტობა
 პერიოდულობა
 ემოციურობა
 მხატვრულობა
 დროის სწორად გამოყენება
 მოულოდნელობის ეფექტი
 კონტრასტულობა
 ზომიერება (არისტოტელეს ფილოსოფიისა და მისი ეპოქის
უზოგადესი კატეგორია)
ამიტომაც არის რიტორიკის ერთ-ერთი მახასიათებელი კაზმული
ფორმით სათქმელის გამოხატვა, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანი –
მსმენელთა დარწმუნება. ამდენად, ის არსებითად განსხვავდება
ყოველდღიური მეტყველებისაგან, მით უფრო ფატიკური საუბრებისაგან,
რომელსაც, ამ შემთხვევაში, არ აქვს არანაირი მიზანი და საზრისი,
არამედ წარმოადგენს სასხვათაშორისო საუბარს დროის გაყვანის
მიზნით.

 
რომაული პერიოდი
 

ახ. წ. I ს. რომაული ლიტერატურის ოქროს ხანადაა ცნობილი.


ლიტერატურამ შეწყვიტა აქტიური განვითარება და სადაცაა
დაღმავლობის გზას დაადგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეში
ძალიან ბევრი მწერალი და პოეტი მოღვაწეობს. წინა ეპოქისგან
განსხვავებით ამ პერიოდში სიტყვის თავისუფლება მოისპო (გაჩნდა
ცენზურა), რაც უარყოფითად აისახა ლიტერატურაზე. საზოგადოებრივი
ცხოვრების შებოჭვის შედეგად ორატორულმა ხელოვნებამ დაკარგა
თავისი უწინდელი მნიშვნელობა. რომის იმპერიის ეპოქაში მას
ჩაენაცვლა რიტორიკა, რომელიც მხოლოდ სასამართლოში
გამოიყენებოდა. რიტორიკას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი
დატვირთვა, მთავარი აქცენტი კეთდებოდა გარეგნულ ეფექტზე.

საკითხი, რომელსაც ეხებოდა ციცერონი, დღესაც დგას ჩვენ წინაშე. ესაა


მართლმეტყელებისა და მჭევრმეტყველების ურთიერთმიმართების
პრობლემა, რომელზედაც ის წერს: “…რაც შეეხება… ენის სიწმინდეს და
მკაფიობას, ვფიქრობ, არავინ მოელის მათი აუცილებლობის
დასაბუთებას. ჩვენ ხომ არ ვაპირებთ შევასწავლოთ ორატორული
მეტყველება იმას, ვისაც საერთოდ არ იცის ლაპარაკი; და არც უნდა
გვქონდეს იმის იმედი, რომ ის, ვინც არ იცის წმინდა ლათინური ენა,
ილაპარაკებს მოხდენილად, და უფრო ნაკლებად, რასაკვირველია, იმის
იმედი, რომ ის, ვისაც არ შეუძლია გასაგებად ლაპარაკი, ილაპარაკებს
ისე, რომ აღტაცებას გამოიწვევს”.

რიტორიკის ფუნქცია ყველგან მიემართება ერთ მიზანს: გავლენა


მოახდინოს მსმენელზე/მკითხველზე და იმოქმედოს როგორც მის
მსოფლმხედველობაზე, ასევე ასახვა ჰპოვოს შემდგომ ქმედებებზეც.
ამდენად, რიტორიკა თავის თავდაპირველ დანიშნულებას სხვადასხვა
ეპოქისა და მჭევრმეტყველების ნიმუშების ფორმობრივი და
შინაარსობრივი თავისებურებების მიუხედავად, მაინც ამართლებს და
კვლავ რჩება ძალაში არისტოტელეს განმარტება, რომლის მიხედვითაც
რიტორიკა არის დარწმუნების მეცნიერება (არისტოტელე,
„რიტორიკა“, I, 2).

You might also like