You are on page 1of 615

ჰერმან ჰესე

რიოში მარგალიტებით
თამაში

მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი


1
Ludi magister იოზეფ კნეხტის ცხოვრების აღწერის მცდელობა,
კნეხტის დანატოვარ ნაწერებთან ერთად.

გამოცემული ჰერმან ჰესეს მიერ.

ეძღვნება აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთ.

2
მცდელობა მისი ისტორიის საზოგადოდ
გასაგები შესავლისათვის
...non entia enim licet quodammodo levibusque hominibus facilius atque
incuriosius verbis reddere quam entia, verumtamen pio diligentique rerum
scriptori plane aliter res se habet: nihil tantum repugnat ne verbis illustretur,
at nihil adeo necesse est ante hominum oculos proponere ut certas quasdam
res, quas esse neque demonstrari neque probari potest, quae contra eo ipso,
quod pii diligentesque viri illas quasi ut entia tractant, enti nascendique
facultati paululum appropinquant.
ALBERTUS SECUNDUS
tract. de cristall. spirit. ed. Clangor et Collof. lib. l, cap. 28. 1

იოზეფ კნეხტის ხელნაწერ თარგმანში:

...თუმცა კი, გარკვეულწილად, მარტივი ადამიანები არარსებულ


საგნებს სიტყვების მეშვეობით ზერელედ და უფრო ადვილად გადმოს-
ცემენ, ვიდრე არსებულს, მაგრამ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი
ისტორიკოსისთვის სწორედ რომ პირიქითაა: სიტყვიერი ასახვისას მას
არაფერი არ უსხლტება ხელიდან ისე ძალიან და, ამავე დროს, არაფე-
რი არაა მისთვის ისე საჭირო, როგორც ადამიანებისთვის ისეთი საგ-
ნების ცხადად ჩვენება, რომელთა არსებობის დამტკიცება ან სარწმუ-
ნოდ მიჩნევა შეუძლებელია, მაგრამ ის საგნები, სწორედ იმის წყალო-
ბით, რომ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ადამიანები მათ განი-
ხილავენ, როგორც რაღაც ნამდვილად არსებულებს, ერთი ნაბიჯით
უახლოვდებიან შესაძლებლობას, რომ არსებობდნენ და იბადებოდ-
ნენ.

1
ალბერტ მეორე. ტრაქტ. კრისტალ. სულის შესახებ, გამომც. კლანგორი და
კოლოფი წიგ. I, განყ. 28.
3
ჩვენს განზრახვას შეადგენს ამ წიგნში იმ მცირედის ასახვა, რისი
მოძიებაც შევძელით იოზეფ კნეხტის ბიოგრაფიული მასალებიდან,
Ludi magister Josephus III-ისა, როგორც მას რიოში მარგალიტებით თამა-
შის არქივებში მოიხსენიებენ. ამ საქმეს ბრმად არ შევდგომივართ, ეს
მცდელობა, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება სულიერი ცხოვრების
გაბატონებულ კანონებსა და წეს-ჩვეულებებს. ჩვენი სულიერი ცხოვრე-
ბის ერთ-ერთ უმაღლეს პრინციპს ხომ ეს წარმოადგენს: ინდივიდუა-
ლობის წაშლა, ცალკეული პირის, შეძლებისდაგვარად, სრული დაქ-
ვემდებარება აღმზრდელობითი უწყებისა და მეცნიერებათა იერარ-
ქიისადმი. ეს პრინციპი, დიდი ხანია, ისე ძლიერ ტრადიციად დამკვიდ-
რდა, რომ დღეს მეტად ძნელია და, ხშირ შემთხვევაში, სრულიად შეუძ-
ლებელიც, იმ ცალკეულ პირთა რაიმე ბიოგრაფიული და ფსიქოლო-
გიური დაწვრილებითი ამბების მოძიება, რომელთაც ამ იერარქიაში
განსაკუთრებულად უმსახურიათ. უმეტეს შემთხვევებში ამ პირთა სახე-
ლებიც კი ვერ დგინდება, რაც ჩვენი პროვინციის სულიერი ცხოვრების
ერთ-ერთი ნიშანია და იმის შედეგია, რომ ამ იერარქიულ ორგანიზაცი-
ას ანონიმურობის იდეალი აქვს და იგი ამ იდეალის განხორციელებას-
თან ძალზე ახლოსაა.
თუ ჩვენ არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ და შევეცდებით, ცოტა
რამ დავადგინოთ Ludi magister Josephus III-ის ცხოვრების შესახებ და მი-
სი პორტრეტიც დავხატოთ, ამას ვაკეთებთ არა პიროვნების კულტის
გულისათვის და არც წეს-ჩვეულებათა გაუთვალისწინებლობის გამო,
როგორც იქნებ ვინმეს ეგონოს, არამედ, პირიქით, მარტოოდენ ჭეშმა-
რიტებისა და მეცნიერებისადმი მსახურების გულისათვის. არსებობს
ძველი გამოთქმა. რაც უფრო მწვავედ და ულმობლად ვაყალიბებთ თე-
ზისს, მით უფრო უცილობლად ჩნდება ანტითეზისი. მოგვწონს და პა-
ტივს ვცემთ იმ აზრს, რაც ჩვენი უწყებების ანონიმურობასა და ჩვენი სუ-
ლიერი ცხოვრების საფუძველშია; მაგრამ სწორედ ამ სულიერი ცხოვ-
რების წინაისტორიის გადახედვა, კერძოდ კი, რიოში მარგალიტებით
თამაშის განვითარების გადახედვა, უცილობლად გვიჩვენებს, რომ
განვითარების თითოეული ფაზა, თითოეული სიახლე, თითოეული
ცვლილება, თითოეული არსებითი ძვრა, მიუხედავად იმისა, პროგრე-

4
სულად ჩავთვლით მას თუ კონსერვატიულად, უდავოდ, თავის ერთა-
დერთ და ნამდვილ ინიციატორს კი არ გვიჩვენებს, არამედ თავის ერ-
თობ მკაფიო ხატებას იმ პიროვნებაში პოულობს, რომელმაც ცვლილე-
ბა შემოიტანა და ეს ცვლილება განახლებისა და სრულყოფის ინსტრუ-
მენტად აქცია.
რასაც დღეს ჩვენ პიროვნულობაში მოვიაზრებთ, მართლაც, მნიშ-
ვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ადრეული დროის ბიოგრა-
ფები და ისტორიკოსები ამაზე ფიქრობდნენ. მათთვის და, სახელ-
დობრ, იმ ეპოქების ავტორებისათვის, რომლებსაც ბიოგრაფიული გა-
მოხატვის ნიჭი ჰქონდათ, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო არსებითი
ამა თუ იმ პიროვნებაში გახლდათ, მართლაც, ნორმიდან გადახრა,
მისდამი მტრობა, უნიკალურობა, ხშირად, პათოლოგიაც კი. ხოლო
ჩვენ, დღევანდელები, მნიშვნელოვან პიროვნებათა შესახებ, საერ-
თოდ, მაშინ ვლაპარაკობთ, როცა ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რო-
მელთაც, უმთავრესად, შეძლეს, თავიანთი ორიგინალურობისა და გან-
საკუთრებულობის მიუხედავად, სრულყოფილად შერწყმოდნენ საყო-
ველთაოს და, შეძლებისდაგვარად, მოახერხეს ზეპიროვნულისადმი
სრულყოფილი სამსახურის გაწევა. თუ ამას უფრო ზუსტად შევხედავთ,
დავინახავთ, რომ ეს იდეალი ძველმა კულტურამაც იცოდა. „ბრძენის“
ანდა „სრულყოფილის“ სახე ძველ ჩინელებთან, მაგალითად, ანდა
სოკრატესეული მოძღვრების იდეალი სათნოების შესახებ ჩვენი დღე-
ვანდელი იდეალისაგან ნაკლებად განსხვავდება. ზოგიერთმა დიდმა
სასულიერო ორგანიზაციამ, როგორიცაა, მაგალითად, რომის ეკლე-
სია, თავისი ძლიერი ეპოქებით, მსგავსი საფუძვლები იცოდა და მისი
ზოგიერთი უდიდესი ფიგურა, კერძოდ, წმინდა თომა აქვინელი, მსგავ-
სად ძველი ბერძენი მოქანდაკეებისა, გვევლინება უფრო მეტად გარ-
კვეული ტიპის კლასიკის წარმომადგენლად, ვიდრე ცალკეულ პირად.
მაგრამ სულიერი ცხოვრების იმ რეფორმაციის წინა პერიოდებში, რო-
მელიც XX საუკუნეში დაიწყო და რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ, ის
ნამდვილი ძველი იდეალი, პირდაპირ რომ ვთქვათ, თანდათან მთლი-
ანად დაიკარგა. ჩვენ გაოცებულნი ვრჩებით, როცა იმ დროის ბიოგრა-
ფიებში სადღაც ვრცელ მონათხრობს ვნახულობთ, თუ გმირს რამდენი

5
და-ძმა ჰყავდა ან რა სულიერი ჭრილობები მიიღო ბავშვობაში, როგორ
გაიარა მოწიფულობის ხანა, რა ბრძოლა გადაიტანა აღიარებამდე,
როგორ ეწვია სიყვარული; დღევანდელ ადამიანს არ აინტერესებს
გმირის არც პათოლოგია, არც ოჯახური ამბები, არც მისი სასიყვარუ-
ლო განცდები, საჭმლის გადამუშავება თუ ძილი; არ იზიდავს მისი სუ-
ლიერი წინა პერიოდი, მისი აღზრდა, საყვარელი სამეცადინო საგანი,
საკითხავი წიგნები და ასე შემდეგ; ეს ჩვენთვის არცთუ ისე განსაკუთ-
რებული მნიშვნელობისაა. ჩვენთვის გმირი და განსაკუთრებული ინ-
ტერესის ღირსია მხოლოდ ის, ვინც ბუნებითა და აღზრდით ისეთ
მდგომარეობაში ექცევა, რომ მისი პიროვნება სრულყოფილებას აღ-
წევს იერარქიული ფუნქციის შესრულებაში, თან ისე, რომ მას გასაოც-
რად ძლიერი, ახალი მისწრაფება არ ეკარგება, რაც ინდივიდის სურ-
ნელსა და ფასეულობას ამშვენებს; და როცა პიროვნებასა და იერარ-
ქიას შორის კონფლიქტი წარმოიშობა, სწორედ აქ ვხედავთ კონფლიქ-
ტებს, როგორც საჯილდაო ქვას პიროვნების სიდიდის გამოსარკვევად.
რაც უფრო ნაკლებ ვეთანხმებით მეამბოხეს, რომელსაც თავისი მის-
წრაფებანი და ვნებები წესრიგის რღვევამდე მიიყვანს, მით უფრო პა-
ტივისცემით ვიხსენებთ მის მიერ მსხვერპლის გაღებას, რაც ნამდვი-
ლად ტრაგიკულ პიროვნებას ჰქმნის.
იქ კი, გმირებთან, ამ, მართლაც, სამაგალითო ადამიანებთან მი-
მართებაში, მათი პიროვნებისადმი ინტერესი გვიჩნდება, ინტერესი სა-
ხელის, მისი სახისა და მისი გამომეტყველებისადმი თუნდაც, და ეს ბუ-
ნებრივია, რადგანაც მათ ვხედავთ ყველაზე უფრო სრულყოფილ იე-
რარქიაში, წუნდაუდებელ ორგანიზაციაში, სადაც, არავითარ შემთხვე-
ვაში, საქმე არა გვაქვს იმ მექანიზმთან, მკვდარი და ერთფეროვანი ნა-
წილებისაგან რომ შედგება, არამედ ცოცხალ სხეულთან, სიცოცხლისუ-
ნარიანი ნაწილებისა და ორგანოებისაგან რომ ქმნილა, და რომლის
შემადგენელ ნაწილებს თავიანთი სახე გააჩნიათ, მინიჭებული აქვთ
თავისუფლება და თითოეული მათგანი ცხოვრების საოცრებასთან
წილნაყარია. ამგვარად, შევეცდებით მოგაწოდოთ რიოში მარგალი-
ტებით თამაშის მაგისტრის, იოსეფ კნეხტის ცხოვრების ამბები, და,
კერძოდ, ყველაფერი მის შესახებ თავისივე ნაწერებიდან, რამეთუ

6
რამდენიმე ხელნაწერი მოვიპოვეთ, რასაც წაკითხვის ღირსად მივიჩ-
ნევთ.
რაც ჩვენ კნეხტის პიროვნებასა და მის ცხოვრებაზე გვაქვს მოსაყო-
ლი, ზოგი რამ იქიდან, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ცხადია, უკვე კარ-
გადაა ცნობილი ორდენის წევრებს შორის და, კერძოდ, რიოში მარგა-
ლიტებით მოთამაშეთა გარემოში, ამ მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენი
წიგნი არა მხოლოდ ამ წრისთვისაა განკუთვნილი, არამედ, იმედია,
მასაც გასცდება და ორდენის გარეთ მყოფ შეგნებულ მკითხველებამ-
დეც მიაღწევს.
ჩვენს წიგნს იმ ვიწრო წრისათვის შესავალი და კომენტარები არ
ესაჭიროება. და რაკი მაინც ჩვენს წიგნს და ჩვენი გმირის ცხოვრებასა
და ნაწერებს, ორდენის გარდა, სხვა მკითხველსაც ვთავაზობთ, ერ-
თგვარად ძნელი ამოცანის წინაშე ვდგებით, და გვსურს, არცთუ ისე
გათვითცნობიერებული მკითხველისათვის პატარა, პოპულარული შე-
სავალი მოვიყვანოთ, რაც რიოში მარგალიტებით თამაშის აზრსა და
დანიშნულებას და, აგრეთვე, მის ისტორიას გაგვაცნობს. ჩვენ აღვნიშ-
ნავთ, რომ ეს შესავალი პოპულარულია და ასეც უნდა იყოს. არავითარ
შემთხვევაში მას არ გააჩნია პრეტენზია, რომ ორდენის შიგნით თამა-
შის პრობლემები და მისი ისტორიის სადავო საკითხები განმარტოს. ამ
თემის ობიექტურად ასახვისათვის ჯერ დრო არ დამდგარა.
მაშასადამე, ნუ მოელოდებიან ჩვენგან რიოში მარგალიტებით თა-
მაშის სრულ ისტორიასა და თეორიას. ეს იმაზე ღირსეული და გამოც-
დილი ავტორების საქმეა, ვიდრე ჩვენ დღეს ვართ. მისი გადაწყვეტა
მომავალი დროისათვის მიგვინდვია იმ შემთხვევაში, თუ წყაროები
და, ასევე, სულიერი წინაპირობები მანამდე არ დაიკარგება. ეს თხზუ-
ლება რიოში მარგალიტებით თამაშის სახელმძღვანელოდაც ნაკლე-
ბად იქნება გამოსადეგი, და ასეთი სახელმძღვანელო არც არასოდეს
დაიწერება. ამ თამაშის, თამაშთა თამაშის წესებს ვერავინ შეისწავ-
ლის სხვაგვარად, თუ არა ჩვეულებრივ მიღებული, წინასწარ განსაზ-
ღვრული გზით, რაც რამდენიმე წელს მოითხოვს და თამაშის არც ერთ
მონაწილეს, განდობილს, არ ექნება სურვილი იმისა, რომ თამაშის ეს
წესები უფრო იოლი შესასწავლი გახადოს.

7
თამაშის ეს წესები, ეს ნიშანთა ენა და გრამატიკა წარმოადგენს მა-
ღალგანვითარებული საიდუმლო ენის ერთგვარ სახეობას, რომელსაც
განსხვავებული მეცნიერებები და ხელოვნებანი, განსაკუთრებით კი,
მათემატიკა და მუსიკა (შესაბამისად, მუსიკათმცოდნეობა) მონაწი-
ლეობენ და რომელიც თითქმის ყველა მეცნიერების შინაარსსა და შე-
დეგებს გამოხატავს. რიოში მარგალიტებით თამაში თამაშია, თამაში
ჩვენი კულტურის მთელი შინაარსითა და მთელი ფასეულობებით; და
ამ თამაშში ეს ფასეულობები ისე მონაწილეობენ, როგორც, მაგალი-
თად, ხელოვნების აყვავების ხანაში მხატვარი თამაშობდა მოლბერ-
ტზე თავისი საღებავებით. ყოველივე, რაც კაცობრიობამ ცოდნით, მა-
ღალი აზრებითა და ხელოვნების ნაწარმოებებით თავის შემოქმედე-
ბით ეპოქებში შექმნა, რაც სწავლულთა დაკვირვების მომდევნო პე-
რიოდებმა ცნებებზე დაიყვანა და ინტელექტუალურ მონაპოვრად აქ-
ცია; სულიერ ფასეულობათა ამ უზარმაზარი მასალით რიოში მარგა-
ლიტებით მოთამაშე ისე თამაშობს, როგორც ორგანისტი უკრავს ორ-
განს და ეს ინსტრუმენტი თავისი სრულქმნილებით, თავისი კლავიშე-
ბითა და პედლებით მთელ სულიერ კოსმოსს ეხება, მისი რეგისტრები
უთვალავს აღწევს, თეორიულად ამ საკრავის დაკვრაში მთელი სამყა-
როს სულიერი შინაარსი აისახება. ეს კლავიშები, პედლები და რეგის-
ტრები კი მყარადაა დადგენილი, მათი რიცხვისა და წესრიგის ცვლი-
ლება სრულყოფის მიზნით, მართლაცდა, ჯერ მხოლოდ თეორიულა-
დაა შესაძლებელი: თამაშში ახალ მნიშვნელობათა შემოყვანით თამა-
შის ენის გამდიდრება გააზრებულ და უმკაცრეს კონტროლს ექვემდე-
ბარება თამაშის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან. მაგრამ, სა-
მაგიეროდ, ამ მკაცრად დადგენილი სისტემის შიგნით, თუ ისევ ჩვენს
მეტაფორას გამოვიყენებთ, ამ გოლიათური ორგანის რთული მექანი-
კის ფარგლებში ცალკეულ მოთამაშეს, ცალკეულ შემსრულებელს, ეძ-
ლევა შესაძლებლობებისა და კომბინაციების მთელი სამყარო. ათასო-
ბით მკაცრად ჩატარებულ თამაშში ერთმანეთთან ზედაპირულად
მსგავსი, თუნდაც ორიც კი, თითქმის არ მოიძებნება. თუ ეს მაინც მოხ-
დება და ერთხელაც, შემთხვევით, ორი მოთამაშე თამაშის შინაარსი-
სათვის ზუსტად რაღაც ერთსა და იმავე პატარა თემას აირჩევს, ეს

8
ორივე თამაში მოთამაშეთა აზროვნებიდან, ხასიათიდან, განწყობი-
დან და ვირტუოზულობიდან გამომდინარე, ალბათ, ერთმანეთისაგან
სრულიად განსხვავებული იქნება და განსხვავებულადაც შესრულდე-
ბა.
არსებითად, მხოლოდ ისტორიკოსის სურვილზეა დამოკიდებული,
თუ რამდენი ხნით გადასწევს წარსულში რიოში მარგალიტებით თამა-
შის დასაწყისისა და წინაისტორიის აღწერას. მართლაც, არც ერთ დი-
ად იდეას დასაბამი არა აქვს, იგი მუდამ აქ არსებობდა სწორედ იდეის
სახით. ჩვენ ამას მივიჩნევთ იდეად, წინასწარ ხედვად და სასურველ
სურათად, და რასაც უკვე ზოგან უფრო ადრეულ საუკუნეებშიც ვხვდე-
ბით, როგორც, მაგალითად, პითაგორასთან, შემდეგ, მოგვიანებით, ან-
ტიკური კულტურის გვიანდელ ხანაში, ელინისტურ-გნოსტიკურ წრეში.
არანაკლებად ვხვდებით ამას ძველ ჩინელებთან, შემდეგ, ისევ უმაღ-
ლეს მდგომარეობაში, არაბულ-მავრიტანული სულიერი ცხოვრების
მწვერვალებზე, შემდეგ კი მისი წინაისტორიის კვალი მოდის სქოლას-
ტიკისა და ჰუმანიზმის გავლით და აღწევს XVII და XVIII საუკუნეების მა-
თემატიკოსთა აკადემიებთან. შემდეგ გრძელდება რომანტიკოს ფი-
ლოსოფოსებთან და ჩერდება ნოვალისის მაგიური ოცნებების რუნებ-
თან. სულის თითოეულ მოძრაობას Universitas Litterarum 2-ის იდეალური
მიზნისაკენ, ყოველ პლატონურ აკადემიას, სულიერი ელიტის ყოველ
საზოგადოებრიობას, ზუსტ და თავისუფალ მეცნიერებათა შორის და-
ახლოების ყოველ მცდელობას, შერიგების ყოველ მცდელობას მეცნიე-
რებასა და ხელოვნებას, ანდა მეცნიერებასა და რელიგიას შორის სა-
ფუძვლად ედო ის მარადიული იდეა, რომელმაც ჩვენთვის რიოში მარ-
გალიტებით თამაშში მნიშვნელოვანი სახე მიიღო. ისეთი დიდი სუ-
ლიერი ადამიანები, როგორებიც იყვნენ აბელარი, ლაიბნიცი, ჰეგელი,
იმ ოცნებას ეჭვის ქვეშ აღარ აყენებდნენ, რომ სულიერი უნივერსუმი
კონცენტრულ სისტემაში გამოეხატათ და სულიერისა და ხელოვნების
ცოცხალი სილამაზე ზუსტი დისციპლინების ფორმულირებათა მაგიურ
ძალასთან შეეერთებინათ. იმ დროს, რომელშიც მუსიკა და მათემატი-

2
მეცნიერებათა ერთობლიობა (ლათ.).
9
კა კლასიკურ პერიოდს თითქმის ერთდროულად განიცდიდნენ, ამ ორ
დისციპლინას შორის ხშირი იყო დაახლოება, რასაც ნაყოფიერი შედე-
გიც მოჰყვებოდა ხოლმე. ორი საუკუნით ადრე ნიკოლაუს კუზანელთან
ჩვენ ვნახულობთ დებულებებს იმავე სულისკვეთებით, როგორიც არის,
მაგალითად: „სული გადაიღებს პოტენციურობის ფორმას, რათა ყვე-
ლაფერი პოტენციურობის მდგომარეობაში გაზომოს, და აბსოლუტური
აუცილებლობის ფორმას, რათა ყველაფერი ერთიანობისა და უბრა-
ლოების მდგომარეობაში გაზომოს, ვითარც ამას უფალი იქმს, და აუ-
ცილებლობის ფორმას, რათა გაზომოს ყველაფერი საკუთარი თავისე-
ბურების თვალთახედვით, ბოლოს იგი გადაიღებს დეტერმინირებული
პოტენციურობის ფორმას, რათა ყველაფერი გაზომოს მის არსებობას-
თან მიმართებაში. უფრო მოგვიანებით სული ზომავს სიმბოლურადაც,
შედარების საშუალებით, როგორც მაშინ, როცა იგი სარგებლობს რიც-
ხვითა და გეომეტრიული ფიგურებით და მიუთითებს მათზე, როგორც
მსგავსებებზე“. სხვათა შორის, კუზანელის არა მხოლოდ ეს აზრი გვა-
გონებს თითქმის პირდაპირ რიოში მარგალიტებით თამაშს. არა მხო-
ლოდ ეს ერთი გამონათქვამი შეესაბამება ფანტაზიის იმ მიმართულე-
ბას, რომელიც ასე ჰგავს თამაშისთვის დამახასიათებელ გონებრივ
სვლებს. მასთან ბევრი სხვა მსგავსი აზრიც შეიძლება კიდევ მოინახოს.
მისი სიხარული, გამოწვეული მათემატიკით, მისი უნარი და სიხარული,
ევკლიდეს გეომეტრიის ფიგურებისა და აქსიომების თეოლოგიურ-ფი-
ლოსოფიურ ცნებებზე გადაყვანა-ახსნის გამო, მკაფიო შედარებების
მსგავსად, თამაშის მენტალიტეტთან მეტად ახლოს დგას და, ის კი
არადა, ხანდახან, მისი ლათინურიც (როცა იგი სიტყვებს არცთუ ისე იშ-
ვიათად თვითნებურად მიაგნებს ისე, რომ ლათინურის მცოდნეს უხერ-
ხულობა არ შეექმნება) გვახსენებს თამაშის ენის პლასტიკურობას თა-
ვისუფალი მიდგომით.
რიოში მარგალიტებით თამაშის წინამორბედებს შორის არცთუ ისე
მცირე ადგილს მივაკუთვნებთ, ჩვენი ნაშრომის დევიზიდან გამომდი-
ნარე, ალბერტუს სეკუნდუსს. ჩვენი ვარაუდით, თუმცა კი არ შეგვიძ-
ლია, რომ შესაბამისი ციტატა მოვიყვანოთ, თამაშის აზრი უკვე ბატო-
ნობდა – XVI, XVII, XVIII საუკუნეების იმ სწავლულ მუსიკოსებს შორის,

10
რომლებიც თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებს მათემატიკურ სპეკუ-
ლაცია-მსჯელობებს უდებდნენ საფუძვლად. უძველეს ლიტერატურაში
დროდადრო ვხვდებით ლეგენდებს ბრძნული და მაგიური თამაშების
შესახებ, რომლებსაც სწავლულები, ბერები ანდა სტუმართმოყვარე
დიდებულთა კარის წრეები იგონებდნენ და თამაშობდნენ, მაგალი-
თად, ჭადრაკის თამაში, რომლის ფიგურებსა და დაფებს, ჩვეულებრი-
ვის გარდა, კიდევ საიდუმლო მნიშვნელობაც გააჩნდა. და, საერთოდ,
ხომ ცნობილია, რომ ძველი კულტურების ადრეული ხანებიდანვე მოთ-
ხრობები, ზღაპრები და თქმულებები მუსიკას, მხოლოდ წმინდა მხატ-
ვრულობის გარდა, სულებისა და ხალხების დამპყრობ ძალასაც მიაწე-
რენ; მუსიკა ქმნის საიდუმლო მმართველს, ანდა, ადამიანების კანონ-
თა წიგნსა და მათ სახელმწიფოებს. უძველესი ჩინეთიდან ბერძნულ
თქმულებებამდე დიდ როლს თამაშობს ადამიანთა იდეალური ზეციუ-
რი ცხოვრების აზრი მუსიკის ჰეგემონიის ქვეშ. მუსიკის ამ კულტთან
(„მარადიულ გარდასახვებში მოგვესალმება საიდუმლო ძალა გალო-
ბისა დედამიწაზე ზეციდან“, – ნოვალისი) უშინაგანესად არის დაკავ-
შირებული რიოში მარგალიტებით თამაშიც.
თუ თამაშის იდეას ისე შევიცნობთ, როგორც ერთ-ერთ მარადიულს
და, ამდენად, მის განხორციელებამდე დიდი ხნის წინ უკვე მარად არ-
სებულსა და ქმედითს, მაშინ მის განხორციელებას ჩვენთვის ნაცნობ
ფორმაში ხომ უკვე ექნება გარკვეული ისტორია, რომლის მნიშვნელო-
ვანი ეტაპების შესახებ ჩვენ შევეცდებით მოკლედ მოგითხროთ.
სულიერ მოძრაობას, რომლის ნაყოფიც, სხვათა შორის, ორდენის
მიმართულება და რიოში მარგალიტებით თამაშია, თავისი საწყისები
გააჩნია გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, რომელიც ლიტერატურის
მკვლევრის, პლინიუს ციგენჰალსის, საფუძვლიანი გამოკვლევებიდან
მოყოლებული, მის მიერ მიგნებული „ფელეტონური ეპოქის“ სახელწო-
დებას ატარებს. ასეთი სახელწოდებები მოხდენილია, მაგრამ საშიში,
ვინაიდან მაცდუნებელია და გვიბიძგებს, რათა წარსულში ადამიანთა
ცხოვრების რომელიმე გარემოებას უსამართლოდ განვიხილავდეთ,
და ასეც არის. „ფელეტონური ეპოქა“ არავითარ შემთხვევაში არ არის
სულიერებას მოკლებული და არც არასოდეს ყოფილა სულიერად ღა-

11
რიბი. მაგრამ ციგენჰალსთან ასე ჩანს, რომ იმ ეპოქამ არ იცოდა, თუ რა
უნდა ექნა თავისი სულიერებისთვის, ანდა უფრო მეტიც, არ შეეძლო სუ-
ლისათვის შესაბამისი ადგილისა და ფუნქციის მინიჭება ცხოვრებასა
და სახელმწიფოს სისტემაში; გულახდილად რომ ვაღიაროთ, ფელე-
ტონურ ეპოქას ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ, თუმცა კი იგი წარმოად-
გენს იმ ნიადაგს, საიდანაც თითქმის ის ყველაფერი, ამოიზარდა, რაც
დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრების ნიშან-თვისებებს შეადგენს. ეს, ცი-
გენჰალსის მიხედვით, წარმოადგენდა გარკვეული მასშტაბით „ბიურ-
გერულ“ და ღრმა ინდივიდუალიზმის ერთგულ ეპოქას, ხოლო თუ ამ
ატმოსფეროს ვაჩვენებთ და ციგენჰალსის აღწერიდან რამდენიმე სა-
კითხს მოვიყვანთ, სულ მცირე, ის მაინც გვეცოდინება, რომ ეს საკით-
ხები არც გამოგონილია და არც არსებითად გაზვიადებული და ყალ-
ბად გადმოცემული, ეს ყველაფერი დიდი მკვლევრის მიერ უთვალავი
რაოდენობის ლიტერატურული და სხვა დოკუმენტების სახით არის
თავმოყრილი. ჩვენც ამ სწავლულს შევუერთდებით, ვინც აქამდე „ფე-
ლეტონური“ ეპოქის ერთადერთი სერიოზული გამოკვლევის ავტორია.
და, თანაც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადვილია და სულელური, შო-
რეული დროების დაბნეულობისა და არაგონივრული ჩვევებისთვის
ქედმაღლურად და ცხვირის აბზუებით ყურება.
ჩანს, რომ ევროპაში შუასაუკუნეების მიწურულიდან სულიერი ცხოვ-
რების განვითარების ორი დიდი ტენდენცია არსებობდა: აზროვნებისა
და რწმენის განთავისუფლება იმდროინდელი ავტორიტეტული გავ-
ლენისაგან, ე. ი. სუვერენული და საკუთარი სიმწიფის შემგრძნები გო-
ნების ბრძოლა რომის ეკლესიის ბატონობის წინააღმდეგ, და, მეორე
მხრივ – ამ თავისუფლების ლეგიტიმურობის ფარული, მაგრამ გატაცე-
ბებით აღსავსე ძიება ახალი, თავად მისგანვე გამომდინარე და მისი
ადეკვატური ავტორიტეტისა. მთლიანობაში სულმა, ეს ხშირად საოც-
რად წინააღმდეგობებით აღსავსე ბრძოლა ორი ურთიერთსაწინააღ-
მდეგო მიზნისათვის, პრინციპში, მოიგო. გადაწონის თუ არა მოგება
ურიცხვ მსხვერპლს, არის თუ არა საკმაოდ სრულყოფილი სულიერი
ცხოვრების ახლანდელი წესრიგი და გაგრძელდება თუ არა ის საკმა-
რისად დიდხანს, რათა გააზრებულ მსხვერპლად გამოჩნდეს მთელი

12
ტანჯვანი, კრუნჩხვები და არანორმალურობანი მრავალი „გენიოსის“
ბედში, რომლებმაც ცხოვრება შეშლილობით ან თვითმკვლელობით
დაასრულეს, ასეთი შეკითხვის დასმის ნება ჩვენ არა გვაქვს. ამბავი
მოხდა – იგი კარგია თუ არა, უმჯობესი იქნებოდა თუ არა მის გარეშეც
ცხოვრება, ჩვენ ვცნობთ თუ არა მასში „აზრს“, ამას დიდი მნიშვნელობა
არა აქვს. ასე მოხდა სულის „თავისუფლებისათვის“ ის ბრძოლები და
სწორედ იმ გვიანდელ, ფელეტონურ ეპოქაში იქამდე მივიდნენ, რომ
სინამდვილეში სულმა გაუგონარი და თავად მისთვის აუტანელი თავი-
სუფლება იგემა, როცა მან ეკლესიურ მეურვეობას სრულად სძლია და
სახელმწიფოებრივს კი ნაწილობრივ თავად მის მიერვე შედგენილი
და წარმატებული კანონი, ნამდვილი ახალი ავტორიტეტი და ლეგიტი-
მურობა მას ჯერ კიდევ მაინც ვერ მოუპოვებია. იმხანად სულის უღირ-
სობის, ანგარების, ნებაყოფლობით კაპიტულაციის მაგალითები, რაზე-
დაც ჩვენ ციგენჰალსი გვიყვება, ნაწილობრივ მართლაც გამაოგნებე-
ლია.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად
განვმარტოთ ის ნაწარმოებები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ იმ დროს
სახელწოდებას ვაძლევთ, კერძოდ, „ფელეტონურს“. როგორც ჩანს,
ისინი, როგორც განსაკუთრებით პოპულარული ნაწილი ყოველდღიუ-
რი პრესის მასალისა, მილიონობით იბეჭდებოდა; ეს ფელეტონები
ქმნიდნენ მთავარ საკვებს განათლებამოწყურებული მკითხველისათ-
ვის, აუწყებდნენ, ანდა, უფრო მეტიც, „ლაყბობდნენ“ ცოდნის ათასნა-
ირ საგანზე და, როგორც ჩანს, მათ ავტორთაგან უფრო ჭკვიანები თა-
ვიანთ ამ საქმიანობას აგდებით ეკიდებოდნენ; ყოველ შემთხვევაში,
ციგენჰალსი აღიარებს, რომ მას ხელში უვარდებოდა მრავალი ისეთი
ნაშრომი, რომლებსაც იგი, რამდენადაც სხვანაირად ისინი სრულებით
გაუგებარი იქნებოდა, ემხრობა, რომ განმარტავდეს როგორც მათი ავ-
ტორების გამასხრებას. სრულიად შესაძლებელია, რომ სამრეწველო
წესით გამოშვებულ ამ სტატიებში გარკვეული წილი ირონიისა და სა-
კუთარი თავის გაკიცხვისაც იყოს მოტანილი, რომლის გასაგებადაც
ჯერ გასაღები უნდა მოიძებნებოდეს. ამ სისულელეთა შემქმნელები
მიეკუთვნებოდნენ, ნაწილობრივ, გაზეთების რედაქციებს, ნაწილობ-

13
რივ კი ისინი „თავისუფალი“ მწერლები იყვნენ, ხშირად პოეტებადაც
იწოდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანდა, ბევრი მათგანი სწავლულთა
რიგებშიც შედიოდა, დიახ, როგორც ეტყობოდა, ისინი უმაღლესი სკო-
ლის მასწავლებლებიც უნდა ყოფილიყვნენ. ასეთ თხზულებათა პოპუ-
ლარულ შინაარსს წარმოადგენდა ანეკდოტები გამოჩენილ მამაკაც-
თა და ქალთა ცხოვრებიდან და მათი მიმოწერა, მათ ეწოდებოდათ,
დაახლოებით, „ფრიდრიხ ნიცშე და ქალთა მოდა 1870 წლისათვის“,
ანდა „კომპოზიტორ როსინის საყვარელი საჭმელები“, ანდა „ფინია
ძაღლის როლი დიდ კურტიზან ქალთა ცხოვრებაში“ და მისთანანი.
მოგვიანებით უყვარდათ, ასევე, ისტორიული დაკვირვებები თემებზე,
რომლებიც აქტუალური გახლდათ მდიდარ ადამიანთა საუბრების-
თვის, როგორიცაა, „ოცნება ოქროს ხელოვნურ წარმოებაზე საუკუნეთა
განმავლობაში“, ანდა „მცდელობანი ამინდზე ფიზიკურ-ქიმიური გავ-
ლენის მოსახდენად“ და მსგავსი საკითხები. ციგენჰალსის მიერ მოყ-
ვანილ ამგვარ ყბედობათა სათაურებს რომ ვკითხულობთ, ჩვენ გვაო-
ცებს არა იმდენად ის გარემოება, რომ მოიძებნებოდნენ ისეთი ადამია-
ნები, რომლებიც ამას ყოველდღიური საკითხავივით შთანთქავდნენ,
არამედ უფრო მეტად ის ფაქტი, რომ კარგი სახელის, მდგომარეობისა
და განათლების მქონე ავტორები ეხმარებოდნენ უმნიშვნელო ცნობის-
მოყვარეობაზე ამ გიგანტური მოთხოვნილების „მომსახურებაში“.
„მომსახურება“, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნავდა ადამიანის მაშინ-
დელ დამოკიდებულებასაც მანქანისადმი. დროდადრო უყვარდათ
განსაკუთრებით ცნობილი პიროვნებების გამოკითხვა ყოველდღიურ
საკითხებზე, რასაც ციგენჰალსმა ერთი კერძო თავი მიუძღვნა და სა-
დაც, მაგალითად, სახელგანთქმული ქიმიკოსები თუ ვირტუოზი პი-
ანისტები გამოხატავენ თავიანთ აზრს პოლიტიკაზე, ცნობილი მსახიო-
ბები, მოცეკვავეები, სპორტსმენები, მფრინავები, ხანდახან პოეტებიც,
ჰყვებოდნენ მარტოხელა ცხოვრების უპირატესობასა და ნაკლზე, ფი-
ნანსური კრიზისების სავარაუდო მიზეზებზე და ასე შემდეგ. აქ მთავარი
მხოლოდ ის იყო, რომ რომელიმე ცნობილი პიროვნება აქტუალურ თე-
მასთან დაეკავშირებინათ: ციგენჰალსთან ვკითხულობთ, ხანდახან,
საოცარ მაგალითებს. მთელ ამ საქმიანობაში ირონიას დიდი წილი მი-

14
უძღვის, იქნებ ეს იყო დემონური, სასოწარკვეთილი ირონია, ჩვენ შეგ-
ვიძლია, ამაზე ღრმად და დიდხანს ვიფიქროთ; მაგრამ ფელეტონებში
გამოთქმულის დიდ ნაწილს კი, რომელიც კითხვისას თვალშისაცემი
და სამხიარულო იყო, ყველა ამ გროტესკულ საკითხს, ეჭვგარეშეა, და-
მაჯერებელი სერიოზულობით ღებულობდნენ. მაგალითად, გამოიც-
ვლიდა სახელგანთქმული მხატვრული ტილო მფლობელს, გაიყიდე-
ბოდა ძვირფასი ხელნაწერი აუქციონზე, დაიწვებოდა ძველი ციხე-სა-
სახლე, აღმოჩნდებოდა ძველი საგვარეულოს შთამომავალი გახვეუ-
ლი რაიმე სკანდალში, – უმალვე შეიტყობდნენ მკითხველები იმ მრა-
ვალი ათასი ფელეტონით არა მხოლოდ ამ ფაქტებს, არამედ უკვე იმა-
ვე, ანდა მომდევნო დღეს კიდევ რაღაც რაოდენობის ანეკდოტურ ის-
ტორიულ, ფსიქოლოგიურ, ეროტიკულ და სხვა მასალებსაც. მთელი ამ
ცნობების მიწოდება, დახარისხება და გადმოცემა უცილობლად ატა-
რებდა საჩქაროდ და უპასუხისმგებლოდ მომზადებული ფართო მოხ-
მარების საქონლის ბეჭედს. სხვათა შორის, ასე ჩანს, რომ ფელეტონს
მიეკუთვნებოდა გარკვეული თამაშებიც, რომელთა მიმართაც მკით-
ხველებს თავად უჩნდებოდათ ინტერესი და რომელთა წყალობითაც
სტატიებისა და ლექციებისგან მოყირჭებული მკითხველი საზოგადოე-
ბა უფრო მეტი ხალისით ერთვებოდა ახალი ცოდნის მიღებაში, რაზე-
დაც მოგვითხრობს, ასევე, ციგენჰალსის მიერ გაკეთებული გრძელი შე-
ნიშვნა საოცარ თემაზე „კროსვორდი“. მაშინ ათასობით ადამიანი,
რომლებიც საკმაოდ მძიმე შრომას ეწეოდნენ და ძნელი ცხოვრებით
ცხოვრობდნენ, მოცალეობისას შესაბამისად შედგენილ კვადრატები-
სა და ჯვრების ცარიელ უჯრებს გარკვეული თამაშის წესის მიხედვით
ავსებდნენ. ჩვენ გვინდა, თავი მოვიზღუდოთ იმისგან, რომ ამაში მხო-
ლოდ სასაცილოსა და სულელურს ვხედავდეთ და თავი შევიკავოთ
მასზე ქირქილისგანაც; ის ადამიანები თავიანთი ბავშვური გამოცანა-
თამაშობებითა და თავიანთი საგანმანათლებლო თხზულებებით, სუ-
ლაც არ ყოფილან უბრალო ბავშვები ანდა მოთამაშე ფეაკები, უფრო
მეტიც, ისინი პოლიტიკური, სამეურნეო და მორალური მღელვარებები-
სა და რყევების შუაგულში იყვნენ და დიდ შიშსაც განიცდიდნენ; მათ
გადაიტანეს მთელი რიგი საშინელი ომებისა, მათ შორის, სამოქალა-

15
ქო ომებიც; და მათი საგანმანათლებლო პატარა თამაშები წარმოად-
გენდა არა მხოლოდ მშვენიერსა და უდარდელ ბავშვურობას, იგი შე-
ესაბამებოდა ღრმა მოთხოვნილებას, რომ დაეხუჭათ თვალები და გაჰ-
ქცეოდნენ გადაუწყვეტელ პრობლემებსა და დაღუპვის საშინელ წი-
ნათგრძნობებს, ასეთი გაქცევა შესაძლებელი იყო უფრო მეტად უვნე-
ბელ, მოჩვენებით სამყაროში. ისინი დაჟინებით სწავლობდნენ ავტო-
მობილების მართვას, ბანქოს რთულ თამაშებს და გატაცებით ხსნიდ-
ნენ კროსვორდებს – რამეთუ დაუცველად იდგნენ სიკვდილის, შიშის,
ტკივილის, შიმშილის პირისპირ, აღარ იყვნენ ეკლესიისგან ნუგეშცე-
მულნი, რჩებოდნენ სულიერი დარიგების გარეშე. ისინი, რომლებიც
ბევრ ასეთ თხზულებას კითხულობდნენ და მოხსენებას ისმენდნენ, არ
იშურებდნენ დროსა და ენერგიას, რათა შიშს მორეოდნენ, დაეძლიათ
სიკვდილის შიში საკუთარ თავში, ისინი თრთოდნენ და არ სწამდათ
ხვალინდელი დღისა.
მოხსენებებიც ტარდებოდა. და ჩვენ მოკლედ უნდა ვილაპარაკოთ
ფელეტონის ამ რაღაც უფრო მისაღებ ნაირსახეობაზე. როგორც სპე-
ციალისტები, ასევე სულიერი ყაჩაღები, იმ დროის მოქალაქეებს, რომ-
ლებიც ჯერ კიდევ ძლიერად იყვნენ მიჯაჭვულნი განათლების სახე-
შეცვლილი ცნების თავდაპირველ მნიშვნელობაზე, თხზულებების გარ-
და, მოხსენებათა დიდ რაოდენობასაც სთავაზობდნენ. არა მხოლოდ
იმ აზრით, რომ განსაკუთრებული საბაბით ტარდებოდა დაუჯერებელი
რაოდენობის საზეიმო ლექციები, არამედ იმიტომაც, რომ მათ შორის
ველური კონკურენცია იყო გაჩაღებული. მაშინ შეიძლებოდა პატარა
ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეს ან მის მეუღლეს ყოველ კვირაში ერ-
თხელ, ხოლო დიდ ქალაქებში კი თითქმის ყოველ საღამოს, მოხსენე-
ბები მოესმინა, სადაც იგი რომელიღაც თემას თეორიულად გაეცნობო-
და; ხელოვნების ნაწარმოებების, პოეტების, სწავლულების, მკვლევ-
რების, მსოფლიოს გარშემო მოგზაურების შესახებ მოხსენებები, სადაც
მსმენელი მთლიანად პასიური რჩებოდა, მაგრამ ისინი მაინც წინასწარ
ითვალისწინებდნენ მსმენელის რაღაც დამოკიდებულებას შინაარსი-
სადმი, რაღაც განათლებას, რაღაც მომზადებასა და აღქმის უნარს;
ხანდახან ეს დამოკიდებულება არც კი არსებობდა. ეს იყო სასაუბრო,

16
ტემპერამენტით სავსე, ანდა მსუბუქი სახის მოხსენებები, მაგალითად,
გოეთეზე, როცა იგი საფოსტო ეტლიდან გადმოდის ცისფერფრაკიანი
და შტრასბურგელ თუ ვეტცლარელ გოგონას აცდუნებს. ანდა არაბულ
კულტურაზე, სადაც კამათლის სათამაშო ჭიქაში ინტელექტუალური,
მოდური სიტყვების რაოდენობა კამათელივით იყო ჩაყრილი და მო-
თამაშე გახარებული რჩებოდა, როცა იგი ერთ სიტყვას მიახლოებით
მაინც გამოიცნობდა. მოხსენებებს ისმენდნენ იმ პოეტებზე, რომელთა
ნაწარმოებებიც მათ არასოდეს წაეკითხათ, ანდა მათი წაკითხვის აზ-
რი თავში არც კი მოუვიდოდათ; უყურებდნენ სურათებსაც, გზადაგზა
რომ უჩვენებდნენ საპროექციო აპარატის დახმარებით, და ისევე, რო-
გორც საგაზეთო ფელეტონის კითხვისას, წინ მიიწევდნენ ზღვა რაოდე-
ნობის ცალკეული ცნობების გავლით, რომელთაც, თავიანთი წყვეტი-
ლობისა და განცალკევებულობის გამო, აზრი ჰქონდა დაკარგული.
მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე ახლოვდებოდა სიტყვის საშინელი გაუფა-
სურების მდგომარეობა, რაც თავდაპირველად ძალზე საიდუმლო და
ყველაზე უფრო ვიწრო წრეებში გამოვლინდა იმ ჰეროიკულ-ასკეტური
წინააღმდეგობის სახით, რომელიც მალე შესამჩნევი გახდა და ძალაც
მოიკრიბა და იგი სულის ახალი თვითდისციპლინისა და სულის ღირ-
სების საფუძველი შეიქნა.
იმ დროის სულიერი ცხოვრების დაურწმუნებლობასა და არანამ-
დვილობას, რომელიც ბევრ სხვა რამეში აღნიშნული იყო ენერგიითა
და სიდიადით, ჩვენ, ახლანდელები, ვხსნით, როგორც იმ საშინელების
სიმპტომს, რომელმაც მოიცვა სული, როდესაც იგი, თითქოსდა გამარ-
ჯვებებისა და აყვავების ეპოქის მიწურულს, უეცრად აღმოჩნდა პირის-
პირ სიცარიელის წინაშე: დიდი მატერიალური გასაჭირის, პოლიტიკურ
და საომარ ჭექა-ქუხილთა პერიოდის, თავად საკუთარი თავისადმი,
საკუთარი ძალისა და ღირსებისადმი, უფრო მეტიც, საკუთარი არსებო-
ბისადმი უეცრად გაჩენილი უნდობლობის წინაშე. ამავე დროს, დაღუპ-
ვის შეგრძნების ამ პერიოდს ემთხვევა სულის კიდევ ბევრი ძალზე მა-
ღალი მიღწევაც, რომელთა შორისაც იყო იმ მუსიკათმცოდნეობის და-
საწყისი, რომლის მადლიერი მემკვიდრენიც ჩვენ გახლავართ. თუმცა
კი ადვილია, რომ წარსულის ნებისმიერ მონაკვეთს მსოფლიო ისტო-

17
რიაში ლაზათიანად და აზრიანად მიუჩინო კუთვნილი ადგილი, მაგ-
რამ ახლანდელ დროს ისტორიაში თავისი ადგილის განსაზღვრის უნა-
რი არ გააჩნია და მაშინ, როცა სულიერი მოთხოვნილებები და წარმა-
ტებები სწრაფად მიექანებოდა დაბლა, მეტად მოკრძალებულ დონემ-
დე, სწორედ სულიერი ადამიანები მოიცვა საშინელმა დაურწმუნებ-
ლობამ და სასოწარკვეთილებამ. სულ ახლახან აღმოაჩინეს (ნიცშეს
დროიდან ამას უკვე ბევრგან ხვდებოდნენ), რომ ჩვენი კულტურის
ახალგაზრდობა და შემოქმედებითი პერიოდი დასრულდა, რომ იგი
ასაკში შევიდა და მწუხრის ბინდი უკვე ჩამოწვა, და ამ უეცარი, ყველას
მიერ ნაგრძნობი და მრავალთა მიერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შე-
ხედულებებიდან გამომდინარე, განმარტავდნენ დროის ამდენ შემაში-
ნებელ ნიშნებს: ცხოვრების უბადრუკ მექანიზაციას, მორალის ღრმა
დაცემას, ხალხთა ურწმუნოებას, ხელოვნების არაბუნებრიობას. ეს
ხდებოდა ისე, როგორც ერთ შესანიშნავ ჩინურ ზღაპარში, სადაც აჟ-
ღერდა „ჩასვენების მუსიკა“, იგი ისე ირწეოდა ათეულობით წლები,
როგორც ხანგრძლივად მგრგვინავი საორგანო ბასი, გახრწნილებით
შედიოდა სკოლებში, ჟურნალებსა და აკადემიებში, მელანქოლიითა
და სულიერი ავადმყოფობით – უმეტესად ჯერ კიდევ სერიოზულად მი-
ღებულ ხელოვანთა და კრიტიკოსთა შორის; ველური და დილეტანტუ-
რი ჭარბწარმოებით ბობოქრობდა ყველა ხელოვნებაში. არსებობდა
თავის დაცვის სხვადასხვაგვარი ხერხები ამ შემოჭრილი მტრის წინა-
შე, რომელსაც უკვე ვერანაირი ჯადოქრობით ვერ მოიშორებდი. მწარე
სინამდვილე დუმილით შეეძლოთ გამოეცნოთ და სტოიკურად გადაე-
ტანათ საუკეთესოთაგან ზოგიერთებს, რასაც იქმოდნენ კიდეც. შეიძ-
ლებოდა მისი სიცრუით უარყოფაც, რისთვისაც ლიტერატურული მაუწ-
ყებლები ხანდახან ნაწერში მოხერხებულად, ადგილ-ადგილ ესხმოდ-
ნენ თავს კულტურის ჩასვენების მოძღვრებას; გარდა ამისა, მათ, ვინც
ამ მუქარით აღსავსე წინასწარმეტყველების წინააღმდეგ ბრძოლაში
იღებდნენ მონაწილეობას, ჰქონდათ მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხ-
დენისა და დარწმუნების უნარი, რადგანაც კულტურა, რომ ეგონათ,
ჯერ კიდევ გუშინ ფლობდნენ ისინი და დარწმუნებულები იყვნენ მასში
და მისით ამაყობდნენ კიდეც, ახლა სულაც აღარ ცოცხლობდა. ასეთი

18
მოქალაქის მიერ შეყვარებულ განათლებას, მის მიერ შეყვარებულ ხე-
ლოვნებას სხვა ვერანაირი ნამდვილი განათლება და ვერანაირი ნამ-
დვილი ხელოვნება უკვე ვეღარ შეცვლიდა, და ეს მისთვის არანაკლებ
უხეში და აუტანელი იქნებოდა, ვიდრე ფულის უეცარი ინფლაცია და
საკუთარი კაპიტალის დაკარგვის შიში, რაც რევოლუციებს სჩვევია.
გარდა ამისა, არსებობდა კიდევ დიდი ჩასვენების განწყობის წინააღ-
მდეგ ცინიკური დამოკიდებულებაც, დადიოდნენ საცეკვაოდ და ნების-
მიერ ზრუნვას მომავალზე მიიჩნევდნენ წინაპართა დროინდელ სისუ-
ლელედ; მღეროდნენ განწყობით გაჟღენთილ ფელეტონებს ხელოვნე-
ბის, მეცნიერების, ენის მოახლოებულ აღსასრულზე. ამასთანავე, მათ
მიერვე ქაღალდისგან აგებულ ფელეტონურ სამყაროში რაღაცნაირი
თვითმკვლელობრივი ავხორცობით ქმნიდნენ სულის სრული დემორა-
ლიზაციისა და ცნებათა ინფლაციის სურათს, ღებულობდნენ სახეს,
რომ ვითომდა ცინიკური გულგრილობით ან ბაკქანალიური აღტაცე-
ბით უყურებენ იმას, თუ როგორ იღუპება არა მხოლოდ ხელოვნება, სუ-
ლი, ზნეობა, პატიოსნება, არამედ თვით ევროპაცა და „მსოფლიოც“.
კეთილ ადამიანთა შორის მეფობდა წყნარი და დაღვრემილი ცხოვრე-
ბა, ავზნიანთა შორის კი – გესლიანი პესიმიზმი. ჯერ საჭირო იყო გადა-
ტანილის დავიწყება, სამყაროსა და მორალის გარკვეული წესრიგის
რაღაცნაირი გარდაქმნა პოლიტიკითა და ომით, ვიდრე ნამდვილი
თვითდაკვირვებისა და ახალი წესრიგის კულტურა იჩენდა თავს.
ამასობაში, გარდამავალი პერიოდის ათწლეულებში ეს კულტურა
ძილს არ მისცემია, სწორედ რომ ხელოვანთა და ფელეტონისტთა ბრა-
ლეულობით დამდგარ მისი დაცემისა და მისი მოჩვენებითი კაპიტუ-
ლაციის პერიოდში ცალკეულ ადამიანთა შეგნებაში მან მიაღწია ფხი-
ზელ მღვიძარებასა და გულმოდგინე თვითკონტროლის უნარს. ფელე-
ტონის აყვავების ხანის შუა პერიოდში უკვე ყველგან არსებობდა ცალ-
კეული და პატარა ჯგუფები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სუ-
ლიერების ერთგულნი დარჩენილიყვნენ და ამ წლებში მთელი ძალე-
ბით დაეცვათ კარგი ტრადიციის, აღზრდის, მეთოდურობისა და ინტე-
ლექტუალური კეთილსინდისიერების მარცვალი. რამდენადაც ეს მოვ-
ლენები დღეს ჩვენთვის გარკვეულია, თვითკონტროლის, ჭკუაში ჩა-

19
ვარდნისა და დაცემისადმი შეგნებული წინააღმდეგობის პროცესი,
როგორც ჩანს, ძირითადად, ორი მიმართულებით ყალიბდებოდა.
სწავლულთა კულტურის სინდისმა თავშესაფარი პოვა მუსიკის ისტო-
რიის კვლევებსა და სწავლების მეთოდებში, რადგანაც ეს მეცნიერება
სწორედ მაშინ განიცდიდა აღმავლობას. ამასთანავე ფელეტონური
სამყაროს შუახანებში სახელი გაითქვა ორმა სემინარმა, რომლებმაც
შეიმუშავეს სანიმუშოდ სუფთა და კეთილსინდისიერი სამუშაო მეთო-
დიკა. და თითქოს ბედს ისე სურდა, რომ ამ მეტად პატარა, მამაცი კო-
ჰორტის მცდელობისათვის ნუგეში მიეცა, რომ ამ მწუხრიან ხანაში მოხ-
და ის დიდებული საოცრება, სრულიად შემთხვევით, მაგრამ ამან
ღვთაებრივ დამტკიცებასავით იმოქმედა: ხელახლა იპოვეს იოჰან სე-
ბასტიან ბახის თერთმეტი ხელნაწერი, რომლებიც უწინ მისი ვაჟის,
ფრიდემანის მფლობელობაში იყო. წახდენისადმი წინააღმდეგობის
მეორე მხარე აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა კავშირი იყო,
რომლის ძმებიც ნაკლებად მისდევდნენ ინტელექტუალურ აღზრდას,
ვიდრე სულიერს, იჩენდნენ ღვთისმოსაობისადმი ზრუნვასა და პატი-
ვისცემას. აქედან მოყოლებული, სულისათვის ზრუნვისა და რიოში
მარგალიტებით თამაშის ჩვენმა დღევანდელმა ფორმამ მნიშვნელო-
ვანი იმპულსები მიიღო, სახელდობრ, მჭვრეტელობის მხრივ. ჩვენი
კულტურის არსობისა და მისი შემდგომი არსებობის შესაძლებლობა-
თა ახალ გაგებაში აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველებსაც მიუძ-
ღვით წვლილი, არა იმდენად სამეცნიერო-ანალიტიკური მიღწევების
წყალობით, რამდენადაც შორეულ დროებსა და კულტურის მდგომა-
რეობებში მაგიური შეღწევის უძველეს და საიდუმლო ვარჯიშებზე და-
ფუძნებული მათეული უნარის მეშვეობით. მათ შორის იყვნენ, მაგალი-
თად, მუსიკოსები და მომღერლები, რომლებმაც დაგვარწმუნეს, რომ
მათ გააჩნდათ უნარი, უფრო ადრეული ეპოქების მუსიკა შეესრულები-
ნათ სრულყოფილი, ძველი სიწმინდით, მაგალითად, აეჟღერებინათ
1600-იანი წლების დასაწყისში ან 1650-იან წლებში შექმნილი მუსიკა,
და ზუსტად ისე დაეკრათ და ემღერათ, თითქოს აქ ყველაფერი, მოგ-
ვიანებით წარმოშობილი მოდები, დახვეწილობანი, ვირტუოზულობა-
ნი, ჯერ კიდევ უცნობი ყოფილიყოს. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა მუსი-

20
კალურ ცხოვრებაში ბატონობდა დინამიკისა და ყველაფრის მუსიკად
ქცევისაკენ სწრაფვა და როცა დირიჟორის შესრულებისა და „გააზრე-
ბის“ მიღმა თითქმის ივიწყებდნენ თავად მუსიკას, სწორედ მაშინ აღ-
მოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა მიერ შემოტანილი სიახლენი
რაღაც გაუგონარი რამ გახლდათ. გადმოცემით ცნობილია, რომ როცა
აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა ერთმა ორკესტრმა ოფი-
ციალურად პირველად შეასრულა ჰენდელის წინა პერიოდის ერთი სუ-
იტა, სრულყოფილად, ყოველგვარი გაძლიერებისა და მიჩუმების გა-
რეშე, სხვა დროისა და სამყაროს სიწრფელითა და უბრალოებით,
მსმენელთა ნაწილისთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა, ნაწილი კი
ფრთხილი მოლოდინით შეხვდა და ეჩვენებოდა, რომ ცხოვრებაში
პირველად ისმენდა მუსიკას. კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ბრემგარ-
ტენსა და მორბიოს შორის არსებულ დარბაზში ააგო ბახის ორგანი და
ისე სრულყო, როგორსაც იოჰან სებასტიან ბახი თავისთვის ააგებდა,
თუკი მას საამისოდ სახსრები და შესაძლებლობა მიეცემოდა. ორგანის
შემქმნელმა თავისი სახელი დაფარულად დატოვა, როგორც ეს კავ-
შირში უკვე მაშინვე მიღებული კანონი იყო, და ზილბერმანი დაირქვა,
XVIII საუკუნეში მცხოვრები თავისი წინამორბედის პატივსაცემად.
ამით ჩვენ იმ წყაროებს მივუახლოვდით, საიდანაც ჩვენი დღევან-
დელი კულტურის ცნება წარმოდგება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
იყო ყველაზე უფრო ახალგაზრდა მეცნიერება, მუსიკის ისტორია და მუ-
სიკალური ესთეტიკა, შემდეგ ამას სწრაფადვე მოჰყვა მათემატიკის
აღმავლობა, აქვე დაემატა ბალზამის ერთი წვეთი აღმოსავლეთის
ქვეყანაში მომლოცველთა სიბრძნიდან, და, აგრეთვე, მუსიკის ახალ
აღქმასა და მის განმარტებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ეს მამაცუ-
რი და, რამდენადაც მხიარული, იმდენადვე ბედსშეგუებული თვალ-
საზრისი კულტურის ასაკის პრობლემის შესახებ. უსარგებლო იქნებო-
და აქ ამის თაობაზე ბევრი ლაპარაკი, ეს საკითხები ყველასთვის ცნო-
ბილია. ამ ახალი დამოკიდებულების, უფრო მეტად, კულტურის პროცე-
სის ამ ახალი მოწესრიგების, უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ხელოვ-
ნების ნაწარმოებთა შექმნაზე შორსმჭვრეტელურად უარის თქმა, სუ-
ლიერი ადამიანების თანდათანობითი განთავისუფლება ამქვეყნიური

21
საქმეებისგან და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ ყოველივეს
დაგვირგვინების სახით: რიოში მარგალიტებით თამაში!
თამაშის საწყის ეტაპზე, უკვე 1900 წლიდან მოყოლებული, ჯერ კი-
დევ ფელეტონის აყვავების შუა პერიოდში, უდიდესი გავლენა იქონია
მუსიკათმცოდნეობაში დაწყებულმა ჩაღრმავებამ. ჩვენ, ამ ეპოქის მემ-
კვიდრენი, ვთვლით, რომ უფრო უკეთესად ვიცნობთ და, რაღაცა აზ-
რით, უფრო უკეთესადაც კი გვესმის დიადი შემოქმედებითი საუკუნეე-
ბის მუსიკა, განსაკუთრებით კი XVII და XVIII საუკუნეებისა, ვიდრე იცო-
და და ესმოდა იგი ყველა უწინდელ ეპოქას (მათ შორის, თვით კლასი-
კური მუსიკის ეპოქასაც კი). ცხადია, ჩვენ, შთამომავლები, მივყვებით
კლასიკურ მუსიკას სრულიად სხვა დამოკიდებულებით, ვიდრე ეს გა-
აჩნდათ შემოქმედებითი ეპოქების ადამიანებს. ჩვენი სულიერებით
გამსჭვალული და წყნარი სევდისგან არცთუ ყოველთვის საკმარისად
თავისუფალი პატივისცემა ნამდვილი მუსიკისადმი სრულიად გან-
სხვავებული რამ არის, ვიდრე მშვენიერი, გულუბრყვილო სიხარული
მუსიკის წინაშე, რომელიც დამახასიათებელია იმ დროებისათვის,
რომლებისაც ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ გვშურდეს, როგორც უფრო
მეტად ბედნიერი დროებისა. ამავე დროს, სწორედ ამ მუსიკის მიღმა
ვივიწყებთ მის წარმომშობ პირობებსა და ადამიანთა ბედს. ჩვენ უკვე
რამდენიმე თაობის განმავლობაში ვხედავთ კულტურის იმ პერიოდის
დიად მიღწევებს, რომელიც ძევს შუასაუკუნეების მიწურულსა და ჩვენს
დროებას შორის, არა ფილოსოფიასა და პოეტურ შემოქმედებაში, რო-
გორც ეს იყო თითქმის მთელი XX საუკუნის მანძილზე, არამედ მათემა-
ტიკასა და მუსიკაში. რა დროიდანაც ჩვენ უარი ვთქვით შემოქმედებით
შეჯიბრზე ამ თაობებთან, მას შემდეგ, რაც მუსიკაში ჰარმონიულობისა
და სუფთა გრძნობისმიერი დინამიკის ბატონობის იმ კულტს უარი ვუთ-
ხარით, რაც, დაახლოებით, ბეთჰოვენიდან და ადრეული რომანტიზმი-
დან დაწყებული, ორი საუკუნის განმავლობაში, მუსიკის თხზვაში იყო
გამეფებული, ჩვენ გვგონია, რომ ვხედავთ, – ჩვენს ყაიდაზე, რა თქმა
უნდა, ჩვენს არაშემოქმედებით, ეპიგონურ, მაგრამ მოკრძალებულ ყა-
იდაზე, – გვგონია, რომ უფრო ზუსტად და სწორად ვხედავთ იმ კულტუ-
რის სურათს, რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ. ჩვენ არაფერი არ გაგ-

22
ვაჩნია იმ დროის შემოქმედებითი დავა-შფოთის შესახებ, ჩვენთვის
თითქმის გაუგებარი ამბავია, თუ როგორ შეეძლოთ მუსიკალურ სტი-
ლებს XV და XVI საუკუნეებში ასე დიდხანს უცვლელი სიწმინდით თავის
შენარჩუნება, როგორ გამოვიდა, რომ მაშინ დაწერილი მუსიკის უზარ-
მაზარ მასაში არ მოიძებნება, არაფერი ცუდი. როგორ მოხდა, რომ ჯერ
კიდევ XVII საუკუნემ, დაწყებული გადაგვარების საუკუნემ, გაიელვა
სტილების, მოდებისა და სკოლების არცთუ ხანგრძლივი, მაგრამ თავ-
დაჯერებული ფოიერვერკით, თუმცა კი იმაში, რასაც დღეს ვუწოდებთ
კლასიკურ მუსიკას, ვფიქრობთ, რომ, გავიგეთ და სანიმუშოდ ავიღეთ
იდუმალება, სული, სათნოება და ღვთისმოსაობა იმ თაობებისა. ჩვენ
დღეს, მაგალითად, ცოტას ან არაფერს ვლაპარაკობთ თეოლოგიასა
და XVII საუკუნის საეკლესიო კულტურაზე, ანდა განმანათლებლობის
ეპოქის ფილოსოფიაზე, მაგრამ ბახის კანტატებში, ვნებებსა და პრე-
ლუდიებში ჩვენ ვხედავთ ქრისტიანული კულტურის უკანასკნელ აღ-
მაფრენას.
სხვათა შორის, ჩვენი კულტურის დამოკიდებულება მუსიკისადმი
კიდევ ერთ უძველეს და უმაღლესად პატივსადებ ნიმუშს მიჰყვება, რი-
ოში მარგალიტებით თამაში მისდამი უდიდეს მოწიწებას გამოხატავს.
„ძველთა მეფეთა“ ზღაპრულ ჩინეთში ჩვენ გვახსენდება, რომ მუსიკას
სახელმწიფოში და სასახლის კარზე წამყვანი როლი ენიჭებოდა; მუსი-
კის კეთილდღეობა სწორედ, რომ გაიგივებული იყო კულტურისა და
მორალის, ასევე იმპერიის კეთილდღეობასთანაც კი, და კაპელმაის-
ტერები მკაცრად იდგნენ „ძველ ტონალობათა“ დაცვისა და წმინდად
შენარჩუნების სადარაჯოზე. დაქვეითებისკენ რომ წასულიყო მუსიკა,
ეს იქცეოდა სახელმწიფოსა და მთავრობის დაცემის სარწმუნო ნიშ-
ნად. და პოეტები ჰყვებოდნენ საშინელ ზღაპრებს აკრძალულ, ეშმაკე-
ულ და ცასთან გაუცხოებულ ტონალობებზე, მაგალითად, ტონალობა –
ძინ ჩან-სა და ძინ ძე-ზე, „ჩასვენების მუსიკაზე“, როგორც კი მეფის სა-
სახლეში გაისმა მისი მკრეხელური ბგერები, ცა წყვდიადმა მოიცვა,
კედლები შეზანზარდა და ჩამოიქცა, დაიღუპნენ მბრძანებელი და მისი
სამეფო. ძველ ავტორთა მრავალი სხვა სიტყვის ნაცვლად მოვიყვანთ

23
აქ რამდენიმე ადგილს მუსიკისადმი მიძღვნილი თავიდან, რომელიც
მოცემულია ლუი ბუვეს წიგნში – „გაზაფხული და შემოდგომა“.
„მუსიკის წარმოშობა ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან მოდის. ის
წარმოდგება ზომიდან და ფესვებს დიდ ერთიანობაში იდგამს. დიდი
ერთიანობა ორ პოლუსს წარმოშობს: ორი პოლუსი წარმოშობს ბნელი-
სა და ნათლის ძალას.
როცა სამყაროში მშვიდობაა, როცა ყოველი საგანი სიმშვიდეშია,
როცა ყველანი საკუთარ მოქმედებებში მიჰყვებიან თავიანთ უფრო-
სებს, მაშინ სრულიქმნება მუსიკა. როცა მისწრაფებანი და ვნებანი
მცდარი გზით არ მიემართება, მაშინ მიიღწევა მუსიკის სრულყოფილე-
ბა. სრულყოფილ მუსიკას თავისი საფუძველი გააჩნია. ის წარმოიშობა
წონასწორობიდან. წონასწორობა წარმოიშობა მართებულობიდან,
მართებულობა წარმოდგება სამყაროს აზრიდან. ამიტომ მუსიკაზე სა-
უბარი შესაძლოა მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელსაც სამყაროს აზრი
შეცნობილი აქვს.
მუსიკა ემყარება ცისა და მიწის ჰარმონიას, ბნელისა და ნათლის
თანხმობას.
დაცემის პირას მისულ სახელმწიფოებსა და დაღუპვისათვის მომ-
წიფებულ ადამიანებს, მართალია, არა აქვთ წართმეული მუსიკა, მაგ-
რამ მათი მუსიკა სასიხარულო არაა იმიტომ, რომ, რაც უფრო ხმა-
ურიანია მუსიკა, მით უფრო მელანქოლიურნი ხდებიან ადამიანები,
მით უფრო საფრთხეში ვარდება ქვეყანა, მით უფრო კნინდება ხელმწი-
ფე, ამ მდგომარეობის გამო იკარგება მუსიკის არსიც.
რასაც კი ყველა წმინდა ხელმწიფე მუსიკაში აფასებდა, ეს იყო სიმ-
ხიარულე. ტირანების, გიე და ჯოუ ძინების, დროს იქმნებოდა ხმაურია-
ნი მუსიკა. მათ ძლიერი ბგერები მიაჩნდათ მშვენიერად, ხოლო მასებ-
ზე ზემოქმედებისათვის – კი საინტერესოდ. ისინი მიისწრაფვოდნენ
ახალი და იშვიათი ჟღერადობებისკენ, ტონალობებისკენ, რომლებიც
ჯერ არც ერთ ყურს არ მოესმინა. ისინი ცდილობდნენ, აღმატებისთვის
მიეღწიათ და გადააბიჯეს ზომასა და მიზანს.
ჩუს სახელმწიფოს დაღუპვის მიზეზი ის იყო, რომ იქ შექმნეს ჯადოს-
ნური მუსიკა. ასეთი მუსიკა კი საკმაოდ გამაბრუებელია, მაგრამ, სი-

24
ნამდვილეში, მუსიკის არსისაგან დაშორებული. ამიტომ ეს მუსიკა
არაა მხნეობის მომგვრელი. თუ მუსიკა სიხარულის მომტანი არაა, მა-
შინ ხალხი დრტვინავს და ცხოვრებას ადგება ზარალი. ეს ყოველივე
იქიდან წარმოდგება, რომ მუსიკის არსი არაა შეცნობილი და იგი გა-
მიზნულია მხოლოდ გამაყრუებელი ჟღერადობებისათვის.
ამიტომაა, რომ კარგად მოწესრიგებული საუკუნის მუსიკა მშვიდი
და მხიარულია და მთავრობაც გაწონასწორებულია. შფოთიანი ხანის
მუსიკა აღელვებული და მძვინვარეა და მისი მთავრობაც გზას აცდენი-
ლი. დაცემული ქვეყნის მუსიკა სენტიმენტალური და მოსაწყენია და
მის მთავრობასაც საფრთხე ემუქრება“.
ამ ჩინელის დებულებები ხომ საკმაოდ მკაფიოდ მიგვითითებს ყვე-
ლანაირი მუსიკის წარმომავლობასა და მის ნამდვილ, თითქმის მივიწ-
ყებულ აზრზე. ცეკვისა და ყოველი ხელოვნების მსგავსად, მუსიკა იყო
ჯადოსნობა წინაისტორიულ ხანებში, მაგიის ერთ-ერთი უძველესი და
ლეგიტიმური საშუალება. დაწყებული რიტმიდან (ტაშის დაკვრა, ფეხე-
ბის ბაკუნი, ძელის კვრა, ადრინდელი დაფის დაკვრა) იგი ძლიერ და
ნაცად ხერხს წარმოადგენდა, რათა ადამიანთა სულ უფრო მეტი რა-
ოდენობა ერთნაირად „განეწყო“, მათი სუნთქვა, გულისცემა და სულის
მდგომარეობა ერთნაირ ტაქტში მოეყვანა, მარადიული ძალების გა-
მოხმობისა და მათთან შეფიცვისათვის მუსიკას ადამიანები გაემხნე-
ვებინა; ცეკვის, შეჯიბრების, საბრძოლო ლაშქრობებისა და წმინდა
მსახურებისათვის მათთვის ძალა შეემატებინა. და ეს თავდაპირველი,
სუფთა და ძალმოსილი არსი ხიბლისა მუსიკას გაცილებით უფრო დიდ-
ხანს გაჰყვა, ვიდრე სხვა ხელოვნებათ. გვახსენდება ისტორიის მწე-
რალთა და პოეტების უამრავი გამონათქვამი მუსიკის შესახებ, ბერძნე-
ბიდან მოყოლებული, ვიდრე გოეთეს ნოველამდე. პრაქტიკაში მარშსა
და ცეკვას თავიანთი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავთ. მაგრამ
ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას!
რიოში მარგალიტებით თამაშის საწყისებზე კი გვსურს, ყველაზე
უფრო ღირებული რამ მოკლედ მოგახსენოთ, როგორც ჩანს, იგი წარ-
მოიშვა ერთდროულად გერმანიასა და ინგლისში და, კერძოდ, ორივე
ქვეყანაში სახალისო ვარჯიშის სახით იმ ვიწრო წრეებში, სადაც მუსი-

25
კათმცოდნენი და მუსიკოსები იყრიდნენ თავს, რომლებიც ახალ მუსი-
კალურ-თეორიულ სემინარებზე მუშაობდნენ და სწავლობდნენ. თუ თა-
მაშის თავდაპირველ მდგომარეობას მოგვიანებითსა და დღევან-
დელს შევადარებთ, ეს იმის მსგავსი იქნება, თითქოს 1500 წლამდე
შედგენილი მუსიკალური სანოტო ჩანაწერი და მისი პრიმიტიული სა-
ნოტო აღნიშვნები, მათ შორის, ტაქტის ხაზები ჯერ კიდევ რომ აკლია,
შეგვედარებინოს XVII, ანდა სულაც, XIX საუკუნის პარტიტურასთან, თა-
ვისი დინამიკის, ტემპების, ფრაზირებისა (და ასე შემდეგ) შემოკლებუ-
ლი აღნიშვნების გამაოგნებელი სიუხვით, რის გამოც ხშირად ასეთი
პარტიტურების ბეჭდვისას რთული ტექნიკური პრობლემები იქმნებო-
და.
თამაში თავიდან სხვა არაფერი იყო სტუდენტებსა და მუსიკოსებს
შორის მეხსიერებისა და კომბინაციების შექმნაში ვარჯიშების ერთ-ერ-
თი სახალისო და მახვილგონივრული სახეობის გარდა. და როგორც
ითქვა, თამაშობდნენ ინგლისში და, ასევე, გერმანიაშიც ჯერ კიდევ მა-
ნამდე, სანამ იგი აქ კიოლნის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში
იქნებოდა „გამოგონილი“ და თავის სახელს მიიღებდა, და მას დღე-
საც, მრავალი თაობის შემდეგ, კიდევ იმავე სახელს უწოდებენ, თუმცა
კი მას დიდი ხანია, რიოში მარგალიტებით თამაშთან საერთო აღარა-
ფერი გააჩნია. რიოში მარგალიტებით სარგებლობდა თამაშის შემ-
ქმნელი ბასტიან პერო კალვიდან, ერთობ უცნაური, მაგრამ ჭკვიანი,
მეგობრული და ადამიანთა მოყვარული მუსიკის თეორეტიკოსი, რომე-
ლიც რიოშ მარგალიტებს ასოების, ციფრების, მუსიკალური ნოტებისა
და სხვა გრაფიკული ნიშნების ნაცვლად იყენებდა. პერო, რომელმაც,
სიტყვამ მოიტანა და, სამეცნიერო ნაშრომიც კი დაგვიტოვა – „კონტრა-
პუნქტის აყვავება და დაცემა“, კიოლნში სემინარზე წააწყდა მოწაფე-
თა შორის უკვე საკმაოდ კარგად განვითარებულ და ჩვეულებად ქცე-
ულ ერთ-ერთ თამაშს: ისინი ერთმანეთს თავიანთი მეცნიერებიდან შე-
მოკლებული ფორმულების გამოყენებით უსახელებდნენ ნებისმიერ
მოტივს თუ დასაწყისს კლასიკური კომპოზიციებიდან, რაზედაც გამოწ-
ვეულ პირს უნდა ეპასუხა ან ამ პიესის დასახელებული ნაწილის გაგ-
რძელებით, ანდა, უფრო უმჯობესი იყო, მაღალი ან დაბალი ხმით, კონ-

26
ტრასტული საწინააღმდეგო თემით, და ასე შემდეგ. ეს წარმოადგენდა
სავარჯიშოებს მეხსიერებისთვის და იმპროვიზაციაში, და მათი მსგავ-
სი სავარჯიშოების შესრულება (თუმცა კი არა თეორიულად, არა ფორ-
მულების დახმარებით, არამედ პრაქტიკულად, კლავესინზე, ბარბით-
ზე, ფლეიტაზე ანდა წამღერებით) სავსებით შეეძლოთ ოდესღაც იმ ბე-
ჯით მოწაფეებს, რომლებიც მეცადინეობდნენ მუსიკასა და კონტრა-
პუნქტში შუცის, პაპელბელისა და ბახის დროს, და შეიძლება ითქვას,
რომ ასეთი სავარჯიშოები საზოგადოდ იყო გავრცელებული იმ ხანებ-
ში. ბასტიან პერო, ხელოსნური საქმიანობის მოყვარული, რომელმაც
საკუთარი ხელით ძველი ინსტრუმენტების დარად ააწყო რამდენიმე
როიალი. და კლავიკორდი, მეტად სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთის
ქვეყანაში მომლოცველებს მიეკუთვნებოდა და ვისზედაც თქმულება
დადის, რომ შეეძლო, დაეკრა ვიოლინო ძველი, 1800 წლიდან მივიწყე-
ბული ხერხით, მშვილდივით მორკალული ხემის გამოყენებით, რომე-
ლიც იძლეოდა ლარის დაჭიმულობის რეგულირების საშუალებას. ბას-
ტიან პერო იყო ის ადამიანი, რომელმაც თავისთვის, მარტივი საბავ-
შვო საანგარიშოს ნიმუშის მიხედვით, შექმნა ჩარჩო რამდენიმე ათეუ-
ლი მავთულის ღერძით, რომლებზედაც ერთმანეთზე მიწყობილი რი-
გით აასხა სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის სამძივე. რიოში მარ-
გალიტები. მავთულის ღერძები შეესაბამებოდა ნოტების ხაზებს, მარ-
გალიტები – ნოტების ნიშნებს. ასეთნაირად აგებდა იგი რიოში მარგა-
ლიტებით მუსიკალურ ციტატებს ან მოგონილ თემებს, ცვლიდა მათ, ახ-
დენდა ტრანსპონირებას, ავითარებდა, ვარირებდა და სხვებთან შე-
აპირისპირებდა. ეს საგანი, ტექნიკური თვალსაზრისით, ნამდვილი
თავშესაქცევი იყო, მოეწონათ მოწაფეებს, მას გამოუჩნდნენ მიმბაძ-
ველნი და შევიდა მოდაში, ასევე ინგლისშიც, და იმ ხანებში მუსიკალუ-
რი სავარჯიშოები სრულდებოდა ასეთი პრიმიტიულად მომხიბლავი
ხერხით. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აქაც, ხანგრძლივად შენარ-
ჩუნებულმა და მეტად მნიშვნელოვანმა თამაშმა თავისი სახელწოდე-
ბა მიიღო ასეთი მცირე და უმნიშვნელო საგნისაგან. ის, რაც მოგვიანე-
ბით გამოვიდა იმ სემინარული თამაშიდან და პეროს მიერ მძივით ას-

27
ხმული საანგარიშოს ჩხირებიდან, ახლაც ატარებს პოპულარულად
ქცეულ სახელწოდებას – „რიოში მარგალიტებით თამაში“.
ორი-სამი ათწლეულის შემდეგ თამაში, თითქოსდა, ვეღარ სარგებ-
ლობდა ისეთი სიყვარულით მუსიკის შემსწავლელთა შორის, მაგრამ,
სამაგიეროდ, გადაღებულ იქნა მათემატიკოსთა მიერ და თამაშის ის-
ტორიის დამახასიათებელ ნიშნად დიდხანს რჩებოდა ის, რომ მას ყო-
ველთვის ის მეცნიერება ანიჭებდა უპირატესობას, ის მეცნიერება სარ-
გებლობდა მისით და ავითარებდა მას, რომელიც მოცემულ დროში გა-
ნიცდიდა აყვავებას ან აღორძინებას. მათემატიკოსებში თამაშმა დი-
დი გავრცელება ჰპოვა, უფრო მეტი მოქნილობა და სრულყვის უნარი
შეიძინა, თითქოსდა უკვე შეიმეცნა საკუთარი თავი და საკუთარი შე-
საძლებლობები, და ეს ხდებოდა მაშინდელი კულტურის შემეცნების
ზოგადი განვითარების პარალელურად, რომელმაც დიდი კრიზისი გა-
დაიტანა და როგორც ამის თაობაზე პლინიუს ციგენჰალსი გამოთ-
ქვამს, „მოკრძალებული სიამაყით შეურიგდა თავის როლს, რომ მი-
კუთვნებული ყოფილიყო გვიანდელი კულტურისადმი, მდგომარეობი-
სადმი, რომელიც მიახლოებით შეესაბამებოდა გვიანდელ ანტიკურო-
ბას, ელინისტურ-ალექსანდრიულ ეპოქას“.
ასეა ციგენჰალსთან. ჩვენ კი, ვცდილობთ ბოლომდე მივიყვანოთ
ჩვენი მონახაზი რიოში მარგალიტებით თამაშის ისტორიის დასრულე-
ბისათვის და დავასკვნით: მუსიკალურიდან მათემატიკურ სემინარებ-
ზე გადასვლით (ეს გარდასახვა აღესრულა საფრანგეთსა და ინგლის-
ში: კიდევ უფრო ადრე, ვიდრე გერმანიაში) თამაში ისე შორს წავიდა
თავისი განვითარებით, რომ მას საგანგებო ნიშნებითა და შემოკლებე-
ბით შეეძლო მათემატიკური პროცესების გამოხატვა, მოთამაშეები ერ-
თმანეთს უწევდნენ სამსახურს, თამაშს ორმხრივად ავითარებდნენ, ამ
აბსტრაქტული ფორმულებით ურთიერთ შორის თამაშით ერთმანეთს
წარმოუდგენდნენ თავიანთი მეცნიერების განვითარების რიგსა და შე-
საძლებლობებს. ეს მათემატიკურ-ასტრონომიული ფორმულის თამაში
მოითხოვდა დიდ ყურადღებას, სიფხიზლესა და კონცენტრაციას, მა-
თემატიკოსთა შორის უკვე მაშინ რიოში მარგალიტებით კარგი მოთა-

28
მაშის სახელი ბევრად ფასობდა, იგი კარგი მათემატიკოსის რეპუტაცი-
ის თანაბარმნიშვნელოვანიც კი გახლდათ.
თამაშს დროდადრო გადაიღებდა და მას ბაძავდა, ესე იგი თავის
დარგებში იყენებდა, თითქმის ყველა მეცნიერება, ეს დამოწმებულია
კლასიკური ფილოლოგიისა და ლოგიკის სფეროებშიც. მუსიკალურ
მნიშვნელობათა ანალიტიკური დაკვირვება იქამდე მივიდა, რომ მუ-
სიკალურმა პროცესებმა ფიზიკურ-მათემატიკურ ფორმულებშიც შეაღ-
წია. ცოტა მოგვიანებით ფილოლოგიამ დაიწყო ამ მეთოდით მუშაობა
და ენობრივ აგებულებას გარემოების მიხედვით იმგვარად გამოთ-
ვლიდა, როგორც ფიზიკა ზომავს ბუნების მოვლენებს. ამას შეუერთდა
სახვითი ხელოვნების კვლევაც, სადაც არქიტექტურის კავშირი მათე-
მატიკასთან უკვე დიდი ხანია არსებობდა. და მაშინ, ამ გზით მიღებულ
აბსტრაქტულ ფორმულებს შორის დაიწყო სულ უფრო ახალი ურთიერ-
თობების, ანალოგიებისა და შესაბამისობების განვითარება. ყოველი
მეცნიერება, რომელსაც თამაში აძლიერებდა, ამ მიზნით იქმნიდა თა-
მაშის პირობით ენას ფორმულების, შემოკლებებისა და კომბინაციური
შესაძლებლობების გამოყენებით. და ყველგან, სულიერ ახალგაზრდა-
თა ელიტაში, მიღებული იყო თამაშები ფორმულების რიგებითა და
ფორმულებში გამოხატული დიალოგებით. თამაში იყო არა მხოლოდ
ვარჯიში და არა მხოლოდ დასვენება, ეს განასახიერებდა კონცენტრი-
რებულ თვითშეგრძნებას სულის აღზრდაში, განსაკუთრებით მათემა-
ტიკოსები მიჰყვებოდნენ ამას ერთდროულად ასკეტური და სპორტუ-
ლი ვირტუოზულობითა და ფორმალური სიმკაცრით და მასში პოვებ-
დნენ ტკბობას, რაც მათ მაშინდელი, თანდათანობით უკვე დაწყებული
უარყოფის შემსუბუქებაში ეხმარებოდა, – ეს კი წარმოადგენდა სულიე-
რის უარყოფას ამქვეყნიური სიამოვნებებისა და მისწრაფებების წინ
დაყენებით. ფელეტონის სრულ დაძლევასა და სულის ზუსტი წვრთნის
წყალობით იმ ახლადგაღვიძებულ სიხარულში, რასაც უნდა ვუმადლო-
დეთ მონაზვნური სიმკაცრის ახალი სულიერი წესრიგის წარმოშობას,
რიოში მარგალიტებით თამაშს დიდი წილი უდევს. სამყარო შეიცვალა.
ფელეტონური ეპოქის სულიერი ცხოვრება შეიძლება, შევადაროთ გა-
დაგვარებულ მცენარეს, რომელიც უსარგებლოდ ძალიან სწრაფად იზ-

29
რდება და მისი შემდგომი კორექტირება უნდა ჩატარდეს მცენარის
ფესვებამდე გადაჭრით. ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ახლა
სურდათ, სულიერი განათლებისათვის მიეძღვნათ საკუთარი ცხოვრე-
ბა, ვეღარ იგებდნენ, შეეყოთ თუ არა თავი უმაღლეს სასწავლებლებში,
სადაც მათ სახელგანთქმული და მოლაყბე, მაგრამ ავტორიტეტის არ-
მქონე პროფესორები უმასპინძლდებოდნენ ყოფილი განათლებულო-
ბის ნარჩენებით: ახლა მათ უნდა ესწავლათ უფრო მეტი შეუპოვრობი-
თა და მეთოდურობითაც კი, ვიდრე ადრე ინჟინრებს – პოლიტექნიკუ-
რებში. მათ ძნელი გზა ჰქონდათ გასავლელი, მათემატიკასა და არის-
ტოტელურ-სქოლასტიკურ წვრთნაში თავიანთი სააზროვნო შესაძლებ-
ლობები უნდა დაეწმინდათ და აემაღლებინათ. გარდა ამისა, უნდა ეს-
წავლათ და სრულებით უარი ეთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რაც აქამდე
მთელი რიგი ნასწავლი თაობების მიერ განსაკუთრებით იყო დაფასე-
ბული. სწრაფი და იოლი გზით ფულის მოპოვებაზე, საზოგადოებაში
დიდებასა და პატივზე, გაზეთების მიერ ხოტბაზე, ბანკირებისა თუ ფაბ-
რიკების მეპატრონეთა ქალიშვილებთან ქორწინებაზე, განებივრებულ
და კომფორტულ მატერიალურ ცხოვრებაზე. დავიწყებას მიეცნენ ლი-
ტერატურულ თხზულებათა შემოქმედნი მაღალი ტირაჟებით, ნობელის
პრემიებითა და კოხტა აგარაკებით, დიდი მედიკოსები ორდენებითა
და ლივრეებში გამოწყობილი მსახურებით, აკადემიკოსები მდიდარი
მეუღლეებით და ბრწყინვალე სალონებით, ქიმიკოსები ინდუსტრიულ
საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოებში მათი ადგილებით, ფილოსო-
ფოსები ფელეტონების ფაბრიკებითა და გადაჭედილ დარბაზებში აღ-
მაფრთოვანებელი მოხსენებებით, აპლოდისმენტებითა და ყვავილე-
ბის მირთმევით – ყველა ეს ფიგურა გაქრა და დღემდე არ მოუღწევია.
არსებობდა და ახლაც ჯერ კიდევ არის ნიჭიერი ახალგაზრდობა გარ-
კვეული რაოდენობით, რომლებისთვისაც ის ფიგურები შესაშური მაგა-
ლითები იყვნენ, მაგრამ საზოგადოებრივ პატივისცემამდე, სიმდიდ-
რემდე, დიდებამდე და კომფორტამდე მიმავალი გზები სააქტო დარ-
ბაზების, სემინარებისა და სადოქტორო სამუშაოების გავლით უკვე
აღარ მიემართებოდა, ძლიერად დაქვეითებული სულიერი პროფესიე-
ბი ქვეყნის თვალში გაკოტრდნენ და სანაცვლოდ კვლავ მოიპოვეს სი-

30
ნანულით სავსე და ფანატიკური ერთგულება სულისადმი. იმ ტალან-
ტებს, რომლებიც უფრო მეტად მიისწრაფოდნენ ბრწყინვალებისა და
კეთილდღეობისაკენ, დაუფასებელი სულიერებისათვის ზურგი უნდა
ექციათ და ის პროფესიები მოეძებნათ, სადაც შესაძლებელი იყო კე-
თილდღეობით ცხოვრება და მეტი ფულის შოვნა.
შორს წაგვიყვანდა, თუ იმის დაწვრილებით აღწერას მოვისურვებ-
დით, თუ სულმა თავისი განწმენდის შემდეგ როგორ დაიმკვიდრა სა-
კუთარი მდგომარეობა სახელმწიფოშიც. მალე გამოცდილებამ აჩვენა,
რომ რამდენიმე თაობა საკმარისი აღმოჩნდა დაუდევარი და უსინდი-
სო სულის აღზრდისათვის, რის შედეგადაც პრაქტიკულ ცხოვრებასაც
მთლიანად საგრძნობი ზიანი მიადგა, ცოდნა და პასუხისმგებლობა
ყველა უმაღლეს პროფესიაში, მათ შორის ტექნიკურებშიც, ძალზე იშ-
ვიათი ხდებოდა. ასე შეიქმნა სახელმწიფოსა და ხალხში სულზე ზრუნ-
ვა, კერძოდ კი – მთელი სასკოლო განათლება მაღალი სულიერების
მქონე პირთა მიერ უფრო მეტად მონოპოლიზებული, როგორც, დღესაც
ჯერ კიდევ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია სკოლა, – თუ იგი არ
რჩება რომის ეკლესიის კონტროლქვეშ, – მაშინ იმ ანონიმური ორდე-
ნების ხელშია, რომელთა რიგებიც ივსება მაღალსულიერ ადამიანთა
ელიტიდან. როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ხანდახან საზოგადო-
ებრივი აზრისათვის ამ კასტის სიმკაცრე და, ასე ვთქვათ, ქედმაღლო-
ბა, როგორც არ უნდა აღშფოთდებოდნენ მის წინააღმდეგ ცალკეული
პირები – მისი ხელმძღვანელობა დგას ისევ შეურყევლად, ის დაცულია
და ადგილს ინარჩუნებს არა მხოლოდ თავისი უმწიკვლოებით, სულიე-
რის გარდა, ყოველგვარ უპირატესობასა და სიკეთეზე უარის თქმით,
არამედ მას უკვე დიდი ხანია იცავს საზოგადოდ ქცეული ცოდნა ან წი-
ნასწარგრძნობა, რომ ეს მკაცრი სკოლა აუცილებელია ცივილიზაციის
შემდგომი არსებობისათვის. იციან, ანდა წინასწარ განჭვრეტენ. თუ აზ-
როვნება არაა სუფთა და მღვიძარე, და სულისადმი პატივისცემას აღა-
რა აქვს ძალა, მაშინ მალე გემებიცა და ავტომობილებიც აღარ წავლენ
სწორად, მაშინ ირყევა ინჟინრის ლოგარითმული სახაზავისა და ბან-
კისა და ბირჟის მათემატიკის ყოველგვარი ვარგისიანობა და ავტორი-
ტეტი, მაშინ შეიქმნება ქაოსი. ეს გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს,

31
ვიდრე შემეცნება არ მივიდა იქამდე, რომ ცივილიზაციის გარეგნული
მხარეც, ტექნიკაც, ინდუსტრიაც, ვაჭრობაცა და ასე შემდეგ სულიერი
ზნეობისა და სიწრფოების საერთო საფუძველს საჭიროებენ.
რაც კი რიოში მარგალიტებით თამაშს იმ დროისათვის ჯერ კიდევ
აკლდა, ეს იყო უნივერსალურობის უნარი, ცალკეული ფაკულტეტების
სპეციალობებზე მაღლა დადგომა. ასტრონომები, ელინისტები, ლათი-
ნისტები, სქოლასტიკოსები, მუსიკის შემსწავლელი სტუდენტები მიჰ-
ყვებოდნენ თავიანთ სულიერებით სავსე, გარკვეული წესრიგით აგე-
ბულ თამაშებს, თამაშს კი თითოეული ფაკულტეტისათვის, თითოეული
დისციპლინისა და მისი განშტოებისათვის ჰქონდა საკუთარი ენა და
წესთა სამყარო. ეს გრძელდებოდა ნახევარი საუკუნე, ვიდრე პირველი
ნაბიჯი ამ საზღვრების გადასალახავად გადაიდგმებოდა. ამ ნელი
სვლის მიზეზი, უეჭველია, იყო უფრო მორალური, ვიდრე ფორმალური
და ტექნიკური: გადალახვის საშუალებანი შეიძლება უკვე მიგნებულიც
ყოფილიყო, მაგრამ ეს იყო დაკავშირებული ახლად ფეხადგმული სუ-
ლიერების მთელ მკაცრ მორალთან, პურიტანულ შიშთან „Allotria“-ს 3
წინაშე, დისციპლინებისა და კატეგორიების შერევის წინაშე, უდიდეს
შიშთან თავშექცევისა და ფელეტონის ცოდვაში ხელახლა დაცემის წი-
ნაშე.
ეს გახლდათ ერთი ცალკეული ადამიანის საქმე, რამაც რიოში მარ-
გალიტებით თამაში თითქმის ერთბაშად, ერთადერთი ნაბიჯის გა-
დადგმით, თავისი შესაძლებლობების გაცნობიერებამდე და ამით უნი-
ვერსალური განათლების ზღურბლამდე მიიყვანა, და ეს კვლავ მუსი-
კასთან იყო დაკავშირებული, რამაც თამაშს წინსვლა მოუტანა. ერთმა
შვეიცარიელმა მუსიკათმცოდნემ, ამავე დროს, მათემატიკის ფანატი-
კურმა მოყვარულმა, ახალი გზით შემოაბრუნა და ამით მას უმაღლესი
განვითარების შესაძლებლობა შესძინა. ამ დიდი ადამიანის ნამდვი-
ლი სახელი აღარ არის შემორჩენილი. ამ დრომ აღარ იცოდა ცალკეუ-
ლი პიროვნების კულტი სულიერ სფეროებში, ისტორიამ შემოგვინახა
მხოლოდ მისი სახელი Lusor (აგრეთვე, Joculator) Basiliensis“. 4 მისი აღ-

3
სისულელე (ბერძ.)
4
ბაზელელი მოთამაშე (მასხარა). ლათ.
32
მოჩენა, ისევე როგორც ყოველი აღმოჩენა, დამოკიდებული იყო მთლი-
ანად მის პიროვნულ წარმატებასა და ნიჭზე, მაგრამ ეს კერძო მოთხოვ-
ნილებით და მისწრაფებით კი არ გახლდათ გამოწვეული, არამედ რა-
ღაც სხვა, უფრო მძლავრი მამოძრავებელი ძალით. მისი დროის სული-
ერ ადამიანთა შორის ყველგან არსებობდა ტკივილით სავსე მოთხოვ-
ნილება, რომ გადმოეცათ ახალი აზროვნების შინაარსი, ენატრებო-
დათ ფილოსოფია, სინთეზი, თავიანთ დისციპლინაში წმინდად ჩაკე-
ტილობის უწინდელი ბედნიერება უკვე არასაკმარისი ეჩვენებოდათ,
მაგრამ მაინც შიგადაშიგ რომელიმე სწავლული გადალახავდა ხოლმე
ცალკეული მეცნიერების საზღვრებს და ცდილობდა ზოგადში შეღწე-
ვას; ოცნებობდნენ ახალ ანბანზე, ახალ სიმბოლოთა ენაზე, რომელზე-
დაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი სულიერი განცდები აღებეჭდათ
და გადმოეცათ. ამას მოწმობს იმ წლების ერთი პარიზელი სწავლულის
მიერ განსაკუთრებული დამაჯერებლობით შესრულებული ნაწერი, სა-
თაურით „ჩინური მოწოდება“. ამ თხზულების ავტორი, თავისი დრო-
ისათვის მრავალთაგან დონ-კიხოტივით დასაცინი, სხვათა შორის,
თვალსაჩინო მეცნიერი თავის სფეროში, ჩინურ ფილოლოგიაში, გან-
მარტავს, თუ რა საფრთხეები ემუქრება მეცნიერებასა და სულიერ აღ-
ზრდას, მიუხედავად მათი მტკიცე პოზიციისა, თუ ისინი უარს იტყვიან
საერთაშორისო ენის ნიშნების შექმნაზე, რომელიც, ძველი ჩინური ნა-
წერის მსგავსად, გახდის შესაძლებელს, ურთულესი რამ გამოიხატოს
გრაფიკული სახით პიროვნული ფანტაზიისა და გამომგონებლობის გა-
მორიცხვის გარეშე, რაც მსოფლიოს ყველა სწავლულისათვის იქნება
გასაგები. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ მოთხოვნის შესასრულებლად
გადადგა Joculator Basiliensis-მა. მან რიოში მარგალიტებით თამაში-
სათვის გამოიგონა ახალი ენის საფუძვლები, სახელდობრ, ნიშნებისა
და ფორმულების ენა, სადაც მათემატიკასა და მუსიკას თანაბარი წი-
ლი უდევთ, სადაც შესაძლებელი გახდებოდა, ასტრონომიული და მუ-
სიკალური ფორმულების დაკავშირებით, მათემატიკა და მუსიკა ერ-
თგვარ საერთო მნიშვნელამდე მიეყვანათ. თუმცა კი განვითარება
ამით არავითარ შემთხვევაში არ დამთავრებულა. ამ უცნობმა ბაზე-
ლელმა საფუძველი დაუდო ყოველივეს, რაც მოგვიანებით მოხდა ჩვე-

33
ნი ძვირფასი თამაშის ისტორიაში. – რიოში მარგალიტებით თამაში
ოდესღაც ხან მათემატიკოსების, ხან ფილოლოგების, ხან მუსიკოსების
პროფესიული თავშესაქცევი, ახლა უფრო და უფრო მეტ ნამდვილ სუ-
ლიერ ადამიანს ხიბლავდა, მას მიჰყო ხელი ბევრმა ძველმა აკადემი-
ამ, ლოჟამ, განსაკუთრებით – კი აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოც-
ველთა უძველესმა კავშირმა. ზოგიერთი კათოლიკური ორდენიც ამაში
გრძნობდა სულის ახალ მონაბერს და მისგან აღტაცებაში მოვიდა: გან-
საკუთრებით ბენედიქტელთა ზოგიერთ მონასტერში რიოში მარგალი-
ტებით თამაშში ისეთი მონდომებით ერთვებოდნენ მონაწილენი, რომ
მაშინ უკვე მთელი სიმწვავით დადგა საკითხი, რომელიც შემდგომში
შესაბამისად ისევ ამოტივტივდებოდა ხოლმე ზედაპირზე: უნდა შეიწ-
ყნარონ ეკლესიამ და კურიამ ეს თამაში, მხარი დაუჭირონ მას, თუ აკ-
რძალონ.
ბაზელელის დიდი დამსახურების შედეგად, თამაში სწრაფად, ბო-
ლომდე განვითარდა ისეთად, როგორც ის დღეს არის: სულიერი ადა-
მიანებისა და ხელოვანთა იდეალად, ამაღლებულ კულტად, Universitas
literarum-ის ყველა განცალკევებული წევრის Unio Mystica“-ად 5. ჩვენს
ცხოვრებაში მან საკუთარ თავზე აიღო ნაწილობრივ ხელოვნების რო-
ლი, ნაწილობრივ სპეკულაციური ფილოსოფიისა, და, მაგალითად,
პლინიუს ციგენჰალსის დროს მას არცთუ იშვიათად აღნიშნავდნენ გა-
მოთქმით, რომელიც მოდიოდა ჯერ კიდევ ფელეტონური ეპოქის მწერ-
ლობიდან, და ამ ეპოქისათვის აღნიშნავდა რაღაცის წინასწარ შემ-
გრძნები სულის სანუკვარ მიზანს, სახელწოდებით „მაგიური თეატრი“.
რიოში მარგალიტებით თამაში დასაწყისიდანვე ტექნიკისა და მა-
სალის მოცულობით უსასრულოდ იზრდებოდა, ხოლო სულიერი მოთ-
ხოვნების მხრივ, მოთამაშეებს რაც შეეხებათ, მაღალ ხელოვნებად და
მეცნიერებად ყალიბდებოდა, მაგრამ მაშინ, ბაზელელის პერიოდში,
თამაშს მაინც ჯერ კიდევ რაღაც არსებითი აკლდა. მანამდე თამაშს უხ-
დებოდა კონცენტრირებული წარმოდგენების ერთმანეთზე რიგებად
მიწყობა, მოწესრიგება, დაჯგუფება და შეპირისპირება, რაც მომდინა-

5
მისტიკური კავშირი (ლათ.).
34
რეობდა აზროვნებისა და მშვენიერის აღქმის სხვადასხვა სფეროდან,
ეს იყო ზედროულ ფასეულობათა და ფორმათა სწრაფი გახსენება, სუ-
ლის სამეფოებში ვირტუოზული ხანმოკლე ფრენა. არსებითად, მოგ-
ვიანებით შემოვიდა თამაშში კონტემპლაციის 6 ცნებაც აღზრდის სფე-
როს სულიერი ინვენტარიდან და, კერძოდ კი, აღმოსავლეთის ქვეყა-
ნაში მომლოცველთა ჩვეულებებიდან და ადათ-წესებიდან. შესამჩნე-
ვი გახდა ერთი ნაკლოვანებაც: მნემონიკოსები 7, რომლებიც სხვა სათ-
ნოებათა გარეშე ვირტუოზულ და ბრწყინვალე თამაშებს თამაშობ-
დნენ. თამაშის მონაწილენი მათი ურიცხვი, სწრაფად, ერთმანეთზე მი-
ყოლებული წარმოდგენების გამო აღტაცებაში მოდიოდნენ და თავს
რეტი ესხმოდათ. და, აი, ეს ვირტუოზულობა თანდათანობით უფრო და
უფრო მკაცრ აკრძალვას დაექვემდებარა და კონტემპლაცია თამაშის
მეტად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხდება, დიახ, ყოველი
თამაშის უმთავრესი ნაწილი მაყურებლისა და მსმენელისათვის. ეს
იყო რელიგიურობისაკენ მობრუნება. ეს მარტო იმისი ცდა კი არ იყო,
რომ მოთამაშე ინტელექტუალურად მიჰყოლოდა ზედმიწევნით, ყუ-
რადღებითა და გავარჯიშებული მეხსიერებით თამაშის იდეების თანა-
მიმდევრობასა და მთელ სულიერ მოზაიკას, არამედ წარმოიშვა უფრო
ღრმა და უფრო სულიერი თვითშეწირვის მოთხოვნა. კერძოდ კი, თი-
თოეული მოთამაშე უნდა დაჰკვირვებოდა ყოველ ნიშანს, რომელსაც
მაშინდელი თამაშის წამყვანი გამოაცხადებდა, მოთამაშე უნდა დაჰ-
კვირვებოდა ამ ნიშანს, მის შინაარსს, წარმოშობას და მნიშვნელობას
საკუთარ თავში წყნარად და მკაცრი ჩაღრმავებით, რაც ყოველ თანა-
მოთამაშეს აიძულებდა, ნიშნის შინაარსი ინტენსიურად და ორგანუ-
ლად წარმოედგინა. კონტემპლაციის ტექნიკა და ვარჯიში ორდენისა
და თამაშის კავშირთა ყველა წევრმა ელიტარული სკოლიდან მოიტა-
ნა, სადაც ჩაღრმავებისა და ჭვრეტის ხელოვნებას უდიდესი გულის-
ხმიერებით ეპყრობოდნენ. ამის საშუალებით თამაშის იეროგლიფები
მანამდე ისე იქნა დაცული, რომ უბრალო ასოებად არ გადაგვარებუ-
ლიყო.

6
მჭვრეტელობა.
7
განსაკუთრებული მეხსიერების მქონე ადამიანები.
35
სხვათა შორის, რიოში მარგალიტებით თამაში, მიუხედავად მეცნი-
ერთა შორის მისი პოპულარობისა, აქამდე მაინც კერძო პრაქტიკად
რჩებოდა, იგი შეიძლებოდა ეთამაშა ერთს, ორს ან ბევრსაც და, მარ-
თლაც, განსაკუთრებით გონებამახვილური, კარგად აგებული და წარ-
მატებული თამაშის პარტიები ჩაიწერებოდა და ცნობილი ხდებოდა ქა-
ლაქიდან ქალაქში, ერთი მხარიდან მეორე მხარეში, რაც აღტაცებას
იწვევდა და ხან კრიტიკასაც იმსახურებდა. მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო
თამაშის ახალმა ფუნქციამ გამდიდრება, როცა მან საჯარო ზეიმის სა-
ხე მიიღო. კერძო თამაში დღევანდელ დღესაც ყოველთვის თავისუფ-
ლად არის შესაძლებელი, რაშიც განსაკუთრებული გულმოდგინებით
ახალგაზრდები ერთვებიან. „რიოში მარგალიტებით თამაში“ – ამ სიტ-
ყვების გაგონებაზე დღესაც მხოლოდ, უწინარეს ყოვლისა, სადღესას-
წაულო, საჯარო თამაშზე გავიფიქრებთ ხოლმე. ისინი ეწყობა არცთუ
ისე დიდი რიცხვის საუკეთესო მოთამაშეთა ხელმძღვანელობით, რო-
მელთაც ყველა ქვეყანაში ლუდი მაგისტრი ანდა თამაშის მაგისტრი
მეთაურობს. მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოწვეული სტუმრები, მსმე-
ნელები აქ იყრიან თავს მოწიწებული განწყობით და მოსმენისას დაძა-
ბულ ყურადღებას იჩენენ. ზოგიერთი ასეთი თამაში გრძელდებოდა
დღეები, მთელი კვირები და იმ ხნის განმავლობაში, როცა ეს თამაში
გამსჭვალულია სადღესასწაულო განწყობით, მისი ყველა მონაწილე
და მსმენელი ცხოვრობს ზუსტი განრიგის მიხედვით, და რადგანაც ეს
თვით ძილის ხანგრძლივობაზედაც ვრცელდება, აბსოლუტური ჩაღ-
რმავების თავშეკავებული და თავდადებული ცხოვრება შესაძლებე-
ლია შედარებულ იქნას მკაცრად მოწესრიგებულ, მონანულის ცხოვრე-
ბასთან, რომელსაც ეწეოდნენ წმინდა ეგნატეს ლოცვითი მსახურების
მონაწილენი.
ამაზე ცოტა მეტის დამატებაც შეიძლებოდა. თამაშთა თამაში ამა
თუ იმ მეცნიერებისა თუ ხელოვნების მონაცვლეობით ჰეგემონიის
დროს ჩამოყალიბდა უნივერსალური ენის სახედ, რომლის საშუალები-
თაც მოთამაშენი აზრით დატვირთულ ნიშნებში რაღაც ფასეულობებს
გამოხატავდნენ. ყველა დროში თამაშს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მუ-
სიკასთან და იგი ტარდებოდა, უმეტესად, მუსიკალური და მათემატი-

36
კური წესების მიხედვით. ერთი, ორი, სამი თემა დადგინდებოდა და
სრულდებოდა, ვარირებას განიცდიდა. ამ თემებს მთლიანად ისეთივე
მსგავსი ბედი დაჰყვებოდათ, როგორც ფუგის ანდა კონცერტის ნაწი-
ლის თემას. შეიძლებოდა, რომელიმე თამაში ამოსულიყო ასტრონო-
მიული კონფიგურაციიდან, ანდა ბახის ერთ-ერთი ფუგიდან, ანდა ლა-
იბნიცის ან უპანიშადების ერთ-ერთი დებულებიდან. და ამ თემიდან
გამომდინარე, შეიძლებოდა მოთამაშის განზრახვისა და ნიჭის მიხედ-
ვით ნათლად გამოხატული, წამყვანი იდეა ან განევითარებინათ და
ჩამოეყალიბებინათ, ანდა მონათესავე წარმოდგენების გადაძახი-
ლით მისი გამოხატულება გაემდიდრებინათ. როგორც კი ახალბედა
მონაწილე ოდნავ გამოამჟღავნებდა იმ უნარს, რომ სპეციალური ნიშ-
ნებით პარალელები გაევლო კლასიკურ მუსიკასა და ბუნების ერთ-ერ-
თი კანონის ფორმულას შორის, კარგ მცოდნესთან და ოსტატთან თა-
მაში თავისუფლად წარიმართებოდა საწყისი თემიდან ვიდრე უსასრუ-
ლო კომბინაციამდეც. მოთამაშეთა განსაზღვრულ სკოლაში დიდი
ხნის მანძილზე პოპულარული იყო ის, რომ ორი მტრული თემა თუ იდეა,
როგორიც არის, მაგალითად, კანონი და თავისუფლება, ინდივიდი და
საზოგადოება, ერთმანეთის პირისპირ დაეყენებინათ და ერთმანეთ-
თან ჰარმონიაში მოეყვანათ; დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას,
რომ ასეთ თამაშში ორივე თემა ანდა თეზისი სრულყოფილად, ტოლ-
ფასი ღირებულებებით, მიუკერძოებლად განევითარებინათ, თეზისი-
დან და ანტითეზისიდან, შეძლებისდაგვარად, სუფთა სინთეზი მი-
ეღოთ. საერთოდ, გენიალური გამონაკლისებიც იყო. ნეგატიური თუ
სკეპტიკური თამაშები დისჰარმონიული გამოძახილის გამო არაპოპუ-
ლარული ხდებოდა და ზოგჯერ სწორედ რომ იკრძალებოდა კიდეც. და
ეს იყო მჭიდროდ დაკავშირებული იმ აზრთან, რაც განვითარების მა-
ღალ საფეხურზე ასულმა თამაშმა მოიპოვა მოთამაშისთვის. ეს ნიშ-
ნავდა სრულყოფილების ძიების მიგნებულ, სიმბოლურ ფორმას, მის
დახვეწილ ალქიმიას, მიახლოებას ყველა სურათ-ხატსა და მრავალ-
ფეროვნებაზე აღმატებულ, თავის თავში შინაგანად ერთიან სულთან,
ე. ი. ღმერთთან. როგორც ადრეული დროების ღვთისმოსავი მოაზროვ-
ნეები, დაახლოებით, ისე აღწერდნენ ცოცხალ ქმნილებათა ცხოვრე-

37
ბას, როგორც უფლისკენ მიმავალ გზას, და ისინი მოვლენათა მრავალ-
ფეროვანი სამყაროს ღვთაებრივ ერთიანობაში ხომ სრულ დასრულე-
ბულობას მოიაზრებდნენ; ამგვარადვე რიოში მარგალიტებით თამაში-
სას აგებული ფიგურები და ფორმულები თხზავდა მუსიკას და ფილო-
სოფოსობდა ერთ მსოფლიო ენაზე, რომელიც ყველა მეცნიერებიდან
და ხელოვნებიდან იკვებებოდა; თამაშითა და მისწრაფებით მიემარ-
თებოდა სრულყოფილებისაკენ, სუფთა ყოფიერებისაკენ, სავსექმნი-
ლი სინამდვილისაკენ. „რეალიზება“ პოპულარულ გამოხატულებას
წარმოადგენდა მოთამაშეებს შორის, როგორც გზას წარმოშობიდან
არსებობამდე, შესაძლებლობიდან სინამდვილემდე, ასე შეიგრძნობ-
დნენ ისინი თავიანთ საქმიანობას. დაე, აქ ნება მოგვეცეს, რომ კიდევ
ერთხელ გავიხსენოთ ნიკოლაუს კუზანელის ზემოთ მოყვანილი ნათ-
ქვამი.
სხვათა შორის, გამონათქვამები ქრისტიანული თეოლოგიიდან
კლასიკურადაა ჩამოყალიბებული და ამიტომ ზოგად კულტურულ მემ-
კვიდრეობას წარმოადგენს, ცხადია, მიღებულ იქნა თამაშის ნიშანთა
ენაში, და შეიძლებოდა, სარწმუნოების რომელიმე მთავარი ცნება ან-
და ბიბლიის ადგილის ზუსტი ტექსტი, ერთი ამონარიდი ეკლესიის რო-
მელიმე მამის ნაწერებიდან, ანდა ლათინური მესის ტექსტიდან ისევე
ადვილად და ზუსტად გამოხატულიყო და თამაშში ყოფილიყო შეტანი-
ლი, როგორც გეომეტრიის რომელიმე აქსიომა ანდა მოცარტის ერთ-
ერთი მელოდია. არა გვგონია, გადაჭარბებული იყოს, თუ ჩვენ იმის
თქმას გავბედავთ, რომ რიოში მარგალიტებით თამაშის ნამდვილ მო-
თამაშეთა ვიწრო წრისთვის თამაშს თითქმის ღვთისმსახურების თანა-
ბარი მნიშვნელობა ჰქონდა.
არასულიერი მსოფლიო ძალების გარემოცვაში გადარჩენისათვის
ბრძოლაში, როგორც რიოში მარგალიტებით მოთამაშენი, ისევე რომის
ეკლესიაც, ძალიან ფრთხილობდნენ, რათა მათ შორის მწვავე დაპი-
რისპირებამდე არ მისულიყო საქმე, თუმცა კი საბაბი ამისთვის არცთუ
ცოტა მოიძებნებოდა, ვინაიდან ორივე მხარის ინტელექტუალური პა-
ტიოსნება და მწვავე, ერთმნიშვნელოვანი ფორმულირებისაკენ გულ-
წრფელი მისწრაფება ურთიერთობათა გაწყვეტისაკენ უბიძგებდა მათ.

38
სისრულეში კი ეს არასოდეს მოსულა. რომი კმაყოფილდებოდა იმით,
რომ თამაშს ხან უფრო კეთილისმყოფელად დაუდგებოდა გვერდში,
ხან უფრო უარმყოფელად ევლინებოდა; მით უმეტეს, რომ მოთამაშე-
ებს მიეკუთვნებოდა კონგრეგაციებსა 8 და უმაღლეს კლერიკალურ
წრეებში მიღებული ზოგიერთი საუკეთესო ნიჭით დაჯილდოებულიც.
თამაში იმ დროიდან მოყოლებული, რაც ოფიციალური თამაშები და
Ludi Magister არსებობდა, ორდენისა და სააღმზრდელო დაწესებულე-
ბის მფარველობის ქვეშ იყო, ერთიცა და მეორეც რომთან დამოკიდე-
ბულებაში მუდმივად ზრდილობისა და რაინდობის განსახიერებას
წარმოადგენდნენ. პაპი პიუს XV, ჯერ კიდევ კარდინალობაში, კარგი
და გულმოდგინე რიოში მარგალიტებით მოთამაშე გახლდათ, ტახტზე
ასვლის შემდეგ კი არა მარტო სამუდამოდ გამოემშვიდობა თამაშს თა-
ვისი წინამორბედების მსგავსად, არამედ ცდილობდა, თამაშისათვის
სასამართლო პროცესი გაემართა; მაგრამ პაპი მანამდე გარდაიცვა-
ლა, სანამ კათოლიკეებს თამაშს უკრძალავდნენ. ცნობილი კაცის ბი-
ოგრაფიაში რიოში მარგალიტებით თამაში ერთ-ერთი ძლიერი გატა-
ცება იყო, რომლის დაძლევაც მას, როგორც პაპს, მხოლოდ მტრობის
ფორმით შეეძლო.
თამაშმა თავისი ოფიციალური საორგანიზაციო სახე მიიღო, თუმცა
კი უფრო ადრე, ცალკეული პირებისა და ამხანაგობების მიერ, იგი თა-
ვისუფლად ტარდებოდა, უკვე დიდი ხნიდან სარგებლობდა სააღ-
მზრდელო უწყების მეგობრული თანადგომით, საფრანგეთსა და ინ-
გლისში, რასაც შემდეგ სხვა ქვეყნებიც საკმაოდ სწრაფად მიჰყვნენ.
ყოველ ქვეყანაში განისაზღვრა თამაშის კომისია და თამაშის უმაღ-
ლესი ხელმძღვანელი, ტიტულით – Ludi Magister, და მაგისტრის მიერ
პირადად წაყვანილი ოფიციალური თამაშები მაღალი სულიერი ზე-
იმურობით გამოირჩეოდა. მაგისტრი ანონიმური რჩებოდა, ცხადია, სუ-
ლიერების სფეროში ყველა სხვა მაღალი და უმაღლესი ფუნქციის შემ-
სრულებელივით. გარდა რამდენიმე ახლობლისა, არავინ იცნობდა მას
თავისი ნამდვილი სახელით. თუმცა კი, ოფიციალურ დიდ თამაშებს,

8
კათოლიკური ეკლესიის გაერთიანებები.
39
რომლებზედაც Ludi Magister გახლდათ პასუხისმგებელი, განკარგულე-
ბაში ეძლეოდათ საჯარო და საერთაშორისო საინფორმაციო საშუა-
ლებები, როგორიცაა რადიო და ასე შემდეგ. გარდა ოფიციალური თა-
მაშების ხელმძღვანელობისა, მაგისტრის მოვალეობებს შეადგენდა
მოთამაშეთა და თამაშის სკოლების თანადგომა, უპირველესად – კი,
მაგისტრებს უმკაცრესად მოეთხოვებოდათ თამაშის შემდგომი განვი-
თარების სიფრთხილით დაცვა; მხოლოდ ყველა ქვეყნის მაგისტრთა
მსოფლიო კომისია წყვეტდა (დღეს ეს უფრო იშვიათად ხდება) ახალი
ნიშნებისა და ფორმულების მიღებას თამაშის შემადგენლობაში, თამა-
შის წესების რამენაირ დამატებებს, ახლად დაკავშირებული. სფეროე-
ბის სასურველად და უსარგებლოდ ცნობას. თუ შევხედავთ თამაშს,
როგორც სულიერ ადამიანთა მსოფლიო ენის სახეობას, მაშინ ქვეყნე-
ბის თამაშის კომისიები, თავიანთი მაგისტრების ხელმძღვანელობით,
მთელი ერთიანობით წარმოადგენენ იმ აკადემიას, რომელიც დგას ამ
ენის შემადგენლობის, შემდგომ განვითარებისა და სუფთად შენარჩუ-
ნების სადარაჯოზე. თითოეული ქვეყნის კომისიის მფლობელობაში
შედის თამაშის არქივი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მთლიანად ფლობს
აქამდე შემოწმებული და მიღებული ნიშნებისა და გასაღებების ერ-
თობლიობას, რომელთა რაოდენობაც დიდი ხანია მეტადაა გაზრდი-
ლი, და იგი აღემატება ძველი ჩინური დამწერლობის ნიშანთა რიცხვს.
ზოგადად, რიოში მარგალიტებით მოთამაშეთათვის საჭიროა სათანა-
დო წინასწარი განათლება, მათ მიერ გავლილი უმაღლესი სკოლების
დამამთავრებელი გამოცდა, კერძოდ კი, ელიტარული სკოლებისა,
მაგრამ მაინც წინაპირობად იყო და რჩება საიდუმლოდ, გამორჩევით,
ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერების ან მუსიკის ცოდნა. თამაშის კომისი-
ის წევრობამდე, ან სულაც, Ludi Magister-ობამდე მიღწევა, თითქმის
ყველა თხუთმეტი წლის ყმაწვილის ოცნება იყო ელიტარულ სკოლებ-
ში. მაგრამ დოქტორანტებში კი მცირე ნაწილი თუ მოიძებნებოდა, რო-
მელსაც სერიოზულობით, მყარად გააჩნდა პატივმოყვარეობა, რომ აქ-
ტიურად ემსახურა რიოში მარგალიტებით თამაშისათვის, მისი შემ-
დგომი განვითარებისათვის. სამაგიეროდ, თამაშის ყველა ეს მოყვა-
რული ბეჯითად იწვრთნებოდა თამაშისმცოდნეობასა და მედიტაცია-

40
ში – და „დიდი“ თამაშებისათვის მოკრძალებულ და თამაშით გატაცე-
ბულ მონაწილეთაგან ადგენდა იმ უშინაგანეს რგოლს, რომლებიც სა-
ჯარო თამაშებს საზეიმო ხასიათს აძლევენ და იცავენ მარტოოდენ დე-
კორაციულ აქტებად გადაგვარებისაგან. ამ ნამდვილ მოთამაშეთა და
მოყვარულთათვის Ludi Magister წარმოადგენს მთავარს ანდა თავდა-
პირველ ღვთისმსახურს, თითქმის ღვთაებას.
ყოველი დამოუკიდებელი მოთამაშისათვის, მით უმეტეს, მაგის-
ტრისათვის, რიოში მარგალიტებით თამაში, პირველ რიგში, მუსიკის
შესრულებაა, დაახლოებით, იმ სიტყვებით გადმოცემული, რაც იოზეფ
კნეხტს ერთხელ კლასიკური მუსიკის შესახებ უთქვამს:
„ჩვენ ვთვლით კლასიკურ მუსიკას ჩვენი კულტურის არსად და
იდეალად, რამეთუ იგი არის მისი ყველაზე უფრო ნათელი, დამახასია-
თებელი და გამომსახველი ჟესტი და გამოხატულება. ჩვენ ამ მუსიკაში
ვფლობთ ანტიკური ხანისა და ქრისტიანობის მემკვიდრეობას, მხი-
არული და მამაცი ღვთისმოსაობის სულს, უბადლო, რაინდულ ზნე-
ობას. რადგან ზნეობა ნიშნავს ყოველი კლასიკური კულტურის გამომ-
სახველ ჟესტს, ადამიანური ქცევის მიღებული ნიმუშის თავმოყრილ გა-
მოხატულებას. 1500-დან 1800 წლამდე ხომ ყველანაირი მუსიკა შეიქ-
მნა, სტილი და გამოხატვის საშუალება ყველაზე უფრო განსხვავებული
იყო, მაგრამ სული, უფრო მეტად კი – ზნეობა და მორალი, ყველგან ერ-
თი და იგივეა. მუდამ არის თავის დაჭერის მანერა, რომლის გამოხატუ-
ლებასაც წარმოადგენს კლასიკური მუსიკა, იგი ეყრდნობა ცხოვრების
შეცნობის ერთსა და იმავე ხასიათს. კლასიკური მუსიკის გამომსახვე-
ლი ჟესტი ნიშნავს: კაცობრიობის ტრაგიზმის ცოდნას, ადამიანის ბედ-
თან შეგუებას, სიმამაცეს, მხიარულებას! და თუ ეს ჰენდელის ანდა კუ-
პერენის მენუეტის გრაციაა, თუ დახვეწილი მგრძნობელობის ნაზი გა-
მომსახველი ჟესტია, როგორც ეს მრავალ იტალიელთან ანდა მოცარ-
ტთანაა, ანდა წყნარი, მშვიდი მზადყოფნა სიკვდილისათვის, როგორც
ეს ბახთანაა, ყოველთვის არის ამაში რაღაც „საწინააღმდეგოც“: შე-
უპოვარი ბრძოლა სიკვდილთან, რაღაცნაირი რაინდულობა, რაღაც-
ნაირი გამოძახილი ზეადამიანური სიცილისა, უკვდავი სიმხიარულისა.

41
და მან ასე უნდა იჟღეროს ჩვენს რიოში მარგალიტებით თამაშში,
მთელ ჩვენს ცხოვრებაში, ქმედებასა და განცდებში“.
ეს სიტყვები კნეხტის ერთ-ერთმა მოწაფემ ჩაწერა. და ამ სიტყვე-
ბით ვამთავრებთ რიოში მარგალიტებით თამაშის ჩვენეულ მიმოხილ-
ვას.

42
ლუდი მაგისტრის, იოზეფ კნეხტის
ცხოვრების აღწერა

43
მოწოდება

იოზეფ კნეხტის წარმოშობის შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობი-


ლი, ელიტარული სკოლის მრავალ სხვა მოწაფეთა მსგავსად. მან ან
ადრე დაკარგა მშობლები, ანდა აღმზრდელობითმა უწყებამ არასა-
სურველი ურთიერთობებიდან გამოიხსნა და შვილად აიყვანა. ყოველ
შემთხვევაში, ის გადაურჩა ელიტარულ სკოლასა და მშობლებს შორის
კონფლიქტს, რაც ზოგიერთ სხვა მის თანატოლს ახალგაზრდულ წლებ-
ში ტვირთად აწვა: მათ ორდენში შესვლას უძნელებდა და რაც, ხში-
რად, ნიჭიერ ახალგაზრდებს ემართებოდათ ხოლმე, სულიერად ამძი-
მებდა და რთულ ხასიათს უყალიბებდა. კნეხტი იმ ბედნიერთა რიცხვს
ეკუთვნის, რომლებიც, კასტალიისათვის, ორდენსა და სააღმზრდელო
უწყებაში სამსახურისათვის არიან დაბადებულნი და ზედგამოჭრილ-
ნი. თუმცა კი მისთვის სულიერი ცხოვრების პრობლემატიკა უცნობი არ
დარჩენილა, მაინც მოუწია განეცადა ყოველი ნიჭიერი, სულიერი ადა-
მიანის ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, მხოლოდ პი-
რადი სიმწრის გარეშე. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ მაინცდამაინც ამ
ტრაგიზმმა კი არ მიგვიზიდა საიმისოდ, რომ იოზეფ კნეხტის პიროვნე-
ბისთვის მიგვეძღვნა ჩვენი შესავალი მიმოხილვა. ეს არის ის მეტად
წყნარი, შთაგონებული, სხივმფრქვეველი თვისება, რომლითაც კნეხტი
თავის ბედს, თავის ნიჭს, თავის დანიშნულებას განახორციელებდა.
როგორც ყოველ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადამიანს, მასაც
აქვს თავისი შინაგანი ხმა და თავისი Amor fati 9, მაგრამ თავისი Amor
fati სიბნელისა და ფანატიზმისგან თავისუფალი ჩანს. მართლაც, ჩვენ
არ ვიცით და არ გვსურს იმის დავიწყება, რომ რაც უნდა ობიექტურად,
მეტი სიფხიზლითა და დიდი მონდომებით გადმოვცეთ ისტორია, მა-
ინც ვერ ავარიდებთ თავს მესამე განზომილებას, ფიქციას, თუნდაც დი-
დი ადამიანების მაგალითებს მოვიყვანთ: ჩვენ მაინც არ ვიცით, იოჰან
სებასტიან ბახი ანდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ცხოვრებაში ხალი-
სიანები იყვნენ, თუ მძიმე განწყობით ცხოვრობდნენ. მოცარტმა ჩვენ

9
სიყვარული ბედისადმი (ლათ).
44
დაგვიტოვა ადრეული სრულყოფილების თავისებურად მგრძნობიარე
და სიყვარულის აღმძვრელი ბრწყინვალე შემოქმედება, ბახმა ჩვენ-
თვის შექმნა აღმშენებლობითი, მაგალითის მომცემი მუსიკა ვნებებისა
და სიკვდილის გარდაუვალობისა, როგორც ღვთის მამობრივი ნები-
სადმი მორჩილება. მაგრამ ჩვენ ამას ვკითხულობთ არა მათი ბიოგრა-
ფიებიდან და პირადი ცხოვრებიდან გადმოცემული ამბების საშუალე-
ბით, არამედ მხოლოდ მათი ნაწარმოებებიდან, მათი მუსიკიდან. უფ-
რო შორს მივდივართ ბახთან, ვისი ბიოგრაფიაც ვიცით და რომლის სუ-
რათ-ხატსაც ჩვენ მისივე მუსიკით წარმოვიდგენთ, და კიდევ, უნებლი-
ეთ მის შემდგომ ბედს ჩვენს ფანტაზიაში ისე წარმოვსახავთ, თითქოს-
და ვაიძულებთ მას, რომ სიცოცხლეშივე იცოდეს და ღიმილით დუმ-
დეს, რომ მთელი მისი ნაწარმოებები მისი სიკვდილის შემდეგ იქნება
დავიწყებული, რომ მისი ხელნაწერები მაკულატურაში წავა, მის ნაც-
ვლად მისი ერთ-ერთი ვაჟი „დიდი ბახი“ გახდება და წარმატებას მი-
აღწევს, რომ მისი შემოქმედება შემდეგ ფელეტონურ ეპოქაში კვლავ
გამოიღვიძებს და გაუგებრობებსა და ბარბაროსობაში აღმოჩნდება,
და ასე შემდეგ; ზუსტად ისევე ვართ მიდრეკილნი, რომ ჩვენს ფიქრებში
ვთხზავდეთ და მივაწერდეთ ჯერ კიდევ ცოცხალ, ჯანმრთელობისა და
შემოქმედებითი ძალების აყვავების ხანაში მყოფ მოცარტს იმის ცოდ-
ნას, რომ სიკვდილის ხელი უკვე ეხება მას, როცა ნაწარმოები უკვე
ხელთ გვაქვს, ისტორიკოსს ძალა აღარ შესწევს სხვაგვარად წარმო-
იდგინოს, ის ნაწარმოებს ავტორის, შემოქმედის ცხოვრებასთან
აერთიანებს, როგორც ერთი ცოცხალი მთლიანობის ორ განუყოფელ
ნაწილს; ასე მოვიაზრებთ ჩვენ ამას მოცარტთან და ბახთან, ასე ვაკე-
თებთ ჩვენ კნეხტთანაც, თუმცა ის ჩვენს არაშემოქმედებით ეპოქას
ეკუთვნის, როცა ჩვენ ვცდილობთ, კნეხტის ცხოვრება ავსახოთ, ამით
მისი ცხოვრების განმარტებასაც ვცდილობთ. ჩვენ, როგორც ისტორი-
კოსები, ღრმად ვწუხვართ, რომ მისი ცხოვრების უკანასკნელ ნაწილზე
თითქმის ყველა ნამდვილი ცნობა გვაკლია, მაგრამ ჩვენი საქმისათ-
ვის ის გარემოება გვმატებს ხალისს და მხნეობას, რომ კნეხტის ცხოვ-
რების ეს უკანასკნელი ნაწილი ლეგენდადაა ქცეული. ჩვენ ამ ლეგენ-
დას ვღებულობთ და ვეთანხმებით, თუნდაც ის მხოლოდ კეთილი გა-

45
მონაგონი იყოს. როგორც კნეხტის დაბადებისა და წარმოშობის შესა-
ხებ არაფერი ვიცით, ისე არც მისი აღსრულების პერიოდის შესახებ ვი-
ცით რამე. ჩვენ არანაირი საბუთი არ გაგვაჩნია იმისა, რომ ეს დასას-
რული შემთხვევითობად მივიჩნიოთ. რაც მისი ცხოვრების შესახებ ვი-
ცით, ყველაფერი აშკარად ლაგდება განვითარების თანმიმდევრულ
საფეხურებად და თუ მისი ცხოვრების დასასრულის შესახებ ლეგენ-
დით შემოთავაზებულ ამბავს ვიზიარებთ და ვიჯერებთ, ასე იმიტომ
ვიქცევით, რომ მისი ცხოვრების უკანასკნელ საფეხურად სწორედაც
რომ მთლიანად შეესაბამება ლეგენდით გადმოცემული ამბავი. ჩვენ,
იმასაც ვაღიარებთ, რომ მისი ცხოვრების ლეგენდაში გადასვლა ბუ-
ნებრივად და სწორად მიგვაჩნია; აკი ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ
სიცოცხლეს კვლავაც აგრძელებს ვარსკვლავედი, რომელიც ჩვენი
მზერის არეს გასცდება და ჩვენთვის უკვე „ჩასულია“. იოზეფ კნეხტმა
უმაღლეს საფეხურს მიაღწია იმ სამყაროს შიგნით, სადაც ჩვენ, ავტო-
რიცა და მკითხველებიც, ამ ჩანაწერებით მის ცხოვრებას მივყვებით,
და ეს მან – ისე წარმართა, რომ იგი ლუდი მაგისტრად, წინამძღოლად
იქცა და იმავდროს ნიმუში გახდა სულიერად განვითარებული და სუ-
ლიერებისაკენ მისწრაფებული ადამიანებისთვის, სამაგალითოდ გა-
უძღვა და განავითარა გადმოცემული სულიერი მემკვიდრეობა და იმ
ტაძრის უმაღლეს მსახურად წარმოჩნდა, რომელიც ყველა ჩვენგანი-
სათვის წმინდაა. მან მაგისტრობის სფეროს, ჩვენი იერარქიის უმაღ-
ლეს მწვერვალს, არა მარტო მიაღწია და გაითავისა. იგი მან გადალა-
ხა და იმ ზომით გასცდა, რომ ჩვენ მხოლოდ ღრმა პატივისცემით შეიძ-
ლება წარმოვიდგინოთ. და სწორედ ამიტომ სრულიად ბუნებრივად და
მისი ცხოვრებისთვის შესაფერისად გვეჩვენება, რომ მისი ცხოვრების
დასასრული გავიდა დანარჩენ განზომილებებს იქით და ლეგენდად
იქცა. ჩვენ ამ ფაქტის საოცრებას ვიღებთ, გვახარებს ეს საოცრება და
აღარც კი გვსურს ამაზე ბევრი რამის მინიშნება. მაგრამ რამდენადაც
კნეხტის ცხოვრება ისტორიაც არის, ჩვენ გვსურს, რომ მასზე, როგორც
ისტორიაზე, ვილაპარაკოთ; ამიტომ შევეცადეთ, ზუსტად ისე გადმოგ-
ვეტანა, ისე გადმოგვეცა მისი ამბავი, როგორც ეს მისი ცხოვრების
კვლევისას დავინახეთ.

46
მისი ბავშვობიდან, ანუ იმ პერიოდიდან, ვიდრე მას ელიტარულ
სკოლაში მიიღებდნენ, ერთადერთი შემთხვევა ვიცით. ეს არის განსა-
კუთრებული და სიმბოლური მნიშვნელობისა, რადგანაც ეს წარმოად-
გენს სულიერების პირველ დიდ გამოძახილს მასში, თავისი მოწოდე-
ბის პირველ გამოვლენას, და აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მოწოდე-
ბა მეცნიერების მხრიდან კი არ მოსულა მასთან, არამედ მუსიკის მხრი-
დან. მისი ბიოგრაფიიდან ამ ნაწილის ცოდნას, როგორც თითქმის ყვე-
ლა მოგონებას კნეხტის პირადი ცხოვრებიდან, ვუმადლით რიოში მარ-
გალიტებით თამაშის ერთ-ერთ მოწაფეს, მის ერთგულ თაყვანისმცე-
მელს, ვინც თავისი დიდი მასწავლებლის მრავალი გამონათქვამი და
მონათხრობი ჩაიწერა.
კნეხტი მაშინ, დაახლოებით, თორმეტ-ცამეტი წლის ასაკში ლათი-
ნური სკოლის მოწაფე გახლდათ ცაბერვალდის განაპირას, პატარა ქა-
ლაქ ბეროლფინგენში, რაც, სავარაუდოდ, მისი დაბადების ადგილიც
უნდა იყოს. ყმაწვილი დიდხანს იღებდა ლათინურ სკოლაში სტიპენდი-
ას და მასწავლებელთა კოლეგიამ, ძირითადად, მუსიკის მასწავლებ-
ლებმა, ორ-სამჯერ უმაღლეს უწყებაში წარადგინა ელიტარულ სკოლა-
ში მისაღებად. მაგრამ თავად მოწაფემ ამის შესახებ არაფერი იცოდა
და არც ჰქონია შეხება ელიტარულ თუ უმაღლესი აღზრდის დაწესებუ-
ლებათა მაგისტრებთან. მას მუსიკის მასწავლებელმა (ის სწავლობდა
მაშინ ვიოლინოსა და ბარბითის დაკვრას) აცნობა, მოკლე ხანში ბე-
როლფინგენში მუსიკის მაგისტრი მოდის სკოლაში მუსიკის სწავლების
შესამოწმებლადო. მაშასადამე, იოზეფს მუყაითობა უნდა გამოეჩინა
და ემეცადინა, რომ საკუთარი თავი და მასწავლებელი არ შეერცხვინა.
ამ ამბავმა ყმაწვილზე ძალიან იმოქმედა, რადგანაც ცხადია, მან ზუს-
ტად იცოდა, თუ ვინ იყო ეს მუსიკის მაგისტრი, ვინც დაახლოებით, წე-
ლიწადში ორჯერ გამოჩნდებოდა ხოლმე, როგორც რეგიონის რომე-
ლიღაც უმაღლესი სააღმზრდელო უწყების სასკოლო. ინსპექტორი. იგი
მიეკუთვნებოდა იმ თორმეტ საპატიო ხელმძღვანელთა რიცხვს, რომ-
ლებიც თითქმის კერპებად ჰყავდათ ქცეულნი, და ისინი ამ მნიშვნე-
ლოვანი უწყებიდან მობრძანდებოდნენ ხოლმე, ამასთანავე მთელი
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის წარმომადგენელნი გახლდნენ მუსიკის

47
ყველანაირ დარგში. ესე იგი, მუსიკის მაგისტრი, Magister Musicae პირა-
დად მოდიოდა ბეროლფინგენში! ქვეყანაზე არსებობდა მხოლოდ ერ-
თადერთი პიროვნება, რომელიც ყმაწვილ იოზეფისთვის, ალბათ, ძალ-
ზე ზღაპრული და იდუმალებით აღსავსე იყო: რიოში მარგალიტებით
თამაშის მაგისტრი გამოიძახეს მუსიკის მაგისტრთან შესახვედრად,
იგი წინასწარ შემზარავმა და საშინელმა მოწიწებამ შეიპყრო, ამ კაცს
წარმოიდგენდა ხან მეფესავით, ხან ჯადოქარივით, ხან თორმეტ მოცი-
ქულთაგან ერთ-ერთივით, ანდა კლასიკური პერიოდებიდან, საოცრად
დიდ ხელოვანთაგან რომელიმესავით, როგორც, მაგალითად, მიქაელ
პრეტორიუსი, კლაუდიო მონტევერდი, ი. ი. ფრობერგერი, ანდა იოჰან
სებასტიან ბახია, მას გულის სიღრმეში ის წუთი ახარებდა, როცა იგი
ვარსკვლავივით გამობრწყინდებოდა, როგორ ძრწოდა იგი მის წინაშე,
რომ სულიერების სამყაროს ერთ-ერთი კერპად ქცეული ადამიანი,
მთავარანგელოზის მსგავსი, უნდა თვალით ეხილა აქ, ამ პატარა ქა-
ლაქის ლათინურ სკოლაში; პირადად შეხვდებოდა ერთ-ერთ იდუმა-
ლებით მოცულ და უძლიერეს რეგენტს. მაგისტრი მას, ალბათ, დაელა-
პარაკებოდა, გამოსცდიდა, ნაკლს აღმოუჩენდა, ანდა შეაქებდა, ეს
დიდი საქმე და დიდი საოცრება იყო, იშვიათი ზეციური გამოცხადებაც:
და ეს კიდეც აღსრულდა, როგორც მასწავლებლები ირწმუნებოდნენ,
ათეული წლებია, რაც პირველად მოდიოდა მუსიკის მაგისტრი ამ ქა-
ლაქში და ამ პატარა ლათინურ სკოლაში. მოსალოდნელს ყმაწვილი
მრავალ სურათად წარმოიდგენდა. უპირველეს ყოვლისა, ის დიდ სა-
ერთო ზეიმსა და მიღებაზე ფიქრობდა, როგორიც მან ერთხელ უკვე გა-
ნიცადა ახალი ბურგომისტრის დანიშვნისას: სასულე ორკესტრითა და
დროშებით მორთული ქუჩები, ის კი არადა, ფოიერვერკიც. კნეხტის ამ-
ხანაგებსაც ჰქონდათ ასეთი წარმოდგენები და იმედები. მის წინასწარ
სიხარულს მხოლოდ ის ფიქრი აყენებდა ჩრდილს, რომ იგი თავად ამ
დიდ ადამიანთან ახლოს მივიდოდა, მაგრამ, ალბათ, ამ დიდი მცოდნე
კაცის წინაშე თავისი მუსიკითა და თავისი პასუხებით წარმოუდგენ-
ლად შეირცხვენდა თავს. მაგრამ ეს აზრები მას არა მარტო აწამებდა,
ატკბობდა კიდეც, და სადღაც, გულის კუნჭულში, მოსწონდა, მაგრამ
თავს არ უტყდებოდა. და მთელი ეს მოსალოდნელი ზეიმი დროშებითა

48
და ფოიერვერკებით, მთელი ამ საოცარი სიხარულის მიუხედავად, მას
დიდხანს ისე ლამაზად, ისე ამაღელვებლად და განსაკუთრებულად
მაინც არ ესახებოდა, როგორც სწორედ ის გარემოება, რომ იგი, პატარა
იოზეფ კნეხტი, ამ პიროვნების წინაშე აღმოჩნდებოდა. სადღაც ხომ მა-
ინც მისი გულისათვის, იოზეფის გულისათვის ბეროლფინგენში სტუმ-
რად მობრძანდებოდა; რამეთუ იგი ჩამობრძანდა მუსიკის მეცადინეო-
ბის შესამოწმებლად, და მუსიკის მასწავლებელი იმასაც შესაძლებ-
ლად მიიჩნევდა, რომ იგი მასაც გამოსცდიდა.
მაგრამ, ცხადია, იქნებ იქამდე არ მისულიყო საქმე, ეს თითქმის შე-
უძლებელი ჩანდა, რომ მაგისტრს სხვაგვარად ემოქმედა, პატარა ბი-
ჭისათვის ვიოლინოს დაკვრის ნება არ მიეცა. იგი ხომ მხოლოდ უფროს
და გამორჩეულ მოწაფეებს შეხვდებოდა და მოუსმენდა?! ასეთ ფიქ-
რებში ჩაძირული ყმაწვილი მოელოდა იმ დღეს და დადგა ეს დღე და
დაიწყო იმედის გაცრუებით: მუსიკა არ ჟღერდა ქუჩებში, დროშებითა
და გვირგვინებით არ მოირთო სახლები და, როგორც ყოველ ცისმარე
დღეს, მათ ხელში თავიანთი წიგნები და რვეულები უნდა აეღოთ და
ჩვეულებრივ წასულიყვნენ გაკვეთილზე, და თვით საკლასო ოთახშიც
კი არ იყო არანაირი კვალი ზეიმურობისა და მორთვა-მოკაზმულობი-
სა, ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ყველა სადაც დღეს. მეცადი-
ნეობა დაიწყო, მასწავლებელს იგივე, ყოველდღიური ტანსაცმელი ეც-
ვა, როგორც მუდამ, არანაირი საუბრით, არცერთი სიტყვით არ ახსე-
ნებდა ამ დიდ საპატიო სტუმარს.
მაგრამ მეორე თუ მესამე გაკვეთილზე ნავსი გატყდა. კარს ვიღაც
შეეხო, სკოლის დირექტორი შემოვიდა, მასწავლებელს მიესალმა და
აცნობა, მოწაფე იოზეფ კნეხტი თხუთმეტიოდე წუთში მუსიკის მასწავ-
ლებელთან გამოცხადდესო და ყურადღება მიაქციოს იმას, რომ კარ-
გად დავარცხნილი თმა, სუფთა და მოწესრიგებული ფრჩხილები ჰქონ-
დესო. კნეხტი შიშისაგან გადაფითრდა, ბარბაცით დატოვა სკოლა, მი-
ირბინა ინტერნატში, ჩამოიხსნა წიგნების ჩანთა, დაიბანა და დაივარ-
ცხნა, კანკალით აიღო თავისი ვიოლინოს ყუთი და სავარჯიშო რვეული
და გაემართა სკოლაზე მიშენებულ შენობაში, მუსიკის ოთახისაკენ.
ყელში რაღაც ებჯინებოდა. ერთი აღელვებული თანაკლასელი კიბეზე

49
მიეგება და სამეცადინო ოთახი მიასწავლა, თან უთხრა: „აქ უნდა მო-
იცადო გამოძახებამდეო“.
ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მისთვის საუკუნე გა-
ვიდა; მას არავინ დაუძახა, მაგრამ ერთი კაცი მოვიდა, ერთი ჭარმაგი
კაცი, როგორც ეს თავიდან მოეჩვენა, არც ისე მაღალი, თეთრთმიანი
კაცი, ლამაზი, ნათელი სახითა და გამჭოლი მზერით – ღია ცისფერი
თვალებიდან რომ გამოკრთოდა. ამ მზერას, შეიძლებოდა, კაცი შეეძ-
რწუნებინა, მაგრამ ის მარტო გამჭოლი კი არ იყო, არამედ, მოზეიმეც.
ეს იყო არა დამცინავი ანდა მოღიმარი, არამედ წყნარად მბრწყინავი,
მშვიდი სიხარულის მფენი მზერა. მან ყმაწვილს ხელი ჩამოართვა და
თავი დაუკრა, დაფიქრებული ჩამოჯდა სკამზე ძველ, ბევრის მნახველ
როიალთან და ჰკითხა: „შენ ხარ იოზეფ კნეხტი? შენი მასწავლებელი
შენით კმაყოფილი ჩანს, ვფიქრობ, მას მოსწონხარ. მოდი, ახლა ცოტა
დავუკრათ“. კნეხტს თავისი ვიოლინო ადრევე მოემზადებინა. მოხუცმა
აიღო „ლა“, და ბიჭმა შეუთანხმა, შემდეგ კი მუსიკის მაგისტრს გამომ-
ცდელად და შიშით შეხედა, „რას დაუკრავდი სიამოვნებით?“ – ჰკითხა
მაგისტრმა, მოწაფემ პასუხი არ გასცა, მოხუცისადმი საოცარი მოწიწე-
ბით განიმსჭვალა, არასოდეს ენახა ასეთი ადამიანი. ყოყმანით წაავ-
ლო ხელი ნოტების რვეულს და მის წინ დაიჭირა, „არა, – თქვა მაგის-
ტრმა, – მე მინდა, რომ შენ ზეპირად დაუკრა სავარჯიშო ნაწარმოები კი
არა, რაღაც უბრალო, რაც ზეპირად იცი, სიმღერა შეიძლება, რაც შენ
გიყვარს“.
კნეხტი დაიბნა და, მისი სახითა და თვალებით მოჯადოებულმა, პა-
სუხი ვერ გასცა. ძალიან რცხვენოდა თავისი დაბნეულობისა, მაგრამ
ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. მაგისტრი არ აძალებდა, მან ერთი თი-
თით დაიწყო რაღაც მელოდიის დაკვრა, ყმაწვილს შეხედა გამომცდე-
ლად, რომელმაც თავი დაუკრა და მაშინვე აჰყვა მელოდიას ხალისით.
ეს იყო ერთი ძველი სიმღერა, სკოლაში ხშირად რომ მღერიან ხოლმე.
„კიდევ ერთხელ!“ – უთხრა მაგისტრმა. კნეხტმა მელოდია გა-
იმეორა, და მოხუცი ახლა მეორე ხმას უკრავდა, და ძველი სიმღერა ორ
ხმაში აჟღერდა პატარა სამეცადინო ოთახში.
„კიდევ ერთხელ!“

50
კნეხტი უკრავდა და მაგისტრი იღებდა მეორეს, მესამე ხმასაც. სამ
ხმაში აჟღერდა ოთახში მშვენიერი ძველი სიმღერა.
„კიდევ ერთხელ!“ – და მაგისტრმა სამი ხმა ერთად აიღო.
„ლამაზი სიმღერაა! – თქვა მაგისტრმა წყნარად. – დაუკარი ახლა
ერთი ალტის დიაპაზონში!“
კნეხტმა მოისმინა და დაიწყო დაკვრა. მაგისტრმა პირველი ტონი
მისცა და, აი სამი სხვადასხვა ხმა მიაყოლა და მოხუცი სულ ამას იმეო-
რებდა: „კიდევ ერთხელ!“ და ყოველთვის უფრო შემართებულად
ჟღერდა. ბევრჯერ დაუკრეს მათ სიმღერა, მეტი მიხვედრა აღარ იყო
საჭირო, და ყოველი გამეორებისას სიმღერა უკვე თავისთავად უფრო
მდიდრდებოდა სხვადასხვა ელფერითა და იმპროვიზაციით. პატარა,
ცარიელ ოთახს, ნაშუადღევს კაშკაშა სინათლე რომ მოსდგომოდა, მუ-
სიკის ტონთა საზეიმო ჟღერა ავსებდა.
ცოტა ხნის შემდეგ მოხუცმა დაკვრა შეწყვიტა და იკითხა: „საკმარი-
სია?“ კნეხტმა თავი გააქნია და ახლიდან დაიწყო დაკვრა, უმალვე გა-
ახსენდა ის სხვა თავის სამ ხმასთან ერთად და ახლა ეს ოთხი ხმა მი-
ემართებოდა თხელ და სუფთა ხაზებად, ურთიერთშორის საუბრით. ხა-
ლისიანად ირხეოდა ხმები, ჩნდებოდა ფიგურები და ყმაწვილი და მო-
ხუცი სხვა არაფერზე აღარ ფიქრობდნენ, მიჰყვებოდნენ მშვენიერ, შეხ-
მატკბილებულ ხმებსა და ფიგურებს, ხაზთა შეხვედრებისას რომ წარ-
მოჩნდებოდა და ისინი, ამ ქსელში აღმოჩენილები, ქმნიდნენ უხილავ
მუსიკას, ნელა ირწეოდნენ და ყურს მიუგდებდნენ უხილავ კაპელმაის-
ტერს, ვიდრე მაგისტრმა, როცა კვლავ დასრულდა მელოდია, თავი
უკანასკნელად არ გადასწია და ჰკითხა: „იოზეფ, მოგეწონა?“
სახეგაბრწყინებულმა მადლიერებით შეხედა კნეხტმა მას. სხივებს
აფრქვევდა იგი, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს.
„ახლა თითქმის უკვე იცი, თუ რა არის ფუგა, არა?“ – ჰკითხა მაგის-
ტრმა.
კნეხტს სახეზე დაეჭვება დაეტყო, მას ფუგები უკვე მოესმინა, მაგ-
რამ სამეცადინოდ ჯერ არ ჰქონია.
„კარგი, – უთხრა მაგისტრმა, – მაშინ მე გაჩვენებ. შენ ძალიან სწრა-
ფად მიხვდები, თუ ჩვენ ფუგებს თვითონ შევთხზავთ. ესე იგი: ფუგას,

51
უპირველესად, ერთი თემა მიეკუთვნება, თემას დიდხანსაც არ დავუწ-
ყებთ ძებნას, ჩვენი სიმღერებიდან ვისარგებლებთ.“
მან აიღო ტონი და მიაყოლა მელოდია. სიმღერის პატარა ნაწილი
შესანიშნავად და გამოკვეთილად ჟღერდა. მან თემა კიდევ ერთხელ
გაიმეორა და გააგრძელა, და უკვე მოვიდა პირველი შესავალი, მე-
ორემ კვინტა შეცვალა კვარტად, მესამე შესავალმა პირველი ერთი
ოქტავით მაღლა, ასევე მეოთხემ მეორე, დომინანტის ტონში ექსპოზი-
ცია კლაუზულით დამთავრდა, მეორე შესრულება თავისუფლად იც-
ვლებოდა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ტონებში, მესამე სუბ-
დომინანტისკენ გადაიხარა და დამთავრდა მთავარ ტონზე კლაუზუ-
ლით. ყმაწვილი დაფიქრებული შეჰყურებდა შემსრულებლის თეთრ
თითებს. მისი სახის გამომეტყველებაში მან დაიჭირა დიდი ძალისხმე-
ვა და იმასაც ჩასწვდა, თუ როგორი სიდინჯით განავითარა მან ნაწარ-
მოების თემა. ნახევრად დახრილი წამწამებიდან მშვიდი თვალები მო-
უჩანდა. მისდამი პატივისცემამ და სიყვარულმა ყმაწვილს გული შეუძ-
რა, მისმა ყურმა მოისმინა ფუგა, მას ეჩვენებოდა, რომ დღეს პირვე-
ლად მოისმინა მუსიკა. თვალწინ წარმოუდგა ახლახან შესრულებული
მუსიკალური ნაწარმოების სული, კანონისა და თავისუფლების მსახუ-
რებისა და ბატონობის ბედნიერების მომტანი ჰარმონია. მან იგრძნო
და შეაქო ეს სული და მაგისტრი; ამ წუთებში ის ხედავდა თავის თავს,
თავის ცხოვრებას და მთელ სამყაროს და ხვდებოდა, თუ როგორ მიუძ-
ღვებოდა ამ ყველაფერს, აწესრიგებდა და განსაზღვრავდა მუსიკის
სული. და როდესაც დაკვრა დასრულდა, იგი ხედავდა პატივცემულ
ადამიანს, მუსიკის საუცხოო მცოდნეს და მეფეს, რომელიც ჯერ კიდევ
ოდნავ დახრილიყო კლავიშებზე, შინაგანად წყნარად განათებული სა-
ხით, და მან არ უწყოდა ამ წუთებში განცდილი ნეტარების გამო სიხა-
რული ეგრძნო თუ ტირილი წასკდომოდა, და ეს წუთები უკვე ჩავლილი-
ყო. აი, ნელა წამოდგა მოხუცი სკამიდან, სიხარულით შეხედა მას თა-
ვისი ცისფერი, გამჭოლი თვალებით და მეგობრულად წარმოთქვა:
„არსად შეიძლება ორი ადამიანის ისე იოლად დამეგობრება, როგორც
მუსიკის შესრულებისას. ეს მშვენიერი საქმეა. იმედია, მეგობრები დავ-
რჩებით მე და შენ. შეიძლება, შენ ფუგების შეთხზვა ისწავლო, იოზეფ.“

52
ამ სიტყვებით ჩამოართვა ხელი და კარისკენ წავიდა. კარში ის ერ-
თხელ კიდევ მობრუნდა და გამოსამშვიდობებლად ოდნავ დაუკრა თა-
ვი ზრდილობიანად.
კნეხტმა მრავალი წლის შემდეგ ეს ამბავი თავის მოწაფეს უამბო:
იმ ოთახიდან ქუჩაში გამოსულს ქალაქი და სამყარო უფრო მეტად შეც-
ვლილი და საოცარი მოეჩვენა, ვიდრე მაშინ, მართლა დროშებითა და
გვირგვინებით, ლენტებითა და ფოიერვერკებით მორთული რომ დახ-
ვედროდა. ის, რაც მან განიცადა, მისი მოწოდების გამოვლენა იყო,
რომლისთვისაც, შეიძლებოდა, ნამდვილად საიდუმლოება ეწოდები-
ნათ. იდეალური სამყარო ხილულად იქცა, რაც აქამდე ახალგაზრდი-
სათვის მხოლოდ ნაწილობრივ იყო ნაცნობი მოსმენითა და მწველი
ოცნებებით. ეს სამყარო არა მარტო არსებობდა სადღაც შორეულ წარ-
სულსა თუ მომავალში, არა, ის აქ იყო, სინამდვილეში, სხივებს აფ-
რქვევდა, აგზავნიდა მაცნეებს, მოციქულებსა და ამ მოხუცი მაგისტრი-
ვით ადამიანებს, და, სხვათა შორის, მაგისტრი, როგორც იოზეფს სურ-
და რომ ყოფილიყო, მართლაცდა, სულაც არ გახლდათ მოხუცი. და ამ
სამყაროდან ერთ-ერთი საპატიო წარმოგზავნილი იყო მისთვის და ეს
ამ პატარა ლათინური სკოლის მოსწავლისათვის, გაფრთხილებასა და
მოწოდებას ნიშნავდა. ის ამ მნიშვნელობას განიცდიდა და ეს გრძელ-
დებოდა კვირები, ვიდრე მან ნამდვილად არ გაიგო და დარწმუნდა,
რომ იმ კურთხეული საათის მაგიურ მოვლენას რეალური სამყაროს
ნამდვილი მოვლენა შეესაბამებოდა, რომ მოწოდება მხოლოდ ბედ-
ნიერების მომტანი და გამაფრთხილებელი კი არ იყო მისი საკუთარი
სულისა და სინდისისათვის, არამედ – ნიჭიცა და გაფრთხილებაც მი-
წიერი ძალებისთვის, რადგანაც გავიდა ხანი და, საიდუმლოდ არ დარ-
ჩენილა, რომ მუსიკის მაგისტრის სტუმრობა არც შემთხვევა და არც
სკოლის ნამდვილი ინსპექცია ყოფილა: კნეხტის სახელი უკვე დიდი
ხანია, მასწავლებლების შექების გამო, იმ მოწაფეთა სიაში ჩაწერილი-
ყო, რომლებიც ელიტარული სკოლების ღირსეული აღზრდილები იყ-
ვნენ და უმაღლესი ორგანოების მიერ რეკომენდებულები. ეს ყმაწვი-
ლი კნეხტი მარტო ლათინური სკოლის შესანიშნავი ხასიათის მოწაფე
კი არ იყო, იგი მუსიკის მასწავლებლის მიერ სხვებისგან გამორჩეული

53
და დაფასებული გახლდათ. მუსიკის მაგისტრმა წესად შემოიღი: –
ერთ-ერთი სამსახურებრივი მივლინების დროს, შეძლებისდაგვარად,
რამდენიმე საათიღა ბეროლფინგენში შეევლო და ეს მოწაფე ენახა.
საქმე ისაა, რომ მას არც მისი ლათინურისთვის და თითქმის არც მისი
თითების გაწაფულობისთვის მიუქცევია ყურადღება. ის მნიშვნელობას
ანიჭებდა იმას, შესწევდა თუ არა ამ ბიჭს მუსიკოსობის უნარი, ამ სიტ-
ყვის მაღალი მნიშვნელობით, შეეძლო თუ არა აღფრთოვანება, საკუ-
თარი თავის ჩამოყალიბება, მოწიწება და კულტისადმი მსახურება. ზო-
გადად რომ ვთქვათ, მასწავლებლები საჯარო უმაღლეს სკოლებში გუ-
ლუხვად გასცემდნენ „ელიტისათვის“ რეკომენდაციებს კარგი მიზნით,
მაგრამ მუდამ სადღაც მაინც ხდებოდა მხარდაჭერა არაპატიოსანი
გზებითაც, მასწავლებლები დაჟინებით უწევდნენ რეკომენდაციას
ისეთ მოწაფეებს, რომლებიც, სიბეჯითის, დიდების მოყვარებისა და
ჭკვიანური საქციელის გარდა, მასწავლებლებთან ცოტაოდენი სხვა-
დასხვა უპირატესობითაც სარგებლობდნენ. სწორედ ამგვარი საქციე-
ლი იყო მუსიკის მაგისტრისათვის მიუღებელი, მას მზერა იქითკენ
ჰქონდა მიპყრობილი, გამოსაცდელი ყმაწვილისათვის გაცნობიერებუ-
ლი ყოფილიყო ის, რომ საქმე ეხებოდა მის მომავალს და ვაი, იმ მოწა-
ფეს, ვინც იმისთვის იყო მომარჯვებული, რომ მოჩვენებით, ყველაფ-
რის მცოდნედ და ჭკვიანად წარმოჩენილიყო, ანდა, სულაც, „გამძვრა-
ლიყო“, ასეთ შემთხვევებში იქიდან გარბოდა მანამ, სანამ გამოცდა
დაიწყებოდა.
მოწაფე კნეხტი კი ხნიერ მუსიკის მაგისტრს მოეწონა, ძალიან მო-
ეწონა, გამგზავრებისასაც სიამოვნებით იგონებდა მას. რვეულში არა-
ნაირი ჩანიშვნა და ნიშანი არ ჩაუწერია მისთვის, მაგრამ ხშირად იხსე-
ნებდა მოკრძალებულ ბიჭს და, უკან დაბრუნებისას, საკუთარი ხელით
ჩაწერა მისი სახელი მოწაფეთა იმ სიაში, რომლებიც თვით უმაღლეს
უწყებათა ერთ-ერთი წევრის მიერ იყვნენ გამოცდილნი და მიღების
ღირსად ითვლებოდნენ. – ამ სიის შესახებ, რომელსაც ლათინურის მო-
წაფეთა შორის ერქვა „ოქროს წიგნი“, და ზოგიერთნი „კარიერისტთა
კატალოგადაც“ უპატივცემულოდ მოიხსენიებდნენ – იოზეფმა მოისმი-
ნა სხვადასხვა აზრი; როცა მასწავლებელი მოწაფეებს ამ ფურცელს შე-

54
ახსენებდა, ისე ხდებოდა, რომ ეს მაინც საზეიმო, პატივსაცემი და მნიშ-
ვნელოვანი ტონით გამოიხატებოდა. მაგრამ როცა მოწაფეები კარიე-
რისტთა კატალოგზე ლაპარაკობდნენ, მას, უმეტესად, თავხედურად
იხსენიებდნენ და თითქოს მეტისმეტ გულგრილობასაც იჩენდნენ. ერ-
თხელ იოზეფმა ერთი მოწაფის ნათქვამს მოჰკრა ყური: „აჰ, მიმიფურ-
თხებია კარიერისტთა ამ თქვენი სულელური კატალოგისთვის. ვინც
ბიჭია, იქ არც შევა, მაგაზე დანდობა როგორ შეიძლება, ეს ასეა, საერ-
თოდ. მასწავლებლები იქ ისეთებს უშვებენ, თავი ცოდნით რომ უსკდე-
ბათ და კიდევ გაიძვერებსაც“.
იმ შესანიშნავ განცდას უცნაური პერიოდი მოჰყვა. მან ჯერ არაფე-
რი იცოდა, რომ იგი „elect“-ის 10 „flos juventutis“-ს 11 ეკუთვნოდა, როგორც
ორდენში ელიტარულ მოწაფეებს ჰქვიათ. მომავალში ის სულ არ ფიქ-
რობდა პრაქტიკულ შედეგებზე და განცდის მგრძნობიარე ზემოქმედე-
ბაზე საკუთარ ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში; და იმ დროს, რო-
ცა თავისი მასწავლებლებისათვის იგი უკვე გამორჩეული და სკოლა-
დამთავრებული იყო, იგი თავის მოწოდებას შეიგრძნობდა თითქმის
მხოლოდ რაღაც მოვლენასავით თავის საკუთარ სამყაროში. ეს ასეც
გახლდათ, ამ ამბავმა მძაფრი გარდატეხა მოახდინა მის შინაგან
ცხოვრებაზე, ამ მომნუსხავ კაცთან გატარებული ის ერთი საათი თით-
ქოს უკვე წინასწარ ნაფიქრს უსრულებდა ან მასთან აახლოებდა, ეს სა-
ათი მაინც იყო მის გულში სწორედ დღევანდელის მკაფიო გამიჯვნა
გუშინდელისაგან, ყოფილისა – ახლანდელისა და მომავლისაგან, რო-
გორც სიზმრიდან გამოღვიძებულს თავისი გამოღვიძება არ ეეჭვება
მაშინაც კი, როცა იმ გარემოცვაში გაიღვიძებს, რაც სიზმარში ნახა. მო-
წოდების მრავალი სახე და ფორმა არსებობს, განცდის აზრი და არსი
კი მუდამ ერთია: ადამიანის სული იმით გაიღვიძებს, გარდაისახება,
ანდა ამაღლდება, შინაგანი ოცნებებისა და წარმოდგენების ნაც-
ვლად, უეცრად გარეგანი ძახილი რომ გამოაღვიძებს, სინამდვილის
ერთი მცირე ნაწილი შეეხება და მასში შეაღწევს. აქ სინამდვილის იმ
მცირეოდენ ნაწილს მაგისტრის ფიგურა წარმოადგენდა, ადრე რომ

10
„რჩეულნი“ (ლათ.).
11
„საუკეთესო ახალგაზრდობა“ (ლათ.).
55
მხოლოდ შორეული პატივცემული ფიგურა იყო – ნაცნობი მუსიკის მა-
გისტრი, მთავარანგელოზივით ზეციდან ხორციელად მოვლენილი, ვი-
საც ჰქონდა ყოვლისმცოდნე ცისფერი თვალები, სავარჯიშო როიალ-
თან რომ იჯდა და იოზეფთან ერთად შეასრულა მუსიკა, მას თითქმის
უსიტყვოდ უჩვენა ის, რაც, მართლაცდა, მუსიკაა, დალოცა იგი და
კვლავ გაუჩინარდა. რაც ამ ყველაფერს მოჰყვება და რაც შეიძლება
მოხდეს, ამაზე ფიქრისთვის მას ჯერ არ შესწევდა უნარი, რადგანაც იგი
უშუალოდ, შინაგანად, იმ მოვლენის გამოძახილს დიდი გრძნობით აღ-
ვსებული აღიქვამდა და ამ გარემოებით იყო მოცული, ახალგაზრდა
მცენარესავით, მანამდე წყნარად და ზოზინით რომ იზრდება; ასე და-
იწყო ყმაწვილმაც მას შემდეგ, რაც იმ საოცარი ადამიანის ხელი შეეხო,
სწრაფად და მონატრებით მოიკრიბა ძალები და დაიძაბა, გრძნობდა
ცვლილებას, გრძნობდა ზრდას, გრძნობდა ახალ-ახალ შინაარსიან
აღსაქმელ მოვლენებს, ხშირად, კვლავ ახლიდან ამყარებდა საკუთარ
თავსა და სამყაროს შორის ჰარმონიას; ზოგჯერ ისეთ დავალებებს
სძლევდა მუსიკაში, ლათინურსა და მათემატიკაში, რომლებიც ჯერ
მისთვისა და მისი ამხანაგებისთვის სიძნელეს წარმოადგენდა, თანაც
მას შეეძლო, ყოველი წარმატების მისაღწევად, უნარი გამოეჩინა, მერე
კი, სხვა დროს, სხვა საათებში ყველაფერი დაევიწყებინა და ერთხანს
კვლავ ახლიდან ეოცნება მისთვის საამურსა და სანატრელზე. ქარსა
თუ წვიმას უგდებდა ყურს, ყვავილს ანდა მდინარის წყალს დაშტერე-
ბოდა არა მიხვედრილობით, არამედ წინასწარგრძნობით, მონატრები-
თა და სითბოთი, ცნობისმოყვარეობით, გაგების სურვილით; წინ მი-
იწევდა საკუთარი მე-დან მეორისაკენ, სამყაროსაკენ, საიდუმლოსა
და სიწმინდისაკენ, და მოვლენათა ტკივილით სავსე მშვენიერ თამა-
შამდე აღწევდა.
სიღრმისეულად განცდის დაწყებითა და მისი ზრდით სრულიქმნა
იოზეფ კნეხტთან შინაგანისა და გარეგანის შეხვედრა და განმტკიცე-
ბა, სრულყოფილ სიწმინდემდე მივიდა იგი. მან მისი ყველა საფეხური
გაიარა, რაც ყველანაირი ბედნიერებითა და ყველანაირი შიშის ფასად
დაუჯდა. ხელშეუშლელად, უეცარი განძარცულობითა და მოურიდებ-
ლობით სრულყოფილი ხდებოდა კეთილშობილი პროცესი, ახალგაზ-

56
რდობისა და წინაისტორიის ყოველი კეთილშობილი სულის ტიპობრი-
ვი მოვლენა; ჰარმონიულად და ზომიერად მუშაობდა და იზრდებოდა.
როცა ამ განვითარების ბოლოს მოწაფე თავისი მდგომარეობისა და
თავისი გარეგნული ბედის მცოდნე გახდა, როცა იგი მასწავლებელთა
მიერ მიჩნეულ იქნა კოლეგად, დიახ, საპატიო სტუმრადაც კი, რომე-
ლიც შეიძლება ნებისმიერ წუთს წავიდეს და თანაკლასელებში ხან გა-
ოცებას იწვევს, ხან კი შურს, ზოგნი ნახევრად ერიდებიან, უთვალთვა-
ლებენ, ზოგიერთი მოწინააღმდეგე დასცინის და ზოგს კიდეც სძულს,
ყოფილი მეგობრები თანდათან უფრო შორდებიან და სტოვებენ დაშო-
რებისა და განცალკევების მოვლენა უკვე დიდი ხანია მის შინაგან სამ-
ყაროში დასრულდა, მისთვის შინაგანი შეიქნა – საკუთარი გრძნობები-
დან გამომდინარე. მასწავლებლები ხელმძღვანელებიდან ამხანაგე-
ბად მიიღო, ყოფილი მეგობრები, რაღაცა პერიოდში გზაში ჩამორჩე-
ნილ თანმხლებლებად, თავის სკოლასა და ქალაქში ვეღარ ნახულობ-
და თავისიანს და შესაფერ ადგილს, ეს ყველაფერი იყო ახლა ფარული
სიკვდილი, fluidum“ 12 არანამდვილობისა, გავლილი წარსულიდან მი-
ღებული, ეს იყო დროებითი მდგომარეობა, გაცვეთილი და ყველას-
თვის უხმარი სამოსი. და ეს გამოსვლა აქამდე ჰარმონიული და საყვა-
რელი სამშობლოდან, ეს განთავისუფლება მისთვის უკვე აღარ არსე-
ბული და შეუსაბამო ცხოვრების ფორმიდან, ეს უმაღლესი ბედნიერები-
სა და გასხივოსნებული თვითგრძნობის შეწყვეტილი ცხოვრება გამომ-
შვიდობებისა, გზად მიმავლისა, მისთვის უკვე ბოლოს დიდ ტანჯვად,
გაუსაძლის სიმძიმედ და ტკივილად იქცა, რამეთუ ყველაფერმა დატო-
ვა იგი, თვითონ კი ჯერაც ვერ გაეგო, ვინ ვის ტოვებდა. მართლაცდა,
იქნებ თვითონ იყო, ვინც ყველაფერს გაშორდა; ამ სიკვდილსა და უც-
ხოობაში თავის საყვარელ ნაცხოვრებ სამყაროში თავად ხომ არ იყო
დამნაშავე თავისი პატივმოყვარეობით, თავდაჯერებულობით, ამპარ-
ტავნობით, უნდობლობით, სიყვარულის ნაკლებობით. ტკივილთა შო-
რის ის ტკივილები, რაც თან ახლავს ნამდვილ მოწოდებას, უმწარესია.
ვინც მოწოდებას იღებს, ის ამით მხოლოდ საჩუქარს და მარტო ბრძა-

12
სითხე, პიროვნული ნათება (ლათ).
57
ნებას კი არ იღებს, ის იღებს რაღაც ბრალეულობასაც თავის თავზე,
როგორც ჯარისკაცი, ვინც თავისი ამხანაგების რიგებიდან გამოიყვა-
ნეს და ოფიცრად დაადგინეს, ამ დაწინაურების ღირსი მით უფრო მე-
ტადაა, რაც უფრო ძვირად იხდის ამისთვის დანაშაულის გრძნობით,
თვით არასუფთა სინდისითაც კი ამხანაგების წინაშე.
ამასობაში კნეხტს შეატყობინეს, რომ მისი საქმე ხელშეშლის გარე-
შე და სრულიად უცოდველად წარიმართებოდა: ის უცებ მოულოდნელ-
მა სიხარულმა შეიპყრო, როცა ბოლოს მასწავლებელთა საბჭომ გა-
მორჩეულობისა და ელიტარულ სკოლაში მალევე მიღების შესახებ შე-
ატყობინეს, თუმცა კი ეს სიახლე მომდევნო წუთში, დიდი ხნის წინ უკვე
ნაცნობ და ლოდინით სავსე ამბად მოეჩვენა. ახლაღა გაახსენდა, რომ
კვირების განმავლობაში „electus“ თუ „ელიტარულ ბიჭს“ დამცინავად
ეძახდნენ ხოლმე, – ამას ისმენდა, მაგრამ ნახევრად და არასოდეს გა-
უგონია სხვაგვარად, თუ არა ირონიულობის გარეშე. მათ „electus“-ი კი
არ უნდოდათ მისთვის ეწოდებინათ, ასე აღიქვამდა იგი, არამედ „შენ,
რომელსაც შენი თავი ამპარტავნობით „electus“ გგონია“. ამხანაგების
მხრიდან ამ შემოტევების გამო ხშირად მას გაუცხოების გრძნობა ეუფ-
ლებოდა და ამის გამო იტანჯებოდა. მაგრამ, რაც მთავარია, იგი საკუ-
თარ თავს არასოდეს ჩათვლიდა „electus“-ად. მისთვის მოწოდება არ
იყო ხარისხის ამაღლება. ეს იყო მხოლოდ შინაგანი გაფრთხილება და
წინსვლა; მაგრამ მაინც: მიუხედავად ყველაფრისა, მას ეს რომ არც
სცოდნოდა, მუდამ წინასწარ გრძნობდა და მრავალჯერ განეცადა. აი,
ისე იყო მდგომარეობა მომწიფებული, რომ სიხარულის მოლოდინი გა-
მართლდა, დაკანონდა, მისმა ტკივილებმა აზრი შეიძინა, აუტანელი
და ტანზე ვიწროდ მორგებული სამოსლის გახდის ნება მიეცა, მისთვის
ახალი სამოსელი იყო გამზადებული.

ელიტაში მიღებით კნეხტის ცხოვრება ახალ საფეხურზე ავიდა. ეს


იყო პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი მის განვითარებაში. ელიტის
ყველა მოწაფისთვის არ ხდება ასე, რომ მისი ოფიციალური მიღება
ელიტაში მოწოდების შინაგან განცდას ემთხვეოდეს. ეს წყალობაა, ან-
და ვისაც ბანალურად გამოხატვა სურს, ბედნიერი შემთხვევა. ვისაც

58
ასეთი ბედი ეწვევა, მის ცხოვრებას უპირატესობა გააჩნია, და ვინც
ამას დაინახავს, ეს ბედნიერი შემთხვევა მისთვის მოიტანს სულისა და
ხორცისათვის განსაკუთრებულ წყალობას. ელიტის მოსწავლეების
უმეტესი, და თითქმის ყველა, თავიანთ არჩევას შეიგრძნობენ, რო-
გორც დიდ ბედნიერებას, როგორც გამორჩეულობას, რითაც ისინი ამა-
ყობენ, და ეს წარჩინება მრავალ მათგანს მანამდეც მეტისმეტად
აღელვებდა, მაგრამ ჩვეულებრივი, მშობლიური სკოლიდან კასტალი-
ის სკოლებში გადასვლა ამორჩეულთა უმეტესობას უფრო უძნელდება,
ვიდრე ისინი ამას წარმოიდგენდნენ, და ამდენად ზოგიერთებს მო-
ულოდნელად იმედი უცრუვდებათ. უპირველეს ყოვლისა, ძალზე ძნე-
ლია გადასვლა ყველა იმ მოწაფისთვის, რომლებიც საკუთარი მშობ-
ლების სახლში ბედნიერად, ალერსიან გარემოში იყვნენ; მათ უჭირთ
გამომშვიდობება, ამაზე უარის თქმა. ამიტომ ელიტარული სკოლის
პირველი ოთხი წლის განმავლობაში, უკან წამსვლელთა რიცხვი საკ-
მაოდაა, რომელთა დაბრუნების მიზეზი ნიჭისა და მუყაითობის ნაკლე-
ბობა კი არა, მოწაფეთა შეუგუებლობაა ინტერნატის ცხოვრებასა და,
უპირველესად, იმ აზრისადმი, რომ მომავალში ოჯახთან და სამშობ-
ლოსთან კავშირი წყდება და ბოლოს, სხვა აღარაფერს არ ეკუთვნიან,
ორდენის გარდა. მაგრამ არსებობენ ზოგ-ზოგი მოწაფეებიც, რომელ-
თათვისაც, პირიქით, მამისეული სახლიდან და შემაწუხებელი სკოლი-
დან თავის დახსნა მთავარი რამ იყო ელიტაში მისაღებად; ესენი, ალ-
ბათ, მკაცრი მამისა და მათთვის უსიამოვნო მასწავლებლებისაგან
განთავისუფლებულნი, ერთხანს ამოისუნთქავდნენ. მაგრამ მთელი
მათი ცხოვრების ცვლილებას, რასაც გადასვლა ჰპირდებოდა, იმედის
გაცრუება მოჰყვება. ნამდვილ მსურველებსა და სანიმუშო მოწაფეებს,
პედანტებსაც კი მუდამ არ შეეძლოთ კასტალიაში ბოლომდე გაჩერება;
და არა იმიტომ, რომ ისინი სწავლისთვის არ იყვნენ მზად. ელიტაში
მარტოოდენ სწავლისა და დარგობრივი ცოდნისთვის კი არ მიდიოდ-
ნენ, არამედ აღმზრდელობითი და შემოქმედებითი მიზნებითაც უნდა
ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი, რისთვისაც ძალ-ღონეს არავინ
იშურებდა. ოთხი დიდი ელიტარული სკოლა თავისი მრავალი განყო-
ფილებითა და დარგით, მუდამ ქმნიდა ასპარეზს მრავალნაირი ნიჭის

59
გამოსავლენად და მოწადინებულ მათემატიკოსსა თუ ფილოლოგს, თუ
მას, მართლაც, ჰქონდა უნარი გამხდარიყო სწავლული – მუსიკალური
ან ფილოსოფიური ნიჭის ნაკლოვანება საშიშროებად არ უნდა ჩაეთვა-
ლათ. ის კი არადა, კასტალიაში ძალიან ძლიერი ტენდენციები არსე-
ბობდა სუფთა და საღი პროფესიული მეცნიერებების განვითარების-
თვისაც და ამ ტენდენციათა განვითარებისთვის მებრძოლნი მარტო
„ფანტასტების“ წინააღმდეგ კი არ გამოდიოდნენ, და, ესე იგი, მუსიკო-
სებისა და შემოქმედებისადმი კრიტიკულად და დამცინავად კი არ იყ-
ვნენ განწყობილნი, არამედ ისინი დროდადრო თავიანთ წრეებში ყვე-
ლანაირ შემოქმედებას, განსაკუთრებით კი, რიოში მარგალიტებით
თამაშს პირდაპირ უარყოფდნენ და კრძალავდნენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კნეხტმა თავისი ცხოვრება
მთლიანად კასტალიაში გაატარა, ჩვენი მთაგორიანი ქვეყნის იმ უწ-
ყნარესსა და მხიარულ მხარეში, რომელსაც გოეთეს სიტყვებით „პედა-
გოგიურ პროვინციასაც“ უწოდებდნენ, გვსურს, რაც შეიძლება, მოკლედ
და იმის გათვალისწინებით, რომ მკითხველს თავი არ შევაწყინოთ დი-
დი ხნის უკვე ცნობილი ამბით, კვლავ ამ ნაცნობი კასტალიის და მისი
სკოლების სტრუქტურის მონახაზი გავაკეთოთ. ჩვენი ეს სკოლები, მოკ-
ლედ, ელიტარულ სკოლებად წოდებულნი, ქმნიან გაცხრილვის
ბრძნულ და მოქნილ სისტემას, რომლის საშუალებითაც ხელმძღვანე-
ლობა (ეგრეთ წოდებული „სასწავლო საბჭო“, სადაც გაერთიანებულია
ოცი საბჭო, აქედან, ათი – სააღმზრდელო საბჭო და ათი – ორდენი),
მოწაფეებში საუკეთესო მონაცემებზე აკეთებს არჩევანს, ქვეყნის ყვე-
ლა მხრიდან და სკოლიდან იკრებს და ავსებს ახალგაზრდებს ორდე-
ნის, სააღმზრდელო და სასწავლო სისტემის ყველა მნიშვნელოვანი
სამსახურისთვის. ასიდან ოთხმოცდაათზე მეტი ჩვეულებრივი სკოლა,
გიმნაზია და ასე შემდეგ, თავისი ხასიათით, ჰუმანიტარული თუ საბუნე-
ბისმეტყველო-ტექნიკური, სადაც სწავლობს ჩვენი მოსწავლე-ახალ-
გაზრდობის უდიდესი უმრავლესობა, მოსამზადებელ სკოლებს წარმო-
ადგენს, ე. წ. თავისუფალი პროფესიებისათვის, და გამოსაშვები გა-
მოცდების ჩაბარების შემდეგ მოწაფეები მიმართავენ უმაღლეს სას-
წავლებელს. და, იქ, უმაღლეს სასწავლებელში თითოეული საგანი

60
გარკვეული კურსით მთავრდება. ეს არის ნორმალური, ყველასათვის
ცნობილი სწავლების პროცესი. ეს სკოლები, გარკვეულწილად, მაინც
აყენებენ მკაცრ მოთხოვნებს და გამოყოფენ უნიჭოებს, მაგრამ ამ სკო-
ლების გვერდით მოქმედებს (თუ მათზე გავლენას ახდენს) ელიტური
სკოლების სისტემა, სადაც ნიჭითა და ხასიათით ყველაზე უფრო გა-
მორჩეული მოწაფეები მიიღებიან გამოსაცდელად: ელიტური მოწა-
ფეები მასწავლებელთა მიერ თავისუფალი საზომით შეირჩევიან და
მათ კასტალიის დაწესებულებანი აძლევენ რეკომენდაციას. ერთ
დღესაც თერთმეტი-თორმეტი წლის ყმაწვილი თავისი მასწავლებ-
ლისგან შეიტყობს, რომ იგი შემდგომი სასწავლო წლის პირველ ნახე-
ვარში კასტალიის ერთ-ერთ სკოლაში შევა და გამოიცდება – დაძლევს
თუ არა აქ სწავლას. მოსაფიქრებელი დროის შემდეგ, თუ იგი თანახმაა
და თანახმაა ორივე მშობელი, მაშინ მას ერთ-ერთი ელიტური სკოლა
გამოსაცდელად მიიღებს, ელიტური სკოლების ხელმძღვანელები და
უფროსი მასწავლებლები (და არა უნივერსიტეტის მასწავლებლები)
შეადგენენ „აღმზრდელობით უწყებას,“ რომელიც ხელმძღვანელობს
ქვეყანაში ყველა სასწავლო და სულიერ ორგანიზაციას. ვინც ერთხელ
მაინც ელიტური მოწაფე გახდება, თუ იგი სწავლების წლებში როდისმე
უარს არ იტყვის და მას ჩვეულებრივ სკოლაში არ გადააგზავნიან, მის-
თვის აღარ არის საჭირო ფიქრი იმაზე, თუ რა სპეციალობა შეიძინოს
და როგორ იშოვოს საარსებო ფული. ელიტური მოწაფეებით კომპლექ-
ტდება „ორდენი“ და სასწავლო დაწესებულებათა იერარქია, დაწყებუ-
ლი სკოლის მასწავლებლებიდან უმაღლეს თანამდებობებამდე: სწავ-
ლების თორმეტი დირექტორი, ანუ „მაგისტრი“ და Lidi magister-ი, რი-
ოში მარგალიტებით თამაშის ხელმძღვანელი. ელიტურ სკოლებში
სწავლის ბოლო წლებში, უმეტესად, ოცდაორიდან ოცდახუთ წლის ასა-
კამდე მოწაფეები არიან და შემდეგ ეს ორდენში მათი მიღებით მთავ-
რდება. აქედან გამომდინარე, ყველა საგანმანათლებლო დაწესებუ-
ლება, ორდენისა და სააღმზრდელო დაწესებულებათა კვლევითი ინ-
სტიტუტები ყოფილ ელიტურ მოწაფეთა განკარგულებაშია: მათთვის
რეზერვში მყოფი ელიტური სკოლები, ბიბლიოთეკები, არქივები, ლა-
ბორატორიები, მასწავლებელთა ერთი დიდი შტაბის ჩათვლით, აგ-

61
რეთვე, რიოში მარგალიტებით თამაშის დაწესებულებებიც. ვინც სწავ-
ლის წლებში სპეციალურ საგნობრივ ნიჭს გამოავლენს ენების, ფილო-
სოფიის, მათემატიკისა ან სხვა საგნისადმი, მაშინ იგი ელიტურ სკო-
ლებში სწავლის დროს უკვე მაღალ საფეხურებზე გადაჰყავთ, რაც ნი-
ჭიერ მოწაფეს საუკეთესო სულიერ საზრდოს სთავაზობს. ამ მოწაფეთა
უმეტესობა სკოლის დამთავრების შემდეგ, ეწყობა საგნის მასწავლებ-
ლად საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. და მთელი
ცხოვრების მანძილზე რჩებიან ორდენის წევრებად მაშინაც კი, როცა
ისინი კასტალიას ტოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მკაცრად და-
ცულ დისტანციაზე იმყოფებიან „ჩვეულებრივებთან“ მიმართებაში (ვი-
საც ელიტაში არ მიუღია განათლება) და მათ არასოდეს არ შეეძლოთ,
გამოსულიყვნენ ორდენიდან, „თავისუფალ პროფესიას“ დაუფლებოდ-
ნენ, როგორც, მაგალითად, ექიმის, მოსამართლის, ტექნიკოსის და ასე
შემდეგ, მთელი სიცოცხლის მანძილზე ისინი ექვემდებარებიან ორდე-
ნის წესდებას, რაშიც, სხვათა შორის, არაფრის მქონებლობა და და-
უქორწინებლობაც შედის; ხალხი მათ ნახევრად დამცინავად, ნახევ-
რად პატივისცემით „მანდარინებს“ ეძახის; ამგვარად ნახულობს ყო-
ფილ ელიტურ მოწაფეთა უმეტესობა თავის საბოლოო ადგილს. მცირე
ნაწილი კი კასტალიური სკოლების ბოლო და დახვეწილი ნარჩევი
რჩება და მისდევს მუყაით, მჭვრეტელურ სულიერ ცხოვრებას. ზოგი
უმაღლესი ნიჭის მქონეა, ვინც ხასიათის ცვალებადობით, ანდა სხვა
მიზეზებით, შესაძლოა ფიზიკური ნაკლოვანებითაც, უმაღლეს ან ქვე-
და სააღმზრდელო დაწესებულებებში მასწავლებლობას და საპასუ-
ხისმგებლო თანამშრომლობას ვერ შეეგუება, სწავლობს, იკვლევს, ან-
და ცხოვრობს მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყებათა პენსიონერად
და მისი წარმატება, უმეტესად, გამოიხატება წმინდა სამეცნიერო ნაშ-
რომებით. ზოგიერთები მრჩევლებად ინიშნებიან ლექსიკონზე მომუშა-
ვე კომისიებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში. დანარჩენები თავიანთ
სწავლულობას მიჰყვებიან დევიზით „l'art pour l'art' 13. ზოგიერთმა მათ-
განმა თავისი ცხოვრება მეტად გამორჩეულ და, ხშირად, საოცარ სამუ-

13
ხელოვნება ხელოვნებისთვის (ფრანგ.)
62
შაოს მოანდომა, როგორც, მაგალითად, ის Lodovicus crudelis-ია 14, ვინც
თავის ოცდაათწლიანი შრომის შედეგად, ყველა აქამდე მოღწეული
ძველეგვიპტური ტექსტი გადათარგმნა როგორც ბერძნულზე, ასევე
სანსკრიტზე; ანდა ვინმე საოცარი Chattus Cavensis II 15, რომელმაც ოთხ
დიდ ხელნაწერ ფოლიანტად დაგვიტოვა ნაწარმოები „მეთორმეტე სა-
უკუნის მიწურულის სამხრეთ იტალიის უმაღლეს სკოლებში ლათინური
ენის გამოთქმის თაობაზე“. ეს იყო პირველ ნაწილად ჩაფიქრებული
„მეთორმეტე საუკუნიდან მეთექვსმეტე საუკუნემდე ლათინური გამოთ-
ქმის ისტორიისა“. მაგრამ მიუხედავად ათასობით ხელნაწერი ფურ-
ცლისა, ეს ფრაგმენტად დარჩა და არავის აღარ გაუგრძელებია. გასა-
გებია, რომ ამ სახის წმინდა სამეცნიერო ნაშრომები ერთგვარ სიამოვ-
ნებას ანიჭებს ადამიანს, მისი ფაქტობრივი ღირებულების განსაზღვრა
მეცნიერებისათვის მომავალ დროში და მთლიანად ხალხისათვის, ვე-
რავითარ შემთხვევაში, ვერ მოხერხდება. ამასობაში მეცნიერებას,
ისევე, როგორც ადრეულ ხანებში, ხელოვნებას, სჭირდებოდა რაღაც
ფართოდ გაშლილი ველი, სადაც დროდადრო შეუძლია მკვლევარს
რაღაც თემაზე თავისთვის ცოდნა დაიგროვოს, რაც მის თანადროულ
კოლეგებს მეტად ძვირფას სამსახურს გაუწევს ისევე, როგორც, მაგა-
ლითად, ლექსიკონი ანდა არქივი. რამდენადაც შესაძლებელი იყო, ზე-
მოთ აღნიშნული სახის სამეცნიერო შრომები კიდეც იბეჭდებოდა. ნამ-
დვილ სწავლულებს აძლევდნენ თითქმის სრულ თავისუფლებას, რათა
დაკავებული ყოფილიყვნენ თავიანთი კვლევებითა და თამაშებით და
არ აწუხებდათ ის, რომ ზოგიერთი მათი ნაშრომი ხალხსა და საზოგა-
დოებას არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა, ხოლო უსწავლელთა
თვალში კი მდიდრულ თავშესაქცევად გამოჩნდებოდა. ზოგიერთი
სწავლული, შესაძლოა, დაცინვის საგანიც გამხდარიყო თავისი კვლე-
ვების ხასიათის გამო, მაგრამ მას არასოდეს მიიჩნევდნენ მოცლილად
და არც მის პრივილეგიებს შეეხებოდნენ. ისინი ხალხში ყურადღება-
საც იმსახურებდნენ და ითმენდნენ მაშინაც კი, როცა – მათზე ხუმრობა
დადიოდა, ეს მოითხოვდა მსხვერპლს, რასაც ყველა სწავლული გა-

14
„მკაცრი ლუდოვიკი (ლათ.)
15
ხათი II კალვიდან (ლათ.)
63
იღებდა თავისი სულიერი თავისუფლებისთვის. მათ მრავალი სასიხა-
რულო რამ გააჩნდათ, ისინი მოკრძალებულად იყვნენ უზრუნველყო-
ფილნი საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით. მათ ხელში იყო
შესანიშნავი ბიბლიოთეკები, კოლექციები, ლაბორატორიები. სამაგი-
ეროდ, ისინი უარს ამბობდნენ ყველანაირ კეთილდღეობაზე, ქორწინე-
ბასა და ოჯახზედაც კი, ცხოვრობდნენ ბერებად, სამყაროს საყოველ-
თაო შეჯიბრისგან გამოყოფილნი, არ სცნობდნენ საკუთრებას, ტიტუ-
ლებსა და ჯილდოებს და უბრალო ცხოვრებით კმაყოფილდებოდნენ.
თუ ვინმეს სურდა, თავისი ცხოვრების წლები ერთადერთი ძველი წარ-
წერის გაშიფვრისათვის შეელია, ეს მისთვის სრულ თავისუფლებას
წარმოადგენდა, მას მაინც ხელს შეუწყობდნენ. მაგრამ ვისაც კარგ
ცხოვრებაზე, ელეგანტურ ტანსაცმელზე, ფულსა თუ სახელზე აეღო
ორიენტაცია, მკაცრ აკრძალვებს წააწყდებოდა და ვისშიც ეს მადა მე-
ტად გაიღვიძებდა, იგი, უმეტესად, ბრუნდებოდა. უკან, ხდებოდა დაქი-
რავებული, მიწვეული მასწავლებელი ან კერძო მასწავლებელი, ან
ჟურნალისტი, ან ქორწინდებოდა, ან იწყობდა ცხოვრებას თავისი გე-
მოვნების მიხედვით.

როცა ყმაწვილი იოზეფ კნეხტი ბეროლფინგენს უნდა დამშვიდობე-


ბოდა, სადგურამდე მუსიკის მასწავლებელმა მიაცილა. მასთან გამომ-
შვიდობება ყმაწვილს ტკივილს აღუძრავდა და, ოდნავ გულიც აუკან-
კალდა იმ გრძნობით, რომ მარტოდ რჩებოდა და საკუთარ თავში და-
ურწმუნებლობის ფიქრები შემოაწვა, როცა გამგზავრების შემდეგ ძვე-
ლი ციხე-სასახლის ღია ფერის საფეხურებიანი კოშკი თვალს მიეფარა
და გაუჩინარდა. ზოგი სხვა მოწაფე ამ პირველ მგზავრობას მძაფრი
გრძნობების მორევით, გულდაწყვეტითა და ცრემლებით იწყებს. იოზე-
ფი გულით უკვე უფრო მეტად იქით იყო, ვიდრე აქეთ. მან ეს ადვილად
გადაიტანა. მგზავრობაც შორი არ იყო. იგი ეშჰოლცის სკოლაში გაენა-
წილებინათ. ამ სკოლის სურათები ადრე უკვე რექტორის მისაღებ
ოთახში ჰქონდა ნანახი. ეშჰოლცი წარმოადგენდა კასტალიის უდიდეს
და უახლეს სასკოლო დასახლებას. ნაგებობანი უფრო ახალი დროისა
ჩანდა, მის ახლოს – არანაირი ქალაქი, მხოლოდ ერთი დაბისმაგვარი,

64
ხეებით მჭიდროდ შემოსაზღვრული პატარა დასახლება იყო; მის უკან
ვრცელ, ვაკე ადგილზე მიმზიდველად განთავსებულიყო დიდი, თავი-
სუფალი, მართკუთხა ფორმის შენობა, რომლის შუაში, როგორც კამა-
თელზე ხუთიანი, ხუთი ტანადი, ბუმბერაზი ხე თავისი დაბურული ტო-
ტებით მაღლა აზიდულიყო; ეზოს უდიდესი ადგილი გაზონებით მოეწ-
ყოთ, ნაწილი კი – ქვიშაყრილით და მთავრდებოდა ორი დიდი საცუ-
რაო აუზით, სადაც გამდინარე წყალი შემოდიოდა, რასაც ფართო, სწო-
რი საფეხურები ჩაჰყვებოდა. ამ მზიანი მოედნის შესასვლელში იდგა
სკოლის შენობა, ერთადერთი მაღალი კორპუსი ამ ნაგებობათა შორის,
ორი ფლიგელით და ორივეში ერთნაირად ხუთსვეტიანი ღია გალერე-
ით. ყველა დანარჩენი შენობა, რაც მთელ მოედანს სამი მხრიდან შე-
მოსაზღვრავდა, მთლად დაბალი, სწორი და უბრალო და მხოლოდ
ხუთ დიდ ტოლ ნაწილად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეული
მათგანი ტალავერითა და რამდენიმე საფეხურიანი კიბით მოედანს
უერთდებოდა და უმეტესი ხეივნები ადგილ-ადგილ დამშვენებული
იყო ყვავილების ქოთნებით.
კასტალიური წესით, ყმაწვილი სკოლის სამსახურს არ მიუღია, არც
რექტორი და არც მასწავლებელი არ შესძღოლია შიგნით, მას ტილოს
ფორმაში გამოწყობილი ამხანაგი, მოხდენილი და კარგად აღზრდი-
ლი ყმაწვილი შეხვდა. იოზეფზე რამდენიმე წლით უფროსმა, ხელი გა-
უწოდა და უთხრა: „მე ოსკარი ვარ, ყველაზე უფროსი „ელადას“ სახლი-
დან, სადაც შენ უნდა იცხოვრო. მე დავალებული მაქვს კეთილი მობ-
რძანება გისურვო და მიგაცილო. სკოლაში დილიდანვე გელოდებიან.
ჩვენ საკმაო დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერს ცოტათი თვალი
შევავლოთ, ყველაფერში მალევე გაერკვევი. მე გთხოვ, რომ პირველ
ხანებში, ვიდრე შეეჩვეოდე, შენს მეგობრად და მრჩევლად, შენს დამ-
ცველადაც მიგულო, იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგებმა შევიწროვება და-
გიწყეს. ზოგიერთს ჰგონია ხოლმე, ახლები უნდა დაჩაგრონ. ახლა
„ელადაში“ წაგიყვან, ჩვენს მოწაფეთა სახლში, ნახავ, თუ სად მოგი-
წევს ცხოვრება“.
ასე მიესალმა სკოლის კომენდანტისგან იოზეფის მრჩევლად და-
სახელებული ოსკარი ახალბედას. და, მართლაც, შეეცადა თავისი რო-

65
ლი კარგად შეესრულებინა. უფროს მოსწავლეებს ეს როლი თითქმის
ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებთ. თხუთმეტი წლისას უკვე უნარი შეს-
წევს, ცამეტი წლის ყმაწვილს თბილი, ამხანაგური ტონით მიმართოს
და წყნარად, მფარველობის გამოხატვით მოხიბლოს. ეს მას, მარ-
თლაც, კარგად გამოუვიდა, იოზეფი პირველ დღეებში მრჩეველმა სტუ-
მარივით მიიღო; საერთოდ, სურდათ, რომ მას სკოლასა და მასპინ-
ძელზე კარგი შთაბეჭდილება დარჩენოდა, ვაითუ, ხვალ დილითვე წა-
ვიდესო. იოზეფი საძინებელ ოთახში შეიყვანეს, სადაც მას ორ სხვა
ბიჭთან ერთად უნდა დაეძინა. ორცხობილათი და ერთი ჭიქა ხილის
წვენით გაუმასპინძლდნენ. სახლი „ელადა“ აჩვენეს, ანახვეს, სად ჩა-
მოჰკიდებდა პირსახოცს ღია აუზში ბანაობის შემდეგ, და ყვავილების
ქოთნებს რომელ კუთხეში დააწყობდა, თუკი ამას მოისურვებდა; საღა-
მოსათვის სამრეცხაოში უფროსთან მიიყვანეს, სადაც მისი სარგო ცის-
ფერი ტილოს კოსტიუმი გამოუძებნეს. იოზეფი კარგად განეწყო ყვე-
ლაფრის მიმართ და ოსკარის ტონს დაჰყვა. თითქოს ჩუმი დარცხვენაც
ჰქონდა მის წინაშე, რადგან უფროსი იყო და კასტალიის მკვიდრს, მარ-
თლაც, უკვე ნახევრად ღმერთივით უყურებდა. შემთხვევითი, პატარა
წატრაბახება და მსახიობობაც მოსწონდა მისი, როცა ოსკარი ერთ
რთულ ბერძნულ ციტატას მოიყვანდა თავის საუბარში, რათა მაშინვე
თავდაჭერილად შეეხსენებინა, რომ ახალბედას, მართლაც, ჯერ ეს არ
ესმისო, ცხადია, მას ეს არ ესმოდა და ამის ცოდნასაც ვინ მოსთხოვდა!
სხვათა შორის, კნეხტისათვის ინტერნატის ცხოვრება ახალი არ ყო-
ფილა; ეჩვეოდა ძალდაუტანებლად, ეშჰოლცის წლების დროინდელი
რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი მის შესახებ არ შემოგვრჩენია, რადგან
სკოლაში ხანძარი მისი იქ ყოფნის მერე გაჩნდა. მისი ნიშნები, რამდე-
ნადაც კი მათი მოძიება შეიძლებოდა, უმაღლეს შეფასებას გვიჩვე-
ნებს. მუსიკასა და ლათინურში, მათემატიკასა და ბერძნულში საშუა-
ლოზე უფრო მეტი შეფასება ჰქონდა; „სახლის წიგნში“ აქა-იქ მოინახე-
ბოდა მასზე ჩანაწერები, როგორიცაა „ingenium valde capax, studia non
angusta, mores probantur“ 16 ანდა „ingenium felix et profectuum

16
„კარგად აღმქმელი გონება, მეცადინეობისას არ იზღუდება, ზნეკეთილი“
(ლათ.).
66
avidissimum, moribus placet officiosis 17. რა სასჯელები მიიღო ეშჰოლცში,
აღარ დგინდება, დასჯის წიგნი, სხვა ბევრ დანარჩენთან ერთად,
ცეცხლს შეეწირა. ერთი თანაკლასელი ირწმუნებოდა, რომ კნეხტი ეშ-
ჰოლცის ოთხ წელში მხოლოდ ერთხელ დაისაჯა (ერთ-ერთ კვირა
დღეს ექსკურსიაზე ყოფნისას), კერძოდ, იგი ჯიუტად უარყოფდა ამხა-
ნაგის სახელის გაცემას, რომელმაც რაღაც აკრძალული ჩაიდინა. ამ-
ბავი დამაჯერებელი ჩანს, კნეხტი, უეჭველია, მუდამ კარგი ამხანაგი
იყო და არასოდეს – პატივმოყვარე და კარიერისტი; მაგრამ ის სასჯე-
ლი რომ ოთხ წელიწადში ერთადერთი იყო, მართლაც, ნაკლებად სარ-
წმუნოა.
რაკიღა ჩვენ კნეხტის ელიტარული სკოლის პირველი პერიოდის
დოკუმენტების სიმცირეს განვიცდით, მივმართავთ რიოში მარგალი-
ტებით თამაშის თაობაზე ერთ ადგილს მისი მომდევნო ხანის ლექციე-
ბიდან. მართალია, დამწყებთათვის წაკითხული ლექციების თვითონ
კნეხტის ხელით გაკეთებული ჩანაწერები არ შემოგვრჩენია, მაგრამ
ჩვენ გვაქვს მისი მოწაფის მიერ სტენოგრაფიულად შესრულებული ჩა-
ნაწერები. ერთ ადგილას კნეხტი ლაპარაკობს რიოში მარგალიტებით
თამაშში ანალოგიებისა და ასოციაციების შესახებ. ასოციაციებს შო-
რის განასხვავებს ორ ჯგუფს: „ლეგიტიმურს“, ანუ კანონიერს, ზოგა-
დად გასაგებს, და „კერძოს“, ანუ ინდივიდუალურ, სუბიექტურ ასოცი-
აციებს. ის ამბობს: თქვენთვის ისეთი კერძო ასოციაციების ნიმუშად,
რომლებიც თავის ღირებულებას არ კარგავენ, მიუხედავად იმისა, რომ
რიოში მარგალიტებით თამაშისას ისინი აკრძალულნი არიან, მოვიყ-
ვან ასეთ მაგალითს ჩემი მოწაფეობის წლებიდან: მე ვიყავი, ასე, და-
ახლოებით, თოთხმეტი წლისა. გაზაფხულის პირი იყო, თებერვალი თუ
მარტი, როცა ერთმა ამხანაგმა მთხოვა, შუადღის შემდეგ მასთან ერ-
თად წავსულიყავი და დიდგულას რამდენიმე ტოტი მოგვეჭრა, რაც პა-
ტარა წყლის წისქვილის ასაგებად მილებისათვის სჭირდებოდა. ჩვენც
წავედით. ეს იყო ერთ-ერთი მშვენიერი დღე ამქვეყნად, ანდა სულაც,
ჩემს მეხსიერებაში, რამეთუ სამუდამოდ დამამახსოვრდა ერთი პატა-

17
„ხალასი გონება და საკმაოდ მონდომებული წარმატების მისაღწევად, თა-
ვაზიანი ხასიათის“ (ლათ.)
67
რა განცდის წყალობით. მიწა სველი იყო, მაგრამ თოვლი არ იდო.
წყლის სადინართა ნაპირები უკვე ამწვანებულიყო, შიშველ ბუჩქებს
კვირტები გამოეტანა და ახლად აფეთქებულ მჭადა სოკოს გარეკანს
უკვე ფერი დასტყობოდა. ჰაერში სურნელი ტრიალებდა. სურნელს აფ-
რქვევდა სველი მიწა, ლპობადი ფოთლები, აღმონაცენი ქორფა მცენა-
რეები, ყოველ წუთში კაცი იმის მოლოდინში იყო, სადაცაა, იის სურ-
ნელს ვიგრძნობო, თუმცაღა ჯერ არც კი აყვავებულიყო. მივედით დიდ-
გულასთან. პატარა კოკრები გამოეტანა, მაგრამ ფოთოლი ჯერ არ აჩ-
ნდა. როცა ერთი ტოტი მოვჭერი, ძლიერი ტკბილი სუნი მეცა, თითქოს
გაზაფხულის მთელ სურნელებას ამაში მოუყრია თავი, ერთად შეკრე-
ბილა და ისე იფრქვევაო. ლამის სუნთქვა შემეკრა, ჩემი დანა დავყნო-
სე, ჩემი ხელი, მერე დიდგულას ტოტი ცხვირთან ახლოს მივიტანე, ეს
მისი სურნელი იყო, ასე მძაფრად და თავბრუდამხვევად რომ გადმო-
იფრქვეოდა. ამის თაობაზე ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, ჩე-
მი ამხანაგიც დიდხანს ყნოსავდა, ჩაფიქრებული, თავის მოჭრილ დიდ-
გულას ღეროს, მასაც ელამუნებოდა სურნელი. ყოველ განცდას, სწო-
რედ რომ, თავისი საიდუმლო აქვს და ჩემი განცდაც ის იყო, რომ მომა-
ვალი გაზაფხული უკვე ფეხს იდგამდა დანესტიანებულ მდელოთა მი-
წაზე; მიწისა და კვირტების მძაფრი სურნელი, ნეტარებას რომ მგვრი-
და, დიდგულას სურნელის ფორტისიმოში აქ, ერთიან გრძნობიერ შე-
დარებასა და დატყვევებაში დგინდებოდა და ზევით მიიწევდა, ალ-
ბათ, ეს პატარა განცდა თავისთვის მარტო რომ დარჩენილიყო, ეს სურ-
ნელი არასოდეს დამავიწყდებოდა, უფრო მეტიც, მომავალში, ყოველი
ახალი შეხვედრა ამგვარ სურნელთან მუდამ, სიკვდილამდე იმ პირ-
ველ განცდას გამახსენებდა, როცა ჩემში სურნელმა ცნობიერად გამო-
იღვიძა. მაგრამ, აი, ახლა ამას მეორე რამეც დაემატა: მე მაშინ ჩემს
ფორტეპიანოს მასწავლებელთან ნოტების ძველი წიგნის ტომი ვიპო-
ვე, რამაც ძალზე მიმიზიდა. ეს იყო ფრანც შუბერტის სიმღერების ერთი
ტომი, ერთხელაც, ვფურცლავდი ფორტეპიანოს მასწავლებლის მო-
ლოდინში და შემდეგ რამდენიმე დღით მათხოვა. თავისუფალ საათებ-
ში ჩემი აღმოჩენით ვნეტარებდი, აქამდე შუბერტს არ ვიცნობდი; და
აღმოვაჩინე დიდგულაზე წასვლის იმ დღეს, როცა შუბერტის გაზაფხუ-

68
ლის სიმღერა მოვისმინე, „აი, დაჰქროლა ნაზმა სიომ“, პირველმა
აკორდებმა ფორტეპიანოს თანხლებით ისე შემიპყრო, თითქოს კვლავ
მას შევიცნობდი: ეს აკორდები ზუსტად ისე აფრქვევდნენ სურნელს,
როგორც დიდგულას ყლორტი გამოსცემდა სურნელს უტკბესად, ისე
ძლიერად და მომნუსხველად და ისე სავსედ ჩანდა ეს განცდა, რო-
გორც გაზაფხულის პირი. იმ საათიდან ჩემთვის გაზაფხულის დადგო-
მის ასოციაცია – დიდგულას სურნელის თანხლებით შუბერტის აკორ-
დი, – მყარი და აბსოლუტურად მოქმედი ასოციაციაა; აკორდის აღები-
სას მაშინვე გრძნობა მიმძაფრდება და უცილობლად თავისებური
მძაფრი მცენარის სურნელს შევიგრძნობ ისევ, და ორივეს ერთად ჰქვია
გაზაფხულის პირი. ამ კერძო ასოციაციის დაუფლებისას, როგორც მე-
ტად მშვენიერს, რაღაც ისეთს განვიცდი, რასაც არ განვიცდი არაფერ-
ში. მაგრამ ასოციაცია, რომელიც იმჯერად ორი გრძნობიერი განცდის
შეკრთომა იყო ჩემს მეხსიერებაში – „გაზაფხულის პირი“, ჩემი პირადი
საქმეა. მისი გაზიარება შეიძლება, ცხადია, ისე, როგორც ეს აქ მე თქვენ
მოგიყევით, მაგრამ იგი ვერ გადმოიცემა. მე შემიძლია, ჩემი ასოცი-
აცია თქვენთვის გასაგები გავხადო, მაგრამ მე არ ძალმიძს ის, რომ თი-
თოეული თქვენგანისთვის ჩემი კერძო ასოციაცია იმავდროს მოქმედ
ნიშნად, მექანიზმად ვაქციო, რაც სხვისთვის მსგავს გამოძახილზე
უშეცდომოდ ასეთსავე რეაგირებას მოახდენს და მუდმივად ზუსტად
ისევე ჩაივლის“. კნეხტის ერთ-ერთი სკოლის ამხანაგი, რომელიც მოგ-
ვიანებით რიოში მარგალიტებით თამაშის არქივარიუსად დაადგინეს,
გვიყვება, რომ კნეხტი წყნარი და ხალისიანი ყმაწვილი იყო; მუსიკაში
მეცადინეობისას მას ხანდახან საოცრად ჩაფიქრებული და სულიერი
გამომეტყველება ჰქონდა, მხნესა და ვნებით აღტაცებულს იშვიათად
თუ ნახავდნენ, უფრო-ბურთის რიტმული თამაშისას, რაც მას ძალიან
უყვარდა. თუმცა რამდენჯერმე კი ეს მეგობრული, ჯანმრთელი ყმაწვი-
ლი თვალშისაცემი შეიქნა და ირონიასა და თვით განგაშსაც კი აღ-
ძრავდა, კერძოდ, ეს ხდებოდა მოწაფეთა სკოლიდან გაშვების შემ-
თხვევებში, რაც გარდაუვალი აუცილებლობა იყო ელიტური სკოლების
დაწყებით კლასებში. როცა ეს პირველად შეემთხვა, რომ ერთ-ერთი
თავისი თანაკლასელი მეცადინეობისა და თამაშის დროს აკლდა და

69
შემდეგ სხვა დღეებშიც აღარ გამოჩნდა, ამაზე ამბობდნენ, რომ ავად
კი არა, გარიცხულია, გაემგზავრა და აღარ მობრუნდებაო, მაშინ კნეხ-
ტი მარტო კი არ მოიწყენდა ხოლმე, არამედ ამ ამბავს მთელი დღეების
მანძილზე განიცდიდა. მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ, თვითონ
ამის თაობაზე აზრი გამოხატა: „როცა ეშჰოლციდან ვინმეს უკანგაუშ-
ვებდნენ და იგი ჩვენ დაგვტოვებდა, ასე მეგონა, რომ ვიღაც მომიკვდა:
თუ ვინმე ჩემი მოწყენილობის ამბავს მკითხავდა, ვეტყოდი ხოლმე, მე-
ცოდება ის საწყალი, რომ თავისი თავქარიანობითა და სიზარმაცით
საკუთარ მომავალს არ უფრთხილდება-მეთქი. ამასთანავე, არსებობ-
და შიშიც, რომ ვაითუ, ერთხელ მეც ასე წავსულიყავი. ამის გამო ფიქრი
უფრო ღრმად დავიწყე. ახლა ვიგრძენი, რომ Electus-მოწაფის გაშვება
კი არ იყო უბედურება და დასჯა, ჩემთვის ეს ახლა უკვე გაცნობიერდა,
რომ დათხოვნილები ზოგჯერ დიდი სიამოვნებით ბრუნდებიან შინ; ახ-
ლა რომ მხოლოდ სასამართლო და დასჯა კი არ არსებობდა, რასაც
ამჩატებული ემსხვერპლებოდა კიდეც, არამედ „სამყაროც“, გარეთ
რომ არის, საიდანაც პირველად ჩვენ ყველანი, Electi წამოვედით, გარ-
კვეული ზომით არსებობა არც მას შეუწყვეტია, როგორც მე მეჩვენებო-
და; უფრო მეტიც, ზოგიერთებისათვის ის დიდ სინამდვილედ დარჩა
და დიდი ძალით იზიდავდა მათ, იტყუებდა და ბოლოს უკან მოუხმობ-
და; და შესაძლოა ის არა მარტო ცალკეულთათვის, არამედ ყველას-
თვისაც არსებობდა, იქნებ სულაც არ უნდა ჩაგვეთვალა, რომ ისინი, ვი-
საც შორეული სამყარო ასე ძალიან იზიდავს, სუსტები და არასრულფა-
სოვნები არიან; იქნებ ეს მოჩვენებითი ჩავარდნაა, რასაც ისინი განიც-
დიან, არანაირი დაცემა და არანაირი წარუმატებლობა, არამედ ნახ-
ტომი და საქციელი, და იქნებ ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ეშჰოლცში სა-
ქებრად დავრჩით, სწორედ სუსტები და მხდალები“. ჩვენ ვნახავთ, რომ
ეს აზრები უფრო მოგვიანებით მეტად გაუშინაურდება მას.
მუსიკის მაგისტრთან ყოველი შეხვედრა მისთვის დიდ სიხარულს
წარმოადგენდა. მასწავლებელი ეშჰოლცში ჩამოდიოდა არანაკლებ
ორ-სამ თვეში ერთხელ, ესწრებოდა და ამოწმებდა მუსიკის გაკვეთი-
ლებს, აგრეთვე აქაურ მასწავლებელთანაც იყო დამეგობრებული,
რომლის სტუმრადაც რამდენიმე დღით არცთუ იშვიათად რჩებოდა.

70
ერთხელ იგი პირადად ხელმძღვანელობდა მონტევერდის „მწუხრის
ლოცვის“ ბოლო რეპეტიციებს. უწინარეს ყოვლისა კი, მუსიკის მოწაფე-
თა შორის შედარებით ნიჭიერთ გამოარჩევდა. კნეხტი იმათ მიეკუთ-
ვნებოდა, რომლებსაც მაგისტრი მამობრივი მეგობრობის ღირსად
ხდიდა. ხანდახან მასთან ერთად იჯდა სამეცადინო ოთახში როიალ-
თან, არჩევდა თავისი საყვარელი მუსიკოსების ნაწარმოებებს, ანდა
ძველი, საკომპოზიციო წიგნებიდან – სანიმუშო მაგალითს, და ასრუ-
ლებდა. „მუსიკის მაგისტრთან ერთად კანონის აგება ანდა ცუდად აგე-
ბულის „ad absurdum“ 18 წაყვანა და მათი მოსმენა, შესაბამისად, ზოგ-
ჯერ საზეიმო, სადღესასწაულო განწყობას იწვევდა ისე, რომ ცრემლებ-
საც ვერ შეიკავებდი, ზოგჯერ კი ისეთ სამხიარულოსა და გასართობს
უკრავდა, რომ სიცილით ჩაბჟირდებოდი. მასთან მუსიკის კერძო გაკ-
ვეთილის ჩატარების შემდეგ თავს ისე იგრძნობდი, თითქოს აბაზანი-
დან ან მასაჟის ოთახიდან გამოსულიყავი“.
როცა ეშჰოლცში კნეხტის მოწაფეობის დრო დასასრულს უახლოვ-
დებოდა, თავისი საფეხურის თორმეტიოდე, თავის თანატოლ სხვა მო-
წაფესთან ერთად, ახალ სკოლაში შემდეგ საფეხურზე უნდა გადაეყვა-
ნათ, – ამ კანდიდატებს მაშინ რექტორმა ჩვეულებრივ სიტყვით მიმარ-
თა, რომელშიც სკოლადამთავრებულებს კასტალიური სკოლის აზრი
და კანონები კვლავ ნათლად წარმოუდგინა და მათ გარკვეულწილად,
ორდენის სახელით გზა წინასწარ დაუსახა, რომლის ბოლოშიც მათ უფ-
ლება ექნებოდათ, თვითონ შესულიყვნენ ორდენში. ეს ბრწყინვალე
სიტყვა ეკუთვნის გამოსაშვები საზეიმო დღის პროგრამას, რომელსაც
სკოლა მის კანდიდატებს უძღვნის და რომელზედაც ესენი მასწავლე-
ბელთა და მოწაფეთა მიერ სტუმრებად ჩაითვლებიან. ამ დღეებში
გულმოდგინედ მომზადებული წარმოდგენები იმართებოდა. ამჯერად
სრულდებოდა XVII საუკუნის დიდი კანტატა და მუსიკის მაგისტრი მის
მოსასმენად თვითონ მობრძანდებოდა. რექტორის სიტყვის შემდეგ სა-
სადილო დარბაზისაკენ მიმავალ მორთულ გზაზე მას კნეხტი ერთი შე-
კითხვით მიუახლოვდა. „რექტორმა იმის თაობაზე მოგვითხრო, თუ. რა

18
აბსურდამდე (ლათ)
71
ხდება კასტალიის გარეთ, ჩვეულებრივ სკოლებსა და უმაღლეს სას-
წავლებლებში. მან გვითხრა, რომ იქაური მოსწავლეები თავიანთ უნი-
ვერსიტეტებში „თავისუფალ“ პროფესიას ირჩევენ. ეს ის არის, თუ მე
სწორად გავიგე, პროფესიათა დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ აქ, კას-
ტალიაში, სრულებით არ ვიცნობთ, როგორ უნდა გავიგო ეს? რატომ
ეძახიან ამ პროფესიებს თავისუფალს? რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ, კას-
ტალიელები, ამისგან გამორიცხულნი?“
Magister musicae-მ ყმაწვილი გვერდით გაიყვანა და ერთი გოლია-
თი ხის ქვეშ შეჩერდა, მისი მზერიდან თითქოს ოდნავ ცბიერი ღიმილი
გამოკრთა და თვალების ირგვლივ ნაოჭებზე გადაეფინა, ვიდრე იგი
პასუხს მიუგებდა. „შენ კნეხტის 19 გვარს ატარებ, ჩემო საყვარელო, იქ-
ნებ ამიტომაა სიტყვა „თავისუფალი“ შენთვის ასე საოცარი. ამ შემ-
თხვევაში ნუ მიიღებ ამას სერიოზულად, როცა კასტალიელები თავისუ-
ფალ პროფესიაზე ლაპარაკობენ, მაშინ ეს სიტყვა თითქოს სერიოზუ-
ლად და პათეტიკურადაც კი ჟღერს. ჩვენთვის ეს ირონიულად მოიაზ-
რება. იმ პროფესიათა თავისუფლება ის არის, როცა მოწაფე თვითონ
ირჩევს პროფესიას. ეს იძლევა თავისუფლების მაგვარ მდგომარე-
ობას, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, არჩევანს მოწაფე ნაკლებად აკე-
თებს. ზოგიერთი მამა უმალ ენას მოიკვნეტს, ვიდრე თავის ვაჟიშვილს
ამ თავისუფალი არჩევანის უფლებას მისცემს. მაგრამ ეს იქნებ ცილის-
წამებაა, გამოვთიშოთ ეს წინააღმდეგობა! თავისუფლება იზღუდება
პროფესიის არჩევის ერთადერთი აქტით; ამის შემდეგ თავისუფლება
მთავრდება. სტუდენტობის წლებშივე ექიმის, იურისტის, ტექნიკოსის
პროფესია მეტად მკაცრ სწავლას მოითხოვს, რაც მთელი რიგი გამოც-
დებით მთავრდება. გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში იგი საბუთს
მიიღებს და მას შეუძლია საკუთარ პროფესიას გაჰყვეს. ეს იქნება და-
ბალი ძალების მონა, ის დამოკიდებული იქნება წარმატებაზე, ფულზე,
თავის პატივმოყვარეობაზე, თავის დიდების ძიებაზე, მოწონებაზე, რა-
საც მისდამი ადამიანები გამოიჩენენ ანდა არ გამოიჩენენ. არჩევანი
უნდა დასწიოს უკან, ფული იშოვოს, მონაწილეობა მიიღოს კასტების,

19
მსახური (გერმ.)
72
ოჯახების, პარტიების, გაზეთების დაუნდობელ ბრძოლაში. ამისათვის
აქვს მას თავისუფლება, რომ წარმატებულ და კეთილდღეობით ცხოვ-
რებას მიჰყვეს, და წარუმატებელთაგან შეძულებული იყოს, ანდა პირი-
ქით. ელიტურ მოწაფესთან და ორდენის წევრთან ყველა მიმართებაში
შებრუნებითაა. ის არ გირჩევს პროფესიას. მას არ ჰგონია, რომ თავის
ნიჭს მასწავლებლებზე უკეთესად შეაფასებს. ის იქნება იერარქიაში,
მუდამ ექნება ადგილი და ფუნქციაც განესაზღვრება, რასაც მისთვის
უფროსები აირჩევენ – რამდენადაც საქმე პირიქითაა, საეროსთან შე-
დარებით, როცა მოწაფის თვისებები, მონაცემები და შეცდომები სახე-
ზეა, მასწავლებლები იძულებულები არიან, იგი ამა თუ იმ ადგილზე და-
აყენონ. ამ გარეგნული არათავისუფლების ფარგლებში ყოველი Electus
პირველი კურსების შემდეგ სარგებლობს, როგორიც კი შეიძლება წარ-
მოვიდგინოთ, უდიდესი თავისუფლებით. იმ დროს, როცა „თავისუფა-
ლი“ პროფესიების ადამიანებმა თავის საგანში განათლებისათვის
მკაცრი სწავლების პროცესი უნდა გაიარონ და მკაცრი გამოცდები ჩა-
აბარონ; Electus-თან სხვაგვარად ხდება, როგორც კი იგი დამოუკიდე-
ბელ მეცადინეობას იწყებს, თავისუფლება ისე დიდია, რომ ბევრი ისე-
თიც არსებობს, ვინც თავისი სიცოცხლის მანძილზე საკუთარი არჩევა-
ნის მიხედვით მისგან დაშორებულ და ხშირად თითქმის გიჟურ კვლე-
ვებსაც კი მისდევს და მას ხელს ამაში არავინ უშლის მანამდე, ვიდრე
წეს-ჩვეულებათა დამახინჯების საფრთხე არ დადგება; მასწავლებ-
ლობისკენ მიდრეკილი მასწავლებლად გამოდგება, აღმზრდელობი-
თი უნარის მქონე – აღმზრდელად, მთარგმნელობითი ნიჭით დაჯილ-
დოვებული – მთარგმნელად, თითოეული თავისით ნახულობს ად-
გილს, სადაც მას ძალუძს, იმსახუროს, და მსახურებაში თავისუფალი
შეუძლია იყოს. გარდა ამისა, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იგი
დახსნილია პროფესიის იმ „თავისუფლებისაგან“, რომელიც ასე საშიშ
მონობას ნიშნავს. მან არ უწყის არაფერი ფულის, დიდების, ხარისხის-
კენ სწრაფვის შესახებ, ის არ იცნობს პარტიებს, პიროვნებასა და თა-
ნამდებობას შორის, კერძოსა და საზოგადოს შორის უთანხმოებას, არც
წარმატებაზე დამოკიდებულებას. შენ კარგად ხედავ, ჩემო შვილო,

73
როცა თავისუფალ პროფესიებზე ლაპარაკობენ, „თავისუფალი“, ეს
არის საკმაოდ გადაკვრით ნათქვამი“.

ეშჰოლცთან გამომშვიდობება კნეხტის ცხოვრებაში მნიშვნელოვან


მონაკვეთს წარმოადგენდა. თუ მას აქამდე ბედნიერი ბავშვობა, თავი-
სუფალი, თითქმის უზრუნველად მოწესრიგებული და ჰარმონიული
ცხოვრება ჰქონდა, ახლა ბრძოლის, განვითარებებისა და პრობლემა-
ტიკის დრო დაუდგა. ჩვიდმეტი წელი უსრულდებოდა, როცა მას და მი-
სი ამხანაგების ერთ ჯგუფს შეატყობინეს, სკოლაში მომდევნო, მაღალ
საფეხურზე მალე გადახვალთო, და ახლა ამორჩეულთათვის ცოტა
ხნით სხვა, უფრო მნიშვნელოვანი და საკამათო საკითხი აღარ არსე-
ბობდა, გარდა იმ ინტერესისა, თუ რომელ ადგილზე უნდა დაფუძნებუ-
ლიყო თითოეული მათგანი. ამას, ტრადიციისამებრ, გამგზავრებამდე
რამდენიმე დღით ადრე ცალ-ცალკე ატყობინებდნენ და გამოსაშვებ
ზეიმსა და სკოლის დატოვებამდე დროის მონაკვეთში არდადეგებს
უნიშნავდნენ. სწორედ ამ არდადეგებზე კნეხტს ერთი ლამაზი და ღირ-
სსახსოვარი ამბავი გადახდა თავს. მუსიკის მაგისტრმა შესთავაზა,
რომ ფეხით გაესეირნა მის სახლამდე და მერე რამდენიმე დღით მას-
თან დარჩენილიყო სტუმრად. ეს დიდი და იშვიათი პატივისცემა იყო.
კნეხტი იმავე საფეხურზე მყოფ ერთ ამხანაგთან ერთად-რადგან კნეხ-
ტი ჯერ კიდევ ეშჰოლცს ეკუთვნოდა და ამ საფეხურზე მყოფ მოწაფეებს
მარტოკა მისვლა-მოსვლა ნებადართული არ ჰქონდათ – ადრიან დი-
ლით, ტყის გავლით, მთებისაკენ მიმავალ გზას გაუდგა. ტყის ჩრდი-
ლით, სამი საათის შემდეგ, როცა ორივემ გავაკებულ სიმაღლემდე მი-
აღწია მალევე მოჰკრა თვალი ქვემოთ მდებარე თავიანთ პატარა ეშ-
ჰოლცს. შორიდანვე გამოარჩიეს სიმუქეში ხუთი გოლიათი ხე, მოჩანდა
გაზონებით შექმნილი მართკუთხედი ტბორების სარკისებურ ზედაპი-
რებთან ერთად, სკოლის მაღალი შენობა, დამხმარე ნაგებობები, პა-
ტარა დაბა, ცნობილი იფნარი 20. ორივე ყმაწვილი იდგა და მიდამოს
გასცქეროდა. ეს საყვარელი ხედი ზოგიერთ ჩვენგანს მეხსიერებაში

20
ეშჰოლცი გერმანულიდან ქართულად იფნის ტყეს, იფნარს ნიშნავს.
74
რომ შემორჩა, დღევანდელისაგან არცთუ ისე ძალიან განსხვავდება,
რადგან დიდი ხანძრის შემდეგ შენობები თითქმის უცვლელად იქნა
აღმართული და მაღალი ხეებიდანაც სამი გადაურჩა ხანძარს. ისინი
დაჰყურებდნენ ქვემოთ მდებარე სკოლას, წლების მანძილზე თავიანთ
მშობლიურ ადგილს, რომელსაც ახლა მალე უნდა დამშვიდობებოდ-
ნენ და ორივეს გულს უძრავდა ეს მიდამო:
– ვფიქრობ, აქამდე ჯერ არ შემიგრძნია მისი სილამაზე, – წარმოთ-
ქვა იოზეფის თანმხლებმა. – აჰ, დიახ, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ პირვე-
ლად ვხედავ რაღაცას, რაც უნდა დავტოვო და რასაც უნდა დავემშვი-
დობო.
– ეს ასეა, – დაეთანხმა კნეხტი, – შენ მართალი ხარ, მეც იგივეს გან-
ვიცდი. მაგრამ როცა ჩვენ აქედან წავალთ, მართლაცდა, ნამდვილად
ხომ არ დავტოვებთ ეშჰოლცს? მას ნამდვილად მხოლოდ ისინი ტოვე-
ბენ, ვინც სამუდამოდ წავა. აი, ოტო, მაგალითად, ლათინურად შესა-
ნიშნავად რომ თხზავს სახუმარო ლექსებს, ანდა ჩვენი შარლემანი,
წყლის ქვეშ დიდხანს რომ ცურავდა, და სხვები. ისინი, მართლაც, გა-
მოემშვიდობნენ მას და დატოვეს. დიდი ხანია მათზე აღარ მიფიქრია
და ახლა გამახსენდნენ ისინი. თუნდაც დამცინო, მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, ეს სკოლას ჩამოშორებულნი ჩემში რაღაც პატივისცემას იმ-
სახურებენ, ისევე, როგორც მიტოვებული ანგელოზი, ლუციფერი, რა-
ღაც დიდს ფლობს. მათ, შეიძლება, მცდარი რამ ჩაიდინეს, უფრო მე-
ტიც, უეჭველად მცდარი რამ ჩაიდინეს, მაგრამ მაინც რაღაც გააკეთეს,
მათ რაღაც სრულჰყვეს, მათ ნახტომი გაბედეს, ამას მხნეობა სჭირდე-
ბოდა. ჩვენ, სხვებს, ჩვენ გვქონდა მუყაითობა და მოთმინება, და გონე-
ბა, მაგრამ არაფერი გვიქნია, არ გადავმხტარვართ.
– არ ვიცი, – დაფიქრებული ამბობდა მეორე, – ზოგიერთმა მათგან-
მა არც რაიმე გააკეთა, ვერც რაიმე გაბედა, უბრალოდ, გამოისეირნა.
მაგრამ შესაძლებელია, მე შენ ბოლომდე ვერ გიგებ. რას გულისხმობ
ხტუნვაში?
– ამაში ვგულისხმობ წასვლის, მიტოვების შეძლებას, სერიოზულ
მოქმედებას, სწორედ რომ – გადახტომას. მე არ ვისურვებდი, ჩემს
უწინდელ სამშობლოში, ჩემს უწინდელ ცხოვრებაში უკან გადახტომას,

75
მე ის არ მიზიდავს, მე ის თითქმის დამავიწყდა. მაგრამ ვისურვებდი:
ერთხელ, როცა დრო მოაწევს და ეს საჭირო შეიქნება, მეც დავაღწიო
იმას თავი და გადახტომა შევძლო, მაგრამ უკან კი არა, უფრო მცირედ-
ში – წინ და უფრო ზეაღსვლა შევძლო...
– და, აი, მის შესახვედრად მივდივართ კიდეც, ეშჰოლცი საფეხური
იყო, შემდგომი უფრო მაღალი იქნება და ბოლოს ჩვენ ორდენი გველო-
დება.
– კი მაგრამ, მე ამას არ ვგულისხმობდი, ისევ წინ უნდა წავიდეთ,
amice 21, მოგზაურობა მშვენიერია, მე ის ისევ გამახარებს. ჩვენ ძალზე
დავნაღვლიანდით.
ამ განწყობასა და ამ სიტყვებში, რაც იმ ამხანაგმა ჩვენ გადმოგვცა,
უკვე ვლინდება კნეხტის ახალგაზრდობის ქარიშხლიანი პერიოდი.
ორი დღე დაჰყვეს მოგზაურებმა გზაში, ვიდრე მუსიკის მაგისტრის
მაშინდელ საცხოვრებელ ადგილს, მაღლა მთებში მდებარე მონტე-
პორტს მიაღწევდნენ, სადაც მაგისტრი ყოფილ მონასტერში დირიჟო-
რებს სალექციო კურსს უტარებდა. კნეხტის ამხანაგი სასტუმროში მო-
ათავსეს, კნეხტმა კი მაგისტრის ბინაში პატარა სენაკი მიიღო. ის-ის
იყო, ზურგჩანთა ამოალაგა და დაიბანა, რომ ოთახში მასპინძელიც შე-
მოვიდა. პატივცემულმა კაცმა ყმაწვილს ხელი გაუწოდა, ოდნავ ამოი-
ოხრა და სკამზე ჩამოჯდა, ცოტა ხანს თვალები მოხუჭა, როგორც მას
სჩვეოდა ხოლმე ზედმეტი დაღლილობისას, შემდეგ კი მეგობრული
მზერით გამოელაპარაკა: მაპატიე, მთლად კარგი მასპინძელი ვერ
ვიქნები. შენ ხომ ფეხით ნასიარულევი ხარ და დაიღლებოდი, პატიოს-
ნად რომ გითხრა, მეც ასე ვარ, დღევანდელი დღე რაღაც გადატვირ-
თული იყო, მაგრამ შენ თუ ჯერ არ გეძინება, ერთი საათით მაინც ჩემს
ოთახში შეგიყვან. აქ ორ დღეს შეგიძლია დარჩე და ხვალ შენი თან-
მხლებიც ჩემთან სუფრაზე მოიწვიო. მაგრამ, სამწუხაროდ, მე ბევრი
დრო არა მაქვს, ამიტომ როგორმე უნდა გამოვნახოთ რამდენიმე სა-
ათი, რაც შენთვის მჭირდება, იქნებ ახლავე დავიწყოთ, არა?!

21
მეგობარო (ლათ.)
76
მან კნეხტი თაღებიან დიდ ოთახში შეიყვანა, სადაც არანაირი
ოთახის მოწყობილობა არ იყო, ძველი პიანინოსა და ორი სკამის გარ-
და, რომლებზედაც ისინი დასხდნენ.
– შენ სხვა საფეხურზე მალე გადახვალ, – დაიწყო მაგისტრმა, – იქ
ყველაფერს ახალს ისწავლი, მრავალი რამ სასიამოვნოცაა, რიოში
მარგალიტებით თამაშის მოსინჯვასაც, ალბათ, მალე დაიწყებ. ეს ყვე-
ლაფერი მშვენიერია და მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი რამ უფრო
მნიშვნელოვანია: შენ უნდა ჭვრეტა ისწავლო, როგორც ჩანს, ამას ყვე-
ლა სწავლობს, მაგრამ ამის შემოწმება ყოველთვის არ შეიძლება. ვი-
სურვებდი, ეს სწორად და კარგად გესწავლოს, ისევე კარგად როგორც
მუსიკა; ყველაფერი დანარჩენი მერე მოდის, თავისთავად. ამიტომ
მინდა, ორი-სამი ლექცია მაინც მე თვითონ ჩაგიტარო, რაც შენი მოპა-
ტიჟების მიზეზია. ჩვენ დღეს, ხვალ და ზეგ თითო საათი შევეცადოთ
ჭვრეტას, და, კერძოდ, მუსიკაში. შენ ახლა ერთ ჭიქა რძეს მიიღებ,
წყურვილმა და შიმშილმა ხელი რომ არ შეგიშალოს; საღამოს ულუფა-
სუფრო მოგვიანებით მოგვიტანენ.
კარზე დააკაკუნეს და ერთი ჭიქა რძე მოართვეს.
– ნელ-ნელა დალიე, – აფრთხილებდა მაგისტრი, – დრო გაქვს.
ოღონდ არ ილაპარაკო,. ..
აუჩქარებლად სვამდა კნეხტი ცივ რძეს, პატივცემული ადამიანი
მის პირდაპირ იჯდა და ისევ თვალები ჰქონდა დახუჭული, სახე მოხუ-
ცისას მიუგავდა, მაგრამ ხალისიანი იყო, სრულიად უშფოთველი, შინა-
განად იღიმოდა; თავის საკუთარ ფიქრებში ჩაძირული ისეთ შვებას
გრძნობდა, როგორსაც გადაღლილი კაცი წყალში ფეხების ჩაყოფისას.
სიმშვიდე მოდიოდა მისგან, კნეხტი მიხვდა ამას და თვითონაც დამ-
შვიდდა.
მაგისტრი სკამზე შემობრუნდა და ხელი ფორტეპიანოს კლავიატუ-
რას შეახო. ის უკრავდა თემას ვარიაციებით. იტალიელი კომპოზიტო-
რის ნაწარმოები ჩანდა. თავის სტუმარს მიანიშნა, ეს მუსიკალური
მსვლელობა ცეკვასავით წარმოედგინა, როგორც უწყვეტი რიგი ერ-
თნაირი სიძლიერის სავარჯიშოებისა, როგორც უფრო პატარა, ხან კი
უფრო დიდი ნაბიჯების რიგი, სიმეტრიის ღერძის შუაგულიდან რომ გა-

77
მოდის, და სხვა არაფრისთვის მიექცია ყურადღება, გარდა იმ ფიგურე-
ბისა, რომელთაც ეს ნაბიჯები ქმნიდა. ის კიდევ და კიდევ იღებდა ტაქ-
ტებს, ჩუმი გრძნობიერებით მიჰყვებოდა და უკრავდა, მერე გაჩერდა,
ხელები მუხლებზე დაიწყო, მდუმარებით მოცული იჯდა, საოცარი სიწ-
ყნარით, თვალები ნახევრად ჰქონდა დახუჭული. მოწაფე შინაგანად
მიყურადებოდა მას, წინ დადებული ნოტების წიგნში ნაწარმოების ნაწ-
ყვეტებს დაჰყურებდა და აღიქვამდა რაღაც მოძრაობით, რაღაც ნაბი-
ჯებით, ცეკვითა და რწევით, და ცდილობდა, ეს მოძრაობა ამოეცნო და
წაეკითხა, როგორც ჩიტის ცაში განავარდების ირიბი ხაზები. ეს ყველა-
ფერი უცებ დაებნა და ჩაიკარგა, თავიდან უნდა დაეწყო, მაგრამ ვეღარ
შესძლო ამის თავმოყრა და იგი აღმოჩნდა სიცარიელეში. ირგვლივ
დარცხვენით მიმოიხედა და დაინახა გარინდებული, ფიქრებში ჩაძი-
რული მაგისტრის სახე, სიბნელეში გაფერმკრთალებული რომ ირწე-
ოდა. აი, ისევ იპოვა თავისი სულიერი სივრცე, რომელიც წეღან დაუს-
ხლტა ხელიდან, ისევ მუსიკის ჟღერა ესმოდა, ხედავდა მას, ნაბიჯ-ნა-
ბიჯ მიმდინარეს; ხედავდა მას, საკუთარი მოძრაობის ხაზს რომ ტოვებ-
და, ხედავდა და გრძნობდა უხილავის მოცეკვავე ფეხებს...
ეჩვენებოდა, რომ დიდი დრო გავიდა, როცა სივრცეს ისევ გამოექ-
ცა, როცა ისევ შეიგრძნო საკუთარი სკამი, ფარდაგით დაფარული ქვის
იატაკი, სარკმლის მიღმა ბინდის მკრთალი შუქი. ის გრძნობდა, ვიღაც
უყურებდა, უმზერდა და იქით მიიხედა: მუსიკის მაგისტრის მზერას შე-
აჩერდა, მას ყურადღებით რომ ათვალიერებდა. მასწავლებელმა ოდ-
ნავ შესამჩნევად დაუკრა თავი, იმ იტალიური მუსიკის ბოლო ვარიაცია
ერთი თითით, პიანისიმოთი დაუკრა და გაიმართა.
– იჯექი, აქ დარჩი, მე ისევ მოვბრუნდები, შენ მუსიკა კიდევ ერ-
თხელ გაიხსენე, ყურადღება მიაქციე ფიგურას! მაგრამ შენ თავი არ აი-
ძულო, ეს ხომ თამაშია. თუ ამის მერე ჩაგეძინება, ეგეც არაფერია! –
უთხრა, მერე ოთახიდან გავიდა. – ერთი სამუშაო კიდევ ელოდებოდა,
ამ დატვირთულ დღეს ესეც შესასრულებელი ჰქონდა, სამუშაო არ იყო
მსუბუქი და სასიამოვნო, ისეთი არ იყო, ის რომ ისურვებდა. სადირიჟო-
რო კურსის მოწაფეთა შორის იყო ერთი ნიჭიერი, მაგრამ ქედმაღალი
და გულზვიადი ადამიანი, რომელთანაც კიდევ უნდა ესაუბრა, რომ-

78
ლისთვისაც სწორი მიმართულება უნდა მიეცა, მისი მანკიერი მხარეე-
ბის მიუღებლობა ეჩვენებინა, მისდამი ზრუნვა გამოეჩინა, როგორც აღ-
მატებულს შეშვენოდა, და სიყვარული გამოევლინა, როგორც ავტორი-
ტეტს შეჰფეროდა. ის ოხრავდა, რომ არ არსებობდა სრული წესრიგი;
რომ არ იყო გარკვეულობა იმ ადამიანებში, რომლებსაც ეგონათ, რომ
საამისო ნიჭი ჰქონდათ! ისევ და ისევ ერთი და იმავე შეცდომის დაძ-
ლევა იყო საჭირო, ერთი და იგივე სარეველა ბალახი უნდა მოეშორე-
ბინა! ნიჭი – ხასიათის გარეშე, ვირტუოზულობა – იერარქიის გარეშე,
რაც ადრე მუსიკალური ცხოვრების ფელეტონის ხანაში ბატონობდა,
მუსიკის რენესანსში ამოიძირკვა და გადასხვაფერდა. და, აი, ახლა
მან ისევ გაიხარა, ამწვანდა და ამოიკვირტა.
როცა იგი თავისი საქმიდან მობრუნდა, იოზეფთან ერთად სავარ-
ჯიშოდ, ნახა, რომ იგი წყნარად გამოიყურებოდა, მაგრამ ნასიამოვნე-
ბი და უკვე დასვენებული ჩანდა. – ძალიან კარგი იყო, – ოცნებით წარ-
მოთქვა ყმაწვილმა. – მუსიკა მთლად გამიქრა, ის გარდაიქმნა.
– დაე, შენში ეს მუსიკა კვლავ ჟღერდეს, – უთხრა მასწავლებელმა
და პატარა ოთახში შეუძღვა, სადაც პურითა და ხილით გაწყობილი მა-
გიდა დახვდათ. მათ მიირთვეს და მასწავლებელმა მიიწვია, ხვალ სა-
დირიჟორო კურსზე ცოტა ხნით შემოდიო. ვიდრე იგი უკან მიბრუნდე-
ბოდა და სტუმარს თავის სენაკში შეიყვანდა, საუბარი გააგრძელა: –
შენ, ჭვრეტისას, რაღაც დაინახე, მუსიკა ფიგურასავით გამოჩნდა შენ-
ში. შეეცადე, როცა ამის წადილი გაგიჩნდება, იგი ჩაწერო.
სასტუმრო ოთახში კნეხტმა მაგიდაზე დადებული ქაღალდის ფურ-
ცელი და ფანქრები ნახა და ვიდრე მოსასვენებლად წავიდოდა, შეეცა-
და, ის ფიგურა ჩაეხატა, როგორადაც წეღანდელი მუსიკა გადაიქცა.
გაუსვა ერთი ხაზი და მისგან რიტმული დაშორებებით ირიბად მიმარ-
თული გვერდითი პატარა ხაზები გაიყვანა. ეს კაცს გაახსენებდა ხის
ტოტზე ფოთლების განლაგების წესრიგს. ვერ დაკმაყოფილდა იმით,
რაც გამოვიდა, და კიდევ ხალისით რამდენჯერმე ეცადა ამის მოხაზ-
ვას. ბოლოს თამაშში ხაზი წრეწირად მორკალა, საიდანაც გვერდითი
ხაზები ასხივებდა, მსგავსად გვირგვინის ყვავილებისა. შემდეგ დასა-
ძინებლად წავიდა და მალევე ჩაეძინა. სიზმარში ისევ იმ მთის თხემ-

79
თან მივიდა ტყეების გავლით, სადაც გუშინ თავის ამხანაგთან ერთად
დაისვენა, და იხილა ქვემოთ მდებარე საყვარელი ეშჰოლცი. როცა მას
დასცქეროდა, სკოლის შენობის მართკუთხედი ოვალურად გაიწელა,
შემდეგ მისგან წრე შეიკრა, შემდეგ კი გვირგვინად გადაიქცა და გვირ-
გვინმა ნელ-ნელა იწყო ტრიალი, ტრიალებდა მზარდი სიჩქარით, ბო-
ლოს ძალზე სწრაფად დატრიალდა, გასკდა და მოკიაფე ვარსკვლა-
ვებს შეერია.
გამოღვიძებისას ეს აღარც ახსოვდა, მაგრამ როცა მასწავლებელ-
მა მოგვიანებით, დილის გასეირნებისას ჰკითხა, რაიმე ხომ არ დაგე-
სიზმრაო, ისე ეგონა, თითქოს სიზმარში რაღაც ცუდი თუ შემაშფოთებე-
ლი რამ განიცადა, დაფიქრდა, სიზმარი კვლავ გაიხსენა, მოჰყვა და
თავისივე გულგრილობით გაოცებული დარჩა. მაგისტრი ყურადღებით
უსმენდა.
– სიზმრებს ყურადღება უნდა მივაქციოთ? – იკითხა იოზეფმა, – შე-
იძლება, მათ მნიშვნელობა მივანიჭოთ?
მასწავლებელმა თვალებში ჩახედა და მოკლედ მიუგო: – ყველა-
ფერს უნდა მიექცეს ყურადღება, რამეთუ ყველაფრის ჩვენება შეიძლე-
ბა; რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი მამობრივი მზრუნველობით ჰკითხა:
– რომელ სკოლაში გადახვიდოდი დიდი სიამოვნებით?
იოზეფი გაწითლდა. ხმადაბლა და სწრაფად უპასუხა: – ვფიქრობ,
ვალდცელში.
მასწავლებელმა თავი დაუკრა.
– მე ვფიქრობდი ამაზე. შენ ხომ იცი ძველი გამოთქმა: Gignit autem
artificiosam...
კნეხტს კიდევ უფრო შეუწითლდა სახე და ყველა მოწაფისთვის
კარგად ნაცნობი გამოთქმა დაასრულა გერმანულად: Gignit autem
artificiosam lusorum gentem Cella Silvestris. „ვალდცელი ხომ წარმოშობს
რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა ხელოვნების ნიჭით დაჯილდოე-
ბულ ხალხს“.
მოხუცმა თბილი მზერა მიაპყრო:
– ცხადია, ეს შენი გზაა იოზეფ, შენ იცი, რომ რიოში მარგალიტებით
თამაშს ყველა არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, ეს ხელოვნების შემცვლე-

80
ლია და მოთამაშენი ბელეტრისტები არიანო. მართლაცდა, მათ სული-
ერ ადამიანებად კი არა, არამედ თავისუფალ, ფანტაზიორ და ხელოვ-
ნების მოყვარულ ადამიანებად მიიჩნევენ. შენ ნახავ, რაც აქ სინამდვი-
ლეა. იქნებ გაქვს საკუთარი წარმოდგენები რიოში მარგალიტებით თა-
მაშის თაობაზე, რის გამოც შენ მას იმაზე უფრო მეტად მიენდობი, ვიდ-
რე მისგან რამეს მიიღებ. და იქნებ პირიქითაც. თამაშს საფრთხეები გა-
აჩნია, ცხადია. სწორედ ამიტომ გვიყვარს ჩვენ იგი. უსაფრთხო გზებზე
მხოლოდ სუსტებს უშვებენ. შენ კი არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს,
რასაც მე ასე ხშირად გეუბნებოდი: ჩვენი დანიშნულებაა დაპირისპი-
რებათა სწორად გაგება, ჯერ მხოლოდ დაპირისპირებათა, შემდეგ კი
მათი, როგორც ერთიანობის პოლუსების, გარკვევა, ასეა რიოში მარგა-
ლიტებით თამაშთან მიმართებაშიც. ხელოვან ადამიანებს ის თამაში
ძალიან უყვართ, რადგან აქ ფანტაზია თავისუფალია. მკაცრი სპეცია-
ლისტები ვერ იტანენ ამას. ზოგიერთი მუსიკოსიც გაურბის – რადგანაც
მას დისციპლინაში სიმკაცრის ის ხარისხი აკლია, რისი მიღწევაც ცალ-
კეულ მეცნიერებებს შეუძლიათ. კარგი, შენ ამ დაპირისპირებას გაეც-
ნობი და ერთ დროს აღმოაჩენ, რომ ეს ობიექტების დაპირისპირებები
კი არაა, არამედ სუბიექტებისა, რომ, მაგალითად, ფანტაზიორი ხელო-
ვანი სუფთა მათემატიკასა და ლოგიკას იმიტომ კი არ არიდებს თავს,
რომ აქედან რაიმე შეიცნო და რაიმე გამოარკვია, არამედ იმიტომ,
რომ ინსტინქტურად იგი სხვა მხარეს იხრება. შენ შეგიძლია ამ ინსტინ-
ქტური და ძლიერი მიდრეკილებებისა და ანტიპათიების შემჩნევისას
ადვილად შენიშნო ნაკლები სულიერების მქონე ადამიანი. სინამდვი-
ლეში, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ ადამიანებსა და აღმატებული სულის
ადამიანებში ეს ვნებანი არ არის. თითოეული ჩვენგანი არის მხოლოდ
ადამიანი, მხოლოდ მცდელობა, მხოლოდ გზაში მყოფობა. ის კი იქით-
კენ უნდა მიდიოდეს, საითკენაც სრულყოფილებაა, ის ცენტრისკენ უნ-
და ისწრაფოდეს და არა პერიფერიებისკენ. დაიმახსოვრე: შეიძლება
მკაცრი ლოგიკოსი ანდა გრამატიკოსი იყო და, ამასთანავე ფანტაზიი-
თა და მუსიკით სავსე. შეიძლება, მუსიკოსი ანდა რიოში მარგალიტე-
ბით მოთამაშე იყო და, ამასთანავე, კანონისა და წესრიგისაკენ მიმ-
სწრაფი. ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ და როგორიც ჩვენ

81
გვსურს, გახდეს, ჩვენი მიზანია. თუ მას შეეძლება ყოველდღე თავისი
მეცნიერება თუ ხელოვნება სხვა დანარჩენით შეცვალოს, იგი რიოში
მარგალიტებით თამაშში ყველაზე უფრო კრისტალური ლოგიკის გა-
მობრწყინებას შეძლებს და გრამატიკაში ყველაზე უფრო შემოქმედე-
ბით ფანტაზიას გამოავლენს. ჩვენ ასეთები უნდა ვიყოთ, უნდა შევ-
ძლოთ, ყოველ საათში სხვა პოსტზე დადგომა, ისე, რომ არ ვეწინააღ-
მდეგებოდეთ და არც რაიმე გვაბნევდეს.
– მგონია, ვხვდები, – თქვა კნეხტმა, – მაგრამ ისინი, რომლებსაც
ძლიერი სიყვარული და ზიზღი იპყრობთ, უბრალოდ, უფრო მგზნებარე-
ნი არ არიან, სხვები კი უფრო მშვიდნი და უფრო დამყოლნი?
– ისე ჩანს, რომ მართალია, მაგრამ მართალი არ არის, – გაეცინა
მასწავლებელს, – ადამიანები ყველაფრისადმი გულმოდგინებას, ყვე-
ლაფერში სამართლიანობას რომ იჩენდნენ, მაშინ, ცხადია, მათ სუ-
ლიერი ძალის, სულიერი აღმავლობისა და სითბოს ნაკლულობა კი არ
უნდა ჰქონდეთ, არამედ – სიჭარბე: რასაც შენ მგზნებარებას ეძახი, სუ-
ლიერი ძალა კი არ არის, არამედ სულსა და გარე სამყაროს შორის არ-
სებული წინაღობაა. ეს იქ არის, სადაც მგზნებარება ბატონობს, მის-
წრაფებისა და ლტოლვის ძალა არ არის ჭარბად, ის მიმართულია გან-
კერძოებული და მცდარი მიზნისკენ, აქედან გამომდინარე, ატმოსფე-
როში დაძაბულობა და სულის შეხუთულობაა. ვინც მისწრაფების უმაღ-
ლეს ძალას მიმართავს ცენტრისაკენ, ჭეშმარიტი ყოფიერებისკენ,
სრულყოფილებისკენ, იგი ჩანს უფრო მშვიდი, ვიდრე განმცდელი, რა-
მეთუ თავისი ვარვარების ალს მუდამ არ ხედავს, მაგალითად, კამათი-
სას არ ყვირის და ხელებს არ იქნევს. მე კი გეტყვი შენ: ის უნდა ენთოს
და იწვოდეს!
– აჰ, ვინმემ რომ შეძლეს ამისი სწავლა! – წამოიძახა კნეხტმა, რომ
არსებობდეს სწავლება, რაღაც მაინც, რასაც შეიძლება, დასჯერდე!
ყველაფერი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ყველაფერი ერთიმეო-
რის გვერდით მიმდინარეობს, არსად არ არის სიცხადე, ყველაფერი
შეიძლება ასე განიმარტოს, ანდა პირიქით, ისე. შეიძლება, მთელი
მსოფლიოს ისტორია ისე აიხსნას როგორც განვითარება და პროგრე-
სი, და ასევე შეიძლება, მასში, დაცემისა და უაზრობის გარდა, არაფე-

82
რი დაინახოს კაცმა. მაშ, არ არსებობს ჭეშმარიტება? არ მოიპოვება
ნამდვილი და კანონზე დაფუძნებული სწავლება?
მასწავლებელს ჯერ არასოდეს მოესმინა მისგან ასეთი მხურვალე
საუბარი, მან ცოტა გაიარა და შემდეგ ისევ განაგრძო:
– არსებობს ჭეშმარიტება, ჩემო საყვარელო! მაგრამ „სწავლება“,
რომელსაც შენ ელტვი, აბსოლუტური, სრულყოფილი და მხოლოდ გან-
მბრძნობი, ასეთი არ არსებობს. შენც არ უნდა მიესწრაფოდე მარტოო-
დენ სრულყოფილ ცოდნას, მეგობარო, არამედ შენი თავის სრულყო-
ფილად ქმნას. ღვთაებრიობა შენშია, და არა ცნებებსა და წიგნებში.
ჭეშმარიტებით უნდა ცხოვრობდე და მხოლოდ მისი სწავლებით არ
იფარგლებოდე. ბრძოლებზე გადაიტანე ყურადღება, სძლიე, იოზეფ
კნეხტ, მე ვხედავ, ისინი უკვე დაიწყო.
ამ დღეებში იოზეფმა თავისი საყვარელი მაგისტრი პირველად იხი-
ლა ყოველდღიურობასა და მუშაობის პროცესში და ეს მას ძალზე აო-
ცებდა, თუმცა კი მისი ყოველდღიური საქმიანობის მხოლოდ მცირე ნა-
წილის დანახვა შეძლო. უმეტესად კი მაგისტრმა კნეხტი იმით დაიპ-
ყრო, რომ იგი იმის ღირსად სცნო, რათა სტუმრად მიეწვია, და, თანაც,
მუშაობაში ჩართული და გადატვირთული, გადაღლილი სახით სა-
ათებსაც კი გამოყოფდა მისთვის და არა მარტო საათებს! მედიტაციამ
რომ ასეთი ღრმა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, იყო არა
რაიმე განსაკუთრებით ფაქიზი და თავისებური ტექნიკის დამსახურე-
ბა, არამედ, როგორც ეს კნეხტმა მოგვიანებით თვითონ შეაფასა, პი-
როვნების, ოსტატის მაგალითის შედეგი. მისი მასწავლებლები მოგ-
ვიანებით, რომლებიც მას შემდგომ წელს ჭვრეტაში ამეცადინებდნენ,
მეტ მითითებებს აძლევდნენ, უფრო ზუსტად განსწავლიდნენ, უფრო
მკაცრად აკონტროლებდნენ, მეტ შეკითხვებს უსვამდნენ, შეცდომებ-
საც უფრო მეტად უსწორებდნენ; მუსიკის მაგისტრი, ვისაც გავლენა
ჰქონდა ამ ყმაწვილზე, არც ელაპარაკებოდა და თითქმის არაფერს ას-
წავლიდა, ის, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ თემებს აძლევდა, საკუთარი
მაგალითით წინ მიუძღოდა. კნეხტი აკვირდებოდა, მაგისტრი ხშირად
ისე მოხუცი და გადაღლილი ჩანდა, როგორც მაშინ, ნახევრად დახუჭუ-
ლი თვალებით თავის თავში რომ ჩაძირულიყო, შემდეგ კი შეეძლო

83
ისევ წყნარად, ძლიერად, მხიარულად და მეგობრულად შემოეხედა და
არ იყო კნეხტისათვის უფრო მეტად დამაჯერებელი მოწმობა სათავეე-
ბისაკენ მიმავალი გზის შესახებ, შფოთიანობიდან სიმშვიდისკენ მიმა-
ვალი გზის შესახებ. ყველაფერს, რაც მაგისტრს ამის თაობაზე შეეძლო,
სიტყვებით ეთქვა, კნეხტი უბრალოდ გებულობდა მისგან ცოტა ხნით
ერთად გასეირნებისას თუ ჭამის დროს.
ჩვენ ვიცით, რომ მაშინ მაგისტრისაგან კნეხტმა რამდენიმე პირვე-
ლი მინიშნება მიიღო და მან გზამკვლევობაც გაუწია რიოში მარგალი-
ტებით თამაშისათვის, მაგრამ ეს სიტყვები ჩვენამდე არავის მოუტა-
ნია. მას შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მისი მასპინძელი იოზეფის თან-
მხლებისთვისაც ირჯებოდა, ემანდ, ისეთი შეგრძნება არ გაუჩნდეს,
ზედმეტი ვარო. ამ ყველაფერზე ფიქრობდა ეს კაცი, როგორც ჩანდა.
მონტეპორტში მცირე დროით გაჩერება, მედიტაციის სამი გაკვეთი-
ლი, სადირიჟორო კურსზე დასწრება, რამდენიმე საუბარი მაგის-
ტრთან. კნეხტისთვის ბევრს ნიშნავდა. სიფრთხილით ამოარჩია მან
დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი მცირედი ჩარევისათვის. მის მიპა-
ტიჟებას, ცხადია, მიზანი ჰქონდა: ყმაწვილის მედიტაცია გულთან ახ-
ლოს მიეტანა, მაგრამ არცთუ ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეს მიპატი-
ჟება თავისთავად, როგორც ნიშანი იმისა, რომ მას ყურადღებას აქცე-
ვენ, რომ მისგან რაღაცას ელიან: ეს იყო მოწოდების მეორე საფეხური.
მას ნება დართეს, რომ შინაგან სამყაროში ჩაეხედა; როცა თორმეტთა-
გან ერთ-ერთი მაგისტრი ამ საფეხურის მოწაფეს ასე ახლოს მიიყვანს
თავისთან, ეს არ ნიშნავს მხოლოდ პიროვნულ კეთილმოსურნეობას.
რასაც მაგისტრი აკეთებდა, ეს მუდამ პიროვნულზე მეტი იყო.
გამომშვიდობებისას ორივე მოწაფემ მცირე საჩუქრები მიიღო: იო-
ზეფმა რვეული ბახის ქორალის ორი პრელუდიით, მისმა ამხანაგმა კი
– პატარა მიმზიდველ ჯიბის წიგნად გამოცემული ჰორაციუსი. მაგის-
ტრმა კნეხტს გამოთხოვებისას უთხრა:
რამდენიმე დღეში შეიტყობ, რომელ სკოლაში გაგამწესებენ. მე იქ
უფრო ნაკლებად მოვალ, ვიდრე ეშჰოლცში, მაგრამ ჩვენ იქ, ალბათ,
ისევ ვნახავთ ერთმანეთს, თუკი ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს. თუ
შენ ამისი სურვილი გექნება, შეგიძლია, წელიწადში ერთხელ წერილი

84
მომწერო, განსაკუთრებით იქნებ მუსიკაში მეცადინეობების შესახებ
შემატყობინო. მასწავლებლების კრიტიკა არ გეკრძალება, მაგრამ მე
ამას ნაკლებ შეფასებას ვანიჭებ. მრავალი რამ მოგელის, ვიმედოვნებ,
რომ თავს გაუფრთხილდები; ჩვენი კასტალია მარტო რჩეულობა კი
არა, უპირველესად, იერარქია უნდა იყოს, იმ ნაგებობას უნდა წარმო-
ადგენდეს, სადაც თითოეული ქვა მხოლოდ მთელისაგან იძენს აზრს.
ვინც უფრო მაღლა მოინდომებს ასვლას და უფრო მეტად მნიშვნელო-
ვან დავალებებს მიიღებს, იგი თავისუფალი ვეღარ იქნება, მას მუდამ
პასუხისმგებლობა დაეკისრება. ნახვამდის, ახალგაზრდა მეგობარო.
ჩემთვის სასიხარულო იყო შენი აქ ყოფნა.
ორივე უკან გაეშურა, გზაში ორივენი უფრო მხიარულნი იყვნენ და
უფრო მეტად მოუბარნი, ვიდრე აქეთკენ მომავალ გზაზე; რამდენიმე
დღემ სხვა ატმოსფეროსა და სხვა შთაბეჭდილებებში, ცხოვრების სხვა
წესთან შეხებამ ისინი გაახალისა, ეშჰოლცთან და იქაურობასთან გან-
შორების განწყობისაგან გაათავისუფლა და ცვლილებისა და მომავ-
ლის სურვილი გაუორმაგა. ტყეში რამდენჯერმე დასვენებისა თუ მონ-
ტეპორტის მიდამოებში ციცაბო უფსკრულების თავზე ყოფნისას ჯიბი-
დან ამოიღეს ხის ფლეიტა და ორ ხმაში შეასრულეს ერთი-ორი სიმღე-
რა. და როცა მათ ეშჰოლცის სიმაღლეს კვლავ მიაღწიეს, საიდანაც
სკოლის ნაგებობებისა და ხეების ხედი გადაიშალა, მათ ორივეს აქ გა-
მართული ის საუბარი უკვე შორეულ წარსულში მოეჩვენათ, საგნებმა
ახალი თვალთახედვა შეიძინა; ისინი სიტყვას არ ძრავდნენ, მაშინდე-
ლი გრძნობებისა და აზრების გამო ოდნავ დაიმორცხვეს, ისე მალე
გაცვდა და უშინაარსო შეიქნა.
ეშჰოლცში მათ მეორე დღესვე გაიგეს განაწილების ამბავი. კნეხტი
ვალდცელში იქნა გამწესებული.

85
ვალდცელი

„ვალდცელი ხომ რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა ახალ-ახალ


დახელოვნებულ ნაკადებს წარმოშობს“, – ასეთია ძველი გამონათქვა-
მი ამ ცნობილ სკოლაზე. კასტალიის სკოლებში მეორე და მესამე საფე-
ხური, უმეტესად, შემოქმედებითი იყო, ესე იგი, თუ სხვა სკოლებში გა-
მოკვეთილად ერთი გარკვეული მეცნიერება დომინირებდა, როგორც,
მაგალითად, კოპერჰაიმში – ძველი ფილოლოგია, პორტაში – არისტო-
ტელური და სქოლასტიკური ლოგიკის სწავლება, პლანვასტეში – მა-
თემატიკა, ვალდცელში, პირიქით, ტრადიციულად ზრუნვის საგანს შე-
ადგენდა ტენდენცია უნივერსალურობისკენ და მეცნიერებისა და ხე-
ლოვნების ურთიერთთან დაახლოებისკენ, ხოლო ამ ტენდენციების
უმაღლეს სიმბოლოს რიოში მარგალიტებით თამაში წარმოადგენდა.
ისევე, როგორც ყველა სხვა სკოლაში, არც აქ ისწავლებოდა ეს თამაში,
როგორც ოფიციალური და აუცილებელი საგანი. მაგრამ, სამაგიეროდ,
ვალდცელის მოწაფეთა კერძო მეცადინეობები თითქმის მხოლოდ მას
ეთმობოდა. თანაც დაბა ვალდცელი ხომ რიოში მარგალიტებით თამა-
შისა და მისი დაწესებულებების ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ.
აქ იყო საზეიმო თამაშობათა ცნობილი დარბაზი, თამაშის უზარმაზარი
არქივი თავისი თანამშრომლებითა და ბიბლიოთეკებით, ეს იყო
Magister Ludi-ს რეზიდენცია. და თუმცა ეს დაწესებულებები დამოუკი-
დებლად არსებობდა და სკოლა მათთან არანაირი გარემოებით არ
იყო გაერთიანებული, აქ სწორედ მაინც ამ დაწესებულებათა სული მე-
ფობდა, თავად ამ ადგილის ატმოსფეროში იყო რაღაც კვალი დიდი
საჯარო თამაშების რიტუალურობისა. დაბა თავისთავად მეტად ამა-
ყობდა არა მარტო თავის მიწაზე სკოლის მდებარეობით, არამედ თა-
მაშითაც. იქაურ ხალხში მოსწავლეებს „სტუდენტები“ ერქვათ, თამა-
შის სკოლაში მოსწავლეთა და მის სტუმრებს კი „ლუზერებს“ უწოდებ-
დნენ, დამახინჯებით სიტყვა Lusores 22-გან. სხვათა შორის, ვალდცე-
ლის სკოლა კასტალიურ სკოლათა შორის ყველაზე პატარა იყო, მოს-

22
მოთამაშეები (ლათ.)
86
წავლეთა რაოდენობა სამოცს აღარ აღემატებოდა, ცხადია, ეს გარე-
მოებაც აძლევდა მას რაღაც განსაკუთრებულსა და არისტოკრატულ
იერს, და გამოარჩევდა, როგორც რამდენადმე განსხვავებულ, ყველა-
ზე ვიწრო, ელიტურ ჯგუფს თავად ელიტაში. ამ პატივსაცემი სკოლიდან
ბოლო ათწლეულებში გამოვიდა ბევრი მაგისტრი და ყველა დახე-
ლოვნებული მოთამაშე. თუმცა კი, ვალდცელის ბრწყინვალების შესა-
ხებ არსებული შეხედულება არც მთლად უდავო იყო: აქა-იქ იმასაც ამ-
ბობდნენ, რომ ვალდცელელები განათლებული, დახვეწილი სულის
ადამიანები და განებივრებული პრინცები არიან, და რიოში მარგალი-
ტებით თამაშის გარდა, არაფერიც არ შეუძლიათო. დროდადრო რამ-
დენიმე სხვადასხვა სკოლაში ვალდცელელებზე, მართლაც, ბოროტი
და მწარე სიტყვები მოდასავით ვრცელდებოდა. მაგრამ ამ ხუმრობები-
თა და კრიტიკით გამოვლენილი მწვავე დამოკიდებულება ხომ სწო-
რედ იმას გვიჩვენებს, რომ ეჭვისა და შურის საფუძველი არსებობდა.
ვალდცელი, მოკლედ რომ ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით, ნამ-
დვილად გამორჩეულობას ნიშნავდა. იოზეფ კნეხტმაც იცოდა ეს და,
თუმცა იგი პატივმოყვარე არ ყოფილა, მან ეს გამორჩეულობა მაინც სი-
ხარულითა და სიამაყით მიიღო.
იგი, რამდენიმე ამხანაგთან ერთად, ვალდცელში ფეხით ჩავიდა.
ძალზე დიდი მოლოდინითა და ყველაფრისთვის მზადყოფნით მტკი-
ცედ მიაბიჯებდა სამხრეთ კარიბჭისაკენ. იგი მაშინვე დაიპყრო და მო-
ხიბლა უძველესმა პატარა ქალაქმა, რომელსაც ყავისფერი გადაჰ-
კრავდა, და დიდ ფართობზე გაშლილმა ყოფილმა ცისტერცინზერის
მონასტერმა,. სადაც სკოლა იყო განთავსებული. ვიდრე ტანსაცმელს
გამოიცვლიდა, მარტოკა გაეშურა ბუფეტისაკენ, სკოლის შესასვლელ
დარბაზში რომ იყო მოთავსებული. მერე კი ახალი სამშობლოს აღმო-
საჩენად მარტო გაუდგა გზას, მონახა ქვეითად სასიარულო ბილიკი,
რომელიც ქალაქის ყოფილი გალავნის ნანგრევებს შორის მდინარეზე
გადიოდა, თაღოვან კიბეზე გაჩერდა და მიაყურადა წისქვილის საგუ-
ბარში წყლის ხმაურს, შემდეგ სასაფლაოს ჩავლით, ცაცხვების ხეივ-
ნით ქვემოთ დაეშვა, დაინახა და შეიცნო მაღალი, ცოცხალი ღობის
უკან Vicus Lusorum, რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა პატარა, გან-

87
საკუთრებული ქალაქი: საზეიმო დარბაზები, არქივი, სასწავლო დარ-
ბაზები, სტუმართა და მოსწავლეთა სახლები. ერთ-ერთ ამ სახლთან
მიმავალი ვიღაც დაინახა, რიოში მარგალიტებით მოთამაშის სამო-
სელში გამოწყობილი, და თავისთვის გაიფიქრა; ეს, ალბათ, ერთ-ერთი
იმ ზღაპრულ ლუზერესთაგანი იქნებაო, შესაძლოა, თავად magister
Ludi-ც კი. უფრო მეტად იხიბლებოდა ამ ატმოსფეროთი. აქ ყველაფერს
სიძველის ნიშანწყალი ეტყობოდა, პატივსაცემი, განწმენდილი, ტრა-
დიციებით დატვირთული, აქ კაცი ცენტრთან ცოტათი უფრო ახლოს იმ-
ყოფებოდა, ვიდრე ეშჰოლცში. და რიოში მარგალიტებით თამაშის უბ-
ნიდან უკან დაბრუნებულმა, სხვა მომხიბვლელობაც იგრძნო, შეიძლე-
ბა, ნაკლებად პატივსაცემი, მაგრამ არანაკლებ ამაღელვებელი. ეს
იყო პატარა ქალაქი, კასტალიის საქმეებში ჩაუხედავი სამყაროს ნაწი-
ლი, თავისი ცხოვრებისეული ამაოებით, ძაღლებითა და ბავშვებით,
სავაჭრო ფარდულებიდან და სახელოსნოებიდან გამომავალი სუნე-
ბით, წვეროსანი მოქალაქეებითა და ფარდულთა კართან მდგომი მსუ-
ქანი ქალებით, მოთამაშე და ჟივილ-ხივილა ბავშვებით, ირონიულად
მზირალი გოგონებით. მრავალი რამ ახსენებდა შორეულ, გამოვლილ
სამყაროებს, ბეროლფინგენს, რომელიც მას მთლიანად დავიწყებული
ეგონა. ახლა კი მისი სულის ღრმა შრეები ამ ყველაფერს ეხმიანებოდა:
სურათებს, ბგერებს, სხვადასხვა სურნელებას. ეტყობოდა, რომ ეშჰოლ-
ცთან შედარებით, აქ უფრო ნაკლები სიწყნარე, მაგრამ უფრო ჭრელი
და მდიდარი სამყარო მოელოდა.
სკოლა, მართლაც, თავდაპირველად წინა სკოლის ზუსტ გაგრძე-
ლებას წარმოადგენდა, თუმცა კი რამდენიმე ახალი საგნის დამატე-
ბით. ცხადია, აქ ახალი არაფერი იყო, მჭვრეტელობითი სავარჯიშოე-
ბის გარდა, რაშიც მუსიკის მაგისტრმა მას უკვე ჩამოუყალიბა გემოვნე-
ბა. ის თავისუფლად ეძლეოდა ჭვრეტას ისე, რომ პირველ ხანებში მა-
ინც ხედავდა მასში სასიამოვნო განმმუხტველ თამაშს. ცოტა მოგვია-
ნებით, ჩვენ ამას მერე მოვიხსენიებთ, გამოცდილებით გაიგო მისი ნამ-
დვილი და მაღალი მნიშვნელობა. ვალდცელის სკოლის ხელმძღვანე-
ლი, ერთი ორიგინალური და თითქოს შემაშინებელი კაცი, ოტო ცბინ-
დენი, მაშინ სამოც წლამდე გახლდათ. მის ლამაზ და ფაქიზ ხელნაწე-

88
რებში ზოგიერთი ჩანაწერი ვნახეთ მოწაფე იოზეფ კნეხტის შესახებ.
ყმაწვილის ცნობისმოყვარეობას თავიდან მოწაფეები უფრო იწვევ-
დნენ, ვიდრე მასწავლებლები. მოწაფეთაგან კი, განსაკუთრებით ორ-
თან ჰქონდა ხშირი ურთიერთობა. ერთ-ერთი კარლო ფერომონტეა, ვი-
საც იგი პირველი თვეებიდანვე დაუკავშირდა, ვინც ასაკით კნეხტის
ტოლი იყო (მან, მოგვიანებით მუსიკის მაგისტრის მოადგილემ, მეორე
ხარისხის პოსტი მიიღო უწყებაში). სხვათა შორის, ჩვენ მადლიერნი
ვართ მისი მეთექვსმეტე საუკუნის საბარბითო მუსიკის სტილის ისტო-
რიისათვის, სკოლაში მას ეძახდნენ „ბრინჯიჭამიას“ და თამაშში სა-
სიამოვნო პარტნიორად თვლიდნენ. მისი მეგობრობა იოზეფთან მუსი-
კაზე საუბრებით დაიწყო და მრავალწლიანი საერთო მეცადინეობები-
თა და ვარჯიშებით გაგრძელდა, რომელთა შესახებაც ჩვენ, ნაწილობ-
რივ, მუსიკის მაგისტრისადმი კნეხტის იშვიათი, მაგრამ შინაარსიანი
წერილების საშუალებით ვიგებთ. ამ წერილებიდან გაირკვა, რომ კნეხ-
ტი ფერომონტეს უწოდებს „სპეციალისტსა და მუსიკის ზედმიწევნით
მცოდნეს მდიდარი ორნამენტიკით, მორთულობით, ტრიოლებითა და
ა. შ. ის უკრავდა მასთან ერთად კუპერენს, პიორსელს და მე-17 საუკუ-
ნის დროინდელ სხვადასხვა ოსტატებს. ერთ-ერთ ამ წერილში კნეხტი
საფუძვლიანად ლაპარაკობს ამ სავარჯიშოებისა და მუსიკის შესახებ,
„სადაც ზოგიერთ პიესაში თითქმის ყველა ნოტის თავზე მორთულო-
ბაა“. შემდეგ აგრძელებს: „როცა რამდენიმე საათის განმავლობაში,
გრუპეტოების, ტრიოლებისა და Mordente-ს მეტს არაფერს იღებს შემ-
სრულებელი, მაშინ თითები ისე აქვს, გეგონება, ელექტრობით დაემუხ-
ტაო“.
მუსიკაში მან, მართლაც, რომ დიდი ნაბიჯები გადადგა, ვალდცელ-
ში მეორე თუ მესამე წელს იგი წყალივით კითხულობდა და უკრავდა
ყველა საუკუნისა და სტილის სანოტო ნაწერებს, გასაღებებს, შემოკ-
ლებებს, ბასის ნიშნებს. და ფესვები გაიდგა დასავლეთევროპული მუ-
სიკის საუფლოში, როგორც მან ჩვენამდე მოაღწია, იმ განსაკუთრებუ-
ლი სახითა და მშობლიურობით, რომელიც მუსიკისადმი, როგორც ხე-
ლობისადმი, დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს და მისდამი
გულმოდგინე ზრუნვასა და გარჯას არ თაკილობს, რათა მის სულში შე-

89
აღწიოს. სწორედ მისი მუყაითობა გრძნობიერის გათავისებაში, მისი
მცდელობა – ამოეკითხა სული მუსიკის სხვადასხვა სტილის გრძნობიე-
რიდან, ჟღერადიდან, სმენითი შთაბეჭდილებებიდან, თვალშისაცე-
მად აფერხებდა მას, რომ რიოში მარგალიტებით თამაშის შესწავლა
დაეწყო. ერთხელ მან, მოგვიანებით, თავის ლექციებში თქვა: „ვინც მუ-
სიკას მხოლოდ ექსტრაქტის სახით იცნობს, ვინც მუსიკისგან რიოში
მარგალიტებით თამაშს გამოწურავს, რიოში მარგალიტებით თამაშის
კარგი მოამაგე იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ დიდხანს ვერ გახდება მუსი-
კოსი, და სავარაუდოდ – ვერც ისტორიკოსი. მუსიკა შედგება არა მარ-
ტო იმ წმინდა სულიერი კონტურებისა და ფიგურებისაგან, რომლებიც
ჩვენ მისგან გამოვიყვანეთ, მუსიკა ყველა საუკუნეში იყო სიხარული,
რომელიც წარმოიშობა გრძნობიერისაგან, ამოსუნთქვისაგან, ტაქტის
გამოთვლისაგან, ელფერებისაგან, უთანხმოებათა და აგზნებათაგან,
რომლებიც ჩნდება ხმათა შერწყმით, ინსტრუმენტთა ერთობლივი ჟღე-
რით. ცხადია, სულია მთავარი რამ, და ცხადია, ახალ ინსტრუმენტთა
აღმოჩენა და ძველთა შეცვლა, ან ახალ ტონალობათა და ახალი კონ-
სტრუქციული და ჰარმონიული წესებისა ანდა აკრძალვების შემოღება
მხოლოდ მუდამ ჟესტი და გარეგნულობაა, ისე, როგორც სამოსელი და
მოდები წარმოადგენს ხალხთა გარეგნულობას. მაგრამ ეს გარეგნული
და გრძნობიერი ნიშნები გრძნობითა და ზემოქმედებით უნდა იქნას
განცდილი და შეტკბობილი, რათა ეპოქები და სტილი გავიგოთ. მუსი-
კას ქმნიან ხელებითა და თითებით, პირით, ფილტვებით, და არა მარ-
ტო ტვინით, და ვინც კი ნოტებს კითხულობს, მაგრამ არც ერთ ინსტრუ-
მენტს ბოლომდე არ ფლობს, მან მუსიკის თაობაზე არც უნდა ისაუბ-
როს. ასეა მუსიკის ისტორიაც, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გა-
იგება მხოლოდ ერთი აბსტრაქტული სტილის ისტორიით. მაგალითად,
მუსიკის დაცემის პერიოდები მთლად გაუგებარი დარჩება, თუ ჩვენ
ამაში იმ დროისთვის არ გავითვალისწინებთ გრძნობიერისა და რა-
ოდენობრივის მიმართებას სულიერ მხარესთან“.
ერთხანს ისე ჩანდა, თითქოს კნეხტმა გადაწყვიტა, რომ მუსიკოსო-
ბის მეტი აღარაფერი უნდოდა; მოსწავლისათვის ყველა სხვა სასწავ-
ლო საგანს, მათ შორის, პირველ შესავალ ნაწილს რიოში მარგალიტე-

90
ბით თამაშში, იგი მუსიკის სასარგებლოდ ისე ხშირად აცდენდა, რომ
პირველი სემესტრის ბოლოს სკოლის პირველმა პირმა თავისთან მი-
იხმო და დაარიგა. მოწაფე არ შემკრთალა, იგი ჯიუტად იდგა მოწაფე-
თა უფლებების ცოდნიდან გამომდინარე. მან უთხრა სკოლის ხელ-
მძღვანელს: მე რომ რომელიმე აუცილებელ სასწავლო საგანზე ვამ-
ბობდე უარს, მაშინ საყვედურის უფლება გექნებოდათ, მაგრამ საამისო
საბაბი არ მომიცია. მე ნება მაქვს, სამი მეოთხედი და, შეიძლება, მე-
ოთხე მეოთხედიც, მუსიკას მივუძღვნა. მე წესდებით ვსარგებლობ.
სკოლის ხელმძღვანელი ცბინდენი საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო იმისათ-
ვის, რომ თავისი არ გაეტანა, მაგრამ, ცხადია, დაიმახსოვრა ეს მოწა-
ფე, და დიდხანს ცივად და მკაცრად ექცეოდა.
ერთ წელზე მეტხანს, სავარაუდოდ, სადღაც წელიწად-ნახევარს
გრძელდებოდა ეს თავისებური პერიოდი კნეხტის მოწაფეობის ხანაში:
ნორმალური, მაგრამ არცთუ ბრწყინვალე შეფასებანი და წყნარი და –
რაც ეს ხელმძღვანელთან დაკავშირებული შემთხვევიდანაც ჩანს, –
ჯიუტი განცალკევება, არც შესამჩნევი მეგობრული ურთიერთობები,
სამაგიეროდ, უჩვეულოდ თავგადაკლული სიბეჯითე მუსიკაში, თავის
არიდება თითქმის ყველა კერძო საგნისაგან, რიოში მარგალიტებით
თამაშისგანაც. ამ ყმაწვილის პორტრეტის რამდენიმე თვისება, უეჭვე-
ლია, მოწიფულობის ნიშნებსაც ამჟღავნებს. ცხადია, იგი ამ პერიოდში
მეორე სქესის მხარეს შემთხვევით და უნდოდ ხვდება; ალბათ იგი, მარ-
თლაც, მორცხვი იყო – მრავალი ეშჰოლცელივით, რომელთაც სახლში
და არ ჰყავდათ. კითხვით ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით მოს-
წონდა გერმანელი ფილოსოფოსები: ლაიბნიცი, კანტი და რომანტი-
კოსები, რომელთაგან ყველაზე მეტად იგი ჰეგელმა მიიზიდა.
ახლა ჩვენ ის სხვა მოწაფე უნდა გავიხსენოთ საფუძვლიანად, ვინც
კნეხტის ვალდცელის ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშა, ჰოსპი-
ტანტი პლინიო დეზინიორი. ის ჰოსპიტანტი გახლდათ, ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ იგი ელიტის სკოლებში სტუმარივით დადიოდა, კერძოდ,
განზრახული არ ჰქონდა, მუდმივად პედაგოგიურ პროვინციაში გაჩე-
რებულიყო და ორდენში შესულიყო. ასეთი ჰოსპიტანტები აქა-იქ მარ-
თლაც იყვნენ, რადგანაც სააღმზრდელო უწყება, ბუნებრივია, არასო-

91
დეს არ აფასებდა იმ მოწაფეთა განათლებას, რომლებიც ფიქრობ-
დნენ, ელიტის სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ მშობლების სახ-
ლში და სამყაროში დაბრუნებულიყვნენ: იმ ხანებში კასტალის ირ-
გვლივ მისი დაარსების დროდან არსებობდა რამდენიმე ძველი, შეძ-
ლებული პატრიციული ოჯახი, სადაც დღემდეც კი არ ჩამკვდარა ის წე-
სი, რომ რომელიმე ვაჟი, ვინც საამისოდ ნიჭს გამოავლენდა, ელიტის
სკოლაში აღსაზრდელად სტუმრის მდგომარეობაში გაეშვათ, იმ რამ-
დენიმე ოჯახში ეს წესი ტრადიციად იქცა. ეს ჰოსპიტანტები კი, თუმცა
ისინი, ამ თვალსაზრისით, იგივე წესებს ექვემდებარებოდნენ, როგორც
ელიტის ყველა მოსწავლე, მოწაფეობაში უკვე ამ გარემოების გამო გა-
მონაკლისებს მიეკუთვნებოდნენ, ისინი სხვებივით თავიანთი სამშობ-
ლოსა და მშობლიური ადგილებისგან კი არ უცხოვდებოდნენ, არამედ
ყველა არდადეგებსაც იქ ატარებდნენ და კლასელებს შორის მუდამ
სტუმრებად და უცხოებად რჩებოდნენ, რამეთუ ადათი და მშობლიურ
მხარეზე ფიქრის წესი შეინარჩუნეს. მათ ელოდათ მშობლიური სახლი,
საერო ასპარეზი, პროფესია და ქორწინება, და იშვიათად თუ მომხდა-
რა ის, რომ ასეთი მოწაფე პროვინციის სულს ჩასწვდომოდეს, თავისი
ოჯახის თანხმობით, ბოლოს მაინც კასტალიაში დარჩენილიყოს და
ორდენის წევრი გამხდარიყოს. მაგრამ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
რამდენიმე ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ვინც ახალგაზრდობაში
მოწაფე სტუმრად ითვლებოდა და დროთა მანძილზე, როცა საზოგა-
დოებრივი აზრი ამა თუ იმ მიზეზის გამო ელიტის სკოლებსა და ორ-
დენს კრიტიკულად შეუტევდა ხოლმე, მტკიცედ გამოსულან მის დასა-
ცავად.
ასეთი ჰოსპიტანტი გახლდათ პლინიო დეზინიორიც, ვისაც ცოტათი
უმცროსი იოზეფ კნეხტი ვალდცელში შეხვდა. ის იყო დიდი ნიჭის ყმაწ-
ვილი, ბრწყინვალე მოსაუბრე და მოკამათე. ცეცხლოვანი და თითქოს
მოუსვენარი ადამიანი სკოლის ხელმძღვანელ ცბინდენს ბევრ საზრუ-
ნავს უჩენდა, რადგანაც იგი მაინც კარგ მოწაფედ ითვლებოდა და ნაკ-
ლსაც ვერ აღმოუჩენდით, მაგრამ არანაირად არ ცდილობდა, დაევიწ-
ყებინა გამონაკლისობის მდგომარეობა, როგორც ჰოსპიტანტის, და
შეძლებისდაგვარად, ისე, რომ თვალში არავის სცემოდა, სხვათა რი-

92
გებში ჩამდგარიყო, იგი გაბედულად და შემტევად აღიარებდა არა
კასტალიურ, არამედ საერო აზრებსა და შეხედულებებს. არავის გა-
მოეპარებოდა, რომ ამ ორ მოწაფეს შორის განსაკუთრებული კავშირი
შედგა: ორივე იყო დიდი ნიჭის მქონე და მოწოდებული, რამაც ისინი
ძმებად შეკრა. უჩვეულოდ მაღალი გამჭრიახობა და ხელოვნება მოეთ-
ხოვებოდა მასწავლებელს, რათა ჩასწვდომოდა მის წინაშე წარმოქ-
მნილი ამოცანის არსს და, დიალექტიკის წესების მიხედვით, წინააღ-
მდეგობათა შორის და მათ ზემოთაც სულ მუდამ სინთეზისთვის მიეღ-
წია. სკოლის ხელმძღვანელ ცბინდენს საამისოდ არც ნიჭი აკლდა და
არც სურვილი. იგი იმ მასწავლებელთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა,
რომელთათვისაც ნიჭიერნი მოუხელთებელნი არიან, მაგრამ ამ შემ-
თხვევისათვის მას უმნიშვნელოვანესი წინაპირობა არ ჰქონია: ორი
მოწაფისადმი ნდობა. პლინიო, ვინც განზე მდგომისა და რევოლუციო-
ნერის როლით თავს იწონებდა, ხელმძღვანელთან მიმართებაში მუ-
დამ მეტად ფრთხილობდა, და იოზეფ კნეხტიც, ვისაც, სამწუხაროდ,
კერძო მეცადინეობების გამო მაშინ უსაყვედურა, არ მიმართავდა
ცბინდენს რჩევისათვის. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობდა მუსიკის
მაგისტრი. კნეხტი მას მიაკითხავდა ხოლმე დახმარებისა და რჩევის
თხოვნით, და ეს ბრძენი მოხუცი მუსიკოსი საქმეს სერიოზულად აღიქ-
ვამდა და თამაშს ოსტატურად წარმართავდა, რასაც ჩვენ დავინა-
ხავთ. ახალგაზრდა კნეხტის ცხოვრებაში წარმოშობილი უდიდესი
საფრთხე და ცდუნება, მაგისტრის წყალობით, გადაიქცა გამორჩეულ
ამოცანად, და კნეხტმა დაამტკიცა, რომ ამ ამოცანის სიმაღლეზე იდგა.
ამ მტრობა-მეგობრობის შინაგანი ისტორია იოზეფსა და პლინიოს შო-
რის, ანდა ამ მუსიკის ორი თემისა, ანდა ამ ორ სულს შორის დიალექ-
ტიკური თამაშისა, დაახლოებით ასეთი იყო.
თავიდან, რა თქმა უნდა, ამ ორს შორის სწორედ კნეხტმა შეამჩნია
დეზინიორი და იგრძნო, რომ რაღაც იზიდავდა მისკენ. დეზინიორი არა
მარტო უფროსი, არა მარტო მოხდენილი, ცეცხლოვანი და ენაწყლიანი
ყმაწვილი იყო, უწინარეს ყოვლისა, იგი იყო „გარედან მოსული“, არა-
კასტალიელი, ერთი ვინმე სამყაროდან, ადამიანი დედ-მამით, დეიდა-
ბიძებით, და-ძმით; ვინმე ერთი, კასტალიისათვის მისი ყველა წესით,

93
ტრადიციითა და იდეალით მხოლოდ ერთ ეტაპზე, ერთი პატარა გზის
მანძილზე, გარკვეული დროით გაჩერებას რომ ნიშნავდა. ამ თეთრი
ყვავისათვის კასტალია არა მყარი იყო, მისთვის ვალდცელი ერთ სკო-
ლას წარმოადგენდა, სხვა სკოლების მსგავსად, მისთვის „ერში“ დაბ-
რუნება არც სირცხვილი და არც სასჯელი არ იქნებოდა, მას არ ელოდა
ორდენი, ელოდა კარიერა, ქორწინება, პოლიტიკა, მოკლედ, „ის რე-
ალური ცხოვრება“, რომლის შესახებაც ყოველ კასტალიელს მეტი
ცოდნის მალული წადილი კლავს, რამეთუ კასტალიელისთვის „ერი“
იგივეს ნიშნავდა, რაც ოდესღაც მონანულისა და ბერისათვის იყო: ნაკ-
ლებ ღირებულსა და აკრძალულს, კერძოდ, მაგრამ არანაკლებ სა-
იდუმლოებით მოცულს, მაცდუნებელსა და მომხიბლავს. და პლინიო,
ნამდვილად სამყაროს რომ მიეკუთვნებოდა, ამას საიდუმლოდ არ
ინახავდა, არანაირად არ რცხვენოდა მისი, ის ამაყობდა ამით. მაინც,
ნაწილობრივ ბიჭურად, ნაწილობრივ მსახიობურად, ნაწილობრივ უკვე
გაცნობიერებულადაც, წინასწარ დაპროგრამებულად დიდი მონდომე-
ბით ყურადღებას ამახვილებდა თავის მეორე მდგომარეობაზე და ყვე-
ლანაირი საბაბით სარგებლობდა, საკუთარი საერო შეხედულებანი და
ნორმები კასტალიელებისთვის დაეპირისპირებინა და ეს უფრო უკე-
თესად, სწორად, ბუნებრივად, ადამიანურად წარმოედგინა ამასთანა-
ვე, ის იყენებდა უფრო მეტად „ბუნებასა“ და „ჯანსაღ ადამიანური
გრძნობას“, რომელსაც უპირისპირებდა განათლებულ, ცხოვრებისათ-
ვის უცხო სულის არსებას. და არ იშურებდა გამოთქმებსა და აწეულ
ტონს, მაგრამ იგი ჭკვიანი გახლდათ და საკმაო გემოვნება ჰქონდა
იმისათვის, რომ უხეში პროვოკაციებით კი არ დაკმაყოფილებულიყო,
არამედ, ვალდცელში კამათის დროს გამოყენებული ფორმები საკმა-
ოდ ეღიარებინა. მას სურდა, დაეცვა „სამყარო“ და ნაივური ცხოვრება
კასტალიის „ქედმაღალ, სქოლასტიკურ სულიერებასთან“ მიმართება-
ში, მაგრამ მას უნდოდა, ეჩვენებინა, რომ იგი მზად არის, ეს მოწინააღ-
მდეგეთა იარაღით გააკეთოს; არანაირ შემთხვევაში, მას არ სურდა,
უკულტურო ყოფილიყო, ისეთი, ვინც ბრმად დაბარბაცებს სულიერი გა-
ნათლების ყვავილნარში.

94
ზოგჯერ შეჩერდებოდა ხოლმე იოზეფ კნეხტი მდუმარედ, მაგრამ
ყურადღებიან მსმენელად სადღაც მოწაფეთა პატარა ჯგუფთან, რომ-
ლის შუაგულში მოსაუბრედ დეზინიორი ჩამდგარიყო. ცნობისწადილი-
თა და შიშით ისმენდა იგი ამ წინადადებებს, სადაც ყველაფერი, რაც
კასტალიაში ავტორიტეტსა და წმინდას წარმოადგენდა, გაკრიტიკე-
ბული იყო, ყველაფერზე ეჭვიანი აზრები იყო გამოთქმული. ეს კი შეამ-
ჩნია, რომ ამ ლაპარაკს ყველა მსმენელი არ იღებდა სერიოზულად,
ზოგიერთი, აშკარად, მხოლოდ ნახევრად ხუმრობით უსმენდა. ყოველ-
თვის იყო რამდენიმე ამხანაგი ამ პლინიოს ირგვლივ შემოკრებილი
და მის ტირადებს გაოცებითა და სიცილ-ხარხარით ყურს უგდებდნენ.
იგივე ემართებოდა იოზეფსაც. მიუხედავად იმ დათრგუნვისა და, შიში-
საც კი, რასაც იგი ასეთი ლაპარაკისას განიცდიდა, მაინც დაუფარავად
მისკენ მიუწევდა გული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საუბრებით ერ-
თობოდა, არამედ ეჩვენებოდა, რომ ეს თითქოს თვითონ მას ეხებოდა.
დრო უნდა მოსულიყო და აი, მოვიდა კიდეც, როცა დეზინიორიმ შე-
ნიშნა, რომ თავის მსმენელთა შორის მას ჰყავდა ერთი, ვისთვისაც მი-
სი სიტყვები უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მარტო ამაღელვებელ ანდა
გულში ჩამწვდომ საუბარსა და შეკამათების წადილს. ეს გახლდათ
მდუმარე ქერა ბიჭი, ლამაზი და მოხდენილი, მაგრამ ძალიან მორიდე-
ბული ჩანდა, სულ წითლდებოდა და დარცხვენილ, მოკლე პასუხს იძ-
ლეოდა ხოლმე, როცა იგი მეგობრულად რამეს ეკითხებოდა. მარ-
თლაც, ეს ყმაწვილი დიდი ხანია მის გამოსვლებს ესწრებოდა, და მიხ-
ვდა პლინიო ვინც იყო, ფიქრობდა მხოლოდ მეგობრული ჟესტით გუ-
ლის მოგებას და ბოლომდე დაპყრობასაც: მან იგი ნაშუადღევს სტუმ-
რად მიიპატიჟა. მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმეგობრებდა ამ მორ-
ცხვსა და თავშეკავებულ ბიჭს. პლინიო გაოცდა, რომ მან უკან დაიხია
და ლაპარაკი არ მოისურვა, მიწვევაც არ მიიღო; ეს ისევ ხიბლავდა
მასზე უფროსს. და მან დაიწყო ამ დღიდან მდუმარე იოზეფის გულის
მოგება, ჯერ მხოლოდ თავისი პატივმოყვარეობით, შემდგომში – სე-
რიოზულობით, რადგანაც ის აქ გრძნობდა საპირისპირო მხარეს, ან
მომავალ მეგობარს, ანდა მოწინააღმდეგეს. იგი სულ მუდამ ამჩნევდა
იოზეფს, გრძნობდა, როგორ გულდასმით უსმენდა, და თან მუდამ მო-

95
რიდებით უკან იხევდა, როგორც კი იგი მასთან ახლოს მისვლას მოინ-
დომებდა. – ამ საქციელს თავისი მიზეზები ჰქონდა. დიდი ხანია, იო-
ზეფმა იგრძნო, რომ მას რაღაც მნიშვნელოვანი მოელოდა ამ სხვას-
თან; რაღაც ლამაზი რამ, ჰორიზონტის გაფართოება, ახლის შეცნობა,
განათლება, შეიძლება, ცდუნება და საფრთხეც, ყოველ შემთხვევაში,
რაღაც ის, რაც მას უნდა დაეძლია. მან ეჭვისა და კრიტიკის სურვილის
პირველი მღელვარებანი, რაც პლინიოს საუბრებმა მასში გააღვიძა,
თავის მეგობარს, ფერომონტეს გაუზიარა, მაგრამ ფერომონტემ ნაკ-
ლებად მიაქცია ამას ყურადღება, პლინიო თავგასულ და ვითომდა რა-
ღაცის მცოდნე ბიჭად წარმოსახა, რომლის მოსმენა არც კი უნდათ, და
მაშინვე ისევ თავის მუსიკალურ სავარჯიშოებს ჩაუღრმავდა. და ერთი
გრძნობა გაუჩნდა იოზეფს; რომ ხელმძღვანელი ის ინსტანცია იქნებო-
და, სადაც ეჭვიან და აფორიაქებულ ფიქრებს მიიტანდა. მაგრამ იმ პა-
ტარა კამათის შემდეგ მასთან გულითადი და გულღია დამოკიდებუ-
ლება აღარ ჰქონია: ეშინოდა, ვერაფერს გამიგებსო, და კიდევ უფრო
ეშინოდა, მეამბოხე პლინიოზე შეხედულების გამოთქმას ხელმძღვანე-
ლი, ბოლოს და ბოლოს, დაბეზღებაში ჩამითვლისო. ვინაიდან პლინი-
ოს მცდელობები მეგობრული დაახლოებისათვის სულ უფრო და უფრო
სტანჯავდა, ისევ თავის მფარველსა და კეთილისმყოფელს, მუსიკის
მაგისტრს მიმართა ერთი საკმაოდ გრძელი წერილით. სხვათა შორის
ის წერს: „ჩემთვის ჯერ კიდევ ნათელი არ არის, რისი იმედი აქვს მას
ჩემთან მიმართებაში, სულიერი მეგობრის პოვნა უნდა ჩემში, თუ მოსა-
უბრე პარტნიორისა. მე ვფიქრობ, უფრო ეს უკანასკნელია; უნდა, რომ
მე თავის შეხედულებებით გადამიბიროს. ეს იმას ნიშნავს, რომ შფოთ-
ში ჩამაგდოს და დაანგრიოს ჩემი ცხოვრება, რომელმაც ეს-ესაა ფეს-
ვები გაიდგა. სასწავლებლის გარეთ არავინ მყავს, არც მშობლები და
არც მეგობრები, ვისთან დაბრუნებაც შემეძლებოდა, კიდევაც რომ მო-
მენდომებინა. თუმცა, პლინიოს თამამი საუბრები მისი გავლენის ქვეშ
მოხვედრას არ მიქადის, მაგრამ ამ აზრების გამო მრცხვენია და სრუ-
ლიად გულწრფელად გეტყვი, პატივცემულო მაგისტრო. პლინიოს აზ-
როვნებაში მეც რაღაც თანხვედრა მაქვს, ის ჩემში გამოძახილს პოუ-
ლობს, ხანდახან მეტად ვიხრები იქითკენ, რომ მას გამართლება მოვუ-

96
ძებნო. სავარაუდოდ, ეს ბუნების ხმაა და ჩემს აღზრდასთან, ჩვენთვის
ცნობილ შეხედულებებთან მძაფრ წინააღმდეგობაშია, როცა პლინიო
ჩვენს მასწავლებლებსა და მაგისტრებს სამღვდელო კასტად მიიჩნევს
და ჩვენ, მოწაფეებს, მათ მორჩილ, კასტრირებულ ჯოგად, ცხადია, ეს
უხეში და გადაჭარბებულია, მაგრამ სადღაც მაინც სინამდვილეს შე-
ეფერება ალბათ, თორემ ასე არ ამაფორიაქებდა. პლინიოს შეუძლია,
ასე საოცრად დამამცირებელი რამ თქვას: მაგალითად, რიოში მარგა-
ლიტებით თამაში ფელეტონისტურ ეპოქაში უკან დაბრუნება, მხოლოდ
უპასუხისმგებლო თამაშია ასოების საშუალებით, სადაც ჩვენ მთელ
რიგ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ენები შემოვიტანეთ; ის მხოლოდ
ასოციაციებისაგან შედგება და თამაშდება მხოლოდ ანალოგიებით.
ანდა, მთელი ჩვენი სულიერი განათლებისა და მდგომარეობის დაკნი-
ნების დამამტკიცებელია, ესე იგი, ეს არის ჩვენი იმედგაცრუებული
ბერწობა. ის ამბობს ასეთ რამეს: მაგალითად, ჩვენ ვაანალიზებთ მუ-
სიკის ყველა სტილისა და პერიოდის კანონებსა და ტექნიკას და თა-
ვად ვერ ვქმნით ახალ მუსიკას. ჩვენ ვკითხულობთ და განვმარტავთ
პინდარეს თუ გოეთეს, და გვრცხვენია თავად ლექსების თხზვისა. ეს
საყვედურებია, რაზედაც მე არ ძალმიძს გაცინება. ეს ჯერ კიდევ ყვე-
ლაზე ცუდი აზრები არ არის, ეს ის არაა, რაც მე ყველაზე მეტად მაო-
ცებს. ცუდია, როცა ის ამბობს, რომ ჩვენ, კასტალიელები, ხელოვნურად
მოშინაურებული მგალობელი ჩიტებივით ვცხოვრობთ ისე, რომ პურის
ფულს თავად არ მოვიპოვებთ, გაჭირვება არ გვიგემია და ბრძოლა არ
დაგვჭირვებია, კაცობრიობის იმ ნაწილივით, ვისი შრომისა და წვალე-
ბის ხარჯზეც დგას ჩვენი კეთილდღეობა, არაფერი ვიცით და არც
გვსურს ვიცოდეთ“. წერილი მთავრდება სიტყვებით: „მე თქვენი მეგობ-
რობა და სიკეთე, ალბათ, ცუდად გამოვიყენე Reverendissime 23 და იმა-
საც ვხვდები, რომ შეიძლება, გამკიცხოთ. გამკიცხეთ მხოლოდ და მო-
ნანიება დამაკისრეთ, ამისათვის მადლობელი დაგრჩებით. მაგრამ აუ-
ცილებლად მჭირდება თქვენგან რჩევა. მე შემიძლია, ახლანდელ
მდგომარეობას ცოტა კიდევ გავუძლო, მაგრამ არ შემიძლია, რომ მას

23
ღირსეულო (ლათ.)
97
ნამდვილი და ნაყოფიერი განვითარება მივაშველო, საამისოდ სუსტი
და გამოუცდელი ვარ. და, ალბათ, ყველაზე ცუდია, რომ ჩვენს ბატონ
სკოლის ხელმძღვანელს ვეღარ ვენდობი, თუნდაც თქვენ ეს გადაჭ-
რით მიბრძანოთ. ამიტომ შეგაწუხეთ ამ ამბით, რამაც მე გასაჭირი შე-
მიქმნა“.
კარგი იქნებოდა, მის საშველად მაგისტრის პასუხი რომ გვქონოდა.
ეს პასუხი ჩვენ ზეპირად მოვიპოვეთ. კნეხტის წერილის შემდეგ, ცოტა
ხანში Magister Musicae თავად ჩავიდა ვალდცელში მუსიკის გამოცდის
ჩასატარებლად, და მისი იქ ყოფნის დღეებში თავისი პატარა მეგობა-
რი საუკეთესოდ მიიღო. ამის შესახებ კნეხტის შემდგომი მონათხრობი-
დან ვიგებთ. მაგისტრს მისთვის საქმე არ გაუიოლებია. მან იმით დაიწ-
ყო, რომ კნეხტის სკოლის ნიშნები, აგრეთვე, მისი კერძო მეცადინეო-
ბებიც, სიზუსტით შეამოწმა, ეს სწავლებები მეტად ცალმხრივად მიიჩ-
ნია, ამაში ვალდცელის ხელმძღვანელი მართალიც იყო და კნეხტი იმ
შეხედულებაზე გადაიყვანა, რომ მას ეს ყველაფერი ხელმძღვანელის
წინაშე ეცნო. კნეხტის საქციელს დეზინიორის მიმართ ზუსტი, სწორი
მიმართულება მისცა და არ გაემგზავრა მანამდე, სანამ ამ საკითხის
ირგვლივ ხელმძღვანელ ცბინდენს არ მოელაპარაკა. შედეგი იყო არა
მარტო შესანიშნავი და ყველა თანამგრძნობისათვის დაუვიწყარი შე-
ჯიბრი დეზინიორისა და კნეხტს შორის, არამედ სულ ახალი ურთიერ-
თობა გაჩნდა კნეხტსა და ხელმძღვანელს შორისაც. ეს დამოკიდებუ-
ლება არ იყო ერთგული და საიდუმლოებით მოცული, როგორც, მაგა-
ლითად, მუსიკის მაგისტრთან, მაგრამ ბოლოს მაინც გაირკვა და განი-
მუხტა კიდეც.
ამ როლმა, რომელიც კნეხტს ახლა დაეკისრა, კარგა ხნით განსაზ-
ღვრა მისი ცხოვრება. მას ნება მიეცა, რომ დეზინიორის მიერ შემოთა-
ვაზებული მეგობრობა მიეღო და მასწავლებელთა მხრიდან ჩარევისა
და ზედამხედველობის გარეშე დამდგარიყო მისი გავლენისა და შემო-
ტევის წინაშე. მენტორისაგან მიცემული დავალება კი ის გახლდათ,
რომ კასტალია კრიტიკისაგან დაეცვა და შეხედულებათა წინააღმდე-
გობრიობა მაღალ დონეზე აეყვანა; ეს, სხვათა შორის, იმას ნიშნავდა,
რომ იოზეფს იმ წესრიგის საფუძვლები, კასტალიასა და ორდენში რომ

98
მეფობდა, ინტენსიურად უნდა შეეთვისებინა და მუდამ ნათლად წარ-
მოედგინა. დაპირისპირებული საუბრები ორ დამეგობრებულ მოწინა-
აღმდეგეს შორის მალე ცნობილი გახდა და მათ მოსასმენად ბევრი
მოყვარულიც მოისწრაფვოდა. დეზინიორის აგრესიული და ირონიული
ტონი მოლბა, მისი აზრობრივი ფორმულირებები უფრო მკაცრი და პა-
სუხისმგებლობით აღსავსე გახდა, მისი კრიტიკა უფრო საქმიანი შეიქ-
ნა. აქამდე ამ ბრძოლაში პლინიოს ჰქონდა უპირატესობა; იგი მოვიდა
„ამქვეყნიური სამყაროდან“, ფლობდა მის გამოცდილებას, მის მეთო-
დებს, თავდასხმის მისეულ საშუალებებს, თვით მისი ურყევობის წილ-
საც კი, სახლში უფროსებთან საუბრებიდან მან იცოდა ყველაფერი, რი-
სი თქმაც „სამყაროს“ შეეძლო კასტალიის წინააღმდეგ. ახლა მას კნეხ-
ტის რეპლიკები აიძულებდა, დაჰკვირვებოდა, რომ, თუმცა სამყაროს
საკმარისად კარგად, ყველა კასტალიელზე უკეთესად იცნობდა, მაგ-
რამ, არავითარ შემთხვევაში, არ იცნობდა კასტალიასა და მის სულს
იმათსავით ისევე კარგად, რომლებიც აქ სახლში იყვნენ და რომელთა
სამშობლოსა და ბედს კასტალია წარმოადგენდა. ის სწავლობდა იმის
მიხვედრას, და თანდათანობით იმის აღიარებასაც კი, რომ იგი აქ სტუ-
მარია, აქაური მკვიდრი მოსახლე არ გახლავთ, რომ არა მარტო გა-
რეთ, აქაც, პედაგოგიურ პროვინციაშიც არსებობს საუკუნეების ძველი
გამოცდილება და თავისთავად გასაგები ფასეულობანი; რომ აქაც არ-
სებობს ტრადიცია და თვით „ბუნებაც“ კი, რაც მან მხოლოდ ნაწილობ-
რივ იცოდა, და კასტალია ახლა თავისი უფლების შესახებ, თავისი მა-
უწყებლის, იოზეფ კნეხტის პირით აცხადებდა, რომ მისთვის ყურადღე-
ბა მიექციათ. კნეხტიც მიჰყვებოდა, აპოლოგეტის როლით დაკმაყოფი-
ლებული, საჭიროდ თვლიდა, სწავლის, მედიტაციისა და თვითაღ-
ზრდის დახმარებით, თავი დაეცვა, და მზად იყო, სულ უფრო გარკვე-
ვით და შინაგანად გაეთავისებინა და გაეცნობიერებინა ეს ყველაფე-
რი. რიტორიკაში დეზინიორიმ დაამარცხა, მისი ბუნებისამებრ ცეც-
ხლისა და პატივმოყვარეობის გარდა, მას დაეხმარა გარე სამყაროს
გარკვეული ცოდნა და ენამახვილობა; დამარცხებისას მაინც მსმენე-
ლებზე ფიქრობდა და იმაზე, რომ თავისი განზე გადგომა ღირსეულად
თუ ენამოსწრებულად უზრუნველეყო: როცა მოწინააღმდეგე გამოსა-

99
ვალს აღარ უტოვებდა, კნეხტს შეეძლო ეთქვა: – ამაზე ჯერ სერიოზუ-
ლად უნდა დავფიქრდე. პლინიო, რამდენიმე დღე მაცადე, მე ამას ისევ
გავახსენებ.
როცა ეს ურთიერთობა ღირსეულ ფორმაში მოვიდა, კნეხტს შეუმსუ-
ბუქდა სულიერი შეჭირვება და კონფლიქტი. ნდობისა და პასუხისმგებ-
ლობის დიდი გრძნობით ძლევდა იგი ამოცანას. მისი ბუნების ძალისა
და მოქნილობის დამტკიცება, რომ ამ ამოცანის შესრულებას მისთვის
ზიანი არ მოჰყოლია.
სიჩუმეში მას ბევრი უნდა გადაეტანა. თუ იგი პლინიოსთან მეგობ-
რობის გრძნობით იყო დაკავშირებული, მას არა მარტო, დამპყრობ და
გონებამახვილ ამხანაგად, საერო ცხოვრების მცოდნე და მჭევრმეტ-
ყველ პლინიოდ მიიჩნევდა, არამედ იმ სამყაროსაც უცხოდ თვლიდა,
რომლის წარმომადგენელიც მისი მეგობარი და მოწინააღმდეგე იყო,
რასაც მის სახეში, მის სიტყვებსა და მიმიკაში სწვდებოდა და წინასწარ
გრძნობდა, იმ ეგრეთ წოდებულ „სულიერ სამყაროს“. აქ მოალერსე
დედები და შვილები ცხოვრობდნენ, დამშეული ხალხი და ღარიბული
სახლები იყო, გაზეთები გამოდიოდა და საარჩევნო ბრძოლები მიმდი-
ნარეობდა; ის პრიმიტიულ და, ამავე დროს, რაფინირებულ სამყარო-
საც წარმოადგენდა, სადაც პლინიო ყველა არდადეგების დროს უკან
მიბრუნდებოდა ხოლმე მშობლებისა და და-ძმების სანახავად, ძმები-
სა, გოგონებს თავს რომ დასტრიალებდნენ, მუშათა კრებებს ესწრებო-
და ან კეთილმოწყობილ კლუბს მიაშურებდა იმ დროს, როცა კნეხტი
კასტალიაში რჩებოდა. ის ამხანაგებთან ერთად ხეტიალობდა, დაცუ-
რავდა, ფრობერგერისეულ Ricercari-ს სწავლობდა ან ჰეგელს კითხუ-
ლობდა. იოზეფისთვის არ იდგა ის საკითხი, იგი კასტალიას ეკუთვნო-
და თუ არა და სამართლიანად ეწეოდა თუ არა კასტალიურ ცხოვრებას,
ცხოვრებას ოჯახის გარეშე, ყოველგვარი ზღაპრული გართობების გა-
რეშე, გაზეთების გარეშე, გაჭირვებისა და შიმშილის გარეშეც, სხვათა
შორის, პლინიოსაც აქამდე არასოდეს უშიმშილია და არც პურის ფული
მოუპოვებია. არა, პლინიოს სამყარო არ იყო უმჯობესი და უფრო სწო-
რი, მაგრამ ის იქ იყო, არსებობდა, და ის იქ მუდამ ადრეც ყოფილა.
ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა მთელ დედამიწაზე სხვაგვარად

100
ცხოვრობდა, ვიდრე კასტალიაში ცხოვრობდნენ, უფრო მარტივად,
პრიმიტიულად, ხიფათის ქვეშ, დაუცველად, უწესრიგოდ. და ეს პრიმი-
ტიული სამყარო ყოველი ადამიანისათვის მიცემული იყო მისი დაბა-
დებიდან, რაღაცას მისგან გრძნობდა კაცი საკუთარ გულში, რაღაცნა-
ირ ცნობისმოყვარეობას მისდამი, რაღაცნაირ ნოსტალგიას მის გამო,
რაღაცნაირ თანაგრძნობას მისდამი. იყო მისდამი სამართლიანი, შე-
უნარჩუნო მას, სამშობლოს, გარკვეული უფლებები საკუთარ გულში,
მაგრამ მაინც არ დაბრუნდე მასთან უკან – სწორედ ეს იყო ამოცანა.
რამეთუ არსებობდა მის გვერდითა და მის ზემოთ მეორე სამყარო, კას-
ტალიური, სულიერი, ხელოვნური, უფრო მოწესრიგებული, უფრო დაცუ-
ლი, მაგრამ სამყარო, რომელიც საჭიროებდა მუდმივად ზედამხედვე-
ლობასა და ვარჯიშს, სამყარო იერარქიისა. მისდამი მსახურება, ისე
რომ იმ სხვა სამყაროს უსამართლოდ არ მოექცე, ანდა იგი სრულებით
არ შეიძულო, თანაც გაურკვეველი სურვილითა თუ მონატრებით მის-
კენ არ დაიწყო ყურება, აი, ეს უნდა ყოფილიყო სწორი. რამეთუ პატარა
კასტალიური სამყარო ემსახურებოდა სხვა დიდ, გარე სამყაროსაც, ის
მას მასწავლებლებით, წიგნებით, მეთოდებით უზრუნველყოფდა, ის
ზრუნავდა სულიერი ფუნქციებისა და მორალის წმინდად დაცვისათ-
ვის, და ის ღია იყო ადამიანთა მცირე რიცხვისათვის, სკოლასა და თავ-
შესაფარივით, რომლის დანიშნულება, როგორც ჩანს, ისაა, რომ თავი-
სი ცხოვრება სულსა და ჭეშმარიტებას მიუძღვნას. მაგრამ რატომ არ
ცხოვრობდა ორივე სამყარო ჰარმონიულად და ძმურად ერთმანეთის
გვერდითა და ერთმანეთში, რატომ არ შეეძლოთ მათ, ორივეს, დაცვა
და გაერთიანება?
მუსიკის მაგისტრის იშვიათი სტუმრობებიდან ერთი იმ დროს დაემ-
თხვა, როცა იოზეფი, თავისი დავალებით გადაღლილი და გადაქანცუ-
ლი, დიდად ირჯებოდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. მაგისტრს
შეეძლო, ეს გაერკვია ყმაწვილის რამდენიმე მინიშნებით, მაგრამ უფ-
რო მკაფიოდ-დაძაბული გამომეტყველებიდან, მოუსვენარი მზერი-
დან. მისი დაბნეული არსებიდან უფრო მეტი შეიტყო. როცა რამდენიმე
საცდელი შეკითხვა დაუსვა, წააწყდა უხალისობასა და სიმძიმეს, აღა-
რაფერი ჰკითხა და იგი მზრუნველობით სამეცადინო ოთახისაკენ იმ

101
მიზნით წაიყვანა, რომ მისთვის მუსიკის ისტორიიდან პატარა აღმოჩე-
ნა გაეზიარებინა. უთხრა, კლავიკორდი მოიტანე და ხმები ავაწყოთო.
იმდენ ხანს განუმარტავდა საიდუმლო მიგნებებს სონატის ფორმის
წარმოშობაზე, ვიდრე მოწაფეს თავისი შეჭირვება, გარკვეულწილად,
არ დაავიწყდა, მუსიკის მოსმენას არ მიეცა და, განმუხტული და მად-
ლიერი, მის სიტყვებსა და მის დაკვრას უსმენდა. მაგისტრი მოთმინე-
ბით აძლევდა დროს, რომ მას გამოეჩინა მუსიკისადმი მზაობა და მისი
მიღების მდგომარეობაში გადასულიყო. და როცა ეს მოუხერხდა, როცა
მაგისტრმა თავისი ლექცია დაამთავრა და ბოლოს გაბრიელის სონა-
ტა შეასრულა, ადგა, პატარა ოთახში ნელა დაიწყო იქით-აქეთ სიარუ-
ლი და შემდეგი რამ მოუთხრო:
„რამდენიმე წლის წინ ამ სონატით ძალზე გატაცებული ვიყავი. ეს
ჯერ კიდევ თავისუფალი სწავლის წლებში იყო, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდ-
რე მასწავლებელი, შემდეგ კი მუსიკის მაგისტრი გავხდებოდი, მაშინ
პატივმოყვარეობით ვიყავი შეპყრობილი: სონატის ისტორია ახალი
თვალთახედვით დამემუშავებინა, მაგრამ დადგა ის დრო, როცა წინ კი
არ წავედი, მეტი და მეტი დაეჭვება დავიწყე, რომ მთელი ეს მუსიკალუ-
რი და ისტორიული კვლევები, საერთოდ, ფასეული იყო თუ არა; მარ-
თლაც, ვფიქრობდი, იქნებ ეს სხვა არაფერია, ამაო დაკვრის გარდა
მოცლილი ხალხისათვის, და ბრჭყვიალა, სულიერად ხელოვნური, ნამ-
დვილი სიცოცხლით სავსე ცხოვრების შემცვლელია-მეთქი. მოკლედ,
ერთი კრიზისიც უნდა გადამეტანა, როცა ყველანაირ სწავლას, ყველა-
ნაირ სულიერ მცდელობას, მთელ სულიერებას, საერთოდ, ეჭვითა და
გადაფასებით ვეკიდებოდით და იმ სამყაროს შურით შევყურებდით,
საითკენაც ჩვენ ვიხრებით: ყოველ მხვნელ-მთესველ გლეხს და საღა-
მო ჟამს შეყვარებულ წყვილს, ანდა ყოველ ჩიტს, ხეზე რომ შემომჯდა-
რა და გალობს, და ჭრიჭინობელას, ზაფხულში ხალხს ყურებს რომ უყ-
რუებს თავისი ჭრიჭინით, რამეთუ ისინი ჩვენთვის ისე ბუნებრივნი
არიან, ისე სავსედ და ბედნიერად ცხოვრობენ, რომ მათი ცხოვრების
გაჭირვებებსა და სიძნელეებზე, საფრთხეებსა და ტკივილებზე ჩვენ,
საერთოდ, არაფერი ვიცით; მოკლედ, წონასწორობა, საერთოდ, დავ-
კარგე, რაც სასიამოვნო მდგომარეობა არ ყოფილა, და ძნელი გადასა-

102
ტანი აღმოჩნდა. მე ვფიქრობდი უმშვენიერეს, უსაოცრეს შესაძლებ-
ლობებზე – გაქცევასა და თავისუფლებაზე. იმაზე ვფიქრობდი, რომ
ქვეყანაში მუსიკოსად წავსულიყავი და ქორწილში მაყრიონისათვის
საცეკვაოები დამეკრა. და როგორც ძველ რომანებში ხდებოდა, გამოჩ-
ნდებოდა ერთი ვინმე უცხო შემკვეთი და თავისთან მიმიწვევდა, ანდა
უარზე არ ვიყავი, ფორმა ჩამეცვა და ნებისმიერ რაზმს საომრად წავ-
ყოლოდი. საქმე ისე წარიმართა, როგორც ასეთ მდგომარეობაში ხში-
რად ხდება ხოლმე: ისე ძალიან დავიბენი, რომ ჩემს თავს მარტო ვე-
ღარ ვერეოდი, და დახმარებას ვსაჭიროებდი“.
ის ერთ წუთს გაჩერდა და თავისთვის ჩაიცინა. შემდეგ განაგრძო:
„ცხადია, მყავდა სწავლის დროს მრჩეველი, როგორც ეს მაშინ მითი-
თებული იყო და, რა თქმა უნდა, გონივრული და სწორი იქნებოდა, და
ჩემს მოვალეობასაც შეადგენდა, მისგან დარიგება მიმეღო. მაგრამ
ასეა ხოლმე, იოზეფ: როცა ვინმე სიძნელეებს წააწყდება და გზიდან
არის აცდენილი, როცა უსათუოდ სჭირდება, რომ მას შეუსწორონ, სწო-
რედ მაშინ იგი ყველაზე უფრო ნაკლებად არის განწყობილი იმისათ-
ვის, რომ ნორმალურ გზას დაუბრუნდეს და ნორმალური ხერხით მო-
ძებნოს გამოსავალი. ჩემი მრჩეველი სწავლაში ჩემი ბოლო მეოთხე-
დური მოხსენებით კმაყოფილი არ ყოფილა, მან სერიოზული შენიშვნე-
ბით მომმართა; მე კი მეგონა, რომ ამ გზაზე ახალი აღმოჩენები თუ შე-
ხედულებანი მექნებოდა. და მისი საყვედურები, გარკვეულწილად,
ვიწყინე. მოკლედ, მასთან წასვლა აღარ მინდოდა, არ მინდოდა სინა-
ნული და აღიარება იმისა, რომ იგი მართალი იყო. არც მეგობრებთან
მინდოდა ლაპარაკი ჩემს მდგომარეობაზე და ნდობაც არ მქონდა, მაგ-
რამ არსებობდა ჩემს მეზობლობაში ერთი უცნაური კაცი, ვისაც შესახე-
დაობით ვიცნობდი და მასზე გაგონილიც მქონდა, სანსკრიტის მცოდ-
ნეაო, ზედმეტ სახელად „იოგა“. იმ დროს, როცა ჩემი მდგომარეობა
ჩემთვის საკმაოდ აუტანელი შეიქნა, ამ კაცისკენ გავემართე, რომლის
რაღაც მარტოსული და განსაკუთრებული სახე ისევე მაცინებდა, რო-
გორც მალულად მაოცებდა. იგი თავის კაბინეტში მოვძებნე, მასთან
გასაუბრება მინდოდა, მაგრამ იგი ჩაღრმავებულ მდგომარეობაში იმ-
ყოფებოდა, ამ დროს მას ჰქონდა შინაგანად რიტუალური, ინდური პო-

103
ზა და მიუღწეველი იყო, ნელა ირწეოდა ღიმილით სრულქმნილ გან-
ცალკევებაში; მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, გარდა იმისა, რომ
კართან გავჩერებულიყავი და დამეცადა, სანამ იგი ჩაღრმავებიდან
უკან მობრუნდებოდა. ეს ძალზე დიდხანს გაგრძელდა, ეს გაგრძელდა
ერთი საათი, ორი საათი, მე ბოლოს დავიღალე და მიწაზე ჩავცურდი;
იქ ვიჯექი კედელს მიყრდნობილი და ვიცდიდი. ბოლოს დავინახე, კა-
ცი ისევე ნელ-ნელა იღვიძებდა, თავი ცოტათი გააქნია, მხრები აიჩეჩა,
გადაჯვარედინებული ფეხები გახსნა, ნელ-ნელა ასადგომად ემზადე-
ბოდა, და თვალში რომ მოვხვდი – რა გინდა? – მკითხა. მე წამოვიმარ-
თე და ვუთხარი ისე, რომ არც კი დავფიქრებულვარ და ნამდვილად
არც კი ვიცოდი, რას ვამბობდი: – სონატები რომ არის ანდრეა გაბრი-
ელის. – ის მთლად წამოდგა, თავის ერთადერთ სკამზე დამსვა, თვი-
თონ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და იკითხა: – გაბრიელი? რა დაგმართა
თავისი სონატებით? – მე დავიწყე მისთვის მოყოლა, როგორც მოვა-
ხერხე, ვაღიარე როგორ მდგომარეობაში ვიყავი. ის სიზუსტით მეკით-
ხებოდა იმას, რაც მე პედანტურად მიმაჩნდა, ჩემი ისტორიის, გაბრიე-
ლისა და სონატების ამბავს, მას სურდა, სცოდნოდა, დილით როდის
ავდექი, რამდენ ხანს ვკითხულობდი, რამდენ ხანს ვვარჯიშობდი მუ-
სიკაში, რომელი საათებისთვის ვჭამდი საჭმელს და როდის ვწვებოდი
დასაძინებლად. მე მას მივენდე, მთხოვდა, რომ მისი შეკითხვების-
თვის მომესმინა და პასუხიც მიმეგო, მაგრამ შეკითხვები სირცხვილში
მაგდებდა, ის შეკითხვები სულ უფრო მყარად, ცალკეული სახით იკვე-
თებოდა, მე უნდა გამეანალიზებინა ჩემი სულიერი და მორალური
ცხოვრება ბოლო კვირებისა და თვეების მანძილზე. მერე ის უეცრად
დადუმდა, და მაინც რომ ვერაფერს მივხვდი, მხრები აიჩეჩა და თქვა:
– შენ თვითონ ვერ ხედავ, სადაა შეცდომა? – არა, მე არ შემეძლო ამისი
დანახვა. ახლა მან გაოცებულმა ყველაფერი ზუსტად შეაჯამა ბოლომ-
დე, რაც მე გამომკითხა, გადაღლის, უსურველობის, სულიერი ჩაკეტ-
ვის პირველ ნიშნებამდე და მიმითითა, რომ ეს შესაძლოა, მხოლოდ
იმას დაემართოს, ვინც თავისუფალ სწავლას მიჰყვება, და რომ ჩემ-
თვის ახლა დადგა ის აუცილებლობა, რომ ჩემს თავზე დაკარგული
კონტროლი და ჩემი ძალები სხვისი დახმარებით კვლავ მომეპოვები-

104
ნა. მიმითითა, რომ როცა მე თავისუფლება მოვიპოვე, რეგულარულ, მე-
დიტაციურ სავარჯიშოებზე უარი ვთქვი, და ახლა პირველივე ცუდი შე-
დეგების დროს მმართებს, რომ გავიხსენო ის გამოტოვებული სავარჯი-
შოები და კვლავ აღვადგინო, და ის სავსებით მართალი იყო. მე მედი-
ტაცია მარტო კარგა ხანს კი არ მივატოვე, დრო არც მქონდა, სულ უხა-
ლისო და დაბნეული ვიყავი, ანდა მეცადინეობებით უკიდურესად გა-
დატვირთული და აღელვებული – ერთი პერიოდი სულაც დავკარგე მი-
სი შეუსრულებლობის ცოდვის შეგრძნება და ახლა თითქმის დავეცი,
დავეჭვდი და სხვისი მეშვეობით თუღა შევძლებდი ამის გახსენებას.
და, მართლაც, შემდეგ უდიდესი ძალა მოვიკრიბე, ამ დაუცველობის-
გან თავი გამომეტაცა, უნდა უკან დავბრუნებოდი სკოლისა და დამწყე-
ბისათვის მედიტაციურ სავარჯიშოებს, რათა საკუთარ თავში შეკრები-
სა და ჩაღრმავების უნარს კვლავ თანდათან შევთვისებოდი“.
მაგისტრმა ოთახში სეირნობა დაამთავრა, ერთი პატარა ამოიკვნე-
სა და თქვა: „ასე ვიყავი მაშინ, დღესაც კი სადღაც მრცხვენია ამაზე
ლაპარაკი, მაგრამ ეს ასეა, იოზეფ. რაც უფრო მეტს მოვითხოვთ ჩვენი
თავისაგან, ანდა რაც უფრო მეტს მოითხოვს ჩვენგან ჩვენი მაშინდელი
მიზანი, მით უფრო მეტად ვართ მედიტაციის სათავის ძალაზე დამოკი-
დებულნი, როცა კვლავ ხელახლა შერიგდებიან გონება და სული – და
ამის თაობაზე სხვა მაგალითებიც ვიცი. – რაც უფრო ინტენსიურად და-
ვიწყებთ დავალების შესრულებას, მით უფრო მალე გამოგვაცოცხლებს
და ზე აგვიყვანს; მალე ქანცს გამოგვაცლის და დაბლა დაგვწევს, და
ეს ყველაფერი იოლად მოხდება, რამეთუ ჩვენ ამ წყაროს გაუფრთხი-
ლებლად ვექცევით, როგორც გაჯიუტებისას სულიერი სამუშაოსაკენ
ადვილად გადავიხრებით ისე, რომ სხეულსა და მასზე ზრუნვას ვივიწ-
ყებთ. მართლაც, მსოფლიო ისტორიის ყველა დიდი ადამიანი ან ჭვრე-
ტით აგნებდა, ანდა იქითკენ მიმავალ გზას გაუცნობიერებლად დაად-
გებოდა, საითაც ჩვენ ჭვრეტა მიგვიძღვის. სხვები, უნიჭიერესნი და უძ-
ლიერესნიც, ბოლოს ყველანი ეცემიან და მარცხდებიან, რამეთუ მათი
ამოცანა, თუ ქედმაღლური ოცნება, რასაც ისინი ფლობდნენ და რითაც
ისინი იყვნენ შეპყრობილნი ისე, რომ მათ დაკარგეს უნარი, ყოველ-
დღიური ამაო საზრუნავისგან თავი დაეხსნათ და დისტანციაზე გამ-

105
დგარიყვნენ. და აი, შენ ეს იცი, ამას პირველივე სავარჯიშოებიდან
სწავლობენ. ეს უცილობლად მართალი რომ არის, მაშინღა დაინახა-
ვენ, როცა, ერთხელაც იქნება და, გზას დაკარგავენ“. – ამ მონათხრობ-
მა იოზეფზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა, რომ იგრძნო საფრთხე,
რომელშიც თვითონ იმყოფებოდა, და სავარჯიშოების შესრულებას
ახალი გატაცებით შეუდგა. ამ ამბავმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა
მასზე, რადგან მაგისტრმა პირველად უამბო ახალგაზრდობისა და
სტუდენტობის დროინდელი თავისი პირადული ცხოვრებიდან ერთი
მონაკვეთი. პირველად შეიქნა მისთვის ნათელი, რომ ნახევრად ღმერ-
თიც, მაგისტრიც, ერთ დროს ახალგაზრდა ყოფილა და კინაღამ არას-
წორ გზაზედაც აღმოჩნდა. იგი მადლიერების გრძნობით აივსო, რომ
პატივცემულმა ადამიანმა მისდამი ნდობა გამოხატა „თავისი გულგახ-
სნილობით: შეიძლებოდა გზის შეშლა, დაღლა, შეცდომების დაშვება,
სკოლის განაწესთან შეჯახება, და მაინც შეიძლებოდა ისევ ფეხზე
დადგომა, საკუთარ თავთან დაბრუნება და ბოლოს, მაგისტრად გახ-
დომაც. მან კრიზისი გადაიტანა.
ვალდცელში სწავლის ორ-სამ წელიწადს, როცა პლინიოსა და იო-
ზეფს შორის მეგობრობა გრძელდებოდა, ამ ბრძოლებით აღსავსე მე-
გობრობის ამბავს სკოლა დრამასავით განიცდიდა, სადაც მეტ-ნაკლე-
ბად ყველა მონაწილეობდა, ხელმძღვანელიდან დაწყებული, ყველა-
ზე პატარა მოწაფით დამთავრებული. ორი სამყარო, ორი პრინციპი,
კნეხტსა და დეზინიორიში რომ განხორციელდა, ერთი მეორეს ზრდი-
და, ყოველი დისპუტი საზეიმო და საჩვენებელ პაექრობად გადაიქცეო-
და ხოლმე. თუკი პლინიო არდადეგებზე ყოველი გამგზავრებით, მშობ-
ლიურ მიწასთან ჩახუტებით ახალ ძალებს იკრებდა, ასევე იყო იოზე-
ფიც: ყოველი მიხვედრით, ყოველი წაკითხვით, ყოველი ჭვრეტითი
ვარჯიშით, magister Musicae-თან ყოველი შეხვედრით ახალ ძალებს
იწოვდა და კასტალიის წარმომადგენლისა და ადვოკატის როლსაც
სულ უფრო მეტად ეთვისებოდა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვმა, პირველად
განიცადა მოწოდება. ახლა მან გაიგო ის მეორეც, და ეს წლები ჭედდა
და კვეთდა მას კასტალიელის სრულქმნილ სახედ, დიდი ხანია, მან
რიოში მარგალიტებით თამაშის პირველი მეცადინეობაც დაამთავრა

106
და დაიწყო თამაშის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კონტროლით რიოში
მარგალიტებით საკუთარი თამაშების შედგენა. აქ მან აღმოაჩინა სი-
ხარულისა და შინაგანი განმუხტვის ერთ-ერთი მჩქეფარე წყარო. კარ-
ლო ფერომონტესთან ერთად, ჩემბალოსა და კლავიკორდზე სავარჯი-
შოების დაუღალავად შესრულების შემდეგ მისთვის ასეთი ნეტარება
არაფერს მოუგვრია, არაფერს ისე არ გაუგრილებია, გაუძლიერებია,
განუმტკიცებია და გაუბედნიერებია, როგორც ამ პირველ წვდომებს
რიოში მარგალიტებით თამაშის ვარსკვლავთა სამყაროში.
აი, სწორედ ამ წლებიდან მომდინარეობს ყმაწვილ იოზეფ კნეხტის
ის ლექსები, რომლებიც ფერომონტეს მიერ გადაწერილ ფურცლებზე
შემორჩა. შესაძლებელია, ისინი ბევრი იყო იმასთან შედარებით, რა-
მაც ჩვენამდე მოაღწია, და სავარაუდოა, რომ ეს ლექსებიც, რომელთა-
გან უფრო ადრეული ჯერ კიდევ რიოში მარგალიტებით თამაშში კნეხ-
ტის შესვლამდე წარმოიშვა, კიდეც ეხმარებოდა მას თავისი როლის
შესრულებასა და იმ კრიტიკული წლების გადატანაში. ყოველი მკით-
ხველი ამ ნაწილში აღმოაჩენს ნაწილობრივ ხელოვნურობას, ნაწი-
ლობრივ მძიმე გადაღლისა და კრიზისის კვალს, გარკვეული განწყო-
ბით სწრაფად ჩაწერილ ლექსებს. ეს კი კნეხტს მაშინ პლინიოს ზეგავ-
ლენით დაემართა. ზოგიერთ პწკარში ჟღერს ღრმა შეშფოთება, საფუძ-
ვლიანი დაეჭვება საკუთარი თავის, საკუთარი არსებობის აზრიანობა-
ზე, ვიდრე ლექსში „რიოში მარგალიტებით თამაში“ ღვთის მოსიყვარუ-
ლე გატაცება არ იჩენს თავს. სხვათა შორის, აქ ვხვდებით გარკვეულ
აღიარებას პლინიოს სამყაროსი, ნაწილობრივ ამბოხებასაც ნამდვი-
ლი კასტალიური საშინაო კანონების წინააღმდეგ უკვე იმ ფაქტამდე
მისულს, რომ იგი ამ ლექსებს წერს და რამდენიმე მეგობარსაც კი აჩვე-
ნებს, ვინაიდან, ზოგადად, კასტალიაში ხელოვნების ნაწარმოების
შექმნაზე უკვე უარი იყო თქმული (მუსიკალურ პროდუქციასაც ცნობ-
დნენ და ითმენდნენ იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი სტილის-
ტურად მკაცრი ფორმით იყო დაკავშირებული კომპოზიციურ სავარჯი-
შოებთან), მაშინ ლექსების თხზვაზე გაფიქრებაც ხომ შეუძლებელი
იყო, სასაცილოდ და საძრახისად ითვლებოდა. თამაში, მაშასადამე,
თავისუფალ დროს თავშესაქცევია თავისი აგებულებითა და დახვეწი-

107
ლობებით. ლექსები კი ეს არ არის. ეს წარმოიშობოდა დიდი შთაგონე-
ბით, ეს ნაწარმოებები ნაკადად მოედინებოდა და მიეკუთვნებოდა
ნამდვილ შეუპოვარ სულს. ვინც ამ ლექსებს წერდა, ამით საკუთარ
თავსაც აღიარებდა.
შეუმჩნეველი არ რჩებოდა, რომ პლინიო დეზინიორიც თავისი ან-
ტაგონისტის გავლენის გამო ამაღლებულ ცვლილებებსა და განვითა-
რებას აგნებდა, და ეს ხდებოდა, კერძოდ, არა მარტო ბრძოლის საკუ-
თარი მეთოდების დასახვეწად, არამედ აღზრდის მიზნითაც. კოლე-
გიალური და მებრძოლური განწყობის ურთიერთგაცვლისას, ის თავის
მოწინააღმდეგეს ხედავდა მუდმივ ამაღლებასა და განვითარებაში,
და მას მეგობრის სახით, როგორც სანიმუშო კასტალიელის სახით, პი-
რისპირ ხვდებოდა პროვინციის სული მუდამ ხილულად და ცოცხლად;
და ისევე, როგორც პლინიომ გარკვეულ აღელვებამდე მიიყვანა კნეხ-
ტი და თავისი სამყაროს ატმოსფეროთი მასზე იქონია გავლენა, თავა-
დაც სუნთქავდა კასტალიის ჰაერს და ვერ გაექცეოდა მის ხიბლსა და
ზეგავლენას. სკოლის პერიოდის ბოლო წელს, მონაზვნობის იდეალე-
ბისა და მისი საფრთხეების შესახებ ორსაათიანი დისპუტის შემდეგ,
რაზედაც მათ ცხარედ იკამათეს რიოში მარგალიტებით თამაშის ზედა
კლასში ერთად ყოფნისას, მან იოზეფი სასეირნოდ გაიყოლია და ამ
სეირნობისას აღიარა, რასაც ფერომონტეს ერთი წერილის მიხედვით
აქ მოვიყვანთ: „ცხადია, მე დიდი ხანია ვიცი, იოზეფ, რომ შენ მოშიში
და მორწმუნე რიოში მარგალიტებით მოთამაშე და პროვინციის წმინ-
დანი არ ხარ, რომლის როლსაც შენ შესანიშნავად თამაშობ. თითოე-
ული ჩვენგანი ცალ-ცალკე გამოსაჩენ ადგილზე დგას ბრძოლაში, თი-
თოეულმა ჩვენგანმა ხომ იცის, რომ ის, რისთვისაც იბრძვის, სამარ-
თლიანად არსებობს და თავისი უდავო ფასეულობანი გააჩნია. შენ
დგახარ სულის მაღალი აღზრდის მხარეზე, მე – ბუნებრივი ცხოვრების
მხარეზე. ჩვენ ბრძოლაში შენ ისწავლე ბუნებრივი ცხოვრების საშიშ-
როებათა შეგრძნება და მიზანში ამოღება. შენი სამსახურია, ის აჩვენო:
ბუნებრივი, ნაივური ცხოვრება სულიერი უწვრთნელობით ჭაობად გა-
დაიქცევა, შემდეგ ცხოველურში გადავა და ისევ უკან-უკან წავა. და მე
კვლავ და კვლავ, მუდამ ის უნდა გავიხსენო, როგორი გაბედული, სა-

108
შიში და, ბოლოს, უნაყოფოა ცხოვრება, რაც მხოლოდ სულზეა დამყა-
რებული. ყოველი იმას იცავს, რომლის პრიმატიც მას სჯერა, შენ – სუ-
ლის, მე – ბუნების, მაგრამ, ბოროტულად ნუ მიიღებდა, ხანდახან მეჩ-
ვენება, რომ როგორც ნამდვილსა და ნაივურს, ისე მიყურებ, მთვლი
თქვენი კასტალური ცხოვრების არსის, თითქოსდა, მტრად, ისეთ ადა-
მიანად, ვისთვისაც თქვენი სწავლებები, ვარჯიშები და თამაშები, ძი-
რითადად, მაინც გასართობს წარმოადგენს, როცა ის ამაში, ამა თუ იმ
მიზეზის გამო, მცირე დროით მონაწილეობს. აჰ, ჩემო საყვარელო, რა
ძალიან შემცდარხარ, თუ შენ გინდა, რომ ეს, მართლაც, დაიჯერო! მინ-
და, გამოგიტყდე, რომ მე თქვენი იერარქიისადმი მეტად გიჟური სიყვა-
რული მაკავშირებს, რომ იგი, ხშირად, თვით ბედნიერებასავით მაკ-
რთობს და მიზიდავს, იმაშიც მინდა გამოგიტყდე, რომ თვეების წინ,
როცა მე ცოტა ხანს შინ, მშობლებთან ვიყავი, მამაჩემთან ბრძოლა მო-
მიხდა, და მივაღწიე იმას, რომ ის მე ნებას მრთავს, კასტალიელად
დავრჩე და ორდენში შევიდე იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დამთავრე-
ბისას, ეს ჩემი სურვილი და გადაწყვეტილება იქნება. და მე ვიყავი ბედ-
ნიერი, რომ მან ბოლოს თანხმობა მომცა, მაგრამ ამას არ გამოვიყენებ,
ცოტა ხანია, რაც ეს ვიცი. ო, არა, იმისი ხალისი არ დამეკარგება! მაგ-
რამ მე მეტსა და მეტს ვხედავ: ჩემთვის თქვენთან დარჩენა გაქცევა იქ-
ნება, სამუდამო, კეთილშობილური გაქცევა, სწორედ რომ გაქცევა. მე
უკან დავბრუნდები და საერო კაცი გავხდები, ვინც თქვენი კასტალიის
მადლობელი დარჩება; ვიქნები ის, ვინც ფიქრებით თქვენი დავალების
შესრულებას გააგრძელებს და ყოველ წელს დიდ თამაშს, რიოში მარ-
გალიტებით, იზეიმებს თქვენთან ერთად“.
განცდებით დატვირთულმა კნეხტმა პლინიოს ეს აღსარება თავის
მეგობარ ფერომონტეს გაუზიარა. და დაამატა: „ჩემთვის, მუსიკოსის-
თვის, პლინიოს ეს აღსარება, რომელთანაც მუდამ მართალი არ ვყო-
ფილვარ, მუსიკალურ განცდასავით იყო. დაპირისპირება: სამყარო და
სული, ანდა დაპირისპირება: პლინიო და იოზეფი, ჩემს თვალწინ ორი
შეურიგებელი პრინციპის ეს ბრძოლა კონცერტში გადაიზარდა.“
როცა პლინიომ თავისი ოთხწლიანი სკოლის კურსი დაამთავრა და
შინ უნდა დაბრუნებულიყო, მან ხელმძღვანელობას მამის წერილი. მი-

109
უტანა, ვინც იოზეფ კნეხტს არდადეგებზე ეპატიჟებოდა. ეს იყო უჩვეუ-
ლო მოფიქრება: მგზავრობისათვის შვებულება და პედაგოგიური. პრო-
ვინციის გარეთ სადმე გაჩერება, შეიძლებოდა მხოლოდ ნებართვით,
უწინარეს ყოვლისა, სწავლის მიზნებისათვის, მაგრამ არცთუ იშვი-
ათად, მაინც იყო, გამონაკლის შემთხვევაში, ნებადართული, და ეს და-
იშვებოდა მარტო უფროსი და სანდო სტუდენტებისთვის, მაგრამ არა
მოწაფეთათვის. სკოლის ხელმძღვანელმა ცბინდენმა მოწვევა საკმა-
ოდ მნიშვნელოვნად ჩათვალა, რამეთუ იგი დიდად პატივცემული ოჯა-
ხისა და კაცისაგან იყო მიღებული, მასზე უარი მან თვითონ კი არ გა-
ნაცხადა, არამედ სააღმზრდელო უწყების კომისიას გადააბარა, რო-
მელმაც მაშინვე ლაკონურად უარით უპასუხა. მეგობრები ერთმანეთს
უნდა გამომშვიდობებოდნენ.
„მოგვიანებით ჩვენ ისევ ვეცდებით შენს მოწვევას, – უთხრა პლინი-
ომ, – ერთხელაც იქნება და, გაგვიმართლებს. შენ ერთხელაც უნდა გა-
ეცნო და შეხედო ჩემს მამისეულ სახლს და ჩემს ხალხს, რომ ჩვენც
ვართ ადამიანები და არა მხოლოდ მაღალ საზოგადოებას აყოლილნი
და საქმოსანთა ბანდა. შენ მე ძალიან დამაკლდები. და ნახე, იოზეფ,
რომ შენ ამ რთულ კასტალიაში ზემოთ მოექცევი მალე; შენ ხომ მეტად
ეთვისები იერარქიის წევრობას, მაგრამ, ჩემი აზრით, ქურუმი უფრო იქ-
ნები, ვიდრე მსახური, შენი გვარის მიუხედავად. შენ დიდ მომავალს
გიწინასწარმეტყველებ: ერთ დღეს გახდები მაგისტრი და შეხვალ ყვე-
ლაზე უფრო ბრწყინვალეთა რიცხვში.“
იოზეფმა მოწყენით შეხედა მას.
„დამცინი ხომ, – უთხრა მან განშორებით დათრგუნვილმა, – მე ისე-
თი პატივმოყვარე არა ვარ, როგორც შენ, და თუ მე სამსახურს გავწევ,
შენ დიდი ხნის პრეზიდენტი თუ ბურგომისტრი, უმაღლესი სკოლის
პროფესორი თუ ფედერალური მრჩეველი იქნები. მეგობრულად იფიქ-
რე ჩვენზე, პლინიო, კასტალიაზე, მთლად არ გაგვიუცხოვდე! გარეთაც
ხომ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც კასტალიის შესახებ ხუმრობაზე მე-
ტი იცის, და გარეთაც ხომ უნდა დაგვიცვან“.
მაგრად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და პლინიო გაემგზავრა.
ვალდცელის ბოლო წელი იოზეფისთვის მეტად წყნარი იყო, მისი შე-

110
სამჩნევი და საინტერესო ფუნქცია, როგორც, გარკვეულწილად, საზო-
გადოებრივი პიროვნებისა, უცბად დასრულდა, კასტალიას დამცველი
აღარ სჭირდებოდა. მან თავისუფალი დრო ამ წელს, უპირატესად, რი-
ოში მარგალიტებით თამაშს მიუძღვნა, რაც მას უფრო და უფრო იზი-
დავდა. იმდროინდელ პატარა რვეულში თამაშის მნიშვნელობისა და
თეორიის თაობაზე ჩანაწერი ასეთი წინადადებით იწყება: „ცხოვრების
მთლიანობა, ფიზიკურისა და სულიერისაც, დინამიური ფენომენია,
რის ირგვლივაც რიოში მარგალიტებით თამაში, ძირითადად, მხო-
ლოდ ესთეტიკურ მხარეს წარმოაჩენს, კერძოდ, ის მას წარმოადგენს
რიტმული მსვლელობის სახით“.

111
სტუდენტობის წლები

ოცდაოთხი წლის იყო ახლა იოზეფ კნეხტი. მისი მოწაფეობის პე-


რიოდი ვალდცელიდან გამოშვებით დასრულდა და დადგა თავისუფა-
ლი, შემდგომი სწავლის წლები; ეშჰოლცის უბრალო, ყმაწვილობის
წლების გამოკლებით, ეს წლები უმხიარულესი და უბედნიერესი იყო
მის ცხოვრებაში. მართლაც არის რაღაც საოცარი და გულისშემძვრე-
ლად მშვენიერი თავისუფლად წარმართულ ცხოვრებაში, რომლითაც
აღმოჩენისა და დაპყრობის სურვილს ეძლევა ჭაბუკი, ვინც სკოლის
იძულებისაგან თავისუფალი, პირველად მოძრაობს სულიერების და-
უსრულებელი ჰორიზონტებისაკენ. ვისაც ჯერ ილუზია არ დამსხვრე-
ვია, ვინც ჯერ არ დაეჭვებულა არც უსასრულო თავდადების საკუთარ
უნარში, არც სულიერი სამყაროს უსაზღვრობაში. სწორედ იოზეფ კნეხ-
ტისეული ტიპის ნიჭიერთათვის არის დამახასიათებელი ის, რომ თავი-
ანთი არსით მისწრაფებულნი არიან მთლიანობისაკენ, სინთეზისა და
უნივერსალობისაკენ, მეცადინეობებში თავისუფლების ეს გაზაფხული
არცთუ იშვიათად არის ხოლმე უზარმაზარი ბედნიერების ხანა, თით-
ქმის თრობისაც; ელიტარულ სკოლაში მიღებული აღზრდის გარეშე,
მედიტაციური სავარჯიშოების სულიერი ჰიგიენის გარეშე და სასწავ-
ლო უწყების მხრიდან რბილად წარმოებული კონტროლის გარეშე ეს
თავისუფლება ასეთ ნიჭიერთათვის მძიმე საფრთხეს შექმნიდა და
მრავალთათვის საბედისწეროც აღმოჩნდებოდა, როგორც ეს იყო ჩვე-
ნი დღევანდელი წესრიგის წინა ხანებში, წინაკასტალიურ საუკუნეებ-
ში, უთვალავი დიდი ნიჭიერისთვის. იმ წინა პერიოდის უმაღლეს სას-
წავლებლებში პირდაპირ ჭკუიდან ირეოდნენ ფაუსტური ბუნების
ახალგაზრდები, რომლებიც დიდ მეცნიერებათა და აკადემიური თავი-
სუფლების დიდ ზღვაში გაშლილი აფრებით შედიოდნენ და, მოუთვი-
ნიერებელი დილეტანტიზმის გამო, გემები ეძირებოდათ და თავს უბე-
დურება ატყდებოდათ. თავად ფაუსტი ხომ გენიალური დილეტანტიზ-
მისა და მისი ტრაგიზმის პროტოტიპია. კასტალიაში ხომ სტუდენტების
სულიერი თავისუფლება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ადრეული
ეპოქების უნივერსიტეტებში, რადგანაც მათ ხელთ არსებული სასწავ-

112
ლო შესაძლებლობანი უფრო მდიდარია, გარდა ამისა, კასტალიაში
მთლიანად გამორიცხულია ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა და მატე-
რიალური თვალსაზრისით წარმოდგენის შექმნა: ამპარტავნება, შიში,
მშობლების გაჭირვება, პურის ფულის შოვნასა და კარიერაზე ზრუნვა,
და ასე შემდეგ. აკადემიებში, სემინარიებში, ბიბლიოთეკებში, არქი-
ვებსა და ლაბორატორიებში, პედაგოგიურ პროვინციაში, ყოველი სტუ-
დენტი, მისი წარმოშობისა და შეხედულების მიუხედავად, სრულიად
თანაბარ მდგომარეობაშია. იერარქია საფეხურებად იყოფა მხოლოდ
მოწაფეთა ინტელექტისა და ხასიათის მონაცემებისა და ხარისხის მი-
ხედვით. პირიქით ხდება საერო უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც
მრავალი ნიჭიერი ადამიანი თავისუფლების, ცდუნებისა და საფრთხის
მსხვერპლი აღმოჩნდება ხოლმე მატერიალური და სულიერი თვალ-
საზრისით, ეს კი კასტალიაში არ გვხვდება; აქ საკმარისად არსებობს
კიდევ საფრთხე დემონიზმისა და ცდომილებისა. მაგრამ მაინც კასტა-
ლიელი სტუდენტი მუდამ დაზღვეულია გზიდან აცდენისაგან, იმედის
გაცრუებისა და დაღუპვისაგან. არც ის შეემთხვევა, რომ მემთვრალეო-
ბით დაეცეს, არც ის შეეძლება, რომ მან თავისი სტუდენტობის წლები
დაკარგოს მკვეხარობასა და შეთქმულებებზე, გარკვეულ სტუდენტურ
თაობებს უძველესი დროიდან რომ მოსდევს; და არც ის შეუძლია, რომ
ერთ დღესაც აღმოჩენა გააკეთოს, და თავისი მოწაფეობის სიმწიფის
ატესტატი მცდარად ჩათვალოს, რამეთუ იგი სწავლის განმავლობაში,
განათლების წინა ეტაპის კვლავ ამოსავსებ ადგილებს, ხარვეზებს წა-
აწყდება. მას ამ გაუგებრობისაგან კასტალიის წესრიგი იცავს. არც იმის
დიდი საშიშროებაა, რომ მან სწორედ ქალებს ანდა სპორტულ ექსცე-
სებს შეალიოს დრო. რაც შეეხება ქალებს, კასტალიელი სტუდენტი არ
ცნობს ქორწინებასა და მასთან დაკავშირებულ ცდუნებებსა და საშიშ-
როებებს და არც ზოგიერთი გასული ეპოქის უკიდურეს მიუკარებლო-
ბას, რაც სტუდენტს აიძულებდა, ან სქესობრივ ჩაკეტილობაში ყოფნას,
ანდა მეტად თუ ნაკლებად მიანიშნებდა ქუჩის ქალებზე. რაკიღა კას-
ტალიელებისთვის ქორწინება არ არსებობს, მას არც ქორწინებისკენ
მიმართული სასიყვარულო მორალი სჭირდება. რადგანაც კასტალიე-
ლისთვის არც ფული და, საერთოდ, არც საკუთრება არსებობს, ცხადია,

113
არც სასიყვარულო გარიგებები იარსებებს. პროვინციაში წესი აქვთ,
მოქალაქეთა ქალიშვილები ადრე არ თხოვდებიან. ქორწინებამდე გა-
მოჩნდება მათთან ვინმე სტუდენტი ანდა სწავლული, როგორც შეყვა-
რებული კაცი, ვისაც განსაკუთრებული სასურველობით მიიღებენ. იგი
არ ინტერესდება ქალის წარმოშობითა და ქონებით, მიჩვეულია, რომ
მისი გონებრივი შესაძლებლობები ყოფითი შესაძლებლობების შესა-
ბამისად ითვლებოდეს, უმეტესად ფანტაზიისა და იუმორის მქონეა,
და, რადგანაც ფული არ გააჩნია, სურს, საყვარელს გადაუხადოს
სხვებზე უფრო თავგამოდებული, გრძნობებით. კასტალიაში სტუდენ-
ტზე შეყვარებული არ იკითხავს: ჩემზე იქორწინებს თუ არაო. არა, ის
მასზე არ იქორწინებს. თუმცა ასეთი ფაქტებიც ყოფილა. აქა-იქ ისიც
მომხდარა, რომ ელიტის სტუდენტი ქორწინების გზით სამოქალაქო
სამყაროში უკან დაბრუნებულა, კასტალიაზე უარი უთქვამს და ორდე-
ნი მიუტოვებია. მოღალატეობის რამდენიმე შემთხვევა სკოლებისა და
ორდენების ისტორიაში არცთუ ისე დიდ როლს თამაშობდა და უფრო
კურიოზს ჰგავდა.
თავისუფლებისა და თვითგამორკვევის ხარისხი ცოდნისა და სა-
მეცნიერო კვლევების ყველა სფეროში, რომელიც ეძლევა ელიტის მო-
წაფეს მოსამზადებელი სკოლის დამთავრების შემდეგ, ნამდვილად
ძალზე მაღალია. ეს თავისუფლება, თუკი სტუდენტის შესაძლებლობე-
ბი და ინტერესები თავიდანვე არ ავიწროებენ მას, მხოლოდ იმ ვალ-
დებულებით იზღუდება, რომ სტუდენტი ყოველ ნახევარ წელიწადში
უნდა წარადგენდეს მეცადინეობათა გეგმის პროექტს, რომლის შესრუ-
ლებასაც რბილად აკონტროლებს უწყება. მრავალმხრივი ნიჭისა და
ინტერესების მქონე სტუდენტებს, მათ რიცხვს ეკუთვნოდა კნეხტი, –
სწავლების პირველ წლებში, ამ მეტად შორს წასული თავისუფლების
გამო, რაღაც საოცრად მიმზიდველი და შემაკრთობელი რამ გააჩნი-
ათ. სწორედ ამ მრავალმხრივ დაინტერესებულ უწყება უქმნის თით-
ქმის სამოთხისეულ თავისუფლებას. მოწაფეს შეუძლია ყველა მეცნიე-
რებაში ნებისმიერ დარგს გაეცნოს, სხვადასხვა სწავლების სფეროები
ერთმანეთს შეუხამოს, ექვსი ანდა რვა მეცნიერება ერთდროულად შე-
იყვაროს ანდა იმთავითვე საკუთარ არჩევანზე გაჩერდეს; გარდა ზო-

114
გადის გაშინაგანებისა, პროვინციისა და ორდენისათვის ფასეული მო-
რალური ცხოვრების წესებისა, მას არაფერი მოეთხოვება, ოღონდ წე-
ლიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს ცნობა წლის განმავლობაში
მოსმენილი ლექციებისა და წაკითხული წიგნების შესახებ, ასევე, ინ-
სტიტუტებიდან-თავისი სამუშაოს შესახებ. მისი წარმატებების ზუსტი
კონტროლი და გამოცდა მაშინ იწყება, როცა იგი შეუდგება სპეციალურ
კურსებსა და სემინარებს, რასაც რიოში მარგალიტებით თამაში და მუ-
სიკის უმაღლესი სკოლაც ეკუთვნის. აქ, თავისთავად იგულისხმება,
რომ თითოეულმა სტუდენტმა ოფიციალური გამოცდებიც უნდა ჩააბა-
როს და, ხელმძღვანელის მოთხოვნით, სხვადასხვა სამუშაოც შეასრუ-
ლოს, მაგრამ ამ კურსების დაწყებას სტუდენტებს არავინ აიძულებს.
სტუდენტს შეუძლია, სემესტრებისა და წლების მანძილზე თავისი სურ-
ვილით, მხოლოდ ბიბლიოთეკაში იჯდეს და ლექციებიც მოისმინოს. ეს
სტუდენტები, რომლებიც ცალკეული მეცნიერების სფეროს არჩევას
დიდ დროს ანდომებენ, უდავოა, რომ აყოვნებენ ორდენში შესვლას;
ისინი ყველა შესაძლებელი მეცნიერებისა და სასწავლო დისციპლინის
გზებზე დაეხეტებიან. სტუდენტების ასეთ საქციელს სასწავლებელში
არა მარტო ითმენდნენ, არამედ თითქოს კიდეც ახალისებდნენ. მორა-
ლური, კეთილშობილური საქციელის გარდა, მათგან არაფერს მოით-
ხოვდნენ, მაგრამ ყოველ წელს „გავლილი ცხოვრების“ თაობაზე თხზუ-
ლება უნდა წარედგინათ. ეს ძველი და, ხშირად, სასაცილოდ აგდებუ-
ლი წესი, სწორედ ის გახლავთ, რასაც ჩვენ ვუმადლით სტუდენტობის
სამი წლის განმავლობაში კნეხტის მიერ ჩაწერილ „ბიოგრაფიებს“. ეს
იმ ლექსებივით კი არ იყო, რომლებიც ვალდცელში იწერებოდა, სადაც
სუფთა ნებაყოფლობითი და არაოფიციალური, დამალული და მეტ-
ნაკლებად აკრძალული იყო ლიტერატურული საქმიანობა, აქ ეს ნორ-
მალურსა და ოფიციალურ სამუშაოს წარმოადგენდა. პედაგოგიურ
პროვინციაში. უკვე ადრეულ ხანებში გაჩნდა ეს წესი, უმცროსი სტუდენ-
ტები, რომლებიც ჯერ ორდენში არ არიან მიღებულნი, შიგადაშიგ
თხზულებასა თუ სტილისტურ სავარჯიშოს ნაწერით წარმოადგენდნენ,
კერძოდ, ეგრეთ წოდებულ „ბიოგრაფიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო
ფიქტიური, ნებისმიერ დროში უკან გადაწეული ავტობიოგრაფია. მო-

115
წაფეს ჰქონდა დავალება რაღაც გარემოცვასა და კულტურაში, რომე-
ლიღაც ერთ-ერთი ადრეული ეპოქის სულიერ კლიმატში უკან დაბრუ-
ნებულიყო და მასში მისთვის შესაბამისი არსებობა გამოეხატა. დრო-
ისა და მოდის მიხედვით, კაიზერის მეჩვიდმეტე საუკუნის საფრან-
გეთს, ანდა მეთხუთმეტე საუკუნის იტალიას, პერიკლეს დროინდელ
ათენს, ან მოცარტის დროს ავსტრიას ენიჭებოდა უპირატესობა; და ფი-
ლოლოგებთან წესად იქცა, რომ ისინი თავიანთ ცხოვრების რომანებს
არჩეული ქვეყნისა და დროის ენაზე და სტილში ქმნიდნენ, რომლებშიც
ისინი ცალკეულ პირებს განასახიერებდნენ; დროდადრო გამოჩნდე-
ბოდა მეტად ვირტუოზული ბიოგრაფიები: საკანცელარიო ჩანაწერე-
ბის სტილში 1200 წლისათვის პაპისეული რომის აღწერა მონაზვნურ
ლათინურზე, იტალიურად – „ასი ნოველა“, ფრანგულად – მონტენი, ბა-
როკოს გერმანულზე გედი ბობერფელდი. აქ ცოცხლობდა ძველი აზიუ-
რი რწმენა კვლავ დაბადებისა და სულის გადასახლების თაობაზე, რაც
ამ თავისუფალ და მოთამაშე ფორმაში გადმოიცემოდა. ყველა მოწა-
ფესა და მასწავლებელს ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, რომ მათი ახლან-
დელი არსებობა უფრო ადრეული, გავლილი შეიძლება ყოფილიყო
სხვა სხეულებში, სხვა დროებასა და სხვა პირობებში. ეს იყო, მართლაც
არა რაღაც რწმენა, მკაცრი გაგებით, არც სწავლება – მით უფრო. ეს,
წარმოადგენდა სავარჯიშოს, წარმოსახვის ძალების თამაშს – საკუთა-
რი მე შეცვლილ მდგომარეობასა და გარემოცვაში წარმოადგინოს
ამასთანავე, ვარჯიშობდნენ არა მარტო მრავალი სტილის კრიტიკულ
სემინარებზე, არამედ რიოში მარგალიტებით თამაშსაც ხშირად მი-
მართავდნენ, ფრთხილად შეაღწევდნენ განვლილ კულტურებში,
დროებასა და ქვეყნებში, სწავლობდნენ თავიანთ პიროვნებას, რო-
გორც ნიღაბს, როგორც ენტელექიის წარმავალ სამოსს. ასეთი ბიოგრა-
ფიების წერის წესს თავისი ხიბლი და ზოგიერთი უპირატესობაც გააჩ-
ნდა, მაგრამ ამას ასე დიდხანს მაინც ვერ შეინარჩუნებდნენ. სხვათა
შორის, არც ისე მცირე იყო იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც მეტ-
ნაკლებად, არა მარტო რეინკარნაციის იდეისა სჯეროდათ, არამედ
მათ მიერ საკუთრივ გამონაგონი ბიოგრაფიების ჭეშმარიტებისაც კი.
რადგანაც, ცხადია, უმეტესი ამ წარმოსახვითი ნაწარმოებებისა იყო

116
არა მარტო სტილისტური სავარჯიშოები და ისტორიის სწავლებები,
არამედ – სასურველი სურათები და ზეაწეული ავტოპორტრეტებიც.
უმეტესი ბიოგრაფიების ავტორები თავის თავს ასახავდნენ იმ კოსტი-
უმში და იმ ხასიათით, რისი გამოვლენა და განხორციელებაც მათი
სურვილი და იდეალი იყო. სხვათა ბიოგრაფიებში წარმოდგენილი იყო
პედაგოგიურად არცთუ ცუდი აზრი, – კანონიერი გზა ყმაწვილური ასა-
კის პოეტური მოთხოვნილებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თაობებ-
გამოვლილი დროიდან იკრძალებოდა ნამდვილი, სერიოზული თხზვა
და იგი ნაწილობრივ მეცნიერებებით და ნაწილობრივ რიოში მარგა-
ლიტებით თამაშით ჩანაცვლდებოდა, მაინც არ წყდებოდა ლტოლვა
ახალგაზრდულ ასაკში ხელოვანისეული მხატვრული ასახვისკენ.
ცხოვრების ბიოგრაფიებში, რომლებიც ხშირად მცირე რომანებად ყა-
ლიბდებოდა, ამ მისწრაფებამ საქმიანობისათვის ნებადართულ სფე-
როს მიაგნო. ამასთანავე, ზოგიერთ ავტორს უნდოდა თვითშემეცნების
სამყაროში პირველი. ნაბიჯები გადაედგა. სხვათა შორის, ეს ხშირად
ხდებოდა და, უმეტესად, მასწავლებლები კეთილგონივრულადაც
ხვდებოდნენ იმას, რომ სტუდენტები თავიანთ ბიოგრაფიებს იყენებ-
დნენ კრიტიკული და რევოლუციური შეხედულებებისათვის დღევან-
დელ სამყაროსა და კასტალიაზე. გარდა ამისა, ეს თხზულებები მას-
წავლებლებისთვის სწორედ იმ დროს, როცა სტუდენტები უდიდესი თა-
ვისუფლებით ტკბებოდნენ და მკაცრ კონტროლს არ ექვემდებარე-
ბოდნენ, ძალზე საინტერესო იყო, რომ მათ გაეგოთ ხშირად მოულოდ-
ნელი და საოცარი ამბები ავტორთა სულიერი და მორალური ცხოვრე-
ბისა და მდგომარეობის შესახებ.
იოზეფ კნეხტის სამი ასეთი ბიოგრაფიაა შემორჩენილი, ჩვენ მათ
ზედმიწევნით, სიტყვასიტყვით გაგაცნობთ და მათ მივიჩნევთ ჩვენი
წიგნის, ალბათ, ყველაზე უფრო ღირსეულ ნაწილად. მან მხოლოდ ეს
სამი ბიოგრაფია დაწერა თუ არა, დაიკარგა თუ არა სხვა რომელიმე
მათგანი, ამის თაობაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება,
გარკვევით მხოლოდ ის ვიცით, რომ მესამე „ინდური“ ბიოგრაფიის ჩა-
ბარებისას კნეხტს სააღმზრდელო უწყების კანცელარიამ ურჩია, კიდევ
ერთი შემდეგი ბიოგრაფია გადმოეტანა ისტორიულად ახლობელი

117
დოკუმენტებით უფრო გამდიდრებულ ეპოქაში და ისტორიულ დეტა-
ლებზედაც უფრო მეტად ეზრუნა. მონათხრობებიდან და წერილებიდან
ვიცით, რომ ამის შემდეგ მან მართლაც გაიარა მეთვრამეტე საუკუნის
ბიოგრაფიის დასაწერად მოსამზადებელი მეცადინეობები. აქ მას სურ-
და შვაბიელ თეოლოგად წარმომდგარიყო, ვინც საეკლესიო მსახურე-
ბას მოგვიანებით მუსიკით შეცვლიდა და ვინც გახლდათ იოჰან ალ-
ბრეხტ ბენგელის მოწაფე, ოტინგერის მეგობარი და ვინც ერთხანს ცინ-
ცენდორფის სათემოსაც სტუმრობდა. ვიცით, რომ მან მაშინ წაიკითხა
და ამონაწერები გააკეთა გარკვეული რაოდენობის ძველი, ნაწილობ-
რივ დამხმარე ლიტერატურიდან ეკლესიის სტრუქტურაზე, პიეტიზმსა
და ცინცენდორფზე, ლიტურგიასა და იმდროინდელი პერიოდის საეკ-
ლესიო მუსიკაზე. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მას მაგიური ფიგურა პრელატი
ოტინგერში უყვარდა, მაგისტრ ბენგელისადმი ნამდვილი სიყვარული-
თა და ღრმა პატივისცემით იმსჭვალებოდა – მისი პორტრეტიდან ფო-
ტოსურათი სპეციალურად გადააღებინა და კარგა ხანს საწერ მაგიდა-
ზე ჰქონდა მოთავსებული, ამასთანავე, გულწრფელად ცდილობდა, შე-
საფერი პატივი მიეგო ცინცენდორფისთვის, ვინც მას როგორც აინტე-
რესებდა, ისევე განიზიდავდა კიდეც. ბოლოს მან სამუშაოს მიანება
თავის დაკმაყოფილდა იმით, რაც კვლევის დროს ისწავლა, თავს კი
უუნაროდ თვლიდა იმისთვის, რათა აქედან ბიოგრაფია შეექმნა, რამე-
თუ მან მეტისმეტად კერძო ძიებანი ჩაატარა და დეტალები შეაგროვა.
ამ საკითხზე აზრის გამოთქმა ბოლომდე გვმართებს, უსამართლო არ
იქნება თუ ვიტყვით, რომ შესრულებული სამი ბიოგრაფია უფრო მეტად
შემოქმედება და აღსარებაა ერთი პოეტური და კეთილშობილური ხა-
სიათის ადამიანისა, ვიდრე სწავლულის სამუშაოები.
კნეხტის თავისუფლებას, თავისი ნებით აერჩია მოწაფის სამეცადი-
ნო საგნები, დაემატა კიდევ სხვა თავისუფლება და საკუთარი ნებით
საქმიანობის უფლება. ის ადრე სხვებივით მარტო შეგირდი კი არ იყო,
მას არა მარტო მკაცრი სწავლების წესრიგი და დღის ზუსტი განაწილე-
ბა ჰქონდა, მასზე არა მარტო მასწავლებელთა გულისხმიერი კონტრო-
ლი და დაკვირვება წარმოებდა, ამასთან ერთად, ის იყო პლინიოსთან
მიმართებაში გარკვეული როლისა და პასუხისმგებლობის მატარებე-

118
ლიც; – ეს კი მას სულიერ და გონებრივ შესაძლებლობათა ზღვარზე ხან
აღაგზნებდა, ხან ამძიმებდა; აქტიური, წარმომადგენლობითი როლი,
პასუხისმგებლობა, რამაც, მართლაცდა, ამ წლებში მის თავზე გადაი-
არა და რითაც მას ხშირად საფრთხეც დამუქრებია და რასაც მან
სძლია მხოლოდ უდიდესი ნებისყოფისა და ნიჭის წყალობით, მუსიკის
მაგისტრის მიერ შორიდან გაწეული ძლიერი თანადგომის გარეშე კი,
საერთოდ, ბოლომდე ვერ შეძლებდა მის მიყვანას. ვალდცელის სკო-
ლის უჩვეულო წლების ბოლოს კნეხტი წარმოგვიდგება ოცდაოთხი
წლის ახალგაზრდად, რომელიც, თავის ასაკთან შედარებით, უფრო
მოწიფულია, რაღაც, ზედმეტად გადაღლილი, მაგრამ რა გასაოცარიც
უნდა იყოს – არც შესამჩნევად დაზიანებული. მაინც რა ღრმად დაიპ-
ყრო მისი არსება იმ როლმა და რა მძიმედ დააწვა ტვირთი, და ლამის
ქანცგაწყვეტამდე მივიდა იგი; ამის თაობაზე უშუალო დამოწმებები არ
გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ამას მაშინვე მივხვდებით, როგორც კი შევხე-
დავთ, თუ რანაირად გამოიყენებს სკოლის აღზრდილი პირველ წლებ-
ში მოპოვებულ და ნამდვილ, ღრმად მონატრებულ თავისუფლებას.
კნეხტი, თავისი მოწაფეობის ბოლო წლების განმავლობაში თვალსა-
ჩინო ადგილზე იდგა და, გარკვეულწილად, საზოგადოებრიობასაც მი-
ეკუთვნებოდა, მაგრამ მისგან მალევე სრულებით უკან დაიხია; და რო-
ცა მაშინდელი ცხოვრების ნაკვალევს დაეძებენ, შთაბეჭდილება რჩე-
ბათ, რომ ყველაზე სასიამოვნო ის იქნებოდა მისთვის, გაუჩინარებუ-
ლიყო, ნებისმიერი გარემოცვა და ნებისმიერი საზოგადოება ამძიმებ-
და მას, არსებობის ნებისმიერ ფორმაში ეძიებდა იგი უფრო მეტ გან-
მარტოებას. ასე რომ, დეზინიორის რამდენიმე გრძელ და სახელდახე-
ლოდ დაწერილ ბარათს ჯერ მოკლედ და უხალისოდ, შემდეგ კი სრუ-
ლებითაც აღარ პასუხობდა. გამორჩეული მოწაფე კნეხტი გაუჩინარდა
და ვეღარც პოულობდნენ, მხოლოდ ვალდცელში აყვავდა მისი დიდე-
ბა შემდგომ და მოგვიანებით კი თითქმის ლეგენდად იქცა.
სტუდენტობის წლების დასაწყისში დასახელებული მიზეზების გა-
მო ვალდცელს გამოერიდა, აქედან გამომდინარე, რიოში მარგალიტე-
ბი თამაშის მაღალ და უმაღლეს კურსებზე ჯერჯერობით უარი თქვა,
თუმცა ამის გამო შეიძლება ზედაპირულ დამკვირვებელს მაშინ რიოში

119
მარგალიტებით თამაშისადმი კნეხტის თვალშისაცემი დაუდევრობა
აღენიშნა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სწორედ, პირიქით იყო, მისი თავი-
სუფალი მეცადინეობების მოჩვენებითად გუნებას აყოლილი და და-
უკავშირებელი, ყოველ შემთხვევაში, მართლაც, უჩვეულო მსვლელო-
ბა სინამდვილეში რიოში მარგალიტებით თამაშის ზეგავლენის ქვეშ
იყო და შემდეგში კიდეც დაუბრუნდა თამაშს და თამაშის სამსახურსაც.
ამ საკითხს შემდეგ უფრო დაწვრილებით შევეხებით, ვინაიდან ეს მი-
მართულება მისთვის სახასიათოა. იოზეფ კნეხტმა თავისუფალი მეცა-
დინეობის შესაძლებლობა ყველაზე საოცარი, ყველაზე თავისებური
სახით გამოიყენა. გამოიყენა გულისშემძვრელი ჭაბუკური გენიალო-
ბით. ვალდცელის წლების განმავლობაში გაიარა, როგორც მიღებუ-
ლია, რიოში მარგალიტებით თამაშის ოფიციალური შესავალი და მისი
გამეორების კურსი. შემდეგ კი, როცა მეგობრებში უკვე კარგი მოთამა-
შის სახელი ჰქონდა, თამაშთა თამაშმა ისეთი სიძლიერით მიიზიდა,
რომ იგი შემდგომი კურსის დამთავრების შემდეგ, ჯერ კიდევ, ელიტის
მოწაფე, მეორე საფეხურის მოთამაშეთა შორის მიიღეს, რაც მარ-
თლაც, იშვიათ გამორჩეულობას ნიშნავს..
ერთ ამხანაგს, თავის მეგობარსა და, მოგვიანებით, მის დამხმარეს,
ფრიც ტეგულარიუსს, რამდენიმე წლის შემდეგ კნეხტმა აღუწერა ერთი
ამბავი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა არა მხოლოდ იმისთვის,
რომ კნეხტი რიოში მარგალიტებით თამაშის ოსტატად ქცეულიყო,
არამედ მისი განსწავლის პროცესზედაც უდიდესი ზეგავლენა იქონია.
ამ წერილიდან ვიგებთ: „ნება მომეცი, ის დრო გაგახსენო, სწორედ ის
ერთი დღე და სწორედ ის ერთი თამაში, როცა ჩვენ ორნი, ერთ ჯგუფში
მყოფნი, მუყაითად ვმუშაობდით რიოში მარგალიტებით თამაშის
ჩვენს პირველ გეგმებზე. ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩვენ სხვადასხვა გე-
ზი მოგვცა და ასარჩევად ყველანაირი თემა დაგვისახელა. ჩვენ მაშინ
მეტად მომთხოვნი ვიყავით, როცა გადავდიოდით ასტრონომიიდან,
მათემატიკიდან და ფიზიკიდან ენისა და ისტორიის მეცნიერებებზე და
ხელმძღვანელიც ხომ ამ ხელოვნების ვირტუოზი იყო: ცნობისმოყვარე
ახალბედებს მახეს გვიგებდა და დაუშვებელი აბსტრაქციებისა და ანა-
ლოგიების ყინულის მოედანზე გვიწვევდა, და ხელთ გვიგდებდა მაც-

120
დუნებელ, ეტიმოლოგიურ, ენობრივი შედარების თამაშობებს და იმით
ერთობოდა, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი ამ მახეში გაებმებოდა. გადაღ-
ლამდე ვითვლიდით ბერძნულ მარცვალთა სიგრძეს, და ამასობაში
თითქოს ფეხქვეშ მიწა გვეცლებოდა, როცა მოულოდნელად აღმოვ-
ჩნდებოდით მეტრული სკანდირების ნაცვლად ტონური მახვილის დას-
მის შესაძლებლობისა და თვით აუცილებლობის წინაშე. ის თავის საქ-
მეს ფორმალურად ბრწყინვალედ და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებ-
და. თუმცა ჩემთვის უსიამოვნო იყო, როცა ის ყალბ სვლებს გვაჩვენებ-
და და შეცდომის სპეკულაციით გზას გვირევდა. რა თქმა უნდა, ის კარ-
გი განზრახვით გვაყენებდა საფრთხეების წინაშე, მაგრამ ცოტათი მა-
ინც იმისთვისაც, რომ ჩვენზე, სულელ ყმაწვილებზე, გაეცინა, და სწო-
რედ რომ ბეჯითებისთვის, აღფრთოვანების დროს, შეძლებისდაგვა-
რად, დიდი სკეპსისი გაეჩინა. მაინც მოხდა ეს, სწორედ მისი ერთ-ერთი
ჩახლართული, მძიმე ექსპერიმენტის დროს, როცა ჩვენ ხელის ცეცები-
თა და შიშით ნახევარგზაზე სათამაშო საკითხის მონახაზის ვარგისია-
ნად გაკეთებას ვცდილობდით, და უეცრად, ჩვენი თამაშის აზრსა და
სიდიადეს ჩავწვდი, და ამან სულის სიღრმემდე შემძრა. ჩვენ ენის ის-
ტორიის ერთ-ერთ პრობლემას ვუტრიალებდით და, გარკვეულწილად,
ახლოდან დავინახეთ ენის განვითარების მაღალი მწვერვალი და მი-
სი ბრწყინვალე პერიოდი; რამდენიმე წუთში ჩვენც გავიარეთ ის გზა,
რომლისთვისაც ენას რამდენიმე საუკუნე დასჭირდა, და მე ამ სანა-
ხაობის სიმყიფემ მომნუსხა: ჩვენ თვალწინ არის ასეთი რთული, ძვე-
ლი, პატივსაცემი, მრავალ თაობაში ნელა აღშენებული ორგანიზმი,
ვიგრძენი, თუ როგორ აღწევს იგი აყვავებას და ყვავილობა ჩანასახში-
ვე როგორ შეიცავს დაცემას და აზრიანად დანაწევრებული მთელი აგე-
ბულება როგორ ეშვება და იცვლის სახეს: დაცემის შესახვედრად რყე-
ვა რომ იწყება – მაშინვე შევკრთი და შიშის სასიხარულო ჟრუანტელმა
დამიარა, რომ მაინც იმ ენის დაცემა და სიკვდილი არარაობაში როდი
ინთქმება, რომ მისი სიჭაბუკე, მისი აყვავება, მისი დაბლა დაშვება
ჩვენს მეხსიერებაში, ცოდნაში დაცულია და რომ ის მეცნიერების სიმ-
ბოლოებსა და ფორმულებში რიოში მარგალიტებით თამაშის საიდუმ-
ლო ფორმულებივით გააგრძელებს სიცოცხლეს და ყოველ დროს შეეძ-

121
ლება კვლავ აღორძინება. მე უცებ მივხვდი, რომ ენაში, ან თუნდაც რი-
ოში მარგალიტებით თამაშის სულში, მართლაცდა, ყველაფერი უმნიშ-
ვნელოვანესია, რომ ყოველი სიმბოლო და ყოველი კომბინაცია სიმბო-
ლოებისა არა აქეთ-იქით, არა ცალკეულ მაგალითებამდე, ექსპერი-
მენტებამდე და მტკიცებებამდე მიდის, არამედ ცენტრამდე, სამყაროს
საიდუმლოებამდე და შინაგანობამდე, უძველეს ცოდნამდე. ყოველი
გადასვლა სონატაში მაჟორიდან მინორამდე, ყოველი გარდასახვა
მითისა თუ კულტურისა, ყოველი კლასიკური, ხელოვნური ფორმული-
რება, ნამდვილ ჭვრეტით დაკვირვებაში სხვა არაფერია, თუ არა უშუა-
ლო გზა სამყაროს საიდუმლოს შინაგანობისკენ, სადაც იქით-აქეთობა-
ში, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის, ცასა და დედამიწას შორის,
ინსა და იანს შორის მარადიული წმინდა სრულიქმნება. მაშინ უკვე ზო-
გიერთი კარგად აგებული და კარგად წარმართული თამაშის მსმენე-
ლი ვიყავი და ზოგჯერ დიდ ამაღლებას ვაღწევდი და გამაბედნიერე-
ბელ კეთილგონიერებას ჩავწვდებოდი ხოლმე, მაგრამ მაინც აქამდე
სულ მუდამ ეჭვი მიპყრობდა თამაშის ნამდვილ ღირებულებასა და ხა-
რისხზე. ბოლოს კი ყოველ კარგად ამოხსნილ მათემატიკურ ამოცანას
სულიერი ტკბობა მოჰქონდა და ყოველ კარგ მუსიკასაც მისი მოსმენი-
სას, და თამაშის დროს სულს ამაღლება და დიადში განგრძობა შეეძ-
ლო. და ყოველ გულისხმიერ ჭვრეტას ძალუძს გულის დამშვიდება და
სამყაროსთან თანხმობაში მოყვანა; და, ალბათ, სწორედ ამისათვის
იყო რიოში მარგალიტებით თამაში; არ მასვენებდა ეჭვები: იქნებ მხო-
ლოდ ფორმალური ხელოვნებაა იგი, ან გონებამახვილური მზადყოფ-
ნა, ანდა მოხერხებული კომბინაცია. იქნებ უკეთესიც იყოს, ეს თამაში
კი არ ითამაშო, არამედ სუფთა მათემატიკითა და კარგი მუსიკით და-
კავდე. ახლა კი პირველად თვითონ მოვისმინე. თამაშის შინაგანი ხმა,
მისი აზრი, მან ჩემამდე მოაღწია და განმჭოლა და იმ წუთიდან ვირ-
წმუნე, რომ ჩვენი მეფური თამაში, მართლაც, lingua sacra, წმინდა და
ღვთაებრივი ენაა. შენ გაიხსენებ, რადგან ეს მაშინ თვითონაც შეამ-
ჩნიე, რომ ჩემში ცვლილება მოხდა და ძახილმა ჩემამდე მოაღწია, მე
შემიძლია იგი მხოლოდ იმ დაუვიწყარ ძახილს შევადარო, რამაც პირ-
ველად ჩემი გული შეაკრთო, ჩემი ცხოვრება შეცვალა და წინ წამოს-

122
წია, მაშინ, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, მუსიკის მაგისტრის, მიერ რომ გა-
მოვიცადე და კასტალიისკენ ვიქენ გამწესებული. შენ ეს შეამჩნიე, ამას
მე კარგად ვგრძნობდი, თუნდაც ამის თაობაზე ერთი სიტყვაც არგეთ-
ქვა, დღესაც მეტს ნურაფერს ვიტყვით ამაზე; მაგრამ მე შენთან ერთი
თხოვნა მაქვს და იგი შენ უნდა აგიხსნა, უნდა გითხრა, რაც სხვამ არ
იცის და არც უნდა იცოდეს: ახლანდელი იქით-აქეთ მეცადინეობები ჩე-
მი ახირება არ არის, უფრო მეტიც, მას სავსებით გარკვეული გეგმა უდე-
ვს საფუძვლად. შენ გაიხსენებ, დიდი რამ ხდებოდა, რიოში მარგალი-
ტებით თამაშის იმ ერთი სავარჯიშოს შესრულებისას, რომელიც ჩვენ
მაშინ, როგორც მესამე კურსის მონაწილეებმა, ამავე კურსზე ხელ-
მძღვანელის დახმარებით ავაგეთ და ამ პროცესში მე ის ხმა მომესმა
და Lusor-ად ჩემი მოწოდება ვიგრძენი. აი, ის სავარჯიშო თამაში, რო-
მელიც ფუგის თემის რიტმული ანალიზით დაიწყო და რომლის შუაში
იყო კუნ-ძი გამონათქვამი, იმ მთელ თამაშს თავიდან ბოლომდე ახ-
ლად ვსწავლობ, ეს იმას ნიშნავს, მე ყოველ მის ნაწილს ვამუშავებ, თა-
მაშის ენიდან ვთარგმნი მის დედნის ენაზე, მათემატიკისა და ორნა-
მენტიკის ენაზე, ჩინურად, ბერძნულად და ასე შემდეგ. მე მსურს, რომ
თუნდაც ერთხელ მაინც ცხოვრებაში, რიოში მარგალიტებით ერთი თა-
მაშის მთელი შინაარსი პროფესიულად შევისწავლო და ხელახლა ავა-
გო. ერთ-ერთი პირველი ნაწილი უკვე შევასრულე, და ამისათვის ორი
წელიწადი დამჭირდა. ცხადია, ეს კიდევ რამდენიმე წელიწადს წაი-
ღებს. მაგრამ რადგანაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ცნობილი სწავლის თავი-
სუფლება, სწორედ ამ მხრივ მინდა ის გამოვიყენო. ჩემთვის ცნობილია
საწინააღმდეგო გამონათქვამები. ჩვენი მასწავლებლების უმეტესობა
იტყოდა: ჩვენ რამდენიმე საუკუნეში აღმოვაჩინეთ და ჩამოვაყალიბეთ
რიოში მარგალიტებით თამაში, როგორც უნივერსალური ენა და მეთო-
დი ყოველი სულიერი და ხელოვნური ფასეულობისა და ცნების გამო-
სახატავად და მის ერთ საერთო ზომამდე მისაყვანად. აი, მიდიხარ და
გსურს გადამოწმება, სწორია თუ არა ეს ყველაფერი! ამისთვის მთელი
ცხოვრება დაგჭირდება, და მერე ინანებ, მაგრამ მე არ დამჭირდება
ამაზე მთელი ცხოვრება და იმედი მაქვს, არც ვინანებ. და, აი, ჩემი
თხოვნა იქნება: რადგან შენ ამჯერად რიოში მარგალიტებით თამაშის

123
არქივში მუშაობ და მე, განსაკუთრებული მიზეზების გამო, ვალდცე-
ლის კარგა ხნით დატოვება მომიწევს, შენ ზოგჯერ ჩემ მიერ გამოგზავ-
ნილ კითხვებზე უნდა მიპასუხო, ეს იმას ნიშნავს, რომ არა შემოკლებუ-
ლი ფორმით, ხანდახან ყველანაირი თემის ოფიციალური შიფრები და
ნიშნები არქივიდან უნდა გამაგებინო. მე შენი იმედი მაქვს და იმასაც
დაგპირდები, რომ მეც შენს განკარგულებაში მიგულე, როცა კი რამე
საპასუხო სამსახურის გაწევა შემეძლება შენთვის“.
კნეხტის წერილებიდან რიოში მარგალიტებით თამაშის შესახებ
დაწერილი კიდევ ერთი ადგილიც უნდა დავიმოწმოთ, თუმცა შესატ-
ყვისი წერილი, რომელიც მუსიკის ოსტატს მისწერა, ერთი ან ორი
წლით გვიან დაიწერა. „ჩემთვის ვფიქრობ, – სწერს კნეხტი თავის ქო-
მაგს, – რომ შესაძლებელია, არსებობდეს მთლად კარგი, ვირტუოზული
რიოში მარგალიტებით მოთამაშეც. მაგრამ ისიც კი შესაძლებელია,
რომ ნამდვილად მუყაით Magister Ludi-საც თამაშის ნამდვილი საიდუმ-
ლო და მისი მთავარი აზრი წინასწარ არ ჰქონდეს განჭვრეტილი. ისიც
კი შეიძლება მოხდეს, რომ სწორედ წარმომსახველი და მცოდნე მოთა-
მაშე, როცა იგი რიოში მარგალიტებით თამაშის ხელოვანი ანდა მისი
ხელმძღვანელი იქნება, თამაშისათვის უფრო საშიში გამოდგეს, ვიდ-
რე ისინი, ვინც თამაშის არსს ვერ სწვდებიან. რამეთუ თამაშის შინაგა-
ნი მხარე, მისი ეზოთერიზმი, ისევე როგორც ყველანაირი ეზოთერიზმი,
მიმართავს მიზანს სამყაროში ყველაფრის ერთიანობისაკენ, იმ სიღ-
რმეებისაკენ, სადაც თვითკმარად სუფევს მხოლოდ მარადიული სუნ-
თქვა. ვინც თამაშის აზრს ბოლომდე განიცდის, ის იქნება, მართლაც-
და, უკვე არა მოთამაშე, ის მრავალგვარობის წინაშე კი არ იდგება, მას
აღმოჩენის, აგებისა და კომბინაციების სიხარულის უნარი კი არ ექნე-
ბა, არამედ იგი სულ სხვა ხალისისა და სიხარულის მცნობელი გახდე-
ბა. რაკიღა მიმაჩნია, რომ რიოში მარგალიტებით თამაშის აზრთან ახ-
ლოს ვარ, ჩემთვის და სხვებისთვისაც, უმჯობესი იქნება, თამაში ჩემს
პროფესიად არ ვაქციო და მთლიანად მუსიკას მივუძღვნა თავი“. მუსი-
კის მაგისტრი, უმეტესად ძალზე თავშეკავებული წერილების წერაში,
ამ შეხედულებამ აშკარად ააღელვა და მას მეგობრულად გამაფრთხი-
ლებელი პასუხი აცნობა: „კარგია, რომ შენ თვითონ თამაშის ოსტატი-

124
საგან არ მოითხოვ იმას, რომ ის უნდა იყოს, შენი აზრით, „ეზოთერი“,
რადგან ვიმედოვნებ, შენ ამას ირონიის გარეშე ამბობ. თამაშის მაგის-
ტრი ანდა მასწავლებელი, ვინც, პირველ რიგში, იმაზე ზრუნავს, რომ
შინაგან აზრთან საკმაოდ ახლოს მიიყვანოს თავისი მოწაფე, საკმაოდ
ცუდი მასწავლებელი იქნება. მე, მაგალითად, გულახდილად ვაღი-
არებ, რომ ჩემი მოწაფეებისთვის არასოდეს მითქვამს ერთი სიტყვაც
კი მუსიკის „აზრის“ თაობაზე; ესე იგი, თუკი ასეთი რამ, საერთოდ, არ-
სებობს, მაშინ, მას მე არ ვჭირდები: პირიქით, მე მუდამ დიდი ყურად-
ღება გადამაქვს იმაზე, რომ ჩემი მოწაფეები მუსიკალურ მერვედს და
მეთექვსმეტედს სუფთად ითვლიდნენ. შენ მასწავლებელი გახდები,
სწავლული თუ მუსიკოსი, „აზრისადმი“ მოწიწება უნდა გაგაჩნდეს, მაგ-
რამ ნუ მიიჩნევ მას სხვისთვის სასწავლად. აზრის სწავლების სურვი-
ლით ჯერ კიდევ ისტორიის ფილოსოფოსებმა ნახევარი მსოფლიო ის-
ტორია წაახდინეს, ფელეტონური ეპოქის წარმოშობა განაპირობეს და
უამრავ დაღვრილ სისხლშიც დამნაშავენი აღმოჩნდნენ. მე რომ მოწა-
ფეებისთვის გასაცნობი მქონდეს ჰომეროსისა და ბერძნული ტრაგიკო-
სების შესავალი ნაწილი, არ განვიზრახავდი იმას, რომ მათთვის პო-
ეზია ჩამეგონებინა, როგორც ღვთაებრივის გამოვლენის ფორმა; შე-
ვეცდებოდი, მათთვის მიღწევადი გამეხადა პოეზია ენობრივ და მეტ-
რულ საშუალებათა ზუსტი ცოდნის მეშვეობით. მასწავლებლისა და
სწავლულის საქმეს შეადგენს საშუალებათა გამოკვლევა და გადმოცე-
მულის შენარჩუნება, მეთოდების წმინდად დაცვა, და არა გამოწვევა
და დაჩქარება იმ ძნელი, გამოუთქმელი განცდებისა, რომელთაც გა-
მორჩეულნი ფლობენ, ისინი ხომ ხშირად ტანჯულნი არიან და მსხვერ-
პლადაც გვევლინებიან“.
კნეხტის იმ წლების სხვა წერილებში, რომლებიც ნაწილობრივ და-
კარგულია, რიოში მარგალიტებით თამაში და მისი „ეზოთერული“ კონ-
ცეფცია არც ერთ ადგილზე არ მოიხსენიება; უდიდესი და საუკეთესოდ
შემონახული ნიმუში ამ კორესპონდენციისა, ფერომონტესთან მიმოწე-
რა, ყოველ შემთხვევაში, ეხება თითქმის მარტოოდენ მუსიკისა და მუ-
სიკალური სტილის ანალიზის პრობლემებს.

125
ამგვარად, იმ თავისებურ ზიგზაგში, რომლითაც კნეხტის სწავლება
მიედინებოდა: ზიგზაგში, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთა-
დერთი თამაშის სქემის ზუსტი განხორციელება და მრავალწლიანი
გარჩევა, ჩვენ ვხედავთ, სრულიად გარკვეული აზრისა და ნების გამოვ-
ლენას; იმ თითქმის ერთადერთი სქემის შინაარსების შეთვისებას,
რომლებიც ოდესღაც მათ, როგორც მოწაფეებმა, რამდენიმე დღეში სა-
ვარჯიშო მიზნებისთვის შექმნეს და რომლის წაკითხვაც რიოში მარგა-
ლიტებით თამაშის ენაზე თხუთმეტ წუთში შეიძლებოდა, მან მრავალი
წელი მოანდომა, იჯდა რა სამეცადინო დარბაზებსა და ბიბლიოთეკებ-
ში, სწავლობდა ფრობერგერსა და ალესანდრო სკარლატის ფუგებისა
და სონატების აგებულებას, იმეორებდა მათემატიკას, სწავლობდა ჩი-
ნურს, გადაამუშავა ბგერითი ფიგურების სისტემა და ფოისტელის თე-
ორია ფერთა სკალის შესაბამისობის თაობაზე მუსიკალური ტონების
სახეობებთან; სვამენ კითხვას, თუ რატომ აირჩია მან ეს საძნელო, ჯი-
უტი და, უპირველეს ყოვლისა, მარტოსულის გზა, ვინაიდან მისი საბო-
ლოო მიზანი (კასტალიის გარეთ იტყოდნენ: მისი პროფესიული არჩე-
ვანი) იყო, უეჭველად, რიოში მარგალიტებით თამაში. ის რომ თავისუ-
ფალ მსმენელად და შემდეგ შესულიყო Vicus Lusorum-ის ერთ-ერთ ინ-
სტიტუტში, ვალდცელის რიოში მარგალიტებით თამაშის დასახლება-
ში, მაშინ გაუადვილდებოდა თამაშთან დაკავშირებული ყველა სპე-
ციალური მეცადინეობა; მისთვის ნათელი მოეფინებოდა ყველა ცალ-
კეულ შეკითხვაზე მიცემულ რჩევასა და განმარტებას, გარდა ამისა ამ-
ხანაგებთან და მასთან ერთად დაინტერესებულებთან მეცადინეო-
ბებს გულმოდგინედ შეუდგებოდა, ამის ნაცვლად კი მას მარტოს უნდა
ეწვალა, ცხადია, და ხშირად ისე, როგორც ნებაყოფლობით ლტოლვი-
ლობაშია ხოლმე. ის თავის გზას დაადგა. განერიდა ვალდცელს, ჩვენი
ვარაუდით, არა მარტო იმიტომ, რომ სურდა, თავისი მოწაფეობისდრო-
ინდელი როლის ხსოვნა ამოეძირკვა როგორც სხვების, ასევე თავისი-
ვე საკუთარი მეხსიერებიდან, არამედ იმისთვისაც, რომ აღარასოდეს
მოხვედრილიყო მოთამაშეთა შორის მსგავს როლში. რამეთუ მაშინ-
დლიდან დაწყებული, თითქოს გრძნობდა რაღაც ბედისმაგვარს, რა-
ღაც წინასწარგანსაზღვრულ დანიშნულებას, რომ ხელმძღვანელი და

126
წარმომადგენელი ყოფილიყო და ყველა საშუალებით ცდილობდა,
რომ ამ ბედისთვის თავი დაეღწია. წინასწარ გრძნობდა პასუხისმგებ-
ლობის სიმძიმეს, ახლა უკვე გრძნობდა ამას ვალდცელში თანასკოლე-
ლების წინაშე, რომლებიც მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ და რო-
მელთაც იგი დასცილდა, და იგი ამ პასუხისმგებლობას განსაკუთრე-
ბით გრძნობდა იმ ტეგულარიუსის წინაშე, ვის შესახებაც მან შინაგა-
ნად იცოდა, რომ იგი მისთვის ცეცხლშიც კი შევიდოდა. ასე ეძებდა იგი
დაფარულობასა და სიმშვიდეს იმ დროს, როცა ბედს ის წინ მიჰყავდა
და ადამიანებს ახვედრებდა. დაახლოებით ასე წარმოვიდგენთ ჩვენ
მის მაშინდელ შინაგან მდგომარეობას. მაგრამ იყო კიდევ ერთი უფრო
მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც კნეხტს შიშს ჰგვრიდა და რიოში მარგა-
ლიტებით თამაშის უმაღლესი სკოლების ჩვეულებრივი სწავლების
პროცესისგან განზე განაგდებდა; კერძოდ, დაუცხრომელი ცნობისმოყ-
ვარეობა, რასაც ემყარებოდა მისი მაშინდელი ეჭვები რიოში მარგა-
ლიტებით თამაშზე. ნამდვილად განიცადა მან ეს და იგემა კიდეც, რა-
მეთუ თამაში, მართლაც, უმაღლესი და წმინდა აზრით, შესაძლებელია
რომ ითამაშებოდეს; მაგრამ მან ისიც დაინახა, რომ მოთამაშეთა და
მოწაფეთა უმეტესი რაოდენობა, და ხელმძღვანელთა და მასწავლე-
ბელთა ნაწილიც, არავითარ შემთხვევაში, არ წარმოადგენდნენ იმ მა-
ღალი და წმინდა აზრით მოთამაშეებს, და თამაშის ენაში lingua sacra-ს
კი არ ხედავდნენ, არამედ სწორედ რომ სტენოგრაფიის გონებამახვი-
ლურ სახეობას; ისინი თამაშს, როგორც საინტერესო და გასართობ სპე-
ციალობას, როგორც ერთგვარ ინტელექტუალურ სპორტს, ანდა, რო-
გორც ერთ-ერთ შეჯიბრს პატივმოყვარეობის გამო, ისე მიჰყვებოდნენ.
დიახ, მას ჰქონდა უკვე ადრევე წარმოდგენა იმის თაობაზე, რასაც მა-
გისტრისადმი მისი წერილი გვიჩვენებს, რომ, ალბათ, საბოლოო აზრის
ძიება ყოველთვის არ შეიძლება განსაზღვრავდეს მოთამაშის ხა-
რისხს; რომ თამაში პოპულარობასაც მოითხოვს, რომ იგი არის ტექნი-
კაც, მეცნიერებასა და საზოგადოებრივი ინსტიტუციაც. მოკლედ, აქ არ-
სებობდა ეჭვები და გაორებანი; თამაში წარმოადგენდა ცხოვრების უმ-
ნიშვნელოვანეს საკითხს, ჯერჯერობით მისი ცხოვრების მთავარ
პრობლემად ქცეულიყო და იგი არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობდა

127
იმაზე, რომ კეთილმოსურნე სულიერ მწყემსებს შეემსუბუქებინათ მის-
თვის ბრძოლები, ანდა მეგობრული ღიმილით შეემცირებინათ მათი
მნიშვნელობა და მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ.
რა თქმა უნდა, მილიონობით ნათამაშები თამაშიდან მას შეეძლო
აეღო ნებისმიერი და თავისი მეცადინეობების საფუძვლად გამოეყენე-
ბინა. მან ეს იცოდა და გამოსავალი ნახა ერთი შემთხვევის წყალობით,
როცა ის და მისი თანაკურსელი ამხანაგები თამაშის გეგმას ადგენ-
დნენ. ეს ის თამაში იყო, რომლის დროსაც იგი პირველად ჩასწვდა რი-
ოში მარგალიტებით თამაშის ზოგად აზრს და მიხვდა, რომ ეს იყო მისი
მოწოდება – მოთამაშე უნდა გამოსულიყო. იმ თამაშის ჩვეულებრივი,
თავისი ჩახაზული სქემა მოკლე ჩანაწერით ამ წლების მანძილზე მუ-
დამ თან დაჰქონდა. აქ, თამაშის ენის აღნიშვნებში, განმარტებებში,
ქვეშ მინაწერებში და შემოკლებებში ჩახაზული იყო ასტრონომიული
მათემატიკის ფორმულა, ძველი სონატის ფორმის პრინციპი, კონფუცის
გამონათქვამები, და ასე შემდეგ. მკითხველს, ვინც არ იცნობდა რიოში
მარგალიტებით თამაშს, შეეძლო, ასეთი თამაშის სქემა ჭადრაკის პარ-
ტიის სქემის მიმსგავსებულად წარმოედგინა, მხოლოდ ისე, რომ ფიგუ-
რათა მნიშვნელობანი და ერთმანეთთან მათი დამოკიდებულებებისა
და ერთმანეთზე გავლენის შესაძლებლობანი მრავალნაირად გააზრე-
ბული ყოფილიყო და ყოველ ფიგურას, ვარსკვლავთა ყოველ მდებარე-
ობას, ჭადრაკში ყოველ სვლას ფაქტობრივი, სწორედ რომ, სიმბოლუ-
რად აღნიშნული შინაარსი მიეწერება. კნეხტის სტუდენტობისდროინ-
დელი ამოცანა იყო არა მარტო ჩანაწერებში არსებული თამაშების ში-
ნაარსის, პრინციპების, წარმოდგენებისა და სისტემების უზუსტესად
შესწავლა, არა მარტო სწავლის დროს სხვადასხვა კულტურების, ენე-
ბის, ხელოვნებებისა და საუკუნის გზების გავლა, არამედ კნეხტი, ამის
გარდა, ამოცანად ისახავდა კიდევ სხვა რამესაც, რაც არც ერთი მისი
მასწავლებლისთვის არ იყო ნაცნობი: საგულდაგულოდ შეემოწმებინა
თვითონ ამ ობიექტებზე რიოში მარგალიტებით თამაშის სისტემები და
გამოხატვის შესაძლებლობები.
შედეგის თაობაზე წინასწარ გეტყვით: ის იქაც და აქაც, ყველგან პო-
ულობდა ცარიელ ადგილს, უკმარს, მთლიანობაში კი ჩვენს რიოში

128
მარგალიტებით თამაშს მკაცრი გამოცდა უნდა გამოევლო მის ხელში,
თორემ იგი ბოლოს მას აღარ მიუბრუნდებოდა.
ჩვენ რომ კულტურის ისტორიაში ვწერდეთ გამოკვლევას, მაშინ
კნეხტის სტუდენტობის წლებიდან, ცხადია, ზოგიერთი ადგილი და ზო-
გიერთი სცენა განსაკუთრებული აღწერის ღირსი იქნებოდა. ის უპირა-
ტესობას ანიჭებდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ისეთ ადგი-
ლებს, სადაც სრულიად მარტო, ან მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ
ადამიანებთან ერთად მუშაობდა, ამ ადგილებიდან ზოგიერთის მი-
მართ სამუდამოდ შეინარჩუნა მადლიერი ერთგულება. ხშირად ჩა-
დიოდა ხოლმე მონტეპორტში, ხან მუსიკის მაგისტრთან სტუმრად, ხან
მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი სემინარის მონაწილედ. ორჯერ ვხე-
დავთ მას ჰირსლანდში, ორდენის ხელმძღვანელობის რეზიდენციაში,
როგორც მონაწილეს „დიდ სავარჯიშოში“ თორმეტდღიან მარხვასა
და ჭვრეტაში. განსაკუთრებული სიხარულითა და სიფაქიზითაც კი უყ-
ვება იგი მოგვიანებით თავის ახლობლებს „ბამბუკის ჭალაზე“, იმ საყ-
ვარელ სავანეზე, სადაც „ი-ძინ“-ში მეცადინეობდა. აქ მან არა მარტო
გადამწყვეტი რამ ისწავლა და განიცადა, არამედ საოცარი წინათ-
გრძნობითა თუ გატაცებით, განუმეორებელი გარემო და უჩვეულო ადა-
მიანიც კი ნახა, კერძოდ, ეგრეთწოდებული „უფროსი ძმა, ჩინური უდა-
ბური ადგილის – ბამბუკის ჭალის – შემქმნელი და იქვე მცხოვრები.
ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მისი სტუდენტობის წლებიდან
ეს უღირსშესანიშნავესი ეპიზოდი გაჩვენოთ და ზედმიწევნითაც აღვწე-
როთ.
კნეხტმა ჩინური ენისა და კლასიკოსების შესწავლა ცნობილ აღმო-
სავლეთ აზიის სასწავლებელში დაიწყო, რომელიც უკვე მრავალი წე-
ლია მიეკუთვნებოდა სანკტ ურბანს, კლასიკოსი ფილოლოგების სას-
კოლო დასახლებას. კითხვასა და წერაში სწრაფი ნაბიჯები გადადგა.
იქ მომუშავე რამდენიმე ჩინელსაც დაუმეგობრდა და ში კინგის სიმღე-
რათა გარკვეული რაოდენობა ზეპირადაც დაისწავლა; მისი იქ ყოფნის
მეორე წელს სულ მუდამ საგრძნობლად ინტერესდებოდა „ი-ძინ“-ის
წიგნით, გარდასახვათა წიგნით. ჩინელებმა მის დაჟინებულ მოთხოვ-
ნაზე ყველანაირი ცნობა მიაწოდეს, მაგრამ შესავალი კურსი არ ტარ-

129
დებოდა, საამისოდ სასწავლებელში მასწავლებელი არ არსებობდა,
და როცა კნეხტი კვლავ შეპყრობილი იყო წყურვილით, ერთი მასწავ-
ლებელი ეპოვათ მისთვის, რათა საფუძვლიანად ჩაღრმავებოდა „ი-
ძინ“-ს, მას მოუყვნენ „უფროსი ძმისა“ და მისი განმარტოებული ცხოვ-
რების შესახებ. კნეხტმა რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე კარგად შეამ-
ჩნია, რომ მისი ინტერესი გარდასახვათა წიგნისადმი იმ სფეროში ექ-
ცეოდა, რის თაობაზედაც სასწავლებელში კაცი დიდ ცოდნას ვერ შე-
იძენდა. იგი სიფრთხილით ეკიდებოდა ამ ამბების შეტყობას და რო-
გორც კი ცნობები მოიპოვა ზღაპრულ „უფროს ძმაზე“, მას არც ის გამოჰ-
პარვია, რომ ეს მწირი გარკვეულ ყურადღებას იპყრობდა და დიდები-
თაც სარგებლობდა, მაგრამ ამის მიზეზი უფრო მეტად მაინც უცნაური
განდგომილება იყო, ვიდრე სწავლულობა. ის მიხვდა, რომ აქ საკუთა-
რი თავისთვის თვითონ უნდა ეშველა. დაწყებული სასემინარო სამუ-
შაო მალევე ბოლომდე მიიყვანა და იქაურობას კიდეც გასცილდა. ფე-
ხით გაემართა იმ მხრისაკენ, სადაც საიდუმლოებით მოცულ ადამიანს
ბამბუკის ჭალა გაეშენებინა; იქნებ ბრძენი იყო, ან მაგისტრი, იქნებ გი-
ჟიც კი იყო. მაინც საკმაო ამბები გაიგო მის შესახებ: ეს კაცი, დაახლო-
ებით, ოცდახუთი წლის წინ ჩინური განყოფილების ყველაზე საიმედო
სტუდენტი ყოფილა და საუკეთესო მასწავლებლებსაც კი აღემატებო-
და ფუნჯით წერის ტექნიკასა და ძველი ნაწერების გაშიფვრაში; თით-
ქოს გულმოდგინებას იჩენდა იმისათვის, რათა გარეგნულადაც ჩი-
ნელს დამსგავსებოდა. იგი ყოველ უფროსს, დაწყებული სემინარის
ხელმძღვანელიდან, დამთავრებული მაგისტრით, ჯიუტად მიმართავ-
და არა წოდების მიხედვით და მიღებული ზრდილობიანი ფორმით –
თქვენობით, როგორც ამას ყველა სტუდენტი აკეთებდა, არამედ პირ-
დაპირ ეტყოდა, „ჩემო უფროსო ძმაო“, რაც ბოლოს თვითონ მის მეტსა-
ხელად იქცა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა წინასწარმეტ-
ყველების თამაშს „ი-ძინ“-იდან, ტრადიციულად, ფარსმანდუკის ღე-
როების დახმარებით, რასაც საოცარი ოსტატობით ფლობდა. წინას-
წარმეტყველების წიგნის ძველ კომენტარებთან ერთად, მის საყვარელ
წიგნს წარმოადგენდა ჯუან-ძი. ჩინური განყოფილების სასწავლებელ-
ში აშკარად რაციონალური და, უფრო მეტად, ანტიმისტიკური, მკაც-

130
რად კონფუციანური სული რომ ტრიალებდა, მაშინ უკვე იგრძნობოდა,
ვინაიდან კნეხტის უფროსმა ძმამ ერთ დღესაც დატოვა ინსტიტუტი, სა-
დაც შეეძლოთ, სიამოვნებით შეენარჩუნებინათ საგნის მასწავლებ-
ლად, იგი გაემართა სამოგზაუროდ, აღჭურვილი ფუნჯით, ტუშის კო-
ლოფითა და ორი-სამი წიგნით. ის ქვეყნის სამხრეთს ეძებდა, ხან აქ
იყო, ხან იქ ორდენის ძმათა შორის სტუმრად, ეძებდა და მიაგნო თა-
ვისთვის შესაფერის, ნაოცნებარ, მიუსაფარ ადგილს. როგორც საერო
უწყებებისგან, ისევე ორდენისგანაც, მოიპოვა უფლება, რომ ეს ადგი-
ლი მას მოსახლესავით გაეშენებინა. ამის შემდეგ ცხოვრობდა მკაც-
რად, ძველი ჩინური სტილის იდილიური ცხოვრებით. ხან უცნაურობის
გამო დასცინოდნენ, ხან კი წმინდანადაც მიიჩნევდნენ, პატივს მიაგებ-
დნენ, თავის თავთან და სამყაროსთან მშვიდობიან დღეებს ჭვრეტასა
და ძველ ხელნაწერთა გრაგნილების გადაწერაში გაატარებდა, რომ
არ ყოფილიყო ბამბუკის ჭალის მოვლით დაკავებული. ეს ბამბუკის ჭა-
ლა დიდი მზრუნველობით, ჩინურ ყაიდაზე მოწყობილ პატარა ბაღს ქა-
რისაგან იცავდა.
სწორედ იქითკენ აიღო გეზი კნეხტმა. ხშირად ისვენებდა, ბუნების
სილამაზე აკრთობდა, თანდათანობით სამხრეთისაკენ, მთებზე გადა-
სასვლელებით ცისფერ მჭვირვალებაში ეფეთებოდა მზიანი ვენახის
ტერასები, ყავისფერმოკიდებული ქვის საფეხურებითა და ზედ მოს-
რიალე ხვლიკებით, ტანაყრილი წაბლის ტყეები, – სამხრეთისა და მა-
ღალ მთიანეთის შეზავებული ნარევი. გვიანი შუადღე იყო, ბამბუკის
ჭალას რომ მიაღწია, და როცა იქ შევიდა, გააოცა ჩინურმა სახლმა, სა-
ოცარი ბაღის შუაში რომ იდგა; ხის ღარიდან წყარო გადმოსჩქეფდა,
კენჭებიან სადინარში გამდინარე წყალი იქვე მდებარე ქვის აუზს ავ-
სებდა, რომლის ხვრელებიდან მრავალნაირი მწვანე მცენარე ამოზ-
რდილიყო და რომლის წყნარ და ანკარა წყალში რამდენიმე ოქროს-
ფერი ჭანარი დაცურავდა. მშვიდად და ნაზად ირწეოდა ბამბუკის
დროშები თხელ და ძლიერ ლატნებზე; გაზონებში ქვის ფილები იყო
ჩაწყობილი, რომლებზედაც კლასიკური სტილის წარწერები მოჩანდა;
ყვავილების კვალიდან წამოდგა, სათვალიანი მონაცრისფრო-მოყვი-
თალო ტილოშემოხვეული ხმელ-ხმელი კაცი და ნელა გაემართა მომ-

131
სვლელისკენ, არამეგობრულად არა, მაგრამ რაღაც იმ უცაბედი შიშით,
რაც თავის თავში ჩაკეტილს და მარტოდ მცხოვრებს ხანდახან გააჩ-
ნია. შეკითხვით სავსე მზერა მიაპყრო კნეხტს და უცდიდა, რა ჰქონდა
სტუმარს სათქმელი. კნეხტმა მორცხვად წარმოთქვა ჩინური ფრაზა,
რომელიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული მისალმებისათვის: „უმ-
ცროსი მოწაფე თავს ნებას აძლევს, უფროს ძმას პატივისცემით მი-
ესალმოს“. „კარგად აღზრდილ სტუმარს კეთილი მობრძანება ვუსურ-
ვოთ. ახალგაზრდა კოლეგას ფინჯანი ჩაით და პატარა საუბრით მუდამ
გავახარებ და ღამის გასათევსაც მოვუძებნი, თუკი მოისურვებს“, – მი-
უგო უფროსმა ძმამ.
კნეხტმა კოტაო გააკეთა, ჩინური ყაიდის მიხედვით, დაბლა დაიხა-
რა და მადლობა გადაუხადა; უფროსმა ძმამ იგი სახლში შეიყვანა და
ჩაით გაუმასპინძლდა, შემდეგ ბაღი აჩვენა, წარწერიანი ქვები, გუბუ-
რა, ოქროს თევზები, მათი წლოვანება დაუსახელა. ვახშმამდე მოშრია-
ლე ბამბუკის ქვეშ ისხდნენ, ზრდილობით ექცეოდნენ ერთმანეთს,
კლასიკოსების ლექსად თქმული სიმღერებითა და გამონათქვამებით
პაექრობდნენ, ყვავილებს აკვირდებოდნენ და ტკბებოდნენ მთაგრე-
ხილზე გაცრეცილი მოვარდისფრო შუქით. ამის შემდეგ სახლს მიაშუ-
რეს, უფროსმა ძმამ პური და ხილი გამოიტანა, პაწაწინა კერაზე მშვე-
ნიერი კვერი გამოაცხო თავისთვისა და სტუმრისათვის, და როცა ისინი
დანაყრდნენ, სტუდენტს სტუმრობის მიზეზი ჰკითხა გერმანულად, და
სტუმარიც გერმანულად მოუყვა მას, როგორ მოვიდა აქ და რა იყო მისი
სურვილი, კერძოდ კი, – მას უნდოდა აქ დარჩენა იმდენ ხანს, რამდენ
ხანსაც უფროსი ძმა ნებას მისცემდა და მის მოწაფედ აყვანას მოისურ-
ვებდა.
„ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ“, – თქვა განდეგილმა და სტუმარს სა-
წოლი შესთავაზა. მეორე დილით წყლის პირზე თევზებთან იჯდა კნეხ-
ტი, ჩასცქეროდა პატარა ცივ სამყაროში სიმუქესა და სინათლეს და იქ
საოცრად მოთამაშე ფერებს, სადაც მუქ მწვანე-ცისფერში და მელნის-
ფერ წყვდიადში ოქროსფერი სხეულები ირწეოდნენ და სწორედ მაშინ,
როცა მთელი სამყარო მოხიბლული და სამუდამოდ მიძინებული იყო
და სიზმარეთში დანთქმული ჩანდა, ნაზი ნარნარითა და თითქოს შიშ-

132
ნარევი მოძრაობით, მთვლემარე სიმსუბუქიდან კრისტალისა და ოქ-
როს ბრწყინვალებას გამოასხივებდნენ. იგი ქვემოთ იცქირებოდა და
უფრო მეტად იძირებოდა, უფრო მეოცნებე, ვიდრე დამკვირვებელი, და
ვერ იგრძნო, როცა უფროსი ძმა ნელი ნაბიჯებით სახლიდან გამოვიდა,
შეჩერდა და თავის ფიქრებში ჩაფლულ სტუმარს დიდხანს აკვირდებო-
და. ბოლოს, როცა კნეხტი ჩაღრმავებულობიდან გამოერკვა და წამო-
იწია, უფროსი ძმა იქ აღარ იყო, მაგრამ მალე შიგნიდან მოესმა მისი
ხმა, ჩაიზე ეპატიჟებოდა. ჩაი დალიეს, დასხდნენ და ყური მიუგდეს დი-
ლის სიმყუდროვეში წყაროს წყლის რაკრაკს, მარადისობის მელოდი-
ას. მერე ადგა განდეგილი, უსწორმასწოროდ აშენებულ ოთახში ხან იქ,
ხან აქ რაღაცის კეთება დაიწყო, მერე კნეხტს მოციმციმე თვალებით
შეხედა და უცებ ჰკითხა: „მზად ხარ, ჩაიცვა ფეხსაცმელი და ისევ გზას
გაუდგე?“
კნეხტი შეყოყმანდა, მერე მიუგო: „თუ ეს ასე უნდა იყოს, მზად ვარ“.
„და თუ ასე იქნება, რომ ცოტა ხანს აქ უნდა დარჩე, მოემზადები იმი-
სათვის, რომ დამჯერობა შესძლო და ისე წყნარად მოიქცე, როგორც
თევზი?“ კვლავ დაეთანხმა სტუდენტი.
„კარგია, – თქვა უფროსმა ძმამ, – მაშინ მე ღერებს დავალაგებ და
წინასწარმეტყველს შევეკითხები“..
კნეხტი იჯდა და ისეთივე დიდი მოწიწებით, როგორი ცნობისმოყვა-
რეობითაც უყურებდა, და „ოქროს თევზივით“ წყნარად ეჭირა თავი, მან
კაპარჭისმაგვარი ხის თასიდან, ერთი მუჭა ღეროები ამოიღო; ეს იყო
ფარსმანდუკის ღეროები, ყურადღებით დაითვალა, ერთი ამოღება
ისევ ჭურჭელში ჩააბრუნა, ერთი ღერო გვერდზე გადადო, დანარჩენე-
ბი ორ დიდ თანატოლ ნაწილად გაყო, ერთი მარცხენა ხელში დაიჭირა,
მარჯვენით მეორე გროვიდან მგრძნობიარე თითის წვერებით აიღო პა-
ტარა შეკვრა, დაითვალა, გადადო გვერდზე, ვიდრე ცოტა, სულ რამ-
დენიმე ღერიღა დარჩებოდა, რაც მარცხენა ხელის ორ თითს შორის
დაიჭირა. მას შემდეგ, რაც მან ასე ერთ მუჭას რამდენიმე ღერო მოაკ-
ლო, რიტუალური დათვლით, მეორე გროვასთანაც მსგავსი პროცედუ-
რა დაიწყო. გადათვლილი ღეროები გადაალაგა, აიღო ორივე წყება,
ერთმანეთის მიყოლებით ხელახლა დათვალა, ამ ნაწილების ნარჩე-

133
ნები ორ თითს შორის მოაქცია, ამ ყველაფერს თითებით ისეთი გამო-
ზომილი და წყნარი სისწრაფით აკეთებდა, რომ ყველაფერს იდუმალი
იერი დაჰკრავდა და მკაცრი წესებით შემუშავებულ, ათასჯერ ნავარ-
ჯიშებ და ვირტუოზულ უნარად ქცეულ ოსტატურ თამაშს ჰგავდა. მას
შემდეგ, რაც მან ეს რამდენჯერმე გაითამაშა, სამი პატარა წყებაღა
დარჩა, ამ ღეროთა რიცხვითი ნიშანი ამოიკითხა, წვეტიანი ფუნჯით
პატარა ფურცელზე დახატა. და დაიწყო რთული პროცესი განმეორე-
ბით: ღეროები ორ მსგავს ნაწილად გაყო, დაითვალა, გადადო და ზო-
გი თითებს შორის მოათავსა, ვიდრე ბოლოს, ისევ სამი პაწაწინა წყება-
ღა დარჩა, რომლის შედეგიც მეორე ნიშანს აუწყებდა. ცეკვის მოძრა-
ობით, მეტად წყნარი, ყრუ ხმაურით ეცემოდა ღეროები ერთმანეთს,
ადგილს იცვლიდნენ, ქმნიდნენ წყებებს, ერთმანეთს დასცილდებოდ-
ნენ და ხელმეორედ ითვლებოდნენ, რიტმულად, იდუმალი დამაჯე-
რებლობით მოძრაობდნენ. ყოველი ხელის დამთავრების შემდეგ თი-
თით იწერებოდა ნიშანი; დაბოლოს, დადებითი და უარყოფითი ნიშნე-
ბი ექვს პწკარად ერთმანეთის გვერდით დაიწერა. ღეროები შეგროვდა
და გულმოდგინედ თავ-თავიანთ სათავსოში უკან ჩალაგდა; მაგმა მი-
წაზე დაგებულ ჭილოფზე ჩაიმუხლა და ფურცელზე დაინახა წინასწარ-
მეტყველის მოძებნილი შედეგი, რასაც დიდხანს წყნარად აკვირდებო-
და:
„ეს არის ნიშანი „მონ“, – თქვა მან, – ამ ნიშანს ჰქვია ახალგაზრდო-
ბის სიშლეგე. ზემოთ მთა, ქვემოთ წყალი, ზემოთ ძენ, ქვემოთ კან. მთის
ძირში წყარო გადმოსჩქეფს, სიმბოლო ახალგაზრდობისა. ახსნა კი
ამას გვაუწყებს:
ახალგაზრდობის სიშლეგეს აქვს წარმატება.
მე არ ვეძებ ახალგაზრდა შლეგს.
ახალგაზრდა შლეგი თვითონ დამეძებს.
პირველი მკითხაობისას მე პასუხს ვაძლევ...
ბევრი შეკითხვის დასმა თავის მომაბეზრებელია.
თუ ის თავს მომაბეზრებს, პასუხს აღარ გავცემ.
შეუპოვრობას სარგებელი მოაქვს“.

134
კნეხტს ყურადღებამ და დაძაბულობამ სუნთქვა გაუჩერა. ჩამოწო-
ლილ სიჩუმეში უნებურად ღრმად ამოიკვნესა. შეკითხვას ვერ ბედავ-
და. – მაგრამ ფიქრობდა, რომ უნდა გაეგო ასე: ახალგაზრდა შლეგი ჩა-
მოვიდა, მას ნება ჰქონდა დარჩენის. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ თითე-
ბისა და ღეროების გადამღლელი მარიონეტული თამაშით შეპყრობი-
ლი და მოხიბლული იყო, რასაც დიდხანს შესცქეროდა, რაც ასე დამა-
ჯერებლად და აზრიანად ჩანდა, თუნდაც მისი შინაარსის ჩაწვდომა
შეუძლებელი ყოფილიყო, შედეგი დაიჯერა მან, ორაკულმა უთხრა, –
ყველაფერი ეს მის სასარგებლოდ გადაწყდა.
ჩვენ ამ ეპიზოდს ასე დაწვრილებით არ აღვწერდით, თავად
კნეხტს, ხშირად გარკვეული მოწონებით, თავისი მეგობრებისა და მო-
წაფეებისთვის რომ არ მოეყოლა. ახლა უკან დავუბრუნდეთ ჩვენს საქ-
მიან თხრობას. კნეხტი თვეობით დარჩა ბამბუკის ჭალაში. და ფარ-
სმანდუკის ღეროებით მანიპულაცია თითქმის ისე სრულყოფილად შე-
ისწავლა, როგორც მისმა მასწავლებელმა. ეს ყოველდღე ერთ საათს
ავარჯიშებდა ღეროების თვლაში, შეჰყავდა იგი წინასწარმეტყველე-
ბის ენის გრამატიკასა და სიმბოლიკაში. სამოცდაოთხი ნიშნის წერასა
და ზეპირად დასწავლაში ავარჯიშებდა, ძველ კომენტარებს უკითხავ-
და, შიგადაშიგ, განსაკუთრებით კარგ დღეებში, ჯუან ძის ისტორიას უყ-
ვებოდა. სხვათა შორის, მოსწავლემ ისწავლა ბაღის მოვლა, ფუნჯების
გარეცხვა, ტუშის დაფხვნა, ისწავლა წვნიანისა და ჩაის მომზადებაც.
ფიჩხის შეგროვება, ამინდზე დაკვირვება და ჩინური კალენდარიც
ხელთ ჰქონდა. მისი იშვიათი მცდელობანი იმისათვის, რათა მათ ძუნწ
საუბრებში ლაპარაკი ყოფილიყო რიოში მარგალიტებით თამაშისა და
მუსიკის შესახებ, სრულიად უშედეგოდ მთავრდებოდა, ასეთ მცდელო-
ბებს მასწავლებელი ან ყურს უყრუებდა ან მედიდური ღიმილით იცი-
ლებდა თავიდან, ან, დაახლოებით, ასეთი გამოთქმებით პასუხობდა:
„ხშირი ღრუბლები, წვიმას ნუ ელი“, ან „კეთილშობილი უბიწოა“. თუმ-
ცა, როცა კნეხტმა მაინც გამოაგზავნინა პატარა კლავიკორდი მონტე-
პორტიდან და ყოველდღე ერთ საათს უკრავდა, მასწავლებელი არ შე-
წინააღმდეგებია. ერთხელ კნეხტი მასწავლებელს გამოუტყდა, სურდა
იქამდე მისულიყო, რომ „ი-ძინ“-ის სისტემა რიოში მარგალიტებით თა-

135
მაშისათვის მოერგო. უფროსმა ძმამ გაიცინა. „სცადე“ წამოიძახა, – თუ
გინდა, რომ პატარა კოხტა ბამბუკის ბაღი სამყაროში შეიყვანო, ეს შე-
საძლებელია. მაგრამ მებაღეს თუ მოუხერხდება, რომ სამყარო თავისი
ბამბუკის ჭალაში ჩააშენოს, ეს საკითხავია“.
კმარა ამაზე საუბარი. მხოლოდ იმასაც გავიხსენებთ, რომ რამდე-
ნიმე წლის შემდეგ, როცა კნეხტი ვალდცელში უკვე მეტად ყურადსაღე-
ბი პიროვნება იყო და უფროსი ძმა იქ მასწავლებლად მიიწვია, უფროს-
მა ძმამ იგი უპასუხოდ დატოვა.
მას შემდეგ კნეხტი თავის ცხოვრებაში ბამბუკის ჭალაში გატარე-
ბულ თვეებს არა მარტო განსაკუთრებულ ბედნიერ დროდ მოიხსენი-
ებს, არამედ ხშირად „თავისი გამოღვიძების დასაბამსაც“ უწოდებს.
როგორც მისი მაშინდელი გამონათქვამებიდან ჩანს, მისთვის გამოღ-
ვიძების ხატი, მართალია, მთლიანად არ ემთხვეოდა, მაგრამ ძალიან
ჰგავდა მოწოდების ადრინდელ განცდას. „გამოღვიძებას“ მნიშვნე-
ლობა ჰქონდა იმდროინდელი თავისი თავისა და იმ ადგილის შეცნო-
ბისთვისაც, სადაც იგი, საერთოდ, კასტალიისა და ადამიანური წესრი-
გის შუაგულში იმყოფებოდა. ჩვენ გვეჩვენება, რომ ამ დროიდან აქცენ-
ტმა თანდათან გადაინაცვლა თვითშემეცნებისკენ. გამოღვიძების და-
საწყისმა კნეხტი დააახლოვა საკუთარი მდგომარეობისა და დანიშნუ-
ლების ერთადერთობის შეცნობასთან. კასტალიური იერარქიის მიერ
დადგენილი ზოგადი და სპეციალური ცნებები და კატეგორიები კი მის-
თვის თანდათან უფრო ფარდობითი ხდებოდა.
ბამბუკის ჭალაში ყოფნისას ჩინურმა სწავლებამ კიდევ დიდხანს
გასტანა. კნეხტი განსაკუთრებით ძველი ჩინური მუსიკის შესწავლას
ცდილობდა. უძველეს ჩინელ მწერლებთან იგი მუსიკის ქებას აწყდებო-
და. მუსიკას აქებდნენ, როგორც მთელი წესრიგის, ადათების, მშვენიე-
რების და სიჯანსაღის ერთ-ერთ თავდაპირველ სათავეს. მუსიკის ეს
ფართო და ზნეობრივი გაგება კნეხტისთვის ადრიდანვე იყო ცნობილი
მუსიკის მაგისტრისგან, რომელიც თითქოს თვითონ იყო ყოველივე
ამის განსახიერება. სწავლის ძირითად გეგმაზე მას უარი არასოდეს
უთქვამს, რაც ჩვენ იმ წერილებიდან ვიცით, ფრიც ტეგულარიუსისადმი
რომ არის მიწერილი; იგი ყველგან მიდიოდა მედიდურად და ენერგი-

136
ულად, სადაც გრძნობდა თავისთვის არსებითს, ე. ი. სადაც გრძნობდა,
რომ წინ მიდიოდა „გაღვიძების“ გზაზე, რომელსაც დასდგომოდა. უფ-
როს ძმასთან მისი სწავლის პერიოდის დადებითი შედეგებიდან ერთ-
ერთი იმაში მდგომარეობს, რომ მან ამ დროიდან ვალდცელში უკან
დაბრუნების შიში გადალახა. ყოველ წელს იქ რომელიღაც კურსზე მო-
ნაწილეობდა და თავისთვისაც მოულოდნელად Vicus Lusorum-ში ისე-
თი პიროვნება გახდა, ვისაც ინტერესითა და აღიარებით უყურებდნენ.
ის მიეკუთვნებოდა იმ შინაგან და გრძნობიერ ორგანოს, წარმატებულ
მოთამაშეთა იმ ანონიმურ ჯგუფს, რომელთა ხელში იყო თამაშის იღ-
ბალი ან, სულ მცირე, თამაშის მიმართულება და სტილი მაინც. მოთა-
მაშეთა ამ ჯგუფს არც თამაშის უწყების თანამშრომლები აკლდნენ,
თუმცა ისინი ჯგუფის უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ. ამ ჯგუფის
წევრებს, ძირითადად, შეხვდებოდით თამაშის არქივის რამდენიმე
წყნარ ოთახში. ისინი თამაშს კრიტიკულად უდგებოდნენ; იბრძოდნენ,
რომ თამაშში ახალი მასალა შეეტანათ ანდა მისგან გამოეცალკევები-
ნათ; კამათობდნენ გარკვეულად, მეტად ცვალებადი გემოვნების მი-
მართულების დასაცავად ანდა, პირიქით, რიოში მარგალიტებით თა-
მაშის ფორმის, გარეგნული გამოყენების თაობაზე, სპორტული თვალ-
საზრისის მხრივ, აქ ყოველი გაშინაურებული თამაშის ვირტუოზი იყო,
თითოეული მათგანი ყველასათვის თავისი ნიჭითა და თავისებურე-
ბით ზედმიწევნით ნაცნობი იყო, ეს ხდებოდა სამინისტროს წრეში ანდა
არისტოკრატულ კლუბში, სადაც გაბატონებული და პასუხისმგებელი
პირები ერთმანეთს ხვდებიან და ეცნობიან ხვალინდელსა და ზეგინ-
დელ დღეს. აქ მეფობდა დაფარული, დახვეწილი ტონი. პატივმოყვა-
რენი იყვნენ, უაღრესად ყურადღებიანნი და კრიტიკულნი, მაგრამ ამას
არ ამჟღავნებდნენ. Vicus Lusorum-ის ახალგაზრდობის ელიტა კასტა-
ლიაში ბევრისათვის ღირსეულად ფასობდა და ზოგიერთისთვის – კას-
ტალიის გარეთაც. ამ ახალგაზრდებში ხედავდნენ კასტალიის ტრადი-
ციის ბოლო ყვავილობას, როგორც განსაკუთრებული არისტოკრატუ-
ლი სულიერების ნარჩევს. ზოგიერთი პატივმოყვარეობით აღსავსე
ყმაწვილი წლების მანძილზე იმაზე ოცნებობდა, რომ ერთხელაც ამ
წრეში შეეღწიათ. სხვებისთვის კი ეს გამორჩეული წრე, რიოში მარგა-

137
ლიტებით თამაშის იერარქიაში მაღალი თანამდებობების დასაკავებ-
ლად გამზადებული პრეტენდენტებისა, იყო, პირიქით, რაღაც საძულ-
ველი და გახრწნილი, ცხვირაწეულ, არაფრისმკეთებელ, გონებამახ-
ვილ, დაკარგულ გენიათა ბანდა, ელეგანტურობასა და კარიერისტო-
ბას შეგუებული და, ძირითადად, სხვისი შემყურე საზოგადოება, რო-
მელთა პროფესიასა და ცხოვრების შინაარსს თამაში და სულის უნაყო-
ფო თვითტკბობა შეადგენდა.
კნეხტისთვის არაფერს ნიშნავდა, სტუდენტები მათ უცნაურ ცხოვე-
ლებად მიიჩნევდნენ თუ მათ მეტიჩრობასა და კარიერისტობას დასცი-
ნოდნენ. მისთვის მთავარი იყო განსწავლულობა. და ეს ყველაფერი
თამაშის სფეროში შედიოდა. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი კითხვა,
კერძოდ, იყო თუ არა თამაში კასტალიაში უმაღლესი რამ, და იმად თუ
ღირდა, რომ ცხოვრება მისთვის მიეძღვნა. თამაშის კანონებისა და
თამაშის შესაძლებლობების მუდამ დაფარულ საიდუმლოებების გათა-
ვისებაში, არქივის ჭრელ ლაბირინთსა და თამაშის სიმბოლიკის კომ-
პლექსურში და სამყაროსთან გაშინაურებაში მისი ეჭვები მთლად არ
ცხრებოდა; ის მიხვდა, რომ რწმენა და ეჭვი ერთურთს ეკუთვნიან, რომ
ისინი ერთურთს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასავით განაპირობებენ; და თა-
მაშის მიკროკოსმოსის ყველა სფეროში, წინსვლასთან ერთად, ცხა-
დია, იზრდებოდა მისი ხედვის შესაძლებლობაცა და მგრძნობელობაც.
პატარა ხანს იგი ბამბუკის ჭალის იდილიამ დააწყნარა და გადაარჩინა
კიდეც, უფროსი ძმის მაგალითმა უჩვენა, რომ ყველა ამ პრობლემატი-
კიდან გამოსავალი არსებობს, მაგალითად, შეიძლება, მასავით ჩინე-
ლად იქცე, ბაღის ცოცხალი ღობის მიღმა ჩაიკეტო და სრულყოფილე-
ბის საკმაოდ მშვენიერი სახით იცხოვრო. შეიძლება პითაგორელიც
გახდე ან ბერი, და სქოლასტიკოსი – მაგრამ ეს იყო გამოსავალი, მხო-
ლოდ ნაკლებად შესაძლებელი და ნებადართული უარყოფა უნივერსა-
ლურობისა, უარყოფა დღევანდელისა და ხვალინდელისა სრულყოფი-
ლების სასარგებლოდ. ეს იყო გაქცევის დახვეწილი სახე, და კნეხტი
დროდადრო გრძნობდა, რომ ეს მისი გზა არ იყო. მაგრამ რა იყო მისი
გზა? გარდა მუსიკისა და რიოში მარგალიტებით თამაშის დიდი ნიჭი-
სა, მასში სხვა ძალებიც იყო თავმოყრილი, გარკვეული შინაგანი და-

138
მოუკიდებლობა, დიდი თავნებობა, რაც კი მას არავითარ შემთხვევა-
ში, მსახურებას არ უკრძალავდა და არ უძნელებდა, მაგრამ რაც მისგან
მოითხოვდა, რომ იგი მხოლოდ უმაღლესი მბრძანებლის მსახური უნ-
და ყოფილიყო. და ეს ძალა, ეს დამოუკიდებლობა, ეს თავნებობა მასში
იყო არა მხოლოდ ერთგვარი სწრაფვის მსგავსი, ეს იყო არა მხოლოდ
შინაგანობისაკენ მიმართული და მოქმედი, არამედ გარეგნულადაც
მოქმედებდა. იოსეფ კნეხტმა უკვე სკოლის წლებშივე და, კერძოდ,
პლინიო დეზინიორისთან მეტოქეობის იმ პერიოდში, არანაკლები გა-
მოცდილება მიიღო, რომ ზოგიერთ მის თანატოლს, უფრო მეტიც, ასა-
კით უმცროსებსაც იგი არა მარტო უყვარდათ და მასთან მეგობრობას
ეშურებოდნენ, არამედ იქითკენ მიისწრაფვოდნენ, რომ მას გამოეჩინა
მათდამი მფარველობა, მისთვის რჩევა ეკითხათ, მას გავლენა მოეხ-
დინა მათზე. ამ გამოცდილებას ჰქონდა ძალზე სასიამოვნო და პირფე-
რული მხარე, ის შობდა პატივმოყვარეობას და აძლიერებდა თვითდა-
ჯერებულობას. მაგრამ მას სულ სხვა მხარეც ჰქონდა, ბნელი და საში-
ში, რადგანაც უკვე მიდრეკილება – მოწყურებული ამხანაგებისთვის
მიეცა რჩევა, მაგალითი, გაეწია წინამძღოლობა, მათი სისუსტე დაენა-
ხა, შეუპოვრობისა და ღირსების ნაკლი აღმოეფხვრა, ეს ზემოდან ყუ-
რება იყო, და ისინი შემთხვევით ამოტივტივებულ, მალულ წადილს
(თუნდაც ფიქრებში) დამყოლ მონებად ექცია, და ამას ჰქონდა რაღაც
აკრძალული და საძულველი მხარეც. გარდა ამისა, ეს იგემა პლინიოს-
თან ურთიერთობის დროს, რამხელა პასუხისმგებლობით, დაძაბულო-
ბით და შინაგანი დატვირთვით მიუზღო მან იმ ბრწყინვალე და წარმო-
ჩენილ მდგომარეობას; მან ისიც იცოდა, თუ ხანდახან რა მძიმე ტვირ-
თად აწვებოდა ხოლმე თვითონაც მუსიკის მაგისტრს. მშვენიერებაა და
რაღაც მიმზიდველიც, ძალას ფლობდე ადამიანებზე და სხვების წინა-
შე გამობრწყინდებოდე, მაგრამ ამაში იყო რაღაც დემონური და საფ-
რთხეც; მსოფლიო ისტორია ხომ შედგება მთელ რიგ ხელმწიფეთა, წი-
ნამძღოლთა, ინიციატორთა და მბრძანებელთაგან, რომლებიც, იშვია-
თი გამონაკლისის გარდა, მოხდენილად იწყებენ და ბოროტებით ამ-
თავრებენ, რამეთუ, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, თვითნებური
სიყვარულით ბრმავდებიან. ის ბუნებით მოცემული ძალა იქნებ მან გაწ-

139
მინდოს და სასარგებლო გახადოს და იერარქიის სამსახურში ჩააყე-
ნოს; ეს იყო მისთვის მუდამ თავისთავად ცხადი. მაგრამ სად იყო ის
ადგილი, სადაც თავის ძალას უკეთ გამოიყენებდა და ნაყოფსაც გა-
მოიღებდა? ის უნარი, რისკენაც სხვები და სხვები, მეტადრე ახალგაზ-
რდები, მიისწრაფვიან, შეიძლება, ოფიცერს ან პოლიტიკოსს გამოს-
დგომოდა, მაგრამ ამისი ადგილი ამ კასტალიაში არ არსებობს; აქ შე-
იძლება, ეს უნარები მასწავლებლად ანდა აღმზრდელად მუშაობისას
გამოავლინო, მაგრამ სწორედ ამ საქმიანობისადმი ნაკლებ წადილს
გრძნობდა. იგი რომ თავისი ნებით მარტო წასულიყო, დამოუკიდებე-
ლი სწავლულის ცხოვრებას სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდა, ანდა
რიოში მარგალიტებით თამაშს გაჰყვებოდა. და ამიტომ იდგა იგი ძვე-
ლი და გამაწვალებელი საკითხის წინაშე: იყო თუ არა ეს თამაში უმაღ-
ლესი, იყო თუ არა სულიერი სამეფოს დედოფალი? ხომ არ იყო ის, მი-
უხედავად იმ ყველაფრისა, ბოლოს მაინც რაღაც ერთი თამაში? იყო
თუ არა ის მთელი გატაცებით, მთელი ცხოვრების მის სამსახურში ჩა-
ყენების ღირსი? ოდესღაც, რამდენიმე თაობის წინ, ეს სახელგანთქმუ-
ლი თამაში დაიწყო, როგორც ხელოვნების ერთგვარი ჩანაცვლება, და
თანდათანობით, ყოველ შემთხვევაში, ბევრისათვის, იგი გადაიქცეო-
და თავისებურ რელიგიადაც, რომელიც იძლეოდა თავმოყრის, ამაღ-
ლებისა და მაღალგანვითარებული გონისადმი ლოცვითი მოწიწებით
განმსჭვალვის შესაძლებლობას. ჩანს, ეს იყო ძველთაგანვე დავა ეს-
თეტიკურსა და ეთიკურს შორის, რაც კნეხტში სრულიქმნებოდა. არასო-
დეს დავიწყებული კითხვა იყო ის, რაც ვალდცელის მოწაფეობის ლექ-
სებში ხან აქ, ხან იქ, ასეთი მუქი ფერებითა და მუქარით ამოტივტივდე-
ბოდა ხოლმე – და ეს არა მხოლოდ რიოში მარგალიტებით თამაშს ეხე-
ბოდა, არამედ, საერთოდ, კასტალიასაც.
სწორედ იმ დროს, როცა მას ეს პრობლემატიკა ძლიერ აწუხებდა,
და სიზმრებში ხშირად ეკამათებოდა დეზინიორის, ისე მოხდა, რომ ერ-
თხელაც ვალდცელში მოთამაშეთა ქალაქის ვრცელი ეზოებიდან ერთ-
ერთზე გავლისას უკანა მხრიდან თავისი სახელის დაძახება მოესმა,
ხმა მან მაშინვე ვერ იცნო, თუმცა მისთვის კარგად ნაცნობი ჩანდა. რო-
გორც კი მობრუნდა, დაინახა საკმაოდ მოზრდილი, წვეროსანი ახალ-

140
გაზრდა კაცი, ვინც მისკენ სასწრაფოდ გამოეშურა. ეს იყო პლინიო, მო-
გონებებაშლილი და სითბოთი გამსჭვალული გულითადად მიესალმა
მას, საღამოს შეხვედრა დათქვეს. პლინიოს დიდი ხანია სტუდენტობის
წლები გაევლო საერო უმაღლეს სასწავლებლებში და უკვე სამსახურ-
ში მოწყობილიყო, ახლა სტუმარივით დასვენების პატარა დრო გამოე-
ნახა რიოში მარგალიტებით თამაშის რამდენიმე წლის წინ გავლილი
ერთი კურსის მოსასმენად. საღამოს ერთად ყოფნამ ორივე მეგობრი-
სათვის მალევე მაინც შეკრთომა გამოიწვია. პლინიო იქ იყო სტუმარი
მოწაფე, გარედან მოსული, მომთმენი დილეტანტი, რომელიც დიდი
სიბეჯითით ისმენდა კურსს, თუმცა კი კურსს მიჰყვებოდა, როგორც გა-
რეშე პირი და მოყვარული, დისტანცია მეტად დიდი იყო; იგი სპეცია-
ლისტთან და განდობილთან იჯდა პირისპირ, რომელიც მეგობრის თა-
მაშთან დაკავშირებული ინტერესებისადმი მთელი თავისი ფრთხილი
და ყურადღებიანი დამოკიდებულებისას უნებურად აიძულებდა მას,
ეგრძნო, რომ იგი აქ კოლეგა კი არ იყო, არამედ ბავშვი, რომელიც იმ
მეცნიერების პერიფერიაში ნახულობდა სიამოვნებას, მეორე რომ ში-
ნაგანად და ზედმიწევნით იცნობდა. კნეხტი ისეთ საუბარს ეძებდა, რი-
ოში მარგალიტებით თამაშისათვის გვერდი აევლო, მან სთხოვა პლი-
ნიოს, თავის სამსახურზე, სამუშაოსა და იქაურ გარეთა ცხოვრებაზე მო-
ეყოლა. აქ იოზეფი ჩამორჩენილ ბავშვს ჰგავდა, ვინც წარმოუდგენელ
შეკითხვებს სვამდა და მისგან თავმდაბლად განისწავლებოდა. პლი-
ნიო იურისტი გახლდათ და პოლიტიკური გავლენისაკენ მიისწრაფვო-
და, განზრახული ჰქონდა ერთ-ერთი პარტიის წინამძღოლის ქალიშ-
ვილზე დანიშვნა, და ის იმ ენაზე მეტყველებდა, რაც იოზეფს ნახევრად
თუ ესმოდა; მრავალი, ხშირად გამეორებული გამონათქვამი ფუჭად
ჟღერდა, მცირეოდენს კი მისთვის შინაარსი აღარც შერჩენოდა. პლი-
ნიო იქ, თავის სამყაროში, რაღაცად ფასობდა, მან ეს კარგად იცოდა
და პატივმოყვარული მიზნებიც გააჩნდა. მაგრამ ორი სამყარო, რაც მა-
შინ, ათი წლის წინ, ორივე ყმაწვილში ცნობისწადილს აღძრავდა, ეს
ყველაფერი უსიმპათიობას არ იწვევდა, და ეს ნაგრძნობიც ჰქონდათ,
მაგრამ ახლა ხახადაფჩენილი, შეუთანხმებელი და უცხო იყო ორივე-
სათვის, აღიარების ღირსია, რომ ეს ერის კაცი და პოლიტიკოსი გარ-

141
კვეულ ურთიერთობას ინარჩუნებდა კასტალიასთან, და უკვე მეორე-
ჯერ სწირავდა დასვენების პერიოდს რიოში მარგალიტებით თამაშს;
მაგრამ ბოლოს, ფიქრობდა იოზეფი, ბევრი არც მას უკლდა, რომ იგი,
კნეხტი, ერთ დღესაც პლინიოს სამსახურის სფეროში აღმოჩენილიყო,
და ცნობისმოყვარე სტუმარივით დასწრებოდა მის სასამართლო
სხდომებს და მისთვის რამდენიმე ფაბრიკა თუ საქველმოქმედო დაწე-
სებულება ეჩვენებინა. ორივე იმედგაცრუებული იყო. კნეხტმა ნახა,
რომ თავისი მაშინდელი მეგობარი გაუხეშებული და ზედაპირული გამ-
ხდარიყო. დეზინიორიმ, პირიქით, შეამჩნია, რომ თავისი ამხანაგი,
მართლაც, მედიდურად გამოიყურებოდა თავისი განსაკუთრებული სუ-
ლიერებითა და ეზოთერიზმით, ნამდვილად თავისი თავითა და თავი-
სი სპორტით აღფრთოვანებული. მხოლოდ სულისათვის“ მსწრაფველი
რომ ჩანდა. ამასობაში ისინი ცდილობდნენ ერთმანეთისადმი ყურად-
ღების გამოჩენას, დეზინიორი ყველაფერს ჰყვებოდა, თავის სტუდენ-
ტურ სწავლასა და გამოცდებზე,. ინგლისსა და სამხრეთში მოგზაურო-
ბაზე, პოლიტიკურ კრებებსა და პარლამენტზე. ერთხელ ისეთი სიტყვა
თქვა, რაც მუქარასა და გაფრთხილებასავით ჟღერდა: „შენ ნახავ, მა-
ლე არეული დროება შეიქნება, ალბათ, ომები, და არც ის არის შეუძლე-
ბელი, რომ მთელი თქვენი კასტალიური ცხოვრება კითხვის ნიშნის
ქვეშ დადგეს“. იოზეფმა ეს ყველაფერი სერიოზულად არ მიიღო, მხო-
ლოდ ჰკითხა: „და შენ პლინიო, კასტალიის მხარეს იქნები თუ არა?“
„აჰ, – დაფიქრდა პლინიო ნაძალადევი ღიმილით, მე ჩემს აზრსაც მე-
კითხებიან. სხვათა შორის, მე ხომ, ცხადია, კასტალიის ხელშეუხებლო-
ბისა და მისი უწინდებურად არსებობის მომხრე ვარ, თორემ აქ არც ვიქ-
ნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ასე მოკრძალებულია
თქვენი მოთხოვნილებები მატერიალური თვალსაზრისით, ქვეყანას
კასტალიის შენახვა მთელი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი თანხები
უჯდება“.
„დიახ, – გაეცინა იოზეფს, – ეს თანხები შეადგენს, როგორც მე მით-
ხრეს, დაახლოებით, მეათედ ნაწილს იმისას, რასაც ჩვენი ქვეყანა
ომიანობის ხანაში ყოველწლიურად იარაღისა და საბრძოლო მასალე-
ბისთვის ხარჯავდა.

142
ისინი კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, რაც უფრო ახ-
ლოვდებოდა პლინიოს კურსის დასასრული, მით უფრო დაბეჯითებით
გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ თავაზიანობას. ორივე მაინც
თავს შემსუბუქებულად გრძნობდა, როცა ორი თუ სამი კვირა დასრულ-
და და პლინიო გაემგზავრა.
რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრი იმხანად გახლდათ თო-
მას ფონ დერ ტრავე, გამოჩენილი, ბევრ ქვეყანაში ნამყოფი და მსოფ-
ლიოს მნახველი კაცი, თავაზიანი, მოყვარული და გულისხმიერი ყოვე-
ლი მათგანის მიმართ, ვისაც მასთან სიახლოვეში უხდებოდა ყოფნა,
მაგრამ ფხიზლად, პირდაპირ რომ ვთქვათ, ასკეტურად მკაცრი იყო
ყველაფერში, რაც თამაშს ეხებოდა, იყო დიდი მშრომელი, რასაც ისი-
ნი ვერ წარმოიდგენდნენ, ვინც მას მხოლოდ წარმომადგენლობითი
კუთხით იცნობდა, დაახლოებით, ასე, საზეიმო მანტიაში, როგორც დი-
დი თამაშის ხელმძღვანელს, ანდა საზღვარგარეთელი წარმომადგენ-
ლების მიღების დროს. მასზე ამბობდნენ, გულგრილი და ცივი გონების
ადამიანიაო, ვინც მუზასთან მხოლოდ თავაზიან დამოკიდებულება-
შია; და რიოში მარგალიტებით თამაშის ახალგაზრდა და ენთუზიას-
ტმოყვარულთა შორის მასზე ხშირად ისმოდა უარყოფითი – განსჯაც
მის ნაკლს რომ ეხებოდა; ის რომ ენთუზიასტი არ ყოფილიყო და დიდი
საჯარო თამაშებისთვის თავი აერიდებინა, მაშინ არც მისი ბრწყინვა-
ლედ აგებული, ფორმალურად უბადლო თამაშები იქნებოდა; მცოდნე-
ნი ხვდებოდნენ მის საოცარ სიახლოვეს თამაშის სამყაროს უდიდეს
პრობლემებთან.
ერთ დღეს magister Ludi-მ იოზეფ კნეხტი თავისთან მიიპატიჟა, იგი
თავის ბინაში მიიღო საშინაოდ გამოწყობილმა და ჰკითხა, თუ იქნებო-
და მისთვის შესაძლებელი და სასიამოვნო, რომ შემდეგ დღეებში მუ-
დამ ამ დროისათვის ნახევარი საათით მისულიყო. კნეხტი სტუმრად
მასთან მარტო არასდროს ყოფილა და ამ თხოვნას გაოცებული შეხ-
ვდა. მაგისტრმა დიდი მოცულობის ხელნაწერი გადმოუღო და წინადა-
დება გააცნო, – ერთი ორგანისტის ცხოვრებიდან რომ მომდინარეობ-
და, – იმ უთვალავი წინადადებებიდან ერთ-ერთი, რომელთა გარჩევაც
მიეკუთვნებოდა თამაშის უმაღლესი მმართველობის მოვალეობებს.

143
ეს ეხება არქივში ახალი მასალის შეტანას: ერთმა, მაგალითად, მად-
რიგალის ისტორია განსაკუთრებული სიზუსტით დაამუშავა და მისი
სტილის განვითარებაში მრუდი აღმოაჩინა, რაც მან მუსიკალურად და
მათემატიკურად გამოხატა, რათა ის თამაშის ენის საგანძურში შეეტა-
ნათ. მეორემ იულიუს კეისრის ლათინური გამოიკვლია მისი ენის რიტ-
მული თვისებების თვალსაზრისით და აქ მიაგნო ყველაზე უფრო
თვალშისაცემ თანხვედრებს ბიზანტიურ საეკლესიო გალობაში ინტერ-
ვალების კარგად ცნობილი გამოკვლევების. შედეგთან. ერთმა მეოც-
ნებემ ერთხელ აღმოაჩინა XV საუკუნის სანოტო დამწერლობისათვის
ახალი გადმოცემა. ლაპარაკი აღარ არის შემცდარ ექსპერიმენტა-
ტორთა უამრავ წერილზე, დაახლოებით, ასეთზე, – გოეთესა და სპინო-
ზას ჰოროსკოპთა შედარებიდან უსაოცრესი დასკვნების გამოტანა შეძ-
ლეს და ხშირად ლამაზი და ბრწყინვალედ შესახედავი მრავალფერი
გეომეტრიული ნახაზებიც დაურთეს თან. კნეხტი დღევანდელი მასა-
ლის გაცნობას გულმოდგინედ შეუდგა, მას უკვე თვითონაც ხშირად მო-
უფიქრებია ამგვარი წინადადებები, თუმცა კი ჯერ არ ჩაფლულიყო
მათში; ყოველი აქტიური რიოში მარგალიტებით მოთამაშე ხომ მუდამ
ოცნებობს თამაშის სფეროთა გაფართოებაზე, ვიდრე ისინი მთელ სამ-
ყაროს არ მოიცავენ, უფრო მეტიც, ის სრულქმნის ამ გაფართოებებს
თავის წარმოდგენაში, და თავისსავე კერძო რიოში მარგალიტებით
თამაშის სავარჯიშოებში მუდმივად იმისი სურვილი წარმოიშობა, რომ
იმედს გაამართლებს და ოფიციალურ გავრცელებამდე მივა. კერძო
თამაშში მაღალგანვითარებული მოთამაშის ნამდვილი, ბოლო ნატი-
ფი მიგნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თამაშის სფეროები მუ-
დამ ბატონობენ თამაშის კანონების გამომხატველ, სახელმდებელ და
ფორმისმიმცემ ძალებზე, რათა ნებისმიერ თამაშში ობიექტურ და ის-
ტორიულ ფასეულობებთან ერთად ინდივიდუალური, ერთჯერადი
წარმოდგენებიც მისაღები გახდეს. ერთმა დაფასებულმა ბოტანიკოს-
მა ამის თაობაზე ერთხელ მკაფიო სიტყვა თქვა: „რიოში მარგალიტე-
ბით თამაშისას ყველაფერი შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც ისიც კი,
რომ ერთ-ერთმა მცენარემ ბატონ ლინესთან ლათინურად ისაუბროს“.

144
კნეხტი, ამრიგად, დაეხმარა მაგისტრს შემოთავაზებული სქემის
ანალიზში; ნახევარი საათი სწრაფად გავიდა. მეორე დღეს ზუსტად
იმავე დროს მივიდა. ასე დადიოდა იგი ორი კვირის განმავლობაში ყო-
ველდღე, ნახევარი საათით Magister Ludi-სთან სამუშაოდ. პირველივე
დღეებიდან მას თვალში ეცა, რომ იგი სრულიად ნაკლებ ფასეულ მო-
ნაცემებსაც, რომელთა გამოუყენებლობაც მაშინვე შესამჩნევი. გახ-
ლდათ გამოცდილი თვალისთვის, მაინც გულისყურით ბოლომდე კრი-
ტიკულად ამუშავებინებდა; ის გაოცდებოდა ხოლმე, რომ მაგისტრი
ამისათვის დროს ხარჯავდა. თანდათანობით შეამჩნია, რომ აქ საქმე
იმას კი არ ეხებოდა, რომ ოსტატს ემსახურო და სამუშაო მცირეოდენ
შეუმსუბუქო, არამედ ეს სამუშაოები, თუმცა კი თავისთავად საჭირო,
უნდა ყოფილიყო, უპირველესად, იმისათვის, რომ თავად იგი, ახალ-
გაზრდა ადეპტი, მიღებული ფორმით უმაღლეს დონეზე გულისხმიე-
რად გამოეცადა. ეს, დაახლოებით, ისე მოხდა, როგორც მაშინ, ბიჭო-
ბაში, მუსიკის მაგისტრის გამოჩენისას. მან ეს მყისიერად შენიშნა თა-
ვისი ამხანაგების საქციელში, როცა შეიქნა შიშნარევი, დისტანციური,
ზოგჯერ ირონიულ-პატივმოყვარული გარემოება, რომ რაღაც მზადდე-
ბოდა, მან ეს იგრძნო, რაც ნაკლებ გამაბედნიერებელი აღმოჩნდა მა-
შინდელთან შედარებით.
ბოლო დღეს რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრმა ოდნავ მა-
ღალი და თავაზიანი ხმით, მეტად ზუსტი და ხაზგასმული მეტყველე-
ბით, ყოველგვარი ზეიმურობის გარეშე თქვა: „კარგი, ხვალ აღარ გჭირ-
დება მოსვლა, ჩვენი საქმე ამ დროისთვის ამოიწურა, მალე კი, ისევ უნ-
და შეგაწუხო. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის, ეს ჩემთვის
მნიშვნელოვანი იყო. სხვათა შორის, მგონია, ახლა ორდენში მიღებაზე
უნდა გააკეთო განაცხადი; სიძნელეებმა არ შეგაფერხოს. მე ორდენის
უწყებას უკვე შევატყობინე, შენ ხომ თანახმა ხარ? – შემდეგ ფეხზე წა-
მომდგარმა დაამატა: – ამასთანავე, კიდევ ერთი სიტყვა: სავარა-
უდოდ, შენც იხრები ხანდახან იქითკენ, კარგ რიოში მარგალიტებით
მოთამაშესავით, რომ გამოიყენო ჩვენი თამაში ფილოსოფოსობის-
თვის, როგორც გარკვეული სახის ინსტრუმენტი. მარტო ჩემი სიტყვები
ამისაგან ვერ განგკურნავს, მე მაინც გეტყვი: ფილოსოფოსობა ეგების

145
მარტოოდენ კანონიერი საშუალებებით, ფილოსოფიის საშუალებე-
ბით. ჩვენი თამაში კი არც ფილოსოფიაა და არც რელიგია, ეს არის, სა-
კუთრივ, დისციპლინა და, უმეტესად, თავისი ხასიათით, ხელოვნებას-
თან იმყოფება ნათესაურ კავშირში. ეს არის ხელოვნება sui generis 24. ეს
რომ გეხსომება, უფრო შორს წახვალ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი
ამას მიხვდები ასობით წარუმატებლობის შემდეგ. ფილოსოფოსმა კან-
ტმა – ცოტანი იცნობენ მას, მაგრამ იგი იყო დიდი მოაზროვნე, – თე-
ოლოგიურ ფილოსოფოსობაზე თქვა, ეს არის ილუზიის ჯადოსნური ჩი-
რაღდანი. ჩვენ ნებადართული არა გვაქვს, რიოში მარგალიტებით თა-
მაში საამისოდ ვაქციოთ“.
იოზეფს მოულოდნელი სიხარული ეწვია, და მოწოლილი აღელვე-
ბისაგან თავის შეკავებისას ეს უკანასკნელი გაფრთხილება ლამის ვე-
ღარც გაიგონა. ელვის სისწრაფით გაურბინა ფიქრმა: ეს სიტყვები მისი
თავისუფლების დასასრულს ნიშნავდა, სტუდენტობის ხანის დამთავ-
რებას, ორდენში მიღებას და იერარქიაში მის სწრაფ შესვლას. იგი
მდაბლად მოიხარა მადლობის ნიშნად, მერე კი მყისიერად გაემართა
ვალდცელის ორდენის კანცელარიისაკენ, სადაც, მართლაც, ახლად
მიღებულთა სიაში თავისი თავი შეტანილი ნახა. მან იცოდა, ორდენის
წესები, თავისი საფეხურის ყველა სტუდენტივით, უკვე საკმაოდ ზუს-
ტად, და გაახსენდა, რომ ორდენის თითოეულ წევრს, ვისაც უკვე მაღა-
ლი რანგის სამსახურებრივი ადგილი ეკავა, უფლება ჰქონდა, რომ ახა-
ლი წევრის მიღების ცერემონია შეესრულებინა. მან ითხოვა, რომ მისი
მიღების ცერემონია შეესრულებინა მუსიკის მაგისტრს, მიიღო თანხმო-
ბა და მცირე ხნით დასვენების უფლებაც. მომდევნო დღესვე გაემგზავ-
რა მონტეპორტში თავის მფარველსა და მეგობართან. მან პატივცემუ-
ლი მოხუცებული ბატონი ოდნავ შეუძლოდ ნახა, მაგრამ იგი მაინც სი-
ხარულით იქნა მიღებული.
„გამოძახებულივით მოხვედი, – უთხრა მოხუცმა. – მოკლე ხანში
აღარ მექნება იმისი უფლება, რომ ახალგაზრდა ძმა ორდენში მივიღო.

24
sui genats – თავისებური
146
მე იმ აზრის ვარ, რომ თანამდებობიდან წავიდე, და ჩემს დათხოვნას
უკვე დათანხმდნენ“.
ცერემონიამ თავისთავად მარტივ ვითარებაში ჩაიარა. მომდევნო
დღეს მუსიკის მაგისტრმა, როგორც წესდება მოითხოვდა, ორდენის
ორი ძმა მოიწვია მოწმედ; მანამდე კნეხტმა მედიტაციაში სავარჯი-
შოსთვის დავალებად მიიღო ერთ-ერთი დებულება ორდენის წესდები-
დან. ეს დებულება ასეთი იყო: „მოგიწოდებს რა მაღალი ინსტანცია თა-
ნამდებობაზე, უწყოდე: ყოველი აღმასვლა თანამდებობათა კიბეზე
არის ნაბიჯი არა თავისუფლებისაკენ, არამედ შებოჭილობისაკენ. რაც
უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო მეტია შებოჭილობა. რაც უფ-
რო დიდია თანამდებობრივი ძალაუფლება, მით უფრო მკაცრია სამსა-
ხური. რაც უფრო ძლიერია პიროვნება, მით უფრო დასაძრახია თვით-
ნებობა“. ისინი შეიკრიბნენ მაგისტრის სამუსიკო სენაკში. მაგისტრმა
მონაწილეებს დაავალა, საზეიმო საათისათვის ბახის ქორალური პრე-
ლუდია შეესრულებინათ; შემდეგ ერთ-ერთმა მოწმემ წაიკითხა ორდე-
ნის წესდების მუხლის შემოკლებული ვარიანტი და თავად მუსიკის მა-
გისტრმა რიტუალური შეკითხვები დასვა და ახალგაზრდა მეგობრის
ფიცი ჩაიბარა. კიდევ ერთი საათი აჩუქა მას, ისინი ბაღში დასხდნენ,
და მაგისტრმა მისცა მეგობრული დარიგებები, თუ როგორი აზრით უნ-
და გაეთავისებინა ორდენის წესდების ეს მუხლი და როგორ უნდა ეც-
ხოვრა მის მიხედვით. „კარგია, რომ, სწორედ მაშინ, როდესაც მე მივ-
დივარ, შენ შეავსებ ცარიელ ადგილს, ეს ისეა, თითქოს მე მყოლოდეს
ვაჟიშვილი, ვინც ჩემს ნაცვლად მომავალში ადგილს დაიკავებს“, –
თქვა მან და როცა მან იოზეფის სახეზე ნაღველი შენიშნა, ასე მიმარ-
თა: – ნუ მოიწყენ, არც მე ვწუხვარ. მართლაც, დავიღალე და მიხარია
მოცალეობა, რითაც დავტკბები და დასვენების ჟამს ხშირად შენც შე-
მომეხმიანები, ამას ვიმედოვნებ. და როცა ჩვენ შემდეგ ერთმანეთს
შევხვდებით, მე შენობით მომმართე. ამას ვერ შემოგთავაზებდი მანამ,
სანამ ასეთი სამსახური მებარა. – იგი იმ გულითადი ღიმილით გაუშვა,
რაც იოზეფისთვის, აი, უკვე ოცი წელია, ნაცნობი იყო.
კნეხტი სწრაფად მიბრუნდა უკან, ვალდცელში, მას მხოლოდ სამი
დღე ჰქონდა დასვენებისათვის. ის-ის იყო, ბრუნდებოდა ადგილზე,

147
რომ ლუდი მაგისტრმა იხმო, კოლეგიალური სითამამით მიიღო და ორ-
დენში მიღება მიულოცა. „ნამდვილად კოლეგები და თანამშრომლები
რომ ვიყოთ, – განაგრძო მან – მარტო გარკვეულ ადგილზე შენი დანიშ-
ვნაღა აკლია ჩვენს სტრუქტურას“. იოზეფი ცოტათი შეკრთა: სადაცაა,
უნდა დაკარგულიყო მისი თავისუფლება. „აჰ, ვიმედოვნებ, რაღაც მოკ-
რძალებულ ადგილზე გამოგადგებით, – თქვა მან მორიდებით, – მე კი
გამოგიტყდებით, მეგონა, რომ შემეძლებოდა, ცოტა ხანს კიდევ თავი-
სუფალი სახით მესწავლა. მაგისტრმა თავისი ჭკვიანი, ოდნავ ირონიუ-
ლი ღიმილით დაკვირვებით შეხედა თვალებში. „ცოტა ხანსო, ამბობ.
მაგრამ რამდენი დრო გჭირდება მაინც?“ კნეხტმა დარცხვენით გაიცი-
ნა: „მართალი გითხრათ, არ ვიცი“. „მეც ამას ვფიქრობ, – დაეთანხმა
მაგისტრი, შენ ისევ სტუდენტური ენით ლაპარაკობ და სტუდენტური
ცნებებით აზროვნებ, იოზეფ კნეხტ, ჯერჯერობით შეიძლება, მაგრამ
მალე ეს უკვე ჯეროვანი აღარ იქნება, რამეთუ შენ ჩვენ გვჭირდები. შენ
იცი, რომ მოგვიანებით ჩვენი უწყების მაღალი თანამდებობებისათვის
შეგეძლება შვებულებები მიიღო სწავლის მიზნით, თუკი უწყება ამ სწავ-
ლის საჭიროებაში დარწმუნდება. ჩემი წინამორბედი და მასწავლებე-
ლი, მაგალითად, როგორც Magister Ludi და მოხუცი კაცი მთელი წლით
შვებულებაში გავიდა ლონდონის არქივში სამუშაოდ, მაგრამ მან ეს
შვებულება მიიღო არა ცოტა ხნით. ამას შენ მომავალში მიხვდები. და
ახლა წინადადებას შემოგთავაზებ, ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლო-
ბის მქონე კაცი განსაკუთრებული მისიისათვის, ვისაც ჩვენი წრის გა-
რეთ ჯერ არავინ იცნობს“.
საქმე ეხებოდა შემდეგ დავალებას: მარიაფელსის ბენედიქტელთა
მონასტერი, ქვეყანაში განათლების ერთ-ერთი უძველესი კერა, რომე-
ლიც კასტალიასთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა და,
კერძოდ, ათეული წლებია, რაც რიოში მარგალიტებით თამაშს მისდევ-
და, ითხოვდა რამდენიმე ხნით თამაშის შესავალი კურსის ახალგაზ-
რდა მასწავლებელს მონასტრის რამდენიმე წარმატებული მოთამაშის
დაკვალიანებისათვის და მაგისტრის არჩევანი იოზეფ კნეხტზე შეჩერ-
და. ამიტომ გამოსცადა მან იგი ასეთი სიფრთხილით, ამიტომ დააჩქა-
რა ორდენში მისი მიღება.

148
149
ორი ორდენი

გარკვეული თვალსაზრისით, ეს ისევ ემსგავსებოდა ლათინური


სკოლის მოწაფეობის დროს, მუსიკის მაგისტრის სტუმრობის შემდეგ,
მარიაფელსში მისი გამოძახება განსაკუთრებულ გამორჩევას და მის
მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს რომ ნიშნავდა იერარქიის კიბის საფე-
ხურზე, იოზეფი ახლაღა მიხვდა; მაგრამ მას შეეძლო მაშინდელივით
მღვიძარი თვალებით გარკვევით წაეკითხა თავისი თანაკურსელების
საქციელი და დამოკიდებულება თავისთან მიმართებაში. გარკვეული
დროიდან იგი მიეკუთვნებოდა რიოში მარგალიტებით თამაშის ელი-
ტის ვიწრო წრეს, ახლა უკვე უჩვეულო დავალებით ყველასათვის შე-
სამჩნევი გახდა, რომ უფროსობას მხედველობაში ჰყავს და მის გამო-
ყენებასაც განიზრახავენ. ძველი ამხანაგები და ნაცნობ-მეგობრები
უკან არ იხევდნენ, არც უყურადღებოდ ექცეოდნენ, ამ მაღალ, არის-
ტოკრატულ წრეში საამისოდ კარგი აღზრდა ჰქონდათ მიღებული, მაგ-
რამ მათ შორის დისტანცია წარმოიშვა; გუშინდელი ამხანაგი ზეგინდე-
ლი თავმჯდომარე შეიძლება ყოფილიყო, და ასეთი ნიუანსები და გან-
სხვავებანი ურთიერთმიმართებაში ამ წრეს ახასიათებდა უნაზესი რყე-
ვებით და თავის გამოხატულებასაც ჰპოვებდა.
გამონაკლისს შეადგენდა ფრიც ტეგულარიუსი, ვისაც შემდგომში,
ფერომონტეს შემდეგ, მართლაც, იოზეფ კნეხტის ცხოვრებაში უერთგუ-
ლეს მეგობარს დავარქმევთ. უმაღლესი მონაცემების მქონე, მაგრამ
ჯანმრთელობის, წონასწორობისა და საკუთარ თავში დარწმუნებულო-
ბის ნაკლულობით ძალზე დაბრკოლებული კაცი, ასაკით კნეხტის თა-
ნატოლი, ორდენში მისი მიღების დროისთვის, ესე იგი, ოცდათოთხმე-
ტი წლის გახლდათ და, დაახლოებით, ათი წლის წინ, რიოში მარგალი-
ტებით თამაშის კურსის დროს იგი პირველად შეხვდა კნეხტს და ამ უკა-
ნასკნელმა შინაგანი ალღოთი მაშინვე დაინახა, რომ ეს წყნარი და
ოდნავ მელანქოლიური ყმაწვილი მისდამი ინტერესს იჩენდა. ადამია-
ნების ამოცნობის გრძნობას, რასაც უკვე შეუცნობლად ფლობდა, მაში-
ნაც არ უღალატია მისთვის, და ამ სიყვარულის ხასიათს მიუხვდა; ეს
იყო უპირობო მისწრაფებისა და დაქვემდებარებისათვის მზადმყოფი

150
მეგობრობა და პატივისცემა, რელიგიური ხასიათის ოცნებით რომ ღვი-
ოდა, მაგრამ შინაგანი მედიდურობითა და შინაგანი ტრაგიზმის წინას-
წარგრძნობით დაჩრდილული და თავშეკავებული. მაშინდელმა, ჯერ
კიდევ დეზინიორის პერიოდიდან, დარცხვენილმა და გრძნობიერმა,
და უნდოდ ქცეულმა კნეხტმა ამ ტეგულარიუსთან თანდათანობით
მკაცრი დისტანცია დაიჭირა, თუმცა მას საინტერესო და უჩვეულო მე-
გობრად თვლიდა. მისი დახასიათებისთვის ჩვენ მოგვეხმარება ერთი
ფურცელი კნეხტის სამსახურის საიდუმლო ჩანაწერებიდან, რასაც
წლების შემდეგ უმაღლესი უწყების მმართველობისთვის გამონაკლი-
სის სახით აწარმოებდა. აქ წერია:
„ტეგულარიუსი, რეფერენტთან პირადად დამეგობრებული, კო-
იპერჰაიმში მრავალგზის გამორჩეული მოწაფე, ძველი ფილოლოგიის
კარგი მცოდნე, ფილოსოფიით ძლიერ დაინტერესებული, მუშაობდა
ლაიბნიცზე, ბოლცანოზე, მოგვიანებით პლატონზე. უნიჭიერესი, უბ-
რწყინვალესი რიოში მარგალიტებით მოთამაშე, ვისაც მე ვიცნობ. ის
მიაღწევდა ლუდი მაგისტრობამდე, რომ არ ყოფილიყო მისი ხასიათის
სრული შეუთავსებლობა, აქ გასათვალისწინებელია მისი სუსტი ჯან-
მრთელობაც. ტეგულარიუსს ხელმძღვანელობის ნება არასოდეს არ
ჰქონდა, წარმომადგენლობით ანდა საორგანიზაციო ადგილზე მოხ-
ვედრისათვის, რაც მას და მის თანამდებობასაც უბედურებას უქადდა,
ფიზიკური ნაკლი სულიერად აისახებოდა მის დეპრესიულ მდგომა-
რეობაზე, რასაც თან სდევს უძილობის, ნევროზის ნიადაგზე ტკივილე-
ბის პერიოდები, ვითარების გამო მელანქოლიის მოძალება, მარტოო-
ბის ძლიერი მოთხოვნილება, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის წი-
ნაშე შიში, სავარაუდოა, თვითმკვლელობაზე ფიქრებიც. ასეთ მძიმე
საფრთხეში მყოფი მედიტაციისა და გულმოდგინე თვითაღზრდის მეშ-
ვეობით ასე მამაცურად თავს იჭერს; მის გარემოცვაში უმეტესობას
წარმოდგენა არა აქვს მისი ტკივილის სიმძიმეზე და იციან მხოლოდ
მისი დიდი მორიდებულობა და ჩაკეტილობა. მაშასადამე, სამწუხა-
როდ, ტეგულარიუსი არ გახლავთ მაღალ თანამდებობათა შესრულე-
ბის უნარის მქონე, მაგრამ იგი Vicus Lusorum-ში მაინც მთლად შეუცვლე-
ლი განძია. ჩვენი თამაშის ტექნიკას ისე ფლობს, როგორც დიდი მუსი-

151
კოსი – თავის ინსტრუმენტს, იგი შეუცდომლად ხვდება უნაზეს ნიუან-
სებს, და მასწავლებლადაც ვერ დაიწუნებ. მაღალ და უმაღლეს გან-
მეორებით კურსებზე დაბალი კურსებისთვის ის მეცოდება. – მის გარ-
და, სხვა არავინ მეგულებოდა ჩემი დამხმარე; გასაოცარია, თუ როგორ
აანალიზებს ყმაწვილთათვის საშიშ თამაშს ისე, რომ მათ მხნეობას არ
აკარგვინებს, და როგორ აარიდებს სირთულეებს; ყველანაირ მიბაძ-
ვას ან მხოლოდ დეკორაციულს უშეცდომოდ შეიცნობდა და გაარკვევ-
და; როგორ პოულობდა კარგად დაფუძნებულ, მაგრამ. ჯერ დაუზუსტე-
ბელ, დაუჯერებელ და არასწორად შეთხზულ თამაშში შეცდომათა სა-
თავეებს და უჩვენებდა მათ უნაკლო ანატომიური პრეპარატებივით.
ამაში იგი მთლად ერთადერთია. ეს მოუსყიდავი და ბასრი ხედვა ანა-
ლიზისა და შეცდომების გასწორებისას, უპირველეს ყოვლისა, უზრუნ-
ველყოფდა მისდამი მოწაფეთა და კოლეგების პატივისცემას, რომე-
ლიც სხვანაირად ძლიერად შეირყეოდა მისი დაურწმუნებელი და არა-
თანაბარი, დარცხვენილად შიშნარევი მოქცევის შემთხვევაში. რაც მე
ტეგულარიუსის გენიალობაზე, როგორც რიოში მარგალიტებით მოთა-
მაშეზე, ვთქვი, ეს სრულებით სხვა რამ არის მისი ტოლებისგან გან-
სხვავებით, მინდა, ეს მაგალითის სახით, საილუსტრაციოდ მოვიყვა-
ნო. მასთან ჩემი მეგობრობის პირველ ხანებში, როცა ჩვენ ორივე კურ-
სებზე ტექნიკას ჯერ ვერ ვეუფლებოდით, ერთ გაკვეთილზე რამდენიმე
თამაშის შესახებ, განსაკუთრებული ნდობით, თავისი შეხედულებანი
გამიმხილა, რაც მან მაშინ მუსიკალურად შეთხზა. მე პირველი შეხედ-
ვისთანავე ბრწყინვალედ მივიჩნიე, სადღაც ახლებურად და, სტილის
მიხედვით, ორიგინალურად ჩავთვალე; მთხოვა, ჩახაზული სქემა შე-
მესწავლა და ამ თამაშის კომპოზიციებში, სწორ ნაწარმოებებში, ვნახე
რაღაც ისეთი საოცარი და თავისებური რამ, რომ აქ გაჩუმების ნება
აღარ მქონდა. ეს თამაშები წარმოადგენდა თითქმის სუფთა მონოლო-
გიური სტრუქტურის პატარა დრამებს და ავტორის პირად სულიერ
ცხოვრებას, იმდენადვე დაუცველს, რამდენადაც გენიალურს, ასახავ-
და მის სრულყოფილ ავტოპორტრეტს. ეს ჩანდა არა მარტო სხვადას-
ხვა თემებსა და თემატურ ჯგუფებს შორის, რასაც თამაში ეყრდნობოდა
და რომელთა შედეგი და დაპირისპირება მეტად გონებამახვილური

152
იყო, დიალექტიკურად კონცენტრირებული და ერთმანეთთან დავაში
მყოფნი, არამედ აქ სუფევდა საპირისპირო ხმათა სინთეზი და ჰარმო-
ნია, არაჩვეულებრივი, კლასიკური სახით. ამ უკანასკნელზე გადას-
ვლის დროს უფრო მეტად განიცდებოდა ეს მთელი ჰარმონიზაცია რი-
გი ჩავარდნებით და დარჩა ეს, ამჯერად, დაღლილი და სასოწარკვე-
თილი, ამ საკითხის გადაწყვეტასთან პირისპირ მდგომი და გაურკვევ-
ლობასა და ეჭვში მყოფი. ამის წყალობით, მისმა თამაშებმა შეიძინეს
არა მხოლოდ ამაღელვებელი ქრომატიზმი, რის გამოყენებასაც, რამ-
დენადაც მე ვიცი, მანამდე ვერავინ ბედავდა, არამედ ყველა ეს თამა-
ში იქცეოდა კიდევ ტრაგიკული ეჭვისა და მორჩილების გამოხატულე-
ბადაც, ყოველგვარი სულიერი ძალისხმევის საეჭვოობის ხატოვან და-
დასტურებად. თანაც, ეს თამაშები, თავიანთი სულიერობით, ისევე რო-
გორც თამაშის ტექნიკის ხელწერითა და სრულქმნით, ისე უჩვეულოდ
მშვენიერი იყო, რომ ამაზე ატირება შეეძლო ადამიანს. შემდეგ, იმ შემ-
თხვევისათვის, თუკი ტეგულარიუსი ჩემზე ან ჩემს უფლებამოსილება-
თა ვადაზე უფრო მეტხანს იცოცხლებს, მე ვაძლევ მას რეკომენდაციას,
როგორც უკიდურესად ფაქიზ, იშვიათ, მაგრამ საფრთხეში მყოფ ძვირ-
ფასეულობას. მას უნდა მიეცეს ძალზე დიდი თავისუფლება, მას უნდა
ეკითხებოდნენ რჩევებს თამაშის ყველა მნიშვნელოვან საკითხში, მაგ-
რამ არასოდეს არ უნდა ანდობდნენ მოწაფეებს მისი ერთპიროვნული
ხელმძღვანელობით“.
ეს შესამჩნევი კაცი წლების განმავლობაში, მართლაც, კნეხტის მე-
გობარი გახდა. იგი კნეხტისადმი გულისშემძვრელ ერთგულებას იჩენ-
და, სულის გარდა მისი მბრძანებლური ბუნებაც აოცებდა, და კიდევ
მრავალი რამ, რაც კი ჩვენ კნეხტზე ვიცით, და ეს ყველაფერი მისი მეშ-
ვეობით გადმოგვეცა. იგი, ალბათ, რიოში მარგალიტების თამაშის მო-
თამაშეთა ვიწრო წრეში ერთადერთი ახალგაზრდა იყო, ვისაც თავისი
მეგობრისათვის მიცემული დავალება არ შეეხარბებოდა, და ერთა-
დერთი, რომლისთვისაც მისი განუსაზღვრელი დროით გაწვევა. ღრმა
და თითქმის აუტანელი ტკივილი და დანაკარგი იქნებოდა.
იოზეფმა თავად იგრძნო ახალი ვითარება, რამდენადაც თავისი
საყვარელი თავისუფლების უეცარი დაკარგვის ნამდვილი შიში გადა-

153
ლახა; გახარებული იყო, გრძნობდა მგზავრობისა და საქმიანობის ხა-
ლისს და უცხო სამყაროსადმი ცნობისწადილს, სადაც მას აგზავნიდ-
ნენ. სხვათა შორის, ახალგაზრდა ორდენის ძმა მარიაფელსში მაშინვე
არ გაამგზავრეს; იგი „პოლიციაში“ სამი კვირით ჩაკეტეს. ასე ერქვა
სტუდენტებში სააღმზრდელო უწყების აპარატის იმ პატარა განყოფი-
ლებას, რომლისთვისაც პოლიტიკური დეპარტამენტისა თუ მათი საგა-
რეო სამინისტროს მაგვარი რამ შეიძლებოდა ეწოდებინათ. აქ ორდე-
ნის ძმებს გარეთ ყოფნისას სამყაროში ქცევის წესებს აცნობდნენ და
თითქმის ყოველდღე ბატონი დიუბუა, ამ სამსახურის უფროსი, პირა-
დად ერთ საათს უძღვნიდა მას. ამ კეთილსინდისიერ მოხელეს სახი-
ფათოდ მიაჩნდა, ასეთ საგარეო სამსახურის ადგილზე ხელმძღვანე-
ლობის მიერ ჯერ კიდევ შეუსწავლელი და სამყაროს სრულებით უცო-
დინარი კაცის გაგზავნა; ის არ მალავდა, რომ რიოში მარგალიტებით
თამაშის მაგისტრის გადაწყვეტილება არ მოსწონდა, და ორმაგად ირ-
ჯებოდა; რათა ორდენის ახალგაზრდა ძმისათვის სამყაროს საფ-
რთხეები და მათდამი წარმატებით დაპირისპირების საშუალებანი მე-
გობრული გულმოდგინებით აეხსნა. უფროსის მამობრივად მზრუნველ
დარიგებას სასიკეთოდ შეხვდა ახალგაზრდა კაცი სწავლისადმი
მზადყოფნით, და იმ საათებში, როცა კნეხტი ეცნობოდა სამყაროში
მოქცევის წესებს, იგი ნამდვილად მოეწონა თავის მასწავლებელს,
ვინც საბოლოოდ დამშვიდდა და სრული ნდობით გაუშვა ახალგაზრდა
კოლეგა მასზე დაკისრებული მისიის შესასრულებლად. იგი იმასაც კი
შეეცადა, უფრო მეტად კეთილმოსურნეობიდან გამომდინარე, ვიდრე
პოლიტიკური მოსაზრებებიდან, რომ თავის მხრივაც მიეცა მისთვის
რაიმე დავალება. ბატონი დიუბუა უკვე ეკუთვნოდა კასტალიის იმ მცი-
რე „პოლიტიკოსებს“, მოხელეთა იმ მეტად პატარა ჯგუფს, რომელთა
აზრები და საქმიანობა კასტალიის სახელმწიფოებრივ, სამართლებ-
რივ და ეკონომიკურ წინსვლას, მის ურთიერთობებს გარესამყაროს-
თან და მასზე მის დამოკიდებულებას ეხება. კასტალიელთა უდიდესი
უმრავლესობა, ამასთან, მოხელეებიც ცხოვრობდნენ თავიანთ პედა-
გოგიურ პროვინციაში და თავიანთ ორდენში, როგორც ერთ სტაბი-
ლურ, მარადიულ და თავისთავად გასაგებ სამყაროში, რომლის შესა-

154
ხებაც, მართლაც, იცოდნენ, რომ ის აქ მუდამ არ ყოფილა, რომ ის
ოდესღაც წარმოიშვა, კერძოდ კი, არა უდიდეს უბედურებათა ხანაში
წარმოებულ სასტიკ ბრძოლებში, არამედ ნელ-ნელა, ომებით აღსავსე
ეპოქის დასასრულს, როგორც სულიერ ადამიანთა ასკეტურ-ჰეროიკუ-
ლი შეგნებითა და ძალისხმევით, ისევე ქანცგაწყვეტილი, სისხლისა-
გან დაცლილი, დაუცველი ხალხების წესრიგის, ნორმის, გონიერების,
კანონის და ზომის ღრმა მოთხოვნილების დროს. მათ ეს იცოდნენ და
იცოდნენ ასევე მსოფლიოს ყველა ორდენისა და „პროვინციის“ ფუნ-
ქციაც: თავი შეიკავონ მმართველობისა და შეჯიბრისაგან, სამაგი-
ეროდ, უზრუნველყონ ყველანაირი ზომისა და კანონის სულიერ საფუძ-
ველთა მუდმივობა და სიმტკიცე. საგანთა ეს წესრიგი სულაც არ არის
თავისთავად გასაგები, ის ვარაუდობს რაღაც ჰარმონიას სამყაროსა
და სულს შორის, რომელიც ყოველთვის შეიძლება დაირღვეს, რომ, ზო-
გადად, მსოფლიო ისტორია სულაც არ მიისწრაფვის სასურველის, გო-
ნივრულისა და მშვენიერისაკენ, სულაც არ უწყობს ხელს ყველაფერ
ამას, არამედ ამ ყოველივეს, ასე ვთქვათ, გამონაკლისის სახით ზოგ-
ჯერ ითმენს, ეს მათ არ იცოდნენ, და თავიანთი კასტალიური ყოფიერე-
ბის ფარული პრობლემატურობით თითქმის ყველა კასტალიელი არსე-
ბითად არც ინტერესდებოდა, არამედ მასზე ზრუნვას გადააბარებდა
იმ მცირე რაოდენობის პოლიტიკურ თავებს, რომელთაგან ერთ-ერთი
გახლდათ სწორედ განყოფილების უფროსი დიუბუა. რაც დიუბუასგან
ნდობა მოიპოვა, კნეხტმა შეიტყო პირველადი ცნობები, კასტალიის
პოლიტიკური საფუძვლების შესახებ, რაც მას თავიდან უფრო განიზი-
დავდა და მისდამი უინტერესოდ განაწყობდა, თავისი ორდენის ძმათა
უმეტესობის მსგავსად, მის მეხსიერებაში გამოძახილი პოვა დეზინიო-
რის იმ შენიშვნამ, რომ კასტალიას შესაძლოა საფრთხე დაემუქროსო,
და თანაც ისიც გაახსენდა, თითქოსდა მთლიანად დიდი ხნის წაშლი-
ლი და მივიწყებული, პლინიოსთან ყმაწვილური წინააღმდეგობის მწა-
რე ხინჯი, და რაც შემდეგ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა და
თავისი გზის ერთ-ერთ საფეხურზე გამოღვიძებულ იქნა.
მათი უკანასკნელი შეხვედრის ბოლოს დიუბუამ უთხრა: „ვფიქრობ,
რომ ახლა უკვე გაგიშვა. შენს დავალებას მკაცრად უნდა მოეკიდო,

155
რადგან ეს შენმა პატივცემულმა Magister Ludi-მ დაგაკისრა და არანაკ-
ლებ დაიცავ ქცევის წესებსაც, რასაც აქ გაეცანი. სასიამოვნო იყო შენ-
თვის დახმარების გაწევა. ნახავ, რომ ეს სამი კვირა, რაც ჩვენ აქ გაგა-
ჩერეთ, დაკარგული არ ყოფილა, და თუ ოდესმე სურვილი გაგიჩნდება,
ჩემი ინფორმაციებით მიღებული კმაყოფილება და ჩვენი ნაცნობობა
დამიმტკიცო, საამისოდ გზას გიჩვენებ. შენ მიხვალ ბენედიქტინელთა
მონასტერში. და თუ ცოტა ხანს იქ დარჩები და პატრის ნდობას დაიმ-
სახურებ, სავარაუდოდ, ამ პატივცემული ბატონებისა და მათი სტუმრე-
ბის წრეებში პოლიტიკურ საუბრებსაც მოისმენ და მათ პოლიტიკურ
განწყობებსაც შეიგრძნობ. თუ შენ სურვილი გექნება, რომ გამაგებინო,
ამისათვის მადლობელი დაგრჩები. სწორად გამიგე: შენ არავითარ
შემთხვევაში ჯაშუშივით არ უნდა აღგიქვან, ანდა შენში პატრის მიერ
მოპოვებული ნდობა არ უნდა წაახდინო; შეტყობინების გამოგზავნას
არ გავალდებულებ, ამის ნებას შენი სინდისი არ მოგცემს. მაგრამ ური-
გო არ იქნება, ჩვენ რაღაც ინფორმაციები, მხოლოდ ინტერესის მიზ-
ნით, ჩვენს ორდენსა და კასტალიაზე რომ ვიცოდეთ და ამით ვისარ-
გებლოთ, ამისათვის მე შენი თავდები ვიქნები. ჩვენ ნამდვილი პოლი-
ტიკოსები არ ვართ და არანაირი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენც
სამყაროსთან ვართ დაკავშირებულნი, რომელსაც ვჭირდებით, ან
არადა ის გვითმენს. გააჩნია შემთხვევას, შეიძლება ჩვენთვის სასარ-
გებლო იყოს იმისი გაგება, როცა საერო კაცი მონასტერში შემოივლის
ან პაპი ავად იგრძნობს თავს, ანდა მომავალი კარდინალების ახალი
კანდიდატები გაჩნდებიან სიაში. ჩვენ შენს შეტყობინებებზე არ ვართ
დამოკიდებულნი, ჩვენ გვაქვს სხვა ზოგიერთი წყარო, მაგრამ ერთი პა-
ტარა წყაროთი მეტი რომ ვიცოდეთ, ეს საქმეს არაფერს ავნებს. წადი
აბა, შენ დღევანდელ ჩემს წინადადებაზე არც ჰო მითხრა და არც არა.
ნურაფერს მოიწადინებ, ჯერ შენი სამსახურებრივი დავალება შეასრუ-
ლე კარგად და ჩვენს სულიერ მამებთან არ შეგვარცხვინო. კეთილ
მგზავრობას გისურვებ“.
გარდასახვათა წიგნში, სადაც კნეხტმა მგზავრობის წინ ფარსმან-
დუკის ღეროთა ცერემონიის შესრულების შემდეგ ამოიკითხა, შეხვდა
ნიშანი ლუი, რაც ნიშნავს „მოგზაურს“, და მას მოჰყვება გამონათქვამი

156
– „წარმატება წვრილმანის საშუალებით მიიღწევა. შეუპოვრობას მოგ-
ზაურისთვის სარგებლობა მოაქვს“. მეორე ადგილზე ექვსიანი ნახა და
წიგნში მისი მნიშვნელობაც მოძებნა:
მოგზაური გასწევს თავშესაფრისკენ.
მას მთელი თავისი ავლადიდება თან ახლავს,
მოგზაურობა მოითხოვს ახალგაზრდა მსახურის შეუპოვრობას.
გამომშვიდობებამ ხალისიანად ჩაიარა, მაგრამ ტეგულარიუსთან
ბოლო საუბარი ორივესათვის მათი სიმყარის კარგი მოსასინჯი აღმოჩ-
ნდა. ფრიცმა ძალა მოიკრიბა, იძულებით სიცივე აჩვენა და გაირინდა.
მისთვის მეგობართან ერთად ის საუკეთესოც მიდიოდა, რაც მასთან
ურთიერთობას თან სდევდა; კნეხტის არსება არ დაუშვებდა გრძნობი-
ერ და, კერძოდ, განსაკუთრებულ მიკედლებას მეგობართან, მას, გა-
ჭირვების შემთხვევაში, უმეგობროდაც შეეძლო ყოფნა და შეეძლო, თა-
ვისი სიმპათიის სხივი სირთულის გარეშე ახალ ობიექტსა და ადამიან-
ზე გადაეტანა. გამომშვიდობებას მისთვის გულში ჭრილობა არ და-
უტოვებია. მაგრამ მაშინ უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა მეგობარს და
იცოდა, რა რყევასა და გამოცდას ნიშნავდა ეს დაცილება მისთვის, –
და ეს ადარდებდა. ამ მეგობრობაზე უკვე ხშირად უფიქრია, ერთხელ
მუსიკის მაგისტრსაც უამბო ამის თაობაზე და გარკვეულ დონემდე მი-
იღო იმისი ცოდნა, საკუთარი განცდისა და გრძნობის ობიექტურად და
კრიტიკულად დაკვირვება რომ შესძლებოდა. მან გაიცნობიერა, რომ
მხოლოდ ამ მეორე ადამიანის დიდი ნიჭი კი არ იწვევს იმას, რომ მი-
ეჯაჭვო და მისდამი რაღაცნაირი გატაცებაც გაგიჩნდეს, არამედ სწო-
რედ ამ ნიჭის შერწყმა ისეთ მძიმე ნაკლოვანებებთან, ისეთ დიდ სიმ-
ყიფესა და სიფაქიზესთან, და რომ სიყვარულის იმ ცალმხრივობასა და
განსაკუთრებულობაში, რომელსაც მისდამი განიცდიდა ტეგულარი-
უსი, არის არა მხოლოდ მშვენიერი, არამედ სახიფათო მომხიბლაობა-
ცა და ასპექტიც, კერძოდ კი – ცდუნება იმისა, რათა აიძულოს უფრო
სუსტი ძალების, მაგრამ არანაკლები სიყვარულის მქონე მეგობარი,
ხანდახან გრძნობდეს, რომ იგი მისი, კნეხტის, ძალაუფლების ქვეშ იმ-
ყოფება. იგი ამ მეგობრობაში ბოლომდე თვლიდა თავის მოვალეობად
დიდ თვითაღზრდასა და თავშეკავებულობას. როგორი საყვარელიც

157
უნდა ყოფილიყო მისთვის ტეგულარიუსი, ის კნეხტის ცხოვრებაში
ღრმა მნიშვნელობას ვერ მოიპოვებდა, თუ ეს მეგობრობა ამ სათუთ
ადამიანთან, ყოველთვის რომ გაცილებით უფრო ძლიერი და საკუთარ
თავში დარწმუნებული მეგობრით იყო მოხიბლული, არ დაანახვებდა
იმ მიმზიდველ ძალასა და ძალაუფლებას, რასაც იგი ზოგიერთი ადა-
მიანის მიმართ იჩენდა. ის სწავლობდა იმის შეგრძნებას, რომ სხვების
მოზიდვისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის ძალიდან რაღაც, არსები-
თად, მიეკუთვნება მასწავლებლისა და აღმზრდელის ნიჭს, მაგრამ ის
საფრთხეებსაც შეიცავს, და ამიტომ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
იგი მიეკუთვნებოდა ოფიციალურად არარსებულ, მაგრამ ძალზე მკა-
ფიოდ შემოფარგლულ წრეს თუ წოდებას, რიოში მარგალიტებით თა-
მაშის მკაცრად შერჩეულ კანდიდატებსა და რეპეტიტორებს, წრეს,
რომლიდანაც ვინმეს, მართალია, იწვევდნენ დამხმარე სამსახურში
მაგისტრთან, არქივარიუსთან ან თამაშის კურსებზე, მაგრამ არავის არ
ნიშნავდნენ არც დაბალ, არც საშუალო სამოხელეო ან სამასწავლებ-
ლო თანამდებობებზე; ისინი წარმოადგენდნენ რეზერვს ხელმძღვანე-
ლი თანამდებობების დასაკავებლად. აქ ერთმანეთს იცნობდნენ ზედ-
მიწევნით ზუსტად, შემაწუხებლად ზუსტად, არ არსებობდა თითქმის
არანაირი იმედის გაცრუებანი ვინმეს ნიჭში, ხასიათსა და დამსახურე-
ბაში. და რადგან სწორედ აქ, ამ თამაშის სწავლების რეპეტიტორებსა
და უმაღლეს წოდებათა ასპირანტებს შორის, თითოეული გამორჩეულ
და ყურადღების ღირს ძალას წარმოადგენდა, და თითოეული თავისი
დამსახურების, ცოდნისა, მოწმობების მიხედვით, პირველი რანგისა
იყო, სწორედ ამიტომ თამაშობდა განსაკუთრებულად დიდსა და საყუ-
რადღებო როლს ხასიათის ის ნიშნები და ფერადოვნებანი, რაც საწინ-
დარი იყო პრეტენდენტისთვის, ხელმძღვანელობისას მდგომარეობა
და წარმატება მოეპოვებინა. თავმომწონეობის ნებისმიერ უპირატესო-
ბას ან ნაკლოვანებას, გარეგნულ მონაცემებს, აღნაგობასა და მიმზიდ-
ველ საქციელს, მომხიბვლელობას, თავაზიანობას, უმცროსებზე ან უფ-
როსობაზე ზემოქმედებას აქ დიდი წონა გააჩნდა და შეჯიბრებაშიც შე-
ეძლო, გადამწყვეტი როლი ეთამაშა. თუკი, მაგალითად, ფრიც ტეგუ-
ლარიუსი ამ წრეს მიეკუთვნებოდა მხოლოდ როგორც გარეშე, როგორც

158
სტუმარი, როგორც ვიღაც, ვის იქ ყოფნასაც ითმენდნენ, და, აშკარად
არ გააჩნდა მბრძანებლის მონაცემები, და, ერთგვარად, ამ წრის მხო-
ლოდ პერიფერიაზე იმყოფებოდა, კნეხტი ამ წრის თავად შუაგულში
აღმოჩნდა. ის, რითაც იგი ახალგაზრდებს მიიმხრობდა, თაყვანის-
მცემლებს მოიპოვებდა, ეს მისი ხალასი და ჯერ კიდევ მთლად ახალ-
გაზრდული მიმზიდველობა გახლდათ, გარეგნულად ვნებათათვის მი-
უღწეველი, უანგარო და, ამავე დროს, ბავშვურად უპასუხისმგებლო,
ამიტომ გარკვეულად უდანაშაულოც. ხოლო რითაც იგი უფროსობას
სიამოვნებას ანიჭებდა, ამ უცოდველობის მეორე მხარე იყო: მისი თით-
ქმის სრული უინტერესობა პატივმოყვარეობისა და კარიერისადმი.
უკანასკნელ ხანებში მისი პიროვნების ზემოქმედება, ჯერ დაბალ
საფეხურზე მყოფ, შემდგომ კი თანდათანობით მაღალ საფეხურზე
მდგომებზე, ახალგაზრდა კაცისათვის გაცნობიერებული შეიქნა, და
როცა გამოღვიძებული კაცის თვალთახედვით ყმაწვილობის წლები-
დან თავის განვლილ ცხოვრებას გადახედა, მიაკვლია, რომ ბავშვობი-
დანვე მის ცხოვრებას თან ახლავს და მას აყალიბებს ორი ხაზი: მაძიე-
ბელი მეგობრობა, რომელსაც აჩუქებდნენ მისი თანატოლები და უმ-
ცროსი მოწაფეები, და კეთილმოსურნე ყურადღებიანობა, რასაც მის-
დამი მრავალი ხელმძღვანელი იჩენდა. გამონაკლისებიც არსებობ-
დნენ, როგორც რექტორი ცბინდენია, მაგრამ, სამაგიეროდ, იყო ისეთი
ჯილდოებიც, როგორიც მუსიკის მაგისტრის და ახლახან ბატონი დი-
უბუასა და Magister Ludi-ს მფარველობა გახლდათ. ეს ყველაფერი ერ-
თმნიშვნელოვანი იყო და მაინც არასოდეს გააჩნდა კნეხტს მისი ბო-
ლომდე დანახვისა და დაფასების სურვილი. ხილული გახდა მისთვის
წინასწარ წარმოსახული გზა, როგორც თავისთავად და ძალდაუტანებ-
ლად ელიტის შუაგულში მოხვედრა, აღფრთოვანებული მეგობრებისა
და ამაღლებული თაყვანისმცემლების ნახვა; ეს მისი გზა იყო, მას ნება
არ ჰქონდა იერარქიის საფუძვლის ჩრდილში დამკვიდრებისა, იგი
მუდმივად უახლოვდებოდა მის მწვერვალსა და ნათელ შუქს, ამ სა-
ფუძველს რომ გადმოჰფენოდა. იგი დაქვემდებარებული მოხელე და
თავისუფალი სწავლული კი არ იქნებოდა, არამედ – ბატონი. ამ გარე-
მოებამ, მის უცოდველობას უფრო მეტი აუწერელი ხიბლი და იერი შეს-

159
ძინა. რატომ შეამჩნია მან ეს მოგვიანებით და ასე გულნაკლულად? ეს
ყველაფერი სრულებით არ ჰქონდა მიზნად დასახული და არც სურდა,
მისთვის ბატონობა საჭიროებას არ წარმოადგენდა, მბრძანებლობა
სიამოვნების მომტანი არ იყო და კმაყოფილი იქნებოდა, რომ რამდე-
ნიმე წელი, თუ არა მთელი ცხოვრება, შეუმჩნევლად სწავლაში გაეტა-
რებინა, ცნობისმოყვარეობითა და ღრმა მოწიწებით, მოხეტიალე მომ-
ლოცველივით წარსულის სიწმინდეები მოენახულებინა. მოენახულე-
ბინა მუსიკის კათედრალები, მითოლოგიებისა, ენებისა და იდეების
ბაღები და ტყეები. გრძნობდა, მის უცოდველობას რაღაც უკვე ემუქრე-
ბოდა. ის გრძნობდა, რომ მან მისთვის არასასურველი, მითითებული
და გარკვეული რამ უნდა ისურვოს და მას დაეთანხმოს რათა ტყვეობის
გრძნობა და დაკარგული თავისუფლების ნოსტალგია ბოლო ათწლე-
ულში გადალახოს. იგი შინაგანად ჯერ მთლად არ იყო განწყობილი
იმისათვის, რათა შეეგრძნო, რომ ახლა ვალდცელს და პროვინციას უნ-
და გამომშვიდობებოდა და ეს ხსნასავით იქნებოდა და სამყაროში გა-
რეთ გავიდოდა.
თავისი არსებობის მრავალი საუკუნის განმავლობაში მარიაფელ-
სის დაწესებულება და მონასტერი თანაგანსაზღვრავდა და თანაგა-
ნიცდიდა ევროპის ისტორიას, მან განიცადა აყვავების, დაცემის, აღ-
დგენისა და ახალ-ახალი აღმოცენების პერიოდები და დროდადრო
სხვადასხვა დარგში სახელგანთქმულობითა და ბრწყინვალებით გა-
მოირჩეოდა, ერთხანს სქოლასტიკური სწავლებისა და პაექრობის ხე-
ლოვნების უმაღლეს ადგილს წარმოადგენდა, და დღესაც შუასაუკუ-
ნეების თეოლოგიის ძლიერი ბიბლიოთეკის მფლობელია; მისი ჩამო-
ყალიბებისა და დაქვეითების პერიოდების შემდეგ ახალ ბრწყინვალე-
ბას მიაღწია, ამჯერად მუსიკის ხელოვნებით, მრავალგზის დამსახურე-
ბული გუნდით, მათი პატრების მიერ შექმნილი და შესრულებული მესე-
ბითა და ორატორიებით. იმ ჟამიდან მოყოლებული, ჯერაც ისევ მშვე-
ნიერ მუსიკალურ ტრადიციას ფლობდა, და კიდევ: მის ხელთ იყო ექ-
ვსიოდე კაკლის ხის ზანდუკი მუსიკალური ხელნაწერებით და ულამა-
ზესი ორგანით სავსე. შემდგომში მონასტერს პოლიტიკური დრო და-
უდგა; მანაც მიატოვა გარკვეული ტრადიცია და გამოცდილება. საში-

160
ნელი ომის გამო, გაველურების ხანებში მარიაფელსი რამდენჯერ იქცა
აზრიანობისა და გონების პატარა კუნძულად, სადაც მტრული. პარტიე-
ბის საუკეთესო ადამიანები ფრთხილად ეძებდნენ ერთმანეთს ურთი-
ერთგაგებისათვის, და ერთხელ – ეს გახლდათ მის ისტორიაში უკანას-
კნელი მაღალი მწვერვალი, – მარიაფელსი გახდა მშვიდობის, დასა-
ბამი ადგილი, რამაც გადაღლილი ხალხების მონატრება ცოტათი ჩა-
აწყნარა. როცა შემდეგ ახალი ერა დაიწყო და კასტალია დაფუძნდა,
მონასტერი ამას თავშეკავებით და, გარკვეულწილად, განზე დგომი-
თაც შეხვდა, სავარაუდოდ, არცთუ ამის თაობაზე რომიდან მითითების
გარეშე. სააღმზრდელო უწყების თხოვნა, ერთი სწავლულის მასპინ-
ძლობისათვის, მონასტრის სქოლასტიკურ ბიბლიოთეკაში რამდენიმე
ხნით სამუშაოდ, ზრდილობიანად იქნა თავიდან აცილებული, იგივენა-
ირად-მიწვევაც, გაეგზავნათ წარმომადგენელი მუსიკის ისტორიის
ერთ-ერთ კონფერენციაზე. აბატ პიუსიდან, მათ შორის წარმოიშვა მი-
მოსვლა და გაცვლა-გამოცვლა. აქედან მოყოლებული დამყარდა არა
გამალებული, მაგრამ მეგობრული ურთიერთობები. ცვლიდნენ წიგ-
ნებს, ურთიერთს უმასპინძლდებოდნენ; კნეხტის კეთილი მფარველიც,
მუსიკის მაგისტრი, ახალგაზრდულ წლებში რამდენიმე კვირა მარია-
ფელსში იმყოფებოდა, ვინც სანოტო ხელნაწერების ასლი გადაიღო და
ცნობილ ორგანზე დაუკრა. კნეხტმა ეს იცოდა და უხაროდა ამ ადგილ-
ზე ყოფნა.
მოსალოდნელზე უკეთესად მიიღეს იგი, გამორჩეულობითა და პა-
ტივისცემით, რამაც მასში მორიდება გამოიწვია. და ეს ხომ პირველად
ხდებოდა, როცა კასტალია მონასტერში განსაზღვრული დროით რი-
ოში მარგალიტებით თამაშის მასწავლებელს, როგორც ელიტის წარ-
მომადგენელს, ისე მიავლენდა. მან დიუბუასაგან ისწავლა, რომ შეეხე-
და საკუთარი თავისთვის, განსაკუთრებით თავისი მისიის პირველ ხა-
ნებში, არა როგორც პიროვნების, არამედ როგორც კასტალიის წარმო-
მადგენლისთვის, მიეღო ყველანაირი თავაზიანობა ან შესაძლო გაუც-
ხოება და ეპასუხა მათზე მხოლოდ, როგორც წარგზავნილს; ეს ეხმარე-
ბოდა მას თავდაპირველი შებოჭილობის დაძლევაში. უცხოობასა და
შიშთან დაკავშირებული პირველი გრძნობები და პირველ ხანებში ღა-

161
მით წყნარი კრთომები, კნეხტს აბატმა გერვასიუსმა შეუმსუბუქა, მის-
დამი კეთილგანწყობამ და მხარში დგომამ, იგი ახალ გარემომცველ
სამყაროს სწრაფად შეაჩვია. ბუნების სიხალისე და ძალა, მთის მკაცრი
ბუნება თავისი ციცაბო კლდეებითა და ნოყიერი საძოვრებით, მას სი-
ხარულს ჰგვრიდა; ბედნიერება მოჰქონდა ძველ ნაგებობათა სიმკაც-
რესა და სივრცობრიობას, რომელთაც მრავალ საუკუნეთა ისტორია მი-
ითვალეს; იგი დაიპყრო თავისი ბინის სილამაზემ, უბრალოებამ და
სიმყუდროვემ, გრძელი სასტუმრო ფლიგელის ზედა სართულზე ორი
ოთახისაგან რომ შედგებოდა; სიამოვნებას ანიჭებდა მას ძნელად მი-
საგნები გასასვლელები, ამ პატარა სახელმწიფოში თავისი ორი ეკლე-
სიით, დახურული გალერეებით, არქივით, ბიბლიოთეკით, აბატის ბი-
ნით, რამდენიმე ეზოთი, კარგად მოვლილი საქონლით სავსე განიერი
ბოსლებით, მჩქეფარე შადრევნებით, უზარმაზარი თაღოვანი ღვინისა
და ხილის სარდაფებით, ორი სატრაპეზოთი, ცნობილი, მთავარი დარ-
ბაზით, მოვლილი ბაღებით, ხელოსნობის მოყვარე ძმების, ნაწილობ-
რივ ერისკაცთა, მეკასრის, მეწაღის, მკერავის, მჭედლისა და სხვათა
სახელოსნოებით, რაც უდიდესი ეზოს ირგვლივ პატარა სოფელს ქმნი-
და. მას ბიბლიოთეკაში შესვლის ნებაც უკვე დართეს, უკვე აჩვენა ორ-
განისტმა მშვენიერი ორგანი და მასზე დაკვრის ნებართვაც მისცა და
მას არანაკლებ იზიდავდა ნოტებით სავსე სკივრები, სადაც მან იცოდა,
რომ ელოდებოდა უფრო ადრეული ეპოქების გამოუქვეყნებელი, ნაწი-
ლობრივ ჯერ კიდევ საერთოდ უცნობი მუსიკალური ხელნაწერების
მნიშვნელოვანი რაოდენობა.
პირველ ხანებში, როგორც ჩანდა, მაინცდამაინც მოუთმენლად არ
ელოდებოდნენ მას. კარგა ხანი გავიდა, სანამ მისი აქ ყოფნის ნამ-
დვილ მიზანს სერიოზულად მიხვდებოდნენ. პირველ დღეებში რამდე-
ნიმე პატრმა, სახელდობრ, აბატმაც თავად იოზეფთან რიოში მარგა-
ლიტებით თამაშის შესახებ სასიამოვნოდ ისაუბრა, მაგრამ მეცადი-
ნეობების თუ ამგვარი სისტემატიური საქმიანობის თაობაზე ჯერ ლაპა-
რაკიც არ წამოეწყოთ. ასეთივე რამ შეამჩნია კნეხტმა სულიერ მამათა
მოქმედებაში, ცხოვრების სტილსა და ურთიერთობის ტონში – აქამდე
მისთვის უცნობი ტემპი, გარკვეული მოკრძალებული სიდინჯე და სიკე-

162
თით სავსე მოთმინება; ეს იყო მათი ორდენის სული, ეს იყო ათასწლო-
ვანი სუნთქვა უძველესი, პრივილეგირებული, ბედსა და უბედობაში ას-
გზის დაცული წესრიგი და ერთიანობა, რაშიც მათაც ჰქონდათ თავიან-
თი წილი, როგორც თითოეულ ფუტკარს სკაში აქვს თავისი დანიშნუ-
ლება და საქმე, თავისი ძილით იძინებს, თავის ტკივილს განიცდის, თა-
ვისი კანკალით კანკალებს. კასტალიის ცხოვრების სტილთან შედარე-
ბით, ეს ამ ბენედიქტინელებთან, პირველი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ
აქ ცხოვრება ნაკლებ მოძრავი და მახვილგონივრული, ნაკლებ აქტიუ-
რი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ესენი მინდობილნი, თავის თავში გან-
მტკიცებულნი, მოხუცნი, თავშენახულნი არიან. როგორც ჩანს, აქ
მბრძანებლობს უკვე დიდი ხანია კვლავ ბუნებად ქცეული სული და აზ-
რი: ცნობისმოყვარეობითა და დიდი ინტერესით, დიდი გაოცებითაც
მოქმედებდა მონასტრის ცხოვრება კნეხტზე, ცხოვრება იმ დროს, როცა
კასტალია არც არსებობდა, უკვე თითქმის ისე, როგორც დღესაა ძალი-
ან უახლოვდებოდა თავისი ბუნების ჭვრეტით მხარეს – ის იყო სტუმა-
რი, პატივს სცემდნენ, გადაჭარბებით პატივს მიაგებდნენ, მაგრამ იგი
მკვეთრად გრძნობდა, ეს იყო ფორმა და წესი და არც მისი პიროვნება
და არც კასტალიის თუ რიოში მარგალიტებით თამაშის სული მათ
არაფრად უღირდათ; ეს წარმოადგენდა მათ ამაღლებულ ზრდილო-
ბას ძველი უფროს-უმცროსობის მიმართ. მხოლოდ ნაწილობრივ იყო
იგი საამისოდ მომზადებული და ცოტა ხნის შემდეგ მან თავის უწყებას
სთხოვა, უფრო ზუსტი მითითებები მიეცათ მოქმედებისათვის. Magister
Ludi-მ პირადად რამდენიმე პწკარი მისწერა: „ვერაფერს ვერ იზამ, –
ასე იყო ნათქვამი, – მანდ შენი ცხოვრების ნებისმიერი დრო შენს სწავ-
ლას უნდა შესწირო. გამოიყენე დღეები, ისწავლე, ეცადე სასიკეთო და
სასარგებლო რამ გააკეთო, რამდენადაც ეს მანდ მიღებულია, მაგრამ
მეტს ნუ მოსთხოვ შენს თავს, არასოდეს არ გამოჩნდე მოუთმენელი,
შენს მასპინძელზე მეტად არასოდეს გამოიჩინო მოცალეობა. შენ რომ
მთელი ცხოვრება ასე მოგექცნენ, ისე იყავი, თითქოს შენი სტუმრობის
პირველი დღეა მათ სახლში, სიმშვიდე შეინარჩუნე და თავი ისე დაიჭი-
რე, თითქოს შენთვის ორი თუ ათი წელი არც კი იყოს გასული. ეს ისე
მიიღე, როგორც ორთაბრძოლა მოთმინების წრთობაში, გულმოდგი-

163
ნედ ჩაღრმავდი! გაგრძელდება შენი დაუსაქმებლობა დიდხანს, მაშინ
ყოველდღიურად რამდენიმე საათი აიღე, ოთხს არ გადააცილო, მო-
წესრიგებული მუშაობისათვის ანდა ხელნაწერთა ასლის გადაღები-
სათვის. მაგრამ ნუ შექმნი შთაბეჭდილებას, რომ შენ მუშაობ, გამონახე
დრო ყველასთვის, ვისაც შენთან საუბარი სწადია“.
კნეხტი ამას დასჯერდა და მალე ისევ უფრო თავისუფლად იგრძნო.
თავი. აქამდე იგი მეტისმეტს ფიქრობდა რიოში მარგალიტებით თამა-
შის მოყვარულთა სასწავლო დავალებაზე, რადგანაც მის აქაურ მისიას
ასე ეწოდებოდა. ამ ხნის განმავლობაში მონასტრის მამებს დამეგობ-
რებული სახელმწიფოს დესპანთან ჰქონდათ ურთიერთობა, რომელ-
საც კარგი განწყობით უნდა მოპყრობოდნენ და როცა უკვე სასწავლო
დავალების დასასრულს აბატმა გერვასიუსმა ეს გაიხსენა, მასთან ჯერ
რამდენიმე პატრი მიიყვანა, რომლებიც რიოში მარგალიტებით თამა-
შის ხელოვნებაში შესავლის პირველი კურსის მოსმენით უკვე დამ-
ტკბარიყვნენ, რომლებისთვისაც ამის შემდეგ წამყვანი კურსიც უნდა
წაეკითხა. და ისე აღმოჩნდა, მისდა გასაოცრად და თავდაპირველად
მისთვის მძიმე იმედისგაცრუებადაც კი, რომ კეთილშობილი თამაშის
კულტურისადმი დამოკიდებულება ამ სტუმართმოყვარე ადგილას მე-
ტად ზედაპირული და დილეტანტური იყო და ერთი შეხედვით, თამაშის
ცოდნით მეტად მოკრძალებულად კმაყოფილდებოდნენ და ამ მოსაზ-
რების მიყოლებით მოვიდა ნელ-ნელა მეორეც: რომ მონასტერში რი-
ოში მარგალიტებით თამაშის ხელოვნება და მასზე ზრუნვა სრულებით
არ იყო დაფარული, რისი გულისთვისაც იგი აქ გამოაგზავნეს იმ დავა-
ლებით, რომ თამაშისათვის რამდენიმე მონდომებული პირი და მი-
სადმი მიდრეკილი პატრი ელემენტარულად გაერკვია, და ისინი მოკ-
რძალებით სპორტულ ინტერესის მსგავსად დაეკმაყოფილებინა; ად-
ვილი იყო ეს, მეტად ადვილი, და აქ შეიძლებოდა თამაშის ნებისმიერ
სხვა კანდიდატს, თუნდაც დიდი ხნის მანძილზე ჯერ ელიტისადმი კუთ-
ვნილი არც კი ყოფილიყო, ამ დავალებისათვის თავი გაერთმია. მეცა-
დინეობა არ ჩანდა მისი მისიის ნამდვილი მიზანი. მან დაიწყო ფიქრი,
მიმხვდარიყო, რომ იგი აქ სწავლებისთვის ნაკლებად გამოუშვეს, სწავ-
ლისათვის – მეტადრე.

164
მართლაც, სწორედ მაშინ, როცა მას ეგონა, ამ ყველაფერს გადავ-
ხედეო, მონასტერში მისი ავტორიტეტი ისევ უეცრად ამაღლდა და
ამით მასაც საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდა, რადგან მას, მიუხე-
დავად ყველა ხიბლისა და მიმზიდველობისა, თავისი მივლინება,
დროებით აქ გაჩერება, უკვე თითქმის გადასახლებით დასჯადაც მიაჩ-
ნდა. და, აი, ეს მოხდა ერთ დღეს, როცა აბატთან ერთ-ერთ საუბარში,
განუზრახველად ჩინურ ი-ძინზე გადაკვრით სიტყვა თქვა. აბატი მას მი-
ყურადებოდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. და როცა, მოულოდნე-
ლად, თავისი სტუმრის განსწავლულობა იხილა ჩინურში და გარდასახ-
ვათა წიგნშიც, სიხარული ვეღარ დაფარა. მას ადრიდანვე უყვარდა ი-
ძინი, და თუ მას ჩინური არ ესმოდა და მისი ცოდნა ორაკულის წიგნსა
და სხვა ჩინურ საიდუმლოებებზე, უბრალოდ, ზედაპირული იყო, ამჟა-
მინდელი სტუმრის მეშვეობით თითქმის ყველა სამეცნიერო ინტერესს
დაიკმაყოფილებდა. მაშინ უკვე კარგად შესამჩნევი იქნებოდა, რომ
იგი ჭკვიანი და, თავის სტუმართან შედარებით, ასე გამოცდილი და
ქვეყნის ამბების მცოდნე, ძველი ჩინური სახელმწიფოსა და ცხოვრების
სიბრძნესთანაც ნამდვილად შეხებაში ყოფილა. საუბარი უჩვეულო გა-
მოცოცხლებით მიმდინარეობდა, რამაც აქამდე მასპინძელსა და სტუ-
მარს შორის არსებული ზრდილობიანი თავდაჭერა პირველად შეცვა-
ლა და იქამდე მიიყვანა, რომ კნეხტს სთხოვეს, პატივცემული. ბატონი-
სათვის კვირაში ორჯერ ლექცია წაეკითხა ი-ძინზე.
იმ დროს, როცა მისი დამოკიდებულება აბატთან და მასპინძელთან
უფრო გაღრმავდა, მისმა კოლეგიალურმა მეგობრობამ ორგანისტთან
აყვავების ხანას მიაღწია და პატარა სულიერი სახელმწიფო, სადაც
იგი ცხოვრობდა, მას თანდათან გაენდო, და დაიწყო ორაკულის დაპი-
რების აღსრულებაც. ეს მისთვის იმას ნიშნავდა, რომ მოგზაურს თან
ჰქონდა „თავისი ავლადიდება“, და მას უწინასწარმეტყველებდნენ
არა მარტო „თავშესაფარში შესვლას“, არამედ „ახალგაზრდა მსახუ-
რის შეუპოვრობასაც“. დაპირება რომ სრულდებოდა, მოგზაურს უკვე
იმისი ნება ჰქონდა, ეს კარგ ნიშნად მიეღო, ნიშნად იმისა, რომ მას „თა-
ვისი ავლადიდება“ მართლაც თავისთან აქვს, რომ იგი სკოლებიდან,
მასწავლებლებისგან, ამხანაგებისგან, მფარველებისა და თანაშემ-

165
წეებისგან შორსაც, კასტალის მშობლიური, მკვებავი და ხელშემწყობი
ატმოსფეროდან შორსაც საკუთარ თავში იმ სულსა და იმ ძალებს ატა-
რებს, რომელთაც იგი ქმედითი და სრულფასოვანი ცხოვრებისაკენ
მიჰყავთ. წიგნში აღნიშნული „ახალგაზრდა მსახური“ უახლოვდებოდა
მას სასულიერო მოწაფის სახით. და ამ ახალგაზრდა ადამიანს, სახე-
ლად ანტონს, იოზეფ კნეხტის ცხოვრებაში თავად რაღაც როლი რომ
არ ეთამაშა, ის მაინც მაშინ, მონასტრის იმ პირველ თავისებურ და გა-
ორებულ პერიოდში, გამოჩნდა რაღაცაზე მიმანიშნებლად, ახლისა და
უფრო დიადის მაცნედ, მომავალი მოვლენების მაუწყებლად. ყმაწვი-
ლი ანტონი მდუმარე, მაგრამ ცეცხლოვანი და ჭკვიანი გამოხედვით,
უკვე ადრევე მომწიფებული იყო იმისათვის, რომ მონაზონთა წრეში მი-
ეღოთ; იგი შეხვდა რიოში მარგალიტებით მოთამაშეს, ვისთვისაც თა-
მაშის წარმოშობა და ხელოვნება საიდუმლო იყო, და ეს საკმაოდ იშვი-
ათ მოვლენას წარმოადგენდა იმ დროს, როცა დანარჩენ მოწაფეთა პა-
ტარა ჯგუფი, თავიანთ გამოცალკევებულ და სტუმრისათვის მიუვალ
ფლიგელში მყოფი, სტუმრისთვის გაუცნობლად და თვალით დასანა-
ხადაც შორს რჩებოდა და თამაშის კურსში მონაწილეობის მიღება მათ-
თვის ნებადართულიც არიყო. ეს ანტონი კვირაში რამდენჯერმე ბიბ-
ლიოთეკაში დამხმარედ მუშაობდა. აქ შეხვდა მას კნეხტი, შემთხვე-
ვით საუბარიც მოუწიათ, და უფრო და უფრო ამჩნევდა იგი, რომ ახალ-
გაზრდა ადამიანი, ძლიერი მუქი თვალებითა და ხშირი შავი წარბე-
ბით, იმ მეოცნებე და სამსახურისთვის მზადმყოფი, პატივისმცემელი
სიყვარულით იყო განმსჭვალული, ყმაწვილებს თუ მოწაფეებს რომ
ახასიათებთ, და მოწაფის ამ დაინტერესებას, რომელსაც იგი ხვდებო-
და უკვე საკმაოდ ხშირად და რომელიც დიდი ხანია ორდენის ცხოვრე-
ბაში იცნო მან ცოცხალ და მნიშვნელოვან ელემენტად. მან გადაწყვი-
ტა აქ, მონასტერში, ორმაგად შეეკავებინა თავი. მისთვის უმანკოების
მკაცრი მცნება კარგად იყო ცნობილი, რაც აქ ყველასთვის აუცილებ-
ლობას წარმოადგენდა, და მას ეჩვენებოდა, ამგვარი ბიჭური შეყვარე-
ბულობა უფრო საშიში გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მას უნდოდა
ამ საბაბის ყოველი შესაძლებლობა თავიდან აეცილებინა და შესაბა-
მისად იქცეოდა.

166
ბიბლიოთეკაში, ერთადერთ ადგილზე, სადაც იგი იმ ანტონს ხში-
რად ხვდებოდა, ერთი კაციც გაიცნო, ვინც თავისი უთვალტანადო გა-
რეგნობის გამო დასაწყისში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, ვისაც შემ-
დგომ პერიოდში უფრო ახლოს დაუკავშირდა და მთელი ცხოვრების
მანძილზე მადლიერი პატივისცემით შეიყვარა, თითქმის მუსიკის მა-
გისტრივით. ეს გახლდათ პატერი იაკობუსი, ბენედიქტინელთა ორდე-
ნის უმნიშვნელოვანესი მეისტორიე; ასე, სამოც წლამდე იქნებოდა,
გამხდარი იყო, ხანში შესული, ქორისმაგვარი თავითა და გრძელი,
ძარღვიანი კისრით, წინწამოწეული სახით, რაღაც უსიცოცხლო და ჩამ-
ქრალი ჩანდა. შუბლზე ღრმა ნაოჭებით, მკვეთრად ჩამოქნილი კეხია-
ნი ცხვირით და ცოტა მოკლე, მაგრამ სასიამოვნოდ სუფთად გამოკვე-
თილი ნიკაპით, გამორჩეულ და თვითრჯულ პიროვნებაზე მეტყველებ-
და. წყნარი, ჭარმაგი კაცი იყო, სხვათა შორის, შემდეგ, ახლო ნაცნობო-
ბაში, ძლიერ ტემპერამენტიანი აღმოჩნდა; მას ჰქონდა მუდამ წიგნე-
ბით, ხელნაწერებითა და გეოგრაფიული რუკებით სავსე სამუშაო მაგი-
და პატარა ოთახში, წიგნსაცავის შიგნით, და ამ მონასტერში, ფასდაუ-
დებელ წიგნებს რომ ფლობდა, ერთადერთი ნამდვილად სერიოზუ-
ლად მომუშავე სწავლული ჩანდა. კაცმა რომ თქვას, ანტონი იყო ის
ახალგაზრდა მორჩილი, ვინც იოზეფ კნეხტს უნებურად პატერ იაკობუს-
ზე გადაატანინა ყურადღება. კნეხტმა შეამჩნია, რომ ბიბლიოთეკის ის
ოთახი, სადაც სწავლულის სამუშაო მაგიდა იდგა, თითქმის საკუთარ
სამეცადინო ოთახს მიამსგავსა და წიგნსაცავის სხვა იშვიათი სტუმარი
და შემდეგ თვითონ ისიც ჩუმად, მოწიწებით, თითის წვერებზე შედი-
ოდა. თუმცა, იქ მომუშავე პატერი იმის შთაბეჭდილებას არ ქმნიდა,
რომ მას ასე ადვილად შეეშლებოდა ხელი, ცხადია, კნეხტმა მაშინვე
მცნებად მიიღო ეს გათვალისწინება, და, ამგვარად, მომუშავე მოხუცი
უყურადღებოდ დარჩა. აი, ერთ დღეს ანტონს რამდენიმე წიგნი უნდა
მიეტანა მისთვის და როცა იმ შიდა ოთახიდან დამხმარე უკან უნდა გა-
მობრუნებულიყო, კნეხტს ეს მხედველობიდან არ გამოჰპარვია, იგი
მცირე ხნით ღია კარებში გაჩერდა და სამუშაო მაგიდაზე წიგნებში
თავჩარგულ მოხუცს მეოცნებე გამომეტყველებით გახედა, რაც გამოწ-
ვეული იყო გაოცებითა და პატივისცემით და რასაც თან ერთვოდა მოკ-

167
რძალებული თავაზიანობისა და დახმარების გაწევის ის გრძნობაც,
რაც კარგად აღზრდილ ახალგაზრდობას ხშირად ასაკიანი ადამიანე-
ბისადმი სისუსტის გამო სიბრალულს უჩენს ხოლმე. შემდგომ კნეხტი ამ
მზერამ აღაფრთოვანა, რაც თავისთავად მშვენიერია, და ისევ ეჩვენე-
ბოდა, რომ ანტონი უფროსებისა და თაყვანცემული ადამიანების მი-
მართ აღტაცებას გამოხატავდა, ისე რომ, სრულებით არ იყო დაკავში-
რებული არანაირ ხორციელ შეყვარებულობასთან, მომდევნო წუთში
მას ირონიულმა აზრმა გაუელვა თავში, რისაც თითქოს რცხვენოდა კი-
დეც, აზრი კი ასეთი იყო: რა იშვიათობას წარმოადგენდა ამ დაწესებუ-
ლებაში განსწავლულობა, როცა ერთადერთი, სერიოზულად საქმიანი,
ნასწავლი კაცი აქაურობაში ახალგაზრდობის მიერ უცნაურ ცხოველად
და ზღაპრულ არსებად აღიქმებოდა. ამ ნაზმა მზერამ, საოცარი პატი-
ვისცემით რომ იყო გამოწვეული, კნეხტს სწავლულ პატერზე თვალი აუ-
ხილა. უყურებდა ახლა ამ ადამიანს, მის რომაულ პროფილს და თან-
დათანობით აღმოაჩინა პატერ იაკობუსში ისეთი ნიშნები, რომლებიც,
გეგონებოდათ, მოწმობდა მის არაჩვეულებრივ გონებასა და მტკიცე
ხასიათს. ისტორიკოსი რომ იყო და ბენედიქტინელთა ისტორიის სა-
უკეთესო მცოდნედ ითვლებოდა, მისთვის უკვე ცნობილი იყო.
ერთ დღეს მას პატერი გამოელაპარაკა. მას არაფერი საერთო არ
ჰქონდა მრავლისმომცველ, მეტად კეთილმოსურნე, მეტად გულდამ-
შვიდებულ ტონთან, რაც აქაურობის სტილს წარმოადგენდა. მან მიიპა-
ტიჟა იოზეფი, საღამოს ლოცვის შემდეგ ოთახში უნდა სწვეოდა. მან
უთხრა: „თქვენ ვერ ნახავთ ჩემში, კერძოდ, ვერც კასტალიის ისტორი-
ის მცოდნეს და ვერც კიდევ, მით უმეტეს, რიოში მარგალიტებით მოთა-
მაშეს, მაგრამ აქ, როგორც ირკვევა, ჩვენი ორი ორდენი, ასე რომ გან-
სხვავდება ერთმანეთისგან, უფრო და უფრო მეგობრდება. მაინცდამა-
ინც არ მინდა აქედან გამორჩეულობა, მაგრამ მსურს, თქვენი აქ ყოფ-
ნის დროს რაღაც-რაღაცებით ვისარგებლო“. ის საუბრობდა სრული სე-
რიოზულობით, და წყნარი ხმა, მოხუცის ჭკვიანი სახე მის გადამეტებუ-
ლად ზრდილობიან სიტყვებს იმ საოცრად ერთმანეთში შერწყმულ
მრავალმნიშვნელობას სძენდა, რაც კი არსებობს სერიოზულობასა და
ირონიას, ღვთიურობასა და დამცინაობას, პათოსსა და თამაშს შორის,

168
როგორც ეს შეიგრძნობა, ასე ვთქვათ, ორი სასულიერო პირის, ორი ეკ-
ლესიის წინამძღვრის მისალმებისას, ზრდილობისა და თმენის თამაშ-
ში უსასრულო პატივისცემის დროს. ეს მისთვის ჩინელებისგან გადმო-
ღებული, კარგად ნაცნობი ნაზავი ყოყმანისა და დაცინვისა, სიბრძნისა
და თავისებური ცერემონიისა იოზეფს სიამეს ჰგვრიდა. მან გააცნობი-
ერა, რომ ამ ტონს – რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრი თომა-
სიც ოსტატურად ფლობდა, რაც მას გარკვეული დროიდან აღარ მოეს-
მინა და გახარებულმა მადლიერებით მიიღო მიწვევა. როცა საღამოს
პატერის განცალკევებული ბინა წყნარი, გვერდითი ფლიგელის ბო-
ლოში მოძებნა და მიხვდა, რომელ კარზე უნდა დაეკაკუნებინა, მისდა
გასაოცრად, საფორტეპიანო მუსიკა მოისმოდა; მიაყურადა, ის უკრავ-
და პიორსელის სონატას, უბრალოსა და არა ვირტუოზულს, მაგრამ
ტაქტის გრძნობით და სუფთად, შინაგანად და ალერსიანად ჟღერდა
წკრიალა, სიღრმისეულად სასიხარულო მუსიკა თავისი ტკბილი სამ-
ხმიანობით. უსმენდა მუსიკას და ახსენდებოდა ვალდცელი და ის
დრო, როცა ამგვარ ნაწარმოებებს თავის მეგობარ ფერომონტესთან
ერთად სხვადასხვა ინსტრუმენტზე სავარჯიშოდ ასრულებდა. განაბუ-
ლი ნეტარებით უცდიდა სონატის დასრულებას, ის ჟღერდა ჩუმ, ოდნავ
ჩაბნელებულ დერეფანში – მარტოსულად და არამიწიერად, და ისე უმ-
წიკვლოდ და შემართებით, ისე ბავშვურად და ყოყმანითაც, იმავ
დროს, როგორც ეს კეთილქმნილი მუსიკაა სამყაროს თანამდევ მდუ-
მარებაში. მან კარზე დააკაკუნა, პატერ იაკობუსმა დაიძახა, შემოდიო,
და მიიღო თავისი მოკრძალებული ღირსებით; პატარა პიანინოზე ორი
სანთელი კიდევ ენთო. დიახ, მიუგო პატერ იაკობუსმა კნეხტს კითხვა-
ზე, ის ყოველ საღამოს ნახევარ ან ერთ საათსაც უკრავდა ხოლმე, სიბ-
ნელის ჩამოწოლისას ამთავრებდა დღის სამუშაოს და ძილის წინა სა-
ათებში წერასა და კითხვაზე უარს ამბობდა. მათ ილაპარაკეს მუსიკა-
ზე, პიორსელზე, ჰენდელზე, უძველეს მუსიკალურ ინტერესზე ბენედიქ-
ტინელები, მართლაც, ნამდვილ მუსიკალურ ორდენში, რომლის ისტო-
რიის შესწავლის სურვილსაც კნეხტი გამოთქვამდა. საუბარი ცოც-
ხლად მიდიოდა და ასობით შეკითხვა ჩნდებოდა, მოხუცის ისტორიუ-
ლი ცოდნა ჭეშმარიტად აოცებდა. იგი არ უარყოფდა, რომ კასტალიის,

169
კასტალიური აზრისა და იქაური ორდენის ისტორია მას ნაკლებად იზი-
დავს და აინტერესებს, არც მალავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულე-
ბას ამ კასტალიისადმი, რომლის „ორდენს“ იგი, როგორც ქრისტიანუ-
ლი კონგრეგაციის მკრეხელურ მიმბაძველობას, ისე უყურებს, რამეთუ
კასტალიურ ორდენს არც რელიგია, არც ღმერთი და არც ეკლესია არ
უდევს საფუძვლად. კნეხტი ამ კრიტიკის დროს პატივისმცემელ მსმე-
ნელად რჩებოდა, მუდმივ ფიქრს ეძლეოდა, რომ, რელიგიის, ღმერთი-
სა და ეკლესიის შესახებ ბენედიქტინური და რომაულ-კათოლიკური
სწავლების გარდა, არსებობს და არსებობდნენ სხვებიც, რომელთაც
არ შეიძლება უარი ეთქვათ არც წახალისებათა სიწმინდეში, არც სული-
ერ ცხოვრებაზე ღრმა გავლენაში.
„სწორია, – თქვა იაკობუსმა, – თქვენ აქ მხედველობაში გყავთ,
სხვათა შორის, პროტესტანტები. მათ რელიგია და ეკლესია ვერ შე-
ინარჩუნეს, მაგრამ დროდადრო დიდი მამაცობა გამოიჩინეს და სანი-
მუშო ადამიანები შეიძინეს. რამდენიმე წელიწადს შერიგების სხვადას-
ხვა მცდელობანი მტრულ ქრისტიანულ სარწმუნოებებსა და ეკლესიებს
შორის ჩემს უპირატეს სასწავლო ობიექტს შეადგენდა, კერძოდ 1700-
იანი წლების მახლობელ ეპოქას მიეკუთვნებოდა, როცა ჩვენ, ადამია-
ნები, ვნახულობთ, როგორც ფილოსოფოს და მათემატიკოს ლაიბნიცს,
ისე შემდეგ ახირებულ გრაფ ცინცენდორფსაც, რომლებიც ზრუნავ-
დნენ, რათა მტრობაში მყოფი ძმები კვლავ გაეერთიანებინათ. საერ-
თოდ, მეთვრამეტე საუკუნე, სულიერი ისტორიის თვალსაზრისით, გა-
საოცრად საინტერესო და ორაზროვანია, თუმცა კი მისი სული ზოგჯერ
ზედაპირული და დილეტანტური ჩანს, და სწორედ იმ დროის პროტეს-
ტანტების შესწავლით ვიყავი ხშირად დაკავებული. მე მაშინ აღმოვა-
ჩინე ერთი ფართო მასშტაბის ფილოლოგი, მასწავლებელი და აღ-
მზრდელი, შვაბი პიეტისტი, სხვათა შორის, კაცი, ვისი მორალური ზე-
მოქმედების კვალიც ნათლად ატყვია მთელ ორ საუკუნეს – მაგრამ
ჩვენ აქ უკვე სხვა სფეროს ვეხებით, უკან ვუბრუნდებით ნამდვილი ორ-
დენების ლეგიტიმურობისა და ისტორიული მისიის საკითხებს.”

170
„აჰ, არა, გეთაყვა, – დაიძახა იოზეფ კნეხტმა, – თქვენ შეჩერდით
ჯერ იმ მასწავლებელზე, ვის შესახებაც, სწორედ რომ, ახლა გსურდათ
ლაპარაკი, ალბათ, მგონია, რომ შევძლებ მის გამოცნობას.“
„მაშ, გამოიცანით“.
„პირველად ვფიქრობდი ფრანკზე ჰალედან, შვაბი კი უნდა იყოს,
მაგრამ მე სხვა არავისზე შემიძლია ვიფიქრო, იოჰან ალბრეხტ ბენგე-
ლის გარდა“.
სიცილი წასკდა და სიხარულით გაუბრწყინდა სახე სწავლულს.
„თქვენ მე ფრიად მაკვირვებთ, საყვარელო, – შესძახა მან ცოცხლად, –
ეს სწორედ რომ ბენგელი იყო. საიდან და რა იცით მის შესახებ? თუ
თქვენს საოცარ პროვინციას ეკუთვნის ის ამბავი, თავისთავად, ცხა-
დია, რომ ასეთ დაშორებულ და მივიწყებულ საგნებსა და სახელებს იც-
ნობთ? დარწმუნებული იყავით: თუ თქვენ მთელი ჩვენი მონასტრის
პატრებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გამოჰკითხავდით და
უკანასკნელ რამდენიმე თაობასაც, ამ სახელებიდან ერთიც არ ეცოდი-
ნებათ“.
„კასტალიაშიც ცოტამ იცის ეს, ალბათ, არავინ, ჩემსა და ორი ჩემი
მეგობრის გარდა. მე ერთხელ მეთვრამეტე საუკუნის შესწავლით და
პიეტიზმის სფეროთი ვიყავი გატაცებული, იქ რამდენიმე შვაბმა თე-
ოლოგმა მომჭრა თვალი და ჩემი გაოცება და პატივისცემა გამოიწვია,
და მათ შორის ეს ბენგელი გახლდათ, მაშინ იგი მეჩვენებოდა მასწავ-
ლებლისა და ახალგაზრდობის ხელმძღვანელის იდეალად. ამ კაცით
ისე ვიყავი შეპყრობილი, რომ მისი პორტრეტი ძველი წიგნიდან ამოვა-
ბეჭდინე და ერთხანს ჩემი საწერი მაგიდის თავზე მქონდა ჩამოკიდე-
ბული“.
პატერი კვლავ იცინოდა. „ჩვენ აქ უჩვეულო ნიშნით შევხვდით ერ-
თმანეთს, – უთხრა მან, – ეს უკვე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და მე
ორივე ჩვენ-ჩვენი სწავლებით ამ მივიწყებულ კაცს წავაწყდით. ალ-
ბათ, უფრო აღსანიშნავია, რომ ამ შვაბ პროტესტანტს მოუხერხდა,
თითქმის ერთდროულად ბენედიქტინელთა პატერზე და კასტალიელ
რიოში მარგალიტებით მოთამაშეზე გავლენის მოხდენა. სხვათა შო-
რის, მე მისი რიოში მარგალიტებით თამაში წარმოვიდგინე ხელოვნე-

171
ბასავით, რისთვისაც მას მრავალი ფანტაზია სჭირდებოდა; და გავოც-
დი, რომ ისეთ მკაცრად ცნობისმოყვარე კაცზე, როგორიც ბენგელია,
თქვენ ინტერესი გამოიჩინეთ“.
კნეხტმაც კმაყოფილებით გაიცინა და თქვა: „თქვენ თუ ბესელის
მრავალწლიან სწავლას გაიხსენებთ იოანეს გამოცხადებასა და ამ
წიგნის განმარტების სისტემის წინასწარმეტყველებებზე, მაშინ უნდა
დავამატოთ ის, რომ ჩვენი მეგობრისათვის მთლად უცხო არ იყო წინა-
აღმდეგობა განსჯის დროს“.
„ეს მართალია, – დაუდასტურა პატერმა გაბედულად, – და როგორ
ახსნით თქვენ ასეთ დაპირისპირებას?“
„თუ მოისურვებთ, ხუმრობისთვის ნება დამრთოთ, მაშინ გეტყვით:
რაც ბენგელს დააკლდა, რაც მას ისე, რომ არ იცოდა, სწყუროდა და მო-
ნატრებით გამოიკვლია, ეს იყო რიოში მარგალიტებით თამაში, კერ-
ძოდ, მე მას ჩვენი თამაშის ფარულ წინამორბედად და წინასწარმეტ-
ყველად ვთვლი.“
სიფრთხილითა და სერიოზული სახით იკითხა იაკობუსმა: „ცოტა
გაბედული ნათქვამი მგონია ბენგელის წინასწარმეტყველთა რიგისად
მიკუთვნება. როგორ ამართლებთ ამას?“ „ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ხუმ-
რობას დაცვა ეგების. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში, ვიდრე იგი
ბიბლიაზე დიდი მუშაობით დაკავდებოდა, ბენგელმა ერთხელ თავის
მეგობრებს გეგმა გააცნო, მას იმედი ჰქონდა, რომ ენციკლოპედიურ
ნაშრომში თავისი დროის მთელ ცოდნას სიმეტრიულად და კრებსი-
თად როგორმე ცენტრის ირგვლივ მოაწესრიგებდა და თავს მოუყრი-
და. ეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც რიოში მარგალიტებით თამა-
ში იქმს“.
„ეს ენციკლოპედიური აზრია, რომელიც ატაცებული ჰქონდა მთელ
მეთვრამეტე საუკუნეს.“ – წამოიძახა პატერმა.
„დიახ, ისაა, – მიუგო იოზეფმა, – მაგრამ ბენგელი მიისწრაფვოდა
არა, უბრალოდ, ცოდნისა და კვლევების სფეროთა ერთმანეთის გვერ-
დიგვერდ დაყენებისაკენ, არამედ ისწრაფვოდა მათი ურთიერთშეღწე-
ვისაკენ, ორგანული წესრიგისაკენ, საერთო მნიშვნელის ძიებისაკენ.
და ეს არის რიოში მარგალიტებით თამაშის ერთ-ერთი ელემენტარუ-

172
ლი აზრი. მე კი უფრო მეტის დამტკიცება მინდა, სახელდობრ: ბენგელი
რომ მსგავსი სისტემის მფლობელი ყოფილიყო? როგორი სისტემაც
ჩვენი თამაშია, მაშინ, ალბათ, თავს დაიხსნიდა იმ დიდად მცდარი
გზისგან, რაც თავისი გათვლით წინასწარმეტყველურ რიცხვებს და ან-
ტიქრისტეს მოსვლას და ათასწლოვან იმპერიას ეხება სხვადასხვაგვა-
რი ნიჭებისათვის, რომლებსაც იგი საკუთარ თავში აერთიანებდა, სა-
ერთო მიზნისაკენ სასურველი მიმართულების მოძებნა ბენგელს ვე-
რაფრით მოუხერხდა, და მისმა მათემატიკურმა ნიჭმა მისსავე ფილო-
ლოგიურ გონებამახვილობასთან კავშირში წარმოშვა ის საოცარი,
უმაღლესი სიზუსტისა და ფანტაზიის ნაზავი „დროთა წესრიგი“, რაზე-
დაც იგი ამდენ წელს მუშაობდა“.
„ეს უკვე კარგია, რომ თქვენ ისტორიკოსი არ ხართ, – გაიფიქრა ია-
კობუსმა – თქვენ მიდრეკილი ხართ ფანტაზიისკენ. მაგრამ მესმის,
თქვენ ამაზე როგორც ფიქრობთ; მე პედანტი ვარ მხოლოდ ჩემს პრო-
ფესიაში“. – ეს იყო ნაყოფიერი საუბარი ორივესათვის, საკუთარი თა-
ვის შეცნობისათვის და სწავლულისათვის მეგობრობის სახესხვაობა-
საც წარმოადგენდა, ეს შემთხვევაზე მეტს მიეწერებოდა, სულ მცირე,
განსაკუთრებულ შემთხვევას, რომ მათ ორივემ, მან თავის ბენედიქტი-
ნელთა, ყმაწვილმა კაცმა კი თავის კასტალიურ ნიადაგზე, მოახდინეს
ერთი და იგივე აღმოჩენა, მათ აღმოაჩინეს ეს ღარიბი ვიურტემბერგუ-
ლი მონასტრის მასწავლებელი, ისევე გულჩვილი, როგორც კლდესა-
ვით მტკიცე; ისევე მეოცნებე, როგორც ფხიზელი ადამიანი; ეს რაღაც
ის უნდა იყოს, რაც მათ ორივეს აკავშირებდა. ამ უხილავმა მაგნიტმა
ისინი ძლიერად მიიზიდა, და იმ საღამოდან, რომელიც პიორსელის
სონატით დაიწყო, ფაქტია, მათი კავშირი შედგა. იაკობუსი დატკბა აზ-
რთა გაცვლა-გამოცვლით ასეთ ცოდნაშეძენილ და განათლებულ
ახალგაზრდა სულიერ არსებასთან, ასეთი სიამოვნება მას ხშირად არ
განუცდია; კნეხტისათვის ეს ურთიერთობა ისტორიკოსთან და მისგან
განსწავლა, რაც ახლა დაიწყო, ახალი საფეხური იყო მისი მღვიძარე-
ბის გზაზე, როცა მან თავის ცხოვრებას თვალი მოავლო. მოკლედ რომ
ვთქვათ, პატერის მეშვეობით სწავლობდა ისტორიას, ეცნობოდა ისტო-
რიის სწავლებისა და ისტორიოგრაფიის კანონზომიერებასა და წინა-

173
აღმდეგობრიობას და სწავლობდა, რომ შემდგომ წლებში შეეხედა
ამის გამო ახლანდელი დროისა და საკუთარი ცხოვრებისათვის, რო-
გორც ისტორიული სინამდვილისათვის.
მათი საუბრები ხშირად ნამდვილ დისპუტებში გადაიზრდებოდა
ხოლმე. შეტევებს საპასუხო მზაობები მოჰყვებოდა, ცხადია. თავდა-
პირველად, უფრო მეტად პატერ იაკობუსი იჩენდა თავდასხმის ინტე-
რესს, რაც უფრო მეტად ეცნობოდა თავისი ახალგაზრდა მეგობრის
სულს, მით უფრო სწყინდა, ასეთი სიმაღლის, მისგან მრავლის მომლო-
დინე ახალგაზრდა ადამიანი, რელიგიური აღზრდის დისციპლინის გა-
რეშე რომ იმყოფებოდა და ინტელექტუალურ-ესთეტიკური სულიერე-
ბის მოჩვენებითი განათლებით რომ იყო აღზრდილი. იგი მიაწერდა
ამას „მოდურ“ კასტალიურ სულს, მის სინამდვილისაგან დაშორებას,
მის მიდრეკილებას თამაშობრივი აბსტრაქციისაკენ. და როცა კნეხტი
მას მოულოდნელ სიხარულს ჰგვრიდა თავისი უბიწო ნააზრევ-ნაფიქ-
რალითა და მათი გამოხატულებებით; – აღტაცდებოდა ხოლმე, რომ
მეგობრის კარგი ბუნება კასტალიური აღზრდის გამო ასე ძლიერ წინა-
აღმდეგობას უწევდა. იოზეფმა კასტალიის კრიტიკა მეტად მშვიდად
მიიღო, და როცა მოხუცი ბატონი თავისი განცდებით უკვე მეტად შორს
მიდიოდა, მის თავდასხმებს ცივად ხვდებოდა. სხვათა შორის, პატე-
რის კასტალიაზე დამამცირებელ აზრებში ისეთებიც იყო, რომლებიც
იოზეფს ნაწილობრივ უნდა მიეღო, მაგრამ ერთი საკითხი, – მარია-
ფელსის დროს მასში ძლიერ რომ გამჯდარიყო, – ეხებოდა კასტალიუ-
რი სულის დამოკიდებულებას მსოფლიო ისტორიასთან, რასაც პატერი
„სრულ ნაკლს“ უწოდებდა ისტორიული აზრით. მას შეეძლო ეთქვა:
„თქვენ, მათემატიკოსებმა და რიოში მარგალიტებით მოთამაშეებმა
მსოფლიო ისტორია, მართლაც, გამოწურეთ, რაც მარტოოდენ სულისა
და ხელოვნების ისტორიისაგან შედგება. თქვენი ისტორია უსისხლოა
და არანამდვილი; თქვენ იცით ზუსტად მეორე თუ მესამე საუკუნის ლა-
თინური წინადადების აგებულების დაშლა და არანაირი წარმოდგენა
არა გაქვთ ალექსანდრეზე, კეისარსა თუ იესო ქრისტეზე. თქვენ მიგაჩ-
ნიათ მსოფლიო ისტორია, როგორც მათემატიკოსს – მათემატიკა, სა-
დაც მარტოოდენ კანონები და ფორმულებია, მაგრამ არანაირი სინამ-

174
დვილე, არანაირი სიკეთე და ბოროტება, არანაირი დრო, არანაირი
გუშინ, არანაირი ხვალ, მხოლოდ მარადიული, სწორი, მათემატიკური
აწმყო დრო იცით“.
„მაგრამ როგორღა მიჰყვები ისტორიას, მასში თუ წესრიგს არ შე-
იტან?“ – იკითხა კნეხტმა.
„ცხადია, წესრიგი უნდა შეიტანონ ისტორიაში! – ცხარობდა იაკო-
ბუსი, – ყოველი მეცნიერება არის, სხვათა შორის, წესრიგი, გამარტივე-
ბა, სულისათვის გადაუმუშავებელის გადამუშავება. ჩვენ მიგვაჩნია
რომ ისტორიაში რამდენიმე კანონი შეცნობილი გვაქვს და ვცდი-
ლობთ, რომ ისტორიული ჭეშმარიტების შეცნობაში ისინი მხედველო-
ბაში ვიქონიოთ. როგორც, მაგალითად, ანატომიის სპეციალისტი სხე-
ულის დანაწევრებისას ამ ნაწილებს მხოლოდ რაიმე მოულოდნელო-
ბით კი არ მიაგნებს, არამედ იგი ნახულობს ეპიდერმისის შიგნით არ-
სებული ორგანოების, კუნთების, იოგებისა და ძვლების სამყაროს – და
ხვდება ადრე შესწავლილი სქემის მტკიცებას. მაგრამ როცა ანატომი-
ის მცოდნე ხედავს მხოლოდ თავის სქემას და არაფრად აგდებს ამის
გამო თავისი ობიექტის განუმეორებელ, ინდივიდუალურ რეალობას,
ის მაშინ კასტალიელი ხდება, რიოში მარგალიტებით მოთამაშე, ის
მიჰყვება მათემატიკის ყველაზე უფრო აუთვისებელ ობიექტს. ვინც ის-
ტორიას აკვირდება, ჩემი აზრით, მან უნდა შემოიტანოს უმანკო, ბავ-
შვური რწმენა მომაწესრიგებელ ძალაზე ჩვენი სულისა და ჩვენი მეთო-
დებისათვის, მაგრამ, გარდა ამისა და მიუხედავად ამისა, მას უნდა
ჰქონდეს მოწიწება მიგნებული ჭეშმარიტების, სინამდვილისა და ამბის
განუმეორებლობის წინაშე. ისტორიის მიდევნება, ჩემო საყვარელო,
ხუმრობა არ არის და არც უპასუხისმგებლო თამაშია.. ამიტომ ისტორი-
ის მიყოლა ცოდნას განაპირობებს, რომ ამით მიესწრაფოდე რაღაც შე-
უძლებელს და მაინც საჭიროსა და უმაღლესად მნიშვნელოვანს. ისტო-
რიისადმი მიდევნება ნიშნავს ქაოსს მინებებასა და წესრიგისადმი
რწმენას, აზრის დაცვას. ეს არის მეტად სერიოზული დავალება, ყმაწ-
ვილო კაცო, და შესაძლოა, ტრაგიკულიც“.
პატერის საუბრებიდან, რასაც კნეხტი მაშინ თავის მეგობრებს წე-
რილობით ატყობინებდა, ერთ-ერთი მაინც სახასიათოდ ავიღეთ.

175
„დიდი ადამიანები, ახალგაზრდობის თვალში, მსოფლიო ისტორი-
ის ნამცხვარში ქიშმიშებს ჰგვანან. ისინი ეკუთვნიან, ცხადია, თვით მის
ნამდვილ არსს, და ეს სრულებით არ არის უბრალო და მარტივი, რო-
გორც ჰგონიათ. როცა ჩვენ საქმე გვაქვს მოჩვენებით დიდ ადამიანებ-
თან, დიდების ილუზიას აქ ქმნის ისტორიული მომენტი და მისი გამოც-
ნობისა და მისთვის ხელის ჩავლების უნარი; არიან არცთუ (ცოტა ის-
ტორიკოსები და ბიოგრაფები, აღარაფერს ვამბობ უკვე ჟურნალისტებ-
ზე, რომელთაც ისტორიული მომენტის ეს ამოცნობა და გაგება, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ – ამწუთიერი წარმატებისა, უკვე წარმოუდგე-
ბათ სიდიადის ნიშნად. კაპრალი, რომელიც უეცრად დიქტატორი ხდე-
ბა, ანდა კურტიზანი ქალი, ვინც ერთხანს თავისი კარგი თუ ცუდი გუნე-
ბით იქამდე მივა, რომ მსოფლიო მბრძანებელი მართოს, ესენი საყვა-
რელი ფიგურები არიან ასეთი ისტორიკოსებისათვის. და იდეალისტუ-
რად მოაზროვნე ყმაწვილებს კი, პირიქით, უყვართ, უმეტესად, ტრაგი-
კულად წარუმატებელნი, წამებულნი, რომლებიც იმაზე ადრე თუ გვიან
არიან მოსულნი, ვიდრე უნდა დაბადებულიყვნენ. მე კი ვინც ვარ, მარ-
თლაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბენედიქტინელთა ორდენის ისტო-
რიკოსი გახლავართ; ჩემთვის ყველაზე უფრო მიმზიდველი, გასაოცა-
რი და შესწავლის ღირსი მსოფლიო ისტორიაში ცალკეული პირები კი
არ არიან, არც მათი მოხერხებული სვლები, არც მათი წარმატებები თუ
დაღუპვა, არამედ, ჩემი სიყვარული და გაუმაძღარი ცნობისწადილი
მიმართულია ისეთი მოვლენებისადმი, როგორიცა ჩვენი კონგრეგა-
ცია, ისეთი მეტად დღეგრძელი ორგანიზაციებისადმი, – სადაც ცდი-
ლობენ ადამიანთა შეკრებას, აღზრდასა და გადაკეთებას მათი გონებ-
რივი და სულიერი თვისებების საფუძველზე, აღზრდით, და არა ევგე-
ნიკით, სადაც სულის და არა სისხლის დახმარებით გადააქცევენ მათ
არისტოკრატიად, რომელსაც ექნება მსახურების უნარიც და მბრძანებ-
ლობისაც. მე ბერძნების ისტორიაში არა ჰეროსის ვარსკვლავებიანი
ცა, არა აგორას დაჟინებული ყვირილი მაჯადოვებს, არამედ როგორც
პითაგორელთა, ასევე პლატონის აკადემიის მცდელობანი; ჩინელებში
სხვა მოვლენა ისე ძალიან არ მაღელვებს, როგორც კონფუციანელების
სისტემის ხანგრძლივი არსებობა. ჩვენს ევროპის ისტორიაში ხომ არ-

176
სებობს, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ეკლესია. და არიან მისი
მსახურნი და შექმნილია ორდენები, რომლებსაც აქვთ ჩვენთვის ისტო-
რიული ფასეულობანი. თავგადასავალთა მაძიებელს ერთხელაც ბედი
ეწევა და იმპერიას დაიპყრობს, ან დააარსებს, რომელიც შემდეგ ოცი
თუ ორმოცდაათი, ან კიდევ ასი წელიც იარსებებს. ანდა რომელიმე კე-
თილგანმზრახველი იდეალისტი მეფე ან კაიზერი ზოგჯერ მიისწრაფ-
ვის უფრო მეტად მართებული პოლიტიკისაკენ ან ცდილობს ოცნებების
განხორციელებას კულტურის სფეროში. ერთხელაც რომელიმე ხალ-
ხმა თუ სხვა გაერთიანებამ დიდი ზეწოლის ქვეშ მოახერხა, რომ შეექ-
მნა ანდა მოეთმინა რაღაც გაუგონარი რამ, დიდი ხანია ეს ყველაფერი
ჩემთვის ისე საინტერესო აღარ არის, როგორც ის, რომ მუდამ არსე-
ბობს იმის მცდელობა, რათა შეიქმნას ისეთი სტრუქტურები, გაერთია-
ნებები, როგორიც ჩვენი ორდენია, და რომ რამდენიმე შედეგი ასეთ
მცდელობათაგან ათასი და ორი ათასი წლის მანძილზე ინარჩუნებს
თავის არსებობას. თავად წმინდა ეკლესიაზე მე საუბარი არ მსურს. ის
ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, დისკუსიაზე მაღლა დგას. მაგრამ ისეთ-
მა კონგრეგაციებმა, როგორიცაა ბენედიქტინელთა, დომინიკანელთა,
მოგვიანებით იეზუიტთა და ასე შემდეგ, იარსებეს თითოეულმა რამდე-
ნიმე საუკუნე, და ყველა ამ საუკუნის შემდეგ, ყველანაირი ცვლილებე-
ბის, ყველანაირი გადაგვარების, შემგუებლობისა და ძალადობის მი-
უხედავად, კიდევ ინარჩუნებენ თავიანთ სახეს, თავიანთ ხმას, თავი-
ანთ ჩვეულებას, თავიანთ ინდივიდუალურ სულს, და ეს არის კიდეც
ჩემთვის ყველაზე უფრო შესანიშნავი და ყველაზე უფრო პატივსაცემი
ფენომენი ისტორიაში“.
კნეხტი აღტაცებული იყო პატერით მაშინაც კი, როდესაც ის მრის-
ხანებდა და უსამართლობას იჩენდა. ამ დროს მას ჯერ კიდევ არანაი-
რი წარმოდგენა არ ჰქონდა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო, მართლაც, პა-
ტერი იაკობუსი; ის ხედავდა მასში მხოლოდ ღრმა და გენიალურ სწავ-
ლულს და ჯერ არც კი იცოდა, რომ იგი, ამას გარდა, კიდევ ის კაცი გახ-
ლდათ, ვინც თვითონ გაცნობიერებულად მონაწილეობდა მსოფლიო
ისტორიაში და მის შემქმნელებს ეხმარებოდა, თავისი კონგრეგაციის
წამყვანი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ისტორიისა და თანამედროვე

177
პოლიტიკის კარგი მცოდნე, ვისაც ყოველი მხრიდან მიმართავდნენ ინ-
ფორმაციის, რჩევისა და შუამდგომლობისთვის. დაახლოებით, ორი
წელი თავის პირველ შვებულებამდე კნეხტს პატერთან ურთიერთობა
ჰქონდა მხოლოდ როგორც სწავლულთან, იცოდა მისი ცხოვრების, საქ-
მიანობის, რეპუტაციისა და გავლენის მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც
მისკენ იყო მომართული. ამ სწავლულ კაცს შეეძლო დუმილი, თვით მე-
გობრობაშიც კი, და მონასტერში მის ძმებსაც იმაზე უფრო უკეთ შეეძ-
ლოთ დუმილი, ვიდრე იოზეფი მათგან ამას მოელოდა.
თითქმის ორი წლის შემდეგ კნეხტი მონასტრის ცხოვრებას ისე
სრულყოფილად შეეწყო, როგორც სტუმარსა და გარეშეს ეს სადმე შე-
ეძლო. შიგადაშიგ ორგანისტს იმაში ეხმარებოდა, რომ მის პატარა
მრავალხმიან გუნდს უძველესი, ღირსეული, დიდი ტრადიცია, სიძნე-
ლეთა მიუხედავად, მოკრძალებით გაეგრძელებინა. მან რამდენიმე
მიგნება გააკეთა სამონასტრო მუსიკის არქივებში და რამდენიმე ძვე-
ლი ნაწარმოების გადაღებული ასლი ვალდცელში და, უწინარეს ყოვ-
ლისა, მონტეპორტში გააგზავნა. მან რიოში მარგალიტებით მოთამა-
შეთა ერთი პატარა დამწყები კლასი გამოზარდა, რომლის უბეჯითეს
მოწაფეებს ახლა ის ახალგაზრდა ბატონიც მიეკუთვნებოდა. მან, ასე-
ვე, აბატ გერვასიუსს ჩინური თუმცა ვერა, მაგრამ ფარსმანდუკის ღე-
როებით მანიპულირება და ორაკულის წიგნის გამონათქვამებზე მედი-
ტაციის უმჯობესი მეთოდი კი შეასწავლა. აბატი მას მეტად შეეჩვია და
დიდი ხანია მიატოვა თავისი თავდაპირველი მცდელობანი, რომ სტუ-
მარი ღვინის სმისათვის მიეძალებინა. გზავნილებში იგი ყოველ ნახე-
ვარ წელიწადში რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის ოფიცია-
ლურ შეკითხვას, თუ როგორი კმაყოფილები არიან მონასტერში იოზეფ
კნეხტით, პასუხობდა დიდი მოწონებითა და შექებით. ამ გზავნილებზე
უფრო მეტი ყურადღებით უკვირდებოდნენ კასტალიაში კნეხტის მიერ
წაყვანილი თამაშის კურსის ლექციებისა და ნიშნების სიებს; ნახეს,
რომ დონე მოკრძალებულია, მაგრამ კმაყოფილები იყვნენ იმ გარემო-
ებით, თუ როგორ შეძლო მასწავლებელმა შეგუება ამ დონესთან და,
საერთოდ, მონასტრის ადათებსა და სულთან. მეტადრე ნასიამოვნები
და მოულოდნელად გახარებულნი იყვნენ კასტალიის უწყებაში და არ

178
შეამჩნევინეს მათ წარგზავნილს, რომ ხშირი, მიმნდობი და მეგობრუ-
ლი ურთიერთობა ჰქონდა კნეხტს ცნობილ პატერ იაკობუსთან.
ამ ურთიერთობამ ყველანაირად გამოიღო ნაყოფი. იგი ნელ-ნელა
მწიფდებოდა, ისე მოულოდნელად და დაუნდობლად გაიზარდა, რო-
გორც მაღალმთიან ხეთა ნაყოფის თესლი – ქვემოთ, ბარაქიან დაბ-
ლობზე დათესვის შემდეგ: ამ თესლს ნოყიერ ნიადაგს მიაბარებენ
ხოლმე კარგი კლიმატის პირობებში, მაგრამ ზრდის ნელი ტემპი შეად-
გენს მის მემკვიდრულ თვისებებს. ასეა მიჩვეული ჭკვიანი მოხუცი, მას-
ზე გავლენის მოხდენის ყოველ შესაძლებლობას უნდოდ ეკიდება და
აკონტროლებს. ეს ყოველივე მხოლოდ ყოყმანით და ნაბიჯ-ნაბიჯ იდ-
გამს ფესვებს, რაც მას ახალგაზრდა მეგობარმა, მის საწინააღმდეგო
მხარის წარმოგზავნილმა, კასტალიური სულის სახით მიუტანა. მაგრამ
თანდათანობით ამას მაინც ამოჰქონდა ამონაყარი, და ყოველი სიკე-
თიდან, რაც კნეხტს მონასტრის წლებში ჰქონდა განცდილი, საუკეთე-
სო იყო და მისთვის განსაკუთრებით ღირებულს წარმოადგენდა, გა-
მოცდილი მოხუცის ეს ძუნწი, გაუბედავად ამოზრდილი ნდობა და გახ-
სნილობა, გარეგნულად უიმედო პირველი ხანების შემდეგ, მისი ნელ-
ნელა წარმოქმნილი და კიდევ უფრო ნელ-ნელა გამოვლენილი პატი-
ვისცემა მისი ახალგაზრდა დამფასებლისადმი არა მხოლოდ როგორც
პიროვნებისადმი, არამედ იმისადმიც, რაც იყო მასში სპეციფიკურად
კასტალიური გამოხატულებისა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიუძღვოდა ყმაწვილი პა-
ტერს, ჩანდა მხოლოდ მოწაფედ, მსმენელად და მასწავლებლად, და
ვინც თავიდან სიტყვებს – „კასტალიური“, ანდა „რიოში მარგალიტე-
ბით თამაში“ – მხოლოდ ირონიულად იღებდა, და გამოთქმებსაც, რო-
გორც სალანძღავ სიტყვებს, ისე გამოიყენებდა, აღიარებამდე ჯერ
თმენით და ბოლოს, ყურადღებულ შეფასებამდე მიდიოდა სულიერე-
ბის ეს სახე, ეს ორდენიც, სულიერი აზნაურობის შექმნის ეს მცდელო-
ბაც. პატერმა შეწყვიტა ქილიკი ორდენის ახალგაზრდობაზე, რომელიც
თავისი არსებობის ორ საუკუნეზე ცოტა მეტი ასაკით, მართლაც, ჩა-
მორჩებოდა ბენედიქტინელებს მთელი ერთნახევარი ათასწლეულით,
მან შეწყვიტა რიოში მარგალიტებით თამაშში მხოლოდ ესთეტიკური
დენდიზმის დანახვა და შეწყვიტა ასაკის მიხედვით ორი ამდენად გან-

179
სხვავებული ორდენის მეგობრობისა და კავშირის შესაძლებლობის
უარყოფაც მომავალში. ის რომ უწყებებმა პატერის ამ ნაწილობრივ მო-
პოვებაში, რაც იოზეფმა პირად და კერძო ბედნიერებად მიიჩნია, მა-
რიაფელსის მივლინება და წარმატების მწვერვალი დაინახეს, ამის
თაობაზე იგი კარგა ხანს ვერაფერს გრძნობდა წინასწარ. ზოგჯერ უშე-
დეგოდ ფიქრობდა იმაზედაც, ამ დავალებით მონასტერში რაღაც ისეთ
საქმიანობას თუ ეწეოდა, რასაც სარგებლობის მოტანა შეეძლო; ანდა
მისი წარმოგზავნა ამ ადგილზე, რაც თავდაპირველად, დაწინაურებად
და დაჯილდოებად მიაჩნდა და კარიერის მაძიებლებს რომ შურდათ,
დიდების არმომტან წყნარ ადგილებზე ხანგრძლივად ყოფნას, ჩამ-
კვდარ, მიწყნარებულ ადგილზე გადაგდებას ხომ არ ნიშნავდა. სწავ-
ლა ყველგან შეიძლებოდა რაღაცის, და აქ რატომაც არა? მაგრამ კას-
ტალიის აზრით, ეს მონასტერი აქ, ერთადერთი პატერ იაკობუსის გა-
მოკლებით, არ წარმოადგენდა სწავლულობის ბაღნარსა და ნიმუშს,
და მას ვერ დაედგინა რიოში მარგალიტებით თამაშისადმი ამ თით-
ქმის მთლიანად უინტერესო დილეტანტებში ასეთი იზოლირების სა-
შუალებით ხომ არ დაწყებულიყო უკვე თამაშში მისი ჩაჟანგება და ოს-
ტატობის დაქვეითება. მას ამ გაურკვევლობაში დაეხმარა, როგორც
კარიერისადმი ნაკლები სწრაფვა, აგრეთვე მისი მაშინ უკვე საკმაოდ
ფართოდ გავრცელებული amor fati; მისთვის ასე იყო ყველაფერში; მი-
სი ცხოვრება სტუმარივით და პატარა საგნის მასწავლებელივით ამ
ძველი, მყუდრო მონასტრის სამყაროში უფრო სასიამოვნოდ გამოიყუ-
რებოდა, ვიდრე ეს უკანასკნელად ვალდცელის პერიოდის პატივმოყ-
ვარეთა წრეში. და თუ მას ბედი, ასე ვთქვათ, სამუდამოდ ამ პატარა
კოლონიურ ადგილზე არგუნებდა დარჩენას, მაშინ იგი, კერძოდ, აქ თა-
ვის ცხოვრებაში რაღაცას მოძებნიდა შესაცვლელად, მაგალითად,
ერთ-ერთ თავის მეგობარს აქეთკენ დროდადრო გამოიწვევდა, ანდა
წელიწადში ერთხელ მაინც კასტალიაში ხანგრძლივ შვებულებას მო-
ითხოვდა.
ამ ბიოგრაფიული ესკიზის მკითხველი, ალბათ, უცდის რამის მოყო-
ლას კნეხტის სამონასტრო განცდების მეორე მხარეზე, რელიგიურის
თაობაზე. ამაზე ლაპარაკს ჩვენ მხოლოდ ფრთხილად მივანიშნებთ.

180
კნეხტს რომ მარიაფელსში შინაგანი შეხვედრა ჰქონდა რელიგიასთან,
ყოველდღიურ პრაქტიკულ ქრისტიანობასთან, ეს არის არა მხოლოდ
ცხადი, არამედ ეს გამომდინარეობს მისი ზოგიერთი გვიანდელი ნათ-
ქვამიდან და ქცევიდან, რაც მკაფიოდ ჩანს: ჩვენ მაინც შეკითხვას დავ-
სვამთ, თუ რამდენი ხანია, რაც იქ, ასე თუ ისე, ქრისტიანი გახდა, და თუ
არა, ამას უპასუხოდ ვტოვებთ; ეს მხარეები ჩვენი კვლევისთვის მიუვა-
ლია. კასტალიაში მას ჰქონდა რელიგიათა წინაშე არსებული მოკრძა-
ლებიდან გამომდინარე, გარკვეულად ერთგვარი მოწიწება, რასაც, ნე-
ბა გვაქვს, ღვთისმოსაობაც კი დავარქვათ; და იგი ქრისტიანულ მოძ-
ღვრებასა და მის კლასიკურ ფორმებში უკვე სკოლებიდანვე, და სპე-
ციალურად საეკლესიო მუსიკის შესწავლისას, მართლაც, კარგად გან-
სწავლული გახლდათ, უპირველეს ყოვლისა, მისთვის მესის საიდუმ-
ლოება და მაღალმსახურების რიტუალი კარგად იყო ცნობილი; ბენე-
დიქტინელებთან გაეცნო იგი გაოცებითა და მოწიწებით, მისთვის მა-
ნამდე თეორიულად და ისტორიულად ნაცნობ რელიგიას, როგორც
ჯერ კიდევ ცოცხალს; იგი ღვთისმსახურებაში მრავალჯერ იღებდა მო-
ნაწილეობას, და იმ დროიდან, რაც პატერ იაკობუსის რამდენიმე ნა-
წარმოებს დაენდო და მასთან საუბრებმა ზეგავლენა იქონია, მისთვის
სრულიად ხილული შეიქნა ქრისტიანობის ფენომენი, რომელიც საუკუ-
ნეების მანძილზე ბევრჯერ არამოდური და მოძველებული, ანტიკვარუ-
ლი და გარინდებული იყო. და მაინც მუდამ კვლავ თავის წყაროებს და-
წაფებულა და კვლავ გაახლებულა. მოდური და გამარჯვებებით მდი-
დარი გუშინდელი მას კვლავ უკან ჩამოუტოვებია. ის თავსაც არ იცავ-
და სერიოზულად მის წინაშე, როცა იმ საუბრებში ხანდახან მონათესა-
ვე აზრები გამოჩნდებოდა; მაგალითად, ასე: კასტალიური კულტურაც
მხოლოდ სეკულარიზებული და წარმავალია, გვერდითი და გვიანი
ფორმაა დასავლურ-ქრისტიანული კულტურისა და მისგან ოდესღაც
კვლავ იქნება ამოწოვილი და უკან დაბრუნებულიო. ეს თუ ასეა, უთხრა
მან ერთხელ პატერს, მაშინ მას თავისი ადგილი და სამსახური კასტა-
ლიურის შიგნით მინიშნებული აქვს, და არა ბენედიქტინელების ორ-
დენში. აქ მას თანამშრომლობა უნდა გაეწია და საკუთარი თავის დაც-
ვა უზრუნველად წარემართა. იგი არ მიიჩნევდა სარწმუნოების შეც-

181
ვლას გაქცევის მთლად ღირსეულ ფორმად. იმ პატივცემულმა იოჰან
ალბრეხტ ბენგელმა თავისი დროისათვის პატარა და წარმავალ ეკლე-
სიას გაუწია სამსახური ისე, რომ რაღაც მარადიულისადმი მსახურება
არ გაუცდენია. ღვთისმოსაობა იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეობრივი
სამსახური და ერთგულება ცხოვრებაში მთელი არსებით, ყოველ აღ-
მსარებლობასა და ყოველ საფეხურზეა შესაძლებელი, და ყოველი პი-
როვნული ღვთისმოსაობის სისწორისა და ფასეულობისთვის სამსახუ-
რი და ერთგულება არის ერთადერთი ნამდვილი გამოსაცდელი, რაც
ადამიანს ხელთ გააჩნია.
როცა კნეხტის პატერთან ყოფნა, დაახლოებით, ორ წელიწადს გაგ-
რძელდა, მონასტერში ერთხელაც სტუმარი გამოჩნდა, ვინც მისგან დი-
დი მონდომებით თავი შორს დაიჭირა, ის კი არადა, უბრალო ნაცნობო-
ბაც თავიდან აიცილა. ამ ამბით გაოცებული აკვირდებოდა უცხოს,
ვინც, სხვათა შორის, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა და ყველანაირ
ვარაუდებს გამოთქვამდა; სასულიერო კაბა, უცხო რასაც ატარებდა,
მას გადაცმული ეგონა. აბატთან და, სახელდობრ, პატერ იაკობუსთან
უცნობს დიდი ხნით სხდომები ჰქონდა დახურულ კარს მიღმა, ხშირად
იღებდა სასწრაფო ამბებს და მყისიერადვე უშვებდა. კნეხტმა, ვინც პო-
ლიტიკური ურთიერთობებისა და ტრადიციების შესახებ მონასტერში
ცოტაოდენი რამ იცოდა ჭორის დონეზე, ვარაუდობდა, რომ სტუმარი
დიდი სახელმწიფო კაცია, საიდუმლო მისიით, ანდა incognito-დ მოგ-
ზაური მთავარი; და იმ დროს, როცა თავისი დაკვირვებები გადახარშა,
გაახსენდა გასული თვეებიდან ერთი-ორი სტუმარი, რომლებიც ახლა
ისევე საიდუმლოებით მოცულნი და მნიშვნელოვნები ეჩვენებოდა.
ამასთანავე, „პოლიციის“ ხელმძღვანელიც არ დავიწყებია, მეგობრუ-
ლი ბატონი დიუბუა და მისი თხოვნა, დროდადრო ცალი თვალი მონას-
ტერში სწორედ ასეთ მოვლენებზე დაიჭირეო. და თუმცა მას საამისოდ
არც არანაირი ხალისი გააჩნდა და არც არანაირ პროფესიულ მოვა-
ლეობას გრძნობდა, მაგრამ მაინც სინდისმა შეაწუხა, რომ კეთილის-
მსურველი კაცისთვის დიდი ხანია არაფერი მიუწერია და, ალბათ, მას
ნამდვილად იმედი გაუცრუა. გრძელი წერილი მისწერა, ფიქრებს ეძებ-
და, რომ თავისი გაჩუმება აეხსნა და მოეთხრო, რათა წერილს რამდე-

182
ნადმე მნიშვნელობა შესძენოდა, ცოტაოდენი რამ პატერ იაკობუსთან
ურთიერთობის შესახებაც. იგი ხომ წინასწარ ვერ წარმოიდგენდა, თუ
რა გულმოდგინედ და ვის მიერ იქნებოდა წაკითხული მისი წერილი.

183
მისია

კნეხტის პირველად ყოფნა მონასტერში ორ წელიწადს გაგრძელ-


და; იმ დროისათვის, რომელზედაც აქ არის ლაპარაკი, იგი ოცდაჩვიდ-
მეტი წლის გახლდათ. მარიაფელსის დაწესებულებაში სტუმრად ყოფ-
ნის ბოლო დროს უფროს დიუბუასადმი ვრცელი წერილის მიწერიდან,
დაახლოებით, ორი თვის შემდეგ, ერთ დილით აბატთან მისაღებ
ოთახში დაუძახეს. ეგონა, ხალხის მოყვარულ ბატონს ცოტა ხნით ჩინუ-
რის შესახებ საუბრის წადილი გაუჩნდაო, და მასთან შეხვედრას მიეს-
წრაფვოდა. გერვასიუსი წერილით ხელში შეხვდა. „მაქვს პატივი, და-
ვალება გადმოგცეთ, დიდად პატივცემულო“, – წამოიძახა მან თავისი
ჩვეული მფარველობითი უდარდელობით და მაშინვე ირონიულად,
გაბრაზების ტონზე გადავიდა, მან ეს მიიჩნია სასულიერო და კასტა-
ლიურ ორდენთა შორის ჯერ არცთუ მთლად გახსნილი მეგობრული ურ-
თიერთობის გამოხატულებად, რომელიც მაინც პატერ იაკობუსის შე-
მოქმედება იყო. სხვათა შორის, ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს
თქვენს Magiter Ludi-ს! მას წერილების წერა შეუძლია! მეც ლათინურად
მომწერა. უფალმა თუ უწყის, თქვენ, კასტალიელები სად, რას და რის-
თვის აკეთებთ, სხვა ვერავინ ვერასოდეს გაიგებს; ამას ზრდილობითა
თუ დაცინვით, პატივისცემითა თუ დამოძღვრით განიზრახავთ, ვინ
მიხვდება. მაშასადამე, ამ პატივცემულმა დომინუსმა ლათინურად
მომწერა, და ლათინური კი, ამჯერად, მთელ ჩვენს ორდენში არავინ
ისე უმაღლესად არ იცის პატერ იაკობუსის გარდა. ეს ლათინური არის
უშუალოდ ციცერონის სკოლისეული და მაინც კარგად მოფიქრებული,
ცოტაოდენ საეკლესიო ლათინურის ელფერით გასურნელოვანებული,
რის თაობაზედაც, ცხადია, ისევე არავის არა აქვს წარმოდგენა. ეს ნა-
ივური, თითქოს მამების მისატყუებელი თუ ირონიული ჩანაფიქრია, თუ
უბრალოდ, მხოლოდ თამაშის, სტილიზებისა და დეკორაციებით შემ-
კობისაკენ ჩაუწყნარებელი ლტოლვაა და ამგვარად არის წარმოშობი-
ლი. ესე იგი, პატივისცემის ღირსი მწერს: იქითა მხარეს სასურველად
თვლიან, რომ თქვენ კიდევ ერთხელ გნახონ და გულში ჩაგიკრან, ასე-
ვე დაადგინონ, თუ როგორ ძლიერად იმოქმედა თქვენს ზნეობასა და

184
თქვენს სტილზე ჩვენს, კორუმპირებულებსა და ნახევრად ბარბარო-
სებს შორის თქვენმა ხანგრძლივად ყოფნამ. მოკლედ, რამდენადაც
მრავლისმომცველია ეს ლიტერატურული ხელოვნების ნაწარმოები,
თუ სწორად გავიგე და მივხვდი, თქვენ შვებულებაზე დაგთანხმდნენ,
და მე ვითხოვ ჩემი სტუმრისათვის შეუზღუდავი დროით ვალდცელში
გაშვებას, მაგრამ არა მუდმივად, და მისი მალე მობრუნება ექნება ამას
საფუძვლად, რამდენადაც ეს ჩვენთვის სასიამოვნოა, და რაც მთლი-
ანობაში იქაური უწყების განზრახვაც არის. ჩვენ ბოდიშს მოვიხდით; მე
დიდხანს ვერ შევძელი, რომ სათანადოდ განმემარტა ნაწერის ყველა
ნიუანსი, მაგისტრი თომასიც სრულებით არ მოელოდა ამას ჩემგან. აი,
პატარა წერილი უნდა თქვენ გადმოგცეთ, წაბრძანდით, და დაფიქ-
რდით, გამგზავრება თუ გნებავთ და როდის, თქვენ ჩვენ მოგვაკლდე-
ბით, ჩემო საყვარელო, და ვერ ვაიძულებთ თქვენს უწყებას, რომ იქი-
დან კვლავ გამოგითხოვოთ, თუ თქვენ ძალიან დიდხანს არ გამოჩნდე-
ბით.
კნეხტისთვის გადაცემულ წერილში უწყება მას მოკლედ ატყობი-
ნებდა, რომ დასვენებისა და, ასევე, უფროსებთან საუბრისათვის შვე-
ბულების ნებას რთავდნენ და შემდგომში უკვე ვალდცელში მოელოდ-
ნენ. დამწყებთათვის მიმდინარე თამაშის კურსის დასრულებას ის ნუ-
ღარ გაითვალისწინებდა, თუკი ამას აბატი არ მოისურვებდა: მოხუცი
მუსიკის მაგისტრი მას მოკითხვას უთვლიდა. ამის კითხვისას იოზეფი
შეცბა და ჩაფიქრდა: წერილის ავტორი, მაგისტრი ლუდი, როგორ მივი-
და იქამდე, რომ ამ მოკითხვით მას რაღაც დაავალოს, რაც უსაფუძ-
ვლოდ ოფიციალურ წერილებში მაინცდამაინც არ იჩენს ხოლმე თავს?
ერთიან უწყებათა კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რომელსაც მოხუცი
მაგისტრიც დაესწრება. მას ხომ აღზრდის უწყების სხდომები და გა-
დაწყვეტილებები არ შეხებია; მაგრამ საოცრად განაცვიფრა ამ მოკით-
ხვამ, შესამჩნევად კოლეგიალურად ჟღერდა მისთვის. სულ ერთი იყო,
რომელი საკითხი იქნება განხილული ამ კონფერენციაზე; მოკითხვამ
დაამტკიცა, რომ უფროსობა ამ საბაბით იოზეფ კნეხტზე ილაპარაკებს.
რა ელოდა ახლა? იქნებ უნდა გაათავისუფლონ? და ეს სამსახურში და-
წინაურება იქნება თუ ჩამოქვეითება? მაგრამ წერილი მხოლოდ შვებუ-

185
ლებაზე აუწყებდა. და ამ შვებულებით, მართლაც, ხარობდა, ხვალვე
უკვე დიდი სიამოვნებით გაემგზავრებოდა. მაგრამ მაინც ხომ უნდა გა-
მომშვიდობებოდა თავის მოწაფეებს და მათთვის მითითებები დაეტო-
ვებინა. ანტონი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩება მისი გამგზავრე-
ბით. და რამდენიმე პატერთანაც ევალება პირადად გამოსამშვიდო-
ბებლად მისვლა. აი, იაკობუსზე კი ფიქრობდა, თითქოს, მისდა გასა-
ოცრად, შინაგანად ნაზი ტკივილი იგრძნო. აღძრულმა მღელვარებამ
მიახვედრა, რომ იგი გულით უფრო მეტად ყოფილა ამ მარიაფელსთან
დაკავშირებული, ვიდრე ეს ეგონა. აქ მას ბევრი რამ აკლდა, რასაც ის
შესჩვეოდა და რაც მისთვის ძვირფასი იყო, და ორი წლის მანძილზე
კასტალია მის წარმოდგენაში შორს მოჩანდა და თანდათან უფრო ლა-
მაზდებოდა. ამ წუთში კი მან მკაფიოდ შეიცნო: რა საერთოც მას პატერ
იაკობუსთან ჰქონდა და რაც შეუცვლელი იყო. კასტალიაში კი ეს მოაკ-
ლდებოდა. ამიტომ მისთვის უფრო ნათელი გახდა: რა იცოდა აქამდე
და რა განიცადა და რა ისწავლა აქ, და იგი სიხარულმა მოიცვა და
ფიქრს მიეცა, ვალდცელისაკენ გამგზავრებაში რომ დარწმუნდა.
კვლავ შეხვედრა, რიოში მარგალიტებით თამაში, არდადეგები და სი-
ხარული უფრო მცირე იქნებოდა, რომ არ სცოდნოდა კვლავ აქეთ დაბ-
რუნდებოდა.
უცაბედი გადაწყვეტილების შემდეგ მან პატერი მონახა, მოუყვა
შვებულებაში გაშვებისა და ამით თავისი გაოცების ამბავი, შინ მიბრუ-
ნებისა და მათი ნახვის სიხარულს თან როგორ ერთვოდა აქეთ კვლავ
ჩამოსვლის სიხარულიც. და რადგანაც ეს სასიამოვნო გრძნობა, უპირ-
ველეს ყოვლისა, პატივცემულ პატერს ეკუთვნოდა, კნეხტს გული მიეცა
და გაუბედა, დიდი თხოვნა გამოეხატა მისდამი, კერძოდ, სურდა, უკან
დაბრუნების შემდეგ პატერს ცოტა ხანს მისთვის მასწავლებლობა გა-
ეწია თუნდაც ერთი ან ორი საათით კვირაში. იაკობუსმა თავის არიდე-
ბით გაიცინა და ჩამოაყალიბა კვლავ ისევ უმშვენიერესი ირონიული
კომპლიმენტები უბადლო, მრავალმხრივ კასტალიურ განათლებაზე,
რომლის წინაშეც უბრალო მონასტრის ძმა, როგორიც ის არის, გაოცე-
ბისაგან მდუმარედ უნდა გაჩერებულიყო და გაკვირვებისაგან თავი ექ-
ნია მხოლოდ, მაგრამ იოზეფმა უკვე შენიშნა, რომ უარის თქმა სერიო-

186
ზულად არ იყო ჩაფიქრებული, და როცა გამოსამშვიდობებლად ხელი
გაუწოდა, პატერმა მეგობრულად უთხრა, ამ თხოვნის გამო არ იდარ-
დოს, იგი სიამოვნებით რაღაც ამდაგვარს მოუხერხებს, და გულითა-
დად დაემშვიდობა მას.
სიხარულით გასწია არდადეგებზე შინისაკენ, გულში იმისი ცოდ-
ნით, რომ მონასტერში გატარებული დრო უსარგებლო არ ყოფილა.
გამგზავრებისას საკუთარი თავი თითქოს ისევ ყმაწვილად იგრძნო,
მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ყმაწვილობა კი არა, სიჭაბუკეც გასული-
ყო; ამას დარცხვენისა და შინაგანი წინააღმდეგობის გრძნობით მიხ-
ვდა, რაც მასში ადრეც ხდებოდა ხოლმე როცა კი სურდა, პასუხი მიეგო
რაღაც მიმიკით, გამოძახილით, პატარა ბავშვურობით იმ განწყობი-
სათვის, რაც გამოწვეული იყო სკოლის ბიჭების ბედნიერებით, სასკო-
ლო არდადეგებზე ამ მიჯაჭვულობისაგან რომ თავისუფლდებიან. არა,
რაც ადრე, თავისთავად ცხადია, გამოხსნა იყო, სიხარულის შეძახილე-
ბი ხეზე ჩამომსხდარ ჩიტებთან რომ ადიოდა, ხმამაღალი მარში, რწე-
ვა-რწევით, რიტმული ცეკვით სვლა – ეს აღარ არსებობდა, ეს იყო შთა-
გონება და თამაშით მთავრდებოდა, ეს ახლა ნაძალადევი, სულელუ-
რი და ბავშვური იქნებოდა. გრძნობდა, რომ ახალგაზრდა კაცი იყო,
გრძნობითა და ძალ-ღონით სავსე, მაგრამ ამ წუთსა და ამ განწყობას
მთელი არსებით არ მისცემია! იგი არ არის თავისუფალი, იგი მღვიძა-
რია და დავალებული – მაგრამ რით? სამსახურით? იმ დავალებით, მო-
ნასტრის ძმებში თავის ქვეყანასა და თავის ორდენს რომ წარმოად-
გენს? არა, ეს თავად არის ორდენი, ეს არის იერარქია, სადაც მან ამ
უცაბედი თვითდამკვიდრებისას მიუხვედრელად შიგ ჩაზრდილი და
ჩაშენებული ნახა საკუთარი თავი, ეს იყო პასუხისმგებლობა, ზოგადისა
და უმაღლესის მომცველობა, რაც ზოგ ყმაწვილს მოხუცივით და ზოგ
მოხუცს ყმაწვილივით გამოაჩენს, ეს ერთს ჩაიჭერს, ერთს დაეყრდნო-
ბა და, იმავე დროს, თავისუფლებას წაართმევს, როგორც ჭიგო, რაზე-
დაც ნერგია მიმაგრებული.
მონტეპორტში მოხუცი მუსიკის მაგისტრი მოიკითხა, ვინც თავად
ადრე, ახალგაზრდობის წლებში, მარიაფელსში სტუმრად ყოფილა და
იქ ბენედიქტინელთა მუსიკა უსწავლია და ვინც მას მრავალი რამის შე-

187
სახებ ეკითხებოდა. მან მოხუცი ბატონი იხილა, შესამჩნევად წყნარი
და მინდობილი, მაგრამ შესახედაობით უფრო ძლიერი და მხიარული,
ბოლო დროსთან შედარებით, მისი სახიდან დაღლილობა გამქრალი-
ყო, ის არ გახლდათ ახალგაზრდა, მაგრამ მოხდენილი და სათნო გამ-
ხდარიყო, რაც მან სამსახური დატოვა. ეს კნეხტს თვალში ეცა, რომ იგი
მარიაფელსში ორგანის, ნოტების კარადებისა და საგუნდო სიმღერე-
ბის შესახებ ეკითხებოდა, უნდოდა, სცოდნოდა, ჯვრის ბაღში ხე ისევ
იდგა თუ არა; მის იქაურ საქმიანობაზე, რიოში მარგალიტებით თამა-
შის კურსზე. შვებულების მიზნის თაობაზე კი არანაირ ცნობისმოყვა-
რეობას არ ამჟღავნებდა. გამგზავრების წინ მოხუცი მუდამ არიგებდა
ხოლმე, რაც მისთვის ძვირფასი იყო. „მე შენ გისმენდი, – უთხრა რაღაც
სახუმარო ტონით, – რაღაც დიპლომატივით გამხდარხარ. კაცმა რომ
თქვას, ეს ლამაზი პროფესია არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, შენით
კმაყოფილნი არიან. ამაზე იფიქრე, შენ როგორც გინდა! ეს შენს პატივ-
მოყვარეობად არ უნდა იქცეს, რომ ამ პროფესიაში სულ მუდამ დარჩე.
წინ გაიხედე, იოზეფ; მგონია, შენი ჩაჭერა უნდათ. გაფრთხილდი, შენ
ამის უფლება გაქვს. – არა, მე არცერთ სიტყვას აღარ გეტყვი, ამას შენ
ნახავ“.
მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ხიჭვივით რომ ჰქონდა შერჭობი-
ლი, ვალდცელში ჩასვლისას მან იგრძნო სამშობლოსა და მასთან შეხ-
ვედრის ისეთი სიხარული, როგორიც მანამდე არასოდეს უგრძნია; სურ-
და, ჰგონებოდა, რომ ეს ვალდცელი მისი სამშობლო და მსოფლიოს
ულამაზესი ადგილი კი არ იყო მხოლოდ, არამედ ამასობაში უფრო
მშვენიერი და საინტერესოც გამხდარიყო, სურდა, ახალი თვალით შე-
ეხედა მისთვის და ამაღლებული ხედვის შესაძლებლობა მოჰყოლოდა
თან. და ეს მარტო კარიბჭეებად, კოშკებად, ხეებად და მდინარედ,
ეზოებად და სვეტებად, ფიგურებად და კარგად ნაცნობ სახეებად კი არ
ფასობდა მხოლოდ, არამედ შვებულების მანძილზე ვალდცელის სუ-
ლისადმი, ორდენისა და რიოში მარგალიტებით თამაშისადმი ამ მა-
ღალ ამთვისებლობასაც გრძნობდა, ამ გაზრდილ მადლიერ გულის-
ხმიერებას შინ დაბრუნებული კაცისას, რომელმაც ბევრი იმოგზაურა
ქვეყანაზე, მომწიფდა და დაჭკვიანდა. „ისეთი განცდა მაქვს, – შემარ-

188
თებით ეუბნებოდა თავის მეგობარ ტეგულარიუსს ვალდცელისა და
კასტალიის ქებათშესხმის დასასრულს, – თითქოს ყოველი წელი ძილ-
ში გავატარე აქ, თუმცა ბედნიერად, მაგრამ გაუცნობიერებლად, და ახ-
ლა თითქოს გაღვიძებული ვიყო, და ყველაფერს მკაფიოდ და ნათ-
ლად ვხედავდე, სინამდვილეც ამოწმებს, რომ ორი წლის უცხოობას
თვალის ასე ფხიზლად ახელა ძალუძს!“ ის შვებულებით ისე დატკბა,
როგორც ზეიმით, კერძოდ, თამაშებითა და დისკუსიებით ამხანაგებ-
თან ერთად, Vicus Lusorum-ის ელიტის წრეში მეგობრების ნახვით, ვალ-
დცელის Genius Loci 25-ით, მართლაც, ეს მაღალი განწყობა მოვიდა ბედ-
ნიერებისა და სიხარულის აყვავებამდე, მისი პირველი მიღების შემ-
დეგვე რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრთან, მანამდე კი მისი
სიხარული ჯერ შიშნარევი იყო.
Magister Ludi ნაკლებ კითხვებს სვამდა, ვიდრე ამას კნეხტი მოელო-
და, დამწყებთათვის თამაშის კურსი და მუსიკის არქივში იოზეფის მე-
ცადინეობები რომ ახსენა, მოსმენა მხოლოდ პატერ იაკობუსზე არ მოს-
წყენია. ისე მოხდა, სულ მასზე ალაპარაკებდა, არაფერი ეჩვენებოდა
საკმარისი, რასაც იოზეფი ამ კაცზე უყვებოდა. რომ მისით. და თავისი
მისიით ბენედიქტინელები კმაყოფილნი არიან, მეტად კმაყოფილნიც,
მას შეეძლო, ეს დასკვნა გამოეტანა არა მხოლოდ მაგისტრის დიდი მე-
გობრობიდან გამომდინარე, არამედ, უფრო მეტად, ბატონ დიუბუას
საქციელიდან, ვისთანაც მაგისტრმა ახლაც გააგზავნა. „შენ შენი საქმე
შესანიშნავად შეგისრულებია, – უთხრა და წყნარად, სიცილით დაუმა-
ტა: – მე მაშინ, მართლაც, სულ არ მქონია კარგი ალღო. როცა შენს მო-
ნასტერში გაგზავნაზე უარს ვამბობდი, შენ ხომ, აბატის გარდა, კიდევ
დიდი პატერი იაკობუსი შენს მხარეზე გადმოიყვანე და კასტალიისად-
მი კარგად განაწყვე, ეს უკვე ბევრია, და იმაზე მეტია, ისედაც ოდესმე
ვინმე დაიმედდებოდა“. ორი დღის შემდეგ იგი რიოში მარგალიტებით
თამაშის მაგისტრმა დიუბუასთან და ვალდცელის ელიტის სკოლის იმ-
დროინდელ ხელმძღვანელთან, ცბინდენის მენაცვალესთან ერთად
სადილზე მიიწვია. სადილის შემდეგ, საუბრის დროს, მოულოდნელად

25
ადგილის სული (ლათ.)
189
ახალი მუსიკის მაგისტრიც, ორდენის არქივარიუსი და უმაღლესი უწყე-
ბის ორი ახალი წევრიც ნახა. ერთმა მათგანმა იგი თავისთან ერთად
სასტუმრო სახლში ხანგრძლივ სასაუბროდ წაიყვანა. ამ მიპატიჟებამ
კნეხტი ყველასათვის ხილულად მაღალ თანამდებობებზე კანდიდატ-
თა ვიწრო წრეში წინ წასწია და აღმართა მასა და მოთამაშეთა ელიტის
შუაფენას შორის საგრძნობი ბარიერი, რასაც, გამოღვიძებული, მწვა-
ვედ გრძნობდა. მას, სხვათა შორის, ჯერჯერობით ოთხკვირიანი შვებუ-
ლება მისცეს და სამსახურებრივი საბუთი პროვინციის სასტუმროების-
თვის. თუმცა კი მისთვის არანაირი მოვალეობა არ დაუკისრებიათ, ად-
გილსამყოფელის აღნიშვნის აუცილებლობაც კი არ ევალებოდა; მაგ-
რამ მას მაინც უნდა შეემჩნია, რომ ზემოდან ამოწმებდა, რადგანაც,
როცა ნამდვილად რამდენიმეჯერ სტუმრად წავიდოდა თუ ექსკურსიას
მოაწყობდა, მაგალითად, კოიპერჰაიმში, ჰირსლანდსა და აღმოსავ-
ლეთ აზიის სტუდენტურ სახლში, იქაური მაღალი სამსახურებრივი ად-
გილებიდან მყისვე მოწვევებს იღებდა; ამ რამდენიმე კვირაში იგი
ფაქტობრივად გაეცნო ორდენის მთელ მმართველობასა და მაგის-
ტრთა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა უმრავლესო-
ბას; ეს მეტად ოფიციალური მიწვევები და გაცნობები რომ არ ყოფილი-
ყო, მაშინ ექსკურსიები კნეხტს სტუდენტობის წლების სამყაროსა და
თავისუფლებაში დაბრუნებას გაახსენებდა. იგი ზღუდავდა ამ მგზავ-
რობებს, უპირველეს ყოვლისა, ტეგულარიუსის გამოისობით, ვინც მა-
თი შეხვედრების ყოველ შეწყვეტას მძიმედ განიცდიდა, მაგრამ ასევე
რიოში მარგალიტებით თამაშის გამოც, რამეთუ მისთვის საჭირო იყო,
რათა აქ კვლავ უახლეს სავარჯიშოებსა და პრობლემების წამოჭრაში
მონაწილეობა მიეღო და საკუთარი თავიც გამოეცადა, და აქ უწევდა
ტეგულარიუსი მას შეუცვლელ სამსახურს. მისი მეორე ახლო მეგობარი,
ფერომონტე, მიეკუთვნებოდა ახალი მუსიკის მაგისტრის შტაბს და ამ
დროში კნეხტმა მხოლოდ ორჯერ შეძლო მისი ნახვა; ერთხელ ნახა იგი
მუშაობის დროს, ბედნიერი, რომელსაც ერთი საკითხის გადაწყვეტა
ჰქონდა დაწყებული მუსიკის დიდ ისტორიაში: ბერძნული მუსიკა და მი-
სი შემდგომი არსებობა ბალკანეთის ქვეყნების ცეკვასა და სიმღერაში.
ამ დავალების გაცნობის წადილზე – თავის უახლეს სამუშაოებსა და

190
წიგნებზე – მან მეგობარს უამბო; ეს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ბა-
როკოს მუსიკის თანდათანობით დაცემის ეპოქას მიეკუთვნებოდა და,
თანაც, ახალი მუსიკალური მასალის შემოღწევას სლავური ხალხური
მუსიკის მხრიდან.
ამ საზეიმო არდადეგების დროის დიდი ნაწილი კნეხტმა ვალ-
დცელში გაატარა და რიოში მარგალიტებით თამაშს მიუძღვნა, ფრიც
ტეგულარიუსთან ერთად სპეციალური კურსიდან ჩანიშვნებს იმეორებ-
და, რაც მაგისტრმა ორ უკანასკნელ სემესტრში მოწინავე სტუდენტები-
სათვის წაიკითხა; და ორწლიანი აკრძალვის შემდეგ კვლავ მთელი ძა-
ლისხმევით ჩაერთო კეთილშობილი თამაშის სამყაროში, რომლის
ხიბლიც თავის ცხოვრებაში მუსიკასავით განუშორებლად და მოუცი-
ლებლად ეჩვენებოდა. შვებულების ბოლო დღეებშიღა მოვიდა
MagisterLudi იოზეფის მარიაფელსში კვლავ გაგზავნისა და მის შემ-
დგომ მომავალსა და ამოცანაზე სალაპარაკოდ. ჯერ უბრალო ლაპა-
რაკის ტონით, შემდეგ კი სერიოზულად და დაბეჯითებით მოუყვა მას
უწყების გეგმის თაობაზე, რასაც მაგისტრთა უმეტესობა, ისევე როგორც
ბატონი დიუბუა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, გეგმას, რომ მომავ-
ლისათვის კასტალიის მუდმივი წარმომადგენლობა რომში, წმინდა
ადგილზე დაარსებულიყო. ასეთი აზრი გამოხატა მაგისტრმა თომასმა
თავის მომგებიან და ჩამოყალიბებულ დასკვნაში; ისტორიულმა დრომ
მოაწია: რომი და ორდენი ხიდს გადებენ იმ ძველ უფსკრულზე, რაც მათ
შორის არსებობს; მომავალში საშიშროება შეიქნება, უეჭველია, რამე-
თუ მათ საერთო მტრები ჰყავთ; ისინი ბედით ამხანაგები და ბუნებრივი
მოკავშირეები არიან, და მათი ხანგრძლივი კავშირი აქამდე უწინდე-
ლივით ვერ შენარჩუნდა და ღირსეულად ვერ წარიმართა; მათი ისტო-
რიული დავალებაა სულის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა და მშვიდო-
ბა, ერთმანეთის გვერდით, მაგრამ თითქმის ერთმანეთთან უცხოდ აგ-
რძელებენ ცხოვრებას. რომის ეკლესიამ რყევები და კრიზისები განი-
ცადა უკანასკნელი დიდი ომის ეპოქაში, მიუხედავად მძიმე დანაკარ-
გებისა, ამის საშუალებით ის განახლებული და განწმენდილი გამოვი-
და, იმ ხნის განმავლობაში კი მაშინდელი საერო, სამეცნიერო და გა-
ნათლების ინსტანციები კულტურის ჩასვენებასთან ერთად დაიღუპ-

191
ნენ. აი, მაშინღა წარმოიშვა მათ ნანგრევებზე ორდენი და კასტალიუ-
რი აზრი, ამიტომ მისი ასეთი პატივსაცემი ასაკის გამო, ეკლესიას პირ-
ველობა ენიჭება. ის ყველაზე უფროსია, უპირატესი, მეტ და უფრო დიდ
შეტევებში განმტკიცებული ძალა გახლავთ. პირველ რიგში, საქმე ეხე-
ბა ორი ძალის ნათესაობის აღიარებას, და მათი ერთმანეთისათვის
მხარდაჭერის საჭიროებას თითქმის ყველა შემხვედრ კრიზისში, რო-
მაულთანაც. და, ამგვარად, ამ ცნობიერების გამოღვიძება და დაცვა
ეგების:
(აქ ფიქრობდა კნეხტი: „ოჰ, ესე იგი, რომში სურთ ჩემი გაგზავნა, შე-
საძლებელია, სამუდამოდაც!“ და დაჯდა, მოხუცი მუსიკის მაგისტრის
გაფრთხილება გაახსენდა, შინაგანად მსწრაფლ განემზადა უარის-
თვის).
მაგისტრმა თომასმა გააგრძელა: მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრო-
ცესში, რომლისკენაც უკვე დიდი ხანია მიისწრაფვის კასტალიური მხა-
რე, გადადგმულ იქნა კნეხტის მისიით მარიაფელსში. ეს მისია, საერ-
თოდ, მხოლოდ ერთგვარი მცდელობა, ერთგვარი ზრდილობის ჟეს-
ტია, რომელიც არაფერს არ გვავალდებულებს, ყოველგვარი ქვენა აზ-
რების გარეშე იქნა მოწყობილი იქიდან მოწვევის წყალობით, სხვანა-
ირად, ამისთვის ავირჩევდით, რა თქმა უნდა, არავინმე პოლიტიკურად
გაუთვითცნობიერებელ რიოში მარგალიტებით მოთამაშეს, არამედ
ერთ რომელიმე უმცროს მოხელეს ბატონ დიუბუას ხელქვეითებიდან.
მაგრამ, აი, ამ მცდელობამ, ამ პატარა უბოროტო მისიამ მოულოდნე-
ლად კარგი შედეგი გამოიღო, მისი საშუალებით დღევანდელი კათო-
ლიციზმის წამყვანი სული, პატერი იაკობუსი, კასტალიის სულს უფრო
ახლოს გაეცნო და ამ სულიერების შესახებ, რასაც იგი აქამდე მთლი-
ანად უარყოფდა, უფრო სასურველი წარმოდგენა მიიღო. იოზეფ
კნეხტს მადლობას უხდიან იმ როლისათვის, რაც ამაში შეასრულა. აქ
არის, კერძოდ, მისი მისიის აზრი და წარმატება, და ამის საფუძველზე
უნდა იქნას განხილული და გაგრძელებული არა მხოლოდ ყველანაი-
რი მცდელობა დაახლოებისათვის, არამედ განსაკუთრებით კნეხტის
ისევ უკან გაგზავნა და იქ მისი საქმიანობა. მას შვებულება მისცეს, რაც
შეიძლება კიდევ გაეგრძელებინათ, თუკი ის ამას მოისურვებდა, მას

192
ესაუბრნენ და გააცნეს უმაღლესი უწყების ხელმძღვანელ პირთა უმ-
რავლესობას. უფროსებმა თავიანთი ნდობა გამოხატეს კნეხტის მი-
მართ და რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრს დაევალა, რომ
კნეხტი განსაკუთრებული საქმითა და კარლო კომპეტენციით მარია-
ფელსში უკან დააბრუნოს, სადაც მას, საბედნიეროდ, მეგობრული მი-
ღება ელის.
მან ცოტა შეისვენა, კნეხტი ხომ არაფერს შემეკითხებაო, მაგრამ
მან მხოლოდ ზრდილობიანად, მიმიკის საშუალებით გამოხატა მოკ-
რძალება, რომ იგი უსმენდა და მისი დავალების მოლოდინში იყო.
მაგისტრმა განაგრძო: „დავალება, რომელიც შენთვის გადმოსაცე-
მი მაქვს, ასეთია: ჩვენ ვგეგმავთ, ადრე თუ გვიან, ვატიკანში ჩვენი ორ-
დენის მუდმივი წარმომადგენლობის დაარსებას, როგორადაც ეს ორ-
მხრივად შესაძლებელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, როგორც უმცროსებ-
მა, თავი ისე დავიჭიროთ რომთან მიმართებაში, კერძოდ, არა მონური
დამოკიდებულებით, არამედ პატივისცემით. ჩვენ გვსურს სიამოვნე-
ბით მეორე რანგის დაკავება და მისთვის პირველის დატოვება. შესაძ-
ლოა, ამის შესახებ არც მე და არც ბატონმა დიუბუამ არაფერი ვიცით,
პაპმა ჩვენი შეთავაზება დღესვე მიიღოს, მაგრამ რაც აუცილებლად უნ-
და თავიდან ავიცილოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს არის იქიდან
უარყოფითი პასუხი. ახლა ჩვენ გვყავს ნაცნობი კაცი, ვისთანაც შეგვიძ-
ლია მისვლა, ვის ხმასაც რომში უდიდესი წონა გააჩნია, პატერი იაკო-
ბუსი. და შენი დავალებაა, ბენედიქტინელთა დაწესებულებაში უკან
დაბრუნდე, იქ უნდა იცხოვრო, როგორც აქამდე, ჩაატარო მეცადინეო-
ბები, უბრალოდ, რიოში მარგალიტებით თამაშის კურსი გაიარო, ნელ-
ნელა პატერი იაკობუსი ჩვენს მხარეზე გადმოიყვანო და შეგპირდეს –
თავისი შუამავლობით ჩვენი განზრახვა რომში ვათქმევინოთ. ამჯე-
რად შენი გაგზავნის საბოლოო მიზანი ზუსტად შემოფარგლულია. შენ
რა დრო დაგჭირდება ამის მისაღწევად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია;
ჩვენ ვფიქრობთ, არანაკლებ კიდევ ერთ წელს გასტანს ეს, მაგრამ შე-
იძლება ორი და რამდენიმე წელიც დასჭირდეს ამას. შენ იცი ბენედიქ-
ტინელთა ტემპი და ისწავლე მასზე მორგება. ჩვენ არ გვაქვს ნება, არა-
ვითარ შემთხვევაში, მოუთმენლობითა და ცნობისწადილით მოვახდი-

193
ნოთ შთაბეჭდილება, საქმე უნდა თავისით მომწიფდეს, არ არის მარ-
თალი? მე ვიმედოვნებ, დავალებას დაეთანხმები და გთხოვ, ღიად გა-
მოთქვა ყოველი საწინააღმდეგო მოსაზრება, რაც კი გაგიჩნდება. თუ
გსურს რამდენიმე დღე მოსაფიქრებლად, ეს შენს ხელშია“. კნეხტმა,
ვისთვისაც ეს დავალება რამდენიმე წინასწარი საუბრის შემდეგ დი-
დად მოულოდნელი არ ყოფილა, განაცხადა, მოსაფიქრებელი დრო
ზედმეტიაო, დავალება მორჩილად მიიღო, მაგრამ დაამატა: „თქვენ
იცით, რომ ამ სახის მისიები საუკეთესოდ მაშინ გამოდის, როცა მივლი-
ნებულს ამაში არა აქვს დასაძლევი საკუთარი შინაგანი ბრძოლები და
დაბრკოლებები. მე თავად დავალების მიმართ არა მაქვს დაპირისპი-
რებები, ვხვდები მის მნიშვნელობას და ვიმედოვნებ, მართლაც, შევ-
ძლებ ამას. გარკვეულ შიშსა და დათრგუნულობას კი ვგრძნობ ჩემი მო-
მავლის გამო; გამოიჩინეთ კეთილშობილება, მაგისტრო, და მოისმი-
ნეთ ჩემი პიროვნული, ეგოისტური მიზეზი და გულახდილად ნათქვამი.
მე ვარ რიოში მარგალიტებით თამაშის მოთამაშე, როგორც იცით, პა-
ტერთან ჩემი გაგზავნის გამო ორი სრული წელი სწავლას მოვაკლდი,
ჩემი ხელოვნება მივატოვე, და თითქმის მომავალი წელი კიდევ მი-
დის, შეიძლება, მეტიც. ამ დროში წასვლა აღარ მინდოდა. ამიტომ
გთხოვთ, ნება დამრთოთ ხშირ მოკლე შვებულებებზე ვალდცელში და
მუდმივ ცოცხალ კავშირზე თქვენი სემინარის მოხსენებებსა და სპეცია-
ლურ სავარჯიშოებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ჩემთვის წინსვლა
იქნება“.
„სიამოვნებით დაგთანხმდებით, – წამოიძახა მაგისტრმა და გამომ-
შვიდობებისას ხმაში ეტყობოდა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, აქ
კნეხტმა ხმას აუწია და ისიც უთხრა, რომ შიშობს, თუ მარიაფელსში
კარგად მოუხერხდება ამ განზრახვის შესრულება, მაშინ ამას მოჰყვე-
ბა, მაგალითად, მისი რომში გაგზავნა და ამდაგვარად დიპლომატიურ
სამსახურში ჩაყენება. „ეს ჩემთვის და ჩემი მცდელობებისთვის ჩამორ-
ჩენა და ხელის შეშლა იქნება, რამეთუ დიპლომატიური სამსახურის
დროის ხანგრძლიობა მეტად არასასურველია“, – დაამთავრა მან.
მაგისტრმა წარბები შეჭმუხნა და გასაკიცხად თითი ასწია. „შენ ლა-
პარაკობ დროის წართმევაზე. სიტყვა, მართლაც, ცუდად მოძებნე, არა-

194
ვის უფიქრია აქ დროის დაკარგვაზე, ეს უფრო შენი გამორჩევა და და-
წინაურებაა. მე არ ვარ უფლებამოსილი, ამის თაობაზე რაიმე გაცნობო,
ანდა დაპირებები მოგცე, თუ მათ მოგვიანებით როგორი სახით დას-
ჭირდები, მაგრამ შენი შეწუხება მესმის და, სავარაუდოდ, შემიძლია
დაგეხმარო კიდეც, თუ ნამდვილად შიში გაქვს ამისი. მაშინ მომისმინე:
შენ დაჯილდოებული ხარ გარკვეული ნიჭით, მოეწონო და სიყვარული
გამოიწვიო სხვა ადამიანში, ბოროტის მზრახველს შეუძლია თქვას კი-
დეც, სხვას ხიბლავსო; სავარაუდოა, რომ უწყებას ამ ნიჭმა საბაბი მის-
ცა შენი მონასტერში მეორედ გაშვებისა. მაგრამ ამ ნიჭს მეტისმეტად
ნუ გამოავლენ, იოზეფ. და წარმატებას ზედმეტადაც ნუ აჩვენებ; თუ პა-
ტერ იაკობუსთან გაგიმართლა, მაშინ ეს შენთვის ნამდვილად ის დრო
იქნება, პირადი თხოვნით მიმართო უწყებას. დღეს ეს ადრე მეჩვენება,
სჯობს, ვიცოდე, გამგზავრებას როცა დააპირებ“.
დუმილით შეხვდა იოზეფი მაგისტრის სიტყვას, მის მიღმა უფრო მე-
ტად კეთილგანწყობა იმალებოდა, ვიდრე გაჯავრება, და მალევე უკან
მიაშურა, მარიაფელსს.
იქ მან იგრძნო ის მეტად კეთილსასურველი, დამაიმედებელი და-
მოკიდებულება, რასაც ზუსტად შემოსაზღვრული დავალება იძლევა,
ამის გარდა, ეს დავალება იყო მნიშვნელოვანი და საპატიო, და თან-
ხვდებოდა მივლინებულის საკუთარ სურვილსაც: რამდენადაც კი შე-
საძლებელი იყო, პატერ იაკობუსს დაკავშირებოდა და მასთან სრული
მეგობრობა შემდგარიყო. ეს ახალი მისია, აქ დაწესებულებაში, სერიო-
ზულად რომ იქნა მიღებული და იგი თავად რანგში რომ ამაღლდა, და-
არწმუნა იგი მონასტრის მაღალი თანამდებობის პირთა, განსაკუთრე-
ბით კი, აბატის რამდენადმე შეცვლილმა თავდაჭერამ; იგი არანაკ-
ლებ მეგობრული იყო, მაგრამ საგრძნობლად უფრო მოწიწებული, ვიდ-
რე წინა პერიოდში. იოზეფი ახლა აღარ იყო ახალგაზრდა სტუმარი
რანგის გარეშე, ვისაც მისი წარმოშობის გამო და მისი პიროვნების შე-
საბამისად ექცეოდნენ, კეთილგანწყობიდან გამომდინარე, იგი ახლა
უფრო მეტი პატივისცემით, როგორც კასტალიის მაღალი მოხელე, ისე
მიიღეს და ისე ეპყრობოდნენ, როგორც სრულუფლებიან ელჩს. იგი ამ

195
საქმეებში აღარ იყო ბრმად ჩართული, არამედ აქედან დასკვნები გა-
მოჰქონდა.
სხვათა შორის, მას არ შეეძლო, რამე ცვლილება აღმოეჩინა პატერ
იაკობუსის საქციელში: მეგობრობითა და სიხარულით მიესალმა პატე-
რი და ისე, რომ კნეხტის მინიშნებას ან თხოვნას არ დალოდებია, შეახ-
სენა შეთანხმებული საერთო სამუშაო, რამაც კნეხტი ღრმად შეძრა.
მისმა სამუშაო გეგმამ და დღის წესრიგმა უკვე არსებითად სხვა სახე
მიიღო, ვიდრე შვებულების წინ. სამუშაო გეგმასა და ვალდებულებათა
სიაში ამჯერად რიოში მარგალიტებით თამაშის კურსს დიდი ხანია უკ-
ვე პირველი ადგილი აღარ ეჭირა, და მუსიკის არქივში მის მეცადინეო-
ბებსა და, აგრეთვე, კოლეგიალურ თანამშრომლობაზე ორგანისტთან
ხომ, საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტი იყო. პირველ ადგილზე იდგა ახ-
ლა პატერ იაკობუსთან მეცადინეობა, იმავდროულად, მეცადინეობა
რიოში მარგალიტებით თამაშის მეცნიერების რამდენიმე საგანშიც,
რადგან პატერს მიჰყავდა ლექციების შესავალი თავისი პრივილეგი-
რებული მოწაფისათვის არა მარტო ბენედიქტინელთა ორდენის წინა
და ადრეულ ისტორიაში, არამედ ადრეული შუასაუკუნეების ისტორიის
წყაროთმცოდნეობაშიც, და გარდა ამისა, კითხულობდა განსაკუთრე-
ბულ გაკვეთილზე, მასთან ერთად, უძველესი ტექსტიდან ერთ-ერთ უძ-
ველეს ჟამთააღმწერელს დედანში. პატერს მოსწონდა, კნეხტმა ბევ-
რჯერ რომ სთხოვა, ახალგაზრდა ანტონიც დაეშვა მონაწილეობის მი-
საღებად, და მას არ უძნელდებოდა, იოზეფი იმაში დაერწმუნებინა,
რომ კარგად განწყობილი მესამე პირი ამგვარ კერძო მეცადინეობას
ამაღლებულადაც მოისმენდა, და ასე გახდა ანტონი მატიანის კითხვი-
სას მიწვეული მონაწილე და ამით იგი მეტად ბედნიერად გრძნობდა
თავს, ვინც არაფერს ფიქრობდა წინასწარ კნეხტის შუამავლობაზე. ეჭ-
ვგარეშეა, ეს საათები ახალგაზრდა ძმისათვის, ვისი ცხოვრების შესა-
ხებ შემდგომისათვის ჩვენ აღარაფერი მოგვიპოვებია, გამორჩეული
რამ იყო, უმაღლესი სახის ტკბობა და გამოღვიძება; არსებობდა ორი
სპეტაკი სული და მისი დროის ყველაზე ორიგინალური მოაზროვნე
ადამიანი, რომელთა მუშაობასა და ცოდნის გაცვლაში მას ნება ჰქონ-
და, მონაწილეობაც მიეღო, როგორც მსმენელსა და ახალგაზრდა მიწ-

196
ვეულს. კნეხტის მიერ პატერისათვის სამაგიერო სამსახურის გაწევა
გამოიხატებოდა ეპიგრაფიკასა და წყაროთმცოდნეობაში სისტემა-
ტიურად ჩატარებული ლექციების შემდეგ მისთვის კასტალიის ისტო-
რიისა და სტრუქტურის, აგრეთვე, რიოში მარგალიტებით თამაშის წამ-
ყვანი იდეების გაცნობაში, სადაც მოსწავლე მასწავლებლად გადაიქ-
ცეოდა, პატივცემული მასწავლებელი კი – ყურადღებიან მსმენელად.
კნეხტის ჩანაწერები სავსეა სახასიათო, მდგომარეობის შესაბამისად,
იმ წუთში ჩანიშნული მაგალითებით, რომელთაგანაც ერთს მოვიყ-
ვანთ.
პატერი: „თქვენ დიდი სწავლულები და ესთეტიკოსები ხართ, კას-
ტალიელები, თქვენ ერთ რომელიმე ძველ ლექსში ხმოვნებს ზომავთ
და მის ფორმულას რომელიმე პლანეტის ორბიტას შეუსაბამებთ. ეს
აღმაფრთოვანებელია, მაგრამ ეს თამაშია. თამაში ხომ თქვენი უმაღ-
ლესი საიდუმლოება და სიმბოლოა, რიოში მარგალიტებით თამაში
მეც მინდა ვცნო, რამეთუ თქვენ მცდელობას არ იშურებთ, რათა ეს
მშვენიერი თამაში, როგორღაც საიდუმლოებამდე აამაღლოთ, ანდა
ყველაზე უფრო ნაკლებ სულის აღშენების საშუალებად აქციოთ. მაგ-
რამ საიდუმლოებანი ასეთ გარჯა-წვალებათაგან არ იშვის, თამაში
თამაშად რჩება“.
იოზეფ: „თქვენ ფიქრობთ, პატერ, ჩვენ თეოლოგიის საფუძველი
გვაკლია?“
პატერი: „აჰ, თეოლოგიაზე ჩვენ სულაც არ გვსურს ლაპარაკი, ამი-
საგან თქვენ ჯერ ძალიან შორს ხართ. თქვენ უფრო უბრალო საფუძ-
ვლით ისარგებლებდით, მაგალითად, ანთროპოლოგიით, ადამიანის
შესახებ ნამდვილი სწავლებითა და ნამდვილი ცოდნით. თქვენ მას არ
იცნობთ, ადამიანს, არც მის ცხოველურობას და არც მის ღვთის ხატო-
ბას. თქვენ მხოლოდ კასტალიელს იცნობთ, რაღაც სპეციალობას, რა-
ღაც კასტას, რაღაც განცალკევებული აღზრდის მცდელობას“.
კნეხტისათვის ხომ არაჩვეულებრივი იყო ეს ბედნიერი შემთხვევა,
იგი პატერს თავისი დავალებისთვის კასტალიის მხარეს გადმოიბი-
რებდა და ორთა კავშირის, მათი დაამხანაგების საჭიროებაში დაარ-
წმუნებდა, რისთვისაც ამ საათებში მის წინაშე ყველაზე უფრო ხელსაყ-

197
რელი და ფართო ჰორიზონტი გამოჩნდა. ამით მას მიეცა შესაძლებ-
ლობა, რაც მაინც სასურველსა და მოფიქრებულს ჰგავდა, რომ უკვე მა-
ლევე ეგრძნო სინდისის ქენჯნა, რამეთუ ეს ყველაფერი სამარცხვინოდ
და უღირსად ჩანდა, თუ როგორ იჯდა მის პირისპირ ნდობით აღსავსე
და თავისი საქმით გატაცებული პატივცემული კაცი, ანდა მასთან ერ-
თად დახურულ გალერეაში ზევით-ქვევით რომ დასეირნობდა, და იმ
დროს კი იგი საიდუმლო პოლიტიკური განზრახვებისა და საქმეების
ობიექტსა და მიზანს წარმოადგენდა. კნეხტს ეს მდგომარეობა დიდ-
ხანს მდუმარედ აღარ შეეძლო აეტანა და მოიფიქრა, მხოლოდ ფორმა
მიეცა თავისი ნიღბის ჩამოსახსნელად, როცა მოხუცმა, მისდა მო-
ულოდნელად, მას თავად დაასწრო:
„საყვარელო მეგობარო, – მიმართა ერთ დღეს, – ჩვენ აქ, მარ-
თლაც, ფრიად სასიამოვნოსა და, ვიმედოვნებ, ნაყოფიერ სახეს მივა-
გენით აზრთა გაცვლა-გამოცვლაში. რაც მთელი ჩემი ცხოვრების მან-
ძილზე უსაყვარლესი იყო, – სწავლა და სწავლება, ჩვენს ერთიან სამუ-
შაო საათებში ახლა მშვენივრად შეერთდა, და ეს ჩემთვის ნამდვი-
ლად დროულია, რადგან მოხუცებულობაში შევდივარ და სრულებით
არ მსურდა, მომეფიქრებინა იმაზე უმჯობესი რამ განკურნებისა და გა-
ახალგაზრდავებისათვის, რაც ჩვენმა საუბრებმა მოიტანა. ანუ, რაც მე
შემეხება, მე ჩვენს შეხვედრებში მომგებიან მდგომარეობაში ვიმყოფე-
ბი. მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენც, მეგობარო, და კერ-
ძოდ კი, რომ იმ ხალხმა, რომელთა წარმოგზავნილიც თქვენ ხართ და
რომელთა სამსახურშიც თქვენ იმყოფებით, ამ საქმეში ასე ბევრი რამ
მოიპოვა, როგორც ისინი იმედოვნებენ. მე მინდა, რომ არ იყოს მოგვია-
ნებით იმედგაცრუებები და, გარდა ამისა, ჩვენ ორს შორის გაურკვევე-
ლი ურთიერთობა თავიდან ავიცილო, ამიტომაც დიდი გამოცდილების
მქონე ადამიანს ნება მიბოძეთ, რომ ერთი შეკითხვა დაგისვათ თქვენი
ჩვენს მონასტერში გაჩერების თაობაზე, რაც ჩემთვის სასიამოვნოა,
ცხადია, და რაზედაც ხშირად გამჩენია აზრები. ამ ცოტა ხნის წინათ,
თქვენ ხელახალ გამოჩენამდე კი ვფიქრობდი, დამედგინა, რომ აზრი
და მიზანი თქვენი აქ ყოფნისა თქვენთვისაც ბოლომდე გარკვეული არ
არის. სწორედ მივხვდი?“

198
და როცა კნეხტმა დაუდასტურა, გააგრძელა: „კარგი, იმ შვებულე-
ბიდან თქვენი დაბრუნების შემდეგ ეს შეიცვალა. თქვენ აღარ ფიქ-
რობთ და აღარ ზრუნავთ თქვენი აქ ყოფნის მიზანზე, თქვენ ამის შესა-
ხებ უკვე იცით რაღაც. მართალია? კარგი. ესე იგი, მე არ შემშლია. სა-
ვარაუდოდ, არც მცდარად გამომიცვნია. თქვენ დიპლომატიური დავა-
ლება გაქვთ. და ეს არც ჩვენს მონასტერს შეეხება, არც ჩვენს აბატს, ეს
მე მეხება. თქვენ ხედავთ, თქვენი საიდუმლოებიდან სრულებით აღა-
რაფერი არ რჩება მდგომარეობის ბოლომდე გასარკვევად, მე ბოლო
ნაბიჯს გადავდგამ და გირჩევთ, დარჩენილი რაც არის, ბოლომდე გა-
მიმხილოთ. ანუ, რას გვაუწყებს თქვენი დავალება?“
კნეხტი წამოხტა და გაოცებული დადგა მის წინაშე; დარცხვენილმა
თითქმის მიახალა სათქმელი: „თქვენ მართალი ხართ, ვიდრე თქვენ
ამას შემიმსუბუქებთ, მრცხვენია კიდეც, რომ თქვენ დამასწარით. ცოტა
ხანია, რაც მეც გადავწყვიტე, თუ როგორ მიმეცა ჩვენი ურთიერთობის-
თვის გარკვეულობა, რაც თქვენ ასე სწრაფად ჩამოაყალიბეთ. ბედნიე-
რება მხოლოდ ის არის, რომ ჩემი თხოვნა თქვენგან სწავლებასა და
ჩვენს შეთანხმებაზე შესავალი კურსის გამო თქვენს მეცნიერებაში ჩე-
მი შვებულების წინა დროს ემთხვევა, თორემ, ცხადია, ისეთი შეხედუ-
ლება იქმნება, თითქოს ეს ყველაფერი ჩემი დიპლომატია იყოს და ჩვე-
ნი მეცადინეობები მხოლოდ საბაბი!“
მეგობრულად დააწყნარა იგი მოხუცმა: „მე არაფერი მსურდა, გარ-
და იმისა, რაც ორივესათვის ურთიერთდახმარების საქმეში წინგადად-
გმული ნაბიჯი არ იქნებოდა. თქვენი განზრახვების სისუფთავეში დარ-
წმუნება საჭირო არ არის. როცა თქვენზე წინ წავედი და არაფერი სხვა
არ მითქვამს, გარდა იმისა, რაც თქვენც გსურდათ, მაშინ ყველაფერი
რიგზეა“. კნეხტის დავალების შინაარსი, რაც პატერმა ამცნო, ამგვარი
იყო. იგი ფიქრობდა: „თქვენი ბატონები კასტალიაში, სწორედ რომ, გე-
ნიალურები არიან, მაგრამ მაინც მეტად სასიამოვნო დიპლომატები,
და მათ ბედიც სწყალობთ. თქვენს დავალებას მთელი სიდინჯით გა-
დავხედავ და ჩემი გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმაზე იქნება დამო-
კიდებული, რამდენად მოგიხერხდებათ, რომ მე თქვენს კასტალიურ
გარემოცვასა და იდეურ სამყაროში შემიყვანოთ და მონაწილეობაც,

199
შესაბამისად, მიმაღებინოთ. დავიტოვოთ დრო ამისათვის“. და როცა
მან კნეხტი ისევ დარცხვენილი დაინახა, მაგრად გაეცინა და თავისი
აზრი კიდევ გამოთქვა: „თუ თქვენ გსურთ, შეგიძლიათ ჩემი მოქმედება
ერთგვარ ლექციასავით აღიქვათ. ჩვენ ვართ ორი დიპლომატი, რო-
მელთა ერთად ყოფნა მუდმივი ბრძოლაა, მაშინაც კი, როცა მას მეგობ-
რული ფორმები გააჩნია. ჩვენს ბრძოლაში, ამჯერად მე ვარ წაგებული,
მოქმედების კანონი მე დამისხლტა, თქვენ მეტი იცოდით ჩემზე. ახლა
ეს გათანაბრდა. მეფის სვლას დაფაზე ბედი ეწია, ანუ, სწორი აღმოჩ-
ნდა“.
კნეხტს მომგებიანად და მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ პატერი
კასტალიური უწყების შეხედულებების სასარგებლოდ მოვიპოვეო, ასე-
ვე, კიდევ უფრო მეტადაც, ის, რომ შესაძლებელი იყო მასთან სწავლა
და თავის მხრივაც, სწავლული და ძლიერი კაცისათვის იგი საიმედო
წინამძღოლობას გასწევდა კასტალიურ სამყაროში. მრავალი რამის
გამო ისე მოხდა, რომ კნეხტისადმი ზოგიერთ თავის მეგობარსა და მო-
წაფეში შური აღიძრა. ასეა ხოლმე, გამორჩეული ადამიანები არა მარ-
ტო თავიანთი შინაგანი სიდიდისა და ენერგიის გამო, მათი მოჩვენები-
თი ბედნიერების გამო, მათი ვითომდა უპირატესობის გამოც, თავიან-
თი ბედით იწვევენ ხოლმე შურს სხვა ადამიანებში; უფრო პატარა დიდ-
ში ხედავს იმას, რის დანახვაც ზუსტად შეუძლია, და იოზეფ კნეხტის
ცხოვრების გზა და აღმასვლა, მართლაც, ყოველი დამკვირვებლისათ-
ვის, რაღაც უჩვეულოდ ბრწყინვალე, სწრაფი, მოჩვენებითად უჭირვე-
ლი ჩანს; შესაძლოა ამისი თქმა: მას ბედი სწყალობდა. „ჩვენ არ
გვსურს ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ავხსნათ, ეს „ბედნიერება“ რა-
ციონალურია თუ მორალური, იყოს თუნდაც როგორც გარეგნულ გარე-
მოებათა მიზეზობრივი შედეგი, იყოს თუნდაც მისი განსაკუთრებული
სათნოების ერთგვარი ჯილდო. ბედნიერებას საქმე არც გონებასთან
და არც მორალთან არ აქვს, ის თავისი არსით მაგიურის, ადრეული
ახალგაზრდული კაცობრიობის საფეხურის კუთვნილებაა. ნაივური
ბედნიერი, ვინც ფერიების მიერაა დაჯილდოებული, ღმერთების მი-
ერაა განებივრებული, არ არის რაციონალური დაკვირვების საგანი და
ამით არც ბიოგრაფიიდან გამომდინარე არის სიმბოლო და პიროვნუ-

200
ლისა და ისტორიულის მიღმა დგას. მაინც არიან გამორჩეული ადამია-
ნები, რომელთა ცხოვრებიდანაც „ბედნიერებას“ ვერ ამოვაგდებთ,
მაგრამ ეს მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი და მათი შესაბა-
მისი დავალება, ფაქტობრივად ისტორიულად და ბიოგრაფიულად ერ-
თმანეთს პოვებენ, ერთმანეთს თანხვდებიან, რომ ისინი არც ადრე და
არც გვიან არ დაბადებულან; და ჩანს, რომ კნეხტი მათ მიეკუთვნება.
მისი ცხოვრება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, არც მეტი, არც ნაკლები,
თითქოსდა მას ყველა სასურველი რამ თავისთავად კალთით დაებერ-
ტყა. ჩვენ არ გვინდა ამ ასპექტის უარყოფა და დავიწყება, ჩვენ შეგვეძ-
ლო, გონების შესაბამისად, მხოლოდ ბიოგრაფიული მეთოდის საშუა-
ლებით განგვეხილა, რაც ჩვენეული არ არის და სასურველი და ნება-
დართული არც კასტალიაშია, ასე ვთქვათ, უსაზღვრო დაკვირვებით,
კერძოდ იმაზე, რაც ყველაზე მეტად პიროვნულია, და ეხება ნიშანდობ-
ლივ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას, ცხოვრების შეგრძნების
რყევებსა და შემობრუნებებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი
ბიოგრაფია მის „ბედნიერებასა“ და ტანჯვას შორის სრულ წონასწო-
რობას გამოავლენდა და მაინც მოგვცემდა მისი პიროვნებისა და
ცხოვრების დამახინჯებულ სურათს.
საკმარისია გადახვევა. ჩვენ ვლაპარაკობდით იმის თაობაზე, რომ
კნეხტი მრავალთაგან, ვინც მას იცნობდა თუ მასზე მხოლოდ სმენოდა,
შესაშური შეიქნა. მაგრამ მის ცხოვრებაში ამ პატარა ადამიანებისათ-
ვის არაფერი არის ისე შესაშური, როგორც მისი კავშირი ბენედიქტი-
ნელთა მოხუც პატერთან, რაც ერთდროულად მოწაფეობა და მასწავ-
ლებლობა გახლდათ, როცა იგი იღებდა და გასცემდა, მისგან დაპყრო-
ბილი იყო და მასვე იპყრობდა, მასთან მეგობრობდა და, იმავდროს,
შინაგანი სამუშაო ერთიანობაც ჰქონდა. თავად კნეხტზე ზემოქმედება-
თაგან არც ერთი გრძნობა არ ყოფილა მისთვის ასეთი ბედნიერების
მომტანი, ბამბუკის ტყის უფროსი ძმის შემდეგ, ერთდროულად არც
ერთს არ გამოურჩევია იგი და არ შეურცხვენია, არ დაუჯილდოებია და
არ დაუთრგუნია ისე, როგორც ამას. მისი გვიანდელი წარმატებული
მოწაფეებიდან ერთიც არ იქნებოდა ისეთი, ვინც არ დაამოწმებდა, თუ
იგი რა ხშირად, სასიამოვნოდ და სიხარულით აღსავსე ლაპარაკობდა

201
ხოლმე პატერ იაკობუსზე. მისგან კნეხტმა ისწავლა რაღაც, რასაც ის
მაშინდელ კასტალიაში ძლივს თუ შეძლებდა, ჩასწვდომოდა; მან არა
მხოლოდ სამეცნიერო-ისტორიული კვლევის მეთოდებისა და საშუა-
ლებათა ზოგადი სურათი და მათი გამოყენების პირველი გამოცდილე-
ბა მიიღო, არამედ უფრო შორს წავიდა და განიცადა ისტორია არა რო-
გორც ცოდნის სფერო, არამედ როგორც სინამდვილე, როგორც ცხოვ-
რება, და ეს ნიშნავს, შესაბამისად, საკუთარი პიროვნული ცხოვრების
შეცვლასა და აღმასვლას და ისტორიად გადაქცევას. ის ამას მარტო
სწავლულისაგან ვერ ისწავლიდა. იაკობუსი, ყოველგვარი სწავლულო-
ბის გარდა, იყო არა მარტო მჭვრეტელი და ბრძენი, არამედ ამ ყვე-
ლაფრის მეტად განმცდელი და თანამქმნელი, მას ჰქონდა ადგილი,
სადაც იგი ბედმა დააყენა, და ეს იქნა არა იმისათვის გამოყენებული,
რათა ყოფიერების დაკვირვების სიმყუდროვეში გამთბარიყო, არამედ
თავის ოთახს მსოფლიოს ქარებს უღებდა და თავისი ეპოქის მრავალ
ჭირსა და წინათგრძნობას საკუთარ გულში უშვებდა, იგი თავისი დრო-
ის მოვლენებთან თანამონაწილე, თანაბრალეული და თანაპასუხის-
მგებელი შეიქნა და ეს არა მხოლოდ დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლე-
ნების მიმოხილვით, მოწესრიგებითა ღა განმარტებებით ხდებოდა, და
ამას არა მარტო იდეებთან ჰქონდა საქმე, არამედ არანაკლებ მატე-
რიისა და ადამიანთა ჯიუტობასთანაც. იგი, თავის თანამშრომელ და
მოწინააღმდეგესთან, დიდი ხნის წინ უკვე გარდაცვლილ ერთ იეზუიტ-
თან ერთად, დიპლომატიური და მორალური ძალმოსილების ნამ-
დვილ დამაარსებლად და მაღალი პოლიტიკური შეხედულების და-
მამკვიდრებლად იქცა, რაც რომის ეკლესიამ იმედის გაცრუებისა და
დიდი შეჭირვების პერიოდის შემდეგ კვლავ მოიპოვა.
თუმცა კი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საუბრებში თანა-
მედროვე პოლიტიკას თითქმის არ ეხებოდნენ – არა მხოლოდ პატერის
უნარის გამო რომ გაჩუმებულიყო და თავი შეეკავებინა, არამედ არა-
ნაკლებად უმცროსის შიშითაც, რომ ჩათრეული არ ყოფილიყო დიპ-
ლომატიურ და პოლიტიკურ საქმეებში ბენედიქტინელის პოლიტიკური
პოზიცია და საქმიანობა იმდენად განმსჭვალავდა მსოფლიო ისტორი-
ის მისეულ გადმოცემას, რომ მის თითოეულ აზრში, მსოფლიო დავიდა-

202
რაბათა უთავბოლობასთან თითოეულ მის შეხებაში მოჩანდა პრაქტი-
კული პოლიტიკოსიც, არა პატივმოყვარე, არა, მართლაცდა, ინტრიგა-
ნი პოლიტიკოსი, არა რეგენტი და ბელადი, არც კარიერისტი, არამედ
მრჩეველი და შუამავალი, კაცი, რომლის აქტიურობაც შერბილებული
იყო სიბრძნით, ხოლო მიზანსწრაფულობა კი – ადამიანური ბუნების
არასრულყოფილებისა და სიმძიმის ღრმა გაგებით; კაცი, რომელსაც
მისმა დიდებამ, მისმა გამოცდილებამ, ადამიანთა და გარემოებათა
მისეულმა ცოდნამ და მისმა თავგანწირულობამ და პირადმა უმწიკ-
ვლოებამ არცთუ მცირე ძალაუფლება მისცა. ყოველივე ამის შესახებ
კნეხტმა, არაფერი იცოდა, როცა პირველად მოვიდა მარიაფელსში,
მისთვის პატერის სახელიც კი მაშინ სრულიად უცნობი იყო. კასტალიის
მცხოვრებთა უმეტესობა ცხოვრობდა პოლიტიკურ უბიწოებასა და უცო-
დინრობაში, რაც სწავლულთა ფენისთვის ადრეულ ეპოქებშიც იშვია-
თი არ ყოფილა; აქტიური პოლიტიკური უფლება-მოვალეობანი მათ არ
გააჩნდათ, გაზეთებს იშვიათად თუ ნახულობდნენ; და თუ ეს საშუალო
კასტალიელის მდგომარეობას და ჩვეულებას წარმოადგენდა, მაშინ
თანამედროვეობის, პოლიტიკის, გაზეთის შიში უფრო დიდი იქნებოდა
რიოში მარგალიტებით მოთამაშეებში, რომლებიც საკუთარ თავს ნამ-
დვილ ელიტად და პროვინციის ნაღებად მიიჩნევდნენ, და ძალზე ზრუ-
ნავდნენ იმისთვის, რათა თავიანთი სწავლულ-არტისტული ყოფის ნა-
ზი და ამაღლებული ატმოსფერო არ დაემძიმებინათ. მონასტერში თა-
ვისი პირველი გამოჩენისას კნეხტი დიპლომატიური დავალების მატა-
რებელი კი არ იყო, არამედ მხოლოდ რიოში მარგალიტებით თამაშის
მასწავლებელად ჩამოვიდა და მას პოლიტიკური სახის სხვა ცოდნა არ
გააჩნდა, გარდა იმისა, რაც Monsieur დიუბუამ რამდენიმე კვირაში შეს-
ძინა. დღეს კი, მაშინდელთან შედარებით, იგი მეტად ბევრის მცოდნე
გახლდათ, მაგრამ ვალდცელელის თანამედროვე პოლიტიკით დასაქ-
მების საწინააღმდეგო სურვილისაგან თავი ვერ დაეხსნა. თუ მან, პო-
ლიტიკური თვალსაზრისით, პატერ იაკობუსთან ურთიერთობაში მრა-
ვალგზის გამოიღვიძა და აღზრდაც მიიღო, ეს ასე მოხდა არა იმიტომ,
რომ კნეხტმა ამის საჭიროება იგრძნო და ისტორიის დიდი წყურვილი

203
კლავდა, არამედ ეს მოხდა იმიტომ, რომ ამას თავს ვერ აარიდებდა და
ეს მისთვის მოულოდნელიც იყო.
თავისი არსენალის შესავსებად და საპატიო დავალების შესასრუ-
ლებლად, რომელიც მდგომარეობდა მოწაფე პატერისათვის de rebus
castaliensibus 26 თემაზე ლექციების წაკითხვაში, კნეხტმა ვალდცელი-
დან – ჩამოიტანა ლიტერატურა პროვინციის წყობილებისა და ისტორი-
ის შესახებ, ელიტური სკოლების სისტემისა და რიოში მარგალიტებით
თამაშის ჩამოყალიბების შესახებ. ამ წიგნებიდან რამდენიმე თვალით
აღარც კი უნახავს, მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ პლინიო დეზინიო-
რისთან ბრძოლის დროს უწევდა სამსახურს. სხვა წიგნები კი, რომლე-
ბიც მაშინ ჯერ კიდევ უნდა დაემალათ მისთვის, რადგან ისინი. სპეცია-
ლურად იყო შექმნილი კასტალიის მოხელეთათვის, პირველად ახლა-
ღა წაიკითხა. აი, რატომ გამოვიდა კიდეც სწორედ იმ დროს, როცა მისი
მეცადინეობების სფეროები ასე გაფართოვდა, რომ იგი იძულებული
შეიქნა, გადაეხედა საკუთარი სულიერი და ისტორიული ბაზისთვის,
გაეაზრებინა და განემტკიცებინა. მისი მცდელობის. დროს, – პატერი-
სათვის ორდენისა და კასტალიური სისტემის არსი, შეძლებისდაგვა-
რად, უბრალოდ და გასაგებად დაეხატა, – იგი მაშინვე წააწყდა, გა-
ნათლების მხრივ უსუსტეს ადგილს, როგორც თავის საკუთარს, ასევე
მთელი კასტალიისას; აღმოჩნდა, რომ ის მსოფლიო-ისტორიული გა-
რემოებანი, რომლებმაც ოდესღაც შესაძლებელი გახადა და გამოიწ-
ვია ორდენის წარმოშობა, მას შეუძლია წარმოიდგინოს მხოლოდ სქე-
მატური და მკრთალი სურათის სახით, რომელსაც თვალსაჩინოება და
ჩამოყალიბება აკლია. საქმე ისე წარიმართა, რადგან პატერი არანაი-
რად პასიური მოწაფე არ ყოფილა, რომ მაღალი დონის თანამშრომ-
ლობა შედგა ძალზე ცოცხალი აზრთა გაცვლა-გამოცვლით: იმ დროს,
როცა იგი თავისი კასტალიური ორდენის ისტორიის გადმოცემას ცდი-
ლობდა, იაკობუსი ეხმარებოდა ამ ისტორიის ზოგიერთი თვალსაზრი-
სის სწორად დანახვასა და განცდაში და მისი ფესვების დაძებნაში.
ჩვენ დავინახავთ, თუ ამ ინტენსიურ საუბრებს, რომლებიც, პატერის

26
კასტალიურ საქმეთა შესახებ (ლათ.)
204
ტემპერამენტის გამო, არცთუ იშვიათად მძაფრ დისკუსიამდეც მიდი-
ოდა, მათში გამოთქმულ ზეაწეულ სხვადასხვა შეხედულებებს წლების
შემდეგაც კვლავ როგორ გამოაქვთ ნაყოფი და კნეხტის ცხოვრებაში
ბოლომდე როგორ მოქმედებენ, როგორი ყურადღებით მიჰყვებოდა პა-
ტერი კნეხტის გადმოცემებს და რამდენად ეცნობოდა და აღიარებდა
ამით კასტალიას, დღევანდლამდე არსებული, კეთილსასურველი ნე-
იტრალიტეტითა და სწავლათა შესაძლებელი გაცვლა-გამოცვლით
დაწყებული და დროდადრო ნამდვილ თანამშრომლობამდე და თანა-
მოკავშირეობამდე მიყვანილი ურთიერთთანხმობა რომსა და კასტა-
ლიას შორის ამ ორ კაცს უნდა უმადლოდეს, ის კი არადა, რიოში მარ-
გალიტებით თამაშის თეორიას რომ გასცნობოდა, ამ მისთვის აქამდე
მხოლოდ მოსმენილ, ნათქვამით ნაცნობ და ნაკლებ სიმპათიურ სამყა-
როში შეჭრილიყო; იგი, როგორც თავისი სიძლიერით, ასევე მოხერხე-
ბულობით, თამაშის ძირისძირობამდე მივიდა, და თუმცა კი რიოში
მარგალიტებით მოთამაშე არ გამხდარა, ასაკის მიუხედავად, მაგრამ
იგი მაინც მოიპოვეს თამაშისა და ორდენის სულიერმა ადამიანებმა
კასტალიის გარეთ, როგორც ერთი სერიოზული და ძვირფასი მეგობა-
რი უფრო, ვიდრე დიდი ბენედიქტინელი.
ხანდახან დღისით, როცა კნეხტი სამუშაო დროის შემდეგ დაემშვი-
დობებოდა ხოლმე, პატერი მას გააგებინებდა, რომ საღამოს სახლში
დაელოდებოდა; ლექციებს – გადაღლა და დისკუსიებს დაძაბულობა
მოჰყვებოდა, მაგრამ დგებოდა მშვიდი საათებიც, როცა იოზეფი ხში-
რად თავის კლავიკორდსა თუ ვიოლინოსაც მოიტანდა ხოლმე, მერე
დაჯდებოდა მოხუცი პიანინოსთან სანთლის ფერმკრთალ შუქზე, რომ-
ლის ტკბილი ცვილის სურნელი პატარა ოთახს ავსებდა, და ქორელის,
სკარლატის, ტელემანისა თუ ბახის მუსიკას ხან მონაცვლეობით, ხანაც
ერთად დაუკრავდნენ. მოხუცი ადრე მიდიოდა დასაძინებლად, – როცა
კნეხტი, მცირე მუსიკალური საღამოს შთაბეჭდილებით გამხნევებული,
თავის სამუშაო დროს, რეჟიმით ნებადართულ საზღვრებში, ღამემდე
აგრძელებდა.
თავისი სწავლისა და პატერის სწავლების, მონასტერში როგორღაც
გაგრძელებული თამაშის კურსისა და ხანდახან აბატ გერვასიუსთან

205
ჩატარებული ჩინური კოლოქვიუმის გარდა, იმ დროისათვის კნეხტი კი-
დევ ერთი, მართლაც, მრავლისმომცველი სამუშაოთი იყო დაკავებუ-
ლი; ის მონაწილეობას ღებულობდა ვალდცელის ელიტის ყოველწლი-
ურ შეჯიბრში, რაც უკანასკნელ ხანებში ორჯერ ჰქონდა გამოტოვებუ-
ლი, ამ კონკურსისათვის სამი-ოთხი წინასწარ დაწერილი მთავარი თე-
მის საფუძველზე რიოში მარგალიტებით თამაშის ესკიზები უნდა შემუ-
შავებულიყო, ღირებულად თვლიდნენ და წარადგენდნენ თემათა
ახალ, გაბედულ, და ორიგინალურ შეხამებებს, შესრულებულს უმაღ-
ლესი ფორმალური სისუფთავითა და კალიგრაფიულობით, ამ ერთა-
დერთი საბაბით დაშვებული იყო კონკურენტების მიერ კანონისთვის
გვერდის ავლა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფლება ჰქონდათ, ახალი, ოფი-
ციალურ კოდექსსა და იეროგლიფთა საგანძურში ჯერ კიდევ მიუღებე-
ლი შიფრებით ესარგებლათ. ამით ეს შეჯიბრი, საჯარო გამორჩეული
თამაშის გვერდით, მოთამაშეთა სოფელში ამაღელვებელ მოვლენას
წარმოადგენდა; პერსპექტივებით მდიდარ კანდიდატთა კონკურენცია
თამაშის ახალი ნიშნებისთვის იმართებოდა, და ამ შეჯიბრში გამარ-
ჯვებულის უმაღლესი, იშვიათად მიღებული გამორჩეულობა არა მარ-
ტო იმაში მდგომარეობდა, რომ მისი თამაში, როგორც წლის საუკეთე-
სო საკანდიდატო თამაში, საზეიმო წარმოდგენამდე მიაღწევდა, არა-
მედ იმაშიც, რომ მის მიერ შემოთავაზებულ სიახლეს თამაშის გრამა-
ტიკული ენის საგანძურში აღიარებდნენ და თამაშის არქივსა და თამა-
შის ენაშიც მიიღებდნენ. ერთხელ იყო, დაახლოებით, ოცდაექვსი წლის
წინ, დიდი თომას ფონ დერ ტრავე, ახლანდელი მაგისტრი ლუდი, ვინც
ეს იშვიათი პატივი დაიმსახურა თავისი ახალი შემოკლებებით, ცხო-
ველთა წლიური ნიშნების – ზოდიაქოების ალქიმიური მნიშვნელობი-
სათვის; ასევე მაგისტრმა თომასმა მოგვიანებით ხელი შეუწყო ალქი-
მიის უფრო მეტად შეცნობასა და თამაშში საინტერესო საიდუმლო ენის
სახით მის ჩართვას. კნეხტმა ამჯერად უარი თქვა თამაშის ახალ მნიშ-
ვნელობათა გამოყენებაზე, რომლებსაც ის, ისევე როგორც თითქმის
ყოველი კანდიდატი, უკვე ამზადებდა; მან არც იმ შესაძლებლობით
ისარგებლა, რომ ეჩვენებინა თავისი მომხრეობა თამაშის ფსიქოლო-
გიური მეთოდისადმი, რაც მისთვის ბუნებრივი – იქნებოდა. მან ააგო

206
თამაში, მართალია, სტრუქტურისა და თემატიკის მიხედვით, თანა-
მედროვე და საკუთარი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, – გამჭვირვალე
და ნათელი, კლასიკური კომპოზიციით მკაცრად სიმეტრიული, მხო-
ლოდ ზომიერად ორნამენტირებული, ძველოსტატურად მოკრძალე-
ბულ ყაიდაზე. იქნებ ეს იყო ვალდცელისა და თამაშის არქივისაგან და-
შორება, რაც მას ამისთვის აიძულებდა; იქნებ ეს იყო ძალზე ბევრი ძა-
ლისა და დროის დათმობა ისტორიაში მეცადინეობებისადმი, იქნებ
იგი მეტ-ნაკლებად ცნობიერად მიჰყვებოდა სურვილს, რომ ისე მოეხ-
დინა თავისი თამაშის სტილიზაცია, როგორც ეს მისი მასწავლებლისა
და მეგობრის, პატერ იაკობუსის გემოვნებას უმეტესად შეესაბამებო-
და; ჩვენ ეს არ ვიცით.
ჩვენ გამოვიყენეთ გამოთქმა „თამაშის ფსიქოლოგიური მეთოდი,
რაც, ალბათ, ყოველი ჩვენი მკითხველისათვის ნათლად გასაგები არ
იქნება; კნეხტის დროს კი ხშირად ისმენდნენ ამ სხარტ გამოთქმას.
ყველა დროში, ალბათ, რიოში მარგალიტებით თამაშის განდობილთა
შორისაც არსებობდა მიმდინარეობები, მოდები, მიდიოდა ბრძოლები,
იცვლებოდა შეხედულებები და განმარტებები, რაზედაც კამათი და
დისკუსია მიდიოდა. განასხვავებდნენ თამაშის ორ ტიპს, ფორმალურ-
სა და ფსიქოლოგიურს, და ჩვენ ვიცით, რომ კნეხტი, ისევე როგორც ტე-
გულარიუსი, ფსიქოლოგიურის მხარდამჭერებსა და მფარველებს მი-
ეკუთვნებოდა, მხოლოდ კნეხტი, ჩვეულებრივ, ამჯობინებდა, ელაპა-
რაკა არა „თამაშის ფსიქოლოგიურ ხერხზე“, არამედ „პედაგოგიურზე“.
ფორმალური თამაში მიისწრაფვოდა იქითკენ, რომ ყოველი თამაშის
არსებითი, ესე იგი, მათემატიკური, ენობრივი, მუსიკალური და ასე შემ-
დეგ შინაარსებისგან, შეძლებისდაგვარად, მჭიდრო, მთლიანი, ფორ-
მალურად სრულყოფილი ერთიანობა და ჰარმონია შეექმნა. ფსიქო-
ლოგიური თამაში, პირიქით, ეძებდა ერთიანობასა და ჰარმონიას, კოს-
მოსურ სიმწყობრესა და სრულქმნილებას არა ისე ძალიან შინაარსთა
არჩევაში, განთავსებაში, შეჯვარებაში, შეერთებასა და დაპირისპირე-
ბაში, არამედ, უფრო მეტად, თამაშის ყოველი ეტაპის შემდეგ მიმყოლ
მედიტაციაში, რასაც, ძირითადად, ეყრდნობოდნენ. ასეთი ფსიქოლო-
გიური თუ, როგორც კნეხტი უფრო სიამოვნებით ამბობდა, პედაგოგიუ-

207
რი თამაში, არა გარედან მიმართულ შეხედულებას სთავაზობდა
სრულქმნილებაზე, არამედ ხელმძღვანელობდა მოთამაშის შედეგის
საშუალებით, – თავისი წინდაწინ დაწერილი სუსტი მედიტაციებით,
სრულქმნილისა და ღვთაებრივის განსაცდელად. „თამაში, როგორც მე
ვფიქრობ, – სწერდა კნეხტი ერთხელ მოხუც მუსიკის მაგისტრს, – მედი-
ტაციათა დამთავრების შემდეგ მოთამაშეს თავის თავში ისე ჩაკეტავს,
როგორც ბურთულის ზედაპირი შემოსაზღვრავს მის შუა წერტილს, და
მას იმ გრძნობით ტოვებს, რომ მან შემთხვევითი და ქაოსური სამყარო-
დან რაღაც მთლიანად სიმეტრიული და ჰარმონიული სამყარო გამოყო
და საკუთარ თავში მოიქცია“.
ის თამაში, რომელიც კნეხტმა დიდ კონკურსში წარადგინა, აგებუ-
ლი იყო ფორმალურად და არა – ფსიქოლოგიურად. შესაძლებელია,
ამით მას სურდა, უფროსობისა და საკუთარი თავისთვისაც დაემტკიცე-
ბინა, რომ მას მარიაფელსში სტუმრობის მანძილზე, თავისი დიპლომა-
ტიური მისიის დროს, რიოში მარგალიტებით მოთამაშეში ოსტატობის,
ელასტიკურობის, ელეგანტურობისა და ვირტუოზულობის მხრივ, არა-
ფერი დაუკარგავს. თამაშის ესკიზის საბოლოო გაფორმება და სუფ-
თად გადაწერა, თავის მეგობარ ტეგულარიუსს მიანდო, ვინც, სხვათა
შორის, თვითონაც შეჯიბრის მონაწილეებს მიეკუთვნებოდა. მას შეეძ-
ლო, თავისი ფურცლები მეგობრისათვის თვითონ გადაეცა და რაიმე
კიდეც ეთქვა, რადგან იგი მის ესკიზსაც გადახედავდა, მაგრამ. მას მი-
ეცა საშუალება, რომ ფრიცი სამი დღით თავისთან მონასტერში მიეპა-
ტიჟებინა; მაგისტრმა თომასმა ეს უკვე ორჯერ მისდამი გაგზავნილი
თხოვნა პირველად შეუსრულა. ტეგულარიუსი, ასე ძალიან რომ უხარო-
და სტუმრობა და როგორც კასტალიის კუნძულზე მცხოვრებს, ასე დიდი
ცნობისმოყვარეობაც რომ გააჩნდა, მონასტერში მაინც თავს უკიდურე-
სად უსიამოვნოდ გრძნობდა, და ეს მგრძნობიარე კაცი ყველანაირი უჩ-
ვეულო შთაბეჭდილებებისგან თითქმის დაავადმყოფდა და ამ მეგობ-
რულ, მაგრამ უბრალო, ჯანმრთელ, ცოტა არ იყოს, უხეშ, ადამიანთა
შორის, არცერთს მისი აზრები, საზრუნავი და პრობლემები არ ადარ-
დებდა. „შენ აქ ისე ცხოვრობ, როგორც უცხო თანავარსკვლავედზე, –
უთხრა ერთხელ თავის მეგობარს, – და ვერ ვხვდები და ის მაოცებს,

208
რომ ეს უკვე სამი წელი გაგრძელდა. შენი პატერები მეტად ზრდილნი
არიან ჩემ მიმართ, მაგრამ მე აქ თავს ვგრძნობ ზედმეტად, გარიყუ-
ლად და ყველაფერზე უკან ვიხევ, აქ არაფერია ისეთი, მე რომ შემე-
ხოს, ვერაფერს ვერ იგებ თვითონ ადამიანი, ვერაფერს გაითავისებს
წინააღმდეგობათა და ტკივილების გარეშე; ორი კვირა აქ ცხოვრება
ჩემთვის ჯოჯოხეთი იქნება“. კნეხტი ძალის მოკრებით უსმენდა, პირ-
ველად უსიამოვნოდ შეხედა ამ უცხოობას ორ ორდენსა და ორ სამყა-
როს შორის, და იგრძნო, რომ მისი მეტად მგრძნობიარე მეგობარი, თა-
ვისი შიშნარევი უმწეობით, აქ კარგ შთაბეჭდილებას ვერ იღებდა. მაგ-
რამ, ამავე დროს, ისინი კონკურსზე წარსადგენად ორივეს თამაშის
გეგმებს ერთად, საფუძვლიანად და კრიტიკულად არჩევდნენ, და რო-
ცა კნეხტი ასეთი ერთი საათის შემდეგ პატერ იაკობუსს სხვა ფლიგელ-
ში ანდა ჭამის დროს ხვდებოდა, მას ისეთი გრძნობაც ეუფლებოდა,
რომ მშობლიური ქვეყნიდან უნებურად სულ სხვა, სხვა მიწაზე და ჰაერ-
ში, სხვა კლიმატში და სხვა ვარსკვლავებთან გადასვესო, როცა ფრიცი
ისევ წავიდა, მან პატერს მისი შთაბეჭდილება და თავისი შეხედულება
გაუზიარა. „მე იმედი მაქვს, – თქვა იაკობუსმა, – რომ კასტალიელთა
უმეტესობა თქვენ უფრო გგავთ, ვიდრე თქვენს მეგობარს. ეს არის უნ-
დო, გააზიზებული, ავადმყოფური და თანაც, ვშიშობ, რაღაც თავმაღა-
ლი ადამიანიც, რაც თქვენ მისი სახით დაგვანახეთ. მე მაინც თქვენზე
მინდა შევჩერდე, თორემ თქვენნაირთა მიმართ უსამართლო გამო-
ვალ. რადგანაც ამ საწყალმა, მგრძნობიარე, ზედმეტად ჭკვიანმა,
მთრთოლვარე სულის ადამიანმა შესაძლოა მთელი თქვენი პროვინ-
ციისადმი ისევ ზიზღი ჩაგვინერგოს“...
„ბენედიქტინელ ბატონებშიც იქნებოდა საუკუნეთა მანძილზე ერ-
თხელ მაინც ავადმყოფი, ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად – რამ-
დენადმე მაინც სრულფასოვანი კაცი, ჩემი მეგობარივით, – თქვა კნეხ-
ტმა, – სავარაუდოდ, მისი აქეთკენ მოპატიჟება არ იყო გონივრული, სა-
დაც, ალბათ, მძაფრი მზერა შეხვდებოდა მის სისუსტეს, მაგრამ მისი
დიდი უპირატესობის შესამჩნევად სხვა რამ არის საჭირო. თავისი მოს-
ვლით მან დიდი, მეგობრული სამსახური გამიწია“. და მოუთხრო პა-
ტერს შეჯიბრში თავის მონაწილეობაზე. პატერს ესიამოვნა, რომ კნეხ-

209
ტი თავის მეგობარს იცავდა. „კარგია! – გაეცინა მას, – მაგრამ თქვენ –
ნამდვილად გეყოლებათ მხოლოდ ისეთი მეგობრები, რომლებთანაც
რაღაც სიძნელეს აწყდებით, როგორც ეტყობა“. – იგი სიამოვნებით უყუ-
რებდა კნეხტის შეცბუნებას და მის გაოცებულ სახეს და შემდეგ კი, მსუ-
ბუქად უთხრა: – ამჯერად სხვა ვინმეს ვგულისხმობ. ახალი რაიმე თუ
იცის, თქვენი მეგობრის, პლინიო დეზინიორის შესახებ?“ იოზეფის გა-
ოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ბოლოს მეტად მორიდებით სთხოვა გან-
მარტება. ეს ამბავი დაკავშირებული იყო შემდეგთან: დეზინიორიმ
ერთ-ერთ პოლიტიკურ, საკამათო წერილში მტკიცედ აღიარა ანტიკ-
ლერიკალური შეხედულებანი და ამის გამო პატერ იაკობუსსაც ენერ-
გიულად დაესხა თავს. მან თავისი მეგობრების საშუალებით კათოლი-
კური პრესიდან ინფორმაციები მიიღო დეზინიორიზე, სადაც მისი კას-
ტალიური სკოლის პერიოდი და კნეხტთან მისი ცნობილი დამოკიდე-
ბულება მოხსენიებული იყო. იოზეფმა წასაკითხად სთხოვა პლინიოს
სტატია. პირველი საუბარი ამის თაობაზე, რაც მას პატერთან ჰქონდა,
აქტუალურ პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა. „საოცარია და თითქმის
შემაშინებელი, – სწერს იგი ფერომონტეს, – ეს რა იყო ჩემთვის, ჩვენი
პლინიოს ფიგურა, როგორც ჩემი საკუთარი დანამატი, უეცრად მსოფ-
ლიო პოლიტიკის თეატრში მდგომი ვიხილე. ეს ის ასპექტია, რომლის
შესაძლებლობას მე აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი“. სხვათა შორის,
პატერმა პლინიოს იმ საკამათო ნაწერზე უფრო აღიარებულად ილაპა-
რაკა, ყოველ შემთხვევაში, იმ დამოკიდებულების გარეშე ის აქებდა
დეზინიორის წერის სტილს და აღნიშნა, ელიტის სკოლა კარგად აქვს
გავლილიო, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკაში ნაკლებად კმაყოფილნი
არიან მისი სულიერების დონით.
თავის მეგობარ ფერომონტესგან კნეხტმა ამ პერიოდისათვის მი-
იღო მოგვიანებით სახელგანთქმული მისი ნაშრომის პირველი ნაწი-
ლის ასლი სათაურით: „სლავური ხალხური მუსიკის ათვისება და გადა-
მუშავება გერმანელ მუსიკოსთა შემოქმედებაში იოზეფ ჰაიდნიდან მო-
ყოლებული“. ამ გზავნილზე კნეხტის საპასუხო წერილში, სხვათა შო-
რის, ვკითხულობთ: „შენ, შენი მეცადინეობებით, რაშიც მე მაშინ ცოტა
ხნით მონაწილეობა მივიღე, დამაჯერებელ შედეგამდე მიხვედი: ორი-

210
ვე თავი შუბერტზეა, მეტადრე – პირველი ნაწილი, რომელიც კვარტე-
ტებს ეხება, მუსიკის ისტორიაში უკეთილშობილეს მუსიკას რომ წარმო-
ადგენს. მეც გამიხსენე ხანდახან, მე შორს ვარ ასეთი ნაყოფიერების-
გან, რაც შენ ბედნიერებით მიიღე. მეტად კმაყოფილი შემიძლია ვიყო
ჩემი აქაური ცხოვრებით – მარიაფელსში ჩემი მისია წარუმატებელი არ
ჩანს, მაგრამ მაინც ხანდახან განვიცდი ჩემს ხანგრძლივ დაშორებას
პროვინციისგან და ვალდცელის წრისგან, რომელსაც მიკედლებული
ვარ, მე აქ ბევრს ვსწავლობ, უსასრულოდ ბევრს, მაგრამ ეს არ ზრდის.
არც ჩემს საკუთარ თავში დარწმუნებულობასა და არც პროფესიულ გა-
მოცდილებას. რასაც აქ ვიგებ, უფრო პრობლემატიკას მიფართოებს, –
და ასევე, ჰორიზონტსაც. დაურწმუნებლობა, უცხოობა, სიმხნევის, მხი-
არულებისა და საკუთარი თავისადმი ნდობის ნაკლებობა და სხვა და-
ნარჩენი, რასაც, სახელდობრ, ჩემი მონასტერში ყოფნის პირველი ორი
წლის მანძილზე ხშირად განვიცდიდი, ახლა უკვე ისე აღარ მაწუხებს
და დავწყნარდი: ახლახან ტეგულარიუსი მხოლოდ სამი დღით. იყო აქ
ჩამოსული, მაგრამ როგორ ძალიანაც არ უნდა გახარებოდა მას ჩემი
ნახვა და როგორი სიახლეც არ უნდა ყოფილიყო მარიაფელსი, მის-
თვის, იგი უკვე მეორე დღიდან განიცდიდა დათრგუნულობას და საკუ-
თარ თავსაც აქ უცხოდ გრძნობდა. მონასტერი ხომ რაღაც დაცული,
მშვიდობიანი და სულიერებისადმი მეგობრული სამყაროა, და არა გა-
მოსასწორებელი სახლი, არც ყაზარმა და არც ფაბრიკა, ამიტომ ჩემი
გამოცდილებიდან დასკვნა გამომაქვს, რომ ჩვენი ხალხი ჩვენი საყვა-
რელი პროვინციიდან მეტად განებივრებულნი და მგრძნობიარენი
ვართ, ვიდრე ეს ჩვენ ვიცით“.
სწორედ იმ დროს, როცა კარლოსადმი წერილი თარიღდება, კნეხ-
ტმა პატერ იაკობუსი იქამდე მიიყვანა, რომ მან მოკლე წერილში კას-
ტალიური ორდენის ხელმძღვანელობას ცნობილ დიპლომატიურ სა-
კითხზე თავისი თანხმობა განუცხადა, და თანაც თხოვნა დაამატა, რომ
თუ შესაძლებელია, „აქ ყველასთვის საყვარელი რიოში მარგალიტე-
ბით მოთამაშე იოზეფ კნეხტი“, რომელმაც ღირსჰყო პატერი, რომ მის-
თვის Privatissimum de rebus castaliensibus-ის კურსი გაეცნო, კიდევ ერ-
თხანს მონასტერში დაეტოვებინათ. თავისთავად ცხადია, რომ მეორე

211
მხარემ პატივი დასდო მას და მისი სურვილი აღასრულა. კნეხტმა კი,
ვისაც, სწორედ რომ, „მოსავლის აღებიდან“ ჯერ კიდევ შორს ეგონა
თავი, ორდენის ხელმძღვანელობისა და ბატონ დიუბუას მიერ დავა-
ლების შესრულების თაობაზე დამოწმებული აღიარების ქაღალდი მი-
იღო. კასტალიის მაღალი თანამდებობის პირთაგან გამოგზავნილ ამ
მოკლე წერილში მან უმნიშვნელოვანესად მიიჩნია და უმეტესი სიხა-
რულიც განიცადა (რაც, თითქმის სიხარულის ზენიტში მყოფმა, პატარა
ბარაქით შეატყობინა ფრიცს) ერთი მოკლე წინადადებით იმის თაობა-
ზე, რომ რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის მეშვეობით ორდე-
ნი საქმეში ჩახედულია და მას მთლიანად ეთანხმება, რათა მისი სურ-
ვილი დაკმაყოფილებულ იქნას – უკან დაბრუნდეს Vicus Lusorum-ში მი-
სი ახლანდელი დავალების დასრულების შემდეგ. მან ეს ადგილი, კა-
ტერ იაკობუსსაც წაუკითხა და აცნობა, თუ რა ძალიან უხაროდა, ახლა
ისიც აღიარა, დიდი ძრწოლა მიპყრობს, იქნებ ხანგრძლივად კასტა-
ლიიდან შორს დამტოვონ და რომში გამაგზავნონო. პატერმა სიცილით
მიუგო: „დიახ, ორდენებს სჩვევიათ, მეგობარო, მათთვის უმჯობესია,
მათ სიახლოვეში იცხოვროთ, ვიდრე პერიფერიაში ანდა, სულაც, გა-
დასახლებაში. სჯობს, მშვიდად დაივიწყოთ ის პოლიტიკა, რომლის
არცთუ პატიოსან სიახლოვეში თქვენ აქ მოხვედით, რამეთუ პოლიტი-
კოსი თქვენ არა ხართ. მაგრამ ისტორიისადმი უნდობლობა კი თქვენ
არ უნდა გამოიჩინოთ, თუნდაც ის მუდამ არაძირითად და სამოყვარუ-
ლო საგნად რჩებოდეს, რადგანაც თქვენგან შეიძლებოდა, ისტორიკო-
სი გამოსულიყო. და ახლა კი ჩვენ ორივე კიდევ შევეწიოთ ერთმანეთს,
რამდენ ხანსაც ჩემთან იქნებით“.
ვალდცელში ხშირი სტუმრობის ნებართვა, როგორც ჩანს, იოზეფ
კნეხტმა ნაკლებად გამოიყენა; იგი მაინც იჯდა რადიოსთან და სავარ-
ჯიშო სემინარს, ზოგიერთ მოხსენებასა და თამაშებს უსმენდა და შო-
რიდანაც ასე იღებდა მონაწილეობას იმ „ზეიმში“, რომელზედაც Vicus
Lusorum-ის სადღესასწაულო დარბაზში შეფასების ამონაწერთა შედე-
გებს ყველას აცნობდნენ. მას არც ძალზე ინდივიდუალური და არც რე-
ვოლუციური, მაგრამ მაღალხარისხიანი და მეტად ელეგანტური ნაშ-
რომი ჰქონდა წარდგენილი, რომლის ფასიც თვითონაც იცოდა, და ეს,

212
ალბათ, შექებით იქნებოდა მოხსენიებული, ანდა მესამე თუ მეორე ად-
გილით დაჯილდოებული, მაგრამ, მისდა განსაცვიფრებლად, მოისმი-
ნა, რომ პირველი პრიზი გამოუცხადეს, და ვიდრე მოულოდნელი სიხა-
რული შეიპყრობდა, თამაშის მაგისტრის სამსახურის დირექტორი თა-
ვისი მშვენიერი და დახვეწილი ხმით კვლავ გამოცხადებას განაგ-
რძობდა და მეორე პრიზის მფლობელად ტეგულარიუსი დაასახელა. ეს
იყო, მართლაც, ამაღელვებელი და შემაკრთობელი განცდა, რომ ისი-
ნი, ორივე, ხელიხელჩაკიდებულნი, როგორც დაგვირგვინებული გა-
მარჯვებულნი, ამ შეჯიბრიდან ისე გამოვიდნენ. იგი წამოხტა, მოსმენა
აღარც გაუგრძელებია, კიბე ჩაირბინა და ხმაურიანი დასასვენებელი
პალატების გავლით ჰაერზე გავიდა, მოხუცი მუსიკის მაგისტრისადმი
დღეებშივე მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „მე ძალიან ბედნიერი
ვარ პატივცემულო, რისი წარმოდგენაც კი შენ შეგიძლია. ჩემი მისიის
შესრულებისა და ორდენის ხელმძღვანელობის მიერ მის საპატიო
აღიარებასთან ერთად მნიშვნელოვანი იმედი გამიჩნდა სამშობლოში
მალე დაბრუნებისა, მეგობრებთან და რიოში მარგალიტებით თამაშ-
თან შეხვედრისა, შემდგომ დიპლომატიურ სამსახურში ჩემი გამოყენე-
ბის ნაცვლად; და აი, ეს პირველი პრიზი თამაშისათვის, რომელიც,
კერძოდ, ფორმალური კუთხით ავაგე და ისე შევქმენი, მაგრამ რასაც
კარგი, საფუძვლიანი ცოდნიდან ყველაფერი ჯერ არ ამოუწურავს, და
რაც კვლავაც შემიძლია შევძინო მას, და ამ ყველაფერს კიდევ ის სი-
ხარულიც დაემატა, რომ ეს წარმატება ჩემს მეგობართან ერთად გავი-
ნაწილო – ეს, მართლაც, ბევრია ერთბაშად. ბედნიერი კი ვარ, მაგრამ
ვერ ვიტყვი, რომ გახარებულიც. ამ მოკლე დროში სურვილთა აღსრუ-
ლებები რაღაც ანაზდეულად და დიდებულად მოვიდა ჩემს შინაგან
გრძნობებში. ჩემს მადლიერებაში გარკვეული შიშიცაა გარეული; ისეა,
თითქოს პირთამდე სავსე ჭურჭელს კიდევ ერთი წვეთი დაემატება და
ყველაფერი კვლავ საეჭვოდ შეიქნება. მაგრამ დაუკვირდი ამას, გე-
თაყვა, თითქოს არც მითქვამს, აქ ყოველი სიტყვა უკვე ზედმეტია“.
ჩვენ დავინახავთ, რომ პირთამდე სავსე ჭურჭელი მალე თურმე უფ-
რო მეტისთვისაც ყოფილა განსაზღვრული, ვიდრე მხოლოდ ერთი წვე-
თის დამატებისა. აქამდე იოზეფ კნეხტი ბედნიერად ცხოვრობდა და,

213
ამასთანავე, შიშნარევადაც. მის სწრაფვასა და ინტენსიურობასთან
ერთად. თითქოსდა მოახლოებულ ცვლილებას წინასწარ გრძნობდა.
პატერ იაკობუსისთვისაც ეს რამდენიმე თვე ბედნიერ და აღმაფრთო-
ვანებელ დროს წარმოადგენდა. სწყინდა, რომ მოწაფე და კოლეგა მა-
ლე უნდა დაეკარგა, და მას თვითონ გამოუძებნიდა ხოლმე სამუშაო სა-
ათებში დროს და უფრო მეტად კი თავისუფალი საუბრებისთვის, რათა
მთელი ცოდნა, შეძლებისდაგვარად, მისთვის გადაეცა და სამემკვიდ-
რეოდ დაეტოვებინა, რასაც შრომითა და აზრებით დატვირთულ ცხოვ-
რებაში ადამიანთა და ხალხთა ისტორიაში ჩასწვდომია და ჩაღრმავე-
ბია. კნეხტის მისიის აზრსა და შედეგზე ხანდახან საუბრობდა იგი მას-
თან ერთად, ლაპარაკობდა რომსა და კასტალიას შორის მეგობრობი-
სა და პოლიტიკური ერთიანობის შესაძლებლობისა და ღირებულების
შესახებ, და მას იმ ეპოქის შესწავლა ურჩია, რომლის ნაყოფსაც. მი-
ეკუთვნებოდა კასტალიური ორდენის დაფუძნება, ისევე როგორც გან-
საცდელების მორჩილებით გადატანის დროის შემდეგ რომის თანდა-
თანობითი ამაღლება. მას ორი ნაწარმოებიც ურჩია რეფორმაციასა და
ეკლესიის გახლეჩაზე მეთექვსმეტე საუკუნეში, – გულთან ახლოს მი-
ეტანა და უმთავრესი ადგილიც მიეჩინა; საფუძვლიანად მიენიჭებინა
უპირატესობა უშუალოდ წყაროების შესწავლისთვის და, შესაბამისად,
მსოფლიო ისტორიის სქელტანიანი წიგნების კითხვისას მიმოხილვი-
თი ნაწილებით საკუთარი თავი შეეზღუდა და თავისი დიდი უნდობლო-
ბა ისტორიის ყველა ფილოსოფიის მიმართ არ დაემალა.

214
Magister Ludi

კნეხტმა გადაწყვიტა, ვალდცელში საბოლოოდ უკან დაბრუნება.


ადრე გაზაფხულისთვის გადაედო, როცა დიდი საჯარო თამაში Ludus
anniversarius ანუ sollemnis 27 ტარდებოდა. თუმცა ამ თამაშთა ღირსსახ-
სოვარი ისტორიის მწვერვალი ახლა უკვე წარსულში იყო გადასული
და სამუდამოდ ისტორიის კუთვნილებას შეადგენდა, ყოველწლიური
თამაშის დროს, ერთ კვირას რომ გრძელდებოდა და მთელი მსოფლი-
ოს მაღალი თანამდებობის პირებსა და მნიშვნელოვან ადამიანებს შე-
მოიკრებდა, ეს საგაზაფხულო ყრილობები საზეიმო თამაშისათვის, 10-
დან 14 დღემდე რომ მიმდინარეობდა, მთელი კასტალიისათვის წლის
დიდი საზეიმო მოვლენა გახლდათ. დღესასწაული არ იყო მოკლებუ-
ლი ამაღლებულ რელიგიურ და ზნეობრივ მნიშვნელობას, ვინაიდან ის
აერთიანებდა პროვინციის ყველა რწმენისა და ტენდენციის წარმო-
მადგენლებს, როგორც ჰარმონიის სიმბოლოს, მშვიდობას ამყარებდა
ცალკეულ ეგოისტურ დისციპლინებს შორის და ახსენებდა ერთიანო-
ბას, რომელიც ამ მრავალფეროვნებაზე უფრო მაღლა დგას. მორწმუ-
ნეთათვის მას ნამდვილი კურთხევის საიდუმლო ძალა გააჩნდა, ურ-
წმუნოებს თუნდაც რელიგიის შემცვლელის სამსახურს უწევდა, ხოლო
ორივესათვის კი მშვენიერების ანკარა წყაროებს, განსაბანელს წარ-
მოადგენდა. ამგვარად, იოჰან სებასტიან ბახის „ვნებანი“ – არა იმდე-
ნად მისი შექმნის ხანაში, რამდენადაც იმ ასწლეულში, მის ხელმეორე
აღმოჩენას რომ მოჰყვა, – შემსრულებელთა და მსმენელთა ნაწილის-
თვის ნამდვილი რელიგიური მოქმედება და კურთხევა გახლდათ, მე-
ორე ნაწილისთვის – მოკრძალება და რელიგიის ჩანაცვლება, და – ყვე-
ლასთვის ერთად კი – ხელოვნებისა და Creator spiritus-ის 28 საზეიმო მა-
ნიფესტაცია.
კნეხტს დიდი შრომა არ დასჭირვებია, რომ თავის გადაწყვეტილე-
ბაზე თანხმობა მიეღო, როგორც მონასტრიდან, ასევე მშობლიური უწ-

27
ყოველწლიური, ანუ საზეიმო თამაში (ლათ.).
28
შემოქმედებითი სული (ლათ.).
215
ყებიდანაც. მას არ შეეძლო, სწორად წარმოედგინა, Vicus Lusorum-ის
პატარა რესპუბლიკაში კვლავ მათთან ჩართვის შემდეგ რა მდგომა-
რეობა ექნებოდა, მაგრამ ვარაუდობდა, რომ ამ მდგომარეობაში დიდ-
ხანს არ დასტოვებდნენ, მალევე დააფასებდნენ და რაღაც სამსახური-
თა თუ დავალებით დააკავებდნენ. ჯერჯერობით შინ დაბრუნება ახა-
რებდა, მეგობრები, მომავალი თამაშის საზეიმო დრო, ტკბებოდა პა-
ტერ იაკობუსთან ერთად ყოფნის ბოლო დღეებით და კარგი თავდაჭე-
რითა და ხასიათით ხვდებოდა ამ ამბავს, რომ აბატი და კონვენტი მას-
თან გამოსამშვიდობებლად კეთილ სურვილებს არ იშურებდნენ. შემ-
დეგ კი გაემგზავრა. გულისწყვეტის გარეშე არ ჩაუვლია გამოთხოვებას
საყვარელ ადგილსა და მის უკან დარჩენილ ცხოვრების ამ მონაკვეთ-
თან, მაგრამ უკვე წინასწარ საზეიმოდ იყო განწყობილი თამაშისათვის
მთელი რიგი მოსამზადებელი, ჩასაღრმავებელი სავარჯიშოებისათ-
ვის, რომლებიც მან, კერძოდ, ხელმძღვანელობისა და ამხანაგების გა-
რეშე, მაგრამ წინასწარ დაწერილი ზუსტი ტექსტის მიხედვით ზედმი-
წევნით შეასრულა. რადგან მას არ მოუხერხდა magister Ludi-ს მიერ
წლის საზეიმო თამაშისათვის მიწვეულ პატერ იაკობუსთან ერთად გამ-
გზავრება, მასთან საუბრის დროს ამ განწყობას ხელი არაფრისათვის
არ შეუშლია. მას ესმოდა ძველი ანტიკასტალიელის დაჯერებული
თავდაჭერა, და თავად ყველა მოვალეობისა და შეზღუდვისაგან გან-
თავისუფლებულად გრძნობდა თავს და მთლიანად მომავალი ზეიმის
მოლოდინით იყო გატაცებული.
ზეიმებს თავისებურება გააჩნია. ნამდვილი ზეიმი არასოდეს ჩაივ-
ლის წარუმატებლად, თუნდაც მაღალი ძალების მტრული ჩარევით
ხდებოდეს. ჯვრით მსვლელობის დროს წვიმა რომ წამოვიდეს, ის
ღვთისმოსავისთვის კურთხევას მაინც ინარჩუნებს, და თუნდაც საზეი-
მო სამზადისი დაიწვას, ზეიმი ამით ხიბლს არ დაკარგავს, ასეა რიოში
მარგალიტებით მოთამაშეებისთვისაც; ყოველი წლის თამაშს საზეი-
მოდ და, გარკვეულწილად, კურთხეულად თვლიან, რამეთუ არსებობს,
როგორც ყოველმა ჩვენგანმა იცის, ზეიმი და თამაში, როცა ყველაფე-
რი ერთურთს ეთანხმება, ფრთებს ასხამს და მაღლდება, როგორც თე-
ატრალური და მუსიკალური წარმოდგენებია, ისე რომ, კაცი მიზეზს ვერ

216
გაიგებს, საოცრებასავით მაღალ მწვერვალებამდე აიზიდება და შინა-
განი განცდებით დაიხვეწება, ამ დროს კი არცთუ ცუდად მომზადებული
სხვა თამაშები მაინც კარგად შესრულებულ სამუშაოდ რჩება ხოლმე.
და განმცდელის სულში იმ მაღალი განცდებისათვის ვითარება უნდა
შექმნილიყო, საამისოდ ხომ იოზეფ კნეხტი საგრძნობლად საუკეთე-
სოდ იქნებოდა მომზადებული, არანაირი ზრუნვით შეწუხებული, უც-
ხოობიდან პატივისცემით შინ დაბრუნებული, მომავლისადმი სიხარუ-
ლით აღსავსე მოლოდინით.
და მაინც, Ludus solemnis ამჯერად არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილე-
ბელი, საოცრების იმ სუნთქვით არ იყო გარემოცული, კურთხევისა და
სხივოსნობის იმ განსაკუთრებულ სიმაღლემდე არ იყო ასული და აყვა-
ვებული. ეს წარმოადგენდა არც მხიარულ, ასე რომ ვთქვათ, არც ბედ-
ნიერ, და თითქმის მაინც ჩავარდნილ თამაშს. თუნდაც მრავალ მის მო-
ნაწილეს თავი ნასიამოვნებად და ამაღლებულად ეგრძნო, როგორც
მუდამ, ამ შემთხვევაშიც, ნამდვილი წარმომადგენლები, თაოსნები და
პასუხისმგებლები მით უფრო პირდაპირ ხვდებოდნენ იმ ატმოსფეროს,
სადაც მეფობდა სიჩლუნგე, უმოწყალობა, მარცხი, დაბრკოლება და
უბედურება, რაც ამ ზეიმის ცის თაღს დაემუქრა. თუმცა, ცხადია, კნეხ-
ტიც გრძნობდა და ნამდვილ იმედგაცრუებას განიცდიდა მეტად საინ-
ტერესო მოლოდინით სავსე, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, ის არ
ყოფილა მათ რიცხვში, ვინც უმწვავესად გრძნობდა თამაშის ჩაგდებას.
იგი ამ თამაშში თანამოღვაწე არ ყოფილა და არც პასუხისმგებლობა
ეკისრებოდა; თუმცა ნამდვილი აყვავება და წყალობა თამაშის მსვლე-
ლობას არ ჰქონია, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ იმ დღეებში ღვთის-
მოსავი მონაწილესავით სულიერად აგებულ თამაშებს აღიარებით
მიჰყოლოდა, მედიტაციები ხელშეუხებლად და აღმასვლით გაეგრძე-
ლებინა, ამ თამაშების ყველა სტუმრის ზეიმისა და მსხვერპლის გაღე-
ბის კარგად ნაცნობი განცდები მადლიერი გატაცებით მიეღო, და კრე-
ბულის მისტიური ერთადქცევა ეხილა. მაგრამ ეს თამაში უბედური ვარ-
სკვლავისაგან ხელშეუხებელი მუდამ კი არ რჩებოდა, ამ ზეიმის თავზე
რომ იდგა და მას განაგებდა. მართლაც, თამაში, მისი გეგმა და სტრუქ-
ტურა უნაკლო იყო, როგორც მაგისტრ თომასის ყველა თამაში, ეს წარ-

217
მოადგენდა ერთ-ერთ მის შთამბეჭდავ, უბრალო, უშუალო თამაშს. მაგ-
რამ მის მსვლელობას კი განსაკუთრებულმა უბედურმა ვარსკვლავმა
გადაუარა თავზე და ვალდცელის ისტორიაში ჯერაც არ დავიწყებულა.
დიდი თამაშის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, როცა კნეხტი იქ
იმყოფებოდა, მოთამაშეთა სოფელში გამოცხადების შემდეგ რიოში
მარგალიტებით თამაშის მაგისტრმა კი არ მიიღო, არამედ მისმა მდი-
ვანმა ბერტრამმა, ვინც მას თავაზიანად კეთილი ჩამოსვლა მიულოცა,
თუმცა კი საკმაოდ მოკლედ და დაბნეულად შეატყობინა, რომ პატივ-
ცემული მაგისტრი ამ დღეებში ავად გახდა და თავად მას, ბერტრამს,
საკმარისი ცოდნა არ გააჩნდა კნეხტის მისაღებად და მოსასმენად;
ამისთვის უნდა წასულიყო ჰირსლანდში და ორდენის ხელმძღვანე-
ლობისთვის მიეკითხა. უკან დაბრუნების შემდეგ ისევ იქ უნდა გამოც-
ხადებულიყო და ბრძანებას დალოდებოდა. როცა კნეხტმა გამომშვი-
დობებისას ხმითა თუ მიმიკით უნებურად ამდენად ცივი და მოკლე მი-
ღების გამო თავისი გაოცება გაამჟღავნა, ბერტრამმა მოიბოდიშა. კო-
ლეგამ შეიძლება პატიება ითხოვა, მაგრამ მას იმედი გაუცრუა; მას სი-
ტუაციის განსაკუთრებულობა ესმის, მაგისტრი ავად გახდა, წლის დი-
დი თამაში კარზეა მომდგარი და ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს
თუ არა მაგისტრი მის ხელმძღვანელობას, ანდა იგი, მდივანი, ჩაენაც-
ვლება თუ არა მას. პატივცემულის თავმოყვარეობა არ შეიძლება დამ-
თხვეოდა არახელსაყრელ და გართულებულ დროს. როგორც ყოველ-
თვის, ის იყო იმ მზადყოფნაში, რათა მაგისტრის სამსახურებრივი საქ-
მეები გადაებარებინა, მაგრამ ცოტა დრო უნდა ეკმარა დიდი თამაშის
მომზადებისთვის და მისი ხელმძღვანელობა ეკისრა, ეს, ალბათ, ასე
იქნებოდა, და ეშინოდა, ეგებ საამისოდ ძალა არ მეყოსო.
კნეხტი თანაუგრძნობდა დამარცხებულ და ცოტა წონასწორობი-
დან გამოსულ ადამიანს და ნაკლებადაც არ ეცოდებოდა, რომ ზეიმის
გამო პასუხისმგებლობა მის ხელში უნდა აღმოჩენილიყო. იგი დიდი
ხნით ვალდცელიდან შორს იმყოფებოდა, რომ სცოდნოდა, თუ რამდე-
ნად საფუძვლიანი იყო ბერტრამის საზრუნავი, ვინაიდან გარკვეული
დროიდან დაკარგა ელიტის, ეგრეთ წოდებულ, რეპეტიტორთა ნდობა.
იგი საკმაოდ ნირწამხდარი იყო და ნამდვილად ძალზე ძნელ მდგომა-

218
რეობაში იმყოფებოდა. კნეხტს რიოში მარგალიტებით თამაშის მაგის-
ტრი ადარდებდა, კლასიკური ფორმისა და ირონიის ეს გმირი, სრულ-
ყოფილი მაგისტრი და კასტალიელი. ის იმით ხარობდა, რომ იგი თა-
ვისიანივით მიმიღებს და კვლავ მოთამაშეთა პატარა ჯგუფში დამაბ-
რუნებსო. ალბათ, რაღაც სანდო პოსტსაც მიუჩენდა. მაგისტრ თომასის
საზეიმო თამაშის მსვლელობასაც ნახავს გატაცებით, მისი მეთვალყუ-
რეობის ქვეშ მუშაობას გააგრძელებს და აღიარებას მოიპოვებს. ასეთი
იყო მისი სურვილი, მაგრამ მისთვის მტკივნეული და იმედისგამაცრუე-
ბელი აღმოჩნდა, რომ იგი ავადმყოფობის გამო სხვებისგან გარიდებუ-
ლი იყო და თავად იგი სხვა ინსტანციაში მიავლინეს. სამაგიეროდ, ყუ-
რადღებიანი კეთილგანწყობა და კოლეგიალობა ადრე აუნაზღაურდა,
ორდენის მდივანი და ბატონი დიუბუა მას იღებდნენ და უსმენდნენ.
მათთან შეხვედრისას შეეძლო დაედგინა, რომ იგი რომის გეგმისათ-
ვის ჯერჯერობით არ სჭირდებოდათ, და მისი სურვილი გაითვალისწი-
ნეს – ხანგრძლივი უკან დაბრუნების შემდეგ თამაშისათვის პატივი მი-
ეგო. პირველად მეგობრული განწყობით სასტუმროში მიიწვიეს, Vicus
Lusorum-ის ბინა მისცეს. აქ კვლავ გადაავლებდა თვალს ამ ყველა-
ფერს და წლის თამაშს დაესწრებოდა: თავის მეგობარ ტეგულარიუს-
თან ერთად, იგი წინა დღეებს მარხვისა და ჩაღრმავების სავარჯიშო-
ებს მიუძღვნიდა. და იმ განსაკუთრებულ თამაშს, ზოგიერთებში რომ
ასე ნაკლებ სასიხარულო მოგონებად არის დარჩენილი, ღვთისმოსაო-
ბითა და მადლიერების გრძნობით მიიღებდა.
მაგისტრის მდივნის მდგომარეობა, „ჩრდილსაც“ რომ ეძახიან, გან-
საკუთრებით კი მუსიკისა და თამაშის მაგისტრთა მდივნებისა, მეტად
თავისებურია. ყოველ მაგისტრს ჰყავს შემცვლელი, მდივანი, რომელ-
საც მას უწყება კი არ დაუყენებს გვერდში, არამედ იგი კანდიდატების
ვიწრო წრიდან თვითონ აირჩევს და რომლის მოქმედებასა და ხელმო-
წერაზე მაგისტრი თავად, ვისაც იგი წარმოადგენს, სრულად არის პა-
სუხისმგებელი. კანდიდატისათვის ეს დიდი გამორჩევა – უმაღლესი
ნდობის ნიშანია, როცა იგი თავისი მაგისტრის მიერ მდივნად იქნება
დასახელებული, ამის საშუალებით მას აღიარებენ და ყველაზე ძლი-
ერი მაგისტრის უახლოესი თანამშრომელი და მარჯვენა ხელი ხდება.

219
იგი ყოველთვის საქმითაა დაკავებული, როცა მაგისტრს ვერ უხერხდე-
ბა სადმე წასვლა სამსახურებრივ საქმეებზე, თავის მაგივრად, მას აგ-
ზავნის, მაგრამ არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა წინასწარ აქვს
გადაწყვეტილი რაიმე საკითხზე კენჭის ყრის დროს ჰოს ან არას თქმა,
და სიტყვით გამოსვლისა ან წინადადების წამოყენებისთვის; არის
სიფრთხილის სხვა მსგავსი ზომებიც. როცა მდივნად დასახელებულს
ერთ-ერთ მაღალ და ზოგჯერ სახიფათო ადგილზედაც სვამს, ეს, იმავე
დროს, ნიშნავს მაინც იმას, რომ იგი გაიყინოს კიდეც ერთ ადგილზე,
იგი გარკვეული ზომით ცალკე გამოჰყოფს მას სამსახურებრივი იერარ-
ქიის შიგნით, როგორც რაღაც გამონაკლისს და ანიჭებს ხშირად უმნიშ-
ვნელოვანეს ფუნქციებსა და დიდ პატივისცემას, ამასთანავე ართმევს
იმ განსაზღვრულ უფლებებსა და შესაძლებლობებს, რომლებითაც
სარგებლობს კარიერის ნებისმიერი სხვა მაძიებელი. კერძოდ, არის
ორი პუნქტი, რაშიც მისი განსაკუთრებული მდგომარეობა მკაფიოდაა
გამორკვეული: მდივანს არ გააჩნია პასუხისმგებლობა თავის სამსახუ-
რებრივ მოქმედებებზე, მას არ შეუძლია იერარქიის შიგნით შემდგომი
დაწინაურება. ეს წესი, თუმცა კი დაუწერელია, მაგრამ მისი ამოკითხვა
შეიძლება კასტალიის ისტორიიდან: არასოდეს არ არის ისე, რომ მა-
გისტრის სიკვდილისას ანდა სამსახურებრივი ჩამოქვეითებისას, მის-
მა „ჩრდილმა“ მისი ადგილი დაიკავოს. ეს ისეა, თითქოს აქ არსებულ
წესს სურს, რომ საზღვარი და ზღუდე გადაულახავად წარმოაჩინოს, სა-
დაც ხიდს ვერ იპოვი: მაგისტრსა და მდივანს შორის საზღვრის გავლე-
ბა სიმბოლურად გამოხატავს საზღვარს თანამდებობასა და ცალკეულ
პირს შორის. იმ დროს, როცა კასტალიელი მდივნის მაღალი ნდობის
პოსტს ღებულობს, იგი უარს ამბობს იმ პერსპექტივაზე, რომ შემდგომში
თვითონ გახდეს მაგისტრი. იგი, ამავე დროს, ღებულობს იმ იშვიათ
ორაზროვან უფლებასაც, რომ თავის სამსახურებრივ საქმიანობაში
დაშვებული შესაძლო შეცდომები მას კი არ დააწვეს ტვირთად, არა-
მედ მის მაგისტრს, რომელიც სწორედ მის გამო არის პასუხისმგებელი.
სინამდვილეში უკვე ისეც მომხდარა, რომ მაგისტრი ქცეულა მის მიერ
არჩეული მდივნის მსხვერპლად და იძულებული გამხდარა დაეტოვე-
ბინა თანამდებობა ამ უკანასკნელის მიერ დაშვებული რომელიმე უხე-

220
ში შეცდომის გამო. ის სახელწოდება, რითაც ვალდცელში რიოში მარ-
გალიტებით თამაშის მაგისტრის მოადგილე აღინიშნება, საოცრად გა-
მოხატავს მისი მდგომარეობის, მისი კავშირის განსაკუთრებულობას
და თითქოს იდენტურობასაც მაგისტრთან ისევე, როგორც მისი სამსა-
ხურებრივი ყოფიერების მოჩვენებითობასა და აბსტრაქტულობას. ამას
აქ „ჩრდილს“ ეძახიან..
მაგისტრ თომას ფონ დერ ტრავეს ერთი წელი იყო, რაც „ჩრდილი“
ჰყავდა, სახელად ბერტრამი, ვინც მას უნდა ემართა, და როგორც ჩანს,
ვისაც აკლდა უფრო მეტად იღბლიანობა, ვიდრე ნიჭი თუ კეთილი ნე-
ბა. იგი წარმატებული რიოში მარგალიტებით მოთამაშე იყო, როგორც
ეს მას თვითონ მიაჩნდა, იგი არ იყო მაინცდამაინც მოუხერხებელი მას-
წავლებელი და სინდისიერ თანამშრომლად ითვლებოდა. თავის მა-
გისტრობას უცილობლად მონდომებით ეკიდებოდა, მაგრამ ბოლო
წლებში თანამშრომლებისაგან ვეღარ დაიმსახურა სიყვარული და
ელიტის თანდათანობით მზარდი უმცროსი ფენა მის წინააღმდეგ გა-
ნეწყო. და რადგანაც იგი, თავისი მაგისტრივით, რაინდული ნათელი
ბუნებისა არ აღმოჩნდა, ეს ხელს უშლიდა, რომ თავისი მდგომარეობა
უსაფრთხოდ და მშვიდად შეენარჩუნებინა. მაგისტრს არ სურდა მისი
დამარცხება, წლების მანძილზე კი, შეძლებისდაგვარად, იმ ელიტისა-
გან უსიამოვნებებს აარიდა, საერთოდ, მას იშვიათად თუ გაიყვანდა
საჯაროდ და, უფრო მეტად, კანცელარიაში და არქივში დაასაქმებდა
ხოლმე. ეს შეურცხვენელი, მაგრამ ამჯერად მეტად არაპოპულარული
კაცი, აშკარად ბედი რომ არ უღიმოდა, უეცრად თავისი მაგისტრის
ავადმყოფობის გამო Vicus Lusorum-ის სათავეში მოექცა; იმ შემთხვევა-
ში, თუ იგი წლის თამაშს უხელმძღვანელებდა, მაშინ საზეიმო პერიოდ-
ში მთელ პროვინციაში გამოსაჩენ პოსტებს დაიკავებდა და ამ დიდ
ამოცანის შესრულებას მხოლოდ მაშინ შეძლებდა, თუ რიოში მარგა-
ლიტებით მოთამაშეთა მეტი რაოდენობა, ანდა რეპეტიტორობა მაინც,
მას თავისი ნდობით, მხარს დაუჭერდა, რაც დასანანი იყო, რომ არ
მოხდა. ისე გამოვიდა, რომ Ludus solemnis, საზეიმო თამაში, ამჯერად
მძიმე განსაცდელად გადაიქცა და ეს ვალდცელს კინაღამ კატასტრო-
ფის ფასად დაუჯდა.

221
თამაშის დაწყების მხოლოდ წინა დღესღა გახდა ოფიციალურად
ცნობილი, რომ მაგისტრი სერიოზულად ავად არის და იმ მდგომარეო-
ბაში არ ბრძანდება, რომ თამაშს უხელმძღვანელოსო. ჩვენ არ ვიცით,
შეტყობინების ეს შეყოვნება ავადმყოფი მაგისტრის ნებით იყო ნაკარ-
ნახევი თუ არა, ალბათ, ბოლო წუთამდე იმედოვნებდა, კვლავ ძალას
მოვიკრებ და იქნებ თამაშის გაძღოლა შევძლოო. ალბათ, იგი ძალზე
ავად იყო, რათა ასე ეფიქრა, და რომ მისმა „ჩრდილმა“ შეცდომა და-
უშვა, როცა უკანასკნელ წუთამდე არ შეატყობინა კასტალიას ვალ-
დცელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. თუმცა კი, შეიძლება, ვიკა-
მათოთ იმაზე, იყო თუ არა ეს დაყოვნება ნამდვილად შეცდომა. ეს მოხ-
და, უეჭველია, კარგი განზრახვით, კერძოდ, რათა არ მოეხდინათ ზე-
იმის დისკრედიტაცია და მაგისტრ თომასის პატივისმცემელი სტუმრე-
ბისათვის მასზე დასწრების ხალისი არ წაერთმიათ. და ყველაფერი
კარგად წავიდოდა, ვალდცელელ მოთამაშეთა ჯგუფსა და ბერტრამს
შორის ნდობა გაჩნდებოდა, თუ მაშინ „ჩრდილი“ მდივანი გახდებოდა
და მაგისტრის შეცდომა თითქმის შეუმჩნეველი დარჩებოდა. ჩვენ
ვფიქრობდით, მხოლოდ მინიშნებაზე, რომ ის ბერტრამი მაინცდამაინც
არ იყო მოღალატე, ანდა, სულაც, უღირსი ადამიანი, როგორც ვალ-
დცელში მასზე ამგვარი შეხედულება დადიოდა, ის უფრო მეტად
მსხვერპლი იყო, ვიდრე დამნაშავე.
როგორც ყოველ წელიწადს, იმ წელსაც სტუმართა ნაკადი ერთია-
ნად მოემართებოდა დიდი თამაშისაკენ. ბევრი ისე მოდიოდა, რომ
წარმოდგენა არაფერზე ჰქონდა, ბევრიც – იმ დარდითა და ზრუნვით,
მაგისტრი ლუდი როგორ ბრძანდებაო, და წინასწარ გრძნობდნენ ზე-
იმი მხიარულად ჩაივლისო. ვალდცელი და ახლო დასახლებები აივსო
ხალხით, ორდენის ხელმძღვანელობა და აღზრდის უწყება თითქმის
სრული შემადგენლობით იკრიბებოდა, ქვეყნის შორს მდებარე კუთხეე-
ბიდან და უცხოეთიდანაც ჩამოვიდნენ საზეიმოდ განწყობილი მოგზაუ-
რები; სასტუმროები გადაივსო. როგორც ყოველთვის, ზეიმი, საღამოს
თამაშის დაწყების წინ, მედიტაციის საათით გაიხსნა, იმ დროს ზარები
რეკავდნენ. ხალხით გავსებული მთელი საზეიმო მხარე ღრმა, მოკრძა-
ლებულ დუმილში ჩაიძირა. მომდევნო დილას შეასრულეს მუსიკალურ

222
ნომერთაგან პირველი, გამოაცხადეს ამ თამაშის პირველი ნაწილი და
ჩაატარეს პირველი მედიტაცია ამ ნაწილის ორივე მუსიკალურ თემაზე.
ბერტრამი, საზეიმო სამოსელში გამოწყობილი, რიოში მარგალიტებით
თამაშის მაგისტრი, ზომიერი და თავდაჭერილი გამოსვლით წარსდგა,
მხოლოდ მეტად გაფითრებული იყო და ამ დღეების განმავლობაში
ძალზე დაძაბული ჩანდა, ტკივილით სავსე და იმედგაცრუებული, ბო-
ლო ხანებში ნამდვილად ჩრდილს დაემსგავსა. უკვე თამაშის მეორე
დღეს გავრცელდა ჭორი, მაგისტრ თომასის ჯანმრთელობა გაუარეს-
და და მისი სიცოცხლე საფრთხეშიაო, ამ დღეს, საღამოს, თამაშის მო-
ნაწილეთა შორის ისმოდა პირველი ამბები, თანდათანობით ავად-
მყოფ მაგისტრსა და მის „ჩრდილზე“ ლეგენდად რომ იბადებოდა.
Vicus Lusorum-ის ყველაზე უფრო ვიწრო წრეში ჩასახული ეს ლეგენდა
ამტკიცებდა, ვითომ მაგისტრს სურვილი ჰქონდა და შეეძლო კიდეც
თამაშისათვის ხელმძღვანელობა, მაგრამ მსხვერპლი შესწირა თავი-
სი „ჩრდილის“ პატივმოყვარეობას და ეს საზეიმო მოვალეობა მას მი-
ანდო. მაგრამ, რაკიღა ბერტრამს თავისი მაღალი როლი სწორედ მა-
ინც მთლად გათავისებული არა აქვს და თამაშს იმედის გაცრუება
ემუქრება, ავადმყოფი საკუთარ თავს მიიჩნევს პასუხისმგებლად თა-
მაშზე, თავის „ჩრდილსა“ და მის უუნარობაზე და სურს, შეცდომისთვის
სამაგიერო თავადვე ზღოს მის ნაცვლად; ეს არის და ეს, მისი ჯანმრთე-
ლობის სწრაფი გაუარესებისა და სიცხის აწევის მიზეზი. ცხადია, ეს არ
იქნებოდა ლეგენდის წაკითხვის ერთადერთი ვარიანტი, არსებობდა
კიდევ ელიტის გაგება, და ჩანდა, აშკარად, რომ ელიტის კარიერისტუ-
ლი ცვლა სიტუაციას ტრაგიკულად განიცდიდა, და არც მიმართულე-
ბის შეცვლას, არც საკითხის გაშუქებას და არც გალამაზებას ამ ტრა-
გიზმისას, მხარდაჭერის მიზნით, არ ცდილობდა. მაგისტრისადმი პა-
ტივისცემას მისი „ჩრდილისადმი“ უპატივცემლობა აწონასწორებდა,
ამ უკანასკნელისთვის წარუმატებლობასა და დაცემას ისურვებდნენ,
თუნდაც თავად მაგისტრს მასთან ერთად ეზღო. ერთი დღის შემდეგაც
შეიძლებოდა მოესმინათ ამბავი იმის შესახებ, რომ ავადმყოფის სარე-
ცელზე მწოლიარე მაგისტრმა თავის შემცვლელსა და, აგრეთვე, ელი-
ტის ორ სენიორს დააფიცა, რათა მშვიდობა შეენარჩუნებინათ და ზე-

223
იმი არ ჩაეშალათ. მეორე დღეს ამტკიცებდნენ, მან თავისი ბოლო ნება-
სურვილი უკარნახა და უწყებას ის კაციც დაუსახელა, ვისაც თავის შემ-
ცვლელად ისურვებდა; ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სხვა-
დასხვას ასახელებდნენ. მაგისტრის ჯანმრთელობის მუდმივი გაუარე-
სების ამბებთან ერთად, სხვადასხვაგვარი ჭორები დადიოდა, და გან-
წყობა სააქტო დარბაზში, ისევე როგორც სასტუმრო სახლებშიც, დღი-
თი დღე უარესდებოდა, თუმცა აქ არავინ არ აძლევდა თავს იმის უფ-
ლებას, რომ ზეიმის გაგრძელებაზე უარი ეთქვა და გამგზავრებულიყო.
სიმძიმე და წყვდიადი ჩამოსწოლოდა მთელ წარმოდგენას, რისი გა-
რეგნული მიმდინარეობა კორექტული ფორმით მაინც სრულიქმნა, მაგ-
რამ ის სიხარული და აღტაცება, რაც ამ ზეიმზე იცოდნენ ხოლმე და რა-
საც მოელოდნენ, ნაკლებ საგრძნობი იყო; და როცა თამაშის ბოლოს
საზეიმო თამაშის შემოქმედმა, მაგისტრმა თომასმა, თვალები სამუდა-
მოდ დახუჭა, უწყების მცდელობანი – ახალი ცნობის გავრცელებისგან
თავი შეეკავებინათ – აღარ გამოვიდა. ზოგიერთმა მონაწილემ იგრძნო
და შენიშნა, რომ კვანძი გაიხსნა და მათ თავისუფლება მიენიჭათ. თა-
მაშის მოწაფეებმა და, კერძოდ კი, ელიტამ, თუმცა Ludus sollemnis-ის
დამთავრებამდე მათ გლოვა არ გამოუცხადებიათ და არც ამ დღეებში
საათების მიხედვით გაწერილი წარმოდგენებისა და ჩაღრმავების სა-
ვარჯიშოების მკაცრი განრიგიდან გადახვევის უფლება ჰქონდათ, –
უკანასკნელი საზეიმო აქტი და მთელი ის დღე ერთსულოვნად ისეთი
თავდაჭერითა და განწყობით ჩაატარეს, თითქოს ეს პატივცემული მიც-
ვალებულის სამგლოვიარო პროცესი იყო; ხოლო გადაქანცული, უძი-
ლობით გაწამებული, გაფითრებული ბერტრამის გარშემო კი, რომე-
ლიც ნახევრად მოხუჭული თვალებით, აგრძელებდა თავის მოვალეო-
ბათა შესრულებას, განმარტოების ყინულოვანი ატმოსფერო შექმნეს.
იოზეფ კნეხტმა, თუმცა ტეგულარიუსის მეშვეობით კიდევ ცოცხალი
გრძნობით იყო ელიტასთან დაკავშირებული და ყველა ამ მიმდინა-
რეობის განწყობას, ძველ მოთამაშესავით, სრულად იღებდა, რასაც მა-
ინც ბოლომდე არ ჩაუთრევია, მეოთხე თუ მეხუთე დღეს თავის მეგო-
ბარ ფრიცსაც კი მოსთხოვა, მისთვის მაგისტრის ავადმყოფობის ამბე-
ბით თავი არ მოებეზრებინა. იგი კარგად გრძნობდა და ხვდებოდა ზე-

224
იმის ტრაგიკულ დამძიმებას, ის მაგისტრს ძალზე დიდი დარდითა და
მწუხარებით იხსენებდა და „ჩრდილ“ ბერტრამზედაც ფიქრობდა, იმას-
თან ერთად სიკვდილისათვის რომ იყო განწირული, მზარდი უსიამოვ-
ნებითა და თანაგრძნობით, შეუპოვრად და ძლიერად, ყველა ზეგავ-
ლენას თავიდან იცილებდა, ნამდვილი თუ ლეგენდარული ამბებით უმ-
კაცრეს კონცენტრაციას ახდენდა, სავარჯიშოებსა და ლამაზად აგებუ-
ლი თამაშის მსვლელობას დიდი ნებისყოფით ეძლეოდა, თუმცა კი ყვე-
ლა უთანხმოებისა და გაუგებრობის მიუხედავად, ზეიმს მაინც სერიო-
ზული ამაღლებულობით განიცდიდა. „ჩრდილ“ ბერტრამს, როგორც ვი-
ცემაგისტრს, ბოლოში კიდევ მიმლოცველი ხალხი და უწყებები უნდა
მიეღო ჩვეულებრივ; რიოში მარგალიტებით თამაშის სტუდენტების მო-
მავალი სიხარულის დღეც ამჯერად უღიმღამოდ გავიდა. მუსიკალური
დამამთავრებელი აქტის შემდეგ ზეიმზე უწყებამ უშუალოდ განაცხადა
მაგისტრის გარდაცვალების ამბავი და დაიწყო Vicus Lusorum-ში სამ-
გლოვიარო დღეები, რაც სასტუმრო სახლში მცხოვრებმა იოზეფ კნეხ-
ტმა შეიტყო. დამსახურებული კაცის დაკრძალვა, რაც დღესაც დიდ პა-
ტივისცემას იმსახურებს, ჩატარდა კასტალიისათვის ჩვეული უბრალო-
ებით. ბერტრამი, მისი „ჩრდილი“. მიხვდა მის მდგომარეობას, ვინც
თავისი მძიმე როლი ზეიმის დროს თავისი უკანასკნელი ძალების მოხ-
მობით ბოლომდე ითამაშა. მან შემდეგ შვებულება მოითხოვა და
მთებში სამოგზაუროდ გასწია.
მოთამაშეთა სოფელში და მთელ ვალდცელში მწუხარება გამეფ-
და. ალბათ, არავინ ყოფილა გარდაცვალებული მაგისტრის უახლოესი
ადამიანი, ხაზს ვუსვამთ მეგობრულ ურთიერთობებს, მაგრამ წარმოსა-
დეგი არსების დაფიქრებულობამ და პატიოსნებამ, სიჭკვიანესა და
ფორმათა დახვეწილ გრძნობასთან ერთად იგი რეგენტობიდან წარმო-
მადგენლამდე მიიყვანა; დემოკრატიულად მოწყობილმა კასტალიამ
წარმოშვა იგი. მისით ამაყობდნენ, როგორც ჩანდა; თუ მისი პიროვნება
დაშორებული იყო განცდის, სიყვარულისა და მეგობრობის სფეროებს,
მით უფრო შესაბამის ვითარებას ქმნიდა მოზარდებში, რათა მისდამი
პატივისცემა გამოეწვიათ. მისმა ღირსებამ და თავადურმა გრაციამ,
რამაც, სხვათა შორის, ნახევრად დაცინვით და ნახევრად ალერსია-

225
ნად მოფიქრებული ზედმეტი სახელი – „აღმატებულება“ – შესძინა, მი-
უხედავად ხისტი წინააღმდეგობებისა, წლების მანძილზე სააღმზრდე-
ლო უწყების უმაღლეს საზოგადოებაშიც, სხდომებზედაც და ერთობ-
ლივ შრომებშიც რაღაც განსაკუთრებული ადგილი მიანიჭა. მისი მაღა-
ლი თანამდებობის ახლიდან დაკავების საკითხი, ცხადია, ისე ცხარე
და დაბეჯითებითი სალაპარაკო არსად არ გამხდარა, როგორც რიოში
მარგალიტებით მოთამაშეთა ელიტაში. მაგისტრის თანამდებობის
ფუნქციები „ჩრდილის“ გამოთიშვისა და გამგზავრების შემდეგ, რომ-
ლის დაცემაც ამ წრეში სურდათ და ამას მიაღწიეს კიდეც, ელიტამ თა-
ვად კენჭისყრით სამ დროებით წარმომადგენელზე გაანაწილა, ცხა-
დია, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შიდა ფუნქციები დაეკისრებოდათ
Vicus Lusorum-ში და არა საუწყებო ფუნქციები სააღმზრდელო საბჭოში.
შესაბამისად მათი წესებისა, სამაგისტრო საბჭო სამ კვირაზე მეტხანს
ამ ადგილს დაუკავებელს არ დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მომაკ-
ვდავი, სულთმობრძავი მაგისტრი არ დატოვებდა გადაჭრით უკონკუ-
რენციო შემცვლელს; სამსახური მაშინვე, უწყების მხოლოდ ერთადერ-
თი სრული სხდომის შემდეგ, ახლად შეავსებდა ადგილს.
სამგლოვიარო დღეებში იოზეფ კნეხტი თავის მეგობარს საქმის ვი-
თარების შესაბამისად დამთავრებულ თამაშსა და მის ასე შესამჩნევ,
უბადრუკ ჩავლაზე ელაპარაკა. კნეხტმა უთხრა:
„ამ მოადგილე ბერტრამმა თავისი როლი ბოლომდე არა მხოლოდ
ჯეროვნად მიიყვანა, არამედ, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მეტი გა-
აკეთა – იგი ამ Ludus sollemnis-ს, როგორც ბოლო და ყველაზე საზეიმო
– თანამდებობრივ საქმეს მსხვერპლად შეეწირა. თქვენ იყავით მტკი-
ცენი და არა სასტიკნი მის მიმართ, თქვენ შეგეძლოთ ზეიმი და ბერ-
ტრამი გადაგერჩინათ და ეს არ გააკეთეთ, მე ჩემს თავს ნებას არ მივ-
ცემ, რომ ეს განვსაჯო, თქვენ გექნებათ ამისი მიზეზი. ახლა კი, როცა ეს
საწყალი ბერტრამი განშორებულია და თქვენ საკუთარი ნება-სურვი-
ლი აისრულეთ, გაყოყოჩებულნი უნდა იყოთ. ის რომ კვლავ გამოჩ-
ნდეს, თქვენ მას უნდა შეხვდეთ და აჩვენოთ, რომ თქვენ მას მსხვერ-
პლის გაღებას მიუხვდით“.

226
ტეგულარიუსმა თავი გააქნია: „ჩვენ ეს გავიგეთ და მივიღეთ კი-
დეც. შენ ისე ბედნიერი იყავი, თამაშს, ამჯერად, სტუმარივით მიჰყვე-
ბოდი და ისე მონაწილეობდი მასში, რომ ჩვენი წევრი არ ყოფილხარ,
და ამის ნებაც გქონდა. ამის გამო შენ მსვლელობას ისე ზუსტად და
გულდასმით ვერ მიჰყვებოდი. არა, იოზეფ, ჩვენ აღარ გვექნება მეტი
შესაძლებლობა იმისათვის, რომ რაღაც გრძნობები ბერტრამის სასარ-
გებლოდ შევცვალოთ; მან იცის, რომ მისი მსხვერპლი საჭირო იყო, და
აღარც ეცდება მის უკან წაღებას“.
ახლაღა გაუგო მას კნეხტმა სავსებით და დაღონებული დადუმდა.
ის ისე ხედავდა, რომ, სინამდვილეში, ეს თამაშის დღეები მას არ გა-
ნუცდია ნამდვილი ვალდცელელივითა და ამხანაგივით, და ახლაღა
გაიგო მან, მართლაცდა, ბერტრამის მსხვერპლი როგორ შექმნეს.
აქამდე ბერტრაში პატივმოყვარედ გამოვლინდა, ვინც თავის შესაძ-
ლებლობაზე მეტი იტვირთა, რომელსაც უარი უნდა ეთქვა თავის შემ-
დგომ პატივმოყვარულ მიზნებზე და ეცადა დაევიწყებინა, რომ იგი მა-
გისტრის „ჩრდილი“ და წლიური თამაშის ხელმძღვანელი იყო. ახლა-
ღა, თავისი მეგობრის უკანასკნელი სიტყვებით, მიხვდა და უკვე და-
დუმდა. რომ ბერტრამი მისი მსაჯულებისგან უკვე გასამართლდა სრუ-
ლად და აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მას ნება დართეს, თამაში ბო-
ლომდე წაეყვანა, და ამაში ისე მოეხმარნენ, რომ ყველაფერს სკანდა-
ლის გარეშე ჩაევლო, მაგრამ ეს ბერტრამისთვის არ გააკეთეს, ვალ-
დცელს გაუფრთხილდნენ.
„ჩრდილის“ ადგილი მოითხოვდა არა მხოლოდ მაგისტრის სრულ
ნდობას – რაც ბერტრამს არ აკლდა, – არანაკლებ – ელიტის ნდობასაც,
და მისი მოპოვება კი ვერ შეძლო საწყალმა. მაშინ მის უკან იერარქია
არ იდგა მის დასაცავად, როგორც თავისი ბატონისა და მაგალითის
მაჩვენებლის უკან, და თავისი ყოფილი მეგობრების მიერ სრულად
რომ არ ყოფილიყო აღიარებული, მაშინ ავტორიტეტიც არ ექნებოდა
და მისი მეგობრები – რეპეტიტორები, მისი მსაჯულები გახდნენ. და იყ-
ვნენ რა ისინი შეუბრალებელნი, „ჩრდილსაც“ თავისი დაემართა. და
მართლაც, ეს ბერტრამი, მთაში წასული, აღარ დაბრუნებულა იქიდან,

227
და ცოტა ხანში იმასაც ჰყვებოდნენ, რომ იგი ციცაბო კლდიდან სასიკ-
ვდილოდ ჩაექანაო. შემდეგ კი ამის თაობაზე ლაპარაკიც მიწყდა.
ამასობაში ორდენის ხელმძღვანელობისა და სააღმზრდელო უწყე-
ბის მაღალი და უმაღლესი რანგის თანამშრომლები ყოველდღე ჩნდე-
ბოდნენ მოთამაშეთა სოფელში, და ყოველ წამს იძახებდნენ ცალკეუ-
ლებს გასაუბრებაზე როგორც ელიტიდან, ისევე თანამშრომლებიდან,
რისი შინაარსიც მხოლოდ ელიტის შიგნით, თავად ამა თუ იმ პირმა
იცოდა. იოზეფ კნეხტსაც ხშირად იძახებდნენ და გამოკითხავდნენ
ხოლმე, ერთხელ ფილოლოგიის მაგისტრის, შემდეგ Monsieur დიუბუას
და კიდევ ორი მაგისტრის მიერ იქნა დაბარებული. ტეგულარიუსი, ვინც
ასევე რამდენიმე ასეთი ინფორმაციისათვის მიიხმეს, სასიამოვნოდ
იყო აღელვებული და ხუმრობდა ამ საბოლოო განწყობაზე, როგორც ის
ამას ვარაუდობდა. იოზეფმა უკვე თამაშის დღეებშივე კარგად შენიშ-
ნა, თურა ცოტა რამ დარჩა ელიტასთან მისი მაშინდელი მჭიდრო კავ-
შირიდან, და როცა სასტუმრო სახლში ცხოვრობდა უცხოსავით და ზემ-
დგომები მას თავისი ტოლივით ექცეოდნენ; თვით ელიტაც, რეპეტიტო-
რობაც აღარ იღებდა მას კვლავ ძველებური ნდობითა და ამხანაგო-
ბით; ისინი მას ხვდებოდნენ ირონიული, დამცინავი ზრდილობითა და
მომლოდინე სიცივით; იგი მათ ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როცა მა-
რიაფელსში მიწვევა მიიღო, და ეს სწორი და ბუნებრივი იყო: ვინც ნა-
ბიჯი თავისუფლებიდან სამსახურში, სტუდენტობიდან ანდა რეპეტი-
ტორობიდან – იერარქიაში ერთხელ უკვე გადადგა. იგი ამხანაგი კი
აღარ იყო, არამედ თავმჯდომარეობისა და დიდკაცობის გზაზე იყო
დამდგარი, ის ელიტას აღარ მიეკუთვნებოდა და უნდა სცოდნოდა,
რომ ელიტა ამჯერად მისდამი კრიტიკულადაც განეწყობოდა. ასე
ემართებოდა თითოეულს თავის საქმეში. დისტანციასა და სიცივეს ამ
დროისათვის განსაკუთრებით ძლიერად გრძნობდა, ერთი იმიტომ,
რომ ახლა დაობლებულიყო და ახალი მაგისტრი უნდა მიეღო, ელიტა
ორჯერ უფრო მჭიდროდ დაირაზმა და უფრო მეტად მიუდგომელი შე-
იქნა; და მეორეც, ვინაიდან მისი შეუვალობა და დაუთმობლობა სულ
ახლახან „ჩრდილ“ ბერტრამის ბედზე ასე სასტიკად აისახა.

228
ერთ საღამოს ტეგულარიუსმა მეტად აღელვებულმა მიირბინა სას-
ტუმროში, მოძებნა იოზეფი, ცარიელ ოთახში შეიყვანა, კარი ჩაკეტა და
სულმოუთქმელად აღმოხდა: – იოზეფ, იოზეფ, ღმერთო ჩემო, მე ხომ
ამას წარმოვიდგენდი, ეს ხომ უნდა მცოდნოდა, ეს ამბავი შორს სულ
არ იყო... აჰ, ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი და ნამდვილად არ ვიცი, მიხა-
როდეს თუ არა. – და იგი, ვინც მოთამაშეთა სოფელში ყველა ახალი
ამბის წყარო უზუსტესად იცოდა, უყვებოდა: – ალბათ, უკვე ნამდვილად
ცხადია, რომ იოზეფ კნეხტს რიოში მარგალიტებით თამაშის მაგის-
ტრად აირჩევენ. არქივის ხელმძღვანელი, ვისაც მრავალი თვლიდა
მაგისტრ თომასის წინასწარ განსაზღვრულ შემცვლელად, უკვე გუშინ-
წინიდან საჯაროდ, ვიწრო წრიდან გამორიცხეს და ელიტის სამი კან-
დიდატიდან, რომელთა სახელებიც მანამდე გასაუბრებების დროს უფ-
როსობაში იყო ცნობილი, არც ერთს არა აქვს საგანგებო რეკომენდა-
ცია და მხარდაჭერა რომელიმე მაგისტრის ან ორდენის ხელმძღვანე-
ლობისგან, და მათ უკან არც ვინმე დგას, იმ დროს, როცა კნეხტის მხა-
რეს ორდენის ხელმძღვანელობიდან გამოდიან ორი წევრი და, აგრეთ-
ვე, ბატონი დიუბუაც, მათ შემდეგ მოჰყვება მოხუცი მუსიკის მაგისტრის
მნიშვნელოვანი ხმაც, ვისაც ამ დღეებში, როგორც ნამდვილად იციან,
რამდენიმე მაგისტრი პირადად ესტუმრა.
– იოზეფ, მაგისტრად გირჩევენ, – რამდენიმეჯერ ძლიერად გამოს-
ცრა მეგობარმა მას პირზე ხელი მიაფარა. პირველ წამს იოზეფი გაოცე-
ბული და აღელვებული შეიქნა ამ ვარაუდით, არანაკლებად ვიდრე
ფრიცი, მას ეს სრულებით უაზროდ მოეჩვენა, მაგრამ როდესაც ტეგუ-
ლარიუსმა დაიწყო იმის მოყოლა, თუ რას ფიქრობდნენ „კონკლავის“
მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ მოთამაშეთა სოფელში,
კნეხტი თანდათან ხვდებოდა, რომ მისი მეგობრის ვარაუდი მცდარი
არ ყოფილა. უფრო მეტად, ის გრძნობდა რაღაც „ჰო“-სავით თავის
სულში იმ შეგრძნებაზე, რომ მან ეს იცოდა და ამას მოელოდა, რომ ეს
სწორი და ბუნებრივია. ამრიგად, მან აღელვებულ ამხანაგს პირზე ხე-
ლი მიაფარა, დაყვედრებით შეხედა, თითქოსდა უეცრად გაჩენილი
დისტანციიდან და სიშორიდან და უთხრა: – ნუ ლაპარაკობ ასე ბევრს,

229
Amice; არ მინდა ვიცოდე ამ ზარზეიმის ამბავი. შენს მეგობრებთან წა-
დი.
ტეგულარიუსი, კიდევ ბევრის თქმა რომ სურდა, ამ მზერამ დაადუ-
მა, მასში ახალ, მისთვის ჯერ უცნობ ადამიანს ხედავდა, ანაზდად გა-
ფითრდა და გარეთ გავიდა. მოგვიანებით ჰყვებოდა, რომ კნეხტის შე-
სამჩნევი სიმშვიდე და სიცივე ამ წუთში მან პირველად იგრძნო, რო-
გორც დარტყმა და შეურაცხყოფა, როგორც სილის გაწვნა, მათი ძველი
მეგობრობისა და ნდობისათვის ღალატი, როგორც უმაღლესი უფრო-
სის თავისი მომავალი მდგომარეობის გაუგებარი ხაზგასმა და ამით
წინასწარ აღტაცებულობა. უკან გაბრუნებისას – და იგი ნაცემივით მი-
დიოდა გზაზე, – ამოუტივტივდა ამ დაუვიწყარი მზერის აზრი, ამ უცხო,
მეფური, მაგრამ არანაკლებ მტანჯველი მზერისა, და იგი მიხვდა, რომ
მისი მეგობარი ამ მიღწეულით კი არ გაამაყდა, არამედ მორჩილებით
შეხვდა ამას. ის ჰყვებოდა, რომ უნდა ეფიქრა იოზეფის შთამბეჭდავ
მზერაზე და მისი ხმის ტონალობაში ღრმა თანაგრძნობას ჩასწვდომო-
და, როგორადაც იგი ამ ცოტა ხნის წინ ბერტრამსა და მის მსხვერპლზე
გვატყობინებდა. როცა მას თავად შეეხებოდა ამგვარი ამბავი, იმ
„ჩრდილის“ მსგავსად, ისიც ემსხვერპლებოდა და ჩაქრებოდა, ისე ამა-
ყად და იმავდროს თვინიერად, ისე ამაღლებულად და მთელი გატაცე-
ბით, ისე მარტოდ და ბედს შეგუებული იყო ეს სახე; როცა მას მეგობარ-
მა შეხედა, თითქოს კასტალიის ყველა იმ ყოფილი მაგისტრის განსა-
ხიერებული მონუმენტიაო, – წადი შენს ამხანაგებთანო, – უთხრა, ესე
იგი, იმ წუთიდანვე, როცა მან თავისი ახალი ღირსების შესახებ პირვე-
ლად გაიგო, აღარასოდეს იქნებოდა სხვისი მცნობელი და სამყაროსაც
ახალი თვალთახედვით აღიქვამდა, აღარ იყო იგი მისი ამხანაგი, ეს
აღარასოდეს იქნებოდა.
კნეხტი განცვიფრდა, ამჯერად შეშინდა კიდეც. ამ შესაძლებლობა-
ზე უფიქრია, თქვა ერთხელ თავისთვის, და ჩაეღიმა ბეჯით ტეგულარი-
უსზე, ვინც დასაწყისშივე დანიშვნას არ ელოდა, მაგრამ შემდეგ, რამ-
დენიმე დღით ადრე, გადაწყვეტილებამდე და გამოცხადებამდე ეს გა-
მოითვალა და წინასწარაც გამოიცნო. ეს ამბავი, ფაქტობრივად, იოზე-
ფის მაღალ უწყებაში არჩევის წინააღმდეგ არაფერს ლაპარაკობდა,

230
მაგრამ მისი ახალგაზრდა ასაკი მაინც დამაფიქრებელი იყო, უმეტესი
კოლეგა მაღალ სამსახურს არანაკლებ ორმოცდახუთი წლიდან ორ-
მოცდაათი წლის ასაკში აღწევდა, იოზეფი ორმოცის არ იყო ჯერ, მაგ-
რამ კანონი, ადრეულ ასაკში დაწინაურება აკრძალულიაო, არ არსე-
ბობდა.
როცა ფრიცმა თავისი დაკვირვებისა და კომბინაციების გათვლით
მეგობარი აღაფრთოვანა, კნეხტი მაშინვე მიხვდა, რომ უფლება ჰქონ-
და, თავის არჩევანს, თავის ბედს, ჩასწვდომოდა და დასჯერებოდა; მი-
სი პირველი რეაქცია კი ამ შეტყობინებაზე იმაში მდგომარეობდა, რომ
მეგობარი ისეთი სიტყვებით განიშორა, „ამ ზარზეიმის თაობაზე არა-
ფერი უნდა სცოდნოდა“. მეორე კი თითქმის დარცხვენილი და შეურაც-
ხყოფილიც წავიდა, მაშინ იოზეფმა მედიტაციისათვის მოძებნა ადგი-
ლი, საკუთარი ფიქრები რომ დაელაგებინა, ხოლო მისი დაკვირვების
საგანს კი წარმოადგენდა იმ სურათის გახსენება, რაც ამ საათში. უჩ-
ვეულო სიძლიერით თვალწინ წარმოუდგა. ამ ვიზიონში ის ხედავდა ცა-
რიელ ოთახს, სადაც პიანინო იდგა, ფანჯრიდან გვიანი დილის ცივი,
მხიარული შუქი ანათებდა, ხოლო ოთახის კართან მშვენიერი, მიმზიდ-
ველი ჭარმაგი კაცი გამოჩნდა, რომელსაც შევერცხლილი თმა, სიკე-
თითა და ღირსებით სავსე ნათელი სახე ჰქონდა; ის კი, თავად, იოზე-
ფი, ლათინურის პატარა მოწაფე, ოთახში შიშნარევად, მაგრამ მაინც
ბედნიერი, მუსიკის მაგისტრს მოელოდა და იგი ახლა პირველად ნახა
კიდეც; პატივცემული, ელიტარული სკოლების მაგისტრი, მაგისტრთა
ლეგენდარული პროვინციიდან რომ ჩამოვიდა, რათა მისთვის ეჩვენე-
ბინა, თუ რას ნიშნავდა მუსიკა, ვინც აქედან მოყოლებული თავის პრო-
ვინციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ელიტასა და ორდენში შეუძღვა და მიიღო, მისი
კოლეგა და ძმა გახდა იმ დროს, როცა მოხუცმა თავისი ჯადოსნური
ჯოხი ანუ თავისი სკიპტრა გვერდზე გადადო და მეგობრულ, მდუმარე,
კიდევ უფრო სიკეთით სავსე, კიდევ უფრო ღირსეულ კიდევ უფრო იდუ-
მალებით მოცულ მოხუცად იქცა, რომლის მზერა და მაგალითი იოზე-
ფის ცხოვრებას ფარავდა და ვინც მუდამ მასზე მაღლა იქნება ადამია-
ნის მთელი ცხოვრებით, ცხოვრების რამდენიმე საფეხურით და იქნება
ღირსებისა და, იმავდროულად, მოკრძალების განუზომელ სიმაღლე-

231
ზე, ოსტატობისა და საიდუმლოების განუზომელ სიმაღლეზე, მაგრამ
ყოველთვის იქნება მისი მფარველი და მაგალითი, ყოველთვის რბი-
ლად წაიყვანს თავის კვალზე, როგორც მიჰყავს საკუთარი დები ამო-
მავალ და ჩამავალ ვარსკვლავს. რამდენ ხანსაც კნეხტი შინაგანი სუ-
რათების დინებას მიჰყვებოდა, ეს ყოველივე სიზმარეულს ემსგავსებო-
და; პირველი მდგომარეობის განმუხტვისას ჩანდა, უპირველესად, ეს
ორი წარმოდგენა, რომლებიც ნაკადიდან გამოდიოდა და დიდხანს
ყოვნდებოდა, ეს ორი სურათ-ხატი, თუ ალეგორია, ორი მსგავსება. ერ-
თში კნეხტი, ბიჭი, წინ მიმავალ მაგისტრს უკან მიჰყვებოდა, მაგისტრის
წინამძღოლივით მის წინ მიაბიჯებდა და ყოველ დროს, როცა ის მობ-
რუნდებოდა და თავის სახეს აჩვენებდა, იგი უფრო ხანში შესული, წყნა-
რი და პატივცემული ხდებოდა; შესახედავად სიბრძნისა და ღირსების
იდეალურ სურათს უახლოვდებოდა, როცა იგი, იოზეფ კნეხტი, მთელი
არსებით, დამჯერობით სამაგალითო ადამიანს უკან მისდევდა, მაგ-
რამ მუდამ იგივე ყმაწვილი რჩებოდა, რის გამოც მონაცვლეობით, ხან
დარცხვენას, ხან კი რაღაც სიხარულს და თითქოს სიჯიუტით კმაყოფი-
ლებას განიცდიდა. და მეორე სურათი ასეთი იყო: მთელ ამ დროში,
უსასრულოდ მრავალჯერ, ოთახის სცენა მეორდებოდა, სადაც იდგა
პიანინო, მოხუცის ბიჭთან მოსვლის სცენა, მაგისტრი და ყმაწვილი ერ-
თურთს ისე მისდევდნენ, როგორც მექანიზმის მავთულზე გამობმულე-
ბი, მალე შეუძლებელი იყო შეცნობა, ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა,
ვინ მიუძღვებოდა და ვინ მისდევდა, მოხუცი თუ ყმაწვილი. მალე გა-
მოჩნდა ეს ყმაწვილი, ვინც მოხუცს ავტორიტეტსა და ღირსებას, პატი-
ვისცემასა და დამაჯერებლობას უმტკიცებდა. დროდადრო ხილულად
მოხუციც ჩნდებოდა, ვისაც წინ მსუბუქად მისკენ აჩქარებული, გაახალ-
გაზრდავებული ფიგურა უახლოვდებოდა და ვისაც სიხალისის, მსახუ-
რებისა და პატივსაცემი მიმდევრობის ვალში აყენებდა. და იმ ხნის
განმავლობაში, როცა ამ აზრიან-უაზრო ზმანება-წრებრუნვას შეჰყუ-
რებდა, თავისი საკუთარი გრძნობით მეოცნებე ხან მოხუცის, ხან ყმაწ-
ვილის იდენტური იყო, ხან პატივისმცემელი, ხან – პატივცემული, ხან –
წინამძღოლი, ხან – დამჯერი, და ამ მსუბუქი მონაცვლეობის ჟამს გაჩ-
ნდა წამი, ოდეს იგი ორი იყო, ერთდროულად მაგისტრი და პატარა მო-

232
წაფე, და იგი იდგა ორივეზე უფრო მეტად მაღლა; ის იყო წამომწყები,
მომფიქრებელი, წარმმართველი და მაყურებელი წრებრუნვისა – წრის
ირგვლივ მოხუცსა და ყმაწვილს შორის უშედეგო შეჯიბრებისა, რო-
მელსაც იგი შეგრძნებების მონაცვლეობით, ხან ანელებდა, ხან უმაღ-
ლესი სისწრაფით აჩქარებდა. და ამ სტადიიდან განვითარდა ახალი
წარმოდგენა, უფრო სიმბოლო, ვიდრე ზმანება, უფრო მეტად შეცნობა,
ვიდრე სურათი, კერძოდ, წარმოდგენა ანდა უფრო მეტად შეცნობა: მა-
გისტრისა და მოწაფის ეს აზრიანი თუ უაზრო წრებრუნვა, სიბრძნისა
ახალგაზრდობისადმი, და ახალგაზრდობისა სიბრძნისადმი, ეს მაძი-
ებლური ურთიერთმიმართება, ეს დაუსრულებელი, წარმტაცი თამაში
წარმოადგენდა კასტალიის სიმბოლოს, და, საერთოდ, სიცოცხლის
თამაშს, რომელიც უსასრულოდ მიედინება, იშლება ორ ნაკადად, იყო-
ფა მოხუცებულობად და ახალგაზრდობად, დღე და ღამედ, ძიან და ძი-
ნად. აქედან უკვე დაინახა მჭვრეტელმა, რომ სურათთა სამყაროდან
გზა სიმშვიდეში შედის, ხოლო შემდეგ კი, გაძლიერებული და გამხია-
რულებული, დიდი ხნით ჩაღრმავების შემდეგ, უკანვე ბრუნდება.
როცა რამდენიმე დღის შემდეგ ორდენის ხელმძღვანელობამ იგი
თავისთან დაიბარა, დამშვიდებული გაემართა და უფროსების ძმურ
მისალმებას, წესისამებრ, ხელის ჩამორთმევითა და ერთმანეთის გა-
დახვევით ხალისიანად და სერიოზულობით შეეგება. გამოუცხადეს რი-
ოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრობა და იგი ზეგინდელი დღი-
სათვის საზეიმო თამაშის დარბაზში დაიბარეს სამსახურში შესვლისა
და ფიცის მისაღებად, იმ დარბაზში, სადაც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ
გარდაცვლილი მაგისტრის მოადგილემ ის გაწვალებული ზეიმი ჩაამ-
თავრა, ვით ოქროშემკულმა სამსხვერპლო ზვარაკმა. სამსახურში ჩად-
გომის წინ თავისუფლად დატოვებული დღე ზუსტი და რიტუალური მე-
დიტაციების თანმხლები სწავლებებისათვის ფიცის ტექსტისა და „მცი-
რე სამაგისტრო წესდებისათვის“ იყო განკუთვნილი, რასაც ორდენის
იერარქიის ორი მაღალი თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდა და
თვალყურს ადევნებდა; ამჯერად ესენი გახლდნენ ორდენის კანცლე-
რი და მათემატიკის მაგისტრი, და ამ მეტად გადამღლელი დღის შუ-
ადღის შესვენებაზე იოზეფს ცოცხლად გაახსენდა ორდენში მიღება და

233
წინ წამძღვარებული მუსიკის მაგისტრის შესავალი. ამჯერად, მარ-
თლაც, მიღების რიტუალი არ მიუძღოდა მას, საზოგადოების დიდ
ჯგუფში ფართო კარიბჭის გაღებით; ის მიდიოდა ნემსის ყუნწში გავ-
ლით უმაღლეს და ვიწრო წრეში, მაგისტრთა წრეში. მოხუც მუსიკის მა-
გისტრთან გვიან აღიარა, რომ იგი იმ დღეს თავისი თავის ინტენსიური
კონტროლისას ერთმა პატარა სასაცილო აზრმა შეაწუხა, კერძოდ, ერ-
თი წუთით შეშინდა, თუ რას ნიშნავდა მისთვის მაგისტრობა, რა უჩვეუ-
ლოდ ახალგაზრდაა ასეთი მაღალი ღირსებისათვის. მან ამ შიშთან, ამ
უჩვეულოდ უსარგებლო აზრებთან, სერიოზულად იბრძოლა, და ხალი-
სით უპასუხებდა, თუკი მას სიტყვას ასაკზე გადაუკრავდნენ: „დამაცა-
დეთ, წყნარად დავბერდე. მე ამ სიმაღლეს არასოდეს ვესწრაფვოდი“.
შემდეგმა თვით გამოცდამ კი მას უჩვენა, რომ აზრი მის დანიშვნაზე და
სურვილი ამისა მთლად შორს არ ყოფილა მისგან. საკუთარ თავს გა-
მოუტყდა, თავისი აზრების სიცარიელე დაინახა და თავიდან მოიშორა,
და ეს მისი ასაკი სინამდვილეში არც იმ დღეს და არც მერე, შემდგომში
მის კოლეგებს არ გაუხსენებიათ. მართლაც, მით უფრო ბეჯითად ლა-
პარაკობდნენ და აკრიტიკებდნენ ახალი მაგისტრის არჩევას ისინი,
ვინც აქამდე კნეხტის შემცილებელი იყო. მას არ ჰყავდა გამოხატული
მოწინააღმდეგე, მაგრამ კონკურენტები ჰყავდა და მათ შორის რამდე-
ნიმე ისეთი, რომლებიც ასაკით მასზე წინ იყვნენ, და ამ წრეში ბოლომ-
დე არ უფიქრიათ, რომ არჩევანზე სხვაგვარად შეთანხმებულიყვნენ,
მიჰყვებოდნენ ბრძოლას და დადასტურებას ელოდნენ – ნაკლებად იყ-
ვნენ განწყობილნი გულმოდგინედ ზუსტი და კრიტიკული დაკვირვები-
სათვის. იმ შემთხვევაში სამსახურში შესვლა და სამსახურის პირველი
პერიოდი ახალი მაგისტრისათვის თითქმის განწმენდის გზას ნიშნავს.
მაგისტრის დანიშვნა საჯარო ზეიმს არ წარმოადგენს; აღმზრდე-
ლობითი უწყების მაღალი წრეებისა და ორდენის ხელმძღვანელობის
გარდა, მასში მონაწილეობენ მოწაფეთა უფროსი თაობა, კანდიდატე-
ბი, იმ დისციპლინის თანამშრომლობა, რასაც ახალი მაგისტრი მიი-
ღებს. ზეიმზე სააქტო დარბაზში რიოში მარგალიტებით თამაშის მაგის-
ტრმა სამსახურებრივი ფიცი დადო, უწყებისაგან თავისი სამსახურის
ღირსებათა ნიშნები მიიღო: რამდენიმე გასაღები და ბეჭედი. და ორ-

234
დენის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა შეამოსინა იგი საზეიმო
შესამოსელით, რასაც მაგისტრი უდიდეს დღესასწაულებზე, უპირვე-
ლესად, წლიური თამაშის წარმოდგენისას ატარებს. ასეთ აქტს მხო-
ლოდ საჯარო ზეიმურობის ხმაური და ცოტა აღტაცებაღა აკლდა, თა-
ვისი ბუნებით ის ხომ ცერემონიული და მხნეობის მომნიჭებელი თავშე-
საქცევია. მაგრამ უკვე ორივე უმაღლესი უწყების სრული შემადგენლო-
ბის დასწრება მას უჩვეულო ღირსებას სძენს. რიოში მარგალიტებით
მოთამაშეთა პატარა რესპუბლიკა იღებს ახალ ბატონს, ვინც მათ წინ
წარმოდგენილია და ერთიან უწყებაშია მისაღები, ესაა მნიშვნელოვა-
ნი და იშვიათი მოვლენა; თუმცა მოწაფენი და სტუდენტთა უმცროსი
თაობა მის მნიშვნელობას ჯერ მთლად ვერ აღიქვამენ და ზეიმს ცერე-
მონიასავით უყურებენ და განიცდიან, – მაგრამ სხვა დანარჩენი მონა-
წილენი კი ამ მნიშვნელობაში ჩახედულნი არიან და საკმარისად შეზ-
რდიან ამ საზოგადოებას და მთელი არსებით დაკავშირებიან, რათა ეს
პროცესი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სხეულსა და ცხოვრებაში
მიმდინარე. ამჯერად ზეიმის სიხარული არა მხოლოდ ყოფილი მაგის-
ტრის სიკვდილისა და მწუხარების გამო იყო განელებული, არამედ ამ
წლის თამაშის შიშნარევი განწყობითა და მოადგილე ბერტრამის ტრა-
გედიითაც.
შემოსვა ორდენის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა და თა-
მაშის უმაღლესმა არქივარიუსმა განახორციელეს; ერთად ეჭირათ
მაღლა აწეული მანტია და რიოში მარგალიტებით თამაშის ახალ მა-
გისტრს მხრებზე მოასხეს. მოკლე საზეიმო სიტყვები წარმოთქვეს
Grammatica-ის მაგისტრმა, კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრმა კო-
იპერჰაიმიდან; ელიტის დანიშნულმა ვალდცელის ერთ-ერთმა წარმო-
მადგენელმა გასაღებები და ბეჭდები გადასცა, ორგანთან თავად
ღრმად მოხუცი ძველი მუსიკის მაგისტრი იდგა. იგი დანიშვნის გამო
გამოემგზავრა, რათა თავისი აღზრდილის შემოსვა ენახა და თავისი
დასწრებით მისთვის მოულოდნელი სიხარული მიენიჭებინა, და თა-
ნაც, იქნებ რაღაც რჩევებიც მიეცა; ყველაზე დიდი სიამოვნებით კი მო-
ხუცი საზეიმო მუსიკას საკუთარი ხელით შეასრულებდა, მაგრამ საკუ-
თარ თავს ვეღარ ენდობოდა, რომ საამისოდ ძალები გამოეცადა; მან

235
თამაშის სოფლის ორგანისტს სთხოვა დაკვრა, თავად კი მის უკან იდ-
გა და სანოტო ფურცლებს უშლიდა. მოკრძალებული ღიმილით შეხედა
იოზეფს, მან ჯერ ფიცის დადება მოისმინა, შემდეგ კი მისი წარმოთქმუ-
ლი თავისუფალი მიმართვა მომავალი თანამშრომლების, მოსამსახუ-
რეებისა და მოწაფეთა მიმართ. მისთვის ყმაწვილი იოზეფი ასეთი საყ-
ვარელი და გახარებული არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს, როცა
მან უკვე თითქმის შეწყვიტა იოზეფი ყოფილიყო, ახლაღა გახდა მან-
ტიის მატარებელი და სამსახურში ჩამდგარი, ვით გვირგვინის თვალი,
ვით იერარქიის სტრუქტურის სვეტი. მას კი შეეძლო, თავის ყმაწვილ
იოზეფთან მხოლოდ რამდენიმე წუთს მარტოს ელაპარაკა. ხალისია-
ნად შესცინა და ჩქარობდა მის გამხნევებას: „ეცადე, რომ სამ-ოთხ კვი-
რას კარგად გაუძლო, შენგან ბევრს მოითხოვენ. მუდამ მთავარზე
იფიქრე, და იფიქრე მუდამ იმაზე, რომ ცალკეულ საკითხებზე ახლა
დროის დაკარგვა არ ღირს. შენ მთლიანად ელიტას უნდა უძღვნა შენი
თავი, სხვა დანარჩენი თავიდან ამოიგდე. ორ კაცს გამოგიგზავნიან
დასახმარებლად; ერთ მათგანს, იოგას მიმდევარს, ალექსანდერს,
ჩემგან აქვს ინსტრუქცია მიღებული; მას კარგად მოუსმინე, თავისი საქ-
მე ესმის. კლდესავით მყარი რწმენა გქონდეს იმისა, რომ უფროსები
თავიანთ წრეში შენი შეყვანით სწორად მოიქცნენ – აი, რა გჭირდება
შენ; უფროსები ყველაფერს გააკეთებენ, თავისიანებში მიგიღონ. შენ
ენდე ამას, ენდე ხალხს, ვისაც დახმარებისათვის გიგზავნიან, ბრმად
დაემორჩილე შენს საკუთარ ძალას. ელიტას კი უძღვენი მხიარული,
მაგრამ მუდამ მღვიძარი უნდობლობა, ის სხვას არაფერს მოელის; შენ
გაიმარჯვებ, იოზეფ, მე ეს ვიცი“.
სამსახურის უმეტესი სამაგისტრო ფუნქციები ახალი მაგისტრისათ-
ვის კარგად ცნობილ და ნაცად საქმიანობებს წარმოადგენდა, რომელ-
თაც მსახურებისა თუ ასისტენტობისას გარკვეული დრო მიუძღვნა; უმ-
ნიშვნელოვანესი იყო თამაშის კურსები, მოწაფეთა, დამწყებთა, არდა-
დეგებზე მსურველთა და სტუმართა კურსებიდან დაწყებული, დამთავ-
რებული ელიტისათვის სავარჯიშოებით, ლექცია-სემინარებით. ამ საქ-
მიანობებს ყოველი ახლად დანიშნული მაგისტრი, სხვა რამ რომ არ
ვთქვათ, ამასთან შეზრდილი იყო, როცა მას ის ახალი ფუნქციები უფ-

236
რო მეტ დარდსა და საზრუნავს უჩენდა, რომლებთანაც შეხების საშუა-
ლება არასოდეს ჰქონია. იოზეფთანაც ასე იყო. ყველაზე დიდი სიამოვ-
ნებით, უწინარეს, მთელი სიბეჯითით სწორედ ამ ახალ მოვალეობებს
მოახმარდა მთელ თავის ძალასა და ენერგიას: სამაგისტრო საქმეებს,
უმაღლეს სააღმზრდელო საბჭოში მუშაობას, მაგისტრთა საბჭოსა და
ორდენის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობას, კასტალიის
უმაღლესი ხელმძღვანელობის წინაშე რიოში მარგალიტებით თამაში-
სა და Vicus Lusorum-ის წარმომადგენლობას. ის ანთებული იყო, რათა
მომავალი საქმიანობის ახალ მიმართულებებს გულმოდგინედ მოჰკი-
დებოდა და მათში რაღაც შეუსაბამო არ გაპარულიყო; უპირველეს
ყოვლისა, დიდი სიამოვნებით მარტო ჩაუჯდებოდა რამდენიმე კვირას
და უზუსტესად შეისწავლიდა კონსტიტუციას, ფორმალურ მხარეებს,
სხდომის ოქმებს და მისთანებს. მან იცოდა, რომ ამ სფეროში ცნობები-
სა და დარიგებისთვის მის განკარგულებაში, ბატონ დიუბუას გარდა,
სამაგისტრო ფორმებისა და ტრადიციების ყველაზე უფრო გამოცდი-
ლი და კარგი მცოდნე იყო, სახელდობრ, ორდენის ხელმძღვანელობის
ოფიციალური წარმომადგენელი, ვინც, მართალია, თვითონ მაგისტრი
არ გახლდათ, ესე იგი, წოდებით ზოგადად მაგისტრებზე უფრო დაბლა
იდგა, მაგრამ უწყების ყველა სხდომა მიჰყავდა და ტრადიციულ წეს-
რიგს ამყარებდა, ჩვეულებისამებრ, როგორც მაგალითად, მთავარი
ცერემონმაისტერი რომელიმე სამეფო კარზე. რა სიამოვნებით სთხოვ-
და იგი კერძო საქმეზე დახმარებას ამ ჭკვიან, გამოცდილ, თავისი
ბრწყინვალე ზრდილობით გამორჩეულ ადამიანს, რომლის ხელითაც
ეს-ესაა საზეიმო მოსასხამით შეიმოსა, ვალდცელში მაინც რომ ეცხოვ-
რა, და არა იმ ნახევარი დღის სავალი გზით დაშორებულ ჰირსლან-
დში. რა სიამოვნებით გადავიდოდა მონტეპორტში გარკვეული დრო-
ით და ძველ მუსიკის მაგისტრს ამ საკითხებსაც გაარკვევინებდა! მარ-
ტო ამაზე არ უნდა ეფიქრა, ამგვარ კერძო და სტუდენტურ სურვილზე
საზრუნავი დრო სად ჰქონდა მაგისტრს. უფრო მეტად ინტენსიური, გან-
საკუთრებული გულმოდგინებითა და ძალისხმევით სწორედ იმ ფუნ-
ქციებისათვის უნდა მიეძღვნა თავი, რაზედაც მიაჩნდა, რომ დიდი
შრომა არ დასჭირდებოდა. რასაც იგი ბერტრამის მიერ წაყვანილი სა-

237
ზეიმო თამაშის დროს ხვდებოდა, ვინაიდან ხედავდა, თუ როგორ იბ-
რძოდა და უჰაერო სივრცეში მოქცეულივით სულს ღაფავდა თავისია-
ნების, ელიტის მიერვე გაჭირვებაში მიტოვებული მაგისტრი, და რაც
მონტეპორტელი მოხუცის სიტყვებმა მისი შემოსვის დღეს დაუდასტუ-
რა, ახლა თავისი სამსახურის ყოველი წუთი და თავისი მდგომარეობის
გააზრების ყოველი მომენტი ამას უჩვენებდა: მას თავი უნდა მიეძღვნა,
სხვებისაგან გამორჩევით, ელიტისა და რეპეტიტორობისათვის სწავ-
ლების უმაღლეს საფეხურებზე სასემინარო სავარჯიშოებისა და რეპე-
ტიტორებთან უშუალო ურთიერთობისათვის. მას უნდა გადაეცა არქივი
არქივის თანამშრომლებისათვის, დამწყებთა კურსები – ხელქვეით
მყოფ მასწავლებელთათვის, ფოსტა – მდივნებისათვის, ეს ვითარების
ხელიდან გაშვებისა და საქმის გაფუჭების საფრთხეს არ ქმნიდა. ელი-
ტა კი საკუთარ თავთან ერთი წუთითაც მარტო არ უნდა დაეტოვებინა,
მას საკუთარი თავი მისთვის უნდა მიეძღვნა, ელიტის წევრებთან მე-
გობრობა დაემყარებინა და ეს ყოველივე ძალდაუტანებლად წარმარ-
თულიყო; უნდა დაერწმუნებინა ისინი საკუთარ უნართა შესაძლებლო-
ბებში, საკუთარი ნების სისუფთავეში, ისინი უნდა დაეპყრო, რათა მო-
ეპოვებინა, მათზე უნდა გაემარჯვა, რათა მათ იგი თითოეული კანდი-
დატისათვის შეედარებინათ, ვინც საამისოდ სურვილი გამოხატა, და
მას ნაკლი არ უნდა ჰქონოდა. აქ ზოგიერთმა რამემაც შეუწყო ხელი,
რაც ადრე მაინც ნაყოფიერად მიიჩნია, კერძოდ კი, მისი ვალდცელი-
დან და ელიტიდან გასვლა, სადაც ახლა იგი თითქმის ისევ Homo
novus-ს 29 წარმოადგენდა. მისი ტეგულარიუსთან მეგობრობაც კი სა-
სარგებლო აღმოჩნდა, რამეთუ ტეგულარიუსს, სულიერად მდიდარ,
მაგრამ ავადმყოფურ აუტსაიდერს ძნელად თუ გაუჩნდებოდა კარიე-
რისტული შეხედულება, აშკარაა, და ჩანდა, თვითონაც ისე ნაკლებ შე-
ეპყრო პატივმოყვარეობას, რომ მისთვის უპირატესობის მინიჭება ახა-
ლი მაგისტრის მხრიდან კონკურენტებს არ მოუტანდა ზიანს. უმეტესი
და უკეთესი რამ მაინც თვითონ კნეხტს უნდა გაეკეთებინა, რათა თამა-
შის სამყაროს ამ უმაღლეს, ყველაზე უფრო ცოცხალ, მშფოთვარე,

29
ახალბედას (ლათ.)
238
მგრძნობიარე ფენაში შეეღწია დაკვირვებით და ეს ყველაფერი გადაე-
ლახა ისე, როგორც მხედარი ეუფლება ჯიშიან ბედაურს, რამეთუ ყო-
ველ კასტალიურ ინსტიტუტში, არა მარტო რიოში მარგალიტებით თა-
მაშის დროს, ელიტა წარმოადგენს კარგად განათლებულ, მაგრამ ჯერ
კიდევ თავისუფლად მსწავლელ, სააღმზრდელო უწყებასა თუ ორდე-
ნის სამსახურში ჯერ კიდევ არ ჩამდგარ კანდიდატებს, რომლებსაც რე-
პეტიტორებსაც ეძახიან; ეს უძვირფასესი შემადგენელი ნაწილი, რომე-
ლიც, მართლაც, ბუნებრივ რეზერვს ქმნის აყვავებისა და მომავლისათ-
ვის, ყველგან, და არა მარტო მოთამაშეთა სოფელში, ეს ქედმაღალი,
რჩეული, მომავალი თაობა მუდმივად წინააღმდეგობაშია ახალ მას-
წავლებლებთან და ხელმძღვანელებთან; იგი მუდამ კრიტიკულადაა
განწყობილი და გულფიცხელობას იჩენს და ახლად არჩეულსაც, სწო-
რედ ნაკლები თავაზიანობითა და მორჩილებით ეპყრობა, და მისი კე-
თილმოსურნეობის მაძიებელმა აუცილებლად პირადად და მთელი ძა-
ლების მოკრებით უნდა დაიპყროს, დაარწმუნოს და დაძლიოს იგი იმა-
ზე უწინ, სანამ ელიტა აღიარებს და დაეთანხმება, რომ მას უკან გაჰ-
ყვეს.
კნეხტი ამოცანის წინაშე უშიშრად იდგა, მაგრამ ამ სიძნელემ მაინც
გააოცა, და იმ დროს, როცა ამას წყვეტდა და თავისთვის ფრიად დამ-
ძაბველი, დამხვეწი თამაში მოიგო, ის ახალი, დანარჩენი მოვალეობე-
ბი და დავალებები გამოჩნდებოდა ხოლმე, რისთვისაც ზრუნვა და
დარდი არ მოუკლია, მაგრამ თავისთავად უკანა პლანზე გადადიოდა
და ისე ჩანდა, რომ ნაკლებ ყურადღებას მოითხოვდა; იგი ერთ კოლე-
გას გამოუტყდა, რომ სრული შემადგენლობით უწყების ხელმძღვანე-
ლობის პირველ სხდომას, სადაც სასწრაფოდ მოხვდა და რომლის
დამთავრებისთანავე სასწრაფოდვე უკან უნდა მობრუნებულიყო, თით-
ქმის სიზმარივით აღიქვამდა, და არანაირი აზრი არ გასჩენია ამაზე,
რადგან შემდგომ ისევე საჭირო იყო აქტუალურ სამუშაოში ჩაბმა. თათ-
ბირის დროსაც კი, თუნდაც თემა ინტერესის გამომწვევი ყოფილიყო
და თუნდაც მას რაღაც მოუთმენლადაც დალოდებოდა, უწყებაში თა-
ვისი პირველი გამოსვლისას თავისი თავი მან რამდენჯერმე გამოიჭი-
რა, რომ აზრებით აქ კი არ იყო, კოლეგებს შორის, და დებატებს კი არ

239
უგდებდა ყურს, არამედ ვალდცელში წარმოედგინა თავი და არქივის
იმ ცისფრად შეღებილ ოთახში იმყოფებოდა, სადაც იმ დროს ყოველ
მესამე დღეს დიალექტიკაში სემინარს ხუთი მონაწილის თანდასწრე-
ბით ატარებდა და სადაც ყოველი საათი დიდ დაძაბულობას და ენერ-
გიის გაცემას მოითხოვდა, რაც მაინც ადვილი არ იყო და რასაც ვერ
დაეხსნებოდა; რამეთუ, როგორც მოხუცმა მუსიკის მაგისტრმა შეატყო-
ბინა, უწყებამ პირველი პერიოდისათვის გასამათრახებლად და გასა-
კონტროლებლად ერთ-ერთი წევრი დაუნიშნა, ვინც მის დღის რეჟიმს
საათობით ამოწმებდა, დროის განაწილებაში ეხმარებოდა და რო-
გორც ცალმხრივობისაგან, ისევე სრული გადატვირთვისაგან დაიცავ-
და: კნეხტი მისი მადლიერი იყო, და მეტადრე ორდენის ხელმძღვანე-
ლობიდან გამოგზავნილი მაგისტრისა, ვისაც ჭვრეტის ხელოვნებაში
დიდი მოწოდება ჰქონდა; მას ერქვა ალექსანდერი, ვინც იმისთვის
ზრუნავდა, რომ ფიზიკურ გადაღლამდე მომუშავეს ყოველდღიურად
სამჯერ „პატარა“ თუ „მოკლე“ სავარჯიშო შეესრულებინა და რომ ყო-
ველი ასეთი სავარჯიშოსათვის უზუსტესად უმცირესი დრო, წუთები იყო
საჭირო. მათ ორივესთან, ორდენიდან მოვლინებულ პირად რეპეტი-
ტორთან და მჭვრეტელთან ერთად, ყოველდღიურად, საღამოს მედი-
ტაციის წინ იგი თავის სამსახურის დღეს გადახედავდა ხოლმე საერთო
ანალიზის გასაკეთებლად, წარმატებებსა და წარუმატებლობას მიხ-
ვდებოდა, „პულსს იგრძნობდა, როგორც ჭვრეტის მასწავლებლები
ეძახიან, ეს იმას ნიშნავს, მას თვითონ თავისი წუთიერი მდგომარეობა,
გრძნობა, ძალების განაწილება, იმედები და საზრუნავი შეეცნო და გა-
ნესაზღვრა, თავისი თავის და ყოველი დღის საქმე ობიექტურად და-
ენახა და ღამისა და ხვალინდელი დღისათვის გადაუჭრელი არაფერი
დაეტოვებინა.
იმ ხნის განმავლობაში, როცა რეპეტიტორები მაგისტრის რთულ სა-
მუშაოს ნაწილობრივ სიმპათიური, ნაწილობრივ მებრძოლი ინტერე-
სით უყურებდნენ და არანაირი გარემოება არ გამოეპარებოდათ იმი-
სათვის, რომ გამოეძებნათ პატარა, იმპროვიზებული შეცდომა მის ძა-
ლასა, მოთმინებასა და მოსაზრებულობაში, ზოგჯერ იქითკენ მიის-
წრაფვოდნენ, რომ მისი სამუშაო წინ წასულიყო, ზოგჯერ კი – დაბრკო-

240
ლებულიყო; ტეგულარიუსთან ფატალური სიცარიელე წარმოიშვა.
კნეხტი რომ ახლა არც ყურადღებას, არც დროს, არც ფიქრებს, არც თა-
ნაგრძნობას არ უთმობდა, ამას კი მიხვდა, მაგრამ ვერ მონახა საკუ-
თარ თავში საკმარისი სიმტკიცე და გულგრილობა, და აღმოჩნდა მე-
გობრისაგან უეცრად სრულიად მივიწყებული, და ერთ დღესაც მან არა
მარტო თავისი მეგობარი დაკარგა, როგორც ჩანდა, არამედ თავისი
ამხანაგებისგანაც უნდობლობა იგრძნო და მასთან ცოტა ვინმეღა ლა-
პარაკობდა. რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან თუმცა კი ტეგულარიუსს
პატივმოყვარეთათვის გზის გადაღობვა სერიოზულად არ შეეძლო,
მაგრამ ის მაინც არ ყოფილა სრულიად მიუკერძოებელი და ახალგაზ-
რდა მაგისტრის კეთილგანწყობითაც სარგებლობდა. ამ ყველაფერზე
შეეძლო კნეხტს კარგად ეფიქრა, და რაც განეკუთვნებოდა მის წუთი-
ერს, პიროვნულსა და კერძოს, ეს მეგობრობაც ცოტა ხნით გამორიცხუ-
ლი იყო, როგორც მეგობარს მოგვიანებით გამოუტყდა, მან ეს მოიმოქ-
მედა, არაცნობიერად და ნებით, უბრალოდ, მეგობარი მთლად გადაა-
ვიწყდა, იგი მთლიანად იარაღად იქცა და კერძო რამ, როგორიცაა მე-
გობრობა, შეუძლებელი შეიქნა, და თუ სადმე, მაგალითად, იმ სემინარ-
ზე ხუთ კაცში ფრიცის ფიგურა და სახე თვალწინ დაუდგა, ეს ტეგულა-
რიუსი კი არა, მეგობარი კი არ იყო მისთვის, ნაცნობი, ანდა პიროვნება,
არამედ ეს ელიტის ერთი წარმომადგენელი გახლდათ, სტუდენტი, უფ-
რო მეტიც – კანდიდატი და რეპეტიტორი, მისი სამუშაოსა და ამოცანის
ერთი ნაწილი, ჯარისკაცი სანგარში, რომლის განსწავლა და მასთან
ერთად გამარჯვება მის მიზანს შეადგენდა. ფრიცს გააკანკალა, როცა
პირველად მაგისტრი დაელაპარაკა; ამ მზერაში შეიცნო, რომ ეს უც-
ხოობა და ობიექტურობა მთლიანად ნათამაშები კი არაა, ნაღდი და
ფარულია და რომ მის წინ მდგომი კაცი, ვინც საქმიანი ზრდილობითა
და დიდი სულიერი სიფხიზლით ექცევა, აღარ არის მისი მეგობარი იო-
ზეფი, იგი მხოლოდ მასწავლებელი და შემმოწმებელია, მხოლოდ რი-
ოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრია, თავისი თანამდებობის სე-
რიოზულობითა და სიმკაცრით გარემოცული და ჩაკეტილია, ბრწყინვა-
ლე ჭიქურის მსგავსად, რომელიც ცეცხლში შეტანამდე მას გარშემო
დაეფინება და გამოწვით გაქვავდება. სხვათა შორის, ერთი პატარა

241
რამ შეემთხვა ტეგულარიუსს ამ დატვირთულ კვირას. განცდების გამო
უძილობამ, შინაგანმა გადაღლილობამ, ერთ პატარა სემინარზე იჩინა
თავი. მისმა თავდაუჭერლობამ მკვახე შელაპარაკება გამოიწვია არა
მაგისტრთან, არამედ ერთ კოლეგასთან, ვინც მის ნერვებზე დამცინა-
ვი ტონით ითამაშა. კნეხტმა ეს კარგად შენიშნა, შეამჩნია, აგრეთვე,
დამნაშავის გაღიზიანებული მდგომარეობა, მან ჩუმად მიუთითა თი-
თის მოძრაობით და გაგზავნა თავის მედიტაციის მაგისტრთან, სულზე
ზრუნვით სიძნელეები რომ გამოესწორებინა. ეს ზრუნვა კვირების მან-
ძილზე გატანჯულ ტეგულარიუსს ეგონა, კვლავ გაღვიძებული მეგობ-
რობის პირველი ნიშანიაო, რამეთუ ეს პირადად მისთვის მიქცეულ ყუ-
რადღებად ჩათვალა და რომ თავად მოინდომა მეგობრის გაჯანმრთე-
ლება. სინამდვილეში კნეხტმა ძლივს თუ აღიქვა, ვის გაუწია დახმარე-
ბა, იგი მხოლოდ მაგისტრივით მოიქცა; თავის ერთ რეპეტიტორს გაღი-
ზიანება და თავშეუკავებლობა შეამჩნია და აღმზრდელობითი თვალ-
საზრისით შეაფასა ისე, რომ ერთი წუთითაც არ შეუხედავს რეპეტიტო-
რისთვის, როგორც პიროვნებისთვის, და მას საკუთარ თავთან მიმარ-
თებაში არც განიხილავდა. როცა თვეების შემდეგ მეგობარმა ეს სცენა
გაახსენა და დაარწმუნა, თუ რა კეთილდღეობა მოუტანა ამ საქციე-
ლით და ნუგეშისცა, იოზეფ კნეხტი დადუმდა, მას ეს ამბავი სრულიად
დავიწყებოდა.
ბოლოს მიზანი იქნა მიღწეული და ბრძოლა მოგებული, ეს იყო დი-
დი სამუშაო, ამ ელიტასთან საქმე მოეგვარებინა, იგი დაღლის ფასად
გამოეწვრთნა, კარიერისტები მოეთვინიერებინა, მერყევნი თავის მხა-
რეზე გადმოეყვანა, ქედმაღალნი შთაბეჭდილებით დაეპყრო; თამაშის
სოფლის კანდიდატობამ თავისი მაგისტრი აღიარა და მიენდო, მყის
ყველაფერი გაიოლდა, თითქოსდა ქოთანს პირთამდე ასავსებად ერ-
თი წვეთიღა აკლიაო, დამხმარედ მოვლინებულმა პირადმა რეპეტი-
ტორმა, კნეხტთან ერთად, ბოლო სამუშაო პროგრამა შეადგინა, უწყე-
ბის ხელმძღვანელობის მოწონება გამოხატა მისი საქმიანობის შესა-
ხებ და გაუჩინარდა, მედიტაციის მაისტერ ალექსანდერმაც იგივე მო-
იმოქმედა. დილის მასაჟს ისევ გასეირნება შეენაცვლა, მეცადინეობა-
სა თუ საკითხავზე ჯერჯერობით ფიქრიც კი არ შეიძლებოდა; საღამოს

242
კი მაინც, ძილის წინ, ზოგჯერ უკვე ცოტას უკრავდა, უწყებაში მისი შემ-
დგომი გამოჩენისას კნეხტმა მკაფიოდ იგრძნო, რომ კოლეგებში თავი
შეინარჩუნა და მათი თანასწორი გახდა. ბრძოლის ჟინითა და წყურვი-
ლით მის დასაცავად მღვიძარება შეიძინა, გამოცოცხლება და სიფხიზ-
ლე; ის თავის თავს ხედავდა კასტალიის შიგნით, ხედავდა იერარქიის
მაღალ მწვერვალზე და საოცარი ყურადღებით, თითქმის იმედგაცრუე-
ბით აღიქვა, რომ ამ ძალზე გაუხშოებული ჰაერითაც შეიძლებოდა სუნ-
თქვა, მაგრამ სწორედ ის, ვინც ამ ჰაერით სუნთქავდა, სრულებით შე-
იცვალა. ეს იყო ამ ძლიერი გამოცდის პერიოდის ნაყოფი, რამაც იგი
გაანელა.
ელიტის მიერ რეგენტის აღიარებამ ამჯერად განსაკუთრებულად
პოვა თავისი გამოხატულება. როცა კნეხტმა იგრძნო, რომ რეპეტიტო-
რობასთან წინააღმდეგობები შეწყდა და ნდობა და თანხმობა გაჩნა,
მან იცოდა, როგორ წარემართა საძნელო საქმე, და დადგა ის წუთი,
„ჩრდილი“ ამოერჩია. სინამდვილეში არასოდეს არ ყოფილა მისთვის
ისე საჭირო მოხმარება და განტვირთვა, როგორც იმ წუთში მოპოვებუ-
ლი გამარჯვების შემდეგ, როცა ზეადამიანური ძალების მოსინჯვა შე-
დარებით თავისუფლებას მოუტანდა, ზოგიერთი სწორედ ამ ადგილზე
შეფერხდება ხოლმე. კნეხტმა უარი თქვა მის ხელთ არსებულ უფლება-
ზე კანდიდატებს შორის არჩევანის შესახებ და სთხოვა რეპეტიტორო-
ბას – მისთვის „ჩრდილი“ მათი საკუთარი არჩევანით დაეყენებინათ.
ჯერ კიდევ ბერტრამის ბედით გაოგნებულმა ელიტამ ეს თანხვედრა
ორმაგი სერიოზულობით მიიღო, წინ წამოვიდა რამდენიმე სხდომისა
და საიდუმლო გამოკითხვების შემდეგ მათი არჩევანი და ერთ-ერთი
საუკეთესო, ვინც კნეხტის დასახელებამდე მაგისტრობის ღირსების
მოსაპოვებლად საიმედო კანდიდატად ფასობდა, ახალ მაგისტრს მო-
ადგილედ წარუდგინეს.
მან კარგად გაართვა თავი ამ უძნელეს საქმეს, ისევ დაიწყო მის-
თვის გასეირნებებითა და მუსიკით ტკბობა, დრომ მოიტანა და, კვლავ
საკითხავზე ფიქრის ნება დაერთო, ტეგულარიუსთან მეგობრობა, ხან-
დახან ფერომონტესთან წერილების მიმოწერა, შესაძლებელი შეიქნა,
დროგამოშვებით თავისუფალი ნახევარი დღე პატარა მოგზაურობის-

243
თვისაც გამოეყენებინა. მხოლოდ ეს სიამოვნებანი გამოიღებდა ნა-
ყოფს ახლანდელი და არა უწინდელი იოზეფისათვის, ვინც გულმოდ-
გინე რიოში მარგალიტებით მოთამაშედ და კარგა გვარიან კასტალიე-
ლად თვლიდა თავს. ერთხელ ირონიული გამაფრთხილებელი სიტყვე-
ბი გაახსენდა, რაც მაგისტრმა თომასმა უთხრა მას შემდეგ, რაც მას
სურვილი გაუჩნდა, ხმამაღლა გამოეხატა ის აზრი, რომ თავისუფალი
სწავლებისათვის ერთი პერიოდი კიდევ ნება მიეცათ მისთვის. „ერთი
ხანი“ – რამდენია ეს? შენ ისევ სტუდენტურ ენაზე ლაპარაკობ, იოზეფ“.
ეს რამდენიმე წლის წინ იყო; გაოცებითა და დიდი მოწიწებით მოუსმი-
ნა მაგისტრს, და ძალზე ჩუმად ის საშინელებაც დაინახა, ამ კაცს აღ-
ზრდით უპიროვნო სრულქმნილებისთვის რომ მიეღწია, და მიხვდა,
კასტალია თავად მასაც როგორ ჩაიჭერდა და გამოსწოვდა ძალ-ღო-
ნეს, იქნებ და, ერთხელაც მისგან ასეთი თომასი უნდა შეექმნათ, მაგის-
ტრი, რეგენტი და მსახური, სრულქმნილი იარაღი. ახლა კი იოზეფ
კნეხტი იდგა იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც თომას ფონ დერ ტრავე
მდგარა, და როცა რომელიმე თავის რეპეტიტორს, რომელიმე ამ ჭკვი-
ან, მრავლისმნახველ მოთამაშესა და კერძო სწავლულს, რომელიმე
ბეჯით და ქედმაღალ პრინცს ელაპარაკებოდა, მაშინ იგი სხვა, საუც-
ხოო, საკვირველ და მის მიერ უკვე გამოვლილ სამყაროში ჩაიხედებო-
და ხოლმე ზუსტად ისევე, როგორც უწინ მაგისტრმა თომასმა მის სა-
ოცარ სტუდენტურ სამყაროში ჩაიხედა.

244
სამსახურში

მაგისტრის სამსახურის გადაბარებამ შემდგომში მას მეტი დანაკ-


ლისი მოუტანა, ვიდრე გამარჯვება; ძალები და პირადი ცხოვრება
თითქმის ამას შეალია და ყველა ჩვეულებასა და საყვარელ სურვი-
ლებზე ბოლომდე უარი თქვა, გულში დასადგურებულმა ცივმა სიწყნა-
რემ და გადაღლის გამო თავბრუსხვევამ ჩამოარჩინა, და, აი, დასვენე-
ბის, გააზრებისა და გათავისების მომდევნო პერიოდმა მაინც ახალი
დაკვირვებები და განცდები წარმოშვა. უდიდესი რამ იყო შემტევი
ბრძოლის შემდეგ ნდობითა და მეგობრობით სავსე თანამშრომლობა
ელიტასთან. თავის „ჩრდილთან“ თათბირებისას, ფრიც ტეგულარიუს-
თან მუშაობისას, ვინც კორესპონდენციაში მოიხმარა თანაშემწეობაში
გამოსაცდელად, თანდათანობით სწავლისას, – მოწმობების, აგრეთვე,
მოწაფეებსა და თანამშრომლებზე სხვადასხვა ჩანაწერების შემოწმე-
ბისა და შევსებისას, რაც მისმა წინამორბედმა დატოვა, – სწრაფად იზ-
რდებოდა მისი სიყვარული ელიტისადმი და ერთვებოდა მის ცხოვრე-
ბაში, რასაც კარგად ვიცნობო, ეგონა, მაგრამ რომლის არსს, ისევე რო-
გორც მოთამაშეთა სოფლის თავისებურებას და მის როლს კასტალიურ
ცხოვრებაში ახლაღა მიხვდა. კერძოდ, მან ამ ელიტას და რეპეტიტო-
რობას, პატივმოყვარე მოთამაშეთა სოფელს კასტალიაში, რამდენიმე
წელი მიაკუთვნა და მთლიანად შეიგრძნო თავის თავში მისი ნაწილი.
და ახლა იგი შინაგანად ცხოვრობდა ამ საზოგადოებასთან, იგი
გრძნობდა მასთან ერთიანობას, როგორც მისი ტვინი, ცნობიერება და
სინდისი, რომლის ძვრები და ბედი არა მარტო თანაგანცდაში არსე-
ბობდა, არამედ იგი მას ხელმძღვანელობდა და მასზე პასუხისმგებ-
ლობაც ეკისრებოდა. ერთ საზეიმო გაკვეთილზე, თამაშის შესავლისა
და საწყისების მასწავლებელთა მომზადების კურსის დასრულებისას,
ეს ასე გამოხატა: „კასტალია, თავისთავად, მცირე სახელმწიფოა, და
ჩვენი Vicus Lusorum-ი კი პატარა ქალაქს წარმოადგენს ამ სახელმწი-
ფოში; პატარა, მაგრამ ძველი და ამაყი რესპუბლიკა თავისი დების თა-
ნაბრად განლაგებული და მათთან თანაბარი უფლებების მქონე, მაგ-
რამ თავისი ფუნქციის განსაკუთრებული შემოქმედებითი და, გარკვეუ-

245
ლი აზრით, საკრალური ხასიათის გამო საკუთარი ღირსების შეგნებით
გაძლიერებული და ამაღლებული. ჩვენ ხომ გამოვირჩევით იმ დავა-
ლებით, რომ კასტალიის სიწმინდე, მისი ერთადერთი საიდუმლოება
და სიმბოლო დავიცვათ, და ესაა – რიოში მარგალიტებით თამაში. კას-
ტალია ზრდის, უპირატესად, მუსიკოსებსა და ხელოვნების ისტორიკო-
სებს, ფილოლოგებს, მათემატიკოსებსა და სხვა სწავლულთ. თითოე-
ული კასტალიური ინსტიტუტი და ყველა კასტალიელი ვალდებულია
ორი მიზანი და იდეალი იცოდეს: რაც შეიძლება მეტ სრულყოფილებას
მიაღწიოს თავის დისციპლინაში და მასში და საკუთარ თავშიც სიცოც-
ხლესა და მოქნილობას ინარჩუნებდეს, რათა იგი მუდმივად ამ თავის
სპეციალობას ყველა სხვა დისციპლინებს უკავშირებდეს და თითოე-
ულ მათგანთან შინაგანი მეგობრობა ჰქონდეს. ამ მეორე იდეალმა,
ადამიანის ყველა სულიერ მცდელობათა შინაგანი ერთიანობის
იდეამ, უნივერსალურობის იდეამ, თავისი სრულყოფილი გამოხატუ-
ლება ჩვენს ნათელ თამაშში ჰპოვა. შეიძლება ფიზიკოსისა და მუსიკის
ისტორიკოსისათვის ან რომელიმე სხვა სწავლულისათვის, მკაცრი და
ასკეტური შეუპოვრობა თავის საგანში დროდადრო საჭირო ყოფილი-
ყო, და უარის თქმა უნივერსალური განათლების იდეაზე რაღაც კერძო
მომენტში, განსაკუთრებული უმაღლესი წარმატების მისაღწევად მის-
თვის სასარგებლოც გამხდარიყო, – მაგრამ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში,
რიოში მარგალიტებით მოთამაშეთ, ნება არასოდეს გვქონია ამ შეზ-
ღუდვისა და საიმისოდ, რომ თვითკმარობისათვის მიგვემართა და
ამით დავკავებულიყავით; რამეთუ სწორედ ესაა ჩვენი ამოცანა, რომ
Universitas Litterrarum-ის იდეა და მისი უმაღლესი გამოხატულება, კე-
თილშობილი თამაში დავიცვათ და კვლავ მუდამ იმ მიდრეკილებების-
გან ვიხსნათ, რაც ცალკეული დისციპლინების თვითკმარობით გამოწ-
ვეულ შეზღუდულობაში იჩენს ხოლმე თავს. მაგრამ როგორ ძალგვიძს
ჩვენ რაღაც გადავარჩინოთ, რაც თავად არ იჩენს სურვილს გადასარ-
ჩენად? და როგორ შეგვიძლია, არქეოლოგი, პედაგოგი, ასტრონომი
და, ასე შემდეგ, ვაიძულოთ, თვითკმარი საგნის განსწავლულობაზე უა-
რი თქვან და ფანჯრები გააღონ ყველა დანარჩენი დისციპლინისათ-
ვის? ჩვენ არ ძალგვიძს ამისი მიღწევა იძულებითი დადგენილებებით

246
იმ დროს, როცა ჩვენ, მაგალითად, რიოში მარგალიტებით თამაშს უკვე
სკოლებში ოფიციალურ სასწავლო საგნად ვაცხადებთ, და ჩვენ არ
ძალგვიძს ეს არც მხოლოდ იმის გახსენებით, რაც ჩვენს წინამორბე-
დებს ამ თამაშით ჰქონიათ ჩაფიქრებული, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი თა-
მაში ჩვენ თვითონ მხოლოდ იმის საშუალებით დავამტკიცოთ, რო-
გორც აუცილებელი, რომ ჩვენ ამას მუდამ საერთო სულიერი ცხოვრე-
ბის სიმაღლეზე ვინარჩუნებთ, რომ ჩვენ ყოველ ახალ მიღწევას, ყო-
ველ ახალ თვალთახედვას და საკითხის დასმას მეცნიერებებში წარ-
მატებით ვითვისებთ და რომ ჩვენ უნივერსალობას, ჩვენ კეთილშო-
ბილ და, აგრეთვე, საშიშ თამაშსაც ერთიანობის აზრის გამოხატვით მუ-
დამ ხელახლა და კვლავ მუდამ ისე მშვენიერად, ისე დამაჯერებლად,
ისე მიმზიდველად და მომხიბვლელად ავსახავთ და მას მივყვებით,
რომ უსერიოზულესი მკვლევარიც და უბეჯითესი სპეციალისტიც კვლავ
მუდამ, როგორც გამაფრთხილებელ მოწოდებას, მაცდუნებელ და მომ-
ხიბვლელ საქმეს, ისე უნდა გრძნობდეს. ერთხელაც წარმოვიდგინოთ,
ჩვენ, მოთამაშეებმა, რამდენიმე ხანს მცირე დაეჭვებით რომ ვიმუშა-
ოთ, თამაშის კურსები დამწყებთათვის უფრო მოსაწყენი და ზედაპირუ-
ლი გახდება, წარმატებულთათვის თამაშებში კი სპეციალისტები ცოც-
ხალი პულსის მიმცემნი ვერ იქნებიან, და სულიერ ქმედითობასა და
დაინტერესებას გამოაკლდებიან; ჩვენს წლის დიდ თამაშს ორ-სამჯერ
ერთმანეთის მიყოლებით სტუმრები ცარიელ ცერემონიასავით იგ-
რძნობენ, უსიცოცხლოსა და ძველმოდურივით, წარსულის მოძველებუ-
ლი გადმონაშთივით – რა სწრაფად გვექნებოდა თამაშსა და ჩვენც და-
სასრული! ჩვენ ახლა უკვე აღარ ვართ ბრწყინვალე სიმაღლეზე; როცა
რიოში მარგალიტებით თამაში ადრეულ პერიოდში, ჩვენზე უწინ არსე-
ბობდა, როცა წლიური თამაში არა ერთ და ორ, არამედ სამ და ოთხ
კვირას გრძელდებოდა და არა მარტო კასტალიისათვის, არამედ მთე-
ლი ქვეყნისთვისაც წლის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენდა, დღეს
ამ წლიურ თამაშს ესწრებიან ისევ მთავრობის ერთი წარმომადგენე-
ლი, ხშირად საკმაოდ მოსაწყენი სტუმარივით, და კიდევ რამდენიმე
ქალაქისა და წოდების წარმოგზავნილები; თამაშის დღეების დასას-
რულისკენ ამ წარმომადგენლებს სურთ, საერო ძალებს გადახედონ

247
ზრდილობიანად, გარემოების მიხედვით, რომ ზეიმის ზედმეტად გაგ-
რძელებამ ზოგიერთი ქალაქი ამის გამო არ შეაფერხოს, აგრეთვე, მა-
თივე მხრივ, წარმომადგენლების გამოგზავნაც დროის შესაბამისად
მოხდეს, ზეიმი ან ამაღლებულად შეამოკლონ, ანდა სამომავლოდ თა-
მაში მეორე თუ მესამე წელს დანიშნონ, და ამგვარი განვითარება თუ
დაქვეითება ჩვენ არ ძალგვიძს შევაჩეროთ. ალბათ, შესაძლებელია,
რომ ჩვენს თამაშს გარეთ, სამყაროში, მალე სრულებით არანაირი გა-
გება აღარ გააჩნდეს; რომ ზეიმი მხოლოდ ყოველ ხუთ, ყოველ ათ წე-
ლიწადში, ანდა სრულებითაც აღარ გამართონ. რაც ჩვენ შეგვიძლია,
შევაფერხოთ, ეს არის თამაშისადმი უნდობლობა და მისი გადაფასება
თავის საკუთარ სამშობლოში, ჩვენს პროვინციაში. აქ ჩვენი ბრძოლა
იმედით სავსეა და კვლავ და კვლავ გამარჯვებისაკენ მიგვიძღვის,
ჩვენ განვიცდით მას ყოველდღე, რომ ელიტის ყმაწვილი მოწაფეები,
რომლებიც თავიანთ თამაშის კურსს ყოველგვარი დიდი ეჭვის გარეშე
ირჩევენ და მზად არიან ამისთვის, შემდეგში კი აღფრთოვანებას მოკ-
ლებულნი ამთავრებენ მას; ისინი უეცრად სწვდებიან პიროვნებების
საშუალებით, პატივსაცემი ტრადიციის მიხედვით, თამაშის ინტელექ-
ტუალურ შესაძლებლობებს, მის სულისშემძვრელ ძალებს და ჩვენს
ემოციურ მომხრეებად და მიმდევრებად გადაიქცევიან, და ჩვენ ყო-
ველწლიურად Ludus sollemnis-ის დროს ხარისხისა და სახელის მქონე
სწავლულები შეგვხვდებიან, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიცით, რომ
ისინი სამუშაოთი დატვირთულ მდიდარ წელიწადს ჩვენ, რიოში მარ-
გალიტებით მოთამაშეებს, განსაკუთრებულად ზემოდან დაგვცქერიან
და ჩვენს ინსტიტუტს ყოველთვის არ უსურვებენ საუკეთესოს, და, აი,
ისინი ახლა, დიდი თამაშის პერიოდში, ჩვენი ხელოვნების მიმზიდვე-
ლობის შესახებ უფრო მეტსა და მეტს იგებენ და იძენენ, განიმუხტებიან
და ამაღლდებიან, ახალგაზრდავდებიან და ფრთებს ისხამენ და ბო-
ლოს, გულით მტკიცდებიან და გამომშვიდობების დროს ამას სადღაც
დარცხვენილად, მადლიერების სიტყვებით გამოხატავენ. დავაკვირ-
დეთ ერთი წუთით იმ საშუალებებს, რაც ჩვენთვის მცნებებია ჩვენი და-
ვალების შესასრულებლად, ვხედავთ მდიდარ, ლამაზ და კარგად მო-
წესრიგებულ აპარატს, რომლის გული და ცენტრი თამაშის არქივია,

248
რასაც ჩვენ ყველანი ნებისმიერ დროს მადლიერების გრძნობით ვიყე-
ნებთ და მას თითოეული ჩვენგანი ემსახურება, მაგისტრიდან და არქი-
ვარიუსიდან დაწყებული – უკანასკნელ დამხმარემდე. საუკეთესო და
ყველაზე მეტად სასიცოცხლო ჩვენს ინსტიტუტში არის ძველი, კასტა-
ლიური პრინციპი საუკეთესოების, ელიტის ამორჩევისა. კასტალიის
სკოლებში აგროვებენ ნიჭიერ მოწაფეებს მთელი ქვეყნიდან და განათ-
ლებას აძლევენ. ასევე ვეძებთ მოთამაშეთა სოფელში საუკეთესოებს,
თამაშისადმი სიყვარულის ნიჭით გამორჩეულთ, და მათ მყარად ვი-
ნარჩუნებთ, და მუდამ სრულყოფილად ვანათლებთ, ჩვენი კურსები და
სემინარები იღებენ ასობით მსურველს და მათ ისევ ვუშვებთ, წარჩინე-
ბულებს კი ჩამოვაყალიბებთ ნაღდ მოთამაშეებად, როგორც თამაშის
ხელოვანთ, თითოეულმა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენს ხელოვნებაში
განვითარების საბოლოო წერტილი არ არსებობს, რომ თითოეული
ჩვენგანი, როცა ახლა ჩვენს ელიტას ეკუთვნის, სიცოცხლის მანძილზე
შემდგომ განვითარებას დახვეწს, თავის თავში ჩაღრმავდება და ჩვენს
ხელოვნებას ვანდომებთ შრომასა და გარჯას, სულერთია, ის ჩვენს
სამსახურს ეკუთვნის თუ არა. ჩვენთან ელიტის არსებობა არაერთხელ
დაუგმიათ, როგორც ფუფუნება, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ უნ-
და ვამზადებდეთ იმაზე მეტ ელიტურ მოთამაშეს, ვიდრე ეს საჭიროა
ყველა ჩვენი თანამდებობის დაკავებისთვის. მაგრამ, ჯერ ერთი, თა-
ნამდებობის პირთა აპარატი – ეს ხომ არ არის რაღაც თვითკმარი ინ-
სტიტუცია, და მეორეც, სულაც არა აქვს ყველას იმის უნარი, რომ იყოს
თანამდებობის პირი, როგორც, მაგალითად, ყველა კარგ ფილოლოგს
არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მასწავლებელი. ჩვენ, თანამ-
შრომლებმა, ყოველ შემთხვევაში, ვიცით და ვგრძნობთ ამას ზუსტად,
რომ რეპეტიტორობა არა მხოლოდ ნიჭიერი და თამაშში გამოცდილი
ხალხით სავსე რეზერვუარია, რითაც ჩვენი ცარიელი ადგილები გვაქვს
შესავსები და რომელიც ჩვენს მიმდევრებს გამოუშვებს. მაინც მინდა
გითხრათ, ეს მოთამაშეთა ელიტის მხოლოდ გვერდითი ფუნქციაა,
თუმცა კი საქმეში ჩაუხედავ ადამიანთა წინაშე ჩვენ ამას ყოველთვის
ხაზგასმით აღვნიშნავთ, როდესაც კი ლაპარაკს იწყებენ ჩვენი დაწესე-
ბულების აზრისა და ცხოვრებაზე უფლების შესახებ. რეპეტიტორები,

249
პირველ რიგში, არიან არა მომავალი მაგისტრები, კურსის წამყვანი
მასწავლებლები და არქივის თანამშრომლები, არამედ ისინი ჩვენი უწ-
ყების თვითმიზანია, მათი პატარა გუნდი რიოში მარგალიტებით. თა-
მაშის ნამდვილი სამშობლო და მომავალია; აქ ამ რამდენიმე ათეულ
გულსა და ტვინში მიმდინარეობს ჩვენი თამაშის განვითარებები, შეთ-
ვისებები, აღმავლობები, წინააღმდეგობები შესაბამისი დროის სულ-
თან და ცალკეულ მეცნიერებებთან ერთად; ბუნებრივად და სწორად,
სრულფასოვნებით და მთლიანი მონდომებით მიმდინარეობს თამაში;
მხოლოდ აქ, ჩვენს ელიტაში, არის ეს თვითმიზანი და წმინდა სამსახუ-
რი, საქმე აქ აღარ ეხება ცნობისმოყვარეობას ანდა განათლებით კვეხ-
ნას, არც თავმომწონეობას და არც ცრუმორწმუნეობას. თქვენს, ვალ-
დცელის რეპეტიტორების ხელთაა თამაშის მომავალი, რამეთუ ის გუ-
ლი და შინაგანობაა კასტალიისა, თქვენ კი – შინაგანობა და ცხოველი
ძალა ხართ ჩვენი დასახლებისა; თქვენ იყავით, მართლაცდა, პროვინ-
ციის ნამდვილი მარილი, მისი მოუსვენრობა. არ არსებობს იმის საშიშ-
როება, რომ თქვენი რიცხვი გაიზარდოს, თქვენი ეჭვი განმტკიცდეს,
თქვენმა ვნებამ დიდებული თამაშისათვის მხურვალება შეიძინოს;
ამაღლდით, ამაღლდით! თქვენთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი
საფრთხის საფუძველი, როგორც ყველა კასტალიელისათვის, და ჩვენ
ყველანი დაცულნი უნდა ვიყოთ ამისგან. ჩვენი პროვინციისა და ჩვენი
ორდენის სული ორ პრინციპზეა დაფუძნებული: სწავლებაში ობიექტუ-
რობისა და ჭეშმარიტების სიყვარულზე, და მედიტაციური სიბრძნისა
და ჰარმონიის ზრუნვაზე. ორი პრინციპის წონასწორობაში შენარჩუნე-
ბა ჩვენთვის ნიშნავს: ბრძნულად და შესაბამისად ჩვენი ორდენის
ღირსეულად ყოფნას. ჩვენ გვიყვარს მეცნიერებები, და ვუწყით კიდევ
ისიც, რომ მეცნიერებისათვის თავის მიძღვნისას ანგარებისაგან, ბიწი-
საგან, სასაცილოდ აგდებისაგან კაცი თავს ვერ დაიცავს; ისტორია
სავსეა ასეთი მაგალითებით, დოქტორ ფაუსტის ფიგურა ლიტერატუ-
რაში პოპულარულია ამ საფრთხით. სხვა საუკუნეები თავშესაფარს
ეძებდნენ სულისა და რელიგიის ერთიანობაში; კვლევისა და ასკეტიზ-
მის, მათ Universitas Litterarum-ს მართავდა თეოლოგია. ჩვენთან ეს მე-
დიტაციაა, იოგას მრავალსაფეხურიანი პრაქტიკა, რომლის დახმარე-

250
ბითაც ჩვენ ვცდილობთ, მოვერიოთ საკუთარ თავში მხეცს და თითოე-
ულ მეცნიერებაში ჩასახლებულ ეშმაკს. აი, თქვენ ჩემსავით კარგად
იცით, რომ რიოში მარგალიტებით თამაშსაც ჰყავს თავისი ეშმაკი, რომ
თამაშს შეუძლია მიგვიყვანოს ცარიელ ვირტუოზულობამდე, ხელოვნუ-
რი კეკლუცობის თვითტკბობამდე, კარიერიზმამდე, სხვებზე ძალაუფ-
ლების მოპოვებამდე და ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამდე.
ამიტომ საჭიროა კიდევ ერთი სხვა სახე აღზრდისათვის, ვიდრე ინტე-
ლექტუალურია, და ჩვენ ორდენის მორალს ვუქვემდებარებთ არა იმას,
რომ ჩვენი სულიერად აქტიური ცხოვრება სულიერი ხედვით მგრძნო-
ბიარე და მზარდი ოცნების სამყაროში გადავიყვანოთ, არამედ, პირი-
ქით, უნარი აღმოგვაჩნდეს სულიერად უმაღლესი წარმატებისათვის.
ჩვენ არ უნდა გავრბოდეთ Vita activita-დან Vita contemplativa 30-ში, არც
პირიქით, არამედ ამ ორივეს შორის მონაცვლეობით გზაში ვიყოთ,
ორივესთან სახლში ვიყოთ, ორივეში უნდა ვმონაწილეობდეთ“.
„ჩვენ ისევ გადმოვეცით კნეხტის სიტყვები, რომელთა მსგავსიც
მრავალი მოწაფის მიერაა ჩანიშნული და შენარჩუნებული, ვინაიდან
ეს ნათლად გვიჩვენებს მის შეხედულებას სამსახურსა და თავისი მა-
გისტრობის, სულ მცირე, პირველ წლებზე. იგი რომ გამოჩენილი მას-
წავლებელი იყო (დასაწყისში, სხვათა შორის, თვითონაც გაოცებული
გახლდათ), ამას გვიდასტურებს მისი მოხსენებების უკვე თვალშისაცე-
მად დიდი რაოდენობა, რაც ჩვენამდე მოღწეული ასლების სახით. ეს
მიეკუთვნებოდა იმ აღმოჩენებსა და მოულოდნელობებს, მისთვის მა-
ღალ სამსახურს თავიდანვე უკვე თან რომ ახლდა, სწავლება ხომ მას
მრავალ სიხარულს ანიჭებდა და საქმესაც უიოლებდა. ის ამას ვერც კი
წარმოიდგენდა, რამეთუ მანამდე მასწავლებლის საქმიანობაზე, მარ-
თლაც, არასოდეს უფიქრია. მან, როგორც ელიტის ყოველმა წევრმა,
როგორც თავის დროზე უფროსი კურსის სტუდენტმა, შიგადაშიგ მას-
წავლებლობის მოკლე პრაქტიკა გაიარა; როგორც წარმომადგენლო-
ბითმა პირმა რიოში მარგალიტებით თამაშის კურსის სტუდენტები
სხვადასხვა საფეხურზე ამეცადინა, უფრო ხშირად ასეთი კურსების

30
ქმედითი ცხოვრება, ჭვრეტითი ცხოვრება (ლათ.)
251
მომზადებაში მონაწილეობდა და ასისტენტად მსახურობდა, მაშინ
მისთვის სწავლის თავისუფლება და განმარტოებულად კონცენტრა-
ცია თავის მაშინდელ სასწავლო სფეროებში ისეთი საყვარელი და
მნიშვნელოვანი იყო, რომ იგი, თუმცა უკვე მაშინ მასწავლებლად გაგ-
ზავნილი და პოპულარული, ამ დავალებებს მალე გამორჩევით არასა-
სურველ ხელშეშლასავით აღიქვამდა. ბოლოს მან ბენედიქტინელთა
დაწესებულებში თამაშის კურსები წაიკითხა, მაგრამ ეს თავისთავად,
მართლაც, ნაკლები მნიშვნელობისა იყო, და ასევე მისთვისაც; ამ ად-
გილზე პატერ იაკობუსთან სწავლამ და მასთან ურთიერთობამ ყველა
სხვა სამუშაო მისთვის მეორეხარისხოვან საქმედ აქცია. კარგ მოწა-
ფედ ყოფნა, სწავლა, სადმე მიღება და თვითგანათლება მაშინ მის
უმაღლეს მისწრაფებას წარმოადგენდა. და, აი, მოწაფისაგან მასწავ-
ლებელი გახდა, და როგორც მასწავლებელმა, უწინარეს, დიდი დავა-
ლება დაძლია სამსახურის პირველ პერიოდში. ორი აღმოჩენა არსე-
ბობდა, რაც მან მაშინ მოიპოვა: სიხარული, რაც მზაობას სძენს კაცს,
სხვისი სწავლების სიხარული და შემდეგ ბრძოლა სტუდენტთა და მო-
წაფეთა პიროვნებასთან, ავტორიტეტისა და წინამძღოლობის მოპოვე-
ბა და გამოცდა, ესე იგი, სიხარული აღზრდისადმი. მას ეს ორი მიგნება
ერთმანეთისაგან არასოდეს დაუშორებია, და მისი მაგისტრობის ჟამს
არა მარტო ბევრი კარგი და საუკეთესო რიოში მარგალიტებით მოთა-
მაშე განსწავლა, არამედ თავის მოწაფეთა დიდი ნაწილი პირადი მა-
გალითითა და ნიმუშით, დარიგებით, მისეული მკაცრი მოთმინებითა
და მთელი არსებით საუკეთესოსაკენ მისწრაფებით განავითარა, იმის-
და მიხედვით, თუ რისი უნარის მქონენი იყვნენ, თითოეული ადამიანი-
სა და მისი ხასიათის გათვალისწინებით.
აქ მან, თუ ჩვენ ნება გვაქვს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ, ერთი
დამახასიათებელი გამოცდილება შეიძინა, სამსახურებრივი საქმია-
ნობის დასაწყისში იგი განსაკუთრებულად იყო დაკავშირებული ელი-
ტასთან, თავისი მოწაფეების უმაღლეს ფენასთან, სტუდენტებსა და
რეპეტიტორებთან, რომელთაგან ზოგიერთი მისი ასაკის იყო და მათ
შორის თითოეული უკვე განათლებული მოთამაშე გახლდათ. თანდა-
თანობით, როცა ელიტისათვის იგი საიმედო შეიქნა, ნელ-ნელა დაიწ-

252
ყო სიფრთხილით წლითიწლობით უფრო მეტი ძალისხმევითა და
დროის დათმობით მისგან ჩამოშორება, ვიდრე ის თითქმის მთლი-
ანად თავის სანდო პირებსა და თანამშრომლებს არ გადააბარა. პრო-
ცესი გრძელდებოდა, ერთი წლიდან მეორემდე კნეხტი უკან უბრუნდე-
ბოდა მოხსენებებს, კურსებსა და სავარჯიშოებს, რომლებსაც ხელ-
მძღვანელობდა; უბრუნდებოდა მუდამ შორეულ, ახალგაზრდა ფენებს
მოწაფეობის ბოლოს, რასაც magister Ludi, საერთოდ, იშვიათად აკე-
თებდა, რამდენჯერმე პირადად დამწყებთა კურსები უმცროს მოწაფე-
ებთან გაიარა, ანუ, ჯერ იმათთან, სტუდენტებშიც რომ არ ითვლებოდ-
ნენ, და ამ საქმეში მან მიაგნო ერთ რამეს: რაც უფრო უმცროსები და
უცოდინრები იყვნენ მისი მოწაფეები, მით უფრო სიხარულს ანიჭებდა
მათი განსწავლა. ხანდახან ეს წლები სწორედ უსიამოვნებას უმზადებ-
და და საგრძნობ დატვირთვადაც უჯდებოდა, – ამ ყმაწვილებიდან
სტუდენტებთან თუ ელიტასთან უნდა მიბრუნებულიყო. ხანდახან ისეთ
სურვილსაც გრძნობდა, რომ კიდევ უკან დაბრუნებულიყო და მაინც უმ-
ცროს მოწაფეებთან ეცადა მეცადინეობა; ისეთებთან, ვისთვისაც არც
კურსები და არც რიოში მარგალიტებით თამაში არ არსებობდა; მას შე-
ეძლო, რაღაც ამდაგვარიც ესურვა, ცოტა ხანს ეშჰოლცში, ანდა ერთ-
ერთ სხვა მოსამზადებელ სკოლაში ემეცადინებინა პატარა ბიჭები ლა-
თინურში, სიმღერაში, ანდა ალგებრაში. და უფრო სულიერად წინ წა-
ვიდოდა, თვითონ, პირველ რიგში, რიოში მარგალიტებით თამაშის და-
საწყის კურსსაც კი გადასცემდა, თუკი მას გაუმართლებდა და შეხვდე-
ბოდა გონებაგახსნილ, განათლებულ მოწაფეებს. მათთან მეცადინეო-
ბა და მათი აღზრდა მეტს მოუტანდა და შინაგანად ერთნი იქნებოდ-
ნენ. მისი მაგისტრობის უკანასკნელი ორი წლის მანძილზე იგი თავის
თავს წერილებში ორჯერ „სკოლის მასწავლებლად“ მოიხსენიებს, იმის
გახსენებით, რომ magister Ludi-ს სიტყვიერი გამოხატულება, რაც თა-
ობებიდან მოყოლებული, კასტალიაში მხოლოდ „თამაშის ოსტატს“
ნიშნავდა, წარსულში, უბრალოდ, სკოლის მასწავლებლის ტიტული
იყო.
მაგრამ სკოლის მასწავლებლობაზე საუბარი, მართლაცდა, არ ყო-
ფილა, ეს ოცნებებს წარმოადგენდა ისე, როგორც ვიღაც ზამთრის ცივ,

253
სუსხიან დღეს ზაფხულის უღრუბლო ცაზე ოცნებას დაიწყებს. კნეხტის-
თვის გზა აღარ იყო გახსნილი, მისი მოვალეობანი სამსახურით იყო შე-
მოსაზღვრული. თავისი მთავარი ინტერესი თანდათანობით უფრო და
უფრო აღზრდასა და ადრეულ, მისთვის მისაწვდომი ასაკის მოწაფეებ-
ზე გადაიტანა. რაც უფრო ასაკი ემატებოდა, მით უფრო მეტად მიიზი-
დებოდა ახალგაზრდობისაკენ; მაშ, ასე, ჩვენ ნება გვაქვს, ცოტაოდენი
რამ ვთქვათ დღეს ამის თაობაზე. მაშინ ვინმე კრიტიკოსი რომ გარჯი-
ლიყო, მისი სამსახურის გაძღოლისას სადღაც, რაიმენაირად, მის გა-
ტაცებას და თვითნებობას გამოააშკარავებდა; სამსახურიც აიძულებ-
და, ისევ და ისევ ელიტას უკან დაბრუნებოდა, დროდადროც, რადგა-
ნაც მან სემინარები და არქივები თითქმის მთლიანად თავის მომხმა-
რეებსა და თავის „ჩრდილს“ გადასცა, ხანგრძლივ სამუშაოებს ატა-
რებდა, როგორც, მაგალითად, წლიური სათამაშო კონკურსების, ანდა
საჯარო წლიური თამაშის მომზადებისათვის და მას უხდებოდა ცოცხა-
ლი და ყოველდღიური ურთიერთობა ელიტასთან. თავის მეგობარ
ფრიცს ერთხელ ხუმრობით უთხრა: „არსებობდნენ ისეთი თავადები,
რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე თავიანთ ქვეშევრდომებთან
ბედნიერი სიყვარულის უქონლობის გამო იტანჯებოდნენ. იმათი გუ-
ლები გლეხებისაკენ მიიწევდა, მეცხვარეებისაკენ, ხელოსნებისაკენ,
სკოლის მასწავლებლებისა და სკოლის მოწაფეებისაკენ, მაგრამ იშ-
ვიათად უხდებოდათ ხოლმე მათი რაიმე საქმიანობის ნახვა, ისინი
სულ თავიანთი მინისტრებითა და ოფიცრებით იყვნენ გარემოცულნი,
ესენი კი კედელივით იყვნენ აღმართულნი მათსა და ხალხს შორის.
ასეა საქმე მაგისტრთანაც, მას სურს ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ კო-
ლეგებს ხედავს მისი თვალი, მას მოწაფეებთან და ბავშვებთან სწადია
ურთიერთობა, მაგრამ მის თვალწინ სტუდენტები და ელიტის ხალხია“.
მაგრამ ჩვენ შორს წავედით და უკან დავბრუნდებით, კნეხტის სამ-
სახურის პირველი წლების პერიოდში. ელიტასთან სასურველი ურთი-
ერთობის მოპოვების შემდეგ უმთავრესი იყო არქივთან თანამშრომ-
ლობა, ხელქვეითებს შორის მას მეგობარივით, და ამავდროს, ფხიზე-
ლი ბატონივითაც ეჭირა თავი; კანცელარიაც, თავისი სამსახურის პრო-
ცესის სტრუქტურაში, შესწავლილი და მოწესრიგებული შეიქნა, და

254
კვლავ და კვლავ მოდიოდა საფოსტო წერილები და მუდამ ერთიანი
უწყების სხდომებსა და ცირკულარზე მოუხმობდა მას მოვალეობები და
დავალებები, რომელთა გაგება და მათი სწორი მოწესრიგებისათვის
მიგნება ახალბედას არ უადვილდებოდა. აქ საქმე ეხებოდა არცთუ იშ-
ვიათად ისეთ საკითხებს, სადაც პროვინციის ფაკულტეტებისადმი ინ-
ტერესი, ანდა ერთმანეთისადმი ეჭვი იყო გამოხატული, მაგალითად,
კომპეტენციის საკითხებს, და იგი თანდათანობით, მაგრამ მზარდი გა-
ოცებით ეცნობოდა ორდენის, როგორც საიდუმლო, ისე ძლიერ ფუნქცი-
ებს, კასტალიური სახელმწიფოს ცოცხალ სულს და მისი მდგომარეო-
ბის ფხიზელ დამცველს.
ასე გაიარა მკაცრმა და დატვირთულმა თვეებმა, ისე რომ, იოზეფ
კნეხტის ფიქრებში ტეგულარიუსისთვის ადგილი არ რჩებოდა, გარდა
იმისა, რომ მან მეგობარს რაღაც სამუშაო დაავალა, ეს მოხდა ნახევ-
რად ინსტინქტურად, რათა დაეცვა იგი მეტისმეტი უსაქმობისგან.
ფრიცმა თავისი ამხანაგები დაკარგა, მან კი ძალა მოიპოვა და უმაღ-
ლესი თავმჯდომარე გახდა, ვისთანაც კერძო შესვლა აღარ შეეძლო
საუბრისთვის და რომლისთვისაც რაიმე სათქმელის წინ „თქვენობით“
და „პატივცემულოთი“ უნდა მიემართა; რაც მაგისტრმა მას დაავალა,
მან ეს აღიქვა მასზე ზრუნვად და პირადი გახსენების ნიშნად ჩათვა-
ლა; ახირებული, მარტოსული ადამიანი ერთი მხრივ, აღელვებით შეჰ-
ყურებდა მეგობრის დაწინაურებასა და მთელი ელიტის ფრიად აღელ-
ვებულ განწყობას, ხოლო, მეორეს მხრივ კი, მისთვის მიცემული სამუ-
შაოები, მისდა სასარგებლოდ, აქტიური საქმიანობის ხალისს მატებ-
და. ყოველ შემთხვევაში, უკეთესად გადაიტანა მთლიანად შეცვლილი
მდგომარეობა, ვიდრე ამას წარმოიდგენდა იმ წუთიდან, როცა იგი
კნეხტმა იმ ცნობით, რომ თვითონ რიოში მარგალიტებით თამაშის მა-
გისტრად დანიშნეს, თავისთავად ჩამოიშორა. იგი, როგორც ჭკვიანი,
ასევე საკმაოდ თანამგრძნობიც იყო იმისათვის, რათა ნაწილობრივ
დაენახა ის საშინელი დაძაბვა და ძალის გამოცდა, რაც ახალ მა-
გისტრს ხვდა წილად, და ნაწილობრივ კი, განეჭვრიტა, თუ იმ პერიოდ-
ში მისი მეგობარი რა მდგომარეობაში იმყოფებოდა; ცეცხლში მდგო-
მარეს და მოვარვარედ ქცეულს ხედავდა, და რაც ამ ვითარებაში ცო-

255
ტათი შეიძლება ეგრძნო და განეცადა, სავარაუდოდ, იმას განიცდიდა
უფრო ცოცხლად, ვიდრე თვითონ გამოცდის წინაშე მდგარი. ტეგულა-
რიუსი უდიდეს ძალას ახმარდა იმ დავალებებს, რასაც მაგისტრის მი-
თითებით იღებდა, და თუ იგი თავის საკუთარ სისუსტეს, სამსახურსა
და პასუხისმგებლობასთან თავის შეუთვისებლობას სერიოზულად
ხვდებოდა და ამას ნაკლად მიიჩნევდა, ასე იყო მაშინაც, როცა მას
ძალზე სურდა, დამხმარედ, თანამშრომლად, „ჩრდილად“ დასდგომო-
და გვერდში ამ საოცარ ადამიანს და დახმარება გაეწია მისთვის.
ვალდცელის თავზე წიფლნარს უკვე ყავისფერი ედებოდა, როცა
ერთ დღეს კნეხტმა პატარა წიგნი აიღო და თავისი საცხოვრებლის
გვერდით მაგისტრის ბაღს მიაშურა, ამ პატარა, კოხტა ბაღს, რასაც
გარდაცვლილი მაგისტრი თომასი მეტად აფასებდა და ჰორაციუსი-
სეული სასურველობით თავისი ხელით თვითონ ხშირად უვლიდა, რაც
კნეხტს, მაშინ, მოწაფეებისა და სტუდენტებივით, ერთადერთ პატივსა-
ცემ ადგილად, მაგისტრის წმინდა დასასვენებელ და სხვათა შეკრების
ადგილად, მუზეუმის საოცარ კუნძულად და ტუსკულუმად წარმოედგი-
ნა და რომელშიც იმ დროიდან, რაც თვითონ მაგისტრი და ამ ბაღის
პატრონი გახდა, ისე იშვიათად შეაბიჯებდა ხოლმე და ძლივს გამო-
ძებნიდა თავისუფალ დროს, ამით დამტკბარიყო. ახლაც მხოლოდ
თხუთმეტიოდე წუთით შემოვიდა ტრაპეზის შემდეგ, თავს ნება მისცა
მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით უდარდელად აევლ-ჩაევლო კარგად აყ-
რილ ბუჩქებსა და ბუჩქნარში. შემდეგ მზით განათებულ ადგილზე მოწ-
ნული მსუბუქი სკამი გადაიტანა, რადგან ჩრდილში უკვე გრილოდა, აქ
ჩამოჯდა და თან წამოღებული წიგნი გადაშალა. ეს იყო „ჯიბის კალენ-
დარი magister Ludi-თვის“, რაც, დაახლოებით, სამოცდაათი თუ ოთხმო-
ცი წლის წინ მაშინდელ რიოში მარგალიტებით მოთამაშეს, ლუდვიგ
ვასერმალერს შეექმნა და მას შემდეგ თითოეული მისი მიმდევრის მი-
ერ რამდენიმე, დროის შესაფერისი შესწორება, ხაზგასმა თუ შევსება
იყო შიგნით აღნიშნული. საცნობარო კალენდარი მაგისტრებს განე-
კუთვნებოდა, კერძოდ, სამსახურის პირველ წლებში ჯერ გამოუც-
დელთ სამუშაოსა და სამსახურში მთელი წლის ჩათვლით, კვირიდან
კვირამდე გაუძღვებოდა და მათ უმნიშვნელოვანეს დავალებებს

256
თვალწინ დაუდებდა, ხანდახან მოკლე სიტყვებით, ხანდახან დაწვრი-
ლებითი აღწერით და პირადი რჩევებით. კნეხტი მიმდინარე კვირის
ფურცელს ეძებდა და ყურადღებით გადაიკითხა, თავიდან ვერ ნახა
მოულოდნელი, ანდა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი რამ, მაგრამ
ნაწყვეტის ბოლოს კი იყო შემდეგი პწკარები: „აქედანვე შეუდექი და
თანდათანობით გადაიტანე შენი ფიქრები მომავალ წლიურ თამაშზე,
ნაადრევი ჩანს?! შეიძლება შენთვის ნაადრევი ჩანდეს, მაგრამ მაინც
გირჩევ: თუ წლიური თამაშისათვის მონახაზი თავში ჯერ არ გაგიკეთე-
ბია, აქედან დაწყებული არც ერთი კვირა, ყოველ შემთხვევაში, არც
ერთი თვე ისე არ უნდა გააცდინო, რომ მომავალ თამაშს არ მიუძღვნა;
შენი აზრები ჩაინიშნე, იდეებიდან კლასიკური თამაშის სქემა შეადგი-
ნე, თავისუფალი დრო, ზოგჯერ ნახევარი საათი, სადღაც სამსახურებ-
რივი მოგზაურობის დროც კი გამოიყენე. მოემზადე იმისათვის, რომ
იძულების გარეშე, თუნდაც სასურველი, კარგი მოსაზრებები გაგაჩ-
ნდეს, აქედანვე ხშირად მომავალი თვეების მანძილზე მშვენიერ და
საზეიმო დავალებაზე იფიქრო, შენ რომ გელოდება, რისთვისაც მუდამ
სიმტკიცე გმართებს, – აზრთა თავმოყრა და სათანადო განწყობა“.
ეს სიტყვები, დაახლოებით სამი თაობის წინანდელმა ხელოვნების
ერთ-ერთმა ბრძენმა მოხუცმა მაგისტრმა ჩაწერა; სხვათა შორის, იმ
დროისათვის, როცა, ალბათ, რიოში მარგალიტებით თამაშმა ფორმა-
ლურად თავის უმაღლეს კულტურას მიაღწია, თამაშების შესრულები-
სას მოხდენილობა და მდიდარი ორნამენტიკა შეიძინა, როგორც, და-
ახლოებით, გვიან გოტიკაში, ანდა როკოკოში ხუროთმოძღვრებამ და
დეკორატიულმა ხელოვნებამ; ეს იყო ორი ათეული წლის მანძილზე.
თამაში, დაახლოებით, ისე მიმდინარეობდა, მართლაც, როგორც რი-
ოში მარგალიტებით; მოჩვენებითად მინის მძივით და შინაარსით ღა-
რიბი, მოჩვენებითად კეკლუცური, მოჩვენებითად ქედმაღლური თამა-
ში სავსე იყო თავისი მოსართავი ფორმებით, მოცეკვავე და ხანდახან
ბაგირზე მოცეკვავის რწევით მეტად განსხვავებულ რიტმიკაში. იყვნენ
ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც მაშინდელ სტილზე, როგორც დაკარ-
გულ ჯადოსნურ გასაღებზე, ისე ლაპარაკობდნენ, და სხვები ამას, რო-
გორც გარეგნულს, მორთულობით დატვირთულს, დეკადენტურსა და

257
დაძაბუნებულს, ისე აღიქვამდნენ. მაგისტრთა და იმდროინდელი სტი-
ლის შემქმნელთა შორის ეს იყო ერთი, ვინც კარგად მოაზრებულ, მე-
გობრულ რჩევებს და გაფრთხილებებს სამაგისტრო კალენდარში იძ-
ლეოდა, და სადაც იოზეფ კნეხტმა მისი სიტყვები მეორე და მესამეჯერ
გამომცდელად კვლავ ჩაიკითხა; იგრძნო კეთილი გულის ხალისიანი
კრთომა და განწყობა, რაც, როგორც მას ეჩვენებოდა, ერთადერთი იყო
მაშინ, და შემდეგ აღარ უგრძნია, როცა იგი ამაზე ფიქრობდა, და ეს იყო
იმ მედიტაციის დროს, როცა მას აწინაურებდნენ; და ეს გრძნობა ის
იყო, რაც მაშინ წარმოსახვისას იმ საოცარი ფერხულის დროს განიცა-
და, ფერხულისა მუსიკის მაგისტრსა და იოზეფს შორის, მაგისტრსა და
ახალბედას შორის, მოხუცებულობასა და ახალგაზრდობას შორის რომ
შემდგარიყო. ეს იყო მოხუცი, უკვე დაბერებული, ვინც მაშინ ეს სიტყვე-
ბი მოიფიქრა და დაწერა: „ერთი კვირაც არ გაუშვა ხელიდან“, „და იძუ-
ლებით არ მოინდომო კეთილი იდეების გაჩენა“. ეს ის კაცი იყო, ვისაც
არანაკლებ ოცი წლისა, შეიძლება მეტიც, თამაშის მაგისტრობის უმაღ-
ლესი სამსახურის თანამდებობა ეკავა, უდავოა, უკიდურესად განებივ-
რებულ და თვითდაჯერებულ ელიტასთან ჰქონდა საქმე, რომელმაც
ოცზე მეტი, რაც მაშინ ჯერ კიდევ ოთხ კვირას გრძელდებოდა, ბრწყინ-
ვალე წლიური თამაშები შექმნა და იდღესასწაულა, მოხუცი კაცი, ვი-
საც წლიური დავალება კვლავ შესასრულებლად ეძლეოდა; დიდი სა-
ზეიმო თამაშის შეთხზვას, დროის მანძილზე არა მარტო დიდი პატივი
და სიხარული, არამედ უფრო მეტიც, ტვირთი და დიდი გარჯა მოჰყვე-
ბოდა, დავალება, რომლისადმიც თვითონ უნდა განეწყონ, კარგად უნ-
და მოვიდნენ მასთან იდეურ თანხმობაში და სადღაც სტიმულიც ჰქონ-
დეთ. ამ ბრძენი მოხუცისა და გამოცდილი მრჩევლის მიმართ კნეხტი
არა მარტო მადლიერი მოწიწებით განიმსჭვალა, რამეთუ კალენდარი
უკვე საჭირო გზამკვლევი აღმოჩნდა, არამედ ის გრძნობდა სიხარული-
სა და ხალისის მომგვრელ და გამამხნევებელ აღმატებულებას, უპირა-
ტესობას ახალგაზრდული პერიოდის შემდეგ რიოში მარგალიტებით
თამაშის მაგისტრის მრავალ საზრუნავს შორის, რაც მაშინ უკვე იცოდა,
მაგრამ ეს ერთი საკითხი მაინც წინ არ წამოწეულა: საკმაოდ დრო-
ულად როდი ფიქრობდნენ წლიურ თამაშზე, ამ ამოცანას სიხარულითა

258
და საკმაო ძალისხმევით როდი ხვდებოდნენ, ასეთი თამაშისათვის
მის შემქმნელს წამოწყების ხალისი, ანდა თუნდაც იდეებიც აკლდა.
არა, კნეხტი, ვინც ამ თვეების მანძილზე ხანდახან, მართლაც, მოხუცი-
ვით ჩანდა ხოლმე, ახლა, ამ დროისთვის კი ისევ ახალგაზრდულად და
ძლიერად გრძნობდა თავს. ამ ლამაზ გრძნობას დიდხანს ვერ მიეცე-
მოდა, ეს არ ღირდა, მისი ხანმოკლე დასვენების დრო უკვე მოახლოე-
ბული იყო. მაგრამ საამო, მხიარული გრძნობა დაუფლებოდა და დაბუ-
დებულიყო მასში, მაგისტრის ბაღში მოკლე ხნით შესვენებამ და კა-
ლენდარში ჩახედვამ რაღაც მოუტანა და აღმოუცენა. სახელდობრ,
არა მარტო განიმუხტა და ამაღლებული ცხოვრების სიხარულის წუთი
იგრძნო, არამედ ასევე ჩამოუყალიბდა ის ორი იდეაც, რომლებმაც იმ
წუთში უკვე გადაწყვეტილების სახეც მიიღეს, პირველ რიგში: როცა მო-
ხუცდებოდა და დაღლილობა თავისას იზამდა, მას სურდა, სამსახური
ერთი საათით შეემცირებინა, ხოლო როცა იგი წლიური თამაშის კომ-
პოზიციას რთულ მოვალეობად პირველად შეიგრძნობდა, იდეებისათ-
ვის დრო გამოეყო. მეორეს მხრივ: მას სურდა, მისი პირველი წლიური
თამაშისათვის სამუშაოები უკვე მალე დაეწყო, და ამხანაგად და პირ-
ველ თანაშემწედ ამ საქმეში ტეგულარიუსი მოეხმო, ეს იქნებოდა კმა-
ყოფილება და სიხარული მეგობრისათვის, და თავად მისთვის კი –
პირველი ნაბიჯი ამ პერიოდში შეწყვეტილი – მეგობრობისთვის ახალი
ცხოველმყოფელობის მისანიჭებლად. ვინაიდან ტეგულარიუსისგან
საამისოდ თაოსნობის გამოჩენა მოსალოდნელი არ იყო, ამიტომ ეს
საქმე თავად მას, მაგისტრს უნდა ეკისრა და მისგან დაწყებულიყო.
მეგობრისათვის მდიდარი სამუშაო იქნებოდა გადასაცემი, რამეთუ
უკვე მარიაფელსიდან კნეხტის იდეა რიოში მარგალიტებით თამაშს
უტრიალებდა, რომელიც თავისი პირველი საზეიმო თამაშისათვის უნ-
დოდა გამოეყენებინა, როგორც მაგისტრს. ამ თამაშისათვის, მისი
სტრუქტურისა და ზომებისათვის საფუძვლად უნდა დაედოთ ჩინური
კარ-მიდამოს ძველი, კონფუციანურ-რიტუალური სქემა: ორიენტირება
დედამიწის მხარეებზე, ჭიშკრები, სულების გალავანი, შენობა-ნაგებო-
ბებისა და ეზოების თანაფარდობა და დანიშნულება, მათი კავშირი ცი-
ურ სხეულებთან, კალენდართან, ოჯახურ ცხოვრებასთან, აგრეთვე ბა-

259
ღის სიმბოლიკა და მისი გაშენების სტილის წესები. ოდესღაც, როცა
იგი „ი-ძინ“-ის ერთ-ერთ კომენტატორს სწავლობდა, ამ წესების მითიუ-
რი წესრიგი და მნიშვნელობა მას მოეჩვენა კოსმოსისა და სამყაროში
ადამიანის ადგილმყოფობის განსაკუთრებულად მიმზიდველ და საყ-
ვარელ მსგავსებად, აგრეთვე, დაინახა უძველესი მითიური ხალხის სუ-
ლი სახლის აგების ტრადიციაში, თუ როგორ გასაოცრად, შინაგანად
არის გაერთიანებული სპეკულაციურად განსწავლული მანდარინებისა
და მაგისტრების სულთან, ისე რომ, თავისუფალი ჩანაწერები არ გა-
უკეთებია, ამ თამაშის გეგმის იდეა სიყვარულით ხშირად განმსჭვა-
ლავდა და საკმაოდ აფიქრებდა ხოლმე, რასაც, მთლიანობაში, უკვე
სანიმუშოდ გამზადებულს ხედავდა: სამსახურში შესვლის შემდეგ
ამისთვის მოვალეობა არ ჰქონია. ახლა კი მისი გადაწყვეტილება ამ
წუთში მყარი შეიქნა, ამ ჩინურ იდეაზე თავისი საზეიმო თამაში რომ
აეგო, და ფრიცსაც უკვე ახლა უნდა დაეწყო, იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ
იდეის სულის გახსნისა და მისი აგებისათვის მეცადინეობებს და თამა-
შის ენაზე გადმოტანისათვის მომზადებებს შეუდგებოდა. აი, აქ იყო ერ-
თი დაბრკოლება: ტეგულარიუსმა ჩინური არ იცოდა. ამისი შესწავლა
კი მისთვის მეტად გვიანი იყო. მაგრამ იმ მითითებებით, რასაც მას, ნა-
წილობრივ, თვით კნეხტი, ნაწილობრივ, აღმოსავლეთ აზიის სასწავ-
ლო სახლი მისცემდნენ, ტეგულარიუსს შეეძლო, ჩინური სახლის მაგი-
ურ სიმბოლიკაში, მართლაც, კარგად შეეღწია, აქ საქმე არ ეხებოდა
ფილოლოგიას. საჭირო იყო მუდამ დრო, და ეს კარგი იქნებოდა, ხან-
დახან განებივრებულ, და არა ყოველდღე სამუშაოსადმი ხალისით
განწყობილი ადამიანისათვის, როგორც მისი მეგობარი გახლდათ,
რომ საქმე მაშინვე წინ წაეწია – ანუ, მან მომღიმარმა და სასიამოვნო,
მოულოდნელი სიხარულით სავსემ მიაგნო, რომ ფრთხილი მოხუცი ბა-
ტონი ჯიბის კალენდარში, მართლაც, სრულყოფილად გარკვეული ყო-
ფილა.
მეორე დღესვე, როცა მიღების საათი მეტად ადრე მთავრდებოდა,
ტეგულარიუსი თავისთან იხმო. იგი მოვიდა, ქედის მოხრითა და ხაზ-
გასმით საკუთარ თავში ჩაკეტილი და მორჩილი გამომეტყველებით,
რაც კნეხტის მიმართ სჩვეოდა. მართლაც, გაოცებული გახლდათ, რო-

260
ცა იგი, ასე ლაკონიური და სიტყვაძუნწი ადამიანი, მას გარკვეული უბ-
რალოებით, თავის დაკვრით პასუხობდა და ჰკითხა: „გახსენდება, ერ-
თმანეთში როგორ ვკამათობდით ერთხელ, სტუდენტურ წლებში, როცა
მე ვერ მოვახერხე ჩემს შეხედულებაზე შენი გადმობირება? საკითხი
ეხებოდა აღმოსავლეთ აზიის სწავლების მნიშვნელობასა და საჭირო-
ებას, საკუთრივ, ჩინურის, და მე მინდოდა შენი იქამდე მიყვანა, რომ
შენ ერთხანს ჩინურის სასწავლად გადასულიყავი, ჩინური გესწავლა. –
დიახ, გახსენდება?! დღეს ისევ ვნაღვლობ ამაზე, რომ მაშინ შენი გა-
დათქმევინება ვერ შევძელი. რა კარგი იქნებოდა, ახლა შენ რომ ჩინუ-
რი გესმოდეს. ჩვენ უსაოცრეს სამუშაოს ერთად შევასრულებდით“. ასე
გამოაჯავრა მეგობარს. და მისი მოლოდინი დაძაბა, სანამ თავის ნა-
აზრევს გაუმხელდა: მას სურდა, მალე დიდი თამაშის დამუშავება და-
ეწყო, და თუ ეს მას სიხარულს მოჰგვრიდა, ამ სამუშაოს დიდ ნაწილს
ფრიცი შეასრულებდა, როგორც იგი მაშინ, კნეხტს საკონკურსო თამა-
შის საზეიმოდ წარმოდგენაში დაეხმარა იმ დროს, როცა კნეხტი ბენე-
დიქტინელებთან იმყოფებოდა; თითქმის ურწმუნოდ უყურებდა მეორე
მას, ფრიად აღტაცებული და სასიამოვნოდ აღელვებული მოულოდნე-
ლი სიხარულით, მეგობრის გამამხნევებელი ტონითა და გაღიმებული
სახით, ვისაც მხოლოდ ბატონად და მაგისტრად იცნობდა. გულის შეძ-
ვრითა და სიხარულით მიიღო მან არა მხოლოდ პატივისცემა და ნდო-
ბა, რაც ამ წინადადებაში გამოიხატა, არამედ გაიგო და ჩაწვდა, უწინა-
რეს, ამ ლამაზი ჟესტის მნიშვნელობასაც; ეს იყო მცდელობა ტკივილის
განსაკურნებლად, მეგობარსა და მას შორის ჩაკეტილი კარის კვლავ
გასაღებად. კნეხტის დაფიქრება ჩინური ენის გამო მან ადვილად მი-
იღო და დაუყოვნებლივ განმარტა, რომ თავად პატივცემულის სამსა-
ხურში ჩადგებოდა და თამაშის დამუშავებას მთელი არსებით მოახ-
მარდა თავს. „კარგი, – უთხრა მაგისტრმა, – შენს დაპირებას მივიღებ:
ესე იგი, გარკვეულ საათებში მუშაობისა და სწავლების დროს ჩვენ
ისევ დავამხანაგდებით, როგორც მაშინ, იმ საკმაოდ შორს წასულ
დროში, როცა ჩვენ ზოგიერთი თამაში ერთად დავამუშავეთ და ერთად
გავიტანეთ. მოხარული ვარ, ტეგულარიუს, უპირველეს ყოვლისა, შენ
იდეის გაგება უნდა შეძლო, რაზედაც მე თამაშის აგება მსურს. უნდა მი-

261
უხვდე იმას, თუ რა არის ჩინური სახლი და რას ნიშნავს ის წესები, რაც
მის ასაგებად წინასწარ არის შექმნილი. რჩევას მოგცემ, აღმოსავლეთ
აზიის შემსწავლელთა სახლს მიმართო, იქ დაგეხმარებიან. ანდა კი-
დევ სხვა რამ, უფრო სასიამოვნო მოვიფიქრე – ჩვენ შეგვიძლია, უფ-
როს ძმასთან ერთად შევეცადოთ, იმ კაცთან ერთად, ბამბუკის განაშე-
ნებაში რომ ბინადრობს, ვის შესახებაც მაშინ იმდენი გიამბე. შეიძლება
ეს მისთვის ღირსება იყოს, ანდა დიდი ხელის შეშლა, რომ ისეთი ვინმე
დაუშვას თავისთან, ვინც არც ერთი სიტყვა ჩინური არ იცის, მაგრამ უნ-
და ვსინჯოთ, თუ იგი ისურვებს, შეიძლება, ეს კაცი ისეთ მდგომარეობა-
შიც იყოს, რომ შენგან ჩინელი გამოიყვანოს“.
უფროს ძმასთან შიკრიკი გაუშვეს, ვინც იგი გულითადად მიიპატიჟა
რამდენიმე ხნით სტუმრად რიოში მარგალიტებით თამაშის მაგის-
ტრთან, ვალდცელში რომ ჩამობრძანებულიყო, რადგანაც მაგისტრს
სამსახური სტუმრად წასვლის დროს არ უტოვებდა და მას იმ საქმეზე
ატყობინებდნენ, რაც მისგან სურდათ. ჩინელმა მაინც არ დატოვა ბამ-
ბუკის ჭალა, შიკრიკმა, მის ნაცვლად, წერილი ჩამოიტანა, ტუშით შეს-
რულებული იეროგლიფებით, რაშიც ეწერა: „პატივისცემის ღირსი
ბრძანდება დიდი კაცი, რომ მოვინახულო, მაგრამ წამოსვლაში ხელი
მეშლება. ორ თასს იყენებენ მსხვერპლისათვის. ამაღლებულს უმცრო-
სი ესალმება“. ამის შემდეგ კნეხტმა თავისი მეგობარი არცთუ უწვა-
ლებლად დაითანხმა და მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თვი-
თონ გამგზავრებულიყო ბამბუკის ჭალაში და მიღება და დამოძღვრა
ეთხოვა მისგან. მაგრამ პატარა მოგზაურობამ წარუმატებლად ჩაიარა.
ჭალის მარტო მცხოვრებმა ტეგულარიუსი თითქმის პირმოთნე ზრდი-
ლობით მიიღო ისე, რომ მის არცერთ კითხვაზე სხვაგვარად არ უპასუ-
ხია, გარდა ჩინურ ენაზე მეგობრული სენტენციებისა და არც დასარჩე-
ნად მიუპატიჟებია, მიუხედავად ლამაზ ფურცელზე Magister Ludi-ის ხე-
ლით დახატული შესანიშნავი სარეკომენდაციო განცხადებისა. იმედ-
გაწბილებული და ნირწამხდარი გამოემართა ფრიცი შინ, ვალდცელი-
საკენ, საჩუქრად მიუბრუნა მაგისტრს პატარა ფურცელი, რაზედაც ძვე-
ლი ლექსი იყო ოქროს თევზზე ფუნჯით დაწერილი, და ახლა კი აღმო-
სავლეთ აზიის სახლში ბედს სცდიდა მეცადინეობისათვის. აქ უკვე

262
მოქმედებდა კნეხტის რეკომენდაციები, მაგისტრის მხრიდან წარგზავ-
ნილ მთხოვნელს სიამოვნებით გაუწიეს დახმარება, და მალე თავის
თემაზე ისე სრულყოფილად ჩაერთო მუშაობაში, როგორც კი ეს ჩინუ-
რის გარეშე რამდენადმე შესაძლებელი იყო. აქ კნეხტის იდეას მოწო-
ნებით შეხედეს, ეს სახლი-სიმბოლიკა საფუძვლად ედო მის გეგმას,
ასეთმა სიხარულმა ის დაავიწყა, რაც მან ბამბუკის ჭალაში იმედის
გაცრუებითა და ტკივილით განიცადა.
როცა კნეხტმა უფროს ძმასთან ჩასვლისას მიუღებელი სტუმრის ამ-
ბავი მოისმინა, და როცა შემდეგ მარტომ თავისთვის ოქროს თევზის
ლექსი წაიკითხა, გული შეუძრა ამ ადამიანის ატმოსფერომ და გახსე-
ნებამ მის მაშინდელ იქ ყოფნაზე ქოხში, მქროლავი ბამბუკით და ფარ-
სმანდუკის ღეროებით. ძლიერ შეიპყრო, იმავ დროს, მოგონებებმა თა-
ვისუფლებაზე, მოცალეობაზე, სტუდენტურ პერიოდსა და ახალგაზ-
რდობის ოცნებათა ნეტარ სამოთხეზე. როგორ გაიგო ამ მამაცმა, უცნა-
ურმა მარტოსულმა ის, რომ უკან დაეხია და თავისუფლად დაეჭირა
თავი, როგორ იფარავს მას თავისი წყნარი ბამბუკის ჭალა სამყაროსა-
გან, რა შინაგანად და ძლიერად ცხოვრობდა იგი მის მეორე, ბუნებრი-
ვად ქცეულ, სუფთა, პედანტურ და ბრძნულ ჩინურობაში, როგორ ჩაკე-
ტილ, თავმოყრილ და მჭიდრო გარემოცვაშია იგი თავისი ცხოვრების
ოცნების ხიბლით. წლითი-წლობით, ათეული წლობით, თავის წალ-
კოტს ჩინეთად ქმნიდა, თავის ქოხს – ტაძრად, თევზებს – თავის ღვთა-
ებებად, და თავად საკუთარ თავს – ბრძენკაცად ეს წარმოდგენილი სუ-
რათი კნეხტმა ამოოხვრით დაასრულა. ის სხვა გზით წავიდა, მრავალ-
გზის ნავალით, მაგრამ იქამდე მივიდა, ეს მისთვის მითითებული გზა
სწორად და ერთგულად გაევლო, სხვების გზებთან შეუდარებლად...
ტეგულარიუსთან ერთად ესკიზის მონახაზი გააკეთა და მოტოვე-
ბულ საათებში საკუთარი თამაში შექმნა და მეგობარს გადასცა არქივ-
ში მთლიანად გასარჩევად სამუშაო ისე, როგორც პირველი და მეორე
ჩანახაზი. ახალმა შინაარსიანმა მეგობრობამ კვლავ მოიტანა სიცოც-
ხლე და ფორმა, სულ სხვა, ვიდრე წინათ იყო, და თამაშმაც, რასაც ისი-
ნი ენერგიას ალევდნენ, მიაღწია ზოგიერთ ცვლილებასა და სიმდიდ-
რეს ადამიანის იშვიათი თავისებურებითა და მახვილგონივრული ფან-

263
ტაზიით. ფრიცი მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც არასო-
დეს კმაყოფილდება, მაგრამ მაინც კმარობს, ვინც მოკრეფილ ყვავი-
ლების თაიგულში, თუ გაშლილ სუფრაზე, რაც სხვისთვის გამზადებუ-
ლი და სრულყოფილია, საათობით, მიუღწეველი სიამოვნებით, მოუს-
ვენარი მზრუნველობით წვრილმანი საქმიდან მუყაითობითა და შინა-
განი ერთგულებით დღის სამუშაოს გამოიჩენს. ეს თვისება მომავალ
წლებზეც გადადის: დიდი საზეიმო თამაში იმჯერად ორთა წარმატება
იყო და ტეგულარიუსს კი ეს ორმაგ კმაყოფილებას განაცდევინებდა,
მეგობარსა და მაგისტრს ასეთ მნიშვნელოვან საქმეში რომ გამოადგა,
და ეს უცილობლად გამოჩნდა ელიტისათვის თამაშის ოფიციალური
შესრულებისას, როგორც დაუსახელებელი, მაგრამ კარგად ნაცნობი
თანაშემოქმედი, ვინც მასთან ერთად იყო ჩართული მთელი გრძნო-
ბით.
სამსახურის იმ პირველ წელს გვიან შემოდგომაზე, იმ დროს, როცა
მის მეგობარს ჯერ კიდევ ჩინეთის შესწავლა ახლად დაეწყო, მაგის-
ტრი ერთ დღეს საკანცელარიო დღიურის ჩანაწერების სწრაფი გადა-
ხედვის დროს ჩანიშვნას წააწყდა: „სტუდენტი პეტრუსი მონტეპორტი-
დან ჩამოდის, Magister Musicae-ს რეკომენდაციით, ძველი მუსიკის მა-
გისტრი განსაკუთრებულ მოკითხვებს აბარებს, თხოვს მისთვის თავშე-
საფარსა და არქივში დაშვებას, იგი სტუდენტთა სასტუმრო სახლში მო-
თავსდა“. და სტუდენტი და მისი განცხადება წყნარად შეეძლო მას არ-
ქივის ხალხისათვის გადაეცა, ეს იყო ყოველდღიური რამ. მაგრამ „გან-
საკუთრებული მოკითხვები ძველი მუსიკის მაგისტრისაგან“ ეს ალბათ
მხოლოდ მას ეხებოდა. სტუდენტი მოაყვანინა; იგი ერთდროულად ჩა-
ფიქრებულად და მგზნებარედაც გამოიყურებოდა, ჩუმი ყმაწვილი კაცი
ჩანდა და აშკარად მონტეპორტის ელიტას მიეკუთვნებოდა, მაგის-
ტრთან აუდიენციას მაინც ნაკლებად მიჩვეული იყო. კნეხტმა ჰკითხა,
რაც ძველმა მუსიკის მაგისტრმა დაავალა. „მოკითხვები – მიუგო სტუ-
დენტმა – ძალზე გულთბილი და მოწიწებული მოკითხვები თქვენთან,
პატივცემულო, და მიწვევაც“. კნეხტმა სტუმარს თხოვა, დამჯდარიყო.
გულმოდგინედ, სიტყვების შერჩევით განაგრძო ყმაწვილმა: „პატივცე-
მულმა მოხუცმა მაგისტრმა, ასე ვთქვათ, თქვენთან განსაკუთრებული

264
მოკითხვა დამაბარა, თანაც სურვილიც გამოთქვა, რომ თქვენ შემდეგ-
ში, როგორც მოგიხერხდებათ, მალევე იქნებ გენახათ. ის თქვენ გიწ-
ვევთ, ანდა სულ ახლო მომავალში მაინც ნახვას გთხოვთ; ცხადია, იმ
განზრახვით, რომ სტუმრობა სამსახურებრივ მივლინებას უნდა შეეხე-
ბოდეს, მაგრამ ძალიან არ უნდა დაგვიანდეს. დაახლოებით ასეთია
მისი დავალება“.
კნეხტმა ახალგაზრდა კაცს გამომცდელად შეხედა, ცხადია, მას
მოხუცი უწევდა მფარველობას. შეკითხვა ფრთხილად დაუსვა: „რამ-
დენ ხანს ფიქრობ ჩვენთან არქივში დარჩენას?“ და პასუხი მიიღო:
„ზუსტად იმდენ ხანს, პატივცემულო ბატონო, მანამ არ დავინახავ, რომ
თქვენ მონტეპორტში გამგზავრება გადაწყვიტეთ“.
კნეხტი დაფიქრდა. „კარგი, – უთხრა შემდეგ, – და რატომ სიტყვა-
სიტყვით არ გადმომეცი, რაც მოხუცმა მაგისტრმა ჩემთან დაგაბარა,
რაც ბუნებრივად იყო მოსალოდნელი?“
პეტრუსი კნეხტის მზერას ჯიუტად შეეპასუხა და წყნარად მიუგო,
სულ ფრთხილობდა და სიტყვებს ეძებდა, თითქოს უცხო ენაზე უნდა გა-
დათარგმნოსო: „ეს არ არის დავალება, პატივცემულო, – ამბობდა იგი,
– არც სიტყვა სიტყვით დანაბარები. თქვენ იცნობთ ჩემს პატივცემულ
მაგისტრს და იცით, რომ იგი მუდამ არაჩვეულებრივად მოკრძალებუ-
ლი კაცი იყო, მონტეპორტში ჰყვებიან, როცა ახალგაზრდობაში რეპე-
ტიტორი გახლდათ, მთელ ელიტაში წინასწარვე უკვე მუსიკის მაგის-
ტრად იყო მიჩნეული, მას ზედმეტ სახელად უწოდეს, „თავის დამმდაბ-
ლებელი“. ეს ხათრიანობა და არანაკლებ მისი მოკრძალება, სამსახუ-
რისადმი მზადყოფნა, წინასწარ მიხვედრილობა და მოთმინება აქვს
მას, რაც მოხუცდა, და ბოლოს, რაც თავისი სამსახური დატოვა ეს თვი-
სებები უფრო გაუღრმავდა, თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით, ეჭვგარეშეა. ეს
ის თავმდაბლობაა, მას რომ უკრძალავს, თქვენს აღმატებულებას
სტუმრობა სთხოვოს, თუნდაც ძალიანაც სურდეს. ასე მოხდა, Domine,
რომ ასეთი დავალების პატივი არ მაქვს, მაგრამ მაინც ისე მოვიმოქმე-
დე, თითქოს დამაბარა. თუ შეცდომაში ჩამითვლით, თავისუფლად შე-
გიძლიათ ჩამითვალოთ, რომ ეს დავალება არ – არსებობდა და ნამ-
დვილად არც არის“.

265
კნეხტმა ოდნავ გაიღიმა. „და თქვენი საქმიანობა არქივში, ძვირფა-
სო? ეს მხოლოდ საბაბი იყო?“
„ო, არა. იქ რამდენიმე განმარტების ამოწერა მჭირდებოდა, ასე
რომ, მალე მაინც ვისარგებლებდი თქვენი სტუმართმოყვარეობით,
მაგრამ ვარჩიე, რომ მოკლე მგზავრობა რამდენადმე დამეჩქარებინა“.
„ძალიან კარგი, – თავი დაუკრა მაგისტრმა, კვლავ სერიოზული სა-
ხე მიიღო, – ამ დაჩქარების მიზეზზე შეკითხვის დასმის ნებას თუ მომ-
ცემთ?“
ყმაწვილმა ერთი წუთით თვალები დახუჭა, შუბლი ღრმად შეიჭმუხ-
ნა, თითქოს შეკითხვამ მეტად შეაწუხაო, დაინტერესებულმა შემდეგ
ახალგაზრდული კრიტიკული მზერა კვლავ მტკიცედ მიმართა მაგის-
ტრის სახისკენ.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება, იქნებ გაარკვიოთ და
უფრო დააზუსტოთ“.
„კარგი მაშინ – დაუყვირა კნეხტმა – ესე იგი, მოხუცი მაგისტრი ცუდ
მდგომარეობაშია და ეს საშიშია?“
სტუდენტმა შეამჩნია, თუმცა მაგისტრი უდიდესი სიმშვიდით ლაპა-
რაკობდა, მისი სიყვარულით გამოწვეული ზრუნვა მოხუცზე. ამ საუბრის
დაწყებიდან პირველად გაჩნდა კეთილსასურველობის სხივი მის რა-
ღაც ნაღვლიან მზერაში, და მისი ხმა უფრო მეგობრულად და უშუა-
ლოდ აჟღერდა, როცა ბოლოს ძალა მოიკრიბა, და თავისი სათქმელი
ღიად გამოხატა.
„ბატონო მაგისტრო, – უთხრა მან, – დაწყნარდით, დიდად პატივცე-
მულის მდგომარეობა არანაირად ცუდი არ არის. ის მუდამ სანიმუშოდ
ჯანმრთელი კაცი იყო და არის კიდეც, თუმცა დიდი ასაკის გამო გარეგ-
ნულად შესამჩნევად შეცვლილია და ძალა თითქოს უეცრად, სწრაფად
გამოელიაო, პატარა გასეირნებებზე დადის, ყოველდღე ცოტა დროს
მუსიკას უთმობს, ცოტა ხნის წინაც კი ორ მოწაფეს ორგანის შემსწავლე-
ლი მეცადინეობები ჩაუტარა, ჯერ კიდევ დამწყებთ, რადგან მას უდი-
დესი სიამოვნებით ყოველთვის უმცროსები ჰყავს ირგვლივ. ეს ორი ბო-
ლო მოწაფე რამდენიმე კვირაა აღარ მიიღო, ეს იმის ნიშანია, რაც
თვალში მომხვდა, და მას შემდეგ პატივცემულ ბატონს რაღაც მეტად

266
ვაკვირდებოდი და მასზე ვფიქრობდი – ესაა ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.
ასეთი აზრები და სწორი ნაბიჯი იმაში გამოიხატება, რომ მე თვითონ
უწინ მოხუცი მუსიკის მაგისტრის მოწაფე ვიყავი, მოწაფეთა შორის გა-
მორჩეული, თუ ამის თქმის უფლება მაქვს, რომ მისმა მონაცვლემ მე
უკვე ერთი წელია მოხუცი ბატონის დამხმარედ და მეთვალყურედ დამ-
ნიშნა და მისი მოვლა დამაკისრა. ეს ჩემთვის მეტად სასიამოვნო და-
ვალება იყო, რამეთუ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისადმიც ისეთ პა-
ტივისცემასა და მოწიწებას ვიჩენდე, როგორც ჩემი მოხუცი მასწავლე-
ბელი და მოამაგეა. ეს ის ადამიანია, ვინც მუსიკის საიდუმლოება გა-
მიხსნა და მის სამსახურში ჩადგომის უნარი გამომიმუშავა, და შემდეგ
ფიქრი და აზრი გამიჩინა ორდენის შესახებ, სიმწიფისა და შინაგანი
წესრიგის შესახებ, ეს ყველაფერი მისგან წამოვიდა და მისი დამსახუ-
რებაა. ასე ვცხოვრობ, ანუ, უკვე ერთი წელია სულ მასთან, საკუთრივ,
რამდენიმე საგნის სწავლითა და კურსით ვარ დაკავებული, მაგრამ მუ-
დამ მის განკარგულებაში ვიმყოფები, სუფრასთან ერთად ვსხდებით,
გასეირნებისას თან ვახლავარ, ცოტას ერთად ვმუსიკოსობთ, და ღა-
მით მეზობლად მის გვერდით ოთახში მძინავს; ამ ახლო, ერთად ცხოვ-
რების დროს შემიძლია, დამეთანხმებით ალბათ, მისი სიბერის სტა-
დიების კარგად აღწერა, მისი ფიზიკური დაუძლურების ზუსტად დაკ-
ვირვება, ზოგიერთი ჩემი ამხანაგი შიგადაშიგ მიბრალებს, ანდა დამ-
ცინის კიდეც ამ საოცარი სამსახურის გამო, რადგან ასეთი ყმაწვილი
ადამიანი, როგორიც მე ვარ, მსახურად და მისი ცხოვრების შემყურედ
აღმოვჩნდი გადაბერებული კაცის გვერდში. მაგრამ ისინი ვერ მიხვედ-
რილან, და ჩემ გარდა ეს არავინ არ იცის ისე სწორად, რომ ამ ადამია-
ნისათვის რა მოკრძალებულია ასაკში შესვლა, როგორ სუსტდება სხე-
ულით და ღონე ეხდება, მუდამ რა მცირე საკვებს იღებს და პატარა გას-
ვლებიდან კვლავ უფრო დაღლილი ბრუნდება ისე, რომ არც ავადაა,
და თანაც რა სიწყნარეშია, თავის მხცოვანებაში სულ უფრო მეტი და
მეტი სულიერება, მოწიწება, ღირსება და უბრალოება ეუფლება; თუ
ჩემს სამსახურს, როგორც მომხმარესა და დამხედავს, რამდენიმე სიძ-
ნელე გააჩნია, ეს ის ერთადერთი რამ არის, რომ პატივცემულის მომ-

267
სახურება და მოვლა არ ხერხდება, რამეთუ იგი მუდამ გასცემს და მი-
ღება არასოდეს სურს“.
„მადლობელი ვარ შენი, – მიუგო კნეხტმა, – ჩემთვის სასიხარულოა,
რომ ასეთ თავდადებულ და მადლიერ მოწაფეს გავეცანი პატივცემუ-
ლის გარემოცვაში. მაგრამ მითხარი ბოლოს გარკვევით, რომ თუ შენი
ბატონის დავალებით არ ლაპარაკობ, რატომ გაქვს ჩემი სტუმრობის
ასე ძლიერი სურვილი გულში?“
„თქვენ მეკითხებოდით აქამდე ბატონი მოხუცი მუსიკის მაგისტრის
ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით, – მიუგო ყმაწვილმა, –
რამეთუ აშკარად მსურდა ჩემი სურვილი გაგეგოთ, იგი თანდათან უძ-
ლურდება და ბოლოს ის დიდი დროც დაუდგება, და მას კიდევ ერ-
თხელ თქვენი ნახვა სწადია. ნამდვილად უკვე მგონია, რომ ამ დრომ
მოაწია. კერძოდ, ჩანს, რომ პატივცემული ბოლომდე ჩემთან ახლოს
არ არის, მისეული გამომშვიდობება ამ ქვეყანასთან კი განსაკუთრებუ-
ლია. რამდენიმე თვის წინ თითქმის სრულებით გადაეჩვია ლაპარაკს,
და დიდი ხნის შემდეგ ისევ მოკლედ რაღაც წარმოთქვა, ახლა მოკ-
ლედ თუ იტყვის რამეს და ისეთ სიწყნარეს მიაღწია, რომ მე მაშინებს
კიდეც. ხშირად ხდებოდა, რომ იგი მიმართვასა და შეკითხვაზე უპასუ-
ხოდ მტოვებდა, თავიდან ვფიქრობდი, სმენის დაქვეითება ხომ არ ეწ-
ყება-მეთქი, მაგრამ მას ისე კარგად ესმის, როგორც მუდამ; მე მრავალ-
გზის გამოვცადე, ესე იგი, ისე უნდა აღმექვა, რომ დაბნეულია და აღარ
ძალუძს ყურადღების ბოლომდე მოკრება, მაგრამ ეს განმარტებაც არ
არის საკმარისი. უფრო მეტიც, უკვე დიდი ხანია, გარკვეულწილად, იმ
დიდ გზაშია და მთლიანად ჩვენთან აღარ ცხოვრობს, უფრო და უფრო
საკუთარ სამყაროშია წასული; იშვიათად თუ მოუძებნია ვინმე და არც
არავის იღებს სტუმრად, ჩემ გარდა ახლა მთელი დღეების მანძილზე
აღარავის ნახულობს. და ამ ხნიდან დაეწყო ეს განდგომა, ამქვეყნად
აღარ ყოფნა. მას შემდეგ შევეცადე, რამდენიმე მეგობარი კიდევ ერ-
თხელ მასთან მიმეყვანა, რომელთა შორისაც მე ვიცი, რომ მას ისინი
ყველაზე მეტად უყვარდა. თუ თქვენ მისი ნახვის სურვილი გაქვთ,
Domine, უეჭველია, თქვენს ძველ მეგობარს სიხარულს მოუტანთ, ამაში
დარწმუნებული ვარ, თქვენ ის კაცი ბრძანდებით, ვინც მას პატივს სცემ-

268
დით და გიყვარდათ. რამდენიმე თვეში, შეიძლება რამდენიმე კვირა-
შიც, მისი სიხარული თქვენი ნახვის გამო და მისი განცდა უკვე ძალზე
მინელდეს, და ისიც შეიძლება, რომ სრულებით ვეღარც გიცნოთ და
აღარც კი მოგაქციოთ ყურადღება.
კნეხტი ადგა, ფანჯარასთან მივიდა და შეჩერდა, ცოტა ხანს გარეთ
იყურებოდა და ჰაერს ეხარბებოდა. როცა სტუდენტისკენ ისევ მოტრი-
ალდა, იგი სკამიდან წამომდგარიყო, თითქოს აუდიენციას დამთავრე-
ბულად თვლიდა. მაგისტრმა მას ხელი გაუწოდა.
„მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი, პეტრუს, – უთხრა მან, – შენ-
თვის ცნობილია, რომ მაგისტრის ყველანაირი მოვალეობა მე მაკის-
რია. არ შემიძლია ქუდი დავიხურო და პირდაპირ გავემგზავრო, ჯერ
საქმეები უნდა განაწილდეს, რომ ჩემი წასვლა მოხერხდეს. იმედია, ზე-
გამდე მოესწრება. შენთვის საკმარისი იქნება ეს დრო და მანამდე შენს
საქმეს არქივში მოათავებ? კარგი? მაშინ გაგაგებინებ, როცა ამას მო-
ვაგვარებ“.
მართლაც, რამდენიმე დღის დაგვიანებით კნეხტი პეტრუსის თან-
ხლებით მონტეპორტისკენ გაემგზავრა. როცა იქ, პავილიონში შეაბი-
ჯეს, სადაც მოხუცი მაგისტრი ბაღებში მიმზიდველ, ყველაზე წყნარ კე-
ლიაში ცხოვრობდა, უკანა მხარეს მდებარე ოთახიდან მოესმათ ნაზი,
წკრიალა მუსიკა, მაგრამ მკაცრი ტაქტითა და ამაღლებული განწყო-
ბით. მოხუცი იჯდა აქ და ორი თითით უკრავდა ორხმიან მელოდიას –
კნეხტი მაშინვე მიხვდა, ეს 16-ე საუკუნის ბოლო პერიოდის ორხმიანი
სიმღერების წიგნებიდან უნდა ყოფილიყო. ისინი შეჩერდნენ, ვიდრე
მუსიკა მიწყნარდებოდა, შემდეგ პეტრუსმა თავის მაგისტრს დაუძახა
და შეატყობინა, რომ უკან მობრუნდა და სტუმარიც თან ჩამოიყვანა.
მოხუცი მაშინვე კარებში გამოჩნდა და მას მზერით მიესალმა, მუსიკის
მაგისტრის ეს ნათელი ღიმილი მისალმებისას ბავშვურად წრფელი
იყო მუდამ და გული თანადგომასა და მეგობრობას ამჟღავნებდა; და
ოცდაათი წლის წინ ეს პირველად ნახა იოზეფმა და ამ მეგობრულ ადა-
მიანს თავისი გული გაუხსნა და მიუძღვნა იმ სულიერად დამძიმებულ
დილას მუსიკის ოთახში; ეს ღიმილი ამის შემდეგ, ხშირად და ყოველ-
თვის დიდი სიხარულითა და საოცარი მგრძნობელობით კვლავაც წარ-

269
მოედგინა ხოლმე, და იმ ხნის მანძილზე, ვიდრე მეგობრულ მაგისტრს
შეჭაღარავებული თმა თანდათან ბოლომდე შეევერცხლებოდა და
თანდათან გაუთეთრდებოდა, ვიდრე ხმა დაუჩუმდებოდა, ხელის ჩა-
მორთმევისას ძალა გამოელეოდა და ძლივძლივობითღა ივლიდა, მის
ღიმილს სინათლე და მიმზიდველობა, სისპეტაკე და შინაგანობა არ
დაკარგვოდა. და ამჯერად, ხედავდა მეგობარი და მოწაფე, ეს იყო
უეჭველი: სხივოსანი, მიმზიდველი რამ მომღიმარ მოხუცს სახეზე რომ
ეტყობოდა, ვისი ცისფერი თვალები და თხელი ღაწვების სიფაკლე
წლების მანძილზე უფრო ნათდებოდა, ეს იერი იყო არა მარტო ძველი,
ნაცნობი და ხშირად ნანახი, ახლა უფრო მეტად მოდიოდა გულის სიღ-
რმიდან, იდუმალებით მოცულიყო და გაძლიერებულიყო. ახლაღა, მი-
სალმებისას მიხვდა კნეხტი, ნამდვილად, რაში გამოიხატებოდა სტუ-
დენტ პეტრუსის სურვილი, მართლაცდა, და როგორ იყო თვითონ ძალ-
ზე გახარებული, როცა ამ სურვილისათვის მსხვერპლის მიტანა მოენ-
დომებინა.
მისი მეგობარი კარლო ფერომონტე პირველი იყო, ვინც რამდენიმე
საათის წინ მოინახულა – მაშინ იგი მონტეპორტის ცნობილი სამუსიკო
ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი გახლდათ – რომელსაც ამის თაობაზე
ესაუბრა. იმ საათის საუბარი მან წერილის სახით შემოგვინახა.
„ჩვენი მოხუცი მუსიკის მაგისტრი, – ჰყვება კნეხტი, – შენი მასწავ-
ლებელი იყო, და შენ ძალიან უყვარდი; კაცმა რომ თქვას, ხშირად ნა-
ხულობ ხოლმე?“.
„არა, – ფიქრში წავიდა კარლო, – ეს იმას ნიშნავს, არცთუ ისე ხში-
რად, მხოლოდ მაშინ, როცა თავისთვის სეირნობს ხოლმე და მე სწო-
რედ ამ დროს ბიბლიოთეკიდან გამოვდივარ, მაგრამ რამდენიმე თვეა,
რაც მასთან არ მილაპარაკია: უკან-უკან მიდის და ურთიერთობებს,
როგორც ჩანს, კარგად ვეღარ ჰგუობს. უფრო ადრე ერთი საღამო ჰქონ-
და ჩემნაირი ხალხისათვის, თავისი ძველი რეპეტიტორებისათვის,
რამდენადაც ისინი ახლა მონტეპორტში მსახურობენ; მაგრამ ეს უკვე
ერთი წელია თითქმის შეწყვიტა, და იმ ამბავმა, რომ იგი მაშინ თქვენი
დანიშვნის დროს ვალდცელში გამოემგზავრა, თითოეული ჩვენგანი
ფრიად გააოცა.

270
„დიახ, – დაუდასტურა კნეხტმა, – მაგრამ თუ მას ხანდახან ნახუ-
ლობ, ვერანაირი ცვლილება ვერ შენიშნე?“
„ჰო, კი – გულისხმობდით კარგ გამომეტყველებას, მხნეობას, შე-
სამჩნევ სხივოსნობას. ცხადია, ჩვენ ეს შევამჩნიეთ იმ დროს, როცა ძა-
ლები ელეოდა, ეს მხნეობა მუდამ უფრო ემატებოდა. ჩვენ ამას მივეჩ-
ვიეთ, ცხადია, თქვენც მოგხვდებოდათ თვალში“.
„მისი მეთვალყურე პეტრუსი – წამოიძახა კნეხტმა – მას შენზე უფრო
ხშირად ხედავს, მაგრამ ამას, შენ როგორც ამბობ, არ შეჩვევია. იგი
ვალდცელში გამოემგზავრა თავისით, დამაჯერებელი დასაბუთებით
ჩემს ჩამოსაყვანად. რას იტყვი მასზე?“
„პეტრუსზე? იგი მუსიკის მეტად კარგი მცოდნეა, სხვათა შორის, უფ-
რო პედანტურია, ვიდრე გენიალური, უფრო რთული თუ მძიმე განწყო-
ბის ადამიანია. მოხუც მუსიკის მაგისტრს მიენდო უდავოდ და თავისი
ცხოვრება მისთვის გადადო. მე მგონია, მისი მსახურება ამ თაყვანსა-
ცემ ბატონთან და კერპთან მას ბოლომდე ავსებს და მისით შეპყრობი-
ლია, თქვენ არ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?“ – „შეპყრობილი? კი,
მაგრამ ეს ყმაწვილი კაცი, მგონია, უბრალოდ მარტო სიყვარულითა და
გრძნობით არ არის შეპყრობილი, ის მარტო უბრალოდ მოხუც მასწავ-
ლებელში შეყვარებული კი არ არის და მისგან ფეტიში კი არ შეუქმნია,
არამედ შეპყრობილი და მოხიბლულია ნამდვილი და ნაღდი ფენომე-
ნით; იგი უკეთ ხედავს, ანდა გრძნობით უკეთ ესმის მისი, ვიდრე თქვენ
დანარჩენებს. მინდა უფრო უკეთ მოგიყვე, ჩემთან როგორ გამოჩნდა.
ანუ, მე დღეს მოვედი მოხუც მაგისტრთან, ვინც ნახევარი წელიწადი
აღარ მენახა და როგორც მისმა მეთვალყურემ მიმანიშნა, ცოტას ანდა
არაფერსაც არ მოველოდი ამ სტუმრობიდან; უბრალოდ, შემეშინდა,
რომ პატივცემულ მოხუც ბატონს მალევე უეცრად არ დავეტოვებინეთ
სამუდამოდ, და აქეთკენ მოვიჩქაროდი, რომ მომესწრო. როცა შემიც-
ნო და მომესალმა, სახე გაუბრწყინდა, მაგრამ არაფერი უთქვამს ჩემი
სახელის გარდა და ხელი გამომიწოდა, ეს მოძრაობაც და ხელიც მეჩ-
ვენებოდა თითქოს ანათებდა, ჩანდა, მთლიანად კაცი, თუგინდ მისი
თვალები, მისი თეთრი თმა და ღია ვარდისფერი კანი წყნარად, ცივად
როგორ ასხივებდა შინაგანად. მასთან დავჯექი, სტუდენტი მხოლოდ

271
ერთი შეხედვით გაუშვა, და ახლა დაიწყო უმნიშვნელოვანესი საუბა-
რი, რაც მე მაშინ განვიცადე, თავიდან, მართლაც, ძალზე უცხო და და-
მამძიმებელი, შემარცხვენელიც კი იყო, რამეთუ მოხუცს მუდამ კვლავ
მივმართავდი, ანდა კითხვებს ვუსვამდი და პასუხს არანაირად არ ვი-
ღებდი, თუ არა მზერით. მე მიჭირდა მიხვედრა, რომ ჩემი შეკითხვები
და შეტყობინებები მისთვის სხვა არაფერი იყო გამაწბილებელი შრი-
ალის გარდა. ავიშალე, იმედი გამიცრუვდა და გადამღალა ამ ყველა-
ფერმა, ზედმეტი და მომაბეზრებელი იყო ეს ჩემთვის. რასაც მაგისტრს
გამუდმებით ვეუბნებოდი, პასუხს მისგან ღიმილით ანდა მოკლე მზე-
რით ვიღებდი. ეს გამოხედვები რომ არ ყოფილიყო კეთილსასურველი
და გულითადი, მაშინ ვიფიქრებდი, მოხუცი დაუფარავად იცინის მეთ-
ქი ჩემზე, ჩემს მონათხრობებსა და კითხვებზე, მთელ ჩემს უსარგებლო
დროის დაკარგვაზე, აქეთკენ გამომგზავრებასა და, საერთოდ, მასთან
სტუმრობაზე. ამისთანებზე შეიძლებოდა კაცს ეფიქრა, ბოლოს, მისი
მდუმარებისა და ღიმილის გამო, ეს იყო ფაქტობრივად თავდაცვა, მი-
თითება, მაგრამ ეს ხდებოდა სხვა გარემოების გამო, სხვა დონეზე და
სხვა აზრობრივ საფეხურზე, ვიდრე რაღაც ირონიული სიტყვები შეიძ-
ლება ყოფილიყო. პირველად უნდა დავსუსტებულიყავი და როგორც
მეჩვენებოდა, ჩემი მოთმინებით სავსე და ზრდილობიანი მცდელობე-
ბით საუბარში ბოლომდე უნდა შევსულიყავი და განმეცადა, როგორც
გემის ჩაძირვა, ვიდრე იმას მივუხვდებოდი, რომ მოხუცი კაცი ასჯერ
უფრო დიდ მოთმინებას, შეუპოვრობას და ზრდილობას უფრო ადვი-
ლად იჩენდა, ვიდრე მე. შეიძლება ეს თხუთმეტიოდე წუთი თუ ნახევა-
რი საათი გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის ნახევარ დღეს ჰგავდა, მომე-
ძალა სევდა, მოქანცვა, მივნებდი თავს და ჩემ აქეთკენ წამოსვლას
ვნანობდი კიდეც, პირი გამიშრა. იჯდა პატივცემული კაცი, ჩემი მოამა-
გე, ჩემი მეგობარი, ის, ვინც, რა დროიდანაც მე უკვე ფიქრი შევძელი,
ჩემს გულსა და ნდობას ატარებდა და არასდროს არც ერთი სიტყვა
ჩემგან ნათქვამი უპასუხოდ რომ არ დაუტოვებია. იჯდა და მისმენდა,
როგორ ვლაპარაკობდი, და თუ არ მისმენდა, იჯდა და მის გასხივოს-
ნებასა და ღიმილს მიღმა, მის ოქროს ნიღაბს მიღმა სრულიად დამა-
ლული და დაფარული იყო, მიუღწევლად სხვა სამყაროს, სულ სხვა სამ-

272
ყაროს მიეკუთვნებოდა, სხვა კანონებით რომ არის მოწყობილი, და
ყველაფერი, რაც ჩემგან მისკენ მიემართებოდა, ჩვენი სამყაროდან მი-
სას უახლოვდებოდა, და ისე გადაუვლიდა მას, როგორც წვიმა ქვას.
ბოლოს იმედი რომ უკვე აღარ მქონდა, – მან ეს საოცარი კედელი გა-
არღვია, და მიშველა, დასასრულს მითხრა ერთი სიტყვა! ეს იყო ერთა-
დერთი სიტყვა, რაც მე დღეს მისგან ნათქვამი გავიგონე.
„შენ დაიღლები, იოზეფ“, – წარმოთქვა ჩუმად და იმ გულისშემ-
ძვრელი მეგობრული და მზრუნველობით სავსე ხმით, როგორითაც შენ
მას იცნობ. ეს იყო ყველაფერი – „შენ დაიღლები, იოზეფ“. თითქოს
დიდხანს მიყურა ყველაზე უფრო დაძაბული მუშაობისას და სურდა. –
ახლა ჩემი გაფრთხილება. სიტყვები ოდნავ გაჭირვებით ამოთქვა,
თითქოს უკვე, მართლაც, დიდი ხანია ბაგენი სამეტყველოდ აღარ უხ-
მარიაო, იმავდროს ხელი მკლავზე დამადო, პეპელასავით მსუბუქი ხე-
ლი. ჩამხედა თვალებში გამჭოლად და გამიღიმა, ამ წუთში მე ვიყავი
გამარჯვებული. მისი მხნეობით სავსე სიჩუმე, მოთმინება და სიმშვიდე
მეც გადმომედო და ანაზდად მივუხვდი მოხუცს, მის მიბრუნებას იქით-
კენ, რასაც მისი არსება დაეპყრო; ადამიანებისგან შორს წასულიყო და
სიწყნარისაკენ ექცია პირი, სიტყვებისაგან შორს – და მუსიკისაკენ,
შორს – აზრებისაგან და ერთიანობისაკენ. მივხვდი, რისი ნახვაც აქ
იყო დაშვებული ჩემთვის, და მივხვდი პირველად ამ ღიმილსაც, ამ გას-
ხივოსნებასაც; ეს იყო წმინდა და სრულყოფილი ადამიანი, ვინც ერთი
საათით ნებას მრთავდა მისი ბრწყინვალება მასთან ერთად შემეგ-
რძნო და ვისთანაც მე ახალბედას საუბარი მსურდა, გამოკითხვა მსურ-
და და მინდოდა საუბარში ცდუნებით შემეყვანა. მადლობა ღმერთს,
გონება გვიან არ გამნათებია. მას შეეძლო მეც გავეგზავნე და სულაც
თავიდან ავეცილებინე. მე აქ უმნიშვნელოვანესი და უდიდებულესი
რამისთვის მოვსულვარ, რაც მაშინ განვიცადე“.
„ისე ვხედავ, – თქვა ფერომონტემ დაფიქრებით, – რომ ჩვენს მოხუც
მუსიკის მაგისტრში თქვენ თითქოს წმინდა კაცი დაინახეთ, მისასალ-
მებელია, რომ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც მე ეს მაუწყა. გამოგიტყდე-
ბი, სხვას რომ მოეთხრო ეს ამბავი, მხოლოდ უდიდესი უნდობლობით
შევხვდებოდი, საერთოდაც, სრულებით არ ვარ მისტიკურის მოყვარუ-

273
ლი, და საკუთრივ, მე ვარ მუსიკოსი და ისტორიკოსი, მეგობარი და
სუფთა კატეგორიების პედანტი. რამეთუ ჩვენ კასტალიაში არც ქრის-
ტიანული კონგრეგაცია და არც ინდური თუ დაოსისტური მონასტერი
ვართ, მეჩვენება, მისი წმინდა ადამიანთა შორის ჩარიცხვა ეგების,
ანუ, სუფთა რელიგიური კატეგორიით, მაგრამ ჩვენგან, ერთი რომელი-
მესგან, ეს არ არის დასაშვები და სხვას შენ გარდა – მაპატიეთ, თქვენ
გარდა, Domine – ამ ნათქვამს ყალბად ჩავუთვლიდი. მაგრამ ვფიქრობ,
იქნებ განზრახული გაქვთ, რომ პატივცემული მოხუცი მაგისტრის სა-
სარგებლოდ კანონიზაციის პროცესი ჩაატაროთ, ჩვენ ორდენში კი სა-
ამისო მუდმივი ორგანოც არ მოიძებნება. არა, ნუ მაწყვეტინებთ, მე სე-
რიოზულად ვლაპარაკობ. ეს არ არის გასართობი საქმე. თქვენ განცდა
მომიყევით და მე უნდა ვაღიარო, რომ შემრცხვა კიდეც, რამეთუ თქვენ-
გან აღწერილი ფენომენი, განსაკუთრებით, მე და ჩემს მონტეპორტელ
კოლეგებს სრულად არ გამოგვპარვია მხედველობიდან, მაგრამ ეს
მხოლოდ ცოდნით ვიცოდით, და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით.
ვხვდები ჩემ მიერ მასზე აზრის გამოთქმის მიზეზს და ჩემს გულგრილო-
ბას. მოხუცი მაისტერის გარდაქმნა თქვენთვის ისე თვალში საცემია
და სენსაციადაც იქცა იმ დროს, როცა მე ეს ცვლილება ძლივს თუ შევ-
ნიშნე, ეს იმით აიხსნება, რომ გარდასახვა თქვენთვის მოულოდნელი
რამ იყო და უკვე მზა შედეგს დახვდით; მე კი მისი თანდათანობით გან-
ვითარების მოწმე ვიყავი. თვეების წინ და დღეს ნანახი მოხუცი მაგის-
ტრი ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავდება, ჩვენ კი მეზობლები ერთი-
დან მეორე შეხვედრამდე მის ოდნავ შესამჩნევ ცვლილებებს თუ ვაწ-
ყდებოდით. მაგრამ ვაღიარებ, ვერ ამიხსნია, როცა ჩვენ თვალწინ რა-
ღაც საოცრება ხდება, იყოს ეს თუნდაც ასე წყნარი და ნელი, მაშინ ჩვენ,
თუ ამაში წინასწარ დარწმუნებულნი არ ვართ, უფრო ძლიერად უნდა
ვგრძნობდეთ, ვიდრე მე ეს დამემართა. და აქ მივაგენი ჩემი ჩაკეტი-
ლობის მიზეზს: სწორედ წინასწარ არ ვიყავი დარწმუნებული. მე ფენო-
მენს რომ ვერ ვამჩნევდი, ეს იმიტომ მოხდა, ვინაიდან ამისი შემჩნევა
არ მსურდა, ყველასავით თანდათანობით უკან დახევა და დუმილი
ჩვენს პატივცემულს, და იმავდროულად მისი მეგობრული გრძნობის
გაძლიერება მეც შევნიშნე, მუდამ უფრო ნათელი და უგრძნობლად ქცე-

274
ვადი ბრწყინვალება ჰქონდა სახეზე, როდესაც იგი შეხვედრისას ჩემს
სალამზე მდუმარედ მომიგებდა. ბუნებრივია, ეს მეც ყველასავით კარ-
გად შევამჩნიე, მაგრამ, პირიქით, ვერიდებოდი, მეტი დამენახა მასში,
მოხუც მაგისტრს თვალს ვაცილებდი არანაკლებ მოკრძალების გამო,
არამედ ნაწილობრივ გავურბოდი, მისგან პიროვნების კულტი არ შე-
მექმნა ზოგადად და არ მეოცნება, ნაწილობრივ სწორედ კულტის სა-
კითხთან დაკავშირებულ მეოცნებეობას განსაკუთრებულად ვუვლიდი
გვერდს, კერძოდ, რასაც სტუდენტ პეტრესთან ჰქონდა ადგილი მაგის-
ტრთან და კერპთან მიმართებაში. ეს ჩემთვის ბოლომდე ნათელი გახ-
და თქვენი თხრობის დროს“.
„ეს ისევ შემოვლითი გზა იყო, – გაეცინა კნეხტს; საჭირო იყო შენ
თვითონ აღმოგეჩინა საწყალ პეტრუსთან შენი გარიდების მიზეზი, მაგ-
რამ როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი? მეც მისტიკოსი და მეოცნებე ვარ?
მეც მივყვები აკრძალულ პიროვნებისა და წმინდანების კულტს? თუ
შენ ჩემთან იმას აღიარებ, რასაც სტუდენტთან არ აღიარებდი, საკუთ-
რივ კი იმას, რომ ჩვენ რაღაცას ვხედავთ და განვიცდით, და ეს ოცნე-
ბები და ფანტაზიები კი არ არის, არამედ რაღაც რეალური და ხელშე-
სახებია“.
„ცხადია, ამას თქვენთან ვამბობ გულახდილად, – უთხრა კარლომ
წყნარად და დაფიქრებით, – არავინ დაეჭვდება თქვენს განცდასა და
მოხუცი მაგისტრის მშვენიერებასა და სიხალისეში, ვინც მავანს ასე
დაუჯერებლად გაუღიმებს. საკითხი მხოლოდ ასე დაისმის: რა ვუყოთ
ჩვენ ამ ფენომენს, რა ვუწოდოთ, რანაირად ავხსნათ ეს? ეს ასე იქნება.
დამრიგებლური ტონით ჟღერს, მაგრამ ჩვენ კასტალიელები ხომ მენ-
ტორები ვართ, და თუ თქვენი და ჩვენი განცდისათვის სახის მიცემასა
და სახელის დარქმევას მოვინდომებთ, მაშინ იმას კი არ ვისურვებ,
რომ მისი სინამდვილე და სილამაზე აბსტრაქციისა და განზოგადების
საშუალებით გადავჭრა, არამედ, შეძლებისდაგვარად, გარკვევითა
და მკაფიოდ აღვნიშნავ და დავიმახსოვრებ. სადმე მოგზაურობისას
გლეხის ანდა ბავშვის მოღიღინე მელოდიას რომ ვისმენ, რაც მანამდე
არ ვიცოდი, ესეც ასევეა. ეს ის განცდაა, როცა ამ მელოდიის მაშინვე
და ისევე ზუსტად, შეძლებისდაგვარად, ნოტებზე გადატანას შევეცდე-

275
ბი, მაშინ ეს საკითხთან დაშორება და მისი გვერდზე გადადება კი არ
არის, ეს ჩემი განცდის პატივისცემა და გამარადიულებაა“.
კნეხტმა მას მეგობრულად დაუკრა თავი. „კარლო, – უთხრა, – ფრი-
ად, სამწუხაროა, რომ ჩვენ ასე იშვიათად შეგვიძლია ერთმანეთის ნახ-
ვა. ახალგაზრდობის ყველა მეგობარი იმედებს არ ამართლებს ყოვე-
ლი შეხვედრის დროს. მოხუც მაგისტრზე მოსაყოლით შენთან მოვედი,
რადგან შენ აქ ამ ადგილზე ერთადერთი მეგულები, ვინც გაიზიარებს
და ჩემი განცდის მონაწილე გახდება. ეს შენ უნდა გადმოგაბარო, რაც
ჩემი მონათხრობით დაიწყო და რასაც შენ ისურვებ იმისთვის, რომ ჩვე-
ნი მაგისტრის გარკვეულ მდგომარეობას სახელი დაარქვა. გამეხარ-
დებოდა, თუ მას ერთხელ მაინც მოინახულებდი და ცოტა ხანს მის სი-
ახლოვეში დაჰყოფდი. მისი მდგომარეობა წყალობის, სრულქმნის,
მხცოვანების სიბრძნის, სულიერების გამოხატულებაა, ანდა, როგორც
ყოველთვის გვინდა, რომ ვუწოდოთ, ეს ალბათ უფრო რელიგიურ ცხოვ-
რებას მიეკუთვნება; ჩვენ კასტალიელებს კონფესია და ეკლესია არ
გვაქვს, მაგრამ ღვთისმოსაობა ჩვენთვის მაინც უცნობი არ არის, ჩვენი
მოხუცი მუსიკის მაგისტრი თანდათანობით სწორედ მუდამ ღვთისმო-
სავი ადამიანი ხდებოდა, რადგანაც მრავალ რელიგიაში არსებობს
გადმოცემები ნეტარ, სრულყოფილ, გასხივოსნებულ, ნათლით მოსილ
ადამიანებზე, რატომ არ უნდა აღწევდეს ჩვენი კასტალიური ღვთისმო-
საობა ამ აყვავებამდე? დაგვიანდა, დასაძინებლად უნდა წავიდე,
ხვალ სისხამ დილით მივემგზავრები. ვიმედოვნებ, მალე მოვბრუნდე-
ბი. ნება მომეცი სულ მოკლედ ჩემი ამბავი ბოლომდე მოგიყვე! მაშასა-
დამე, მას მერე, რაც მითხრა: შენ დაიღლები, ბოლოს მოვახერხე, რომ
მეცადა და საუბარი აღარ გამეგრძელებინა და არა მარტო წყნარად
ვყოფილიყავი, არამედ იმ მცდარ მიზანზე ჩემი სურვილი გამექარვები-
ნა, ეს მდუმარე ადამიანი სათქმელისა და საუბრის მეშვეობით გამო-
მეცნო და ამით რამე სასარგებლოსთვის მიმეგნო. იმ წუთიდან, როცა
უარი ვთქვი და ყველაფერი მეორეს მივანდე, საქმე თავისთავად წარი-
მართა. ამის შემდეგ შეგიძლია ჩემი აზრის გამოხატულებანი ნებისმი-
ერად, სხვანაირად შეცვალო, ახლა კი დამიგდე ყური, თუნდაც არა
ზუსტად ჩანდეს, ანდა კატეგორიებს ვცვლიდე. დაახლოებით ერთი სა-

276
ათი თუ საათ-ნახევარი ვიყავი მოხუცთან, და არ ძალმიძს გადმოგცე
ის, რაც მასა და ჩემს შორის ხდებოდა, თუ ერთურთს როგორ შევეწე-
ოდით, სიტყვებით ეს არ გამოითქმის. მე მხოლოდ იმას ვგრძნობდი მას
შემდეგ, რაც ჩემი წინააღმდეგობა ჩაცხრა, რომ მან თავის მშვიდობია-
ნობასა და თავის სიწყნარეში შემიყვანა, და ლხენამ და საოცარმა სიმ-
შვიდემ მოგვიცვა ისიც და მეც. სურვილისა და ცოდნის გარეშე რომ
განმეჭვრიტა, გარკვეულწილად, ეს განსაკუთრებულ სანეტარო და სა-
ნუკვარ ჩაღრმავებას ჰგავდა, რომლის თემა მოხუცი მაგისტრის ცხოვ-
რება იქნებოდა; მე ვხედავდი და ვგრძნობდი მას და მის მსვლელობას
გარდაქმნის დროს მაშინდელიდან, როდესაც იგი ყმაწვილს პირვე-
ლად შემხვდა, ამ ჟამამდე. ეს იყო ცხოვრება თავდადებასა და შრომა-
ში, მაგრამ თავისუფალი იძულებისაგან, თავისუფალი პატივმოყვა-
რეობისაგან და მუსიკით სავსე და ისე ვითარდებოდა – როცა იგი მუსი-
კოსი და მუსიკის მაგისტრი გახდა, თითქოს მუსიკა – ერთ-ერთი გზები-
დან აირჩია და ადამიანის უმაღლეს მიზნამდე, შინაგან თავისუფლე-
ბამდე, სიწმინდემდე, სრულყოფილებამდე მივიდა, და თითქოს მას
შემდეგ მას სხვა აღარაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ მუდმივად
უფრო და უფრო მუსიკით იმსჭვალებოდა, გარდაიქმნებოდა და იწმინ-
დებოდა; მისი მოხერხებული და ჭკვიანი, წინწილზე დამკვრელი ხელე-
ბიდან და მდიდარი, უზარმაზარი მუსიკოსის მეხსიერებიდან სულისა
და სხეულის ყველა ნაწილამდე და ორგანომდე, პულსამდე და სუნ-
თქვამდე, ძილამდე და სიზმრამდე შეაღწევდა, ახლა იგი მხოლოდ
სიმბოლო, უფრო მეტად გამოვლენის ფორმა, მუსიკის პერსონიფიკა-
ციაა. რაც მისგან ასხივებდა, თუ მასა და ჩემ შორის რიტმულ სუნთქვად
იქით-აქეთ ირწეოდა, ცოტაოდენ შევიგრძენი მთლიანად, როგორც მუ-
სიკა, როგორც ბოლომდე არამატერიალურად ქცეული, როგორც ეზო-
თერული მუსიკა, რაც ყოველს საოცარ წრეში შეიყვანს, როგორც მრა-
ვალხმიან სიმღერაში ახლად გაჩენილ ხმას. მუსიკის არ მცოდნეს, წყა-
ლობისამებრ, შესაძლებელია აღექვა სხვადასხვა სურათებად: ასტრო-
ნომს მთვარედ დაენახა, რომელიმე პლანეტას გარს რომ უვლის; ანდა
ფილოლოგს ყველაზე უმნიშვნელოვანეს მაგიურ წინა ენაზე მასთან

277
ლაპარაკი მოესმინა. კმარა უკვე, მე დაგემშვიდობები, ჩემთვის ეს დი-
დი სიხარული იყო, კარლო“.
ჩვენ ეს ეპიზოდი საკმარისად დაწვრილებით გადმოვეცით, რამეთუ
მუსიკის მაგისტრმა კნეხტის ცხოვრებასა და მის გულში ასეთი მნიშვნე-
ლოვანი ადგილი დაიჭირა. ამ გარემოებამ სურვილი გაგვიჩინა თუ
გვაცდუნა, რადგან კნეხტის ფერომონტესთან საუბარმა ბოლო წერი-
ლის სახით, საკუთარი ხელმოწერით, ჩვენამდე მოაღწია. მოხუცი მუსი-
კის მაგისტრის ამ გადასხვაფერებაზე, ცხადია, უადრესი და უსაიმე-
დოესი გადმოცემაა, მოგვიანებით ამ თემის გარშემო საკმაოზე მეტი
ლეგენდა და განმარტება არსებობდა.

278
ორი პოლუსი

ჯერ კიდევ დღესაც ცნობილმა და არა იშვიათად ხსენებულმა თა-


მაშმა „ჩინური სახლი“, წლიურმა თამაშმა, როგორც მას ერქვა, კნეხ-
ტსა და მის მეგობარს თავიანთი შრომის ნაყოფი მოაწევინა, და კასტა-
ლიასა და უწყებას დაუმტკიცა, რომ კნეხტის მოწოდება უმაღლეს სამ-
სახურში სწორი მოვლენა იყო. ვალდცელმა, მოთამაშეთა სოფელმა
და ელიტამ ბრწყინვალე და ამაღლებული განწყობის საზეიმო პერი-
ოდში კვლავაც კმაყოფილება განიცადა; დიახ, როგორც ამჯერად
წლიური თამაში დიდი ხანია აღარ ყოფილა ასეთი მოვლენა, როცა უმ-
ცროსი და მრავალგზის ქებული მაგისტრი პირველად აჩვენებდა თავს
მთელი საჯაროობის წინაშე და საქმით ამტკიცებდა ყოველივეს და
გარდა ამისა, ვალდცელში გასულ წელს განცდილ გუნების წახდენასა
და წარუმატებლობას უნდა გაჯიბრებოდა. ახლა არავინ იყო ავად,
დარცხვენილი მოადგილე შიშნარევად აღარ იდგა დიდი ცერემონიის
წინ, ელიტა რკინისებურად ჩასაფრებოდა მზარდი და ზედმეტი სურვი-
ლისა და უნდობლობის გამო, განერვიულებული თანამშრომლები ერ-
თგულად, მაგრამ აღმაფრენის გარეშე მხარს უჭერდნენ მას. უხმოდ, შე-
უვალად, მართლაც უმაღლესი მსახურივით, თეთრსა და ოქროსფერში
შემოსილი წამყვანი ფიგურა სიმბოლოთა ჭადრაკის საზეიმო დაფაზე
სადღესასწაულოდ ატარებდა თამაშს. მაგისტრი თავისსა და თავისი
მეგობრის ნაწარმოებს წარმოადგენდა სიმშვიდით, ძლიერებითა და
ღირსებით მოცული, სხივმფინარე და ცოდნის რაიმენაირი შებღალვის
გარეშე – იგი საზეიმო დარბაზში თავის მრავალ მინისტრთა შორის
მდგომი გამოჩნდა. თამაშის აქტებს ერთმანეთის მიყოლებით აცხა-
დებდა, აქტს რიტუალური მიმიკით მიჰყვებოდა, მის წინ მდგარ პატარა
დაფაზე მბრწყინავი ოქროს გრიფელით მიმზიდველად ნიშანს ნიშანზე
წერდა, და თამაშის შიფრთა ეს ნიშნები დარბაზის უკანა კედელზე ჩა-
მოკიდებულ, ასჯერ გადიდებულ უზარმაზარ დაფაზე მაშინვე ნაწერად
ჩნდებოდა, მათ ათასობით მოჩურჩულე ხმა დამარცვლით კითხულობ-
და, დიქტორები ხმამაღლა წამოიძახებდნენ, ტელეგრაფისტები კი
ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში გადასცემდნენ; და როცა მან პირვე-

279
ლი აქტის ბოლოში მისი შემაჯამებელი ფორმულა დაფიდან წაიკითხა,
მხნეობით აღსავსემ შთამბეჭდავად მედიტაციისათვის მითითება მის-
ცა, გრიფელი დადო და დაბლა დაჯდომით, მაგალითის მიმცემი
თვითჩაღრმავების პოზა მიიღო, ჭვრეტას მინებდა, და ასე დასხდნენ
არა მარტო დარბაზში, მოთამაშეთა სოფელსა და კასტალიაში, არა-
მედ ყველგან – გარეთაც, დედამიწის იმ ქვეყნებში, სადაც რიოში მარ-
გალიტებით თამაშის მიმდევარნი ამავე ჭვრეტისათვის თავიანთ თავ-
ში მოკრძალებით იმ წუთამდე განმტკიცდებოდნენ, ვიდრე მაგისტრი
დარბაზში ისევ არ წამოიმართებოდა. ეს იყო ყველაფერი, რაც მრა-
ვალჯერ ყოფილა, და მაინც ყველაფერი გულისშემძვრელი და ახალი
სანახავი იყო. თამაშის აბსტრაქტული და მოჩვენებითად უდროო სამ-
ყარო საკმაოდ მოქნილი იყო, ასობით ნიუანსით რომ რეაგირებდა პი-
როვნების სულზე, მის ხმაზე, ტემპერამენტსა და ხელნაწერზე; პიროვ-
ნება დიდია და საკმაოდ ნაღვაწი იმისათვის, რომ თავისი აზრები
მნიშვნელოვნად არ მიიჩნიოს, არამედ თამაშის საკუთარი კანონმდებ-
ლობა ხელშეუხებლად დაიცვას; ელიტა, დამხმარენი და თამაშის მო-
ნაწილენი მას კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებივით მიჰყვებოდნენ
და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მაინც ჩანდა, თუნდაც მას მხო-
ლოდ თავი დაეხარა სხვებთან ერთად, ანდა ფარდისთვის მიეხედა მე-
დიტაციაში ჩაძირული მაგისტრის გარშემო, ისინი თავიანთი საკუთა-
რი შთაგონებით მიჰყვებოდნენ ცოცხალ თამაშს. ხალხის რაოდენობი-
დან კი, დიდი ნაკადიდან, გადავსებული დარბაზიდან და მთელი ვალ-
დცელიდან, ათასობით სული მაგისტრის ნაკვალევზე, თამაშის უსას-
რულო მრავალგანზომილებიანი წარმოდგენის სივრცეებში, ფანტას-
ტიკურ-იერარქიული სვლით მიაბიჯებდა; მოიწევდა ზეიმის მთავარი
აკორდი და ღრმად მოგუგუნე ბასი, რაც საზოგადოების მიამიტი ნაწი-
ლისათვის ზეიმის დროს საუკეთესო და თითქმის ერთადერთ განცდას
წარმოადგენდა, მაგრამ რასაც თამაშის მიმდევრები, ელიტის ვირტუო-
ზები და კრიტიკოსები, მინისტრები და მსახურნი უფროსობამდე – ხელ-
მძღვანელსა და მაგისტრამდე მოწიწებული ჟრჟოლით განიცდიდნენ.
– ეს იყო ამაღლებული ზეიმი, გარედან მოსული სტუმრებიც გრძნობ-
დნენ ამას და ინტერესს იჩენდნენ, და ზოგიერთ ახალბედას იმ დღეებ-

280
ში რიოში მარგალიტებით თამაშის სიყვარული სამუდამოდ იპყრობდა.
მაგრამ აღსანიშნავია ის სიტყვები, რომლებითაც იოზეფ კნეხტმა ათ-
დღიანი ზეიმის დამთავრების შემდეგ, მის მეგობარ ტეგულარიუსთან
ნათქვამში, თავისი განცდა გამოხატა: „ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილი
ვიყოთ, – ეუბნებოდა იგი, – დიახ, კასტალია და რიოში მარგალიტებით
თამაში საოცრებაა, თითქოს ისინი სრულყოფილებასთან ახლოს
არიან. ალბათ მეტისმეტად, ძალზე მშვენიერნი არიან, ისეთი მშვენი-
ერნი, რომ მათი დაკვირვება შეძრწუნების გარეშე შეუძლებელია. მაგ-
რამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ესენი, როგორც ყველაფერი, ერთხელაც
იქნება და წარმავალს მიეცემიან. ამაზე კი დაფიქრება საჭირო“.
ჩვენამდე მოტანილი სიტყვები ბიოგრაფს იმის საჭიროებას უქმნის,
რომ მისი დავალების უძნელეს და საიდუმლოებით მოცულ ნაწილს
მიუახლოვდეს, რომლისგანაც ერთხანს თავად სიამოვნებით დაიჭირა
შორს თავი, რათა სიმშვიდითა და კმაყოფილებით, რაც ნათელი და
ერთმნიშვნელოვანი მდგომარეობების აღმწერს ხელს უწყობს, ბო-
ლომდე მიეყვანა თავისი მონათხრობი – კნეხტის წარმატების, მისი
სამსახურის სანიმუშოდ გაძღოლისა და ცხოვრებაში ბრწყინვალე სი-
მაღლეების მიღწევის თაობაზე; ირკვევა, რომ ჩვენ მხოლოდ გამოგ-
ვრჩა და სათქმელს ვერ შევუსაბამებთ იმ გაორებასა თუ პოლარობას,
რაც პატივცემული მაგისტრის ბუნებასა და მის ცხოვრებაში არსებობ-
და, აქ არა მხოლოდ სათანადოდ უნდა შეგვეცნო და დაგვესახა ეს სა-
კითხი როგორც ასეთად, არამედ ის ჯერ არავისთვის არ გამხდარიყო
ხილული, ტეგულარიუსის გამოკლებით. ეს ჩვენს ამოცანად უფრო მე-
ტად გადაიქცა, და აქედან გახლეჩილობა თუ, უკეთესია ვთქვათ, შეუწ-
ყვეტლად მოქმედი პოლარობა პატივცემულის არსებაში, კნეხტის
სულში, როგორც ბუნებრივი და შესამჩნევი ისე აღვიქვათ და დავეთან-
ხმოთ. მთლიანად ერთი ავტორისათვის ძნელი არ იქნებოდა, ვინც ერ-
თი კასტალიელი მაგისტრის ცხოვრების აღწერას შეუდგებოდა მხო-
ლოდ წმინდა ცხოვრების თვალსაზრისით ad majorem gloriam Castaliae 31
და ამისათვის ნებართვას მიიღებდა; იგი იოზეფ კნეხტის მაგისტრობის

31
კასტალიის უაღრესი დიდებისათვის (ლათ.).
281
წლებს, ერთადერთი მხოლოდ მისი უკანასკნელი წუთების გამოკლე-
ბით, გამორჩეულ დამსახურებათა მთლიანი ჩამონათვალით, მოვა-
ლეობების შესრულებითა და წარმატებებით ასახავდა. რიოში მარგა-
ლიტებით თამაშის ნებისმიერი მაგისტრის ცხოვრება და სამსახურებ-
რივი საქმიანობა, ვალდცელში თამაშით გატაცებულ პერიოდში იმ მა-
გისტრი ლუდვიგ ვასერმალერის ჩათვლით, მხოლოდ დოკუმენტურ
ფაქტებზე შეჩერებული ისტორიკოსისათვის, ისეთი უმწიკვლო და სა-
ქებარი არ ყოფილა, როგორც მაგისტრი კნეხტის ცხოვრება და სამსა-
ხური. მართალია, ამ თანამდებობაზე მისმა საქმიანობამ უჩვეულო და,
ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი, ხოლო ზოგიერთი განმკითხველის
შეგნებაში სკანდალური დასასრულიც კი მიიღო, მაგრამ ეს დასასრუ-
ლი იყო არა რაღაც მოულოდნელი თუ უბედური შემთხვევა, არამედ იგი
ამას მთელი არსებით ეძლეოდა და მას მიჰყვებოდა, და ჩვენს ამოცა-
ნას სწორედ ის შეადგენს, რომ ვაჩვენოთ პატივცემულის ბრწყინვალე
და დიდებული წარმატებები და მიღწევები, რაც, არავითარ შემთხვე-
ვაში, არ ეწინააღმდეგება მას. კნეხტი იყო დიდი და სანიმუშო მმარ-
თველი და ამ მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი, მაგრამ რი-
ოში მარგალიტებით თამაშის უბადლო მაგისტრი კასტალიის ბრწყინ-
ვალებას, რასაც თავად ემსახურებოდა, ხედავდა და განიცდიდა რო-
გორც დაქვეითებისა და გაქრობის გზაზე დამდგარ სიდიადეს, იგი იქ
სხვა თანაკასტალიელებივით წინათგრძნობისა და მომავლის წინას-
წარ ჭვრეტის გარეშე კი არ ცხოვრობდა, არამედ იცოდა თავისი პრო-
ვინციის წარმოშობა და ისტორია, სწვდებოდა მის ისტორიულ არსს,
როგორც დრო-ჟამისათვის მივიწყებულს, მისდამი თანაგრძნობის არ-
მქონე ძალით გარემოცულსა და რყევადს. ისტორიულ პერიოდში მისი
ცოცხალი გრძნობის მღვიძარება და საკუთარი პიროვნებისა და საქ-
მიანობის შეგრძნება, – როგორც გადაქცევისა და ცვლილებების
მთლიან დინებაში ერთ-ერთი თანაწამყვანი და თანაქმნადი უჯრედი-
სა – მომწიფდა და ისტორიაში მეცადინეობებითა და დიდი პატერ ია-
კობუსის გავლენით გაცნობიერებამდე მიაღწია, მაგრამ საამისო მიდ-
რეკილებები და ჩანასახები მანამდე აქ უკვე დიდი ხანია არსებობდა
და ვისთვისაც, მართლაც, იოზეფ კნეხტის პიროვნება გაცოცხლდა,

282
ვინც ნამდვილად მიაგნებს მისი ცხოვრების თავისებურებასა და აზრის
ნაკვალევს, ამ მიდრეკილებებსა და ჩანასახებსაც ადვილად ჩასწვდე-
ბა.
კაცი, ვინც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე უფრო გასხივოს-
ნებულ დღეს, თავისი პირველი საზეიმო თამაშის ბოლოს უჩვეულოდ
გაბედნიერებულ და შთაბეჭდილებებით სავსე შეხედულებას გამოთ-
ქვამს კასტალიური სულის თაობაზე: „სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ
კასტალია და რიოში მარგალიტებით თამაში ერთხელაც ისევ წარმა-
ვალს მიეცემა – და ამაზე ფიქრია საჭირო“, და ამ კაცმა უკვე ადრიდან-
ვე, როცა ჯერ არც კი ყოფილა ისტორიისათვის თავგადადებული მეც-
ნიერი, მსოფლიოს გრძნობა თავის თავში გაატარა, ვისთვისაც ყვე-
ლაფრის – უკვე მომხდარის წარმავლობა და ადამიანის სულის მიერ
ყოველივე ქმნილის – პრობლემატიკა ნაცნობი და ახლობელი იყო.
უკან დავბრუნდეთ მისი ყმაწვილობისა და მოწაფეობის წლებში, მაშინ
ჩვენ წავაწყდებით ისეთ ცნობას, სადაც ვნახავთ, რომ იგი ყოველთვის
მძიმე ფიქრებით, ღრმა მწუხარებითა და მოუსვენრობით იყო ხოლმე
შეპყრობილი. როცა ეშჰოლცში რომელიმე მისი თანაკლასელი გაუჩი-
ნარდებოდა, რადგან მასწავლებლებს იმედს გაუცრუებდა და კვლავ
ელიტიდან ჩვეულებრივ სკოლაში გააგზავნიდნენ. არც ერთი ამ გაგ-
დებული მოწაფეებისგან არ არის გადმოცემული, რომ მათ ყმაწვილ
კნეხტთან პირადი მეგობრობა აკავშირებდა; მისთვის ეს არ იყო დანა-
კარგი, ეს არ იყო ამ პირთა განშორება და გაქრობა, რაც მას აღელვებ-
და და შიშნარევი ტკივილი იპყრობდა. ეს უფრო მეტად მისი ბავშვური
რწმენის წყნარი შერყევა იყო კასტალიურ წესრიგსა და კასტალიურ
სრულყოფილებაზე, რაც მას ამ ტკივილს უმზადებდა. არსებობდნენ
ისეთი ბიჭები და ყმაწვილები, რომლებსაც ბედნიერება და პროვინცი-
ის ელიტარულ სკოლებში მიღება წილად ხვდათ და რომლებმაც ეს
წყალობა კვლავ ხელიდან გაუშვეს და არ შეირგეს. საქმე ის იყო, რომ
მისთვის, ვინც თავისი მოწოდება ასე წმინდად და სერიოზულად მი-
იღო, შესაძლოა ეს ქცეულიყო უკვე რაღაც შემარყევლად, კასტალიის
გარეთ არსებული სამყაროს ძალის დამმოწმებლად, მაგრამ არ მტკიც-
დება ის, რომ ასეთ შემთხვევებს პირველი ეჭვები გამოეწვია იმ ბიჭში,

283
ვინც აქამდე სააღმზრდელო უწყების უნაკლობის შესახებ მიღებული
შეხედულების ფხიზლად აღქმას ცდილობდა, მაგრამ კითხვას ბადებ-
და ის, თუ ეს უწყება შიგადაშიგ რატომ იზიდავდა თავისკენ ისეთ მოს-
წავლეებს, რომლებიც ცოტა ხნის შემდეგ ისევ უკან უნდა გაეშვა. აქე-
დან დაწყებული, ეს აზრიც კრიტიკის უადრესი გამოწვევა იყო ავტორი-
ტეტის თაობაზე, ანუ, ეს მან ამ ყმაწვილებთან ერთად განიცადა თუ
არა; ამჯერად ბიჭმა ელიტის მოწაფის გზიდან აცდენა და უკანვე გაგ-
ზავნა არა მარტო უბედურებად შეიგრძნო, არამედ როგორც კასტალიი-
სადმი მის არ მიკუთვნებად, როგორც საშინელ ლაქად, რასაც ვინმე მი-
აჩერდება და რისი დამჩნევაც უკვე საყვედურია და ამის გამო მთელ
კასტალიას პასუხისმგებლობას აკისრებს. აქვე დავსძენთ, რომ მოწა-
ფე კნეხტში რყევისა და დაბნეულობის გრძნობაა დაფუძნებული ასეთი
მიზეზების დროს, რისადმიც იგი მიდრეკილი გახლდათ: არსებითად
გარეთ, პროვინციის საზღვრების მიღმა, სამყარო და ადამიანთა ცხოვ-
რება, რაც კასტალიასა და მის კანონებს ეწინააღმდეგებოდა, რაც აქა-
ურ წესრიგსა და ანგარიშში არ შემოდიოდა და მას არ ეჯაჭვებოდნენ
და არც მისით მაღლდებოდნენ. და ცხადია, მან იცოდა ამ სამყაროს
არსებობაც თავის საკუთარ გულში. მასაც ჰქონდა ლტოლვები, ფანტა-
ზიები და ვნებები, რაც იმ წესებს ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც იგი
ექვემდებარებოდა, ლტოლვები, რომელთა ალაგმვაც მხოლოდ თან-
დათან მოუხერხდა დიდი ძალისხმევის შედეგად. ეს ლტოლვები ხომ
ზოგიერთ მოწაფეში ისე ძლიერდებოდა, რომ ისინი ყოველგვარი გაფ-
რთხილებისა და დასჯის მიუხედავად, ამით შეპყრობილნი, კასტალი-
ის ელიტის სამყაროდან იმ სხვა სამყაროში ბრუნდებოდნენ უკან, რომ-
ლებიც აღზრდასა და სულიერებაზე ზრუნვას კი არა, სწორედ ბუნებრივ
ლტოლვას დაემორჩილებოდნენ და კასტალიაში სათნოების შემთვი-
სებელსა და მიმდევარს, ხან როგორც ბოროტი, დაბალი სამყაროს, ხან
კი თამაშისა და გართობისათვის მაცდუნებელი ადგილის წარმომად-
გენელს, ისე აღიქვამდნენ. მრავალმა ახალგაზრდამ პატიოსანი თა-
ობიდან მოყოლებული ცოდვის ცნება ამ კასტალიური ფორმით გაიგო.
და მრავალი წლის შემდეგ, როგორც ზრდასრულსა და ისტორიის მოყ-
ვარულს, უფრო ზუსტად უნდა შეეცნო, რომ ისტორია ამ ცოდვათა სამ-

284
ყაროს გარეშე – ეგოიზმითა და ლტოლვებით რომ ქმნის ცხოვრების მა-
სალასა და მის დინამიკას – არ შეიძლება წარმოიშვას და რომ ამაღ-
ლებული სურათი, როგორიც ორდენის ამ მოწყენილი ნაკადიდან იშვა,
ოდესმე მისგანვე შთაინთქმება კვლავ. ესე იგი, კნეხტის ცხოვრებაში,
პრობლემა კასტალია იყო ის, რაც ყველა ძლიერი მოძრაობის, მისწრა-
ფებისა და რყევის საფუძველია, და არასოდეს ყოფილა ეს მისთვის
მხოლოდ აზრობრივი პრობლემა, არამედ ის არის ერთადერთი, რაც
მას, როგორც სხვა არაფერი, შინაგანად ისე ეხებოდა და რასაც იგი პა-
სუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა. იგი იმ ბუნების ადამიანებს მი-
ეკუთვნებოდა, იმის გამო რომ ავადდებიან, ჭკნებიან და კვდებიან,
რომ ხედავენ, თუ როგორ სნეულდება და გაჭირვებას განიცდის მათ-
თვის სიყვარულისა და რწმენის ჩამაგონებელი იდეა, მათ მიერ შეყვა-
რებული სამშობლო და საზოგადოება.
ჩვენ მივყვებით იმ ძაფს და ვაწყდებით კნეხტის ვალდცელში პირ-
ველ პერიოდს, მისი სკოლის ბოლო წლებს და მნიშვნელოვან შეხვედ-
რას სტუმარ-მოწაფე დეზინიორისთან, რაც ჩვენ თავის ადგილზე დაწ-
ვრილებით უკვე აღვწერეთ. ეს შეხვედრა კასტალიური იდეალის მხურ-
ვალე მომხრესა და სამყაროს შვილის – პლინიოს შორის არა მარტო
მყარი და ხანგრძლივად მოქმედი იყო, არამედ მეტად საჭირო და შე-
დარებით სავსე განცდასაც წარმოადგენდა მოწაფე კნეხტისათვის,
რადგან მას მაშინ იძულებით მოეთხოვებოდა საგულისხმო და დამძაბ-
ველი როლი, რომელიც მოჩვენებითად შემთხვევით იყო თითქოსდა
მასთან მიგდებული, მაგრამ მის მთელ არსებას ძალზე შეესაბამებო-
და, თითქმის იტყოდა კიდეც ადამიანი, რომ მისი მოგვიანებითი ცხოვ-
რება სხვა არაფერი ყოფილა გარდა როლის კვლავ მიღებისა და მასში
მუდამ უფრო სრულყოფილად ჩაზრდისა, საკუთრივ კი, ეს იყო კასტა-
ლიის დამცველისა და წარმომადგენლის როლი, როგორც მან მოგვია-
ნებით, დაახლოებით ათი წლის შემდეგ, პიტერ იაკობუსთან ხელახლა
ითამაშა, როგორც რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრმა ბო-
ლომდე ითამაშა და ითამაშა ორდენისა და მისი კანონების დამცვე-
ლისა და წარმომადგენლის როლი, მაგრამ ვინც სულ მუდამ შინაგან
მზადყოფნასა და მცდელობაში იყო, მოწინააღმდეგისაგან ესწავლა

285
და უნდა შეძლებოდა, მოთხოვნილებისამებრ, კასტალიის არა ჩაკეტ-
ვა და გაშეშებულ მდგომარეობაში იზოლირება, არამედ გარეგან სამ-
ყაროსთან მისი ცოცხალი ურთიერთთამაში და მისგან დაშორება ეჩვე-
ნებინა, რაც სულიერი გზითა და საუბრებით დეზინიორისთან შეჯიბრში
ნაწილობრივ ჯერ კიდევ თამაშს ჰგავდა, მოგვიანებით, ამან ასე საყუ-
რადღებო მოწინააღმდეგესა და მეგობარ იაკობუსთან უფრო სერიოზუ-
ლი სახე მიიღო, და ორივე მოწინააღმდეგესთან ეს გაუმართლდა, მათ
შეეზარდა, მათგან ისწავლა, ბრძოლასა და გაცვლაში ნაკლები არ გა-
უცია, ვიდრე არ მიუღია, და ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგე კი არ
დაუმარცხებია, რაც თავიდანვე ბრძოლის მიზანი არ ყოფილა, არამედ
მასში თავისი პიროვნების საპატიო აღიარება მოუპოვებია და უნდა აე-
ძულებინა იგი, რომ მისი სახით წარმოდგენილი პრინციპი და იდეალიც
დაეცვა. თუნდაც დისკუსიას სწავლულ ბენედიქტინელთან უშუალოდ
პრაქტიკულ შედეგამდე, – წმინდა ტახტთან კასტალიის ნახევრად
ოფიციალური წარმომადგენლობის დაარსებამდე რომ არ მიეყვანა
საქმე, ეს მაინც იქნებოდა იმაზე მეტი ფასეულობის მქონე, ვიდრე ამას
კასტალიის უმრავლესობა ჰგონებდა.
წინააღმდეგობრივი მეგობრობა ჰქონდა კნეხტს პლინიო დეზინიო-
რისთან და ბრძენ მოხუც პატერთან; მას კასტალიის გარეთა სამყაროს-
თან არანაირი ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, რათა იმ სამყაროზე
ცოდნა შეეძინა ან საკუთარ თავში მასზე უფრო მეტი წარმოდგენა შე-
ექმნა, როგორც ეს კასტალიაში, ცხადია, ცოტამ თუ იცოდა. მარიაფელ-
სში ყოფნის გამოკლებით, რომელსაც მისთვის ნამდვილი საერო ცხოვ-
რების გაცნობა არ შეეძლო, და რაც მას არასოდეს ჰქონდა ნანახი და
თანაგანცდილი, ადრეული ბავშვობის გარდა, დეზინიორის, იაკობუსის
და ისტორიის შესწავლის მეშვეობით მან სინამდვილეზე მღვიძარი
წარმოდგენა შეიძინა, – უმეტესწილად, ინტუიციურად უჩნდებოდა ეს
წარმოდგენა, დაფუძნებული მცირე გამოცდილებაზე, მაგრამ, რამაც
იგი მცოდნე გახადა და სამყარო ღიად დაანახვა, უმეტეს თავის კასტა-
ლიელ თანამოქალაქეებთან შედარებით, და რასაც ნაკლებ ვიტყო-
დით დაწესებულებებზე. იგი მუდამ ნამდვილი და ერთგული კასტა-
ლიელი გახლდათ და დარჩა ასევე, მაგრამ არასოდეს დავიწყებია,

286
რომ კასტალია მხოლოდ ერთი ნაწილია, ერთი პატარა ნაწილია სამ-
ყაროსი, თუნდაც იგი უძვირფასესი და უსაყვარლესი ყოფილიყო.
როგორი მეგობრობა ჰქონდა მას ფრიც ტეგულარიუსთან, რთულ და
პრობლემატური ხასიათის ადამიანთან, რიოში მარგალიტებით თამა-
შის ამაღლებულ არტისტთან, განებივრებულ და შიშნარევ მხოლოდ
და მხოლოდ კასტალიელთან, როცა იგი მაშინ, მარიაფელსში მოკლე
ხნით სტუმრობის დროს, მკაცრ ბენედიქტინელთა შორის, ისეთი აშკა-
რად შეჭირვებული შეიქნა, რომ მან ერთ კვირასაც ვერ დაუდო გული,
იქ გაჩერებულიყო, მაგრამ რომელსაც მისი მეგობარი, ვინც აქ, მარ-
თლაც, ორი წელი დაჰყო, მუდამ ფრიად აოცებდა, ჩვენ ამ მეგობრობა-
ზე მრავალნაირი ფიქრი გაგვჩენია, რამდენიმე ისევ უნდა მივატოვოთ,
ზოგიერთზე კი შევჩერდებით;
ეს ფიქრები შეკითხვებს დაბადებს, თუ რა წარმოადგენს ამ მრა-
ვალწლიანი მეგობრობის საფუძველსა და აზრს. უპირველესად, ჩვენ
იმის დავიწყების ნება არა გვაქვს, რომ კნეხტი თითოეულთან მეგობ-
რობის დროს, ეს ბენედიქტინელებთან უფრო გამოვრიცხოთ, არ გახ-
ლდათ მეგობრის მძებნელი, მომპოვებელი და ის პირი, ვინც მას საჭი-
როებდა. იგი ადამიანებს თავისკენ მიიზიდავდა, აღფრთოვანებას იწ-
ვევდა, მისი შურდათ და უყვარდათ, უბრალოდ, მისი არისტოკრატული
ბუნების გულისათვის, და ერთი გარკვეული საფეხურიდან, თავისი „გა-
მოღვიძებიდან“ ეს ნიჭი მისეული შეიქნა. სტუდენტობის პირველ წლებ-
ში ტეგულარიუსი ასევე იყო მისით აღფრთოვანებული და მასთან მე-
გობრული ურთიერთობისთვის მზრუნველი, მაგრამ კნეხტი მისგან მუ-
დამ გარკვეულ დისტანციას იჭერდა. ზოგიერთი მისთვის დამახასია-
თებელი ნიშანი სულ მუდამ გვიჩვენებს, რომ იგი მეგობრისათვის ნამ-
დვილად თავდადებული იყო. ჩვენ იმ აზრისანი ვართ, რომ ეს არა მარ-
ტო მისი უჩვეულო ნიჭის, მისი დაუღალავი და კერძოდ რიოში მარგა-
ლიტებით თამაშის ყველა პრობლემისადმი გახსნილი გენიალურობა
იყო, რომელიც კნეხტისათვის რაღაცნაირად მიმზიდველი ჩანდა, არა-
მედ მისი ძლიერი და ხანგრძლივი ინტერესი მეგობრისადმი გამოწვეუ-
ლი იყო მისი დიდი ნიჭითაც, ეს გამოწვეული იყო მეტად მისი შეცდო-
მებითაც, მისი ავადმყოფურობითაც, ეს გამოწვეული იყო სწორედ

287
იმით, რასაც სხვა ვალდცელელები ტეგულარიუსში ხელისშემშლელად
და ხშირად აუტანლად თვლიდნენ. ეს უცნაური ადამიანი იმდენად
ძლიერი კასტალიელი იყო, რომ მისი მთელი არსებობა პროვინციის
გარეთ წარმოუდგენელი იქნებოდა და სწორედ ამ უკანასკნელის ატ-
მოსფერო და განათლების სიმაღლე იყო იმის წინაპირობა, რომ, თუ
არა ტეგულარიუსის დაულაგებლობა და უცნაურობა, მას პირდაპირ
როგორც ნამდვილ კასტალიელს ისე შეხედავდნენ და შეაფასებდნენ.
მაგრამ მაინც ეს ნამდვილი კასტალიელი ცუდად ეწყობოდა თავის ამ-
ხანაგებს, ცოტანი იყვნენ მათ შორის, ხელმძღვანელთა და თანამშრო-
მელთა შორისაც, მასზე შეყვარებულნი, იგი მათ მუდმივად ხელს უშლი-
და, დროდადრო საყვედურებისთვის საბაბს აძლევდა და მის მამაც და
ჭკვიან მეგობარს მისთვის მფარველობა და წინამძღოლობა რომ არ
გაეწია, ცხადია, ადრევე გაიწირებოდა. რასაც მის ავადმყოფობას
ეძახდნენ, ეს იყო, ზოგადად რომ ვთქვათ, მანკიერება, ჭირვეულობა,
ხასიათის ნაკლოვანება, კერძოდ კი, ღრმად არაიერარქიული, სრული-
ად ინდივიდუალისტური გუნება-განწყობა და ცხოვრების წესი; ის სწო-
რედ იმ ზომით ერგებოდა არსებულ წესრიგს, როგორც აუცილებელი
იყო, რომ ორდენში, საერთოდ, გაეჩერებინათ. იგი იმდენად კარგი და
ბრწყინვალე კასტალიელი იყო, რამდენადაც მრავალმხრივ განსწავ-
ლულობას ფლობდა, ასევე რიოში მარგალიტებით თამაშის ხელოვნე-
ბაშიც დაუღალავი და დაურწყულებელი, ბეჯითი სულის ადამიანი გახ-
ლდათ. თავისი ხასიათის გამო იერარქიისა და ორდენის მორალისად-
მი თავისი დამოკიდებულებით საშუალო და ცუდ კასტალიელად ით-
ვლებოდა. მის უდიდეს ნაკლს შეადგენდა ხანგრძლივად მედიტაციის
მსუბუქი აღქმა და მისდამი დაუდევრობა, რომლის აზრიც მდგომარე-
ობს ინდივიდუალური ადამიანის ჩამოყალიბებაში და რომლის კე-
თილსინდისიერი მიყოლაც ფრიად განკურნავდა მის ნერვებს დაავა-
დებისაგან, ვინაიდან მცირე ხნით, ცალკეულ შემთხვევებში ყოველ-
თვის შველოდა ხოლმე ჭვრეტა, თუნდაც ცუდად წაეყვანა ის. აღელვე-
ბულ და მელანქოლიურ არსებას უფროსები დასასჯელად მკაცრი მე-
დიტაციის სავარჯიშოების ჩატარებას აიძულებდნენ მეთვალყურეო-
ბის ქვეშ; ეს ის ერთადერთი საშუალება იყო, როცა კეთილმოსურნე და

288
მზრუნველი კნეხტიც ხშირად იქ უნდა გაჩენილიყო. არა, ტეგულარიუსი
თავნება, ახირებული გახლდათ, სერიოზული მოწესრიგებისათვის არა
ნებელობითი ხასიათის მქონე, სულ მუდამ კი ცოცხალი სულიერებით
მდიდარი და აღელვების დროს მიმზიდველი, როცა მისი პესიმისტური
ხუმრობა გამოსჭვიოდა და მის სიმამაცესა და ხშირად მისი იდეების
საოცარ დიდებულებას ვერსად გაექცეოდა ადამიანი, მაგრამ იგი სა-
ფუძველში განუკურნებელი იყო, რამეთუ მას თავად სრულებით არ
სურდა განკურნება, ჰარმონიისა და მოწესრიგებისთვის არ ზრუნავდა,
მას არაფერი უყვარდა ისე, როგორც მისი მარადიული სტუდენტობა,
უპირატესობას ანიჭებდა იმას, რომ ცხოვრების მანძილზე ტკივილის
მატარებელი, სხვისთვის ანგარიშის ნაკლებად გამწევი და ხელისშემ-
შლელი მარტოდ მოსიარულე ყოფილიყო; გენიალური გიჟი და ნიჰი-
ლისტი გახლდათ, ნაცვლად იმისა, რომ იერარქიაში მიღების გზაზე წა-
სულიყო და მშვიდობისათვის მიეღწია. ის არ ფიქრობდა სიმშვიდეზე
და არ მიისწრაფვოდა იერარქიისაკენ, ის არად აგდებდა განსჯას და
უარყოფდა თავის დაცვას. ფრიად მოუხელთებელი და მიუღებელი შე-
მადგენელი წევრი ჩანდა, მაშასადამე, საზოგადოებისა, რომლის
იდეალიც ჰარმონია და წესრიგია! მაგრამ სწორედ სიძნელესა და მი-
უღებლობაში გარკვეულ და მოწესრიგებულ პატარა სამყაროს შუ-
აგულში იყო იგი მუდმივ ცოცხალი მოუსვენრობა, საყვედური, გახსენე-
ბა და გაფრთხილება; ახალი, გაბედული, აკრძალული, შეუსაბამო აზ-
რების გამომწვევი, ჯიუტი და დაუმორჩილებელი ცხვარი იყო ფარაში.
და ეს სწორედ ის იყო, ვფიქრობთ, რისი საშუალებითაც, მიუხედავად
ყველაფრისა, ეს მეგობრობა მოიპოვა. ცხადია, მის მიმართ კნეხტის
დამოკიდებულებაში მუდამ თანაგრძნობაც როლს თამაშობდა, დაჩაგ-
რულისა და მეტადრე უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანისადმი
მხარდაჭერა ყველანაირ რაინდულ გრძნობას იწვევდა მეგობარში;
მაგრამ ეს არ კმაროდა, კნეხტის მიერ მაგისტრობის ღირსების მოპო-
ვების შემდეგაც სამუშაოთი, მოვალეობითა და პასუხისმგებლობით
დატვირთული, სამსახურის ცხოვრების შუაგულში მყოფი ამ მეგობრო-
ბას მაინც სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ჩვენ იმ აზრისანი ვართ, რომ კნეხ-
ტის ცხოვრებაში ეს ტეგულარიუსი არანაკლებ საჭირო და მნიშვნელო-

289
ვანი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე დეზინიორი და მარიაფელსში მყოფი
პატერი, და ნამდვილად, იგი ემსგავსებოდა იმ ორივეს, რადგანაც
მათსავით თამაშობდა რაღაც გამომაღვიძებელი ელემენტის, ახალი
გადასახედისაკენ გაღებული სარკმლის როლს; ამ შესამჩნევ მეგობ-
რობაში კნეხტმა, როგორც ჩვენ გვგონია, იგრძნო და თანდათან შეიც-
ნო ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც ჯერ არ არსებულა ამ ერთადერ-
თი წარმომადგენლის გარდა, სახელდობრ, ისეთი კასტალიელის სახე,
როგორადაც ერთხელაც შეიძლებოდა ქცეულიყო, როცა ახალი შეხ-
ვედრებისა და იმპულსების საშუალებით კასტალიის ცხოვრება არც გა-
ახალგაზრდავდებოდა და არც გაძლიერდებოდა. ტეგულარიუსი იყო
ამგვარი წინამორბედი, როგორც მარტოსულ გენიოსთა უმეტესობა. ის
ცხოვრობდა ნამდვილად კასტალიაში, რომელიც ჯერ არ იყო აქ, მაგ-
რამ ხვალ შეიძლება აქ ყოფილიყო, სამყაროსაგან გამიჯნულ, ორდე-
ნის მედიტაციური მორალისაგან გადაგვარებულ, შინაგანად დაძვე-
ლებულ და დასუსტებულ კასტალიაში, იმ სამყაროში, სადაც ჯერ კი-
დევ მუდამ უმაღლესი სულიერი აღმაფრენები და უმაღლესი სულიერი
ფასეულობებისადმი უშინაგანესი თავდადება შესაძლებელი იყო, მაგ-
რამ სადაც მაღალგანვითარებულ და თავისუფლად მოთამაშე სული-
ერ საზოგადოებას მეტი მიზანი აღარ ექნებოდა, გარდა მათი მაღალ-
განვითარებული უნარებისა და თვითტკბობისა. ტეგულარიუსი კნეხ-
ტისთვის ნიშნავდა იმავდროს უმაღლესი კასტალიური უნარების ხორ-
ცშესხმასა და მისი დემორალიზაციის და მზის ჩასვენების გამაფრთხი-
ლებელ წინასწარ ნიშანს. ეს იყო საოცარი და დასაფასებელი, რომ ეს
ფრიცი არსებობდა. მაგრამ კასტალიის გადაგვარება ოცნების ქვეყ-
ნად, რომელიც დასახლებული იქნებოდა მარტოოდენ ტეგულარიუსის-
ნაირი ადამიანებით, თავიდან უნდა აეცილებინა. საფრთხე იმისა, რომ
ეს აქამდე მივიდოდა, ჯერ შორს იყო, მაგრამ საფრთხე არსებობდა.
კასტალიას, როგორც კნეხტი მას იცნობდა, წარმოსადეგი კეთილშობი-
ლური იზოლაციისათვის სჭირდებოდა მხოლოდ ოდნავ უფრო მაღალი
გალავნების აშენება, როგორც კი ორდენის წესრიგი დაქვეითების გზა-
ზე წავიდოდა, იერარქიული მორალი დაბლა დაეშვებოდა, მაშინ ტეგუ-
ლარიუსი უცნაური მარტოსული ადამიანი კი არა, არამედ გადაგვარე-

290
ბული და დაღუპვისაკენ მიმავალი კასტალიის წარმომადგენელი შე-
იქნებოდა. ასეთი დაქვეითების შესაძლებლობა, ამისთვის თვით საწ-
ყისი პირობები თუ წინასწარგანწყობა რომ არსებობდა, ეს მნიშვნელო-
ვანი ცოდნა და ზრუნვა მაგისტრ კნეხტს, სავარაუდოდ, გაცილებით უფ-
რო გვიან გაუჩნდებოდა, ანდა შესაძლოა აქამდე არც მისულიყო საქმე,
მის გვერდით ამ მომავლის კასტალიელს რომ არ ეცხოვრა, და მისგან
ეს უზუსტესად არ შეეცნო; იგი კნეხტის მღვიძარე აზრისათვის იყო სიმ-
პტომი და გამაფრთხილებელი მოწოდება, როგორც ჭკვიანი ექიმისათ-
ვის ჯერ კიდევ მისთვის უცნობი დაავადებისაგან პირველი დასნებოვ-
ნებული. ფრიცი არ იყო საშუალო ადამიანი, იგი იყო არისტოკრატი,
უმაღლესი ხარისხის ნიჭით დაჯილდოვებული; თუ აქამდე უცნობი, წი-
ნასწარმაუწყებელ ტეგულარიუსში პირველად ხილულად ქცეული
ავადმყოფობა თავიდან მას მოერეოდა და კასტალიური ადამიანის სუ-
რათს შეცვლიდა, პროვინცია და ორდენი ერთხელაც თუ გადაგვარე-
ბულ სნეულ სახეს მიიღებდნენ, მაშინ ეს მომავალი კასტალიელები ერ-
თიანად ტეგულარიუსები კი არ იქნებოდნენ, ისინი მის ღირებულ ნი-
ჭიერებას, მის მელანქოლიურ გენიალობას, მის მოელვარე არტისტულ
ვნებას კი არ იქნებოდნენ დაუფლებულნი, არამედ უმეტესი მათგანი
გამორჩეული იქნებოდა მხოლოდ მისი არასაიმედოობით, დაუსრუ-
ლებლად თამაშისადმი მუდმივი მზადყოფნით, წესრიგისადმი ზერე-
ლე დამოკიდებულებითა და საერთო აზრისადმი პატივისცემის უკმა-
რობით. მძიმე საფიქრალით დატვირთულ ასეთ პერიოდებში შესაძლე-
ბელია კნეხტს ჰქონოდა ისეთი საგანგაშო ხილვები და წინასწარ-
გრძნობები, რომელთა დაძლევაც ნაწილობრივ ჩაღრმავებას, ნაწი-
ლობრივ კი უფრო მეტად აქტიურ საქმიანობას მოითხოვდა, რაც მას
დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა.
სწორედ ტეგულარიუსის შემთხვევა გვიჩვენებს იმ სახის განსაკუთ-
რებულად ლამაზსა და მდიდარ სასწავლო მაგალითს, თუ როგორ ცდი-
ლობდა კნეხტი დაეძლია მასთან შემხვედრი ყოველი პრობლემატური,
ძნელი და ავადმყოფური, თავის აურიდებლად. მისი მღვიძარების,
ზრუნვისა და აღმზრდელობითი ხელმძღვანელობის გარეშე ალბათ
არა მარტო მისი ნაკლიანი მეგობარი იქნებოდა ადრევე დაღუპვისათ-

291
ვის განწირული გარდა ამისა, უეჭველად, იქნებოდა მისი გავლენით
გამუდმებით დაბრკოლებანი და აუტანლობანი მოთამაშეთა დასახ-
ლებაში, მოთამაშეთა ელიტაში. მისი არსებობის დროს ეს ყოველივე
არ იქნებოდა გამონაკლისი. ეს ხელოვნებაა, რისი საშუალებითაც მა-
გისტრი ძველებური თანაგანცდით არა მარტო თავის მეგობარს ინარ-
ჩუნებდა, არამედ მის ნიჭს რიოში მარგალიტებით თამაშის სამსახურში
იყენებდა და კეთილშობილი წარმატებებისაკენ უბიძგებდა; ეს მფარ-
ველობა და მოთმინება, რითაც მის გუნება-განწყობებსა და საოცრე-
ბებს იტანდა და გადალახავდა, რათა დაუღალავი მოწოდებით ფასეუ-
ლობებისკენ მისწრაფება არ ჩამკვდარიყო მის არსებაში, რამაც უნდა
გაგვაოცოს, როგორც ადამიანთა მოპყრობის ოსტატურმა ნიმუშმა.
სხვათა შორის, ეს იქნებოდა მშვენიერი და ალბათ მოულოდნელი –
გარკვეულ შეხედულებამდე მიმყვანი დავალება – და ჩვენ გვენდომე-
ბა, რომ ეს ერთ-ერთ ჩვენს რიოში მარგალიტებით თამაშის ისტორი-
კოსს სერიოზულად გულთან ახლოს მიეტანა, – კნეხტის სამსახურის პე-
რიოდში წლიური თამაშები სტილისტური თავისებურებებით ზუსტად
შეესწავლა და მისი ანალიზი მოეცა; ამ ღირსებით სავსე და თანაც ღი-
რებული იდეებიდან და ფორმულირებებიდან გამოყვანილი ნაპერ-
წკლიანი, ეს მბრწყინავი, რიტმულად ასე ორიგინალური და მაინც ყვე-
ლასათვის თავად მოსაწონი ვირტუოზულობა ასე შორეული თამაშები-
სა, რომელთა მთავარი გეგმა და აგებულება ისევე, როგორც მედიტა-
ციების რიგის ჩატარება, განსაკუთრებით კნეხტის სულიერ საკუთრე-
ბას შეადგენდა, ამავდროს გრავირება და თამაშის ტექნიკური წვრილ-
მანი სამუშაო, უდიდესწილ, მის თანამშრომელ ტეგულარიუსზე მოდი-
ოდა. ეს თამაშები შეიძლება დაკარგულიყო და დავიწყებას მისცემო-
და; ასე რომ, კნეხტის ცხოვრება და საქმიანობა მისი მომდევნო თა-
ობისათვის ყველაზე უფრო მეტად მისი მიმზიდველობისა და სამაგა-
ლითო ძალის გამო არ დაიკარგა. ისინი მაინც არ დაიკარგა, ჩვენდა
საბედნიეროდ, ისინი შესანიშნავია და დაცულია, როგორც ყველა
ოფიციალური თამაშები, და ისინი არქივში მკვდრებივით ისე კი არ
ალაგია, დღესაც ცოცხლობენ გადმოცემაში; ახალგაზრდა სტუდენტე-
ბი სწავლობენ, საყვარელი თამაშები ზოგიერთი თამაშის კურსისთვის

292
და ზოგიერთი სემინარისთვის გადააქვთ. მათში ის თანაავტორიც აგ-
რძელებს სიცოცხლეს, რომელიც დავიწყებას მიეცემოდა, ანდა მისგან
სხვა არაფერი დარჩებოდა უცნაური, წარსულის მოჩვენებით-ანეკდო-
ტური ფიგურის გარდა. კნეხტი მიუხვდა, თუ მაინც თავის სამსახურში
ძნელად ჩასაყენებელ მეგობრისათვის როგორ მიეჩინა ადგილი და სა-
მოღვაწეო ასპარეზი, და იმავ დროს გაამდიდრა სულიერი კულტურა
და ვალდცელის ისტორია და უფრო ფასეული გახადა და თანაც ამ მე-
გობარს სახე და სახელიც თაობებში გადასაცემად შეუნარჩუნა. ამას-
თანავე ისიც გვახსენდება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, ზრუნავ-
და რა თავისი მეგობრის ასეთი აღმზრდელობითი გავლენისათვის,
რომ დიდი აღმზრდელი უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს
საამისოდ. ეს საშუალება კი მეგობრის სიყვარული და გაოცება იყო. ეს
გაოცება და სიყვარული, ეს მეოცნებეობა კნეხტის ძლიერი და ჰარმო-
ნიული პიროვნებისთვის, მისი ბატონობისთვის, მაგისტრმა არა მარტო
ფრიცთან იცოდა კარგად, არამედ თავის მრავალ კონკურენტთან და
მოწაფეებთანაც, და უფრო მეტი იცოდა ამაზე, ვიდრე მაღალი სამსა-
ხურის ღირსებასა, ავტორიტეტსა და ძალაზე, რაც მან, მიუხედავად თა-
ვისი კეთილი და შემრიგებლური ბუნებისა, მრავალჯერ გამოავლინა.
ის ზუსტად გრძნობდა, თუ რას ნიშნავდა მიმართვისას ანდა აღიარები-
სას მეგობრული სიტყვა და თავის არიდება, უყურადღებოდ მიტოვებას
რა შეეძლო ემოქმედა. ერთმა მისმა უბეჯითესმა მოწაფემ ძალზე მოგ-
ვიანებით მოჰყვა, რომ კნეხტმა ერთხელ მთელი კვირა კურსის გავლი-
სას და სემინარის დროს მას სიტყვაც კი არ უთხრა, იგი აშკარად არ და-
უნახავს, მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, და ეს იყო მთელი მისი მო-
წაფეობის წლების მანძილზე უმწარესი და ქმედითი სასჯელი, რაც მან
განიცადა.
ჩვენ ეს დაკვირვებები და თვალის გადავლებები საჭიროდ მივიჩ-
ნიეთ, რათა ჩვენი ბიოგრაფიული მცდელობის მკითხველს ამ ადგილზე
გაეგო, თუ როგორ იკვეთებოდა კნეხტის პიროვნებაში ორი, პოლარუ-
ლად მოქმედი მთავარი ტენდენცია. მკითხველი მიჰყვება ჩვენს მიერ
კნეხტის ცხოვრების ამ სიმაღლემდე აღწერას და ემზადება მდიდარი
ბიოგრაფიის ბოლო ფაზებისათვის. ეს ორი მთავარი ტენდენცია წარ-

293
მოადგენდა ამ ცხოვრების ორ პოლუსს, მის ძინ-ს და ძიან-ს, წარმოად-
გენდა დაცვის, ერთგულების, იერარქიაში უთვითებო სამსახურის ტენ-
დენციას, და მეორე მხრივ, „გამოღვიძების“ – წინსვლის, სინამდვი-
ლის, მოხელთებისა და გაგების ტენდენციას. დაჯერებული და სამსა-
ხურისათვის მზადმყოფი იოზეფ კნეხტისათვის ორდენი, კასტალია და
რიოში მარგალიტებით თამაში რაღაც წმინდა და უდაოდ ფასეული
იყო; გამოღვიძებული, შორსმჭვრეტელი და წინმისწრაფებულისათვის
ეს იყო მათი ფასეულობის მიუხედავად, უკვე შემდგარი, ბრძოლით მო-
პოვებული, თავიანთ ცხოვრების ფორმაში გარდასახული, სიძველის
საფრთხეში მყოფი, უნაყოფობისა და დაცემის ჩამოქნილი სახეები,
რომელთა იდეები მისთვის მუდამ ხელშეუხებლად წმინდა დარჩა, რო-
მელთა შესაბამისი მდგომარეობანი მან მაინც, როგორც წარმავალი
და კრიტიკისათვის საჭირო, ისე შეიცნო. ის ემსახურებოდა ერთ სული-
ერ საზოგადოებას, რომლის ძალა და აზრი მას აოცებდა, რომლის საფ-
რთხესაც მის მიდრეკილებაში ხედავდა, რასაც თავად სუფთა თვითმი-
ზანივით უყურებდა: – რომლის დავალება და თანამშრომლობა ქვეყ-
ნისა და სამყაროს დასალიერში ავიწყდებოდა და ბოლოს ეს ბრწყინ-
ვალე, მაგრამ უფრო და უფრო უნაყოფობისათვის განწირული საზოგა-
დოება ცხოვრების მთლიანობას წყდებოდა და ინთქებოდა. ეს საფ-
რთხე მან იმ ადრეულ წლებში წინასწარგანჭვრიტა, რამეთუ სულ მუ-
დამ ყოყმანობდა და შიშით იყო გარემოცული, მთლიანად რიოში მარ-
გალიტებით თამაშისათვის მიეწერა ეს ყოველივე. საფრთხის საკითხს
ეხებოდა, ბერებთან, კერძოდ, პატერ იაკობუსთან დისკუსიებში, მაშინ
კასტალიას მისგან იცავდა. მუდამ გამჭოლად აღწევდა ეს ცნობიერე-
ბაში მას შემდეგ, რაც იგი ვალდცელში ცხოვრობდა და magister Ludi
გახდა, მუდამ ხელშესახებ სიმპტომებს ამჩნევდა, – ერთგულ, მაგრამ
სამყაროსთან არა ნათესაურ და წმინდა ფორმალურ სამუშაო გარემო-
ში, მრავალ სამსახურის ადგილებსა და თავის საკუთარ თანამშრომ-
ლებში, სულიერ, მაგრამ ქედმაღალ სპეციალობებში, ვალდცელის რე-
პეტიტორობაში და არა უკანასკნელ, ისევე როგორც ფაქიზ, ტეგულა-
რიუსის შემაშინებელ სახეში. სამსახურის მძიმე, პირველი წლის დამ-
თავრების შემდეგ, რომლის მოხელთებაც მან ვერაფრით ვერ შეძლო

294
დროისა და კერძო ცხოვრების გამო, ისტორიის შესასწავლად უკან გა-
ემგზავრა; იგი პირველად დაუკვირდა კასტალიის ისტორიას ღია თვა-
ლებით და მივიდა იმ რწმენამდე, რომ საქმე აქ ისე არ იყო, როგორც
პროვინციის თვითცნობიერება გულისხმობდა, რომ, საკუთრივ, მათი
ურთიერთობები გარესამყაროსთან, გაცვლითი მოქმედება სამყაროსა
და ცხოვრებას შორის, ქვეყნის პოლიტიკასა და განათლებას შორის
ათწლეულების შემდეგ უკუსვლაში გაიგებოდა. სახელდობრ, თავის
სიტყვას ამბობდა სააღმზრდელო უწყება ფედერაციის საბჭოში სკო-
ლასა და განათლების სფეროში არსებულ გარემოებათა გამო, კერ-
ძოდ, პროვინცია უზრუნველყოფდა ქვეყანას ჯერ კიდევ კარგი მასწავ-
ლებლებით და მის ავტორიტეტს სცდიდა განსწავლულობის მრავალ
საკითხში, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ჰქონდა მიღებული ჩვეულები-
სა და მექანიზმის ხასიათი, უფრო იშვიათად და ნაკლებად ეწერებოდ-
ნენ კასტალიის სხვადასხვა ელიტიდან ახალგაზრდა მამაკაცები თა-
ვისუფალი ნებით სკოლის სამსახურში extra muros 32, იშვიათად მიმარ-
თავდნენ რჩევის საკითხავად უწყებები და ცალკეული პირები კასტა-
ლიას ქვეყანაში, რომლის ხმასაც ყურადღებით უსმენდნენ და პატივს
სცემდნენ, მაგალითად, ადრეულ ხანებში მნიშვნელოვან სასამარ-
თლო განხილვებზე. თუ კასტალიის განათლების დონეს ქვეყნისას შე-
ადარებენ, დაინახავენ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში ერთმა-
ნეთს არ უახლოვდებიან, უფრო მეტად, საბედისწეროდ, ერთმანეთისა-
გან განიზიდებიან; რაც უფრო დახვეწილი, განსხვავებული, აღზრდი-
ლი ხდებოდა კასტალიური სულიერება, მით უფრო გადაიხრებოდა
სამყარო იქითკენ, რომ პროვინცია პროვინციად ჩაეთვალა და მას უყუ-
რებდა არა როგორც აუცილებლობას და პურს არსობისას, არამედ რო-
გორც უცხო სხეულს, რითაც მცირეოდენ კმაყოფილნიც კი იყვნენ, რო-
გორც უძველეს ძვირფასეულობაზე, მაგრამ რომელსაც ჯერჯერობით
სრულებითაც არ დაშორებოდნენ, და უსარგებლოდაც არ მიიჩნევ-
დნენ; მაგრამ სიამოვნებით ეჭირათ მისგან დისტანცია და რომლის
მენტალიტეტს, მორალს და თვითგრძნობას ენდობოდნენ ისე, რომ

32
კედლებს იქით (ლათ.).
295
ზუსტად არ იცოდნენ, რაც ნამდვილ და საქმიან ცხოვრებას უკვე აღარ
ესადაგებოდა. თანამოქალაქეთა ინტერესი პედაგოგიური პროვინცი-
ის ცხოვრებისადმი, მათი მონაწილეობა მის დაწესებულებებსა და,
განსაკუთრებით, რიოში მარგალიტებით თამაშშიც, ასევე დამცირებუ-
ლად იყო გაგებული, როგორც კასტალიელების მონაწილეობა ქვეყნის
ცხოვრებასა და ბედ-იღბალში. აქ რომ შეცდომაა, დიდი ხანია მისთვის
ნათელი გახდა, და მას, როგორც რიოში მარგალიტებით თამაშის მა-
გისტრს, თავის მოთამაშეთა სოფელში განსაკუთრებით კასტალიე-
ლებთან და სპეციალისტებთან რომ ჰქონდა საქმე, ეს მას ძალზე ადარ-
დებდა. აქედან გამომდინარე, მის მისწრაფებას წარმოადგენდა, რომ
უფრო მეტად მიეძღვნა თავი დამწყები კურსებისათვის, მისი სურვილი
იყო, შეძლებისდაგვარად, ახალგაზრდა მოწაფეები ჰყოლოდა – რაც
უფრო უმცროსები იყვნენ ისინი, მით უფრო მეტად იყვნენ ჯერ კიდევ
მთელ სამყაროსთან და ცხოვრებასთან დაკავშირებულნი, მით უფრო
ნაკლებად იყვნენ ისინი გაწვრთნილნი და პროფესიაში გარკვეულები.
ხშირად გრძნობდა იგი მწველ მისწრაფებას სამყაროსაკენ, ადამიანე-
ბისაკენ, ნაივური ცხოვრებისაკენ, – თითქოს ეს იქ, გარეთ, უცნობში
ჯერ კიდევ არსებობდა. ამ მონატრებიდან და ძალზე გაიშვიათებულ
ჰაერში ცხოვრების სიცარიელის ამ გრძნობიდან, რომელიც ბევრს გა-
ნუცდია, და სააღმზრდელო უწყებისთვისაც ეს სიძნელე ნაცნობი იყო,
ყოველ შემთხვევაში იგი დროდადრო ეძებდა საშუალებებს იმისათ-
ვის, რათა მას დაპირისპირებოდა, ცდილობდა, რომ ეს ნაკლი გაძლიე-
რებული ფიზიკური ვარჯიშებით, სპორტული თამაშობებით, აგრეთვე
სხვადასხვანაირი ხელოსნობითა და ბაღში სამუშაოებით აენაზღაურე-
ბინა. თუ ჩვენ სწორად დავაკვირდით, ორდენის ხელმძღვანელობაში,
შედარებით ახალ პერიოდში არსებობს ის ტენდენციაც, რომ ზოგიერ-
თი, როგორც ჩამოყალიბებულად შეფასებული სპეციალობა, მეცნიერე-
ბის დარგებად გადაკეთდეს და, სახელდობრ, მედიტაციური პრაქტი-
კის ინტენსივობის სასარგებლოდ. მათ არ სჭირდებათ სკეპტიკოსი და
პესიმისტი და არც ორდენის ცუდი ძმა, რათა იოზეფ კნეხტს მისცენ გა-
მართლება, როცა იგი უკვე დიდი ხანია ჩვენს წინაშე ჩვენი რესპუბლი-
კის რთულ და მგრძნობიარე აპარატს, როგორც მოძველებულ და გასა-

296
ახლებელ საჭირო ორგანიზმს, ისე შეიცნობდა ზოგიერთი თვალსაზრი-
სით.
როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული, ჩვენ კნეხტს ვხედავთ სამსახუ-
რის მეორე წელს, კვლავ რომ მოუბრუნდა ისტორიის შესწავლას, და
კერძოდ, გარდა კასტალიის ისტორიისა, ძირითადად, დაკავებული
იყო ყველანაირი დიდი თუ პატარა ნაშრომების კითხვით, რაც პატერ
იაკობუსმა ბენედიქტინელთა ორდენზე შექმნა. ბატონ დიუბუასთან და
კოიპერჰაიმის ერთ-ერთ ფილოლოგთან, რომელიც უწყების სხდომებს
როგორც მდივანი მუდამ ესწრებოდა, იგი იმასაც ახერხებდა, რომ ის-
ტორიული ინტერესები საუბარში წინ წამოეწიათ და საკითხად ახლად
აღეძრათ, რაც კნეხტს მუდამ კეთილსასურველ გამოცოცხლებასა და
სიხარულს ანიჭებდა. მის ყოველდღიურ გარემოცვას, მართლაც, ეს აკ-
ლდა და ამ გარემოცვის ნამდვილი ხორცშეხსმული ზიზღის გამოვლე-
ნას ყველანაირი ისტორიული მეცადინეობების მიმართ იგი თავისი მე-
გობრის, ფრიცის სახით შეხვდა. სხვათა შორის, ჩვენ ვნახეთ, ჩანაწერი
ფურცელი ერთი ასეთი საუბრის თაობაზე, სადაც ტეგულარიუსი გულის-
ტკივილით გამოდის, რომ ისტორია კასტალიელებისთვის სწავლების
უღირსი საგანიაო. ცხადია, შეიძლება სულიერი, თავშექცევის მიზნით,
საჭიროებისდა მიხედვით, ისტორიის მნიშვნელობას, ისტორიის ფი-
ლოსოფიას მაღალპათეტიკურად ჩასწვდომოდნენ, მაგრამ ეს იქნებო-
და გართობა, როგორც სხვა ფილოსოფიები; მას ამის საწინააღმდეგო
არაფერი აქვს, თუ ვინმეს ამისი ხალისი ექნებოდა. მაგრამ საგანი თა-
ვად, ამ გართობის ობიექტი, ისტორია კი არის რაღაც ისეთი საზიზღა-
რი, იმავდროს ბანალური და უკეთური ძალის მქონე, თან ისე საშინელი
და მოსაწყენი, რომ იგი ვერ ხვდება, როგორ შეიძლება მისით, საერ-
თოდ, დაკავდეს ადამიანი. მისი შინაარსი მხოლოდ ადამიანური ეგო-
იზმი და მუდმივ ერთნაირი, მუდმივ თავისი თავის ზედმეტად დამფა-
სებელი და განმადიდებელი ბრძოლაა ძალისათვის, მატერიალური,
უხეში, პირუტყვული ძალისათვის; ეს საგანი, ესე იგი, კასტალიელს
ცნებათა სამყაროში არც მოაგონდება, მისთვის ამ საგანს მცირეოდენი
ფასეულობაც კი არ გააჩნია. მსოფლიო ისტორია არის უსასრულო, უსუ-
ლო და უინტერესო თავგადასავალი სუსტებზე ძლიერთა ძალმომრეო-

297
ბაზე; ახლანდელი ნამდვილი ისტორიის, სულის უდროო ისტორიის და-
კავშირება სამყაროსავით ამ ძველ სულელურ შეხლა-შემოხლასთან,
პატივმოყვარენი ძალაუფლებისათვის და კარიერისტები მზისქვეშეთ-
ში ადგილისათვის რომ აწარმოებენ, და მით უმეტეს, პირველის მეორე-
თი ახსნის სურვილი – ეს უკვე სულის ღალატია და ტეგულარიუსი იხსე-
ნებს მეცხრამეტე თუ მეოცე საუკუნეში ფართოდ გავრცელებულ ერთ
სექტას, რომლის შესახებაც მოუყვნენ და რომელიც მთელი სერიოზუ-
ლობით ასეთი იყო რწმენის საკითხში: მათ ღმერთებთან, მათ ტაძრებ-
თან და მითებთან ერთად ძველი ხალხების ღმერთებისათვის შეწირუ-
ლი მსხვერპლი, ყველა სხვა მშვენიერი საგნის მსგავსად, არის საჭ-
მლისა და სამუშაოსთვის გასათვლელი მეტობა-ნაკლებობის შედეგე-
ბი, მუშაობისთვის ხელფასის და პურის ფასის გამოსათვლელი რეზულ-
ტატები მოსახდენი დაძაბულობის დროს, ხელოვნებები და რელიგიე-
ბი მოჩვენებითი ფასადებია, ეგრეთ წოდებული იდეოლოგიებია, მარ-
თლაცდა შიმშილითა და თქვლეფით დაკავებული კაცობრიობისათ-
ვის თავზე მოხვეული. კნეხტმა, საუბარი ხალისს რომ სძენდა, ერთხელ
მსუბუქად ჰკითხა: სულის ისტორია, კულტურისა და ხელოვნებათა ის-
ტორია, სხვა დანარჩენ ისტორიებთან ერთად მუდამ ერთ კავშირში არ
არის? არა, წამოიძახა მისმა მეგობარმა შემართებით, სწორედ ეს უარ-
ყო მან. მსოფლიო ისტორია დროის განმავლობაში არის სირბილში შე-
ჯიბრი, სირბილი მოგებისათვის, ძალისათვის, განძისათვის, ეს გამარ-
ჯვება ხომ იმაში მდგომარეობს, თუ ვის მეტი ძალა აქვს, ვის გაუმარ-
თლებს, საკმარის სისაძაგლეს ვინ გამოიჩენს, რათა ხელიდან მომენ-
ტი არ გაუშვას. სულიერი საქმე, კულტურის საქმე, ხელოვნების საქმე,
პირიქით, რომ ზუსტად მისი საწინააღმდეგოა, ეს არის ყოველთვის
დროის ტყვეობიდან გაქცევა, ადამიანის ამოსვლა ლტოლვებისა და
მცონარობის ჭუჭყიდან და გადასვლა სხვა მეორე სამყაროში – უდ-
როობაში, დროისგან განთავისუფლებულ ღვთაებრივში, მთლიანად
და სრულებით უისტორიო და ანტიისტორიულ მხარეში. კნეხტი სი-
ამოვნებით უგდებდა ყურს და თითქოს ჯერ რამდენადმე წააქეზა, მაგ-
რამ არც იუმორის გარეშე დაუტოვებია, შემდეგ საუბარი დამთავრებუ-
ლად ჩათვალა ასეთი შენიშვნით: მისასალმებელია შენი სიყვარული

298
სულისა და მისგან გამომდინარე საქმეებისადმი. სულიერი შემოქმე-
დება ის არის, რაშიც ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვწევს ძალა მონაწილეო-
ბის მისაღებად, როგორც ზოგს ჰგონია. პლატონის დიალოგი ანდა ჰა-
ინრიჰ ისააკის საგუნდო პასაჟი და ის ყველაფერი, რასაც ჩვენ სულის
შემოქმედებას თუ ხელოვნების ნაწარმოებს, თუგინდ ობიექტად ქცეულ
სულს ვეძახით, ბოლო შედეგებია, ბრძოლის უკანასკნელი რეზულტა-
ტია, განწმენდისა და განთავისუფლებისათვის; ისინი არის ჩემი გული-
სათვის, როგორც შენ ამას ეძახი, დროიდან გაქცევები უდროობაში, და
უმეტეს შემთხვევებში ის ნაწარმოებებია ყველაზე უფრო სრულქმნილი,
რომლებიდანაც მათთვის ადრე გადატანილ ბრძოლასა და ჭიდილზე
ვეღარაფერს ვიგებთ. დიდი ბედნიერებაა, რომ ეს ნაწარმოებები
გვაქვს, და კასტალიელები თითქმის მთლიანად ამით ვცხოვრობთ,
ჩვენ მეტი არაფერი ვართ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ვიდრე ის,
რომ ვიმყოფებით მის მოგონება-აღდგენაში, ჩვენ ვცხოვრობთ უდ-
როობისა და უბრძოლველობის უწყვეტ, იმ მიღმიერ სფეროში, რაც სწო-
რედ ამ ნაწარმოებებიდან მომდინარეობს და მათ გარეშე ჩვენთვის ის
ნაცნობი არ იქნებოდა. ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევდივართ გასულიე-
რებაში, ანდა, თუ შენ გინდა, აბსტრაქციაში. ჩვენს რიოში მარგალიტე-
ბით თამაშში ბრძენთა და ხელოვანთა იმ ნაწარმოებებს განვიხილავთ
და ძირითად ნაწილებად დავყოფთ, გამოგვყავს მათგან სტილისტური
წესები, ფორმალური სქემები, ამაღლებული მნიშვნელობები, და ისე
ვსარგებლობთ ამ აბსტრაქციებით, თითქოს სამშენებლო ქვები იყოს.
ეს ყველაფერი ძალზე ლამაზი რომ არის, ამაზე აღარავინ კამათობს.
მაგრამ ყოველს როდი შეუძლია თავისი ცხოვრების მანძილზე მარ-
ტოოდენ აბსტრაქციებით იარსებოს, ის ჭამოს და სვას. ისტორიას ერ-
თი უპირატესობა აქვს, რასაც ვალდცელელი რეპეტიტორი თავისი ინ-
ტერესის ღირსად მიიჩნევს; ისტორიას სინამდვილესთან აქვს საქმე.
აბსტრაქციები აღმაფრთოვანებელია, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ,
რომ ჰაერიც უნდა ისუნთქონ და პურიც ჭამონ.
დროდადრო ახერხებდა კნეხტი, მოხუცი ძველი მუსიკის მაგისტრი
ცოტა ხნით მოენახულებინა. პატივცემული მოხუცი, ვისი ძალებიც ახ-
ლა ხილულად სუსტდებოდა და მეტყველების გამოყენებასაც დიდი ხა-

299
ნია მთლად გადასჩვეოდა, გამაგრდა და ბოლომდე შეინარჩუნა სუ-
ლიერი მდგომარეობის სიმხიარულე. ის ავად არ იყო, და არც მისი სიკ-
ვდილი იყო, მართლაცდა, სიკვდილი, ეს იყო ადრევე სულის სხეულ-
თან გაყრა, სხეულის სუბსტანციისა და სხეულის ფუნქციების გაქრობა
იმ დროს, როცა სიცოცხლე მუდამ განსაკუთრებით ჩაღრმავებული მო-
ხუცის სახეში, მის თვალთა ხედვასა და წყნარ ნათებაში გროვდებოდა.
მონტეპორტის უმეტესი მცხოვრებლებისთვის ეს იყო კარგად ნაცნობი
და პატივისცემით მიღებული მოვლენა, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგიერთი
ადამიანისთვის იყო ნებადართული, როგორც ბეჯითი კნეხტია, ფერო-
მონტე და ახალგაზრდა პეტრუსი, რომ მონაწილენი ყოფილიყვნენ
სუფთა და უთვითებო ცხოვრების ამ დაისის ბრწყინვალე გამონათება-
ში. როცა ისინი მომზადებულნი და ერთად შეგროვებულნი პატარა
ოთახში შევიდნენ, სადაც თავის სავარძელში მოხუცი მაგისტრი იჯდა,
ამ მცირედს იმ გარდასახვის იმ ნაზ ბრწყინვალებაში მოუხდა შესვლა
და უსიტყვოდ ქცეულ დასასრულში, თითქოს უხილავ სხივთა არეალში
მოუწია თანაგანცდამ; ასე გაატარეს მათ ნეტარების მომგვრელი წუთე-
ბი ამ სულის კრისტალურ სფეროში, მონაწილეობა მიიღეს არამიწიერ
მუსიკაში, და დაუბრუნდნენ უკან თავიანთ დღეებს განათებულნი და
გულით განმტკიცებულნი, თითქოს მაღალი მთის მწვერვალიდან ჩა-
მოვიდნენო. დადგა დღე, როცა კნეხტმა მისი გარდაცვალების ამბავი
შეიტყო, ის სასწრაფოდ გაემგზავრა იქითკენ და ნეტარ ძილში წასული,
სარეცელზე მდებარე, წინწამოწეული პატარა სახით და წყნარ რუნასა
და არაბესკასავით ჩაძირული, მაგიური ფიგურა ნახა, ჯერ კიდევ წა-
უკითხავი და მაინც თითქოს ღიმილსა და სრულქმნილებაზე მთხრობე-
ლი. მუსიკის მაგისტრის საფლავთან ფერომონტეს შემდეგ კნეხტმაც
წარმოთქვა სიტყვა და იგი ჰყვებოდა არა მუსიკის გაბრწყინებულ
ბრძენზე, არა დიდ მასწავლებელზე, არა სააღმზრდელო უწყების უმაღ-
ლესი ფენის კეთილსა და ჭკვიან უხუცეს წევრზე, არამედ მხოლოდ მი-
სი ასაკისა და გარდაცვალების მადლს უსვამდა ხაზს, სულის უკვდავ
მშვენიერებაზე ლაპარაკობდა, რაც მასში თავისი ახლობლის უკანას-
კნელი დღეებით გაცხადდა.

300
ჩვენ სხვადასხვა ნაწერებიდან ვიცით, რომ მისი სურვილი იყო ძვე-
ლი მაგისტრის ცხოვრების აღწერა. მაგრამ ასეთი სამუშაოსათვის სამ-
სახური მოცალეობის დროს არ აძლევდა. მან ისწავლა, თავის სურვი-
ლისათვის ცოტა დრო დაეთმო. თავის რეპეტიტორს ერთხელ უთხრა:
„სამწუხაროა, რომ სტუდენტებმა კარგად არ იცით იმ დროის ზედმეტო-
ბა და ფუფუნება, რაშიც თქვენ ცხოვრობთ. მაგრამ მეც ასე ვიყავი სტუ-
დენტობაში. სწავლობენ და მუშაობენ, უსაქმოდ არ დადიან, თავი ბე-
ჯითი ჰგონიათ, – მაგრამ რასაც აკეთებენ, რაც კი ამ თავისუფლებაში
შეიძლება გააკეთონ, ამას ძნელად თუ ხვდებიან; მერე უეცრად მოდის
უწყებაში გამოძახება, საჭირონი გახდებიან, მიიღებენ მასწავლებლის
თანამდებობას, მისიას, სამსახურს; აქედან დაწინაურდებიან და გაუთ-
ვალისწინებლად დავალებათა და მოვალეობათა ქსელში გაბმულნი
აღმოჩნდებიან, რომელიც მით უფრო ვიწროვდება და ღრმავდება, რაც
უფრო შიგნით ტრიალებ. ყველა ეს დავალება თავისთავად დიდი არ
არის, მაგრამ თითოეული უნდა შესრულდეს განკუთვნილ დროში, და
სამუშაო დღეს კი უფრო მეტი დავალება აქვს, ვიდრე საათები. ეს კარ-
გია, სხვაგვარად არც უნდა იყოს, მაგრამ როცა სასწავლო დარბაზში,
არქივში, კანცელარიაში, საკონსულტაციო ოთახში, სხდომებზე, მივ-
ლინებებში ერთხელ ერთი წუთით იმ თავისუფლებაზე, არასავალდე-
ბულო სამუშაოების, შეუზღუდავი, ფართო კვლევების თავისუფლებაზე
გაიფიქრებენ, რასაც ფლობდნენ და რაც დაკარგეს, მაშინ შეიძლება ეს
თავისუფლება ერთ წუთს ძალზე მოენატროთ და გაიფიქრონ: ისევ რომ
მიეცეთ ეს თავისუფლება, შეძლებდნენ კი მისგან მონიჭებული სიხარუ-
ლითა და შესაძლებლობებით ბოლომდე დატკბობას“.
თავისი მოწაფეებისა და თანამშრომლების იერარქიაში სამსახუ-
რისთვის ვარგისიანობაზე მას ძალზე ნატიფი ალღო ჰქონდა; სიფ-
რთხილით ირჩევდა ყოველი დავალებისათვის, ყოველი თანამდებო-
ბის დაკავებისათვის ხალხს, და საბუთები და დახასიათებები, რაზე-
დაც წიგნს აწარმოებდა, მსჯელობათა დიდი სიზუსტით გამოირჩევა,
სადაც, პირველ რიგში, მუდამ ადამიანური თვისებები და ხასიათი ფას-
დებოდა. როდესაც საქმე ეხებოდა რთული ხასიათის ადამიანების გან-
სჯასა და მათთან დამოკიდებულებას, მისგან სიამოვნებით რჩევასაც

301
მიიღებდნენ. აქ იყო, მაგალითად, ერთი სტუდენტი პეტრუსი, ძველი მუ-
სიკის მაგისტრის ბოლო წარმატებული მოწაფე. ეს ახალგაზრდა კაცი,
წყნარი ფანატიკოსის მაგვარი, თავისებურ როლში რომ გამოდიოდა,
პატივცემულის ხმის გამცემი, მომვლელი და მისი თაყვანისმცემელი
უმცროსი ყმაწვილი ბოლომდე კარგად ასრულებდა თავის დავალებას.
როცა ეს როლი ძველი მაგისტრის გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა
უნდა, დასრულდა, მას შემდეგ მელანქოლია და მწუხარება მიეძალა,
რასაც მიუხვდნენ და ერთ ხანს უთმენდნენ კიდეც, მაგრამ რომლის
სიმპტომებმაც იმ დროს მონტეპორტელ ბატონს, მუსიკის მაგისტრს
ლუდვიგს, მალე სერიოზული სადარდებელი მოუმზადა. პეტრუსი, კერ-
ძოდ, იჩემებდა, გარდაცვლილის ძველ სამყოფელში, პავილიონში უნ-
და დავრჩეო და პატარა სახლს დარაჯობდა, შიგნითა მოწყობილობა-
სა და წესრიგს ზუსტად ისე ინარჩუნებდა, როგორც ადრე, მის გაწვალე-
ბულ მდგომარეობაში იყო, როცა უვლიდა განსვენებულის საცხოვრე-
ბელ ოთახს, სადაც მან სული დალია; სავარძელი, საწოლი და წინწი-
ლი, ხელშეუხებელი რჩებოდა და მას სიწმინდესავით უფრთხილდებო-
და და გარდა ამ რელიკვიათა მტანჯველი დაცვისა, კიდევ ერთი საზ-
რუნავი და მოვალეობა ჰქონდა; სასაფლაო ებარა, სადაც მისი საყვა-
რელი მაგისტრი იყო დაკრძალული. ეგონა, მისთვის იყო მოწოდებუ-
ლი, რომ თავისი ცხოვრება გარდაცვლილის კულტისთვის მიეძღვნა
და ხანგრძლივად შეენარჩუნებინა მოსაგონარი ადგილები, სიწმინდე-
სავით დაეცვა და თვითონ კი ტაძრის მსახურივით ყოფილიყო, სურდა
ეხილა როგორ გადაიქცეოდა მომავალში ეს ყოველივე მომლოცვე-
ლობის ადგილად. დასაფლავების შემდეგ პირველ დღეებში, მან ყვე-
ლანაირი საკვები აკრძალა, შემდეგ კი იშვიათად ჭამდა და მცირე საკ-
ვების მიღებით კმაყოფილდებოდა, როგორც ძველი მუსიკის მაგისტრი
თავის უკანასკნელ პერიოდში; ეს იმას ჰგავდა, თითქოს განეზრახა, ამ
გარემოებით პატივცემულის მიმდევარი გამხდარიყო და მისთვის შე-
ეწირა თავი. მაგრამ ასე ცხოვრება დიდხანს არ შეიძლებოდა, სახლსა
და სასაფლაოს დარაჯობდა და ამ მოსაგონარი ადგილის მუდმივი
მცველი გახდა. მკაფიოდ ირკვეოდა, ახალგაზრდა ადამიანს მხოლოდ
ეხირებინა და სურდა, რომ მისთვის დიდხანს მიმზიდველი, განსაკუთ-

302
რებული მდგომარეობა ყველანაირად შეენარჩუნებინა და არავითარ
შემთხვევაში, ყოველდღიურ სამსახურს კვლავ უკან აღარ მიბრუნებო-
და, თანაც მალულად გულში ისეთი გრძნობა ჩაედო, სამსახურს ვეღარ
შეეგუებოდა. „პეტრუსი, სხვათა შორის, ვინც ყოფილ მოხუც მაგისტრს
თან ჰყვებოდა, ჭკუიდან შეიშალა“, წერდა მოკლედ და ცივად ფერო-
მონტე პატარა ბარათში.
მართლაც, მონტეპორტელი მუსიკის სტუდენტის საქმე, არაფრით
არ ეხებოდა ვალდცელელ მაგისტრს, მასზე პასუხისმგებლობა არ
ეკისრებოდა და, უეჭველია, არც იმის საჭიროებას გრძნობდა, რომ
მონტეპორტის რომელიმე საქმეში ჩარეულიყო და თავისი ტვირთი კი-
დევ დაემძიმებინა, მაგრამ უბედური პეტრუსი, რომელიც თავისი პავი-
ლიონისგან ძალით უნდა დაეშორებინათ, ვერ წყნარდებოდა და მწუ-
ხარებამ და არეულობამ ისეთი სახე მიიღო, რომ იზოლაცია და სინამ-
დვილისადმი გაუცხოება გაუღრმავდა, რომლის დროსაც დისციპლი-
ნის დარღვევებისას მის მიმართ გამოყენებულ სათანადო ზომებს არა-
ნაირი შედეგი აღარ მოჰქონდა; რამდენადაც მისი უფროსისათვის
ცნობილი იყო მისდამი კნეხტის კეთილმოსურნე დამოკიდებულება, მუ-
სიკის მაგისტრის კანცელარიამ კნეხტს თხოვნით მიმართა რჩევისა და
ჩარევისათვის იმ დროს, როცა გაჯიქებული იმხანად სულიერად და-
ავადებულად ჩათვალეს და ავადმყოფთა განყოფილების ერთ-ერთ
ოთახში მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. კნეხტმა სწრაფადვე უსია-
მოვნოდ მიიღო ეს შემაწუხებელი ამბავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფიქ-
რი დაიწყო, გადაწყვიტა, დახმარება გაეწია და დიდი მონდომებით
მოჰკიდა საქმეს ხელი. შესთავაზა, შეძლებისდაგვარად, პეტრუსი მას-
თან მიეყვანათ იმ პირობით, რომ მთლად ჯანმრთელივით მოეპყრო-
ბოდნენ და მარტო გამოამგზავრებდნენ; მან პატარა მეგობრული მოწ-
ვევა გაუგზავნა ყმაწვილს, ჩამოსულიყო და მცირე ხნით ესტუმრა მას-
თან, თან მიანიშნებდა, მოთამაშეთა სოფელში იმედოვნებდნენ, რომ
ძველი მუსიკის მაგისტრის უკანასკნელ დღეებზე ცნობებს შეიტყობ-
დნენ მისგან. ყოყმანით დათანხმდა მონტეპორტელი ექიმი, სტუდენტს
კნეხტის მოწვევა გადასცა, და როგორც ეს უკანასკნელი სწორად ვა-
რაუდობდა, ასეთ ცუდ სიტუაციაში მყარად ჩაკეტილი ჭაბუკისთვის ვე-

303
რაფერი იქნებოდა სასიამოვნო და სასარგებლო, სანამ თავისი განსაც-
დელის ადგილს სწრაფად არ მოაშორებდნენ, პეტრუსმა გამგზავრება-
ზე მაშინვე თანხმობა განაცხადა, ჭამის დროც უყოყმანოდ სწორად და-
იცვა, სამგზავრო საბუთი მიიღო და ვალდცელისაკენ გაეშურა. რიგიან
მდგომარეობაში ჩამოვიდა ვალდცელში, კნეხტის მითითებით ყურად-
ღებას არ ამახვილებდნენ მის უხალისობასა და ნერვიულ დაძაბულო-
ბაზე და საცხოვრებლად არქივის სტუმრებთან მოათავსეს. მას არც ისე
ექცეოდნენ, როგორც დასასჯელ სტუდენტს, და არც, როგორც ავად-
მყოფს ან წესრიგის დამრღვევს, და თანაც თავად ისიც არ იყო საკმა-
ოდ არეული საიმისოდ, რომ სასიამოვნო ატმოსფერო არ შეეფასებინა
და შეთავაზებული გზა ცხოვრებაში უკან დასაბრუნებლად არ გამოეყე-
ნებინა. მისი იქ ყოფნის რამდენიმე კვირა მაგისტრს საკმაოდ დააწვა
ტვირთად, რომელმაც მუდმივი კონტროლის ქვეშ მოჩვენებით დაასაქ-
მა, დაავალა რა, თავისი მასწავლებლის ბოლო მუსიკალურ სავარჯი-
შოებსა და მეცადინეობებზე ჩანახატები გაეკეთებინა, და ამასთან ერ-
თად კი თავის თანამშრომლებს მიუთითა, არქივის გეგმიურ სამუშაო-
ებში პატარ-პატარა დამხმარე საქმეებით ჩაერთოთ; და სთხოვდნენ
ხოლმე, როცა დრო ექნებოდა, პატარა საქმეში ხელი წაეხმარებინა
მათთვის. სწორედ რომ საკმაოდ დააკავეს, მით უმეტეს, რომ დამხმა-
რე მუშახელის ნაკლებობას მართლაც განიცდიდნენ. მოკლედ, გზააც-
დენილს მიეშველნენ, რომ ისევ ცხოვრების გზას შედგომოდა; მას შემ-
დეგ, რაც დაწყნარდა და აშკარად სურდა, რომ საქმისათვის მოეკიდა
ხელი, კნეხტმა მოკლე საუბრებით უშუალოდ აღმზრდელობითი ზეგავ-
ლენა მოახდინა, რათა საბოლოოდ დაეხსნა იმ ილუზიისაგან, რომ
თითქოს გარდაცვლილის კულტის წმინდად მსახურება, როგორც კერ-
პთაყვანისმცემლობა, კასტალიაში შესაძლებელი იყო. და რადგანაც
მას მონტეპორტში უკან დაბრუნების შიში ვერ გადაელახა, ისე მოუხერ-
ხეს, რადგან უკვე განკურნებული ჩანდა, რომ დაავალეს, მუსიკის მას-
წავლებლის თანაშემწედ ემსახურა დაბალი საფეხურის ერთ-ერთ
ელიტურ სკოლაში, სადაც მას სავსებით ღირსეულად ეჭირა თავი.
კიდევ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა კნეხტის სა-
აღმზრდელო და სულის განსაკურნებელი მოღვაწეობიდან; არცთუ ცო-

304
ტანი იყვნენ ის სტუდენტები, რომლებიც მან პიროვნული სისათუთით
მსგავს სიტუაციაში ნამდვილი კასტალიური სულიერი ცხოვრებისათ-
ვის მოიპოვა, როგორც საამისოდ ადრე თვითონ კნეხტი მუსიკის მაგის-
ტრმა მოიპოვა. ყველა ეს მაგალითი magister Ludi-ს წარმოგვიდგენს
არა როგორც პრობლემატური ხასიათის ადამიანს, არამედ ყოველივე
მოწმობს მის სიჯანსაღესა და წონასწორობაზე. და ჩანს პატივცემულის
სიყვარულით სავსე დამოკიდებულება ლაბილური და ნაკლოვანი ხა-
სიათის ადამიანებისადმი, როგორც პეტრუსი თუ ტეგულარიუსია, რაც
მის განსაკუთრებულ მღვიძარებასა და ნაზ მგრძნობელობაზე მიგვი-
თითებს კასტალიური ადამიანის მიმართ, რომელთაც ცხოვრებაში
ასეთი ავადმყოფობები და შეტევები აბრკოლებდათ; იგი ასეთი შემ-
თხვევების პირველი გამორკვევისთანავე არასოდეს მშვიდდებოდა
და არ ანელებდა იმ პრობლემებისა და საფრთხეების მიმართ ყურად-
ღებას, რომლებიც კასტალიურ ცხოვრებაში თავისთავად გვხვდებო-
და. ამ საფრთხეებისათვის მსუბუქად და გულგრილად თვალის არიდე-
ბა, როგორც ამას ჩვენი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი აკეთებს, მისი
ნათელი და ვაჟკაცური ბუნებისაგან შორს იყო და, სავარაუდოდ, კას-
ტალიაში მისი კოლეგების უმეტესობის ტაქტიკა, რომლებმაც ამ საფ-
რთხეების არსებობა თუმცა კი იციან, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს
არც კი არსებობდესო, მის ტაქტიკად არასოდეს არ ქცეულა. იგი ხედავ-
და და იცნობდა ამ საფრთხეებს, ყოველ შემთხვევაში, ბევრს და მისი
გაცნობიერება კასტალიის ადრეულ ისტორიაში აიძულებდა მას, ისე
შეეხედა ამ ცხოვრებისათვის საფრთხეებთან ერთად, როგორც ბრძო-
ლისათვის და აიძულებდა მას დათანხმებოდა საფრთხეში ასეთ ცხოვ-
რებას და ჰყვარებოდა იმ დროს, როდესაც მრავალი კასტალიელი თა-
ვიანთ საზოგადოებასა და მასში ცხოვრებას მხოლოდ როგორც იდი-
ლიას ისე აღიქვამდა. ბენედიქტინელთა – ორდენის თაობაზე პატერ
იაკობუსის ნაწერებიდანაც მას შეექმნა წარმოდგენა ამ ორდენის, რო-
გორც საბრძოლო თანამეგობრობასა და ღვთისმოსაობაზე, როგორც
მეომრულ განწყობაზე. ასე გამოხატა მან ერთხელ სათქმელი: „არ არ-
სებობს არისტოკრატული და ამაღლებული ცხოვრება ეშმაკებისა და
დემონების შესახებ ცოდნისა და მათთან მუდმივი ბრძოლის გარეშე“.

305
მეგობრობაზე გამოთქმული აზრები უმაღლესი თანამდებობის პირ-
თა შორის ძალზე იშვიათად გვხვდება, ამიტომ ალბათ არ გაგვიკვირ-
დება, რომ კნეხტმა სამსახურის პირველ წლებში არც ერთ კოლეგას-
თან არ დაამყარა ასეთი ურთიერთობა. დიდი სიმპათიები კი ჰქონდა
კოიპერჰაიმში ძველი ფილოლოგიის მცოდნის მიმართ და ღრმა პატი-
ვისცემა გააჩნდა ორდენის ხელმძღვანელობისადმი, მაგრამ ამ სფე-
როში ყველაფერი პირადი და კერძო იმდენად იყო უკანა პლანზე გა-
დაწეული და სუბიექტური გავლენებისაგან გათავისუფლებული, რომ
აქ რაიმენაირი სერიოზული მეგობრული დაახლოება შესაძლებელია
მხოლოდ ერთობლივი მუშაობიდან გამომდინარე. მაგრამ მას ასეთი
რამეც უნდა განეცადა.
ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი სააღმზრდელო უწყების საიდუმლო არ-
ქივზე; იქაურ სხდომებზე და კენჭისყრის დროს კნეხტის ქცევისა და
საქმიანობის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რისი გაგებაც შეგვიძლია მე-
გობრებს შორის მისი გამოთქმული შესაბამისი შენიშვნებიდან. ამ
სხდომებზე, როგორც ჩანს, იგი ყოველთვის არ იყო მდუმარედ, რო-
გორც თავისი მაგისტრობის პირველ ხანებში, მაგრამ მაინც იშვიათად
წარმოთქვამდა სიტყვას, ისიც მაშინ, როცა იგი თავად რაიმე საკითხის
ინიციატორი და განმცხადებელი გახლდათ. ბევრის მიერაა დამოწმე-
ბული ის სისწრაფე, რომლითაც მან შეითვისა მეტყველების ის ტონი,
რომელიც ჩვეულებრივ ჩვენი იერარქიის მწვერვალზეა გამეფებული,
აგრეთვე ის სინატიფე, გამომგონებლობა და არტისტიზმი, რომლებიც
მან გამოიჩინა ამ ფორმების დაცვისას. ცნობილია, რომ ჩვენი იერარ-
ქიის მეთაურნი, მაგისტრები და ორდენის ხელმძღვანელები ერთმანე-
თის მიმართ არა მხოლოდ გულმოდგინე, თავდაჭერილ ცერემონია-
ლურობას ავლენენ, არამედ მათ შორის არსებობს, არ ვიცით, როდი-
დან, სიმპათიაც თუ ფარული განაწესი თუ თამაშის წესი: მით უფრო
მკაცრ, მით უფრო გულმოდგინედ გამოხატულ თავაზიანობას იჩენენ
ერთმანეთში, რაც უფრო დიდ აზრთა სხვადასხვაობასა და უფრო მნიშ-
ვნელოვან სადაო საკითხებზეა შეხედულებები გამოსათქმელი. სავა-
რაუდოდ, ძველთაგან მოყოლებულ ამ ზრდილობას სხვა ფუნქციებთან
ერთად, რაც შეიძლება მას გააჩნდეს, უპირველესად ის ფუნქცია აქვს,

306
რომ ის წინასწარ სიფრთხილის გამოჩენის საშუალებაცაა: დებატების
უკიდურესად თავაზიანი ტონი იცავს არა მარტო კამათში მონაწილე
პირებს ზედმეტი ემოციურობისაგან და ეხმარება მათ თავის მტკიცედ
დაჭერაში, არამედ თავად ორდენის გარდა მისი ხელმძღვანელობის
ღირსებასაც იცავს და უფრთხილდება; ეს თავაზიანი ტონი ღირსებით
მოისხამს ცერემონიალობის მანტიას და სიწმინდის საფარველში ეხვე-
ვა, კომპლიმენტების თქმის ეს ხელოვნება, რომელიც სტუდენტთა მი-
ერ ხშირად ქცეულა დაცინვის საგნად, როგორც ჩანს, არ არის აზრს
მოკლებული. კნეხტის წინამორბედი მაგისტრი თომას ფონ დერ ტრა-
ვე, ამ ხელოვნების საოცარი ოსტატი გახლდათ. მისი მიმდევარი, მარ-
თლაც, არ არის კნეხტი, და ნაკლებადაც ვუწოდებთ მის მიმბაძველს,
იგი უფრო მეტად ჩინელებს ემოწაფებოდა და მისი კურტუაზულობის
მანერა არ ყოფილა არც ისეთი მახვილი და არც ისეთი ირონიული. მაგ-
რამ ზრდილობაში ვერავინ გაეჯიბრებოდა, ასე აფასებდნენ მას კოლე-
გები.

307
საუბარი

ჩვენს მცდელობაში იმ ადგილამდე მივედით, როცა მთელი ჩვენი


ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ განვითარებას, რასაც მაგისტრი თავი-
სი ცხოვრების ბოლო წლებში აღწევს და რაც სამსახურთან და პროვინ-
ციასთან გამომშვიდობებამდე, ცხოვრების ახალ სფეროში გადას-
ვლამდე და მის დასრულებამდე მივიდა, თუმცა იგი ამ გამომშვიდობე-
ბის ბოლო წუთამდე თავის სამსახურს სამაგალითო გულმოდგინებით
წარმართავდა და ბოლო დღეებამდე მოწაფეთა და თანამშრომელთა
სიყვარულითა და ერთგულებით სარგებლობდა; მაგრამ ჩვენ მისი სამ-
სახურის გაძღოლის შემდგომ აღწერას აღარ გავაგრძელებთ, იმიტომ
რომ იგი შინაგანად ამ სამსახურით გადაღლილი ჩანს და სხვა მიზნე-
ბისკენ არის მიმართული. იგი იმ შესაძლებლობათა სფეროს ფლობდა,
რასაც სამსახური მისი ძალების განვითარებისთვის იძლეოდა. წინ მი-
იწევდა და იმ ადგილს მიაღწია, სადაც დიდი პიროვნებები ტრადიციი-
სა და მორჩილების გზებს მიატოვებენ და უმაღლეს და გამოუთქმელ
ძალებზე დაიმედებულნი, ახალ, წინასწარ დაუგეგმავ და სხვათა მიერ
გაუკვალავ გზას პასუხისმგებლობით შეუდგებიან. როცა მან ეს გააცნო-
ბიერა, გულდასმით და ფხიზლად აწონ-დაწონა თავისი მდგომარეობა
და მოიფიქრა შესაძლებლობები მის შესაცვლელად. მან უჩვეულოდ
ადრეულ ასაკში მიაღწია სამსახურებრივ სიმაღლეს, რაც ნიჭიერ და
ქედმაღალ კასტალიელს სასურველად და საოცნებოდ წარმოუდგენია,
და მან ეს შეძლო არა პატივმოყვარეობითა და საამისო გარჯა-წვალე-
ბით, არამედ კარიერისადმი სწრაფვისა და შემგუებლობის გარეშე,
თითქმის თავისი ნების საწინააღმდეგოდ, – ვინაიდან უფროსობის
თვალიდან გარიდებული, დამოუკიდებელი, არანაირი სამსახურებრი-
ვი მოვალეობებისადმი არ დაქვემდებარებული სწავლულის ცხოვრება
მისი საკუთარი სურვილებისათვის უფრო შესაფერისი იქნებოდა. იმ კე-
თილშობილ და სრულ უფლებებს, რაც მას ღირსებით მიენიჭა, ამ ყვე-
ლაფერს ერთნაირად მაღალ შეფასებას არ აძლევდა, და ამ გამორ-
ჩეულობიდან და ძალმოსილებიდან რამდენიმე მისთვის თითქმის უკ-
ვე სამსახურის პერიოდში მალევე უმნიშვნელო გახდა, სახელდობრ,

308
პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამშრომლობა უმაღლეს და-
წესებულებაში მუდამ ტვირთად აწვა, თუმცა მისთვის, მართლაც, სულ
მცირედითაც კი კეთილსინდისიერება არ მოუკლია. და აგრეთვე ამ
თანამდებობის უნამდვილესი, სახასიათო და კონკრეტული დავალება
– რიოში მარგალიტებით თამაშის დახელოვნებულ მონაწილეთაგან
რჩეულთა მოკრება – იმდენ სიხარულს ანიჭებდა მას დროდადრო, და
ეს ნარჩევიც თავისი მაგისტრით ისე ძალიან ამაყობდა, რომ ხან-
გრძლივად ეს მისთვის სიამოვნებაზე უფრო მეტად ეძნელებოდა, რაც
მას სიხარულსა და კმაყოფილებას ჰგვრიდა, სწავლება და აღზრდა
იყო, და ამაში მან გამოცდილება მიიღო, რომ სიხარული და წარმატება
მით უფრო დიდი იყო, როცა მისი მოწაფეები უფრო უმცროსი ყმაწვილე-
ბი იყვნენ. იგი წუხდა და წვალობდა, რომ ის – მსხვერპლივით გრძნობ-
და თავს, როცა სამსახური მას ბავშვებსა და ბიჭებს კი არ უგზავნიდა,
არამედ მხოლოდ ჭაბუკებსა და ჩამოყალიბებულ ახალგაზრდებს. მა-
ინც კიდევ სხვა მსჯელობები, გამოცდილებები და საშუალებები არსე-
ბობდა, რაც სამაგისტრო წლების მანძილზე იქამდე მივიდა, რომ ამ
ყველაფერმა თავისი საკუთარი საქმიანობისა და ვალდცელში არსე-
ბული ზოგიერთი ვითარების წინააღმდეგ კრიტიკულად განაწყო, ანუ
თავისი სამსახური მაინც ისე აღიქვა, როგორც დიდი დაბრკოლება სა-
კუთარი საუკეთესო და ყველაზე უფრო ნაყოფიერი უნარების განვითა-
რებისათვის. ზოგიერთი ცალკეული ამბავი ჩვენთვის ნაცნობია, ზოგი-
ერთს მხოლოდ ვვარაუდობთ. საკითხი – მაგისტრი კნეხტი ნამდვი-
ლად მართალია თუ არა, როცა იგი მიისწრაფვის სამსახურის ტვირ-
თისგან განთავისუფლებისაკენ, თავისი სურვილით უჩინო, მაგრამ ინ-
ტენსიური მუშაობისაკენ და თავისი კრიტიკით კასტალიის მდგომა-
რეობის ჩვენებისაკენ, კაცმა რომ თქვას, იგი მომთხოვნი და მამაცი
მებრძოლია თუ რაღაცნაირი მეამბოხე ანდა სულაც დეზერტირი, ამ
ყველაფერს გააჩნია, როგორ შევხედავთ. ამგვარ საკითხს მშვიდობია-
ნად უნდა ავუაროთ გვერდი, ის დისკუსიაზე უფრო მაღლა დგას, ამის
თაობაზე კამათმა ვალდცელი ერთ პერიოდში, და მთელი პროვინციაც,
ორ ბანაკად გაყო, და ჯერ კიდევ მთლად არც მიჩუმებულა. თუმცა ჩვენ,
როგორც დიდი მაგისტრის მადლიერი პატივისმცემელნი, ისე ვართ

309
აღიარებულნი, მაგრამ ამის თაობაზე გარკვეულ პოზიციას არ ვიკა-
ვებთ; იმ კამათიდან შეხედულებებისა და განსჯის სინთეზი იოზეფ
კნეხტის პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ ხომ დიდი ხანია ჯერ კი-
დევ ჩამოყალიბების გზაზეა. ჩვენ ამისი არც განკითხვა და არც მიმ-
ხრობა არ გვინდა, შეძლებისდაგვარად კი, ჭეშმარიტი სურვილი
გვაქვს, რომ ბოლომდე მივყვეთ ჩვენი პატივცემული მაგისტრის ისტო-
რიას. მაგრამ, სწორედ რომ, მთლად უბრალო ისტორია არ გახლავთ
ეს, ჩვენ ამას მალე უფრო ლეგენდას დავარქმევთ. ამბავი, ნამდვილი
ცნობებისა და მარტოოდენ მითქმა-მოთქმების ნაზავია, რაც პირდა-
პირ როგორც წმინდა, ისე მღვრიე წყაროებიდან იღებს სათავეს და
ჩვენში, პროვინციის ყმაწვილებში, თაობიდან თაობაში გადადის.
როცა კნეხტის ფიქრები უკვე იმას დასტრიალებდა, რომ გზა მო-
ეძებნა და თავისუფლებას მისცემოდა, მას მოულოდნელად კვლავ
შეხვდა იმ ახალგაზრდობის პერიოდის ერთი ახლობელი, ახლა უკვე
ნახევრად მივიწყებული ფიგურა, პლინიო დეზინიორი. ეს უწინდელი
სტუმარი მოწაფე, იმ ძველი ოჯახის ვაჟიშვილი, რომელსაც ბევრი დამ-
სახურება ჰქონდა პროვინციის წინაშე, როგორც დეპუტატი, როგორც
პოლიტიკური მწერალი, კაცი, რომელიც მოულოდნელად ერთ დღეს
წამოტივტივდა უმაღლესი უწყების სამსახურებრივი დავალებით პრო-
ვინციაში. კერძოდ, მან მოაწყო, როგორც ყოველ რამდენიმე წელში,
სამთავრობო კომისიის დავალებით კასტალიური მეურნეობის საკონ-
ტროლო, ახალი არჩევნები და დეზინიორი გახლდათ ამ კომისიის
ერთ-ერთი წევრი. როცა იგი პირველად ამ დავალებით გამოცხადდა,
ეს იყო ჰირსლანდში ორდენის ხელმძღვანელობის სახლში სხდომაზე,
იქ ესწრებოდა რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრიც. შეხვედრამ
მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და უშედეგოდაც არ დარჩენი-
ლა, ჩვენ ზოგი რამ ამის თაობაზე ტეგულარიუსისგან ვიცით და შემდეგ
თავად დეზინიორისგანაც, ვინც თავისი ცხოვრების ჩვენთვის ამ გარ-
კვეულ დროში მალე ისევ მისი მეგობარი გახდა და მას გაენდო. დავიწ-
ყების ათწლეულების შემდეგ იმ პირველი შეხვედრის დროს მომხსენე-
ბელმა მაგისტრებს ახლად შედგენილი სახელმწიფო კომისიის წევრე-
ბი წარმოუდგინა. როცა ჩვენმა მაგისტრმა სახელი დეზინიორი გაიგო-

310
ნა, სახტად დარჩა და შერცხვა, რომ მან თავისი ახალგაზრდობის დი-
დი ხნის უნახავი ამხანაგი პირველი შეხედვისთანავე ვერ შეიცნო. იმ
დროს, როცა მან ოფიციალური შეხვედრისა და მისალმების ფორმა
უარყო, მეგობრულად ხელი გაუწოდა, სახეში ყურადღებით მიაშტერდა
და ცდილობდა, დაესაბუთებინა, რა ცვლილებებს შეეძლო ძველი მე-
გობრის შეცნობაში ხელი შეეშალა, და სხდომის დროსაც მზერა ოდეს-
ღაც ნაცნობ სახეზე ხშირად გადაჰქონდა. სხვათა შორის, მას დეზინიო-
რი თქვენობითა და მაგისტრის ტიტულით მიმართავდა, და მას ორჯერ
მოუხდა მისთვის თხოვნა, ვიდრე იგი გადაწყვეტდა, ძველებურად მი-
ემართა და მასთან შენობით ელაპარაკა.
კნეხტი პლინიოს იცნობდა, როგორც შემტევ და მხიარულ, ურთიერ-
თობის მოყვარე და ბრწყინვალე ყმაწვილს, როგორც კარგ მოწაფეს და
იმავდროს ახალგაზრდა ერისკაცს, ვინც საკუთარ თავს გრძნობდა სამ-
ყაროსთან უცხოდ მყოფ, ახალგაზრდა კასტალიელებთან შედარებით
აღმატებულად და მას სიამოვნებას ჰგვრიდა ის, როცა მათ საკამათოდ
გამოიწვევდა ხოლმე. ალბათ ის თავისუფალი არ ყოფილა პატივმოყ-
ვარეობისაგან, მაგრამ გულახდილი ადამიანი გახლდათ წვრილმანე-
ბის გარეშე და უმეტესი თანატოლი ამხანაგებისთვის საინტერესო,
მიმზიდველი და სიყვარულის ღირსი, და ზოგიერთს თავისი მოხდენი-
ლი გარეგნობით აბრმავებდა, მისი საიმედო გამოსვლა და უცხოობის
არომატიც ხიბლავდა, რაც მას, როგორც ჰოსპიტანტს და სამყაროს
შვილს გარემოიცავდა. წლების შემდეგ, სტუდენტობის პერიოდის ბო-
ლოსათვის, როცა კნეხტი ისევ შეხვდა, იგი აღარ გამოირჩეოდა, გაუხე-
შებულიყო და მისი მიმზიდველობაც გამქრალიყო და მას იმედი გაუც-
რუვდა. დარცხვენილად და ცივად წავიდნენ ერთმანეთისაგან. ახლაც
კვლავ სულ სხვა ადამიანად ჩანდა იგი. უპირველესად, კი შესამჩნევი
იყო, რომ მისი ახალგაზრდობა, კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მი-
სი აქტიური, სხვისი დამპყრობი, გარეთკენ მიმართული არსება სრუ-
ლიად შეცვლილიყო, ანდა წაშლილიყო; ჯერ ის, რომ მან, მათი სახე-
ლებით წარდგენის შემდეგ, მაგისტრს შენობით არ მიმართა და ამის-
თვის გულითად მოთხოვნაზე – მხოლოდ წინააღმდეგობა გამოიჩინა,
ასეთი იყო მისი პოზიცია, მისი მზერა, მისი ლაპარაკის მანერა, სახის

311
ნაკვთები და მიმართვები, ნაცვლად უწინდელი შეტევისა, ხალისიანი
გულღიაობისა და ფრთაშესხმულობისა, მას თავშეკავება თუ დანაღ-
ვლიანება, საკუთარი თავის დაზოგვა და უკან დახევა, შებოჭილობასა-
ვით რაღაც, თუ დაძაბულობა, ანდა შეიძლება სულაც დაღლილობა
დასტყობოდა. მასში ახალგაზრდული ხიბლი დაშრეტილიყო და ჩამ-
ქრალიყო, და ზედაპირულობისა და მეტისმეტად უხეში ერისკაცობის
ხასიათებიც კი დაკარგულიყო. მთლიანად ეს კაცი, უპირველესად კი,
მისი სახე ახლა ისეთ ნახატს ჰგავდა, სადაც ერთი ნაწილი თუ განად-
გურებულიყო, მეორე ნაწილი გაკეთილშობილებულიყო, მაგრამ ტკი-
ვილის დაჩნევით. და იმ დროს, როცა რიოში მარგალიტებით თამაშის
მაგისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მისი ყურადღება ნაწილობ-
რივ მუდამ ამ ნანახ ამბავს უკავშირდებოდა და რაც მას აიძულებდა,
იმაზე ეფიქრა, თუ რანაირი ტკივილები შეიძლებოდა გადაეტანა, რა-
საც ამ ცოცხალი, ლამაზი და ცხოვრების სიხარულით სავსე კაცისათ-
ვის ასეთი დაღი დაესვა და ასე სახეზე აღბეჭდოდა. ჩანდა, ეს უცხო,
მისთვის უცნობი ტკივილი იყო, და რაც უფრო მეტად უფიქრდებოდა
კნეხტი ამ მოვლენას, მით უფრო მეტად გრძნობდა სიმპათიასა და თა-
ნაგრძნობას ამ განმცდელი ადამიანის მიმართ. და მისი გრძნობაც ამ
მონაწილეობასა და ამ სიყვარულზე წყნარად ამეტყველდა; თითქოს
იგი ვალშიც კი იყო თავისი ახალგაზრდობის ამ დაღონებულ მეგობარ-
თან, თითქოს რაღაც კარგიც უნდა გაეკეთებინა მისთვის. მას შემდეგ,
რაც პლინიოს სევდის მიზეზზე ზოგიერთი ვარაუდიც კი გამოთქვა, და
მერე კვლავ ისევ უარყო, ასეთი აზრი გაუჩნდა: ტკივილი, ამ სახეში
რომ იკითხებოდა, უბრალო წარმოშობის არ იყო, ეს კეთილშობილური,
ალბათ ტრაგიკული ტკივილი ჩანდა, და ეს გამოხატულება კასტალიი-
სათვის უცნობ რამეს წარმოადგენდა; მართლაცდა, მას ახსენდებოდა,
– მსგავსი გამომეტყველება ხანდახან არა კასტალიურ, ერისკაცთა სა-
ხეებში ჰქონდა შემჩნეული, მაგრამ არასოდეს ასე ძლიერი და დამატ-
ყვევებელი. წარსულის ადამიანების პორტრეტებზეც შეემჩნია მას
მსგავსი რამ, ზოგიერთი სწავლულისა თუ ხელოვანის პორტრეტებზე,
საიდანაც გამოსჭვიოდა ამაღელვებელი, ნახევრად ავადმყოფური, ნა-
ხევრად საბედისწერო წუხილი, განმარტოება და უმწეობა. მაგისტრი-

312
სათვის, ვინც გამომეტყველების საიდუმლოების ჩაწვდომაში ხელოვა-
ნის ასეთ ნაზ გრძნობას ფლობდა და ხასიათების ამოცნობაში – აღ-
მზრდელის ასეთ ფაქიზ გრძნობას, უკვე დიდი ხანია არსებობდა გარ-
კვეული ფიზიონომიური ნიშნები, რომელთაც იგი ინტუიციურად ხვდე-
ბოდა, მაგრამ აქედან სისტემა არ შეუქმნია; მას აღმოჩენილი ჰქონდა,
მაგალითად, კასტალიისა და საეროობისათვის დამახასიათებელი სი-
ცილის, ღიმილისა და მხიარულების მანერა, და ასევე ერობაში ტკივი-
ლისა და მწუხარების თავისებური სახე. ეს მსოფლიო მწუხარება ეგონა
მას, დეზინიორის სახეზე რომ აღბეჭდილიყო, და კერძოდ, ისე ძლიერ
და სუფთად გამოიხატებოდა, თითქოს ამ სახეზე შეიძლებოდა იმის
გარკვევა, რომ იგი ბევრ ადგილზე მოადგილედ ყოფილა და ეს სახე
ფარულ ტკივილსა და ავადმყოფობას უფრო ხილულად წარმოაჩენდა.
ამ ამბავმა მოსვენება დაუკარგა და დაიპყრო იგი, ეს მისთვის არა მარ-
ტო მნიშვნელოვანი რამ იყო, რომ სამყარომ მისი დაკარგული მეგობა-
რი ისევ აქეთკენ გამოაგზავნა და რომ პლინიო და იოზეფი, როგორც
მოწაფეობაში სიტყვიერი პაექრობისას, ასევე ახლაც ნამდვილად და
ქმედითად ერთი – სამყაროს, მეორე – ორდენს განასახიერებდა, არა-
მედ მას უფრო მნიშვნელოვნად და სიმბოლურად წარმოუდგა თვალ-
წინ ის, რომ ამ მარტოსული და მწუხარებით მოცული ადამიანის სახით
სამყარომ ამჯერად კასტალიაში გამოგზავნა არა თავისი სიცილი, არა
თავისი ცხოვრების ხალისი, – არა თავისი ძალაუფლებით აღტაცება,
არა თავისი უხეშობა, არამედ თავისი უბედურება, თავისი ტანჯვა. ესეც
საფიქრალს უჩენდა და. – არანაირად ის არ მოსწონდა, რომ დეზინიო-
რი მისგან მხოლოდ თავის არიდებას ფიქრობდა, ვიდრე მის მოძებნას
და თანდათან და დიდი წინააღმდეგობის შემდეგ მისკენ გაუწია გულ-
მა და გაიხსნა. სხვათა შორის, კნეხტს ეს მიეშველა, მისი სკოლის ამხა-
ნაგი, თვით კასტალიაში აღზრდილი, ამჯერად კი კასტალიისათვის
საჭირო კომისიის არც რთული, არც მოსაწყენი, ანდა პირდაპირ რომ
ვთქვათ, არც მთლად არა კეთილმოსურნე წევრი იყო, როგორც ეს უკვე
გამოეცადათ, არამედ იგი მიეკუთვნებოდა ორდენის პატივისმცემელ
და პროვინციის მფარველ საზოგადოებას, და მისთვის დეზინიორის

313
ზოგიერთი სამსახურის გაწევა შეეძლო. თუმცა კი რიოში მარგალიტე-
ბით თამაშზე მან მრავალი წელია, რაც უარი თქვა.
ჩვენ ვერ შევძლებთ იმის უფრო ზუსტად მოყოლას, თუ რა გარემოე-
ბით მოახერხა მაგისტრმა ამასობაში მეგობრის გულის მოგება; თი-
თოეული ჩვენგანი, ვინც მაგისტრის მშვიდი მხიარულება და სიყვარუ-
ლით სავსე თანაგრძნობა იცოდა, თვით შეძლებს ამის წარმოდგენას.
კნეხტს არ შეუნელებია მცდელობა, რათა პლინიო მოეპოვებინა, და
ვინ აღუდგებოდა წინ დროის ხანგრძლივობას, როცა იგი სერიოზულად
იყო საამისოდ განწყობილი.
ბოლოს, მათი ხელმეორედ შეხვედრის იმ პირველი დღიდან რამ-
დენიმე თვის შემდეგ, დეზინიორიმ ვალდცელში სტუმრობაზე ახალი
მიწვევა მიიღო, და ორივე გაემგზავრა შემოდგომის ერთ ღრუბლიან
და ქარიან ნაშუადღევს ერთმანეთის მონაცვლეობით ნათელი და
ჩრდილის ზოლებით აჭრელებულ მიწაზე, მათი მოწაფეობისა და მე-
გობრობის დროინდელ ადგილებთან შესახვედრად: კნეხტი მშვიდი
მხიარულებით სავსე იყო, მისი თანმხლები და სტუმარი წყნარი, მაგ-
რამ მოუსვენარი, ცარიელ მინდვრებში მზესა და ჩრდილებს შორის თა-
მაშის მსგავსად, და შემკრთალი, შეხვედრის სიხარულსა და უცხოდ-
ქცეულობის კაეშანს შორის. ისინი დასახლების ახლოს გადმოვიდნენ
და ნაცნობ გზებს ფეხით გაუყვნენ, სადაც მათ ერთურთის გვერდით უვ-
ლიათ, როგორც მოწაფეებს; ისინი იხსენებდნენ ზოგიერთ ამხანაგსა
და მასწავლებელს და ზოგიერთ რამეს მათი მაშინდელი საუბრები-
დან. დეზინიორი კნეხტთან სტუმრად ერთი დღით დარჩა, ვინც მას შეჰ-
პირდა, რომ ამ დღეს მაყურებელივით თავის სამსახურის ყველა პრო-
ცესსა და სამუშაოს დაასწრებდა. ამ დღის ბოლოს – სტუმარს მეორე
დღეს სისხამ დილითვე სურდა გამგზავრება – ისინი კნეხტის საცხოვ-
რებელ ოთახში ერთად ისხდნენ მარტონი, თითქმის ძველებურად, ურ-
თიერთნდობით იმ დღეს, როცა მან მთელი დღის მანძილზე, საათობ-
რივად, მაგისტრის სამუშაო გაიცნო, მათ ორ შორის საუბარი შედგა,
რაც დეზინიორიმ მაშინვე თავისი უკან დაბრუნების შემდეგ ჩაინიშნა.
თუ ეს ჩანაწერი ნაწილობრივ რაღაც უმნიშვნელოს შეიცავს და ჩვენი
უბრალო აღწერა ზოგიერთ მკითხველს ხელისშემშლელად კითხვასაც

314
შეაწყვეტინებს, მაშინ გვინდა პირდაპირ ისე გადმოგცეთ, როგორც მან
ჩაიწერა.
„ჩემს ფიქრებში ძალზე ბევრი რამის ჩვენება მსურდა შენთვის, –
უთხრა მაგისტრმა, – და აქამდე მაინც ვერ მივედი. მაგალითად, ჩემი
მშვენიერი ბაღი; გახსენდება ჯერ კიდევ „მაგისტრის ბაღი“ და მაგის-
ტრი თომასის ნარგავები? – და კიდევ სხვა მრავალი. ვიმედოვნებ, ამი-
სი დღეც დადგება და მოვა ის წუთები. გუშინდლიდან მოყოლებული
შენ შეგეძლო ზოგიერთი ძველი მოგონება შეგემოწმებინა და ჩემი სამ-
სახურებრივი მოვალეობებისა და ყოველდღიურობის შესახებ წარ-
მოდგენა შეგექმნა“.
„ამისთვის მადლობელი ვარ, – მიუგო პლინიომ, – მართლაცდა,
თქვენი პროვინცია თუ რა ღირსშესანიშნავ და დიდ საიდუმლოებებს
ფლობს, დღესღა დავიწყე ამის გაცნობიერება, თუმცა ჩემი შორს ყოფ-
ნის წლებშიც უფრო მეტად ვფიქრობდი თქვენზე, ვიდრე შენ ამას ვა-
რაუდობდი. დღეს მე შენს სამსახურსა და შენს ცხოვრებაში ჩამახედე,
იოზეფ, მე ვიმედოვნებ, ეს არ იქნება უკანასკნელი, ჩვენ ხშირად ვილა-
პარაკებთ ამაზე, რაც მე აქ ვნახე და რის შესახებაც დღეს ჯერ არ შე-
მიძლია ლაპარაკი. მეც, ჩემი მხრიდან, კარგად ვგრძნობ, რომ შენი
ნდობა მეც ბევრს მავალებს, და ვიცი, რომ ჩემს აქამდელ ჩაკეტილო-
ბას შენც უნდა გაეუცხოვებინე. და შენ მეც მეწვევი ერთხელ და ნახავ,
თუ როგორ ვცხოვრობ სახლში. დღეისთვის ცოტაოდენ რამეს მოგით-
ხრობ, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რომ ჩემზე ისევ მაინც რაღაც წარმოდ-
გენა გქონდეს, და მე თვითონ ამას ასე ავხსნი, თუ იგი ჩემთვის სამარ-
ცხვინო და იმავდროს სასჯელიც იქნება, ეს ოდნავ შემიმსუბუქებს
მდგომარეობას.
შენ იცი, მე წარმოშობით ერთ-ერთი ძველი, ქვეყნისთვის ნამსახუ-
რები და თქვენს პროვინციასთან დამეგობრებული ოჯახიდან ვარ, შეძ-
ლებული და მაღალი მოხელის ერთი კონსერვატიული ოჯახიდან. მაგ-
რამ ნახე, ეს უბრალო შეტყობინება მე უკვე უფსკრულის პირას მაყენებს
და შენგან მაშორებს! მე ვამბობ „ოჯახი“ და ამაში ვგულისხმობ რაღაც
უბრალოს, თავისთავადს და ერთმნიშვნელოვანს, მაგრამ ეს ასე არის?
თქვენს პროვინციაში ორდენი და იერარქია გაქვთ, მაგრამ ოჯახი არ

315
გაქვთ, თქვენ არ იცით, რა არის ოჯახი, სისხლი და წარმოშობა, და არ
გაქვთ წარმოდგენა იმ საიდუმლო, ძლიერ ხიბლსა და ძალაზე, რასაც
ოჯახი ჰქვია და არსებითად ასეა უმეტეს სიტყვებსა და ცნებებში, სა-
დაც ჩვენი ცხოვრება აისახება. ის უმეტესი რამ, ჩვენთვის რომ მნიშვნე-
ლოვანია, თქვენთვის არ არსებობს, ძალიან ბევრი რამ თქვენთვის, უბ-
რალოდ, გაუგებარია, და დანარჩენი თქვენში სულ სხვა რამეს ნიშნავს,
ვიდრე ჩვენთან. და, აი, აქ უნდა ერთმანეთში გავერკვეთ. ნახე, როცა
შენ ჩემთან ლაპარაკობ, ისე ჩანს, თითქოს უცხოელი მესაუბრებოდეს,
მაგრამ მუდამ ის უცხოელი, ვისი ენაც ჩემს ახალგაზრდობაში მისწავ-
ლია და მასზე თვითონ მილაპარაკია. მე მესმის ეს უმეტესი სიტყვები.
მაგრამ, პირიქით, ამგვარადვე როდი არის: როცა მე შენ გესაუბრები,
შენ ისმენ იმ ენას, რომელზედაც გამოთქმები შენთვის ნახევრად ნაც-
ნობია და რომლის ნიუანსები და გარდასახვები შენთვის სრულებით
არ არის გასაგები, შენ ისმენ ამბებს ადამიანთა ცხოვრების ერთი კუთ-
ხით, – ყოფიერების ერთი ფორმიდან, რომელიც შენი არ არის. უმეტესი
რამ, თუ იგი შენ დაგაინტერესებს, მაინც უცხო და, უმთავრესად, ნახევ-
რად გასაგები ხდება. შენ გაგახსენდება ჩვენი მრავალი კამათი და სა-
უბარი მოწაფეობის პერიოდიდან; ჩემი მხრიდან ეს სხვა არაფერი იყო,
გარდა იმის მცდელობისა, რომ თქვენი პროვინციის სამყარო და ენა
ჩემიანებთან თანხმობაში მოსულიყო. შენ იყავი ყველაზე უფრო გახ-
სნილი, თავნება და მჭერმეტყველი, ვისთანაც მე მაშინ ასეთი მცდე-
ლობანი წამომიწყია. შენ მამაცურად იდექი კასტალიის უფლებათა
დაცვისათვის ისე, რომ ჩემი სხვა სამყაროს წინააღმდეგი არ გამოსულ-
ხარ და მისი უფლებებისთვის გულგრილად არ შეგიხედავს, ანდა სრუ-
ლებით არ გიძაგებია. ჩვენ ხომ ერთმანეთთან მაშინ საკმაოდ ახლოს
მივედით. და, აი, მოგონებით ისევ ვუბრუნდებით ამას“.
რადგანაც იგი ერთ წუთს დუმილით ჩაფიქრდა, კნეხტმა ფრთხი-
ლად მიუგო: „ისე ცუდიც არ არის ვერ გაგება. ცხადია, ორი ხალხი და
ორი ენა ერთმანეთში ისე შეგნებულად და ინტიმურად ვერ დაკავშირ-
დება, როგორც ორი ცალკეული ადამიანი, რომლებიც ერთსა და იმავე
ერსა და ენას მიეკუთვნებიან. მაგრამ ეს არ არის გაგებინებასა და მიხ-
ვედრაზე უარის თქმის მიზეზი. ხალხისა და ენის წარმომადგენელთა

316
შორისაც დაბრკოლებები არსებობს, რაც სრულ გაგებას და სრულ ორ-
მხრივ გააზრებას ხელს უშლის: ესენია განათლების, აღზრდის, ნიჭის,
ინდივიდუალობის საზღვრები. შეიძლება დამტკიცდეს, რომ დედამი-
წაზე ყოველ ადამიანს შესწევს უნარი, საფუძვლიანად ყოველ მეორეს
დაელაპარაკოს, და შეიძლება დამტკიცდეს, რომ არ არსებობს, საერ-
თოდ, ორი ადამიანი სამყაროში, რომელთა შორისაც ნამდვილი, უხარ-
ვეზო, ინტიმური ინფორმაციის გადაცემა და გაგებინება შეიძლებოდეს
– ის ერთი ისეთივე ნამდვილია, როგორც მეორე. ეს არის ძინ და ძიანი,
დღე და ღამე, ორივე მართალია, ზოგჯერ ორივე უნდა გავიხსენოთ,
მაგრამ მე იმდენად ვიქნები სამართლიანი, რამდენადაც, ცხადია, მე
ის არ მჯერა, რომ ჩვენ ორივემ როდესმე მთლიანად და ბოლომდე ერ-
თმანეთისათვის გაგებინება შევძლოთ. თუნდაც შენ იყო ევროპის ქვეყ-
ნიდან, მე კი – ჩინეთიდან, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვილაპარაკებდით,
და ჩვენ მაინც, თუ ჩვენ კეთილი ნებისანი ვიქნებით, ერთმანეთს ბევრს
გავუზიარებთ, და ზუსტი შეტყობინების მეშვეობით უამრავს გამოვიც-
ნობდით ერთმანეთის შესახებ და წინასწარ განვჭვრეტდით. ყოველ
შემთხვევაში, ჩვენ ამას უნდა შევეცადოთ“.
დეზინიორიმ თავი დაუკრა და გააგრძელა: „მე ჯერ ცოტა რამ მინ-
და მოგითხრო, რაც უნდა იცოდე, რათა ჩემი მდგომარეობის შესახებ
ოდნავი წარმოდგენა შეგექმნას. ესე იგი, უპირველესი არის ოჯახი,
უდიდესი ძალა ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში, მას ის აღიარებს თუ
არა. მე კარგად შევეგუე ოჯახს, რამდენ ხანსაც თქვენი ელიტის სკო-
ლის ჰოსპიტანტი ვიყავი. ერთი წლის განმავლობაში თქვენთან კარ-
გად გამოვიჩინე თავი, არდადეგებზე სახლში სიხარულით მივემგზავ-
რებოდი ხოლმე, ერთადერთ ვაჟიშვილს მანებივრებდნენ. დედასთან
ნაზი, გრძნობიერი სიყვარული მაკავშირებდა, მასთან განშორება ერ-
თადერთი ტკივილი იყო, რასაც ყოველი გამომგზავრების შემდეგ გან-
ვიცდიდი. მამასთან უფრო ცივი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა
მქონდა, უფრო ბიჭობისა და ყმაწვილობის წლებში, რასაც მე თქვენ-
თან ვატარებდი; იგი კასტალიის ძველი პატივისმცემელი გახლდათ
და იმით ამაყობდა, ელიტის სკოლაში რომ ვიღებდი აღზრდას და ისეთ
ამაღლებულ იდეებს ვეზიარებოდი, როგორიც რიოში მარგალიტებით

317
თამაშია. არდადეგებზე ეს მშობლიური დღეები ხშირად ჭეშმარიტად
ამაღლებული და მოზეიმე განწყობის იყო. მე და ჩემი ოჯახი ერთმა-
ნეთს ვიცნობდით, ასე ვთქვათ, მხოლოდ საზეიმო სამოსელში. ხანდა-
ხან, როცა მე არდადეგებზე გავემგზავრებოდი ხოლმე, თქვენზე, აქ
დარჩენილებზე, ვდარდობდი, ვინც ამგვარ ბედნიერებაზე არა უწყო-
დით რა. მაშინდელზე მე ბევრის თქმა არ მჭირდება, შენ ხომ მიცნობ-
დი, სხვა ვინმეზე უკეთესად. მე თითქმის კასტალიელი ვიყავი, სამყა-
როთი ოდნავ გახარებული, უხეში და ზედაპირული ალბათ, მაგრამ
მთლად ბედნიერი შემართებით, ფრთაშესხმული და ენთუზიასტი. ეს
იყო უბედნიერესი დრო ჩემს ცხოვრებაში, რასაც მაშინ, მართლაც, ვერ
წარმოვიდგენდი, რამეთუ იმ ვალდცელის წლებში ბედნიერებასა და
ჩემი ცხოვრების აღმავლობას იმ დროს მოველოდი, როცა თქვენი სკო-
ლებიდან უნდა განვთავისუფლებულიყავი და სახლში უკან დავბრუნე-
ბულიყავი და იქაური სამყარო დამეპყრო თქვენთან მიღებული ჩემი
უპირატესობის წყალობით. ამის ნაცვლად შენთან გამომშვიდობების
შემდეგ დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა, რაც დღემდე გრძელდება,
და ამ ბრძოლიდან მე გამარჯვებული არ გამოვსულვარ, რამეთუ სამ-
შობლო, სადაც მე უკან მივბრუნდი, ამჯერად მხოლოდ მამისეული სახ-
ლისაგან აღარ შედგებოდა და არავითარ შემთხვევაში, აღარ უნდა
მქონოდა იმის მოლოდინი, რომ მე თავს შემომევლებოდნენ და ჩემს
ვალდცელის წარჩინებულობას აღიარებდნენ, და თავად მამის სახ-
ლშიც მალევე წარმოიშვა იმედის გაცრუება, სიძნელეები და დაპირის-
პირებები. ეს გრძელდებოდა ერთ ხანს, ვიდრე მე ამას შევნიშნავდი;
ჩემს ბედნიერებასთან ერთად, გულუბრყვილო ნდობით, ჩემი ბავშვუ-
რი რწმენიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე დაიმედებით აღმოვ-
ჩნდი დაცული და დაფარული თქვენგან შეძენილი ორდენის მორალის
საშუალებითაც, მედიტაციის ჩვევის გამოყენებით. მაგრამ რა იმედგაც-
რუება და სიფხიზლე მოიტანა უმაღლესმა სკოლამ, სადაც მე მსურდა
პოლიტიკური საგნები მესწავლა. სტუდენტების საუბრის ტონი, მათი
ზოგადი განათლებისა და მათი მეგობრულობის დონე, და ზოგიერთი
მასწავლებლის პიროვნულობა, როგორ ეწინააღმდეგებოდა იმას, რა-
საც თქვენთან შევეჩვიე! შენ გახსენდება, მაშინ ჩვენი სამყარო თქვენ-

318
თან მიმართებაში როგორ დავიცავი და თანაც უწყვეტ, ნაივური ცხოვ-
რების ქებაში, მართლაცდა, ენა არ გამიჩერებია, რასაც შედეგად სას-
ჯელი მოჰყვა, მეგობარო, და მაშინ მეც ამის გამო მძიმედ დავისაჯე,
რამეთუ. ეს მიამიტი, უცოდველი ლტოლვები, ეს ბავშვობა და ყმაწვი-
ლურის უწვრთნელი გენიალობა, ეს მართლაც სადღაც უნდა არსებობ-
დეს, მაგალითად, გლეხებში, ან ხელოსნებში, ანდა ამგვარ ხალხში,
ამდაგვარებთან, მაგრამ მე არ მომიხერხდა, რომ ეს მენახა, ანდა სუ-
ლაც ამაში მონაწილეობა მიმეღო. შენ ისიც გახსენდება, ალბათ, თუ
ჩემს – საუბრებში კასტალიელთა ამაღლებულობასა და მაღალფარ-
დოვნებას როგორ ვაკრიტიკებდი, ამ განათლებულ და გასათუთებულ
კასტას, თავისი კასტის სულითა და თავისი ელიტარული ქედმაღლო-
ბით. და საერო ხალხიც თავისი ცუდი მანერებით, მცირე განათლებით,
უხეში, ხმამაღალი იუმორით, ვირეშმაკული შეზღუდვებით, პრაქტიკუ-
ლი, ეგოისტური მიზნებით არანაკლებ ამაყი ჩანს, ისინი არანაკლებ
ღირებულად, ღვთის მოწონებულად და გამორჩეულად თვლიან თავს,
თავიანთი ვიწრო ხედვით, არსებულ ბუნებრიობაში, ვიდრე აფექტში
ჩავარდნილ ვალდცელელ სანიმუშო მოსწავლეს შეეძლო ყოფილიყო.
ისინი მე დამცინოდნენ ანდა მხრებზე მირტყამდნენ ხელს, ზოგიერთე-
ბი კი უცხო კასტალიურ ყაიდაზე აღზრდის გამო ჩემდამი გულღია და
დაუფარავ სიძულვილს გამოხატავდნენ, ისეთ სიძულვილს, რაც ბანა-
ლურ კაცს გააჩნია ყველანაირი წარჩინებულისადმი. და რაც მე, რო-
გორც გამორჩეულმა, შეგუებით მივიღე“.
დეზინიორიმ პატარა პაუზა გააკეთა და კნეხტზე გადაიტანა მზერა,
ზუსტად არ იცოდა, ღლიდა თუ არა მას. მისი მზერა მეგობრისას წააწ-
ყდა და დიდი ყურადღება და თანაგანწყობა შენიშნა, რამაც მას ხალი-
სი შემატა და დააწყნარა, დაინახა ის მეორე გულწრფელად უსმენდა
და მიჰყვებოდა მის საუბარს, არა ისე, როგორც ვინმე მოლაყბეს რომ
უგდებენ ხოლმე ყურს, ანდა საინტერესო ამბავს რომ ჰყვება ვინმე გა-
ფაციცებით, არამედ განსაკუთრებული გატაცებით – როგორც მედიტა-
ციის დროს ხდება ხოლმე კონცენტრაცია; და თანაც იმ სუფთა, გული-
თადი განწყობით, რომლის გამოხატულებამ კნეხტის შეხედვისას შეაკ-
რთო, ისე ერთგული და თითქმის ბავშვური მოეჩვენა და ერთგვარად

319
გაოცდა კიდეც, რადგან ეს გამომეტყველება იმავე კაცის სახეში და-
ინახა, რომლის მრავალმხრივმა სამუშაო დღემ, რომლის სამსახურებ-
რივმა სიბრძნემ და ავტორიტეტმა, იგი ამ მთელი დღის მანძილზე. გა-
აკვირვა. შემსუბუქებულად ისევ განაგრძო თხრობა:
„მე არ ვიცი, ჩემი ცხოვრება უსარგებლოდ განვვლე თუ არა, იქნებ
ის მხოლოდ გაუგებრობას წარმოადგენდა, ანდა სულაც აზრი თუ გააჩ-
ნია. თუ მას აზრი აქვს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმა კონკრეტულ-
მა ადამიანმა ჩვენს დროში ერთხელაც ყველაზე უფრო საგულისხმო
და ტკივილით სავსე რამ შეიცნოს და განიცადოს, თუ თავის მშობლიურ
ქვეყანაში წასული რამდენად დაშორდა კასტალიას, ანდა იქნებ, პირი-
ქითაც: თუ ჩვენი ქვეყანა მისი უკეთილშობილესი პროვინციისა და მისი
სულისთვის უცხო და ორგული გახდა, თუ რამდენად გაიმიჯნენ ერთმა-
ნეთისაგან ჩვენს ქვეყანაში სხეული და სული, იდეალი და სინამდვი-
ლე და რა ცოტა რამ იციან მათ ერთმანეთის შესახებ, და სურთ კი, რომ
მათ ეს იცოდნენ. მე რომ ცხოვრებაში დავალება და იდეალი მქონდეს,
მაშინ ეს ის იქნება, ჩემი პიროვნული შეგნებით, ორივე პრინციპის სინ-
თეზი გავაკეთო, ორ შორის შუამდგომელი, თარჯიმანი და დამზავებე-
ლი აღმოვჩნდე, მე ამას შევეცადე და დავმარცხდი. და რადგანაც მე
არ შემიძლია მთელი ჩემი ცხოვრება მოგიყვე, და შენც ვერ გაიგებ ამ
ყველაფერს, მინდა მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო იმ სიტუ-
აციებიდან, რაც ჩემს ამ მოუხერხებლობას გამოხატავს. მაშინ, ჩემი
სწავლის დაწყების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში, სიძნელე მხო-
ლოდ იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ სასაცილოდ აგდებისა და
მტრობისათვის მზად ვყოფილიყავი, რაც მე, როგორც კასტალიელს,
სანიმუშო ყმაწვილს, წილად მხვდა; რამდენიმე ჩემი ახალი მეგობრის
მხრიდან, რომლებისთვისაც ჩემი ელიტარული სკოლიდან წარმოშობა
გამორჩეულობასა და სენსაციას ნიშნავდა, ხანდახან, მეტ საქმესაც მი-
ჩენდა, და დიდ სირცხვილშიც მაგდებდა. არა, ძნელი, და იქნებ შეუძ-
ლებელიც კი იყო, რომ საერო პირობებში კასტალიური წესით ცხოვრე-
ბა გამეგრძელებინა. დასაწყისში ამას ძლივს ვამჩნევდი, იმ წესებს
მივყვებოდი, რაც მე თქვენთან მქონდა ნასწავლი, და კარგა ხანს მე მე-
გონა, როგორც ჩანდა, რომ ისინი აქაც გამოსადეგია, რომ ეს მაძლიე-

320
რებდა და მიფარავდა, მინარჩუნებდა სიმხნევესა და ჯანმრთელობას
და მსურდა განმტკიცება, განვიზრახავდი, სტუდენტური წლები განსა-
კუთრებით, მარტო და დამოუკიდებლად, შეძლებისდაგვარად, კასტა-
ლიური წესით გამეტარებინა; მივყოლოდი მხოლოდ ცოდნის წყურ-
ვილს და სწავლის პროცესში თავი არ ამეძულებინა იმ სტუდენტივით,
ვისაც არაფერი სურდა გარდა იმისა, რომ უმოკლეს დროში, რაც შეიძ-
ლება, საფუძვლიანად დაუფლებოდა პროფესიას პურის ფულის საშოვ-
ნელად, და თავისუფლებისა და უნივერსალობის ყოველგვარი წარ-
მოდგენა საკუთარ თავში მოეკლა. მაგრამ ის დაცვა, რომელიც კასტა-
ლიამ თან გამომაყოლა, საშიში და საეჭვო აღმოჩნდა, რამეთუ მე არ
მსურდა იმედგაცრუებით და განდეგილობით სულიერი სიმშვიდე შემე-
ნარჩუნებინა, მე მინდოდა სამყარო დამეპყრო, მისი გამეგო, ამეძულე-
ბინა, რომ მას ჩემთვისაც მოესმინა, მინდოდა მასთან თანხმობა და,
როგორც შესაძლებელი იქნებოდა, მისი განახლება და გაუმჯობესება.
და მე მსურდა, ჩემს პიროვნებაში კასტალია და სამყარო ერთმანეთში
დამეახლოვებინა და შემერიგებინა. თუ მე იმედის გაცრუების, შეკამა-
თების, აღელვების შემდეგ მედიტაციას მივუბრუნდებოდი, თავიდან ეს
ყოველთვის სასიკეთო იყო ჩემთვის, განმუხტვა, ღრმად ამოსუნთქვა,
უკან მიმართება კეთილი, მეგობრული ძალებისაკენ. ზოგჯერ კი ვამ-
ჩნევდი, რომ ეს, სწორედ ჩაღრმავება, ზრუნვა და სულის წვრთნა არის,
რაც მე იქ იზოლაციაში მაქცევდა, რაც მე ისე უსიამოვნოდ და სხვების-
გან უცხოდ მაჩენდა და შემდეგ თავადაც მართმევდა იმის უნარს, რომ
მათთვის ნამდვილად გამეგო. მე ვხედავდი, რომ სხვების, ერისკაცთა
ნამდვილად გაგება მხოლოდ მაშინ შემეძლო, როცა მეც ისევ იმათსა-
ვით ვიქცეოდი, როცა მეც მათთან შედარებით აღარაფრით ვიყავი უპი-
რატესი და აღარც ეს თავშესაფარი მქონდა ჩაღრმავების სახით. ცხა-
დია, ალბათ ისიც კი შესაძლებელია, რომ პროცესს ვალამაზებ, როცა
ამას ასე აღვწერ. და უბრალოდ, რაც მოხდა, ეს ისე იყო, რომ მე ჩემი
კურსელების და თანამზრახველების გარეშე, მასწავლებელთა მიერ
უკონტროლოდ, ვალდცელის დამცავი და მკურნალი ატმოსფეროს გა-
რეშე, თანდათანობით დისციპლინა დავკარგე, რამაც მე გამაზარმაცა
და უგულისხმობა შემძინა და დაუდევრობა მომეძალა და ეს შემდეგ

321
უსინდისობის ჩადენისას იმით გავამართლე, რომ გულგრილობა ამ
სამყაროს ერთ-ერთ ატრიბუტად ჩავთვალე, და მგონია, იმ დროს მას
რომ მივნებდები, ჩემს ირგვლივ გარემოს უფრო ახლოს გავუგებ-მეთ-
ქი. შენთან არაფერი მაქვს შესალამაზებელი, მაგრამ არც რამის უარ-
ყოფა და დამალვა მსურს, რომ შემდეგ მე ძალა მოვიკრიბე, წინ მივის-
წრაფოდი და ვიბრძოდი, იქაც კი, სადაც მეშლებოდა. ეს ჩემთვის სე-
რიოზული საქმე გახდა. მაგრამ ჩემი მცდელობა იმისათვის, რომ გაგე-
ბითა და გააზრებით შევგუებოდი საერო ცხოვრებას, ჩემი ფანტაზიის
შედეგი იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში, საქმე ბუნებრივად წავიდა,
სამყარო უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მე და მან ნელ-ნელა მძლია
და გადამყლაპა. ეს იმას ჰგავდა, თითქოს ცხოვრებას სიტყვაში ვყავდი
გამოჭერილი და სრულებით უნდა მივმსგავსებოდი იმ სამყაროს, რომ-
ლის სისწორეს, ნაივურობას, სიძლიერესა და ყოფიერებით უპირატე-
სობას მე ჩვენს ვალდცელურ დისპუტებში ასე დიდად ვაფასებდი და
მას შენი ლოგიკისაგან ვიცავდი. შენ ეს გახსენდება.
და სხვა რამეც უნდა გაგახსენებინო, რაც შენ დიდი ხანია დავიწყე-
ბული გექნება, რადგანაც მას შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქო-
ნია, ჩემს ცხოვრებაზე კი მეტად დიდი გავლენა იქონია; ჩემთვის ეს იყო
მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი და საშინელი. ჩემი სტუდენტობის
წლები გასული იყო, მე შეგუებული ვიყავი, გამარჯვებული, მაგრამ,
არავითარ შემთხვევაში, ბოლომდე არა – შინაგანად მუდამ მაინც უფ-
რო თქვენნაირად მეჭირა თავი და მეგონა, ესა თუ ის შეგუება და დახ-
ვეწილობა ცხოვრებისეული სიჭკვიანითა და ნებაყოფლობით უფრო
სრულყოფილი ხდებოდა, ვიდრე რამესადმი ძალით დაქვემდებარე-
ბით, ასე ვინარჩუნებდი ჭაბუკობისას სხვა ჩვევებსა და მოთხოვნილე-
ბებს, მათ შორის რიოში მარგალიტებით თამაშსაც, რაც, სავარაუდოდ,
ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, რამეთუ მუდმივი წვრთნისა და მუდმივი
კავშირის გარეშე ხომ არაფრის სწავლა არ შეიძლება, და ეს ურთიერ-
თობა კი მსგავსი ფასეულობებით დაინტერესებულებთან და, კერძოდ,
თამაშის წარმატებულ ამხანაგებთან ერთად ყალიბდება; ის ერთი თა-
მაში შეიძლება შედარდეს, უმაღლესი გაგებით, მონოლოგის ჩანაც-
ვლებას ნამდვილ, ბუნებრივ საუბართან. ესე იგი, არ ვიცი ნამდვილად,

322
თუ როგორ ვარ, თუ როგორ არის საქმე ჩემს თამაშის ხელოვნებასთან,
განათლებასა და ელიტის მოწაფეობასთან; მე ვწვალობდი, რომ ეს სა-
კითხები ანდა ცოტა რამ აქედან გადამერჩინა, და თუ ჩემი მაშინდელი
მეგობრებიდან ერთი მაინც რიოში მარგალიტებით თამაშზე ჩემთან
საუბარს შეეცდებოდა, ამას რა აჯობებდა, მაგრამ მათ არანაირი წარ-
მოდგენა არ ჰქონდათ მის სულზე; მე თამაშის სქემას მოვხაზავდი, ან-
და მის ნაწილს ვაანალიზებდი, ეს ამბავი ამ მთლად უცოდინარს ალ-
ბათ სასწაულივით ეჩვენებოდა. მესამე თუ მეოთხე კურსზე მონაწი-
ლეობა მივიღე ვალდცელის თამაშის კურსში. ამ მხარესთან, დაბას-
თან, ჩვენს ძველ სკოლასა და თამაშის სოფელთან კვლავ შეხვედრა
ჩემთვის ტკივილნარევი სიხარული იყო, შენ კი აქ არ იყავი მაშინ, სად-
ღაც მონტეპორტსა თუ კოიპერჰაიმში სწავლობდი და შთაგონებულ, იშ-
ვიათ ადამიანად ითვლებოდი. ჩემი თამაშის კურსი მხოლოდ არდადე-
გების დროს ტარდებოდა. კურსები ჩვენთვის, საწყალი ერისკაცებისა
და დილეტანტებისათვის იყო დანიშნული, თუმცა ის მაინც ძალ-ღონეს
მმატებდა, მე ვამაყობდი, როცა ბოლოს ჩვეულებრივ სამიანს მივიღებ-
დი ხოლმე, და იმ დამაკმაყოფილებელს თამაშის მოწმობაში დავინა-
ხავდი, რაც მე კიდევ იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ასეთი არდა-
დეგების კურსებზე კვლავ დასწრების ნება მომცემოდა.
და რამდენიმე წლის მოგვიანებით, კვლავ ძალა მოვიკრიბე, ჩავე-
წერე არდადეგების კურსზე შენი წინამორბედის ხელმძღვანელობით
და საუკეთესო რამ მოვიმოქმედე, რომ ვალდცელში, გარკვეულწი-
ლად, გული ვიჯერე. ჩემი ძველი სავარჯიშო რვეულები ისევ გადავი-
კითხე, არ დამიკლია მცდელობანი, ცოტათი მაინც კვლავ კონცენტრა-
ციულ სავარჯიშოს მივყოლოდი, მოკლედ, ჩემი მოკრძალებული საშუა-
ლებებით, მსგავს ვითარებაში არდადეგების კურსებისთვის ამგვარად
ვივარჯიშე, საამისოდ განვეწყვე და სულიერად შევიკრიბე, რასაც და-
ახლოებით ნამდვილი რიოში მარგალიტებით მოთამაშე წლის დიდი
ზეიმისათვის აკეთებს. ასეთნაირად, გამოვწიე ვალდცელისაკენ, რა-
საც მე ამდენი წლის შესვენების შემდეგ კვლავ ისევ საკმაოდ გავუუც-
ხოვდი, მაგრამ მაშინვე მოხიბლულადაც კი ვგრძნობდი თავს, თითქოს
უკან მოვბრუნდი დაკარგულ, ლამაზ სამშობლოში, მაგრამ რომლის

323
ენაც ჩემთვის ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ იყო და ამჯერად
ჩემი მწველი სურვილი, შენ კვლავ მენახე, შემისრულდა. შენ შეგიძლია
ეს გაიხსენო, იოზეფ?“
კნეხტმა სერიოზულად ჩახედა თვალებში, თავი დაუკრა და ოდნავ
გაუღიმა, მაგრამ ხმა არ გაუღია.
„კარგი გააგრძელა დეზინიორიმ, ესე იგი, შენ გაგახსენდა, მაგრამ
– რა ჰქვია იმას, რაც შენ გახსენდება? სკოლის ამხანაგთან ზერელე –
შეხვედრა, მისი მოკლე დროით ნახვა და იმედის გაცრუება: მიდიან და
აღარ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ამბავი ათი წლის შემდეგ მეორემ შეიძ-
ლება უსიამოვნოდ გაიხსენოს. ასე არ არის? იქნებ სხვაგვარად მოხდა,
თუ შენთვის ეს უფრო მეტი იყო?“.
იგი დიდ მღელვარებას მოეცვა, თუმცა გარეგნულად ცდილობდა,
საკუთარი თავი ხელში აეყვანა; ემჩნეოდა, რომ მრავალი წლის მან-
ძილზე გულში დაგროვებული ტკივილი ვერ დაეძლია და მისგან გან-
ტვირთვა სურდა.
„შენ წინასწარ ხვდები, – მიუგო კნეხტმა მოფრთხილებით, – თუ რა
იყო ეს ჩემთვის, ამის თაობაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, როცა ჩემი დრო
დადგება და ანგარიშს ჩაგაბარებ. ახლა შენი სიტყვის ჯერია, პლინიო,
მე ვხედავ, რომ ის შეხვედრა შენთვის არ იყო კარგი გასახსენებელი.
იგი მაშინ ჩემთვისაც არ იყო კარგი, აბა მოყევი, რა იყო მაშინ, ილაპა-
რაკე მოურიდებლად!“
„შევეცდები, – დაფიქრებით მიუგო პლინიომ, – საყვედურების თქმა
კი არ მინდა შენთვის. უნდა გამოგიტყდე კიდეც, რომ შენ მაშინ ზედმი-
წევნით უფრო სწორად მოიქეცი ჩემთან, ვიდრე ახლა. როცა მე შენი ახ-
ლანდელი მოწვევა ვნახე ვალდცელში, რაც იმ მეორე არდადეგების
კურსის შემდეგ აღარ მინახავს, და როცა მე კასტალიის კომისიის წევ-
რობის არჩევანი გავაკეთე, ეს იყო ჩემი განზრახვა, შენ მომენახულები-
ნე და მაშინდელი განცდა გამეზიარებინა, სულ ერთი იყო, ორივესთვის
იქნებოდა ეს სასიამოვნო თუ არა. ახლა გავაგრძელებ. მე მაშინ არდა-
დეგების კურსისათვის ჩამოვედი და სასტუმროში დავბინავდი. კურსის
თითქმის ყველა მონაწილე დაახლოებით ჩემი ასაკისა იყო, რამდენი-
მე მეტად უფროსიც. ჩვენ სულ ბევრი ოც კაცამდე ვიყავით, აქედან დი-

324
დი ნაწილი კასტალიელები იყვნენ, მაგრამ ან ცუდი, გულგრილი, მიშ-
ვებული რიოში მარგალიტებით მოთამაშეები ანდა დამწყებნი, რო-
მელთაც ასე გვიანღა მოუწიათ ცოტაოდენ მაინც თამაშს გასცნობოდ-
ნენ; ეს ჩემთვის შვება იყო, რომ არც ერთი მათგანი ჩემი ნაცნობი არ
აღმოჩნდა. თუმცა ჩვენი კურსის ხელმძღვანელი, არქივის ერთ-ერთი
თანამშრომელი, მეტად ცდილობდა და ძალზე მეგობრული იყო ჩვენ
მიმართ; საქმე თავისი ხასიათით თავიდანვე მაინც მეორე ხარისხოვან
და უსარგებლო სკოლის, საჯარიმო კურსს შეეხებოდა. ისე, რომ
ვთქვათ, რომლის შემთხვევით შეკრებილი, ერთად მოთამაშე მონაწი-
ლენი, თამაშის ნამდვილ აზრსა და წარმატებაში ისევე ნაკლებად იყ-
ვნენ დაჯერებულნი, როგორც თვით მასწავლებელიც, თუ კი ამის გამ-
ხელას ვინმე შეეცდებოდა. შეიძლება გაოცებითაც ეკითხათ, თუ რა-
ტომ შეაგროვეს ეს ერთი მუჭა ხალხი იმისათვის, რომ თავისი ნებით
რაღაც ემეცადინათ, რისთვისაც მათ არც ძალა ეყოფოდათ და არც
საკმაოდ ძლიერი ინტერესი გააჩნდათ იმისა, რომ მოთმინებასა და
მსხვერპლის გაღებაში სათანადო უნარი გამოეჩინათ. და მაინც რატომ
იხარჯებოდა ასეთი განსწავლული სპეციალისტი იმისათვის, რომ მათ-
თვის მეცადინეობა ჩაეტარებინა და ისინი სავარჯიშოებით დაეკავები-
ნა, რომლებისგანაც თავადაც დიდ წარმატებას არ ელოდა. მე ეს მაშინ
არ ვიცოდი, და, გამოცდილი ადამიანების საშუალებით, გვიანღა მივ-
ხვდი, რომ ამ კურსში ბედი არ მწყალობდა, რომ მონაწილეთა სხვა ერ-
თმა ჯგუფმა თამაში მეტად მგრძნობელობით, მომთხოვნელობითა და
აღფრთოვანებითაც კი მიიღო. ხშირად ისიც კმაროდა, მოგვიანებით
ასე მითხრეს, ორი მონაწილე თამაშისადმი კარგი განწყობით რომ ერ-
თმანეთს აღანთებდა, ან უკვე წინასწარ რომ იცნობდნენ ერთმანეთს
და ახლობლები იყვნენ, ასეთ კურსს, ყველა მის მონაწილესა და მას-
წავლებელთან ერთად, უკვე წარმატებულად თვლიდნენ. შენ რიოში
მარგალიტებით თამაშის მაგისტრი ხარ, შენთვის ეს საკითხი ცნობილი
უნდა იყოს. მე კი ბედმა მიმტყუნა, მაშასადამე, პატარა გამომაცოც-
ხლებელი უჯრედი აკლდა ჩვენს კრებულს, არ მისულა საქმე თბილ და-
მოკიდებულებამდე, აღმავლობამდე, სკოლის ზრდასრული ბიჭები-
სათვის ეს იყო და დარჩა უღიმღამო გასამეორებელ კურსად. დღეები

325
გადიოდა და ცალ-ცალკე ყველას იმედი უცრუვდებოდა. მაგრამ რიოში
მარგალიტებით თამაშის გარდა, ვალდცელიც აქ იყო, ეს ჩემთვის წმინ-
და და მეხსიერებაში კარგად აღბეჭდილი მოგონებების ადგილი, და
თუ თამაშის კურსი არ გაამართლებდა, მაშინ აქ დაბრუნების სიხარუ-
ლი მაინც დამრჩებოდა, და პირვანდელ ამხანაგებთან შეხება მელო-
და, შეიძლება კვლავ ის ამხანაგიც კი მენახა, ვისთანაც უმეტესი და და-
უვიწყარი მოგონებები მაკავშირებდა და ვინც ჩემთვის ჩვენი კასტალი-
ის სხვა ნებისმიერ ფიგურაზე მეტს წარმოადგენდა, და ასეთი შენ ხარ,
იოზეფ. თუ მე ჩემი ყმაწვილობისა და სკოლის რამდენიმე მეგობარს
შევხვდებოდი, თუ იმ ჩემს ლამაზ, მეტად საყვარელ მხარეში, იმ ადგი-
ლებში ჩემი ყმაწვილობის წლების კარგ ადამიანებს გადავაწყდებო-
დი, და თუ შენ ჩემთან ისევ ოდნავ მაინც ახლოს მოხვიდოდი და თუ სა-
უბრებში, მაშინდელივით რაღაც საკამათო გაჩნდებოდა, იმდენად არა
შენ და ჩემ შორის, რამდენადაც ჩემს კასტალიურ პრობლემასა და თა-
ვად ჩემ შორის, მაშინ ეს არდადეგები ჩემთვის ურიგო არ იქნებოდა,
მაშინ კურსი და სხვა დანარჩენი ყველაფერი აღარ გამიჩენდა სადარ-
დებელს.
სკოლის დროინდელი ჩემი ორი მეგობარი, რომლებმაც პირველად
გზაზე გადამირბინეს, გულუბრყვილო ადამიანები იყვნენ, ისინი მხარ-
ზე სიხარულით მირტყამდნენ ხელს და ბავშვურ შეკითხვებს მისვამ-
დნენ ჩემი ზღაპრული სამყაროს ცხოვრებაზე. სხვა დანარჩენები კი
ასეთი მიამიტები არ ყოფილან, ისინი მოთამაშეთა სოფელს და უმ-
ცროს ელიტას მიეკუთვნებოდნენ, და ნაივურ შეკითხვებს კი არ მისვამ-
დნენ, არამედ, როცა ერთმანეთს შენი წმინდა ტაძრის რომელიმე
ოთახსა ან დარბაზში შევხვდებოდით და თვალს უკან ვეღარ ამარი-
დებდნენ, გესლიანად, ზედმეტად მკაცრი თავაზიანობით მესალმე-
ბოდნენ, მეგობრულადაც კი, და თანაც ხაზს უსვამდნენ მნიშვნელოვა-
ნი და ჩემთვის მიუწვდომელი საგნებით თავიანთ დაკავებულობას,
ჩემთან ძველი ნაცნობობის განახლებისთვის დროის, ცნობისმოყვარე-
ობის, თანაგრძნობისა და სურვილის არქონას. მე მათ დაჟინებით არა-
ფერს ვთხოვდი, მათ თავი დავანებე და დავტოვე თავიანთ ოლიმპიურ,
მხიარულ, ქედმაღლურ, კასტალიურ სიმშვიდეში. ვუყურებდი და

326
თვალს ვადევნებდი მათ საქმიან, სიხარულით სავსე დღეს, როგორც
ტყვე გისოსებიდან, ანდა როგორც ღარიბი, მშიერი, დაჩაგრული შეჰყუ-
რებს ხოლმე არისტოკრატებსა და მდიდრებს, მხიარულებს, სიმპა-
თიურებს, განათლებულებს, კარგად აღზრდილებს, კარგად დასვენე-
ბულებს, თავიანთი მოვლილი სახითა და ხელებით.
და აი, შენ ჩნდები, იოზეფ, და ჩემში სიხარული და იმედი აღზევდა,
როდესაც შენ გნახე. ეზოში მიდიოდი, ზურგიდან გიცანი გასასვლელ-
თან და მაშინვე დაგიძახე. ბოლოს და ბოლოს კაცი! გავიფიქრე, ბო-
ლოს და ბოლოს მეგობარი, შეიძლება მოწინააღმდეგეც, მაგრამ ის,
ვისთანაც საუბარი შეიძლება, უძველესი კასტალიელი, კერძოდ კი,
გამგები ადამიანი, ვისთვისაც კასტალიური ნიღაბი და მარტო გაშეშე-
ბული ჯავშანი არ არსებობს! შენ უნდა შეგემჩნია, თუ როგორი გახარე-
ბული ვიყავი და რამდენს მოველოდი შენგან, და, მართლაც, შენ უდი-
დესი თავდაჭერით შემხვდი. შენ მე კიდევ მიცნობდი, შენთვის ისევ რა-
ღაცას ვნიშნავდი, შენც გაგეხარდა, ჩემს სახეს რომ წააწყდი. და ეზოში
მოკლე დროით შეხვედრა არა მხოლოდ სასიხარულო აღმოჩნდა, არა-
მედ საღამოს მიწვევაც მოჰყვა და შენ მე დრო შემომწირე. მაგრამ, საყ-
ვარელო კნეხტ, ეს რა საღამო იყო! რას შევჩიოდით ჩვენ ერთმანეთს,
ორივე, მართლაც, ემოციებისგან ვიყავით დაცლილნი, ზრდილობია-
ნად და ამხანაგურად ერთმანეთთან ყოფნა მაინც როგორ გაგვიძნელ-
და, დუნე საუბარი ერთი თემიდან მეორეზე რომ გადაგვეტანა! სხვები
ხომ ჩემ მიმართ გულგრილები იყვნენ, მაგრამ შენგან ეს ჩემთვის უფრო
ძნელი გადასატანი იყო, ეს დაძაბული და უსარგებლო მცდელობა ერ-
თხელ შემდგარ მეგობრობას უფრო მეტ ტკივილს აყენებდა. იმ საღა-
მომ ჩემს ილუზიებს სამუდამოდ ბოლო მოუღო, უმოწყალოდ გაირკვა,
რომ მე ამხანაგი და თანამოაზრე არა ვარ, არც კასტალიელი, არც მა-
ღალი თანამდებობის პირი, არამედ – მოსაწყენი, მომაბეზრებელი, სუ-
ლელი ადამიანი, გაუნათლებელი უცხოელი და ეს ყველაფერი ზუსტად
და ლამაზად ფორმულაში ჩაეტია და მართლაც, იმედის გაცრუება და
მოულოდნელობა ისე უნაკლოდ შეინიღბა, რომ ეს ამბავი დანარჩენზე
უფრო უარესად მომეჩვენა. მე რომ გაგელანძღე და საყვედურებით
აგევსე, ან ჩემთვის შემოგეჩივლა: „რა გამოვიდა შენგან, მეგობარო,

327
როგორ მოახერხე ასე შეცვლა?“ მე ბედნიერი ვიქნებოდი და ყინულიც
გალღვებოდა. მაგრამ ასეთი არაფერი თქმულა. დავინახე, რომ მე
აღარ მივეკუთვნებოდი კასტალიას, აღარც ჩემი სიყვარული არსებობ-
და თქვენდამი და აღარც რიოში მარგალიტებით თამაშში ჩემი მეცა-
დინეობები, ჩვენს მეგობრობასაც ყავლი გასვლოდა. რეპეტიტორ
კნეხტს ვალდცელში ჩემი სტუმრობა ტვირთად დააწვა, ერთ საღამოს
ჩემთან ერთად გაწვალდა და მოიწყინა და უაღრესად უმწიკვლო ფორ-
მით ისევ კომპლიმენტებით გამისტუმრა“.
დეზინიორიმ, რომელიც აღელვებას ებრძოდა, საუბარი შეწყვიტა
და გატანჯული სახით მაგისტრს შეხედა. კნეხტი იჯდა, სულგანაბული
უსმენდა, მაგრამ თვითონ ოდნავაც არ აღელვებულა, და თავის ძველ
მეგობარს ღიმილით უყურებდა, ალერსიანი თანაგანცდით რომ იყო
სავსე. რადგანაც მეორე აღარ ლაპარაკობდა, კნეხტმა მზერა მასზე შე-
აჩერა, სავსე სიკეთითა და კმაყოფილების გამოხატულებით, სიამოვ-
ნებით, მეგობრის გამო კი ერთხანს სევდიანმა ფიქრებმა შეიპყრო.
„შენ იცინი, – შემდეგ მკვეთრად შეუძახა პლინიომ, მაგრამ არა – ცუ-
დი ტონით, – შენ იცინი. და ყველაფერი წესრიგში გგონია?“
„უნდა ვთქვა, – გაუღიმა კნეხტმა, – რომ მოვლენა ფრიად შესანიშ-
ნავად ასახე, ფრიად, ეს ზუსტად ისე იყო, როგორც შენ აღწერე, ის კი
არადა, შეიძლება წყენისა და ჩივილის ნიშნებიც საჭირო იყო შენს ხმა-
ში, რომ ასე კარგად გამოგეთქვა და სცენები ასე სრულყოფილად გან-
გეახლებინა. თუმცა კი, სამწუხაროდ, სიტუაციას ხილულად კვლავ მა-
შინდელი თვალით უყურებ და ვერ გადაგილახავს, შენი ისტორია ობი-
ექტურად სწორად მოყევი: ორი ადამიანის ისტორია რაღაც გაწვალე-
ბულ სიტუაციაში, ორივეს რომ ერთმანეთისათვის თავი უნდა მოეჩვე-
ნებინა და რომელთაგან ერთმა, კერძოდ შენ, შეცდომა დაუშვა, რად-
გან ნამდვილი და სერიოზული ტკივილები ვითარების გამო, მხიარუ-
ლი ურთიერთობის უკან დამალა, იმის ნაცვლად, რომ თამაშის ნიღაბი
პირველს მოეშორებინა. და ცოტათი ისეც ჩანს, თითქოს დღესაც ისევ
იმ შეხვედრის უშედეგობას ჩემს თავს მიაწერ, და არა საკუთარს, თუმცა
კი მდგომარეობის შეცვლა მთლიანად შენზე იყო დამოკიდებული. ეს
შენ ნამდვილად ვერ დაინახე? მაგრამ აღწერით ძალიან კარგად აღ-

328
წერე, უნდა გითხრა, რომ, მართლაც, კვლავ შევიგრძენი იმ საოცარი
საღამოს მთელი დათრგუნულობა და უხერხულობა, დრო და დრო სა-
ჭიროებას ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავდაჭერისთვის მეტად მეზ-
რუნა, და ჩვენ ორივეს გამო სირცხვილსაც განვიცდიდი. შენი მონაყო-
ლი ზუსტია. სასიამოვნოა ასეთი მონათხრობის მოსმენა“.
„სასიხარულოა, – დაიწყო პლინიომ რაღაცნაირი გაოცებით, და მას
ხმაში მეტი წყენა და უნდობლობა დაეტყო, – თუ ცოტათი მაინც ჩვენ,
რომელიმეს ამ მონაყოლმა სიამოვნება მიანიჭა; მე კი, რომ იცოდე,
არანაირი კმაყოფილება არ მიგრძნია“.
„მაგრამ ახლა, – უთხრა კნეხტმა, – ახლა კი, ხომ ხედავ, როგორ მხი-
არულად შეგვიძლია ჩვენ ამ ამბავს დავუკვირდეთ, რაც ჩვენთვის,
ორივესთვის, სწორედ რომ, არ არის დიდების მომტანი. ამაზე უნდა
გაგვეცინოს“.
„გაგვეცინოს? რატომ ვითომ?“ – „რამეთუ ეს ამბავი ექსკასტალიელ
პლინიოზეა, ვინც რიოში მარგალიტებით თამაშისა და თავდაპირველი
ამხანაგების აღიარების მცდელობაშია, რაც ძირითადად ამოიწურა და
ეს ეხება აგრეთვე თავაზიან რეპეტიტორ კნეხტსაც, ვინც ყველა კასტა-
ლიური ფორმის მიუხედავად, თავისი დარცხვენა მოულოდნელად გა-
მოჩენილი პლინიოს წინაშე ნაკლებად დაფარა, რომ ეს დღეს მრავა-
ლი წლის შემდეგ, სარკეში არეკლილივით ჩანს და წინა პლანზეა წა-
მოსული. კიდევ ერთხელ, პლინიო, შენ კარგი მეხსიერება გაქვს, კარ-
გად მოყევი, მე ამას ასე ვერ შევძლებდი. ბედნიერებაა ორივესათვის,
რომ ამბავი მთლიანად დასრულდა, და მასზე მხოლოდ გავიცინებთ“.
დეზინიორი არეული იყო. კარგად გრძნობდა მაგისტრის კარგ გუნე-
ბას, როგორც სასიამოვნოსა და გულწრფელს, ყველანაირ დაცინვას
რომ იყო მოკლებული, და გრძნობდა აგრეთვე, რომ ამ მხიარულების
უკან დიდი სერიოზულობა იდგა, მან მოყოლისას ყველანაირი ტკივი-
ლით იმ განცდის სიმწარე კვლავ შეიგრძნო და მის მოთხრობას აღსა-
რების ხასიათი უფრო ჰქონდა. ხოლო მას კი, სიტყვა რომ აღარ გავაგ-
რძელოთ, ტონი უნდა გამოეცვალა.
„შენ ალბათ მაინც გავიწყდება, – მიუგო მან ყოყმანით, ბევრად უკვე
სხვა განწყობით, – რომ ის, რაც მე მოვყევი, ჩემთვის იგივე არ იყო, რაც

329
შენთვის. შენთვის ეს უაღრესად მიუღებელი რამ იყო, ჩემთვის კი – და-
მარცხება და ნგრევა, და სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელო-
ვანი ცვლილებების სათავეც. როცა მაშინ, თითქმის კურსი ბოლომდე
იყო მიტანებული, ვალდცელი დავტოვე და გადავწყვიტე, აქ არასოდეს
მოვბრუნდები-მეთქი, და იმ აზრის ვიყავი, კასტალია და თქვენ, ყველა
მომეძულებინეთ; ჩემი ილუზიები დაიმსხვრა და დავინახე, რომ მე
თქვენ აღარ გეკუთვნოდით, შეიძლება ეს ადრევე უკვე მომხდარი იყო,
მაგრამ როგორც კი ეს ჩავიგონე, სრულებით აღარაფერი აკლდა იმას,
რომ საპირისპირო მხარე დამეჭირა და თქვენი აშკარა მტერი გავ-
მხდარიყავი“.
მხნეობით და იმავდროს გამჭვალავი მზერით მისჩერებოდა მას მე-
გობარი.
„ცხადია, – უთხრა, – და ვიმედოვნებ, ამ ყველაფერს შემდეგში კი-
დევ მომიყვები. მაგრამ დღეისთვის ჩვენი მეგობრობა მაინც ასეთია,
ასე მეჩვენება: ჩვენ ადრე ახალგაზრდობის მეგობრები ვიყავით, დავ-
შორდით და წავედით სულ სხვადასხვა გზებით; შემდეგ ჩვენ ისევ შევ-
ხვდით ერთმანეთს, ეს იყო მაშინ შენთვის უსიამოვნო არდადეგების
კურსის დროს, შენ ნახევრად თუ მთლიანად საერო კაცი იყავი, მე რა-
ღაც ქედმაღალი და კასტალიურ წეს-ჩვეულებებზე მზრუნველი ვალ-
დცელელი, და ეს იმედის გამაცრუებელი და დამარცხვენელი შეხვედ-
რა გავიხსენეთ დღეს და თვითონვე დავინახეთ ჩვენი თავი და ჩვენი
მაშინდელი სირცხვილი, და შევძელით ეს დამოკიდებულება აგვეტანა
და ახლა შეგვიძლია ამაზე გავიცინოთ, რამეთუ ეს ყველაფერი დღეს
სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. მე არც დაგიმალავ, რომ ის შთა-
ბეჭდილება, რაც შენ მაშინ ჩემზე მოახდინე, სინამდვილეში დიდ სირ-
ცხვილად წარმოვიდგინე, ეს იყო მთლიანობაში უსიამოვნო, უარყოფი-
თი შთაბეჭდილება, არ ვიცოდი არაფერი, შენთან რითი დამეწყო, შენ
მოულოდნელად გამომეცხადე, უცებ წაგაწყდი ემოციურ გარემოში მო-
უმზადებელ, უხეშსა და საერო კაცს. მე ახალგაზრდა კასტალიელი ვი-
ყავი, ვინც სამყაროს არ იცნობდა, და მართალი რომ ვთქვა, არც მსურ-
და მისი გაცნობა და შენ, აი, შენ იყავი ის ახალგაზრდა უცხო კაცი, ვი-
სას, მართლაც, ვერ ვხვდებოდი, რისთვის გვნახულობდა ჩვენ იგი და

330
რატომ გადიოდა თამაშის კურსს, რამეთუ შენ ელიტის მოწაფესთან შე-
დარებით უკვე განსხვავებული ჩანდი, ჩემს ნერვებზე მოქმედებდი,
როგორც მე შენსაზე. მე უნდა მოგჩვენებოდი, ცხადია, ქედმაღალ ვალ-
დცელელივით დაუმსახურებლად, ვინც თავის თავსა და არაკასტალი-
ელს შორის, თამაშის დილეტანტს შორის დისტანციის დაცვას გულ-
მოდგინედ ეძებდა. და შენ ჩემთვის ბარბაროსივით თუ ნახევრად გა-
ნათლებულივით იყავი, ვინც დამამძიმებელი და ჩამოუყალიბებელი,
სენტიმენტალური მიზეზებით ჩემს ინტერესსა და ჩემს მეგობრობას
ეხებოდა. ჩვენ ერთმანეთისაგან თავს განზე ვიჭერდით, და მხოლოდ
ის საკითხი გვაახლოებდა, რომ ერთმანეთი მოგვეძულებინა. ჩვენ მა-
შინ სხვა რამე არ შეგვეძლო, ერთმანეთისგან განშორების გარდა,
რადგან ერთს მეორისთვის რამის მიცემა არ შეეძლო და არც ერთი არ
იყო მეორისადმი ნამდვილად მეგობრული განწყობით.
დღეს კი, პლინიო, ნება გვებოძა, ის დასავიწყებელი, სამარცხვინო
მოგონება ისევ გაგვეახლებინა და ნება გვაქვს იმ სცენასა და ჩვენ
ორივეზე გაგვეცინოს, რამეთუ დღეს ჩვენ ერთმანეთთან მოვედით,
როგორც სხვები, სრულიად სხვა შეხედულებებითა და შესაძლებლობე-
ბით, ერთმანეთის გაღიზიანების, მჩაგვრელი ეჭვებისა და საძულველი
გრძნობის გარეშე, და საკუთარი თავის ქების გარეშეც, ჩვენ ხომ დიდი
ხანია ორივენი კაცები გავხდით“.
დეზინიორიმ შვებით გაიღიმა. მაინც ჰკითხა: „ამაში კი ვართ დარ-
წმუნებულები? ბოლოს და ბოლოს მაშინაც კეთილი ნება გაგვაჩნდა“.
„მეც ეს მინდა ვიფიქრო – გაეცინა კნეხტს – და ჩვენ ჩვენი კეთილი
ნებით აუტანლად გავაწვალეთ და დავძაბეთ ერთმანეთი. ჩვენ არ შეგ-
ვეძლო მაშინ ერთმანეთი არ გაგვეწბილებინა, ინსტინქტურად, თი-
თოეული ჩვენგანისათვის მეორე იყო უნდო, ხელისშემშლელი, უცხო
და მოწინააღმდეგე, მხოლოდ ერთმანეთთან თანაზიარობისა და მო-
ვალეობის გრძნობის ცოდნა გვაიძულებდა, რომ ერთ საღამოს ეს სა-
ცოდავი კომედია გვეთამაშა. მაშინ, მალევე, შენი სტუმრობის შემდეგ
გახდა ჩემთვის ნათელი. ის ყოფილი მდგომარეობა ისევე, როგორც
ყოფილი წინააღმდეგობრიობა ჩვენთვის, ორივესათვის ჯერ კიდევ,
მართლაც, გადასალახავი იყო. ნაცვლად იმისა, რომ დაგვეძლია, ჩვენ

331
კი ვფიქრობდით მის წინ წამოწევას, და ამგვარად გაგრძელებას. ამაში
დანაშაულს ვგრძნობდით, და არ ვიცოდით, თუ რითი გვეზღო. ეს ასე
არ არის?“
„მე მგონია, – დაფიქრებით მიუგო პლინიომ, – დღესაც ისევ მაინც
ძალზე თავაზიანი ხარ. შენ ამბობ, „ჩვენ ორივე“, მაგრამ ჩვენ ის ორივე
არ ვიყავით, რომლებიც ერთურთს ეძიებენ და არ ძალუძთ პოვნა. ძი-
ებები და სიყვარული მთლად ჩემს მხარეს იყო, და ასევე, იმედის გაც-
რუებაცა და ტკივილიც. რა შეიცვალა მერე? გეკითხები, შენს ცხოვრე-
ბაში ჩვენი შეხვედრის შემდეგ? არაფერი! და ამიტომ შენს მოგონებას
მხარს ვერ ავუბამ, როგორც შენ ამას უყურებ“.
„მაპატიე, – გამოასწორა კნეხტმა მეგობრულად, – მე ვიჩქარე. მაგ-
რამ იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში მაინც იქამდე მივიყვანთ საქ-
მეს, რომ შენც ჩემს სიცილს აჰყვე, შენ მართალი ხარ, შენ მაშინ დაზი-
ანდი, არა ჩემს გამო, კერძოდ, როგორც შენ ფიქრობდი და სულაც ასე
გინდა იფიქრო, არამედ თქვენსა და კასტალიას შორის მდებარე უფ-
სკრულისა და გაუცხოების გამო, რაც ჩვენ, როგორც ჩანდა, ჩვენს მოწა-
ფეობაში მეგობრობისას დავძლიეთ და რამაც ანაზდეულად ასე შემზა-
რავად, ფართოდ და ღრმად დააღო ხახა. რამდენადაც შენ მე პიროვ-
ნულად ბრალს მდებ, გთხოვ, შენი საჩივარი უნებლიეთ გამოთქვა“.
„აჰ, საჩივარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ სამდურავი, მართლაც
იყო. შენ ეს მაშინ არ მოისმინე, და დღესაც არ გინდა მოსმენა, როგორც
ეტყობა. შენ ამაზე მაშინ ღიმილითა და კარგი თავდაჭერით მიპასუხე
და დღესაც ამასვე აკეთებ“.
თუმცა მან მეგობრობისა და ღრმა კეთილგანწყობის გრძნობა
ამოიკითხა მაგისტრის მზერაში, მაგრამ ვერ შეძლო გაჩერება ამაზე
ხაზგაუსმელად. მას ეს ხანგრძლივი წვალებით გადატანილი ამბავი
ერთხელაც თავიდან უნდა მოეშორებინა.
კნეხტს სრულებით არ შეუცვლია გამომეტყველება. იგი ცოტა ხანს
ჩაფიქრდა, ბოლოს სიფრთხილით მიუგო: „მე ახლაღა ვხვდები შენს
წუხილს, მეგობარო. შეიძლება მართალი ხარ, და ამაზე უნდა აქ ვილა-
პარაკოთ. მაგრამ თავდაპირველად ის მინდა გაგახსენო, რომ შენ,
მართლაცდა, მხოლოდ მაშინ გექნებოდა უფლება ჩემგან იმაზე პასუ-

332
ხის მოლოდინისა, რასაც შენ ჩივილს ეძახი, თუკი შენ სინამდვილეში
ამ ჩივილს გამოხატავდი. მაგრამ ეს ისე იყო, რომ სასტუმროში იმ სა-
ღამოს საუბრისას შენ უკმაყოფილება კი არ გეტყობოდა, არამედ
მთლიანობაში იქცეოდი, მეც ასევე, ისე შნოიანად და ვაჟკაცურად, რო-
გორც შესაძლებელი იყო, შენ ჩემთან ისე უნაკლოდ თამაშობდი და
ისეთი კაცივით, ვისაც, საერთოდ, არაფერი არ აქვს დასაჩივლელი. მა-
ლულად კი თურმე იმას მოელოდი, როგორც ახლა ვისმენ, რომ მაინც
შენს ფარულ ტკივილს მივხვედრილიყავ და იმ შენი ნიღბის მიღმა შენი
ნამდვილი სახე შემეცნო. მე მაშინ უნდა შემძლებოდა ამის შემჩნევა,
თუნდაც შემდეგში სხვა მეტი არაფრისა. მაგრამ შენი სიამაყის უარყო-
ფის გარეშე, როგორ გავიგებდი იმას, რომ შენზე ზრუნვა გამჩენოდა და
შენთვის თანამეგრძნო? რა სარგებლობას მოიტანდა ის, რომ მე შენ-
თვის ხელი გამომეწოდებინა, როცა მე ხელცარიელი ვიყავი და შენ-
თვის არც არაფერი მქონდა შემოსათავაზებელი, არც რჩევა, არც ნუგე-
ში, არც მეგობრობა, რამეთუ ჩვენი გზები ხომ სრულად დაშორებულნი
იყვნენ? დიახ, მაშინ მე ფარული უსიამოვნება და უხალისობა მქონდა
დაუფლებული, რომ შენ მხიარული საუბრის უკან თავს მალავდი, და-
მამძიმებლად და ხელის შემშლელად; ასე ვგრძნობდი, გულახდილად
ვაღიარებ, რომ ეს აუტანელი იყო და იქითკენ მიბიძგებდა, რომ მონა-
წილეობა მიმეღო და შენთვის თანაგრძნობა გამეწია, რადგან ეს შენს
ქცევას არ შეესაბამებოდა; ეს ჰგავდა რაღაც დაჟინებულსა და ბავ-
შვურს, ასე მეჩვენება, და მეხმარებოდა იმაში, რომ გრძნობები გამციე-
ბოდა. შენ ჩემთან მეგობრობაზე გქონდა პრეტენზია, შენ გსურდა კას-
ტალიელი ყოფილიყავი, რიოში მარგალიტებით მოთამაშე, და ჩანდა,
რომ შენ ამას ვერ ფლობდი, საოცარია, ჩაკარგული იყავი ეგოისტურ
გრძნობებში! ასეთი იყო ჩემი მაშინდელი განსჯა: რამეთუ მე კარგად
დავინახე, რომ კასტალიელობისა შენში თითქმის აღარაფერი დარჩე-
ნილიყო, აშკარად, ის კი არადა, მისი ძირითადი საფუძვლებიც კი დაგ-
ვიწყებოდა. კარგი, ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ რატომ მოდიოდი
ვალდცელში და რად გსურდა ჩვენთვის ამხანაგივით მოსალმება? ეს
ჩემთვის, როგორც ამბობენ, გასაბრაზებელი და აუტანელი იყო, და მა-
შინ შენ სრულებით მართალი იყავი, როცა ჩემი მონდომებული ზრდი-

333
ლობა ზურგის შექცევასავით მიიღე. დიახ, მე ინსტინქტურად უარგყავი
და არა იმიტომ, რომ შენ სამყაროს შვილი იყავი, არამედ იმიტომ, რომ
კასტალიელობაზე აკეთებდი აქცენტს, როცა შენ ასე მრავალი წლის
შემდეგ ისევ ამოტივტივდი, აღარ იყო ამისი არაფერი შენში შესაგ-
რძნობი, შენ ერისკაცურად გამოიყურებოდი და ისე ლაპარაკობდი,
როგორც ერთი ვინმე გარედან მოსული, და განსაკუთრებით უცხოდ
მეჩვენებოდა და მაღიზიანებდა სევდის, დარდისა და უბედურების გა-
მომეტყველება შენს სახეში; მაგრამ ყველაფერი, შენი თავდაჭერა, შე-
ნი სიტყვები, ეს მწუხარებაც კი მომეწონა, მშვენიერი იყო, შენ გიხდე-
ბოდა, შენი ღირსი იყო, მე უკვე აღარაფერი მიშლიდა ხელს, შემეძლო
შენი მიღება და თანხმობა ყოველგვარი შინაგანი წინააღმდეგობის გა-
რეშე. ამას აღარ სჭირდებოდა ამჯერად ზედმეტი ზრდილობა და პოზა,
და მე მაშინვე მეგობარივით შეგეგებე და მეწადა, შენთვის ჩემი სიყვა-
რული და თანაგრძნობა გამომეხატა. ამჯერად ეს იყო უფრო შებრუნე-
ბით, ვიდრე პირველად, ამჯერად ისე წავიდა საქმე, რომ მე შევეცადე
შეგხვედროდი იმ დროს, როცა შენ მეტად იხევდი უკან, მართლაც, მდუ-
მარედ შევხვდი ჩვენს პროვინციაში შენს გამოჩენას და შენს ინტერესს
მისი ბედისადმი, როგორც მასთან დაკავშირებისა და მისი ერთგულე-
ბის აღიარებას. ბოლოს, შენ გადახვედი ჩემს მოპოვებაზე, და ჩვენ ისე
შორს ვართ, რომ ახლა ჩვენ ორივე ერთი მეორეს შინაგანად ვხსნით,
და ვიმედოვნებ, ჩვენი ძველი მეგობრობა შესაძლებელია განახლდეს.
შენ თქვი ეს-ესაა, რომ ის ახალგაზრდული მღელვარება შენთვის
ცოტა მტკივნეული, ჩემთვის კი უმნიშვნელო იყო. ჩვენ ამაზე არ უნდა
ვიკამათოთ, თუ მართალი გინდა, ჩვენი ახლანდელი შეხვედრა კი,
amice, არავითარ შემთხვევაში, არ არის უმნიშვნელო, ის ჩემთვის უფ-
რო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ამას დღეს გეუბნები, და ვიდრე ამაზე რამეს
ივარაუდებ, ეს ნიშნავს ჩემთვის, მოკლედ, რომ მიგანიშნო, არა მარტო
დაკარგული მეგობრობის დაბრუნებასა და ამით ახალი ძალისა და
გარდასახვისათვის წარსული დროის აღდგენას, უპირველესად, იგი
ჩემთვის ნიშნავს შეძახილს, შეხვედრას, იგი მიხსნის გზას თქვენი სამ-
ყაროსაკენ; ეს ჩემთვის ახლიდან წამოჭრილი პრობლემაა და ჩვენსა
და თქვენს შორის მდგომარეობის სინთეზს საჭიროებს, და ეს ხდება,

334
გეტყვი, დროულად. შეძახილს ყრუსავით არ ვხვდები, არამედ მაშინ-
დელთან შედარებით მღვიძარედ ვეგებები, რამეთუ ის სიხარულს
მგვრის არა მოულოდნელად, კაცმა რომ თქვას, ის ჩემთვის უცხოსა და
გარედან მოსულივით კი არ ჩნდება, რასაც უნდა გავუხსნა კარი, ანდა
დავუხურო, არამედ ის თითქოს თავად ჩემგანვე მოდის, პასუხს სცემს
იმ მეტად ძლიერსა და დაჟინებულ მოთხოვნილებას, წუხილსა და მო-
ნატრებას, თავად ჩემში რომ დაბუდებულა. მაგრამ ამის თაობაზე შემ-
დეგში, უკვე გვიანია, ჩვენ ორივეს მოსვენება გვჭირდება.
ამის წინ შენ საუბრობდი ჩემს სიხალისესა და შენს მწუხარებაზე და
ფიქრობდი, ასე მგონია, რომ მე არა ვარ სამართლიანად განწყობილი
იმის მიმართ, და დღესაც კი არა, რასაც შენ შენს ჩივილს ეძახი, რამე-
თუ ამ სამდურავს მე ღიმილით ვუპასუხე. აქ არის ის რაღაც, რასაც მე
ნამდვილად ვერ ვგებულობ. რატომ არ უნდა ვუსმენდეთ ჩივილს სიმ-
ხიარულით, რატომ უნდა ვუპასუხოთ მას ისევ მწუხარებით, ღიმილის
ნაცვლად? რომ შენ, შენი დარდითა და შენი სიმძიმით, კვლავ კასტა-
ლიაში და ჩემთან ჩამოხვედი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამის
დამთავრების უფლება გვაქვს; იქნებ სწორედ ახლა ქნა პირი ჩვენი
სიმხიარულისკენ. მაგრამ ახლა თუკი მე არ ჩავვარდები მწუხარებასა
და სიმძიმეში, და ეს არ გადმომედება, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველა-
ფერი, მართლაც, არ მაწუხებდეს და სერიოზულად არ ვიღებდე. რა გა-
მომეტყველებაც შენ გაქვს და რაშიც აისახა სამყაროში შენი ცხოვრება
და ბედი, სრულყოფილად მივიჩნიე, ის შენთან მოვიდა და შენ გეკუთ-
ვნის და ჩემთვის საყვარელი და ყურადსაღებია, თუმცა მე ვიმედოვ-
ნებ, და ვხედავ, ის ჯერ კიდევ იცვლება. თუ საიდან მოდის ის, მე შემიძ-
ლია წინასწარ ვივარაუდო, ამის თაობაზე შენ მოგვიანებით ბევრს მი-
ამბობ ანდა სულაც გაჩუმდები, რამდენადაც შენ ამას სწორად. მიიჩ-
ნევ, მაგრამ რატომ გგონია, რომ შენ და შენს სატკივარს სწორად არ
ვუყურებ და არც მინდა რომ შევხედო?“
დეზინიორის სახე კვლავ წაეშალა. „ხანდახან, – წამოიწყო მან იმე-
დის გაცრუებით, – ისე მეჩვენება ხოლმე, რომ ჩვენ გამოხატვის არა-
მარტო ორი სხვადასხვა ხერხი და ენა გაგვაჩნია, რომელთა შესახებაც
ყოველი მხოლოდ მინიშნებით მეორე ენაზე თარგმნის, არამედ, თით-

335
ქოს ჩვენ, საერთოდაც, მთლიანობაში სხვადასხვა არსებანი ვიყოთ,
რომელთაც არ შესწევთ ერთმანეთის გაგების უნარი. და ვინ არის ჩვენ-
გან მართლა ნამდვილი და სრულფასოვანი ადამიანი, თქვენ თუ ჩვენ,
ანდა არის, საერთოდ, რომელიმე ჩვენგანი ასეთი, მუდამ ისევ ეჭვქვე-
შაა დაყენებული. ჩემთვის ხანდახან ისეთი დრო დგებოდა, მე მაშინ
თქვენ, ორდენის ხალხს და რიოში მარგალიტებით მოთამაშეებს პატი-
ვისცემით გიყურებდით, თქვენთან შედარებით საკუთარი ნაკლებფა-
სეულობის გრძნობითა და შურით, როგორც მუდამ ხალისიან, მუდამ
მოთამაშე და თქვენი საკუთარი ყოფით ნეტარ, ტკივილგანუცდელ
ღვთაებებს, ანუ ზეადამიანებს. სხვა დროს თქვენ ჩემში ხან შურს იწვევ-
დით, ხან თანაგრძნობას, ხან სიძულვილს, როგორც კასტრირებულები,
ხელოვნურად. მუდმივ ბავშვობაში დაბრუნებულები, გულწრფელად
ბავშვურები თქვენს არა გრძნობიერ, ზუსტად შემოფარგლულ, კარგად
მოწესრიგებული თამაშისა და საბავშვო ბაღის სამყაროში, სადაც
გულმოდგინედ აქვს ყველას ცხვირი გაწმენდილი და უსარგებლო
გრძნობათა თუ ფიქრთა ყოველგვარი აღელვება ჩაწყნარებულია და
შეკავებული, სადაც ცხოვრების მანძილზე მოწესრიგებულ, უშიშარ თა-
მაშებს თამაშობენ და ცხოვრებაში ნებისმიერი შემაწუხებელი აფო-
რიაქება, ყოველი დიდი გრძნობა, ნამდვილი ვნება, თუ გულის შეძვრა
მაშინვე მედიტაციური თერაპიის საშუალებით კონტროლდება, მიმარ-
თულება შეეცვლება და ნეიტრალდება. არ არის ეს ხელოვნური, სტე-
რილური, ოსტატურად გამოკვეთილი, მაგრამ მხოლოდ სანახევრო და
მოჩვენებითი სამყარო, რომელშიც აქ თქვენ მხდალად ეწევით უშინა-
არსო ცხოვრებას, უბიწოდ, უვნებოდ და უშიმშილოდ, უწვენოდ და უმა-
რილოდ, და ეს სამყარო არის სამყარო უოჯახოდ, უდედოდ, უბავშვე-
ბოდ და თითქმის უქალებოდ! ვნებას აყოლილი ცხოვრება მოთოკი-
ლია, საშიში, სარისკო და ძალზე საპასუხისმგებლო საკითხები, როგო-
რიცაა მეურნეობა, სამართლისმცოდნეობა, პოლიტიკა, თაობების მან-
ძილზე სხვებს გადაულოცეს; შიშნარევად და საიმედოდ დაცულია ის,
საკვებზე უზრუნველად და მრავალ უხინჯო მოვალეობის გარეშე მიდის
მისი ხმაურიანი ცხოვრება, და რომ მოსაწყენი არ გახდეს, მუყაითად
ამუშავებს მთელი ამ შესწავლილი სპეციალობების დაწვრილებით სა-

336
კითხებს; ისინი ითვლიან ყველა მარცვალსა და ასოს, მუსიკას ჰქმნიან
და თამაშობენ რიოში მარგალიტებით თამაშს იმ დროს, როცა გარეთ
სამყაროს სიბინძურეში საწყალი, გამწარებული ადამიანები ნამდვი-
ლი ცხოვრებით ცხოვრობენ და ნამდვილ სამუშაოს ეწევიან“.
დაუღლელად, მეგობრული ყურადღებით მოუსმინა მას კნეხტმა.
„საყვარელო მეგობარო, – დაიწყო მან განსჯით, – შენი სიტყვები რა
ძალიან მაგონებს ჩვენი მოწაფეობის პერიოდს და შენს მაშინდელ
კრიტიკასა და შემოტევის ხალისს! მაგრამ მე დღეს იგივე როლი აღარ
მაქვს, როგორც მაშინ, ჩემი დავალება დღეს არ არის ორდენისა და
პროვინციის დაცვა შენი თავდასხმებისაგან, და ეს ჩემთვის მისაღები
რამ არის, რომ ეს ძნელი დავალება, რამაც მე ერთხელ უკვე დამძაბა,
ამჯერად აღარანაირად მეხება; სწორედ რომ, ასეთ საინტერესო თავ-
დასხმაზე, რაც შენ ეს-ესაა, კერძოდ, ისევ განახორციელე, პასუხი ძნე-
ლი მოსაძებნია. შენ საუბრობ, მაგალითად, იმ ხალხზე, რომლებიც გა-
რეთ ქვეყანაში ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ და ნამდვილ სამუ-
შაოს ეწევიან. ეს ჟღერს აბსოლუტურად ლამაზად და ერთგულების გა-
მოხატვით, თითქმის უკვე აქსიომასავით, და ვინც ამის საწინააღმდე-
გოდ შებრძოლებას მოისურვებს, იგი მაშინვე შეშფოთდება და ორა-
ტორს იმას გაახსენებს, რომ მისი საკუთარი, ნამდვილი შრომა ნაწი-
ლობრივ მაინც ხომ იმაში გამოიხატება, რომ კასტალიის კეთილდღეო-
ბის შენარჩუნებისათვის ერთ-ერთ კომისიაში მონაწილეობს. მაგრამ
თავი დავანებოთ ერთი წუთით ამ სიამოვნებას! მე შენი სიტყვებიდან
ვხედავ და შენი წარმოთქმული ტონით ვისმენ, რომ შენ კვლავ მუდამ
სიძულვილით სავსე გული გაგაჩნია ჩვენ მიმართ და მაინც იმავდროუ-
ლად სასოწარკვეთილი სიყვარულიც ჩვენდამი, სავსე შურითა და მო-
ნატრებით. ჩვენ შენთვის მშიშრები ვართ, ხმაურიანი თუ მოთამაშე ბავ-
შვები ერთ საბავშვო ბაღში, მაგრამ ზოგჯერ შენ მუდმივად მხიარულ
ღმერთებსაც ხედავ ჩვენში. ყოველ შემთხვევაში, მგონია, შენი სიტყვე-
ბიდან, რომ დამთავრების ნება მაქვს: შენი მწუხარება, შენი უბედურე-
ბა, თუ როგორც ჩვენ ამას ვეძახით, მაინც ალბათ კასტალიის ბრალი
არ არის, ეს სხვა რამიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენ კასტალიელები ამაში
დამნაშავენი რომ ვიყოთ, მაშინ შენი საყვედურები და გულნაკლულო-

337
ბა ჩვენ მიმართ, ცხადია, არც დღეს იქნებოდა იმისგან განსხვავებული,
რაც ჩვენი ყმაწვილკაცობის დისკუსიებში იყო. მოგვიანებით საუბრებ-
ში მე მეტს მოგიყვები, და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ ერთ გზას
ვნახავთ, შენთვის უფრო ბედნიერი და მხიარული რომ იყოს, ანდა არა
ნაკლებ ისიც, რომ კასტალიისადმი შენი დამოკიდებულება უფრო თა-
ვისუფალი და სასიამოვნო შეიქნას, რამდენადაც მე დღემდე ვხედავ,
რომ შენ ჩვენთან და კასტალიასთან დგახარ, და ამით საკუთარ ახალ-
გაზრდობასა და სკოლის პერიოდთან მცდარი, აჩემებული, სენტიმენ-
ტალური დამოკიდებულება გაგაჩნია; შენ შენი საკუთარი სული კასტა-
ლიასა და სამყაროს შორის ორად გააპე და ზედმეტად წუხხარ იმ სა-
კითხებზე, რაც შენ პასუხისმგებლობას არ გაკისრებს; შეძლებისდაგვა-
რად კი, სხვა საკითხებსაც ადვილად იღებ, რაზედაც პასუხისმგებლო-
ბა შენ თავზე თვითონვე გაქვს. ვვარაუდობ, რომ შენ უკვე კარგა ხანია
მედიტაციურ სავარჯიშოებზე აღარ გიზრუნია. ეს ასე არ არის?“
დეზინიორის გაწამებით გაეცინა. „როგორი გამჭრიახი ხარ შენ,
Domine! დიდი დრო გავიდა, გგონია? მრავალი წელია მას შემდეგ, რაც
მედიტაციის ხიბლი უარვყავი. მეყსეულად რა მზრუნველი გახდი ჩემ-
თვის! მაშინ, როცა თქვენ მე ამდენი ზრდილობა და უპატივცემლობა
მიჩვენეთ და ჩემთან მეგობრობის დამყარება ასე წარმატებულად უარ-
ყავით, მაშინ მე აქედან უკან იმ გადაწყვეტილებით მივბრუნდი, რომ
კასტალიელობა ჩემში სამუდამოდ დასრულებულიყო, მაშინვე უკვე
რიოში მარგალიტებით თამაშზე უარი განვაცხადე, აღარც მედიტაცი-
ისკენ მომიხედავს, ის კი არადა, მუსიკამაც მიმზიდველობა დამიკარგა
კარგა ხანია. ამის ნაცვლად ახალი ამხანაგები ვიპოვე, ვინც ამქვეყნი-
ურ სიამეთა გაკვეთილები მომცა. ჩვენ ვსვამდით და ქალებსაც არ ვიკ-
ლებდით, ყველა ხელმისაწვდომ გამაბრუებელ საშუალებასაც გემო
გავუსინჯეთ, ჩვენ ყველა კეთილსასურველს, პატივცემულს, იდეა-
ლურს შევაფურთხეთ და დავცინეთ. ასეთი უხეში ფორმით ეს, რა თქმა
უნდა, არცთუ ისე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ საკმარისად დიდი
ხნით, რათა კასტალიური ბზინვარება ჩემში მთლიანად წაშლილიყო.
და როცა მე წლების გავლის შემდეგ, ხანდახან საკმაოდ ვაცნობიერებ-
დი, რომ მედიტაცია კარგად წამადგებოდა და მისი რამდენიმე ვარჯი-

338
შის შესრულება სარგებელს მომიტანდა, მაშინ უკვე ძალზე ამაყი ვიყა-
ვი იმისათვის, რომ ეს თავიდან დამეწყო“.
„ძალზე ამაყი?“– წყნარად ჰკითხა კნეხტმა.
„დიახ, გავმედიდურდი. ამასობაში სამყაროში ჩავიძირე და ერის-
კაცი გავხდი. არ მინდოდა სხვა არაფერი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი
თქვენგანი ვყოფილიყავი, მე სხვა ცხოვრება აღარ მინდოდა თქვენ-
ნაირის გარდა, თქვენნაირი გრძნობის, ბავშვური, მკაცრი, არადამ-
პყრობლური, და ბედნიერებასა და შიშს შორის მოფარფატე ცხოვრება
მსურდა. მე ის უგულებელვყავი, რომ თქვენი საშუალებების დახმარე-
ბით გარკვეული შემსუბუქება მეგრძნო და უპირატესი პოზიცია შემექ-
მნა ჩემთვის“.
მაგისტრმა მკვეთრი მზერით შეხედა. „და მერე მრავალი წლის მან-
ძილზე რა შეასრულე? სხვა საშუალებანი არ გამოიყენე, რომ ამისათ-
ვის მიგეღწია?“
„ო, დიახ, – აღიარა პლინიომ, – ასე მოვიქეცი და დღესაც ამას ვაკე-
თებ. არის პერიოდები, როცა მე ისევ ვსვამ, და ხანდახან, ძილის წინ
ყველანაირი გამაბრუებელი საშუალებებიც მჭირდება“.
კნეხტმა ერთი წამით დახუჭა თვალები, რომელმაც ანაზდად დაღ-
ლილობა იგრძნო, შემდეგ მეგობარს ახლიდან შეაჩერდა. ღიმილით
უყურებდა სახეში, თავიდან გამომცდელად და სერიოზულად, შემდეგ
კი თანდათან უფრო სათუთად, მეგობრულად და ხალისიანად. დეზი-
ნიორი აღნიშნავს, რომ აქამდე ჯერ არასოდეს შეხვედრია ადამიანებ-
ში ისეთ თვალთა მზერას, რომელიც განმსჭვალული ყოფილიყო გა-
მომცდელობითა და სითბოთი ერთდროულად, უცოდველობითა და
განსჯით, ასე სხივმფენი მეგობრულობითა და ასე ყველაფრის ცოდ-
ნით. ის აღიარებს, რომ ეს მზერა პირველად შეხვდა, რომელმაც გააღი-
ზიანა, შემდეგ კი დააწყნარა და თანდათან აიძულა სათნო ძალით აღ-
ვსილიყო. მაინც ცდილობდა იგი თავის დაცვას.
„შენ ამბობ, – ფიქრში იყო იგი, – იმის საშუალება იცი, რომ მე უფრო
ბედნიერი და მხიარული გამხადო, მაგრამ სრულებით არ მეკითხები,
ეს მართლაც მსურს თუ არა“.

339
„და აი, – გაეცინა იოზეფ კნეხტს, – თუ ჩვენ გვინდა ადამიანი უფრო
ბედნიერი და მხიარული გავხადოთ, ეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ყო-
ველ შემთხვევაში, იგი ამას ჩვენ გვთხოვს თუ არა, და მერე როგორ არ
უნდა გსურდეს და არც ეძიებდე? ამიტომ ხარ შენ აქ, ამიტომ ვსხედ-
ვართ ჩვენ კვლავ ერთმანეთთან, ამიტომ მოხვედი ჩვენთან ისევ. შენ
გძულს კასტალია, შენ არ სცემ პატივს მას, შენ ზედმეტად გაამაყებული
ხარ შენი საერო ცხოვრებითა და შენი მწუხარებით, რათა გსურდეს მი-
სი შემსუბუქება გონებისა და მედიტაციის თუნდაც მცირეოდენი მოშვე-
ლიებით. და ჩვენი და ჩვენი მხიარულების ფარული და დაუოკებელი
მონატრება შენ წინ გიძღვებოდა მთელი ამ წლების მანძილზე, სანამ
ჩვენთან უკანვე არ მობრუნდი, რათა საკუთარი თავი კასტალიურ გა-
რემოში კიდევ ერთხელ გამოგეცადა. მე გეუბნები, ამჯერად შენ სწო-
რედ რომ დროზე ხარ მოსული, ისეთ დროს, როცა მე ძალიან მომენატ-
რა თქვენი სამყაროს ძახილი, კარიბჭე, რომელიც ამ სამყაროს გამიხ-
სნიდა. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ! შენ ზოგიერთ რამეში გამენდე, მე-
გობარო, ამისათვის გმადლობ, და ნახავ, რომ სხვა რამესაც ვაღიარებ.
ახლა გვიანია, ხვალ შენ ადრიანად მიემგზავრები, მეც ისევ სამუშაო
დღე მელოდება, ჩვენ მალე უნდა წავიდეთ დასაძინებლად. თხუთმე-
ტიოდე წუთიღა მადროვე, გეთაყვა“.
ის წამოიმართა, ფანჯარასთან მივიდა და ზემოთ აიხედა, სადაც
მქროლავ ღრუბლებს შორის ყველგან ზოლები ჩანდა კაშკაშა ვარ-
სკვლავებით მოჭედილ ღამის ცაზე. ვინაიდან იგი მაშინვე უკან არ გა-
მობრუნდა, სტუმარიც ადგა და მასთან მივიდა. მაგისტრი იდგა, ზემოთ
იყურებოდა და რიტმული სუნთქვით შემოდგომის ღამის აგრილებული
ჰაერით ტკბებოდა. მან სტუმარს ცისკენ ხელით მიანიშნა.
„შეხედე, – უთხრა, – ღრუბლებს შორის ცა ზოლებად მოჩანს! ერთი
შეხედვით იფიქრებს კაცი, რომ სიღრმე იქაა, სადაც ყველაზე უფრო
ბნელი ადგილია, მაგრამ მაშინვე აღიქვამს, რომ ეს სიბნელე და სირ-
ბილე მხოლოდ ღრუბლებია და რომ სამყაროს სივრცე თავისი სიღ-
რმით ამ ღრუბლების მთებზე, მათ კლდოვან ნაპირებსა და ყურეებზე
იწყება და უსასრულობაში იძირება, სადაც მოზეიმე ვარსკვლავები
ჩვენთვის, ადამიანებისათვის, უმაღლესი აზრით სიწმინდისა და წეს-

340
რიგის დატვირთულ სურათებს ჰგვანან. არა მხოლოდ იქ არის სამყა-
როს სიღრმე და მისი საიდუმლოებანი, სადაც ღრუბლები და სიშავეა,
არამედ სიღრმე სიწმინდესა და მხიარულებაშიცაა. თუ შეიძლება
გთხოვო: რომ ძილის წინ გადახედო კიდევ ცოტა ხნით ამ ზღვის ყურე-
ებსა და სრუტეებს მრავალ ვარსკვლავთან ერთად და არ უარყო ის
ფიქრები – და აზრები, რომლებიც ამ დროს გეწვევა“.
– ამ შეგრძნებამ იგი თავისებურად შეაკრთო, გაურკვევლობით,
ბედნიერებით თუ ტკივილით შეძრა პლინიოს გული. მას გაახსენდა, ეს
იყო ერთხელ, დიდი, უკვე დავიწყებული დროის წინ, ლამაზ მხიარულ
რიჟრაჟზე ვალდცელში მოწაფეობისას, პირველი მედიტაციის სავარ-
ჯიშოებისას მსგავსი სიტყვებით რომ გააფრთხილა.
„კიდევ ერთი სიტყვის ნება მომეცი, – დაიწყო რიოში მარგალიტე-
ბით თამაშის მაგისტრმა ისევ წყნარი ხმით, – მე სიამოვნებით მინდა
კიდევ გითხრა მხიარულებაზე რამე, ვარსკვლავების სიმხიარულესა
და სულის მხიარულებაზე, ჩვენი კასტალიური სახის სიმხიარულეზეც.
შენ გაურბიხარ მხიარულებას, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მწუხარების
გზა უნდა გაიარო; და შენ გეჩვენება ყველანაირი სინათლე და კარგი
გუნება, და კერძოდ კი, ჩვენი კასტალიური, ზღაპრულად და ბავშვუ-
რად, მხდალადაც, სინამდვილის შიშებისა და უფსკრულებისაგან ნა-
თელ, კეთილმოწესრიგებულ სამყაროში გაქცევად, სადაც მხოლოდ
ფორმები და ფორმულები, მხოლოდ კარგად დამუშავებული და დახ-
ვეწილი აბსტრაქციებია. მაგრამ, ჩემო საყვარელო, სევდიანო მეგობა-
რო, შეიძლება ეს გაქცევა არსებობდეს, შეიძლება ეს მხდალ, მშიშარა,
მხოლოდ ფორმულებით მოთამაშე კასტალიელებს არ აკლდეთ, და
ისინი ჩვენთან, ის კი არადა, უმეტესობასაც უნდა შეადგენდნენ, მაგ-
რამ ეს ვერ შეცვლის ნამდვილ მხიარულებას, ცისა და სულის მხიარუ-
ლებას, ვერაფერი – მის ფასეულობასა და ბრწყინვალებას. ჩვენ შორის
მცირე კმაყოფილებასა და მოჩვენებით მხიარულებას სხვები უპირის-
პირდებიან, ადამიანები და ადამიანთა თაობები, რომელთა მხიარუ-
ლება არ წარმოადგენს თამაშსა და ზედაპირულობას, არამედ სერიო-
ზულობასა და სიღრმეს. ერთს ვიცნობდი მე, ეს იყო ჩვენი ყოფილი მუ-
სიკის მაგისტრი, ვისაც შენ პირველად ვალდცელში ხანდახან ხვდებო-

341
დი. ეს კაცი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში მხიარულებას იმ
ზომით ფლობდა, რომ იგი ასხივებდა, როგორც მზე – სხივებს და ეს რო-
გორც კეთილმოსურნეობა, როგორც ცხოვრების ხალისი, როგორც კე-
თილგანწყობა, როგორც დანდობა და იმედიანობა, ყველაზე ისე გადა-
დიოდა და ყველაში აგრძელებდა ნათებას, რომლებიც ამ ბრწყინვას
სერიოზულად იღებდნენ და საკუთარ თავში უშვებდნენ. მეც მისი შუ-
ქით გავნათდი, მეც ცოტაოდენ თავის ნათლიერებასა და თავისი გუ-
ლის ბრწყინვალებას მაზიარა, ასევე ჩვენი ფერომონტე და კიდევ ზოგი
სხვაც. ამ სიხარულს რომ მიაღწიო, ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, და ჩემ-
თან ერთად სხვებისთვისაც, რომ ყველა მიზნის უმაღლესსა და უკე-
თილშობილეს რამეს მიაღწიო, ორდენის ხელმძღვანელობის რამდე-
ნიმე მამასთანაც ნახავ შენ ამას. ეს სიმხიარულე არც თავის შექცევაა
და არც თავმომწონეობა, იგი უმაღლესი შეცნობა და სიყვარულია, თან-
ხმობაა ყველანაირ სინამდვილესთან, სიფხიზლეა ყოველი სიღრმისა
და უფსკრულის პირთან, იგი არის წმინდანთა და რაინდთა სათნოება,
იგი არის ხელშეუხებელი და მიიღწევა მხოლოდ ასაკში და სიკვდილ-
თან მიახლოებისას, ეს მუდამ არის მშვენიერების საიდუმლოება და
ყოველი ხელოვნების მუდმივი სუბსტანცია. პოეტი, რომელიც ცხოვრე-
ბის დიდებულებასა და საშინელებას თავისი ლექსების ცეკვაში განა-
დიდებს, მუსიკოსი, ვინც აიძულებს ამას რომ სწორედ ახლა აჟღერდეს,
შუქის მფრქვეველია, მიწაზე სიხარულისა და ნათლიერების გამამრავ-
ლებელია, თუნდაც იგი ჩვენ ცრემლებითა და ტკივილიანი დაძაბულო-
ბით წინ მიგვიძღოდეს: იქნებ ის პოეტი, ვის ლექსებსაც ჩვენ აღტაცება-
ში მოვყავართ, ერთი მწუხარე და მარტოსული ადამიანი იყო, ხოლო
მუსიკოსი კი – მელანქოლიური მეოცნებე, მაგრამ მის ნაწარმოებს მა-
ინც ღმერთებისა და ვარსკვლავების მხიარულებასთან უდევს წილი.
რასაც ის ჩვენ გადმოგცემს, ეს უკვე მისი სიბნელე, მისი ტკივილი თუ
შიში კი აღარ არის, არამედ ეს წმინდა შუქის, მარადიული სიმხიარუ-
ლის წვეთია. თუნდაც მაშინ, როცა მთელი ხალხები და ენები თავიან-
თი მითებით, კოსმოგონიებითა და რელიგიებით ცდილობენ სამყაროს
სიღრმეებში შეღწევას, უკანასკნელი და უმაღლესი, რასაც კი მათ შე-
უძლიათ მიაღწიონ, ეს სიმხიარულეა. შენ გახსოვს ძველი ინდოელები,

342
ჩვენი ვალდცელელი მასწავლებელი ოდესღაც მათ შესახებ მშვენივ-
რად გვიყვებოდა: ტკივილის, ჭმუნვის, სინანულის, ასკეტიზმის ხალ-
ხია, მაგრამ მისი სულის უკანასკნელი დიდი მიგნებები იყო ნათელი და
მხიარული, მხიარულია სამყაროს მძლეველთა და ბუდათა ღიმილი,
მხიარულია მის ღრმა მითოლოგიათა სახეები. სამყარო, ამ მითების
აღწერით, იწყება თავიდან ღვთაებრივად, სულიერად, სხივმფინარედ,
გაზაფხულის მშვენებით, ვით ოქროს ხანა. შემდეგ იგი სნეულდება და
სულ უფრო დაცემისაკენ მიექანება, იგი უხეშდება და პარტახდება, და
სულ უფრო დაქვეითებისაკენ მიმავალი სამყაროს ოთხი ეპოქის ბო-
ლოს იგი იმითღა ინარჩუნებს სიმდიდრეს, რომ მომცინარი და მოცეკ-
ვავე შივა გაიქელება და განადგურდება – მაგრამ ეს ამით არ მთავ-
რდება, ახლიდან იწყება მეოცნებე ვიშნუს ღიმილით, რომელიც მოცეკ-
ვავის ხელებით ახალ, ახალგაზრდა, მშვენიერ, სხივებმფრქვეველ
სამყაროს შექმნის. გასაოცარია: ამ ხალხმა, განსჯისა და ტკივილის
განცდის უნარით სხვებისგან გამორჩეულმა, შეძრწუნებითა და სირ-
ცხვილით შეხედა რა მსოფლიო ისტორიის სასტიკ თამაშს, სიხარბისა
და ტანჯვათა მარადიულად მბრუნავ ბორბალს, დაინახა და გაიგო რა
არსებულის დაცემისაკენ მიდრეკილება, ადამიანის სიხარბე და მზაკ-
ვრობა და ამავდროს მის მიერ სიწმინდისა და ჰარმონიის ღრმა მონატ-
რება, სამყაროს შექმნის მთელი სილამაზისა და მთელი ტრაგიზმის გა-
მო მიაგნო ამ დიდებულ იგავებს – სამყაროს შექმნის, მისი ეპოქებისა
და დაშლის შესახებ, ძალმოსილი შივას შესახებ, რომელიც დაცემული
სამყაროს ნანგრევებზე ცეკვავს, და მომღიმარი ვიშნუს შესახებაც, რო-
მელიც მთვლემარე წევს და ღმერთების ოქროს სიზმრებისაგან თამაშ-
თამაშით ხელახლა ქმნის სამყაროს.
მაგრამ რაც ჩვენს საკუთარ, კასტალიურ სიმხიარულეს შეეხება, იგი
შესაძლოა ამ დიადის მხოლოდ გვიანდელი და მცირე სახესხვაობა
იყოს, მაგრამ ის არის სავსებით კანონიერი. სწავლულობა მუდამ და
ყველგან მხიარული არ ყოფილა, თუმცა ის ასეთი უნდა ყოფილიყო.
ჩვენთან ეს არის ჭეშმარიტების კულტი, რომელიც მჭიდროდაა დაკავ-
შირებული მშვენიერის კულტთან და, გარდა ამისა, მედიტაციით სუ-
ლის გაძლიერებისთვის ზრუნავს, და ეს ნიშნავს, რომ სიმხიარულე

343
მთლიანად არასოდეს დაიკარგება. ჩვენი რიოში მარგალიტებით თა-
მაში კი აერთიანებს თავის თავში ყველა ამ პრინციპს: მეცნიერებას,
მშვენიერისა და მედიტაციის პატივისცემას, და ასე იქნება, ნამდვილი
რიოში მარგალიტებით მოთამაშე სიმხიარულით განმსჭვალული, რო-
გორც მწიფე ნაყოფი თავისი ტკბილი წვენით. უპირველეს ყოვლისა,
მას მუსიკის სიმხიარულე უნდა ჰქონდეს თავის თავში, რაც სხვა არა-
ფერია, მამაცობის გარდა, სამყაროს შუაგულში მხიარული, მომღიმარი
ნაბიჯებით სვლისა და ცეკვის გარდა, სადაც საშინელება და ცეცხლის
ენებია, სადაც მსხვერპლი საზეიმოდ შეიწირება. ამ სახის მხიარულე-
ბასთან მაქვს საქმე მას შემდეგ, რაც, როგორც მოწაფემ და სტუდენტმა,
მასზე წინასწარ ფიქრი და მისი გაგება დავიწყე, და ისე მეტად აღარ
გადამიფასებია, არც უბედურებასა და არც განსაცდელში.
ახლა დასაძინებლად მივდივართ, შენ ხვალ დილით ადრიანად
გაემგზავრები. მალე მოდი ისევ, მეტი მომიყევი შენზე, მეც მოგიყვები,
გაიგებ, რომ ვალდცელშიც და მაგისტრის ცხოვრებაშიც კითხვები და-
ისმის, იმედი ცრუვდება და სასო წარიკვეთება და დემონები ჩნდება.
ახლა კი ძილის წინ თავად უნდა მიუგდო ყური მუსიკას, ვარსკვლა-
ვებით მოჭედილი ცისკენ მიმართული მზერა და მუსიკისადმი მიპყრო-
ბილი სმენა დასაძინებლად წასვლისას, ყველა შენს საძილე საშუალე-
ბაზე უმჯობესია“. იგი ფრთხილად დაჯდა, სათუთად, წყნარად უკრავ-
და პიორსელის იმ სონატის ნაწილს, პატერ იაკობუსს რომ უყვარდა ძა-
ლიან. ვით ოქროს შუქის წვეთები, ისე იღვრებოდა სიჩუმეში ტონები,
ისე ფაქიზად, რომ ამასობაში ეზოში ძველი, მჩქეფარე შადრევნის მე-
ლოდიის მოსმენა კვლავაც შეიძლებოდა. მშვენიერი მუსიკის ხმები ნა-
ზად და მკაცრად, ძუნწად და ტკბილად ერთურთს შეეყრებოდნენ და
გადაეჭდობოდნენ; დროისა და წარმავლობის არარაობაში თავიანთი
შინაგანი ფერხულით მამაცურად და მხიარულად მიაბიჯებდნენ; მისი
ჟღერადობით ოთახი და ღამით ის საათი მცირე ხნით გაიზარდა და კი-
დით-კიდემდე ფართოდ განივრცო. და როცა იოზეფ კნეხტი თავის სტუ-
მარს გამოემშვიდობა, იმას სახე შეცვლილი და განათებული ჰქონდა,
და თანაც თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა.

344
მომზადებები

კნეხტმა მოახერხა, რომ მასა და დეზინიორის შორის არსებული ყი-


ნული გამლღვალიყო, და ორივესათვის ცოცხალი, გამომაფხიზლებე-
ლი ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა დაიწყო. ამ კაცს, ვინც
წლების მანძილზე იმედგაცრუებულ მელანქოლიაში ცხოვრობდა, თა-
ვისი მეგობრისათვის მართალი უნდა ეთქვა. სინამდვილეში ეს იყო
განკურნების, სინათლის, კასტალიური მხიარულობის მონატრება, რაც
მას პედაგოგიური პროვინციისკენ ისევ უკან ეწეოდა. ხშირად მოდიო-
და კომისიისა და სამსახურებრივი დავალებების გარეშე, რომელსაც
ტეგულარიუსი ეჭვიანი უნდობლობით ათვალიერებდა, და მალე მა-
გისტრმა კნეხტმა მასზე და მის ცხოვრებაზე ყველაფერი იცოდა, რაც
მას სჭირდებოდა. დეზინიორის ცხოვრება არ ყოფილა განსაკუთრებუ-
ლი, და არც ისე რთული, როგორც კნეხტი მისი პირველი გულახდილი
საუბრების შემდეგ ვარაუდობდა. პლინიომ ახალგაზრდობაში ჩვენ-
თვის უკვე ნაცნობი იმედის გაცრუება და დამცირება განიცადა, ვინც
ენთუზიაზმით სავსე და საქმის მოყვარული არსება გახლდათ, იგი არა
მარტო სამყაროსა და კასტალიას შორის შუამავალი და შემრიგებელი
გახლდათ, არამედ გამაერთიანებელიც, მაგრამ მწუხარე გარეთ მყო-
ფი ადამიანი და, თავისი წარმოშობისა და თავისივე ხასიათის გამო,
საეროსა და კასტალიურის შემადგენელი ნაწილების სინთეზში ვერ
მომყვანი. მაგრამ იგი მაინც არ იყო უბრალო, ცხოვრებაში ხელმოცა-
რული ადამიანი, მიუხედავად ყველა მარცხისა და უარისა, მან საკუთა-
რი სახე და განსაკუთრებული ბედი შექმნა. როგორც ჩანდა, კასტალია-
ში აღზრდამ მთლიანად იმედი ვერ გაუმართლა, თავდაპირველად მას
ცხოვრებამ არანაკლებ კონფლიქტები და იმედგაცრუებები, და სიღ-
რმისეულად, განცალკევებული და მოურგებელი კაცის განკერძოება
და განმარტოება მოუტანა, რაც მისი ბუნებისათვის მძიმე გადასატანი
აღმოჩნდა. და ეტყობოდა, მოხვდა რა ერთხელ უკვე მარტოსულთა და
ვერშეგუებულთა ამ ეკლიან გზაზე, თვითონაც ყველაფერს აკეთებდა
იმისათვის, რათა კიდევ უფრო გამოცალკევებულიყო და თავისი სიძ-
ნელეები უფრო მეტად გაეზარდა. სახელდობრ, იგი უკვე სტუდენტობა-

345
ში ვერ ურიგდებოდა თავის ოჯახს, უპირველეს ყოვლისა, კი მამას. ეს
უკანასკნელი, თუნდაც პოლიტიკაში ნამდვილ წინამძღოლებს შორის
არ ჩაგვეთვალა, ყველა დეზინიორის მსგავსად მაინც მთელი სიცოც-
ხლის მანძილზე კონსერვატიული, მთავრობის ერთგული პოლიტიკისა
და პარტიის საყრდენი იყო, ყველა სიახლის მტერი, წილხვედრ დაკარ-
გულთა და გაღარიბებულთა მხრიდან უფლებებსა და სიკეთეზე ყო-
ველგვარი პრეტენზიების მოწინააღმდეგე, უნდობლად განწყობილი იმ
ადამიანების მიმართ, ვისაც სახელი და ჩინი არ გააჩნდა, ერთგული
და მსხვერპლის გამღები ძველი წესრიგისათვის, ყველაფრისათვის,
რაც მას კანონიერად და წმინდად მიაჩნდა. იგი რელიგიური მოთხოვ-
ნილებების გარეშე ცხოვრობდა, მაგრამ ეკლესიის მეგობარი იყო და
ამით იფარგლებოდა, თუმცა კი სამართლიანობის გრძნობა, კეთილ-
მოსურნეობა, კეთილისმყოფელობისა და დახმარებისათვის მზად-
ყოფნის სურვილი მთლიანობაში მას არ აკლდა, მაინც პრინციპულად
და ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მიწის მოიჯარეთა მისწრაფებებს მა-
თი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამ უდრეკელობას იგი მოჩვე-
ნებითი ლოგიკურობით თავისი პარტიის პროგრამითა და ლოზუნგე-
ბით ამართლებდა, სინამდვილეში მას მართავდა არა რწმენა, არა კე-
თილგონიერება, არამედ თავისი წოდებისა და თავისი სახლის ტრადი-
ციებისადმი ბრმა ერთგულება, ვინაიდან გარკვეული რაინდობა და
რაინდული ღირსების გრძნობა, ისევე როგორც ხაზგასმით უპატივცემუ-
ლობა ყველაფრისა, რაც მოდური, პროგრესული და დროის შესაბამი-
სია, მისი ხასიათის ნიშნებს წარმოადგენდა.
ამ კაცს იმედს უცრუებდა, აღიზიანებდა და ამწარებდა მისი ვაჟი
პლინიო იმით, რომ იგი სტუდენტობაში მკვეთრად ოპოზიციურ, მოდერ-
ნისტულ პარტიას დაუახლოვდა და მასში გაერთიანდა. ეს პარტია მა-
შინ ერთი ძველი, ბურჟუაზიულ-ლიბერალური პარტიის მემარცხენე
ახალგაზრდულ ფრთად ჩამოყალიბდა. მას ხელმძღვანელობდა ვერა-
გუტი, პუბლიცისტი, დეპუტატი და ხალხში ცნობილი ორატორი, თავისი
დიდი და ბრწყინვალე საქმიანობით, ტემპერამენტიანი, შესაბამისად
მაინც გრძნობიერი და გულშეძრული ხალხის მეგობარი და თავისუფ-
ლებისმოყვარე გმირი; მან მიიმხრო აკადემიური ახალგაზრდობა,

346
რომლის წინაშეც თავისი საჯარო მოხსენებებით საუნივერსიტეტო ქა-
ლაქებში გამოდიოდა, და არცთუ წარუმატებლად. მას დაუახლოვდა
ახალგაზრდა დეზინიორიც, ვინც სხვა აღფრთოვანებულ მსმენელებსა
და მომხრეებს შორის იმყოფებოდა. ყმაწვილი კაცი, ვისაც უმაღლესმა
სასწავლებელმა იმედი გაუცრუა, და მის შემცვლელ დასაყრდენს ეძებ-
და, თანაც იმ დროს, როცა კასტალიის მორალი მისთვის უკვე არაარ-
სებითად ქცეულიყო, და იგი რაღაც ახალი იდეალიზმისა და პროგრა-
მის მოლოდინში, ვერაგუტის მოხსენებებმა აღაფრთოვანა, აოცებდა
მისი პათოსი და შემართება, შემტევობა, მისი იუმორი, გამოსვლები,
მშვენიერი გარეგნობა და მისი მჭერმეტყველური ენა; იგი სტუდენტთა
იმ ერთ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც ვერაგუტის თაყვანისმცემელთა-
გან შედგებოდა და მათი პარტიისა და მიზნებისათვის ზრუნავდა და
საქმიანობდა. ეს რომ პლინიოს მამამ შეიტყო, მაშინვე თავის ვაჟიშ-
ვილთან გაემგზავრა და პირველად ცხოვრებაში თავს რისხვა დაატე-
ხა, უსაყვედურა, რომ ეს არის შეთქმულება, მამის, ოჯახის და ოჯახის
ტრადიციის ღალატი და უბრძანა, შეცდომა აუცილებლად გამოესწო-
რებინა და ვერაგუტთან და მის პარტიასთან კავშირი გაეწყვიტა. ეს არ
იყო სწორი დამოკიდებულება, რომ ყმაწვილ კაცზე გავლენა ჰქონოდა,
რის გამოც ახლა მისი პოზიცია ტანჯვაში გადაიზარდა. პლინიო ამ მეხ-
თატეხას მტკიცედ დაუხვდა და მამამისს აუხსნა, რომ ის ათი წელი
ელიტის სკოლებში და რამდენიმე წელი უნივერსიტეტში იმიტომ კი არ
დადიოდა, რომ საკუთარ შეხედულებასა და საკუთარ განსჯაზე უარი
ეთქვა და სახელმწიფოზე, მეურნეობასა და სამართალზე თავიანთი
ანგარებიანი ინტერესების დამცველი ლანდბარონების ხროვის შეხე-
დულებები გაეზიარებინა. ვერაგუტის სკოლა მისთვის სასარგებლო
აღმოჩნდა; ხელმძღვანელი დიდი ტრიბუნების მაგალითის მიხედვით
არასოდეს ავლენდა საკუთარ ანდა წოდებრივ ინტერესებს, და სხვა
არაფრისაკენ ისწრაფვოდა ამ ქვეყანაზე, სუფთა, აბსოლუტური სამარ-
თლიანობისა და ადამიანურობის გარდა. მოხუც დეზინიორის მწარე
სიცილი აუტყდა და თავისი ვაჟიშვილი სახლში მიიწვია, უნდოდა, რომ
ჯერ სტუდენტობა დაესრულებინა, მანამ კაცების საქმეებში ჩაერთვე-
ბოდა, თანაც ამასობაში ჩამოყალიბდებოდა, ადამიანის ცხოვრებასა

347
და სამართლიანობაზე მეტს გაიგებდა, როგორც კეთილშობილი თა-
ობების საპატიო ოჯახთა რიგებს შეშვენის, მაგრამ ამჟამად იგი მათი
დაცემული შთამომავალია, რომელთაც მან თავისი ღალატით ზურგში
მახვილი ჩასცა. ორივემ ერთმანეთში მწარედ იკამათა და ერთმანეთს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ვიდრე მოხუცი ანაზდად, თითქოს
მან რისხვისაგან წაშლილი სახე სარკეში შენიშნაო, ცივად, დარცხვე-
ნით არ დადუმდა და უჩუმრად არ წავიდა. აქედან მოყოლებული უწყი-
ნარი, ნდობით სავსე ურთიერთობა მამის სახლთან პლინიოსათვის უკ-
ვე აღარასოდეს დაბრუნებულა, რამეთუ იგი არა მარტო თავისი ჯგუფი-
სა და მისი ახალი ლიბერალიზმის ერთგული დარჩა, ის კი არადა, ვე-
რაგუტის უშუალო მოწაფე, დამხმარე და თანამშრომელი და რამდენი-
მე წლის მოგვიანებით მისი სიძეც კი გახდა. თუკი ელიტარულ სკოლებ-
ში აღზრდისა და იმ სიძნელეების გამო, რომლებითაც იგი ხელახლა
ეჩვეოდა სამყაროსა და სამშობლოს უკან დაბრუნების შემდეგ, დეზი-
ნიორის სულში წონასწორობა უკვე დარღვეული იყო, თუკი მისი ცხოვ-
რება ისედაც აღსავსე იყო მძიმე პრობლემებით, ამ ახალმა გარემოე-
ბებმა იგი სულაც სახიფათო, რთულ და საყოყმანო მდგომარეობაში ჩა-
აყენა. მან შეიძინა რაღაც უეჭველად ღირებული, რაღაც რწმენა, რა-
ღაც პოლიტიკური შეხედულებები და პარტიულობა, რაც სამართლია-
ნობასა და პროგრესულობაში მის ახალგაზრდულ მოთხოვნილებებს
პასუხობდა, და ვერაგუტის სახით კი – მასწავლებელი, წინამძღოლი
და უფროსი მეგობარი, ვინც მას თავდაპირველად აღტაცებითა და
მთელი გულით უყვარდა, ვისთვისაც თავად დეზინიორიც, გარდა ამი-
სა, როგორც ჩანდა, საჭირო და დასაფასებელი გახლდათ, მან მოიპო-
ვა მიმართულება და მიზანდასახულობა, სამუშაო და ცხოვრების ამო-
ცანა. ეს ცოტა რამ არ ყოფილა მისთვის, და ეს ყველაფერი ძვირი და-
უჯდა. ახალგაზრდა კაცი თუმცა კი შეურიგდა თავისი ბუნებრივი, მემ-
კვიდრეობითი და წოდებრივი მდგომარეობის დაკარგვას, და თუმცა
კი იცოდა, რომ წარმატებული კასტიდან გამოდევნა და მისი წინააღ-
მდეგობა მოწამეობის რაღაც ფანატიკური სიხარულით უნდა გადაეტა-
ნა, მაგრამ კიდევ რჩებოდა ისეთი რამ, რისი მორევაც მას ბოლომდე
არ შეეძლო, არანაკლებ მღრღნელი გრძნობა იმის გამო, რომ თავის

348
უსაყვარლეს დედას ტკივილი მიაყენა, იგი უკიდურესად უხერხულ და
ორჭოფულ მდგომარეობაში ჩააყენა მამასა და თავად მას შორის, და
როგორც ჩანს, ამის გამო მისი სიცოცხლე შეამოკლა. იგი პლინიოს
ქორწინებიდან სულ მალევე გარდაიცვალა; დედის სიკვდილის შემ-
დეგ პლინიო მამის სახლში აღარავის უნახავს და ეს სახლი, ძველი
ოჯახის რეზიდენცია, მამის გარდაცვალების შემდეგ გაიყიდა.
არსებობენ ისეთი ბუნების ადამიანები, რომლებსაც ისე ეწყობათ
საქმე, რომ ცხოვრებაში მსხვერპლის ფასად მიღებული მდგომარეობა
– სამსახური, ქორწინება, პროფესია, სწორედ ამ მსხვერპლის გამო უყ-
ვარდებათ და ეთვისებიან, რამეთუ მათთვის ეს ბედნიერებად იქცევა
და ამით კმაყოფილდებიან. დეზინიორისთან კი ეს სხვაგვარად იყო.
სახელდობრ, იგი დარჩა თავისი პარტიისა და მისი ხელმძღვანელის,
მისი პოლიტიკური მიმართულებისა და საქმიანობის, ქორწინების, მი-
სი იდეალების ერთგული, მაგრამ დროსთან მიმართებაში ეს ყველაფე-
რი მისთვის მაინც პრობლემური გახდა, როგორც ერთხელაც მთელი
მისი არსება. ახალგაზრდობის პოლიტიკური და მსოფლმხედველობ-
რივი ენთუზიაზმი წყნარდებოდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცების
გულისათვის ხანგრძლივად წარმოებული ბრძოლა სულაც არ იყო გა-
სახარელი, როგორც ტკივილის დათმენა და მსხვერპლის გაღება
თვითნებობის გამო, ამას მიემატა გამოცდილება და გამოფხიზლება
პროფესიულ ცხოვრებაში; ბოლოს მისთვის საეჭვო გახდა, ნუთუ მარ-
თლა მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიმართლის გრძნობა იყო ის, რამაც
იგი ვერაგუტის მოკავშირედ აქცია, ხომ არა მისი ორატორობა და სა-
ხალხო ტრიბუნა, ოფიციალურ გამოსვლებში მისი მომხიბლაობა და
მისი ოსტატობა, ხომ არა მისი ხმის შესანიშნავი ჟღერადობა, მისი მა-
მაკაცური მედიდური სიცილი, სიჭკვიანე და ნახევრად მისი ქალიშვი-
ლის მშვენიერებაც, რაც არანაკლებ მოქმედებდა მასზე. უფრო და უფ-
რო საეჭვო შეიქნა, რომ მოხუც დეზინიორის თავისი წოდებისა და თა-
ვისი სიმტკიცის გამო არენდის მფლობელების წინააღმდეგ, მარ-
თლაცდა, არაკეთილშობილური შეხედულება ჰქონდა გულში, საეჭ-
ვოდ მიაჩნდა ისიც, რომ კარგი თუ ცუდი, სამართალი თუ უსამართლო-
ბა, საერთოდ, რომ არსებობდა და ბოლოს მისი ერთადერთი ქმედითი

349
მსაჯული საკუთარი სინდისის ხმაა, და თუ ეს ასეა, ფიქრობდა, მაშინ
იგი, პლინიო, უსამართლობაში ცხოვრობდა, რამეთუ იგი არ იყო ბედ-
ნიერი, სიმშვიდე და თანხმობა, მინდობა და უსაფრთხოება აკლდა მას
ცხოვრებაში, და მას უიმედობა, ეჭვი, არაკეთილსინდისიერება იპ-
ყრობდა. მისი ქორწინება უხეში გაგებით, არ იყო უბედური და წარუმა-
ტებელი, მაგრამ მაინც დაძაბულობებით, სირთულეებით, წინააღმდე-
გობებით აღსავსე; ის შეიძლება საუკეთესოც კი ყოფილიყო, რაც მას
გააჩნდა, მაგრამ ის სიმშვიდე, ის ბედნიერება, ის უბიწოება, ის სუფთა
სინდისი, ასე ძალიან რომ სჭირდებოდა, მისთვის მას ეს არ მოუტანია,
ქორწინება დიდ სიფრთხილესა და თავდაჭერას მოითხოვდა, და დიდ
წვალებად უჯდებოდა; და მშვენიერი და ძალზე ნიჭიერი, პატარა ტი-
ტოც ადრევე გახდა ოჯახში ბრძოლისა და დიპლომატიის, მოპოვებისა
და ეჭვის საბაბი, რადგან იგი, ორივე მშობლისაგან მეტისმეტად შეყვა-
რებული და განებივრებული გახლდათ და თანდათანობით უფრო დე-
დის მხარეზე გადადიოდა, და მისი თანამოაზრე ხდებოდა. ეს იყო ბო-
ლო და, როგორც ჩანდა, უმწარესად განცდილი ტკივილი და დანაკარ-
გი დეზინიორის ცხოვრებაში, რამაც იგი ვერ გატეხა, რაც მან დასძლია
და თავდაჭერა რაკიღა შესძლო, თავიც დაიცვა. ეს იყო ღირსეული –
საქციელი, მაგრამ სერიოზული, მძიმე და მელანქოლიური.
იმ ხნის განმავლობაში, როცა ამ ყველაფერს კნეხტი თანდათანო-
ბით იგებდა თავისი მეგობრის შესახებ ზოგიერთი სტუმრობისა და შეხ-
ვედრის დროს, მას მრავალჯერ თვითონაც სანაცვლოდ გაუზიარა თა-
ვისი საკუთარი გამოცდილება და პრობლემები, ის სხვებს არასოდეს
უქმნიდა იმ გარემობას, ვინც მასთან რამეს აღიარებდა და ვისაც უკვე
ცოტა ხნის შემდეგ შეცვლილი განწყობის გამო კვლავ სინანული უჩ-
ნდება, რომ თავისი ნათქვამი უკან წაიღოს; მან პლინიოს ნდობა თავი-
სი საკუთარი გულახდილობითა და სიწრფელით მოიპოვა და გააძლი-
ერა. მანაც თანდათანობით გადაუშალა მეგობარს თავისი ცხოვრება,
ჩანდა, ეს გახლდათ ერთი ნათელი იერარქიულად ნაგები წესრიგის უბ-
რალო, პირდაპირი, სანიმუშო, მოწესრიგებული ცხოვრება; ეს წარმო-
ადგენდა ცხოვრების ასპარეზს, წარმატებითა და აღიარებით აღსავ-
სეს, და მაინც უფრო უდავოდ მსხვერპლის შეწირულ და, მართლაც,

350
მარტოსულ ცხოვრებას; და როცა მისთვის, როგორც გარედან მოსული
კაცისათვის, მრავალი რამ მთლად არ იყო გასაგები, ასე იყო მაინც
მთავარი მიმდინარეობანი და ძირითადი განწყობანი, და არაფრის გა-
გება და თანაგანცდა მას მეტად აღარ სურდა, გარდა კნეხტის იმ ერთი
მოთხოვნისა, რომ მას ახალგაზრდობასთან, ყმაწვილ, გაუნათლებელ
მოწაფეებთან, მოკრძალებული საქმიანობა სურდა, და რასაც წარმო-
მადგენლობითი ბრწყინვალებისა და მუდმივი იძულების გარეშე წაიყ-
ვანდა. მას ეწადა ლათინურის თუ მუსიკის მასწავლებლობა დაბალ
სკოლებში. და ეს იყო მთლიანად კნეხტის სტილი – განსაკუთრებული
ოსტატობისა და აღზრდის მეთოდი, რომ იგი ასეთ პაციენტებს არა
მარტო თავისი დიდი გულახდილობით მოიპოვებდა, არამედ მათ საქ-
მეში ჩაერეოდა ხოლმე კიდეც, რათა მათთვის დახმარება და სამსახუ-
რი გაეწია, და ამის საშუალებით მათ, მართლაც, სტიმულს აძლევდა.
სინამდვილეში დეზინიორისაც შეეძლო მაგისტრისათვის რაღაც სარ-
გებლობის მოტანა, მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხში, მით უფ-
რო კი იმ საკითხის დაკმაყოფილებაში, რაც მასში ცნობისწადილსა და
ცოდნის წყურვილს იჩენდა – ამ მსოფლიური ცხოვრების უამრავ ცალ-
კეულ საკითხში.
რატომ იღებდა კნეხტი არცთუ ისე მსუბუქ დავალებას თავის თავზე,
თავისი ახალგაზრდობის მელანქოლიური მეგობრისათვის კვლავ ღი-
მილი და სიცილი ესწავლებინა; და თუ თანაც იმაზეც ვიმსჯელებთ,
რომ იგი მას საპირისპირო სამსახურით სარგებლობას მოუტანდა, და,
საერთოდ, თუ თამაშობდა იგი ამ როლს, ჩვენ არ ვიცით; ესე იგი, დეზი-
ნიორი, ვისაც უსწრაფესად უნდოდა ეს სცოდნოდა, ამას ვერ დაიჯე-
რებდა. იგი მოგვიანებით ჰყვებოდა: „თუ მე ამის განმარტებას შევეც-
დები, ეს ასე გახლავთ: როგორც კი ჩემზე მეგობარმა კნეხტმა ზემოქმე-
დება დაიწყო, როგორც იმედგაცრუებულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ
ადამიანზე, ამას თანდათან უფრო მკაფიოდ ვხედავ, რომ ეს დიდწი-
ლად ჯადოქრობას ეფუძნება, და უნდა დავამატო, მზაკვრობასაც. ის
უფრო დიდი თაღლითი გახლდათ, ვიდრე ამას მისი ხალხი წარმოიდ-
გენდა; თამაშით, ხუმრობით, ეშმაკობით სავსე, გრძნეულობის სიამოვ-
ნებას აყოლილი, თვით გარდასახვას, მოულოდნელ გაქრობასა და გა-

351
მოჩენას ახერხებდა. მე ვფიქრობ, იმ წუთშივე, კასტალიურ უწყებაში ჩე-
მი პირველი გამოჩენისთანავე, მან გადაწყვიტა ჩავეჭირე და თავისე-
ბური ზეგავლენა მოეხდინა ჩემზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მე გამომეღვი-
ძა და საკუთარ ფორმაში მოვეყვანე. მაშინვე, პირველივე საათიდან,
იკრებდა იგი ძალას, რომ მოვეპოვებინე. რატომ აკეთებდა ამას, რა-
ტომ იტვირთებოდა იგი ჩემით, მე არ შემიძლია ამისი ახსნა. მე მგონია,
მისნაირი ადამიანები ამას შეუცნობლად, რეფლექსურად სჩადიან,
ისინი გრძნობენ, დავალების წინაშე დგანან, ასე ესმით, თითქოს გა-
ჭირვებამ მოუხმოთ, და ამ ძახილს მიჰყვებიან და სხვა რამეზე აღარ
ფიქრობენ. მე მას უნდო და მშიშარა ვეგონე, არავითარ შემთხვევაში
მზად იმისათვის, რომ მას ხელში ჩავვარდნოდი, ანდა სულაც მისთვის
დახმარება მეთხოვა; მან ჩემში ის კაცი დაინახა, ვინც პირველად ასე
გულღია და გამზიარებელი მეგობარი ვიყავი, იმედგაცრუებული და ჩა-
კეტილი, და ეს ჩემი სულიერი გაჭირვება, ეს არცთუ უმნიშვნელო სიძ-
ნელე, სწორედ რომ მისთვის ის გახლდათ, რაც მას ხიბლავდა. მე რომ
სიფიცხეს ვიჩენდი, ეს არ ავნებდა საქმეს, და იმასაც მიაღწია, რაც სურ-
და. სხვათა შორის, ამაში გამოიჩინა სიმარჯვე, რომ ჩვენი ურთიერთო-
ბა ერთმანეთთან ორმხრივი ყოფილიყო, როგორც შეფეროდა მის სიმ-
ტკიცეს ჩემს ძალასთან შედარებით, და როგორც ორივესაც გვეკადრე-
ბოდა, თითქოს ჩემი დახმარების საჭიროება ასევე შეესაბამებოდა იმი-
სას. პირველად ხანგრძლივი საუბრისას მიმანიშნა, რომ იგი ასეთ რა-
ღაცას, როგორც ჩემი გამოჩენაა, ელოდებოდა და ენატრებოდა და
თანდათანობით მან თავის გეგმაში გამარკვია, რომ სამსახურს თავს
ანებებდა და პროვინციას სტოვებდა, და მუდამ იმას დასძენდა, რომ
ამის თაობაზე ჩემი რჩევა, ჩემი თანადგომა, ჩემი დუმილი ბევრ რამეს
გადაწყვეტდა, რამეთუ მას ჩემ გარდა გარე სამყაროში მეგობარი არა-
ვინ არ ჰყავდა და იქაური ცხოვრების არც არანაირ გამოცდილებას
ფლობდა. გამოგიტყდებით, რომ ამას სიამოვნებით ვისმენდი და არც
ის იხარჯებოდა ნაკლებად, ჩემი სრული ნდობა მოეპოვებინა და მეც
გარკვეულწილად მისი ბოლომდე მერწმუნა. მაგრამ მოგვიანებით,
დროთა მანძილზე, ჩემთვის მაინც ისევ ბოლომდე საეჭვო და დაუჯე-
რებელი იყო, და არ შემეძლო მთლიანად არ მეთქვა, თუ ნამდვილად

352
რამდენად ელოდა იგი ჩემგან რაღაცას, და რა გარემოება განაპირო-
ბებდა ჩემი ჩაჭერის მიზანს, უცოდველი თუ დიპლომატიური, ნაივური
თუ გულწრფელი, დაუფარავი ხელოვნური თუ მოთამაშე. მას ჩემი დი-
დი იმედი ჰქონდა და ბევრი რამ კარგი მომცა, საერთოდ, რომ ასეთი
წვდომები გამებედა. ყოველ შემთხვევაში, მე ხელში მიჭირავს ფიქცია,
მისი მდგომარეობა ჩემის მსგავსი რომ იყო და იგი ჩემდამი სიმპათია-
სა და სამსახურისათვის მზადყოფნაზე იგივენაირად მიანიშნებდა,
როგორც მე მისაზე, და სხვა არაფერზე, ზრდილობიანობის, მომგებია-
ნი და სასიამოვნო ჩარევის გარდა, რაშიც მე ჩამრთო; არ ვიცოდი, რა
მეთქვა, რამდენად იყო ჩემთვის ნაცნობი მისი თამაში, მოფიქრებული
და სასურველი, და რამდენად, მიუხედავად ყველაფრისა, მიამიტურსა
და ბუნებრივს წარმოადგენდა, რამეთუ მაგისტრი იოზეფი ხომ დიდი
ხელოვანი გახლდათ, და ერთი მხრივ, მას შეეძლო იმდენად მცირე წი-
ნააღმდეგობა გაეწია აღზრდის, ზეგავლენის, განკურნების, დახმარე-
ბის, განვითარების დაჟინებული მოთხოვნილებისათვის, რომ საშუა-
ლებებს თითქმის გულგრილად უყურებდა; სხვაგვარად, მისთვის ხომ
შეუძლებელი იყო, მცირედიც კი სრული გატაცების გარეშე გაეკეთები-
ნა. მაგრამ ცხადია, ეს ერთი გარკვეულია, რომ იგი მაშინ მე როგორც
მეგობარი, დიდი ექიმი და წინამძღოლი ისე მივიღე, რომ მან მე არ
დამტოვა და, ბოლოს, ისე გამომაღვიძა, რომ განმკურნა, რაც, საერ-
თოდ, როგორც შესაძლებელი ჩანდა. ეს მასში შესამჩნევი და მისთვის
ჩვეული ამბავი იყო. როცა იგი ამაში მეხმარებოდა, თითქოს ჩემდამი
მოშველება სამსახურიდან წამოსვლის ბიძგს აძლევდა, და ისე ხდებო-
და, რომ იგი ხშირად კასტალიის წინააღმდეგ ჩემს უხეშ და ნაივურ
კრიტიკას, ეჭვებსა და ლანძღვას არ მიშლიდა და ზეიმურობითაც კი
ისმენდა, და იგი თვითონაც იბრძოდა, რომ კასტალიიდან თავადაც წა-
სულიყო; საქმე სინამდვილეში იქითკენ წაიყვანა, რომ მეც მიმიზიდა,
და კვლავ მედიტაციასთან დამაბრუნა; მან კასტალიური მუსიკისა და
ჩაღრმავების, კასტალიური სიხარულის, კასტალიური სიმამაცის სა-
შუალებით სულიერად მომაწესრიგა და შემცვალა, ვინც თუმცა ჩემი
თქვენკენ მოსწრაფებისა და ასე მთლად არაკასტალიური და ანტიკას-
ტალიური დამოკიდებულებისა, კვლავ თქვენნაირი გამხადა, და ჩემი

353
მიუღებელი სიყვარულიდან თქვენდამი ბედნიერი სიყვარული შემძი-
ნა“.
ამგვარად გამოხატა დეზინიორიმ ეს ამბავი და მას ნამდვილად გა-
აჩნდა იმის მიზეზიც, გასაოცრად გამოეთქვა მადლობა. ბიჭობასა და
ყმაწვილობაში არცთუ ისე ძნელია, ჩვენი ძველი მეთოდების დახმარე-
ბით ორდენის ცხოვრების სტილზე მათი აღზრდა და იმ კაცისათვის,
ვინც ასე ორმოცდაათი წლისა იქნებოდა, ეს, ცხადია, ძნელ დავალებას
წარმოადგენდა, თუნდაც ეს ადამიანი მრავალ კარგ თვისებას ავლენ-
დეს. არა, დეზინიორი სრულყოფილი ანდა სანიმუშო კასტალიელი ვერ
გახდებოდა, მაგრამ რაც კნეხტმა განიზრახა წინასწარ, მას ეს ბოლომ-
დე მოუხერხდა, რომ მისი მწუხარების სიჯიუტე და მწარე სიძნელე ამო-
ეცნო და განსაკუთრებით მგრძნობიარე და სიმხდალეშეპარული სული
კვლავ ჰარმონიასა და სიმხიარულესთან მიახლოვებინა, მრავალი ცუ-
დი ჩვევა კარგით შეეცვალა. ცხადია, რიოში მარგალიტებით მოთამა-
შეს იმ მრავალი მცირე სამუშაოს შესრულება, რომლებსაც ეს საქმე მო-
ითხოვდა, მარტოს არ შეეძლო; საპატიო სტუმრის გამო მან ვალდცე-
ლური და ორდენის აპარატის მთელი ძალები აამოქმედა, რაღაცა
დროით პლინიოს სახლში მედიტაციის უფროსი მასწავლებელიც კი გა-
უგზავნა ჰირსლანდიდან, ორდენის მმართველობის რეზიდენციიდან,
მის სავარჯიშოებზე მუდმივი კონტროლისთვის. გეგმა და ხელმძღვა-
ნელობა კი მის ხელში რჩებოდა.
ეს მოხდა მისი სამაგისტრო სამსახურის მერვე წელს, როცა თავისი
მეგობრის ასე ხშირ-ხშირად გამეორებული მიწვევების გამო დედაქა-
ლაქს მიაშურა და მას სახლში ესტუმრა ორდენის ხელმძღვანელობის
ნებართვით, რომლის თავმჯდომარე ალექსანდერიც მასთან გულ-
თბილ ურთიერთობაში იმყოფებოდა, მეგობრის მოსანახულებლად ერ-
თი საზეიმო დღე გამოიყენა, რაც მას ბევრს პირდებოდა, და რასაც იგი
მთელი წლის მანძილზე გადასდებდა ხოლმე, ნაწილობრივ იმიტომ,
რომ მას სურდა თავისი მეგობრისა ერწმუნა, ნაწილობრივ, ალბათ ბუ-
ნებრივი შიშის გამოც, ეს ხომ მისი პირველად გადადგმული ნაბიჯი იქ-
ნებოდა იმ სამყაროში, საიდანაც მისმა ამხანაგმა, პლინიომ ეს დიდი
მწუხარება თან მოიყოლა, და რაც მისთვის ასე მრავალი მნიშვნელო-

354
ვანი საიდუმლოებით იყო მოცული. მან თანამედროვე სახლი მოძებნა,
მისმა მეგობარმა ძველ ქალაქში დეზინიორების სახლში რომ გადაც-
ვალა, რომელსაც მართავდა ცნობილი, საკმაოდ ჭკვიანი და თავდაჭე-
რილი ქალბატონი, თავისი კოხტა, მაგრამ თავხედი, მეტად უზნეო ვა-
ჟიშვილის სიყვარულით შეპყრობილი, რომლის ირგვლივაც ტრიალებ-
და აქ ყველაფერი, ისე ჩანდა, თითქოსდა დედამისს მოუთმენელი, ურ-
ცხვი, რაღაც დამამცირებელი საქციელი ესწავლებინა მამის წინააღ-
მდეგ. სხვათა შორის, აქ ცივად და უნდოდ იყვნენ განწყობილი ყველა-
ფერ კასტალიურისადმი, დედამ და ვაჟმა მაგისტრს მაინც წინააღმდე-
გობა გაუწიეს, მაგრამ არცთუ ისე დიდხანს, ვისი სამსახურიც მათთვის
ამასთანავე საიდუმლოს, სიწმინდეს, ლეგენდარულობასაც ნიშნავდა.
პირველი შეხვედრის დროს ეს სულ ასე ხდებოდა უკიდურესი დაძაბუ-
ლობითა და იძულებით. კნეხტი თავს იჭერდა დაკვირვებით, თავის
არიდებით და მდუმარებით, ქალბატონმა იგი ცივი, ფორმალური
ზრდილობით და შინაგანი უარყოფით მიიღო, დაახლოებით ისე, რო-
გორც მტრად მოსულ მაღალი ჩინის ოფიცერს ბინაში იღებენ ხოლმე.
ვაჟიშვილი ტიტო ყველაზე ნაკლებად იყო შებოჭილი, მას საკმაოდ
ხშირად სურდა დამკვირვებლობაც, იქნებ გასართობი თემების შემო-
ტანაც და მისთვის სასარგებლო სიტუაციების არსებობაც. ჩანდა, მამა-
მისი სახლში ბატონის როლს უფრო თამაშობდა, ვიდრე იგი ასეთი გახ-
ლდათ, მასა და ქალს შორის სუფევდა ნაზი, სათუთი, ოდნავ შიშნარევი
ტონი, თითის წვერებზე მოსიარულე ზრდილობასავით, ქალში შინაგა-
ნი თავდაჭერა უფრო მარტივი და ბუნებრივი ჩანდა, ვიდრე მის ქმარ-
ში; მის ვაჟიშვილთან ეს მეგობრული მცდელობა იყო, რასაც ყმაწვილი
ხან მიკერძოებით იყენებდა, ხან ზვიადად უკან იხევდა. მოკლედ, ეს
ერთად ყოფნა იყო გაწვალებული, არა უვნებელი, გამტანჯველი, გან-
ცდების გამო სულის შემხუთველი, ხელის შეშლისა და გაქცევის შიშით,
დაძაბულობებით სავსე, და საქციელისა და საუბრის სტილი გახლდათ,
როგორც მთელი სახლის სტილი, მოფრთხილებისათვის ოდნავ მონ-
დომებით მზადმყოფი, თითქოს აღმართულიყო მიწაყრილის დამცავი
კედელი შემოტევებისა და თავდასხმების წინააღმდეგ, მაგრამ რომე-
ლიც არც მყარი გახლდათ, არც მძლავრი, და არცსაკმარისად საიმე-

355
დო, და კნეხტის კიდევ ერთი დაკვირვება, რაც მან შენიშნა, კვლავ
დაბრუნებული სიმხიარულის დიდი ნაწილი პლინიოს სახიდან ისევ
გაქრა. მას, ვისაც ეგონა, რომ ვალდცელში თუ ჰირსლანდში, ორდენის
ხელმძღვანელობის სახლში, მისი შინაგანი სიმძიმე და მწუხარება
თითქმის უკვე მთლიანად წაშლილიყო, აქ მის საკუთარ სახლში კვლავ
მთლიანად ჩრდილში მოექცა და ისევე მოითხოვდა კრიტიკას, რო-
გორც თანაგრძნობას; მშვენიერი სახლი სიმდიდრესა და ფუფუნებაზე
მეტყველებდა, ყოველი ოთახი მოწყობილი იყო თავისი ზომის შესაბა-
მისად, სასიამოვნოდ იყო ორ ან სამ ფერში შეხამებული, კნეხტი ხე-
ლოვნების ძვირფას ნაწარმოებს შიგა და შიგ თვალს შეავლებდა ხოლ-
მე, მაგრამ ყველა ამ დაკვირვებას იგი ბოლოს სილამაზის ხარისხამდე
მიყავდა, რაც სრულყოფილებასა და კარგად მოსაზრებულობას განე-
კუთვნებოდა. ის გრძნობდა, ყველაფერი ეს გარდაქმნის გარეშე იყო,
ამბების მოხდენის გარეშე, განახლების გარეშე, ის აღიქვამდა, რომ
ოთახებისა და საგნების სილამაზესაც ჰქონდა აზრი, შეფიცების, დაფა-
რულის ძიების გამოხატულების აზრი, და რომ ეს ოთახები, ფერწერუ-
ლი ტილოები, ვაზები და ყვავილები ერთ ცხოვრებას შემოსაზღვრავ-
დნენ და იმას მიყვებოდნენ, რომ ჰარმონიისა და მშვენიერების მონატ-
რება ისე გამოჩენილიყო, რომ ისინი სხვაგვარად არ შეიძლება მიღწეუ-
ლიყო, თუ არა ზუსტად ასეთი განწყობის გარემოში.
ამ სტუმრობის შემდეგ, ნაწილობრივ არასასიამოვნო შთაბეჭდი-
ლებების გამო, კნეხტმა თავის მეგობარს მედიტაციის მასწავლებელი
სახლში გაუგზავნა. იმ დროიდან მოყოლებული, რაც მან ერთი დღე ამ
სახლის მნიშვნელოვნად შემბოჭველ და დამძაბველ ატმოსფეროში
გაატარა, იგი იმ აზრამდე მივიდა, რისი გაგებაც სრულებით არ სურდა;
და სხვასაც მიხვდა, რაც ადრე არ იცოდა და მეგობრის გულისათვის
სურდა, რომ სცოდნოდა; მაგრამ ეს მეგობრობა პირველ სტუმრობაზე
არ შეჩერებულა, ის რამდენჯერმე განმეორდა და აღზრდისა და ახალ-
გაზრდა ტიტოს თაობაზე საუბრებამდეც მივიდა, რაშიც დედამისიც მო-
ნაწილეობას იღებდა. მაგისტრმა თანდათანობით მოიპოვა ამ ჭკვიანი
და არცთუ ადვილად დამჯერი ქალის ნდობა და სიმპათია. როცა მან
ერთხელ ნახევრად ხუმრობით უთხრა, სამწუხაროა მაინც, რომ თქვენი

356
ვაჟი კასტალიაში საცხოვრებლად არ გააგზავნეთო, ქალბატონმა შე-
ნიშვნა სერიოზულად მიიღო, როგორც საყვედური, და თავი დაიცვა: მე-
ტად საეჭვო იქნებოდა, რომ ტიტოს ნამდვილად ესწავლა, ვინაიდან
იგი მეტად ნიჭიერი კი არის, მაგრამ მძიმე საქციელის გახლავთ და ბი-
ჭის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, მის ცხოვრებაში
არასოდეს ჩაერეოდა, მით უმეტეს, ასეთი მცდელობა მამისგანაც არა-
სოდეს ბედნიერად არ დამთავრებულა. მას და მის ქმარს არ უფიქრი-
ათ იმაზე, რომ დეზინიორების ძველი ოჯახის უპირატესობა მათი ვაჟი-
სათვის გამოეყენებინათ, რადგანაც მათ პლინიოს მამასთან და ძველი
სახლის მთელ ტრადიციასთან კავშირი გაწყვიტეს. და სულ ბოლოს
დაუმატა მან ტკივილიანი ღიმილით, რომ ყველაფერ ამის, და კიდევ
სხვა გარემოებათა გამო, თავის შვილთან დაშორება არ შეეძლო, რა-
მეთუ მასზე ძვირფასი ცხოვრებაში სხვა არავინ ჰყავდა. ამ უფრო შემ-
თხვევით ნათქვამ, ვიდრე გააზრებულ შენიშვნას კნეხტი უნდა ძალზე
ჩაეფიქრებინა. ანუ, მისი ლამაზი სახლი, სადაც ყველაფერი ასე ნატი-
ფი, მდიდრული და კარგად მოწყობილია, და მისი ქმარი, მისი პოლი-
ტიკა და პარტია, მის მიერ ოდესღაც გაღმერთებული მამის მემკვიდ-
რეობა – ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი, რათა მისთვის ცხოვრებას
აზრი და ფასეულობა შეეძინა, ამის მოტანა მისთვის მხოლოდ მის
შვილს შეეძლო. და მას ერჩია, ეს ბავშვი ასეთ ცუდ და საზიანო პირო-
ბებში დაეტოვებინა, და ამ სახლში ასე აღეზარდა, და ქორწინება ასე
შეენარჩუნებინა, ვიდრე გამოსწორების მიზნით ბავშვი გვერდიდან მო-
ეშორებინა. როგორც ჩანდა, ასეთ ჭკვიან, ასეთ ცივ ინტელექტუალურ
ქალს ასეთი გასაოცარი ცნობიერება ჰქონდა. ამდენად კნეხტს არ შე-
ეძლო მას უშუალოდ დახმარებოდა, როგორც მის ქმარს, და ამაზე ფიქ-
რი არც კი უცდია. მაგრამ თავისი იშვიათი სტუმრობებით და იმით, რომ
პლინიო მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მან ამ მოუწესრიგებელ და
უცნაურ ოჯახურ გარემოში მაინც ზომიერება და ურთიერთმოფრთხი-
ლება შემოიტანა. მაგისტრს კი, ვინც დეზინიორების სახლში ყოველი
სტუმრობისას სულ უფრო მეტ ავტორიტეტსა და გავლენას იძენდა, ამ
საერო ხალხის ცხოვრება კიდევ უფრო ამოცანას უსვამდა, რაც უფრო
ახლოს ეცნობოდა იგი მას. ჩვენ ვიცით დედაქალაქში მისი სტუმრობის

357
ამბავი და ისიც, რაც მან იქ ნახა და განიცადა, მართლაც, ეს ყველაფე-
რი არცთუ ისე ბევრია და ამ მინიშნებებით დავკმაყოფილდებით.
ორდენის ხელმძღვანელობის უფროსთან ჰირსლანდში კნეხტი
აქამდე იმაზე ახლო შეხებაში არ ყოფილა, ვიდრე ამას სამსახურებრი-
ვი ფუნქციები მოითხოვდა. იგი მას სააღმზრდელო უწყების იმ გაერ-
თიანებულ სხდომებზე ხედავდა ხოლმე, ჰირსლანდში რომ იმართებო-
და, და უფროსი აქ უფრო მეტად მხოლოდ ისეთ ფორმალურ და დეკო-
რაციულ სამსახურებრივ საქმეებს უძღვებოდა, როგორიცაა კოლეგე-
ბის მიღება და მათთან გამომშვიდობება, ხოლო სხდომის წაყვანის
მთავარი სამუშაო კი მომხსენებელს გადაეცემოდა. უწინდელი უფრო-
სი, რომელიც კნეხტის სამსახურში მისვლის დროისთვის უკვე ხანდაზ-
მულ ასაკში იმყოფებოდა, magister Ludi-ს მიერ დიდად იყო დაფასებუ-
ლი, მაგრამ არასოდეს აძლევდა რა მიზეზს დისტანციის შესამცირებ-
ლად, მისთვის ის იყო თითქმის უკვე უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი,
ვიდრე პიროვნება, ის გახლდათ პირველღვთისმსახური, ღირსებისა
და თავის თავში მოკრების სიმბოლო, მდუმარე მწვერვალად რომ აღ-
მართულიყო, რომელიც სააღმზრდელო უწყებისა და მთელი იერარქი-
ის შენობას თავზე გვირგვინად ადგა. ეს პატივცემული კაცი გარდაიც-
ვალა და მის ადგილზე ორდენმა აირჩია ახალი ხელმძღვანელი ალექ-
სანდერი. ალექსანდერი გახლდათ მედიტაციის სწორედ ის მასწავლე-
ბელი, ვინც ორდენის ხელმძღვანელობამ წლების წინ ჩვენს იოზეფ
კნეხტს პირველ პერიოდში სამსახურის გაძღოლისთვის მიამაგრა, და
იქიდან მოყოლებული მაგისტრმა ორდენის ეს განათლებული კაცი სა-
ოცარი მადლიერების გრძნობით შეიყვარა, მაგრამ ალექსანდერსაც იმ
დროის მანძილზე, როცა რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრი მი-
სი ყოველდღიური ზრუნვის საგანი, და, გარკვეულწილად, მისი სულიე-
რი შვილიც გახლდათ, შეეძლო საკმაოდ ახლოს დაკვირვებოდა და
საკმარისად კარგად შეესწავლა მისი პიროვნული არსება და მისი თვი-
სებები, რათა შეეყვარებინა. აქამდე უყურადღებოდ დატოვებული ეს
მეგობრობა ორივემ გააცნობიერა და მან თავისი სახე პოვა იმ წუთი-
დან, როცა ალექსანდერი კნეხტის კოლეგა და უწყების პრეზიდენტი
გახდა, რამეთუ ისინი ახლა უფრო ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს

358
და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. მართალია, ამ მეგობრობას ყოველ-
დღიურობა აკლდა, ისევე როგორც აკლდა მას ახალგაზრდობის საერ-
თო მოგონებანიც, მაგრამ ეს იყო კოლეგიალური სიმპათია მაღალი
თანამდებობის პირებს შორის და მისი გამოვლინებები გამოიხატებო-
და ოდნავ უფრო მეტი სითბოთი მისალმებისას და გამომშვიდობები-
სას, უფრო სრული და სწრაფი ურთიერთგაგებით, და კიდევ, ასე რომ
ვთქვათ, წუთიერი გამოლაპარაკებით სხდომის შესვენებებზე.
თუმცა კი წესდების მიხედვით ორდენის უფროსს ორდენის მაგის-
ტრიც ეწოდებოდა, იგი მაინც არ იყო თავის კოლეგებს, მაგისტრებს შო-
რის უფროსი, ეს წარმოადგენდა ტრადიციას, რის მიხედვითაც ორდე-
ნის მაგისტრი უმაღლესი უწყების პრეზიდიუმის სხდომებს თავმჯდომა-
რეობდა, რაც მას სხვებთან შედარებით უფრო მაღალ მდგომარეობას
ანიჭებდა, და რაც უფრო მედიტაციური და მონაზვნური გახდა ბოლო
ათწლეულებში ორდენი, მით უფრო გაიზარდა მისი მაგისტრის ავტო-
რიტეტიც, მართალია, მხოლოდ იერარქიისა და პროვინციის შიგნით,
და არა გარესამყაროში. ორდენის უფროსი და რიოში მარგალიტებით
თამაშის მაგისტრი, ორივენი, სულ უფრო მეტად გადაიქცეოდნენ სააღ-
მზრდელო უწყებაში კასტალიური სულის ნამდვილ გამომხატველად
და წარმომადგენლად; უძველესის საპირისპიროდ, წინაკასტალიური
ეპოქებიდან გადმოსული დისციპლინები, როგორიცაა გრამატიკა, ას-
ტრონომია, მათემატიკა თუ მუსიკა, მედიტაციურად სულზე ზრუნვა და
რიოში მარგალიტებით თამაში ხომ კასტალიისათვის, მართლაც, და-
მახასიათებელი სიკეთენი იყო. ეს უმნიშვნელო არ გახლდათ, როცა მი-
სი ორივე, ერთდროულად მოღვაწე წარმომადგენელი და ხელმძღვა-
ნელი ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა. ეს
ორივესათვის მათი ღირსების დამტკიცება, სულიერი ამაღლება, ცხოვ-
რებაში სითბოსა და კმაყოფილების გამოვლენა, სტიმული იყო, რათა
თავიანთი დავალება უფრო უკეთესად შეესრულებინათ. ორივე შინა-
განად გამორჩეულ პიროვნებაში მოიძიებოდა საკრალური ნიშნები და
ძალები კასტალიური სამყაროს აღწერის, გადმოცემისა და განჭვრე-
ტისათვის. კნეხტი კი ამ კავშირს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა,
ვინაიდან იგი მასში სულ უფრო მზარდი ტენდენციის საპირწონეს ხე-

359
დავდა. ტენდენცია კი მიისწრაფვოდა იქითკენ, რომ უარი ეთქვა ამ
ყველაფერზე, შეჭრილიყო სხვა რამეში, ახალი ცხოვრების სფეროში
და ეს ტენდენცია შეუჩერებლად კიდეც განვითარდა, რაც ეს მისთვის
თავადაც მთლიანად გაცნობიერებული შეიქნა; ეს იყო მაგისტრობის
სადღაც მეექვსე თუ მეშვიდე წელს, რაც გაძლიერდა და რაც მისგანვე,
გამოღვიძებულ კაცისგან მომდინარეობდა და მის გაცნობიერებულ
ცხოვრებასა და აზროვნებას უშიშრად იპყრობდა. იმ დროიდან, ვფიქ-
რობ, ამისი თქმის ნება გვაქვს, გაჩნდა ფიქრი, რომ მომავალში თავის
სამსახურსა და პროვინციას გამომშვიდობებოდა, რამაც იგი ისე დაიპ-
ყრო, – ხან ტყვედ შეპყრობილის რწმენას ჰგავდა თავისუფლებაზე, ხან
კიდევ იმას, მძიმე ავადმყოფისთვის სიკვდილის მოახლოების ცოდნა
რომ არის შესაძლებელი. იმ პირველ გამონათქვამში კვლავ დაბრუნე-
ბულ, ახალგაზრდობის ამხანაგ, პლინიოსთან პირველად სიტყვებით
მხოლოდ ის გამოხატა, რაც შესაძლებლად მიაჩნდა, რათა მდუმარე
და ჩაკეტილი მეგობარი მოეპოვებინა და გაეხსნა; მისი ახალი ცხოვ-
რების განწყობის მცოდნეს იქნებ იმიტომ უმხელდა თავის გულისნა-
დებს, რომ ამ პირველი შეტყობინებით სხვა, მისი ახალი გამოღვიძები-
სათვის, გარეთ მისი პირველი მიბრუნებისათვის, მის განსახორციე-
ლებლად პირველი ბიძგი მიეცა. დეზინიორისთან გვიანდელ საუბრებ-
ში კნეხტმა გამოხატა სურვილი, რომ ახლანდელი ცხოვრების ფორმა
შეეცვალა და ახალში გადასვლა ნახტომით გაებედა, და ეს უკვე გა-
დაწყვეტილებას უდრიდა. და თანაც ამასობაში პლინიოსთან მეგობ-
რობა საგულდაგულოდ ეწყობოდა, ვინც მასთან მხოლოდ გაოცებით კი
არა, არამედ, როგორც გაჯანმრთელებული და განკურნებული, ასევე
მადლობის გრძნობითაც იყო დაკავშირებული. და ამ მეგობრობაში გა-
რე სამყაროსა და მის გამოცანებით დატვირთულ ცხოვრებას შორის
ხიდი იქნა გადებული.
მაგისტრმა რომ თავის მეგობარ ტეგულარიუსს საკმაოდ გვიან გა-
აგებინა საკუთარი შეხედულება თავის საიდუმლოებასა და გეგმაზე,
როგორც მყისიერ მოვლენაზე, ჩვენ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ასეთი
კეთილი ნებითა და მხარდაჭერით, ასეთი დამოუკიდებლობითა და
დიპლომატიურობით აყალიბებდა იგი თავის ყოველ მეგობრობას, მი-

360
სი დანახვა და წარმართვაც იცოდა, და კნეხტის ცხოვრებაში პლინიოს
კვლავ შემოსვლა ფრიცისთვის გვერდით მდგომი მოქიშპის გამოჩენას
უდრიდა, ახლად მოვლენილ ძველ მეგობარს პრეტენზიები ჰქონდა
კნეხტის ინტერესებსა და მის მოპოვებაზე, და კნეხტს ეს არ გაუკვირ-
დებოდა, რომ შემდგომ ამისა ტეგულარიუსს ძლიერი ეჭვი შეიპყრობ-
და. დიახ, ერთ ხანს კი, ვიდრე დეზინიორი ბოლომდე დაიმეგობრა და
ურთიერთობა სწორად ჩამოაყალიბა, მაგისტრი გაბუტული ტეგულა-
რიუსის უკან დახევას ხედავდა. თუმცა კი, შემდეგში, სხვა მოსაზრება
უფრო მნიშვნელოვანი შეიქნა. როგორ შესძლებდა იგი თავისი სურვი-
ლის განხორციელებას, ვალდცელსა და მაგისტრის თანამდებობას
წყნარად გამოსცილებოდა და თანაც ისეთი ნატურის გვერდში, როგო-
რიც ტეგულარიუსია, როგორ შეხვდებოდა და შეეგუებოდა იგი ამას?
ერთხელაც თუ კნეხტმა ვალდცელი დატოვა, მაშინ ეს მეგობარი სამუ-
დამოდ დაეკარგება. მაგრამ ვიწრო და საშიშ გზაზე, მის წინ რომ მი-
ემართებოდა, იგი რომ თან წაეყვანა, ამაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, თუნ-
დაც თვითონ მას ყველა ამ მოლოდინის საპირისპიროდ ხალისი და გა-
ბედულება გამოევლინა. კნეხტი იცდიდა, ფიქრობდა და ძალზე დიდ-
ხანს ყოყმანობდა, ვიდრე მას თავის განზრახულ საქმეს გაუზიარებდა.
ბოლოს ასე მოიმოქმედა, როგორც კი მისმა გადაწყვეტილებამ თავი
აღარ დამალა. ეს იქნებოდა მისი ბუნებისათვის მიუღებელი და შეუსა-
ბამო, ბოლოს მეგობარი ბრმად დაეტოვებინა და თანაც, მის ზურგს
უკან გეგმები დაეწყო და გადასადგმელი ნაბიჯები მოემზადებინა, რო-
მელთა შედეგებიც მასზე იმოქმედებდა. როგორადაც არ უნდა მოესურ-
ვებინა მას, იგი პლინიოსავით, არა მარტო მცოდნე, არამედ ნამდვილი
განათლებული დამხმარე და თანამოქმედი უნდა გამხდარიყო მის-
თვის, რადგანაც აქტიურობა ყოველთვის ეხმარება ადამიანს მდგომა-
რეობის მსუბუქად წარმართვაში.
კნეხტის აზრები კასტალიური არსის დამუქრებისა და დაცემის თა-
ობაზე მისი მეგობრისათვის, ცხადია, დიდხანს ცნობილი გახლდათ,
რამდენადაც სწორედ მან მოისურვა ამის გაზიარება და მის მისაღება-
დაც გაემზადა. ამას დაეყრდნო მაგისტრი, როცა გადაწყვიტა მეორეს-
თან გავიხსნებიო. მისი მოლოდინისა და დიდი შემსუბუქების საწინა-

361
აღმდეგოდ ფრიცმა მისთვის განდობილი ნათქვამი ტრაგიკულად კი
არ მიიღო, არამედ უფრო მეტად წარმოდგენა იქმნებოდა იმისა, რომ
მაგისტრს უწყების ღირსების კვლავ აგდება, კასტალიის მტვრის ფეხი-
დან ჩამოფერთხვა სურდა და ახალი ცხოვრების თავისი საკუთარი გე-
მოვნებით არჩევა და ცხოვრებით სასიამოვნოდ გატაცება და გამხია-
რულებაც კი სურდა. როგორც მარტოსული და ყველაფრის ნორმად
ქცევის მტერი, ტეგულარიუსი მუდმივ ცალკეული კასტალიელის მხა-
რეზე უფრო იყო და არა უწყებისა. ოფიციალურ ძალაუფლებას გონება-
მახვილობით ამარცხებდა, მას ის აღიზიანებდა და კიდეც უსხლტებო-
და, ამ საქმეებს მუდამ ასე ხვდებოდა. ამით კნეხტს გზა უჩვენა და მსუ-
ბუქი ამოსუნთქვით, შინაგანი სიცილით მაშინვე მეგობრის რეაქციას
აჰყვა. იგი იმ შეხედულებაზე გადაჰყავდა, რომ ეს საქმე უწყებისა და
მოხელისათვის სილის გაწვნას, რაღაც ამდაგვარს ჰგავდა და ამ სი-
ლის გაწვნისას მიანიშნებდა, რომ იგი ამ ამბის მცოდნე, თანამოქმედი
და თანაშეფიცული იქნებოდა. საჭირო იყო უწყებისადმი მაგისტრის
განცხადების გადამუშავება ყველა იმ მიზეზის ჩვენებით, გამოაშკარა-
ვებითა და ახსნა-განმარტებით, რაც თავისი სამსახურიდან მის უკან
მიბრუნებას შეეფერებოდა, და ამ განცხადების მომზადება და დამუშა-
ვება, მართლაც, ტეგულარიუსის დავალება უნდა ყოფილიყო. უპირვე-
ლეს ყოვლისა, მას კასტალიის წარმოშობასა, მის სიდიადესა და ახ-
ლანდელ მდგომარეობაზე კნეხტის ისტორიული შეფასება უნდა გა-
ეთავისებინა, ამის შემდეგ ისტორიული მასალა შეეგროვებინა და
კნეხტის სურვილები და წინადადებები აქედან გამოეტანა. რომ იგი ამ
გარემოების გამო, აქამდე მისგან უარყოფილ და შეძულებულ მხარეს
გააშუქებდა და ისტორიით დასაქმდებოდა, ჩანდა, ეს მას ხელს არ შე-
უშლიდა, და კნეხტი ჩქარობდა, მისთვის საჭირო მითითებები მიეცა.
ასე ჩაღრმავდა ტეგულარიუსი ჩვეული მუყაითობითა და შეუპოვრო-
ბით თავის ახალ დავალებაში, და რაც იმის პირობებს შექმნიდა, რომ
მისი განზე მდგომობითა და მარტოობით, ამბების მოძიების საშუალე-
ბით ჯიუტი ინდივიდუალისტის ამ სამუშაოდან მიღებული სიამოვნება
მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, რასაც სიმკაცრით უყურებდა, რაც მას
საშუალებას აძლევდა, გაამაყებული ბიუროკრატებისა და იერარქიის-

362
თვის ნაკლი და საეჭვო ღირსებები ეჩვენებინა, თუნდაც ისინი ამით გა-
ღიზიანებულიყვნენ.
ეს სიამოვნება იოზეფ კნეხტმა ისევე ნაკლებ გაიზიარა, როგორც ამ
მცდელობაში მისი მეგობრის წარმატებისა სჯეროდა. ის დაბეჯითებუ-
ლი იყო, რომ ახლანდელ მდგომარეობაში ბორკილებიდან თავი დაეხ-
სნა და იმ დავალებებიდან განთავისუფლებულიყო, რასაც ლოდინი
სჭირდებოდა, მაგრამ ნათლად იკვეთებოდა, რომ უწყებას გონებრივი
საფუძვლის საშუალებით ვერ გადალახავდა, და ნაწილობრივ საქმის
შემსრულებელ ტეგულარიუსზე გადაბრალებაც არ შეეძლო. კნეხტის-
თვის მეტად სასურველი იყო იმისი ცოდნა, რომ ამ დროისთვის, როცა
მას მის სიახლოვეში უნდა ეცხოვრა, იგი თავისი საქმით იყო დაკავებუ-
ლი და გვერდზე იდგა. მას შემდეგ, რაც პლინიო დეზინიორის მასთან
შეხვედრისას ამის თაობაზე უამბო, თან დაუმატა: „ჩემი მეგობარი ტე-
გულარიუსი დასაქმებულია და გახარებულიც კი იმის გამო, რომ იგი
შენს ისევ დაბრუნებაზე აღარც ფიქრობს, წყენამ გაუარა, მისი ეჭვი
თითქმის უკვე გაქარწყლდა და სამუშაო ჩემთვისა და ჩემი კოლეგე-
ბისთვის კარგად მიმდინარეობს, ის თითქმის ბედნიერია, მაგრამ არ
გეგონოს პლინიო, რომ მე მისი საქმიანობა რაღაცას მპირდებოდეს
გარდა იმისა, რომ ეს დავალება თავად მისთვის არის კარგის მომტა-
ნი. ჩვენი უმაღლესი უწყება მიღებულ განცხადებას ჩემთვის შედეგია-
ნად რომ უპასუხებს, ნამდვილად ცხადი არ არის და უაღრესად შეუძ-
ლებელია, – იგი ნაზად გამკიცხავს გაფრთხილებით. რაც ჩემს გან-
ზრახვებსა და მის განხორციელებებს შორის დგას, ეს ხომ თვით ჩვენი
იერარქიის მთავარი კანონია, და უწყება, რომელიც თავის რიოში მარ-
გალიტებით თამაშის მაგისტრს ასეთი დამაჯერებელი, დასაბუთებუ-
ლი განცხადების საფუძველზე გაუშვებს და მის კასტალიის გარეთ
მოღვაწეობაზე მიუთითებს, თავად მეც სრულებით არ მომეწონებოდა.
გარდა ამისა, მაგისტრი ალექსანდერი, ორდენის ხელმძღვანელობი-
დან ის კაცია, ვიზეც ვერავინ იმოქმედებს. არა, ეს ბრძოლა უკვე მარ-
ტომ მე უნდა მოვიგო. მაგრამ ნებას მივცემ, ესე იგი, ჯერ ტეგულარიუსს,
რომ მკვეთრი აზრი გამოთქვას! ჩვენ ამით ცოტა დროის გარდა არა-
ფერს ვკარგავთ და ეს მაინც მჭირდება, რათა აქ ყველაფერი მოწესრი-

363
გებულად დავტოვო, რომ ჩემი წასვლით ვალდცელი არ დავაზიანო.
შენ კი, ამასობაში გარეთ, სამყაროში, თქვენთან თავშესაფარი და სა-
მუშაოს შესაძლებლობა უნდა შემიქმნა, თუნდაც ეს იყოს მოკრძალებუ-
ლი, საჭიროების შემთხვევაში ერთი ადგილითაც ვიქნები კმაყოფილი,
ასე, თუნდაც მუსიკის მასწავლებლობას დავჯერდები, ჯერ კი მხოლოდ
დასაწყისი, ტრამპლინი მჭირდება“.
დეზინიორი არწმუნებდა, რომ ამას უკვე მალე მოესწრებოდა და
როცა ეს წუთი დადგებოდა, მისი სახლი მეგობრისათვის ნებისმიერ
დროს ღია იქნებოდა. მაგრამ ამით კნეხტი უკმაყოფილო იყო. „არა, –
უთხრა მან, – სტუმრად მე არ გამოვდგები, უნდა სამუშაო მქონდეს.
ჩემი გაჩერება შენს სახლში, რა ლამაზიც გინდა იყოს, ერთ დღეზე
მეტხანს რომ გაგრძელდეს, ამას მხოლოდ დაძაბულობები და სიძნე-
ლეები.
მოჰყვება თან. მე შენდამი დიდი ნდობა მაქვს, და შენი მეუღლეც
ჩემს სტუმრობებს მეგობრულად შეეჩვია, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ-
ვე სხვა სახეს მიიღებს, რაკი მე უკვე სტუმარი და მაგისტრი ლუდი კი
აღარ ვიქნები, არამედ ლტოლვილი და შესახლებული სტუმარი“.
„შენ ამ ყველაფერს ზუსტად აღიქვამ, – ასე ფიქრობდა პლინიო. –
შენ რომ აქ გაგათავისუფლონ და შენი საცხოვრებელი სახლი ქალაქში
მოგცენ, მალევე მიიღებ ღირსეულ პროფესიას, ყველაზე ნაკლებ, პრო-
ფესორობას რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში, შენ შეგიძლია მთე-
ლი სიცხადით გათვალო. მაგრამ საკმაო დრო სჭირდება ამას, ეს შენ
იცი, და რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინღა ვიზრუნებ შენზე, როცა შენი
აქედან განთავისუფლება სისრულეში იქნება მოყვანილი“.
„მართალია, – უთხრა მაგისტრმა, – აქამდე ჩემი გადაწყვეტილება
საიდუმლოდ დარჩება. მე არ შემიძლია თქვენი უწყების განკარგულე-
ბაში ვიყო, ვიდრე ჩემი საკუთარი უწყება მოქმედებს და გადაწყვეტი-
ლება მის ხელშია. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ მე თავდაპირვე-
ლად სრულებით არ ვეძებ ოფიციალური სამსახურის ადგილს. ჩემი
მოთხოვნები ძალზე მცირედია, უფრო მცირე, ვიდრე შენ ამას ვარაუ-
დობ და წარმოიდგენ: მე ერთი ოთახი მჭირდება და ყოველდღიური
ლუკმა-პური, უპირველესად კი, სამუშაო და დავალება, როგორც მას-

364
წავლებელსა და აღმზრდელს, მე მჭირდება ერთი ან რამდენიმე მოწა-
ფე და აღსაზრდელი, ვისთან ერთადაც მე ვიცხოვრებ და ვისზეც ვიზ-
რუნებ. ამ მხრივ უმაღლეს სასწავლებელზე ყველაზე ნაკლებად ვფიქ-
რობ, ასევე სიამოვნებით, და უფრო დიდი სიამოვნებითაც კი, კერძოდ,
მასწავლებელი ვიქნებოდი ვინმე ყმაწვილისა, ანდა რაიმე ამდაგვა-
რი, რასაც მე ვეძებ და მჭირდება, ეს არის უბრალო, ბუნებრივი სამუ-
შაო, ეს არის ადამიანი, ვისაც მე ვჭირდები. სამსახური უმაღლეს სას-
წავლებელში თავიდან კვლავ ტრადიციული, ჩამოყალიბებული და მე-
ქანიკური სამსახურის აპარატში ჩამრთავს, რისკენაც მე, საერთოდ,
აღარ მივისწრაფვი“.
ყოყმანით გამოთქვა დეზინიორიმ სურვილი, რაც მას ერთ დროს
გასჩენოდა.
„მე ერთ წინადადებას შემოგთავაზებდი, – მიუგო მან, – და გთხოვ,
ცოტათი მაინც მოუსმინო და კეთილი ნებით აწონ-დაწონო. შეიძლება,
შენ ის მიიღო, და მაშინ სამსახურის გაწევაც შეგეძლება ჩემთვის. იმ
პირველი დღის შემდეგ, როცა მე აქ შენი სტუმარი ვიყავი, მრავალ-
მხრივ დახმარება გამიწიე. შენ ჩემი ცხოვრება და ჩემი სახლი გაიცანი.
და იცი, როგორ მიდის ცხოვრება აქ: ეს საქმე მაინც და მაინც კარ-
გად არ არის, მაგრამ უკეთესად არის, ვიდრე ეს წლების წინ იყო. უძნე-
ლესია ურთიერთობა ჩემსა და ჩემს ვაჟს შორის. განებივრებულია და
გაზულუქებული. მან სახლში უპირატესი და თავდაცული პოზიცია შეიქ-
მნა. ეს მისთვის მთავარია და ადვილადაც მოიპოვა. იმ წლებში, ჯერ
კიდევ ბავშობიდან, არც დედამისისგან და არც ჩემგან, ზრუნვა არ აკ-
ლდა, მაგრამ იგი შემდეგ გადაჭრით დედის მხარეს გადავიდა და თან-
დათანობით აღზრდის ყველა ქმედითი საშუალება ხელიდან წამერ-
თვა. მე ამას შევურიგდი ისე, როგორც ჩემს გაუმართლებელ ცხოვრე-
ბას; საერთოდ, მე იმედი გამიცრუვდა, მაგრამ ახლა, როცა მე შენი დახ-
მარებით კვლავ, გარკვეულწილად, გამოვჯანმრთელდი, ისევ იმედი
ჩამესახა გულში. შენ ხედავ, რაც მე მსურს. მე ძალიან ბევრს მოველო-
დები, როცა ტიტო, ვისაც ყველაფრის მიუხედავად სკოლაში საქმე ცუ-
დად აქვს, ცოტა ხნით მასწავლებელსა და აღმზრდელს შეხვდება და
ვინც მას თავისიანად მიიღებს. ეს ეგოისტური სურვილია, ვიცი. როგორ

365
მიიღებ ამ დავალებას, მე არ ვიცი. ისე კი მხნეობა მომეცა, როცა ეს აზ-
რი გამოვხატე“.
კნეხტი იღიმოდა და მას ხელი გაუწოდა.
„მე მადლობას გეტყვი, პლინიო, ამაზე კეთილის მომტანი წინადა-
დება ჩემთვის სხვა არ იქნება. მხოლოდ შენი მეუღლის თანხმობაღა
მჭირდება და შემდეგ თქვენ ორივემ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენი ვა-
ჟიშვილი პირველად, მთლიანად მე რომ ჩამაბაროთ, რათა მისი ხელ-
ში აყვანა და ყოველდღიური გავლენის გამორიცხვა შევძლო მასზე.
მშობლების სახლში. შენ მეუღლესთან ერთად ამაზე უნდა ილაპარაკო
და იქამდე მიიყვანო, რომ ეს პირობა მიიღოს. ფრთხილად მოეკიდე
სათქმელს და დროც შესაფერი გამონახე!“
„და შენ გგონია, – ჰკითხა დეზინიორიმ, – რომ ტიტოსთან რამეს გა-
აწყობ?“ „ო, დიახ, რატომაც არა? მას კარგი გული და კარგი მონაცემე-
ბი აქვს მშობლების მხრიდან, მას ამ ძალთა ჰარმონია აკლია მხო-
ლოდ. ამ ჰარმონიის მოთხოვნილებამ მასში რომ გაიღვიძოს, მეტად
გაძლიერდეს და ბოლოს გააცნობიეროს, ეს ჩემი ამოცანა იქნება, რა-
საც მე სიამოვნებით ავიღებ ჩემს თავზე“. ასე იცნობდა იოზეფ კნეხტი
მის ორივე მეგობარს, თითოეული სულ სხვადასხვა გარემოში შესაბა-
მისად იყო დასაქმებული, იმ ხნის განმავლობაში, როცა დეზინიორი
დედაქალაქში თავის მეუღლეს ახალ გეგმებს აცნობდა, და გზებს ეძებ-
და, მას რომ მოსწონებოდა, ტეგულარიუსი ვალდცელში ბიბლიოთეკის
სამუშაო ოთახში იჯდა, და კნეხტის მითითებით განზრახული ჩანაფიქ-
რისათვის მასალას ამუშავებდა. მაგისტრმა იგი საკითხავი წყარო-
ებით, რაც მას წინასწარ გაუმზადა, კარგად მიიტყუა. ისტორიის დიდმა
მოძულემ, ფრიც ტეგულარიუსმა, გულში ჩაიდო და, ომის პერიოდის ის-
ტორია შეიყვარა. დიდი მომუშავე თამაშის ირგვლივ მზარდი ხალისით
მუდამ აგროვებდა ნიშანდობლივ ამბებს იმ ეპოქიდან მოყოლებული,
ორდენის უკაცრიელ წინა პერიოდს რომ მოიცავს, და იმდენი დაუგ-
როვდა, რომ მისმა მეგობარმა, როცა იმან თვეების შემდეგ სამუშაო
წინ დაუდო, თითქმის მეათედი ნაწილიც კი არ გააჩერა შიგნით.
ამ დროისათვის კნეხტმა სტუმრობას მოუხშირა დედაქალაქში.
ქალბატონმა დეზინიორიმ უფრო მეტი ნდობა მოიპოვა მისდამი, რო-

366
გორც ჯანმრთელი და ჰარმონიული ადამიანისადმი, ვინც მეტად გარ-
თულებული ურთიერთობისას ხშირად ასე მსუბუქ მისასვლელს ნახუ-
ლობს ადამიანთან და მალე იგი მისი მეუღლის გეგმას დაჰყვა. ტიტოზე
ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას მაგისტრს რაღაც უხე-
შად განუმარტა, რომ არ სურდა, მისთვის შენობით მიემართათ, რად-
გან ყველა ადამიანი, თავისი სკოლის მასწავლებლებიც კი, მას თქვე-
ნობით ელაპარაკებოდნენ. კნეხტმა მას დიდი ზრდილობით გადაუხა-
და მადლობა და თან მოუბოდიშა; მან უამბო, რომ იქ პროვინციაში მას-
წავლებლები ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, და კარგად ზრდას-
რულსაც, შენობით ეძახდნენ. ბიჭი მაგიდასთან მიიწვია, თვითონ ოდ-
ნავ უკან დაიხია, და მას სთხოვა, ცოტა ხნით ქალაქს ხომ არ მაჩვენებ-
დიო. ამ გასეირნებაში ტიტომ მხარი აუბა მას. ძველი ქალაქის სანა-
ხაობით მდიდარ ქუჩაში, სადაც. თითქმის, გამოუკლებლივ, საუკუნეე-
ბის დროინდელი წარმოსადეგი, შეძლებული, პატრიციული ოჯახების
სახლები ჩარიგებულიყო, ერთი ასეთი მყარი, ვიწრო და მაღალი სახ-
ლის წინ გაჩერდა ტიტო, მან კარიბჭის ზემოთ აბრაზე მიანიშნა და
ჰკითხა: „თქვენ ეს იცით?“ და როცა კნეხტმა ეს უარყო, შემდეგ მან უთ-
ხრა: „აქ დეზინიორების ღერბია, ეს კი ჩვენი ძველი საგვარეულო სახ-
ლი, სამი საუკუნე ამ ოჯახს ეკუთვნოდა, ჩვენ კი ვსხედვართ ჩვენს ერ-
თფეროვან, უღიმღამო სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემს პაპა-
ჩემის სიკვდილის შემდეგ მოეხასიათა, ეს მშვენიერი ფუძისეული სახ-
ლი გაეყიდა და თანამედროვე სახლი აეშენებინა, რაც, სხვათა შორის,
ახლა უკვე არც ისე თანამედროვეა. შეგიძლიათ, ეს რომ გაიგოთ?“
„ასე გენანებათ თქვენი სახლი?“ – ჰკითხა კნეხტმა მეგობრულად,
და როცა ტიტო გრძნობით სავსე დაეთანხმა და მისი შეკითხვა გა-
იმეორა: „შეგიძლიათ ასეთი რამ გაიგოთ?“ მან მიუგო, – შეიძლება ყვე-
ლაფრის გაგება, როცა ამას შუქს მოჰფენ. ძველი სახლი მშვენიერი საქ-
მეა, და ახალი რომ მის გვერდით აეშენებინათ, და მისთვის არჩევანი
მიეცათ, მაშინ იგი ალბათ ძველს შეინარჩუნებდა. და სახლები დაფა-
სების ღირსია, მეტადრე ასეთი ლამაზი, როგორიც ეს აქ დგას, მაგრამ
სახლის თვითონ აშენება, სწორედ რომ დიდებულია და როცა გამიზ-
ნულ, პატივმოყვარე ახალგაზრდა კაცს არჩევანი დაუდგება, რომ მან

367
მყუდროდ და მოხერხებულად გამზადებულ ბუდეში დაიდოს ბინა, ან-
და თვითონ მალე ახალი ააშენოს, მაშინ კარგად გაიგებს კაცი, რომ მი-
სი არჩევანი სახლის აშენებაზე შეჩერდება. როგორც მე მამათქვენს
ვიცნობ და ვიცნობდი, და ჯერ კიდევ თქვენს ასაკში, ვინც დაჟინებული
და თავისის გამტანი იყო, სხვათა შორის, სახლის გაყიდვა და მისი და-
კარგვა მასზე მეტად გულს არავის ატკენდა. მას ძნელი კონფლიქტი
ჰქონდა მამასთან და თავის ოჯახთან, და როგორც ჩანს, ჩვენთან, კას-
ტალიაში მისი აღზრდა სწორი არ აღმოჩნდა. ის ოდნავადაც კი არ და-
ეხმარა იმაში, რომ ახალგაზრდა მგრძნობიარე კაცი რამდენადმე
სულსწრაფობისგან დაეცვა. და ერთ-ერთი მათ შორის იყო სახლის გა-
ყიდვაც. მან ამით ოჯახის ტრადიციას, მამას, მთელ წარსულსა და მას-
თან დამოკიდებულებას სახეში სილა გააწნა და მათთან ბრძოლის გა-
მოცხადება მოისურვა, რაც ჩემთვის ნაკლებად მისაღები ჩანდა. მაგ-
რამ იგი გასაოცარი ადამიანია, და მასზე რაღაც სხვა ყალბი აზრი სრუ-
ლებით არ მომსვლია თავში, რომ ძველი სახლის გამყიდველს ამ გა-
ყიდვით არა მარტო ოჯახისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, – თა-
ვისი თავისთვისაც ტკივილის მოტანა არ ენდომებოდა, რა თქმა უნდა.
ოჯახმა მას იმედი გაუცრუა, მან იგი ჩვენს ელიტარულ სკოლაში გააგ-
ზავნა, მშობლებს უნდოდათ იქ ჩვენს ყაიდაზე აღეზარდათ და მერე მი-
სი უკან დაბრუნების შემდეგ მათი დავალებებით, მოთხოვნებით და
პრეტენზიებით გამოდგომოდათ, რასთანაც შეზრდილი არ იყო. მაგრამ
შემდგომ ამისა, ფსიქოლოგიურ მინიშნებას აღარ გავაგრძელებ, ყო-
ველ შემთხვევაში, ამ სახლის გაყიდვის ისტორია ერთ ძლიერ საკით-
ხზე მიგვანიშნებს – მამათა და შვილთა შორის კონფლიქტზე, ეს სი-
ძულვილი, სიძულვილში შებრუნებული სიყვარული, ცოცხალი და ნი-
ჭიერი ბუნების ადამიანებთან, ეს წინააღმდეგობა არცთუ იშვიათად
წარმოიშობა, მსოფლიოს ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით. სხვა-
თა შორის, ძალიან კარგად მაგონდება მოგვიანებით ახალგაზრდა დე-
ზინიორი, ვისაც სურდა ცხოვრების ამოცანად დაესახა, სახლი ოჯახის
მფლობელობაში უკან დაებრუნებინა, რადაც უნდა დასჯდომოდა.“
„აჰა, – წამოიძახა ტიტომ, – და მართალი არ იქნება, თუ იგი ასე
იმოქმედებს?“

368
„მე არ მინდა მისი მსაჯული გავხდე, ახალგაზრდა ბატონო, თუ მოგ-
ვიანებით დეზინიორი თავისი თაობის სიდიადესა და მოვალეობას გა-
იზიარებს, რითაც იგი თავის თავს იპოვის ცხოვრებაში, როცა იგი ქა-
ლაქს, სახელმწიფოს, ხალხს, სამართალს, კეთილდღეობას თავის ძა-
ლებს შეალევს და ისე გამყარდება, რომ იგი ამასთანავე სახლის უკან
დაბრუნებაზეც იფიქრებს, მაშინ იგი პატივცემული კაცი იქნება და ამის
ნიშნად ქუდსაც მოვუხდით. მაგრამ თუ იგი ცხოვრებაში სხვა არანაირ
მიზანს არ დაისახავს ამ სახლის ისტორიის გარდა, მაშინ იგი სხვა არა-
ფერი იქნება შეპყრობილი და ამ საქმისთვის გადამკვდარი კაცის გარ-
და, ვინც ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც მამასთან ამ-
გვარ ყმაწვილურ კონფლიქტებს თავის თავში არასოდეს გამოიძიებს
და ასე დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე დიდობაშიც კი, და ამ
ყველაფერს თავიდან არ ამოიგდებს და თავს გაიწვალებს, ჩვენ შეგ-
ვიძლია, მას გავუგოთ, თანავუგრძნოთ, მაგრამ იგი თავისი ოჯახის,
სახლის დიდებას ვერაფერსაც ვერ შემატებს. მშვენიერი რამ არის, რო-
ცა ძველი ოჯახი ახალს სიყვარულით ეპყრობა, მაგრამ განახლება და
სიდიადე მხოლოდ მაშინ მოდის, როცა მისი ვაჟიშვილები ოჯახის მიზ-
ნებზე უფრო უდიდეს მიზნებს ემსახურებიან“.
ამ სეირნობისას ტიტო მამამისის სტუმარს ყურადღებითა და საკმა-
ოდ თავშეკავებით უსმენდა; მაგრამ სხვა შემთხვევებში უგულებელყო-
ფასა და სიკერპეს იჩენდა; ის ამ კაცში კარგად გრძნობდა ძალას, ასე
ვთქვათ, და ამ ადამიანს მისი ორივე, ერთმანეთთან არათავსებადი
მშობელი დიდად აფასებდა, ეს ის ძალა იყო, რასაც მისი განებივრებუ-
ლი თვითნებობა საშიშად შეიძლება ექცია, რაც შესაბამის გამოხატუ-
ლებასაც პოვებდა მის აგდებულობაში. მართლაც, ამას მოჰყვებოდა
ხოლმე, ყოველ შემთხვევაში, გულისწყვეტა და საქციელის გამოსწო-
რების სურვილი, რადგანაც მას თავმოყვარეობა აწუხებდა, მისი სისუს-
ტე რომ გამოჩნდებოდა მხიარული ზრდილობიანობის წინაშე, რომე-
ლიც მაგისტრს პრიალა ჯავშანივით შემორტყმოდა გარს და შიგნით
კი, ყმაწვილი თავის გამოუცდელ და ოდნავ გაველურებულ გულში
გრძნობდა, რომ ეს ის კაცია, რომლის ალბათ მეტად სიყვარული და პა-
ტივისცემა ეგების.

369
ეს მან განსაკუთრებით იმ ნახევარ საათში იგრძნო, როცა კნეხტი
მამამისის ლოდინში ნახა, საქმეების გამო რომ აყოვნებდა. ოთახში
შესვლისას ტიტოს ფიქრებში ჩაღრმავებული სტუმარი დახვდა, რომე-
ლიც ნახევრად დახუჭული თვალებით, უმოძრაოდ, ქანდაკებასავით
გაჩერებულ პოზაში იჯდა, სიწყნარესა და სიჩუმეს რომ გამოანათებდა;
ასე რომ, ბიჭი უნებურად ნელი ნაბიჯით შევიდა, თითის წვერებზე აწე-
ვით და ისევ ჩუმადვე გამობრუნება სურდა, მაგრამ მჯდომარემ თვა-
ლები უცებ გაახილა, მას მეგობრულად მიესალმა, წამოიწია, ფორტე-
პიანოზე მიანიშნა, ოთახში რომ იდგა, და ჰკითხა მუსიკა თუ გიყვარსო.
– დიახ, – უთხრა ტიტომ, თუმცა მას უკვე დიდი ხანია მუსიკის გაკვე-
თილები აღარ უტარდებოდა. და აღარც უვარჯიშია, რადგან სკოლაში
არ ბრწყინავდა და მასწავლებლების გამო საკმაოდ იტანჯებოდა, მაგ-
რამ მუსიკის მოსმენა მისთვის მუდამ სასიამოვნო იყო. კნეხტმა ფორ-
ტეპიანო ახსნა, მის წინ დაჯდა, დარწმუნდა, აწყობილი იყო და სკარ-
ლატის ერთი პასაჟი ანდანტე დაუკრა, რაც მან ამ დღეებში რიოში მარ-
გალიტებით თამაშის სავარჯიშოს საფუძვლად დაუდო. შემდეგ განეწ-
ყო შინაგანად, და რადგან ბიჭი ყურადღებამოკრებილი და მოსასმე-
ნად მომზადებული დაინახა, დაიწყო მაგალითისათვის რამდენიმე
სიტყვით აეხსნა და ეჩვენებინა რიოში მარგალიტებით თამაშის ამ სა-
ვარჯიშოს მიმდინარეობა, მან მუსიკა დაყო მუსიკალურ წევრებად,
წარმოადგინა რამდენიმე გამოსაყენებელი ანალიზის სახე, რასაც კი
მიმართავენ ხოლმე, და თამაშის იოროგლიფებისკენ გზებს მიანიშნებ-
და მუსიკის თარგმანის დართვით, ტიტომ პირველად ნახა მაგისტრი
არა მარტო როგორც სტუმარი, არა მარტო როგორც ნასწავლი და გა-
მოჩენილი ადამიანი, რომელზეც მან უარი თქვა, რამეთუ მას პატივ-
მოყვარეობას ულახავდა, არამედ თავისი სამუშაოს დროსაც, ვინც მე-
ტად დახვეწილად და ზუსტად დახელოვნებულიყო და როგორც მაგის-
ტრმა აჩვენა, რომ ხელოვნება, რომლის აზრიც ტიტოს მხოლოდ შეეძ-
ლო წარმოედგინა, მთლიანად ადამიანს და მთელ მის თავდადებას
მოითხოვდა. როგორც ჩანდა, მისი პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილ-
და, მას საკმაოდ მოზრდილად და საკმაოდ შესაფერის ასაკისად მიიჩ-
ნევდნენ, რომ ასეთი ურთულესი საკითხებით დაინტერესებულიყო. ის,

370
მართლაც, დაწყნარდა და ამ ნახევარი საათის მანძილზე დაიწყო იმა-
ზე ფიქრი, თუ რომელი წყაროებიდან მომდინარეობდა ამ უცნაური კა-
ცის სიმხიარულე და ნამდვილი სიმშვიდე.
კნეხტის სამსახურებრივი საქმიანობა ამ ბოლო დროს თითქმის
ისეთი ინტენსიური იყო, როგორც პირველად მისი სამსახურში მიღების
უძნელეს დროში. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მის მოვალეობაში მყო-
ფი ყველა უწყება სანიმუშო მდგომარეობაში დაეტოვებინა. მიზანს მი-
აღწია კიდეც, მაგრამ სხვას, უკვე მოფიქრებულს, ვეღარ ახორციელებ-
და, რომ მისი პიროვნება ეჩვენებინა ისე, რომ იგი უკვე აღარ იყო საჭი-
რო ანდა იოლად შეცვლადი, ასეა ხოლმე ჩვენს უმაღლეს სამსახურებ-
ში თითქმის მუდამ: მაგისტრი ძვირფასი, მბრწყინავი მედალიონის ზე-
და მხრის სამკაულივით ნავარდობს თავისი სამსახურის სფეროების
რთულ მრავალფეროვნებებზე. ის მიდის და მიდის წინ სწრაფად, მსუ-
ბუქად, როგორც მეგობრული, სულიერი ადამიანი; ამბობს ორ სიტყვას,
დიახზე თავს იქნევს, მიუთითებს დავალების შესრულებაზე გამომეტ-
ყველებით, მაგრამ ეს უკვე წარსულია, შემდეგში აქედან ის უკვე თამა-
შობს თავისი სამსახურის აპარატში, როგორც მუსიკოსი თავის ინსტრუ-
მენტზე; ძალა აღარ ჩანს და ამას არც მოფიქრება სჭირდება, და ყვე-
ლაფერი მირბის, როგორც უნდა გაიქცეს. მაგრამ ამ აპარატის ყოველ-
მა თანამშრომელმა იცის, რა უნდა დაერქვას ამას სახელად, როცა მა-
გისტრი მიემგზავრება ანდა ავად შეიქნება; რა რთულია, რამდენიმე
საათით ანდა ერთი დღით რომ შეცვალოს იგი; იმ ხნის განმავლობაში,
როცა კნეხტმა კიდევ ერთხელ შემოირბინა პატარა სახელმწიფოს Vicus
Lusorum-ი, გამომცდელად და ზედმიწევნით მიმართა მთელი თავისი
გულისყური იქითკენ, თავისი „ჩრდილისთვის“ დავალება ისე წარედ-
გინა, რომ მას თვალში არ სცემოდა, შეეცვალა იგი ნამდვილად და მას
ეს შემდეგ მთელი სერიოზულობით ეგრძნო, დაედგინა იმავე დროს
ისიც, რომ მისი შინაგანი სამყარო ამ ყოველივეს უკვე გარკვეულად
დაშორდა: როგორ აღარ აბედნიერებდა და ატყვევებდა ამ კარგად
მოფიქრებულ პატარა სამყაროს მთელი ძვირფასეულობა. უყურებდა
ვალდცელსა და მის სამაგისტრო სამსახურს უკვე თითქმის ისე, რო-
გორც უკან მოტოვებულ მხარეს, რაღაც ლეგენდასავით, სადაც მან

371
იმოგზაურა, რამაც მას ბევრი რამ მისცა და ბევრი ასწავლა, მაგრამ ახ-
ლა მას ახალი ძალები და საქმეები აღარ იტყუებდნენ, იმ დროს მის-
თვის უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა ეს აუჩქარებელი, თვით მიღე-
ბული გადაწყვეტილება და გამომშვიდობება, – რომ მისი გაუცხოებისა
და წასვლის სურვილის ნამდვილი საფუძველი არა მხოლოდ კასტა-
ლიისათვის არსებული საფრთხეების ცოდნა და მის მომავალზე დარ-
დია, არამედ ეს უბრალოდ ცარიელი და დაუსაქმებლად დარჩენილი
ნაწილია მისი თვითების, მისი გულის, მისი სულისა, რასაც მისი სამარ-
თალი ესწრაფვოდა და მისი ავსება სურდა. ის მაშინ ორდენის კონსტი-
ტუციასა და კიდევ ერთხელ წესდებას საფუძვლიანად სწავლობდა და
ნახა, რომ პროვინციიდან მისი წამოსვლა საფუძველში არც ისე ძნე-
ლია, არც თითქმის ისე შეუძლებელი მისაღწევია, როგორც ეს მან და-
საწყისში წარმოიდგინა, სამსახური სინდისის კარნახით რომ დაეტო-
ვებინა, ამისთვის მას თავისუფლება ეძლეოდა, ორდენის დატოვებაც
შეეძლო ასევე, ორდენის აღთქმა არ ყოფილა, რომ თავისი წევრები
მთელი ცხოვრების მანძილზე დამოკიდებული ყოფილიყვნენ მასზე.
იშვიათად მხოლოდ წევრი თუ განახორციელებდა ამას, მაგრამ არა-
სოდეს უმაღლესი უწყების წევრი, რომ ეს თავისუფლება გამოეყენები-
ნოს. არა, რაც მას ნაბიჯის გადადგმაში ასე უჭირვებდა საქმეს, ეს იყო
არა კანონის სიმკაცრე, ეს იყო იერარქიული სული თავად, ლოიალობა
და კავშირისადმი ერთგულება, მის საკუთარ გულში რომ დაუნჯებული-
ყო. ცხადია, მას სურდა არა ფარულად გაქცევა, ის ემზადებოდა თავისი
თავისუფლებისათვის, გარემოების მიხედვით, განცხადებაზე ნებარ-
თვის მისაღებად. ბავშვი ტეგულარიუსი ამას მწარედ განიცდიდა. მაგ-
რამ მას ამ განცხადების წარმატების არ ეჯერა. მას კარგად მოეპყრო-
ბოდნენ, გააფრთხილებდნენ, შეიძლება დასასვენებელი შვებულება
მიეცათ მარიაფელსში, სადაც პატერი იაკობუსი ცოტა ხნის წინ გარდა-
იცვალა, ანდა იქნებ რომისკენ? მაგრამ გაშვებით მას არ გაუშვებდნენ,
ასე ეგონა მას სულაც ბოლომდე დარწმუნებით.
ფიქრობდა, მისი გაშვება ორდენის ყველა ტრადიციას ეწინააღ-
მდეგებოდა. თუ ამას უწყება დაუშვებდა, ამით ის აჩვენებდა, რომ მისი
მოთხოვნა სამართლიანია. ის გამოააშკარავებდა, რომ კასტალიაში

372
და სრულიად ასეთ მაღალ პოსტებზე ადამიანს გარემოებათა გამო
ცხოვრება არ ყოფნის, აღარ აკმაყოფილებს და მისთვის თავისუფლე-
ბაზე უარსა და ტყვეობას შეიძლება ნიშნავდეს.

373
განცხადება

ჩვენ თხრობის დასასრულს ვუახლოვდებით. როგორც უკვე აღვნიშ-


ნეთ, ამ მონაკვეთზე სრული ცოდნა არ გაგვაჩნია და ის საგის ხასიათს
უფრო ატარებს, ვიდრე ისტორიული გადმოცემებისა. ამით უნდა დავ-
კმაყოფილდეთ, რამდენადაც სასიამოვნო იქნება, რომ წიგნის ბოლო
წინა თავი კნეხტის ბიოგრაფიის ნამდვილი დოკუმენტებით შევავსოთ,
კერძოდ კი, იმ ყოვლისმომცველი ნაწერით, სადაც რიოში მარგალიტე-
ბით თამაშის მაგისტრი უწყებას თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს
თვითონ აღუწერს, და რის გამოც სამსახურიდან გაშვების ნებართვას
თხოულობს.
მაგრამ, მართლაც, უნდა ითქვას, რომ იოზეფ კნეხტს, როგორც დი-
დი ხანია ვიცით, ამგვარი გარემოების გამო მოსამზადებელი განცხა-
დების წარმატებისა არა მარტო არ სჯეროდა, არამედ, როცა იგი ნამ-
დვილად მომზადებული იყო, ერჩია კიდეც, რომ „განცხადება“ სულაც
არ დაეწერა და არც ჩაებარებინა, ის ისეთ მდგომარეობაში იყო, რო-
გორც ყველა ადამიანი, ვინც ბუნებრივად, თავიდან გაუცნობიერებულ
ძალას ფლობს, მოახდინოს გავლენა სხვა ადამიანებზე: ძალა კი მის
მფლობელს, როცა ამით სარგებლობს, ძვირი უჯდება; და თუ მაგისტრი
გახარებული იყო იმის გამო, რომ მეგობარი ტეგულარიუსი თავისი ზე-
მოქმედებით საკუთარი განზრახვებისთვის დაეთანხმებინა, მაშინ იგი
ამ საქმის თანამოაზრე და თანამონაწილე იქნებოდა, მომხდარი ამბის
საბოლოო შედეგი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მისი საკუთარი ფიქრები
და სურვილები. მან ფრიცი ერთი სამუშაოთი დაასაქმა და აცდუნა,
რომლის მნიშვნელობაც თვითონ მისთვის დიდად აღარ ფასობდა,
თუმცა სულის ჩამდგმელი თავად იყო. მაგრამ, როცა მეგობარმა საქმე
ბოლომდე მიიყვანა და სამუშაო გადასცა, კნეხტს აღარ შეეძლო უკან
დაებრუნებინა, ან გვერდზე გადაედო და აღარ ესარგებლა. ისე რომ,
მეგობარს უნდა გადაეტანა, ვისაც ამ სამუშაოს საშუალებით დაშორ-
დებოდა, პირველად, ჯერ მართლაც, გული არ უნდა ეტკინა და არც
იმედი გაეცრუებინა. როგორც სარწმუნო გვგონია, იმ დროისთვის კნეხ-
ტის განზრახვები ალბათ უფრო შეესაბამებოდა იმას, რომ თავისი სამ-

374
სახური დაეტოვებინა და ყველაფრის გარეშე ორდენიდან გამოსვლა
გამოეცხადებინა, ნაცვლად იმისა, რომ მის თვალწინ კომედიად ქცე-
ული ურთიერთობა გათამაშებულიყო „განცხადებასთან“ დაკავშირე-
ბით, მაგრამ კნეხტმა მეგობრის მდგომარეობა გაითვალისწინა და მო-
უთმენლობამ კიდევ ერთხანს მოუწია.
ცხადია, საინტერესო იქნებოდა, მუყაითი ტეგულარიუსის ხელნა-
წერს გავცნობოდით. რაც მთავარია, ის ისტორიული მასალისაგან შედ-
გებოდა, რომელიც მტკიცებისა და ილუსტრირების მიზნებისათვისაც
კი შეაგროვა; მაგრამ საეჭვოა, შეგვშლოდა ვარაუდი, რომ ეს მასალა
ზოგიერთ მწვავე და გონებამახვილურ კრიტიკულ შეხედულებას შე-
იცავდა, როგორც იერარქიის, ასევე სამყაროსა და მსოფლიო ისტორი-
ის შესახებ. თვეების მანძილზე, უჩვეულო, შეუპოვარი მუშაობის დროს
გამზადებული ხელნაწერი, უფრო მეტად შესაძლებელია შემონახული-
ყო, მაგრამ, თუნდაც ხელთ გვქონოდა, მისი ნააზრევის აქ მოტანაზე მა-
ინც უარს ვიტყოდით, რამდენადაც ჩვენი წიგნი, სწორედ რომ, მისი პუბ-
ლიკაციის ადგილი ვერ იქნებოდა.
ჩვენთვის ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი, თუ როგორ გა-
მოიყენა ლუდი მაგისტრმა მისი მეგობრის ნაშრომი, როცა მეგობარმა
ზეიმურობით გადასცა, მან გულითადი მადლიერების გამომხატველი
სიტყვებითა და აღიარებით მიიღო და თანაც, რადგან იცოდა, ამით მას
გაახარებდა, სთხოვა, ნაშრომი ხმამაღლა წაეკითხა მისთვის. რამდე-
ნიმე დღე ტეგულარიუსი მაგისტრთან ერთად ნახევარი საათით მის
ბაღში იჯდა, და რადგან ეს ზაფხულში ხდებოდა, ხელნაწერიდან ფურ-
ცელს ფურცელზე დიდი კმაყოფილებით უკითხავდა, და არცთუ იშვია-
თად კითხვა ორივეს მხრიდან ხმამაღალი სიცილით შეწყდებოდა
ხოლმე. ტეგულარიუსისათვის ეს სასიამოვნო დღეები იყო. ამის შემ-
დეგ კი კნეხტმა უკან დაიხია და გადაწყვიტა, მეგობრის ხელნაწერი-
დან. ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით უწყებისადმი თავისი განცხა-
დება შეექმნა, რასაც სიტყვა სიტყვით გაწვდით და რომლისთვისაც კო-
მენტარი აღარ არის საჭირო.

ლუდი მაგისტრის განცხადება

375
სააღმზრდელო უწყებისადმი

მე, ლუდი მაგისტრი, მრავალგვარი თვალსაზრისის გამო, იმ გარ-


კვეულ მდგომარეობამდე მივედი, რომ ჩემი განსაკუთრებული თხოვნა
გამოცალკევებულ, ალბათ უფრო კერძო წერილში გამომეთქვა, – ნაც-
ვლად იმისა, რომ განცხადება ჩემს საზეიმო საანგარიშო მოხსენებაში
ჩამერთო; უწყებისადმი წარმოდგენილ ამ განცხადებას კი კერძოდ,
მიმდინარე ოფიციალურ მოხსენებას დავამატებ და მის ოფიციალურ
დამუშავებას დაველოდები, ამასთანავე მაგისტრთა წრეში კოლეგია-
ლურ ცირკულარსაც ვითვალისწინებ.
მაგისტრის მოვალეობაში შედის, უწყებას ყურადღება მიაპყრობი-
ნოს, თუკი მის ერთგულ დამოკიდებულებას სამსახურისადმი დაბრკო-
ლებები ეღობება წინ, ანდა საფრთხე ემუქრება. სამსახურის გაძღო-
ლას, თუმცა სამსახურს მთელი ძალებით ვემსახურები, საფრთხე ემუქ-
რება, (ანდა მე ასე მეჩვენება), და რაც ჩემს საკუთარ პიროვნებაში არ-
სებობს, მაგრამ რასაც მხოლოდ თავისი ერთადერთი ისტორია არ გა-
აჩნია. ყოველ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ რიოში მარგალიტებით თა-
მაშის მაგისტრის წოდებასთან ჩემი პიროვნული შეთვისების სისუსტის
მორალური საფრთხე, იმავდროულად და ობიექტურად, ჩემი პიროვნე-
ბის გარეთ არსებული საფრთხეც გახლავთ და ამისი ძალზე მოკლედ
გამოხატვა მსურს: მე ჩემს უნარზე დაეჭვება დავიწყე, თუ როგორი
სრულფასოვნებით მივუძღვები სამსახურს, რამეთუ სამსახური თავად,
ჩემ მიერ ნასათუთევი რიოში მარგალიტებით თამაში თავად საფ-
რთხის ქვეშ მიმაჩნია. ამ განცხადების განზრახვას შეადგენს, რომ ამ-
ჟამად ჩემი სამსახური დაჟინებით სხვა ადგილისაკენ მიხმობს და რომ
მინიშნებული საფრთხე არსებობს და ეს სწორედ ის საფრთხეა, რაც ერ-
თხელ უკვე შევიცანი. ჩემს თავს ნებას ვაძლევ, სიტუაცია გარკვეული
მაგალითით წარმოვადგინო: თუ სამუშაოში გულმოდგინედ თავჩარგუ-
ლი სწავლული ოთახის სხვენზეა და ქვემოთ, სახლში ცეცხლის გაჩენის
კერას შენიშნავს, კი არ დაყოვნდება, ეს მის სამსახურს შეადგენს თუ
არა, ანდა თავისი ცხრილების სიზუსტით მოწესრიგებას კი არ ამჯობი-
ნებს, არამედ ქვემოთ ჩაირბენს და სახლის გადარჩენაზე იფიქრებს.

376
მეც ასევე ვზივარ კასტალიურ შენობაში, ჩემი სახლის მაღალ სართულ-
ზე, რიოში მარგალიტებით თამაშით დასაქმებული და მხოლოდ სა-
თუთ, მგრძნობიარე ინსტრუმენტებთან მომუშავე, სადღაც ქვემოთ რომ
რაღაც იწვის, მთელი ჩვენი ცხოვრება რომ საფრთხეშია და დაზიანე-
ბულია და რომ მე ახლა მუსიკას კი აღარ უნდა ვაანალიზებდე, ანდა
თამაშის წესებს განვმარტავდე, არამედ იმის დროა, იქითკენ მივიჩქა-
როდე, საიდანაც კვამლი გამოდის.
კასტალიის ინსტიტუცია, ჩვენი ორდენი, ჩვენი სამეცნიერო და სას-
კოლო მოღვაწეობა, რიოში მარგალიტებით თამაშთან ერთად ყვე-
ლას, ორდენის უმეტეს ძმებს ისე თავისთავად და ცხადად ეჩვენებათ,
როგორც ყოველ ადამიანს ჰაერი, რასაც სუნთქავს, და მიწა, რაზედაც
დგას. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ჰაერი და ეს მიწა თითქოს აქ
არ არის, რომ ჩვენ დღის ჰაერი გვაკლია, მიწა ჩვენ ფეხქვეშ შეიძლება
შემოგვეცალოს. ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ კარგად დაცულნი ვი-
ყოთ პატარა, სუფთა და მხიარული სამყაროს ცხოვრებაში, და ჩვენ შო-
რის ბევრი ცხოვრობს ამ ფიქციაში, როგორი საოცარიც უნდა ჩანდეს;
დაე, მუდამ იყოს ეს სამყარო, და ჩვენ ხომ აქ დაბადებულები ვართ. მე
თვითონ ჩემი ყმაწვილობის წლები ამ უაღრესად სასიამოვნო ოცნება-
ში ვიცხოვრე იმ დროს, როცა სინამდვილე ჩემთვის მთლად კარგად
ნაცნობი იყო, საკუთრივ, რომ მე კასტალიაში კი არ დავიბადე, არამედ
უწყებამ აქეთ გამომაგზავნა და აღზრდაც აქ მივიღე და რომ კასტა-
ლია, ორდენი, უწყება, მასწავლებელთა სახლები, არქივები და რიოში
მარგალიტებით თამაში, არავითარ შემთხვევაში, მუდამ აქ არ არსე-
ბობდა და ეს ბუნების ქმნილება კი არ გახლდათ, არამედ მოგვიანები-
თი, კეთილშობილი, და ყველანაირი ქმნილის მსგავსად, ადამიანის
ნების წარმავალი შემოქმედება. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ჩემ-
თვის არ იყო სინამდვილე; უბრალოდ, არ ვფიქრობდი, დავინახე და
ვიცი, რომ ჩვენგან სამ მესამედზე მეტი ამ საოცარ და სასიამოვნო ილუ-
ზიაში ცხოვრობს და ასე გარდაიცვლება.
მაგრამ როგორც საუკუნეები და ათასწლეულები არსებობდა ორდე-
ნისა და კასტალიის გარეშე, მომავალში ისევ ასეთი დროები იარსე-
ბებს. თუ დღეს ჩემს კოლეგებს და პატივცემულ უწყებას ამ ფაქტს, ამ

377
ანბანურ ჭეშმარიტებას შევახსენებ, მათ ვთხოვ, რომ ერთხელაც იქნებ
საფრთხეებისაკენ მიმართონ მზერა, ჩვენ რომ გვემუქრება; მაშასადა-
მე, თუ მე უფრო არაპოპულარული და ყველასათვის მსუბუქი დაცინვის
გამომწვევი როლი ვითამაშე და ერთხანს გაფრთხილებასა და სინა-
ნულზე ვიწინასწარმეტყველე მოქადაგესავით, მაშინ მზად ვარ, ირო-
ნიაშეპარული ნათქვამი უკან წავიღო; მაგრამ მაინც იმედი მაქვს, ზო-
გიერთი თქვენგანი ჩემს განცხადებას ბოლომდე წაიკითხავს და რამ-
დენიმე ცალკეულ საკითხში კიდეც დამეთანხმება, ეს კი უკვე ბევრი იქ-
ნება.
ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ჩვენი კასტალიაა, სულის პატარა
სახელმწიფო, შინაგანი და გარეგნული საფრთხეებითაა წარმოდგენი-
ლი. შინაგანი საფრთხეები, ანუ ამათგან ზოგიერთი, ჩვენთვის ნაცნო-
ბი, გაგებული და დაძლეულია. ცალკეულ მოწაფეს ელიტარული სკო-
ლებიდან ყოველთვის უკან ვუშვებთ, რადგან მათში აღმოუფხვრელი
თვისებები და ლტოლვები აღმოვაჩინეთ, რაც ჩვენი საზოგადოებისათ-
ვის გამოუსადეგარი და საფრთხის შემქმნელია. გვჯერა, ამათგან უმე-
ტესი ნაკლები ფასის მქონე ადამიანი კი არ არის, არამედ მარტოოდენ
კასტალიურ ცხოვრებისათვის შეუსაბამო და მათ შეუძლიათ სამყარო-
ში უკან დაბრუნების შემდეგ შესაფერისი ცხოვრების პირობები მონა-
ხონ და გამრჯე მამაკაცები გახდნენ; ჩვენმა პრაქტიკამ ამ თვალსაზ-
რისით იმედი გაამართლა; მთლიანობაში, ჩვენი საკრებულო თავის
ღირსებასა და თვითჩამოყალიბებაზე ჩერდება და თავის დავალებას
კმარობს და ასახავს ზედა ფენას, სულიერ არისტოკრატულ წოდებას
და მუდამ ახლიდან განათლებას სძენს. სავარაუდოდ, არ გვყავს ჩვენ
უფრო მეტი უღირსი და ზარმაცი, ვიდრე ბუნებრივი და ასატანი? ორდე-
ნის წევრების ყოყოჩობასა და წოდებრივ ამპარტავნებასთან დაკავში-
რებით ჩვენთან საქმე ნაკლებ უმწიკვლოდ არის, რისადმიც ყოველი
წარჩინებული, ყოველი პრივილეგირებული პოზიცია მიდრეკილებას
იჩენს, და ეს შემდეგ ყოველ არისტოკრატთან ხან სამართლიანობით
ხან უსამართლოდ საყვედურის მიზეზი ხდება. საზოგადოების ისტო-
რიაში საქმე მუდამ არისტოკრატიის ჩამოყალიბების მცდელობას ეხე-
ბა, ის მისი თავი და გვირგვინია, და არისტოკრატიის, საუკეთესოთა

378
ბატონობის, რომელიმე ფენა ჩნდება ხოლმე, თუმცა მათ მუდამ არა
აქვთ საზოგადოების ჩამოყალიბების ყველა მცდელობისათვის ნამ-
დვილი, შეთანხმებული მიზანი და იდეალი. ძალაუფლება, თუგინდ მო-
ნარქიული, თუგინდ ანონიმური, მუდამ გამოძებნის მზადყოფნას, მხა-
რი დაუჭიროს წარმომშობ არისტოკრატიას პროტექციისა და პრივი-
ლეგიების სახით, იყოს ეს თუნდ პოლიტიკური, თუნდ სხვა არისტოკრა-
ტია, წარმოშობით, რჩეულობით თუ აღზრდით. ხელსაყრელი პირობე-
ბების მქონე არისტოკრატია, ამ გზით მუდამ გაძლიერებულია, მუდამ
სათავეში დგას და პრივილეგირებული ფენა კი განვითარების გარ-
კვეული საფეხურიდან დაწყებული იმის მცდელობაშია, რომ კორუფცი-
ამდე მივიდეს. თუ ორდენს არისტოკრატიასავით შევხედავთ და ამას-
თანავე, მის შემოწმებასაც შევეცდებით, თუ მთლიანობაში რამდენად
ამართლებს ჩვენი განსაკუთრებული პოზიცია ჩვენს დამოკიდებულე-
ბას ხალხისა და სამყაროს მიმართ, თუ რამდენად უკვე მივუხვდით და
გავარკვიეთ არისტოკრატული სულის სახასიათო ავადმყოფობა: ცუდ-
მედიდობა, კუდაბზიკობა, წოდებრივი ქედმაღლობა, ყოვლისმცოდნე-
ობა, უმადლო სარგებლიანობა, მაშინ ზოგიერთი აზრი კიდევ გაგვიჩ-
ნდება. შეიძლება დღევანდელ კასტალიელს არ აკლდეს ორდენის კა-
ნონების დამაჯერებლობა, მუყაითობის, კულტივირებული სულიერე-
ბის მხრივ, მაგრამ აკლია და არცთუ ისე ხშირად, მართლაც, უფრო ჩა-
მოყალიბებული შეხედულება ხალხის ბუნებაზე, სამყაროსა და მსოფ-
ლიო ისტორიაზე. თავისი არსებობის საფუძველი გაცნობიერებული
აქვს თუ არა, განიცდის თავის თავს ცოცხალი ორგანიზმის კუთვნილ
ნაწილად – ფოთლად, ყვავილად, ტოტად ანდა ფესვად? გრძნობს იმ
მსხვერპლს, ხალხს მისთვის რომ მოაქვს, როცა საკვებსა და სამოსელს
აწვდის და მოწაფეობაში სწავლასა და სტუდენტობაში მრავალფერო-
ვან სწავლას უადვილებს? ის ბევრს ზრუნავს ჩვენი არსებობისა და გან-
საკუთრებული პოზიციისათვის, მაგრამ თუ აქვს ნამდვილი წარმოდგე-
ნა ჩვენი ორდენისა და ცხოვრების მიზანზე? გამონაკლისებს მივმარ-
თავთ, მრავალსა და დიდებულ გამონაკლისებს – მე იმ აზრისკენ ვიხ-
რები, ყველა ამ საკითხს უარით ვუპასუხო. საშუალო კასტალიელი სამ-
ყაროს ადამიანსა და უსწავლელ კაცს ალბათ არა უპატივცემულოდ,

379
უშურველად, სიძულვილის გარეშე აღიქვამს, მაგრამ უყურებს არა რო-
გორც ძმას, არა როგორც პურის მიმწოდებელს, და არც იმ გრძნობას
აღვიძებს, მცირედ მაინც გაიზიაროს მისი ცხოვრება, პასუხისმგებლო-
ბით მოეკიდოს იმას, რაც გარეთ სამყაროში ხდება. თავისი ცხოვრების
მიზნად მას მეცნიერებაზე ზრუნვა დაუსახავს; ისინი სარგებლობის მიზ-
ნით, ანდა მხოლოდ ნამეტანი სიამოვნებისათვის განათლების ბაღში
სეირნობენ, რაც აღმატებულია, უნივერსალურადაც აღიქვამენ, თუნ-
დაც მთლად მაინც ასე არ იყოს. მოკლედ, ეს კასტალიური განათლება,
მაღალი და კეთილშობილი განათლება, ცხადია, რისი დიდად მად-
ლობელიც ვარ, არის უმეტესად მისი მფლობელისა და წარმომადგენე-
ლისათვის არა მხოლოდ ორგანიზმი და ინსტრუმენტი, არა აქტიური
და მიზნობრივი, არა ცნობიერად უდიდესი და უღრმესი სამსახური,
არამედ იგი მიიდრიკება სადღაც თვითტკბობისა და თვით შექებისა-
კენ სულიერი სპეციალობების განათლებისა და უმაღლესი განვითა-
რებისაკენ. მე ვიცი, რომ კასტალიელთა დიდი ნაწილი სრულყოფილი
და უაღრესად ფასეულია, რომლებსაც ნამდვილად არაფერი სურთ
მსახურების გარდა, ჩვენთან არიან აღზრდილი ისეთი მასწავლებლე-
ბი, განსაკუთრებით ისინი, ვინც გარეთ, ქვეყანაში, ჩვენი პროვინციის
სასიამოვნო კლიმატისა და სულიერი განებივრებისაგან შორს არიან;
ისინი საერო სკოლებში ძნელ და შეუფერებელ, მაგრამ, მნიშვნელოვან
სამსახურს ეწევიან. ეს ყოჩაღი მასწავლებლები იქ, გარეთ, ძალზე
მკაცრად იქცევიან, მართლაცდა, ისინი ერთადერთნი არიან ჩვენ შო-
რის, რომლებიც კასტალიის მიზანს ასრულებენ და მათი მუშაობის წყა-
ლობითაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სიკეთით მიუზღავენ იმის სამაგი-
ეროს, რასაც ისინი ჩვენ გვიკეთებენ, რამეთუ ჩვენი უმაღლესი და უწ-
მინდესი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანასა და სამყაროს
მისი სულიერი საფუძველი შევუნარჩუნოთ, რაც უმაღლესი მოღვაწეო-
ბის იმედის გამართლებაც არის, როგორც მორალური ელემენტი: ანუ,
ეს წარმოადგენს აზრს ჭეშმარიტებისთვის, რომელსაც, სხვათა შორის,
სამართალი ეყრდნობა – ეს კი შესანიშნავად იცის ყველა ჩვენგანმა
ორდენის ძმათა შორის, მაგრამ ზოგჯერ თავის თავში ჩახედვის დროს
უმეტესობამ უნდა აღიაროს, რომ მათთვის სამყაროს კეთილდღეობა,

380
სულიერი პატიოსნებისა და სიწმინდის შემონახვა, ჩვენ მიერ ასე ლა-
მაზად შენარჩუნებული პროვინციის გარეთ, მთლად უმნიშვნელოვანე-
სი კი არა, და საერთოდ, მნიშვნელოვანიც არ არის, რომ ჩვენ ამ მამაც
მასწავლებლებს იქ, გარეთ, ამას დიდი სიამოვნებით გადავცემთ, ისი-
ნი თავიანთი გულმოდგინე მუშაობის წყალობით ჩვენს ვალს იხდიან
სამყაროს წინაშე და ჩვენთვის, რიგი მარგალიტებით მოთამაშეები-
სათვის, ასტრონომებისათვის, მუსიკოსებისა და მათემატიკოსებისათ-
ვის გარკვეულწილად ჩვენი პრივილეგიების გამართლებას უდრის, რი-
თაც ჩვენ განებივრებით ვსარგებლობთ. უკვე აღნიშნულ ქედმაღლო-
ბასა და კასტების სულიერებას უკავშირდება, რომ ჩვენ, სწორედაც, არ
გვადარდებს ჩვენი პრივილეგიების ჩვენივე წარმატებით დამსახურე-
ბა, და ჩვენში არცთუ ცოტანი ისე წარმოიდგენენ, თითქოსდა ორდენის
შესაბამისი ზომიერება ჩვენი მატერიალური ცხოვრების მოთხოვნილე-
ბებისათვის სათნოება იყოს და მათთვის ქვეყანა წმინდად ასრულებ-
დეს ამას, იმ დროს, როცა საპასუხო დამსახურებისათვის მინიმუმი არ-
სებობს, რადგან ქვეყანა ჩვენ ჩვენი კასტალიური ცხოვრების საშუალე-
ბას გვაძლევს.
მე მინიშნებებით ვკმაყოფილდები, რაც შინაგან ზიანსა და საფ-
რთხეებს ეხება და რაც აზრსმოკლებული არ არის, თუმცა კი ის მშვი-
დობიან დროში ჩვენს არსებობას კიდევ დიდხანს არ დააზარალებს.
და ჩვენ კასტალიელები არა მარტო ჩვენს მორალსა და გონებაზე, არა-
მედ მთლიანად და არსებითად ქვეყნის მდგომარეობასა და ხალხის
ნება-სურვილზე ვართ დამოკიდებულნი. ჩვენ ვჭამთ ჩვენსა პურს.
ვსარგებლობთ ჩვენი ბიბლიოთეკებით, ვაშენებთ ჩვენს სკოლებსა და
არქივებს, – მაგრამ თუ ხალხს მეტი სურვილი აღარ ექნება, ჩვენ ამის
საშუალება მოგვცეს, ანდა როცა ქვეყანა გაღარიბების, ომისა და ა. შ.
გზაზე იქნება, ამისათვის ხომ უუნარო შეიქნება ის, მაშინ იმ წუთში ჩვენ
ცხოვრებას და სწავლას ბოლო მოეღება. ჩვენი ქვეყანა თავის კასტა-
ლიასა და ჩვენს კულტურას ერთ დღეს, როგორც ფუფუნებას ისე შეხე-
დავს, რადგანაც აღარ იქნება იმისი ნება, ის კი არადა, აქამდე თუ გაზ-
ვიადებულნი ვიყავით, – ერთ დღესაც ისე აღგვიქვამენ, როგორც პარა-
ზიტებსა და მავნეებს, და როგორც შეშლილ მასწავლებლებს და

381
მტრებს, – ეს არის ის საფრთხეები, რაც ჩვენ გარედან მუქარას გვიქა-
დის.
თუ შევეცდები, საშუალო კასტალიელს საფრთხეები თვალწინ წარ-
მოვუდგინო, მაშინ, უპირველესად, ისტორიიდან უნდა მოვიყვანო მა-
გალითები, აქ კი წავაწყდები რაღაც პასიურ წინააღმდეგობას, თით-
ქმის ბავშვურად წოდებულ უცოდინარობას და სადღაც გულგრილობა-
საც. მსოფლიო ისტორიის ცოდნისადმი დამოკიდებულება ჩვენთვის,
კასტალიელებისათვის, თქვენ იცით, უკიდურესად სუსტია, და უმეტეს
ჩვენგანს აკლია არა მხოლოდ ინტერესი, არამედ მინდა გითხრათ, ის-
ტორიისადმი სამართლიანობა, მისადმი ყურადღებაც კი. დაკვირვები-
სას ჩვენმა უსულგულო და ცხვირაწეულმა ანტიპათიამ მსოფლიო ის-
ტორიის შესწავლის მიმართ ხშირად გამაღიზიანა და მივაგენი, რომ ამ
ამბავს ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ისტორიის შინაარსები რაღაც
ნაკლებმნიშვნელოვნად მიგვაჩნია – მე არ ვლაპარაკობ სულისა და
კულტურის ისტორიაზე, რაზედაც ჩვენ მეტად ვზრუნავთ; რამდენადაც
ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, მსოფლიო ისტორია მკაცრი ბრძოლებისა-
გან შედგება ძალაუფლებისათვის, მატერიალური დოვლათის, ქვეყნე-
ბის, ნედლეულის, ფულის, მოკლედ, მატერიალური და, რაოდენობრი-
ვია ფასეულობებისათვის, რასაც არასულიერად მივიჩნევთ და საკმა-
ოდ სიძულვილით ვუყურებთ. ჩვენთვის XVII საუკუნე დეკარტის, პასკა-
ლის, ფრობერგერის, შუცის ეპოქაა და არა კრომველისა თუ ლუდოვი-
კო XIV-ისა. მეორე მიზეზი მსოფლიო ისტორიის წინაშე ჩვენი შიშისა,
როგორც ვფიქრობ, მდგომარეობს ისტორიის შეფასებისა და აღწერა-
გადმოცემისადმი დიდწილ ჩვენს ნამემკვიდრევ, სამართლიან უნდობ-
ლობაში რაღაცა სახით, რომელიც დაცემის ეპოქაში, ჩვენი ორდენის
დაარსების წინ, მეტად პოპულარული გახდა და რისადმიც წინასწარ
უმცირესი ნდობაც კი დავკარგეთ: აქ ეგრეთწოდებული ისტორიის ფი-
ლოსოფია იგულისხმება, რომლის სულიერებით უმდიდრეს აყვავების
ხანას და იმავდროს უსაშიშროეს ზემოქმედებას ჩვენ ჰეგელთან ვნახუ-
ლობთ, რომელიც მის მომდევნო საუკუნეში ჭეშმარიტების აზრის საწი-
ნააღმდეგო და ისტორიის გაყალბებასა და დემორალიზებამდე მიგ-
ვიძღვის. წინასწარი სიყვარული ე. წ. ისტორიის ფილოსოფიისადმი

382
ჩვენთვის მთავარი ნიშნებით განისაზღვრება იმ ეპოქის სულიერი სიღ-
რმისა და უდიდესი მოცულობის პოლიტიკური ძალაუფლებისათვის
ბრძოლებით, რასაც ჩვენ ხანდახან „ომის საუკუნეს, უმეტესად კი „ფე-
ლეტონისტურ ეპოქას“ ვუწოდებთ. იმ ეპოქის ნანგრევებზე, მისი სულის
ანდა მისი უსულობის – დაძლევისა და გადალახვის შემდეგ ჩვენი ახ-
ლანდელი კულტურა წარმოიშვა, ორდენი და კასტალია შეიქმნა. ეს
ჩვენს სულიერ ქედმაღლობასთან არის დაკავშირებული, რომ მსოფ-
ლიო ისტორიას, კერძოდ, უფრო ახალს, თითქმის ასე პირისპირ შევყუ-
რებთ, როგორც მაგალითისათვის, ძველი ქრისტიანი ასკეტი და გან-
დეგილი მსოფლიო თეატრის პირისპირ იდგეს. ჩვენ ისტორია გვგონია
ლტოლვებისა და მოდების, სურვილის, მომხვეჭველობისა და ძალა-
უფლების მოყვარეობის, სისხლიანი ძალადობის, განადგურებისა და
ომების, ანგარებიან მინისტრთა, მოსყიდულ გენერალთა, დაქცეულ ქა-
ლაქთა სარბიელი, და შემდეგ ძალზე ადვილად ვივიწყებთ, რომ ეს მი-
სი მრავალი ასპექტიდან მხოლოდ ერთ-ერთია. და არ ვიხსენებთ,
უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენ ისტორიის ერთი ნაწილი ვართ, რაღა-
ცად ქცეული, რაც დასაღუპად არის განწირული, თუ იგი შემდგომში
გახდომისა და გადაქცევის უნარს დაკარგავს. ისტორია ჩვენ თვითონ
ვართ და პასუხისმგებელნიც მსოფლიო ისტორიასა და ჩვენს მდგომა-
რეობაზე ისტორიაში და მასთან ერთად. ამ პასუხისმგებლობის გაცნო-
ბიერება ჩვენში მეტ-ნაკლებად ხდება.
თვალს თუ გადავავლებთ ჩვენს საკუთარ ისტორიას, დღევანდელი
პედაგოგიური პროვინციების წარმოშობის პერიოდებს, როგორც ჩვენს
ქვეყანაში, ისე სხვაგანაც, სხვადასხვა ორდენებისა თუ იერარქიების
გაჩენას, რომელთა შორისაც ერთი ჩვენი ორდენია, მაშინვე დავინა-
ხავთ, რომ ჩვენი იერარქია და ჩვენი სამშობლო, საყვარელი კასტა-
ლია, არავითარ შემთხვევაში, იმ ადამიანებს არ დაუარსებია, რომლე-
ბიც მსოფლიო ისტორიით იმედგაცრუებულან და ჩვენსავით ქედმაღ-
ლურად იქცევიან. ჩვენმა წინამორბედებმა და დამფუძნებლებმა თავი-
ანთი მოღვაწეობა დაიწყეს ომის ეპოქის ბოლოს განადგურებულ სამ-
ყაროში. ჩვენ იმ დროის მსოფლიო მდგომარეობების ცალმხრივად ახ-
სნას მივეჩვიეთ, რომლებიც, სწორედ პირველმა, ეგრეთ წოდებულმა,

383
მსოფლიო ომმა წარმოშვა, რადგან სული მაშინ არაფრად ფასობდა,
და ძლიერი ძალაუფლების მპყრობელთათვის მხოლოდ შესაბამისად
სასარგებლო, მათზე დაქვემდებარებული საბრძოლო საშუალება იყო,
რაშიც ჩვენ „ფელეტონისტური“ კორუფციის შედეგს ვხედავთ. ძალზე
ადვილი დასადგენია, რომ არასულიერება და სისასტიკეა ის, რითაც
ძალისმიერი ბრძოლები იმართებოდა. თუ ამას არასულიერებას დავუ-
ძახებ, მაშინ ამას ვიქმ არა იმიტომ, რომ მის ძლიერ ინტელექტუალურ
წარმატებებს ვერ ვხედავდე მეთოდიკაში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ
შეჩვეულნი ვართ და ამაზე ვჩერდებით; ერთის მხრივ, სულიერებაში
ჭეშმარიტებისადმი ნების გამოვლენას უნდა ვხედავდეთ და რა სუ-
ლიერებაც იმ ბრძოლებში იქნა გამოყენებული, მართლაც, ჩანს, რომ
ჭეშმარიტებისადმი ნების გამოვლენასთან მას არაფერი საერთო ჰქო-
ნია, იმ დროის უბედურება ის იყო, რომ აღზევებულ ადამიანთა რიცხვი
საშინელი სისწრაფით მრავლდებოდა და შფოთსა და არეულობას
ქმნიდა და გარკვეულწილად, მას არც ერთი მყარი, მორალურზე და-
ფუძნებული წესრიგი არ დაპირისპირებია, თუ რამ ამდაგვარი შემორ-
ჩა, აქტუალური, მწვავე ლოზუნგების შემცირება იყო, და ჩვენ იმ ბრძო-
ლების დროს საოცარ და საშინელ ფაქტებს ვაწყდებით, რაც მაგალი-
თად, ძალზე ემსგავსება ოთხი საუკუნის წინ ლუთერის მიერ ეკლესიის
განხეთქილებისას მომხდარს; მთელი სამყარო უცებ საშინელმა არეუ-
ლობამ მოიცვა, ყველგან მყისიერად იქმნებოდა ბრძოლის ფრონტები,
ყველგან გაჩნდა მწარე სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობა ახალსა და
ძველს შორის, სამშობლოსა და კაცობრიობას შორის, წითელსა და
თეთრს შორის, და ჩვენ დღევანდელობას არ შეგვწევს უნარი, რომ იმ
„წითლისა“ და „თეთრის“ ძალა და შინაგანი დინამიკა, ყველა იმ დე-
ვიზისა და საბრძოლო მოწოდების უბრალო შინაარსები და მნიშვნე-
ლობები აღვადგინოთ, საერთოდ, უკვე აღარ არის ლაპარაკი მიხვედ-
რასა და თანაგანცდაზე. ლუთერის დროის მსგავსს ვხედავთ მთელ ევ-
როპაში, ნახევარ დედამიწაზე, მორწმუნეები და მწვალებლები, ახალ-
გაზრდები და მოხუცები, გუშინდელისა და დღევანდელის ქომაგები
აღფრთოვანებისა თუ სასოწარკვეთის გამო ერთმანეთს თავს ესხმოდ-
ნენ; ხშირად ფრონტები მსოფლიო რუკას სცვლიდა, ხალხებსა და ოჯა-

384
ხებს აშორებდა. და ვერ დავეჭვდებით იმაში, რომ უმეტესობისათვის,
თავად მებრძოლთათვის თუ ხელმძღვანელებისათვის ეს ყველაფერი
უმაღლესი იდეით იყო ნაკარნახევი, როგორც ჩვენც, მრავალ წინამ-
ძღოლსა და მეთაურს, არ შეიძლებოდა უარგვეყო იმ ბრძოლებში გარ-
კვეული ადვილდამჯერობა, გარკვეული იდეალიზმი, როგორც ამას მა-
შინ უწოდებდნენ. ყველგან ბრძოლები მიდიოდა, ადამიანებს კლავ-
დნენ და ანადგურებდნენ, და ყველგან ორივე მხარეს რწმენით იბ-
რძოდნენ ღვთისათვის და ეშმაკის წინააღმდეგ.
ჩვენთან დიდი აღფრთოვანებების, ველური სიძულვილისა და გა-
მოუთქმელ ტკივილთა ის ველური დრო დავიწყებაშია ჩაძირული, რა-
საც ძლივს თუ ხვდებიან, რამეთუ ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული
ყველა ჩვენი მიმართულების წარმოშობასთან და რომელთა წინაპი-
რობა და მიზეზიც ის არის, სატირიკოსმა დავიწყება იმ გულმავიწყობას
შეიძლება შეადაროს, რაც გადიდკაცებულ და წარმატებულ თავგადა-
სავლის მაძიებელთ საკუთარი დაბადებისა და მშობლების მიმართ გა-
აჩნიათ. ჩვენ გვინდა იმ საომარ ეპოქას ოდნავ მაინც შევავლოთ თვა-
ლი. აქედან ზოგიერთი დოკუმენტი წაკითხული მაქვს და უფრო ნაკლე-
ბად დავინტერესდი დაჩაგრული ხალხების ბედითა და განადგურებუ-
ლი ქალაქებით, ვიდრე იმ დროის სულიერ ადამიანთა საქციელით.
მათ უმძიმდათ არსებული დროის გადატანა და უმეტესს თავის შეკავე-
ბაც კი.
იყვნენ მოწამენი, როგორც სწავლულ, ისევე რელიგიურ ადამიანებ-
შიც და მათი მოწამეობა იმ საშინელებას შეჩვეულ დროში ნიმუშს წარ-
მოადგენს, ვინც უმოქმედოდ არ დარჩენილა. სულიერ ადამიანთა უმე-
ტესობა ვერასოდეს იტანდა იმ ძალისმიერი ეპოქის ზეწოლას. ერთნი
არსებულ მდგომარეობას შეეგუენ და ნიჭი, ცოდნა და მეთოდები ძა-
ლაუფლების მპყრობელებს გადასცეს; ცნობილია მასაგეტთა რესპუბ-
ლიკის მაშინდელი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორის გამოთ-
ქმა: „რაც ორჯერ ორია, ამას ფაკულტეტი კი არ განსაზღვრავს, არამედ
– ჩვენი გენერალი.“ სხვები კვლავ ოპოზიციაში ჩადგნენ, რამდენ ხან-
საც თავის სანახევროდ დაცვა შეძლეს და პროტესტები დაიწყეს.
მსოფლიოში ცნობილ ერთ ავტორს მაშინ – ვკითხულობთ ციგენჰალ-

385
სთან – მხოლოდ ერთ წელიწადში ალბათ ასეთ ორასზე მეტ პროტეს-
ტისთვის, გაფრთხილებისა და გონებისადმი მოწოდებისთვის და ა. შ.
უნდა მოეწერა ხელი, ვიდრე სინამდვილეში წაეკითხა. უმეტესი დუ-
მილს ამჯობინებდა, შიმშილსა და ყინვასაც უძლებდნენ, მათხოვრო-
ბას შეეჩვიენ და პოლიციას ემალებოდნენ, უდროოდ კვდებოდნენ, და
ცოცხლად დარჩენილს მკვდრისა შურდა. უთვალავმა გულ-ხელი და-
იკრიფა. სასიამოვნო და საპატიო ნამდვილად აღარ იყო სწავლულობა
და ლიტერატორობა. ვინც ძალაუფლების მოყვარულთ მხარი აუბა და
ლოზუნგების სამსახურში ჩადგა, ცხადია, სამსახური და პური ჰქონდა,
მაგრამ საუკეთესო ადამიანთა უპატივცემულობასაც იმსახურებდა თა-
ვის კოლეგებს შორის, და უმეტესად მაინც უსინდისობას ჩადიოდა, და
მაგრამ ვინც ამ სამსახურს უარყოფდა, უნდა ეშიმშილა, უნდა ჩიტივით
თავისუფალს ეცხოვრა და გაჭირვებასა თუ გადასახლებაში მომკვდა-
რიყო. მოხდა საშინელი, გაუგონარი, სასტიკი ძალების გადარჩევა, და
არა მარტო კვლევითი სფერო სწრაფად დაეცა დაბლა, რამდენადაც
ძალისა და ომის მიზნების მსახური არ ყოფილა, არამედ – სასწავლო
პროცესიც. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო ისტორია უსასრულოდ გა-
მარტივდა, გადაკეთდა და შეითხზა, რაშიც მაშინდელი ყოველი წამ-
ყვანი ერი განსაკუთრებით ერთვებოდა თავისი ინტერესებიდან გა-
მომდინარე, ისტორიის ფილოსოფია და ფელეტონი ბატონობდა და
თითქმის სკოლებშიც შეაღწია.
ცალკეული ამბების მოტანას დავჯერდები. არსებობდა ულმობელი
და ველური დროები, ქაოტური და ბაბილონური დროები, როცა ხალხე-
ბი და პარტიები, მოხუცები და ახალგაზრდები, „წითელი“ და „თეთრი“
ერთმანეთს ვერ უგებდნენ. საკმარისი სისხლისღვრისა და გაჭირვების
შემდეგ დასრულდა ეს დრო, რაც მუდამ ყოველგვარ მოაზროვნეს ძლი-
ერ ენატრება, რათა წესრიგისა და ადათ-წესების აღსადგენად საერთო
ენა კვლავ გამოენახათ, ზომიერება ძალაში შესულიყო, ანბანისა და
გამრავლების ცხრილი ამოქმედებულიყო ძალაუფლების ინტერესების
კარნახის გარეშე და ყოველი წუთი აღარ შეცვლილიყო. სინამდვილი-
სა და სიმართლის, გონიერებისა და ქაოსის დაძლევის უკიდურესი სა-
ჭიროება შეიქნა. ბოლოს ძალის მიერ მთლიანად გარედან მართული

386
ეპოქის ვაკუუმი, ყველა ახალი წამოწყებისა და წესრიგის უცილობელი,
ენით გამოუთქმელი და სავედრებელი მონატრება ის გახლდათ, რასაც
ჩვენს კასტალიას და ჩვენს არსებობას ვუმადლით. ძალზე პატარა, მა-
მაცმა, ნახევრად დამშეულმა, მაგრამ ნამდვილი სულიერი ადამიანე-
ბის ქედმოუხრელად დარჩენილმა ჯგუფმა საკუთარი შესაძლებლობე-
ბის გაცნობიერება დაიწყო, ასკეტურ-ჰეროიკული თვითაღზრდით წეს-
რიგისა და კონსტიტუციის ჩამოყალიბება მოახერხა, ყველგან პატარ-
პატარა, რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა ჯგუფებმაც ისევ განაახლეს
მუშაობა და ლოზუნგების წმენდა და კვლავ სულიერების, მეცადინე-
ობის, კვლევის, განათლების აღშენებას ჩაეყარა საფუძველი. ის აიგო
და თავისი ღარიბული, გმირული საწყისებიდან შემდგომ ნელ-ნელა
მდიდრულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რიგმა თაობებმა ორდენი შექ-
მნეს, აღზრდის უწყება, ელიტარული სკოლები, არქივები და კოლექცი-
ები, სპეციალური სკოლები, სემინარიები, რიოში მარგალიტებით თა-
მაში და ჩვენ ისინი გახლავართ, ვინც დღეს, როგორც მემკვიდრენი და
სარგებლობის მომტანი ხალხი ყველანაირად მდიდრულ შენობაში
ვცხოვრობთ, და კიდევ ერთხელ ვიტყვით, ვცხოვრობთ, აქ შიგნით,
თითქმის წარმოუდგენლად და საკმაოდ მყუდროდ სტუმრებივით, და
ადამიანთა საშინელი მსხვერპლის შესახებ მეტის ცოდნა აღარ გვინ-
და, რაზედაც ჩვენი ძირითადი გალავანია აღმართული, აღარაფერი
გვაინტერესებს განცდებით სავსე გამოცდილებათა შესახებ, რომელ-
თა მემკვიდრენიც ვართ, და არც აღარაფერი მსოფლიო ისტორიის შე-
სახებ, რამაც ჩვენი სტრუქტურა ააგო, ანდა მას მოუთმინა, რომელიც
ჩვენ გვაჩერებს და გვიძლებს და იქნებ კიდევ მოუთმენს ზოგიერთ კას-
ტალიელს თუ მაგისტრსაც ჩვენ შემდეგ, დღევანდელების შემდეგ, მაგ-
რამ, რომელიც ერთხელაც ჩვენს სისტემას კვლავ დაანგრევს და დან-
თქავს, როგორც ყველაფერს ისევ ანგრევს და ნთქავს, რასაც თავად
ზრდაც მიანიჭა.
ისტორიიდან უკან დავბრუნდები, და მისი შედეგის გამოყენებას
ვაჩვენებ დღეის დღესა და ჩვენზე: ჩვენმა სისტემამ და ორდენმა აყვა-
ვებისა და ბედნიერების უმაღლეს ხანას უკვე გადააბიჯა, რამაც მსოფ-
ლიო ვითარების გამოცანებით მდიდარი თამაში დროდადრო მშვენიე-

387
რებად და სასურველად აქცია. ჩვენ ახლა დაღმავალ პერიოდში ვართ,
რაც ალბათ კიდევ უფრო ხანგრძლივად გაიწელება, მაგრამ, ყოველ
შემთხვევაში, ჩვენ აღარაფერი გვერგება იმაზე უფრო დიადი, უფრო
ლამაზი და უფრო სანატრელი, რასაც ჩვენ უკვე ვფლობთ, გზა დაბლა
ეშვება. ჩვენ ისტორიულნი ვართ და მგონია, დაშლის დრო მომწიფდა
და უეჭველად შესრულდება, არა დღესა და ხვალ, მაგრამ ზეგ. ამას ყო-
ველმხრივ მხოლოდ მორალური გზით არ განვიხილავ, უფრო ზუსტად
იმ ცვლილებებიდან ვასკვნი, რაც გარეთა სამყაროში მომზადებულია.
ახლოვდება კრიტიკული დროები, წინა ნიშნები ყველგან იგრძნობა;
სამყაროს კიდევ ერთხელ სურს თავისი სიმძიმის წერტილი გადააად-
გილოს. ძალთა გადანაწილებანი მზადდება. ეს ომისა და ძალადობის
გარეშე სისრულეში არ იქნება მოყვანილი, საფრთხე არა მხოლოდ
მშვიდობას ემუქრება, არამედ ცხოვრებასაც, თავისუფლებასაც, რაც
მოდის შორეული აღმოსავლეთიდან. ჩვენ ქვეყანას და მის პოლიტი-
კას შეუძლია ნეიტრალური დარჩეს, შეიძლება მთელ ხალხს ერთი ხმა
ჰქონდეს აქამდეც (რასაც იგი მაინც არ აკეთებს), შეიძლება გამაგრდეს
და ჩვენი და კასტალიური იდეალების ერთგული დარჩეს, მაგრამ
ამაოა. ახლა უკვე ზოგიერთი ჩვენი პარლამენტარი, მართლაც, თავის-
თავად და მკვეთრად ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ კასტალია რა-
ღაც ძვირად ღირებული ფუფუნებაა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კი
თავდაცვისთვის უკვე სერიოზული საომარი შეიარაღებები საჭირო შე-
იქნება, და ეს შეიძლება მალევე მოხდეს, ფულის დაზოგვისათვის დი-
დი ღონისძიებები იქნება მოსალოდნელი, და თუმცა მთავრობა მთელი
კეთილგონიერებით ჩვენს მხარეზე იქნება, აქედან მაინც დიდი ზეწო-
ლა ჩვენზე მოვა. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ორდენი და სულიერი
კულტურის მუდმივობა, რომელსაც ორდენი გარანტიას უქმნის, ქვეყნი-
საგან, მასთან დამოკიდებულების შესაბამისად, მოკრძალებულ
მსხვერპლს მოითხოვს. სხვა საუკუნეებთან შედარებით, კერძოდ კი,
ფელეტონისტურის ადრეულ პერიოდთან, მის უხვად დაფინანსებულ
უმაღლესებთან, მათ ურიცხვ საიდუმლო საბჭოებსა და კომფორტულ
ინსტიტუტებთან შედარებით, მსხვერპლი დიდი არ არის, ფაქტობრი-
ვად პატარაა, გაქრობადი და შეიძლება შედარდეს იმათ, რომლებსაც

388
ომის საუკუნეში ომი და შეიარაღება ნთქავს. მაგრამ სწორედ ეს შეი-
არაღება იქნება ალბათ მალე კვლავ უმაღლესი მცნება, პარლამენტში
გენერლები იქნებიან ისევ წამყვანნი, და თუ ხალხი არჩევანის წინაშე
დადგება, კასტალია გაიღოს მსხვერპლად თუ ომისა და დაცემის საფ-
რთხეს გამოარიდოს, მაშინ ვიცით, როგორც მოხდება. უეჭველია, ეს იქ-
ნება მყისვე საომარი იდეოლოგიის აღმავლობის მიღწევის დროს და
კერძოდ, ახალგაზრდობა მიხვდება, თუ რას ნიშნავს მოსწრებული სიტ-
ყვა – „მსოფლმხედველობა“, რასთან მიმართებაშიც სწავლულები და
სწავლულობა, ლათინური და მათემატიკა, განათლება და სულისადმი
ზრუნვა იმდენად ჩაითვლება ცხოვრებასთან კავშირში გამართლებუ-
ლად, თუ კი ესენი საომარი მიზნებისათვის მსახურებას გასწევენ.
ტალღა გზაშია, ერთხელაც იქნება და მოგვწვდება და დაგვასვე-
ლებს. ალბათ კარგიც იქნება და საჭიროც. ფრიად პატივცემულო კო-
ლეგებო, ჯერჯერობით, მიმდინარე მოვლენების ჩვენეული გაგების შე-
საბამისად, ჩვენი მღვიძარებითა და სიმამაცით, ჩვენ გაგვაჩნია გა-
დაწყვეტილებისა და მოქმედების შეზღუდული თავისუფლება, რაც
ადამიანს მინიჭებული აქვს და რაც მსოფლიო ისტორიას კაცობრიო-
ბის ისტორიად ქმნის. ჩვენი სურვილით შეგვიძლია ამაზე თვალები
დავხუჭოთ, რამეთუ საფრთხე ჯერ გარკვეულწილად შორს არის. სავა-
რაუდოდ, ჩვენ ყველამ, ვინც დღეს მაგისტრები ვართ, ჯერ ბოლომდე
სიმშვიდით უნდა ვიმსახუროთ და განსვენება მშვიდობითაც შევ-
ძლოთ, ვიდრე საფრთხე მოგვიახლოვდება და ყველასთვის ხილული
შეიქნება. ჩემთვის კი მაინც, და არა მარტო ჩემთვის, ეს სიმშვიდე სინ-
დისის ქენჯნა არ იქნება. მე მინდა შემდგომში ჩემს სამსახურს სიმშვი-
დის შენარჩუნებაში ვეწეოდე, რიოში მარგალიტებით თამაშებს ვთამა-
შობდე, და ცხოვრებაში კმაყოფილი ვიყო იმით, რომ მომავალში ის მო-
სახდენი მე აღარ შემხვდება. არა, მე საჭიროდ ვცნობ იმის გახსენებას,
რომ ჩვენ, არაპოლიტიკური ხალხი, მსოფლიო ისტორიას ვეკუთვნით,
და მის შექმნას ვეხმარებით, ამიტომ ვთქვი განცხადების შესავალში,
რომ ჩემი სამსახურებრივი მუყაითობა მცირდება და მას საშიშროება
ექმნება, რადგან დაბრკოლების შეჩერება არ შემიძლია, ძირითადად
ფიქრი და დარდი მომავალი საფრთხის გამო მიძლიერდება. ჩემს ფან-

389
ტაზიას არ ავყვები, რომ ფორმებით ვითამაშო, რაც ჩვენთვის და ჩემ-
თვისაც ბიწიერებასთან შეხებას უდრის, მაგრამ საკითხს ბოლომდე
ვერ ვამთავრებ: რა გვაქვს ჩვენ, რა მაქვს მე გასაკეთებელი საფ-
რთხესთან შესახვედრად? ამის თაობაზე ერთი სიტყვის ნება მომეცით.
პლატონის შეხედულება, რომ სწავლულმა, მეტადრე ბრძენმა, სა-
ხელმწიფო უნდა მართოსო, არმინდა უარვყო; სამყარო მაშინ ჯერ
ახალგაზრდა იყო, და პლატონი, თუმცა კასტალიის მაგვარი რამის
დამფუძნებელი გახლდათ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, კასტა-
ლიელი არ ყოფილა, თუმცა არისტოკრატიას, სამეფო წარმოშობას მი-
ეკუთვნებოდა. ჩვენც ხომ არისტოკრატები ვართ და კეთილშობილ სა-
ზოგადოებას ვქმნით, მაგრამ ეს სულისმიერია, და არა სისხლისმიერი.
მე არ მგონია, რომ ადამიანებს ოდესმე მოუხერხდეთ, რომ სისხლით
არისტოკრატია იმავდროს სულიერ არისტოკრატიად ჩამოაყალიბონ,
და ეს იქნება იდეალური არისტოკრატია, მაგრამ ეს ოცნებად რჩება.
ჩვენ კასტალიელები ვართ, თუმცა ადათ-წესების მიმდევარი და
მთლად ჭკვიანი ხალხი, მაგრამ მმართველობისთვის შეუფერებელი;
ჩვენ რომ მმართველობაში ყოფნა გვრგებოდა წილად, ძალითა და ნა-
ივურობით ვერ ვმართავდით, რაც ნამდვილ მმართველს ესაჭიროება,
თანაც – ჩვენი ჭეშმარიტი სარბიელი და მთავარი საზრუნავი-სანიმუშო
სულიერი ცხოვრების შენარჩუნება – ამ დროს მალევე განზე დაგვრჩე-
ბოდა. არავითარ შემთხვევაში, მმართველობისთვის, სისულელე და
სისასტიკე კი არ არის საჭირო, როგორც ამაზე ერთხანს პატივმოყვარე
ინტელექტუალები ფიქრობდნენ, არამედ გარეთ მიმართული საქმია-
ნობიდან მიღებული მუდმივი სიხარული, მიზნებთან და განზრახვებ-
თან განცდების გაიგივება და ცხადია, ნამდვილი სისწრაფე და და-
უყოვნებლობა გზების არჩევანში წარმატებისათვის. მაშასადამე, სწავ-
ლული მარტო თვისებების მფლობელი კი არ უნდა იყოს და არც არის –
რამეთუ ბრძენი არ გვინდა ვუწოდოთ ჩვენს თავს, ვინაიდან ჩვენთვის
დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმიანობა, და მიზნების
მიღწევა საშუალებათა და მეთოდთა არჩევანში ჩვენ ვისწავლეთ პე-
დანტურად და უნდოდა, როგორც კი შესაძლებელია. ესე იგი, ჩვენ არ
გვაქვს სამართავი ბერკეტები, ჩვენ პოლიტიკას ვერ გავატარებთ. ჩვენ

390
ვართ კვლევის, ანალიზის და გაზომვის სპეციალისტები, ჩვენ ვართ
ყველა ანბანის, ანგარიშის, გამრავლების ცხრილისა და მეთოდების
შემნახველები და მუდმივი შემმოწმებლები, ჩვენ ვართ სულიერებაში
ზომისა და წონის ნიშნის დამდებნი; ცხადია, ჩვენ კიდევ მრავალნაირ-
ნიც ვართ, გარემოებათა გამო, მეტი სიახლეების შემოტანის, აღმოჩე-
ნების, თავგადასავლების, დაპყრობების და გადაფასებების უნარიც
შეგვწევს; და ამის გამო ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი ფუნქცია ის
გახლავთ, რისთვისაც ჩვენ ხალხს ვჭირდებით და იგი ჩვენ გვიცავს,
რომ ცოდნის ყოველი წყარო სუფთად შევინახოთ. ვაჭრობაში, პოლი-
ტიკაში და კიდევ სადმე სხვაგან ალბათ შეიძლება შავზე თეთრის
თქმა, გარემოების მიხედვით, დამსახურებად და გენიალობად ჩაით-
ვალოს, მაგრამ ჩვენთან ეს არასოდეს ხდება.
ადრეულ ეპოქებში ბობოქარ, ეგრეთწოდებულ „დიდ“ პერიოდებში,
ომისა და ნგრევისას, ინტელექტუალებისაგან შესაბამი სად მოითხოვ-
დნენ, რომ ისინი პოლიტიკით დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ. გან-
საკუთრებით, გვიანდელ ფელეტონისტურ ეპოქაში ჰქონდა ამ შემ-
თხვევას ადგილი. იმდროინდელ მოთხოვნებს მიეკუთვნებოდა ისიც,
რომ ადამიანები პოლიტიზებულები და მილიტარისტული სულისკვე-
თებით განმსჭვალულები ყოფილიყვნენ. ასე რომ, ზარბაზნის ლულები-
სათვის ეკლესიის ზარებს ასხამდნენ და ჯერ უმწიფარი სკოლის ყმაწ-
ვილკაცობისაგან ათეულებს ავსებდნენ, ომის საჭიროებისათვის სუ-
ლიც კონფისკაციას ექვემდებარებოდა.
ცხადია, ჩვენ ამ მოთხოვნას არ ვცნობთ, რომ სწავლული, საჭიროე-
ბის შემთხვევაში, კათედრას ანდა სამუშაო მაგიდას მოწყვიტონ და ჯა-
რისკაცად გაამწესონ; არც იმას, რომ იგი, გარემოების მიხედვით, თა-
ვისუფალი ნებით არმიაში საომრად შორს, ომისაგან დაბეჩავებულ
მხარეში ჩაეწეროს, რათა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი სწავლული
ყველანაირი მატერიალური მოთხოვნილებით დაკმაყოფილდეს და
შიმშილი თავიდან აიცილოს, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. რაც უფრო
მაღალია ადამიანის განათლება, რაც უფრო დიდია მისი პრივილეგი-
ები, რითაც მან ისარგებლა, მით უფრო დიდი უნდა იყოს გაჭირვების
ჟამს მსხვერპლის გაღება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყოველ კასტალი-

391
ელს, თავისთავად ცხადია, ეს ერთხელაც იქნება მოუწევს. თუ ჩვენ
მზად ვიქნებით, ჩვენი კეთილდღეობა, ჩვენი მყუდროება, ჩვენი ცხოვ-
რება, ხალხს შევწიროთ, როცა ის საფრთხეში იმყოფება, მაშინ ეს იმას
როდი ნიშნავს, რომ ჩვენ საამისოდ მზად ვართ: ჩვენი სული, ტრადი-
ცია და ჩვენი სულიერების მორალი, ყოველი დღის, თავად ხალხისა
თუ გენერალთა ინტერესებს შევწიროთ. მხდალია ის, ვინც შრომას,
მსხვერპლსა და საფრთხეებს უსხლტება, რის წინაშეც მისი ხალხია.
მაგრამ მხდალი და მოღალატეა არანაკლებ ის, ვინც სულიერი ცხოვ-
რების პრინციპებს მატერიალურ ინტერესებზე გაცვლის, ვინც ძალაუფ-
ლების მოყვარეთ გადასცემს იმის გადაწყვეტილებას, თუ რამდენია
ორჯერ ორი! ჭეშმარიტების, ინტელექტუალური პატიოსნების, სულის
კანონებისა და მეთოდების ერთგულების აზრს სადღაც სხვა ინტერე-
სები თუ ანაცვალა, თუნდაც მამულის ინტერესი, ღალატის ტოლფასია.
როცა ბრძოლაში ინტერესებისა და ლოზუნგების ჭეშმარიტება საფ-
რთხეშია, ის ისევე გადაფასებული, სახეშეცვლილი და ძალადობის
ქვეშ არის, როგორც თითოეული ადამიანი, როგორც ენა, როგორც ხე-
ლოვნებანი, როგორც ყველაფერი ორგანული და ოსტატურად მოვლი-
ლი; მაშინ ჩვენს ერთადერთ მოვალეობას შეადგენს, წინააღმდეგობის
გაწევა და ჭეშმარიტების გადარჩენა, ამას ჰქვია ჭეშმარიტებისაკენ
ლტოლვა, როგორც ჩვენი უმაღლესი რწმენის დოგმა. და ის სწავლუ-
ლი, ვინც, როგორც მჭევრმეტყველი, როგორც ავტორი, როგორც მას-
წავლებელი თავის ცოდნას მცდარად გადმოსცემს. ცოდნით ტყუილებს
და გაყალბებებს დაუჭერს მხარს, ის არა მარტო ორგანული, ძირითადი
კანონების წინააღმდეგ მოქმედებს, გარდა ამისა, ის ავლენს ქმედით
სიჯიუტეს, და იგი არა მარტო უსარგებლო ადამიანია თავისი ხალხის-
თვის, არამედ დიდი ზიანის მომტანიც, ის ხალხს ჰაერს და მიწას უმძი-
მებს, და საჭმელ-სასმელს უბილწავს, აზროვნებას უწამლავს და სა-
მართალს უმახინჯებს და ეხმარება ყველა ბოროტსა და მტრულად
განწყობილს, რაც ხალხს განადგურებით ემუქრება.
კასტალიელი, ესე იგი, პოლიტიკოსი კი არ უნდა გახდეს, გაჭირვე-
ბის ჟამს მსხვერპლად უნდა გაიღოს თავისი თავი, მაგრამ არასდროს
არ უნდა გამოიჩინოს თანადგომა არასულიერებისადმი. სული ქველ-

392
მოქმედი და კეთილშობილია მარტოოდენ ჭეშმარიტების აღიარებაში,
როგორც კი ჭეშმარიტებას უღალატებს, როგორც კი იგი ეჭვს შეიტანს,
მაშინვე ანგარებიანი და მზაკვარი ხდება; ის პოტენციაში ეშმაკეულია,
ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე ცხოველური ინსტინქტებით სავსე ველუ-
რობა, რასაც მუდამ მაინც ბუნების უბიწოებასთან უდევს წილი.
მინდა ყოველ თქვენგანს გამცნოთ, პატივცემულო კოლეგებო, რომ
თქვენც იფიქროთ ამის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს ორდენის მო-
ვალეობანი, როცა ქვეყანა და ორდენი თავად ზიანდება. აქ სხვადას-
ხვა მოსაზრებანიც გაჩნდება. მეც მაქვს ჩემი შეხედულება და ყველა აქ
წამოჭრილ შეკითხვაზე, მრავალგზის მსჯელობის შედეგად, იმ ცხად
წარმოდგენამდე მივედი, თუ რა არის ჩემთვის მოვალეობა და რა არის
სასურველი და სწორედ ეს მიმიძღვის პირად განცხადებამდე, რითაც
მივმართავ პატივცემულ უწყებას, და რითაც ჩემი მემორანდუმი უნდა
დავასრულო.
თანამდებობის შესაბამისად, როგორც მაგისტრი ლუდი, ჩემი უწყე-
ბის მაგისტრთა შორის, მე ყველაზე შორს ვდგავარ გარეთა სამყაროს-
გან. მათემატიკოსი, ფილოლოგი, ფიზიკოსი, პედაგოგი და ყველა სხვა
მაგისტრი იმ სფეროში მუშაობს, რომელსაც უმეცარ სამყაროსთან სა-
ერთო აქვს; არა კასტალიურადაც, ჩვენი და გარეთა ქვეყნის ჩვეულებ-
რივ სკოლებთან მათემატიკა და ენის სწავლება მეცადინეობის პრო-
ცესში ძირითად საფუძვლებს შეადგენს, საერო უმაღლესებშიც – ას-
ტრონომია და ფიზიკა, და მუსიკაც ისწავლება დასაწყისიდანვე. ყველა
ეს დისციპლინა უძველესია, უფრო ძველი, ვიდრე ჩვენი ორდენი, ისინი
არსებობდნენ მასზე დიდი ხნის წინ და უფრო მეტხანსაც იცოცხლებენ.
ჩვენი საკუთარი მიგნება ერთადერთი რიოში მარგალიტებით თამა-
შია, ჩვენი საყვარელი, ჩვენი სათამაშო, ეს არის ჩვენი კასტალიური სუ-
ლიერების უკანასკნელი, განსაკუთრებული და ყველაზე უფრო გან-
სხვავებული გამოხატულება. ეს არის იმავდროს უძვირფასესი, და ყვე-
ლაზე უსარგებლო, უსაყვარლესი და იმავდროს ყველაზე უფრო მყიფე
მინის მძივი ჩვენს საგანძურში. ეს პირველი იქნება, რომელიც დაიღუ-
პება, თუკი კასტალიის არსებობა შემდგომში საკითხად დადგება; არა
მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენს მფლობელობაში თავისთავად ყველა-

393
ზე უფრო მსხვრევადია, არამედ იმიტომაც, რომ დილეტანტებისთვის
უეჭველი გახლავთ კასტალიის ზედმეტობა. თუ საქმე ისე წავიდა, რომ
ქვეყანა უნდა დავზოგოთ ყველა არა საჭირო ხარჯისაგან, მაშინ ელი-
ტარულ სკოლებს შეზღუდავენ, ბიბლიოთეკებისა და კოლექციების შე-
ნარჩუნებისა და გაფართოების ფონდებს შეამცირებენ და ბოლოს გაა-
უქმებენ, ჭამის დროებს შეგვიმოკლებენ, შესამოსელს აღარ შეგვიც-
ვლიან, მაგრამ მომავალში ჩვენი Universitas Litterarum-ის საერთო მთა-
ვარ დისციპლინებს გზას დაუთმობენ, რიოში მარგალიტებით თამაშს
კი არა. მათემატიკაც დასჭირდებათ ახალი სასროლი იარაღის აღმო-
საჩენად, მაგრამ Vicus Lusorum-ის დახურვით და ჩვენი თამაშის მოხ-
სნით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სულ მცირედაც რომ დაზარალ-
დეს, ამას არავინ დაიჯერებს, ყველაზე ნაკლებად კი სამხედროები.
რიოში მარგალიტებით თამაში ჩვენი შენობის ყველაზე უფრო ექსტრე-
მისტული და საფრთხეში მყოფი ნაწილია. იქნებ ამასთან ის არის და-
კავშირებული, რომ სწორედ ლუდი მაგისტრი, ვინც ჩვენი სამყაროს-
თვის გაუცხოებული დისციპლინის წინამძღოლია, ვინც მოსალოდნელ
მიწისძვრებს პირველი გრძნობს წინასწარ, ამ გრძნობას უწყების წინა-
შე პირველიც გამოთქვამს.
ესე იგი, პოლიტიკური და კერძოდ კი, სამხედრო გადატრიალების
შემთხვევაში რიოში მარგალიტებით თამაშს დაკარგულად ვთვლი. ის
სწრაფად დაეცემა, როცა ჯერ კიდევ მისი მრავალი ცალკეული მომხრე
დაიცავს, მაგრამ აღარ განახლდება. ატმოსფერო, რომელსაც ახალი
საომარი ეპოქა მოჰყვება, ამას აღარ მოითმენს. ეს ისევე გაქრება, მა-
გალითად, როგორც გარკვეული, უაღრესად განვითარებული ტრადი-
ციები მუსიკის ისტორიაში, მომღერალთა პროფესიონალური გუნდები
1600 წლისათვის თუ საკვირაო, მელოდიური საეკლესიო მუსიკა 1700
წლისათვის. მაშინ ადამიანთა ყური ისეთ ჟღერადობებს ისმენდა, რა-
საც ვერც ერთი მეცნიერება და ვერანაირი ხიბლი მათ ანგელოზურ,
გასხივოსნებულ სიწმინდეში უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებს. და ასე
იქნება რიოში მარგალიტებით თამაშიც დაუვიწყარი, მაგრამ აღუდგე-
ნელი, და ისინი, ვინც მაშინ მის ისტორიას, წარმოშობას, მისი აყვავე-
ბის ხანასა და დასასრულს ისწავლიან, ამოიოხრებენ და შეეხარბებათ,

394
რომ ასე მშვიდობიან, ასე მოწესრიგებულ, კარგად აწყობილ სულიერ
სამყაროს ვფლობდით და ნება გვქონდა, აქ გვეცხოვრა.
თუმცა მე ლუდი მაგისტრი გახლავართ, მაგრამ, არავითარ შემ-
თხვევაში, არ ვთვლი ჩემს (ანდა ჩვენს) დავალებად, რომ ჩვენი თამა-
შის დასასრული დავაბრკოლო, ანდა დრო გადავწიო. ლამაზი და ულა-
მაზესიც კი წარმავალია, როცა ის ისტორიად და მოვლენად იქცევა დე-
დამიწაზე. ჩვენ ეს ვიცით და შეგვიძლია ამაზე მწუხარებაც გამოვხა-
ტოთ, მაგრამ სერიოზულად მის შეცვლას ვერ შევეცდებით, რამეთუ იგი
შეუცვლელია. და როცა რიოში მარგალიტებით თამაშის დრო მოაწევს,
კასტალია და სამყარო დანაკარგს განიცდიან, მაგრამ ისინი ამ გან-
ცდებს ერთ წუთს თუ მოანდომებენ, გადაარჩინონ ის, რაც ჯერ კიდევ
გადასარჩენია, ვინაიდან ისე ძალიან იქნება სამყარო დიდ კრიზისში
ჩართული და იმით დაკავებული. კასტალია რიოში მარგალიტებით
თამაშის გარეშე წარმოსადგენია, მაგრამ კასტალია ჭეშმარიტებისად-
მი მოწიწების, სულისადმი ერთგულების გარეშე კი არა. სააღმზრდე-
ლო უწყებას ძალუძს ლუდი მაგისტრის გარეშე გამოვიდეს. მაგრამ სიტ-
ყვათშეხამება „magister Ludi“ წარმოშობით და არსებითად სპეციალო-
ბას ხომ არ აღნიშნავს, რაც ჩვენ თითქმის დავივიწყეთ, და რომელსაც
ჩვენ ასე ვუწოდებთ, არამედ ისტორიულად, სულ უბრალოდ, სკოლის
მაისტერს ნიშნავს. და სკოლის მაისტერი, – კეთილი და მამაცი სკო-
ლის მაისტერი ჩვენს ქვეყანას მით უფრო მეტად დასჭირდება, რაც უფ-
რო საფრთხეში იქნება კასტალია და რაც უფრო თავის ძვირფასეულო-
ბათა მარაგს ამოწურავს და დაანამცეცებს. მასწავლებლები გვჭირდე-
ბა ჩვენ სხვა ყველაფერზე უფრო მეტად, მასწავლებელი მამაკაცები,
ვინც ახალგაზრდებს ზომიერებისა და განსჯის უნარს შესძენენ და ისი-
ნი სანიმუშონი იქნებიან ჭეშმარიტებასთან მიმართებაში მოკრძალე-
ბის, სულისადმი მორჩილების, სიტყვისადმი მსახურების გამოვლე-
ნით. და ეს ეხება არა მარტო და არა, იმთავითვე, ჩვენს ელიტარულ
სკოლებს, რომელთა არსებობასაც ხომ ერთხელაც დასასრული ექნე-
ბა, არამედ საერო სკოლებსაც გარეთ, სადაც მოქალაქენი და გლეხე-
ბი, ხელოსნები და ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, ოფიცრები და ხელი-
სუფალნი აღიზრდებიან და განათლებას მიიღებენ, მანამ ისინი ჯერ

395
ბავშვები არიან და ცოდნის შეძენის უნარი აქვთ. იქ არის სულიერი
ცხოვრების საფუძველი ქვეყნის სულიერი ცხოვრებისათვის, და არა სე-
მინარებსა თუ რიოში მარგალიტებით თამაშში. ჩვენ მუდამ უზრუნველ-
ვყოფდით ქვეყანას მასწავლებლებითა და აღმზრდელებით, მე ეს უკვე
ვთქვი: ისინი ჩვენის წყალობით საუკეთესონი არიან. მაგრამ უფრო მე-
ტი უნდა გავაკეთოთ, რაც მანამდე მოხდა. ჩვენ იმაზე დაიმედების ნე-
ბა არ გვაქვს, რომ გარედან, სკოლებიდან მუდამ ისევ ნიჭიერთა ელი-
ტა წამოვა ნაკადად და ჩვენი კასტალიის შენარჩუნებაში მოგვეხმარე-
ბა. მუდამ უნდა შევიტანოთ ჩვენი დავალების ყველაზე უფრო მნიშვნე-
ლოვანი და საპატიო ნაწილი დაბალი დონის საერო სკოლებში, სკო-
ლებში, სადაც მძიმე სამსახურის გამო მეტი პასუხისმგებლობაა საჭი-
რო, რათა ისინი გავაძლიეროთ.
ამრიგად ჩემს პირად განცხადებას დავასრულებ, რითაც პატივცე-
მულ უწყებას მსურს მივმართო. აქ მე უწყებას ვთხოვ, ჩემს სამსახური-
დან, ლუდი მაგისტრის თანამდებობიდან გამათავისუფლოს და გა-
რეთ, ქვეყანაში ჩვეულებრივი, დიდი ან პატარა სკოლა მომანდოს, და
ამ სკოლაში თანდათანობით ორდენის ახალგაზრდა ძმებისგან შემ-
დგარი შტაბის გახსნის ნება მომცეს, რომლებიც ჩემკენ მასწავლებლე-
ბად გამოეშურებიან; ხალხი, რომლის ნდობაც მექნება, რომ ისინი ჩვე-
ნი ძირითადი პრინციპების გატარებაში ერთგულად მომეხმარებიან,
რაც ახალგაზრდა საერო ადამიანმა სისხლხორცეულად უნდა შეითვი-
სოს. ვისურვებდი, პატივცემულმა უწყებამ კეთილი ინებოს და ჩემს გან-
ცხადებასა და მის დასაბუთებას კეთილმოსურნეობით გადახედოს და
შემდგომ ამისა თავისი მითითებები გამაცნოს.
რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრი.

გვიან მინაწერი:
ნება მომეცით, პატერ იაკობუსის სიტყვა მოვიტანო, რაც მასთან
ერთ-ერთი დაუვიწყარი საუბრის დროს ჩავინიშნე:
„შესაძლოა შიშისა და დიდი უბედურების დროები დადგეს. თუკი
გაჭირვების დროს ბედნიერება იარსებებს, მაშინ ის მხოლოდ სულიე-
რი უნდა იყოს: უკან მიმართული ხედვა იმისათვის არის გასათვალის-

396
წინებელი, რომ ადრეულ დროთა განათლება გადარჩეს, ხოლო წინ გა-
ხედვა, რათა სული მხიარულებით გამოვლინდეს და არა დაღვრემი-
ლობით იმ მძიმე ჟამს, თორემ მთლიანად მატერიაში დაინთქმება“.

ტეგულარიუსმა არც კი იცოდა, რა ცოტა რამ დარჩა თავისი ნაშრო-


მიდან ამ ნაწერში; მისი ბოლო პირი აღარც უნახავს. მაგრამ კნეხტმა
ორი ადრეული, ბევრად დაწვრილებითი ვარიანტი მისცა წასაკითხად.
მან ნაწერი გააგზავნა და უწყების პასუხს უფრო ნაკლები მოუთმენლო-
ბით ელოდებოდა, ვიდრე თავისი მეგობარი. იგი იმ გადაწყვეტილებამ-
დე მივიდა, რომ მეგობრისთვის მეტად აღარ გაეგებინებინა თავისი
განზრახული ნაბიჯების შესახებ; ასე მოიფიქრა, რომ აღარ ესაუბრა
მასთან შემდეგში და მხოლოდ მიანიშნა, პასუხის მიღებას, უეჭველად,
დიდი დრო დასჭირდებაო, მაგრამ მოკლე ვადაში, ვიდრე ამას თვი-
თონ წარმოიდგენდა, პასუხი სწრაფადვე მიიღო; ტეგულარიუსს ამის
თაობაზე აღარაფერი შეუტყვია. წერილი ჰირსლანდიდან შემდეგს გვა-
უწყებდა:

დიდად პატივცემულ ლუდი მაგისტრს ვალდცელში,


უძვირფასესო კოლეგავ!
არაჩვეულებრივი ინტერესით გავეცანით თქვენ მიერ მოწერილ
გულთბილსა და სულიერებით განმსჭვალულ განცხადებას როგორც
ორდენის ხელმძღვანელობა, ასევე სამაგისტრო კოლეგია. ამ ნაწერში
ისტორიულმა მიმოხილვებმა არანაკლებ მიიქცია. ჩვენი ყურადღება
მომავლისკენ მზრუნველობით მიპყრობილ მზერასთან ერთად და,
ცხადია, ზოგიერთ ჩვენგანში ეს ამაღელვებელი და, მართლაც, ნაწი-
ლობრივ არა გაუმართლებელი შეფასება შემდეგში ფიქრებს გამოიწ-
ვევს, რათა აქედან რაიმე სასარგებლო აზრი გამოვიტანოთ. აღიარე-
ბითა და სიხარულით შევაფასეთ ყველა მოსაზრება, რაც თქვენ აღგაფ-
რთოვანებთ: უთვითებო კასტალიელობის ნამდვილი ნააზრევი, შინა-
განი და მეორე ბუნებად ქცეული სიყვარული ჩვენი პროვინციისადმი,
მისი ცხოვრება და ადათები, დადარდიანებული და ამჯერად შიშნარე-
ვი სიყვარული. არანაკლებ ვუკვირდებოდით სიხარულითა და აღია-

397
რებით ამ სიყვარულის პირად, ამჟამინდელ შეფასებასა და განწყობას,
თქვენს მსხვერპლად შეწირვის მზაობას, საქმიან დაჟინებას, სერიოზუ-
ლობასა და სიბეჯითეს და სწრაფვას გმირობისაკენ. მთელ ამ თვისე-
ბებში კვლავ შევიცნობთ ჩვენი რიოში მარგალიტებით თამაშის მაგის-
ტრის ხასიათს, მის საქმისადმი შეუპოვრობას, მგზნებარებას, გამბედა-
ობას. როგორი სიძლიერით ესადაგება ეს გამოჩენილი ბენედიქტინე-
ლის მოწაფეს, რომელიც ისტორიას სწავლობდა არა მხოლოდ საგნის
სუფთად შესწავლის საბოლოო მიზანივით და თანაც ესთეტიკურ თა-
მაშში აფექტის გარეშე დამკვირვებელივით, არამედ ისტორიის ცოდ-
ნის უშუალოდ იმ წუთში საქმისათვის გამოიყენებით, დახმარებისათ-
ვის წინსწრაფვით! პატივცემულო კოლეგა, რა ძალიან შეესაბამება ეს
ამ თქვენს ხასიათს, რომ თქვენი პირადული სურვილების მიზანი ისე
მოკრძალებულია, რომ თქვენ პოლიტიკური დავალებებისა და მისი-
ების, გავლენიანი და საპატიო პოსტებისაკენ კი არ მიისწრაფვით, რო-
გორც ლუდი მაგისტრი, არამედ სხვა არაფერი არ გსურთ, სკოლის მა-
ისტერად წასვლის გარდა.
ეს ის რამდენიმე შთაბეჭდილება და შეხედულება გახლავთ, რაც
უკვე თქვენი ნაწერის პირველი წაკითხვისას, უბრალოდ, შეიქმნა. კო-
ლეგათა უმეტესობა ან ასევე, ან მსგავსადვე ფიქრობს. თქვენი შეტყო-
ბინებების, გაფრთხილებების და თხოვნების განხილვის შემდგომ უწ-
ყებამ ვერ მოახერხა ერთსულოვანი შეხედულების ჩამოყალიბება.
ამის გამო შემდგარ სხდომაზე გამოცოცხლებით განიხილებოდა სა-
კითხი, თუ რამდენად მისაღებია თქვენი თვალსაზრისი ჩვენი არსებო-
ბის მუქარასთან დაკავშირებით, ასევე საკითხი მოსალოდნელი საფ-
რთხეების რაგვარობაზე, სიდიდისა და დროში სავარაუდო სიახლოვე-
ზე, და მონაწილეთა უმრავლესობა ამ საკითხებს აშკარა სერიოზულო-
ბითა და გულისხმიერებით მოეკიდა. უნდა გაცნობოთ, რომ არც ერთ ამ
საკითხს ხმათა უმრავლესობა არ მიუღია თქვენი მოსაზრების სასარ-
გებლოდ. მაგრამ აღიარებული იქნა წარმოდგენის ძალა და ფართო
ხედვა, რაც ცალკეულად დამახასიათებელია თქვენი ისტორიულ-პო-
ლიტიკური შეფასებებისათვის, ხოლო არც ერთი თქვენი ვარაუდი, ან-
და ვთქვათ, წინასწარმეტყველებები, მთელი თავისი მოცულობით, და-

398
თანხმებითა და დამაჯერებლობით არ ცნეს. და იმ საკითხშიც მხო-
ლოდ მცირედი დაგეთანხმათ და თანაც ერთი სიტყვის დაცდენით, თუ
რამდენად თანამონაწილეა ორდენი და კასტალიური წყობა უჩვეუ-
ლოდ ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის შენარჩუნებაში, და საერ-
თოდ, რამდენად შეიძლება საფუძვლიანად მათი მიჩნევა პოლიტიკუ-
რი ისტორიისა და მდგომარეობების ფაქტორებად. ეს იმას მოწმობდა,
რომ უმრავლესობას თითქმის ასეთი შეხედულება ჰქონდა. ვინც ჩვენს
კონტინენტზე საომარი ეპოქის დამთავრების შემდეგ დამყარებულ
მშვიდობას, ნაწილობრივ, ზოგადად, ქანცგაწყვეტასა და სისხლისაგან
დაცლას მიაწერს, როგორც შედეგი გაჩაღებული საშიში ომებისა, უფ-
რო მეტად კიდევ იმ გარემოებას, რომ მაშინ ევროპა გაჩერდა და
მსოფლიო ისტორიის პუნქტად და საბრძოლო ადგილად იქცა ჰეგემო-
ნიაზე პრეტენზიებისათვის. ორდენის დამსახურების გარეშეც ნაკლე-
ბად საეჭვოა, შეეძლო თუ არა კასტალიურ აზრს, მაღალი სულიერი გა-
ნათლების აზრს, კონტემპლაციის შედეგად, სულის აღზრდით, ნამდვი-
ლი ისტორიის ერთ-ერთ შემადგენელ ძალად რომ ყოფილიყო ცნობი-
ლი, ეს ნიშნავს, მსოფლიო პოლიტიკურ მდგომარეობაზე ცოცხალი ზე-
გავლენის მოხდენას. ასეთი დაჟინება და პატივმოყვარეობა კასტა-
ლიური სულის მთელი ხასიათისათვის ფიქრითაც წარმოუდგენელია.
რამდენიმე ძალზე სერიოზულად გამოთქმულ აზრში ამ თემის ირ-
გვლივ აღნიშნულ იქნა, რომ კასტალიური არც ნება, და არც დანიშნუ-
ლება არ გამოიხატება იმაში, რომ პოლიტიკურად იმოქმედონ და მშვი-
დობასა თუ ომზე გავლენა იქონიონ, და ამიტომაც არც შეიძლება ასეთ
განწყობაზე იყოს საუბარი, რადგანაც ყოველივე კასტალიური გონიე-
რებაზეა დაფუძნებული და გონიერის ფარგლებში აღესრულება, რასაც
ვერანაირად ვერ ვიტყვით მსოფლიო ისტორიაზე, თუ არ მივუბრუნდე-
ბით თეოლოგიურ-პოეტურ ზმანებებს რომანტიკულ, ისტორიულ ფი-
ლოსოფიაში და არ ავხსნით მსოფლიო გონის ერთ-ერთ მეთოდად, ძა-
ლაუფლების შედეგად მკვლელობათა და განადგურების მთელ აპა-
რატს, რომელიც ისტორიას ქმნის. თუ სულიერ ისტორიას ზედაპირუ-
ლად გადავხედავთ, შეიძლება უკვე ნათელი გახდეს, რომ ძირითა-
დად, მაღალი სულიერების აყვავების დროები არასოდეს განისაზ-

399
ღვრება პოლიტიკური მდგომარეობებიდან გამომდინარე, უფრო მე-
ტიც, კულტურას, გონებას თუ სულს თავისი საკუთარი ისტორია აქვს,
რაც ეგრეთწოდებული მსოფლიო ისტორიის გვერდით, მატერიალური
ძალაუფლებისათვის მუდამ გაჩაღებული ბრძოლების გვერდით, მე-
ორე ფარულ, უსისხლო და წმინდა ისტორიას ნიშნავს. ერთადერთ ამ
წმინდა და ფარულ, არა „ნამდვილ“ მსოფლიო ისტორიასთან საქმე
აქვს ჩვენს ორდენს, და არასოდეს იდგება ამოცანის წინაშე, პოლიტი-
კურ ისტორიას უდარაჯოს, ანდა სულაც მას მიემხროს.
მართლაც, შეიძლება, რომ მსოფლიო პოლიტიკური საქმის ვითა-
რება ნამდვილად ისე წარიმართოს, როგორც თქვენი განაცხადი ამას
გვაუწყებს, ანდა არა, ყოველ შემთხვევაში, ორდენს სხვაგვარად არ შე-
ეფერება, მან ლოდინითა და თმენით უნდა დაიკავოს თავისი პოზიცია.
მაშასადამე, საქმის ამ ვითარებასთან დაკავშირებით, თქვენი აზრი
ჩვენ უნდა შევაფასოთ, რამდენიმე წევრის გამოსვლის გამო, როგორც
აქტიური პოზიციის დაკავებისკენ მოწოდება. უმეტესობის მიერ ის გა-
დაჭრით თავიდან აცილებულ იქნა. რაც ეხება თქვენს ნააზრევს დღე-
ვანდელ მსოფლიო მდგომარეობასა და თქვენს მინიშნებებს ახლო მო-
მავალზე, აშკარად გარკვეული შთაბეჭდილება შეუქმნა კოლეგათა
უმეტესობას, და რამდენიმე ბატონზე სენსაციურადაც იმოქმედა; ამ
თვალსაზრისით ძალზე უმეტესმა გამომსვლელმა თავისი მოწიწება
გამოიჩინა თქვენი ცოდნისა და მახვილგონიერებისადმი, მაგრამ თან-
ხმობით კი უდიდესი ნაწილი არ დაგეთანხმათ, პირიქით, უფრო მეტად
ისეთი განწყობა ბატონობდა, რომ თქვენი შეხედულებების გაცნობით
დიდად დაინტერესდნენ, მაგრამ მაინც გადაჭარბებული პესიმიზმით
შეაფასეს. ერთი პირიც გამოვიდა თავისი მოსაზრებით: ეს არც საშიშია
და არც დაუხვეწავი, მაგრამ სიმსუბუქეს უფრო მიეწერება, რომ ამგვა-
რი საკითხი ერთმა მაგისტრმა წამოჭრას და თავისი უწყება ასეთი
უბადრუკი სურათით შეაშინოს, თითქოსდა საფრთხეები და განსაცდე-
ლებია მოსალოდნელი. ცხადია, მდგომარეობათა გამო გაფრთხილე-
ბა ყველა საკითხის წარმავლობაზე ნებადართულია და ყოველმა ადა-
მიანმა, და მით უმეტეს, მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
მდგომმა ხშირად Memento Mori უნდა იძახოს, მაგრამ მაინც ასე ზოგა-

400
დად, ნიჰილისტური განწყობით მაგისტრებს, მთლიან ორდენს, მთლი-
ან იერარქიას ერთიანად მოუწოდოს, თითქოსდა მოახლოებული და-
სასრულის საფრთხე აუწყოს, ეს არა მარტო უღირს შეტევას ჰგავს, და-
არღვიოს კოლეგათა სულიერი სიმშვიდე და ფანტაზია, არამედ ეს
თვით უწყებისა და მისი წარმატების უნარიანობის დაქვეითება გახ-
ლავთ, და შეუძლებელია მაგისტრის საქმიანობა იმით იყოს გამოხატუ-
ლი, რომ ყოველდღე თავის სამუშაოზე მიდიოდეს იმ აზრით, რომ მისი
სამსახური, საქმიანობა, მოწაფეები, პასუხისმგებლობა ორდენის წინა-
შე, ცხოვრება კასტალიისათვის და კასტალიაში – ეს ყველაფერი ხვალ
თუ ზეგ აღარ იარსებებს. თუმცა კი, ამ გამომსვლელს უმრავლესობის
მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია, მაგრამ მაინც რამდენიმე კაცისაგან
მოკრძალება დაიმსახურა.
ჩვენ წერილობით მოკლედ გატყობინებთ, ზეპირი საუბრებით კი,
მეტის თქმა შეგვიძლია. ჩვენი ძუნწი გადმოცემიდან უკვე ნახავთ, პა-
ტივცემულო, რომ განცხადებამ ის ზემოქმედება ვერ მოახდინა, რის
იმედსაც გაძლევდათ. წარუმატებლობა უდიდეს წილად საქმიან მიზე-
ზებს ემყარება, ფაქტობრივ განსხვავებებს თქვენს ამჟამინდელ შეხე-
დულებებსა და სურვილებს – მეორე მხრივ. მაგრამ ფორმალური მიზე-
ზებიც იკვეთება. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ პირდაპირი, ზეპირი აზ-
რთა გაცვლა-გამოცვლა თქვენსა და კოლეგებს შორის არსებითად
ჰარმონიულად და დადებითად წარიმართებოდა. ასე გვგონია, არა
მარტო წერილობითი განცხადების ეს ფორმა გახლავთ თქვენი შუამ-
დგომლობისათვის ხელის შემშლელი; უფრო მეტი ზიანი მიაყენა მას
კოლეგებისათვის რაღაც შეტყობინების, განმარტების თან დართვამ,
შეხამებამ ამა თუ იმ შუამდგომლობასთან, ამა თუ იმ თხოვნასთან, რაც
ჩვენს ურთიერთობებში მიუღებელია. უმეტესობა ამგვარ დაკავშირება-
ში რამენაირი სიახლისათვის ხედავს უიღბლო მცდელობას და რამდე-
ნიმემ პირდაპირ მიუღებლადაც ჩათვალა.
ამით ჩვენ მეტად ძნელ საკითხს მივადექით, თქვენს მდგომარეო-
ბასთან დაკავშირებით, თქვენს განცხადებას, სადაც თქვენ მოით-
ხოვთ, სამსახურიდან გაშვებასა და თქვენს საერო სკოლის სამსახურში
ჩაყენებას. უწყება ასეთი გამონაკლისი სახით შემოთავაზებულ და ასე

401
თავისებურად დასაბუთებულ განაცხადს რომ არ დაეთანხმებოდა, ეს
განმცხადებელს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, შეუძლებელია, რომ
ამისთვის კარგი დაერქმია და მხარი დაეჭირა კიდეც, რასაც, თავისთა-
ვად ცხადია, უწყება უარით უპასუხებდა.
რა დარჩებოდა ჩვენი იერარქიიდან, რომ აღარ იყოს ორდენი და
უწყების ამოცანა, რაც ყოველს თავის ადგილს ანიჭებს! რა დარჩება
კასტალიიდან, თუკი თითოეული მისი წევრი თავისი მონაცემებითა და
გამოსადეგობით თავად შეიფასებს თავს და თავისი თავისთვის შესა-
ბამისი ადგილის გამოძებნას მოისურვებს? ჩვენ ვურჩევთ რიოში მარ-
გალიტებით თამაშის მაგისტრს, აქ რამდენიმე წუთით ჩაფიქრდეს და
ვავალებთ კიდეც, საპატიო სამსახური კვლავ გააგრძელოს, რომლის
წინამძღოლობასაც ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ.
ამით თქვენი თხოვნა თქვენს ნაწერზე პასუხის გაცემისათვის დაკ-
მაყოფილებულია. ჩვენ არ შეგვეძლო ისე გვეპასუხა, როგორც თქვენ
იმედოვნებდით, მაგრამ ჩვენ მაინც არ მოვინდომებთ გაჩუმებას იმ
აღიარებაზე, რაც თქვენმა დოკუმენტმა თავისი ამაღელვებელი და გა-
მაფრთხილებელი მნიშვნელობის გამო გამოიწვია. ჩვენ ვვარაუდობთ,
რომ მის შინაარსზე ზეპირადაც ვისაუბროთ თქვენთან, და თანაც მა-
ლევე, რამეთუ ორდენის ხელმძღვანელობა თქვენზე დაიმედებას ფიქ-
რობს; ეს ის ადგილია თქვენს ნაწერში, სადაც ლაპარაკობთ სამსახუ-
რის შემდგომი გაძღოლისათვის – როგორია თქვენი ვარგისიანობა, იკ-
ლო თუ საფრთხის ქვეშ არის. ეს კი განგაშის მიზეზია.

კნეხტმა ნაწერი წაიკითხა განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე,


მაგრამ უდიდესი ყურადღებით. უწყებას რომ „განგაშის მიზეზი აქვს“,
შეეძლო ეფიქრა, და გარდა ამისა, ეგონა კიდეც, რომ გარკვეული ნიშ-
ნით უნდა დაესრულებინათ. ეს იყო ახლახან, თამაშის სოფელში ორ-
დენის ხელმძღვანელობისგან რეგულარული მოწმობითა და რეკომენ-
დაციით ჰირსლანდელი სტუმარი რომ გამოჩნდა; მან სტუმრობის უფ-
ლება რამდენიმე დღით ითხოვა, თითქოსდა არქივსა და ბიბლიოთე-
კაში უნდა ემუშავა; იმასაც ცდილობდა, სტუმრის უფლებით რამდენი-
მეჯერ კნეხტის ლექციის მოსმენის ნებართვაც აეღო; უკვე ხანში შესუ-

402
ლი, წყნარი და ყურადღებიანი კაცი დასახლებაში თითქმის ყველა
განყოფილებასა და ოთახში ამოჰყოფდა ხოლმე თავს; ტეგულარიუსი
იკითხა და რამდენჯერმე სიახლოვეში მცხოვრები ვალდცელის ელი-
ტის სკოლის დირექტორი; ეჭვი ჩნდებოდა, რომ დამკვირვებელი კაცი
გამოგზავნილი იყო იმის დასადგენად, თუ როგორ მიდიოდა საქმე თა-
მაშის სოფელში, ხომ არ იგრძნობოდა უპატივცემულობა, მაგისტრი
ჯანმრთელი იყო თუ არა და თანამდებობის ადგილზე თანამშრომლე-
ბი რამდენად იჩენდნენ ქმედითობას, იქნებ და მოწაფეები შფოთავენ.
მთელი კვირა იქ დარჩა, კნეხტის ლექციები ერთი არ გაუცდენია; მისი
დაკვირვება და ყველგან წყნარად ყოფნა ორ თანამშრომელს მოხვდა
თვალში. ამ ზედამხედველის მოხსენებას კი ორდენის ხელმძღვანე-
ლობამ მანამდე მოუცადა, ვიდრე უწყებამ თავისი პასუხი მაგისტრს არ
გაუგზავნა.
რა იყო საპასუხო წერილში დამაფიქრებელი, ვინ უნდა ყოფილიყო
მისი ავტორი? სტილი არ გასცემდა მას, ეს ჩვეულებრივი, არაპიროვნუ-
ლი, უწყების სტილი გახლდათ, როგორც ამას მიზეზი თხოულობდა.
უფრო ფაქიზი შეხებისას ნაწერი მეტად თავისებურებასა და პიროვ-
ნულობას ეხებოდა, ვიდრე ამას პირველი წაკითხვისას ივარაუდებდა.
კაცი, მთელი დოკუმენტის ძირითადი საფუძველი იერარქიული ორდე-
ნის სული, სამართლიანობა და წესრიგის სიყვარული იყო. შეიძლებო-
და მკაფიოდ დანახვა, თუ როგორ უსიამოვნოდ, ამაღელვებლად, აჩე-
მებითა და გაღიზიანებით იმოქმედა კნეხტის განცხადებამ, მისი უარ-
ყოფა ნამდვილად ამ საპასუხო ნაწერის ავტორმა უკვე თავდაპირვე-
ლი ცოდნით, და არა სხვათა განსჯის ზეგავლენით გადაწყვიტა. პირი-
ქით, უსიამოვნებასა და მიუღებლობას უპირისპირდებოდა სხვა დამო-
კიდებულება და განწყობაც. იგრძნობოდა სიმპათია, ყველანაირი რბი-
ლი და მეგობრული განსჯისა და შეხედულების სურვილი, რაც სხდომა-
ზე კნეხტის განცხადების მიმართ გამოხატეს. კნეხტს ეჭვი აღარ შეჰ-
პარვია იმაში, რომ პასუხის ავტორი ორდენის ხელმძღვანელობის თავ-
მჯდომარე ალექსანდერი იყო.
აქ ჩვენი გზის დასასრულს მივაღწიეთ და ვიმედოვნებთ, ყველაფე-
რი მოგიყევით, რაც იოზეფ კნეხტის ცხოვრების მანძილზე არსებითი

403
იყო, ამ ბიოგრაფიის ბოლოს მოგვიანებით ვინმე ბიოგრაფი უეჭველია
კიდევ ზოგიერთ ცალკეულ ამბავს დაადგენს და მოგვითხრობს. ჩვენ
უარს ვამბობთ, რომ მაგისტრის ბოლო დღეების შესახებ საკუთარი აღ-
წერა მოგაწოდოთ, რადგან არაფერი ვიცით იმაზე მეტი, რაც ყოველმა
ვალდცელელმა სტუდენტმა არ იცის და არც შეგვიძლია ამის უკეთე-
სად აღწერა. რამეთუ არსებობს „ლეგენდა რიოში მარგალიტებით თა-
მაშის მაგისტრზე“, რაც ჩვენში მრავალი ხელნაწერის სახით ტრია-
ლებს და, სავარაუდოდ, გარდაცვლილის რამდენიმე წარჩინებული
მოწაფის მიერ არის შესრულებული. ჩვენი წიგნი ამ ლეგენდამ უნდა
დაამთავროს.

404
ლეგენდა

როცა ამხანაგების საუბრებს ვისმენთ ჩვენი მაგისტრის გაქრობის


თაობაზე, მისი გაუჩინარების მიზეზებსა და სამართლიანობა-უსამარ-
თლობაზე, მის გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე, მისი ბედის შესახებ
გამოთქმულ დადებით თუ უარყოფით აზრზე, ამ ყველაფერს ისე უნდა
შევხედოთ, როგორც დიოდორუს სიცილიელის განმარტებას ნილოსის
წყალდიდობის საეჭვო მიზეზებზე, მაგრამ ჩანს, რომ ეს მარტო უსარ-
გებლო, უსამართლოც კი არის და განმარტებები კიდევ უფრო ახალ-
ახალს ამრავლებს. ამის ნაცვლად სჯობს მაგისტრის მოგონება ჩვენს
გულებში დავიტიოთ, ვინც, თავად ასე სწრაფად სამყაროში თავისი სა-
იდუმლოებებით მოცული წასვლის შემდეგ, კიდევ უფრო უცხო და სა-
იდუმლოებებით სავსე მიღმიერ ქვეყანაში გადავიდა. ამ ძვირფასი
ადამიანის გასახსენებლად სამსახური რომ გავწიოთ, იმას აღვწერთ,
რამაც ამ მოვლენებზე ჩვენს ყურამდე მოაღწია.
მას შემდეგ, რაც მაგისტრმა წერილი წაიკითხა, რაშიც უწყება გან-
ცხადებაზე უარით პასუხობდა, წყნარმა გრძნობამ მოიცვა, კანკალი შე-
ეპარა, დილის სიგრილისა და სიფხიზლის შეგრძნება მიანიშნებდა,
რომ დრომ მოაწია, და მეტი ყოყმანი და დაყოვნება აღარ იყო საჭირო.
ეს საკუთარი გრძნობა, რასაც „გამოღვიძებას“ ეძახდა, მისთვის მისი
ცხოვრების გადამწყვეტი წუთებიდან ნაცნობი იყო! გამომშვიდობებისა
და წასვლის ეს გამომაფხიზლებელი და იმავდროს ტკივილიანი ნაზა-
ვი ღრმად, არაცნობიერში გაზაფხულის ქარიშხალივით ქროდა. მან სა-
ათისაკენ გაიხედა, ერთ საათში კურსზე ლექცია უნდა წაეკითხა. გა-
დაწყვიტა ეს საათი საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, განმარტოე-
ბისთვის მიეძღვნა, და გაემართა მაგისტრის წყნარ ბაღში. გზად მას
ლექსის პწკარები აეკვიატა, უეცრად რომ მოუვიდა თავში:
„ყოველ დასაბამს ხიბლი აქვს შიგან...“
თავისთვის ამბობდა, არ იცოდა, ადრე რომელ პოეტთან ჰქონდა
წაკითხული, მაგრამ ლექსი ესაუბრებოდა, მოეწონა, მის განცდას ხომ
დროულად ესადაგებოდა. პირველად, დამჭკნარი ფოთლებით დაფე-
ნილ სკამზე ჩამოჯდა ბაღში, სუნთქვა დაიმშვიდა და შინაგანი სიწყნა-

405
რის შენარჩუნებას ცდილობდა, ვიდრე განწმენდილი გულით დაკვირ-
ვებებში არ ჩაიძირა, ვიდრე ცხოვრების ახლანდელი მდგომარეობა არ
გაიაზრა ზოგადი, ზეპიროვნული სურათების წარმოდგენით. უკანა გზა-
ზე სალექციო დარბაზისაკენ ისევ ის ლექსი ამოუტივტივდა, ისევ უნდა
გაეხსენებინა და მიაგნო, ცოტა სხვაგვარად ჟღერდა, ვიდრე უცებ მის
მეხსიერებაში არ გამოკრთა და მის შვებადაც გამოჩნდა. წყნარად ამ-
ბობდა თავისთვის:
ყოველ დასაბამს ხიბლი აქვს შიგან,
რომელიც გვიცავს, სიცოცხლეს შველის.
მაგრამ საღამოსღა, როცა დიდი ხანი იყო გასული, ლექციის ჩატა-
რებისა და დღის ყველანაირი სხვა სამუშაოს შესრულების შემდეგ, მან
იმ ლექსის წარმოშობა აღმოაჩინა. რომელიღაც ძველი პოეტის სიტ-
ყვები კი არ იყო, მისი მაშინდელი, მოწაფეობასა და სტუდენტობაში
შეთხზული საკუთარი ლექსების სტრიქონები, და ლექსი მთავრდებო-
და ამგვარი პწკარით:
„გეყოფა გულო, გამოეთხოვე, ისევ გამაგრდი“.
ამ საღამოსვე თავის მოადგილეს გამოუცხადა და გაუმხილა, რომ
ხვალ დილით განუსაზღვრელი დროით უნდა წასულიყო, ყველა მიმდი-
ნარე საქმე მოკლე მითითებებითა და გულმოდგინებით გადააბარა,
და მეგობრულად დაემშვიდობა, როგორც, ჩვეულებრივ, მოკლე მივ-
ლინებებისას ხდებოდა ხოლმე.
მეგობარი ტეგულარიუსი რომ ისე უნდა დაეტოვებინა, მისთვის
დრო არ დაეთმო და გამომშვიდობებითაც არ დაემძიმებინა, ეს მის-
თვის ადრევე ნათელი გახდა. ისე უნდა მოქცეულიყო, რომ მარტო
მგრძნობიარე მეგობარს კი არ გაფრთხილებოდა, მის მთელ გეგმასაც
ზიანი არ მისდგომოდა. მომხდარი ამბით ის მეორე ფაქტის წინაშე აღ-
მოჩნდებოდა, სავარაუდოდ, რასაც უკვე შეურიგდებოდა, მაგრამ მო-
ულოდნელ ნათქვამსა და გამომშვიდობების სცენას შეეძლო უსიამოვ-
ნო ვითარება გამოეწვია და მეგობრის თავშეკავება დაერღვია. საერ-
თოდ, კნეხტმა ერთხანს ისიც კი იფიქრა, მისი ნახვის გარეშე გავემ-
გზავრებიო, და ამაზე ორჭოფობდა, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ეს სიძ-
ნელიდან თავის დაძვრენის მაგვარი რამ იქნებოდა. ჭკვიანური და

406
სწორი გადაწყვეტილება ჩანდა, რომ მეგობრისათვის არ მიეცა იმისი
საშუალება, გამომშვიდობების სცენასა და აღელვებას რაღაც სისულე-
ლეები მოჰყოლოდა. სადღაც ნება თვითონაც არ ჰქონდა, მეგობარი
აქამდე მიეყვანა. ჯერ კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი ღამის
ძილამდე, შეეძლო ტეგულარიუსი ჯერ კიდევ ისე ენახა, რომ არც მის-
თვის და არც სხვა ვინმესთვის ხელი არ შეეშალა. უკვე ღამე იყო, შიდა
ფართო ეზოში რომ მიაბიჯებდა. თავისი მეგობრის ოთახის კარზე უკა-
ნასკნელად განსაკუთრებული გრძნობით დააკაკუნა, იგი მარტო იყო.
კითხვაში გართული გახარებული მიესალმა, წიგნი გვერდზე გადადო,
სტუმარს უთხრა, დაჯექიო.
„ერთი ძველი ლექსი გამახსენდა დღეს, – წამოიწყო კნეხტმა ლაპა-
რაკი. – იქიდან იქნებ შენ იცოდე რამდენიმე, სად შეიძლება მთლიანად
ამისი ნახვა?“
იგი კანკალებდა: „ყოველ დასაბამს ხიბლი აქვს შიგან“.
გამოცნობისათვის რეპეტიტორს დიდი დრო არ დასჭირვებია, ცო-
ტა ხნის დაფიქრების შემდეგ მალევე მიხვდა. ადგა, მაგიდის უჯრიდან
კნეხტის ლექსების უძველესი ხელნაწერი გამოიღო, მისთვის ერთხელ
რომ უჩუქებია. მან ლექსი მოძებნა და იქიდან ორი ფურცელი გამოაძ-
ვრინა, რაზედაც ლექსის ის პირველი ჩანაწერი იყო და მაგისტრს გა-
დასცა.
„ამ შემთხვევაში პატივცემულს ემსახურებიან, – ღიმილით მიმარ-
თა, მრავალი წლის შემდეგ პირველად ხდება, პოეზიას დროს რომ უთ-
მობთ და გახსენდებათ.
იოზეფ კნეხტმა ფურცლები ყურადღებით დაათვალიერა და არცთუ
აუღელვებლად, ეს მაშინ სტუდენტობაში იყო, როცა მისი ყოფნისას აღ-
მოსავლეთ აზიის სასწავლებელში ეს ორი ფურცელი პირველად ლექ-
სის პწკარედებით შეავსო, ახლა კი მას იქიდან შორეული წარსული შეჰ-
ყურებდა; ყველაფერი თითქმის დავიწყებაზე მეტყველებდა, კვლავ გა-
მოღვიძებულ იმ დროზე, მაგრამ გამაფრთხილებელი ტკივილით: უკვე
უბრალოდ გაყვითლებული ფურცელი, ახალგაზრდული ხელნაწერის
ტექსტში გადახაზულები და ჩასწორებები. სურდა ფიქრში გაეხსენები-
ნა არა მარტო ის წელიწადი და წლის დრო, როცა ეს ლექსები დაწერა,

407
ის დღე და საათიც, და იმავდროს ის განწყობაც, ის ძლიერი და ამაყი
გრძნობა, რამაც მაშინ აავსო და ბედნიერება მოჰგვარა და ლექსად გა-
მოახატვინა. ეს იმ განსაკუთრებულ დღეებში დაწერა, როცა სულიერი
განცდა მისეული შეიქნა, რასაც გამოღვიძებას ეძახდა.
კარგად ჩანდა ლექსის სათაური, ჯერ თვითონ ლექსის წინ, როცა
შემდეგ პირველი პწკარები უკვე გამოჩნდა. ნაწერი დიდი ასოებით და
გაკრული ხელით იყო შესრულებული და ასე გვაუწყებდა: „ტრანსცენ-
დენცია“.
შემდეგ კი, სხვა დროს, სხვა განწყობითა და ცხოვრების სხვა გარე-
მოებით, სათაური ძახილის ნიშანთან ერთად გადაეხაზა და ამის სა-
ნაცვლოდ, უფრო პატარა, წვრილი, მოკრძალებული ასო-ნიშნებით
სხვაგვარად ჩაეწერა. ასე ერქვა: „საფეხურები“. კნეხტს ახლაც ისევ ახ-
სენდებოდა, მაშინ თავისი ლექსის აზრი. საგან ფრთებშესხმულმა, სიტ-
ყვა „ტრანსცენდენცია“ როგორ დაწერა, როგორც ძახილი და ბრძანე-
ბა, გაფრთხილება საკუთარი თავის მიმართ, როგორც ახლად ჩამოყა-
ლიბებული და მხნეობის მომგვრელი განზრახვა, მისი საქმიანობა და
ცხოვრება ამ ნიშნის ქვეშ დასვა და ტრანსცენდენციამდე, მხიარული
სვლის გადაწყვეტილებამდე, შესრულებასა და ყოველი სივრცის უკან
ჩამოტოვებამდე, ყოველი გზის მანძილის დაფარვამდე მიდიოდა. თა-
ვისთვის, ნახევრად ხმამაღლა კითხულობდა რამდენიმე სტროფს:

არსად შევჩერდეთ, მუდმივი ბინა არსად დავიდოთ,


და სიხარულით სივრცე სივრცეზე ჩამოვიტოვოთ,
მსოფლიო სულს სურს არ მივეჯაჭვოთ, არ ჩავიკეტოთ,
სურს რომ ავმაღლდეთ საფეხურებრივ, შორით გავწიოთ.

„ლექსები მრავალი წელია დავივიწყე, – თქვა მან, – და თუ იმათგან


რომელიმე დღეს შემთხვევით გამახსენდებოდა, ვერც კი წარმოვიდ-
გენდი, საიდან ვიცი ან ეს ან ის, რომ თვითონ დავწერე, შენ როგორღა
მოგაგონდა დღეს? კიდევ თუ რამეს გეუბნებიან ისინი?“
ტეგულარიუსი დაფიქრდა.

408
„ეს ლექსი, სწორედ რომ, მუდამ თავისებურად მიმაჩნდა, – მიუგო
შემდეგ, – თქვენი ლექსების იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნება, მართლაც-
და, რომ არ მიყვარს, განმიზიდავს ან ხელს მიშლის. რას ნიშნავდა, ად-
რე ვერ ვხვდებოდი. დღეს, მგონია, ამას ვარკვევ. თქვენი ლექსი, პა-
ტივცემულო, რაც თქვენ მარშის ბრძანებასავით „ტრანსცენდენცია“
დაწერეთ და რომლის სათაურიც მოგვიანებით, ღმერთს მადლობა,
სხვა ბევრად უფრო უკეთესით შეცვალეთ, ნამდვილად არასოდეს მომ-
წონებია, რადგან რაღაც ბრძანებითი, რაღაც მორალის მსწავლებელი
თუ სკოლის მაისტერისეულია. თუ ამ ელემენტს ამოიღებდით, თუ ზედ-
მეტ გარეგნულ ბრწყინვას მოაშორებდით, მაშინ ეს უმშვენიერესი ლექ-
სი იქნება, ეს მე ახლაღა შევნიშნე. მისი უბრალო შინაარსი სათაურით
„საფეხურები“ ცუდად არ მეჩვენება; თქვენ შეგეძლოთ ისევე კარგად
და კიდევ უკეთესად „მუსიკით“ ანდა „მუსიკის არსი“-თ დაგესათაურე-
ბინათ, რადგან იმ მორალის, სწავლისა თუ ქადაგების მაგვარი პოზი-
ციის მოცილების შემდეგ, მართლაც, ნამდვილი დაკვირვება იქნება მუ-
სიკის არსზე, ჩემი აზრით, ეს იქნება ხოტბა მუსიკაზე, მუდმივად დროში
მიმდინარეზე, მის მხიარულებასა და გამბედაობაზე, მოქნილობასა და
შეუსვენებლივ შემართებასა და მზაობაზე, წინ სწრაფვაზე, სწორად ახ-
ლაღა გავლილი სივრცის თუ რაღაც მონაკვეთის ჩამოტოვებაზე. მუსი-
კის სულის ამ დაკვირვებასა თუ შექებაზე რომ შეჩერებულიყავით, აქე-
დან რომ არ შეგექმნათ გაფრთხილებისა და ქადაგების განწყობა, აშ-
კარად, უკვე აღმზრდელის პატივმოყვარეობით შეპყრობილს, მაშინ
იქნებოდა ლექსი სრულყოფილი სამკაულივით. როგორც აქ არის, მეჩ-
ვენება, ეს არა მარტო ჭკუის სასწავლებელია, არამედ აზრობრივი შეც-
დომის გამო სუსტიც. ის მუსიკასა და ცხოვრებას ერთმანეთს ადარებს
მხოლოდ მორალური ზემოქმედების გამო, რასაც ნაკლებად დაესმის
კითხვა და კამათს არ იწვევს, ის ბუნებრივი და მორალურისაგან თავი-
სუფალი აღმაფრენისაგან „ცხოვრებას“ ქმნის, რაც მუსიკის არსებითი
ძალაა, რასაც სურს ჩვენი განზრახვებით, ბრძანებებითა და კეთილი
სწავლებით აღზრდა და განვითარება. მოკლედ, ამ ლექსში ვიზიონი
გამოყენებული და გაყალბებულია, რაღაც ერთჯერადი, ლამაზი და

409
დიდებულია სწავლების მიზნებისთვის, და ეს არის ის, რაც სულ მუდამ
საპირისპიროდ განმაწყობს“.
სიამოვნებით უსმენდა მაგისტრი და მეგობარს შეყურებდა, რაღაც
გაბრაზებული, თუმცა სითბოთი ლაპარაკობდა, რაც მაინც უყვარდა
მასში.
„მინდა სიმართლე იცოდე, – უთხრა ნახევრად ხუმრობით, – ყოველ
შემთხვევაში, შენ ეს განწყობა იმასთან დაკავშირებით გაქვს, რასაც
მუსიკისადმი ლექსის დამოკიდებულებაზე ამბობ. „სივრცეთა გადა-
ლახვა“ და ჩემი ლექსის ძირითადი აზრი მოდის სინამდვილეში მუსი-
კიდან ისე, რომ არ ვიცოდი, თუ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას. თუ აზ-
რები შევლახე და ვიზიონი გავაყალბე, არ ვიცი, შეიძლება მართალი
ხარ. როცა ლექსებს ვთხზავდი, ეს მუსიკას კი არ ეხებოდა, არამედ გან-
ცდას, განცდას, საკუთრივ, რომ ლამაზმა მუსიკალურმა შედარებამ თა-
ვისი მორალური მხარე მიჩვენა გამოღვიძებად და გაფრთხილებად და
ცხოვრების მოწოდებად გადაიქცა ის ჩემში. ლექსის იმპერატიული
ფორმა, რაც შენ განსაკუთრებით გაღიზიანებს, არ არის ბრძანებისა და
დამოძღვრის სურვილის გამოხატულება, რამეთუ ბრძანება, გაფრთხი-
ლება მხოლოდ ჩემსკენაა მომართული. შენ რომ ეს, მართლაც, არ იცო-
დე, ყველაფრის მიუხედავად, ლექსის ბოლო პწკარებიდან შეგეძლება
ამის დანახვა, ჩემო საუკეთესო მეგობარო. მაშასადამე, შეხედულება,
ცოდნა, ცნობიერება, შინაგანი სახე განვიცადე და მინდა ამ შეხედულე-
ბის შინაარსი და მორალი მე თვითონ გამოვიხმო და ჩემს თავში მო-
ვიქციო. ამიტომ ლექსი ჩემს მეხსიერებაში დარჩა, თუმცა მე ეს არ ვი-
ცოდი. ეს ლექსები კარგი იქნება თუ ცუდი, მათ თავიანთ მიზანს მიაღ-
წიეს, გაფრთხილება ჩემში სიცოცხლეს აგრძელებდა და არც დავიწყე-
ბულა. დღეს ის ჩემთვის ისე ჟღერს, როგორც ახლიდან. ეს არის პატა-
რა, ლამაზი განცდა, შენს ირონიას არ ძალუძს გუნება წამიხდინოს. მაგ-
რამ წასვლის დრო არის. რა მშვენიერი იყო ის დრო, მეგობარო, როცა
ჩვენ, ორივე სტუდენტი, შინაგანაწესს გვერდს ავუვლიდით, რის ნება-
საც ხშირად გვაძლევდნენ და საუბარში გართულები გვიან ღამემდე
შემოვრჩებოდით. მაგისტრისთვის ეს ნებადართული აღარ არის, სამ-
წუხაროდ!“

410
„აჰ, – ხმამაღლა გამოხატა ფიქრი ტეგულარიუსმა, – კიდევაც შეიძ-
ლებოდა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით ხოლმე“.
კნეხტმა სიცილით დაადო მხარზე ხელი.
„რაც გამბედაობას შეეხება, ჩემო ძვირფასო, მე ასეთი ოინების-
თვის აღარ მცალია. ღამე მშვიდობისა, ჩემო ძველო, შარიანო ამხანა-
გო!“
მან მხიარულად დატოვა ოთახი, ღამით გზაში კი დასახლების ცა-
რიელ გასასვლელებსა და ეზოებში კვლავ სერიოზულობა დაუბრუნდა,
გამომშვიდობების სერიოზულობა. გამომშვიდობებისას მუდამ მოგო-
ნებების სურათები იღვიძებს, წამოუტივტივდა ამ გასასვლელში აქ
მოსვლის პირველი მოგონება, როცა ჯერ კიდევ ბიჭმა, როგორც ვალ-
დცელში ახლად დაწყებულმა ახალბედა მოწაფემ, თავისი პირველი
წარმოსახვისა და იმედით სავსე გასასვლელი გაიარა და ახლაც
კვლავ უნდა მოევლო ვალდცელი და Vicus Lusorum-ი, და აი პირველად,
ღამის სიცივეში, მდუმარე ხეებსა და შენობებში, დაჟინებითა და ტკი-
ვილით გრძნობდა, რომ ამას ყველაფერს თვალით უკანასკნელად ხე-
დავდა. უკანასკნელად მიყურადებოდა დღისით ასეთი გამოცოცხლე-
ბული დასახლების მიჩუმებასა და ჩათვლემას, უკანასკნელად ხედავ-
და პატარა შუქს კარისკაცის საყარაულოს თავზე, რომელიც შადრევ-
ნის აუზში ირეკლებოდა, უკანასკნელად შეჰყურებდა ღამით მაგის-
ტრის ბაღში ხეების თავზე წინ მიმავალ ღრუბლებს. მან ნელი ნაბიჯით
მოიარა ყველა გზა და ყველა კუთხე-კუნჭული თამაშის სოფელში.
ისეთ მოთხოვნილებას გრძნობდა, რომ კიდევ ერთხელ გაეღო თავისი
ბაღის კარი და შიგ შესულიყო, მაგრამ გასაღები თან აღარ ჰქონდა, და
ეს დაეხმარა სწრაფად გამოფხიზლებასა და გამორკვევაში. იგი თავის
ბინაში უკან მიბრუნდა, რამდენიმე წერილი დაწერა კიდევ, შემდეგ დე-
დაქალაქში დეზინიორისთან შეხვედრის შეტყობინებაც და ამ დრო-
ისათვის გულმოდგინე ჩაღრმავების შედეგად სულიერი ნაკადებისა-
გან გათავისუფლდა, რათა დილით კასტალიაში თავისი უკანასკნელი
სამუშაოსთვის მხნედ ყოფილიყო და ორდენის ხელმძღვანელთან სა-
უბარი გაემართა, მაგისტრი მეორე დილას ჩვეულებრივ დროზე ადგა,
მანქანა შეუკვეთა და აქედან გაემგზავრა, ცოტა ვინმემ თუ შენიშნა მი-

411
სი გამგზავრება, ამისათვის მნიშვნელობა არავის მიუცია: ადრიანი შე-
მოდგომის დილით პირველმა ღრუბლებმა გააცილეს იგი ჰირსლან-
დში, შუადღისთვის ჩავიდა და მაგისტრ ალექსანდერთან, ორდენის
ხელმძღვანელობის თავმჯდომარესთან მიღებაზე ჩაეწერა, თვითონ
ხელთ ჰქონდა ნაჭერში გახვეული, ლითონის ლამაზი, პატარა ყუთი,
რაც თავისი კანცელარიის საიდუმლო უჯრიდან თან წამოიღო და რო-
მელშიც თავისი ღირსების ნიშნები, ბეჭდები და გასაღებები ელაგა.
ორდენის ხელმძღვანელობის „დიდ“ მისაღებ ოთახში იგი რაღაც
მოულოდნელად მიიღეს, ეს იყო თითქმის იშვიათი, რომ მაგისტრი აქ
ჩაწერის ან მოწვევის გარეშე გამოჩენილიყო. მას ორდენის ხელმძღვა-
ნელობის დავალებით გაუმასპინძლდნენ, შემდეგ ძველ, დახურულ გა-
ლერეაში მყუდრო ოთახი გაუღეს და შეატყობინეს, რომ პატივცემული
იმედოვნებდა, ორ-სამ საათში საუბრისათვის განთავისუფლებას შეძ-
ლებდა. მან ორდენის წესდების ერთი ეგზემპლარი მოატანინა და მის
წასაკითხად დაჯდა, მთელი რვეული გადაიკითხა და საბოლოოდ თა-
ვისი განზრახვის სიმარტივე და ლეგალურობა გაარკვია, რომლის აზ-
რი და შინაგანი გამართლება წესდების სიტყვებით სურდა დაედასტუ-
რებინა, მაგრამ მაინც ნამდვილად შეუძლებლად ეჩვენებოდა ეს ამ
დროს, ამ საათში. გაახსენდა ერთი მუხლი წესდებიდან, რის გამოც ერ-
თხელ მედიტაციაზე გაუშვეს ახალგაზრდობის, თავისუფლებისა და
სტუდენტობის დროს ბოლო დღეებში. ეს იყო იმ წუთში მისი ორდენში
მიღების წინ. ერთი მუხლი წაიკითხა, უნდოდა მონდომებით დაკვირვე-
ბოდა და თანაც გრძნობდა, რომ ამ საათისთვის სულ სხვა ადამიანი
იყო, და არა მაშინდელი, ვიღაც მშიშარა, ახალგაზრდა რეპეტიტორი.
„თუ მაღალი უწყება მოგიწოდებს“, ასე ეწერა ერთ ადგილზე წესდება-
ში, „თანამდებობისათვის იცოდე: სამსახურში ყოველი დაწინაურება
თანამდებობრივ საფეხურზე თავისუფლებისკენ ნაბიჯი კი არ არის,
არამედ მასთან მჭიდრო კავშირში ყოფნაა. რაც უფრო დიდია სამსახუ-
რის ძალაუფლება, მით უფრო მკაცრია სამსახური. რაც უფრო დიდია
თანამდებობის პირი, მით უფრო აკრძალულია თვითნებობა“. ეს ყვე-
ლაფერი მაშინ როგორ იყო ბოლომდე ნათქვამი და როგორ ერთმნიშ-
ვნელოვნად ჟღერდა, და მაინც როგორ ძლიერ მოქმედებდა მასზე ზო-

412
გიერთი სიტყვის მნიშვნელობა, ხან ისეთი საფრთხილო სიტყვებისა,
როგორიცაა „კავშირი“, „თანამდებობის პირი“ და „თვითნებობა,“ მაგ-
რამ მაშინდლიდან დაწყებული მისთვის არა მარტო შეიცვალა ეს სიტ-
ყვები, არამედ პირიქით, მათ საწინააღმდეგო შინაარსიც შეიძინეს და
როგორი ლამაზი იყო ესენი, ნათელი, ტევადი, გასაოცრად შთამაგონე-
ბელი, და ეს ფრაზები როგორ შეიძლებოდა დაენახა ახალგაზრდა, სუ-
ლიერ ადამიანს აბსოლუტურად, მუდმივად და თანდათანობით ჭეშმა-
რიტად! ოჰ, და თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ მხოლოდ კასტალია ყოფი-
ლა სამყარო, მთელი, მრავალმხრივი და მაინც დაუნაწევრებელი, ნაც-
ვლად იმისა, რომ სამყაროში მხოლოდ პატარა სამყაროს წარმოად-
გენდა, ანდა გაბედულად და ძლიერად ამოჭრილ ნაწილს მისგან! დე-
დამიწა ელიტარული სკოლა რომ ყოფილიყო, ორდენი – მთელი კა-
ცობრიობის თანამეგობრობა და ორდენის ხელმძღვანელობა – ღმერ-
თი, მაშინ რა სრულყოფილი იქნებოდა მთელი წესდება და ის მუხლე-
ბი! რომ ასე ყოფილიყო, მაშინ როგორი საამური, აყვავებული და
უცოდველად ლამაზი იქნებოდა ცხოვრება! ერთი კი, მართლაც, ასე
იყო, ერთით კი, ასე შეეძლო მას დაენახა და განეცადა ორდენი და კას-
ტალიური სული, როგორც ღვთაებრივი და აბსოლუტური, პროვინცია –
სამყარო, კასტალიელები, როგორც კაცობრიობა, და მაშინ იქნებოდა
მთელი არაკასტალიური ნაწილი ბავშვების სამყაროსავით, როგორც
პროვინციის წინა საფეხური, ერთი ის უკანასკნელი, კულტურისა და
ხსნის კვლავ მომლოდინე ძველი ნიადაგი, რაც კასტალიას მოწიწებით
უყურებდა და მას დროდადრო სიყვარულის ღირს სტუმრებს უგზავნი-
და, მაგალითად, როგორიც ახალგაზრდა პლინიო გახლდათ.
როგორ თავისებურ საბურველში იყო გახვეული ყველაფერი თვით
მის გარშემო, იოზეფ კნეხტისა და საკუთარი სულის გარშემოც! რომ არ
ჰქონოდა მას წვდომისა და შეცნობის საკუთარი სახე, და არ შეეხედა
სინამდვილის იმ განცდისათვის, რასაც გაღვიძებას ეძახდა ადრეულ
დროში, და გუშინაც კი, როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ წინწაწევისათვის სამყა-
როს გულისაკენ, სინამდვილის ცენტრისაკენ, გარკვეულად რაღაც აბ-
სოლუტურისათვის, როგორც ერთ-ერთი გზისა და წინსვლისათვის,
რომლის სრულყოფაც მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეეძლოთ ადამიანებს,

413
მაგრამ, რომელიც იდეაში უწყვეტი და სწორხაზოვანი რომ იყო? მაშინ,
ახალგაზრდობაში, გამოღვიძებას ჯერ რომ ვერ ამჩნევდა, შეიცნობდა
ამ გარეთა სამყაროს პროგრესივით, როგორც აუცილებელ ფასეულო-
ბას და სწორად გამოვლენილს, კერძოდ პლინიოს სახეში, მისგან ასეთ
დისტანციაზეც რომ იყო დაშორებული, და ჰქონდა ზუსტად ის შეგნებუ-
ლი, რომ თავად კასტალიელი გახლდათ? და გადაწყვეტილებას რომ
იღებდა, ეს კვლავ წინგადადგმული ნაბიჯი იყო, და წლების მანძილზე
დაეჭვებით რიოში მარგალიტებით თამაში და ვალდცელის ცხოვრება
სინამდვილეს წარმოადგენდა? და როცა იგი მაგისტრ თომასმა სამსა-
ხურში ჩარიცხა და მუსიკის მაგისტრის რეკომენდაციით ორდენში მი-
იღეს და როცა მოგვიანებით მაგისტრად აირჩიეს, იქნებ ეს იყო პატარა
ან დიდი ნაბიჯები ხილულ, სწორხაზოვან გზაზე: – იგი ახლა ხომ ამ
გზის ბოლოში იდგა, და არავითარ შემთხვევაში, სამყაროს გულსა და
ჭეშმარიტების წიაღში, ახლანდელი გამოღვიძება კი მხოლოდ თვალ-
თახედვა და საკუთარი თავის პოვნა იყო ახალ გარემოებაში ახალი
საქმიანობით, რაც ახლიდან შეთვისებას საჭიროებდა. იგივე ძნელად
სავალი, ნათელი, ერთმნიშვნელოვანი და სწორხაზოვანი ბილიკი, რო-
მელმაც იგი ვალდცელის, მარიაფელსის, ორდენისა და სამაგისტრო
სამსახურისკენ მიიყვანა, ახლა, ამჟამად გარეთ მიუძღვებოდა, რაც გა-
მოღვიძების შედეგად ხდებოდა, და იმავდროს გამომშვიდობებასაც
ნიშნავდა. კასტალია, რიოში მარგალიტებით თამაში, მაგისტრის ღირ-
სება, ეს ის თემა იყო, რაც იცვლებოდა და შესრულდებოდა ხოლმე; რაც
გადაილახა, რამაც ტრანსცენდენცია განიცადა. ეს ყველაფერი უკვე
უკან ჩამოეტოვებინა და ოდესღაც, როცა იგი გულახდილად იმაზე სა-
წინააღმდეგოს ფიქრობდა და აკეთებდა, რასაც დღეს განიზრახავს და
სჩადის, უკვე რაღაც საეჭვოდ უყურებდა საქმის ვითარებას, ანდა კი-
დევ ამას წინაწარ გრძნობდა: სტუდენტობაში დაწერილი ლექსი, საფე-
ხურებსა და გამომშვიდობებას რომ ეხებოდა, განა შეძახილით –
„ტრანსცენდენცია!“ არ დაასათაურა?
ასეთი იყო მისი გზა, რომელიც წრეს წერდა თუ ელიფსს, თუ სპი-
რალს ჰქმნიდა, ან როგორც ყოველთვის, მაგრამ პირდაპირ არ მიდი-
ოდა, რადგან სწორი ხაზი ეკუთვნოდა აშკარად მხოლოდ გეომეტრიას,

414
და არა ბუნებასა და სიცოცხლეს. მისი ლექსის თვითგაფრთხილებამ
და თვითგამხნევებამ მას შემდეგ, რაც მას ლექსი და მისი მაშინდელი
გამოღვიძება დიდი ხანია დავიწყებოდა, კარგი შედეგი გამოიღო, მაგ-
რამ არა სრულყოფილი, არა დაყოვნებების, ეჭვების, ცვლილებებისა
და ბრძოლების გარეშე; მან გადალახა საფეხურებრივ, სივრცობრივ,
მამაცურად, შეკრებილად და მაინც მხიარულად, თუმცა ძველი მუსიკის
მაგისტრივით არ იყო გასხივოსნებული, მაგრამ მაინც დაღლილობისა
და დაღვრემილობის გარეშე, დაცემისა და ღალატის გარეშე. და თუ
იგი ახლა კასტალიური ცნებებისათვის დაცემასა და ორგულობას გა-
მოიჩენდა, როცა იგი ორდენის მთელი მორალის პირისპირ დადგებო-
და ხილულად, საკუთარი პიროვნულობის სამსახურში, ანუ რაც თვით-
ნებობაში გამოიხატებოდა, და ასე მოხდებოდა მამაცურად მუსიკის
სულში, მყარი ტაქტებით, ესე იგი, მხიარულად, და იყოს ეს ისე, რო-
გორც იქნება. იქნებ სხვებისათვის მაინც განემარტა და დაემტკიცები-
ნა, რაც თვითონ ასე ნათლად ეჩვენებოდა: რომ, სახელდობრ, მისი ახ-
ლანდელი მოქმედების „თვითნებობა“ სინამდვილეში მსახურება და
დამაჯერებლობა იყო, რომ იგი არა თავისუფლებას, არამედ ახალ, უც-
ნობ და დაუფარავ კავშირებს ეგებებოდა, იგი ლტოლვილი კი არა, მო-
წოდებული იყო, თავნებობას კი არ იჩენდა, – დამჯერობას, ბატონი კი
არ გახლდათ, არამედ მსხვერპლი! და რა მოსდიოდათ სათნოებებს,
სიმხიარულეს, ტაქტიანობასა და მამაცობას? ისინი დაპატარავდნენ,
მაგრამ თავიანთი შინაარსი არ დაკარგეს. ადამიანი რომ არ მიდი-
ოდეს, არამედ მიჰყავდეთ, რომ არ იყოს უკვე საკუთარი თვითნებური
ტრანსცენდენტურობა, არამედ მხოლოდ სივრცის ტრიალი მის შუაში
მდგომის ირგვლივ, მაინც წარმოიშობოდა სათნოებანი და შეინარჩუ-
ნებდა თავის ფასსა და ხიბლს; ისინი იარსებებდნენ ჰოს თქმაში, უარ-
ყოფის ნაცვლად, დამჯერობაში, უკან დახევის ნაცვლად და ალბათ
ცოტათი იმაშიც, რომ ადამიანები ისე მოქმედებდნენ და ფიქრობდნენ
თითქოსდა ყოფილიყვნენ ბატონები და ქმედითები, რათა ერწმუნათ
ცხოვრება და თავის მოტყუება, თვითგარკვევისა და პასუხისმგებლო-
ბის მოჩვენებითი გამოხატულება გამოუცდელად მიეღოთ, რომ უცნობი
მიზეზებისგან გამომდინარე, სწორედ რომ, მაინც ძირის ძირში მეტი

415
საქმისათვის, ვიდრე შეცნობისათვის არიან შექმნილნი, მოქმედებენ
ვნების აყოლით, ვიდრე გონივრულად. ოჰ, პატერ იაკობუსთან შეიძლე-
ბოდა ამაზე საუბარი!
მსგავსი სახის ფიქრები თუ ოცნებები მისი მედიტაციის გამოძახი-
ლი გახდა. ისე მიდიოდა საქმე, ისე ჩანდა, რომ „გამოღვიძების“ დროს
არა ჭეშმარიტებასა და შეცნობაზე ფიქრობდნენ, არამედ სინამდვი-
ლეზე, მის განცდასა და შინაარსზე. გამოღვიძებაში საკითხთა არსს
ვერ უახლოვდებოდნენ, ჭეშმარიტებას ვერ წვდებოდნენ, მიხვდებოდ-
ნენ, სრულყოფდნენ თუ ამით იტანჯებოდნენ, მხოლოდ საკუთარ მეს
განსაზღვრავდნენ საკითხთა წამიერი გარემოებისათვის. მათ კანონე-
ბი კი არ გამოჰყავდათ, არამედ – დასკვნები, სამყაროს შუაგულში კი
არ ხვდებოდნენ, არამედ – საკუთარი თავის შუაგულში. ამიტომ იყო,
რომ რასაც ამ დროს განიცდიდა, ნაკლებად გადმოსცემდა, მნიშვნე-
ლოვნად თავს არიდებდა ამის გამოთქმასა და ჩამოყალიბებას; ცხოვ-
რების ამ სფეროს გამოხატულებაში მოყვანა ენის მიზნებს არ შეადგენ-
და. გამონაკლის შემთხვევაში, აქ მაინც ერთ ნაწილს თუ გაიგებენ
ფართო მნიშვნელობით, მაშინ უნდა არსებობდეს მსგავსი მდგომა-
რეობის გამგები, თანაგანმცდელი თუ თანაგამოღვიძებული. ამ პატა-
რა ნაწილის გაგება შემდგომში შესაბამისად ფრიც ტეგულარიუსმა
შეძლო, კიდევ უფრო მიუხვდა ამ საკითხს პლინიო და სხვა კიდევ ვინ-
ღა შეეძლო მას დაესახელებინა? არავინ.
უკვე ბნელდებოდა, აზრთა თამაშში მეტად შეიჭრა და შიგ ჩაეფლო,
ვიდრე კარზე არ დაუკაკუნეს. რადგან მაშინვე ვერ გამოფხიზლდა, ვერ
უპასუხა. გარეთ მდგომმა ცოტა ხანს დაუცადა და შეეცადა, ისევ ნელა
დაეკაკუნებინა. ახლა კნეხტმა ხმა გაიღო, წამოიმართა და წავიდა
შიკრიკთან ერთად, ვინც მას საკანცელარიო შენობაში და შემდეგ ჩა-
უწერლად სამუშაო ოთახში თავმჯდომარესთან გაუძღვებოდა. მაგის-
ტრი ალექსანდერი მის შესახვედრად გამოემართა.
„სამწუხაროა, – უთხრა, – წინასწარ გაფრთხილების გარეშე რომ მო-
დიხართ, ასე ლოდინი მოგიწევთ. ძალზე კი მაინტერესებს შევიტყო,
რამ მოგიყვანათ ასე უეცრად. ცუდი ხომ არაფერია?“

416
კნეხტმა გაიცინა. „ცუდი არაფერია, მაგრამ ძალზე მოულოდნელად
მოვედი, ვერც კი წარმოიდგენთ, რამაც აქეთკენ მომიყვანა!“
ალექსანდერმა სერიოზულად და შეწუხებით შეხედა თვალებში.
„ჰო, – თქვა, – ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია, ვიფიქრე, მაგალი-
თად, უკვე ამ დღეებში, რომ თქვენი განცხადების გარემოება, ცხადია,
თქვენთვის არ იქნა გათვალისწინებული. უწყებას ამაზე ძუნწად უნდა
ეპასუხა თქვენთვის, Domine, ალბათ იმედის გამაცრუებელი აზრითა
და ტონით“.
„არა, – ფიქრში იყო იოზეფ კნეხტი, – ძირითადად, მე თითქმის სხვა
რაღაცას მოველოდი, ვიდრე იმას, რასაც უწყების პასუხი და შინაარსი
შეიცავდა. და რაც ტონს შეეხება, სწორედ რომ, ტონი მომეწონა. შევამ-
ჩნიე ნაწერს, რომ მისი დამწერი შეწუხებულია, და ასე რომ ვთქვათ,
გულმოდგინება გამოუჩენია, საჭიროება უგრძნია, რომ ჩემთვის უსია-
მოვნო და ცოტა შემარცხვენელი პასუხისათვის რამდენიმე წვეთი
თაფლიც შეერია, და ეს ფრიად მოუხერხდა, რისთვისაც მისი მადლო-
ბელი ვარ“.
„ნაწერის შინაარსი, ესე იგი, პატივცემულო, მიიღეთ?“
„გავეცანი და, ძირითადად, გავიგე კიდეც და დავეთანხმე. პასუხს,
მართლაც, ჩემი განცხადების უგულებელყოფის გარდა სხვა არაფრის
მოტანა შეეძლო. ჩემი ნაწერი რაღაც უჩვეულო და უწყებისათვის შე-
უფერებელი იყო, ამაში ეჭვიც არ შემპარვია, გარდა ამისა, რამდენა-
დაც პიროვნულ განაცხადს წარმოადგენდა, სავარაუდოდ, მეტად არა
მიზანშეწონილად არის დაწერილი. თითქმის სხვა არაფერს ველოდე-
ბოდი უარის გარდა.
„ჩვენთვის სასიამოვნოა, – უთხრა ოდნავ გადაკვრით ორდენის
ხელმძღვანელობის თავმჯდომარემ, – თქვენ ამას ისე უყურებთ, რომ
ჩვენი პასუხი, რაც თქვენთვის ცოტათი მაინც მტკივნეულია, არ იყო მო-
ულოდნელი?! ჩვენთვის ეს მეტად სასიამოვნოა. მაგრამ მე ერთი არ
მესმის. როცა თქვენ მისი შექმნისა და გამოგზავნის შემთხვევაში ნაწე-
რის – მე სწორად მესმის თქვენი? – წარმატება და დადებითი პასუხი
თავიდანვე არ გჯეროდათ, და წინასწარ იყავით დარწმუნებული უარის

417
მიღებაში, რატომ დაწერეთ ბოლომდე სუფთად და გამოაგზავნეთ, რა-
მაც, ასე თუ ისე, დიდი შრომა გაგაწევინათ?“.
კნეხტმა მეგობრულად შეხედა, პასუხი როცა მიიღო. „ბატონო თავ-
მჯდომარევ, ჩემს ნაწერს ორი შინაარსი ჰქონდა, ორი განზრახვა, და –
არა მგონია, რომ ორივე მთლად უშედეგოდ და წარუმატებლად დარ-
ჩეს.
ის შეიცავს პირად თხოვნას, სამსახურიდან დათხოვნისა და ჩემს
სხვა ადგილზე გადაყვანას. ვითარების შესაბამისად, პირადი თხოვნი-
სათვის ნება მქონდა, რომ მეორეხარისხოვნად შემეხედა; ყოველმა მა-
გისტრმა ხომ პიროვნული ინტერესები, შეძლებისდაგვარად, უკან უნ-
და დააყენოს. თხოვნა უგულებელყოფილ იქნა, რასაც მე უნდა შევრი-
გებოდი. მაგრამ ჩემი ნაწერი ხომ იმ თხოვნის გარდა, კიდევ უფრო სხვა
მრავალ სათქმელს შეიცავს, ფაქტების რაოდენობას და აზრების ნა-
წილს, – რაც მე უწყებას გავაცანი, მაგრამ მათ ყურადღება გამოიჩინეს
ჩემი მოვალეობის მიმართ. ყველა მაგისტრმა, თუ მაგისტრთა გარკვე-
ულმა რაოდენობამ ჩემი ნააზრევი წაიკითხა, რომ არაფერი ვთქვათ
გაფრთხილებებზე, ცხადია, თუ უმეტესმა შეთავაზებული ნაწერი მარ-
ტოოდენ უსიამოვნოდ იგემა და სწრაფადვე მოახდინა რეაგირება, მათ
როგორი კუთხითაც წაიკითხეს, იმასვე დასჯერდნენ; მე მათთვის – ეს
ყველაფერი უნდა მეთქვა, ასე ვფიქრობდი. მათ რომ განცხადება ზარ-
ზეიმით არ მიუღიათ, ჩემი თვალთახედვით, ეს წარუმატებელი არ
არის, მოწონებასა და თანხმობას კი არ ველოდი, გამიზნული მქონდა.
უფრო მეტი შფოთი და მღელვარება გამომეწვია. იმაზე უფრო ვინა-
ნებ, თუ თქვენ მიერ დასახელებული მიზეზების გამო ჩემს სამუშაოდ
გაგზავნის შესახებ უარს მეტყოდით. ეს ხომ მეტ-ნაკლებად იმოქმედებ-
და, გამომაღვიძებდა, მოწოდება მოჰყვებოდა“.
„ცხადია, – ორჭოფულად უთხრა თავმჯდომარემ, – ჩემთვის გამო-
ცანა გამოცნობილი არ არის. თუ თქვენ გსურდათ მითითებები, გამოღ-
ვიძებები, გაფრთხილებები უწყებამდე მოღწეულიყო, რატომ შეასუს-
ტეთ, ანდა ზიანი მიაყენეთ თქვენს ოქროს სიტყვებს თავისი მოქმედე-
ბით, რომ ის თქვენს კერძო თხოვნას დაუკავშირეთ, თხოვნას, რომლის
შესრულება და შესრულების შესაძლებლობა თქვენ, მართლაც, არ გჯე-

418
როდათ? ეს რატომღაც არ მესმის, მაგრამ გაირკვევა, თუ ჩვენ ამას ბო-
ლომდე განვსჯით, ყოველ შემთხვევაში, თქვენს ნაწერში – ძნელი სა-
კითხი ის არის, როცა გამოღვიძებას განცხადებასთან, გაფრთხილებას
თხოვნასთან აკავშირებთ; თქვენ ხომ არ ხართ ის ადამიანი, საფიქრე-
ბელია, ვისი ყურადღებაც იქითკენ არის მიპყრობილი, რომ განცხადე-
ბა გაფრთხილებისათვის გადამტან საშუალებად გამოიყენოს. თქვენ
შეგეძლოთ ზეპირად თუ წერილობით თქვენს კოლეგებთან საკმაოდ
ადვილად გესაუბრათ, თუ მიიჩნევდით, რომ ამ საკითხის გამო აღელ-
ვების საჭიროება არსებობს და განცხადება კი თავის საკუთარ სამსა-
ხურებრივ გზას მონახავდა“.
კნეხტი მას მეგობრულად უყურებდა. „დიახ, – მსუბუქად მიუგო, – შე-
იძლება თქვენ მართალი ხართ. თუმცა – ნახეთ, რთული საქმეა მაინც!
ეს ეხებოდა არა გაფრთხილებაზე საუბარს, არც რაღაც ყოველდღიურ
განცხადებას, ჩვეულებრივს და ნორმალურს, არამედ ორივე უკვე ერ-
თმანეთს მიეკუთვნებოდა, რომ ისინი უჩვეულოდ იყვნენ წარმოშო-
ბილნი გაჭირვებიდან, მაგრამ შეუთანხმებლად არსებობდნენ. ეს არც
ჩვეულებრივია და არც ნორმალური, რომ ადამიანი თავის კოლეგებს
ობიექტური მიზეზის გარეშე დაჟინებით უეცრად შეჰფიცებს, გაიხსენონ
მათ მოკვდავობა და მთელ თავიანთ არსებობაში დაეჭვება შეიტანონ,
კიდევ, ისიც ჩვეულებრივია და ყოველდღიური, რომ კასტალიური მა-
გისტრი სკოლის მასწავლებლის ადგილის მოპოვებას თხოულობს
პროვინციის გარეთ; ამაში ჩემი ნაწერის ორი შინაარსი, მართლაც, ნამ-
დვილად ერთმანეთს ემთხვევა. მკითხველი, ვინც მთელ ნაწერს სე-
რიოზულად მიიღებდა, ჩემი აზრით, საკითხავი ლიტერატურის მასა-
ლასავით უნდა მოჰკიდებოდა: რომ აქ არა მარტო ვინმე ახირებული
ადამიანი გვამცნობს თავის წარმოდგენებს, და თავის კოლეგებთან ქა-
დაგებას წამოიწყებს, არამედ ეს კაცი თავისი აზრებითა და გაჭირვე-
ბით ზედმეტად სერიოზულია, მზად არის სამსახური, ღირსება, წარსუ-
ლი მიატოვოს და უთავმდაბლესი ადგილიდან ყველაფერი თავიდან
დაიწყოს, მას ღირსება, მშვიდობა, პატივისცემა და ავტორიტეტი ყელ-
ში ამოუვიდა და მისგან თავდახსნასა და მის მოშორებას ესწრაფვის.
როგორც მე მეჩვენება, ამის შედეგად ორი დასკვნა გამომდინარეობს

419
– შევეცდები ისევ ისე კვლავ ჩემი ნაწერის მკითხველებს მივუბრუნდე:
ამ მორალური ქადაგების დამწერი, სამწუხაროდ, ალბათ შეშლილია,
ესე იგი, და როგორც მაგისტრი აღარაფერს უკვირდება, – ანდა ასე: ამ
აკვიატებული ქადაგების ავტორი აშკარად – გიჟი კი არ გახლავთ, არა-
მედ ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანია, მაგრამ მისი ქადაგებე-
ბისა და პესიმიზმის უკან უფრო მეტი იმალება, ვიდრე გუნება და ახი-
რება, სახელდობრ, სინამდვილე, ჭეშმარიტება, მე ამის მაგვარ პრო-
ცესს წარმოვიდგენდი მკითხველთა თავში და აქვე უნდა დავსძინო,
რომ აქ შემეშალა. ნაცვლად იმისა, რომ ჩემს განცხადებას და ჩემ მიერ
სხვის გამოღვიძებას ერთმანეთი დაეცვათ და გაეძლიერებინათ, ეს
ორივე ერთად სერიოზულად არ იქნა მიღებული და გვერდით იქნა გა-
დადებული. ამ გვერდის ავლას არცთუ ნამეტანი დავუნაღვლიანები-
ვარ, მართლაც, არც მოულოდნელად შევხვედრივარ, რამეთუ, რაც
მთავარია, ეს მე უნდა გავიმეორო, ყველაფრის მიუხედავად, ამას მო-
ველოდი, და ძირითადად, დავამატებ, რომ ეს თავიდან აცილება და-
ვიმსახურე. ჩემი განცხადება კი, რისი წარმატებისაც მე არ მჯეროდა,
იყო ერთი ხრიკი, ერთი ჟესტი, ერთი ფორმულის მსგავსი რამ“.
მაგისტრ ალექსანდერს სახე კიდევ უფრო დაუსერიოზულდა, თით-
ქმის ჩაქრა. მაგრამ მაინც არ გააწყვეტინა მაგისტრს.
„ჩემთან ასე არ იყო საქმე, – გააგრძელა მან, – რომ ჩემი განცხადე-
ბის გაგზავნისას ხელსაყრელი პასუხი სერიოზულად დამაიმედებდა
და გამახარებდა, მაგრამ არც ისე, რომ მზად ვყოფილიყავი უგულე-
ბელყოფილი პასუხი, როგორც უმაღლესი გადაწყვეტილება, ისეთი
დამჯერობით მიმეღო“.
„მზად არ ვიყავი, რომ თქვენი უწყების პასუხი უმაღლეს გადაწყვე-
ტილებასავით მიმეღო“, – მე მართლა ასე მოვისმინე, მაგისტრო? გააწ-
ყვეტინა თავმჯდომარემ, ყოველი სიტყვა მკვეთრად გამოთქვა, მან ახ-
ლა აშკარად შეიცნო ამ მდგომარეობის სრული სერიოზულობა.
კნეხტმა მსუბუქად დახარა თავი. „ცხადია, თქვენ მართლა ასე მო-
ისმინეთ. ეს ასე იყო, რომ ჩემი განცხადების წარმატებაში ცოტათი თუ
ვიყავი დაჯერებული, განცხადების წარმოდგენას კი მაინც ვფიქრობ-
დი, რათა წესრიგი და ფორმა საკმარისად შემენარჩუნებინა. ამით მე

420
პატივცემულ უწყებას გარკვეულწილად, საშუალება მივეცი, საქმე შემ-
წყნარებლურად დაემთავრებინა. თუ იგი ამ საკითხზე პასუხს გადაჭ-
რით არ მოინდომებდა, მაშინ მე, მართლაც, უკვე გადაწყვეტილებას
მივიღებდი, კი არ გავჩერებულიყავი და დავწყნარებულიყავი, არამედ
მემოქმედა“.
„და როგორ გემოქმედათ?“ – ჰკითხა ალექსანდერმა წყნარი ხმით.
„ისე, როგორც გული და გონება მიკარნახებს. მე გადაწყვეტილი
მქონდა, ჩემი სამსახური დამეტოვებინა და საქმიანობა კასტალიის გა-
რეთ დამეწყო, უწყებისაგან დავალებისა და შვებულების გარეშე“.
ორდენის ხელმძღვანელმა თვალები დახუჭა და ჩანდა მეტს აღარ
ისმენდა, კნეხტმა შეიცნო, რომ იგი იმ საჭირო სავარჯიშოს ასრულებ-
და, რისი დახმარებითაც ორდენის ხალხი უეცარი საფრთხისა და მუქა-
რის შემთხვევაში უსაფრთხოდ ყოფნას ცდილობდა, რათა საკუთარი
თავის ფლობა შესძლებოდათ და შინაგანი სიმშვიდე შეენარჩუნები-
ნათ, რაც დაკავშირებული იყო სუნთქვის შეჩერებასთან, ორჯერ, დიდი
ხნით, ფილტვებიდან ჰაერის ამოსუნთქვის შემდეგ. მან დაინახა კაცის
სახე, ვისი ცუდ დღეში ჩაგდებაც მისი ბრალი იყო, ოდნავ გაფითრე-
ბულმა შემდეგ მუცლის კუნთებით დაწყებული ნელი ჩასუნთქვის შედე-
გად, ისევ თავისი ფერი მიიღო; მან დაინახა, რომ ისევ გაახილა თვა-
ლები მისგან დიდად დაფასებულმა და საყვარელმა ადამიანმა, ერთი
წუთით გაშტერებული და დაკარგული იცქირებოდა, ვიდრე გამოერ-
კვეოდა და ძალას ისევ მოიკრებდა. ჩუმი შიშით შეჰყურებდა ნათელ,
დამპყრობ, მუდმივი მოწესრიგების მცოდნე კაცის თვალებს, ვინც ისე-
ვე გულწრფელი იყო დაჯერებაში, როგორც მკაცრი ბრძანებაში, მისკენ
მიმართული მზერით და საგრძნობი სიცივით იგი ახლა მას ათვალიე-
რებდა, აკვირდებოდა, ასამართლებდა. დიდხანს უნდა აეტანა დუმი-
ლით ეს მზერა.
„მე მგონია, თქვენ გაგიგეთ, – უთხრა ალექსანდერმა ბოლოს წყნა-
რი ხმით, – თქვენ უკვე დიდი ხანია სამსახურით თუ კასტალიით დაღ-
ლილხართ, ან სამყაროს ცხოვრების მოთხოვნილებით გატანჯულ-
ხართ. თქვენ გადაგიწყვეტიათ, ამ განწყობას მეტად დაუჯეროთ, ვიდ-
რე კანონებსა და თქვენს მოვალეობას; თქვენ საჭიროებაც არ გიგ-

421
რძნიათ, რომ ჩვენ მოგვნდობოდით და ორდენისგან რჩევა და თანად-
გომა მიგეღოთ. ფორმა რომ გეკმარათ, და თქვენი სინდისი შეგემსუბუ-
ქებინათ, მაშასადამე, თქვენ განცხადებით მოგვმართეთ, განცხადე-
ბით, რომლის შესახებ თქვენ იცოდით, რომ ჩვენთვის მიუღებელი იქ-
ნებოდა, მაგრამ თქვენ რაზედაც მითითება შესძელით, როცა საქმე
განმარტებამდე მივიდა; დავუშვათ, თქვენ უჩვეულო საქციელისათვის
საფუძვლები გქონდათ თქვენი შეხედულებები პატივსაცემი და ყურად-
ღების მისაქცევია, რასაც სხვაგვარად სრულებით.
ვერ წარმოვიდგენ. მაგრამ როგორ გახდა ეს შესაძლებელი, რომ
თქვენ ამ ფიქრებით, მისწრაფებით და გულში ნადებით, შინაგანად უკ-
ვე დეზერტირი ამდენ ხანს თქვენს სამსახურში გაჩუმებული ხართ. და
როგორც ჩანს, უშეცდომოდ გაგრძელება შესძელით?“
„მე აქ მოვედი, – მიუგო რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრმა
– უცვლელი მეგობრულობით, – რათა თქვენთან ყველაფერი მელაპა-
რაკა, თქვენს ყველა კითხვაზე მეპასუხა, ხომ გადავლახე ერთხელაც
სიჯიუტის გზა, განვიზრახე, ჰირსლანდი და თქვენი სახლი მანამდე არ
დამეტოვებინა, ვიდრე ჩემს მდგომარეობასა და ჩემს საქმიანობაზე
თქვენგან გარკვეულწილად განმარტებას არ მივიღებდი“.
მაგისტრი ალექსანდერი დაფიქრდა. „ეს იმას უნდა ნიშნავდეს,
რომ თქვენ მოელოდებით, რომ მე ერთხელაცდა დავეთანხმო თქვენს
საქციელსა და თქვენს გეგმებს?“ – ჰკითხა მან დაეჭვებით. „დათანხმე-
ბაზე სულაც არ მინდა ფიქრი. ვიმედოვნებ და მოველი, თქვენ ეს გა-
იგოთ და უყურადღებოდაც არ მომეპყროთ, როცა აქედან წავალ. ეს
გახლავთ ჩემი ერთადერთი გამომშვიდობება თქვენთან ჩვენს პრო-
ვინციაში: ვალდცელი და მოთამაშეთა სოფელი მე დღეს სამუდამოდ
დავტოვე“.
რამდენიმე წამით კვლავ დახუჭა თვალები ალექსანდერმა. გაუგო-
ნარი ამბების შეტყობით თანდათან ძრწუნდებოდა.
„სამუდამოდ? – ჰკითხა მან. – მაშასადამე, თქვენ აღარასოდეს და-
უბრუნდებით თქვენს ადგილს? უნდა გითხრათ, თქვენ მოულოდნელ
ამბებზე გადახვედით; ერთი კითხვა, თუ ამის ნება მექნება: მართლაც

422
თუ ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენ რიოში მარგალიტებით თამაშის მაგის-
ტრი ხართ?“
იოზეფ კნეხტმა ხელი მოჰკიდა პატარა ყუთს, რაც თან ჰქონდა მო-
ტანილი.
„მე ეს გუშინდლამდე ვიყავი, – მიუგო. – ვფიქრობ, დღეს კი ამისგან
განვთავისუფლდები, როცა უწყების ბეჭდებსა და გასაღებებს თქვენ
გადმოგცემთ. თქვენ უნაკლო ხართ, და მოთამაშეთა სოფელსაც წეს-
რიგს მიუჩენთ, როცა იქ მისახედად წახვალთ“. ნელა წამოიწია ორდე-
ნის თავმჯდომარემ სკამიდან, დაღლილი გამოიყურებოდა, თითქოს
უეცრად დაბერდაო.
„ჩვენ გვსურს თქვენი ყუთი დღეისთვის აქ დავტოვოთ, – უთხრა
მშრალად. – თუ ბეჭდების გამორთმევა იმავდროს თქვენი სამსახური
თან გაშვების აღსრულებას ნიშნავს, მაშინ მე უწყების საკრებულოს გა-
რეშე არ ვარ კომპეტენტური, მას კი არანაკლებ ერთი მესამედისა უნდა
ესწრებოდეს. თქვენ უფრო მეტი იცით ძველი წესებისა და ფორმების
შესახებ, მე ამ ახალ გარემოებაში სწრაფად არ შემიძლია გარკვევა.
იქნებ თქვენ გამოიჩინოთ მეგობრულობა, ხვალამდე დრო დამიტო-
ვოთ და საუბარი კვლავ გავაგრძელოთ?“
„მთლიანად თქვენს განკარგულებაში ვიქნები, პატივცემულო.
თქვენ მე მიცნობთ და თქვენდამი ჩემი პატივისცემაც ცნობილია, აი უკ-
ვე რამდენი წელია, დამიჯერეთ, მე არაფერი შემიცვლია ამასთან მი-
მართებაში. თქვენ ერთადერთი პიროვნება ხართ, ვისაც მე ვემშვიდო-
ბები, ვიდრე პროვინციას დავტოვებ, და ეს მარტო იმიტომ არ ხდება,
რომ თქვენ ორდენის ხელმძღვანელობის თავმჯდომარე ხართ. რაკი-
ღა ბეჭდები და გასაღებები ხელზე გადმოგეცით, ვიმედოვნებ, Domine,
თუ ჩვენ ბოლომდე მოვილაპარაკებთ, რომ როგორც ორდენის წევრს
ჩემი აღთქმისაგან გამანთავისუფლებთ“.
მოწყენითა და გამომცდელად უყურებდა ალექსანდერი მას თვა-
ლებში და ოხვრას იკავებდა. „ახლა მარტო დამტოვეთ, ღრმად პატივ-
ცემულო. თქვენ მე ერთი დღისათვის საკმარისი დარდი და საფიქრა-
ლი გამიჩინეთ, დღეისთვის კმარა. ხვალ კიდევ ვილაპარაკოთ, შუად-
ღის წინ ალბათ ერთი საათით ისევ მოგიწევთ აქეთ მოსვლა“.

423
ის მაგისტრს თავაზიანი გამომეტყველებით დაემშვიდობა, ეს გა-
მომეტყველება იმედის გაცრუებითა და ზრდილობით სავსე იყო, რაც
კოლეგას კი არ ეკუთვნოდა, არამედ უცხოს, რამაც რიოში მარგალიტე-
ბით თამაშის მაგისტრს უფრო მეტი ტკივილი მოუტანა, ვიდრე მისმა
სიტყვებმა.
თანაშემწემ, ვინც ცოტა ხნის შემდეგ კნეხტს ვახშმისთვის გამოუ-
არა, იგი სტუმრის მაგიდასთან მიიყვანა და აცნობა, მაგისტრი ალექ-
სანდერი ხანგრძლივ სავარჯიშოს მიუბრუნდა და ისე ფიქრობს, რომ
დღეს ბატონი მაგისტრიც ალბათ არ მოისურვებს ვინმესთან შეხვედ-
რას, და სასტუმრო ოთახი მისთვის მზად არისო.
ალექსანდერი რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის სტუმ-
რობითა და შეტყობინებით ფრიად განცვიფრებული დარჩა. რაც მან
მისი ნაწერის გამო უწყების პასუხს რედაქცია გაუკეთა, შესაბამისად,
მისი გამოჩენა კარგად გათვალა და სავარაუდო საუბარზეც წყნარად,
თუმცა აღელვებით ფიქრობდა. მაგრამ მაგისტრი კნეხტი თავისი სანი-
მუშო მორჩილებით, თავისი მიღებული, დახვეწილი მანერებით, მოკ-
რძალებითა და თავისი გულითადობით ერთ დღესაც მასთან წინასწარ
ჩაუწერლად რომ გამოცხადდა და ამცნო, სამსახურს საკუთარი ნებით,
უწყებისგან წინასწარი რჩევის გარეშე ვტოვებო, და ამ თავს დატეხილი
მოულოდნელობის დროს ყველა წესი და ადათი სახეში მიახალა, ეს
სრულიად შეუძლებლად ჩათვალა. მართალია, შეიცნობდა კაცი, რომ
კნეხტის გამოსვლები, მისი საუბრის ტონი და გამომეტყველებები, მისი
ბუნებრივი ზრდილობიანობა, როგორც მუდამ, იგივე იყო, მაგრამ რა
საშინელი და ავადმყოფური, რა ახალი და გასაოცარი სიხარულით აღ-
ვსილი, ოჰ, და რა სრულყოფილად არაკასტალიური იყო მისი შეტყო-
ბინების შინაარსი და სული! არავის შეიძლებოდა ეჭვი შეჰპარვოდა
ლუდი მაგისტრში, როცა მას უყურებდნენ და უსმენდნენ, – ეტყობა, ის
იყო ავად, გადაღლილი, გაღიზიანებული და სრულადაც ვერ ფლობდა
თავის თავს. ვალდცელში უწყებას ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანვე
მასზე ზუსტი დაკვირვებები ჰქონდა და არც არანაირი ნიშანი არ მო-
იპოვებოდა საიმისოდ, რომ მოთამაშეთა სოფელში მისი ცხოვრებისა
თუ მუშაობის მანძილზე ვინმეს იგი ხელის შეშლაში, უწესრიგობასა თუ

424
დაუდევრობაში ემხილებინა. და მაინც იდგა აქ ეს საშინელი კაცი, გუ-
შინდლამდე თავის კოლეგებში უსაყვარლესი, პატარა ყუთი თავისი
სამსახურის ნიშნებით სამგზავრო ჩანთასავით გადადო, და მოახსენა,
რომ მაგისტრობა შეწყვიტა, უწყების წევრობა შეწყვიტა, ორდენის ძმო-
ბა და კასტალიელობა შეწყვიტა. და სწრაფად მოვიდა გამოსამშვიდო-
ბებლადაც. ეს იყო უსაშინლესი, უძნელესი და უსაძაგლესი მდგომარე-
ობა, რაშიც მის სამსახურს, როგორც ორდენის ხელმძღვანელობის
თავმჯდომარისას, იგი ოდესმე ჩაუყენებია. იგი დიდად ირჯებოდა, ნე-
ბისყოფა შეენარჩუნებინა.
და მერე? ძალის საშუალებისთვის მიემართა, თუნდაც ასე, მაგის-
ტრი ლუდი საპატიო პატიმრობაში აეყვანა და მაშინვე, ახლა ისევ სა-
ღამოს, უწყების ყველა წევრთან შიკრიკი გაეგზავნა და ისინი ერთად –
მოეხმო? ამის საწინააღმდეგო რამე რომ თქვას, არ იქნება დროული
და ყველაზე სწორი? და მასში მაინც რაღაც ამის საპირისპირო მოის-
მოდა. და, მართლაც, რას მიაღწევდა ასეთი საშუალებებით? მაგისტრ
კნეხტისათვის ეს სხვა არაფერი იყო შეურაცხყოფის გარდა, კასტა-
ლიისათვის – არაფერი, მაგრამ თავად მისთვის, თავმჯდომარისთვის,
უპირველეს ყოვლისა, გარკვეული განტვირთვა და სინდისის შემსუბუ-
ქება იქნებოდა; თუ იგი მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა და მდგო-
მარეობას გაართულებდა, ეს სხვა არაფერი იქნებოდა, – პასუხისმგებ-
ლობის წინაშე დგომის გარდა. საერთოდ, ამ ფატალურ საქმეში კიდევ
რამე კარგად რომ მოგვარებულიყო, კიდევ რაღაც შესაძლებელი რომ
ყოფილიყო, ალბათ საფიქრებელია, კნეხტის პატიოსნების გრძნობისა-
კენ მოწოდება და მისი აზრის შეცვლა, ეს მხოლოდ პირისპირ, ერთი
ერთზე, შეიძლებოდა მიღწეულიყო. კნეხტსა და ალექსანდერს, მათ
ორივეს ეს მწარე ბრძოლა უნდა გადაეტანათ და სხვას არავის. და ამა-
სობაში, როცა ამაზე ფიქრობდა, კნეხტს უნდა გამოტყდომოდა, რომ
იგი, ძირითადად, სწორად და კეთილშობილურად მოქმედებდა, როცა
უწყებას აღარ აღიარებდა და გაშორდა, მაგრამ მის თავმჯდომარეს
საბოლოო ბრძოლაში იწვევდა და ემშვიდობებოდა. ეს იოზეფ კნეხტი,
მაშინაც კი, როცა აკრძალულსა და საზიზღარს ჩადიოდა, თავის თავ-
დაჭერასა და თავის ტაქტში დარწმუნებული იყო.

425
მაგისტრმა ალექსანდერმა გადაწყვიტა, ამ მსჯელობას მინდობო-
და და მთელი სამსახურის აპარატი თამაშიდან გაეშვა. ახლაღა, რად-
გან ამ გადაწყვეტილებას მიაგნო, საქმის ცალკეულ მხარეებზე დაიწყო
ფიქრი და, უპირველესად, იმ შეკითხვაზე, – თუ რამდენად სამართლია-
ნად თუ უსამართლოდ იყო დარწმუნებული მაგისტრის მოქმედებებში,
და რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნიდა, რომ მისი გაუგონარი გა-
დადგმული ნაბიჯი უმწიკვლო და სრულუფლებიანიც იყო. იმასობაში,
რაც მან რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის გაბედული გან-
ზრახვის ფორმულაში მოქცევა და ორდენის წესებთან მისადაგება და-
იწყო, რაც არავინ არ იცოდა მასზე უკეთ, მაგრამ მოულოდნელ დას-
კვნამდე მივიდა, რომ სინამდვილეში იოზეფ კნეხტს წესების სიტყვა-
სიტყვით დარღვევა არც წარსულში და არც მომავალში აზრად არ მოს-
ვლია, და რადგანაც თავმჯდომარეს, მართლაც, ათწლეულების მან-
ძილზე ნებისმიერ დროს წესდება ზედმიწევნით აღარ შეუმოწმებია, ახ-
ლა ნახა, რომ ორდენის ყოველი წევრისთვის მისი ორდენიდან გასვლა
ნებისმიერ დროს დაშვებული იყო, იმავდროს კასტალიის სამართალ-
სა და მუდმივ ამხანაგობაზე უარის თქმითაც, როცა კნეხტმა თავისი
ბეჭდები უკან ჩააბარა, ორდენიდან გასვლა გამოაცხადა და გარეთ,
სამყაროში წავიდა; ასე შეემთხვა მას, კერძოდ კი, არც ერთ ადამიანს
რომ არ ახსოვდა და გაეგონა, რაღაც უჩვეულო, შემაშინებელი და შე-
იძლება მეტად არასაკადრისი რამ, მაგრამ ორდენის წესებისათვის
მთლიანობაში დარტყმა არ მიუყენებია; რომ მიუხვედრელი, მაგრამ
ფორმალურად არავითარ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო, ნაბი-
ჯის გადადგმა ორდენის ხელმძღვანელობის თავმჯდომარის ზურგს
უკან კი არ სურდა, არამედ მასთან ერთად თვალებში ყურებით მოინ-
დომა; და ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას წესდება ავალებდა – მაგრამ
როგორ მივიდა აქამდე პატივცემული კაცი, იერარქიის ერთ-ერთი ბურ-
ჯი? როგორ შეეძლო თავისი განზრახვისათვის, რაც თუმცა დეზერტი-
რობა იყო, დაწერილი წესი გამოეყენებინა, რადგანაც ასობით დაუწე-
რელი, მაგრამ არანაკლებ წმინდა და თავისთავად ცხადი კავშირები
ამ მოქმედებას უკრძალავდა?

426
მოესმა, საათმა ზარები ჩამოჰკრა, უსარგებლო ფიქრებს გამოეთი-
შა, დასაბანად გაემართა, ათწუთიანი სუნთქვითი ვარჯიშები გულმოდ-
გინედ შეასრულა და მედიტაციის შესრულებისათვის სენაკი გამოძებ-
ნა, რათა ძილის წინ ერთი საათის მანძილზე ძალა და სიმშვიდე მო-
ეპოვებინა და ამის შემდეგ დილამდე ამ მდგომარეობაზე აღარ ეფიქ-
რა.
მეორე დღეს ერთმა ახალგაზრდა თანაშემწემ მაგისტრი კნეხტი
ორდენის ხელმძღვანელობის სასტუმრო სახლიდან თავმჯდომარეს-
თან მიიყვანა და იგი მოწმე გახლდათ, როგორ მიესალმნენ ისინი ერ-
თმანეთს. მას, ვინც მიჩვეული იყო მედიტაციის შემსრულებელ და
თვითჩამოყალიბებულ მაგისტრთა შესახედაობას და მათთან ცხოვრე-
ბას, თვალში მოხვდა სახის გამომეტყველება, მანერები, იმ ორი პატივ-
ცემულის მისალმება, რაც მისთვის რაღაც განსაკუთრებული და ახალი
იყო, რაც მათ სახეზე აღბეჭდოდათ უჩვეულო და უმაღლესი ნიშნით –
ეს სულიერი შეკრებილობა და გასხივოსნება იყო. იგი გვიამბობს, ორ
უმაღლეს თანამდებობის პირს შორის ეს მთლად ჩვეულებრივი მისალ-
მება არ გახლდათ, რაც შეიძლება ყოფილიყო და გარემოებასაც გააჩ-
ნია, ეს იყო მხიარულად და მსუბუქად გათამაშებული ცერემონიალუ-
რობა, ან სამხიარულო-სასიხარულო საზეიმო აქტი, შესაბამისად, ცხა-
დი პაექრობაც ზრდილობიანობაში, დაქვემდებარებასა და ხაზგასმულ
მორჩილებაში. ეს ხდებოდა დაახლოებით ასე, თითქოს აქ ყოფილი-
ყოს მიღებული უცხო, შორიდან ჩამოსული, დიდი იოგა მაისტერი, ვინც
ჩამოვიდა იმისათვის, რომ ორდენის თავმჯდომარეს მოწიწება დაუმ-
ტკიცოს და მას გაეტოლოს, სიტყვები და მიმიკები მეტად მოკრძალე-
ბული და მოზომილი იყო, ორივე თანამდებობის პირის მზერა და სახე
კი აღვსილიყო სიწყნარით, ნებისყოფით, შეკრებით, ფარული დაძაბუ-
ლობითაც, თითქოს ორივე მთლიანად განათებული და ელექტრული
დენით დამუხტული იყო. ჩვენმა დამკვირვებელმა მეტი ვერაფერი და-
ინახა და მათი შეხვედრიდან ვერც ვერაფერი მოისმინა. ორივე ოთა-
ხებს მიღმა გაუჩინარდა, სავარაუდოდ, მაგისტრი ალექსანდერის პი-
რად კაბინეტში, და მათ იქ რამდენიმე საათს დაჰყვეს, ისე რომ, მათ-
თვის ხელის შეშლა არავის შეეძლო. რაც მათი საუბრებიდან შევიტ-

427
ყვეთ, ამის შესახებ ბატონი დელეგატი დეზინიორის ხანგამოშვებითი
მონათხრობები გადმოგვცემენ, ვისაც იოზეფ კნეხტმა საუბარი ზედმი-
წევნით გააცნო.
„თქვენ გუშინ გამაოცეთ, – დაიწყო თავმჯდომარემ, – და თითქმის
წყობიდანაც გამომიყვანეთ; ამასობაში რაღაც მოვიფიქრე. ცხადია, ჩე-
მი თვალსაზრისი არ შეცვლილა, მე ვარ უწყებისა და ორდენის ხელ-
მძღვანელობის წევრი. თქვენს განაცხადში სამსახურის მიტოვებისა
და წასვლის შესახებ უფლება წესდების კვალდაკვალაა მოცემული.
იქამდე მისულხართ, რომ სამსახური მკაცრად მოგეჩვენათ და ორდე-
ნის გარეთ ცხოვრება საჭიროდ შეიგრძენით. მე რომ წინადადება წამო-
გიყენოთ, კერძოდ იმ აზრით, რომ იქნებ გაგებედათ და თქვენი მცდე-
ლობისათვის არა მტკიცე გადაწყვეტილებების სახე, არამედ გრძელი,
ანდა სულაც უვადო შვებულების ფორმა მიგეცათ? კაცმა რომ თქვას,
თქვენი განცხადებაც ხომ მსგავს რამეს ისახავდა მიზნად?!“.
„მთლად ასე რომ ყოფილიყო განცხადება გამიზნული, – მიუგო
კნეხტმა, – მაშინ ხომ ორდენში დავრჩებოდი და არა სამსახურში, რაც
თქვენ მეგობრულად შემომთავაზეთ და რაც განზე გადგომა იქნებოდა.
სხვათა შორის, ვალდცელისა და რიოში მარგალიტებით თამაშისათ-
ვის ნამსახურევი კაცი, ვინც ხანგრძლივი, განუსაზღვრელი ვადით შვე-
ბულებაში გავა და ვის შესახებაც არავის ეცოდინება, უკან მობრუნდე-
ბა თუ არა, და თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ მოვიდეს, რაც სამ-
სახურსა და მის დისციპლინას, რიოში მარგალიტებით თამაშს შეეხება,
– მაშინ ხომ ამას დაივიწყებს და არც რამეს მიამატებს სწავლის მიზ-
ნით“.
ალექსანდერი: იქნებ მას ყველაფერი ესწავლა, იქნებ იოლად მიეგ-
ნო, რომ სამყარო გარეთ სხვაგვარია, ვიდრე ის ამაზე ფიქრობდა,
და სამყაროს მისგან ისე ცოტა რამ სჭირდება, როგორც ამ ადამიანს
სამყაროსგან; სამაგიეროდ, უკან მობრუნდებოდა, გახარებულიც იქნე-
ბოდა, რადგან კვლავ ძველსა და საიმედო ატმოსფეროში შეეძლებო-
და დარჩენა.
„თქვენი სიკეთე მეტად შორს მიდის. მე თქვენი მადლობელი ვარ,
მაგრამ მისი მიღება მაინც არ შემიძლია. რასაც მე ვეძებ სამყაროს

428
ცხოვრების შესახებ ცნობისმოყვარეობისა და ვნებათა ჩაწყნარება კი
არ არის, უფრო მეტად აუცილებლობას წარმოადგენს. მე კი არ მსურს
სამყაროში წავიდე, იმედის გაცრუების შემთხვევაში დაზღვევის ბარა-
თით ჯიბეში ფრთხილი მოგზაურივით, ვინც ცოტაოდენ რამეს ნახავს
სამყაროში, არამედ ვრისკავ და მივისწრაფვი, პირიქით, გაძნელებისა
და საფრთხისაკენ, ნამდვილად მოწყურებული ვარ ამოცანებისა და
საქმეების შესასრულებლად, საჭიროების წინაშეც დავდგები და გატა-
ცებაც შემიპყრობს. გთხოვთ, რომ კეთილსასურველ წინადადებას ნუ
აიჩემებთ, და საერთოდ, მდგომარეობას ნუ შემირყევთ და უკან ნუ მი-
ბიძგებთ, არაფერი გამოგივათ. ჩემი თქვენთან სტუმრობა თავის ფასსა
და დალოცვის შინაარსს დაკარგავს, თუ ჩემს შერყევასა და ცდუნებას
შეეცდებით, თუ ჩემთვის უსარგებლო, ახლა უკვე ჩემგან არასასურველ
თანხმობას ჩამიშლით ჩემი განცხადების გამო. მე იმ განცხადების შემ-
დეგ არ გავჩერებულვარ; გზა, რომელსაც მივადექი, ახლა ჩემთვის ერ-
თადერთია და ყველაფერს ნიშნავს, ჩემი კანონი, სამშობლო და სამ-
სახურია“.
ალექსანდერმა ნებართვის ნიშნად თავი ოხვრით დაუკრა. „ერთხე-
ლაც და მივიღებთ, ესე იგი, – აღმოთქვა მოთმინებით, – თქვენ ფაქ-
ტობრივად არც მორბილებულხართ და არც დაგვთანხმებიხართ, ყვე-
ლანაირად, გარეგნული თვალთახედვით, სიჯიუტის მხარეს ხართ, ყრუ
და არც ერთი ავტორიტეტის, არანაირი გონებრივისა და სიკეთის შემ-
სმენი, შეპყრობილი თუ მოძალადე, ვისაც გზაში წინ ვერავინ გადაეღო-
ბება. მე ჯერჯერობით იმაზე მსურს უარი ვთქვა, თქვენ გადაგათქმევი-
ნოთ და თქვენზე გავლენა მოვახდინო. მაგრამ მაშინ ეს მაინც მითხა-
რით ახლა, რის სათქმელად მოხვედით აქ, მომიყევით თქვენი დაცემის
ამბავი, მიამბეთ საქმეები და გადაწყვეტილებები, რითაც – თქვენ ჩვენ
გვაშინებთ! იყოს ეს თუნდაც აღსარება, გამართლება, – ჩივილი, მე
ამას მოვისმენ“.
კნეხტმა თავი დააქნია. „შეპყრობილი ადამიანი მადლობას იხდის
და უხარია. მე საჩივლელი არაფერი მაქვს თქვენთან. რა მინდოდა
მეთქვა – თუ ასე ძნელი არ იქნება და სიტყვებში ასე დაუჯერებლად

429
ძნელად მოსაქცევი, ჩემთვის ამას გამართლება მოეძებნება, თქვენ-
თვის კი შეიძლება აღსარება იყოს.
სავარძელში უკან გადაიწია და ზემოთ აიხედა, თაღოვან ჭერზე
ჰირსლანდის მონასტრული დროების ფერმკრთალი ნარჩენები გამოკ-
რთოდა, ხაზებისა და ფერადი ტონების, ყვავილებისა და ორნამენტე-
ბის საოცნებო თხელი სილუეტები, „ის აზრი, რომ სამაგისტრო სამსახუ-
რი მომბეზრდა და მისი მიტოვება შემიძლია, თავში პირველად მაშინ
მომივიდა, როცა რამდენიმე თვე უკვე იყო გასული რიოში მარგალიტე-
ბით თამაშის მაგისტრად ჩემი დასახელების შემდეგ. ერთ დღესაც ვი-
ჯექი და ჩემი მაშინდელი ცნობილი წინამორბედის, ლუდვიგ ვასერმა-
ლერის პატარა წიგნს ვკითხულობდი, სადაც იგი სამსახურის ერთ
წელს, თვე და თვე მიყოლებით, თავის მიმდევართა მითითებებითა და
რჩევა-დარიგებებთან ერთად გადმოგვცემს. იქ მისი გაფრთხილება
წავიკითხე – მომავალი წლის საჯარო რიოში მარგალიტებით თამაშ-
ზეც ფიქრია საჭირო, თუ საამისოდ მაგისტრი თავს უხალისოდ
გრძნობს, და მის გარშემო იდეების ნაკლებობას განიცდის, მაშინ დი-
დი ყურადღების გამოჩენა მართებს. როგორც უმცროსმა მაგისტრმა,
როცა გაფრთხილება ძლიერი გრძნობებით წავიკითხე, მოხუცი კაცის
ამ საზრუნავზე ახალგაზრდული სიჭკვიანით ცოტათიც კი გამეღიმა,
რაც მას აქ ჩამოეწერა, მაგრამ ჩემთვის მაინც რაღაც სერიოზულობითა
და შიშით გაიჟღერა ამ ნათქვამმა, რაღაც მუქარითა და შეწუხებით.
ამაზე ფიქრმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე: დადგებოდა ის
დღე, როცა შემდგომი საზეიმო თამაშის იდეა სიხარულის წილ დარდს
გამიჩენდა და სიამაყის წილ შიშს მომგვრიდა, ახალი საზეიმო თამა-
შის გამო საშინელი გაწვალების ნაცვლად – ჯობდა ორდენიდან გა-
მოვსულიყავი და უწყებისათვის ნიშნები უკან დამებრუნებინა. ეს იყო
პირველად, როცა ასეთმა აზრმა დამიპყრო, და მართლაც, მაშინ მეგო-
ნა, ნამდვილად დიდი ტანჯვა გადავიტანე, რომ სამსახურში კვლავ
ჩართვის დროს ჩემს იალქანს ქარიშხალი ემუქრებოდა; შინაგანად
არც ისე დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში, ერთხელაც
მეც მოვხუცდებოდი, სამუშაო და ცხოვრება დამღლიდა, ერთხელაც იქ-
ნებოდა და მეც დავღონდებოდი, ამოცანის წინაშე დარცხვენილი აღ-

430
მოვჩნდებოდი, იდეები ახალი რიოში მარგალიტებით თამაშის ირ-
გვლივ ხელიდან გამომეცლებოდა. მაშინ კვლავ გადაწყვეტილებამ
იჩინა თავი. მე თქვენ მაშინ, მართლაც, კარგად მიცნობდით, პატივცე-
მულო, ალბათ იმაზე უკეთესად, ვიდრე მე ჩემს თავს ვიცნობდი, სამსა-
ხურის ძნელ პერიოდში პირველად თქვენ იყავით ჩემი მრჩეველი და
მოძღვარი და თქვენ ვალდცელი მალევე დატოვეთ“.
ალექსანდერი მას გამომცდელად უყურებდა. „მეტად მშვენიერი
დავალება გქონდა, – წარმოთქვა მან, – მაშინ მე თქვენითაც და ჩემი-
თაც კმაყოფილი დავრჩი, რაც იშვიათად არის ხოლმე. თუ ეს სწორია,
რომ ცხოვრებაში ყველაფერ სასიამოვნოს გადახდა, ზღვევა უნდა, მა-
შინ მე ახლა ჩემი მაშინდელი მაღალი გრძნობის გამო სინანული მიპ-
ყრობს. მაშინ თქვენით, მართლაც, ამაყი ვიყავი. დღეს ასე არ შემიძ-
ლია ვიყო. თუ ორდენი თქვენით იმედის გაცრუებას და კასტალია რყე-
ვას განიცდის, მე ამაში შენთან ერთად ვარ პასუხისმგებელი. იქნებ მა-
შინ, როცა მე თქვენი თანმხლები და მრჩეველი ვიყავი, რამდენიმე კვი-
რა მეტი უნდა დავრჩენილიყავი თქვენს მოთამაშეთა დასახლებაში და
თქვენთვის ცოტა უფრო მაგრად მომეკიდა ხელი, უფრო ზუსტად უნდა
მეკონტროლებინეთ“.
კნეხტმა მხიარულად უპასუხა მის მზერას – „თქვენ ასეთი ეჭვი არ
უნდა გქონდეთ, Domine, მაშინ ზოგიერთი გაფრთხილება უნდა გაგახ-
სენოთ, რაც იმ დღეს გამაცანით, როცა მე, როგორც უმცროსი მაგისტრი,
სამსახურს თავისი მოვალეობებითა და პასუხისმგებლობით ყოველ-
მხრივ ძნელად ვიღებდი, თქვენ მითხარით: ეს-ესაა გამახსენდა, – თუ
მე, ლუდი მაგისტრი, ავის მსურველი, ანდა უუნარო შევიქნებოდი, და
ყველაფერს გავაკეთებდი, რაც მაგისტრს არ უნდა გაეკეთებინა, და
თანაც განზრახ ამას იმიტომ ჩავიდენდი, რომ ჩემი მაღალი თანამდე-
ბობისათვის, შეძლებისდაგვარად, დიდი ზიანი მიმეყენებინა, მაშინ ეს
ყველაფერი ჩვენ საყვარელ კასტალიას ისე შეაწუხებდა, როგორც ერ-
თი პატარა, ტბაში გადაგდებული ქვა, რომელსაც რამდენიმე ტალღა
და წრე გადაუვლის და საქმეც ამით დამთავრდებოდა; ისე მყარი, ისე
საიმედო არის ჩვენი კასტალიური ორდენი, ისე, ხელშეუხებელია მისი
სული. გახსენდებათ? არა, ჩემს მცდელობაში, შეძლებისდაგვარად,

431
რომ მე ცუდი კასტალიელი ვიყო და ორდენი დავაზიანო, ცხადია, ამა-
ში უდანაშაულო ხართ. თქვენ ისიც იცით, რომ მე ეს საქმე არ გამომივა
და არ შემიძლია თქვენი მშვიდობა სერიოზულად დავარღვიო. მაგრამ
მანამდე მინდა გავაგრძელო, რომ უკვე მაშინვე, მაგისტრობის დასაწ-
ყისში, მე ეს ჩემი გადაწყვეტილება ვიცოდი და არც დამვიწყებია, მაგ-
რამ ახლა იმ აზრის ვარ, რომ განვახორციელო, რაც დაკავშირებულია
სულიერი განცდის ერთ-ერთ სახესთან, მას გამოღვიძებას ვეძახი და
რაც დროდადრო მაწუხებს. თქვენ ხომ ამის შესახებ იცით უკვე, მაშინ
ამაზე ერთხელ გელაპარაკეთ, როცა ჩემი მენტორი იყავით და ძალზე
გაფასებდით, და საკუთრივ, მაშინ შემოგჩიოდით, რომ სამსახურში
შესვლისთანავე ეს განცდა მომშორდა და მავიწყდებოდა კიდეც“.
„მახსენდება, – დაუდასტურა თავმჯდომარემ, – რომ მაშინ თქვენმა
ამგვარი განცდის უნარმა რაღაც შემაკრთო, ჩვენთან ასეთი აზრები
ნაკლებად გვხვდება, გარეთ, სამყაროში კი სხვადასხვა ფორმით მო-
იძიება: ალბათ გენიოსებთან, სახელმწიფო მოღვაწეებთან და სარ-
დლებთან, შემდეგ კი სუსტ, ნახევრად პათოლოგიურ, მთლიანობაში,
უფრო დაბალგანვითარებულ ადამიანებთან, როგორებიც არიან: ნა-
თელმხილველნი, ტელეპატები, მედიუმები. ამ ორგვარი სახის ადამია-
ნებთან, – არც გმირებთან და არც ნათელმხილველებთან და განძის
მაძიებლებთან, – თქვენ ისე ჩანხართ, რომ მათთან არანაირი საერთო
არ გაგაჩნიათ. უფრო მეტიც, მაშინ და გუშინდლამდე თქვენ მე მომევ-
ლინეთ ორდენის საუკეთესო წევრად: დაფიქრებულად, ნათელ და
დამჯერ ადამიანად. საიდუმლოებით მოცული ხმების, ღვთაებრივის
თუ დემონურის, თუ საკუთარი შინაგანი ხმების წვდომა და მათთან კავ-
შირი, – თქვენთვის სრულებით შეუთავსებლად მეჩვენებოდა. ამიტომ
გამოღვიძების მდგომარეობებს ვუყურებდი, თქვენ ამას რომ აღმიწერ-
დით, უბრალოდ, როგორც პიროვნული ზრდის შესაბამისად გაცნობიე-
რებას, აქედან ბუნებრივადვე ირკვეოდა, რომ ეს სულიერი განცდები
მაშინ დიდხანს არ შენარჩუნდებოდა: მაშინ ის-ის იყო ახლად შეხვე-
დით სამსახურში და დავალება უკვე გადმოგეცათ, ფართო მოსასხამი-
ვით გარს რომ შემოგეხვიათ, რაშიც უნდა ჩაზრდილიყავით, მაგრამ
მითხარით: მაშინ გჯეროდათ, რომ ეს გამოღვიძებები თითქოს მაღა-

432
ლი ძალების გამოცხადებებივით იყო, და ეს შეტყობინებები თუ მოწო-
დებები ობიექტური, მარადიული თუ ღვთაებრივი ჭეშმარიტების სფე-
როებიდან მოდიოდა?“
„ესე იგი, – გააგრძელა კნეხტმა, – ჩემი ამჟამინდელი ამოცანისა და
რთული მდგომარეობის დროს, კერძოდ, სიტყვებით გამოვხატავთ
იმას, რაც სიტყვებს მუდმივ უსხლტება; რაციონალურად ვაქცევთ იმას,
რაც აშკარად რაციონალის გარეთ არის. არა, გამოღვიძებების დროს
ღმერთის თუ დემონის, თუ აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოცხადებებ-
ზე არასოდეს მიფიქრია. ამ განცდებს სიმძიმე და დარწმუნების ძალა
შესძინა არა ჭეშმარიტებისადმი სწრაფვამ, მათ მაღალმა წარმოშო-
ბამ, მათ ღვთაებრიობამ თუ რამე ამდაგვარმა, არამედ მათ ნამდვი-
ლობამ. ისინი საშინლად ნამდვილია, ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ბუ-
ნების მოულოდნელ მოვლენას რომ სდევს თან, ქარიშხალსა თუ მიწის-
ძვრას, სინამდვილე, წამიერება, თავდაუღწევლობა, მთლად უცაბე-
დად რომ დაგვატყდება ხოლმე თავს, სულ სხვაგვარად გვეჩვენება,
ვიდრე ჩვეულებრივი დროები და მდგომარეობები. ავდრის წინ უეც-
რად ამოვარდნილი ქარიშხალი, სახლში სწრაფად რომ გვერეკება და
სახლის კარის ხელიდან გამოგლეჯას ლამობს – ანდა ძლიერი კბილის
ტკივილი, სამყაროს ყველა დაძაბულობას, ვნებას და კონფლიქტს ყბა-
ში, ერთ ადგილზე რომ მოაქცევს, – ეს ის საკითხებია, რომელთა ნამ-
დვილობასა და მნიშვნელობაზე შეიძლება მოგვიანებით ჩვენ ერთხე-
ლაც რაღაც ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუკი მიდრეკილნი ვიქნებით ამ-
გვარი თავშესაქცევებისკენ, მაგრამ განცდების დროს ამაში ვერც და-
ვეჭვდებით, რამეთუ ეს ამბები უკიდურესად რეალურია. მსგავსი სახის
ამაღლებულ სინამდვილეს ჰგავს ჩემი გამოღვიძება, აქედან მიიღო
თავისი სახელი. ეს ჩემთვის ასეთ წუთებში ნამდვილი განცდაა, თით-
ქოს დიდი ხანია, ძილში თუ ძილ-ბურანში ვიყავი, მაგრამ ახლა გამო-
ვიღვიძე, ნათლად ვხედავ და მზად ვარ ამის მისაღებად, როგორც
არასდროს. მსოფლიო ისტორიაშიც დიდი ცვლილებებისა თუ რყევე-
ბის მომენტს დამაჯერებლობა სჭირდება, ის აცხრობს დამაღონებელ
საჭირბოროტო საკითხებისა და დაძაბულობის გრძნობას. შეიძლება
რყევით გამოწვეული – ცვლილებების შედეგად მშვენიერი და ნათელი

433
იშვას, ანდა სიშმაგე და წყვდიადი. ყოველ შემთხვევაში ხდება ის, რაც
უნდა მოხდეს, მას თავისი სიდიდე, აუცილებლობა და მნიშვნელობა
გააჩნია და განსხვავებული და – განსაკუთრებულია იმისგან, რაც ყო-
ველდღიურობაში მიმდინარეობს.
ნება მომეცით, – ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ გააგრძელა, – რომ
ამ საქმეს კიდევ სხვა კუთხითაც შევეხოთ. იქნებ ლეგენდა გაიხსენოთ
წმინდა ქრისტოფორუსზე? ჰოდა, ეს ქრისტოფორუსი დიდი ძალისა და
სიმამაცის კაცი ყოფილა, მაგრამ ხელმწიფე რომ გამხდარიყო და ქვე-
ყანა ემართა ის კი არ სურდა, მსახურება ერჩია, მსახურება იყო მისი
სიძლიერე და ხელოვნება, ასე ჰქონდა ჩაგონებული. მაგრამ მაინც არ
იყო მისთვის სულ ერთი, ვის ემსახურებოდა. ის უდიდესი და უმძლავ-
რესი ხელისუფალი უნდა ყოფილიყო, ვისაც მსახურებას გაუწევდა. გა-
იგებდა თუ არა ვინმე ბატონზე, ის უფრო ძლიერია, ვიდრე მისი აქამომ-
დელი, მაშინ მას შესთავაზებდა თავის სამსახურს. მუდამ მომწონდა ეს
დიდი მსახური, ოდნავ მაინც უნდა მივემსგავსო. ჩემი ცხოვრების ერ-
თადერთ დროს, სტუდენტობის წლებში, როცა ჩემს თავს თვითონ
ვფლობდი, დიდხანს ვეძებდი და ვმერყეობდი, რომელი ბატონისათ-
ვის მემსახურა. რიოში მარგალიტებით თამაშისგან წლების მანძილზე
თავს ვიცავდი და უნდობლობითაც ვეკიდებოდი, მაგრამ რაც დიდი
ხნის შემდეგ ჩვენს პროვინციაში ყველაზე ძვირფას და სასარგებლო
ნაყოფად შევიცანი. სატყუარასავით იყო და ვიცოდი, რომ ისეთი უაღ-
რესად მიმზიდველი და განსხვავებული სხვა არაფერი მეგულებოდა
დედამიწაზე, ვიდრე ამ თამაშისადმი თავის მიძღვნა, და საკმაოდ ად-
რევე შევნიშნე, რომ ეს შემაკრთობელი თამაში ნაივურ, საზეიმო საღა-
მოს მოთამაშეს კი არ მოითხოვდა, არამედ მხოლოდ იმას, ვინც ერ-
თხელ ოდნავ მაინც გაითავისა, და ვისაც თამაში სულ მთლიანად მო-
ითხოვდა და თავის სამსახურისკენ ეწეოდა. და მე მთელი ჩემი ძალები
და ინტერესები სამუდამოდ ამ ხიბლისთვის რომ არ შემელია, სამაგი-
ეროდ, შინაგანად ინსტინქტი მიცავდა, უბრალო გრძნობა მარტივი-
სადმი, მთლიანისა და ჯანსაღისადმი, რაც მე მაფრთხილებდა ვალ-
დცელის Vicus Lusorum-ის სულის წინაშე, როგორც დახელოვნებისა და
ვირტუოზულობის სულის წინაშე, მაღალგანვითარებული, უკიდურე-

434
სად დიდებული და დახვეწილი სულის წინაშე, სახელდობრ, რაც კი
ცხოვრებისა და კაცობრიობის მთლიანობისგან გამოცალკევებულა და
მედიდურ სიმარტოვეში აღზევებულა. წლები ვეჭვობდი და ვცდებოდი,
ვიდრე გადაწყვეტილება მომწიფდებოდა და, მიუხედავად ყველაფრი-
სა, თამაშთან კავშირი გავწყვიტე. ეს იმიტომ ჩავიდინე, რომ ჩემში სწო-
რედ იმ შეტევამ იჩინა თავი – უმაღლესი მიზანი მეძია და უდიდესი ბა-
ტონისთვის მემსახურა“.
„მესმის, – დაუდასტურა მაგისტრმა ალექსანდერმა, – მაგრამ, რო-
გორც ვაკვირდები, და როგორც შემიძლია გამოვხატო, მუდამ აქ ვაწ-
ყდები ამავე მიზეზით ყველა თქვენს თავისებურებას. თქვენ საკუთარი
თავის მიმართ ნამეტანი გრძნობა გაგაჩნიათ, ანდა ძალზე დამოკიდე-
ბული ხართ მასზე, და რაც სრულებით არ არის იგივე, რაც დიდი პიროვ-
ნულობა. ვიღაცას შეუძლია საოცარ წესრიგში ვარსკვლავი იყოს თავი-
სი ნიჭით, ნებისყოფის ძალით, თმენით, მაგრამ კარგად შეეძლოს ცენ-
ტრში ტრიალი, რომ იგი იმ სისტემასთან, რომელსაც მიეკუთვნება, ყო-
ველგვარი უსიამოვნებისა და ენერგიის გაფლანგვის გარეშე მასთან
თანხმობაში მოდიოდეს. ხოლო მეორეს იგივე უმაღლესი მონაცემები
ჰქონდეს, იქნებ უფრო მშვენიერიც, მაგრამ მასთან ღერძი ზუსტად ცენ-
ტრში არ გადიოდეს, და ის კარგავს თავისი ძალის ნახევარს ექსცენ-
ტრიულ მოძრაობებში, რომლებიც მას თავად აუძლურებს და მის გარე-
მომცველ სამყაროსაც ხელს უშლის. თქვენ ამ სახეს უნდა მიეკუთვნე-
ბოდეთ. და თავისუფლად ვაღიარებ, ეს შესანიშნავად გესმით და მა-
ლავთ, რაც მით უფრო ძლიერად ჩანს ახლა, რათა ამ სიმძიმისგან გა-
ნიტვირთოთ. თქვენ მე წმინდა ქრისტოფორუსზე მიყვებით და უნდა
გითხრათ: თუ ამ ფიგურას რაღაც დიდებული და მიმზიდველი აქვს,
ჩვენი იერარქიის მსახურისათვის იგი სანიმუშო სახედ არ გამოდგება.
ვისაც მსახურება სურს, უნდა ბატონს ემსახუროს, ვისაც ჭირსა და
ლხინში შეფიცა და არა ისე, რომ ბატონი ფარული დათქმით შეცვა-
ლოს, როცა იგი დიდებულს იპოვნის. მაშინ მსახური თავისი ბატონების
მსაჯული იქნება, და თქვენც ზუსტად ამას იქმთ. თქვენ მუდამ უმაღლე-
სი ბატონის მსახური გინდათ იყოთ და თქვენ მიერ თავად არჩეული ბა-
ტონის ერთგული დარჩეთ, მათ ხარისხს კი თვითონ გადაწყვეტთ“.

435
ყურადღებით უგდებდა ყურს კნეხტი, ისე რომ, მოწყენის ნიშან-
წყალმა გადაუარა სახეზე. მან გააგრძელა: „თქვენი განსჯა პატივისცე-
მას იმსახურებს, სხვაგვარად არც შემეძლო მეფიქრა. მაგრამ ნება მი-
ბოძეთ, თხრობა გავაგრძელო კიდევ. ესე იგი, მე რიოში მარგალიტე-
ბით მოთამაშე გავხდი და, ფაქტობრივად, კარგა ხანს დარწმუნებული
ვიყავი, რომ ყველა ბატონზე უმაღლესი ბატონისათვის მემსახურა. ასე
რომ ვთქვათ, ჩემმა მეგობარმა დეზინიორიმ, ჩვენმა მფარველმა გაერ-
თიანებულ საბჭოში, ერთხელ აშკარად და თვალნათლივ დამანახვა,
როგორი კადნიერი, ცხვირაწეული, გაბღენძილი თამაშის ვირტუოზი
ვიყავი და ელიტის ირემივით მეჭირა თავი. მაგრამ ისიც უნდა გით-
ხრათ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის სიტყვა ტრანსცენდენციას
„გამოღვიძებასთან“ სტუდენტური წლებიდან. მგონი, ერთი განმანათ-
ლებელი ფილოსოფოსის კითხვისას და მაგისტრი თომას ფონ ტრავეს
გავლენით ჩამიფრინდა ეს თავში და შემდეგ „გამოღვიძების“ ტრავეს
გავლენა ოფისის კითხვის მსგავსად ნამდვილ გრძნეულ სიტყვად იქ-
ცა, ეს იყო მომთხოვნი და წარმტაცველი, მანუგეშებელი და დამპირე-
ბელი სიტყვა. ჩემი ცხოვრება დაახლოებით ისე წარმომედგინა, რომ ის
ტრანსცენდენტული უნდა ყოფილიყო, საფეხურებრივ წინსვლა, სივ-
რციდან სივრცეზე გადასვლა და უკან ჩამოტოვება ისე, როგორც მუსი-
კაში თემა თემას მისდევს, Tempo Tempo-ზე რომ სრულდება, თამაშდე-
ბა, მთავრდება და უკან იტოვებს, დაუღალავია, არც მძინარეა, მუდმივ
მღვიძარია, მუდმივ სრულყოფილად წამიერების გამომხატველია. გა-
მოღვიძებების განცდებთან დაკავშირებით შევნიშნე, რომ ისეთი საფე-
ხურები და სივრცეები არსებობს, რომ ბოლო დრო ცხოვრების ყოველ
მონაკვეთში ჭკნობისა და სიკვდილის სურვილის ფერადოვნებას საკუ-
თარ თავში ატარებს, რაც შემდეგ გარდაცვალებისაკენ, ახალ სივრცე-
ში გამოღვიძებისკენ, ახალი დასაწყისისაკენ მიდის. ეს სურათი ტრან-
სცენდენციის შესახებ, როგორც ერთ-ერთი საშუალება, გაგიზიარებთ,
რომ შესაძლებელია ჩემს ცხოვრებას მიანიშნებდეს, რიოში მარგალი-
ტებით თამაშთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილი სა-
ფეხური იყო, სადაც პირველი, მგრძნობიარედ განცდილი ჩემი ჩარიც-
ხვა იერარქიაში. სამსახურშიც, როგორც მაგისტრმა, ასეთი საფეხურებ-

436
რივი სვლები კიდევ განვიცადე. რაც მე სამსახურმა მომიტანა, ის სა-
უკეთესო აღმოჩენა იყო, რომ არა მარტო მუსიკოსობა და რიოში მარ-
გალიტებით თამაშებია მოღვაწეობაში ბედნიერების მომნიჭებელი,
არამედ – სწავლება და აღზრდაც. და თანდათანობით, უფრო შემდეგ-
ში, მივაკვლიე იმას, რომ აღზრდა უფრო მეტ სიხარულს მგვრიდა, რაც
უფრო უმცროსი და განუსწავლელი აღსაზრდელები მყავდნენ. ამ ამ-
ბავმა, როგორც ზოგიერთმა სხვა რამემ, წლების მან ძილზე მიმიყვანა
იქამდე, რომ მინდა უმცროს და კიდევ უფრო მათზე უმცროს მოწაფეებს
ვასწავლო, ყველაზე დიდი სიამოვნებით დამწყები კლასების მასწავ-
ლებელი გავხდებოდი, მოკლედ, ჩემი ფანტაზია ხანდახან ისეთი სა-
კითხებით იყო დაკავებული, რაც უკვე ჩემი სამსახურის გარეთ მო-
იძიება“.
მან შეისვენა. თავმჯდომარემ შენიშნა: „თქვენ მუდამ სიტყვის უთ-
ქმელად გაოცებაში მოგყავართ, მაგისტრო. რადგანაც ლაპარაკობთ
თქვენი ცხოვრების შესახებ, და ლაპარაკია რაღაც სხვაზე, კერძო სუბი-
ექტურ განცდებზე, პირად სურვილებზე, პირად განვითარებებსა და გა-
დაწყვეტილებებზე! მართლაც, არ ვიცოდი, რომ თქვენი რანგის კასტა-
ლიელი თავისი თავისა და თავისი ცხოვრების დანახვას ამგვარად თუ
შეძლებდა“.
მის ხმაში წყენისა და სევდის მაგვარი რამ აჟღერდა, რაც კნეხტს.
ტკივილს აყენებდა, მაგრამ თავი დაიჭირა და მხნედ მიუგო: „მაგრამ,
ღრმად პატივცემულო, ჩვენ ამჯერად ვლაპარაკობდით არა კასტალი-
აზე, უწყებასა და იერარქიაზე, არამედ ჩემზე, ადამიანის ფსიქოლოგი-
აზე, ვინც თქვენ, სამწუხაროდ, დიდი უსიამოვნებანი უნდა შეგახვედ-
როთ. სამსახურის გაძღოლაზე, მოვალეობათა შესრულებაზე, ჩემს
ფასსა თუ გამოსადეგობაზე, როგორც კასტალიელსა და მაგისტრზე,
ლაპარაკი მე არ შემეფერება.
თუ როგორ გავუძეხი სამსახურს, ეს თქვენ წინ გიდევთ, როგორც ჩე-
მი ცხოვრების მთელი გარეგნული მხარე, რაც ღია და შემოწმებულია,
სადაც ბევრ დასასჯელს ვერ იპოვით. რასაც აქ საქმე ეხება, რაღაც
მთლად სხვა რამ არის, სახელდობრ, თქვენ გზა ხილულად დაინახეთ,
რაც მე, როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ისე გავიარე და რამაც ახლა

437
ვალდცელიდან გამიყვანა და ხვალ კასტალიიდან გამისტუმრებს. პა-
ტარა ხანს კიდევ მომისმინეთ, ჩემდამი ისევ კეთილგანწყობა გამოი-
ჩინეთ!
მე რომ ჩვენი პატარა პროვინციის გარეთ სამყაროს არსებობა ვი-
ცოდი, ჩემს სწავლას კი არ ვუმადლი, სადაც ეს სამყარო მხოლოდ შო-
რეული წარსულივით ჩნდება, არამედ ჩემს სკოლის ამხანაგს დეზინი-
ორის, ვინც სტუმარი გახლდათ გარედან, და შემდგომ ბენედიქტინელ
ძმებთან ჩემს იქ ყოფნას და პატერ იაკობუსს. ეს იყო ძალზე ცოტა რამ,
როგორც მე სამყარო საკუთარი თვალებით დავინახე, მაგრამ ერთი კა-
ცის მეშვეობით, მე შემექმნა წარმოდგენა იმის თაობაზე, რასაც ისტო-
რიას ეძახიან და შესაძლებელია, რომ უკვე ამის საშუალებით, იზოლი-
რების მიზეზიც გამიჩნდა, რაშიც იქიდან უკან მობრუნების შემდეგ აღ-
მოვჩნდი. მონასტრიდან ჩემი უკან მოსვლა მოხდა, ასე რომ ეთქვათ,
უისტორიო ქვეყანაში, სწავლულთა და რიოში მარგალიტებით მოთა-
მაშეთა პროვინციაში, უაღრესად წარმოსადეგ და უაღრესად სასია-
მოვნო საზოგადოებაშიც, სადაც, ჩემი წარმოდგენით, სამყაროზე, მას-
ზე ცნობისმოყვარეობით, მასში ჩემი მონაწილეობით მთლად მარტო
მდგომი აღმოვჩნდი. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ არ დავზარა-
ლებულიყავი; იყო რამდენიმე, ვისაც მე პატივს ვცემდი და მათი კოლე-
გა ვხდებოდი, ჩემთვის შემარცხვენელი და გამაბედნიერებელი პატი-
ვი იყო კარგად აღზრდილი და მაღალგანვითარებული ხალხის რა-
ოდენობა, სამუშაოც საკმარისი და, მართლაც, ბევრი ნიჭიერი და სიყ-
ვარულის ღირსი მოწაფე. და პატერ იაკობუსთან ჩემი სწავლების
წლებში მივხვდი, რომ მე არა მარტო კასტალიელი, არამედ ადამიანიც
ვიყავი, რომ სამყარო, მთელი სამყარო მე შემეხებოდა და მაძლევდა
ბიძგს, მეც იქ მეცხოვრა. ამ აღმოჩენას თან მოჰყვა საჭიროებები, მოთ-
ხოვნილებები, სურვილები, მოვალეობები, რითაც ცხოვრების ნება არ
მქონდა არანაირ შემთხვევაში. სამყაროს ცხოვრება, როგორც ამას
კასტალიელი უყურებს, რაღაც ჩამორჩენილი და ნაკლებდაფასებუ-
ლია, უწესრიგობისა და უმწიფარობის, ვნებით გატაცებისა და დაბნეუ-
ლობის ცხოვრება ეს არ იყო მშვენიერი და სასურველი. მაგრამ სამყა-
რო და მისი ცხოვრება ხომ უსასრულოდ ბევრად უფრო დიდი და მდი-

438
დარია, ვიდრე წარმოდგენები, რაც კასტალიელს შეეძლო თავისთვის
ეფიქრა, ის იყო სავსე გახდომა-გადაქცევით, სავსე ამბებით, სავსე
მცდელობით, და მიწყივ ახლის დაწყებით; ის შეიძლება ქაოსური იყო,
მაგრამ ის ყველა ბედის, ყველანაირი ამაღლების, ყველა ხელოვნების,
მთელი კაცობრიობის სამშობლო და დედამიწა იყო, მას ჰყავდა ხალ-
ხები, ჰქონდა ენები, სახელმწიფოები, კულტურები, მისგანვე იყო შობი-
ლი ჩვენი თავიც და ჩვენი კასტალიაც და იგი კვლავ მათ ყველას სიკ-
ვდილს და განგრძობასაც დაინახავდა. ამ სამყაროსადმი სიყვარული
ჩემში პატერ იაკობუსმა გააღვიძა, რაც მუდამ იზრდებოდა და საკვებს
ეძებდა, და კასტალიაში არაფერი მოიპოვებოდა საიმისო, რასაც მას
საზრდოდ შესთავაზებდა, აქ არსებობდა სამყაროს გარეთა, თავად
ერთი პატარა, სრულყოფილი და შემდეგში ვეღარ ქცევად-გახდომა-
დი, ვეღარ მზარდი სამყარო“.
მან ღრმად ამოისუნთქა და ერთხანს დადუმდა, რადგან თავმჯდო-
მარე არაფერში ეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ მოლოდინით შეჰყუ-
რებდა, ჩაფიქრებით თავი დაუკრა და გააგრძელა: „რამდენიმე წელი
მე მხოლოდ ორი ტვირთი მქონდა სატარებელი. დიდ თანამდებობას
უნდა გავძღოლოდი და მისი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და ეს სიყ-
ვარულით მქონდა შესასრულებელი. რამდენადაც ეს თავიდან ჩემ-
თვის გასაგები იყო, სამსახური ამ სიყვარულით არ უნდა დაზარალებუ-
ლიყო. პირიქით, როგორც მე ვფიქრობდი, სიყვარულს სარგებლობა უნ-
და მოეტანა სამსახურისთვის. მაგრამ იმედი არ მქონდა, რომ ჩემი სა-
მუშაო ოდნავ მაინც განმევითარებინა და სრულმეყო, რასაც მაგისტრი-
საგან მოელიან; მე კი ვიცოდი, რომ გულში მღვიძარე და მოქმედი ვი-
ყავი, ვიდრე ზოგიერთი უმწიკვლო კოლეგა, და რომ ჩემს მოსწავლეებს
და თანამშრომლებს ამა თუ იმ საქმეს ვთავაზობდი. ჩემს ამოცანას
იმაში ვხედავდი, რომ კასტალიური ცხოვრება და აზროვნება ჩავარ-
დნის გარეშე ნელ-ნელა გადამეცა, ფრთხილად გამევრცელებინა და
სითბო შემეძინა, მისთვის სამყაროდან და ისტორიიდან ახალი სის-
ხლი მიმეწოდებინა და სასურველი, მშვენიერი კავშირი გვექნებოდა,
და რომ იმავდროს გარეთ, ქვეყანაშიც, ერისკაცი ზუსტად იმავეს შეიგ-

439
რძნობდა და ფიქრობდა და ოცნებობდა კასტალიისა და სამყაროს და-
მეგობრებასა და ურთიერთშეღწევაზე: ეს იყო პლინიო დეზინიორი“.
მაგისტრმა ალექსანდერმა სახე ოდნავ შეიჭმუხნა, როცა თქვა: „ამ
კაცის თქვენზე ზეგავლენისაგან ბევრს სასიხარულო არასოდეს ველო-
დი, ასევე მცირედს თქვენი მოუხერხებელი დამცველი ტეგულარიუსი-
საგან. და დეზინიორია ეს, ესე იგი, ვინც ბოლომდე თქვენ ამ წესრიგ-
თან უთანხმოებაში მოგიყვანათ?“
„არა, Domine, მაგრამ, ნაწილობრივ, ამაში მომეხმარა ისე, რომ არც
იცოდა. მან ჩემს მყუდროებას ჰაერი დაჰბერა, მისი საშუალებით გარე
სამყაროს შევეხე, და ახლაღა გახდა ჩემთვის შესაძლებელი ამისთვის
შემეხედა და ჩემს თავს თვითონ გამოვუტყდი, რომ ჩემი აქაური ცხოვ-
რების უკანასკნელი ჟამია მოსული, რომ მე ნამდვილი სიხარული ჩემი
სამუშაოსადმი უკვე დავკარგე და დროა, რომ ამ წვალებას ბოლო მო-
ეღოს, კვლავ ერთი საფეხური ჩამოვიტოვე, ერთი სივრცე გადავლახე.
და ეს სივრცე ამჯერად კასტალია იყო“.
„როგორ გამოთქვით? – თავის გაქნევით შენიშნა ალექსანდერმა. –
თითქოს კასტალიის სივრცე საკმარისად დიდი არ იყოს იმისათვის,
რომ დიდხანს, თქვენი ცხოვრების მანძილზე ღირსეულად ყოფილიყა-
ვით დასაქმებული! სერიოზულად სთვლით, რომ ამ სივრცეს შემოუ-
არეთ და გადალახეთ?“
„ო, არა, – წამოიძახა მეორემ ცოცხლად, – არასოდეს მგონებია; თუ
ვიტყვი, ამ სივრცის საზღვარს მივაღწიე მეთქი, მაშინ მხოლოდ იმას
ვიფიქრებ: როგორც ცალკეულმა პირმა, და ჩემს თანამდებობაზე
მყოფმა ადამიანმა, რა საქმიანობაც აქ გავწიე, მაშინ ეს შესრულებუ-
ლია. რამდენიმე ხანია საზღვართან ვარ, სადაც ჩემი სამუშაო, რო-
გორც რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრისა, მუდმივ მეორდება,
ცარიელ სავარჯიშოს ჰგავს და ფორმულად იქცევა, ამას კი უსიხარუ-
ლოდ, აღფრთოვანების გარეშე ვაკეთებ, ხანდახან ის კი არადა, რწმე-
ნის გარეშეც. დრომ მოაწია, რომ შემეწყვიტა“.
ალექსანდერმა ამოიოხრა. „ეს თქვენი ნააზრევია, და არა ორდენი-
სა და მისი წესებიდან გამომდინარე, რომ ორდენის ძმას განწყობები
გააჩნია, რომ სამუშაოთი დროდადრო იღლება, ეს არც ახალია და არც

440
აღსანიშნავი. მას გზას შემდგომ, წესები უჩვენებს, რათა ჰარმონია და-
იბრუნოს და კვლავ ცენტრში იტრიალოს, თქვენ რა, დაგავიწყდათ?“
„მე მგონია, არა, პატივცემულო. თქვენ გეძლევათ იმის საშუალება,
რომ ჩემი სამსახურის მსვლელობაში ჩაიხედოთ. და კიდევ, ახლახანს,
როცა ჩემი განცხადება მიიღეთ, თქვენ გააკონტროლებინეთ მოთამა-
შეთა სოფელი და ჩემი თავიც. თქვენ შეგეძლოთ დაგედგინათ, რომ
საქმე შესრულდა. კანცელარია და არქივი წესრიგშია, ლუდი მაგისტრი
არც ავად არის და არც უგუნებოდ ბრძანდება. მე სწორედ იმ წესების
მადლობელი ვარ, რაშიც პირველად ასე ოსტატურად შემიყვანეთ, რაც
შევინარჩუნე და ძალა და სიმშვიდე არ დამიკარგავს. მაგრამ დიდ წვა-
ლება დამიჯდა. ახლა კი, სამწუხაროდ, არანაკლები შრომა მჭირდება,
რომ ამაში დაგარწმუნოთ, რომ ეს განწყობები, გუნებები, ანდა სასურ-
ველი ურთიერთობები არ არის, რაც მე გარეთ მეწევა. მაგრამ გამომივა
თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემსას გავიტან იმით, რომ თქვენ
აღიარეთ: ჩემი პიროვნება და ჩემი სამუშაო ამ წუთამდე სუფთა და
სარგებლობის მომტანია, რადგან ყველაფერი ბოლო დროს გააკონ-
ტროლეთ, მეტს უნდა მოველოდე თქვენგან?“
მაგისტრ ალექსანდერს თვალები ოდნავ ირონიულად აუციმციმდა.
„ბატონო კოლეგა, – მიუგო მან, – თქვენ ლაპარაკობთ ჩემთან, თით-
ქოს ჩვენ ორი კერძო პირი ვიყოთ, რომლებიც ერთმანეთთან დაუკავ-
შირებლად საუბრობენ. ეს თქვენ კი გეხებათ, ახლა ფაქტობრივად კერ-
ძო პირი ხართ, მე კი არ ვარ, და რასაც ვფიქრობ და ვამბობ, ამას ორ-
დენის ხელმძღვანელობის თავმჯდომარე ამბობს, და ის თავისი უწყე-
ბის ყოველ სიტყვაზე პასუხისმგებელია, და რასაც თქვენ დღეს აქ იტ-
ყვით, უშედეგო იქნება. შეიძლება, ამაში სერიოზულიც ხართ, მაგრამ
საუბარი კერძო კაცის საუბრად რჩება, ვინც საკუთარი ინტერესიდან
გამომდინარე ლაპარაკობს. ჩემთვის კი სამსახური და პასუხისმგებ-
ლობა არსებობს, და რასაც მე დღეს ვამბობ ან ვაკეთებ, შეიძლება შე-
დეგები ჰქონდეს. მე თქვენ წარგადგენთ და თქვენს სკანდალსაც გა-
ვაცნობ უწყებას, თუ უწყება ინებებს პროცესების ასახვის უარყოფას, ან
მოწონებას, ეს სულ ერთი არ იქნება. ესე იგი, თქვენ ისე ამისახეთ, თუნ-
დაც ყველანაირი საოცარი აზრი გქონდეთ თავში, თითქოს გუშინ-

441
დლამდე უმწიკვლო, უნაკლო კასტალიელი და მაგისტრი იყოთ, სამსა-
ხურში დაღლილობის გამო განცდილი გქონდეთ, კერძოდ, შეზღუდვე-
ბი და შეტევები და ამ ყველაფრის გადატანა უცვლელად გიხდებოდეთ
და იძულებული იყავით ამ გადაწყვეტილების მისაღებად. კარგი, მე
ამას შევაფასებინებ, მაშინ როგორ გავიგო ის საშინელი რამ, რომ უმ-
წიკვლო კასტალიელი მაგისტრი, ვინც გუშინ ჯერ კიდევ ყოველ წესს
ასრულებდა, დღეს უცებ დეზერტირობას ეწევა. ყოველთვის ადვილი
მისახვედრია, როცა მაგისტრს ჩავუკვირდები, ვისაც უკვე დიდი ხანია
ხასიათი შეუცვლია და დაავადებულა, ვინც იმ დროს, როცა მუდამ სა-
უკეთესო კასტალიელად ითვლებოდა, სინამდვილეში უკვე დიდი ხა-
ნია ასეთი აღარ ყოფილა. ჩემს თავსაც ვეკითხები, კაცმა რომ თქვას,
რატომ ანიჭებთ ასეთ დიდ შეფასებას იმ მტკიცებას, რომ თქვენ ბოლო
დრომდე მოვალეობის ერთგული მაგისტრი ბრძანდებოდით, რადგან
ერთხელ უკვე გადადგით ნაბიჯი, მორჩილება შეწყვიტეთ და დეზერ-
ტირობას არჩევთ, ასეთი დადგენილებები ხომ აღარ შეიძლება გამოი-
ტანოთ?!“.
კნეხტმა თავი დაიცვა. „ნებართვით, ღრმად პატივცემულო, რატომ
არ უნდა ვმსჯელობდე? ეს ხომ ჩემს კარგ სახელსა და მოგონებას ეხე-
ბა, რასაც აქ ვტოვებ. ლაპარაკია ჩემს სასარგებლოდ იმ შესაძლებლო-
ბაზეც, რომ კასტალიისათვის გარეთ ვიღვაწო. აქ იმიტომ – არ მოვ-
სულვარ, რომ ჩემთვის რაღაც გადავირჩინო, ანდა სულაც ჩემი წინ-
სვლისათვის უწყებაში თანხმობას მივაღწიო. მე ვთვლიდი და განწყო-
ბილი ვიყავი იმისათვის, რომ ჩემი კოლეგები მომავალში ამაში დაეჭ-
ვდებოდნენ და როგორც პრობლემატურ მოვლენას, ისე შეხედავდნენ.
მოღალატედ ან შეშლილად რომ ჩამთვალონ, არ მინდა, განკითხვა
იქნება და ამისი მოსმენა არ შემიძლია. რაც გავაკეთე, თქვენ არც უნდა
დაეთანხმოთ, მაგრამ ეს გავაკეთე, რადგან თავს დავალებულად
ვგრძნობ და ჩემს დანიშნულებას წარმოადგენს, რისიც მჯერა და რა-
საც კეთილი ნებით ჩემს თავზე ვიღებ: თუ თქვენ ამას არ გაგიმხელ-
დით, მაშინ დამარცხებული ვიქნებოდი და თქვენთანაც ამაოდ მისაუბ-
რია“.

442
„საქმე ეხება მუდამ ერთსა და იგივეს, – უპასუხა ალექსანდერმა. –
უნდა გამოგიტყდეთ, რომ გარემოებათა გამო, ცალკეული წევრის ნე-
ბაა და მას უფლება აქვს, რომ კანონები დაარღვიოს, მე კანონების
მჯერა და მისი წარმომადგენელიც გახლავართ. მაგრამ არ შემიძლია
დავუჯერო ჩვენს წესრიგს და იმავდროს თქვენს პირად უფლებასაც, და
რომ ამ წესრიგთან თქვენ კავშირიც გაწყვიტოთ. – ნუ გადამტეხთ, გე-
თაყვა. შემიძლია ვაღიარო, რომ ყველანაირად თქვენი თვალსაზრი-
სით, უფლებით და ჩაგონებით ფატალურ ნაბიჯში დარწმუნებული
ხართ და განზრახვის მოწოდებისა გწამთ. მაგრამ თქვენს ნაბიჯს რომ
ვეთანხმებოდე, სრულებით არ მოელოდეთ. პირიქით, მიაღწიეთ იმას,
რომ ჩემი თავიდან დაწყებული აზრი უარვყო, – კვლავ მოგიპოვოთ და
თქვენი გადაწყვეტილება შევცვალო. მე თქვენი ორდენიდან გასვლა
მივიღე და უწყებასაც გადავცემ შეტყობინებას თქვენი თავისუფალი
ნებით სამსახურიდან წასვლის თაობაზე. შემდეგში კი მე აღარ შეგ-
ხვდებით, იოზეფ კნეხტ“.
რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრს სახეზე მოკრძალებული
გამომეტყველება აღებეჭდა. მერე წყნარად უთხრა: „გმადლობთ, ბა-
ტონო თავმჯდომარევ. მე ყუთი უკვე ჩაგაბარეთ. ხელზე გადმოგცემთ
უწყებისათვის ჩემს რამდენიმე ჩანაწერს ვალდცელში პრობლემათა
მდგომარეობის გამო, უპირველეს ყოვლისა, რეპეტიტორებისა და იმ
რამდენიმე პირის შესახებ, რომლებზეც ვფიქრობ, რომ, ძირითადად,
სამსახურისთვის ჩემს შესაცვლელად გაითვალისწინონ.
მან ჩანთიდან რამდენიმე დაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაგი-
დაზე დადო. შემდეგ წამოდგა, თავმჯდომარეც წამოიმართა. კნეხტი
მისკენ წავიდა, დიდხანს უყურებდა სევდითა და კეთილი განწყობით
თვალებში, დაიხარა და უთხრა: „სათხოვარი მაქვს თქვენთან, გამომ-
შვიდობებისას ხელი არ ჩამომართვათ, – ამაზე მინდა უარი ვთქვა.
თქვენ ჩემთვის მუდამ განსაკუთრებით ძვირფასი იყავით, დღევან-
დელმა დღემაც ამაში არაფერი შეცვალა. დიდხანს იცოცხლეთ, ჩემო
საყვარელო და პატივცემულო“.
ალექსანდერი წყნარად იდგა, ოდნავ გაფერმკრთალებული; ერთი
წუთი ისე ჩანდა, თითქოს მას ხელის აწევა უნდოდა და დაშორებულის-

443
თვის გაწვდაო. იგრძნო, რომ თვალები დაუსველდა, თავი დახარა,
კნეხტის თავის დახრას უპასუხა და გაუშვა იგი.
როცა წასულმა კარი მიიხურა, თავმჯდომარე უმოძრაოდ იდგა და
მისგან თანდათან დაშორებული ნაბიჯების ხმას უსმენდა, და ბოლო
გახმაურების შემდეგ, რომ აღარაფერი მოისმა, ცოტა ხანს ოთახში
იქით-აქეთ დაიწყო სიარული, ვიდრე გარედან კვლავ ნაბიჯების ხმამ
მყუდროება არ დაარღვია და კარზე წყნარი კაკუნი არ გაიგონა. ახალ-
გაზრდა მსახური შემოვიდა და შეატყობინა, სტუმარი თქვენთან საუ-
ბარს მოითხოვსო.
„გადაეცი, რომ მიღებას ერთ საათში შევძლებ და ვთხოვ, სათქმე-
ლი მოკლედ მითხრას, სასწრაფო რამეა მოსაგვარებელი, – არა, მო-
იცადე ისევ! კანცელარიაშიც წადი და დაუბარე პირველ მდივანს, ახ-
ლავე, საჩქაროდ უწყების საკრებულო ზეგისთვის სხდომაზე მოიწვიოს
იმ პირობით, რომ სრული რაოდენობა იქნება საჭირო და მათი გამოკ-
ლების შემთხვევაში, მხოლოდ მძიმე ავადმყოფობა ჩაითვლება საპა-
ტიოდ. მერე მნესთან წადი და უთხარი, ხვალ ადრიანად ვალდცელში
უნდა გავემგზავრო და მანქანა შვიდზე მზად იყოს“.
„თქვენი ნებართვით, – დაუდასტურა ყმაწვილმა, – ბატონ ლუდი მა-
გისტრის მანქანით შეიძლება სარგებლობა“.
„როგორ?“
„პატივცემული გუშინ მანქანით ჩამოვიდა. ეს-ესაა სახლიდან გა-
ეშურა იმ ცნობით, რომ ფეხით წავიდოდა და მანქანას აქ უწყების გან-
კარგულებაში დატოვებდა“.
„კარგი. მაშინ ხვალ ვალდცელის მანქანით ვისარგებლებ. გა-
იმეორეთ, გეთაყვა“.
მსახურმა გაიმეორა: „სტუმარს ერთ საათში მიიღებთ, მან მოკლედ
უნდა ჩამოაყალიბოს სათქმელი. მდივანმა ზეგისთვის უნდა შეკრიბოს
უწყება, სრული დასწრება სავალდებულოა, მხოლოდ მძიმე ავადმყო-
ფობაა საპატიებელი. ხვალ დილით ადრე, შვიდზე ბატონი ვალდცელ-
ში ლუდი მაგისტრის მანქანით გაემგზავრება“.
მაგისტრმა ალექსანდერმა ამოისუნთქა, როცა ახალგაზრდა ადა-
მიანი გაისტუმრა. მაგიდასთან მივიდა, სადაც კნეხტთან ერთად იჯდა

444
და ჯერ ისევ ყურში ედგა იმ ამოუცნობი კაცის ნაბიჯების ხმა, ვინც ყვე-
ლა დანარჩენზე მეტად უყვარდა და ვინც ასეთი დიდი ტკივილი მიაყე-
ნა. იმ დღეებიდან მოყოლებული, რაც მან კნეხტს სამსახური გაუწია, ეს
კაცი მუდამ უყვარდა, და ზოგიერთ სხვა თვისებებს შორის სწორად სი-
არულის მანერა იყო, რაც მას მეტად მოსწონდა, გარკვეული და ტაქტი-
ანი, მაგრამ მსუბუქი და ჰაეროვანი, ღირსეულსა და ბავშვურს, მოძ-
ღვრულსა და მოცეკვაურს შორის, განუმეორებელი, მიმზიდველი და
წარმოსადეგი სვლა, ნაბიჯი, რაც ფრიად უხდებოდა კნეხტის სახესა და
ხმას არანაკლებ შეესაბამებოდა ეს თავისი განსაკუთრებულობით კას-
ტალიელობასა და მაგისტრობას, ბატონობასა და მხიარულებას, რაც
ხანდახან გვახსენებდა ოდნავ არისტოკრატულ, მის მსგავს წინაპარ
მაგისტრ თომასს, ხანდახან კი უბრალო, გულისდამპყრობ მოხუც მუსი-
კის მაგისტრს. და იგი, ესე იგი, უკვე წავიდა, მიიჩქაროდა ფეხით, ვინ
იცის, სად, და ალბათ ვეღარასოდეს შეხვდება, აღარ მოისმენს მის სი-
ცილს, და ვეღარ ნახავს მის ლამაზ ხელს, გრძელი თითებით რიოში
მარგალიტებით თამაშის იეროგლიფებს რომ გამოხატავდა. მაგიდაზე
დადებული ფურცლები აიღო და კითხვა დაიწყო. ეს იყო მოკლე ან-
დერძი, ლაკონიური და საქმიანი, ხშირად წინადადებების მაგიერ გა-
მოყენებული გამონათქვამები, რაც იმის საწინდარი იყო, რომ უწყებას
სამუშაო გაადვილებოდა მოთამაშეთა სოფელში ჩატარებული კონ-
ტროლისა და მაგისტრის ახალი არჩევისას. პატარა, მოხდენილი
ასოებით ჭკვიანური შენიშვნები ეწერა, სიტყვებსა და ხელნაწერს დას-
ტყობოდა განუმეორებელი და შეუცვლელი იერი ამ იოზეფ კნეხტისა,
ისევე როგორც მის სახეს, მის ხმასა და მის მიმოხრას. ძნელად თუ გა-
მონახავს უწყება მისი რანგის კაცს, მის შემდგომ რომ დაასახელოს.
ნამდვილი ბატონები და ნამდვილი პიროვნებები სწორედ რომ იშვია-
თად იყვნენ და ყოველი ასეთი ფიგურა ბედნიერი შემთხვევაა და საჩუ-
ქარი აქაც კი, კასტალიაში, ელიტის პროვინციაში.
კნეხტს სიარული სიხარულს ჰგვრიდა, რამდენი წელია ფეხით
აღარ უვლია. და თუ იგი დაიწყებდა ზუსტ გახსენებებს, მოაგონდებო-
და, რომ მისი ბოლო, ნამდვილი ფეხით მოგზაურობა ის უნდა ყოფილი-
ყო, რაც მაშინ მარიაფელსის დაწესებულებიდან კასტალიისკენ უკან

445
გაიარა, და კიდევ იმ წლის თამაშისათვის ვალდცელისაკენ, როცა
„Excelenz“-ის მაგისტრ თომას ფონ ტრავეს სიკვდილით მეტად შეწუხე-
ბული იყო და იგი თავად მის ადგილზე დანიშნეს. ანდა როცა იმ პერიო-
დებზე, სულაც სტუდენტობის წლებზე და ბამბუკის ჭალაზე ფიქრობდა,
მუდამ ისე გრძნობდა, თითქოს ცარიელი, გრილი ოთახიდან მზით გა-
ნათებულ, მხიარულ, შორეულ, დაუბრუნებელ მოგონებათა სამოთხედ
ქცეულ მხარეებში იმზირებოდა. მუდამ ჩნდებოდა ასეთი აზრები, თუნ-
დაც ტკივილიან განცდასთან რომ არ იყო დაკავშირებული, სანახაობა
ჩანდა მეტად შორეული, უცხო, დღევანდელობისა და ყოველდღიურო-
ბის საიდუმლოებით მოცული, მოზეიმე, ნაირ-ნაირი. ახლა კი, სექტემ-
ბრის ამ ერთ ნათელ, მხიარულ ნაშუადღევს, როცა სიახლოვე მკვეთრი
ფერებით, ხოლო შორი სივრცეები ნაზად მქროლავი, ოცნებასავით სა-
თუთი, ცისფრიდან იისფერში მოთამაშე ტონებით ეგებებოდა, ხალი-
სიანი მოგზაურობისა და მოცლილობის დროს, სანახაობებისას, ის დი-
დი ხნის წინ განცდილი ფეხით მოგზაურობა კი აღარ იყურებოდა, რო-
გორც შორეთი და სამოთხე, იმედგაცრუებულ დღევანდელში, არამედ
ეს მაშინდელი დღევანდელი მოგზაურობა იყო; დღევანდელი იოზეფ
კნეხტი მაშინდელს ძმასავით ჰგავდა, ყველაფერი კვლავ ახალი იყო,
საიდუმლოებით სავსე, მრავლის აღმთქმელი, და შეიძლებოდა ყველა
ნამყოფის დაბრუნება და კიდევ მრავალი ახლის მოხდენაც. დღესა და
სამყაროს მისთვის დიდი ხანია ასე იოლად, ლამაზად და უბრალოდ
აღარ შეუხედავს. თავისუფლებისა და თვითგამორკვევის ბედნიერე-
ბამ მათრობელა სასმელივით დაუარა მას; რამდენი ხანია აღარ ჰქო-
ნია ეს შეგრძნება, სათუთი და შემაკრთობელი ილუზია! ის ფიქრობდა
და იმ წუთს იხსენებდა, როცა ერთხელ ეს ძვირფასი გრძნობა შეეხო და
მის ტყვეობაში აღმოჩნდა, ეს იყო ერთი საუბრის დროს, მაგისტრ თო-
მასთან, რომლის მეგობრულ-ირონიული მზერისას კარგად ახსენდე-
ბოდა დაუფარავი შეგრძნება იმ წუთისა, როცა მან თავისი თავისუფ-
ლება დაკარგა; ეს იყო, კაცმა რომ თქვას, არა ტკივილი, არა ანთებუ-
ლი ვნება, არამედ უფრო შიში, ჩუმი თრთოლა კეფაში, გამაფრთხილე-
ბელი გრძნობის ორგანო დიაფრაგმის ზემოთ, ტემპერატურის ცვლი-
ლება, კერძოდ კი, სიცოცხლის გრძნობის ტემპში. იმ საბედისწერო სა-

446
ათის ასე საშიში, ჩამჭერი, შორეული, დახრჩობით დამუქრებული
გრძნობა დღეს შეიცვალა, ანდა სულაც განიკურნა.
კნეხტმა გუშინ ჰირსლანდისაკენ მიმავალ გზაზე გადაწყვიტა: იქ
რაც უნდა მოხდეს, არანაირად არ მოვინანიებ. დღეისთვის აუკრძალა
თავის თავს ალექსანდერთან საუბრებში ცალკეულ საკითხებზე ფიქრი
– მასთან ბრძოლაზე, მის ბრძოლაზე მისთვის. გულღიად ეგებებოდა
განმუხტვისა და თავისუფლების გრძნობას, რაც ისეთ კმაყოფილებას
ჰგვრიდა, როგორც გლეხს ყოველდღიური საქმის შემდეგ, საზეიმო სა-
ღამოზე წასვლა; მან შინაგანად თავისი თავის დაფარვა იცოდა, ახლა
უკვე არაფრისადმი გააჩნდა მოვალეობა, ერთ წუთში თავის თავში ძა-
ლების მოკრება ახლა აღარ ესაჭიროებოდა და გამორთული იყო ყვე-
ლაფრისაგან, არანაირი სამუშაო აღარ ელოდა, არავიზე ფიქრი არ
ევალებოდა და ნათელი, ფერადი დღე გარს ევლებოდა ნაზად მბრწყი-
ნავი სურათივით, მთლად ახლანდელობა მოთხოვნის გარეშე, გუშინ-
დელისა და ხვალის გარეშე; კმაყოფილი ადამიანი ხანდახან სიარულ-
ში თავისთვის ერთ-ერთ სამწყობრო სიმღერას ღიღინებდა, რასაც ად-
რე ელიტის პატარა მოწაფეები ეშჰოლცში ექსკურსიების დროს სამ-
ოთხ ხმაში მღეროდნენ; და თვალწინ წარმოუდგა თავისი ცხოვრების
მხიარული დილის პატარა ნათელი მოგონებები და მათმა ჟღერამ ჩი-
ტების ჭიკჭიკივით გადაუარა.
ალუბლის ხის ქვეშ შეჩერდა, მის ფოთლებს უკვე მეწამული ფერი
რომ დასთამაშებდა, და ბალახზე დაჯდა. გულის ჯიბისკენ წაიღო ხე-
ლი და იქიდან ერთი ნივთი ამოიღო, მაგისტრ ალექსანდერს რომ არ
უნდა შეემჩნია, სახელდობრ, პატარა ხის ფლეიტა, რომელსაც სათუ-
თად ათვალიერებდა. ამ ნაივური და ბავშვური შესახედაობის ინსტრუ-
მენტს დიდი ხანი არ იყო, რაც ფლობდა, დაახლოებით ნახევარი წელი-
წადი, და სასიამოვნოდ ახსენდებოდა ის დღე, როცა მის ხელში გადა-
ვიდა. მაშინ მონტეპორტში კარლო ფერომონტესთან მუსიკის რამდე-
ნიმე თეორიულ საკითხზე სასაუბროდ გაემგზავრა; აქ ლაპარაკი შეეხო
გარკვეული პერიოდის ხის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე, და მან თავის მე-
გობარს სთხოვა, ეჩვენებინა მონტეპორტის ინსტრუმენტთა კოლექცია.
რამდენიმე დარბაზის დიდი ინტერესით შემოვლის შემდეგ, რომლებიც

447
სავსე იყო ორგანის მაგიდებით, არფებით, ბარბითებით, ფორტეპი-
ანოებით, ისინი მიადგნენ ერთ საწყობს, სადაც სკოლებისათვის ინ-
სტრუმენტები ინახებოდა. აქ კნეხტმა ასეთი პატარა ფლეიტებით სავსე
მთელი თარო ნახა და ერთს თვალიერება დაუწყო და მოსინჯა, მეგო-
ბარს ჰკითხა, თუ შეიძლებოდა ამ ფლეიტებიდან ერთი თან წაეღო.
კარლომ სიცილით მიუთითა, რომელიმე მოძებნეო, სიცილითვე ზედ
წარწერა გააკეთებინა, შემდეგ კი ზედმიწევნით ზუსტად აუხსნა ინ-
სტრუმენტის აგებულება, ხელში დაჭერა და დაკვრის ტექნიკა. კნეხტმა
მშვენიერი სათამაშო თან წაიყოლა და რადგანაც ეშჰოლცში ბიჭობის
დროიდან სწორი ფლეიტის შემდეგ არ დაუკრავს ჩასაბერ ინსტრუმენ-
ტზე, და რამდენჯერმე განიზრახა კიდეც, რომელიმეზე ისევ ესწავლა,
ამიტომ ზოგჯერ მასზე ვარჯიშობდა. გამების გვერდით ძველი მელო-
დიების რვეულითაც ისარგებლა, რაც ფერომონტემ დამწყებთათვის
გამოსცა, და შიგადაშიგ მაგისტრის ოთახიდან თუ მისი საძილე ოთა-
ხიდან ფლეიტის ნაზი, ტკბილი ჟღერა გარეთ აღწევდა ხოლმე, ამაში
იგი დახელოვნებული არ იყო, მაგრამ ზოგიერთი ქორალი და სიმღერა
დასაკრავად ისწავლა, და მალე ზეპირად იცოდა, რამდენიმე ტექ-
სტთან ერთადაც. ამ სიმღერებიდან ერთი ამოუტივტივდა თავში, ამ
დროს რომ მიესადაგებოდა, ლექსის რამდენიმე პწკარს თავისთვის ამ-
ბობდა:
მთელი სხეულით
გადაქანცული
მოსასვენებლად
დაბლა დავეშვი,
მაგრამ წამოვდექ.
ძალა მომეცა,
ზეცას ავხედე,
შვებით, იმედით.
შემდეგ ინსტრუმენტი ბაგეებთან ახლოს მიიტანა და მელოდია ჩაჰ-
ბერა, ნაზად მბრწყინავ სივრცეს გაჰყურებდა შორეულ მაღალ მთების-
კენ, ისმოდა მხიარული, ღვთისმოყვარული სიმღერა ფლეიტის ტკბი-
ლი ტონის ჟღერადობით და ზევით მიიწევდა და თვითონაც ცასთან,

448
მთებთან, სიმღერასა და დღესთან ერთად შერწყმულად და საამოდ
გრძნობდა თავს. კმაყოფილებით შეიგრძნობდა თითებით პრიალა,
მრგვალ ხეს და დაფიქრდა, რომ სხეულის შესამოსელის გარდა პატა-
რა ფლეიტა ერთადერთი ნივთი იყო, რაც კი მას ებადა, რაც ნებადარ-
თული ჰქონდა, ვალდცელიდან წამოეღო. წლების მანძილზე რაღაც შე-
უგროვდა, რაც მეტ-ნაკლებად პიროვნულ თვისებას გამოხატავდა,
უპირველეს ყოვლისა, ჩანიშვნები, ამონაწერთა რვეულები და ამდაგ-
ვარი. ყველაფერი იქვე დატოვა, რომ თამაშის სოფელს საჭიროებისა-
მებრ გამოეყენებინა. ფლეიტა კი თან წამოიღო და გახარებული იყო
ამით, რაც მისი მოგზაურობის მოკრძალებული და საყვარელი ამხანა-
გივით იყო.
მეორე დღეს მოგზაური უკვე დედაქალაქში, დეზინიორის სახლში
აღმოჩნდა. პლინიო დაბლა კიბეზე შეეგება და აღელვებით მოეხვია.
„მონატრებითა და დარდით მოგელოდით, – წამოიძახა მან, – შენ დი-
დი ნაბიჯი გადმოდგი, მეგობარო, რამაც შეიძლება ჩვენ ყველას კარგი
მოგვიტანოს, მაგრამ შენ თუ გამოგიშვებდნენ, ამას არასოდეს დავიჯე-
რებდი!“
კნეხტს გაეცინა. „ხომ ხედავ, რომ აქ ვარ. მაგრამ ამაზე სხვა დროს
მოგიყვები. ახლა, პირველად, ჩემს მოწაფეს მინდა მივესალმო და ცხა-
დია, შენს მეუღლესაც და ყველაფერზე მოგელაპარაკოთ, თუ როგორ
გვინდა ჩემი ახალი სამსახურის მოწყობა. ცნობისმოყვარეობა მჭირს
და მინდა მალევე მოვაგვარო“.
პლინიომ მოახლეს მოუხმო და დაავალა, ახლავე მისი ვაჟი მოეყ-
ვანა.
„ახალგაზრდა ბატონი?“ იკითხა მან აშკარა გაოცებით, და შემდეგ
სწრაფადვე გაიქცა აქედან, ის-ის იყო სახლის ბატონი თავის მეგობარს
სასტუმრო ოთახში შეუძღვა, და მას ბეჯითად მოახსენებდა, თუ როგორ
მოიფიქრა წინასწარ და მოამზადა ყველაფერი კნეხტის ჩამოსვლი-
სათვის და ახალგაზრდა ტიტოსთან ერთად მისი ცხოვრებისათვის და
ყველაფერი, კნეხტის სურვილისამებრ მოაწყობინა; ტიტოს დედამ ამ
სურვილებს რამდენადმე წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ შემდეგ თვი-
თონაც დასთანხმდა, ისინი მთებში, ტბასთან ლამაზად შერწყმულ, პა-

449
ტარა სააგარაკო სახლს ფლობდნენ, ბელპუნტი რომ ერქვა. კნეხტს
პირველად იქ უნდა ეცხოვრა თავის აღსაზრდელთან ერთად. მოხუცი,
მოახლე მოემსახურებოდა მათ. ამ დღეებისთვის ყველაფრის მოსაგ-
ვარებლად ის უკვე იქ გამგზავრებულიყო: მართლაც ეს მხოლოდ მოკ-
ლე დროით გაჩერება იქნება, ალბათ ზამთრის დადგომამდე, მაგრამ
სწორედ ამ პირველი პერიოდისათვის, ასეთი დაშორებისათვის არის
საჭირო. მისთვის სასიამოვნო ისიც იქნება, რომ ტიტო მთებსა და ბელ-
პუნტის იმ სახლს შეეჩვევა და გაუშინაურდება ისე, რომ ზემოთ, იქ ყოფ-
ნა სიხარულს მიანიჭებს და სხვა საწინააღმდეგო სურვილი აღარ გაუჩ-
ნდება. დეზინიორის გაახსენდა, რომ სახლისა და იმ მხარის ფოტოსუ-
რათების ალბომი აქვს; მან კნეხტი თავის სამუშაო ოთახში შეიყვანა,
და გულმოდგინედ მოძებნა ფოტოები, ხოლო როცა იპოვა და გახსნა,
სტუმარს სახლი აჩვენა და აღწერა: გლეხის ოთახი, ღუმელი კაფელში,
ტალავარები, ტბაზე საბანაო ადგილი, შადრევანი.
„მოგწონს? – ჩაძიებით ჩაეკითხა, – იქ კარგად იგრძნობ თავს?“
„რატომაც არა? – უთხრა კნეხტმა დამყოლად, – მაგრამ ტიტოსად
არის? კარგა დრო გავიდა, რაც დასაძახებლად გაუშვი კაცი“.
ისინი სხვადასხვა ამბებზე კიდევ ცოტა ხანს ლაპარაკობდნენ. შემ-
დეგ გარედან ნაბიჯების ხმა მოისმა, კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა,
მაგრამ ეს არც ტიტო იყო და არც მისი გაგზავნილი მსახური. ეს ტიტოს
დედა, ქალბატონი დეზინიორი გახლდათ. კნეხტი მისასალმებლად წა-
მოიმართა, ქალმა ხელი გაუწოდა და ოდნავ ნაძალადევი მეგობრუ-
ლობით გაუღიმა, იმ დროს მან დაინახა, რომ ამ ზრდილობიანი ღიმი-
ლის უკან დარდისა და სიბრაზის გამოხატულება იმალებოდა. მან რამ-
დენიმე სიტყვით კეთილი მობრძანება უსურვა; იგი თავის ქმარს მიუბ-
რუნდა და ამაფორიაქებელი ამბის თქმით თავი შეიმსუბუქა, ასე რომ
აწვა გულზე.
„მართლაც შევწუხდი – წამოიძახა მან – წარმოიდგინე, ბიჭი გაუჩი-
ნარდა და არსად ჩანს“.
„ჰო, სახლიდან გავიდა, – ამშვიდებდა პლინიო, – მოვა მალე“.
„სამწუხაროდ, ეს არაა სწორი, – უთხრა მეუღლემ – დღეს დილიდან
წასულია, ადრევე შევამჩნიე“.

450
„და მე ახლა რატომ ვიგებ?“
„იმიტომ, რომ მის დაბრუნებას ყოველ წუთს ველოდი და თანაც შე-
ნი აღელვება ამაოდ არ მინდოდა. თავიდან რაღაც ცუდზე სულაც არ
ვფიქრობდი, მეგონა, სასეირნოდ წავიდა. სადილზე მაგიდასთან არ
მოსულხარ, თორემ შუადღეზევე გაიგებდი. ჩემს თავს იმასაც ვეუბნე-
ბოდი, ეს მისი მხრიდან უზრდელობაა, ასე დიდხანს რომ მალოდინებს.
მაგრამ ეს ასე არ ყოფილა“.
„ერთი შეკითხვის ნება მომეცით, – თქვა კნეხტმა – ყმაწვილმა ხომ
იცოდა ჩემი ახლანდელი ჩამოსვლის ამბავი და თქვენი განზრახვები
მასთან და ჩემთან დაკავშირებით?“
„ცხადია, ბატონო მაგისტრო, და თითქოს კმაყოფილიც ჩანდა, მაგ-
რამ ამ განზრახვებით მეტად ნასიამოვნები მაინც არ ყოფილა, თქვენი
მასწავლებლობის გამო ჰგონია ალბათ, თითქოს ისევ ახალ სკოლაში
აგზავნიან“.
„კარგი, – გაიფიქრა კნეხტმა – მაშინ ყველაფერი კარგადაა, თქვე-
ნი ვაჟი, სინიორა, მეტად დიდ თავისუფლებას არის მიჩვეული, განსა-
კუთრებით ამ უკანასკნელ დროს, და მისი აზრი აღმზრდელსა და დი-
დაქტიკოსზე მისახვედრია, უფრო ფატალურია, და ამ წუთში, ვიდრე
ახალ მასწავლებელს ჩაბარდება, თავს უშველა და აქედან გააღწია,
ნაკლებად საიმედოა, თავის ბედს გაექცეს, ანდა იმას ფიქრობდეს,
დროის გადავადებით არაფერს დავკარგავო. და გარდა ამისა, სავა-
რაუდოდ, სურდა მშობლებისა და აყვანილი სკოლის მაისტერისთვის
პატარა უსიამოვნება მიეყენებინა, და სიჯიუტე მთელი სამყაროს მი-
მართ უფროსებისა და მასწავლებლების წინაშე გამოეხატა“.
დეზინიორის ეამა, რომ კნეხტმა შემთხვევა ნაკლებ ტრაგიკულად
მიიღო. თავად კი დარდმა და შფოთმა მოიცვა, მის მოსიყვარულე
გულს ვაჟის ყოველგვარი საზიანო საქციელი შესაძლებლად მიაჩნდა.
იქნებ ფიქრობდა და ყველაფერ სერიოზულს გაურბოდა, იქნებ იმასაც
გაივლებდა გულში, თავს არაფერი დააწიოსო. აჰ, ყველაფერი, ახლა
უნდა ზღვეულიყო, სწორედ ამ წუთშიც, როცა აღზრდის გაუმჯობესებას
იმედოვნებდნენ.

451
კნეხტის რჩევაზე მან მიუთითა, რომ რაღაც ხდება, რაღაცაშია საქ-
მე: თავს უუნაროდ გრძნობდა საიმისოდ, რომ დარტყმა ტკივილითა
და უმოქმედობით მიეღო, მოუთმენლობამ და ნერვიულმა მღელვარე-
ბამ იმძლავრა მასში, რაც მის მეგობარს მეტად არ მოეწონა. მაშინ ასე
გადაწყვიტეს, გაეგზავნათ შიკრიკი იმ რამდენიმე სახლში, სადაც ტი-
ტო თავის ტოლ-ამხანაგებთან დაიარებოდა. კნეხტს გაუხარდა, როცა
ქალბატონი დეზინიორი ამის მოსაგვარებლად წავიდა, და მეგობარი
მასთან მარტო დარჩა.
„პლინიო, – უთხრა მან,– შენ ისეთი სახე გაქვს, თითქოს შენი ვაჟი
მკვდარი შემოეტანოთ სახლში. ის პატარა ბიჭი აღარ არის და არც მან-
ქანას შეუვარდება ქვეშ და არც შმაგას შეჭამს. ანუ, თავი ხელში აიყვა-
ნე, საყვარელო. რადგან შენი ვაჟი აქ არ არის, ნება მომეცი, ერთი წუ-
თით სკოლაში მის ადგილზე შენ მიგიღო. მე ერთი თვალის შევლებით
დავინახე, რომ ამ წუთისათვის მაინცდამაინც არ ხარ კარგ ფორმაში;
როცა ათლეტი მოულოდნელ დარტყმას განიცდის, ანდა მოწინააღ-
მდეგეს ერკინება, მისი კუნთები თავისთავად საჭირო მოძრაობებშია,
დაიჭიმება ან მოდუნდება, და ეს ეხმარება, რომ მდგომარეობა შეინარ-
ჩუნოს. ამ წუთში, მოწაფე პლინიო, როცა შენ დარტყმას იღებ, – ანდა
რაც გადაჭარბებულად დარტყმასავით შეგხვდება, – თავის არიდების
პირველი საშუალება უნდა გამოიყენო სულიერი შემოტევებისას და
ნელ-ნელა გულმოდგინედ დაეუფლო სუნთქვას. ამის ნაცვლად, მსა-
ხიობივით ამოისუნთქე, დაბნეულობა რომ გამოგეხატა, ამ ცოდნით შენ
კარგად არ ხარ შეიარაღებული. თქვენ ერისკაცები ტკივილსა და წუ-
ხილს ძალზე განსაკუთრებულად შეხვდებით ხოლმე. ამას აქვს რაღაც
უმწეო და გულში ჩამწვდომი, და ზოგჯერ რაღაც დიდებულიც არის, რო-
ცა საქმე ნაღდ განცდებს ეხება და ტანჯვას აზრი აქვს. მაგრამ თავდაც-
ვის წყნარ საშუალებად ყოველდღიურობაში არ გამოდგება; მე ვიზრუ-
ნებ, რომ შენი ვაჟი მართლაც საუკეთესოდ აღიჭურვოს და გამოცდი-
ლების გამოყენება შეძლოს, როცა დასჭირდება. ახლა პლინიო, კეთი-
ლი ინებე და რამდენიმე სავარჯიშო ჩემთან ერთად გააკეთე, რომ და-
ვინახო, ყველაფერი უკვე შეისწავლე თუ არა“.

452
სუნთქვითი სავარჯიშოებით, რომელთა შესასრულებლად ის რიტ-
მულად აძლევდა მკაცრ ბრძანებებს, მეგობარს თვითგაწამება თავი-
დან ააშორა განკურნების მიზნით და შემდეგ ხალისიანადაც ნახა, გო-
ნების ძალისხმევით შიშისა და დარდის გაღვივებას კვლავ წინააღ-
მდეგობას უწევდა. ისინი ტიტოს ოთახში ავიდნენ, დიდი სიამოვნებით
ათვალიერებდა კნეხტი ყმაწვილის ერთმანეთში არეულ ნივთებს, მან
ხელი წაატანა საწოლთან მდგარ პატარა მაგიდაზე ერთ წიგნს, დაინა-
ხა შიგნით ჩადებული პატარა ქაღალდი წინ წამოწეულიყო, რაც გაუჩი-
ნარებული ტიტოს შეტყობინების ბარათი იყო. დეზინიორის ფურცელი
გაუწოდა და გაიცინა და მასაც ისევ გაუბრწყინდა სახე. ბარათში ტიტო
მშობლებს აგებინებდა, რომ ადრიან დილით წამოხტა და მთებში გა-
ემგზავრა, სადაც ბელპუნტში ახალ მასწავლებელს მოელის. შესაძ-
ლოა, ამ პატარა სიამოვნებას დახარბდა, ვიდრე მისი თავისუფლება
კვლავ სასტიკად შეიზღუდება, ამის გამოა, რომ მას წინააღმდეგობრი-
ვი ნებასურვილი გააჩნია, რაც ვერ გადაულახავს. ეს მშვენიერი პატა-
რა მგზავრობა მასწავლებლის თანხლებით დაემგვანებოდა ზედამ-
ხედველისა და დატყვევებულის გამგზავრებას.
„კარგი, გასაგებია, – დაფიქრებით თქვა კნეხტმა. – მაშინ ხვალ მას-
თან წავალ და უკვე შენს აგარაკზე ვნახავ. ახლა კი, პირველ რიგში,
შენს მეუღლეს გააგებინე ეს ამბავი“.
დარჩენილი დღე სახლში მხიარული და მოსვენებული განწყობით
მიდიოდა. ამ საღამოს კნეხტმა პლინიოს დაჟინებული თხოვნით, მეგო-
ბარს მოკლედ უამბო ბოლო დღეების მოვლენებზე და, კერძოდ, ორივე
საუბარი მაგისტრ ალექსანდერთან. იმ საღამოსვე მან პატარა ფურ-
ცელზე გასაოცარი ლექსი შეთხზა, რაც დღეს ხელთ აქვს ტიტო დეზინი-
ორის. აი რაშია საქმე, საქმე შემდეგნაირადაა.
სახლის უფროსმა ის ვახშმის წინ ერთი საათით მარტო დატოვა.
კნეხტმა ერთი ძველი წიგნებით სავსე კარადა დაინახა, რამაც ცნობის-
წადილი გაუღვიძა. ესეც ხომ სიამოვნება იყო, რაც მრავალი წელია
თავშეკავებით დაივიწყა და თითქმის აღარც ახსოვდა, და რამაც ახლა
შინაგანად სტუდენტობის წლები მოაგონა. უცნობ წიგნებთან დგომა,
ალალბედზე თავის ჩარგვა და ამა თუ იმ წიგნის მიგნება, რომლის მო-

453
ოქროსფრება თუ ავტორის სახელი, ფორმატი თუ ტყავის ფერი რაღაც
იდუმალს პირდებოდა. გატაცებით გადაავლო თვალი წიგნის ყუაზე სა-
თაურებს და დაადგინა, რომ მის თვალწინ მხოლოდ XIX და XX საუკუ-
ნეების მხატვრული ლიტერატურა იყო. ბოლოს გამოიღო გაფერმკრთა-
ლებული, მატერიაგადაკრული ერთი ტომი, რომლის სათაურმაც –
„ბრაჰმანის სიბრძნე“ მიიზიდა. პირველად ფეხზე მდგომარე, შემდეგ
კი დამჯდარი ფურცლავდა წიგნს, რაც ასობით დასამოძღვრავ ლექსს
შეიცავდა, ერთმანეთს კურიოზულად მიჰყვებოდა დამრიგებლური დი-
ალოგები და ნამდვილი სიბრძნე, ფილისტერობისა და ნაღდი პოეტუ-
რობის სული, ამ განსაკუთრებულსა და გულში ჩამწვდომ წიგნს, ასე ეჩ-
ვენებოდა, არავითარ შემთხვევაში, ეზოთერიზმი არ უნდა კლებოდა,
მაგრამ ის უხეშ პროზაულ გარსში იმალებოდა.
შიგნით ის უნატიფესი ლექსები კი არ იყო, რომელშიც ნამდვილად
დიდაქტიკა და სიბრძნე ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფვოდა, არამედ
აქ გამოხატულებას პოვებდა პოეტის ხასიათი, სიყვარულის უნარი, პა-
ტიოსნება, ადამიანთა სიყვარული, მოქალაქეობრივი პათოსი. იმ ხნის
განმავლობაში, როცა იგი მოწიწებითა და სიხარულით წიგნში შეღწე-
ვას ცდილობდა, ერთი ლექსი მოხვდა თვალში, რომელიც კმაყოფილე-
ბითა და ხალისით მიიღო შინაგანად და თან ღიმილით კითხულობდა,
თითქოს საკუთრივ ამ დღისთვის იყო გამოგზავნილი. ის ასე ჟღერდა:

ვხედავთ ჩვენს დღეებს, დღეებს ერთგულებს, მირბიან მყისვე,


რამე ძვირფასს რომ სიმწიფის პირზე მიაგნონ იქნებ:
ბაღში იშვიათ მცენარეს ვუვლით, ვრწყავთ და ვახარებთ,
სანუკვარ ყრმას ვზრდით და წიგნს პატარას შევთხზავთ და ვტო-
ვებთ.

მან საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო, პატარა ქაღალდის ფურცელს


ძებნა დაუწყო და იპოვნა, რაზედაც ლექსი გადაწერა. მოგვიანებით
პლინიოს აჩვენა და თან დასძინა: „ლექსი მომეწონა, რაღაც უჩვეულო
რამ გააჩნია: ისე მშრალია, მაგრამ იმავდროს შინაგანი! და ზუსტად მე-
სადაგება მე და ჩემს აწინდელ მდგომარეობასა და განწყობას. თუ მე-

454
ბაღე არ ვარ და ჩემი დღეების მიძღვნა არ მსურს ერთი განსაკუთრებუ-
ლი მცენარის მოვლისათვის, მასწავლებელი და აღმზრდელი ხომ ვარ
ჩემი დავალების შესრულების გზაზე, კერძოდ, მე ხომ ბავშვის აღზრდა
მსურს, როგორ მახარებს ეს ამბავი! მაგრამ რაც შეეხება ამ ლექსის ავ-
ტორს, პოეტ რუკერტს, სავარაუდოდ, ამ სამის კეთილშობილი გატაცე-
ბა ყველასი ერთია: მებაღის, აღმზრდელისა და პოეტის; სწორედ ეს
იჭერს მასთან პირველ ადგილს, ბოლოში ამას მნიშვნელოვან ადგილ-
ზე აყენებს და ძალზე შეყვარებულია ამ მწველ განცდაში, ისე სათუთ-
დება, რომ წიგნს პატარა წიგნად იხსენიებს, როგორ ამაღელვებელია
ეს!“
პლინიოს გაეცინა. „ვინ იცის, – ფიქრობს, – მოხდენილი კნინობითი
ფორმა მხოლოდ რითმის გამოყვანის ფანდია, როცა ამ ადგილზე ერ-
თმარცვლოვანის ნაცვლად ორმარცვლოვანი სიტყვა უნდა იყოს“.
„არ გვინდა ამის დაუფასებლობა, – იცავდა კნეხტი, – კაცი, ვინც თა-
ვის სიცოცხლეში ათი ათასობით ლექსის პწკარი შექმნა, ერთი საბრა-
ლო მეტრული გაჭირვება არ ექნებოდა ალბათ, არა, მომისმინე აქეთ,
რა სათუთად და ოდნავ დარცხვენითაც ჟღერს: „და წიგნს პატარას შევ-
თხზავთ და ვტოვებთ!“ იქნებ მარტო სიყვარულიც არაა, რამაც წიგნი
პატარა წიგნად აქცია, იქნებ გასალამაზებლად და შესარიგებლადაა
ჩაფიქრებული. იქნებ მართლაც ეს პოეტი მთელი არსებით იყო გატაცე-
ბული თავისი საქმიანობით, რომ თავად ხანდახან მიდრეკილებას
იჩენდა წიგნები შეეთხზა, და ამას როგორც ვნებასა და ნაკლს ისე შე-
იგრძნობდა. მაშინ სიტყვას „პატარა წიგნი“ არა მხოლოდ საყვარელი
აზრი და ჟღერადობა ექნებოდა, არამედ შელამაზებული, სიტყვაწარ-
მოებული, მოსაბოდიშებელიც, რასაც მოთამაშე გაიფიქრებს, როცა
თამაშში კი არა, არამედ რაღაც „პატარა თამაშში“ იწვევს ვინმეს, ანდა
მსმელი კაცი, როცა იგი დამატებით ლუდის ერთ პატარა ჭიქას ანდა
პატარა კათხას კიდევ თხოულობს. ეს ხომ ვარაუდებია, ყოველ შემ-
თხვევაში მომღერალს ბავშვისადმი, რომლის აღზრდაც მას სურს, და
პოეტს წიგნისადმი, რომლის შეთხზვაც მას განუზრახავს, ჩემს სრულ
თანხმობასა და თანაგრძნობას ვუცხადებ, რამეთუ არა მარტო აღ-
ზრდის სურვილის განცდა არის ნაცნობი, არა, პატარა წიგნის წერაც გა-

455
ტაცებაა, და ეს ჩემთვის სრულებით არაა შორეული. ახლა, როცა სამ-
სახურიდან განვთავისუფლდი, კვლავ რაღაც ფრიად მაცდუნებელი
აზრი გამაჩნია; ერთხელ მოცალეობისა და კარგი გუნება-განწყობის
ჟამს წიგნი მინდა შევთხზა, პატარა წიგნი, პატარა ნაწარმოები მეგო-
ბართა და თანამოაზრეთათვის“.
– რის თაობაზე? – ჰკითხა დეზინიორიმ ცნობისმოყვარედ. – აჰ, სულ
ერთია, ჯერ საგანი არ ამირჩევია. ეს ჩემთვის საბაბი იქნება, ჩავერთო
და ბედნიერება ვპოვო, დიდი დრო უნდა მქონდეს. რა იქნება საამისო
ბიძგის მომცემი, საჭირო ტონი, მართებული შუალედი მოკრძალებასა
და ნდობას შორის, სერიოზულობასა და თამაშს შორის, ტონი არა და-
მოძღვრის, არამედ მეგობრული გაზიარებისა და ამა თუ იმ საკითხზე
შეხედულების შესახებ, როგორც მე მგონია, რომ გავიგე და ვისწავლე;
გადმოცემის ის სახე, როგორც ფრიდრიჰ რუკერტი თავის ლექსებში ერ-
თმანეთში ურევს დამოძღვრასა და ფიქრს, აზრის გაზიარებასა და ბევ-
რის თქმას, ასეთი არ იქნება ჩემი, მაგრამ რაღაც ამგვარზე სიყვარუ-
ლით მელაპარაკება, ის პიროვნულია, მაგრამ მაინც არა თვითნებური,
მოთამაშეა და მაინც მყარ წესრიგს უკავშირდება და ეფუძნება, მე ეს
მომწონს. მაგრამ, ამჯერად პატარა წიგნის დაწერის სიხარულისა და
პრობლემების დრო არა მაქვს, მე სხვა რაღაცისათვის ვემზადები, მაგ-
რამ მოგვიანებით, ერთხელაც, ასე ვფიქრობ, იმის ბედნიერება მექნე-
ბა, რომ ჩემმა საავტორო შემოქმედებამ აყვავებას მიაღწიოს, როგო-
რადაც ამას წინასწარ ვხედავ, სახალისოდ, მაგრამ გულმოდგინედ სა-
კითხების დასმა და მათი გაშუქება, არა მხოლოდ მარტოსული ადამია-
ნის სიამოვნებას წარმოადგენს, არამედ მუდამ რამდენიმე კარგი მე-
გობრისა და მკითხველისთვისაც არის გამიზნული“.
მეორე დილით კნეხტი ბელპუნტისაკენ გაეშურა. დეზინიორიმ გუ-
შინ აუხსნა, მისი იქამდე მიცილება სურდა, რაც გადაჭრით იუარა და,
როცა კიდევ ერთი სიტყვის თქმაც კი ზედმეტად გაბედა, თითქმის შე-
უყვირა:
„ყმაწვილს, – მოკლედ მოუჭრა, – საკმაო საფიქრალი ექნება, რომ
ახალ ფატალურ მასწავლებელს შეხვდეს და ყველაფერი გადაამუშა-

456
ოს, ჩვენ ნება არა გვაქვს მამის მზერაზეც გადავატანინოთ ყურადღება,
ვინც ახლა სწორედ სიტუაციას დაამძიმებს“.
სექტემბრის სისხამ დილას, იმ დროს, როცა იგი პლინიოს დაქირა-
ვებული სამგზავრო მანქანით მიემგზავრებოდა, გუშინდელი კარგი
სამგზავრო განწყობა დაუბრუნდა. მძღოლს ხშირად ესაუბრებოდა,
ხანდახან შეაჩერებინებდა, ანდა ნელა წააყვანინებდა, როცა ბუნება
მიიზიდავდა, რამდენიმეჯერ პატარა ფლეიტაზეც დაუკრა. ეს იყო ლა-
მაზი და დამძაბველი მგზავრობა, ბარში მდებარე დედაქალაქიდან
მთიანეთისა და შემდეგ მაღალი მთებისკენ, თანაც ზაფხული იწურებო-
და და ბოლო დღეები თანდათან შემოდგომისკენ იხრებოდა. შუად-
ღისთვის დიდ მოსახვევებში უკანასკნელი დიდი ასვლა დაიწყო, უკვე
გაიშვიათდა წიწვნარი, კლდეებს შორის ქაფიანი მთის ნაკადულები
მოჩუხჩუხებდნენ. გზა ხიდებს გადაივლიდა და მარტო მდგომ, მკვიდრ
გალავანშემოვლებულ, პატარა სარკმლიან ეზო-კარმიდამოებს ჩამოი-
ტოვებდა და ქვიან, მუდამ მკაცრდა უსწორმასწორო მთიან მხარეში
სიმკაცრე და სერიოზულობა გამეფებულიყო, სადაც მრავალი პატარა
ყვავილთა მდელო, სამოთხესავით, კიდევ უფრო საყვარლად ჰყვა-
ოდა.
სოფლის პატარა სახლი, რომელსაც ბოლოს მიაღწიეს, მთის ტბას-
თან იდგა ნაცრისფერ კლდეებში ჩამალული, რომლისგანაც ძლივს თუ
გამოიყოფოდა. მისი შეხედვისას მგზავრმა ამ ნაგებობის იერის სიმ-
კაცრე და წყვდიადი შეიგრძნო, ამ სასტიკ მაღალმთიან ბუნებასთან
რომ შერწყმულიყო; მას მაშინვე მხიარულმა ღიმილმა გაუნათა სახე,
რადგან სახლის ღია კარში დაინახა, ვიღაც იდგა, ყმაწვილი ფერად
ქურთუკსა და მოკლე შარვალში, ეს კი მისი მოწაფე ტიტო უნდა ყოფი-
ლიყო, და თუმცა ამ გამოქცეულის გამო, მართლაცდა, სერიოზულად
არ შეწუხებულა, მაგრამ მაინც თავისუფლად და მადლიერად ამოისუნ-
თქა, რადგან ტიტო აქ იყო და მასწავლებელს სახლის ზღურბლზე მი-
ესალმა, ესე იგი, ყველაფერი რიგზე იყო, შეიძლება ამას რაიმე გართუ-
ლება მოჰყოლოდა, რის შესაძლებლობასაც იგი გზაში მუდამ მხედვე-
ლობაში იღებდა.

457
ბიჭი მის შესახვედრად გამოემართა, ღიმილითა და მეგობრულად
და ცოტაოდენ დარცხვენით, გადმოსვლაში მიეხმარა და თან უთხრა:
„ალბათ, ცუდი არ ყოფილა, მარტო რომ გამგზავრეთ“. და ვიდრე კნეხ-
ტი პასუხს გასცემდა, ნდობით დაუმატა: „მგონია, თქვენ მიხვდით, რო-
გორ იყო ეს ჩაფიქრებული, თორემ, ცხადია, მამაჩემს წამოიყოლებ-
დით. კარგად რომ ჩამოვედი, უკვე გავაგებინე“.
კნეხტმა სიცილით ჩამოართვა ხელი და სახლში შეაყვანინა თავი,
სადაც მას მსახური ქალი მიესალმა, და ვინც მალევე საღამოს ვახშამ-
ზე დაუძახებდა. იგი დაჰყვა უჩვეულო მოთხოვნას და სუფრამდე ცო-
ტაოდენ დასასვენებლად წამოწვა, და მაშინღა მიხვდა, რომ მანქანით
მშვენიერმა მგზავრობამ საგრძნობლად დაღალა და გადაქანცა და იმ
დროს, როცა საღამოს თავის მოწაფესთან მუსაიფობდა და ტიტო მთის
ყვავილებისა და პეპლების კოლექციებს აჩვენებდა, კიდევ უფრო მო-
ერია დაღლილობა, ის კი არადა, რაღაც თავბრუსხვევაც იგრძნო, და
კიდევ ჯერ რომ არასოდეს დაჰმართნია, თავში სიცარიელე, ძლიერი
სისუსტე და არათანაბარი გულისცემა ეუცხოვა. მჯდომარე მაინც ტი-
ტოსთან დარჩა დაძინების დრომდე და თავს ძალას ატანდა, მისთვის
არაფერი შეემჩნევინებინა თავის უსიამოვნო მდგომარეობაზე. მოწაფე
გაოცებული იყო იმით, რომ მაგისტრი სიტყვას არ ძრავდა სკოლის
დაწყებაზე, გაკვეთილების ცხრილზე, ბოლო ნიშნების ფურცელზე და
ამგვარ საგნებზე, და როცა ტიტო შეეცადა იმის გაბედვას, რომ ეს კარ-
გი განწყობა გამოეყენებინა, ხვალ ადრიან დილისათვის დიდი გასე-
ირნება შესთავაზა, რათა მასწავლებლისთვის ახალი მიდამო გაეცნო,
და სტუმარმა წინადადება მეგობრულადაც მიიღო.
„მეც მოხარული ვიქნები ამ გასვლით, – დაუმატა კნეხტმა, – და მინ-
და ახლავე ერთი დახმარება გთხოვოთ. მცენარეთა კოლექციაზე
თქვენი დაკვირვებისას დავინახე, რომ მთის მცენარეებზე ჩემზე ბევ-
რად მეტი იცით, და ჩვენი ერთად ცხოვრების მიზანსაც ის შეადგენს,
სხვათა შორის, რომ ჩვენი ცოდნა გავცვალოთ და ერთმანეთს შევუდა-
როთ; დავიწყოთ ამით, რომ თქვენ ჩემი მცირე ბოტანიკური ცოდნა შე-
ამოწმოთ და ამ სფეროში მეც ოდნავ წინ წამწიოთ, ამაში მინდა მომეხ-
მაროთ“.

458
როცა მათ ერთმანეთს ღამე მშვიდობისა უსურვეს, ტიტო მეტად კმა-
ყოფილი იყო და ყველაფერი კარგად ესახებოდა. ისევ ძალიან მოეწო-
ნა ეს მაგისტრი კნეხტი. ისე რომ, მას მაღალფარდოვანი სიტყვები არ
სჭირდებოდა და სათნოებასა და სულიერ კეთილშობილებაზე და მის-
თანებზე ისე არ ლაპარაკობდა, როგორც სკოლის პროფესორები, დი-
დის ამბით რომ იქცეოდნენ ხოლმე. ამ მხიარულ, მეგობრულ კაცს თა-
ვის არსებასა და მეტყველებაში ჰქონდა რაღაც, რაც მოვალეობას
აკისრებდა თავის თავს და არისტოკრატულ, კეთილ, რაინდულ, მა-
ღალ მისწრაფებებსა და ძალებს ამჟღავნებდა. სასიამოვნო იქნებოდა
და დამსახურებაც, ნებისმიერ სკოლის მაისტერს უკან გაჰყოლოდა და
რაიმეში გამოეჭირა, მაგრამ ასეთ კაცს ამგვარი აზრები თავში სრულე-
ბით არ მოუვიდოდა. ის იყო – მაგრამ ვინ იყო და როგორი იყო? ტიტო
ამაზე დაფიქრდა, ის როგორიც იყო, უცხოს მოსწონდა და იმავდროს
პატივისცემას იწვევდა, და ხვდებოდა, რომ ეს მისი აზნაურება, წარჩი-
ნებულობა, ბატონობა იყო. ეს ის იყო, რაც მას ყველაზე მეტად იზიდავ-
და. ეს ბატონი კნეხტი წარჩინებული გახლდათ, იგი ბატონი, კეთილშო-
ბილი ადამიანი იყო, თუნდაც არავის მისი ოჯახი არ სცნობოდა და მა-
მამისი მეწაღეც რომ ყოფილიყო. იგი იყო კეთილშობილი და წარჩინე-
ბული, ვიდრე მამაკაცების უმეტესობა, ვისაც ტიტო იცნობდა, უფრო
წარჩინებულიც კი, ვიდრე მამამისია. ყმაწვილი, ვინც პატრიციულ გუ-
მანსა და ტრადიციებს თავის სახლში მეტად აფასებდა, მათგან ჩამო-
შორებას მამას არ აპატიებდა; აქ პირველად შეხვდა სულიერ, აღ-
ზრდილ არისტოკრატს, იმ ძალას, რომელსაც ბედნიერ პირობებში, გა-
რემოების მიხედვით, საოცრების მოხდენა შეეძლო; წინაპართა და თა-
ობათა მთელ რიგზე გადახტომით, ადამიანის ცხოვრების ფარგლებში
გლეხის ბავშვისაგან მაღალ არისტოკრატს შექმნიდა. ცეცხლოვან და
ამაყ ყმაწვილს ისეთი წინასწარი წარმოდგენა შეექმნა, თითქოს არის-
ტოკრატთა ამ სახეს სურდა მიკუთვნებოდა და მისთვის ემსახურა, და
ეს იქნებოდა მისი მხრიდან მოვალეობისა და პატივისცემის გამოხატუ-
ლება, და იქნებ ეს ყველაფერი აქ, ამ მასწავლებლის სახეში ვლინდე-
ბოდა და ხორციელდებოდა, ვინც ყველანაირი სინატიფითა და მეგობ-
რულობით მუდამ ბატონი ბრძანდებოდა, იქნებ თავისი ცხოვრების აზ-

459
რი მას დაუახლოვოს და მის წინაშე მიზნები დასახოს და გარკვეულო-
ბა შესძინოს.
კნეხტი მაშინვე დაწვა მას შემდეგ, რაც თავის ოთახში მიაცილეს,
თუმცა ერთი სული ჰქონდა, სასთუმალზე დაედო თავი. საღამომ საწუ-
ხარი შეუქმნა, უძნელდებოდა და ურთულდებოდა ახალგაზრდა კაცის
წინაშე ყოფნა, უეჭველია, ვინც მას კარგად აკვირდებოდა, მის გამო-
მეტყველებას, თავდაჭერასა და ხმას. თავს იმაგრებდა, რომ ყმაწვილი
ვერ ამჩნევდა მის თავისებურ, ამასობაში კიდევ მზარდ დაღლილობას,
უგუნებობას თუ ავადმყოფობას, მუდამ ხალისიანი იყო. ახლა კი ის უნ-
და შეხვედროდა ამ სიცარიელეს, ამ უსურველობას, ამ საშიშ თავბრუს-
ხვევის გრძნობას, ამ სიკვდილის პირამდე მიმყვან დაღლილობას, რო-
მელიც მოუსვენრობასაც იწვევდა, მაგრამ იგი ბატონი უნდა ყოფილი-
ყო. მოგვიანებით, შემდგომ, ამ ყველაფერს შეიცნობდა და გაიგებდა.
მეტად აღარ გაძნელებია, როგორც ის ფიქრობდა, იმ შემოსაზღვრულ
დროში მის ავადმყოფობას დღევანდელი მოგზაურობის გარდა სხვა
მიზეზი არ ჰქონია, რამაც იგი ასე მცირე დროში ვაკე ადგილიდან ალ-
ბათ ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე ამოიყვანა. ასეთ სიმაღლეზე გაჩე-
რება რამდენიმე პატარა ექსკურსიის დროს მას ადრეულ ახალგაზ-
რდობაში მოუხდა; მიუჩვეველმა, სწრაფმა ამოსვლამ ცუდად იმოქმე-
და. ალბათ არანაკლებ ერთი ან ორი დღე გაიტანჯებოდა ამ უსიამოვ-
ნებით და მეტი არ გაგრძელდებოდა, მართლაც, თორემ მაშინ მას ტი-
ტოსა და მოსამსახურესთან ერთად უკან დაბრუნება მოუწევდა. შემდეგ
პლინიოს გეგმა ამ კოხტა ბელპუნტზე სწორედაც ჩაიშლებოდა. სამწუ-
ხარო იქნებოდა, მაგრამ დიდი უბედურება არა.
ამ განსჯის შემდეგ ლოგინში ჩაწვა, მაგრამ ღამე ბევრი არ უძინია,
ნაწილობრივ ვალდცელთან გამომშვიდობების შემდეგ თავის მოგზაუ-
რობას ავლებდა თვალს, ნაწილობრივ გულისცემითა და შთაბეჭდი-
ლებებით გაღიზიანებული ნერვების დაწყნარებას ცდილობდა. თავის
მოწაფეზეც ბევრს ფიქრობდა კეთილი ნებით, მაგრამ გეგმების გარეშე;
ეგონა, უკეთესი იქნებოდა ამ კეთილშობილი, მაგრამ გაუხედნავი
კვიცის მხოლოდ კეთილი სურვილითა და მიჩვევით დამორჩილება.
ფიქრობდა ყმაწვილს თანდათან თავის ნიჭსა და ძალებს გავუცნობი-

460
ერებ, იმ კეთილშობილ ცნობისმოყვარეობასაც, და იმ არისტოკრატულ
უკმარობას დავაახლოვებ, რაც მეცნიერებებისადმი, სულისა და სილა-
მაზისადმი სიყვარულს ძალას აძლევსო. ამოცანა ლამაზად ესახებო-
და და მისი მოწაფეც წარმოადგენდა არა მხოლოდ ნებისმიერ ახალ-
გაზრდა ტალანტს, ვისაც აღვიძებენ და აყალიბებენ, არა ერთი გავლე-
ნიანი და შეძლებული პატრიციუსის ერთადერთ ვაჟიშვილს, არამედ
მომავალ ბატონს – ერთ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად თანამ-
გრძნობ ადამიანს, ვინც განსაზღვრული გახლდათ ხალხის, ქვეყნის მა-
გალითისა და ხელმძღვანელობისათვის. კასტალიას ამ ძველი ოჯა-
ხის – დეზინიორების წინაშე თითქოს ბრალიც ედებოდა; კასტალიამ
თავდაპირველად მასზე დაიმედებული, ამ ტიტოს მამა საკმარისად სა-
ფუძვლიანად ვერ აღზარდა. მან იგი თავის ძნელ პოზიციაში – სამყა-
როსა და სულს შორის ურთიერთობაში – საკმაოდ ვერ გააძლიერა და
ამიტომ ნიჭიერი და სიყვარულის ღირსი, ახალგაზრდა პლინიო არა
მარტო უბედური ადამიანი შეიქნა შეუფერებელი და ცუდად დაძლეუ-
ლი ცხოვრებისათვის, არამედ მისი ერთადერთი ვაჟიც დაზიანებულა
და მამის პრობლემად ქცეულა. აქ რაღაც იყო განსაკურნებელი და გა-
საუმჯობესებელი, თითქოს რაღაც ვალი იყო გადასახდელი, და მას სი-
ხარულს ჰგვრიდა, აზრიანად ეჩვენებოდა, და როგორც ჩანდა, დავა-
ლება სწორედ მას ერგო, ურჩსა და განდგომილს.
დილით, როცა მან სახლში გამოღვიძებული ცხოვრება იგრძნო, ად-
გა, საწოლთან აბაზანის ხალათი ნახა, მისთვის რომ დაედოთ გამზა-
დებული, რაც ღამის მსუბუქ ჩასაცმელზე მოირგო, და როგორც ტიტომ
საღამოს პირზე უჩვენა, სახლის უკანა კარიდან, ნახევრად ღია გასას-
ვლელში გავიდა, რაც სახლს სააბაზანოსა და ტბასთან აკავშირებდა.
მის წინ პატარა, მომწვანო-ნაცრისფერი, უძრავი ტბა მოჩანდა. იქი-
თა მხარეს მძაფრ და ცივ ჩრდილში ციცაბო, მაღალი, კლდოვანი ფლა-
ტე წვეტიანი ქიმებით ჰაეროვან, მომწვანო, გრილ დილის ცას ჭრიდა;
მაინც იგრძნობოდა ამ კლდოვან ნაპირზე უკვე ამოსული მზე, მისი შუქი
იქით-აქეთ ბრწყინავდა მახვილ კიდეებზე ოდნავი ანასხლეტებით, შე-
იძლებოდა კიდევ წუთები გაგრძელებულიყო, და მაშინ უკვე მთის დაკ-
ბილულ წვერზე მზე გამოანათებდა და ტბასა და მაღალ ხეობას სინათ-

461
ლე გადაეღვრებოდა; ყურადღებით, სერიოზულად განწყობილი ათვა-
ლიერებდა კნეხტი სურათს, რომლის სიწყნარე, სიმკაცრე და სილამა-
ზე მან როგორც უნდოდ, მაგრამ მაინც დამაფიქრებლად და გამაფ-
რთხილებლად აღიქვა; მან კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნო, ვიდრე
გუშინდელი მგზავრობისას მაღალმთიანი გარემოს სიმძიმე, სიგრილე
და დიდებული სიუცხოვე, რაც ადამიანს არ ეგებება, არ ეპატიჟება,
თითქმის უთმენს: და განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად ეჩვენე-
ბოდა, რომ მისმა პირველმა ნაბიჯმა სამყაროს ცხოვრების ახალ თავი-
სუფლებაში იგი სწორედ აქეთკენ, ამ წყნარსა და ცივ სიდიადეში მოიყ-
ვანა.
ტიტო საცურაო ტრუსებში გამოჩნდა, მან მაგისტრს ხელი გაუწოდა
და უთხრა, კლდეების პირდაპირ მიანიშნა: „თქვენ მოასწარით ამ
წუთს, მზე ახლაღა ამოვა. აჰ, რა მშვენიერება აქ, ზემოთ“. მეგობრუ-
ლად დაუკრა თავი კნეხტმა. მან დიდი ხანია იცოდა, რომ ტიტო ადრე
დგებოდა, მორბენალი, მოჭიდავე და მოგზაური იყო, პროტესტს გამო-
ხატავდა მამამისის მიშვებული, არაჯარისკაცულად მყუდრო გარემოე-
ბასა და ცხოვრების მანერის გამო, ამავე მიზეზით ღვინოსაც უგულე-
ბელყოფდა. ამ ჩვევებსა და მიდრეკილებებს კი, გარემოების მიხედ-
ვით, იგი მიჰყავდა ბუნების მოყვარე, მაგრამ სულიერების უარმყოფ ბი-
ჭის პოზამდე – გადაჭარბებისადმი მიდრეკილება ყველა დეზინიორი-
სათვის თანდაყოლილ თვისებად ჩანდა – კნეხტი კი ამას მიესალმებო-
და და გადაწყვიტა სპორტთან დამეგობრება ცეცხლოვანი ყმაწვილის
მოპოვებისა და მოდრეკის ერთ-ერთ საშუალებად ექცია. ეს იყო იმ
რამდენიმე საშუალებიდან ერთ-ერთი და სხვა არც ერთი იყო ყველაზე
მნიშვნელოვანი, მაგალითად, მუსიკა უფრო მეტად შორს წაგვიყვან-
და. ცხადია, არც იმაზე ფიქრობდა, ახალგაზრდა კაცს სხეულის ვარჯი-
შებით გატოლებოდა, ანდა სულაც მისთვის ეჯობნა. ამასთან ერთად
უბრალო ქმედება საკმარისი იქნებოდა, რათა ყმაწვილისათვის ეჩვე-
ნებინა, რომ მისი აღმზრდელი არც მხდალი და არც ოთახში გამოკეტი-
ლი ყოფილა.
ტიტომ დაძაბულად გადახედა ჩამუქებულ ციცაბო კლდეს, რომლის
უკანაც ცა დილის სინათლეზე ირწეოდა. ახლა კლდის უკანა მხარეს პა-

462
ტარა სხეულმა მაგრად გაიელვა, როგორც მოვარვარე და სწორედ
დნობაში მყოფმა ლითონმა, ციცაბო კლდე დარბილდა და უეცრად და-
დაბლდა კიდეც, დნებოდა და დაბლა ეშვებოდა, და მოვარვარე ადგი-
ლიდან დღის დამაბრმავებელი მნათობი გამოვიდა, მაშინვე განათდა
დედამიწა, სახლი, აბაზანა და აქეთა მხრის ტბის ნაპირი, და ორივე
ფიგურა ძლიერ გამოსხივებაში იდგა, მათ შუქის ნეტარი სითბო მაშინ-
ვე იგრძნეს. ბიჭმა, ავსებულმა ამ წუთის საზეიმო სილამაზით და თავი-
სი ახალგაზრდობისა და ძალის გამაბედნიერებელი გრძნობით, მკლა-
ვების რიტმული მოძრაობით კიდურები გამართა, რასაც მალე მთელი
სხეული მოჰყვა, რათა აღფრთოვანებულ ცეკვაში განთიადი ეზეიმა და
შინაგანი თანხმობა მის ირგვლივ რწევად და სხივოსან სტიქიებთან
გამოეხატა. მისი ნაბიჯები გამარჯვებული მზის შესახვედრად მის თაყ-
ვანსაცემად სიხარულით მიფრინავდნენ, მის წინაშე მოწიწებით უკან
იხევდა, გაშლილ მკლავებს ისევ გულთან მოჰქონდათ მთა, ტბა და ცა;
დაბლა დაჩოქილი ჩანდა დედამიწასთან, ხელების სიგანეზე, ტბის
წყლებს რომ თაყვანს სცემდა, თავის ახალგაზრდობას, თავის თავი-
სუფლებას, მის შინაგან მოგიზგიზე სიცოცხლის გრძნობას, როგორც სა-
ზეიმო სამსხვერპლო ძღვენს, ძალებს ისე მიართმევდა. მის ყავისფერ
მხრებს მზის შუქის ათინათი დასთამაშებდა, თვალები ნახევრად მო-
ეხუჭა დამაბრმავებლობის გამო, ნორჩი სახე ნიღაბივით გაშტერებუ-
ლიყო აღტაცებული და თითქმის ფანატიკური სერიოზულობის გამო-
მეტყველებით.
მაგისტრიც ჩაწვდა გათენების მოზეიმე სცენას, ამ ჭიუხების მდუმა-
რე სიმარტოვეს და გული შეეძრა, მაგრამ ამ სურათზე უფრო მეტად
ადამიანური მოვლენით დატყვევდა, – მის თვალწინ მისი მოსწავლის
ალიონისა და მზის მისასალმებელი საზეიმო ცეკვით, რომელიც ჯერ
ზრდადაუსრულებელ, გუნებებს აყოლილ ყმაწვილს, ღვთისმსახურებ-
რივ სერიოზულობაში ზეაღიტაცებდა და მის მაყურებელს თავის უღ-
რმეს და უკეთილშობილეს მიდრეკლებებს, ნიჭებსა და მონაცემებს
ერთ წუთში სწრაფად, სხივმფინარედ და საბურველების ჩამოცილე-
ბით უხსნიდა, ვით მზის გამოჩენა ხსნიდა და ანათებდა ამ ცივ ჩამუქე-
ბულ მთის ტბის მიდამოს. უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი მოეჩვენა

463
მას ახალგაზრდა ადამიანი, ვიდრე მანამდე ეგონა, მაგრამ უფრო
ძლიერი, მიუწვდომელი, სულიერებას დაშორებული, წარმართული. პა-
ნიკურად აღტყინებულის საზეიმო და სამსხვერპლო ცეკვა უფრო მეტს
ნიშნავდა მაშინ, ვიდრე ახალგაზრდა პლინიოს მჭევრმეტყველება და
ლექსები, ცეკვა მას რამდენიმე საფეხურით მაღლა სწევდა, მაგრამ უფ-
რო უცხოდ, მოუხელთებლად, მოწოდებისთვის მიუღწევლად წარმოა-
ჩენდა.
ბიჭი თავად ამ ენთუზიაზმით იყო განმსჭვალული ისე, რომ არ იცო-
და, რა ხდებოდა მის თავს. რაღაც არ იყო მისთვის უკვე ნაცნობი, უკვე
ნაცეკვი თუ ნაცადი ცეკვა, რომელსაც იგი ასრულებდა ახლა; ეს არ იყო
მისთვის უკვე მიმდინარე, მისი აღმოჩენილი მზისა და დილის ზეიმის
რიტუალი, და რაც ცოტა მოგვიანებით უნდა შეეცნო. ამ ცეკვაში და მის
მაგიურ შეპყრობილობაში წილი ჰქონდა არა მარტო მთის ჰაერს, მზეს,
დილას და თავისუფლების გრძნობას, არამედ არანაკლებ მის მომლო-
დინე გარდასახვასა და საფეხურს ახალგაზრდულ ცხოვრებაში, რაც
გამოვლენილი იყო მეგობრულ და პატივსაცემ მაგისტრის სახეში. მრა-
ვალი რამ შეეყარა ერთმანეთს ახალგაზრდა ტიტოს ბედსა და სულში
დილის ამ საათს, რათა ეს ხანი სხვა ათასების წინ მაღალი, საზეიმო
და კურთხეული გამოჩენილიყო. მან არ იცოდა, თუ რას აკეთებდა, ამას
იქმოდა კრიტიკისა და უნდობლობის გარეშე, რასაც ნეტარი წუთი მო-
ითხოვდა მისგან, ცეკვავდა თავისი მოკრძალებით, ევედრებოდა მზეს,
გატაცებული მოძრაობებითა და მიმიკებით თავის სიხარულს გამოხა-
ტავდა, თავის ცხოვრების რწმენას, თავის ღვთისმოსაობას და პატი-
ვისცემას აღიარებდა, თავი ამაყად ეჭირა თანაც და მზესა და ღმერ-
თებს ცეკვაში თავის ღვთისმოსავ სულს მსხვერპლად მიართმევდა და
უძღვნიდა და აგრეთვე გაოცებულსა და შემკრთალ, ბრძენსა და მუსი-
კოსს, საიდუმლოებით მოცული მხრიდან მოსულ მაგიური თამაშის მა-
გისტრს, მის მომავალ აღმზრდელსა და მეგობარსაც.
ეს ყველაფერი, იმავე ცისკარზე, რიჟრაჟისას, მხოლოდ წუთები
გრძელდებოდა. მონუსხული შეჰყურებდა კნეხტი საოცარ სცენას, სა-
დაც მოწაფე მის თვალწინ გარდაიქმნებოდა და საბურველს იცილებ-
და, ახალსა და უცხოს, სრულფასოვანსა და თავის არსებასთან

464
მსგავსს ეგებებოდა. ორივენი სახლსა და ფარდულს შორის ქვაფენი-
ლიან გასასვლელზე იდგნენ, აღმოსავლეთიდან მოსული სინათლის
სისავსეში იბანავეს და ეს-ესაა განცდილით გაოცებულნი და ღრმად
შეძრულნი იყვნენ, რომ ტიტომ ბოლო ნაბიჯი გააკეთა თავის ცეკვაში,
ბედნიერების სიმთვრალისგან გამოერკვა და მარტოდ თამაშით მო-
ხიბლული ცხოველივით გაჩერდა, შეამჩნია, ცალკე არ არის, რომ არა
მხოლოდ უჩვეულო რამ თავად განიცადა და ჩაიდინა, არამედ მაყურე-
ბელიც ჰყავდა, ელვისებური სისწრაფით მიჰყვა იგი პირველ გახსენე-
ბას, რაც საშუალებას აძლევდა მდგომარეობიდან გამოსულიყო, რაც
უეცრად რაღაც საშიშად და შემარცხვენლად შეიცნო, და ამ საოცარი
წუთების მომნუსხველობა ძლიერი გასარღვევი იყო, რამაც მთლიანად
ჩაიხვია და დასძლია. მისმა უასაკო ნიღაბივით მკაცრმა სახემ ახლა-
ღა მიიღო ბავშვური და რაღაც სულელური გამომეტყველება, როგორც
ღრმა ძილისგან მყისიერ გამოღვიძებულ სახეს ჩვევია; ერთხანს შეირ-
ხა, მუხლები ოდნავ მოხარა, მასწავლებელს სახეში სულელური გაოცე-
ბით შეხედა და უეცრად გაიმართა, თითქოს სწორედ ამწამს რაღაც
მნიშვნელოვანი, თითქოს უკვე გამორჩენილი გაახსენდა, მარჯვენა
მკლავი გამომხატველი მიმიკით გაჭიმა, ტბის გაღმა ნაპირზე მიუთი-
თა, სადაც ტბას სივრცის ნახევარზე ჯერ კიდევ დიდი ჩრდილი ადგა,
რასაც დილის სხივით იძულებული კლდოვანი მთა თანდათან სულ
ავიწროვებდა და ძირისკენ ეწეოდა.
„თუკი ძალიან სწრაფად გავცურავთ, – წამოიძახა ბავშვური დაბე-
ჯითებით, – მაშინ სწორედ მზეს დავასწრებთ მეორე ნაპირზე“.
ის-ის იყო სიტყვები წამოისროლა, მზესთან შეჯიბრში გაცურვის სა-
იდუმლო გაამჟღავნა, და ტიტო მაშინვე ძლიერი ნახტომით ტბაში თა-
ვით გადაეშვა, თითქოს უნდოდა, მალევე აქედან გამქრალიყო, რა ერ-
ქვა ამას გაბედულება თუ დარცხვენა, არ იცოდა, საკმარისად წინ წავი-
და და უკან მოტოვებული საზეიმო სცენა თავისი ამაღლებული მოქმე-
დებით დაივიწყა. წყალი ამოსკდა და ზედ ესხმოდა, რამდენიმე წუთის
მოგვიანებით თავი გამოუჩნდა, შემდეგ მხრები და მკლავები, და სწრა-
ფად დაშორებული ისევ მოჩანდა ცისფერ-მომწვანო სარკეზე.

465
აქ გამოსულ კნეხტს, აზრადაც არ მოსვლია, ებანავა და ეცურა, მის-
თვის მეტად გრილოდა და ნახევრად ავადმყოფურ მდგომარეობაში
გატარებული ღამის მერე კარგადაც ვერ გრძნობდა თავს. ახლა, მშვე-
ნიერ მზეში, ეს-ესაა ნანახით აღელვებული რომ იყო, ხვდებოდა, რომ
ამხანაგურად მიწვევა და თავისი აღსაზრდელის დაძახება რისკს მო-
ითხოვდა, რაც ნაკლებ შემაშინებლად მიაჩნდა. უპირველესად კი, ის
მაძრწუნებდა, რომ შეიძლებოდა ის, რაც ამ დილით ამ საათმა დაიწყო
და მას შეპირდა, კვლავ ჩაშვებულიყო და დაკარგულიყო თუ ახლა
ბიჭს მარტო გაუშვებდა და იმედს გაუცრუებდა, იმ დროს თუ იგი ცივი,
ფხიზელი გონიერებით ძალის მოსინჯვას უარყოფდა. მართლაც თავის
დაცვისა და სისუსტის გრძნობა აფრთხილებდა, რაც მთაში სწრაფი
მგზავრობისას განიცადა, მაგრამ იქნებ ეს ცუდად ყოფნა სწორედ იძუ-
ლებით უნდა დაეძლია და სასწრაფოდ დაეწყო მკაცრი მოქმედება. ძა-
ხილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გაფრთხილება, ნება – უფრო ძლიერი,
ვიდრე ინსტინქტი, სასწრაფოდ გაიძრო დღის მსუბუქი ხალათი,
ღრმად ჩაისუნთქა და იმავე ადგილიდან გადაეშვა წყალში, სადაც
მისმა მოწაფემ ჩაყვინთა.
ყინულოვანი წყლებით ნასაზრდოებმა ტბამ, თვით უთბილეს ზაფ-
ხულშიც კი მხოლოდ ძალზე გაკაჟებულებისთვის რომ იყო სასარგებ-
ლო, ყინულივით ცივად და დამსერავი მტრობით მიიღო, მალევე კან-
კალმა აიტანა, არა მარტო ამ საშინელი სიცივის გამო, რაც მას ირ-
გვლივ მოგიზგიზე ალებივით გარს ეკვროდა და მყის მძვინვარე ცეც-
ხლის ტალღებმა მის შიგნით შეაღწია; ამოყვინთვის შემდეგ სწრაფად-
ვე ჩაყვინთვა დაიწყო, კვლავ მიხვდა, მოცურავე ტიტო მისგან დიდად
შორს წასულიყო, გრძნობდა რაღაცას ყინულიანს, ველურს, მტრულს,
მწარედ რომ გაჟღენთილიყო და სჯეროდა, მანძილს შევამცირებო, რა-
თა ცურვაში შეჯიბრის მიზნით ებრძოლა, ყურადღებისა და ამხანაგო-
ბისათვის, ბიჭის გულისათვის; თითქოს უკვე სიკვდილს ებრძვისო, რო-
მელმაც იგი ამოარჩია და ბრძოლისთვის ხელი მოხვია, მთელი ძალე-
ბით მებრძოლი მას ეკვეთებოდა, ვიდრე გული უცემდა.
ახალგაზრდა მოცურავე ხშირად იხედებოდა უკან და კმაყოფილე-
ბით აღიქვამდა, რომ მაგისტრი მას წყალში უკან გაჰყვა. და კიდევ გა-

466
დაავლო თვალი, ვეღარ დაინახა მეორე, აფორიაქდა, იხედებოდა და
ეძახდა, მოსახმარებლად მობრუნდა და აჩქარდა. ვერ იპოვა და ჩაძი-
რულს ძებნა დაუწყო, ცურავდა, ყვინთავდა დიდხანს, ვიდრე მწარე სი-
ცივემ მასაც ძალები არ გამოაცალა; ბარბაცით, სუნთქვაშეკრულმა მი-
აღწია ხმელეთს, დაინახა, საბანაო ხალათი ნაპირზე ეგდო, აიღო და
მექანიკურად ტანისა და კიდურების გამშრალება დაიწყო, ვიდრე გა-
შეშებულ კანს ისევ სითბო არ შეეპარა. დაყრუებულივით მზეში ჩამოჯ-
და, ჩაშტერებოდა წყალს, რომლის გრილი, მოცისფრო-მწვანე მის-
თვის ახლა საოცრად ცარიელი, უცხო და ბოროტი ჩანდა, და უმწეობი-
თა და ღრმა მწუხარებით შეპყრობილიყო, ვიდრე სხეულის სისუსტემ
არ გაუარა, ცნობიერებაზე არ მოვიდა და მომხდარ ამბავზე შიში
კვლავ არ დაუბრუნდა.
ოჰ, ვაიმე, ფიქრობდა შეძრწუნებული, მე ვარ მის სიკვდილში დამ-
ნაშავე! და ახლაღა, როცა სიამაყეს ვეღარ შეინარჩუნებდა, წინააღ-
მდეგობის გაწევა აღარც იყო საჭირო, შემზარავად გრძნობდა გულში
ტკივილს, როგორ ჰყვარებია მას ეს კაცი უკვე. და იმ დროს, როცა იგი,
მიუხედავად ყველანაირი შეპასუხებისა, მაგისტრის სიკვდილში თა-
ნაბრალეულად გრძნობდა თავს, ნეტარი ცახცახით წარმოდგენა შეექ-
მნა, რომ ეს დანაშაული თვით მას და მის ცხოვრებას გარდაქმნის და
რომ მისგან უფრო დიდ რამეს მოითხოვს, ვიდრე იგი მანამდე თავის
თავს მოსთხოვდა.

467
იოზეფ კნეხტის დანატოვარი ნაწერები

468
მოწაფეობისა და სტუდენტობის ლექსები

469
სამდურავი

სავსე ცხოვრება ჩვენ არ გვებოძა, ჩვენ ვართ ნაკადი,


ვერთვით ხალისით, ყველა ფორმაში ჩავედინებით:
დღეში, ღამეში, გამოქვაბულში და დიდ ტაძარში,
სულ წინ მივიწევთ და წყურვილი გვკლავს ჩვენ არსებობის.

გარეგნულ სახეს მეორით შევცვლით, კვლავ გამოვხატავთ,


არც ერთი ხდება ჩვენი სამშობლო, არც ლხინი, ჭირი,
მივალთ, მივდივართ, გზაში ვართ მუდამ და სტუმრებს ვგავართ,
არ გვიხმობს ყანა, არც მიწის ხნული, ჩვენ არ გვზრდის პური.

რა განუზრახავს წინასწარ უფალს, ჩვენ ეს არ ვიცით,


თიხა უჭირავს, ძალას გვანიჭებს, გვძერწავს წადილით,
სწავლული წყნარი არ გაიცინებს, მაგრამ არც ცრემლს ღვრის,
აღარასოდეს ჩაიფერფლება ღვთის მიერ ქმნილი.

მოვა დრო-ჟამი, ქვად გავშეშდებით! მყის გაგრძელდება


სიცოცხლე მარად, რადგან ჩვენ გზნებით ვილტვით აქეთკენ,
და გვრჩება მუდმივ მხოლოდღა შიში და გაჟრჟოლება,
ჩვენს სავალ გზაზე აღარასოდეს არ შევისვენებთ.

470
შეთავაზება

გულუბრყვილონი, მარად ურყევნი,


ჩვენს ეჭვებს ვეღარ ეგუებიან,
გვიხსნიან, არის სამყარო ბრტყელი,
სიღრმის ამბავი მოგონილია.

კარგად ცნობილი იმ ორის გარდა,


რომ იყოს კიდევ განზომილება,
ვერვინ შეძლებდა უსაფრთხოდ ყოფნას,
ვერ იცხოვრებდა ის უდარდელად.

მშვიდობისათვის იქნებ მესამე


განზომილება ჩვენ უარგვეყო?!

და გულუბრყვილო რადგან მართლდება,


რომ საშიშია სიღრმეში ხედვა,
მაშ, მესამეზე ფიქრს ნუ გავბედავთ.

471
მაგრამ მალულად გვწყურია მაინც..

ნაზ ცეკვასავით ამაღლებული და მიმზიდველი


წარმოჩინდება ჩვენი ცხოვრება, ვით ფერიების
არაბესკები – სწრაფი ტრიალი არაფრის ირგვლივ,
რასაც ვამსხვერპლეთ არსებობა და დრო ახლანდელი.

შიგნით ჩაწვდომა და მისით სუნთქვა, სუფთა ხმაწყობა,


ჩვენს ოცნებათა მშვენიერების იმ ტკბილ თამაშში,
უფრო ღრმად, მიღმა მხიარულების, ის ლტოლვა ღვივის,
გვიხმობს თავისკენ ღამე და სისხლი, და ველურობა.

ის ცარიელში ფუჭად ტრიალებს, არის მორჩილი,


თავისუფალი, თამაშისთვის მზაობს ცხოვრება,
მაინც მალულად გვწყურია ისევ ჭეშმარიტება,
ჩასახვა, შობა, ვნება, ტკივილი და თვით სიკვდილი.

472
ასოები

დრო როცა დგება, შესაბამისად კალამს ავიღებთ,


და ასო-ნიშნებს ჩვენ გამოვხატავთ სუფთა ქაღალდზე:
რას არ მოგვითხრობს, რას არა ვნახავთ, იცის ყველამ ეს.
ეს თამაშია, დაუფლებია საკუთარ წესებს.

მაგრამ თუ მოვა ველური ანდა მთვარიდან ვინმე


და ასეთ ფურცელს – შეჭმუხნულ რუნებს ქაღალდის ველზე –
ცნობისწადილით თვალთან მიიტანს, იმას იქიდან
უცხო სურათი ამ სამყაროსი შეხვდება მერე,
უცხო დარბაზიც იმ იდუმალი ნახატებისა.
ანსა და ბანში გარეშე ვინმე კაცს, ცხოველს ხედავს.
თვალი, ენა და სხვა ნაწილები თუ ვით მოძრაობს.
ზოგან ეჭვით და ზოგან ჟინითაც რომ შეპყრობილან,
თოვლში ყვავებმა გადაირბინეს, – ნახატს კითხულობს.
მირბის, ისვენებს, წვალობს, მიფრინავს იმათთან ერთად,
ხედავს ნაირფერ შესაძლებლობებს შემოქმედების:
გაქვავებული შავი ნიშნებით, ვით მოჩვენებას,
როგორც დასხლტომას შემოხაზული ორნამენტებით.
და მოგიზგიზე სიყვარულს ხედავს, ტკივილთა კრთომას,
გაუკვირდება, გაიცინებს და თან ატირდება,
ცახცახით ამჩნევს ხაზთა ცხაურის – ნაწერის მიღმა –
მთელი სამყარო ბრმა მისწრაფებით თუ ვით იცვლება:
და ეჩვენება ასო-ნიშნებში თითქოს მცირდება,
ხან ჯუჯა ხდება, მოჯადოვდება და ეს ნიშნები,
დატყვევებულნი, მიდიან ჯიქურ ერთურთ მსგავსებით.
სიცოცხლის ჟინი, სიკვდილი, ვნება და ტკივილები,
საძნელოც არის მათი სხვაობა, ხდებიან ძმები.
ვეღარ გაუძლებს, ბოლოს ველური დაიღრიალებს,
შიშშეპყრობილი ლიტანიობით ცეცხლს გააღვივებს,
და თეთრი ფერის რუნების ფურცელს დაირტყამს შუბლზე,

473
მოთქმა-გოდებით ჩააგდებს ალში, მსხვერპლად გაიღებს.
რჩება მთვლემარე, მოგვიანებით შეიგრძნობს ალბათ,
რომ ეს განცდილი სამყარო არის აუტანელი,
ეს ხიბლით სავსე, აროდეს მყოფში კვლავ დაბრუნდება,
შეიწოვება, მიემართება არსად ქვეყნისკენ,
ის გულს იოხებს, გაიღიმებს და გაჯანსაღდება.

474
ძველი ფილოსოფოსის კითხვისას

რაც ადრე ხიბლით და ამაღლებით


წაკითხულ აზრთა ნაყოფი იყო,
ჭკნება, მკრთალდება გარეშე აზრის,
როგორც ნოტების წიგნი უნიშნოდ.

სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებს,


ნელა ირყევა, მწყობრი ირღვევა,
რაც ჰარმონიად მოჩანდა ადრე,
ჩამოიქცევა და დაინთქმება.

მოხუცებულის სახე, ბრძენკაცის,


როს გაგვაოცებს, სიყვარულს მოგვგვრის,
სიკვდილის განცდა – ნაოჭებს წაშლის –
ნათელი სხივი სულიერების.

ძლივს მიღწეული მაღალი გრძნობა


ჩვენსავ ფიქრებში დაიფლითება,
შიგნით გულში გვაქვს თითქოს ეს ცოდნა,
რომ ყოველივე ჭკნება და კვდება.

ზემოთ, საზარელ გვამთა ხეობის


ტკივილს გრძნობს სული, მაგრამ უხრწნელი,
ზეაღიწევა ძლიერი ლტოლვით,
ამარცხებს სიკვდილს უკვდავმყოფელი.

475
უკანასკნელი რიოში მარგალიტებით მოთამაშე

თავის სათამაშო ნაირფერ მძივებით


ზის ჩაცუცქული. ირგვლივ მსოფლიოში
ომი და ჭირია, იქვე ნანგრევებში
სურო ამოზრდილა, ზუზუნებს ფუტკარიც.
დაღლილი მშვიდობა, სამყაროს გადუვლის
წყნარი ფსალმუნებით – ვით მოხუცებული –
ჭარმაგი დაითვლის ჭრელ-ჭრულა მარგალიტს.
აქ ერთი ცისფერი ციმციმებს, იქ თეთრი,
შეამჩნევს პატარას, უცებ დიდს მოძებნის,
რთული თამაშისთვის ის წესრიგს მიუჩენს.
იყო დრო, როს დიდად ფასობდა თამაშით,
მაგისტრს ეძახდნენ სხვადასხვა დარგებში,
ქვეყნის გამკითხავი, ნამოგზაურები,
სახელმოხვეჭილი კიდით კიდემდე.
მოწაფეთ, სწავლულთა წრით გარემოცული.
ახლა კი მოხუცი უქმად დარჩენილი.
არ ჩანან ყმაწვილნი ირგვლივ, რომ დალოცოს,
არც ვინმე მაგისტრი უხმობს სათათბიროდ.
წასულა ყოველი – ტაძრები, წიგნები,
სკოლა კასტალიის უკვე აღარ არის –
ისვენებს მოხუცი, ნანგრევში მძივებით,
ადრე ბევრს უთხრობდა იეროგლიფები,
ახლა კი, მხოლოდღა ეს ყალბი თვლებია,
ქებულის ხელიდან უხმოდ რომ ცვივიან,
შუშის ნამსხვრევები ქვიშას შერევიან.

476
ბახის ერთი ტოკატისათვის

მეფობს წყვდიადი, დიდი სიჩუმე ჩამოწოლილა...


სხივი გარდმოტყდა და ჰა, ღრუბელთა ნაფლეთებიდან

აღმართავს სივრცეთ, გაჰკვეთს, გადუვლის ღამეს სინათლე,


სწვდება სამყაროს სიღრმეებს, – იმ ბრმა არარაობას,
ის განიზრახავს: ქედებს, მწვერვალებს, და კლდის ქვაბულებს,
ჰაერთა ფენებს მტრედისფერს მისცემს, მიწას სიხმელეს.

ქმნადობის ნებით ეს განიპობა საქმედ და ომად,


და ჩანასახის დამტევს, მის მქონეს სხივი ჰყოფს ორად:
და ბრწყინვალებით ანთებს სამყაროს და შეძრწუნებით
ის მოგზაურობს იქითკენ, საით ეცემა შუქი,
შედის წესრიგი, ხმები იღვრება დიდებულები,
ქება სიცოცხლეს, მრავალჟამიერ მას, ნათელს უფლის.

შემდგომ ირწევა, უკან ბრუნდება ღვთისკენ პირქცევით,


ყველა ქმნილების მოძრაობა ხომ მისკენ მიილტვის –
მამის სულისკენ მიემართება სწრაფვად ქცეული,
ჭირად და ლხინად, ენად, სურათად და მელოდიად.
სამყაროები თაღოვან ტაძრით დაგვირგვინდება:
აქ სული, ლხენა, ლტოლვა, ბრძოლა და სიყვარულია.

477
სიზმარი

მთის მონასტერში ვიყავი სტუმრად,


და მივაშურე როს წიგნის საცავს,
გაკრეფილიყო ლოცვაზე ყველა;
დაისზე ჩანდა: სათაურები
პერგამენტებზე როგორ ბრწყინავდა,
ცნობისწადილით და ათრთოლებით
ერთ წიგნს შევეხე და წავიკითხე:
„ბოლო ნაბიჯი წრის კვადრატურის“, –
მალევე მივხვდი, – ამ წიგნს წავიღებ.
ტყავის მეორე, ოქროსფერ წიგნის
კიდეზე წვრილად ნაწერი ვნახე:
„შემდეგ ნაყოფის გემო ადამმაც
როგორ იხილა ცხოვრების ხიდან“.
მაშ უკვდავია, არა ადამი? –
ვფიქრდები, ვამჩნევ კვლავ ერთ ფოლიანტს,
წიგნის ყუა და ყდის სათაური
ცისარტყლის ფერებს რომ ასხივებდა:
„ფერთა და ტონთა შეხმატკბილება“,
იმის მტკიცებით, – როგორ ეკუთვნის
ფერს თავის ტონი შესაბამისად.
ო, მრავლის მთქმელად ამომიბრწყინდა
ფერთა გუნდები! და მე ვფიქრობდი,
ყოველი წიგნი ამას მოწმობდა,
რასაც ვაგნებდი. სამოთხის საცავს
ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა,
ტვინს რომ მიღრღნიდა, ცოდნის წყურვილსაც
ასე ვიკლავდი. არ მაწუხებდა
სულის შიმშილი, რადგან ყოველ ტომს
მყისიერ მზერით ამოვარჩევდი
ცნობისწადილით, დაპირებებსაც

478
სათაურები ამისრულებდა.
აქ ყველა ჭირი იყო ძლეული,
შემეძლო კრეფა მრავალ ნაყოფის –
ყველა მოწაფეს იპყრობდა შიში,
მასწავლებელი ბედავდა მაინც.
პოეზიის და ყოველი სიბრძნის,
მეცნიერების აქ იყო აზრი –
წმინდა, ნამდვილი. შეკითხვის დასმის
ძალასთან ერთად სიტყვის კონებიც...
აქ იყო სულის სათუთი არსი
იდუმალებით მოცულ წიგნებში:
განმარტებანი – ყოველი კითხვის
და საიდუმლოს ამონახსნები.
მას ეკუთვნოდა, ვის დრო უხმობდა.

ხელის კანკალით ვეხები ერთ წიგნს,


მერხზე ხვავრიელ რომ დაუწყვიათ,
ვშიფრავ მაგიურ იეროგლიფებს,
როგორც სიზმარში მთლად ვერ გასაგებს.
ბედნიერებით, თამაშ-თამაშით
მყის მოვაღწიე იმ ვარსკვლავიერს,
სულიერ სივრცეს, ზოდიაქოებს,
სად ყველაფერი გამოცხადებით
ხალხებს შეჰყურებს სურათ-ხატებად.
ჰარმონიულად კავშირებს ახალს
შეხვდება, მერე საზღვრავს თავიდან
უძველეს ცოდნის, აზრთა სურათ-ხატს;
ყველგან შეკითხვა ჩნდება მუდმივად
და მერე ქრება ისე, რომ განვლო
კაცობრიობამ ეს გზა ჩემ თვალწინ.
ძველი, ახალი ცოდნა მთლიანად
აზრს შიგან პოვებს, ჩემსავე თავშიც.

479
ვკითხულობ, ვუცქერ ნაწერ ფიგურებს,
შეწყვილდებიან, ისევ ჩნდებიან,
ფერხულს აბამენ, სხლტომით გარბიან,
ახალ კავშირად კვლავ იღვრებიან.
ამ ფიგურების კალეიდოსკოპს
შეემატება ახალი აზრი.
სანახაობით დავბრმავდი როცა,
ცოტა ხნით წიგნებს თვალი ვაშორე,
ვხედავ, სტუმარი არა ვარ მარტო,
ვიღაც დარბაზში წიგნებს შეჰყურებს.
მოხუცი კაცი არქივის მცველი,
დაფიქრებული და გულმოდგინე,
წიგნების საქმის და აზრის მცოდნე,
ეს უცნაური ჭარმაგი კაცი,
შთამბეჭდავად რომ ჩანდა მეტადრე.
ასაკოვანი, როგორც შევნიშნე,
რომ ეხებოდა წიგნს ნაზი თრთოლვით,
თან კითხულობდა წიგნის ყუაზე,
რაც იქ ეწერა, ფერმკრთალი ბაგით,
და გამოთქვამდა შემაკრთობელად,
წაიკითხავდა ვით თავშესაქცევს.
თითით სათაურს წყნარად წაშლიდა,
ღიმილით წერდა ახალს ახლიდან,
სულ სხვა სათაურს იქით და აქეთ.
სხვადასხვა წიგნებს ყველგან ეძებდა,
აქრობდა სახელს, ახალს აწერდა.
დაბნეულობით შევყურებდი და
გონებას ჩემსას სურდა მიხვედრა,
წიგნს მივუბრუნდი, სადაც ზოგიერთ
პწკარს გავეცანი. რაც აქ მომწონდა:
სურათთა წყობა, თუ ვერ ვხედავდი,
გაიხსნებოდა და გამირბოდა

480
ნიშანთ სამყარო, რასაც მსწრაფლ მივხვდი,
რაც სამყაროს აზრს მაგებინებდა.
ახლა რწევით და ტრიალ-ტრიალით
იბურებოდა, არ ბრუნდებოდა,
ჩანდა ცარიელ წიგნის ციმციმი.
ჩემს მხარზე ხელი რომ შევიგრძენი,
თავზე მოხუცი წამომდგომოდა,
წელში გავსწორდი და ჩემი წიგნი
აიღო როცა, შიშმა გამყინა,
როგორც ღრუბელით, თითით გაწმინდა
მან წიგნის ტყავი. ზედ სათაური
კვლავ დააწერა – მრავალი კითხვით
და დაპირებით, ძველით და ახლით.
გამოკვეთავდა კალმით ის ნაზად,
და მერე ჩუმად გაუჩინარდა.

481
სამსახური

დასაბამიდან მეფობდნენ ღვთის მოყვარული მთავრები,


მათ სურდათ ეკურთხებინათ ხნული და პურის ყანები,
მოკვდავთა შორის იცავდნენ მსხვერპლის და ზომიერების
სამართალს, რომელთაც სურდათ მუდმივად რომ თაობები –
დაეცვათ ადათ-ჩვევებით და უხილავი წესრიგით,
რაც მზეს და მთვარეს სულ იცავს თანაბარ წონასწორობით:
მუდამ სხივმფრქვევნი არიან, სახენი მისი დამცველნი,
მათთვის სიკვდილის სამყარო უცხო და უცნობელია.

დიდი ხანია, რაც გაქრა ღმერთების ძეთა დასები,


წმინდა რიგებმა დატოვეს კაცობრიობა ეულად,
დაშორდა ყოფიერებას, ხუნდება ვნება; წადილი
ღმერთის და ზომიერების გვიქრება მარადიულად.

მაგრამ არასდროს მომკვდარა ნამდვილ ცხოვრების აზრი და


სამსახურს ჩვენსას შეადგენს უკუსვლის და დაცემის ჟამს,
ნიშანთ თამაშით, მუსიკით, სიმბოლოს საშუალებით,
ჩვენ გავაგრძელოთ, ვუფრთხილდეთ სიწმინდეს დიდ მოწიწებით.

იქნებ და მაშინ სიბნელე დაიკარგოს და დაინთქას,


ეგებ და დრონი იცვალნენ, რომ შემობრუნდნენ პირი ქნან,
და როგორც ღმერთმა, მზემ ისევ გვმართოს და სხივი მოგვფინოს,
მსხვერპლშეწირულად მიძღვნილი, ჩვენი ხელიდან მიიღოს.

482
საპნის ბუშტები

მუდმივ სწავლასა და ფიქრთა წვრთნაში


რომ გამოივლის იგი მრავალ წელს,
ცხოვრების ბოლოს შექმნის მოხუცი
ქმნილებას, სადაც ჩასტევს ტკბილ სიბრძნეს,
და გულანთებულ, მუყაით სტუდენტს,
პატივმოყვარულ გრძნობებით სავსეს,
სურს გადაქექოს ბიბლიოთეკა
გენიალობის სიღრმეს რომ ჩაწვდეს.

ღრუიან ღეროს ჩაბერს ყმაწვილი,


ბუშტები საპნის გადმოიშლება,
ბრწყინდება ყველა, თავდავიწყებით
შეყურებს ბიჭი ამ ქებულ სურათს.

ბიჭი, სტუდენტი და უხუცესი


გვანან მაიას ქაფის სამყაროს,
მათი ოცნება არაფრად ფასობს, –
მაგრამ რომელშიც სცნობენ ღიმილით
მარადიულის მოგიზგიზე შუქს.

483
Summa contra Gentiles 33 წაკითხვის შემდეგ

ადრე ცხოვრება ნამდვილი იყო:


სუფთა სულები, წყნარი სამყარო,
ბრძნობა არ ყოფდა მეცნიერებას,
არ აკლდა იმ ხალხს მხიარულებაც,
ამას მოგვითხრობს პლატონი როგორც,
ძველი ჩინელიც უცნაურს გვამცნობს;
რამდენჯერ შევალთ ზომით ნაგებში,
იქ აქვინელის „სუმის“ ტაძარში;
ჩანს, რომ სამყარო თავდაპირველი
სიწმინდით სუფევს, ჩვენც ვესალმებით:
იქ ყველაფერი: ბუნება, სული
კანონს და წესრიგს მორჩილებს სრულით,
მთლიანობისკენ ის ყოველს უხმობს,
მოგვიანებით მის ნაცვლად გვერგო:
ბრძოლა და ნგრევა, დასჯა და წყევლა,
ეჭვები, მარტო მწარე დაცინვა,
სწრაფვაღა დაგვრჩა, არაფერი სხვა.

და შეიძლება ჩვენს შვილიშვილებს


განათლებულად მოვეჩვენოთ ჩვენც,
მშვიდად და ბრძნულად ესმით მათ რადგან
ჩვენს ცხოვრებაში არეულ გუნდთა
მაინც მუსიკა, ჰარმონიული,
იმ ჩამქრალ მითზე მონათხრობები.
ვინმე ჩვენგანმა თუკი ირწმუნა,
ექნება კითხვა და დაეჭვება,
მისი გავლენა დროებს გაწვდება,
და მის მაგალითს ხალხი აირჩევს.

33
„სუმმა წარმართთა წინააღმდეგ“ (ლათ.)
484
იქნებ ერთხელაც – ეჭვი კლავს ვისაც, –
ის შესაშური კეთილად იქნას,
ვინც არ იცოდა ჭირი და ძრწოლა,
ცხოვრება იყო ჩვეულებრივი,
ბავშვისას ჰგავდა ეს სიხარული.

ჩვენშიც ხომ ცოცხლობს მარადი სული,


მონათესავე ყოველი დროის,
რაც დროს ერევა, ჩვენ ვერ ვერევით.

485
საფეხურები

როგორც ყველა ყვავილი, ჭკნება ახალგაზრდობაც,


ხანში შედის, ყვავდება გარკვეული დროება,
ყვავის ყოველი სიბრძნე, ცოდნა, სათნოებანი,
თავის შესაფერ დროში, მაგრამ არა მუდმივად.
დროის ყველა საფეხურს ყოველის ცხოვრებაში
მართებს ერთობ მზაობა დამშვიდობებისათვის,
მტკიცედ უნდა დაუხვდეს და არა მწუხარებით.
რადგან ახალ კავშირში ახლით ფესვებს გაიდგამს,
სადაც ყველგან საოცრად იდუმალი მეფობს და
რაც ჩვენ გვიცავს, გვეწევა, სიცოცხლე რომ განვაგრძოთ.

ერთი სივრცე მეორით ლხენით უნდა დავტოვოთ.


არსად უნდა გავჩერდეთ, როგორც ჩვენი სამშობლო.
სამყარო ჩვენ არ გვბოჭავს, მუდმივად არ ჩაგვიჭერს.
ჩვენი ზეაღწევა სურს წინსვლით, საფეხურებრივ,
მშობლიურად ვეჩვევით როს ცხოვრების მონაკვეთს,
იმას სანდოდ ვიგულებთ, და თვლემა გვემუქრება,
ზოგი, ვინაც მზად არის, გზა ახლებურ განაგრძოს,
მინებებით ბოლომდე ძალუძს არ შეეთვისოს,

თუნდაც იყოს ეს მაშინ, სულის გაყრის ბოლო დროს,


ახალ სივრცეს ნაბოძებს, ჯანსაღად შევეყაროთ,
ცხოვრების ხმა ჩვენამდე აროდეს დასრულდება...
გულო დაემშვიდობე, გზა სიმრთელით განაგრძო!

486
რიოში მარგალიტებით თამაში

მთელ კოსმოსის მუსიკას და მაგისტრთა მუსიკას,


მზად ვართ, რომ მოვუსმინოთ უღრმესი მოწიწებით,
უბრწყინვალეს ზეიმზე ღირსეულ პიროვნებებს,
ღვთივბოძებულ დროების, შევხვდეთ დიდი შექებით.

მაგიური ნაწერის იდუმალით ვმაღლდებით


და მის საოცარ ხიბლში, უნაპირო, შემტევი,
ეს ცხოვრება იღვრება და ქმნის ნათელ და სუფთა
სიმბოლოთა რიგებს და ვარსკვლავთა სურათები,

ვით კრისტალი ჟღერდება; სამსახურის გაწევა,


თამაშისთვის ხომ იყო ჩვენი ცხოვრების აზრი;
არც ერთს არ შეუძლია ამოვარდნა თვის წრიდან,
მხოლოდ წმინდა შუაგულს ეშურება თავიდან.

487
სამი ცხოვრების ამბავი

488
წვიმის მბრძანებელი

ეს ამბავი რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა, როცა ქალები ტომისა


და ოჯახის სათავეში იყვნენ მოქცეულები: როცა დედას და დეიდას დი-
დად აფასებდნენ და მათდამი მორჩილებას მტკიცედ იცავდნენ და გო-
გოს დაბადება ბევრად უფრო ახარებდათ, ვიდრე ბიჭის.
სოფელში ერთი ხანდაზმული ქალი ცხოვრობდა, რომელიც ასი თუ
უფრო მეტი წლისაც იქნებოდა, და ვისაც ყველა დედოფალივით არა
მარტო პატივს სცემდა, არამედ მის წინაშე შიშიც ჰქონდათ, თუმცა უკვე
აღარც ახსოვთ როდიდან, იშვიათად მხოლოდ თითს თუ გაანძრევდა,
ანდა ერთ სიტყვას თუ წარმოთქვამდა. დიდი ხანი იყო, რაც იგი თავისი
ქოხის შესასვლელთან იჯდა ხოლმე, მის მსახურებაში მყოფი ნათესა-
ვების ამალით გარემოცული, და მასთან სოფლის ქალები მოდიოდნენ
პატივისცემის გამოსახატავად, უყვებოდნენ, თუ როგორი მდგომარეო-
ბა ჰქონდათ სახლში, შვილებს აჩვენებდნენ და ალოცვინებდნენ; ფეხ-
მძიმე ქალებიც მოდიოდნენ და მუცელზე ხელის შეხებას თხოვდნენ და
ბავშვის მომლოდინენი სახელებსაც არქმევინებდნენ. ასაკოვანი ქა-
ლი ხელს დაადებდა, ხან მხოლოდ თავს დახრიდა, ხან თავს გააქნევ-
და, ანდა გაშეშებული რჩებოდა. სიტყვებს იშვიათად წარმოთქვამდა.
ის იყო მხოლოდ აქ. ის ერთ ადგილზე იჯდა და მართავდა ტომს. ტყა-
ვივით კანი ეკრა სახეზე, არწივს რომ მიუგავდა და შორს იხედებოდა,
თავზე ირგვლივ თხელი, თეთრ-მოყვითალო ბღუჯა თმა ჰქონდა შე-
მოვლებული, იჯდა და პატივისცემა არ აკლდა, იღებდა საჩუქრებს,
თხოვნებს, ცნობებს, ამბებს, საჩივრებს, იჯდა და ყველასთვის ნაცნობი
იყო, როგორც შვიდი ქალიშვილის დედა, როგორც დიდედა და ბებიის
ბებია მრავალი შვილიშვილისა და შვილთაშვილისა, იჯდა და მკვეთ-
რად დანაოჭებული ნაკვთებისა და ყავისფერი შუბლის მიღმა სიბ-
რძნეს, გადმოცემებს, სამართალს, ადათს და სოფლის პატივისცემას
იუნჯებდა.
გაზაფხულის საღამო იდგა, ღრუბლიანი და ადრე შებინდებული.
გადაბერებული ქალის თიხის ქოხის წინ ის თვითონ კი არ იჯდა, მის
ქალიშვილს ნახავდით მის ადგილზე, ოდნავ თეთრი იყო და ღირსეუ-

489
ლად ეჭირა თავი და არცთუ ისე ნაკლები ასაკის ჩანდა, ვიდრე ის დი-
დი ხნის ქალი. მოსვენებული იჯდა იგი. მისი საბრძანებელი კარის
ზღურბლს წარმოადგენდა, – ბრტყელი რიყის ქვაზე ცივ ამინდში ბეწვი
იყო დაგებული, ცოტა მოშორებულზე სანახაობასავით, ნახევარ წრეზე
ქვიშაში თუ ბალახზე, რამდენიმე ბავშვი და ქალი, ბიჭებიც იჩოქებ-
დნენ მიწაზე; ისინი აქ ყოველ საღამოს იდგნენ ჩამუხლულები, თუ არ
წვიმდა და არ ყინავდა, რამეთუ მათ სურდათ, რომ ხანდაზმული ქალის
ქალიშვილის მონათხრობი მოესმინათ, რომელიც ამბებს ჰყვებოდა თუ
შელოცვებს წაამღერებდა. ადრე ამ ყველაფერს დიდი ხნის მოხუცი
თვითონ უძღვებოდა, ახლა კი იგი მეტად მობერდა და აღარ იყო რაიმე
ამბის მთქმელი და მის ადგილზე მისი ქალიშვილი ჩაცუცქული იჯდა
და ჰყვებოდა იმ ამბებსა და შელოცვებს, რაც მან ყველა დიდი ბებიის-
გან იცოდა, ვისაც ხმაც მისი ჰქონდა, სახეც, წყნარი და ღირსეული თავ-
დაჭერა და მოძრაობებიც და ლაპარაკიც მას მიუგავდა. და მსმენელ-
თა შორის უმცროსები მას დედამისზე უკეთ იცნობდნენ, და უკვე თით-
ქმის აღარც ახსოვდათ, რომ მას სხვისი ადგილი ჰქონდა და ტომის ამ-
ბებსა და სიბრძნეებს გადმოსცემდა. საღამოობით მისი ბაგეებიდან
იღვრებოდა ცოდნის წყარო, მოხუცი ტომის განძს ინახავდა თავისი
თმის, ოდნავ დანაოჭებული შუბლის მიღმა, მის თავში დაცული იყო ამ
დასახლების გახსენებები და სული. თუ ვინმე შელოცვებისა და ამბე-
ბის მცოდნე იყო, ეს ყველაფერი მისგან ჰქონდა გაგონილი და გადმო-
ცემული. ხანდაზმული ქალისა და მას გარდა კიდევ ერთი მცოდნე არ-
სებობდა ტომში, მაგრამ ვინც დაფარულად ცხოვრობდა, საიდუმლოე-
ბით მოცული კაცი, მეტად მდუმარე, ამინდისა და წვიმის მბრძანებელი.
მსმენელთა შორის ჩამუხლული იყო პატარა ბიჭი კნეხტიც და მის
გვერდით პატარა გოგონა, რომელსაც ადა ერქვა. ეს გოგონა მას ძალ-
ზე უყვარდა და აცილებდა ხოლმე და მას იცავდა ხშირად, მართლაც-
და, არა სიყვარულით, ამის შესახებ ჯერ მან არაფერი იცოდა, რადგან
ის თავად ბავშვი იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი წვიმის მბრძანებლის
ქალიშვილი გახლდათ. მას, წვიმის მომყვანს, კნეხტი პატივს სცემდა
და გაოცებული იყო მისით, დროული ქალისა და მისი ქალიშვილის
შემდგომ მასზე მეტად აღარავინ ხიბლავდა. მაგრამ ისინი ქალები იყ-

490
ვნენ. მათ პატივს სცემდნენ და მათ წინაშე ძრწოდნენ, მაგრამ მას არ
შეეძლო გონება მოეხმო და სურვილი გასჩენოდა იმისი, რომ მათნაირი
გამხდარიყო. ამინდის წარმომქმნელი კი საკმაოდ მიუკარებელი კაცი
ჩანდა, ეს ბიჭისთვის ადვილი არ იყო, რომ მის სიახლოვეს გაჩერებუ-
ლიყო; სხვა გზით უნდა მისულიყო მასთან, და ერთ-ერთი ასეთი ამ გზა-
თაგან, დაახლოებოდა წვიმის მბრძანებელს, კნეხტის საზრუნავს შე-
ადგენდა, რაც მისი ქალიშვილის საშუალებით ესახებოდა, შეძლების-
დაგვარად, ხშირად გაუვლიდა ხოლმე მას წვიმის მბრძანებლის თით-
ქოს მაინც განცალკევებით მდებარე ქოხში, რათა გოგონა საღამოს მო-
ხუცების ქოხის წინ დამჯდარიყო და მონათხრობი მოესმინა, და შემ-
დეგ იგი ისევ უკან მიეყვანა სახლამდე. ასე მოიქცა დღესაც, უკვე სიბ-
ნელეში შეგროვილ ხალხთან გოგონას გვერდით ჩაცუცქებულიყო და
ყური მიეგდო მთხრობელისათვის.
მოხუცი ქალი დღეს ჯადოქრების სოფელზე ყვებოდა და მათ ასეთი
რამ უამბო:
„ხანდახან სოფელში ისეთი ქალი არსებობს, ვინც ბოროტი ზნის
არის და არავიზე კარგს არ განიზრახავს. ასეთ ქალებს უმეტესად შვი-
ლები არ უჩნდებათ. ზოგჯერ ამ ქალებიდან, ერთი ისე გაავდება, რომ
სოფელი მის იქ ყოფნას ვეღარ გაუძლებს. შემდეგ ამ ქალს ღამით მო-
იყვანენ, მის ქმარს დაატყვევებენ, დასჯის მიზნით ქალს გაწკეპლავენ
და შორს, ტყეებსა და ჭაობებს იქით გაიყვანენ, და წყევლით შეაჩვენე-
ბენ და იქიდან სადღაც უფრო შორს გაუშვებენ. ამის შემდეგ კაცს ჯაჭ-
ვებს კვლავ შეხსნიან, და თუ იგი ხნიერი არ არის, მას სხვა ქალთანაც
შეუძლია მეგობრობის დაჭერა. სახლიდან გაძევებული კი, თუ იგი სიკ-
ვდილს გადაურჩება, ტყეებსა და ჭაობებს გადასერავს, ცხოველთა
ენას ისწავლის და თუ იგი დიდხანს ივლის და იხეტიალებს, ერთ დღე-
საც პატარა სოფელს ნახავს, რომელსაც ჯადოქართა სოფელი ჰქვია.
იქ თავს იყრის ყველა ბოროტი ქალი, რომლებიც თავიანთი სოფლები-
დან განდევნილი იქნენ. ისინი ერთად მოგროვდნენ და სოფელი თვი-
თონ დააარსეს, სადაც ახლა ცხოვრობენ. ისინი სიავეს ჩადიან და ჯა-
დოქრობას მისდევენ. კერძოდ, სიამოვნებით მიიტყუებენ ნამდვილი
სოფლებიდან ბავშვებს, რადგან მათ თვითონ შვილები არ ჰყავთ; თუ

491
ბავშვი ტყეში გაიპარება და იქიდან აღარ დაბრუნდება, მაშინ იგი ალ-
ბათ ჭაობში კი არ ჩაიხრჩობა ანდა მგელი დაფლეთს, არამედ ჯადო-
ქარი მას გზას აურევს და თავისთან ერთად ჯადოქართა სოფელში წა-
იყოლებს. იმ დროს, როცა მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ბებიაჩემი
ყველაზე უფროსი იყო სოფელში, ერთი გოგონა სხვებთან ერთად მოც-
ვზე წავიდა და მოცვის კრეფისას დაიღალა და ჩაეძინა; ის ჯერ პატარა
იყო, გვიმრამ დაფარა და სხვა ბავშვებმა შორს გასწიეს და ის ვეღარ
შეამჩნიეს, და მაშინღა, როცა მათ კვლავ სოფლისკენ პირი უკან ქნეს
და უკვე მოსაღამოებულიც იყო, შენიშნეს, რომ გოგონა მათთან აღარ
იმყოფებოდა. ახალგაზრდა ბიჭები გააგზავნეს ტყეში მის მოსაძებნად,
მის სახელს გასძახოდნენ, ვიდრე არ დაღამდა; მაგრამ უკან მობრუნ-
დნენ, მის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. პატარა კი, როცა მას საკმარისად
ჩაძინებოდა, ტყეში შორს წასულიყო. და რაც უფრო მეტად ეშინოდა,
მით უფრო სწრაფად მირბოდა იგი წინ, მაგრამ მან დიდი ხანია უკვე
აღარ იცოდა, სად იმყოფებოდა, და მირბოდა ისევ და ისევ სოფლიდან
შორს და იქამდე მივიდა, სადაც ჯერ არავინ იყო ნამყოფი. მას ყელზე
ლაფნის ძაფით ტახის ეშვი ეკიდა, მამამისმა რომ აჩუქა, რაც მან ნადი-
რობიდან მოიყოლა და ეშვი ქვის ნატეხით გახვრიტა, რაშიც ლაფნის
გაყრა შეიძლებოდა, და მანამდე მან ეშვი სამჯერ ტახის სისხლში მო-
ხარშა და კეთილ შელოცვებსაც უმღეროდა, და ვინც ასეთ ეშვს ატა-
რებდა, იგი ასეთი ჯადოქრობისაგან დაცული იქნებოდა. ახლა ერთი
ქალი გამოვიდა ხეებიდან, ჯადოქარი რომ იყო; მან კეთილი სახე მი-
იღო და უთხრა: „მოგესალმები, კოხტა გოგოვ, გზა ხომ არ აგერია? წა-
მოდი ჩემთან, მე შენ სახლში წაგიყვან.“ ბავშვი მას გაჰყვა, მაგრამ გა-
ახსენდა, რა უთხრა დედ-მამამ: რომ უცხოსთვის ტახის ეშვის ჩვენების
ნება არასოდეს არა გაქვსო და ისე მოხდა, რომ სიარულში ეშვი ლაფ-
ნის ძაფიდან უნებურად გამოიღო და ქამარში გაირჭო. უცხო ქალი გო-
გონასთან ერთად საათობით მირბოდა, უკვე დაღამდა, და სოფელსაც
მიაღწიეს, მაგრამ ეს მათი სოფელი კი არ იყო, ეს ჯადოქართა სოფელი
აღმოჩნდა. აქ გოგონა უკუნ ბოსელში ჩაკეტეს, ჯადოქარი კი თავის
ქოხში წავიდა დასაძინებლად. დილით ჯადოქარმა მას უთხრა: „ტახის
ეშვი თან არ გაქვს?“ ბავშვმა მიუგო არაო, მას მართლა ჰქონდა, მაგ-

492
რამ ის ტყეში დაეკარგა და აჩვენა ყელზე ლაფნის საკიდი, რასაც ეშვი
აღარ ება. ჯადოქარმა მაშინ ქვის ქვაბი გამოიტანა, სადაც მიწა ეყარა,
ამ მიწაში სამი ბალახი იზრდებოდა. ბავშვმა ბალახებს შეხედა და
ქალს ჰკითხა, რა უნდა ექნა ამისთვის ჯადოქარმა პირველ ბალახზე
მიანიშნა და უთხრა: „ეს დედაშენის ცხოვრებაა. მერე მეორეს გადახე-
და და უთხრა: „ეს მამაშენის ცხოვრებაა, შემდეგ მესამე ბალახზე გა-
დაიტანა ყურადღება: და ეს კი შენი საკუთარი ცხოვრებაო. ვიდრე ეს
ბალახები მწვანეა და იზრდება, ცოცხლები იქნებით და ჯანმრთელები.
დაჭკნება ერთი, მაშინ იგი ავად გახდება, რომლის ცხოვრებაც ამას
ნიშნავს. თუ ერთი ამოიგლიჯება, როგორც მე ახლა ერთს ამოვგლეჯ,
მაშინ იგი მოკვდება, ვისი ცხოვრებაც ამას ნიშნავს. იგი ბალახს სწვდა
თითებით, რომელიც მამის ცხოვრებას გამოხატავდა, და დაიწყო ამის
ამოწყვეტა, და როცა პატარაზე ამოსწია და თეთრი ფესვის ნაწილი გა-
მოჩნდა, ბალახმა ღრმად ამოიოხრა..“
ამ სიტყვაზე პატარა გოგონა, კნეხტის გვერდით რომ მოკალათებუ-
ლიყო, გველნაკბენივით წამოხტა, დაიყვირა და აქედან მაშინვე სწრა-
ფად გაიქცა. დიდხანს ებრძოდა შიშს, რაც ამ ამბავმა გამოიწვია, ახლა
აღარც გაჩერებულა. მოხუცი ქალი იცინოდა. მაყურებელთა შორის
სხვებს ნაკლებ შეეშინდათ, ბავშვებს უფრო მეტად, მაგრამ მათ თავი
აიყვანეს და მჯდომარენი დარჩნენ. კნეხტი კი, როგორც მან, მარ-
თლაც, მოსმენისა და შიშის შეპყრობის ზმანებიდან გამოიღვიძა, მა-
შინვე წამოხტა და გაექანა გოგონასაკენ. მოხუცი ქალი კი მომდევნო
ამბის მოყოლას იწყებდა.
წვიმის მბრძანებელს თავისი ქოხი სოფლის ტბორთან ედგა, ამ მი-
მართულებით ეძებდა კნეხტი აქედან გაქცეულს. მიმზიდველი, დამამ-
შვიდებელი ბურტყუნით, სიმღერით, ზუზუნით, მიპარვით ეძებდა ისეთი
ხმით, ქალები ქათმებს მოსაგროვებლად რომ ეძახიან ხოლმე. მის სა-
ხელს აგრძელებდა; ტკბილად, მოფერებით უხმობდა მას. „ადა“, ეძახ-
და და მღეროდა, „ადა, ადალაინ, მოდი აქ, ადა, ნუ გეშინია, მე ვარ ეს,
კნეხტი“. ასე სიმღერ-სიმღერით უნდოდა გაეგონებინა ისევ მანამდე,
სანამ მისი ხმა არ მოსწვდებოდა, ანდა არ დაინახავდა, არ იგრძნობდა
უეცრად მის პატარა, რბილ ხელს, და თვითონაც მას ხელს არ ჩაავლებ-

493
და. ის გზაზე იდგა, ზურგი მაგრად მიეყრდნო ერთი ქოხის კედელზე, და
მას უცდიდა, რაც ძახილმა მის ყურამდე მიაღწია. ამოისუნთქა და მას
მიეკრა, რომელიც დიდი, ძლიერი ჩანდა და უკვე როგორც კაცი ისე მო-
ევლინა.
„შეგეშინდა, ჰო? – ჰკითხა მან, – არ არის საჭირო, არავინ არაფერს
დაგიშავებს, ყველას უყვარს ადა. მოდი, სახლში წავიდეთ“. ის კვლავ
კანკალებდა და ოდნავ სლუკუნებდა, მაგრამ უკვე დაწყნარებულიყო
და მადლობის გრძნობით და ნდობით სავსე მიჰყვებოდა.
ქოხის კარიდან მკრთალი მოწითალო შუქი გამოსჭვიოდა, შიგნით
წვიმის მბრძანებელი ქურასთან ცუცქდებოდა, იხრებოდა, მისი გაშვე-
ბული თმა მოალისფრო-მოწითალოდ ციმციმებდა. მას ცეცხლი დაენ-
თო და რაღაცას ხარშავდა ორი პატარა ქვაბით, ვიდრე კნეხტი ადას-
თან ერთად შევიდოდა, მას გარედან ცნობისმოყვარედ უყურებდა რამ-
დენიმე წუთს. ის ხედავდა, რომ ეს საჭმელი არ იყო, რაც აქ იხარშებო-
და, ამას სხვა ქვაბებით აკეთებენ, და ამისთვის უკვე მეტად გვიანიც
იყო. მაგრამ წვიმის მბრძანებელმა ვიღაცის მოსვლა უკვე გაიგო. „ვინ
დგას მანდ, კარში?“ დაიძახა. „წინ წამოდი, შემოდი! შენ ადა ხარ?“ მან
სახურავი დააფარა თავის პატარა ქვაბს, ნაკვერცხალი და ნაცარი შე-
მოაყარა და მობრუნდა.
კნეხტი თვალის დაელმებით გამუდმებით შეყურებდა საიდუმლოე-
ბით მოცულ პატარა ქვაბს, ეს მისთვის საინტერესო, პატივსაცემი და
დამამძიმებელი იყო, როგორც ყოველთვის, როცა მან ამ ქოხში შეაბი-
ჯა. ის ისე აკეთებდა რამდენადაც შეეძლო, მან რაღაც-რაღაც მიზეზი
და საბაბი მოიგონა საამისოდ, მაგრამ მუდამ თან ახლდა აქ ეს ნახევ-
რადგამაწვალებელი, ნახევრად გამაფრთხილებელი, შიშის წყნარი
გრძნობა, როცა ხარბი ცნობისწადილი და ძრწოლანარევი სიხარული
ერთურთს ებრძოდა და მოხუცს უნდა დაენახა, რომ კნეხტი მას დიდი
ხანია უკვე უთვალთვალებდა და ყველგან მის სიახლოვეს გამოჩნდე-
ბოდა ხოლმე, სადაც შეეძლო მისი ნახვა ევარაუდა, რომ იგი მას მონა-
დირესავით ნაკვალევზე მისდევდა და მდუმარედ შესთავაზებდა თა-
ვის სამსახურსა და თავის ამხანაგობას.

494
ტურუმ, ამინდის მბრძანებელმა, მას მტაცებელი ფრინველის ღია
თვალებით შეხედა. „რა გინდა აქ?“ ცივად შეეკითხა. „დღის საათები
ხომ არ არის უცხო ქოხებში სტუმრობისათვის, ჩემო ყმაწვილო“.
„მე ადა მოვიყვანე შინ, ოსტატო ტურუ. ის მოხუც ქალთან იყო, ჩვენ
ამბების თხრობას ვისმენდით ჯადოქრებზე, და ერთხელაც მას შეეშინ-
და, წამოიყვირა, და მოვაცილე“.
მამამ პატარას მიმართა: „მშიშარა კურდღელი ხარ, ადა? ჭკვიანი
გოგონები ჯადოქრების წინაშე არ ძრწიან. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ,
ჰა?“
„კი, მაგრამ ჯადოქრებმა ხომ მხოლოდ ცუდი საქმეები იციან, და
ვისაც ტახის ეშვი არ აქვს“.
„აჰა, ტახის ეშვი გინდა გქონდეს? ჩვენ ვნახავთ, მაგრამ მე ვიცი რა-
ღაც, რაც უმჯობესია. მე ერთი ფესვი ვიცი, რომელსაც მოგიტან, შემოდ-
გომაზე უნდა მოვძებნოთ და ამოვიღოთ, ის ჭკვიან გოგონებს იცავს
ყველა ჯადოსაგან და თანაც ის მათ უფრო ამშვენებს“.
ადას გაეღიმა და გაუხარდა, ის უკვე დაწყნარებული იყო მას შემ-
დეგ, რაც ქოხში დატრიალებული ოხშივრის სუნი იგრძნო და ცეცხლის
ოდნავი შუქი გარს ეხვეოდა. დარცხვენით ჰკითხა კნეხტმა: „მე ხომ არ
წავსულიყავი ფესვის მოსაძებნად, თუ თქვენ ამას აღმიწერდით?!“
ტურუმ თვალები მოჭუტა. „ამისი ცოდნის წყურვილი ზოგიერთ პატა-
რა ყმაწვილს გააჩნია, – მიუგო მან, მაგრამ მისი ხმა ცუდის მომასწავე-
ბელი არ ჩანდა, ოდნავ დამცინავი კი. მანამდე ჯერ კიდევ დროა, შე-
მოდგომაზე შეიძლება“.
კნეხტმა უკან დაიწია და გაუჩინარდა ბიჭების სახლის მიმართულე-
ბით, სადაც მას ეძინა. მშობლები არ ჰყავდა, ობოლი იყო, და ამიტომ
შეიგრძნობდა სასწაულს ადასთან სიახლოვესა და მის ქოხში.
წვიმის მბრძანებელ ტურუს სიტყვები არ უყვარდა, არც სხვებს უს-
მენდა და სიამოვნებით არც თვითონ საუბრობდა. ამიტომ ბევრი უცნაუ-
რად მიიჩნევდა, ბევრიც ბუზღუნად, მაგრამ ის ასეთი არ ყოფილა, იცო-
და, რა ხდებოდა მის გარშემო, უფრო მეტიც, ვიდრე მოსალოდნელი
იყო, სწავლულისა და განმარტოებულის დაბნეულობის მიუხედავად.
სხვათა შორის, მან ზუსტად იმიტომ იცოდა, რომ ეს ცოტა აბეზარი, მაგ-

495
რამ მოხდენილი და გულღია, ჭკვიანი ბიჭი მის კვალს მიჰყვებოდა და
უთვალთვალებდა, ეს თავიდანვე შენიშნა, რაც გრძელდებოდა უკვე
ერთ წელზე მეტს. მან ისიც ზუსტად იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს გარე-
მოება. ეს ბევრს ნიშნავდა ყმაწვილებისთვის და ბევრს ნიშნავდა მის-
თვისაც, მოხუცისთვის, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ბიჭი ამინდის წარმო-
შობის საიდუმლოებაში შეყვარებული იყო და ამისი სწავლის გარდა
სხვა რამ სანატრელი არ ჰქონდა. მუდამ იარსებებდა ასეთი ბიჭი და-
სახლებაში. ასეთი უკვე მოვიდა კიდეც. ბევრი შეშინდებოდა ხოლმე და
ხიბლი ეკარგებოდათ, არადა, მას უკვე ორი ჰყავდა იმათგან მოწაფედ
და შეგირდად წლების მანძილზე. ისინი შემდეგ შორს, სხვა სოფლებში
დაქორწინდნენ და წვიმის , მბრძანებლები თუ ბალახების შემგროვებ-
ლები გახდნენ; მას შემდეგ ტურუ მარტო დარჩა, თუ იგი შეგირდს კიდევ
აიყვანდა, ის ამას იმ შემთხვევაში მოიმოქმედებდა, თუ ერთხელაც
მიმდევარი ეყოლებოდა. ეს მუდამ ასე ხდებოდა და სწორიც იყო,
სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო: მუდამ ამოტივტივდებოდა
ხოლმე ვინმე ნიჭიერი და ამ კაცს დაუკავშირდებოდა და მას მიჰყვე-
ბოდა, ვინც მის საქმეში ოსტატის დახელოვნებას ხედავდა. კნეხტი ნი-
ჭიერი იყო, იგი იმას ფლობდა, რაც ამ დროს სჭირდებათ, და რამდენი-
მე თვისებაც გააჩნდა, რაც მას რეკომენდაციას გაუწევდა: დაკვირვე-
ბული, იმავდროს მახვილი და მეოცნებე მზერა, უპირველეს ყოვლისა,
მის არსებასა და სახის მთლიან გამომეტყველებაში თავდაჭერა და
სიწყნარე, რაღაც მგრძნობიარე გუმანის მქონე, ფხიზელი, ხმიანობისა
და სურნელის აღმქმელი, რაღაც ჩიტის მსგავსი და მონადირისებური.
ცხადია, ამ ბიჭისაგან შეიძლებოდა ამინდის მაუწყებელი გამოსული-
ყო, შეიძლება მაგიც, ის საჭირო ადამიანი იყო. მაგრამ ეს საქმე არ იყო
საჩქარო, ის ჯერ ყმაწვილი გახლდათ, და მისთვის არ შეიძლებოდა
იმისი ჩვენება, რომ იგი შეიცნეს, მისთვის საქმე არ უნდა გაადვილებუ-
ლიყო, არანაირი გზა არ უნდა ყოფილიყო წინასწარ გარკვეული. თუ
მან დაირცხვინა, შეშინდა, ჩაიკეტა, მხნეობა დაკარგა, მაშინ სიმპათი-
ით აღარ განეწყობიან მისადმი. მან უნდა დაიცადოს და იმსახუროს,
უნდა იქით-აქეთ იხეტიალოს, რათა თავის თავს მიაგნოს.

496
კნეხტი დაბორიალობდა კმაყოფილებითა და ნეტარებით აღელვე-
ბული, სოფლის თავზე, ახლად დაღამებულ ცაზე ღრუბლები და ორი-
სამი ვარსკვლავი მოჩანდა სოფლის თავზე. სიამოვნებებზე, სილამა-
ზეებსა და სინაზეებზე, რაც ჩვენთვის, დღევანდელებისთვის, თავის-
თავად ცხადი და საჭიროა და ნებისმიერი უღარიბესისთვისაც კი უცხო
არ არის, დასახლებას წარმოდგენა არ ჰქონდა, განათლებისა არა გა-
ეგებოდა რა და არც სხვადასხვა ხელოვნება იცოდა, მას არც სხვა სახ-
ლები ენახა მიწურების გარდა, არც რკინისა და ფოლადის ხელსაწყო-
ებს შეხებოდა და არც ისეთი რამ ეგემა, ხორბალი თუ ღვინო რომ არის.
მათთვის უცნობ რამეს შეადგენდა ისეთი აღმოჩენები, როგორიცაა,
სანთელი თუ ლამპა ადამიანებისთვის და მათთვის ეს სხივებმფრქვე-
ვი საოცრებანი იქნებოდა. კნეხტის ცხოვრება და მისი წარმოდგენის
სამყარო ამიტომ არანაკლებ მდიდარი იყო, ვით უსასრულო საიდუმ-
ლოება და სურათებიანი წიგნი; მას ისე ერტყა სამყარო გარშემო, სა-
დაც იგი ყოველ ახალ დღეს, ახალ პატარა რამეს აგნებდა: ცხოველთა
ცხოვრებიდან და მცენარეთა ზრდიდან დაწყებული ვარსკვლავიან ღა-
მემდე; და მდუმარე, საიდუმლოებებით მოცულ ბუნებასა და მის გან-
მარტოებულ, ბიჭის შეშინებულ მკერდში მსუნთქავ სულს შორის ყვე-
ლაფერი ნათესაობაში იმყოფებოდა და ყველანაირი დაძაბულობა, ში-
ში, ცნობისა და გათავისების წადილიც არსებობდა მის არსებაში, რისი
უნარიც ადამიანის სულს გააჩნია. რომ არ ყოფილიყო მის სამყაროში
ჩადებული, დაწერილი ცოდნა, ისტორია, წიგნი, ანბანი, მისთვის ყვე-
ლაფერი იქნებოდა სრულიად უცნობი და მიუღწეველი, რაც სამი-ოთხი
საათის სავალზე მისი სოფლის გარეთ მდებარეობდა. ასე ცხოვრობდა
იგი თავის თავში, თავის სოფელში, მთლიანად და სრულყოფილად
მასთან ერთად შერწყმული. სოფელი, სამშობლო, ტომის ერთიანობა
დედათა წინამძღოლობით, მას ყველაფერს აძლევდა, რაც ხალხსა და
სახელმწიფოს ადამიანისთვის შეეძლო მიეცათ; მიწა, ათასობით ფეს-
ვებისაგან შემდგარი, რომლის წნულშიც თვითონ ერთ ბოჭკოს წარმო-
ადგენდა და ყოველთან ჰქონდა წილი.
კმაყოფილი მიჰყვებოდა თავის გზას, ხეებში ღამის სიო ჩურჩულებ-
და და ჩუმი ტკაცუნი მოისმოდა, სველ მიწას, ლელსა და შლამს შეიყ-

497
ნოსავდა; ნახევრად ხავსმოდებული, ნედლი შეშისთვის დამახასიათე-
ბელი მოტკბო სურნელი უფრო მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე ყოველი
სხვა რამ, ეს სამშობლოს უდრიდა, როცა ის ბიჭების სახლს უახლოვდე-
ბოდა, ახალგაზრდა ადამიანის სხეულები ყნოსვით შეიგრძნო. უხმოდ
შეცოცდა ლელის ჭილობქვეშ, თბილ, იქ მსუფევ წყვდიადში ჩალაზე
დაწვა და ჯადოქრების ამბავზე ჩაძინებამდე ფიქრობდა, ტახის ეშვზე,
ადაზე, წვიმის კაცზე და მის ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბებზე.
ტურუ ბიჭს მეტად გამოზომილი ნაბიჯებით შეხვდა, მას საქმეს არ
უადვილებდა. ყმაწვილი კაცი კი მუდამ მის კვალზე იყო და მოხუცისკენ
ეწეოდა, როგორ მან თვითონაც არ იცოდა. ხშირად, როცა მოხუცი სად-
მე ყველაზე მიმალულ ადგილზე ტყეში, ჭაობში თუ მდელოზე ხაფანგს
აგებდა, ცხოველის ნაკვალევს ყნოსვით იგებდა, ფესვს თხრიდა, ანდა
თესლებს აგროვებდა, უცებ ბიჭის მზერას აწყდებოდა, ვინც მას უხმოდ
და უხილავად საათობით უკან მისდევდა და უთვალთვალებდა. შემ-
დეგ ხანდახან ამას ისე აკეთებდა, თითქოს არაფერი შეამჩნიაო, ხან
კი ბუზღუნებდა და მდევარს გზაზე უმოწყალოდ მიუთითებდა, ხან ხელ-
საც უქნევდა და დღისით თავისთან იტოვებდა, სამსახურს გააწევინებ-
და, ათას რამეს აჩვენებდა, გამოაცნობინებდა, გამოცდასავით საქმეს
მოასინჯინებდა, ბალახების სახელებს ეუბნებოდა, წყლის მოსატანად
დაუძახებდა და ცეცხლს ანთებინებდა, და ყოველი საქმის შესრულე-
ბის დროს მიუთითებდა და ასწავლიდა, თუ რა ხერხები, ფანდები, სა-
იდუმლოებები და დაფიცებები გამოეყენებინა, და ამ ყველაფერის ფა-
რულად შენახვა და დაცვა ყმაწვილს ევალებოდა. და ბოლოს, როცა
კნეხტი ცოტა წამოიზარდა, მთლიანად თავისთან გადაიყვანა, თავის
შეგირდად აღიარა და ბიჭების დასაძინებელ სახლიდანაც გამოიყვანა
და საკუთარ ქოხში მოათავსა. უპირველეს ყოვლისა, კნეხტი ხალხში
გამოირჩა: ის ბიჭი აღარ იყო, ამინდის მბრძანებლის შეგირდი გახ-
ლდათ და ეს იმას ნიშნავდა: თუ თავს გაიტანდა და რაღაცად ივარგებ-
და, მაშინ მისი მიმდევარი გახდებოდა.
იმ დროიდან, როცა კნეხტი მოხუცმა თავის ქოხში მიიღო, მათ შო-
რის ზღვარი დაიდო, ზღვარი არა პატივისცემასა და დამჯერობას, არა-
მედ უნდობლობასა და უკან დახევას შორის. ტურუ მიმართული, იყო

498
იქითკენ, შეუპოვრად ემოქმედა, მოეპოვებინა კნეხტი, აღარაფერი
სხვა არ უნდოდა გარდა იმისა, რომ მისგან გამოსულიყო კარგი ამინ-
დის მბრძანებელი და მისი მიმდევარი. ამ სწავლებისთვის არ არსე-
ბობდა ცნებები, დამოძღვრა, მეთოდი, წესი, ციფრები, მაგრამ არსე-
ბობდა ნაკლები სიტყვები. და ეს იყო მეტადრე კნეხტის გრძნობები,
ვიდრე მისი გონება, და რაც ოსტატმა აღზრდისას განუვითარა. შემო-
ნახული წეს-ჩვეულებებისა და გამოცდილების დიდი სიმდიდრე ბუნე-
ბაზე, რაც მაშინდელი ადამიანის საერთო ცოდნას შეადგენდა, მათ
არა მხოლოდ უნდა ჰქონოდათ და ამით ესარგებლათ, არამედ გადაე-
ცათ კიდეც. გამოცდილებათა, დაკვირვებათა, ინსტინქტთა, და კვლე-
ვის ჩვევათა დიდი და მჭიდრო სისტემა ყმაწვილის წინაშე ნელ-ნელა
და ბინდის მოცილებით იხსნებოდა, თითქმის არაფერი მიდიოდა აქე-
დან ცნებებამდე, თითქმის ყველაფერი გრძნობებით უნდა გარკვეული-
ყო, გრძნობებით უნდა ესწავლა, ამითვე შეემოწმებინა. ამ მეცნიერების
საფუძველი და მთავარი ამოსავალი წერტილი მთვარისმცოდნეობა
იყო, მისი ფაზები და ცვალებადობები, როგორ ივსებოდა მუდამ მთვა-
რე და მუდამ როგორ ილეოდა; მთვარე დასახლებული იყო მიცვალე-
ბულთა სულებით, რომლებიც ახალი დაბადებისთვის იგზავნებოდნენ,
რათა ახალი გარდაცვალებისთვის სივრცე შექმნილიყო.
იმ საღამოს მსგავსად, როგორც ზღაპრების მთხრობელ ქალთან
მისვლისას, ახლაც მოხუცის კერიასთან ქვაბების სიახლოვეში სხვა
დრო, სხვა საათი აღიბეჭდა კნეხტის მეხსიერებაში, გარდამავალი ხა-
ნი ღამესა და დილას შორის, რადგან ოსტატმა შუაღამის გადასვლის
შემდეგ, ორი საათით გააღვიძა და თავისთან ერთად საშინელ წყვდი-
ადში გაიყვანა, რათა მილეული ნამგალა მთვარის უკანასკნელი ამოს-
ვლა ეჩვენებინა. ისინი მიაშტერდნენ: ოსტატი მდუმარედ, უმოძრაოდ,
ყმაწვილი რაღაც შეძრწუნებითა და უძილობის გამო კანკალით; ტყიან
ფერდობის შუაში, თავისუფლად წინგამოწეული კლდის შვერილზე
დიდხანს შეჰყურებდნენ ცას, ვიდრე ოსტატის წინასწარ მითითებულ
ადგილზე და წინასწარ აღწერილი სახითა და დახრილობით თხელი
მთვარე ნაზ მორკალულ ხაზად არ აჩნდა. შიშითა და ხიბლით მიაჩერ-

499
და კნეხტი ნელ-ნელა ამომავალ მნათობს, ღრუბელთა წყვდიადში
რომ ამოცურდა ოდნავ ნათელშეპარულ ცის კუნძულზე.
„მალე თავის სახეს შეიცვლის და კვლავ გაივსება, ბადრი მთვარი-
სას წიწიბურის დათესვის დრო მოდის,“ თქვა ამინდის მბრძანებელმა,
დღეების თითებზე ჩამოთვლით. შემდეგ იგი ისევ წინანდელ მდგომა-
რეობაში ჩაეფლო, მარტო მიტოვებულივით, კნეხტი მბრწყინავ, ნამიან
ქვაზე ჩამოჯდა და სიცივისაგან აკანკალდა, ტყის სიღრმიდან შორით
ბუს კივილი მოისმოდა. დიდხანს ფიქრში იყო მოხუცი, მერე აღიმართა,
კნეხტს ხელი თმაზე დაადო და წყნარად უთხრა, თითქოს სიზმრიდან
ამბობსო: „როცა მე მოვკვდები, ჩემი სული მთვარეზე გაფრინდება. შენ
იქნები მერე ის კაცი და ცოლი გეყოლება, ჩემი ქალიშვილი ადა შენი
მეუღლე გახდება. როცა იგი შენგან ვაჟს დაბადებს, ჩემი სული უკან
მობრუნდება და თქვენს ვაჟში გააგრძელებს სიცოცხლეს, და მას შენ
ტურუს დაარქმევ, როგორც მე მქვია, ტურუ“.
შეგირდი გაოცებით უგდებდა ყურს, სიტყვის თქმას ვერ ბედავდა,
თხელი ვერცხლის ნამგალმა აიწია და ღრუბლების ნახევარიც უკვე
გაქრა. ახალგაზრდა ადამიანზე მრავალი ურთიერთობისა და დაკავ-
შირების, საგნებისა და ამბების გამეორებებისა და გადაჯვარედინებე-
ბის წინასწარ ხედვა საოცრად მოქმედებდა, საოცრად შეიგრძნო თავი
როგორც მაყურებელმა და მოქმედმა პირმა ამ უცხო, ღამისეული ცის
წინაშე, სადაც უსასრულო ტყეებისა და ბორცვების ზემოთ ბასრი, თხე-
ლი ნამგალა მთვარე გამოჩნდა, ოსტატმა ზუსტად რომ აუწყა წინას-
წარ; საოცრად გამოვლინდა ოსტატი მის წინაშე, ათასობით საიდუმ-
ლოს რომ დაიუნჯებდა; იგი, ვინც თავის საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ-
და, ვისი სულიც მთვარეზე დაჰყოფს და მთვარიდან ისევ ადამიანში
უკან დაბრუნდება, ვინც კნეხტის ვაჟი იქნება და ყოფილი ოსტატის სა-
ხელი დაერქმევა. საოცრად გახსნილად, ადგილ-ადგილ გამჭვირვა-
ლედ, ღრუბლიანი ცის მსგავსად ჩანდა მომავალი, ხედავდა, როგორ
იკვეთებოდა მისი ბედი, და რომ მის შესახებ იციან, ამ მოვლენებს სა-
ხელებს არქმევენ და ამაზე ლაპარაკი იმისი მსგავსი ეჩვენებოდა,
თითქოს შესწევდა უნარი შეეხედა თვალშეუდგამი სივრცეებისთვის,
საოცრებებით რომ იყო სავსე, თუმცა მაინც სრული წესრიგი გამეფებუ-

500
ლიყო. ერთი წუთით ყველაფერი მისი სულისათვის შესახები გახდა,
ყველაფრის მცოდნე ჩანდა, ყველაფერზე მიყურადებული, და ხედავ-
და წყნარ, თანავარსკვლავედების უსაფრთხო სვლას ზემოთ, ადამია-
ნებისა და ცხოველების ცხოვრებას, მათ ერთიანობებსა და მტრობებს,
შეხვედრებსა და ბრძოლებს, და ხვდებოდა, რომ ყველაფერი დიადი
და პატარა ყოველ ცოცხალში სიკვდილთან ერთად ჩაკეტილიყო, რომ
ამ ყველაფერს პირველი წარმოდგენისას თრთოლვით აღიქვამდა თუ
მთელივით გრძნობდა და თავის თავსაც მასში ჩართულსა და დაკავ-
შირებულს ხედავდა, როგორც რაღაც ერთიანად მოწესრიგებულს, კა-
ნონებით დაწესებულს, სულისთვის მისაღწევს. ეს იყო დიდი საიდუმ-
ლოებების, მათი ღირსებისა და სიღრმის პირველი წინასწარი გრძნო-
ბა ისევე, როგორც მათი შეცნობადობის, ყმაწვილს ამ ღამისა და დი-
ლისეული ტყის სიგრილეში, კლდეზე ათასობით მოჩურჩულე კენწერო-
თა ზემოთ სულების საიდუმლოებასავით რომ შეეხო. მას არ შეეძლო
ამის თაობაზე ელაპარაკა. მაშინ არა, და მთელ თავის სიცოცხლეშიც
არა, მაგრამ ამაზე ფიქრი მრავალჯერ მოუწევდა, და ამის შემდეგაც,
სწავლასა და გამოცდილებაში, ეს საათი მუდამ, და მისი განცდაც ახ-
ლანდელივით იარსებებდა. „იფიქრე ამაზე, – აფრთხილებდა ეს დრო,
– იფიქრე ამაზე, რომ ეს ყველაფერი არსებობს, რომ მთვარესა და შენს,
ტურუსა და ადას შორის სხივები და ნაკადები გადიან, რომ სიკვდილი
არსებობს, და სულთა ქვეყანაც, და რომ იქიდან უკან მობრუნება ხდე-
ბა, და რომ სამყაროში ყველა სურათის, მოვლენის პასუხი შიგნით, შენს
გულში მოიძიება, რომ ყველაფერი შენ გიკავშირდება, რომ იმ ყველა-
ფერზე იმდენი უნდა იცოდე, საერთოდ, რამდენიც ადამიანმა შეიძლე-
ბა იცოდეს“. ასეა, ეუბნებოდა ეს ხმა. კნეხტმა პირველად მოისმინა და
განიცადა სულის ეს ხმა, მისი მიტყუება, მოთხოვნა, მაგიური მოპოვება.
ასეთი მოგზაური მთვარე უკვე ცაზე დაინახა და დროდადრო ღამისე-
ულ სიჩუმეში ბუს კივილიც მოისმინა, და ოსტატის ბაგეებიდან, რამდე-
ნადაც მცირედ მეტყველი უნდა ყოფილიყო, უკვე ძველი სიბრძნისა თუ
მარტოსული ადამიანის დაკვირვების ზოგიერთი სიტყვა მოისმინა –
დღეს კი ეს ახლებური და სხვაგვარი იყო; ეს იყო წარმოდგენა მთლი-
ანობაზე, რაც მას შეემთხვა და რითაც განიმსჭვალა, ეს გახლდათ ურ-

501
თიერთობებისა და დამოკიდებულებების, წესრიგის გრძნობა, რამაც
იგი უკვე დააკავშირა და თანაც პასუხისმგებლობა დააკისრა. ვისაც ამ
საიდუმლოების გასაღები ექნებოდა, იგი არა მარტო ცხოველის ფეხის
ნაკვალევიდან ცხოველის, ფესვებისა და თესლების მიხედვით მცენა-
რის გამოცნობის უნარს გამოავლენდა, არამედ სამყაროს მთლიანო-
ბის შეცნობისაც. თანავარსკვლავედები, სულები, ადამიანები, ცხოვე-
ლები, სამკურნალო საშუალებები და შხამები, ყველაფერს უნდა მო-
იცავდეს ის თავის მთლიანობაში და ყოველი ერთი ნაწილიდან და ნიშ-
ნიდან, ყოველი სხვა მეორე ნაწილის წაკითხვა უნდა შეძლოს. იყვნენ
კარგი მონადირეები, რომლებსაც შესწევდათ უნარი მეტი შეეცნოთ
ნაკვალევიდან, ნიშნიდან, თმიდან და რაღაც ნარჩენებიდან, ვიდრე
სხვებს: ისინი გამოიცნობდნენ რამდენიმე თმის ღერიდან არა მარტო
იმას, თუ ცხოველი რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა, არამედ იმასაც,
ბებერი იყო თუ ნორჩი, დედალი თუ მამალი. სხვები ღრუბლების ფორ-
მით, ჰაერის სურნელის მიხედვით, ცხოველისა თუ მცენარის განსაკუთ-
რებული საქციელითა და მდგომარეობით მოსალოდნელ ამინდს რამ-
დენიმე დღის განმავლობაში წინასწარ ადგენდნენ; მისი ოსტატი ამაში
დახელოვნებული, შეუდარებელი და შეუმცდარი იყო. სხვებს კი დაბა-
დებიდან თანდაყოლილი მოხერხებულობა ჰქონდათ. იყვნენ ბიჭები,
რომლებიც ჩიტს ოცდაათი ნაბიჯიდან ქვას არტყამდნენ, ეს მათ არ უს-
წავლიათ, მათ ეს უბრალოდ შეეძლოთ, ეს ხდებოდა არა წვალებით,
არამედ სასწაულით, ანდა წყალობით, ქვა მათი ხელიდან თავისით
მიფრინავდა, ქვას სურდა მიზანში მოხვედრა და ჩიტს ხვდებოდა კი-
დეც. ისეთებიც არსებობდნენ, მომავალს წინასწარ რომ იგებდნენ,
მოკვდებოდა თუ არა ავადმყოფი, ფეხმძიმე ქალი ბიჭს გააჩენდა თუ
გოგოს; მოხუცი ქალის ქალიშვილიც და ამინდის მბრძანებელიც ცნო-
ბილები იყვნენ იმიტომ, რომ რაღაც ამდაგვარზე ცოდნას ფლობდნენ;
ამ წუთში კნეხტს ეჩვენებოდა, რომ ურთიერთობებისგან შემდგარ
უზარმაზარ ქსელში შუაგული უნდა არსებულიყო, საიდანაც ყველაფ-
რის ცოდნა, ყველანაირი წარსულისა და ყველანაირი მომავალის და-
ნახვა და განსაზღვრა შეიძლებოდა. ის, ვინც ამ შუაგულში იდგება,
ცოდნას ისე იქნება შერწყმული, როგორც ხეობას წყალი ჩამოუდის, ან-

502
და კომბოსტოსთან კურდღელი მიირბენს. მისი სიტყვაც ისე მახვილ-
გონივრულად, აზრიანად წარმოითქმება, როგორც ქვა ზუსტი მსროლე-
ლის ხელიდან მიზანს აღწევს. მან სულის ძალით ყველა ეს ცალკეული
საოცარი მონაცემი და უნარი თავის თავში უნდა გააერთიანოს და გა-
ათამაშოს: ეს იქნება სრულყოფილი, ბრძენი, სწორუპოვარი ადამიანი!
ასეთი ადამიანი რომ გახდე, ამას რომ მიუახლოვდე, ამ გზაზე რომ
მოხვდე: ეს გზებს შორის მთავარ გზას წარმოადგენდა, ეს მიზანს ნიშ-
ნავდა, ის აძლევდა სიცოცხლეს კურთხევასა და აზრს. რაღაც ამდაგ-
ვარს შეიგრძნობდა იგი, და თუ ჩვენ მისთვის უცნობ, აბსტრაქტულ ენა-
ზე ამის შესახებ რამის თქმას შევეცდებით, ვერაფრის თქმას შევძლებთ
მისი ცახცახისა და განცდის მხურვალებაზე, ღამით ადგომა, გაძღოლა
საფრთხითა და საიდუმლოებით მოცულ, ბნელ, უხმო ტყეში, მოუთმენე-
ლი ლოდინი ქვიან ბაქანზე, ზემოთ, დილის სიცივეში, მილეული მთვა-
რის სილუეტის გამოჩენა, ბრძენკაცის ძუნწი სიტყვები, მარტო ყოფნა
ოსტატთან ერთად შერჩეულ იმ დროში, – ეს ყველაფერი კნეხტმა განი-
ცადა და დაიმახსოვრა, როგორც ზეიმი და საიდუმლოება, როგორც
განდობის ზეიმი, როგორც მისი ზიარება კულტთან. ეს იყო მსახურების-
თვის მიღებული, მაგრამ პატივისცემით სავსე დამოკიდებულება სა-
ხელდაურქმეველისადმი, მსოფლიოს საიდუმლოებისადმი. ეს განცდა
და ზოგიერთი მსგავსი რამ აზრებად თუ სულაც სიტყვებად ვერ გადა-
იქცეოდა, შორეული და შეუძლებელი კიდევ ყოველ სხვა აზრზე მეტად
ვერ გახდებოდა, თუნდაც მაგალითად, „იქნებ მხოლოდ მე ვარ ის, ვინც
ამ განცდას ქმნის, თუ ეს ობიექტური სინამდვილეა? ოსტატი იგივეს
გრძნობს, რასაც მე, თუ ჩემზე იცინის? ჩემი აზრები ამ განცდის დროს
ახალი, საკუთარი, ერთადერთია, იქნებ ოსტატი და სხვა ვინმე ზუსტად
ასეთნაირად განიცდიან და ფიქრობენ?“ არა, ეს გადახვევები და გან-
სხვავებები არ არსებობდა, ყველაფერი სინამდვილე იყო, უკვე გავლი-
ლი და სიცხადით სავსე, როგორც აფუებული პურის ცომი. ღრუბლები,
მთვარე, ცის მონაცვლე სურათები, სველი, ცივი კირქვის მიწა შიშველ
ფეხქვეშ, ნესტიანი ნამის სიცივე ფერმკრთალ ჰაერში ღამით, კერიის
კვამლისა და დაბლა დაგებული ფოთლების მანუგეშებელი, მშობლიუ-
რი სურნელი, გაჟღენთილი რომ იყო ოსტატს მოსხმული ბეწვის ტყავი,

503
მის ბოხ ხმაში ღირსების გრძნობა რომ ჟღერდა და კიდევ წყნარი ჩივი-
ლი ასაკისა და სიკვდილისადმი მზადყოფნის გამო. ეს ყველაფერი ზე-
რეალური მიიწეოდა საკმაოდ ძლიერად და მოქმედებდა ყმაწვილის
გრძნობებზე. მოგონებებისათვის გრძნობათა შთაბეჭდილებები უფრო
ღრმა მასაზრდოებელი ნიადაგია, ვიდრე საუკეთესო სისტემებისა და
აზროვნების მეთოდები.
წვიმის მბრძანებელი კი იმათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც თავის
საქმეს ასრულებდა და ამ ხელოვნების უნარი საკუთრივ გამოიმუშავა.
მისი ყოველდღიური ცხოვრება დანარჩენებისგან გარეგნულად ძალზე
დიდად არ განსხვავდებოდა. დიდი სამსახურის გამო ის პატივისცემას
იმსახურებდა, ტომისაგან ძღვენსა და გასამრჯელოს იღებდა, რამდე-
ნადაც საზოგადო საქმესთან ჰქონდა კავშირი. და ეს ხდებოდა მხო-
ლოდ განსაკუთრებული მიზეზებით. მთლიანობაში, მისი ერთ-ერთი
ყველაზე მთავარი, საზეიმო, წმინდა დანიშნულება ის იყო, რომ გაზაფ-
ხულზე ყოველი სახის მცენარისა და ბალახეულის დათესვის დღე გა-
ნესაზღვრა; ამას იგი აკეთებდა მთვარის მოქცევის ზუსტი გათვალის-
წინებით, ნაწილობრივ შემონახული წესების მიხედვით, ნაწილობრივ
საკუთარი გამოცდილებით. მაგრამ თავად თესვის დაწყების დროს სა-
ზეიმო მოქმედება, პირველი მუჭა მარცვლისა და თესლის დაბნევა თე-
მის მიწაზე, მის სამსახურს აღარ მიეკუთვნებოდა, ასეთ სიმაღლეზე
არც ერთი მამაკაცი არ იდგა. ეს თანდათანობით უხუცესი დედის მიერ
თვითონ, ანდა უფრო მისი ნათესავების მიერ სრულდებოდა. სოფელში
ოსტატი უმნიშვნელოვანესი პიროვნება იმ შემთხვევაში გახდებოდა,
თუ ის ნამდვილად ამინდის მბრძანებლის სამსახურს გასწევდა. და ეს
მაშინ, როცა ხანგრძლივი სიმშრალე, სინესტე თუ სიცივე მინდვრებში
დაისადგურებდა და ტომს შიმშილის გამო გაჭირვება დაემუქრებოდა.
მაშინ ტურუ იმ საშუალებებს იყენებდა, რაც გვალვისა და ხრიოკის სა-
წინააღმდეგოდ იცოდა: მსხვერპლის გაღება, დაფდაფის ცემა, სათხო-
ვარი მსვლელობები. ასეთი გადმოცემა არსებობდა, როცა ხანგრძლი-
ვი პაპანაქება თუ გადაუღებელი წვიმები ყველა გამოყენებული საშუა-
ლების მიუხედავად კვლავ გრძელდებოდა და მახვეწარნი ამაოდ ცდი-
ლობდნენ გადათქმევინებას სულებისადმი მიმართვით, მუდარით თუ

504
მუქარით, მაინც ერთი ბოლო უშეცდომო საშუალება იყო მოტოვებული,
რასაც დროდადრო დედები და ბებიები იყენებდნენ ხოლმე: და ეს
ამინდის მბრძანებლის მსხვერპლშეწირვა გახლდათ, რასაც თვითონ
თემი აღასრულებდა. ამბობდნენ, მოხუც ქალს ამისი გადატანა კიდეც
მოუხდა და თავისი თვალით მხილველიც იყოო.
ამინდზე ზრუნვის გარდა ოსტატს კერძო პრაქტიკის კიდევ ერთი სა-
ხე გააჩნდა, – სულებთან შეფიცებით ვედრება, თილისმებისა და ჯა-
დოსნური საშუალებების გამზადება და გარკვეულ შემთხვევებში, ექი-
მობაც, რამდენადაც ეს უხუცეს ქალებთან არ იყო დაცული. სხვა მხრივ,
ოსტატი ტურუ ცხოვრობდა სხვა დანარჩენებივით. ის ეხმარებოდა
სხვებსაც, მისი ჯერი რომ დადგებოდა, მუშაობდა, თემის მიწაც ჰქონდა
შეკვეთილი და ქოხთან თავისი პატარა საკუთარი ბოსტანიც. ნაყოფს,
სოკოს, საწვავ შეშას აგროვებდა და ინახავდა. თევზაობდა და ნადი-
რობდა და ერთ ან ორ თხას უვლიდა. გლეხივით იყო ყოველი მეორის
მსგავსად, როგორც მონადირე, მეთევზე, ბალახეულის მძებნელი, მაგ-
რამ ის სხვისი მსგავსი არ იყო, მარტო დადიოდა და იმის ნიჭი და მო-
წოდება ჰქონდა, სცოდნოდა ბუნებრივი და მაგიური ხრიკების, მიგნე-
ბის, უპირატესობისა და დახმარების საშუალებების მთელი რიგი. ერთ
მის დაწნულ მინდვრის ხაფანგს, ასე ვთქვათ, ვეღარ დაუსხლტებოდა
ვერც ერთი დაჭერილი ცხოველი, თევზების სატყუარას განსაკუთრე-
ბით სურნელოვანი და გემრიელი საკვებით აკეთებდა, იგი ხვდებოდა,
კიბოები თავისთან როგორ მიეზიდა, მის ირგვლივ არსებობდა ისეთი
ხალხიც, ვისაც სჯეროდა, რომ მას ასეთი ცხოველების ენა ესმოდა. მის
ყველაზე ნამდვილ სფეროს კი მაინც მაგიური მეცნიერება შეადგენდა:
მთვარისა და ვარსკვლავების დაკვირვება, ამინდის ნიშნების ცნობა,
მისი წინასწარგრძნობა, ალღოს აღება ზრდადობისათვის, ამ ყველაფ-
რით დაკავება მაგიურ ზემოქმედებებს დამხმარე საშუალებად ემსახუ-
რებოდა. იგი დიდი ადამიანი გახლდათ, იმ ცხოველთა და მცენარეთა
სამყაროს სახეობათა მცნობელი და შემგროვებელი, რისი სამკურნა-
ლო საშუალებებად და შხამებად გამოყენება შეიძლებოდა, სასწაულ-
მოქმედი ძალა ჰქონდა ზოგს, ბოროტის წინააღმდეგ შელოცვისა და
დაცვის სამსახურის გასაწევად რომ იხმარებოდა. მას ნასწავლი ჰქონ-

505
და და პოულობდა ყოველ ბალახს, უიშვიათეს მცენარესაც გამოიცნობ-
და, სად და როდის აყვავდებოდა და თესლი როდის დავარგდებოდა,
როდის იყო მისი ფესვების ამოღების დრო. პოულობდა ყველა სახეო-
ბის გველსა და გომბეშოს, იცოდა რქების, ჩლიქების, ბრჭყალების,
თმების გამოყენების ხერხები, არკვევდა გამონაზარდებს, დამახინჯე-
ბებს, მოჩვენებებსა და შემაშინებელ ფორმებს, კორძებს, ჩიყვებს და
მეჭეჭებს ხეზე, ფოთოლზე, მარცვალზე, კაკალზე, რქასა და ჩლიქზე.
კნეხტს მეტი სასწავლი ჰქონდა გრძნობებით, ფეხითა და ხელით,
თვალით, კანის მგრძნობელობით, სმენისა და ყნოსვის ორგანოებით,
ვიდრე გონებით და ტურუ ძალზე ბევრს ასწავლიდა მაგალითითა და
ჩვენებით, ვიდრე სიტყვებითა და დამოძღვრით. საერთოდ, იშვიათად
ხდებოდა, რომ ოსტატი ვინმესთან ლაპარაკობდა, და მაშინაც სიტყვე-
ბი იყო მხოლოდ მცდელობა, რომ მისი განსაკუთრებული შთამბეჭდავი
მიმიკები ისევ გამოკვეთილიყო. კნეხტის დამოძღვრა მაინც სხვაგვა-
რი იყო იმ დამოძღვრისაგან, რასაც ახალგაზრდა მონადირე თუ მეთევ-
ზე კარგ ოსტათთან გადის; იგი მას დიდ სიხარულს ანიჭებდა, რადგა-
ნაც სწავლობდა მხოლოდ იმას, რაც უკვე მასში მოიძიებოდა. ის სწავ-
ლობდა ჩასაფრებას, მიყურადებას. მიპარვას, დაკვირვებას, სიფ-
რთხილეს, მღვიძარებას, დაყნოსვას, შეგრძნებას; მაგრამ ის ცხოველი,
რასაც იგი და თავისი ოსტატი უფრთხოდნენ, იყო არა მარტო მელა და
მაჩვი, გველგესლა და გომბეშო, ფრინველი და თევზი, არამედ ეს იყო
სული, მთლიანობაში, აზრი, მასთან კავშირი. ცვალებადობის, ამინდის
ბუნების განსაზღვრა, მისი შეცნობა, გამოცნობა და წინასწარ ცოდნა,
კენკრითა და გველის ნაკბენით გარდაუვალი სიკვდილის ცოდნა, სა-
იდუმლოების ჩაწვდომა, რის მიხედვითაც ღრუბლები და ქარიშხლები
დაკავშირებულია მთვარის მოქცევასთან და ნათესსა და მის ზრდადო-
ბაზე გავლენას ახდენენ ისევე, როგორც ადამიანსა და ცხოველში სი-
ცოცხლის აყვავებასა და წარმავლობაზე, – ეს იყო მათი საფიქრალი.
ისინი მიესწრაფვოდნენ ისეთი მიზნისკენ, რაც მეცნიერებამ და ტექნი-
კამ მოგვიანებით ათასწლეულის მანძილზე ბუნების ფლობისა და გა-
მოვლენის შესაძლებლობასთან თავისი კანონებით გააკეთა. მაგრამ
ისინი ამას აღწევდნენ სხვა სრულყოფილი გზით. ისინი ბუნებას არ

506
შორდებოდნენ და მის საიდუმლოებებში შეღწევას ცდილობდნენ ძა-
ლის ჩაურევლად, ბუნებას არასდროს უპირისპირდებოდნენ და არც
მტრობდნენ, მუდამ მისი ნაწილი და მისადმი მოწიწებით გამსჭვა-
ლულნი იყვნენ. ალბათ შესაძლებელია, რომ ისინი ბუნებას უკეთესად
იცნობდნენ და მასთან გონივრულად ჰქონდათ კავშირი. ერთი კი მათ-
თვის სრულიად შეუძლებელი იყო, რომ ერთხელაც კი თავში აზრად გა-
ევლოთ. – ბუნებასა და სულების სამყაროსთან უშიშრად ემოქმედათ
და ამგვარად მისი ქვეშევრდომნი ყოფილიყვნენ, ანდა, მთლიანად
თავი გადაეცათ მისთვის. ამ თავხედური მედიდურობისთვის მოუმზა-
დებლები იყვნენ და მათთვის შეუძლებელი იყო, ბუნების ძალები ხელ-
ში ჩაეგდოთ, სიკვდილთან, დემონებთან სხვა დამოკიდებულება გას-
ჩენოდათ გარდა შიშისა. შიში ადამიანთა ცხოვრების დამპყრობი გახ-
ლდათ. მისი დაძლევა შეუძლებლად ჩანდა. მაგრამ მისი გასათუთება,
ფორმაში დატყვევება, მისგან თავის დაძვრენა, შენიღბვა, მასთან
მთლიანი ცხოვრების დაქვემდებარება, – აი ამას ემსახურებოდნენ
მსხვერპლის გაღების სხვადასხვა სისტემები. შიში ზეწოლას წარმოად-
გენდა, რითაც მოცული იყო ამ ადამიანთა ცხოვრება, და ამ დიდი ზე-
წოლის გარეშე მათი ცხოვრება ხომ საშინელება იქნებოდა, მაგრამ მო-
აკლდებოდა ინტენსივობაც. ვისაც მოუხერხდა შიში ოდნავ მოკრძა-
ლებით გაეკეთილშობილებინა, ბევრი მოიგო, ასეთი ადამიანები, რომ-
ლებიც შიშის გამო ღვთისმოსავნი გახდნენ, იმ ეპოქაში კეთილნი და
წარმატებულნი შეიქნენ. მრავალი იქნა მსხვერპლშეწირული სხვადას-
ხვა ფორმით. ამ მსხვერპლთა და მათ რიტუალთა გარკვეული ნაწილი
ამინდის მბრძანებლის მსახურების სფეროს მიეკუთვნებოდა.
ქოხში კნეხტის გვერდით პატარა ადა იზრდებოდა, კოხტა ბავშვი,
მოხუცის საყვარელი არსება და როგორც კი საამისო დრო დადგებო-
და, თავის მოწაფეს ცოლად შერთავდა. კნეხტი ამ დროიდან წვიმის
მბრძანებლის შეგირდად ითვლებოდა, ქურუმ სოფლის დედას წარუდ-
გინა იგი, როგორც თავისი სასიძო და მისი მიმდევარი და აქედან მო-
ყოლებული ზოგიერთი საქმის შესრულებასა და მსახურებრივ მოქმე-
დებაში მასაც უნდა მიეღო მონაწილეობა. გადიოდა რა თანდათან წე-
ლიწადის დროები და წლები, მოხუცი წვიმის მბრძანებელი მთლიანად

507
მარტოსულ მოხუცებულობის ჭვრეტაში იძირებოდა და მთელი თავისი
სამსახური მას გადასცა, და როცა იგი მოკვდა – ნახეს კერასთან ჩამუხ-
ლულს, რამდენიმე მაგიური ნახარშის პატარა ქვაბთან გადახრილს,
თეთრი თმა ცეცხლისაგან ამოსწვოდა – აქ კი დიდი ხნიდან უკვე ყმაწ-
ვილი იმყოფებოდა, მოწაფე კნეხტი, სოფლისთვის წვიმის მბრძანებ-
ლად ცნობილი. ის სოფლის სათათბიროსგან თავისი დამმოძღვრავი-
სა და ოსტატის საპატიო დაკრძალვას მოითხოვდა და მის საფლავზე
როგორც სამსხვერპლოდ შეწირული, ძვირფასი, კეთილშობილი და
სამკურნალო ბალახებისა და ფესვების მთელი დიდი შეკვრა დაწვა,
და კიდევ დიდი ხანი გავიდა, და კნეხტის შვილებში, რომლებიც ადას
ქოხში უკვე ვიწროდ ცხოვრობდნენ, ერთი ბიჭი გაჩნდა, სახელად ტუ-
რუ, ვის სახეშიც მთვარიდან მოხუცის სული მობრუნდა უკან. კნეხტთან
საქმე ისე მიდიოდა, როგორც წინა ხანებში მის მასწავლებელთან. მას
შიში, ერთგვარად, ღვთისმოშიშობაში გადაუვიდა და სულიერ ადამია-
ნად იქცა. მან ყმაწვილობის მისწრაფების და ღრმა მონატრების ნაწი-
ლი ცხოველმყოფელად შეინარჩუნა, ერთი ნაწილი კი ჩაკვდა კიდეც
და მოხუცებულობის ჟამს მუშაობაში, სიყვარულსა და ადასა და შვი-
ლებისთვის ზრუნვაში ჩაიკარგა. მასში მუდამ უდიდესი სიყვარული ფა-
სობდა და საოცრად მონდომებით ცდილობდა, რომ ეკვლია მთვარე
და მისი გავლენა წელიწადის დროებსა და ამინდზე. აქ მან მიაღწია
თავისი დახელოვნებული ოსტატის ტურუს ცოდნას და ბოლოს აჯობა
კიდეც. და რადგანაც მთვარის ავსება და კლებადობა ადამიანთა სიკ-
ვდილსა და დაბადებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, და რად-
განაც ყველანაირი შიშიდან, როგორი შიშებიც კი მათ გააჩნიათ, სიკ-
ვდილის გარდაუვალობის შიში უღრმესია, ამიტომ მთვარის თაყვანის-
მცემელმა და მთვარის მცოდნე კნეხტმა მასთან ახლობლური და ცოც-
ხალი ურთიერთობების გვერდით მისი მაკურთხებელი და სიკვდილ-
თან დაკავშირებით მისი მაუწყებელი ურთიერთობაც მოიპოვა. თავისი
მოწიფულობის წლებში სიკვდილის შიშს სხვა ადამიანებთან შედარე-
ბით ნაკლებად განიცდიდა. მას მთვარესთან პატივისცემით და
გრძნობებით საუბარი ან მუდარა შეეძლო, მასთან დაკავშირება სათუ-
თი სულიერი ურთიერთობებით იცოდა, მან მთვარის ცხოვრება ძალზე

508
ზუსტად გამოარკვია და მის მოქცევასა და ბედში შინაგანად მონაწი-
ლეობდა, ის ცხოვრობდა მთვარის სისავსიდან მის მილევამდე და შემ-
დეგ მის ახლად ამოსვლამდე, ეს იყო როგორც მისტერია, იგი მასთან
ერთად იტანჯებოდა და შეშინდებოდა მაშინვე, თუ კი მთვარეს საში-
ნელება შეემთხვეოდა ხოლმე და როცა მას ავადმყოფობები და საფ-
რთხეები, ცვლილებები და დაზიანებები ხვდებოდა, როცა ბრწყინვას
კარგავდა, ფერს იცვლიდა, თითქმის გაქრობამდე დაბნელდებოდა. ამ
დროს, ცხადია, ყოველი ადამიანი მონაწილეობას იღებდა მთვარის
მოვლენებში. კანკალებდა მასთან ერთად, მუქარის ქვეშ იმყოფებოდა
და შეიცნობდა, რომ მთვარის დაბნელებისას მთვარეს წმინდა ძალა
აღარ უახლოვდებოდა და შეჰყურებდა შიშით მის ძველ, დაავადებულ,
სნებაშეყრილ სახეს. მაგრამ სწორედ მაშინ ჩნდებოდა, რომ წვიმის
მბრძანებელი კნეხტი მთვარესთან შინაგანად იყო განდობილი და მე-
ტი იცოდა მასზე, ვიდრე სხვამ. მართლაც, მისი ბედით მთვარესთან ერ-
თად იტანჯებოდა, მართლაც, გაჭირვებაში ვარდებოდა და გულში ეში-
ნოდა, მაგრამ მისი მოგონებები მსგავს განცდებზე უფრო მძაფრი და
დახვეწილი, და მის ნდობაზე დაფუძნებული იყო. მარადისობისა და
მასთან კვლავ დაბრუნების რწმენა, გამოკეთება და სიკვდილის დაძ-
ლევა უფრო დიდი იყო, და კიდევ უფრო დიდი იყო მთელი არსებით
მისკენ სწრაფვა, ასეთ წუთებში ის თავს მზად გრძნობდა, რომ მნათო-
ბის ბედი მის ჩასვლამდე და ხელახლა დაბადებამდე თანაგანეცადა,
და ის შემდეგ ხანდახან გრძნობდა, რაღაც თითქოს უხეშობასაც კი, რა-
ღაც ერთობ მამაცობასაც და ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რომ
სიკვდილს სულის მეშვეობით გაჯიუტებოდა და თავის მეს გატაცებით,
ზეადამიანური ბედით აძლიერებდა. აქედან რაღაც მის არსებაში გა-
დადიოდა და სხვისთვისაც საგრძნობი ხდებოდა. მთვარის მცოდნედ
და თაყვანისმცემლად თვლიდნენ მას, დიდი სიმშვიდის კაცად მიიჩ-
ნევდნენ და ეგონათ, სიკვდილთან მცირედი შიშიღა აკავშირებდა, და
ამ კაცს აფასებდნენ, ვინც ძალებთან კარგ ურთიერთობაში იმყოფებო-
და.
მან ეს ნიჭი და სათნოებანი რამდენჯერმე სერიოზული გამოცდით
გამოავლინა. ერთხელ ისეთი პერიოდიც დაუდგა, როცა მოუსავლია-

509
ნობამ და ავდრობამ ორ წელზე მეტ ხანს გასტანა, ეს დიდი განსაცდე-
ლი იყო მის ცხოვრებაში. გადადებული თესვების დაწყებისას ისევ წი-
ნააღმდეგობები და ავის მომასწავებელი ნიშნები განმეორდა და შემ-
დეგ ყოველი მოულოდნელი კომეტის გამოჩენისას ზიანდებოდა ნათე-
სები და ბოლოს, მთლიანად და ძირფესვიანად ნადგურდებოდა; თემი
სასტიკად დაიმშა და კნეხტიც მათთან ერთად. და მან ეს მწარე წელი-
წადი რომ გადაიტანა, და მან, წვიმის მბრძანებელმა, ყველანაირი
რწმენა და გავლენა რომ არ დაკარგა, ახლა ტომს უნდა დახმარებოდა,
უბედურება დამცირებით და რამდენადმე თავდაჭერით უნდა აეტანა,
და ეს უკვე საკმაოდ ბევრს ნიშნავდა. და როცა შემდგომი მთელი წლის
მანძილზე მკაცრი და სიკვდილიანობით მდიდარი ზამთარი, ყველა-
ნაირი უსიამოვნება და გაჭირვება შარშანდელი წელივით კვლავ გან-
მეორდა, როცა ზაფხულის გაკერპებულ გვალვაში სათემო მიწა ისე გა-
მოხმა და დასკდა, რომ თაგვები საშინლად გამრავლდნენ, როცა წვი-
მის მბრძანებლის შეფიცებები და სამსხვერპლო მოქმედებები ისევე
შეუსმენელი და უშედეგო რჩებოდა, როგორც ერთიანი, მთელი თემის
სათხოვარი გამოსვლები და დაფდაფიანი გუნდებით მსვლელობები,
და როცა ეს მძაფრად გამოიკვეთა, რომ წვიმის მბრძანებელს ამჯერად
არ შეეძლო წვიმის გამოხმობა, ეს უკვე პატარა საქმე აღარ იყო. უფრო
მეტიც, ერთი ჩვეულებრივი კაცი სჭირდებოდათ, ვინც პასუხისმგებლო-
ბას თავის თავზე აიღებდა და შეშინებულსა და ამღვრეულ ხალხს და-
ამშვიდებდა და წელში გამართავდა. ორი თუ სამი კვირა იყო, რაც
კნეხტი სულ მარტოობაში ატარებდა დროს, და მას მთელი თემი პირის-
პირ შეჰყურებდა, შიმშილი და სასოწარკვეთა დასადგურებულიყო,
ხალხში ძველი რწმენა ცოცხლობდა, რომ მხოლოდ წვიმის მბრძანებ-
ლის მსხვერპლად გაღებას შეეძლო იმ ძალებთან კვლავ შერკინება.
მან დათმობაზე წასვლით გაიმარჯვა. მსხვერპლად გაღების აზრს წი-
ნააღმდეგობით არ შეხვედრია, თავად შესთავაზა თავისი თავი,
მსხვერპლად შევეწირებიო. გარდა ამისა, გაუგონარი წვალებითა და
გარჯით მუშაობდა გაჭირვების შესამსუბუქებლად. ისევ და ისევ აღ-
მოაჩენდა ხოლმე სადმე წყალს, წყაროს, ნაკადულს, აბრკოლებდა წი-
ნააღმდეგობას, რომ უდიდეს გაჭირვებაში ჩავარდნილი საქონელი სა-

510
ერთოდ არ განადგურებულიყო; და განსაკუთრებით ისიც მოახერხა,
რომ მაშინდელი სოფლის თავის ჩამოხრჩობამდე და სასოწარკვეთი-
ლებამდე მისული უხუცესი დედა, სულიერად სისუსტე მორეული დიდი
დედა, ამ შემაძრწუნებელ დროს თანადგომით, რჩევით, მუქარით, სას-
წაულითა და ლოცვით, საკუთარი მაგალითით თუ შერცხვენით დაიცვა
იმისაგან, რომ ბოლომდე სიავე არ მორეოდა და საშინელება არ ჩა-
ედინა. მაშინ გამოიკვეთა, რომ შფოთისა და საზოგადო საზრუნავის
დროს კაცი უფრო საჭიროა. რაც უფრო მეტად მიმართავს ის თავის
ცხოვრებასა და აზროვნებას სულიერისა და ზეპიროვნულისაკენ, მით
უფრო ისწავლის პატივისცემას, დაკვირვებას, ლოცვას, მსახურებას და
მსხვერპლშეწირვას. ორმა საშიშმა წელმა, რომლებმაც იგი თითქმის
მსხვერპლადაც კი შეიწირა და გაანადგურა, ბოლოს დიდი პატივისცე-
მა და ნდობა მოაპოვებინა, თუმცა უპასუხისმგებლო ადამიანთა შორის
არა, მაგრამ მცირედთა შორის, რომლებსაც გააჩნდათ მოწიწება და სა-
კუთარი სახის მქონე კაცის დაფასება შეეძლოთ. ამ და ზოგიერთმა
ასეთმა განსაცდელმა ისე წაიყვანა მისი ცხოვრება, რომ მამაკაცის
სიმწიფის ხანას მიაღწია და იგი თავისი ცხოვრების სიმაღლეზე დად-
გა. ორი დიდი დედის დასაფლავებაში მიეხმარა თემს, ექვსი წლის
მშვენიერი ვაჟი დაკარგა, მგელმა რომ მოსტაცა, მძიმე ავადმყოფობაც
გადაიტანა სხვის ჩაურევლად, თვითონ იყო თავისი თავის ექიმი. შიმ-
შილსა და ყინვას გაუძლო, ეს ყველაფერი მის სახეზე აღიბეჭდა და
არანაკლებ მის სულზეც. მან გამოცდილებაც შეიძინა, რომ სულიერი
ადამიანები სხვებთან მიმართებაში გარკვეულად საოცარ გაღიზიანე-
ბასა და მტრულ გრძნობას აღძრავენ, რომ მათ შორიდან აფასებენ და
საჭიროების შემთხვევაში კიდეც მიმართავენ, მაგრამ არასოდეს არ
უყვართ და არც თავისნაირად აღიქვამენ, უფრო მეტიც, მათ გაურბიან.
მან ისიც შეიტყო, რომ ავადმყოფები და უბედურებაში ჩავარდნილი
ადამიანები გადმოცემულ თუ თავისუფლად მოგონილ შელოცვებსა და
განსაკუთრებულ გამოთქმებს უფრო იყენებენ, ვიდრე გონივრულ და-
რიგებას, რომ ადამიანს უფრო ურჩევნია უსიამოვნებები და გარეგნუ-
ლი სინანული თავის თავზე აიღოს, ვიდრე იგი შინაგანად შეიცვალოს,
ანდა მხოლოდ თავის თავს ამოწმებს: იგი სასწაულს იოლად უჯერებს,

511
ვიდრე გონებას, გადმოცემულ გამოთქმებს ადვილად ირწმუნებს, ვიდ-
რე გამოცდილებას შეიძენს, ამ საკითხებს, რომლებიც რამდენიმე
ათეული წლის მანძილზე ძალიან არ შეცვლილა, სავარაუდოდ, ზოგი-
ერთი ისტორიის წიგნი ამტკიცებს. მან ისიც ისწავლა, რომ სულიერმა,
მაძიებელმა ადამიანმა არ შეიძლება სიყვარული დაკარგოს, რომ იგი
ადამიანთა სურვილებსა და სისულელეებს ამპარტავნების გარეშე უნ-
და შეხვდეს, მაგრამ მას არ უნდა დაემორჩილოს, რადგან ბრძენიდან
თაღლითამდე, მღვდლიდან ოინბაზამდე, გაჭირვებაში დამხმარე ძმი-
დან ანგარებიან მუქთა მჭამელამდე, მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩე-
ნილი და რომ ხალხი, ძირითადად, ამჯობინებს ყალთაბანდს გადაუ-
ხადოს, და თაღლითს თავი გააბიაბრუებინოს, ვიდრე მისთვის უსას-
ყიდლოდ და უანგაროდ დახმარების მსურველს დაუჯეროს. მათ არ
სურდათ ნდობით, სიყვარულით, სიამოვნებით მიეზღოთ სამაგიერო,
არამედ ამას ფულსა და საქონელს ამჯობინებდნენ. ისინი ერთმანეთს
აცურებდნენ და ელოდებოდნენ, თვითონაც როგორ მოატყუებდნენ:
ისწავლეს, ადამიანებისთვის შეეხედათ, როგორც სუსტი, თვითმაძიე-
ბელი და მხდალი არსებებისათვის, უნდა დაკვირვებოდნენ იმასაც,
რომ თვითონაც ამ ყველა ცუდ თვისებებსა და ლტოლვებში მონაწი-
ლეობას მეტად იღებდნენ, მაგრამ იმაზე უნდა ეფიქრათ და თავისი სუ-
ლი იმით ესაზრდოებინათ, რომ ადამიანი მაინც სული და სიყვარულია,
რომ რაღაც მასში ცხოვრობს, რაც ლტოლვებს უპირისპირდება და მის
გაკეთილშობილებას ესწრაფვის, მაგრამ ეს აზრები უკვე ყველანაი-
რად გამოკვეთილია და ჩამოყალიბებული, და კნეხტი ამისკენ იყო
მიდრეკილი. ვთქვათ ასე: ის ამაზე ფიქრით დატვირთული გზაში იმყო-
ფებოდა, მისი გზა ერთხელაც ამ აზრებთან მივიდოდა და მათი საშუა-
ლებით ცხოვრებას გაივლიდა.
ამასობაში, როცა ამ გზას გადიოდა, ფიქრს მონატრებული, მას მა-
ინც სურდა, რომ შორს წასულიყო გრძნობიერ ცხოვრებაში, მთვარით
მოხიბლულიყო, ბალახის სურნელით, ფესვის შემადგენელი მარილე-
ბით, ქერქის გემოთი, სამკურნალო მცენარეთა მოშენებით, მალამო-
თა ხარშვით, ამინდისა და ატმოსფეროზე დაკვირვებით გატაცებული-
ყო; თავის თავში მან წარმოშვა ზოგიერთი უნარი, რასაც ჩვენ, გვიან-

512
დელები, აღარ ვფლობთ და რასაც მხოლოდ ნახევრად ვხვდებით. უმ-
ნიშვნელოვანესი ამ უნარებიდან, ცხადია, წვიმის მოყვანა იყო. თუნ-
დაც ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მტკიცედ, ურყე-
ვად იდგა და მისი მცდელობები სასტიკი და დამცინავი ჩანდა. კნეხ-
ტმა, ამგვარად, მაინც ასჯერ გამოიწვია წვიმა. თითქმის ყოველთვის
მაინც რაღაც სხვა გარემოებებით მიაღწია ამას. მსხვერპლის გაღე-
ბით, საკუთრივ, და სათხოვარი მსვლელობის რიტუალით, შეფიცებე-
ბით, დაფდაფების მუსიკით მცირედსაც ვერ შეცვლიდა, ან ვერ გამო-
ტოვებდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ოფიციალური, მისი საქმიანობის სა-
ზოგადო, მსახურებრივი და ქურუმის სანახაობითი მხარე; და ცხადია,
ეს ძალზე სასიამოვნო იყო და დიდებული გრძნობაც იპყრობდა, როცა
საღამოს, ერთხელაცდა, მსხვერპლშეწირვისა და პროცესიაგავლილ
დღეს ცა თავის თავს მიეცემოდა, ჰორიზონტი მოიღრუბლებოდა, სვე-
ლი ქარის სურნელი დატრიალდებოდა, პირველ წვეთებს წამოიღებ-
და; ერთხელაცდა მას მარტოს უნდა მიეღწია წვიმის ხელოვნებისათ-
ვის და წვიმა მოეყვანა, დღე კარგად ამოერჩია, რომ ბრმად არ წარე-
მართა თავისი ხედვა; საჭირო იყო ძალებისადმი ხვეწნა, და ძლიერი
მუდარა, მაგრამ გრძნობითა და ზომიერებითაც, მათი ნებაში მოქცე-
ვაც. და მართლაც, უფრო სასიამოვნო სულ სხვა რამ იყო, ვიდრე წარ-
მატებისა და ამაღლების ის მშვენიერი, ტრიუმფალური განცდები,
რომლის შესახებაც არავინ იცოდა მის გარდა, და თვითონაც ამას მხო-
ლოდ შიშითა და უფრო მეტად გრძნობებით სწავლობდა, ვიდრე გონე-
ბით სჯიდა. ეს იყო ამინდის მდგომარეობა, ჰაერისა და სითბოს დაძა-
ბულობა, ღრუბლიანობა და ქარები, წყლის, მიწისა და მტვრის სხვა-
დასხვა სუნი, ამინდის დემონების მუქარები თუ დაპირებები, განწყობე-
ბი თუ გუნებები, რაც კნეხტმა თავისი კანით, თმით, მთელი თავისი
გრძნობებით წინასწარ იცოდა და ამასთან ერთად ისე შეიგრძნობდა,
რომ იგი არაფრისგან მოიხიბლებოდა მოულოდნელად, არაფრისგან
გაუცრუვდებოდა იმედი, რომ იგი წყალს თავის თავში თანაწევით მო-
აქცევდა და მართლაც, ამგვარად ატარებდა, რაც უნარს სძენდა,
ღრუბლებისა და ქარებისათვის ნებისმიერ დროს არა თვითნებურად
და თავისუფლად ებრძანებინა, არამედ სწორედ ამ შეგრძნებებითა და

513
კავშირით გამოეხმო, რაც განსხვავებას მასსა და სამყაროს შორის, ში-
ნაგანობასა და გარეგნობას შორის სრულყოფილად ამაღლებდა. შემ-
დეგ შეეძლო აღფრთოვანებული მდგარიყო და მიყურადებოდა, აღტა-
ცებული მჯდარიყო, რამეთუ: ყველა ფორი იხსნებოდა და ჰაერთა და
ღრუბელთა სიცოცხლეს თავის შიგნით არა მხოლოდ თანაგანიცდიდა,
არამედ მართავდა და დაახლოებით ისე წარმოშობდა, როგორც ჩვენ
მუსიკის ერთ ფრაზას, ზუსტად რომ ვიცით, ჩვენ შიგნით გავაღვიძებთ
და შემდეგ მის კვლავ ქმნა-დაბადებას შევძლებთ, შემდეგ სუნთქვის
შეჩერებაღა სჭირდება – და ქარი თუ ქუხილი დუმდა, მსმენელს მხო-
ლოდ ერთი თავის დაკვრა სჭირდებოდა და შეირყეოდა – და სეტყვა
წამოვიდოდა, ანდა შეწყდებოდა, თუ საჭირო შეიქნებოდა და მებრძო-
ლი ძალების გასათანაბრებლად მის სახეზე ღიმილი გამოიხატებოდა
– ზემოთ ღრუბლების წყება ერთმანეთს მყისიერ გაეყრებოდნენ და
მქრქალი, ჰაეროვანი ცისფერი გამოკრთებოდა. ზოგჯერ განსაკუთრე-
ბულად სასიამოვნო განწყობისა და სულიერი გაწონასწორების დროს
მომავალ დღეთა ამინდს ზუსტად და შეუმცდარად, წინასწარი ცოდნით
თავის თავში დაიტევდა, თითქოს მის სისხლში მთელი პარტიტურა ყო-
ფილიყო ჩაწერილი, რაც გარეთ უნდა შესრულებულიყო თუ მომხდარი-
ყო. ეს მის სასიამოვნო და საუკეთესო დღეებად ითვლებოდა, მის და-
საჩუქრებად და ნეტარებად.
როცა გარეთა სამყაროსთან შინაგანი კავშირები შეწყდებოდა, რო-
ცა ამინდი და სამყარო უნდო და გაუგებარი ხდებოდა და გათვლას
აღარ ემორჩილებოდა, მაშინ მისი შინაგანი წესრიგიც ირეოდა და ნა-
კადები ჩერდებოდა. მაშინ გრძნობდა, რომ ნამდვილი წვიმის მბრძა-
ნებელი აღარ იყო, და ამინდსა და მომავალზე თავის სამსახურსა და
პასუხისმგებლობას მძიმედ და უსამართლოდ აღიქვამდა, ამ პერიოდ-
ში ჩვეულებრივი ხდებოდა, შინაურობაში ადას დამჯერი და მომხმარე,
ცდილობდა მასთან ერთად სახლის მეურნეობას გაძღოლოდა, ბავშვე-
ბისათვის სათამაშოები და ხელსაწყოები გაეკეთებინა, წამლების ხარ-
შვისთვის დრო მოენდომებინა, სიყვარული სჭირდებოდა და ვნებას
ისე აჰყვებოდა, რომ სხვა კაცებისაგან ნაკლებ განსხვავებულიყო,
მთლიანად ადათ-წესებს ექვემდებარებოდა, და ცოლისა და მეზობე-

514
ლი ქალების საუბარი მათი ყოფა-ცხოვრების შესახებ თავს აბეზრებდა
და მალევე სწყინდებოდა, თუკი მათ ყურს უგდებდა, სახლში საჭი-
რო დროს სხვა ხალხთან ერთად ნაკლებად ხედავდნენ. უმეტესად ხე-
ტიალობდა და დროს გარეთ ატარებდა, თევზაობდა, ნადირობდა,
ეძებდა ფესვებს, ბალახში იწვა ანდა ხეების ქვეშ ჯდებოდა, ყნოსავდა,
აყურადებდა, ცხოველთა ხმებს ბაძავდა, პატარა ცეცხლს დაანთებდა
და ერთმანეთს უდარებდა კვამლის ბოლქვების ფორმებს ცაზე მავალ
ღრუბლებს, კანი და თმა ნისლით, წვიმით, ჰაერით, მზითა თუ მთვარის
შუქით უსველდებოდა და როგორც თავისი ოსტატი და წინამორბედი
ტურუ მთელი ცხოვრების მანძილზე ამას აკეთებდა, ისიც აგროვებდა
ისეთ საგნებს, როცა თვით ეს საგანი და მისი გამოვლენის ფორმა სხვა-
დასხვა სფეროს მიეკუთვნებოდა, როცა ბუნების სიბრძნე თუ გუნება
სადღაც თამაშის წესებსა და შექმნის საიდუმლოებებს ამჟღავნებდა.
საგნები, რომლებიც ერთმანეთისგან ძალზე დაშორებულნი არიან,
მაგრამ სიმბოლურად ერთმანეთში ერთიანდებოდნენ, მაგალითად:
ტოტებზე გამოტანილი ნუჟრები მოაგონებდა ადამიანთა და ცხოველ-
თა სახეებს, წყლით გახეხილი დაძარღვული კაჟის ქვები, თითქოს შეშა
იყოსო, წინა დროის სამყაროს ცხოველის ფორმები გაქვავებულიყო,
ზოგიერთი ტყუპისცალა ხილის კურკა ფორმით ბოლომდე არ იყო მიყ-
ვანილი, ქვებს თირკმლისა თუ გულის ფორმა მიეღოთ. მან ერთი ხის
ფოთოლზე ნახატები ამოიკითხა, და სოკო ხარისფაშვას თავზე ქსე-
ლის ხაზები, რაც წინასწარ აუწყებდა რაღაც საიდუმლოებასაც, შესაძ-
ლებელსა და რაღაც სულიერს მომავალში: ნიშანთა მაგიას, ციფრებს
და დამწერლობას წინასწარ გრძნობდა, უსასრულოსა და ათასობით
სახექმნილის გაცხადებას უბრალოში, სისტემაში, ცნებაში, რამეთუ
ყველა ეს შესაძლებლობები ხომ სამყაროს დაპყრობა სულის საშუალე-
ბით, ჯერ თუმცა უსახელოდ, მაგრამ არა შეუძლებლად, არა წინასწარ-
მიუხვედრელად, ჩანასახი და კვირტიც, მისთვის არსებითი, მისთვის
საკუთარი და ორგანული მასში მზრდადია. და თუ ჩვენც წვიმის მბრძა-
ნებელთან და ჩვენთვის ძველ და პრიმიტიულ დროსთან შედარებით
ათასწლეულით უკან დავბრუნდებით, დავინახავთ, ეს ჩვენი რწმენა
გახლავთ, რომ ადამიანთან სულს ყველა დროს ყველგან შევხვდებით

515
უკვე სულს, სულს, რაც დაუსაბამოა და მუდამ უკვე ყველაფერს და ყო-
ველს მოიცავს.
წვიმის მბრძანებლისათვის არ იყო ცნობილი, რომ რომელიმე თა-
ვისი წინასწარი გრძნობა მუდმივი გაეხადა და მტკიცებულების სახე
მიეცა, მაგრამ, შესაძლოა, საჭიროებასაც შეადგენდა. იგი ვერ გახდე-
ბოდა მრავალ აღმომჩენთა შორის აღმომჩენი, დამწერლობისა თუ გე-
ომეტრიის, მედიცინისა თუ ასტრონომიის, ის უცნობი წევრი რჩებოდა
ამ ჯაჭვში, მაგრამ ისე საჭირო, როგორც ყოველი სხვა წევრი: ის მიღე-
ბულ ცოდნას გასცემდა შემდგომ, ის გასცემდა ახლად შეძენილსა და
მოპოვებულს ბრძოლით, რადგან მასაც ჰყავდა მოწაფეები. ორ შე-
გირდს ასწავლა წლების მანძილზე, ისინი წვიმის მბრძანებლები გახ-
დნენ, აქედან ერთი მოგვიანებით მისი მიმდევარი იყო.
დიდი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას მარტოდ მიჰყვე-
ბოდა და არავინ იყო მისი თვალის მადევნებელი და მიმყურადებელი
და როცა პირველად – ერთხელაცდა, დიდი დრო არ იყო გასული, დიდი
მოუსავლიანობისა და შიმშილობის ჩამოვარდნის შემდეგ,– მას დასაკ-
ვირვებლად ერთი ყმაწვილი გამოეცხადა, ვინც ჩასაფრებოდა და პა-
ტივს მიაგებდა და მისი მიდევნებაც დაეწყო თურმე, ერთი ვინმე, ვისაც
წვიმის მბრძანებლობა და ამაში დახელოვნება ეწადა; საოცარი ტკი-
ვილით შეეძრა გული მისი მიღებისას; კვლავ დაუბრუნდა და დაუტრი-
ალდა ახალგაზრდობის დიდი განცდა და თანაც პირველად მიუხვდა
იმ ყოველდღიურ, მკაცრ, იმავდროს გამაწვალებელ და გამომაღვიძე-
ბელ გრძნობას: რომ ახალგაზრდობამ ჩაიარა, რომ შუადღე გადავიდა,
ყვავილობას ნაყოფიერება ენაცვლება და რასაც არც კი იფიქრებდა,
ბიჭების მიმართ ზუსტად ისევე იქცეოდა, როგორც ადრე მოხუცი ტურუ
თვით მას ეპყრობოდა, და ეს მიუკარებელი, უარყოფითი, მომლოდინე,
ჯიუტი საქციელი თავისთავად ხდებოდა, მთლიანად ინსტინქტურად.
ეს არც გარდაცვლილი ოსტატის მიბაძვა იყო, არც მორალური და აღ-
მზრდელობითი ხასიათის განსჯა, რომ ყმაწვილი კაცი დიდხანს საჭი-
როებს წვრთნას, რომ საკმაოდ სერიოზულად უნდა შეხედოს იმას, რომ
საიდუმლოებებში შესვლის პროცესი არავისთვის მსუბუქი არ არის, უფ-
რო მეტიც, ძალზე უმძიმდება და ამდაგვარი. არა, კნეხტი თავისი შე-

516
გირდის მიმართ სულ უბრალოდ ისე მოიქცა, როგორც ყოველი მოხუცე-
ბულობას უკვე მიღწეული მარტო მოსიარულე და ნასწავლი უცნაური
კაცი პატივისმცემლისა და მოწაფისადმი იქცევა: დარცხვენით, შიშით,
მორიდებით, მუდამ გაქცევისადმი მზადყოფნით; ეშინოდა რა თავისი
მშვენიერი სიმარტოვის და თავისუფლების, ველურ ტყეში ხეტიალის,
მარტოსულად, თავისუფლად ნადირობისა და შემგროვებლობის, ოც-
ნებებისა და მიყურადების, ეჭვიანი სიყვარულით იყო დამუხტული ყვე-
ლა მისი ჩვეულება და გატაცება, საიდუმლოება და ჩაღრმავება. არა-
ვითარ შემთხვევაში ლაჩარ ახალგაზრდა ადამიანს არ მოეხვეოდა,
ვინც მას პატივისცემით, მაგრამ ცნობისმოყვარეობით უახლოვდებო-
და, არავითარ შემთხვევაში არ ეხმარებოდა მას ამ ლაჩრობის მოსა-
შორებლად, მაგრამ არც ამხნევებდა, არავითარ შემთხვევაში არ
ხვდებოდა ამას სიხარულით და არც ისეთ სამაგიეროს ელოდა, რო-
გორც აღიარება და სასიამოვნო წარმატება არის, რომ ბოლოს სხვების
სამყარო მას თავის წევრსა და სიყვარულს უგზავნიდა, რომ ვიღაც მას-
ზე ზრუნავს, რომ ვიღაც მისი თანამოზიარე და ნათესავია და ახლა მსა-
ხურების საიდუმლოებისთვის მოწოდებულია თავად. არა, ამას პირვე-
ლად გრძნობდა მხოლოდ მომაბეზრებელი ხელის შეშლასავით, თავის
სამართალსა და ჩვეულებებზე მიგნებასავით, თავისი დამოუკიდებ-
ლობის მოპოვებასავით, მაგრამ, რასაც ახლა ხედავდა, ძალიან უყვარ-
და იგი. პირიქით კი გაჯიუტდა, თავის თავში აღმოაჩინა, რომ შეეძლო
დამალვა და მოტყუება, თავისი ახლობლის ჩაჭერა, გზიდან გადახვე-
ვა და გამორიდება, მასაც იგივე დაემართა, რაც ერთხელ ტურუს, დიდი
ხნით ყმაწვილს მდუმარედ მოიპოვებდა და გულს ნელა ულბობდა, მი-
სი წინააღმდეგობა შემდეგ ნელ-ნელა კლებულობდა და კლებულობ-
და, და რაც უფრო მეტად დაეუფლებოდა ბიჭი მიწას, მით უფრო წინ მი-
იწევდა. იგი შინაგანად ხსნიდა, მოთხოვნას უძლიერებდა, მის მიღე-
ბულ ცოდნას აკვირდებოდა და ახალი, ხშირად ასე მომაბეზრებელი
მოვალეობა, რომ მისთვის ესწავლებინა, და მოწაფე ყოლოდა, მოუშო-
რებელი, ბედისგან მოცემული და სულიერად სასურველი იყო და ამის
ხედვას სწავლობდა. უფრო მეტად უნდა გამომშვიდობებოდა უსასრუ-
ლო შესაძლებლობების, ათასნაირი მომავლის ოცნებას და ტკბილ

517
გრძნობას. უსასრულო წინსვლის ოცნების, ყველა სიბრძნის ერთობ-
ლიობის ნაცვლად, მაინც იდგა მოწაფე, პატარა, ახლობელი, მომ-
თხოვნი სინამდვილე, სულში შემღწევი და მშვიდობის დამრღვევი,
მაგრამ ვისაც ვერ უარყოფენ და ვერ მოიცილებენ, ერთადერთი გზა
ნამდვილ მეცნიერებაში, ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა,
ერთადერთი ვიწრო გზა, სადაც წვიმის მბრძანებლის სიცოცხლე და
საქმიანობები, მოსაზრებები, ფიქრები და წარმოსახვები სიკვდილის
წინ დაცული იქნება და რაც პატარა, ახალ კვირტში შესძლებს სიცოც-
ხლის გაგრძელებას. კვნესით, კბილების ღრჭენით და ღიმილით აიღო
ეს თავის თავზე.
ამ მნიშვნელოვან, მსახურების ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო
სფეროში, მიეწოდებინა გადმოცემული ცოდნა მიმდევრებისთვის და
აღეზარდა ისინი, ამინდის მბრძანებელი მეტად ძნელ და მწარე გამოც-
დილებასაც იღებდა და არც იმედის გაცრუება იყო გამორიცხული. პირ-
ველ შეგირდს, ვინც თავის სასარგებლოდ ფიქრობდა და დიდი ლოდი-
ნისა და მოგერიების შემდეგ იგი ოსტატად აიყვანა, მარო ერქვა და
ვისგანაც არასოდეს დავიწყებია იმედის გაცრუება. გამგონი და პირფე-
რი შეგირდი კარგა ხანს ეჭვგარეშე დამჯერობას თამაშობდა. უპირვე-
ლეს ყოვლისა, ამა თუ იმ საკითხში, გამბედაობა აკლდა, ღამით სიბნე-
ლეში ძრწოდა, რასაც მალულად ისე აჩვენებდა, თითქოს არაფრის
ეშინოდა. კნეხტი ამ ამბავს რომ შეატყობდა, ჯერ კიდევ დიდხანს
თვლიდა, ბავშვობიდან მოჰყვებოდა, ეგონა, მიავიწყდებაო, მაგრამ
ამაოდ. საერთოდ, ამ მოწაფეს, საიმისო ნიჭი აკლდა, რომ უანგაროდ
და განუზრახველად ფიქრებსა და წარმოსახვებს მისცემოდა დაკვირ-
ვების, საქმიანობის შესრულებისა და მასთან დაკავშირებული პროცე-
სების დროს. იგი ჭკვიანი ახალგაზრდა გახლდათ, ნათელი და მახვი-
ლი გონებაც ჰქონდა, მაგრამ ამას გატაცების გარეშე იოლად და ნამ-
დვილად სწავლობდა. მაგრამ უფრო და უფრო ვლინდებოდა, რომ იგი
თვითმაძიებლობის განზრახვითა და მიზნებით იყო მოსული, და წვი-
მის მბრძანებლობის შესწავლა სურდა. იმთავითვე მოინდომა, რომ რა-
ღაც მნიშვნელობა მინიჭებოდა, როლი გაეთამაშა და შთაბეჭდილება
მოეხდინა, მას ნიჭიერისთვის დამახასიათებელი პატივმოყვარეობა

518
გააჩნდა, მაგრამ არ იყო სინამდვილეში მოწოდებული, ის მიისწრაფ-
ვოდა შექებისაკენ, თავისი ასაკის ამხანაგებთან ახლად შეძენილი
ცოდნითა და ხელოვნებებით ბაქიაობდა – იქნებ ესეც ბავშვურია და
ამის გამოსწორება შესაძლებელი ყოფილიყო, ფიქრობდა ოსტატი.
მაგრამ იგი არა მხოლოდ ქება-დიდებას სჯერდებოდა, არამედ მიის-
წრაფვოდა, რომ სხვებზე ძალაუფლება და უპირატესობა მოეპოვებინა,
როცა ოსტატმა ამის შემჩნევა დაიწყო, შეშინდა და თანდათან ყმაწ-
ვილს გულით ჩამოშორდა. იგი კნეხტთან სწავლის დროს უკვე ორ-სამ-
ჯერ რამდენიმე წელში მძიმე შეცდომების გამო მხილებული იყო. იგი
შეცდა, თავისი ოსტატისაგან სათანადო ცოდნისა და ნებართვის გარე-
შე, თვითნებურად საჩუქრებით დაინტერესებულმა ავადმყოფ ბავშვს
წამლით უმკურნალა, რაც სწრაფად ერთ ქოხში ვირთხების წინააღ-
მდეგ დაფიცების წესით შეასრულა, და როცა იგი, მიუხედავად ყველა-
ნაირი მუქარისა და დაპირებისა, კიდევ მსგავსი საქმიანობის დროს
დაიჭირეს, ოსტატმა თავიდან მოიშორა, მისი საქმე დიდ დედასაც გა-
აგებინა და ცდილობდა, უმადური და უვარგისი ახალგაზრდა თავისი
მეხსიერებიდან ამოეშალა.
შემდეგში სხვებს მისთვის ზიანი აღარ მოუტანიათ, ორ გვიან მო-
სულ მოწაფეს და განსაკუთრებით კი იმ მეორეს, მის საკუთარ ვაჟ ტუ-
რუს. ეს ყველაზე უმცროსი და უკანასკნელი იყო თავის მოწაფეთა შო-
რის, და ამ ყმაწვილებიდან ყველაზე ძლიერ უყვარდა, და ეგონა, რომ
მისგან უფრო დიდი ვინმე გამოვიდოდა, ვიდრე იგი თვითონ იყო. ხი-
ლულად ჩანდა, რომ მასში პაპის სული დაბრუნებულიყო. კნეხტი სუ-
ლიერად ძლიერ სიამოვნებას განიცდიდა, რამეთუ მთელი თავისი
ცოდნა და რწმენა მომავლისათვის უნდა გადაეცა და ეგულებოდა ისე-
თი ადამიანი, თავისი ვაჟი, ვისთვისაც შეეძლო ორმაგად ყოველდღე
თავისი სამსახური გაეცნო, თუნდაც იგი განსხვავებული ყოფილიყო.
მაგრამ ის უნდო, პირველი მოწაფე მისი ცხოვრებიდან და ფიქრებიდან
მაინც ვერ ამოიშალა, მას სოფელში არა მხოლოდ აფასებდნენ, უმრავ-
ლესობაში დიდად პოპულარული და გავლენიანი კაციც გახდა, და-
ქორწინდა, ცნობილ ოინბაზად და მასხარად ჩამოყალიბდა და ხალ-
ხმა შეიყვარა, მთავარი მედაფდაფეც კი გახლდათ მედაფდაფეთა

519
გუნდში და წვიმის მბრძანებლის ფარული მტერი და მოშურნე შეიქნა,
ვისგანაც იგი ზოგჯერ პატარა, მაგრამ ხანდახან დიდ წყენასაც უნდა
მოლოდებოდა. კნეხტი არასოდეს ყოფილა ის კაცი, ვინც მეგობრების
წრეში ერთმანეთთან სტუმრობაში გაატარებდა დროს. მას სჭირდებო-
და მარტოობა და თავისუფლება, ყურადღება თუ სიყვარული სხვებისა-
გან არასოდეს უძებნია, თუნდაც მაშინ, ბიჭობაში ოსტატ ტურუსთან,
მაგრამ ახლა, მან იგრძნო, რაც არის მტერი და მოძულე, ამ ამბავმა მი-
სი ცხოვრება რამდენჯერმე დაამძიმა.
მარო მოწაფეთა იმ სახეს მიეკუთვნებოდა, იმ მეტად ნიჭიერთა სა-
ხეს, რომლებიც მიუხედავად თავიანთი ნიჭისა, ყველა დროის მასწავ-
ლებლებისათვის უსიამოვნო და მომაბეზრებელნი არიან, რადგან მა-
თი ტალანტი შიგნიდან ამოზრდილი და მუდმივი, ორგანულად ძლი-
ერი, ნაზი, გამაკეთილშობილებელი, კარგი ბუნების ნაჭდევი, ხალასი
სისხლისა და კარგი ხასიათის მქონე კი არ არის, არამედ საიდანღაც
მოფრენილი, შემთხვევითი და უზურპირებული თუ მოპარული და თავ-
ნება, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალი გონებისა და ბრწყინვალე ფანტა-
ზიის მოწაფე მასწავლებელს იძულებულს ხდის, ნამემკვიდრევი ცოდ-
ნა და მეთოდი გადასცეს და თან იმისი უნარი შესძინოს, რომ სულიერ
ცხოვრებაში თანამშრომლობა შეძლოს; მასწავლებელმა უნდა იგ-
რძნოს, რომ მისი ნამდვილი და მთავარი მოვალეობა ის არის, რომ
მეცნიერებები და ხელოვნებები, სწორედ მხოლოდ ნიჭიერთა დაჟინე-
ბისაგან დაიცვას; რამეთუ მასწავლებელი მოწაფეს კი არ უნდა ემსახუ-
როს, არამედ ორივენი სულს. ეს არის საფუძველი იმისა, თუ რატომ გა-
ნიცდიან, გარკვეულად, მასწავლებლები დამაბრმავებელი ტალანტე-
ბის წინაშე შიშსა და საშინელებას. ყოველი ასეთი მოწაფე აყალბებს
აზრს და სასწავლო მუშაობაში სამსახურს. ბრწყინვალე მოწაფის ყოვე-
ლი მოთხოვნა, მაგრამ სამსახურის შესრულების უუნარობა, საფუძველ-
შივე სამსახურისთვის ზიანის მოტანას ნიშნავს, რაც სულთან მიმართე-
ბაში ერთგვარი ღალატია. ჩვენ ისტორიაში ზოგიერთი ხალხის პერიო-
დებს ვიცნობთ, როცა სულიერი მოწესრიგების დროს ხელის შეშლა გა-
მოწვეული იყო, სწორედ მხოლოდ ნიჭიერთა შეტევის განხორციელე-
ბით თემის ხელმძღვანელობის მოსაპოვებლად, აგრეთვე სკოლებისა

520
და აკადემიების, სახელმწიფოების თავში მოსაქცევად და მართლაც,
ყველა სამსახურში მაღალი ტალანტის ხალხი მოკალათდა. ყველა, ვი-
საც კი მართვა სურდა, მაგრამ ისე, რომ მათ მართვა არ შეეძლოთ.
ძალზე რთულია, ამ ტალანტთა სახე დროულად და საფუძვლიანად გა-
მოიცნო, ვიდრე ისინი სულიერ სამსახურში არ ჩადგებიან და გაძლიერ-
დებიან. ისინი კი სინამდვილეში თავიანთი შესაბამისი ძალებით არა-
სულიერ პროფესიულ გზებზე უნდა გაიშვან. კნეხტსაც მოუვიდა შეცდო-
მა, შეგირდ მაროსთან კარგა ხანს დიდი მოთმინება გამოიჩინა, კარიე-
რისტსა და ზედაპირულ ადამიანს რამდენჯერმე მოძღვრის სიბრძნეც
გაანდო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. შედეგები თავად მისთვის უფ-
რო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა.
და ის წელიწადიც დადგა – როცა კნეხტს წვერი უკვე საკმაოდ გა-
უჭაღარავდა და ამ დროს როგორც ჩანდა, ცასა და დედამიწას შო-
რის წესრიგი დარღვეულიყო, უჩვეულო ძალითა და ვერაგობით შეშ-
ლილი დემონები დათარეშობდნენ. ეს რღვევები შემოდგომაზე შემაძ-
რწუნებლად და ძლიერად დაიწყო, ყოველი სული ძირის ძირამდე შე-
იძრა და შიშით დაითრგუნა, არასოდეს ეხილათ ასეთი ცა, მალევე,
გარკვეული დროის შემდეგ დღე და ღამე გათანაბრდა, რასაც წვიმის
მბრძანებელი მუდამ ნამდვილი ზეიმითა და პატივსაცემი მოკრძალე-
ბით, ამაღლებითა და ყურადღებით აკვირდებოდა და განიცდიდა.
ერთ საღამოსაც, როცა ოდნავ გრილი და მსუბუქი ქარი ქროდა, მინასა-
ვით კრიალა ცაზე პაწაწინა, მოუსვენარი ღრუბლები, საკმაოდ დიდ სი-
მაღლეზე ირწეოდნენ და ჩამავალი მზის ვარდისფერი შუქიც უჩვეუ-
ლოდ დიდხანს მოჩანდა: ფრქვევადი სუსტი შუქის კონა ცივ, ფერ-
მკრთალ კოსმოსში მიდიოდა. კნეხტმა უკვე რამდენიმე დღის წინ რა-
ღაც იგრძნო, უფრო ძლიერი და აღსანიშნავი ის იყო, რაც ყოველ წელს
ამ დროისათვის საგრძნობლად იწყებოდა: დღეები მოკლდებოდა, ცის
სივრცეში ძალები მოქმედებდნენ, დედამიწა, მცენარეთა, ცხოველთა
სამყარო შიშს მოეცვა, ჰაერში არეულობა შეიმჩნეოდა, მთელ ბუნებაში
რაღაც არამყარი, მოსალოდნელი, შემაძრწუნებელი, ავის მომასწავე-
ბელი გრძნობა მეფობდა; ალმოდებული, ხანგრძლივად და დროდად-
რო მოფარფატე ღრუბლები ამ საღამოსაც ისე მოძრაობდნენ, რაც მი-

521
წაზე მქროლავ ქარს არ შეესაბამებოდა და მუდარით სავსენი, დიდ-
ხანს და მოწყენით მფარველი, წითელი შუქის ჩაქრობას ელოდნენ,
რომლის გამქრალებისა და გაქრობის შემდეგ უმალ გაუჩინარდნენ.
სოფელში სიმშვიდე გამეფებულიყო, დიდი დედის ქოხის წინ მოხუცები
და მოსასმენად მოსული ბავშვები დიდი ხანია მიკარგულიყვნენ, რამ-
დენიმე ბიჭი ნადირობდა და ისევ ჩხუბობდა. ყველა დანარჩენი უკვე
ქოხებში შებუდებულიყო, დიდი ხანია ეჭამათ. წვიმის მბრძანებლის
გარდა, ბევრს თითქმის კიდეც ეძინა, ვინც დაისის ფერთა ღრუბლებს
ათვალიერებდა. კნეხტი თავისი ქოხის უკან, ბოსტანში დადიოდა, ამი-
ნდს უღრმავდებოდა, დაძაბული და აფორიაქებული, ხანდახან ჩამოჯ-
დებოდა და ცოტა ხანს ხის კუნძზე ისვენებდა, ჭინჭრებს შორის რომ
იდგა და შეშის საჩეხად გამოიყენებოდა. ბოლო ღრუბლების სანთლე-
ბივით ჩაქრობა იყო და ჯერ კიდევ ნათელ-მომწვანოდ მოციმციმე ცაზე
ვარსკვლავები მყისიერ გამოკრთნენ და სიკაშკაშის მომატებით მალე-
ვე გამრავლდნენ; სადაც ჯერ ორი თუ სამი აკიაფდა, მალე მათ ათი და
ოცი მოჰყვა. მრავალი მათგანი, ჯგუფებისა და ოჯახების მიხედვით,
წვიმის მბრძანებლისათვის ნაცნობი იყო. ესენი მრავალჯერ ენახა;
მათ უცვლელ დაბრუნებას რაღაც დამამშვიდებელი მოჰყვებოდა
ხოლმე, ვარსკვლავები ადამიანს ნუგეშს ჰგვრიდნენ, შორს და ცივად
კი ჩანდნენ ზემოთ, სითბოს არ ასხივებდნენ, მაგრამ საიმედონი იყ-
ვნენ, მტკიცე რიგს ემორჩილებოდნენ, წესრიგს აუწყებდნენ, ხან-
გრძლივობას პირდებოდნენ. საერთოდ, ჩანდა, რომ მიწაზე ცხოვრე-
ბას, ადამიანთა ცხოვრებას ასე უცხოდ და შორეულად უპირისპირდე-
ბოდნენ, ვარსკვლავები ადამიანის სითბოს, მის შეკრთომებს, ვნებებს,
ექსტაზებს თავიანთი წარმოსაჩენი, ცივი დიდებულებით და მარადიუ-
ლობით არ ეხებოდნენ, ასეთ დაცინვამდე მას თავს ამეტებდნენ, მაგ-
რამ ვარსკვლავები ჩვენთან კავშირში მაინც იყვნენ, გვმართავდნენ
და გვხელმძღვანელობდნენ ჩვენ ალბათ; თუ რაიმე ადამიანურმა
ცოდნამ, სულიერმა მემკვიდრეობამ, სულის დამაჯერებლობამ და მის-
მა უპირატესობამ წარმავლობაზე გაიმარჯვა და შენარჩუნდა, მაშინ
მიემსგავსებოდა ესენი ვარსკვლავებს, მათსავით ცივი სიმშვიდით გა-
მოასხივებდნენ; ნუგეშს სცემდნენ ცივი ცახცახით, მუდმივი და ოდნავ

522
დამცინავი მზერითაც გამოიხედებოდნენ. ასე რამდენჯერმე ეჩვენა
წვიმის მბრძანებელს, და თუნდაც ვარსკვლავებთან არანაირი ახლო,
ამაღელვებელი და გამოცდილი ურთიერთობა არ ჰქონდა, რაც მუდმივ
ცვლილებასა და გამეორებაში გამოიხატებოდა, მაგალითად, რო-
გორც მთვარესთან, დიდ, ნესტიან, მსუყე, მასთან ახლო მყოფ ჯადოს-
ნურ თევზთან, ციურ ზღვაში რომ არსებობდა, ესე იგი, მათ მაინც
ღრმად პატივს სცემდა და თან რაღაც რწმენითაც იყო დაკავშირებუ-
ლი. როცა დიდხანს უყურებდა და მინებდებოდა, რათა მასზე ემოქმე-
დათ, მათ წყნარ, ცივ მზერას თავის სიჭკვიანეს, სითბოს შიშით შესთა-
ვაზებდა, და ეს მისთვის განბანვასა და კურნებად სასმელს წარმოად-
გენდა.
დღესაც ისე იმზირებოდნენ ვარსკვლავები, როგორც ყოველთვის,
მხოლოდ მკაცრსა და თხელ ჰაერში ძალზე ნათლად და ბასრად ალე-
სილიყვნენ, მაგრამ მან თავის თავში სიმშვიდე ვერ პოვა, რომ ვარ-
სკვლავებზე ეფიქრა; უცნობი სივრცეებიდან მისკენ ძალა მოიწევდა,
ფორებში ტკივილით იბუდებდა, თვალებს უწოვდა, მუდმივი ნაკადი
წყნარად მოქმედებდა, – გამაფრთხილებელი ძვრასავით. ამასთანავე
ქოხში ბჟუტავდა სევდიანი, ცხელი კერიის მკრთალი შუქი, პატარა,
თბილი ცხოვრება მიედინებოდა, ისმოდა გადაძახილი, სიცილი, იყო
მთქნარება, სუნთქავდა ადამიანი, შეიგრძნობოდა კანის სითბო, დე-
დობრიობა, ბავშვობა, და ამ ჩამოწოლილ ღამეში ჩანდა, რომ იგი თა-
ვისი უვნებელი სიახლოვით კიდევ უფრო გაღრმავებულიყო, ვარ-
სკვლავებს კიდევ უფრო შორს მიღმა, მიუწვდომელ შორეთსა და სი-
მაღლეზე გაჰყოლოდა.
და ახლა, როცა კნეხტს ქოხის შიგნიდან ადას ხმა ესმოდა, ბავშვის
დასაყუჩებლად ღრმა, გულში ჩამწვდომი მელოდიურობით რომ ზუზუ-
ნებდა და ჩუმად ჩურჩულებდა, ცაზე კატასტროფა დაიწყო, რაც სო-
ფელს ჯერ კიდევ წლების მანძილზე დაამახსოვრდებოდა. წყნარ,
მბრწყინავ ვარსკვლავთა გუნდში იქით-აქეთ მათი ციმციმი და ფარფა-
ტი დაიწყო, თითქოს ამ გუნდის უხილავი ძაფები ენთებოდნენ, ეცემოდ-
ნენ, მოვარვარეები ქვებივით იყრებოდნენ და მყისვე კვლავ ქრებოდ-
ნენ: თითოეული ვარსკვლავი – სივრცეში ირიბად ადგილს შორდებო-

523
და, ხან აქეთ-იქით ერთიმეორის მიყოლებით, ხან – რამდენიმე ერთად,
და კიდევ და კიდევ, თვალს არ უნდოდა გაეშვა პირველი მოწყვეტილი
ვარსკვლავი; გულს კი, ამ სურათით გაქვავებულს, აღარ უნდოდა ფეთ-
ქვა, ზოგი დამრეცად ეშვებოდა, და უეცრად გამრუდებული ხაზებით ცი-
დან შუქები უკვე გუნდ-გუნდად სხლტებოდნენ, ათობით, ასობით, უთ-
ვალავ ჯგუფებად იფრქვეოდნენ, თითქოს მდუმარე, უზარმაზარი კოშ-
კიდან უტყვ ღამეში გადმოიტყორცნებოდნენ, თითქოს სამყაროთა შე-
მოდგომაზე ციური ხიდან ვარსკვლავები დამჭკნარი ფოთლებივით
ცვიოდა და დაბლა მიემართებოდა, იქით, უხმოდ, არარაობისკენ. დამ-
ჭკნარი ფოთლებივით, მოფარფატე თოვლის ფიფქებივით, ქვემოთ
მოქროდნენ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მთიანი ტყეების მიღმა ქრე-
ბოდნენ, როცა ჯერ არასდროს, ადამიანთა ხსოვნაში, ვარსკვლავი არ
ჩაშვებულა სადმე უფსკრულში.
გულგაშეშებული, ანთებული თვალებით იდგა კნეხტი, თავი უკან
კეფისკენ გადაეწია, შეძრწუნებული და მაინც გაუმაძღარი მზერით შეც-
ვლილი და მოჯადოებული ცისკენ იყურებოდა, უნდობლობით სავსე
თვალებით, საშინელების მიუხედავად, მაინც ცხადად აღიქვამდა ამ
ყველაფერს, ვისთვისაც ეს ღამე სანახაობად იქცა. მას ეგონა, ასე ხე-
დავდნენ, რომ კარგად ნაცნობი ვარსკვლავები თვითონ ირყეოდნენ,
„იქითკენ მიფრინავდნენ და ქვემოთ იტყორცნებოდნენ; იგი მოელო-
და, – ასე ხედავდა, რომ თაღი იმწამსვე გაშავდებოდა და დაცარიელ-
დებოდა, თუკი მანამდე დედამიწა მას არ დანთქამდა. მართლაც, ცო-
ტა ხნის შემდეგ ამოიცნო, რისი შეცნობის უნარიც სხვას არ გააჩნდა,
რომ კარგად ნაცნობი ვარსკვლავები იქაც და აქაც და ყველგან ისევ
სახეზე იყო, რომ ვარსკვლავთა ამოტყორცნებს საშინელი არსება ჩა-
დიოდა არა ძველ, საიმედო ვარსკვლავთა შორის, არამედ დედამიწა-
სა და ცას შორის არსებულ სივრცეში, რომ ეს მოწყვეტილი და დაცემუ-
ლი, შემდეგ ახლად, მალევე გაჩენილი და სწრაფადვე ქრობადი შუქე-
ბი რაღაც სხვა ფერში ანთებულ ცეცხლში იწვოდნენ, ვიდრე ძველი,
ნამდვილი ვარსკვლავები. ეს იყო მისთვის მანუგეშებელი და იმაში ეხ-
მარებოდა, რომ კვლავ გონს მოსულიყო, მაგრამ თუნდაც ეს ახალი,
წარმავალი, სხვა ვარსკვლავები ყოფილიყო, რომელთა ქარბუქმა ჰა-

524
ერი საშინელი სიავით აავსო, მაინც უწმინდურება და უწესრიგობა ხდე-
ბოდა, ღრმა ოხვრა ამოდიოდა კნეხტის გამშრალი ხახიდან. ის მიწას
დაჰყურებდა, ირგვლივ ყველაფერს მიყურადებოდა, რათა შეეტყო,
რომ მხოლოდ მას, მარტო მას გამოეცხადა ეს სულებით სავსე სანახა-
ობა, თუ ამას სხვებიც უყურებდნენ. მალე სხვა ქონებიდანაც მოესმა
კვნესა, ყვირილი, საშველად მოხმობა, შიშისაგან რომ ძრწოდა ხალხი,
სხვებმაც დაინახეს, ყვირილი მორთეს და სხვებს, წარმოდგენა რომ არ
ჰქონდათ ამაზე, მძინარეებს განგაში აუტეხეს, იმწუთსვე შიშმა და პა-
ნიკამ შეიპყრო მთელი სოფელი. ყოველივე ამას კნეხტი ღრმა კვნესით
შეჰყურებდა. მას, წვიმის მბრძანებელს, ყველაზე მეტად შეეხო ეს უბე-
დურება, ვინც, გარკვეულწილად, პასუხისმგებელი იყო ცისა და ჰაერის
წესრიგზე. იგი ხომ მუდმივ ამოიცნობდა თუ გრძნობდა დიდ კატასტრო-
ფებს: წყალდიდობას, სეტყვას, ქარიშხლებს, საამისოდ მუდამ ამზა-
დებდა დედებსა და მოხუცებს, აფრთხილებდა, საწყლებს იცავდა; ზე-
ციური ძალებისადმი მიმართავდა თავის ცოდნას და მხნეობას იჩენდა,
ნდობას უნერგავდა სოფელს, სასოწარკვეთილებას რომ ასცილებოდა.
რატომ ამჯერად ვერ მიუხვდა რამეს და ვერც მოაწესრიგა? მართლაც-
და, რატომ ერთი სიტყვა არ უთხრა არც ერთ ადამიანს, ბნელ, გამაფ-
რთხილებელ წინათგრძნობაზე, რაც მას ჰქონდა?
ქოხის შესასვლელის ფარდა გადასწია და ცოლს ჩუმად დაუძახა.
იგი გამოვიდა, უმცროსი მკერდზე მიკრული ეჭირა, მან პატარა გამო-
ართვა და ჩალაზე დააწვინა, ადას ხელი აიღო, თითი ტუჩებთან მიატა-
ნინა, გაჩუმდიო, მოსთხოვა, ქოხიდან გაიყვანა და ხედავდა, მყის რო-
გორ შეეცვალა მას შიშისა და საშინელების გამო მომთმენი და წყნარი
სახე.
„ბავშვებს ეძინოთ, ეს არ უნდა ნახონ, გესმის? – ძლიერად ჩასჩურ-
ჩულებდა იგი. – არც ერთს ნება არ მისცე გარეთ გამოსვლის. არც ტურუ
გამოუშვა და თვითონ შენც შიგნით დარჩი“.
მერყეობდა, რამდენი რამ თქვა გაურკვევლად, ანდა რამდენი უნ-
და გაემხილა თავისი აზრებიდან, და შემდეგ დაუმატა: „შენ და ბავ-
შვებს არაფერი მოგივათ“.

525
ქალმა მაშინვე დაუჯერა, თუმცა სახე და ხასიათი ჯერ კიდევ გან-
ცდილი საშინელებისგან არ დაწყნარებოდა.
„ეს რა არის, რა ხდება, – ჰკითხა ადამ, ისევ მის წინ რომ იდგა და
ცას მიშტერებოდა. – ცუდის მომასწავებელია?“ „ცუდის მომასწავებე-
ლია, – ჩუმად მიუგო, – მგონია, ძალზე საშინელება ხდება, მაგრამ შენ
და პატარებს არაფერი შეგეხებათ. ქოხში დარჩით, ქოხს კარგად ჩა-
მოაფარე. მე ხალხთან უნდა წავიდე, მათ უნდა ველაპარაკო. შედი შიგ-
ნით, ადა“. ის ქოხში შეაძვრინა. ფარდა გულმოდგინედ ჩამოაფარა,
რამდენიმეჯერ კიდევ ამოისუნთქა, სახე მიმდინარე ვარსკვლავთა
წვიმისკენ მიაქცია, შემდეგ თავი დახარა, გულიდან კიდევ ერთხელ
მძიმედ ამოიკვნესა და ღამეულ სოფელში სასწრაფოდ დიდი დედის
ქოხისაკენ გაეშურა.
აქ ნახევარი სოფელი უკვე შეკრებილიყო, ხმაურით გაყრუებულები,
შიშისაგან მოდუნებულები და ნახევრად დაბეჩავებულები, საშინელე-
ბისა და სასოწარკვეთისაგან გაბრუებულიყვნენ. ქალსაც და კაცსაც
დაღუპვისა და უბედურების მოახლოების გრძნობა სახეზე გაბრაზები-
თა და გამწარებით აღბეჭდოდათ, რომლებიც შემკრთალნი, გახევებუ-
ლები იდგნენ, ზოგი დაუმორჩილებლობით ხელებს იქნევდა, ერთ
ქალს პირზე ქაფი მოსდგომოდა, სასოწარკვეთილებისაგან თავის-
თვის მარტო ცეკვავდა და თან გაავებული გრძელ თმას ბღუჯა-ბღუჯად
იგლეჯდა. კნეხტი ხედავდა: აქ ყველაფერი ხდებოდა, ისინი თითქმის
წყობიდან გამოსულიყვნენ, ჩამოცვენილი ვარსკვლავებისგან მოჯა-
დოებულიყვნენ და შეშლილიყვნენ, ალბათ ეს სიგიჟის, სიბრაზისა და
თვითგანადგურების ორგიად იქცეოდა. დრო ძალზე დაიძაბა, რამდე-
ნიმე მხნეობასა და აზრიანობას იჩენდა და ძალაც მოეკრიბა. უხუცესი
დიდი დედა მშვიდად იდგა. მას ეგონა დადგა ყოველივეს დასასრუ-
ლიო, – რას გააწყობდა და ბედს ეგუებოდა, მაგრამ მყარად და ძლი-
ერად ეჭირა თავი და ამ მკაცრ წამებაში ირონიული გამომეტყველება
შეპარვოდა სახეზე. კნეხტმა იქამდე მიიყვანა, რომ მისთვის მოესმინა.
ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ძველი, მუდმივი ვარსკვლავები ჯერ
კიდევ ადგილზე მოჩანდნენ, მაგრამ მას მაინც არ შეეძლო ამისი აღ-
ქმა, რადგან თვალებში ჩამქრალიყო შეცნობის ძალა ერთმანეთის გა-

526
საგებად, რომ მისი წარმოდგენა ვარსკვლავებზე და მათთან ურთიერ-
თობაზე მთლად სხვა იყო წვიმის მბრძანებლისაზე, ქალი თავს უქნევ-
და და მამაცური ღიმილისათვის თავს ძალას ატანდა, და როცა კნეხ-
ტმა იგი დააფიცა, ხალხი შიშით საკუთარ თავს არ აჰყვეს და დემონებს
არ ჩაუვარდეს ხელშიო, ის მაშინვე დაეთანხმა. მის და წვიმის მბრძა-
ნებლის ირგვლივ შეშინებული პატარა ჯგუფი შეიკრიბა, მაგრამ არა
ჭკუაშერყეული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ მათთვის დაეჯე-
რებინათ და წინამძღოლებად აღექვათ. შეხვედრის წინ კნეხტი იმე-
დოვნებდა, რომ იმ წუთშივე წარმართავდა პანიკაში ჩავარდნილ
ხალხს მაგალითის ჩვენებით, გონებით, მიმართვით, ახსნით, ნუგეშით.
დიდ დედასთან მოკლე საუბარმა მიახვედრა, რომ საამისოდ ეს ყვე-
ლაფერი უკვე გვიანი იყო. იმედოვნებდა, რომ სხვებს თავის საკუთარ
განცდას გაუზიარებდა. ამას საჩუქარივით მოუმზადებდა და შესძლებ-
და მათ დაპყრობას, მათი გონების მოკრებას. იმედოვნებდა, ნუგეშს
სცემდა, უპირველესად, ყველა დაინახავდა, რომ თვითონ ვარსკვლა-
ვები არ ცვიოდა, ანდა ყველა არა, და კოსმოსის ქარიშხლიდან არ
გადმოისროდა, და თანაც ის, რომ ისინი უმწეო შიშისა და გაოცებისა-
გან საქმიან დაკვირვებით წინ წავიდოდნენ, ამას შეძლებდნენ და შერ-
ყევას შეაჩერებდნენ. მაგრამ ესენი, ეს მან მალევე დაინახა, მთელ სო-
ფელში ძალზე ცოტანი იყვნენ, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა შეიძ-
ლებოდა და ვიდრე ისინი ამას მიხვდებოდნენ, დანარჩენები ბოლომ-
დე მთლად გადაირეოდნენ. არა, როგორც აქ ხშირად ხდებოდა, ჭკუ-
ითა და ჭკვიანური სიტყვებით სრულებით ვერაფერი მიიღწეოდა. სა-
ბედნიეროდ, სხვა საშუალება არსებობდა. თუ შეუძლებელი იყო სიკ-
ვდილის შიშის მოხსნა, მაშინ ის მაინც იყო შესაძლებელი, რასაც ისინი
გონებაში გაატარებდნენ, რომ სიკვდილის შიში ემართათ, მას მორე-
ოდნენ, მისთვის ფორმა და სახე მიეცათ და უიმედობისაგან, ერთმა-
ნეთში არევ-დარევისა და შეშლილობისაგან თავი ეხსნათ და მყარი
ერთობით, დაუმორჩილებელი, ველური ცალკეული ხმებისგან გუნდი
შეედგინათ. მაშინვე ამოქმედდა კნეხტი, მაშინვე შეუდგა საშუალების
გამოყენებას. ის ხალხის წინ გამოვიდა, გაყვიროდა კარგად ცნობილ
ლოცვის სიტყვებს, რითაც საჯარო სამგლოვიარო და სინანულისთვის

527
შეკრებები იხსნებოდა: მკვდარი დიდი დედის დატირებისას, ანდა სამ-
სხვერპლო და გამოსყიდვის ზეიმისას საზოგადო საშიშროების დროს,
როგორიც ეპიდემია და წყალდიდობაა, ის გაჰყვიროდა სიტყვებს ტაქ-
ტით, და ტაქტს ტაშის დაკვრით ჰყვებოდა, და იმავე ტაქტით, ყვირი-
ლითა და ტაშის დაკვრით თითქმის მიწამდე დაიხრებოდა, წამოიმარ-
თებოდა ისევ, დაიხრებოდა, წამოდგებოდა ისევ, და უკვე მას აჰყვა
ათი, ოცი და შემდეგ მასთან ერთად სხვებიც იმავე მოძრაობებს აკე-
თებდნენ; უხუცესი სოფლის დედა ადგა, რიტმულად ბურტყუნებდა და
პატარა დახრით რიტუალურ მოძრაობებზე მიანიშნებდა. ვინც კიდევ
სხვა ქონებიდან აქეთკენ გამოემართა, დიდი მიხვედრის გარეშე, ტაქ-
ტით და სულით ცერემონიაში ჩაერთო, რამდენიმე მთლად შეპყრო-
ბილმაც აქ მათთან თავი მოიყარა, რომლებიც მალევე ძალებისაგან
გადაქანცულები უმოძრაოდ დაწვნენ, ანდა ზოგი იძულებული გახდა
გუნდის ბურტყუნსა და დახრის რიტმს აჰყოლოდა, ღვთის მსახურებრივ
მოქმედებაში ჩართულიყო, ანდა ზოგი ძალითაც შემოჰყავდათ. საქმე
გამოვიდა. სასოწარკვეთილი ჯოგის, გიჟების ნაცვლად იდგა ხალხი
მსხვერპლისა და სინანულის სურვილით და პატივისცემით, აქედან ყო-
ველი უკეთ გრძნობდა თავს და მის გულს სიძლიერე ემატებოდა, სიკ-
ვდილისადმი ძრწოლა და შემზარაობა თავის თავში კი არ იკარგებო-
და, ანდა მარტო ღრიალით გამოიხატებოდა, არამედ დიდ მოწესრიგე-
ბულ გუნდში, ტაქტის შესაბამისად, შეფიცების ცერემონიალში ერთვე-
ბოდა. მრავალი ფარული ძალა მოქმედებდა ასეთი წვრთნის დროს.
მათი უძლიერესი ნუგეში იყო საერთო მდგომარეობა და გაორმაგებუ-
ლი ერთიანობის გრძნობა და მათი ყველაზე უფრო შეუცდომელი წამა-
ლი ზომიერება და წესრიგი, რიტმი და მუსიკა იყო.
იმ დროს, როცა მთელი ღამე ცა ისევ დაიფარა ვარსკვლავთა ცვე-
ნის ანასხლეტის ჯარით, როგორც უხმოდ მტყორცნელი კასკადიდან –
შუქის ნაკადებით, რომლებიც ორი საათის მანძილზე თავის დიდ, მო-
წითალო ცეცხლის ალებს აქრობდნენ, სოფლის შემზარაობა შერიგე-
ბად და მორჩილებად, მოწოდებად და სინანულის გრძნობად გადაიქ-
ცა; წყობიდან გამოსულ ცას ადამიანთა შიში და სისუსტე ისე შეხვდა,
როგორც წესრიგსა და კულტის ჰარმონიას. ჯერ ვიდრე ვარსკვლავთა

528
წვიმა მოიღლებოდა და ნაკადები შეთხელდებოდა, საოცრება აღ-
სრულდა და განკურნების ძალამ გამოანათა, და როცა ცამ ნელ-ნელა
დაიწყო დაწყნარება და პირი მორჩენისკენ ქნა, სიკვდილის პირამდე
მისულ, ქანცმილეულ მონანულებს, ყველას გადამრჩენი გრძნობა დაე-
უფლა, თავიანთი წრთობით ძალები მოარბილეს და ცას კვლავ წესრი-
გი დაუბრუნეს.
საშინელი ღამე არ დავიწყებოდათ, ამაზე მთელი შემოდგომა-ზამ-
თარი ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე არა
ჩურჩულითა და შეფიცებით აკეთებდნენ, არამედ ყოველდღიური ტო-
ნითა და სიამოვნებით, როცა მარჯვედ გადატანილ უბედურებას, წარ-
მატებით დაძლეულ საშიშროებას გადახედავდნენ ხოლმე. ცალკეული
ამბებით თავს იმაგრებდნენ, თითოეული ამ გაუგონარით თავისებუ-
რად მონუსხული იყო, ყოველს სურდა რაღაც პირველს აღმოეჩინა,
რამდენიმე საშიშარ და დაძლეულ გარემოებაზე ხუმრობასაც ბედავ-
დნენ, და გარკვეული აღელვება სოფელში დიდხანს რჩებოდა: რაღაც
განიცადეს, დიდი რამ მოხდა, რაღაც დაემართათ!
კნეხტი დიდი მოვლენის განწყობას არ იზიარებდა, მაგრამ, როცა
თანდათანობით ჩაწყნარდა და დავიწყებას მიეცა, მისთვის დაუფარავ
განცდასა და დაუვიწყარ გაფრთხილებას წარმოადგენდა, მოსვენებას
არ აძლევდა, და ეს მისთვის იმიტომ ხდებოდა, რომ ყველაფერმა ჩაი-
არა და პროცესიით, ლოცვით და სინანულის წრთობით მორბილდა,
არავითარ შემთხვევაში არ აშლილა და არ არეულა, ის კი არადა, დაძ-
ლეულიც იქნა, რაც უფრო დიდი ხანი გადიოდა, მით უფრო უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა ამას, რამეთუ განიცდიდა გრძნობით, მთლი-
ანად ამ გრძნობას უღრმავდებოდა და შემდეგ განმარტავდა. მისთვის
ეს მოვლენა უკვე ბუნების საოცარი სანახაობა შეიქნა თავისი უსასრუ-
ლოდ დიდი და რთული პრობლემით, რომელსაც მრავალი პერსპექტი-
ვა გააჩნდა: ვინც ამის მხილველი გახდა, მთელი ცხოვრება ამაზე შეეძ-
ლო ეფიქრა. ერთადერთი სოფელში, ვინც ვარსკვლავთა წვიმის
მსგავს წინაპირობებს წვიმის მბრძანებლის თვალით დააკვირდებო-
და, მისი საკუთარი ვაჟიშვილი და მოწაფე ტურუ გახლდათ, მხოლოდ
ამ ერთი მოწმის მტკიცებებსა და შენიშვნებს ექნებოდა ფასი კნეხტის-

529
თვის. მაგრამ ვაჟი ხომ მძინარე დატოვა, და რაც უფრო ბევრს ფიქრობ-
და, რატომ გააკეთა მართლაც ასე, რატომ უთხრა უარი ამ გაუგონარი
მოვლენის ერთადერთ სერიოზულ აღმქმელს, მოწმესა და თანადამ-
კვირვებელს, მით უფრო ძლიერდებოდა მასში რწმენა, რომ მაშინ ამ
საქმეში კარგად და სწორად მოიქცა, და ერთ ბრძნულ წინათგრძნობას
დაუჯერა. მას სურდა თავისიანები, შეგირდები და ამხანაგები და ისიც
განსაკუთრებით სანახაობისგან დაეცვა, რადგან არავისთვის არ იქნე-
ბოდა ეს ისე შთამბეჭდავი, როგორც მისთვის, ამიტომ დაუმალა და არ
გაუმხილა ვარსკვლავთცვენა, რადგან ერთხანს ძილის კარგი სულე-
ბის სჯეროდა, მით უმეტეს ახალგაზრდას უფრთხილდებოდა, და უფრო
შორს გადასახედიდანაც, თუ მოგონება მას არ ღალატობდა, მარ-
თლაც, სწორედ იმ წუთში, ცაზე ნიშნების დაწყების შემდეგ, იმდენად
არ ფიქრობდა წამიერი სიცოცხლის საშიშროებაზე ყველასათვის, რამ-
დენადაც წინასწარ ნიშანსა და მომავალში გამჟღავნებულ უბედურე-
ბაზე, და კერძოდ ერთზე, რაც ყველაზე მეტად წვიმის მბრძანებელს შე-
ეხებოდა და ისე ახლოს არავისთან მივიდოდა, როგორც მხოლოდ მას-
თან. რაღაც უკვე იწყებოდა, საშიშროება და მუქარა იმ სფეროდან,
რასთანაც თავისი სამსახური აკავშირებდა და, უპირველესად, საშიშ-
როება მუდამ ფორმით გამოიხატებოდა და ფასეულს წარმოადგენდა.
ამ მდგომარეობას მღვიძარედ და გადაჭრით უნდა შეხვედროდა, ამის-
თვის სულიერად მომზადება, მიღება იყო საჭირო, მაგრამ არ უნდა და-
ეშვა, რომ მისგან დამცირებულიყო და უღირსად გამოჩენილიყო; ეს
იყო გაფრთხილება და გადაწყვეტილება, რაც დიდი წინასწარი ნიშნის
საშუალებით გაიგო. მომავალი ბედისწერა მომწიფებულ და მხნე მამა-
კაცს მოითხოვდა, ამიტომ კარგი არ იქნებოდა, ვაჟიშვილისთვის ვი-
თარება გაეცნო და მასში ჩაერთო; იგი თანაგანმცდელი თუ მხოლოდ
გარემოების მცოდნე იქნებოდა, რამეთუ იგი მასზე ასე კარგად ფიქ-
რობდა, და ის ამბავიც გაურკვეველი იყო, ახალგაზრდა და გამოუცდე-
ლი ადამიანი უნდა შეზრდოდა თუ არა ამას ყველაფერს, ვაჟიშვილი
ტურუ კი თავად მეტად უკმაყოფილო იყო იმით, რომ მან დიდი სანა-
ხაობა გამოტოვა და ჩაეძინა. როგორც უნდა ისე აიხსნას, დიდი საქმე
იყო ყოველ შემთხვევაში, და იქნებ მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე

530
მსგავსი რამ აღარც გამოჩენილიყო, ეს მისთვის განცდა და სამყაროს
საოცრება იქნებოდა. კარგა ხანი ამის გამო მამას ებუტებოდა. და პი-
რუბრობა გადაილახა, რადგან მოხუცმა მოჭარბებული ნაზი ყურადღე-
ბით დააჯილდოვა, და მისი სამსახურის ყველა საქმისათვის მეტად მი-
იზიდა, ვიდრე სხვა დროს; აშკარად მხნეობა შემატა მას მოსალოდნე-
ლი ამბების წინასწარგრძნობით, ამაღლებული განცდით. განზრახული
ჰქონდა, რომ ტურუს სახით ბოლომდე, შეძლებისდაგვარად, სრულყო-
ფილი და ამ საქმეში ჩართული მიმდევარი აღეზარდა. მხოლოდ იშვია-
თად თუ ლაპარაკობდა მასთან იმ ვარსკვლავთა წვიმაზე, ასე შეჰყავ-
და მუდამ უკან დაუხევლად თავის საიდუმლოებებში, პრაქტიკაში,
ცოდნასა და კვლევაში. იგი თან ახლდა სიარულის, დაკვირვებისა და
ბუნებასთან მიყურადების დროს, რასაც იგი მანამდე არავის უმხელდა.
ზამთარი მოვიდა და კიდეც გავიდა, ნესტიანი და უფრო რბილი ზამ-
თარი, ვარსკვლავები აღარ წყდებოდა, დიდი და უჩვეულო ამბები
აღარ ხდებოდა, სოფელი მიჩუმებულიყო, მუყაითად დადიოდნენ მო-
ნადირეები ნადავლზე; ყველგან ქარიან და ყინვიან ამინდში ქოხების
ზემოთ ლატანზე ჩამოკიდებული, მაგრად გაყინული ცხოველთა ტყავე-
ბის შეკვრა რახარუხობდა; თოვლში ტყიდან გრძელ, სწორი ხის ნაპო-
ბებზე დალაგებულ შეშებს ეზიდებოდნენ. სწორედ ხანმოკლე ყინვის
პერიოდში გარდაიცვალა ერთი მოხუცი ქალი სოფელში, ვერ შეძლეს
მისი მაშინვე დამარხვა; დღეების რიგმა ჩაიარა, ვიდრე მიწა ცოტათი
არ გალღვებოდა და ჩამჯდარი გვამი ქოხის კარის გვერდით გაყინუ-
ლიყო, გაზაფხულმა ნაწილობრივ თუ დაამტკიცა წვიმის მბრძანებლის
ცუდი წინასწარგრძნობები. გამოუთქმელად ცუდი, მთვარისგან ნაღა-
ლატევი, უხალისო გაზაფხული დადგა ნორჩი ყლორტების წვენის გა-
რეშე. მუდამ ზურგით იდგა მთვარე, არასოდეს შეყრიან ერთმანეთს
ისეთი სხვადასხვა ნიშნები, რაც საჭიროს შექმნიდა, დათესვის დღე
გარკვეულიყო. გაჭირვებით ყვაოდნენ ყვავილები ტყეში, გაუშლელი
კვირტები ტოტებზე ჩამომხმარი ეკიდა. კნეხტი მეტად დადარდიანებუ-
ლი იყო, მაგრამ არ იმჩნევდა, მხოლოდ ადა და ტურუ თუ ხედავდნენ
ამას, თუ როგორ დაუძლურდა იგი. მან არა მარტო ჩვეულებრივი შეფი-
ცებები შეასრულა, კერძო პიროვნული მსხვერპლიც გაიღო, ხარშავდა

531
დემონებისთვის ნელსურნელოვან, გრძნობით მომზადებულ ფაფებსა
და ნაყენებს, იჭრიდა წვერს მოკლედ და თმას წვავდა ახალმთვარიან
ღამეს, ურევდა ხის წებოსა და ნესტიან ქერქს, სქელი კვამლი რომ წარ-
მოქმნილიყო. რამდენადაც შესაძლებელი იყო, მან საზოგადო ღონის-
ძიებები: თემის მსხვერპლი, სათხოვარი სვლები, დაფდაფების გუნდე-
ბი იმდენხანს აიცილა თავიდან, რამდენ ხანსაც გაუძლო, რომ ავი გა-
ზაფხულის დაწყევლილი ამინდი მისი პირადი საზრუნავი ყოფილიყო.
დიდი დედისთვის მუდამ უნდა მოეხსენებინა, როცა თესვის ჩვეულებ-
რივი დრო აშკარად უკვე მიიწურებოდა. და ნახე, აქაც აწყდებოდა იგი
უბედობასა და წინააღმდეგობრივ შეფასებას. დიდი დედა, მისი კარგი
მეგობარი, და თითქმის დედობრივად კეთილგანწყობილი, მას არ
იღებდა, ის თავს ცუდად გრძნობდა, ლოგინში იწვა, მთელი მოვალეო-
ბები და საზრუნავები მის დას გადაეცა, და ეს და წვიმის მბრძანებლის
მიმართ, მართლაც, ცივად იყო განწყობილი, მას არ ჰქონდა მოხუცე-
ბისთვის დამახასიათებელი მკაცრი, პირდაპირი თვისებები, რაღაც
დაბნეულობებისა და თამაშობებისაკენ გადაიხრებოდა, და ამ კავშირ-
მა იგი მედაფდაფე და ოინბაზ მაროსთან მიიყვანა, ვინც ხვდებოდა,
რომ მისთვის სიამოვნების მომგვრელი დრო შეექმნა და იგი გაეცურე-
ბინა და მარო გახლდათ კნეხტის მტერი. მაშინვე, პირველივე საუბრი-
სას კნეხტმა ალღოთი იგრძნო სიცივე და ანტიპათია, თუმცა მისთვის
ერთი სიტყვაც არ უთქვამს საწინააღმდეგო. მის მონაცემებსა და წინა-
დადებებს, კერძოდ, თესვასთან და სხვა ამდაგვარ მსხვერპლთან და
ურთიერთობებთან დაკავშირებით, კარგად შეხვდნენ და კიდეც მი-
იღეს, მაგრამ მოხუცი მაინც ცივად დახვდა და როგორც მისი ხელქვეი-
თი ისე მოექცა და მისი სურვილი, ავადმყოფი დიდი დედა ენახა, ანდა
მისთვის წამლის მომზადების ნება მიეცა, უარი მიიღო; დაღონდა და
გასაწყლდა. სასაზე ცუდი გემო იგრძნო, ამ საუბრიდან სახლში დაბ-
რუნდა და ნახევარი თვის მანძილზე ცდილობდა თავისი მდგომარეო-
ბით ამინდი შეექმნა და თესვის ნება მისცემოდათ. მაგრამ ამინდი ხში-
რად მის შინაგან დინებებს ჯიუტად, ირონიულად და მტრულად ექცე-
ოდა, არც სასწაულს და არც მსხვერპლს არ იღებდა. წვიმის მბრძანე-
ბელს არ ასცდა კვლავ დიდი დედის დასთან მისვლა; ამჯერად ეს

532
თხოვნა იყო მოთმინებისათვის, გადავადებისათვის. მან მაშინვე შეამ-
ჩნია, რომ ის მასხარა მაროს მასზე და მის საქმეზე ელაპარაკებოდა,
რადგან საუბრისას იმ საჭიროებაზე, რომ თესვის დღე განესაზღვრათ,
ანდა საზოგადო სათხოვარი ცერემონია დაენიშნათ, მოხუცი ქალი ნა-
მეტანი ყველაფრის მცოდნეს თამაშობდა და რამდენიმე ისეთ გამოთ-
ქმას იყენებდა, რაც მხოლოდ მაროსგან, მაშინდელი წვიმის მბრძანებ-
ლის შეგირდისაგან, შეეძლო შეეთვისებინა; კნეხტმა კიდევ სამი დღე
მოითხოვა, შემდეგ საერთო მდგომარეობა ისევ ახლიდან და მოხერ-
ხებულად ასახა, და თესვა მთვარის მესამე მეოთხედის პირველი დღი-
სათვის გადადო. მოხუცმა დაუმატა რიტუალისათვის გამონათქვამი,
გადაწყვეტილება სოფელს ეუწყა, ყველა აღიჭურვა თესვის ზეიმისათ-
ვის. და იქ, როცა ერთხანს ყველაფერი ისევ მოწესრიგებული ჩანდა,
დემონებმა ახლიდან ისევ თავიანთი არაკეთილგანწყობა აჩვენეს.
სწორედ სასურველი და მომზადებული თესვის ზეიმის წინა დღეს გარ-
დაიცვალა მოხუცი დიდი დედა, ზეიმი უნდა გადადებულიყო და მის
ნაცვლად გამოცხადებულიყო მარხვის დღე და მომზადებულიყვნენ. ეს
იყო უდიდესი ზეიმი. სოფლის ახალი დედის უკან, მისი დებისა და ქა-
ლიშვილების უკან წვიმის მბრძანებელს თავისი ადგილი ჰქონდა, დი-
დი სათხოვარი მსვლელობების შესამოსელში, მაღალი, წვეტიანი მე-
ლიის ბეწვის ქუდით, და თავისი ვაჟიშვილი ტურუს მოხმარებით, ვინც
ურტყამდა ორხმიან მაგარი ხის ჭრიალას. გარდაცვალებულს და მის
დასაც, ახალ მოხუც დედას დიდი პატივი მიაგეს. მარო, მედაფდაფე-
ებს რომ მიუძღვებოდა, ძლიერად მიიწევდა წინ და ყურადღება და მო-
წონება დაიმსახურა. სოფელი გლოვობდა და ზეიმობდა, ტკბებოდნენ
ტირილითა და საზეიმო დღით, დაფდაფების მუსიკითა და მსხვერ-
პლით, ეს იყო ყველასათვის ლამაზი დღე, მაგრამ თესვის დღე კვლავ
გადაიდო. კნეხტი ღირსეულად და დამშვიდებულად იდგა, მაგრამ
ღრმად დაფიქრებული. მას ეჩვენებოდა, თითქოს ისიც დიდ დედასთან
ერთად ასამარებდა თავისი ცხოვრების ყოველ კარგ დროს.
თესვა მალევე შედგა, ახალი დიდი დედის სურვილით, ასევე გან-
საკუთრებული დიდებულებით. საზეიმოდ შემოუარა პროცესიამ მინ-
დვრებს, საზეიმოდ ყრიდა მოხუცი პირველ მუჭა თესლს თემის მიწაზე,

533
ორივე მხარეს მისი დები მიდიოდნენ, თითოს თითო მარცვლის პარკი
ეჭირა, საიდანაც უფროსი თესლს იღებდა. კნეხტმა ოდნავ ამოისუნ-
თქა, როცა შემოვლა ბოლოში გავიდა.
მაგრამ საზეიმოდ დათესილ თესლს სიხარული და მოსავალი არ
მოუტანია, ეს იყო უმოწყალო წელიწადი. ზამთრისკენ მიბრუნებამ და
ყინვამ ამ გაზაფხულსა და ზაფხულში ამინდის სახით განზრახ მზაკ-
ვრობა და მტრობა გამოამჟღავნა, და ზაფხულში, როცა ბოლოს მინ-
დვრებზე ნათესი გათხელდა, გაწვრილდა და სიმაღლეში ზრდა შეაჩე-
რა, დადგა უკანასკნელი, საშინელი, წარმოუდგენელი გვალვა, ადა-
მიანის გონებას რომ არ ახსოვს. კვირიდან კვირამდე მზე მოთეთრო
სიცხის ბუღში იხარშებოდა, პატარა ნაკადულები დაიშრიტა, სოფლის
ტბორიდან ჭუჭყიანი ჭაობიღა დარჩა, ჭრიჭინების სამოთხედ და კო-
ღოების საშინელ ბუდედ იქცა. გამომშრალ მიწაზე ხახა დაეფჩინა
ღრმა ნაპრალებს, ყველა დაინახავდა, მოსავალს როგორ უჭირდა და
ხმებოდა. ხანდახან ღრუბლები შეიყრებოდა, მაგრამ ამინდი მშრალი
რჩებოდა, და თუ ერთხელ მყისიერად გაწვიმდებოდა, დღეების მან-
ძილზე მშრალი აღმოსავლეთის ქარი მოყვებოდა, ხშირად მეხი ეცემო-
და მაღალ ხეებს, მათ ნახევრად ჩამომხმარ კენწეროებს მალევე მო-
ვარვარე ცეცხლის ალები ედებოდა და ჩაიწვებოდა. „ტურუ, – უთხრა
ერთ დღეს კნეხტმა თავის ვაჟს. – საქმე კარგად არ მიდის, ყველა დე-
მონი გვეწინააღმდეგება. ვარსკვლავთცვენიდან დაიწყო ეს, ასე მგო-
ნია. ეს ჩემი სიცოცხლის ფასად დაჯდება, დაიმახსოვრე: თუ მე უნდა
მსხვერპლად შევეწირო, შენ მაშინვე ჩემს სამსახურს შეუდგები, და რო-
გორც პირველი შენ მოითხოვ, რომ ჩემი სხეული დაიწვას და ფერფლი
მინდორს მოიბნეს. თქვენ ზამთარში შიმშილობა გიდევთ წინ, მაგრამ
შემდეგ ეს უწმინდურება გაივლის. შენ იმაზე უნდა იზრუნო, რომ თემის
სათესლე მოსავალი ხელში არავის ჩაუგდო, ამას მოყვება სიკვდილით
დასჯა, იტყვიან: კარგია, რომ ახალი, ახალგაზრდა ამინდის მბრძანე-
ბელი გვყავს“.
სოფელში სასოწარკვეთილებას დაესადგურებინა, მარო ცხარობ-
და, არცთუ იშვიათად ამბობდა წვიმის მბრძანებლის მისამართით მუ-
ქარას და იწყევლებოდა. ადა ავად გახდა და პირღებინებამ და სიცხემ

534
შეარყია. შემოვლები, მსხვერპლი, გულის შემძვრელი მედაფდაფეთა
გუნდები ვეღარაფერს აწყობდნენ. კნეხტი ხელმძღვანელობდა ამ ყვე-
ლაფერს, ეს მის სამსახურს შეადგენდა, მაგრამ როცა ხალხი ისევ ერ-
თმანეთისგან გარბოდა, მარტო იდგა, თავიდან აცილებული კაცი. მან
იცოდა, რა იყო საჭირო, და ისიც იცოდა, რომ მარომ უკვე მოითხოვა
დიდი დედისგან მისი მსხვერპლშეწირვა. თავისი პატიოსნებისა და
თავისი ვაჟის სიყვარულით მან ეს ბოლო ნაბიჯი გადადგა. მან შემოსა
ტურუ დიდი შესამოსელით, დიდ დედასთან მიიყვანა, ურჩია, ჩემი მიმ-
დევარი იქნებაო, და თავისი სამსახური დატოვა, ამასობაში თავისი
თავი მსხვერპლად შესთავაზა. ერთხანს უყურა მას ცნობისმოყვარეო-
ბითა და გამოცდით, შემდეგ თავი დაუხარა და დათანხმდა.
მსხვერპლშეწირვა ამ დღესვე უნდა შესრულებულიყო. მთელი სო-
ფელი მოვიდოდა, მაგრამ ბევრი დიზენტერიით იწვა, ადაც მძიმედ
ავად გამხდარიყო, ტურუ თავის შესამოსელში, მელიის ბეწვის მაღალი
ქუდით, ლამის სიცხის დარტყმამ წააქცია; ყველა პატივცემული და
მნიშვნელოვანი ადამიანი მოვიდა, რამდენადაც ისინი არ იყვნენ სა-
რეცელზე მიჯაჭვულნი, დიდი დედა ორი დით, უხუცესები, მედაფდაფე-
თა უფროსი მარო. მათ ხალხის გროვა უკან მოყვებოდა. არავის გა-
ულანძღავს წვიმის მბრძანებელი, ყველაფერი მდუმარედ და დამწუხ-
რებით მიდიოდა. ტყისკენ გასწიეს და იქ ერთი დიდი, მრგვალი, განა-
თებული ადგილი ამოირჩიეს. ეს კნეხტს თვითონ მოენახა მოქმედების
ადგილად. უმეტეს კაცებს თავიანთი ქვის ცულები თან მოჰქონდათ,
რომ მსხვერპლის დაწვის დროს შეშის დაყრაზე ემარჯვათ. განათებულ
ადგილზე მოსულებმა წვიმის მბრძანებელს შუაში ჩადგომა მოსთხო-
ვეს, და მის ირგვლივ პატარა წრე შეკრეს; მოცილებით, უფრო დიდ
წრეში ხალხის გარკვეული რაოდენობა იდგა. რადგანაც ყველა გადა-
უჭრელ და დარცხვენილ დუმილს არჩევდა, წვიმის მბრძანებელმა სიტ-
ყვა თვითონ აიღო: „მე თქვენი წვიმის მბრძანებელი ვიყავი, – ამბობდა,
– მე ჩემი საქმე მრავალი წელი კარგად მიმყავდა, როგორც შემეძლო.
ახლა დემონები ჩემზე ამხედრებულან, ბედნიერება აღარ მომელის და
ამიტომ მსხვერპლზე მივდივარ. ეს დემონებს შეარიგებს. ჩემი ვაჟი ტუ-
რუ თქვენი ახალი წვიმის მბრძანებელი იქნება. აჰა, მომკალით, და რო-

535
ცა მოვკვდები, მაშინ ზუსტად მიყევით ჩემი ვაჟის მითითებებს. იცოც-
ხლეთ! და ვინ მომკლავს? მე მედაფდაფე მაროს გირჩევთ, ეს მისთვის
შესაფერისი საქმეა“.
იგი დადუმდა, არავინ განძრეულა. ტურუ, გაწითლებული, მძიმე
ბეწვის ქუდიდან გატანჯული თვალს ავლებდა იქაურობას, დამცინა-
ვად დახურა მამამისმა პირი. ბოლოს დიდმა დედამ სიბრაზისაგან ფე-
ხი დასცხო, მაროს ანიშნა და დაუყვირა: „დაიწყე! ცული აიღე და დაჰ-
კარი!“ მარო, ორივე ხელით ცულზე ჩაბღუჯული თავისი ყოფილი მას-
წავლებლის წინაშე იდგა, იგი ისე სძულდა, როგორც არასდროს, ამ მო-
ხუცი კაცის მდუმარე ბაგეებიდან მომავალმა დაცინვამ სიმწარემდე
მიიყვანა. ცული ასწია, თავს ზემოთ აქნევდა, დამიზნებულად შეჩერე-
ბული ეჭირა ზევით, რხევით ჩააშტერდა სამსხვერპლოს სახეში და უც-
დიდა, რომ თვალები დაეხუჭა. მაგრამ კნეხტმა ეს არ გააკეთა, მან
თვალები ჯიქურ ღია დატოვა და ცულიან კაცს თითქმის წაშლილი სა-
ხით უყურებდა, მაგრამ რაც მის გამომეტყველებაში ჩანდა, ეს სიბრა-
ლულსა და დაცინვას შორის იკითხებოდა.
სიბრაზისგან მარომ ცული გადაისროლა. „ამას ვერ ჩავიდენ“, ჩა-
იბურტყუნა და ღირსეულთა წრეში შეიჭრა, ხალხში გაუჩინარდა. ზოგი-
ერთი ჩუმად იცინოდა. დიდი დედა რისხვისგან გაფითრდა არანაკლებ
მხდალ, გამოუსადეგარ მაროზე, ვიდრე ამ ქედმაღალ წვიმის მბრძანე-
ბელზე. მან ხელი დაუქნია ერთ-ერთ უხუცესს, პატივცემულ წყნარ კაცს,
ვინც თავის ცულს დაყრდნობოდა და ვისაც მთელი ეს უსიამოვნო სცე-
ნა სამარცხვინოდ მიაჩნდა. ის წინ გადმოდგა, მსხვერპლს მოკლედ და
მეგობრულად დაუკრა თავი, ისინი ერთმანეთს ბავშვობის დროიდან
იცნობდნენ, და ახლა მსხვერპლმა თვალები უნებურად დახურა, მაგ-
რად მოხუჭა და თავი ოდნავ დახარა. მოხუცმა ცული დაარტყა, ის ერ-
თიანად ჩაიკეცა. ტურუ, ახალი წვიმის მბრძანებელი, სიტყვას ვერ
ძრავდა, მან მხოლოდ ხელების მოძრაობით მოაწესრიგა ის, რაც საჭი-
რო იყო, და მალე შეშები ზედიზედ ერთმანეთს დაეწყო და ტურუ ზედ
დააწვინეს. ორივე ნაკურთხი ხის ჭოკით ცეცხლის ალის გახვრეტის სა-
ზეიმო რიტუალი ტურუს პირველ სამსახურებრივ მოქმედებას შეადგენ-
და.

536
537
აღმსარებელი მამა

ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა წმინდა ილარიონი ჯერ კიდევ


ცოცხალი იყო, და კარგა დიდი ხნისთვისაც მიეღწია. მაშინ ქალაქ ღა-
ზაში ცხოვრობდა ვინმე იოზეფუს ფამულუსი 34, ვინც ოცდაათ წელს თუ
უფრო მეტსაც საერო ცხოვრებით ცხოვრობდა და წარმართული წიგნე-
ბი შეისწავლა; შემდეგ კი ერთი დედაკაცის მეშვეობით, ვისაც ის დაჰ-
ყვა, ღვთაებრივ სწავლებას გაეცნო, ქრისტიანულ სათნოებათა სიტ-
კბო იგემა და წმინდა ნათლობის ღირსიც შეიქნა, თავისი ცოდვები უარ-
ყო და რამდენიმე წელი ქალაქის ღვთისმსახურებს ფეხქვეშ ეგებოდა
და ძალზე გავრცელებულ ამბებს, უდაბნოში ღვთისმოსავ მარტოსულ-
თა ცხოვრებაზე, ანთებული ცნობისმოყვარეობით მიყურადებოდა,
ვიდრე ერთ დღესაც, ასე ოცდათექვსმეტი წლისამ, ის გზა არ აირჩია,
რაც წმინდა პავლემ და წმინდა ანტონმა განვლეს და მას შემდეგ რამ-
დენიმე ღვთისმოსავიც ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა. მან თავისი
ქონების დარჩენილი ნაწილი უფროსებს გადასცა, რათა მრევლში ღა-
რიბთათვის გაენაწილებინათ, ჭიშკართან თავის მეგობრებს დაემშვი-
დობა და ქალაქიდან უდაბნოსაკენ მიმავალ გზას გაუყვა, და თავის
მხრივ, არად ჩაგდებული ცხოვრებიდან, მონანულთა საბრალო ცხოვ-
რება იწყო.
მრავალი წელი მზე წვავდა და ფიტავდა, ლოცვისაგან კლდეზე და
ქვიშაზე მუხლები გადაეხეხა. მარხული მზის ჩასვენებას უცდიდა, რომ
რამდენიმე ცალი ინდისხურმა ჩაეღეჭა. დაჩემების, დაცინვის, შეცდე-
ნის ეშმაკები ებრძოდნენ. მათ ლოცვით, სინანულით, თავის თავის ბე-
დის ანაბარად მიტოვებით დაბლა დასცემდა, როგორც ამ ყველაფერს
ნეტარ მამათა ცხოვრების აღწერაში გადმოცემულს ვხვდებით. მრავა-
ლი ღამე უძილოდ ვარსკვლავებს შეჰყურებდა, ვარსკვლავებმაც შეუქ-
მნეს აკვიატება და აურიეს თავგზა. ის ერკვეოდა ვარსკვლავთა გან-
ლაგებაში, რაც მას ადრე ესწავლა, როცა ღვთაებათა ისტორიებსა და
ადამიანთა ბუნების ნიშნებს ამოიცნობდა, და ეს მეცნიერება ღვთის-

34
Farmulus – მსახური (ლათ.).
538
მსახურთა მიერ მთლიანად მოძულებული იყო, რაც ჯერ კიდევ დიდ-
ხანს მას ფანტაზიითა და აზრებით თავისი წარმართული დროიდან
მოსდევდა.
ყველგან, სადაც იმ მიდამოებში მოშიშვლებულ, უნაყოფო, უდაბურ
ადგილებზე გამოჩნდებოდა წყარო, ერთი ბეწო სიმწვანე, პატარა თუ
დიდი ოაზისი, იქ ცხოვრობდნენ მაშინ განდეგილები; ზოგი მთლად
მარტო, ზოგიც პატარა ძმობაში, როგორც ეს ასახულია პიზის სასაფლა-
ოს ერთ კედელზე, გაჭირვებასა და მოყვასის სიყვარულით იწრთო-
ბოდნენ, სანატრელი Ars Moriendi-ს მიმდევრები, სიკვდილის ხელოვ-
ნების, სამყაროდან და საკუთარი მე-დან გასვლის შემდეგ მაცხოვარ-
თან მისვლით მარადიულ ნათელში გადავიდოდნენ. სიცოცხლეში მათ
ანგელოზები და დემონები ეწვეოდნენ ხოლმე, ისინი ჰიმნებს თხზავ-
დნენ, დემონებს განდევნიდნენ, განიკურნებოდნენ და ილოცებოდნენ
და ისე ჩანდნენ, რომ თავის თავზე ეტვირთათ მრავალი გასული და
მომავალი ეპოქის მიწიერი სიხარულის, სიმკაცრისა და გრძნობათა სი-
ხარბის გამოსყიდვა ენთუზიაზმისა და თავგანწირვის ძლიერი ტალ-
ღის საშუალებით, სამყაროზე უარის თქმის ექსტაზით. მათგან მრავა-
ლი ძველი წარმართული განწმენდის პრაქტიკას ფლობდა, აზიის სა-
უკუნოობით მაღალგანვითარებული ერების გავლილი პროცესის მე-
თოდებსა და სავარჯიშოებს, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, და ეს
მეთოდები და იოგას სავარჯიშოები, მართლაცდა, კი აღარ ისწავლე-
ბოდა, არამედ აკრძალვას ექვემდებარებოდა, ქრისტიანობა ყველანა-
ირ წარმართულს სულ უფრო მეტად უარყოფდა.
ზოგიერთ მონანულში ამ ცხოვრების მხურვალებამ განსაკუთრებუ-
ლი ნიჭი წარმოშვა. ესენია: ლოცვის, ხელის დადებით განკურნების, წი-
ნასწარმეტყველების, ეშმაკის განდევნის, მართლის ჩვენებისა და
დასჯის, ნუგეშისა და კურთხევის ნიჭი. და იოზეფშიც თვლემდა ნიჭი,
და წლობით აყვავების ხანას აღწევდა, ვიდრე თმა გაუჭაღარავდებო-
და. ეს მოსმენის ნიჭი გახლდათ. თუ ძმა რომელიმე დასახლებიდან, ან-
და სინდისშეწუხებული, დევნილი ერისკაცი იოზეფს მონახავდა, და
იგი თავის საქმეებზე, ვნებებზე, ცდუნებებზე, შეცდომებზე მოუყვებოდა,
თავის ცხოვრებას გააცნობდა, სიკეთისათვის თავის ბრძოლას და

539
ბრძოლაში მარცხს, ანდა დანაკარგსა და ტკივილს, მწუხარებას აჩვე-
ნებდა, იოზეფს ასე ესმოდა – მისთვის ყური დაეგდო, რათა მისთვის გუ-
ლი გაეხსნა და მთელი არსებით მიჰყოლოდა, მისი ვნება და დარდი
თავის თავში გაეტარებინა და შეენახა, იგი დაეცალა და დაწყნარებუ-
ლი გაეშვა. ნელ-ნელა, მთელი წლების მანძილზე, ამ სამსახურმა იგი
თავის თავში განამტკიცა და იარაღად აქცია, გულისყურად, რაც სხვას
ნდობას უჩენდა. საოცარი მოთმინება, რაღაც შემწოვი უმოქმედობა და
დიდი მდუმარება მის სათნოებებს შეადგენდა. ხშირად მიდიოდა მას-
თან ხალხი, რათა განმარტებები მიეღოთ, რათა წვეთწვეთობით დაგ-
როვილი შეჭირვებებიდან გათავისუფლებულიყვნენ, და ზოგიერთი
მათგანი, ვიდრე შორეული გზის შემდეგ თავისი ლელის ქოხს მიაღწევ-
და, ჩამოსვლისა და მისალმების შემდეგ, აღსარებისთვის თავისუფ-
ლებასა და მამაცობას კი არ იჩენდა, არამედ თავს ვერ აბამდა სათ-
ქმელს და რცხვენოდა, თავის ცოდვებზე ძვირსიტყვაობდა, ოხრავდა
და საათობით დიდხანს დუმდა. ის ყველასთან ერთნაირად იქცეოდა.
მას თუნდ სიამოვნებით, თუნდ ზიზღით, თუნდ წყალივით, თუნდ სვე-
ნებ-სვენებით ესაუბრა, თუნდ თავისი საიდუმლოებები გაჯავრებით
თავიდან მოესროლა, თუნდ მნიშვნელოვნად ექცია, მისთვის ერთი მე-
ორესავით იყო, მას გინდ ღმერთი დაედანაშაულებინა, გინდ თავისი
თავი. თავის ცოდვებსა თუ ვნებებზე ბევრს იტყოდა თუ ცოტას, სულ ერ-
თი იყო მისთვის, მკვლელობის ჩადენას თუ მხოლოდ გარყვნილობას
აღიარებდა, მოღალატე შეყვარებულს თუ თავისი სულის განკურნებას
ჩიოდა. მას არც ის აშინებდა, თუ ვინმე დემონებთან განდობილ ურთი-
ერთობაზე უყვებოდა და ჩანდა კიდეც, რომ ეშმაკთან შენობით ლაპა-
რაკობდა. არც იმაზე გაგულისდებოდა, თუ ვინმე დიდხანს ჰყვებოდა
და ყველაფერს დაფქვავდა და თანაც აშკარად მთავარ რამეზე და-
დუმდებოდა. არც ის აფორიაქებდა, თუ ვინმე არეულ და შეთხზულ
ცოდვებს დაიბრალებდა. ყველაფერი, რაც რამ სიმძიმეები, აღსარებე-
ბი, ბრალდებები, სინდისის ქენჯნები მოესმინა, თავის სმენაში ისე შე-
რეულიყო, როგორც წყალი უდაბნოს ქვიშაში; ჩანდა, იგი არ განსჯიდა
და აღმსარებლისადმი არც თანაგრძნობასა და სიძულვილს განიცდი-
და, და მაინც, და იქნებ სწორედ ამიტომ იკვეთებოდა ეს ისე, რასაც მას

540
აღსარებაში ეუბნებოდნენ, რომ სიცარიელეში არ ინთქმებოდა მათი
ნათქვამი, არამედ ამბად და მოსასმენად გადაიქცეოდა, მსუბუქდებო-
და და იოლდებოდა. იშვიათად თუ იტყოდა გამაფრთხილებელს ანდა
შემაგონებელს, უფრო იშვიათად კი რჩევას აძლევდა ანდა სულაც
ბრძანებას. ეტყობოდა, ეს არ იყო მისი სამსახური, და მოლაპარაკენიც
გრძნობდნენ, რომ ეს არ იყო მისი სამსახური. მის სამსახურს წარმოად-
გენდა, ნდობა გაეღვიძებინა და მიეღო, თმენითა და სიყვარულით ეს-
მინა. ამით ჯერ კიდევ მოუმზადებელ, ჩამოუყალიბებელ აღმსარებელს
ბოლომდე სათქმელის დახვეწაში მიეხმარებოდა, რაც სულებში წვეთ-
წვეთობით შეგროვდებოდა, დაგუბდებოდა, მდინარედ თუ ნაკადად
გადმოსკდებოდა, რათა ეს ყველაფერი მიეღო და მდუმარებაში გახ-
ვეულიყო. მაგრამ აღმსარებლებს ყოველი აღსარების ბოლოში, რო-
გორც საშინელი, ისე უვნებელი აღსარების, როგორც დაჩაგრული კა-
ცის, ასევე პატივმოყვარის, თავის გვერდით დააჩოქებდა და მამაო
ჩვენოს ლოცულობდა და ვიდრე მას გაუშვებდა, შუბლზე აკოცებდა.
დაეკისრებინა სინანული და სასჯელი, არ იყო მისი სამსახური, აგრეთ-
ვე ნამდვილი მოძღვრული საქმისთვის, შენდობის თქმისთვისაც არ
გრძნობდა თავს საჭიროდ, მტკიცედ, არც დანაშაულის გამართლება
და არც მიტევება მისი საქმე არ იყო. იმ ხნის განმავლობაში, რასაც იგი
ისმენდა და იგებდა, ეტყობოდა, რომ დანაშაულს თავის თავზე იღებ-
და, ჩანდა, მთქმელს მის ტვირთვაში ეხმარებოდა. იმ დროს, როცა იგი
დუმდა, მოსმენილს უღრმავდებოდა და წარსულს გადასცემდა. იმ
დროს, როცა იგი აღმსარებელ შვილთან აღსარების შემდეგ ლოცუ-
ლობდა, ის ძმად მიაჩნდა და თავის ტოლად აღიქვამდა და აღიარებ-
და. იმ დროს, როცა ეამბორებოდა, მისადმი უფრო ძმასავით იყო, ვიდ-
რე მოძღვრისებურად, უფრო სათუთად ლოცავდა, ვიდრე საზეიმოდ.
მისი სახელი მთელ ღაზაში გავარდა. სადღა აღარ იცნობდნენ და
შესაბამისად, დიდ პატივცემულ აღმსარებელთან და განდეგილთან
დიონ პუგილთან ერთადაც კი იხსენიებდნენ, ვისი სახელიც, მართლაც,
უკვე ათი წლის წინადაც საქვეყნოდ იყო ცნობილი და იგი სულ სხვა
უნარებს ფლობდა, რამეთუ მამა დიონი სწორედ იმით იყო სახელგან-
თქმული, რომ ადამიანთა სულებს, ვინც მას გაენდობოდა, მკვეთრად

541
და სწრაფად განჭვრეტდა, ვიდრე მათი ნათქვამით ხვდებოდა რამეს.
ისე რომ, იგი ყოყმანით აღმსარებელს, და არა იშვიათად, იმითაც გა-
ნაცვიფრებდა, რომ თავის ჯერ კიდევ უღიარებელ ცოდვებს მას თავის
ზემოთ დასჩურჩულებდა. ეს სულების მცნობელი, ვიზედაც იოზეფს ასო-
ბით გამაოცებელი ამბავი მოყოლით ჰქონდა მოსმენილი და რომელ-
თანაც იგი თავად არასოდეს გაბედავდა შედარებას, შეშლილი ადა-
მიანების მოწყალე მრჩეველი, დიდი მსაჯული, დამსჯელი და მომწეს-
რიგებელი გახლდათ. ის ადებდა სინანულებს, სიფხიზლეს და პილიგ-
რიმობას, უწესებდა ქორწინებებს, მტრად ქცეულებს შერიგებისკენ აი-
ძულებდა, და მისი ავტორიტეტი ეპისკოპოსისას გავდა. ის ასკალონის
მახლობლად ცხოვრობდა, მაგრამ რჩევისათვის მთხოვნელნი იერუსა-
ლიმიდან და კიდევ უფრო შორს მდებარე ადგილებიდანაც კი მოსძებ-
ნიდნენ ხოლმე. იოზეფუს ფამულუსს, უმეტეს განდეგილთა და მონა-
ნულთა მსგავსად, დიდი ხნის მანძილზე ვნებიანი და განსაწმენდელი
ბრძოლის გადატანა უხდებოდა. მან ხომ თავისი საერო ცხოვრება და-
ტოვა, თავისი ქონება და სახლი გასცა და ქალაქზე, მრავალმხრივ სი-
ამოვნებებს რომ სთავაზობდა, უარი თქვა ისე, რომ მას თავისი თავი
უნდა ეტარებინა, და მასში ხომ სულისა და ხორცის ყველა ლტოლვა
არსებობდა, რაც ადამიანს გაჭირვებასა და ცდუნებამდე მიუძღვება;
შემდგომ კი, უპირველეს, სხეულს ებრძოდა, მკაცრი და მტკიცე იყო
ამასთან მიმართებაში, სხეული მიაჩვია სიცხესა და სიცივეს, შიმშილსა
და წყურვილს, კანზე ნაწიბურებსა და კოჟრებს მიეჩვია, ვიდრე ნელა
არ ჩამოჭკნა და გამოიფიტა; მაგრამ მაინც ჯერ გამხდარ, ასკეტურ სა-
მოსელში იგი ძველ ადამს სამარცხვინოდ განეცვიფრებინა და გაეჯავ-
რებინა. შეიძლებოდა ყველაზე უფრო უგრძნობი მისწრაფებებითა და
ვნებებით, ოცნებებითა და მატყუარობით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სამყა-
როსაგან გამოქცეულებსა და მონანულთ ეშმაკი მეტად განსაკუთრე-
ბულ ყურადღებას უთმობს. როცა შემდეგ ნუგეშის მძებნელნი და აღსა-
რებას მოწყურებულნი მას მოსძებნიდნენ, ის ამათში შეიცნობდა მოწ-
ყალებით მადლის ხმას და იმავდროს გრძნობდა მონანულის ცხოვრე-
ბის შემსუბუქებას. მან თვითონ მათგან დამადასტურებელი აზრი და
შინაარსი მიიღო, რათა სამსახური გაეწია. მას შეეძლო სხვათა მსახუ-

542
რად ანდა ღვთისთვის იარაღად ქცეულიყო, რათა სულები მისკენ მი-
ეზიდა. ეს იყო საოცარი და ჭეშმარიტად ამამაღლებელი გრძნობა. მაგ-
რამ დრომ აჩვენა, რომ სულის სიკეთენიც ჯერ მიწიერს ეკუთვნის და
განსაცდელებად და მახეებად იქცევა. ხშირად კი, თუ ასეთი მოგზაური
ფეხით თუ ცხენით მოვიდოდა, კლდეში მის მღვიმესთან შეჩერდებო-
და, ერთ ყლუპ წყალსა და შემდეგ აღსარების მოსმენას სთხოვდა, მა-
შინ ჩვენს იოზეფს კმაყოფილებისა და კეთილგანწყობის გრძნობა შე-
ეპარა, კეთილგანწყობის გრძნობა თავისი თავისადმი პატივმოყვა-
რეობისა და საკუთარი თავის მოყვარეობისადმი, რამაც იგი, ამის შეც-
ნობისთანავე, ღრმად შეაშინა. არცთუ ისე იშვიათად, მუხლმოყრილი
შესთხოვდა ღმერთს პატიებას და ამას იმიტომ სთხოვდა, რომ აღმსა-
რებელი შვილი აღარ მივიდოდა მასთან, როგორც უღირსთან. მონანუ-
ლი ძმები არ მოაკითხავდნენ მეზობლად მდებარე ქოხებიდან და არც
ამ ქვეყნის სოფლებიდან და ქალაქებიდან. ამ მდგომარეობაში მაშინ
იმყოფებოდა ხოლმე, როცა, მართლაც, აღსარებისთვის მასთან დრო-
დადრო შეჩერდებოდნენ, და რაც კარგი არ იყო, როცა ამის შემდეგ
კვლავ ნაკადად მოედინებოდნენ, იგი ახალ შეცოდებაში შედგამდა
ფეხს. მას შეექმნებოდა ის გარემოება, რომ ამა თუ იმ აღიარების მოს-
მენისას სიცივე და უსიყვარულობა შეეპარებოდა, და აღმსარებელთა
მიმართ უპატივცემულობას შეიგრძნობდა. მძიმე ოხვრით აიღო
ეს ბრძოლებიც თავის თავზე, და იყო ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, რო-
ცა ყოველი მოსმენილი აღსარების შემდეგ თვითონ მარტო აწრთობდა
თავს დამდაბლებასა და სინანულში. გარდა ამისა, ამას აკეთებდა კა-
ნონით, ყველა აღსარებაზე მოსულს არა მარტო ძმასავით, არამედ გან-
საკუთრებული მოწიწებით ექცეოდა, და რაც უფრო მეტად იჩენდა მი-
სადმი გულმოდგინებას, მით უფრო ნაკლებად სურდა მასში პიროვნება
მოსწონებოდა: ის მათ ღვთისგან გამოგზავნილებად, მაცნეებად აღიქ-
ვამდა, მის გამოსაცდელად წლები დასჭირდა და საკმაოდ გვიან, რო-
ცა უკვე მოხუცებულობაში შედიოდა, გარკვეულად, ცხოვრების გაძღო-
ლის წონასწორობას მიუხვდა. და მათ, ვინც მის სიახლოვეში ცხოვრობ-
და, ეგონათ, რომ იგი უნაკლო ადამიანი იყო, ვინც მშვიდობა უფალში
პოვა.

543
ამასობაში მშვიდობა რაღაც ცოცხალივით, ყველა ცოცხალი არსე-
ბასავით, ისე უნდა გაიზარდოს, დაიკლოს, უნდა გაეთავისოს ადამი-
ანს, გამოიცადოს, გარდასახვები გადაიტანოს. იოზეფუს ფამულუსთა-
ნაც ასე იყო ეს მშვიდობა, ის მერყევი იყო, ხან ხილული, ხან არა, ხან
ისე ახლოს იყო მასთან, სანთელივით ხელში რომ უჭირავთ, ხან კი
შორს, ზამთრის ცაზე ვარსკვლავივით კიაფობდა. და დროს თანდათა-
ნობით მოჰქონდა ცოდვისა და განსაცდელის განსაკუთრებული სახე,
რაც ხშირად კვლავ ცხოვრებას უმძიმებდა. ეს არ იყო ძლიერი, ვნებია-
ნი მღელვარება, აღშფოთება თუ ლტოლვების მოძალება, ჩანდა, ეს
უფრო მისი საწინააღმდეგო რამ იყო. ეს წარმოადგენდა გრძნობას,
რაც პირველ სტადიაში მსუბუქი გადასატანი იყო და ძლივს თუ აღიქ-
ვამდა; ეს წარმოადგენდა ისეთ მდგომარეობას, რომელსაც ნამდვილი
ტკივილები და გაჭირვება არ გააჩნია, ეს სუსტი, გულგრილი, მოწყენი-
ლი სულის მდგომარეობაა, რაც მას მხოლოდ უარყოფითად ახასია-
თებდა, რომელიც ქრებოდა, მცირდებოდა და ბოლოს სიხარულსაც მო-
აკლებდა, როგორც არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა არც მზე ასხი-
ვებს და არც წვიმა მოდის, ცა წყნარია, თავის თავში ჩაძირული და წა-
სული, ნაცრისფერი, მაგრამ ჩამუქებული არაა, შემხუთველი არაა, არც
ავდრობის მომასწავებელია, ასეთი დღეები დგებოდა თანდათანობით
მოხუცობაში შესულ იოზეფისთვის; დილა საღამოსგან, საზეიმო დღე-
ები ჩვეულებრივისგან, აღმაფრენის საათები ჩვეულებრივი დროისა-
გან უკვე ნაკლებად განსხვავდებოდა, ყველაფერი ზოზინით მიდიოდა,
ნელა-ნელა დაღლილობასა და უხალისობაში გადადიოდა. ასაკის
ბრალია ეს, სევდიანად ფიქრობდა მწუხარე იყო, რამეთუ სურდა ასაკ-
ში შესვლით თანდათან ლტოლვათა და ვნებათა ჩაქრობით ცხოვრე-
ბის განათება და შემსუბუქება შესძლებოდა. შემდგომი ნაბიჯით სანატ-
რელი ჰარმონიისა და სრულყოფილი სულის სიმშვიდისაკენ წაეწია,
და რადგან ასაკმა დაპირება გაუცრუა და მოატყუა, და ამასობაში კი
ვერაფერი მოიპოვა გარდა ამ ძალაგამოცლილი, ნაცრისფერი უსიხა-
რულო უდაბურებისა, ეს გრძნობა განუკურნებელ მოყირჭებად იქცა.
მოჭარბებულად გრძნობდა იგი ყველაფერს: ყოფიერებას მხოლოდ,
სუნთქვას, ძილს ღამეში, პატარა ოაზისის განაპირას გამოქვაბულში

544
სიცოცხლეს, მუდმივ მოსაღამოებასა და გათენებას, მოგზაურთა და
მომლოცველთა აქლემებსა და სახედარზე მჯდომარეთა ჩავლას და
უმეტესად იმ ადამიანებს, რომელთა მოსვლა და სტუმრობა თავად
მისთვის ღირდა. ის შეშლილები, მშიშრები და იმავდროს ბავშვურად
მორწმუნე ადამიანები, რომელთა მოთხოვნა მხოლოდ ის იყო, რომ
მისთვის თავიანთი ცხოვრება, ცოდვები და შიშები, ცდუნებანი და
თვით ბრალდებები მოეყოლათ. ხანდახან მას ეჩვენებოდა, როგორც
ოაზისში პატარა წყაროსთვალი ქვის აუზში გროვდებოდა, ბალახზე მი-
ედინებოდა და პატარა ნაკადულად იქცეოდა, შემდეგ ქვიშის უდაბუ-
რებაში შეაღწევდა და იქ ცოტა ხნის დინების შემდეგ ჩაიშრიტებოდა
და დაშრებოდა, რომ ასევე ინთქმებოდა ყველა ეს აღსარება, ეს ცოდ-
ვათა ჩამონათვალი, ეს ბიოგრაფიები, ეს სინდისის შეწუხებანი, დიდიც
და პატარაც, სერიოზულიც და ამპარტავნულიც, და ასევე ეს ყველაფე-
რი ყურში შესდიოდა მას, და რასაც ბოლო არ უჩანდა: ათობით, ასო-
ბით, მუდამ ახალ-ახალი ჩნდებოდა. მაგრამ ყური არ იყო მკვდარი
უდაბნოს ქვიშასავით, ყური ცოცხალი იყო და შეეძლო მუდამ არ დაწ-
რეტილიყო, არ ეყლაპა, არ შეეწოვა, იგი იღლებოდა, გამოუსადეგარი
ხდებოდა, გადაივსებოდა, იქითკენ მიისწრაფვოდა, რომ სიტყვათა,
აღსარებათა, დარდთა, ბრალდებათა, ცილისწამებათა დინება და
დგაფუნი ერთხელაც შეწყდებოდა, რომ ერთხელაც სიმშვიდე, სიკვდი-
ლი და სიწყნარე დაისადგურებდა ამ დაუსრულებელი დინების ად-
გილზე და მას დასასრული ეწადა; იგი გადაქანცული იყო, მისთვის კმა-
როდა სიცოცხლე და უკვე ზედმეტიც იყო, უგემური და უფასური შეიქნა
მისი ცხოვრება, და ისეთი მდგომარეობაც დაუდგა, რომ ხანდახან
გრძნობდა, ეცადა თავისი ყოფნისთვის ბოლო მოეღო, დაესაჯა და გა-
ექრო, როგორც იუდა გამცემელმა ეს ჩაიდინა, როცა მან თავი ჩამოიხ-
რჩო. როგორც სინანულის განცდის ადრეულ სტადიებში ეშმაკი გრძნო-
ბათა და მიწიერი სიხარულის სურვილებს, წარმოდგენებს და ოცნებებს
სულში შეუყვანდა ხოლმე და მაშინ მის მოშორებას ცდილობდა, ახლაც
მალულად ეძებდა ამას. თვითგანადგურების წარმოსახვებს ებრძოდა
ისე, რომ ხის ყოველ ტოტს სინჯავდა ფიქრში, იქნებოდა თუ არა ესა თუ
ის ტოტი ამ მცდელობისათვის ვარგისი, სანდო, რომ იმაზე ჩამოკიდე-

545
ბულიყო. იმ მხარეში ციცაბო კლდეს არჩევდა, პიტალო და საკმაოდ მა-
ღალი რომ ყოფილიყო, და იქიდან სასიკვდილოდ ჩამოქანებულიყო.
ის უპირისპირდებოდა განსაცდელს, ერკინებოდა, არ დაყვებოდა
ხოლმე, მაგრამ დღე და ღამ თვით სიძულვილისა და სიკვდილის ჟინის
ცეცხლში ცხოვრობდა, მისთვის ცხოვრება აუტანელი და საზიზღარი
გახდა.
იქამდე მივიდა იოზეფი, ესე იგი, რომ ერთ დღეს ისევ იმ ფრიალო
კლდეზე შედგა, და შორს ცასა და დედამიწას შორის ორი, სამი ცერო-
დენა ფიგურა შეამჩნია; მოგზაურები, აშკარად მომლოცველები, ალ-
ბათ ის ხალხი, ვისაც მისი მოძებნა უნდოდა, რათა აღსარება ეთქვა
მასთან და უეცრად უტყუარი სურვილი იგრძნო, მაშინვე, საჩქაროდ წა-
სულიყო აქედან, ამ ადგილს გაშორებოდა, და ასეთი ცხოვრებისაგან
ხელი აეღო. მოთხოვნამ იმდენად ძლიერი და ისეთი წყურვილით ჩა-
იჭირა, რომ ყველა ფიქრი, დავა და განსჯა გადალეკა და მოსპო, რად-
გან, ცხადია, ასეთები მას არ აკლდა. განა შეეძლო ღვთისმოშიშ მონა-
ნულს სინდისის შეუწუხებლად აღტყინებას აყოლოდა? უკვე გარბოდა,
უკვე თავის მღვიმისაკენ იქცია პირი, საცხოვრებელ ადგილისაკენ, სა-
დაც მრავალი წელი ჭიდილში გაატარა, იმ ჭურჭლისაკენ, სადაც მრა-
ვალი ამაღლება და დაცემა განიცადა. უაზრო სიჩქარეში რამდენიმე-
ჯერ ინდისხურმა ჩამომუჭა და გოგრის წყლის ჭურჭლით წყალი მოიმა-
რაგა, ძველ სამოგზაურო აბგაში მოათავსა, მხარზე გადაიკიდა, ხელი
სტაცა ჯოხს და დატოვა თავისი პატარა სამშობლოს მწვანე სიმშვიდე;
ლტოლვილი და შფოთიანი მიიჩქაროდა ღმერთთან და ადამიანებ-
თან, და უფრო მეტად გული მიუწევდა იქითკენ, რაც ადრე მისთვის სა-
უკეთესოს წარმოადგენდა, თავისი სამსახური იყო და თავისად მიიჩ-
ნევდა. თავდაპირველად ისეთი სისწრაფით მიქროდა, ისეთი სისწრა-
ფით, თითქოს, მართლაც, შორს ამოყვინთული სილუეტები, კლდიდან
რომ დალანდა, მისი მდევრები და მტრები ყოფილიყვნენ. მაგრამ მოგ-
ზაურობის დასაწყისში, სადღაც საათის განმავლობაში შიშნარევმა
სიჩქარემ გადაუარა, მოძრაობამ კეთილგანწყობით მოღალა, და პირ-
ველი შესვენებისას, როცა თავს არ აიძულებდა-ლუკმა გაეღო – ეს მის-
თვის წმინდა ჩვეულებად იქცა, მზის ჩასვლამდე საკვები არ მიეღო –

546
და იწყო უკვე მისმა გონებამ, მარტოობაში ფიქრით გაწრთვნილმა,
კვლავ ცხოველქმნა და მცდელობა – აღტყინების შესაბამისად, მოქმე-
დებისთვის ყურადღება მიექცია. და გონებამ, ეს მოქმედება კი არ მო-
იწონა, ნაკლებ ჭკვიანური რომ ჩანდა, არამედ უფრო კეთილი ნებით
შეხედა, რამეთუ პირველად დიდი ხნიდან მოყოლებული ეს მოქმედება
უბრალო და უცოდველი ეგონა. ეს იყო გაქცევა, რაც გონებამ წამოიწყო,
უეცარი და მოუფიქრებელი გაქცევა, კერძოდ, მაგრამ არა სამარცხვი-
ნო. მან ის ადგილი მიატოვა, რაც მისთვის აღარ იყო გათავისებული,
მან გაქცევით თავის თავსა და იმასაც, ვისაც მისი მიდევნება სურდა,
უარი გაუმხილა და ყოველდღიურად გამეორებული, უსარგებლო
ბრძოლა მოიშორა, და თავისი თავი აღიარა ნაგვემად და დამარცხე-
ბულად. ეს არ იყო, როგორც ის გონებით სწვდებოდა, დიდებული, ჰე-
როიკული, სიწმინდის შესაბამისი, მაგრამ წრფელი და გარდაუვალი
ჩანდა. ის იმით იყო გაოცებული, რომ გაქცევა ასე გვიანღა გადაწყვი-
ტა, რომ ასე დიდხანს, ასე ძალზე დიდხანს გაჩერდა, ის ბრძოლა და
სიკერპე, რაც ასე ხანგრძლივი დროით დაკარგულ ადგილს აჯაჭვებ-
და. ახლა იგრძნო, როგორც შეშლა, უფრო მეტად ბრძოლა და ციებ-ცხე-
ლება, თავისი ეგოიზმისა, თავის თავში ძველი ადამისა და ახლა იმის
გაგება ეწადა, თუ რატომ მიიყვანა ამ სიჯიუტემ ასეთ ბოროტულ და ეშ-
მაკისეულ შედეგამდე, ასეთ დაფლეთილობამდე და სულის მიძინებამ-
დე, და სიკვდილისა და თვითგანადგურების სურვილის გამო დემონურ
შეპყრობამდე. ქრისტიანს ხომ სიკვდილი მტრად არ უნდა უჩანდეს, მო-
ნანულმა და წმინდა ადამიანმა ხომ თავისი ცხოვრება მთლიანად ტა-
რიგივით უნდა გაიზიაროს; მაგრამ თავისუფალი ნებით მოკვლის აზრი
სულ მთლიანად ეშმაკისეულია და ეს შეიძლება მხოლოდ იმ სულში
წარმოიშვას, რომლის წარმმართველი და მცველი ღვთის ანგელოზი
კი არა, ავი დემონები არიან. ერთხანს იჯდა ასე მთლად წაშლილი და
განადგურებული და ბოლომდე დაჩაგრული და შეძრული. ამ მოგზაუ-
რობისას გამოვლილმა ცოტაოდენმა მანძილმა მას ახალგაზრდობაში
გავლილი ცხოვრება ხილულად უჩვენა და ცნობიერებაზე მოიყვანა:
დაინახა მოხუცებული კაცის სასოწარკვეთილი და მოწამლული ცხოვ-
რება, ვინც თავისი მიზანი დაკარგა და მუდმივად საშინელი ცდუნებე-

547
ბის გამო იტანჯებოდა. ხის ტოტზე ჩამოკიდებას ლამობდა, ვით გამცე-
მელი მაცხოვრისა. როცა იგი თავისუფალ სიკვდილზე ასე ძალიან წუხ-
და, მართლაც, ამ სიმძიმეში წინა დროის, ქრისტიანობამდელი პერი-
ოდის, ძველი, წარმართული ცოდნის ნარჩენები მოჩვენებით აერ-
დაერია, ადამიანის მსხვერპლად შეწირვის უძველესი წესის ცოდნამ
აცდუნა, როცა მეფე, წმინდანი ანდა ტომის რჩეული ღირსად ჩაითვლე-
ბოდა, და ეს არცთუ იშვიათად საკუთარი ხელით აღესრულებოდა. არა
მარტო ის, რომ წარმართული, ადრეული პერიოდის საძრახისი ადათი
მასში გაჟღერდა, და მას საშინლად აღელვებდა ეს ამბავი, არამედ უფ-
რო მეტად ის აზრი, რომ ბოლოს მხსნელის ჯვარცმული სიკვდილიც კი
სხვა არაფერი იყო, თუ არა თავისუფალი ნებით აღსრულებული ადა-
მიანის ტარიგი. სინამდვილეში: თუ იგი სწორად ფიქრობდა, ეს იყო უკ-
ვე სახეზე – ამ ცნობიერების წარმოსახვა თვითმკვლელობის წყურვი-
ლის აღძვრისას, ჯიქურ-ბოროტული, ველური ჟინი, თავისი თავი
მსხვერპლად გაეღო და მართლაცდა, ამით ნებადაურთველი გარე-
მოებით მხსნელისათვის მიებაძა – ანდა აკრძალული გარემოებით მი-
ენიშნებინა, რომ მაცხოვარს თავისი ხსნა არცთუ ისე გამოუვიდა. ის
ღრმად შეაშინა ამ აზრმა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ამ საშიშროე-
ბას აჰა და დაუსხლტა.
დიდხანს სინანულში ჩავარდნილ ამ იოზეფს აკვირდებოდა იგი,
რადაც ის იქცა და ვინც, ახლა იუდას ნაცვლად თუ ჯვარცმულის ნაც-
ვლადაც, მათ მიდევნებას გაქცევა არჩია და ამით თავიდან, ახლიდან
ღვთის ხელში აღმოჩნდა. სირცხვილი და წუხილი იზრდებოდა მასში,
რაც უფრო მკაფიოდ შეიცნობდა ჯოჯოხეთს, რასაც გამოექცა, მით უფ-
რო ბოლოს ტანჯვა ხახაში გადამცდარ, დამახრჩობელ ლუკმასავით
აწვებოდა, აუტანელ წამებაში გადაიზრდებოდა და უეცრად დასასრუ-
ლი და ხსნა მონახა ცრემლების ღვრაში, რამაც საოცარი სიმსუბუქე
მოჰგვარა. ო, რამდენი ხანია, არ შესძლებია მას ტირილი! ცრემლები
ისე ღვარად მოედინებოდა თვალებიდან, რომ იგი ვეღარაფერს ხე-
დავდა, მაგრამ სასიკვდილო ჩამოხრჩობას დახსნოდა; და როცა გონს
მოეგო, და ბაგეებზე სიმლაშე იგრძნო, მაშინღა აღიქვა, რომ ტიროდა,
და იმ წუთში მიხვდა, თითქოს ისევ ბავშვი გახდა და არაფერი იცოდა

548
უკეთურზე. ის იღიმოდა, ცოტათი რცხვენოდა ტირილისაც, ბოლოს ად-
გა, და კვლავ მოგზაურობას გაუყვა. თავს გაურკვევლად გრძნობდა, არ
იცოდა, მას გაქცევა საით წაიყვანდა. და ამით რა უნდა მომხდარიყო?
ბავშვივით აღიქვამდა თავს, მაგრამ მასში ბრძოლა და სურვილი წაშ-
ლილიყო. შემსუბუქებულად გრძნობდა თავს და ისე, თითქოს რაღაცამ
წაიყვანა, თითქოსდა შორეთიდან კეთილმა ხმამ მოუხმო და მიიზი-
დაო, თითქოს მისი მოგზაურობა გაქცევა კი არ ყოფილიყოს, არამედ –
დაბრუნება. იგი დაიქანცა, გონებაც გადაეღალა, გონება დუმდა თუ ის-
ვენებდა, თუ ზედმეტი ჩანდა.
დასალევი წყლის ადგილზე, სადაც იოზეფმა გაათენა, რამდენიმე
აქლემი ისვენებდა, რადგანაც მოგზაურთა პატარა ამხანაგობას ორი
ქალიც ახლდა, იგი მხოლოდ მისალმების ჟესტით დაკმაყოფილდა და
საუბარს თავი აარიდა. ამიტომ მას შეეძლო ელოცა და დაწოლილიყო.
მას შემდეგ, რაც ბინდისას რამდენიმე ინდის ხურმა მიიღო საკვებად,
ორ მამაკაცს შორის გაბმული წყნარი საუბარი ესმოდა, ერთ მოხუცსა
და ერთ ახალგაზრდას შორის, რადგანაც ისინი იქვე მის სიახლოვეში
იწვნენ. ეს მხოლოდ ორის საუბრის პატარა ნაწილი იყო, რაც მას შეეძ-
ლო მოესმინა, დანარჩენს მხოლოდ ყურში ჩასჩურჩულებდნენ ისინი
ერთმანეთს. მაგრამ ამ პატარა ნაწყვეტმაც მისი ყურადღება და თანაგ-
რძნობა გამოიწვია და საბაბი გახადა ნახევარი ღამის ფიქრისათვის.
„კარგია, – მოესმა მოხუცის ხმით ნათქვამი. – კარგია, ღვთისმოსავ
კაცთან წასვლა და აღსარების ჩაბარება რომ უკვე განგიზრახავს. ეს
ხალხი მაშინვე იგებს, გეუბნები, მათ მარტო პურის ჭამა კი არ იციან,
მათ მეტი შეუძლიათ, და ზოგიერთი მათგანი სასწაულის მაუწყებელიც
არის. თუ იგი ფაფარაშლილ ლომს თუნდაც ერთ სიტყვას დაუძახებს,
მტაცებელი მოეშვება, კუდს ამოიძუებს და იქიდან გაიპარება. მათ ლო-
მების მოთვინიერება შეუძლიათ, გეუბნები; ერთ მათგანს, ვინც მეტად
წმინდა კაცი იყო, მისმა გაწვრთნილმა ლომებმა საფლავიც კი გაუთხა-
რეს, როცა გარდაიცვალა, მიწა კვლავ კოხტად მიაყარეს, და ორი მათ-
განი დიდხანს დღე და ღამ საფლავს დარაჯობდა. ამ ადამიანებს არა
მარტო ლომების დამორჩილება ძალუძთ; ერთმა მათგანმა ერთხელ
რომაელ ცენტურიონზე, მთელ ასკალონში საშინლად ველურ ჯარის-

549
კაცსა და უწესო ქალების ამყოლზე, ლოცვის წყალობით ისე იმოქმედა,
რომ ბოროტი გული მოულბო და კაცმა თავი მომცროდ იგრძნო და შე-
შინებული ამ ამბებს გაერიდა და თაგვივით ხვრელს დაუწყო ძებნა და-
სამალავად. მას შემდეგ ამ ახალგაზრდას ძლივს თუ შეიცნობდა კაცი,
რამეთუ წყნარი და თავმდაბალი გახდა. მართლაც, ეს დასაფიქრებე-
ლია, კაცი მალევე გარდაიცვალა.“
„წმინდა კაცი?“
„ო არა, ცენტურიონი. ვარო ერქვა მას სახელად. რა დროიდანაც სი-
ნანული მწვავედ აღეძრა და მასში სინდისმა გაიღვიძა, ის საკმაოდ მა-
ლე მოტყდა, ორჯერ ცხელება შეეყარა და სამ თვეში გვამად იქცა. ის
არ არის შესაბრალისი! მაგრამ ჩემთვის ხშირად მუდამ მიფიქრია: სი-
ნანულში ჩამგდებმა მისგან არა მარტო ეშმაკის განდევნა, შელოცვაც
წაუკითხა, რამაც მიწაში წაიყვანა“.
„ასეთი ღვთისმოსავი კაცი? მე ვერ დავიჯერებ“.
„გინდ დაიჯერე, გინდ არა, ჩემო საყვარელო, მაგრამ იმ დღიდან
ადამიანი სულ შეცვლილი იყო, ვერ იტყოდნენ მონუსხულიაო, მაგრამ
სამი თვის შემდეგ...“...
პატარა ხანს სიწყნარე ჩამოწვა, შემდეგ უმცროსმა კვლავ განაგ-
რძო. „აქ არის ერთი სინანულის აღმძვრელი მამა, აქ, სადღაც სიახლო-
ვეში უნდა ცხოვრობდეს. სულ მარტოდ პატარა წყაროსთან უნდა ჰქონ-
დეს ბინა, ღაზასკენ მიმავალ გზაზე, მას იოზეფუსი ჰქვია სახელად, იო-
ზეფუს ფამულუსი. ვის შესახებაც ბევრი რამ მსმენია.“
„ასეა, აბა რა?“
„ძლიერი ღვთისმოსავი უნდა იყოს და, სახელდობრ კი, არასოდეს
ქალისთვის არ შეუხედავს. თუ როდისმე მისგან მოშორებულ ადგილზე
რამდენიმე აქლემი გამოივლის, და რომელიმეზე ქალი ზის, რაგინდ
ძალიანაც მობურული უნდა იყოს, ზურგს შეაქცევს და მაშინვე გამოქვა-
ბულში გაუჩინარდება. ბევრი მივიდა მასთან აღსარების სათქმელად,
ძალიან ბევრი.“
„რამე ცუდი არ იქნებოდა, თორემ უკვე გავიგონებდი მის შესახებ.
და რა შეუძლია აბა მას, შენს ფამულუსს?“

550
„ოჰ, სწორედ მასთან მიდიან სააღმსარებლოდ, და რომ კარგი არ
იყოს და არაფერი ესმოდეს, მაშინ ხალხი იმასთან სირბილს არ დაიწ-
ყებდა. სხვათა შორის, მასზე ამბობენ, ერთ სიტყვას ძლივს იტყვისო;
მისგან არც ლანძღვა და არც მეხთატეხა არ მოდის, არც დასჯები და
ამისთანები, ის სათნოა და მორცხვი კაციც უნდა ჩანდეს“.
„ჰო, მერე რას აკეთებს, თუ არც არავის ლანძღავს, და არც არავის
სჯის და რამის სათქმელად პირსაც არ გააღებს?“
„მან მარტო უნდა მოისმინოს, თან საოცრად კვნესის და პირჯვარს
იწერს.“
„აჰ, რა მშვენიერი შინაური წმინდანი გყოლიათ აქ! შენ ისე გაგიჟე-
ბული არ ჩანხარ, რომ ამ მდუმარებაში მყოფ ბიძასთან გაიქცე.“
„არა, მაგრამ მაინც მინდა. ვიპოვი მაინც, აქედან ძალიან შორიც არ
უნდა იყოს. დღეს საღამოს ერთი საწყალი ძმა იდგა აქ დასალევი
წყლის პირას, მაგას შევეკითხები ხვალ ადრიანად, ისიც მოსაგრესა-
ვით გამოიყურება“.
მოხუცს გააცხელა. „თავი დაანებე შენს განდეგილს, თავის მღვიმე-
ში წყაროსთან რომ დაყუდებულა! კაცი, ვინც მარტო ისმენს და კვნესის
და ქალების ეშინია და არაფერი შეუძლია და არც გაეგება! მე კი გეტ-
ყვი, ვისთან უნდა წახვიდე. აქედან კარგად შორია, ასკალონს გადაღ-
მა, სამაგიეროდ, აქ არის საუკეთესო მოსაგრე და აღმსარებელი მამა,
ვინც კი, საერთოდ, არსებობს. დიონი ჰქვია მას, დიონ პუგილს ეძახიან;
ეს ნიშნავს მუშტით მებრძოლს, რამეთუ იგი ყველანაირ ეშმაკთან შერ-
კინებას ბედავს და თუ ვინმე მას თავის სამარცხვინო საქმეებს გაუმ-
ჟღავნებს, მაშინ, ჩემო კარგო, პუგილი კი არ კვნესის და პირს კი არ მო-
კუმავს, გაფიცხდება, იფეთქებს და კაცს ერთ ამბავს დააწევს. ზოგის-
თვის, მგონია, უნდა ეცემოს კიდეც, ერთი ვიღაც მთელი ღამე შიშველი
მუხლებით ქვებზე დააყენა და შემდეგ დააკისრა: ორმოცი გროში მი-
ეცა ღარიბთათვის. ეს ის კაცია, ძამიკო, ნახავ და შენ თვითონ გაოცდე-
ბი, თუ კარგად შემოგხედავს და შენ ფეხები უკვე აგიცახცახდება, მაშინ
მთლიანად განგჭვრეტს. არც ოხვრებია საჭირო. ეს კაცი თვითონ ხვდე-
ბა მისახვედრს: ვინმეს თუ უძილობა სჭირს, თუ ცუდი სიზმრებისგან
იტანჯება და საშინლად გამოიყურება და მისთანანი, მაშინ პუგილი

551
ამას კუდს მოუგრეხს, გეუბნები. ამას არ გეტყვი, რადგან მე ქალების-
გან მომისმენია. უბრალოდ, ამას იმიტომ გეუბნები, რომ მე თვითონ
ვყოფილვარ მასთან. დიახ, მე თვითონ, ერთხელ მე საწყალმა მოსაგ-
რე დიონი, მუშტებით მებრძოლი ღვთის კაცი მოვძებნე. გაჭირვებული
წავედი მასთან, ძალიან მრცხვენოდა, სინდისი მქენჯნიდა, და იქიდან
ნათელი და ცისკრის ვარსკვლავივით წმინდა წამოვედი, ეს ისე მარ-
თალია, როგორც მე სახელად დავითი მქვია. დაიმახსოვრე: დიონი
ჰქვია მას, მეტსახელად პუგილს ეძახიან. ის მოძებნე, როგორც კი შეს-
ძლებ, შენ საოცრებას შეხვდები. პრეფექტები, უხუცესნი, ეპისკოპოსები
მისგან იღებენ რჩევას“.
„ჰო, – დაფიქრდა მეორე, – მე თუ ისევ ამ მხარეში მომიწევს მოს-
ვლა, ამაზე ვიფიქრებ. მაგრამ დღეს დღესაა, და აქ აქ არის და რადგან
მე დღეს აქ ვარ და სიახლოვეში იოზეფუსი უნდა იყოს, ვისზედაც მე ამ-
დენი სიკეთე მსმენია...“
„კარგი გსმენია! ამ ფამულუსს, ამ გიჟს რას ჩააცივდი?“
„მისი ის მომეწონა, რომ არც ილანძღება და არც ანადგურებს
ხალხს. ის მომწონს, უნდა გითხრა. მე ცენტურიონი არა ვარ და არც
ეპისკოპოსი, ერთი პატარა კაცი ვარ და უფრო დარცხვენილი, ზედმეტ
ცეცხლსა და გოგირდს ვერ ავიტან. ღმერთმა იცის, საწინააღმდეგო
ამისი არაფერი მაქვს, ვინც მე თავიდან სათნოდ მომეპყრობა, ჯერ ასე
ჯობია ჩემთვის.
ზოგისთვის ეს სასიამოვნოა. სათუთად მოქცევა! შენ აღიარე თუ მო-
ინანიე და სასჯელი შენს თავზე აიღე და განიწმინდე, ჩემი აზრით, მა-
შინ ალბათ სჯობს, ნაზად მოგექცნენ, მაგრამ მაშინ, როცა შენ ბიწიერი
და გარყვნილი, ნაძირალა დგახარ აღმსარებელი მამისა და მსაჯუ-
ლის წინაშე“.
„მაშინ, ჰო, ჰო, ხმამაღლა არ გვინდა, ხალხს ძილი დაუფრთხება.
უეცრად მან სიამოვნებით ჩაიხითხითა თავისთვის, სხვათა შორის, რა-
ღაც უცნაურიც მომიყვნენ მათზე.“
„ვისზე?“

552
„იმაზე, მოსაგრე იოზეფუსზე. მაშასადამე, მას ჩვევად აქვს, თუ ვინ-
მე თავის საქმეებს მოუთხრობს და აღიარებს, მიესალმება და გამოსამ-
შვიდობებლად დალოცავს და ლოყაზე ანდა შუბლზე ეამბორება.“
„ასე აკეთებს? სასაცილო ჩვეულება ჰქონია, ჰა.“
„სიფრთხილით ეკიდება ქალებს, იცი შენ?! ერთხელ თურმე მასთან
იმ მხარის ერთი უწესო ქალი კაცის ტანსაცმელში გადაცმული მივიდა,
მან ვერაფერი შენიშნა და მისი მოგონილი ამბები მოისმინა, და რო-
გორც კი აღსარებები ჩააბარა, იგი დაიხარა მის წინ და საზეიმოდ ერ-
თხელ აკოცა.“
მოხუცმა მაგრად გაიცინა, მეორემაც მიაყოლა, ჰი-ჰი-ჰი! და იოზეფს
აღარაფერი მოუსმენია მეტი გარდა იმისა, რომ ერთხანს კიდევ იმდე-
ნი იცინეს, რომ ლამის დაიხრჩვნენ.
მან ცას ახედა, თხელი, ნამგალა მთვარე პალმების გვირგვინის
მიღმა მკაფიოდ ჩანდა, ღამის სიცივეში რომ იყურებოდა. ამ საღამოს
საუბარში აქლემებით მოგზაურებმა საოცრად, მაინც დასანახად, რო-
გორც მრუდე სარკეში, საკუთარი პიროვნება და როლი თვალწინ წარ-
მოუდგინეს, რამაც ნდობა შეურყია. და, ესე იგი, ერთმა გავარდნილმა
ქალმა მასთან გაითამაშა. ეს ყველაზე ცუდი არ იქნება, თუ ამას იკმა-
რებენ. ამ ორი კაცის საუბარმა ბევრი საფიქრალი გაუჩინა. და როცა
ბოლოს გვიანღა ჩაეძინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფიქრი ამაო არ
ყოფილა. საქმე შედეგამდე მივიდა, გადაწყვეტილებამდე, და გულში
ამ ახალი გადაწყვეტილების წყალობით გათენებამდე. ღრმად და უშ-
ფოთველად ეძინა.
მისი გადაწყვეტილება კი იგივე იყო, რაც იმ ორი აქლემის მხედრე-
ბიდან უმცროსს არ შეეძლო, მიეღო. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ
უცნობი მოხუცის რჩევას დაჰყოლოდა და დიონი, პუგილი რომ შეერ-
ქმიათ, მოეძებნა, ვის შესახებაც მან უკვე დიდი ხანია იცოდა და ვისი
ქებაც დღეს სულის შემძვრელად მოასმენინეს. ამ ცნობილ აღმსარე-
ბელს, სულთა მსაჯულს და მრჩეველს მისთვისაც ეცოდინებოდა რჩე-
ვა, განსჯა, სასჯელი, გზა. მასთან უნდოდა ისე წარმდგარიყო, როგორც
ღვთის შუამავალთან და ნებით მიეღო ყოველივე, რასაც დაუწესებდა.

553
მეორე დღეს შესვენების ადგილი დატოვა, როცა ორივე კაცს ჯერ
კიდევ ეძინა, და ამ დღეს დამღლელი მოგზაურობის შემდეგ იმ ად-
გილს მიაღწია, რომელიც ღვთისმოსავი ძმის საცხოვრებლად ეგულე-
ბოდა და საიდანაც ასკალონისაკენ ჩვეულებრივად მიმავალ გზას უნ-
და დასდგომოდა და იმედოვნებდა, რომ მიაღწევდა.
საღამოს პირზე, მზის ჩასვლისას, პატარა მწვანე ოაზისის ხედმა მე-
გობრულად შეანათა, მან დაინახა: ხეები აღმართულიყვნენ და თხის
კიკინიც მოესმა, ეგონა, მწვანე ჩრდილში ქოხების სახურავების კონტუ-
რები აღმოვაჩინე და ადამიანთა სიახლოვეს ვარო, და როცა ყოყმა-
ნით უფრო და უფრო ახლოს მივიდა, ვიღაცის მისკენ მიმართული მზე-
რა იგრძნო. შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა, დაინახა პირველივე ხე-
ების ძირში, ხეზე მიყრდნობილი ფიგურა, გამართულად მჯდომარე მო-
ხუცი კაცი, ჭაღარა წვერითა და ღირსეული, მაგრამ მკაცრი და გაშტე-
რებული სახით, ვინც მას შეხედა და ცოტა ხანს მისი ყურება კიდევ რომ
გააგრძელა. მოხუცი კაცის მზერა დაჟინებული და მახვილი იყო, მაგ-
რამ გამოხატულების გარეშე და იმ კაცის მზერას ჰგავდა, ვინც მიჩვე-
ულია დაკვირვებას, მაგრამ ცნობისმოყვარე და თანამგრძნობი ადა-
მიანი არ არის, ვინც ადამიანებს და საგნებს ამოცნობის მიზნით თავის-
თან უხმობს, მაგრამ არ მიიზიდავს და არ იწვევს.
„დიდება იესო ქრისტეს“! – წარმოთქვა იოზეფმა. ჩუმი ბურტყუნით
მიუგო პასუხი მოხუცმა.
„უკაცრავად, – თქვა იოზეფმა. – თქვენც ჩემსავით უცხო ბრძანდე-
ბით, თუ ამ ლამაზი დასახლების მცხოვრები ხართ?“ „უცხო ვარ,“მიუგო
თეთრწვერამ.
„პატივცემულო, შეგიძლიათ მითხრათ, თუ შესაძლებელია, რომ
აქედან, ამ გზით ასკალონისკენ წავიდე?“
„კი შეიძლება“, – უთხრა მოხუცმა. და ნელა წამოიმართა, თხელი,
მაღალი, გოლიათივით კაცი. ის იდგა და ცარიელ სივრცეს შორს გაჰ-
ხედა. იოზეფი გრძნობდა, რომ ამ მოხუც ბუმბერაზს ნაკლებად ჰქონდა
ლაპარაკის წადილი, მაგრამ ერთ კითხვას მაინც კიდევ გაუბედავდა.

554
„ნება მომეცით კიდევ ერთი შეკითხვისა, პატივცემულო“, – მიმარ-
თა ზრდილობიანად და დაინახა, კაცის თვალები კვლავ შორეთიდან
როგორ მობრუნდა. თვალები ცივად და ყურადღებით უმზერდნენ მას.
„იქნებ ის ადგილი იცოდეთ, სადაც მამა დიონს ვნახავ, დიონ პუ-
გილს რომ ეძახიან?“
უცხომ წარბები ოდნავ შეიჭმუხნა და მზერა კიდევ უფრო გაუცივდა.
„მე ვიცნობ“, – პასუხი მოუჭრა.
„თქვენ იცნობთ? – წამოიძახა იოზეფმა. – ო, მაშინ მითხარით, რად-
გან მამა დიონთან მიდის ჩემი გზა“.
დიდი ტანის მოხუცი კაცი გამომცდელად დაჰყურებდა. მან პასუხზე
დიდხანს აცდევინა. შემდეგ თავის ხისკენ მიბრუნდა, ნელა დაეშვა
ისევ მიწაზე, დაჯდა, ხის ტანს მიეყრდნო ისევ ისე, როგორც წეღან იჯ-
და. ხელის პატარა მოძრაობით მოთხოვა იოზეფს, ასევე დამჯდარიყო.
დამჯერად დაჰყვა იგი ამ მოძრაობას, ჩაჯდომისას ერთი წუთით იგ-
რძნო, როგორ ძალზე დაღლოდა კიდურები, მაგრამ მაშინვე დაივიწყა,
რათა მთელი თავისი ყურადღება მოხუცისაკენ გადაეტანა. ის ფიქრში
ჩაფლულიყო. უარყოფილი სიმკაცრის იერი დატყობოდა ღირსეულ სა-
ხეზე, რაზედაც მეორე გამომეტყველება, როგორც სხვა სახეზე, გამჭირ-
ვალე ნიღაბივით ედო, ეს გახლდათ მოხუცისა და მარტოსულის ტკივი-
ლის გამომეტყველება, სიამაყე და ღირსება რისი გამოხატულების ნე-
ბასაც არ რთავენ.
დიდმა ხანმა გასტანა, ვიდრე პატივცემულმა მზერა მისკენ არ მი-
მართა. დიდი სიმძაფრით ცდიდა ისევ ახლაც ამ მზერას, და უეცრად
მოხუცმა ბრძანებითი ტონით შეკითხვა დაუსვა. „თქვენ ვინ ხართ თვი-
თონ?“
„ერთი მოსაგრე მამა ვარ, – მიუგო იოზეფმა. – მრავალი წელია მე-
უდაბნოეს ცხოვრებას ვეწევი.“
„ეს ისედაც ჩანს. გეკითხები, ვინ ხართ თქვენ.“ „მე იოზეფი მქვია,
ფამულუსი შემარქვეს.“
როცა იოზეფმა თავისი სახელი წარმოთქვა, მოხუცმა წარბები ისე
ძლიერ შეჭმუხნა, ვინც, სხვათა შორის, უმოძრაოდ გაჩერებულიყო,
რომ თვალები ერთხანს თითქმის აღარ მოუჩანდა, ის დარცხვენილი,

555
შეშინებული, თუ ნირწამხდარი ჩანდა იოზეფის ნათქვამზე. ანდა იქნებ
ეს თვალების დაღლილობა იყო, ყურადღების მოდუნება, რაიმე პატა-
რა სისუსტის ნიშანი, რაც მოხუცებს ემართებათ ხოლმე. ყოველ შემ-
თხვევაში, იგი გაშეშდა სულ უმოძრაოდ, ცოტა ხანს თვალები მოჭუტუ-
ლი ჰქონდა, და როცა ისევ გაახილა, ეტყობოდა, მზერა შეცვლოდა და
თუ ეს შესაძლებელი იყო, უფრო მოხუცებულობა დაემჩნია, უფრო გან-
მარტოვდა, გაქვავდა და მომლოდინე გახდა. ბაგენი ნელ-ნელა ერ-
თმანეთს დააშორა რაღაცის შესაკითხად: „მე თქვენს შესახებ მსმენია.
თქვენ ის არ ხართ, თქვენთან ხალხი სააღმსარებლოდ რომ მოდის?“
დარცხვენით დაითანხმა იოზეფი; ეს გამოცნობა უსიყვარულო გა-
მოაშკარავებასავით შეიგრძნო და მისი ხმის შეხვედრისას მეორედ
დაირცხვინა.
კვლავ ეკითხებოდა მოხუცი თავისი პირდაპირობით. „და ახლა დი-
ონ პუგილის ნახვა განგიზრახავთ? და რა გინდათ მისგან?“
„აღსარება მინდა ჩავაბარო“
„მერე რას დაგპირდებათ?“
„არ ვიცი, მაგრამ მისადმი ნდობა მაქვს, და მეჩვენება, თითქოს
ხმაც კი ზემოდან მესმოდეს, წინ მიმიძღოდეს და მასთან მაგზავნი-
დეს.“
„და თუ სათქმელს გაუმხელდით, მერე რა?“
„მერე იმას გავაკეთებ, რასაც მიბრძანებს.“
„და თუ რაიმე მცდარი გირჩიათ და გიბრძანათ?“
„არ დავეძებ, ეს მცდარი იქნება თუ არა, მე მას დავუჯერებ.“
მოხუცს ერთი სიტყვაც კი აღარ მოუსმენია. მზე ღრმად გადაიხარა,
ხის ფოთლებში ერთმა ჩიტმა დაიჭყივლა, რადგან მოხუცი პირუბრად
იჯდა, იოზეფი წამოიმართა, იგი დარცხვენით ისევ თავის თხოვნას უტ-
რიალებდა. „თქვენ მითხარით, რომ ის ადგილი თქვენთვის ნაცნობია,
სადაც მამა დიონის ნახვაა შესაძლებელი. შეიძლება გთხოვოთ, რომ
ეს ადგილი დამისახელოთ და გზა მიმასწავლოთ?“
მოხუცს სუსტი ღიმილი მხოლოდ ბაგეებზე აღებეჭდა. „თქვენ გგო-
ნიათ,“– ნაზად ჰკითხა, – „რომ თქვენი მისვლით გაახარებთ?“

556
საოცრად შეშინდა შეკითხვით, იოზეფმა პასუხი არ გასცა. დარ-
ცხვენით იდგა.
შემდეგ იკითხა: „ცოტა იმედი მაინც ვიქონიო, რომ კვლავ შეგხვდე-
ბით?“
მოხუცმა მისალმების ჟესტი გააკეთა და უპასუხა: „მე აქ დავიძინებ
და მზის ამოსვლის შემდეგ აქ ცოტა ხანს კიდევ დავყოფ. წადით ახლა,
თქვენც დაღლილი და მშიერი ხართ.“
გამოემშვიდობა რა მოწიწებით, იოზეფი გზას გაუდგა ისევ, და ბინ-
დისას პატარა დასახლებას მიაღწია. აქ მონასტრულად ცხოვრობ-
დნენ, ეგრეთწოდებული მეუდაბნოები, სხვადასხვა ქალაქებიდან თუ
დასახლებებიდან ქრისტიანები, რომლებსაც აქ განმარტოებულობაში
თავშესაფარი მოეძებნათ, რათა ხელშეუშლელად, უბრალო და სუფთა
ცხოვრებით ეცხოვრათ სიწყნარეში და ჭვრეტას მისცემოდნენ. აქ მათ
იოზეფს წყალი, საჭმელი და ღამის გასათევი ადგილი შესთავაზეს და
სიფრთხილითაც მოეკიდნენ, რადგან დაინახეს, შეკითხვებითა და სა-
უბრებით როგორი დაღლილი იყო. ერთი ძილად მისვლის ლოცვას
კითხულობდა, რასაც დანარჩენები მუხლმოყრილნი უსმენდნენ, ამინს
ყველა ერთად ამბობდა. ამ ღვთისმოშიშთა ერთობა სხვა დროს მის-
თვის განცდა და სიხარული იქნებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი
რამ ჰქონდა აზრად, ადრიან დილით ისევ იქითკენ უნდა მიბრუნებუ-
ლიყო და ჩქარობდა, სადაც მოხუცი კაცი გუშინ დატოვა. იგი მიწაზე ნა-
ხა მწოლიარე, მძინარი და თხელ ფარდაგში გახვეული, და მის გვერ-
დით ხეებქვეშ დაჯდა, მის გაღვიძებას რომ დალოდებოდა, მალე მძი-
ნარემ გამოფხიზლება დაიწყო, გამოიღვიძა, ფარდაგიდან გამოვიდა,
მძიმედ წამოდგა და თხელი კიდურები გაჭიმა, მერე მიწაზე დაიჩოქა
და თავისი ლოცვა აღასრულა. როცა ისევ წამოიწია, იოზეფი მიუახ-
ლოვდა და მდუმარედ დაიხარა.
„უკვე ჭამე?“ – ჰკითხა უცხო.
„არა, მე ჩვევა მაქვს, დღეში მხოლოდ ერთხელ, მზის ჩასვლის შემ-
დეგ ვჭამ. თქვენ მშიერი ხართ, პატივცემულო?“

557
„წინ გზა გვიდევს, – თქვა. – და ჩვენ არც ერთი აღარ ვართ ახალ-
გაზრდა. უმჯობესია, ერთი ლუკმა შევჭამოთ, ვიდრე გზას შევუდგებო-
დეთ.“
იოზეფმა თავისი აბგა გახსნა და ინდისხურმა შესთავაზა, მეგობრუ-
ლი ადამიანებისაგან, ვისთანაც მან გაათენა, თან წამოღებული ფეტ-
ვის პურიც გაუნაწილა მოხუცს.
„ახლა კი წავიდეთ,“ – უთხრა მოხუცმა, როცა ისინი ცოტათი დანაყ-
რდნენ.
„ოჰ, ჩვენ ერთად ვივლით?“ – წამოიძახა გახარებულმა იოზეფმა.
„ცხადია, შენ ხომ მთხოვე დიონთან წამიყვანეო. წამოდი, აბა.“
გაოცებული და ბედნიერი უყურებდა იოზეფი მას. „რა კეთილი
ხართ“, წამოიყვირა, და უნდოდა მადლიერების გამომხატველი სიტ-
ყვები ეთქვა, მაგრამ უცხომ ხელის მკაცრი მოძრაობით გააჩუმა.
„სახიერი მხოლოდ ღმერთია, – განმარტა. – ჩვენ ახლა ორნი მივ-
დივართ და შენობით მელაპარაკე, როგორც მე შენ გეუბნები. და რა სა-
ჭიროა ზრდილობა ორ მოხუცს, ღვთის მოშიშ მოსაგრეს შორის კაცმა
ზორბა ნაბიჯები გადადგა, და იოზეფიც შეუერთდა, უკვე კარგად გათე-
ნებულიყო. ეტყობოდა, წინამძღოლმა დარწმუნებით იცოდა მიმართუ-
ლება და გზაში თქვა, რომ ისინი შუადღისთვის ჩრდილოვან ადგილს
მიაღწევდნენ, სადაც რამდენიმე საათს შეისვენებდნენ, მზის ვარვარე-
ბის დროს ზედმეტ მცხუნვარებას მოერიდებოდნენ. ამის შემდეგ გზაში
ლაპარაკი აღარ ჰქონიათ.
ცხელი შუადღის შემდეგ დასვენების ადგილს რომ მიადგნენ და
მათ ჩრდილში კლდის გამოქვაბულს შეაფარეს თავი, იოზეფმა ისევ
ხმა ამოიღო და წინამძღოლს მიმართა, ის ეკითხებოდა, რამდენი დღე
დასჭირდებოდათ სასიარულოდ, დიონ პუგილთან რომ მისულიყვნენ.
„ეს შენზეა დამოკიდებული“, – უთხრა მოხუცმა.
„ჩემზე? – წამოიძახა იოზეფმა. – ეს რომ ჩემზე იყოს, დღესვე წარ-
ვდგებოდი მის წინაშე.“
მოხუცი კაცი, ჩანდა, ახლაც არ იყო საუბრის გუნებაზე. „ვნახოთ“, –
მოკლედ მოუჭრა, გვერდზე გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. იოზე-
ფისთვის უსიამოვნო იყო მისთვის ძილში ეყურებინა, გვერდით ნელა

558
ცოტაზე გადაიწია, იქვე მიწვა, და იმასაც მოულოდნელად მიეძინა,
ვინც ღამით დიდხანს ფხიზლობდა. წასვლის დრო როცა მოვიდა. მის-
მა წინამძღოლმა გააღვიძა.
გვიან, ნაშუადღევს მივიდნენ დასაბანაკებელ ადგილზე, აქ წყალ-
თან ხეები იდგა და მიწაზე ბალახი იზრდებოდა, წყურვილი მოიკლეს,
წყალი სახეზე შეისხეს, და მოხუცმა გადაწყვიტა, აქ დარჩენილიყვნენ.
იოზეფი არ ეთანხმებოდა და დარცხვენით აღიმაღლა ხმა.
„შენ თქვი, – თავის აზრს გამოხატავდა, – ეს მხოლოდ მე მეხება,
რომ დღეს ადრე თუ გვიან მამა დიონთან მივალ“. მე მზად ვარ, კიდევ
ვიარო რამდენიმე საათის განმავლობაში, თუ მას, მართლაც, დღესვე
ან ხვალ მივაღწევ.“
„აჰ, არა, – უთხრა მეორემ, – დღეისთვის საკმაოდ შორს წამოვე-
დით.“
„მაპატიე, – უთხრა იოზეფმა. – მაგრამ არ შეგიძლიათ რომ ჩემი მო-
უთმენლობა გაიგოთ?“
„მესმის. მაგრამ შენ არანაირ სარგებლობას მოგიტანს“. „მაშ რა-
ტომ მეუბნები, რომ ის ჩემზე არის დამოკიდებული?“
„ეს ასეა, როგორც ვთქვი. როგორც კი მოისურვებ და აღსარების
სათქმელად დარწმუნებული და მომზადებული იქნები, და მე მეცოდი-
ნება, რომ ამისი დრო მომწიფდა, აღსარება ჩავაბაროო, შეგიძლია ჩა-
აბარო.“
„დღესვე?“.
„დღესვე.“ – გაოცებით შეჰყურებდა იოზეფი მოხუცის წყნარ სახეს.
„და ეს შესაძლებელია? – შესძახა გამარჯვებულმა. – თვითონ ხართ
მამა დიონი?“
მოხუცმა თავი დაუქნია.
„აქ ხეების ძირას მოისვენე, – მეგობრულად მიმართა, – მაგრამ არ
დაიძინო, თავი მოუყარე ყველაფერს, მეც მინდა დავისვენო და ძალა
მოვიკრიბო. შემდეგ კი შეგიძლია მითხრა, რის თქმასაც აპირებ“.
იოზეფმა უეცრად მიზანი დაინახა და ახლა თითქმის უფრო მეტს
მიხვდა: მან პატივცემული ადამიანი უფრო ადრე ვერ გამოიცნო და
ვერ გაიგო, ვის გვერდშიც მთელი დღე იარა. მან უკან დაიხია, ჩაიმუხ-

559
ლა, ლოცულობდა და მთელი თავისი ფიქრები იქითკენ მიმართა, თუ
რა უნდა ეთქვა აღმსარებელ მამისთვის. ერთი საათის შემდეგ უკან
დაბრუნდა და ჰკითხა, მზად იყო თუ არა დიონი.
და აი მას აღსარების ნება მიეცა, და ყოველივე მის ბაგეთაგან წარ-
მოდინდა, თუ როგორ იცხოვრა მან წლების მანძილზე, და რაც დიდი
ხნის შემდეგ, როგორც ჩანდა, თანდათან თავის ფასსა და აზრს კარ-
გავდა; მონაყოლი მოდიოდა მოთხრობასავით, ბრალდებასავით, შე-
კითხვასავით, და თითქოს თავის თავსაც აბრალებდა; ეს იყო ქრისტია-
ნისა და აღმსარებლის ცხოვრების მთელი ისტორია, თავიდან განწმენ-
დასა და სიწმინდეს ემსახურებოდა მისი ფიქრები, მაგრამ ბოლოს უფ-
რო აერია თავგზა, მწუხრი შემოაწვა, სასოწარკვეთილებამ მოიცვა; ჭა-
ბუკობაში განცდილზეც არ დადუმდა, გაქცევა, ხსნისა და იმედის
გრძნობაც ახსენა, და რომ ამ გაქცევის შეგრძნებამ მასთან მიიყვანა;
უამბო, თუ როგორ წარმოიშვა მისი გადაწყვეტილება, რომ დიონთან
გამგზავრებულიყო, როგორ შეხვდა მას, და თუ მაშინვე როგორი ნდო-
ბა და სიყვარული აღეძრა მისადმი – მოხუცისადმი, თუმცა კი, ამ დღის
განმავლობაში, რამდენჯერმე გუნებას აყოლილმა როგორ ცივად და
საოცრად განიკითხა იგი.
მზე ზენიტში იდგა, როცა მან სალაპარაკო ბოლომდე ამოწურა. მო-
ხუცმა დიონმა დაუღალავი ყურადღებით მოუსმინა, თუნდაც მას საუბა-
რი გაეწყვიტა და შეკითხვა დაესვა. და ახლაც, როცა აღსარება დაას-
რულა, სიტყვა არ დაძრულა მისი პირიდან. მძიმედ აღიმართა, იოზეფს
დიდი მეგობრულობით შეხედა, დაიხარა მისკენ, შუბლზე აკოცა და
ჯვარი გადასახა, გვიანღა გაახსენდა იოზეფს, რომ ეს, ეს მდუმარი,
ძმური და განუსჯელი მიმიკა ის იყო, რითაც იგი თავად ასე მრავალ აღ-
მსარებელს უშვებდა ხოლმე.
მალე მათ მცირედი მიირთვეს, ძილად მისვლის ლოცვა წარმოთ-
ქვეს და დაწვნენ. იოსეფი კიდევ ერთხანს ფიქრობდა და ღრმად წავი-
და თავის თავში. იგი, მართლაც, მოელოდა განსჯასა და დამსჯელ და-
მოძღვრას, ქადაგებას და მაინც არ იყო იმედგაცრუებული, ანდა არც
მოუსვენრობას შეეპყრო, დიონის მზერა და ძმური ამბორი მისთვის

560
კმაროდა, სიწყნარემ მოიცვა, და მალე წავიდა ნეტარების მომგვრელ
ძილში.
მოხუცმა სიტყვის უთქმელად იგი დილით თან გაიყოლა, საკმაოდ
დიდი მოგზაურობა ედოთ წინ ამ დღით და კიდევ ოთხი-ხუთი დღეც
დასჭირდათ და შემდეგ დიონის სენაკს მიაღწიეს. აქ დაბინავდნენ. იო-
ზეფი დიონს დღისით პატარა საქმეებში ეხმარებოდა, ყოველდღიურ
ცხოვრებას ეცნობოდა და ანაწილებდა, ეს ძალიან არ განსხვავდებო-
და იმისგან, რაც მას მრავალი წელი ეკეთებინა. აი, ახლა უკვე აღარ
იყო მარტო, იქ ცხოვრობდა ჩრდილიანში და სხვისი მფარველობის
ქვეშ იმყოფებოდა, და ეს მაინც მისთვის სრულიად სხვა ცხოვრება იყო.
და აქ ირგვლივ მდებარე დასახლებებიდან, ასკალონიდან და კიდევ
შორიდანაც, კვლავ მუდამ რჩევის მკითხველნი და აღსარების თქმის
მსურველნი მოდიოდნენ. თავიდან ყოველთვის სასწრაფოდ უკან იხევ-
და იოზეფი, როცა ასეთი სტუმრები ეწვეოდნენ მათ, და შემდეგ დაენახ-
ვებოდა ხოლმე ისევ, როცა ისინი წავიდოდნენ. მაგრამ დიონი მუდამ
მოიხმობდა, როგორც მსახურს ეძახიან. წყალს მოატანინებდა, ანდა
ხელში რამეს მიაწოდებდა; რამდენიმე ხანი ასეც ხდებოდა, მან იოზე-
ფი იმას მიაჩვია, რომ ხანდახან აღსარებას დასწრებოდა და მოესმინა,
თუკი აღმსარებელი საწინააღმდეგოდ არ განეწყობოდა. ბევრისთვის
კი, და უმეტესისთვისაც, ეს უსიამოვნო არ იყო, რადგან შემაძრწუნე-
ბელ პუგილთან მარტო პირისპირ დგომა არ უნდოდათ, დასხდებოდ-
ნენ, თუ დაიჩოქებდნენ, ეს წყნარი, მეგობრულად მომზირალი, მსახუ-
რების მსურველი თანაშემწე გვერდში ჰყავდათ. ასე ეცნობოდა თანდა-
თან ვითარებას, თუ დიონი აღსარებას როგორ ისმენდა, და ნუგეშინის
მომგვრელ მის ნათქვამებს უკვირდებოდა, და იმასაც, თუ როგორ მი-
ეღო ეს ამბავი, და როგორ ჩართულიყო მასში, თუ როგორ სასჯელსა
და რჩევას მისცემდა. იშვიათად რთავდა ნებას თავის თავს, რომ შე-
კითხვა დაესვა, როგორც მაშინ, როცა ერთმა სწავლულმა თუ საინტე-
რესო სულიერმა ადამიანმა მოგზაურობის დროს მას შეუარა და ბევრი
რამ უამბო.
ამ კაცს მაგებსა და ვარსკვლავთმცოდნეთა შორის მეგობრები
ჰყავდა, როგორც თავისი მონათხრობებიდან გამოირკვა; დასვენების

561
დროს ზრდილობიანი და მოლაპარაკე სტუმარი ერთი თუ ორი საათი
ორ მოხუცს მოსაგრესთან იჯდა, ხანგრძლივად, განსწავლით და დი-
დებულად თანავარსკვლავედებზე და იმ მოგზაურობაზე ლაპარაკობ-
და, რასაც ადამიანი თავის ღმერთებთან ერთად, მსოფლიო დროის
დასაწყისიდან დასასრულამდე, ცხოველთა წრის ყველა სახლს, ზოდი-
აქოს, მოიტოვებს. ის ჰყვებოდა ადამზე, პირველ ადამიანზე, და რო-
გორც ერთსა და იგივეზე, ჯვარცმულ იესოსთან მიმართებაში, და ეძახ-
და გამოხსნას მისი მეშვეობით, ადამის ხე ცნობადიდან ცხოვრების
ხემდე მისვლით, სამოთხის გველს კი უწოდებდა წმინდა თავწყაროს,
წყვდიადი სიღრმეების მცველს, რომელთა ღამისეულ წყლებიდან ყვე-
ლა სახე, ყველა ადამიანი და ღმერთი წარმოიშვა. დიონი ამ კაცს ყუ-
რადღებით უსმენდა, რომლის სირიული ენა ბერძნულით ძლიერ იყო
გაჯერებული. იოზეფი გაოცდა იმით, რომ მან ხანდახან წარმართული
არეულობისკენაც კი უბიძგა და არა იქითკენ, რომ ეჭვითა და რისხვით
მას უკან წაეღო, და მისთვის წინააღმდეგობა გაეწია და მოეშორებინა,
არამედ მრავალმცოდნე მომლოცველის ჭკვიანი მონოლოგებით ერ-
თობოდა და თანამონაწილეც ხდებოდა და ინტერესიც აღეძვროდა.
და იგი ამას არა მარტო გატაცებით უსმენდა, არამედ ეღიმებოდა ხში-
რად, მოსაუბრეს თავს უკრავდა სიტყვაზე, თითქოს მოსწონდაო.
როცა ერთხელაცდა ასეთი მოსაუბრე ადამიანი წავიდა, იოზეფმა
ეჭვის ტონითა და თითქმის საყვედურით ჰკითხა: „რა ხდება, რომ ამ
ურწმუნო წარმართის შეშლილი სწავლებანი ასე მოთმინებით მოისმი-
ნე? დიახ, მომეჩვენა, რომ ეს არა მარტო მოთმინებით, სწორედ რომ
თანამონაწილეობით და გარკვეული სიამოვნებითაც მიიღე. რატომ არ
დაუპირისპირდი? რატომ არ შეეცადე, ამ ადამიანისთვის წინააღმდე-
გობა გაგეწია, დაგესაჯა და რწმენისკენ – ჩვენი უფლისკენ მოგექცია?“
დიონმა თავი გააქნია, მისი თხელი, დანაოჭებული ყელი მკვეთ-
რად გამოჩნდა და პასუხი მისცა: „მე არ შევკამათებივარ, რამეთუ ეს
არანაირ სარგებლობას არ მოუტანდა, უფრო მეტიც, საამისოდ სრული-
ად არ ვიყავი მომარჯვებული, მისი ლაპარაკი და კომბინაციები მითო-
ლოგიისა და ვარსკვლავთმცოდნეობაში მომეგერიებინა. ეს კაცი, უეჭ-
ველია, შორს არის წასული. მის წინააღმდეგ ვერაფერს გავაწყობდი

562
და უფრო შორს რომ გავიხედოთ, ჩემო შვილო, არც ჩემი და არც შენი
საქმეა ის, – ადამიანების რწმენას შეებრძოლო მტკიცებით. ეს იქნება
სიცრუე და სიგიჟე, მას ის სჯერა. მე ვაღიარებ: ამ ჭკვიან კაცს გარკვეუ-
ლი სიამოვნებით მოვუსმინე, შენ ეს არ გამოგპარვია. მსიამოვნებდა,
რადგან იგი შესანიშნავად ლაპარაკობდა და ბევრი რამ იცოდა, უპირ-
ველესად კი, ის ჩემს ახალგაზრდულ წლებს მახსენებდა, რამეთუ მეც
ახალგაზრდობაში ასეთი სწავლითა და ცოდნით ვიყავი დაკავებული,
მითოლოგიის საკითხები, რაზედაც უცხო ასე ლამაზად ჭიკჭიკებდა,
არავითარ შემთხვევაში სიგიჟე არ არის. ისინი რწმენის წარმოდგენები
და სიმბოლოებია, რაც ჩვენ აღარ გვესაჭიროება, რამეთუ ჩვენ რწმენა
იესოსი – ერთადერთი მხსნელისა – უკვე მოვიპოვეთ. მათთვის კი, ვინც
ჩვენ რწმენას ჯერ ვერ მიაგნო, ანდა შეიძლება, საერთოდ, ვერც კი იპო-
ვოს, ის მათი რწმენაა, ძველ მამათა სიბრძნიდან რომ მომდინარეობს
და სამართლიანად პატივის ღირსიც არის. ცხადია, საყვარელო, ჩვენი
რწმენა სხვაა, მთლიანად სხვა. რადგან ჩვენს რწმენას არ სჭირდება
ვარსკვლავთა და ეონთა, წინარე წყალთა და მსოფლიოს დედათა და
ყველა ამ სიმბოლოთა მოძღვრება, ამიტომ არ არის ეს სწავლებანი
თავის თავად სისულელე, სიყალბე და სიმცდარე“.
„მაგრამ ჩვენი რწმენა, – წამოიძახა იოზეფმა, – ხომ საუკეთესოა, და
იესო ყოველი ადამიანისათვის ჯვარს ეცვა და სული განუტევა; ესე იგი,
მათ უნდა იცოდნენ, რომ იმ მოძველებულ სწავლებას ებრძოლონ და
მათ ადგილზე ახალი, სწორი დააყენონ!“
„დიდი ხანია ჩვენ ამას ვაკეთებთ, შენ და მე და მრავალი სხვაც, –
თქვა დიონმა მშვიდად. – ჩვენ ვართ მორწმუნეები, რადგან ჩვენ ვართ
რწმენით განმსჭვალულნი, კერძოდ, ჩვენი მხსნელისადმი, ჩვენი გა-
მომხსნელისადმი თავისი სიკვდილის ძალით. ის სხვები კი, ის მითო-
ლოგები და ზოდიაქოთა ძველ მოძღვრებათა თეოლოგები ამ ძალით
არ არიან შთაგონებულნი; ჯერ არა, ჩვენ ნება არ მოგვეცა, ისინი ვაიძუ-
ლოთ, რომ რწმენით განიმსჭვალონ. არ შენიშნე, იოზეფ, როგორ მშვე-
ნიერად, მაღალფარდოვნად, მოხელთებულად მიარაკრაკებდა ეს
ადამიანი თავის სათქმელს, თავს როგორ უყრიდა მითოლოგიურ სახე-
ებს და ერთმანეთში ათამაშებდა და ამით როგორ ნეტარებდა;

563
როგორ მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობს იგი სურათთა და
სიმბოლოთა სიბრძნეში? აი, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს არანაი-
რი მძიმე ტანჯვა არ განუცდია, იგი კმაყოფილია, თავს კარგად
გრძნობს. ადამიანები, რომლებიც კარგად არიან, ჩვენნაირს ვერაფერ-
საც ვერ ეტყვი. ადამიანი ხსნისა და გამომხსნელის რწმენის რომ გახ-
დეს, თავის აზრთა სიბრძნესა და ჰარმონიაზე სიხარული უნდა დაკარ-
გოს და თავის თავზე აიღოს დიდი გაბედულება, ირწმუნოს გამოხსნის
სასწაული; ჯერ ცუდად უნდა იგრძნოს თავი, ძალიან ცუდად, მან ტკი-
ვილი და იმედგაცრუება, სიმწარე და სასოწარკვეთა უნდა განიცადოს,
წყალი ყელამდე უნდა მოადგეს. არა, იოზეფ, თავი დავანებოთ ამ სწავ-
ლულ წარმართს და მის ბედნიერად ყოფნას, დავტოვოთ იგი თავისი
სიბრძნის, აზროვნების, მჭევრმეტყველების ბედნიერებაში! იქნებ მან
ხვალ, იქნებ ერთ წელში, ან ათ წელში ტკივილი შეიგრძნოს, რაც მას
თავის ხელოვნებასა და სიბრძნეს დაბლა ჩამოუქცევს, იქნებ მას საყ-
ვარელი ცოლი, ანდა ერთადერთი ვაჟი მოუკლან, ანდა ავადმყოფობა
დაემართოს და გაჭირვებაში ჩავარდეს. თუ მას შემდეგ კვლავ შევ-
ხვდებით, მიღებას მოვისურვებთ და მოვუყვებით, თუ რა პირობებს შევ-
თავაზებთ ტკივილის მოსარევად, მაშინ შეგვეკითხება: „რატომ ადრე-
ვე არ მითხარით ეს ათი წლის წინ?“ – ჩვენ ვუპასუხებთ: – „მაშინ ჯერ
კიდევ საკმაოდ ცუდად არ იყავით“.
იგი დასერიოზულდა და ერთხანს დადუმდა. შემდეგ თითქმის მო-
გონებათა სიზმრებიდან გამოვიდა და დაუმატა: „მე თვითონ ადრე მა-
მათა სიბრძნეებიდან ბევრი მისწავლია და სიამოვნებაც მიმიღია, და
როცა უკვე ქრისტეს გზაზე ვიყავი, თეოლოგიურობა ხშირად მაინც სი-
ხარულს მანიჭებდა, და მართლაც, საკმაო საზრუნავსაც მიჩენდა. უმე-
ტესად, ჩემი ფიქრები სამყაროს შექმნას უკავშირდებოდა და იმას, რომ
შესაქმის ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, რადგა-
ნაც: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა, კეთილ
ფრიად“. სინამდვილეში კი მხოლოდ ერთ წუთს იყო ეს ყველაფერი
კარგი და სრულყოფილი, სამოთხის წუთი, და უკვე შემდეგ წუთში და-
ნაშაული და წყევლა აღსრულდა, რამეთუ ადამმა იმ ხიდან იგემა ნა-
ყოფი, საიდანაც ეკრძალებოდა. იყვნენ მასწავლებლები, ვინც ამბობ-

564
დნენ, ღმერთი, ვინც შესაქმე და მასთან ერთად ადამი და ხე ცნობადი-
სა შექმნა, არ არის ერთადერთი და უმაღლესი ღმერთი, არამედ მისი
ნაწილია, ანდა მისგან გამომავალი, უფრო დაბლა მდგომი ღმერთი,
დემიურგი, და შესაქმე არაა კარგი, არამედ მას ეს ჩაეშალა, მაგრამ ეს
სამყაროში ერთი პერიოდისთვის იყო, რომ შესაქმე დაიწყევლა და ბო-
როტის ხელში გადავიდა, ვიდრე მან, თავად ერთმა ღმერთმა, თავისი
ძის მეოხებით არ გადაწყვიტა, რომ დაწყევლილი სამყაროს დროს-
თვის დასასრული მოემზადებინა. აქედან გამომდინარე, ასე მოძ-
ღვრავდნენ ისინი, და მეც ასე ვფიქრობდი. დაიწყო რა დემიურგისა და
მისი შესაქმის განადგურება, სამყარო თანდათანობით კვდება და
ჭკნება, ვიდრე ახალ სამყაროს ერაში არც შესაქმე, არც სამყარო, არც
ხორცი, არც სიხარბე და ცოდვა, არც ხორციელის გაჩენა, დაბადება და
სიკვდილი აღარ იქნება, არამედ სრულყოფილი, სულიერი და გამოხ-
სნილი სამყარო გაჩნდება. ადამის წყევლისაგან თავისუფალი, სურვი-
ლის, გაჩენის, დაბადების, გარდაცვალების, მუდმივი წყევლისა და
თავდასხმისაგან თავისუფალი. ჩვენ დემიურგს მეტ ბრალს ვდებთ სამ-
ყაროს ამჟამინდელ ბოროტებაში, ვიდრე პირველ ადამიანს; ჩვენ იმ
აზრისანი ვიყავით, რომ დემიურგს, რაკიღა ღმერთი იყო თავად, უფრო
იოლად შეეძლო ადამი სხვაგვარად შეექმნა, ანდა იგი შეცდომისაგან
ეხსნა. და ბოლოს მაშინ, ჩვენს დასკვნებში ორი ღმერთი გვყავდა, შე-
მოქმედი ღმერთი და მამა ღმერთი და არ გვეშინოდა პირველი განგე-
ბის განსჯისა. ის კი არა და, ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც ნაბიჯი წინ
გადადგეს და ამტკიცებდნენ, რომ შესაქმე, საერთოდ, ღმერთის კი
არა, ეშმაკის საქმე იყო. ჩვენ გვეგონა, ჩვენი სიჭკვიანით მხსნელს და
სულის მომავალ ეპოქას დავეხმარებოდით, და ამიტომ ღმერთები და
სამყაროები და სამყაროს გეგმები ნამდვილად ასე შევქმენით და ვკა-
მათობდით და მივდევდით თეოლოგიას, ვიდრემე ერთ დღესაც სიცხემ
არ ამიწია და სასიკვდილოდ ავად არ გავხდი, სიცხიან ბოდვებში საქ-
მე მუდამ დემიურგთან მქონდა, უნდა ომი წამომეწყო და სისხლი და-
მეღვარა, და სახეები და შიშები საზარელი და კიდევ უფრო შემაძრწუ-
ნებელი ხდებოდა, ვიდრე ერთ ღამითაც მაღალი სიცხისაგან გათან-
გულმა არ დავიჯერე, რომ საკუთარი დედა უნდა მომეკლა, რათა ჩემი

565
ხორციელი დაბადება კვლავ გამომეხსნა. ეშმაკმა ამ სიზმრების ბოდ-
ვაში მისი ყველა ძაღლი მომისია. მაგრამ მე გამოვჯანმრთელდი, და
ჩემი უწინდელი მეგობრების იმედის გასაცრუებლად უსულო ადამიანი-
ვით, გასულელებული და გაჩუმებული ცხოვრებაში უკან მოვბრუნდი,
ვინც თავისი სხეულის ძალები კვლავ მალე აღვიდგინე, მაგრამ გაფი-
ლოსოფოსების სიხარული აღარ მქონია. რადგან გამოჯანსაღების
დღეებში, როცა შემზარავი სიცხიანი ბოდვები ჩამოვიშორე და თით-
ქმის მუდამ ვიძინებდი, ვიგრძენი იმ ფხიზელ წუთს – მაცხოვარი ჩემთან
იმყოფებოდა, და მისგან ძალა შევიგრძენი და მისი ჩემში შემოსვლაც:
და მე როცა კვლავ განვიკურნე, განვიცდიდი მწუხარებას იმის გამო,
რომ მისი ეს სიახლოვე აღარ უნდა შემეგრძნო, ამის ნაცვლად კი დიდი
მონატრების წყურვილი მკლავდა იმ სიახლოვისადმი; და ისე აღმოჩ-
ნდა: როგორც კი მე მათ კამათს ვისმენდი, ეს მონატრება საფრთხეში
აღმოჩნდებოდა ხოლმე და მაშინ ჩემთვის საუკეთესო გრძნობა ქრებო-
და და დაფიქრებასა და სიტყვებში შედიოდა, როგორც წყალი იწრიტე-
ბა ქვიშაში. საკმარისია, ჩემო საყვარელო, ეს იყო ჩემი სიჭკვიანისა და
თეოლოგიის ბოლო. მას შემდეგ, უბრალოდ, განუვითარებლებს ვეკუთ-
ვნი, მაგრამ ვინც გაფილოსოფოსება და მითოლოგიზირება იცის, ვისაც
იმ თამაშთა თამაში ესმის, რასაც მაშინ მეც შევეცადე, იმ კაცს მე არ
ვაბრკოლებ და ოდნავადაც აღარ მივაქცევ ყურადღებას. მე რომ მაშინ
ამით დავკმაყოფილებულიყავი, რომ დემიურგი და მამა ღმერთი, სამ-
ყაროს შექმნა და ხსნა-გადარჩენა გაუგებარ, თანაბარ ყოფაში არიან
და ჩემთვის ამოუხსნელ გამოცანებად დარჩენილიყო, მაშინ ჩემი ცოდ-
ნა აქ სასიამოვნოდ უნდა შეჩერებულიყო. და ვერ შევძლებდი ფილო-
სოფოსის მორწმუნედ გადაქცევას. ეს ჩემი მოვალეობა არ არის“.
ერთხელ, მას შემდეგ, რაც ერთმა მკვლელობა და ოჯახის დანგრე-
ვა აღიარა, დიონმა თავის დამხმარეს უთხრა: „მკვლელობა და ოჯახის
დაშლა, ეს ნიშნავს, სწორედ ბოროტებას და მისი ჩამდენი წყეულია.
ასეა. მაგრამ მე შენ გეტყვი, იოზეფ, რომ სინამდვილეში ეს ერის ხალ-
ხი, საერთოდ, არ არის ცოდვილი, რამდენჯერაც კი მე ამას შევეცადე,
ერთ რომელიმე მათგანზე მეფიქრა, მთლიანობაში, ისინი ბავშვები-
ვით გამოდიან. ეს ხალხი არ არის ყოჩაღი, არც კეთილი, არც კეთილ-

566
შობილი, ისინი არიან ეგოისტები, ვნებიანები, ქედმაღლები, მრისხანე-
ები, ცხადია. მაგრამ, მართლაც, ძირითადში, ისინი უცოდველები
არიან, უცოდველები იმ გარემოების გათვალისწინებით, როგორც ბავ-
შვები არიან უბიწონი. „მაგრამ, – უთხრა იოზეფმა, – შენ ხომ მათ ხში-
რად დაჟინებით ალაპარაკებ და მათ თვალწინ უხატავ ჯოჯოხეთს“.
„სწორედ იმიტომ, რომ ისინი ბავშვები არიან, და თუ მათ სინდისი
აწუხებთ და მოდიან სააღმსარებლოდ, მაშინ ამ ყველაფრის სერიოზუ-
ლად მიღება და სერიოზულადვე ცოდვების გამოსყიდვა უნდა სურ-
დეთ.
ეს ნაკლებად გახლავთ ჩემი აზრი. შენ ამას სხვაგვარად აკეთებდი,
თავის დროზე, შენ კი არ ტუქსავდი და სჯიდი და სინანულს ადებდი,
მასთან მეგობრულად განეწყობოდი, უბრალოდ, ხალხს ძმური ამბო-
რით გაუშვებდი. მე ამაში ნაკლს ვერ ვხედავ. არა, მაგრამ მე ეს არ შე-
მეძლო“.
„კარგია, – უთხრა იოზეფმა ყოყმანით. – მაგრამ მითხარი, რატომ
ისევე არ მომექეცი, როგორც შენ დანარჩენ აღმსარებლებს მაშინ, რო-
ცა აღსარება ჩაგაბარე, მდუმარედ რომ მეამბორე და დასასჯელად
არც ერთი სიტყვა არ მითხარი?“
დიონ პუგილმა თავისი გამჭოლი მზერა მისკენ მიმართა.
„სწორი არ იყო, რაც მე გავაკეთე?“ – ჰკითხა. – „მე ვერ ვიტყვი, რომ
ეს სწორი არ იყო. ეს ნამდვილად სწორი იყო, თორემ ის აღსარება მე
კეთილს არ მომიტანდა“.
„კარგი, ეს ასე იყოს. მაშინ შენ მკაცრი და დიდი ხნის სინანული და-
გაკისრე, თუ არ ვცდები უსიტყვოდ. მე შენ თან წამოგიყვანე და მსახუ-
რივით მოგექეცი და სამსახურთან დაგაბრუნე და ეს გაიძულე, რადგან
მისგან გაქცევა გსურდა“.
ის მობრუნდა, დიდ საუბრებს ემტერებოდა, მაგრამ ამჯერად იოზე-
ფი ისევ ჯიუტობდა.
„შენ მაშინ წინასწარ უკვე იცოდი, რომ დაგიჯერებდი, ეს შენ აღსა-
რების წინ შეგპირდი, ვიდრე გაგიცნობდი. არა, მითხარი: ეს მხოლოდ
იმ მიზეზით ხდებოდა, რომ შენ ეს მხოლოდ ჩემთან შეასრულე?“

567
მეორე რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა, შემდეგ უკან წამოვიდა და,
მის წინ გაჩერდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: „ერისკაცები ბავშვე-
ბი არიან, ჩემო შვილო. და წმინდანები კი, – ისინი ჩვენთან სააღმსა-
რებლოდ არ მოდიან. ჩვენ კი, შენ, მე და ჩვენნაირები, ჩვენ აღმსარე-
ბელი მამები და მაძიებელნი და მეუდაბნოენი, ჩვენ ბავშვები არ ვართ
და არც უცოდველები ვართ და დამსჯელი ქადაგებებით ვერ მოვწეს-
რიგდებით. ჩვენ ნამდვილი ცოდვილები ვართ, მცოდნეები და მოაზ-
როვნეები, ვინც ხე ცნობადის ნაყოფი ვიგემეთ, მაგრამ ჩვენ ერთმა-
ნეთს ბავშვებივით არ უნდა მოვექცეთ, რომლებსაც გაწკეპლავენ და
ისე გააგდებენ. ჩვენ აღსარებისა და სინანულის შემდეგ აღარ გავრბი-
ვართ კვლავ ბავშვების სამყაროში, სადაც ზეიმებს ატარებენ და საქმე-
ებს წამოიწყებენ, მაგრამ ერთმანეთსაც ხოცავენ, ჩვენ ცოდვას არა
ხანმოკლე კოშმარივით განვიცდით, რასაც აღსარებითა და მსხვერ-
პლის გაცემით როგორღაც ჩვენგან განვაგდებთ: ჩვენ ამ ცოდვაში
ვრჩებით, ჩვენ არასოდეს ვართ უბიწონი, მუდამ ცოდვილნი ვართ,
ცოდვაში ვრჩებით და სინდისის ცეცხლში ვიწვით, და ვიცით, რომ დიდ
ცოდვას ვერასოდეს ვზღავთ სამაგიეროს გამოსყიდვით, ეს მაშინ მოხ-
დება, როცა უფალი აქედან ჩვენი გასვლის შემდეგ მოწყალედ შემოგ-
ვხედავს და მოწყალებითვე მიგვიღებს. ეს, იოზეფ, ეს არის ის მიზეზი,
მე ამას შენს და ჩემს თავს არ ვუქადაგებ და არ ვკარნახობ სინანულში
ჩავარდნას. ჩვენ ამა თუ იმ გზის აცდენასა თუ ბოროტმოქმედებასთან
საქმე კი არ გვაქვს, არამედ – მუდმივ პირვანდელ ცოდვასთან; ამიტომ
შეგვიძლია ყოველ ჩვენგანს სხვები მხოლოდ ცოდნითა და ძმური სიყ-
ვარულით დავიცვათ, მაგრამ დასჯის საშუალებით კი არა, – განკურნე-
ბის. ეს რა, არ იცოდი?“
ჩუმად მიუგო იოზეფმა პასუხი: „ეს ასეა. ვიცოდი“. „ესე იგი, თავი ვა-
ნებოთ უქმ მეტყველებას“, თქვა მოხუცმა მოკლედ და თავისი ქოხის
წინ მდებარე ქვისკენ იქცია პირი, სადაც იგი ლოცვას იყო მიჩვეული.
რამდენიმე წელიწადი გავიდა და მამა დიონს თანდათანობით სი-
სუსტე შემოეპარა ისე, რომ იოზეფი დილით უნდა მოხმარებოდა, რად-
გან მას მარტო აღარ შეეძლო წამოდგომა. მერე იგი ლოცვას აღავლენ-
და, და ლოცვის შემდეგაც მარტო ვერ წამოიწევდა ხოლმე. იოზეფი უნ-

568
და მიშველებოდა, შემდეგ კი მთელი დღე იჯდა და შორეთს გაჰყურებ-
და. ეს ხდებოდა ზოგიერთ დღეს, სხვა დღეებში მარტოც ახერხებდა
ფეხზე ადგომას. აღსარების მოსმენაც ყოველდღე აღარ შეეძლო, და
თუ ვინმე იოზეფს ჩააბარებდა აღსარებას, დიონი მას თავისთან და-
უძახებდა და ეტყოდა: „ჩემი აღსასრული დგება, ჩემო შვილო, მე მივ-
დივარ. გადაეცი ხალხს: რომ ეს იოზეფი აქ, ჩემი შემცვლელია“. და რო-
ცა იოზეფი ნათქვამს აირიდებდა და სურდა ამასობაში სიტყვა ჩაეგდო,
მოხუცი მას საშინელი მზერით შეხედავდა, ვინც ყინულისებრი სხივი-
ვით გაჰკვეთდა.
ერთ დღეს, როცა იგი დაუხმარებლად ადგა და მოძლიერებულად
ეგონა თავი, იოზეფი თავისთან მოიხმო და მათი პატარა ბაღის ერთ
ადგილთან მიიყვანა.
„აქ ის ადგილია, – უთხრა, – სადაც დამმარხავ. საფლავი ორივემ
ერთად უნდა ამოვთხაროთ, მანამდე ცოტა დრო გვაქვს. მომიტანე ბა-
რი“.
მათ იმ დღეს ადრიან დილით პატარაზე ამოთხარეს. დიონი ძალა-
ზე იყო, ასე თვითონ ამოიღო რამდენიმე ბარი მიწა დიდი წვალებით,
მაგრამ გარკვეული მხნეობით, თითქოს მას სამუშაო სიამოვნებას
ჰგვრიდა. და ამ რაღაცნაირ მხნეობას მთელი დღის მანძილზეც არ და-
უტოვებია. რაც საფლავი ამოთხარა, კვლავ მომჯობინდა.
„ჩემს საფლავზე ერთი პალმა დარგე, – უთხრა ამ სამუშაოს დროს
ერთხელ. – იქნებ მისი ნაყოფიც იგემო, თუ არა, მაშინ სხვას შეხვდება.
მე ხანდახან ხეს ვრგავდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე დამირგავს, სულ
რამდენიმე. მავანი ამბობს, კაცი ისე არ უნდა მოკვდეს, ხე რომ არ დარ-
გოს და შვილი არ დატოვოსო. მე ვტოვებ ხეს და გტოვებ შენ, შენ ჩემი
შვილი ხარ“.
იგი ღმერთს მინებებული და მხიარული იყო, როცა იოზეფმა გაიც-
ნო, და თანდათან უფრო და უფრო ასეთი ხდებოდა. ერთ საღამოს, რო-
ცა დაბნელდა, მათ უკვე საკვები მიიღეს და ილოცეს, მან იოზეფს თა-
ვისი საწოლიდან დაუძახა და სთხოვა, ცოტა ხანს ჩემთან კიდევ დაჯე-
ქიო.

569
„მე შენ რაღაც უნდა მოგიყვე, – უთხრა მეგობრულად, დაღლილი არ
ჩანდა და არც ეძინებოდა. – გახსოვს ისევ, იოზეფ, მაშინ შენ გაღმით,
ღაზასთან, სენაკში რა ცუდ დღეში იყავი, და შენი ცხოვრება მობეზრე-
ბული რომ გქონდა? და შენ რომ გაქცევა ჩაიგონე და გადაწყვიტე, მო-
ხუცი დიონი მოგეძებნა და მისთვის შენი ამბავი მოგეთხრო? და შემ-
დეგ ძმათა დასახლებაში როგორ შეგხვდა მოხუცი კაცი, ვისაც შენ დი-
ონ პუგილის საცხოვრებელ ადგილზე ეკითხებოდი? და აი, სასწაული-
ვით არ იყო, რომ ის მოხუცი კაცი, თავად დიონი აღმოჩნდა? მე კი მინ-
და გიამბო, როგორ მოხდა ეს ამბავი, ეს მეც სასწაულივით მომევლინა.
შენ იცი, როგორ ხდება ეს, როცა მოსაგრე და აღმსარებელი მამა
მოხუცდება, და მას ცოდვილთაგან მრავალი აღსარება აქვს მოსმენი-
ლი, რასაც უცოდველად და წმინდად ინახავს და არ იცის, რომ თვითონ
უფრო დიდი ცოდვილია, ვიდრე ისინი. და ისე ჩანს, რომ მთელი მისი
საქმიანობა უსარგებლო და უბრალო ყოფილა, რაც მას წმინდა და
მნიშვნელოვანი ეგონა. მაშინ ისე იყო ეს ამბავი, რომ იგი თვით უფალ-
მა დანიშნა ამ ადგილზე და ღირსჰყო, რათა ბიწი და ჭუჭყი მოეთმინა
ადამიანებისათვის და მათთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა. მაგ-
რამ ახლა მას ყველაზე დიდი ტვირთი – გაქცევა – დააწვება. ეს ყველა-
ფერი და იმ ყოველი საწყალი ადამიანის ბედიც აწუხებს, ვინც თავისი
ბავშვური ცოდვებით მიადგება, და მამას კი მისი გაშვება სურს, და თა-
ვისი თავის გაშვებაც სურს და ის თოკით ხის ტოტზეც შეიძლება აღმოჩ-
ნდეს. ასე იყო შენს შემთხვევაში და ახლა ჩემი აღსარების დრო დადგა
და მე ვაღიარებ: ჩემთანაც იგივე მოხდა, რაც შენთან, მეც ჩემს თავს
უხმარ და სულიერად ჩამქრალ მოძღვრად აღვიქვამდი, და აღარ შე-
მეძლო ატანა, რომ ისევ და ისევ ნდობით მოედინებოდა ხალხი, და
ყველა ჭუჭყი და სიბინძურე, ადამიანთა ცხოვრებაში რაც იყო, ჩემთან
მოჰქონდათ, რასაც ისინი ვერაფერს შველოდნენ და რასაც მეც ვეღარ
ვშველოდი.
და ჰა, მე ხშირად გამეგო ლაპარაკი ერთ დაყუდებულზე, სახელად
იოზეფუს ფამულუსზე. მასთანაც, როგორც მსმენოდა, სიამოვნებით და-
დიოდნენ სააღსარებოდ ადამიანები, და მრავალი მასთან ჩემთან შე-
დარებით უფრო სიამოვნებით მიდიოდა, რადგან იგი სათნო, მეგობრუ-

570
ლი კაცი იყო, და იმასაც ამბობდნენ, ის არაფერს მოითხოვდა ხალხი-
საგან და არც ლანძღავდა, ძმასავით ექცეოდა, მარტო მოუსმენდა და
ამბორით გაუშვებდა. ეს ჩემი წესი არ იყო, შენ ეს იცი, და როცა პირვე-
ლად ამ იოზეფუსზე გავიგონე, მისი თვისება სულელურად და მეტად
ბავშვურად მომეჩვენა, მაგრამ ახლა, როცა მეტი მაქვს შესაკითხი, ჩე-
მი წესი რამედ ვარგოდა თუ არა, გაჩნდა საბაბი იმისა, რომ იოზეფის
თვისება განვსაჯო და უკეთ გავიზიარო. რა ძალები უნდა ჰქონოდა ამ
კაცს? მე ვიცოდი, ის ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ მოხუცობას ბევრიც არ
აკლდა. მე ეს მომწონდა, ახალგაზრდას ასე იოლად ვერ მივენდობო-
დი. ამისკენ კი ვგრძნობდი, გული მეწეოდა. და ამგვარად გადავწყვი-
ტე, იოზეფუს ფამულუსთან მოსალოცად მივსულიყავი, მისთვის ჩემი
შეჭირვება მეღიარებინა და რჩევა მეთხოვა, და თუ იგი რჩევას არ მომ-
ცემდა, ეგებ ნუგეში ეცა და გავეძლიერებინე. გადაწყვეტილებამ უკვე
კარგად გამხადა და სულიც შემიმსუბუქა.
მოგზაურობას შევუდექი და იმ ადგილისკენ გავწიე, სადაც ამბობ-
დნენ, მას სენაკი აქვსო. ამასობაში კი ძმა იოზეფმა იგივე განიცადა,
რაც მე და იგივე გააკეთა, რაც მე. თითოეულს გაქცევა განეზრახა, რომ
სხვასთან მოეძებნა რჩევა. როცა მე იგი შემდეგ სახეზე ვნახე, – ვიდრე
მის ქოხს ვიპოვიდი, უკვე შევიცანი პირველივე საუბრით, ის იმ კაცივით
გამოიყურებოდა, რასაც მე ველოდი. მაგრამ იგი გაქცევის სურვილს შე-
ეპყრო, ის ცუდად გრძნობდა თავს, ჩემსავით ცუდად ანდა კიდევ უფრო
ცუდად, და იგი ვერანაირად ვერ მოიფიქრებდა, აღსარება მოესმინა.
მას თვითონ სწყუროდა აღსარება, რომ თავისი შეჭირვება უცხოსთვის
გაეზიარებინა. ეს იყო ჩემთვის იმ დროს საოცარი იმედის გაცრუება, მე
მეტად დავღონდი, რამეთუ, თუ ეს იოზეფიც მე ვერ შემიცნობდა, თავი-
სი სამსახურით დაღლილი და თავის ცხოვრებაზე დაეჭვებული – ეს
იმას არ ნიშნავდა, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ ორივესათვის უსარგებ-
ლო ცხოვრებისა და დაღუპვის პირზე მისვლის გამოხატულება იყო?
მე იმას გიყვები, რაც შენ უკვე იცი, მოკლედ მათქმევინე. მე იმ ღა-
მეს მარტო დავრჩი დასახლებაში, როცა შენ ძმებთან თავშესაფარი
მონახე. მე ჩავღრმავდი და ამ იოზეფზე დავიწყე ფიქრი და მივხვდი:
რა უნდა ქნას მან, როცა ხვალ გაიგებს, რომ იგი ამაოდ გამოიქცა და

571
რომ ამაოდ აქვს პუგილის ნდობა?! თუ იგი გაიგებდა, რომ პუგილიც
ლტოლვილია და მტკივნეული იდეით არის შეპყრობილი?! რაც უფრო
მეტს ვფიქრობდი მასზე, მით უფრო მეცოდებოდა იოზეფი, და მით უფ-
რო მსურდა მე მგონებოდა, რომ იგი ჩემთან ღვთისგანაა გამოგზავნი-
ლი, რათა მე იგი და მას მე ერთმანეთი შეგვეცნო და ორივე განვკურ-
ნებულიყავით. და მე შემეძლო უკვე ჩამეძინა, ნახევარი ღამე კი გადა-
ვიდა კიდეც. მეორე დღისით ჩემთან მოხვედი და ჩემი სულიერი შვილი
გახდი.
ამ ამბის მოყოლა განმეზრახა შენთვის. მესმის, რომ შენ ტირიხარ,
იტირე, გულზე მოგეშვება. და რადგან უკვე ასე საჭირო მოსაუბრე გავ-
ხდი, გამოიჩინე სიყვარული და ესეც მოისმინე და გულში დაიუნჯე. სა-
ოცარია ადამიანი, ნაკლებად დაენდობი მას, და ეს შეუძლებელი არ
არის, რომ ერთ დროს ის ტკივილები და ცდუნებები შენ ახლიდან შე-
გემთხვეს და შენზე გამარჯვებასაც შეეცადოს. ალბათ შემდეგ ჩვენი
უფალი ერთ ასეთსავე მეგობრულ, მომთმენ და სანუგეშო შვილსა და
მზრუნველს გამოგიგზავნის, როგორც მე იგი შენი სახით მომივლინა!
მაგრამ რაც ხის ტოტს შეეხება, და იმ საცოდავ იუდა ისკარიოტელის
სიკვდილს, რის შესახებაც მაშინ მაცდურმა გაოცნებინა, ამის თაობაზე
შემიძლია ერთი რამ გითხრა: ეს მხოლოდ ცოდვა და სიგიჟე კი არ
არის, ასეთი სიკვდილისთვის მოემზადო, თუმცა ჩვენს მაცხოვარს
არაფრად უღირს ამ ცოდვის პატიება, არამედ ეს არის საშინელი სა-
ტანჯველი, როცა ადამიანი სასოწარკვეთილებაში კვდება. სასოწარ-
კვეთას ღმერთი არ გვიგზავნის, რათა ჩვენ თავი მოვიკლათ. ის ამას
ჩვენ გვიგზავნის, რათა ახალი ცხოვრება გავაღვიძოთ ჩვენში, მაგრამ
როცა იგი ჩვენ სიკვდილს გვიგზავნის, იოზეფ, როცა ის ჩვენ მიწიდან
და გვამიდან ზეაგვიყვანს და ჩვენ დაგვიძახებს, ეს დიდი სიხარულია.
ჩაძინების ნება აქვთ, როცა იღლებიან, მაგრამ ტვირთის დაგდების ნე-
ბა, არა, დიდი ხანი რომ ატარებენ, ეს ძვირფასი და საოცარი საქმეა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ სამარე გავთხარეთ – არ დაგავიწყდეს პალმის
ხე, შენ რომ იმაზე უნდა დარგო – რაც ჩვენ დავიწყეთ საფლავის თხრა,
მე უფრო ნასიამოვნები და კმაყოფილი შევიქენი იმ მრავალ წელთან
შედარებით, რაც მე გამიტარებია.

572
დიდხანს ვილაყბე, ჩემო შვილო, შენ დაღლილი იქნები. წადი და-
საძინებლად, წადი შენს ქოხში. ღმერთი იყოს შენთან!“
მომდევნო დღეს დიონი დილის ლოცვაზე აღარ მივიდა და აღარ
დაუძახა იოზეფს. როცა იგი შეშინდა, ჩუმად შევიდა დიონის ქოხში და
საწოლთან მივიდა, მოხუცი სამუდამოდ ჩაძინებული ნახა, ვისი სახეც
ბავშვური, წყნარი, სხივმფინარე ღიმილით განათებულიყო.
იგი დაკრძალა, საფლავზე ხეც დარგო და იმ წლამდე იცოცხლა,
ვიდრე ხემ პირველი ნაყოფი არ გამოიღო.

573
ინდური ცხოვრების აღწერა

დემონების მთავარი, ვიშნუს მიერ მათთან წარმოებულ ერთ-ერთ


გაშმაგებულ ბრძოლაში მისივე ნამგალა მთვარისმაგვარი შუბით გან-
გმირული, ანუ, უფრო სწორად, ვიშნუს ნაწილისაგან ადამიანად ქცე-
ული რამა, – კვლავ გარდასახვათა წრებრუნვაში შევიდა, და სახელად
რავანა დაერქვა, რომელიც დიდ განგზე ცხოვრობდა, მხედართმთავა-
რი იყო და იგივე დაზას მამა გახლდათ. დაზას დედა ადრე გარდაიც-
ვალა; და მისმა შემცვლელმა მშვენიერმა და პატივმოყვარე ქალმა,
თავადს სწორედ ვაჟი გაუჩინა, და ასე გადაეღობა პატარა დაზა მას
გზაში; ახალშობილის ნაცვლად იგი თავის საკუთარ ვაჟზე, ნალაზე
ფიქრობდა, და მის მბრძანებლად კურთხევას განიზრახავდა; ცდი-
ლობდა დაზა მამისგან გაეუცხოვებინა და სულ იმის ფიქრში იყო, პირ-
ველივე შემხვედრ ხელსაყრელ გარემოებაში გზიდან ჩამოეცილებინა.
მაგრამ რავანას კარის ბრაჰმანებიდან ერთ-ერთს – ვაზუდევას –
მსხვერპლშეწირვის მცოდნეს, მისი გულისთქმა არ დარჩენია დაფარუ-
ლი, და ჭკვიანი ადამიანი მიუხვდა მის ამპარტავნულ ქმედებას. მას ვა-
ჟი შეეცოდა, თანაც ჩანდა, რომ პატარა პრინცს დედამისისგან ღვთის
სიყვარულის ნიჭი და სამართლიანობის გრძნობა მემკვიდრულად გა-
მოჰყოლოდა. მას ერთი თვალი დაზასკენ ეჭირა, რომ ბიჭს არაფერი
შემთხვეოდა და ელოდა მხოლოდ იმ ვითარებას, რომ იგი დედინაც-
ვლისგან მოეშორებინა.
რაჯა რავანას ბრაჰმას ნაკურთხი ძროხების ნახირი ჰყავდა მფლო-
ბელობაში, რასაც წმინდად იცავდნენ და ხშირად რძესა და კარაქს
ღმერთს შესაწირად მიართმევდნენ. ამისთვის ქვეყანაში საუკეთესო
საძოვრები იყო დატოვებული. ერთ დღესაც ბრაჰმას ნაკურთხი ძროხე-
ბის ერთი მწყემსი მოვიდა, რათა კარაქის რაღაც რაოდენობა წაეღო
და მათ აუწყა, რომ ამ მხარეში, სადაც აქამდე ნახირი ძოვდა, გვალვაა
მოსალოდნელიო, ისე რომ, მწყემსები ერთად შეიკრან, აქედან საქო-
ნელი მთებში გაირეკონ, სადაც დიდ პაპანაქებაში წყაროებისა და
ნორჩი ბალახის ნაკლებობა არ იქნებაო. ამ მწყემსებიდან, ვისაც იგი
დიდი ხანია იცნობდა, ბრაჰმანეს ენდობოდა, იგი მეგობრული და ერ-

574
თგული ადამიანი ჩანდა, და როცა მეორე დღეს რავანას ვაჟი, პატარა
დაზა გაქრა და მისი პოვნა ვეღარ შეძლეს, ვაზუდევა და ის მწყემსი ერ-
თადერთნი იყვნენ, ვინც მისი გაქრობის საიდუმლოება იცოდნენ. პატა-
რა დაზა კი მწყემსებმა მთაში გაიყოლიეს, ისინი იქ ზოზინად მიმავალ
ნახირს დაეწივნენ და დაზა აქ მწყემსებს სიამოვნებითა და სიყვარუ-
ლით შეუერთდა, და მწყემსი ბიჭიც იქ გამოიზარდა. მათ ცხვრების მოვ-
ლასა და გარეკვაში ეხმარებოდა, მოწველას სწავლობდა, ბოჩოლებ-
თან თამაშობდა და ხის ქვეშ იწვა ხოლმე, ტკბილ რძეს სვამდა და შიშ-
ველ ფეხებში ძროხის ფუნაც შეხვდებოდა ხოლმე. მას ეს ყოფა ძალიან
მოსწონდა, ეცნობოდა მწყემსებს და მათ ცხოვრებას და აკვირდებოდა
ძროხებს, სწავლობდა ტყეს და ხეებს, ნაყოფებს, უყვარდა მანგო, ტყის
ლეღვი და ვარინგას ხე, მწვანე ტყის გუბურებში ლოტოსის ტკბილ ფეს-
ვებს იჭერდა ხოლმე, საზეიმო დღეებში ტყის გვირილის წითელ ყვავი-
ლებიან გვირგვინს იდგამდა თავზე, იწრთობოდა, როგორ დაეცვა თა-
ვი ველური ცხოველებისაგან, პირველ რიგში, ვეფხვს როგორ არიდე-
ბოდა, იმასაც სწავლობდა, ჭკვიან მუნგოსთან და მხიარულ ზღარბთან
როგორ ემეგობრა, წვიმის დროს ჩაბნელებულ თავშესაფარში, ქოხში
როგორ გაეძლო; იქ ბავშვები საბავშვო თამაშებს თამაშობდნენ, ლექ-
სებს მღეროდნენ, ანდა კალათებს და ლელის ფარდაგებს წნავდნენ.
დაზას თავისი წინანდელი სამშობლო და მაშინდელი ცხოვრება
მთლად არ დაჰვიწყებოდა, მაგრამ ეს მისთვის მაინც ოცნებად გადაქ-
ცეულიყო.
და ერთ დღესაც, ნახირმა სხვა მხარეს გასწია, დაზა ტყეში მიდი-
ოდა, მერე უნებურად თაფლის ძებნაშიც გაერთო, ტყე საოცრად უყვარ-
და, რაც იქ შეისწავლა და ამჟამად ამ ადგილზე ხეები ფოთლებითა და
ტოტებით განსაკუთრებით ულამაზესი ჩანდა, ოქროს გველებივით იხ-
ვეოდა დღის შუქი, და ხმები – ჩიტების სტვენა-გალობა, კენწეროთა
შრიალი, მაიმუნთა გადაძახილი – ლამაზი, ნაზი ბრწყინვით, ერთმანე-
თის მიყოლებით, წნულივით გადაივლიდა, გადაჯვარედინდებოდა ხე-
თა შორის სინათლის მსგავსად; და ასე მიდიოდნენ, უკავშირდებოდ-
ნენ და ერთმანეთს შორდებოდნენ ყვავილთა სურნელება, ხეების,
ფოთლების, წყლების, ხავსების, ცხოველების, ნაყოფების, მიწისა და

575
ლპობის სუნები: მწარე და ტკბილი, ველური და ახლობელი, აღმგზნები
და ძილის მომგვრელი, გამამხნევებელი და დამაღონებელი. დრო-
დადრო უხილავ ტყის ხევში წყლის ჩხრიალი მოისმოდა, ხანდახან სტა-
ფილოს ქოლგებზე შავ-ყვითელ ლაქებიანი, მწვანე ხავერდოვანი პეპე-
ლა დაცეკვავდა, შიგადაშიგ ცისფერ ჩრდილოვან ტყეში ტოტის ჩამო-
ტეხის ხმა გაისმოდა, და ფოთლები ფოთლებს მძიმედ ეყრებოდა, ან-
და წყვდიადში ველური ცხოველი დაიღრიალებდა, ანდა თავის ნაში-
ერთან მაჩხუბარა მაიმუნის ხმა გაჰკვეთდა, დაზას დაავიწყდა თაფ-
ლის ძებნა, და ამასობაში რამდენიმე ჭრელ, მბრწყინავ, პაწია ჩიტს ყუ-
რი დაუგდო. დიდ ტყეში, მაღალ გვიმრიანში, ხშირ, პატარა ტყესავით
რომ აყრილიყო, კვალს კარგავდა, რაღაც გზა ჩანდა, ვიწრო, საცალ-
ფეხო გასასვლელი და იმასობაში, როცა უხმოდ და ფრთხილად წინ მი-
იწევდა და ბილიკს მიჰყვებოდა, ერთ მრავალტანიან ხის ქვეშ პატარა
ქოხი აღმოაჩინა, წვეტიანი კარვის მაგვარი, გვიმრისგან აგებული და
დაწნული, და ქოხის გვერდით, მიწაზე გამართულად, უძრავად მჯდო-
მარე კაცი, ვისაც ხელები გადაჯვარედინებულ ფეხებს შორის მშვიდად
დაეწყო, და თეთრი თმასა და ფართო შუბლის ქვეშიდან წყნარი, გაშ-
ტერებული თვალები მოუჩანდა, ღია თვალები მიწისკენ რომ დაეხარა,
მაგრამ შიგნითკენ მიმართული მზერით. დაზა მიხვდა, რომ წმინდა კა-
ცი იოგა იყო, ეს პირველი არ ყოფილა, ვინც მას უნახავს. ისინი პატივ-
ცემული და ღმერთებისგან გამორჩეული კაცები იყვნენ, კეთილ საქმეს
ნიშნავდა, მათთვის ძღვენი მიერთმიათ და მოწიწება გამოეხატათ,
მაგრამ ეს აქ, ვინც თავის ასე ლამაზ და კარგად დამალული გვიმრის
ქოხის წინ გამართულ პოზაში იჯდა წყნარად დაშვებული მხრებითა და
თავის თავში ჩაღრმავებულიყო, ბიჭს ძალიან მოეწონა და უფრო უც-
ნაურად მოეჩვენა და უფრო პატივსაცემად, ვიდრე ისინი, რომლებიც
სხვა დროს ჰყავდა ნანახი. ის თითქოს ირწეოდა, ისე იჯდა, და თუმცა
თვალთა ხედვა არაფრისთვის მიეპყრო, მაინც ყველაფერს ხედავდა
და ყველაფერი იცოდა, ისე ეტყობოდა, ამ კაცს გარს ერტყა სიწმინდის
ველი, ღირსების ხიბლის წრე, ერთ ადგილზე თავმოყრილი სიცხოვლის
ტალღა და ცეცხლი და იოგას ძალა, რომელსაც ბიჭი ვერ გადააბიჯებ-
და, ვერც სალმითა და დაძახებით გაბედავდა მისი მყუდროების დარ-

576
ღვევას. მისი ფიგურის ღირსება და სიდიდე, შინაგანად ამოსული შუქი,
რაშიც მისი სახე გასხივოსნებულიყო, შეკრებილობა და მტკიცე დაურ-
ღვევლობა მისი სახის ნაკვთებიდან ტალღებსა და სხივებს აგზავნი-
და, რის შუაგულშიც იგი მთვარესავით დაბრძანებულიყო, და ირგვლივ
თავმოყრილი სულის ძალა, ვინც წყნარად მოპოვებულ ნებას თავის გა-
მოვლინებაში ქსოვდა, ასეთ სასწაულ წრეს ჰქმნიდა თავის თავში გარ-
შემო, რაც კარგად იგრძნობოდა: ამ კაცს შეეძლო მხოლოდ სურვილი-
თა და აზრებით, ისე რომ მზერაც არ აღეპყრო, ვინმეს მოკვლაც და
ცხოვრებაში მისი ისევ კვლავ მოხმობაც.
ხესავით უმოძრაოდ, რაც მაინც ფოთლებითა და ტოტებით, ზრდით
მოძრაობს, შეურხევლად, ქვაში გამოკვეთილ ღვთაებათა ქანდაკი-
ვით, იჯდა იოგა თავის ადგილზე, და ასევე გაუნძრევლად იმ წუთშიც
გაშეშებულიყო, როცა მან ბიჭი აღიქვა, – მიწაზე მიჯაჭვული, ბორკი-
ლებდადებული და ამ სურათით სასწაულად მონუსხული. ის იდგა და
იოგას მიშტერებოდა. მზის შუქის ლაქა მას მხრებზე დაჰფენოდა, მზის
შუქის ერთი ლაქა მის დაწყობილ მოშვებულ ხელებს დასცემოდა, ხე-
დავდა – მზის შუქები ამ ფიგურაზე ნელა მოგზაურობდნენ, ისევ და ისევ
ახალი წარმოიშობოდა და ამ დგომისა და გაოცებისას მიხვდა, რომ
მზის შუქებს ამ კაცთან საქმე არ ჰქონდათ, ირგვლივ ტყიდან არც ჩიტე-
ბის გალობასა და მაიმუნთა ხმებს, არც ტყის ყავისფერ ფუტკრებს, რაც
ფიქრში ჩაძირულს სახეზე ასხდებოდნენ, მის კანს რომ ყნოსავდნენ,
კარგა ხანს ლოყაზე დაცოცავდნენ, და მერე ისევ ასწევდნენ ფრთებს
და აქედან გაფრინდებოდნენ, და ტყის მთელი მრავალფეროვანი
ცხოვრებაც არაფრად უღირდა. ეს ყველაფერი, გრძნობდა დაზა, რასაც
თვალი ხედავდა, ყური ისმენდა, რაც ლამაზი თუ საშინელი, რაც საყვა-
რელი თუ შიშის აღმძვრელია, ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ
იყო ამ წმინდა კაცთან, წვიმა მას არ გააციებდა, არც მოაწყენდა, არც
ცეცხლს შეეძლო მისი დაწვა, მთელი სამყარო მის ირგვლივ ზედაპირუ-
ლად და უმნიშვნელოდ გადაქცეულიყო. აქედან წარმოდგენა გაჩნდე-
ბოდა, რომ სინამდვილეში იქნებ და მთელი სამყარო მხოლოდ თამა-
შია და საერთოდ, ზედაპირული, იქნებ მხოლოდ ქარის სუნთქვა და
ტალღათა ჩახვევაა უცნობ სიღრმეებში, არა როგორც აზრი, არამედ

577
როგორც სხეულის ცახცახი და მსუბუქი თავბრუსხვევა მწყემსი ბიჭის
ცქერაზე, როგორც შეგრძნება საშინელებისა და საფრთხის წინაშე და
იმავდროს მონატრებული წყურვილით მისი მიზიდვა. რამეთუ, ასე
გრძნობდა იგი, იოგა სამყაროს ზედაპირულობით, გარეგნული სამყა-
როს საშუალებით იძირება მყოფადის მიზეზში, ყველა საგანთა სა-
იდუმლოებაში; მას გაეღწია აზრთა სასწაული ქსელი, თამაშები შუქი-
სა, შრიალთა, ფერთა, შეგრძნებათა, და იქიდან გამოსულიყო და მყა-
რი ფესვებით გაჩერებულიყო არსებითსა და გადაუქცეველში. ბიჭი,
თუმცა ადრე ბრაჰმანებისგან აღზრდილი და სულიერი ნათლის ზოგი-
ერთი სხივით დაჯილდოებულიყო, ამას ვერ იგებდა შეგნებით და სიტ-
ყვებით, ამის თაობაზე ვერ შეძლებდა თქმას, მაგრამ იგი აღიქვამდა
ამას, თუ როგორ გრძნობდნენ კურთხეულ საათს ღვთაებრივის სიახ-
ლოვეს, მან ეს შეიგრძნო, როგორც მოკრძალებისა და გაოცების შიში
ამ კაცის წინაშე, გრძნობდა ამას, როგორც მისადმი სიყვარულს და იმ
ცხოვრებისაკენ მისწრაფებას, როგორც ეს მჯდომარე ცხოვრობდა თა-
ვის ჩაღრმავებულობაში; და ასე იდგა დაზა, საოცარ მდგომარეობაში
მყოფი. მოხუცის მეშვეობით თავისი წარმოშობა გაახსენდა, როგორც
მთავარსა და მეფეზე და ველურ გვიმრიანის ნაპირას ჩიტების ფრენას
და ხეების ნაზად მოშრიალე საუბრებს მინებდა. ტყე ტყედ რჩებოდა და
შორეული ნახირი ნახირად, ამ სასწაულს მიეცა და ჭვრეტაში წასულ
განდეგილს უმზერდა, ვინც თავისი სახის მიუხვედრელი სიწყნარითა
და შეუხებლობით გარემოცულიყო. იგი თავისი გამომეტყველებით, უბ-
რალო სიმშვიდით პოზის ძალითა და შეკრებილობით სრულყოფილად
მისცემოდა თავის მსახურებას.
ამის შემდეგ აღარაფრის თქმა არ შეეძლო, – ეს ორი-სამი საათი კი
არა, იქნებ დღეებიც კი იყო გასული, რაც მან იმ ქოხის წინ გაატარა.
როცა რაღაც სასწაულის ძალით ის ისევ წავიდა, როცა მან ბილიკი უხ-
მოდ, გვიმრებს შორის, უკან წვალებით მოიტოვა, ტყიდან გასასვლელ
გზას ეძებდა და ბოლოს ისევ გაშლილი, მთავარი საძოვრების ნახირს
მიადგა, ისე იქცეოდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მისი სული კვლავ
მოჯადოებული იყო და მაშინღა გამოერკვა, როცა ერთმა მწყემსმა და-
უძახა. ხმამაღლა სალანძღავი სიტყვებით მიმართა, ამდენ ხანს შორს

578
რა გინდოდაო, მაგრამ როცა დაზამ დიდი და გაოცებული კაცივით შე-
ხედა, თითქოს ეს სიტყვები მას არ მოუსმენიაო, მწყემსი მაშინვე და-
დუმდა, ბიჭის ამ უჩვეულო, უცხო მზერამ და მისმა საზეიმო თავდაჭე-
რამ გააოცა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰკითხა: „სად იყავი აბა წასული, საყ-
ვარელო? ღმერთი ნახე თუ დემონს გადაეყარე?“ „ტყეში ვიყავი თაფ-
ლის საძებნელად, – მიუგო დაზამ, – გული იქითკენ მეწეოდა, მაგრამ ეს
მერე სულაც გადამავიწყდა, რადგან იქ კაცი დავინახე, განდეგილი, იქ
რომ იდგა, და ფიქრში თუ ლოცვაში ჩაძირულიყო, და როცა მას შევხე-
დე და დავინახე, თუ როგორ უნათებდა სახე, რაღა უნდა მექნა, დავდე-
ქი და მას დავუწყე ყურება დიდხანს. საღამოს კი უნდა წამოვსულიყავი
და მისთვის ძღვენი მიმერთმია, რადგან ის წმინდა კაცია“.
„მერე ასეც ქენი, – უთხრა მწყემსმა,– წაუღე რძე და ახალი კარაქი,
მას პატივი უნდა მიაგონ, ძღვენი უნდა მიართვან წმინდანებს“.
„და როგორ უნდა მივმართო?“
„სულ არ გჭირდება მიმართვა, დაზა, მხოლოდ მის წინ დაიხარე და
მირთმეული წინ დაულაგე, მეტი აღარაფერი“.
ის ასეც მოიქცა. ცოტა ხანი დასჭირდა ამ კაცის სამყოფელის ხელა-
ხალი მიგნებისათვის. ქოხის წინ ადგილი ცარიელი დაუხვდა, და შიგ-
ნით შესვლასაც ვერ ბედავდა, შემდეგ მან ძღვენი ქოხის წინ, შესას-
ვლელში მიწაზე დააწყო და იქაურობას გაშორდა.
როცა კი მწყემსები ძროხებს ამ ადგილის ახლოს მირეკდნენ ხოლ-
მე, ის შესაწირს ყოველ საღამოს იქითკენ მიარბენინებდა, ხანდახან
დღისითაც მიდიოდა, ნახულობდა პატივცემულს, ჭვრეტაში წასულს
და ისიც ამჯერადაც მის თავისკენ მიზიდვას არ უარობდა, რომ ბიჭს
წმინდანისაგან ძალისა და ნეტარების სხივი მიეღო, როგორც გახარე-
ბულ მაცქერალს. და მას შემდეგაც, როცა მათ მიდამო დატოვეს და და-
ზა მწყემსებს ნახირის ახალ საძოვრებზე გადარეკვაში ეხმარებოდა, ამ
განცდის დავიწყება მას ტყეში კიდევ დიდხანს არ შეეძლო; და რო-
გორც ეს ბიჭებს სჩვევიათ, – ხანდახან ოცნებაში წავიდოდა ხოლმე,
როცა ცალკე რჩებოდა, რომ თავისი თავი მარტოსულად და იოგას
მცოდნედ წარმოედგინა. ამასობაში, დროსთან ერთად, გახსენებამ და
საოცნებო სურათმა გაფერმკრთალება მით უფრო დაიწყო, რაც უფრო

579
დაზა ძლიერ ყმაწვილად სწრაფად იზრდებოდა და თავის ტოლებთან
ერთად თამაშობებსა და ბრძოლებს სიხარულითა და სიბეჯითით აჰ-
ყვა. მაინც ციმციმებდა მოგონება და ჩუმი წარმოდგენა მის სულში,
თითქოს მას შეეძლო პრინცობა და მთავრადაც ყოფნა, რაც მან დაკარ-
გა, და რაც მას ერთხელაც შემდეგში იქნებ შეეცვალა იოგობის ღირსე-
ბითა და ძალით.
ერთ დღეს, რადგანაც ისინი ქალაქის ახლოს იმყოფებოდნენ, ერ-
თმა მწყემსმა იქიდან ამბავი მოიტანა, რომ ქალაქში უდიდესი ზეიმი
უნდა გამართულიყო. ძველმა მთავარმა რამანამ, ვისაც ადრინდელი
ძალა გამოეცალა და დასუსტდა, ერთი დღე დანიშნა, რათა თავისი ვა-
ჟისთვის – ნალასთვის – მემკვიდრეობა გადაეცა და მთავრად დაენიშ-
ნა. ამ ზეიმზე დაზას დასწრება სურდა, რათა ქალაქი კვლავ ენახა, რა-
ზედაც ბავშვობიდან მის სულში მოგონების ჩუმი კვალი დარჩენილიყო
და ისღა ცოცხლობდა მასში, რომ მუსიკა მოესმინა, საზეიმო მსვლე-
ლობა და წარჩინებულთა შეჯიბრები ენახა და ერთხელაც ქალაქელი
ხალხისა და მთავრების ის უცნობი სამყარო თვალით ეხილა, რასაც სა-
გებში და ზღაპრებში ასე ხშირად აღწერდნენ და რის შესახებაც მან
ნაკლები იცოდა, ეს საგა იყო თუ ზღაპარი, თუ ხალხში მოარული ამბა-
ვი, რომ ეს ყველაფერი ადრე, ადრეულ პერიოდში, მის საკუთარ სამყა-
როს წარმოადგენდა. მწყემსებს ბრძანება მისცეს, საზეიმო დღისათვის
კარზე შესაწირად კარაქის რაღაც რაოდენობა გაეგზავნათ, და დაზა
ეკუთვნოდა, მისდა გასახარად, იმ სამეულს, რომლებიც მწყემსმთა-
ვარმა ამ დავალებისთვის განაწესა. შესაწირი ერბო-კარაქის – გადა-
სატანად ისინი ერთმანეთს საღამოს პირზე კარიბჭესთან შეხვდნენ,
და ბრაჰმანმა ვაზუდევამ მათ მისართმევი ჩამოართვა, რამეთუ ის ის
კაცი გახლდათ, ვინც სამსხვერპლო საქმეს განაგებდა, მაგრამ ყმაწვი-
ლი ვერ შეიცნო. სამმა მწყემსმა ზეიმში მონაწილეობა მაშინვე დიდი
წადილით მიიღო. ნახეს, უკვე სისხამ დილით ბრაჰმანს მსხვერპლშე-
წირვის რიტუალი დაეწყო და ცეცხლის ალები ოქროსფრად მბრწყინავ
დაგუნდავებულ კარაქის მასებს მოედო, ცამდე აწვდენილ მოვარვარე
ალებად რომ გადაიქცეოდა, და ცეცხლი ზემოთ უსასრულობაში ციმცი-
მებდა და ცხიმით გაჟღენთილი კვამლი, სამგზის აბოლების შემდეგ ათ

580
ღვთაებას უნდა უკვე მიეღო. ისინი ხედავდნენ სპილოების საზეიმო
მსვლელობას, მოოქრული ჩარდახების ქვეშ ზედ მხედრები რომ ის-
ხდნენ. გამოჩნდა ყვავილებით შემკული მეფის ეტლი და ახალგაზრდა
რაჯა ნალა და ესმოდათ დაფდაფების ძლიერად მჟღერი მუსიკა. ეს
ყველაფერი იყო ძალზე დიდებული და შელამაზებული და ცოტათი სა-
საცილოც, მაინც ასე ეჩვენებოდა ახალგაზრდა დაზას; იგი შემკრთა-
ლი, ხმაურისგან გაოგნებული და დაყრუებული იყო. განცვიფრდა ეტ-
ლითა და მორთულ-მოკაზმული ცხენებით, მთელი სიმდიდრითა და ზი-
ზილ-პიპილებით, რაშიც ამდენი ფული იყო გაფლანგული, მეტად გაოც-
და მოცეკვავეებით, მთავრის ეტლის წინ რომ როკავდნენ, კენარი ტა-
ნითა და ლოტოსის ღეროს სიმტკიცით, გაკვირვებული იყო ქალაქის
სიდიდითა და სილამაზით და მიუხედავად ყველაფრისა, ამ სანახაო-
ბას მაინც მოხიბლულობითა და სიხარულით, მწყემსის ჯანსაღი
გრძნობით აკვირდებოდა, რასაც ქალაქელები, ძირითადად, ვერ ჰგუ-
ობენ. იმაზე არ ფიქრობდა, რომ იგი, მართლაცდა, თავად ნამდვილი
მემკვიდრე იყო, რომ აქ მის თვალწინ მისი ნახევარი ძმა ნალა, ვინც
აღარც კი ახსოვდა, ახლა ზეთცხებული და ნაკურთხი გახლდათ და ზე-
იმობდა, რომ მას თვითონ თავად, დაზას, მის ადგილზე ყვავილებით
მორთული ეტლით უნდა გაევლო; სამაგიეროდ კი, ეს ახალგაზრდა –
ნალა, მართლაც, სრულებით შესძულდა, სულელად, ბოროტად მოეჩ-
ვენა თავისი განებივრებულობით, აუტანელი ამპარტავნებითა და თა-
ვისი გაზვიადებული კულტით. ამ მთავრად მოთამაშე ყმაწვილს სი-
ამოვნებით ერთ ოინსაც უზამდა და ჭკუასაც ასწავლიდა, მაგრამ ამი-
სათვის არ იყო არანაირი გარემოება, და მალევე დაავიწყდა ეს ყველა-
ფერი იმ მრავალთა გამო, რასაც ის აქ ხედავდა, რაც ესმოდა, რაზეც
იცინოდა და რითაც ტკბებოდა. ქალაქელი ქალები მშვენივრები იყ-
ვნენ და ცივი, ამაღელვებელი მზერა ჰქონდათ, მოძრაობებითა და
მეტყველების თავისებურებით გამოირჩეოდნენ. სამმა მწყემსმა რამ-
დენიმე სიტყვა მოისმინა მათგან, რაც მათ დიდხანს ისევ ყურში ჩარ-
ჩათ. დამცინავი სიტყვებით წამოიძახეს მათზე, რადგან ქალაქელი
მწყემსთან იგივე დამოკიდებულებაშია, როგორც მწყემსი ქალაქელ-
თან; ერთს მეორე სძულს; თუმცა ლამაზი, და ძლიერი, რძითა და ყვე-

581
ლით კარგად ნაკვები, მთელი წლის მანძილზე თითქმის მუდამ ღია ცის
ქვეშ მცხოვრები ყმაწვილები, მწყემსი ბიჭები, ქალაქელ ქალებს ფრი-
ად მოსწონთ.
ამ ზეიმიდან უკან დაბრუნებულმა დაზამ უკვე გოგონებზე გადაიტა-
ნა ყურადღება, მათ დაჰყვებოდა და სხვა ყმაწვილებთან ერთად მძიმე
მუშტი-კრივშიც მოუწია ჩართვამ. და ერთხელაც ისინი კვლავ სხვა მხა-
რეში გადავიდნენ, ამ მხარეში ვაკე საძოვრები და ადგილ-ადგილ დამ-
დგარი წყლები ჩანდა, როგორც ლერწმიანსა და ბამბუკიანში ხვდებო-
დათ. ერთი გოგონა ნახა, სახელად პრავატი, და იგი ამ მშვენიერი გო-
გონასადმი თავბრუდამხვევმა სიყვარულმა შეიპყრო. გოგონა მოიჯა-
რის ქალიშვილი გახლდათ და დაზას სიყვარული იმდენად დიდი აღ-
მოჩნდა, რომ მას სხვა ყველაფერი დაავიწყდა და თავიც მიანება, რა-
თა იგი მოეპოვებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ მწყემსებმა ეს მხარე
კვლავ რომ დატოვეს, მათი გაფრთხილებები და რჩევები კი არ შეის-
მინა, და მათ, და საერთოდაც, მწყემსის ცხოვრებას გამოემშვიდობა;
იგი ამ ძლიერი სიყვარულის გამო აქაური მკვიდრი გახდა და საქმე
იქამდე მივიდა, რომ პრავატი ცოლად შეირთო. სიმამრისაგან ფეტვი-
სა და ბრინჯის ყანები დაიქირავა, და მას წისქვილის სამუშაოებსა და
შეშის მოგროვებაშიც ეხმარებოდა, თავის ცოლს ბამბუკის ქოხი აუშენა
თიხით შეზელილი კედლებით და იქ ჩაკეტა. რაღაც სხვა დიდი ძალა
უნდა არსებულიყო, რომ ყმაწვილი კაცი იქითკენ წასულიყო, რომ თა-
ვისი აქამომდელი სიხარულები, ამხანაგები და ჩვეულებანი მთლი-
ანად უარეყო, თავისი ცხოვრება შეეცვალა და მთლად უცხო ხალხში
ახალი სიძის არასახარბიელო როლი შეესრულებინა. ისეთი დიდი იყო
პრავატის მშვენიერება, ისე დიდი და მიმზიდველი იყო შინაგანი სიყ-
ვარულის წადილის აღთქმა, რაც მისი სახიდან და აღნაგობიდან ასხი-
ვებდა, რომ დაზა ყველაფერ დანარჩენზე დაბრმავდა და ამ ქალით
ბოლომდე დატყვევდა, და მართლაც, მის მკლავებში დიდ ბედნიერე-
ბას შეიგრძნობდა. ზოგ ღვთაებასა და წმინდა კაცზე ყვებიან ისეთ ამ-
ბებს, რომ მათ ერთი მომხიბლავი ქალი თავისი გრძნეულებით მოაჯა-
დოებდა, თავს შეაყვარებდა და მთელი დღეების, რამდენიმეგზის
მთვარის გამოცვლის და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი მათ ეხ-

582
ვეოდა და ისინიც შეერთვოდნენ, წადილში ჩაიძირებოდნენ ისე, რომ
სხვა დანარჩენი საქმეები მიავიწყდებოდათ, დაზაც ასეთ ბედსა და
სიყვარულს ეწია. ამასობაში მას ბედმა უმტყუნა, მისმა ბედნიერებამ
დიდხანს არ გასტანა. ასე გაგრძელდა ერთ წელს, და ეს დროც მარტო
ბედნიერებით არ ყოფილა სავსე, კიდევ იჩინა თავი რაღაც ზოგ-ზოგმა
რამემ, სიმამრის მკაცრმა მოთხოვნებმა, მოყვრების დაცინვამ, ყმაწვი-
ლი ქალის ახირებებმა. მაგრამ რამდენჯერაც კი მის საწოლს მიუახ-
ლოვდებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა და არაფრად აგდებდა ამ
ყველაფერს, ისე სასწაულად იზიდავდა მისი ღიმილი, ისე ტკბილი იყო
ქალის ცხელ ნაკვთებთან შეხება, ასე ჰყვაოდა ვნების ბაღი მის ნორჩ
სხეულზე ათასობით ყვავილის სურნელის ფრქვევითა და გამაგრილე-
ბელი ჩრდილებით.
ბედნიერება ჯერ სრული ერთი წლისაც არ გამხდარიყო, რომ ერთ
დღესაც შფოთმა და ხმაურმა მოაღწია ამ მხარეში. ამხედრებული მაც-
ნეები გამოჩნდნენ და ახალგაზრდა რაჯას ეძებდნენ, თვით ახალგაზ-
რდა რაჯა, ნალა, გამოჩნდა თავისი კაცებით, ცხენებით და აღალით ამ
მხარეში სანადიროდ, იქით-აქეთ კარვები დასცეს, ცხენთა ჭიხვინი და
საყვირთა ხმები ისმოდა. დაზა ამაზე არ შეწუხებულა, ისევ მინდორში
მუშაობდა, წისქვილზე ზრუნავდა და მონადირეებს და კარის ამალას
თავს არიდებდა. მაგრამ როცა იგი ამ დღეებში ერთხელაც თავის ქოხ-
ში ბრუნდებოდა, და თავისი ცოლი იქ აღარ დაუხვდა, ვისაც საერთოდ,
ყველანაირი გარეთ გამოსვლა ამ პერიოდში უმკაცრესად ეკრძალებო-
და, გულში ჩხვლეტა იგრძნო და გუმანით მიხვდა, მის თავზე უბედურე-
ბა დატრიალდებოდა. სიმამრისკენ გაექანა, არც იქ იყო პრავატი, და
არავის დაუნახავს იგი. შიშმა გული შეუკუმშა, მაგრამ მაინც ერეოდა
ამას. ძებნიდა კომბოსტოს ბოსტანში, ყანებში. ის ერთი და მეორე
დღეც თავისსა და სიმამრის ქოხს შუა გზაში გაატარა. ყანას უთვალ-
თვალებდა, ჭაშიც ჩავიდა, ლოცულობდა, მის სახელს გაჰყვიროდა,
მოუხმობდა, ილანძღებოდა, ფეხის ნაკვალევს ეძებდა. მისმა უმცროს-
მა მოყვარემ, ჯერ კიდევ ბიჭმა, ბოლოს გასცა, პრავატი რაჯასთან
არის, მის კარავში ცხოვრობს, მის ცხენზე დაინახესო. დაზა კარვის ბა-
ნაკს ჩაუსაფრდა უხილავად, თან შურდული ჰქონდა, ადრე მწყემსობა-

583
ში რომ გამოიყენა. როგორც კი მთავრის კარავი, დღისით თუ ღამით,
ერთი წუთითაც კი დაუცველად დარჩებოდა, მიიპარებოდა წინ, მაგრამ
ყოველთვის მაშინვე ყარაული გამოჩნდებოდა, და უნდა უკან გაქცეუ-
ლიყო. ერთი ხიდან, რომლის ტოტებში დამალული ბანაკს დაჰყურებ-
და, რაჯა დაინახა, ვისი სახეც მისთვის ქალაქში იმ ზეიმიდან უკვე ნაც-
ნობი და აუტანელი იყო, ხედავდა, ცხენზე როგორ შეჯდა და გააჭენა,
და როცა რამდენიმე საათში მობრუნდა, ცხენიდან გადმოვიდა და კარ-
ვის კალთას უკან სწევდა, დაზამ შენიშნა, კარვის ჩრდილში მოძრავი
ყმაწვილი ქალი, ვინც უკან დაბრუნებულს ესალმებოდა, და ცოტაღა
გასწყდა, რომ ლამის ხიდან არ ჩამოვარდა, როცა ამ ახალგაზრდა
ქალში თავისი ცოლი პრავატი შეიცნო. ახლა კი ცხადი იყო ყველაფერი
და გულს კიდევ უფრო ძლიერ დააწვა სიმძიმე. პრავატისაგან სიყვარუ-
ლით მონიჭებული ბედნიერება დიდი იყო, მაგრამ არა ნაკლებ დიდი,
და უფრო დიდი ტკივილი იყო სიბრაზე, დანაკარგის გრძნობა და შე-
ურაცხჰყოფა. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანი თავის სიყვარულის ნიჭს
ერთადერთ საგანზე გადაიტანს, რომლის დანაკარგით ყველაფერი
ჩამოექცევა, და ყარიბივით დგას ნანგრევებში. ერთი დღე და ღამე
დაძრწოდა დაზა იქაურ ტყეებში, ცოტა ხნით სულის მოთქმის შემდეგ
გადაღლილს გულის ხვაშიადი ისევ და ისევ მოსვენებას უკარგავდა,
უნდა ერბინა და ემოძრავა და ისე ეგონა, თითქოს სულ უნდა ექროლა,
და ემოგზაურა ქვეყნის ბოლომდე, თავისი ცხოვრების ბოლომდე, ვინც
თავისი მნიშვნელობა და ბრწყინვალება დაკარგა. მაინც არ გაიქცა
შორეულსა და უცნობ მხარეში, მუდამ ისევ თავისი უბედურების ადგი-
ლის ახლოს ტრიალებდა, გარს უვლიდა თავის ქოხს, წისქვილს, ყა-
ნებს, მთავრის მონადირეების კარავს. ბოლოს ისევ კარვის ზემოთ ხე-
ებში დაიმალა, ჩაცუცქდებოდა ხოლმე და სიმწრითა და ბოღმით მში-
ერი მტაცებელი ცხოველივით ფოთლოვან სამალავში ჩაუსაფრდებო-
და, ვიდრე ის წუთი არ მოვიდოდა, რისთვისაც თავის უკანასკნელ ძა-
ლებს იკრებდა, ვიდრე რაჯა კარვის წინ არ დადგებოდა. და აი, ტოტი-
დან წყნარად გამოსრიალდა, შურდული მოიმარჯვა, გააქანა და კაჟი
ქვა საძულველ ადამიანს შიგ შუბლში ისე სტყორცნა, რომ იგი უეცრად
მოწყდა და მიწაზე გულაღმა გაშეშებული დავარდა. არავინ ჩანდა იქ-

584
ვე; ვნებისა და დაზას გრძნობაში შურისძიების ტკბობის ქარიშხალი
ამოვარდა. ერთ წამს შემაშინებლად საოცარმა ღრმა სიჩუმემ შეაღწია
მის სულში, და ვიდრე დაცემულის ირგვლივ ხმაური ატყდებოდა და
მსახურთა ალიაქოთი შეიქნებოდა, ის იქ, უკვე ტყეში, ხეობასთან მიბ-
მულ ბამბუკიანში გაუჩინარდა.
იმ დროს, როცა ხიდან ჩამოხტა, იმ დროს, როცა ამ საქმით გაბრუე-
ბული იყო, ისე ეგონა, ვინც თავისი შურდულის მოქნევით მტერს სიკ-
ვდილი აგემა, თითქოს ამით თავისი საკუთარი ცხოვრებაც ჩაქრა,
თითქოს უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და დაეცაო. იმ მომაკვდინებელ
ქვას ფრენით მიყვებოდა თავადაც განადგურების უფსკრულში, თანახ-
მა იყო, რომ თვითონაც მზე ჩასვენებოდა, როცა საძულველი მტერი იმ
წუთს მის წინ დაეცა. მაგრამ, რადგანაც სიჩუმის იმ მოულოდნელ წუთს
იმოქმედა, სიცოცხლის წადილმა, სწორედ არაფერი იცოდა მაშინ ამის
შესახებ, პირღია უფსკრულიდან უკან მოაბრუნა, და მისმა გრძნობებმა
და სხეულის ნაწილებმა აღიდგინა წინარე ლტოლვა, მოაძებნინა ტყე
და ხშირი ბამბუკიანი, და გაჰყვა გაქცევისა და უჩინრად გადაქცევის
ბრძანებას. როცა თავშესაფარს მიაღწია და პირველ საფრთხეს დაუძ-
ვრა, და იმის ცნობაზე მოვიდა, რაც დაემართა, იმასობაში, როცა ბო-
ლომდე ქანცგაწყვეტილი დაბლა ჩაიკეცა და სუნთქვას ლამობდა, და
იმ დროს, როცა ძალაგამოლეულმა, ამ მოქმედებით გაოგნებულმა, თა-
ვი დაკარგა და შემდეგ კი სიფხიზლემ კვლავ ძლივს გამოარკვია,
იმედგაცრუებულმა პირველად მაშინღა იგრძნო წინააღმდეგობა იმი-
სა, რომ ცოცხალია და გამოხსნილი. მაგრამ ძლივს დაიწყნარა სუნ-
თქვა და გადაღლილობის თავბრუსხვევამ გადაუარა, სიჯიუტისა და
სიცოცხლის ნდობის ამ სუსტმა და წინააღმდეგობრივმა გრძნობამ ისევ
თავი იჩინა და გულში ამ ჩადენილი მოქმედების ველური სიხარული
კვლავ დაუბრუნდა.
მალევე, ცოცხლად მის სიახლოვეს მკვლელზე ძებნა და ნადირობა
დაიწყო. ეს მთელ დღეს გრძელდებოდა, და მან მხოლოდ იმიტომ და-
აღწია თავი იმათ, რადგან უხმოდ ისეთ სამალავში გაჩერდა, რომ ვეფ-
ხვების შიშით იქ ვერავინ შებედავდა შესვლას. ცოტა ჩაიძინა, ისევ ჩა-
საფრებული იწვა, გახოხდა წინ, ახლიდან შეისვენა, მესამე დღეს, ჩა-

585
დენილი დანაშაულის შემდეგ, უკვე ქედების გადაღმა იყო და შეუსვე-
ნებლად გააგრძელა მოგზაურობა მაღალი მთებისკენ.
უსამშობლო ცხოვრებამ იქით-აქეთ ატარა, უფრო გამაგრდა და
გულგრილი გახდა, უფრო ჭკვიანი და იმედგაცრუებული, ღამით კი მუ-
დამ კვლავ პრავატი ესიზმრებოდა და მაშინდელი ბედნიერება, ანდა
რასაც ასე უწოდებდა, ბევრჯერ დასიზმრებია დევნასა და გაქცევასთან
ერთად. საშინელი და გულის შემძვრელი სიზმრები ჰქონდა, ასეთები,
მაგალითად: რომ ტყეებში გარბის, მდევრები დაფითა და საყვირით
უკან მოჰყვებიან, რომ ტყის ჭაობის, ძეძვნარის გადაჭრით და ჩასატეხ,
დამპალ ხიდებზე გავლით რაღაც მიაქვს, ტვირთი, გამოკრული ფუთა,
უცხო რაღაც დამალული, რის შესახებაც მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს
ძვირფასია და არავითარ შემთხვევაში ხელიდან არ უნდა გასხლტო-
მოდა, რაღაც ღირებული და საფრთხის მომტანი, განძი, რაღაც მოპა-
რული იქნებ, ნაჭერში გამოკრული, მოყავისფრო-მოწითალო, ცისფერ-
სახიან, ფერად ქსოვილში, როგორი საზეიმო კაბაც პრავატის ჰქონდა,
რომ, ესე იგი, ამ ფუთით, ნაპარავითა თუ განძით დატვირთული, საფ-
რთხესა და ტანჯვა-წვალებაში მირბის და მიიპარება, მოსრილი,
ღრმად ჩამოშვებულ ტოტებსა და გადმოკიდებულ კლდეებ ქვეშ, ჩაუვ-
ლის გველებსა და სავსე ნიანგებიან მდინარეებს და ბეწვის ხიდზე გა-
დის, და ბოლოს ის ისე მიიჩქარის, რომ ქანცგაწყვეტილი ჩერდება, ერ-
თმანეთის მიყოლებით კვანძებს გამოხსნის, რითაც ფუთა იყო შეკრუ-
ლი და ნაჭერს გაშლის და განძი, რაც ამოიღო და ცახცახით ხელში უჭი-
რავს, მისი საკუთარი თავი აღმოჩნდება.
ის დამალული ცხოვრობდა მოგზაურობაში, ადამიანებს, მართა-
ლია, აღარ გაურბოდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა. და ერთ დღესაც გზა-
ში ყოფნამ ბალახით მდიდარ მთიან მხარეში მიიყვანა, ლამაზი და
მხიარული რომ მოეჩვენა, და ისე შეეგება ეს ყველაფერი, რომ თითქოს
უნდა სცნობოდა: ხან მდელოები შეხვდებოდა ნელსურნელოვანი მინ-
დვრის ყვავილებით, ხან წნორიანი ადგილები, რასაც ცნობდა, და რაც
მხიარულ და უცოდველ დროზე მიანიშნებდა, როცა მაშინ სიყვარულსა
და ეჭვზე, სიძულვილსა და შურისგებაზე ჯერ კიდევ არაფერი უწყოდა.
ეს იმ საძოვრების მხარე იყო, სადაც ადრე თავის ამხანაგებთან ერთად

586
ნახირს მირეკავდა, ეს უმხიარულესი დრო იყო მის ყმაწვილკაცობაში,
შორეული სიღრმიდან, დაუბრუნებელიდან რომ უმზერდა. მის გულში
დავანებულმა ტკბილმა სევდამ იმ ხმებს გასცა პასუხი, მას რომ მი-
ესალმნენ აქ, ვერცხლისფერი ტირიფების ხეებში მქროლავ ქარს, პა-
ტარა ნაკადულთა მხიარულ, სწრაფ მარშისებრ სიმღერას, ფრინველ-
თა სტვენასა და კრაზანათა დაგუდულ, ოქროსფერ ზუზუნს. როგორც
თავშესაფარი და სამშობლო ისე ჟღერდა ეს ყველაფერი და ისეთი
სურნელი ტრიალებდა აქ, რომ არასოდეს არ შეეგრძნო მოხეტიალე
მწყემსის ცხოვრებით ნაცხოვრებს ასეთი სხვა მეორე მხარე ასე თავი-
სად და მშობლიურად.
ეს მის სულში შემოსული ხმები მიაცილებდა და მიუძღვოდა მას;
თითქოს სამშობლოში დაბრუნებულის გრძნობებით გარემოცული მოგ-
ზაურობდა მეგობრულ ქვეყანაში იმ საშინელი თვეების შემდეგ, პირვე-
ლად არა უცხოსავით, არა დევნილივითა და ლტოლვილივით, და სა-
სიკვდილოდ განწირულივით, არამედ მხნე გულით, არაფერზე დარ-
დით, არაფერზე ოცნებით, მთლად მინებებული წყნარ, სიხარულით
სავსე ახლანდელობასა და ახლობლობას; ჩანდა, იგი ამ ყოველივეს
მადლობით იღებდა, ოდნავ თავისი თავითა და ამ ახალი უჩვეულო,
პირველად კრთომით განცდილი სულიერი მდგომარეობით გაოცდე-
ბოდა, ამ უსურველი გულღიაობით, ამ დაუძაბველი სიმხიარულით,
დამკვირვებლის ტკბობის ამ ყურადღებიანი და მადლიერი სახით მან
მწვანე საძოვრების გადავლით ტყისკენ გასწია, ხეთა ქვეშ მზის პატა-
რა ლაქები რომ მოჩანდა, ბინდბუნდი დავანებულიყო, დაბრუნებისა
და სამშობლოს ის გრძნობა გაუძლიერდა, რამაც წაიყვანა იმ გზებზე,
რომელთა მიგნების ძალა მის ფეხებს თავისთავად შესწევდა, ვიდრე
გვიმრიანის გავლით, დიდი ტყის შუაგულში, ხშირ პატარა ტყეს არ მი-
აღწია, ერთ ბეწო ქოხს არ მიადგა, სადაც პატარა ქოხის წინ მიწაზე უძ-
რავად იოგი იჯდა, ვისაც მაშინ მიაყურადა და რძე მიუტანა. გამოღვი-
ძებულივით შეჩერდა დაზა. აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც უწინ, აქ
დრო არ გასულიყო, არც მოუკლავთ არავინ და არც გატანჯულან; აქ
დროება ისე ჩანდა, რომ ცხოვრება კრისტალივით მყარად ჩაწყნარე-
ბულიყო და გამარადისებულიყო. მან დაკვირვებით შეხედა მოხუცს,

587
და მის გულს კვლავ ის გაოცება, სიყვარული და მონატრება უკანვე და-
უბრუნდა, რაც მან, მისმა პირველმა შემხედვარემ, განიცადა. ის ათვა-
ლიერებდა ქოხს და თავისთვის გაიფიქრა, რომ საჭირო იყო ცოტათი
მაინც მისი გამაგრება, რათა შემდეგში წვიმების დროს არ ჩამოქცეუ-
ლიყო. რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადადგა, შევიდა ქოხის შიგნით
და დაინახა, თუ რა ხდებოდა. აქ ბევრი არაფერი ჩანდა, თითქმის არა-
ფერი მოიპოვებოდა. ფოთლებით მოწყობილი დასაწოლი, გოგრის თა-
სი შიგნით ცოტა წყლითა და ცარიელი ლაფნის პარკი – სულ ეს იყო. მან
პარკი აიღო და თან წაიყოლა ტყეში საჭმლის მოსაძებნად, მოიტანა
რაღაც ნაყოფი და ხის ტკბილი გული, შემდეგ თასით წავიდა ახალი
წყლის ასავსებად. და ყველაფერი მოაწყო, რაც აქ შეიძლება გაკეთე-
ბულიყო. ასე ცოტა რამ სჭირდებოდა ერთს სიცოცხლისათვის. დაზა მი-
წაზე ჩაცუცქდა და ოცნებებში ჩაიძირა. ის კმაყოფილი იყო ამ მდუმარე
სიჩუმით, სიწყნარით და ტყეში ოცნებებით, ის კმაყოფილი იყო თავისი
შინაგანი ხმით, რამაც აქეთკენ წამოიყვანა, რასაც მაშინ უკვე ყმაწვი-
ლობაშივე, როგორც სიმშვიდეს, ბედნიერებას და სამშობლოს ისე
აღიქვამდა.
ასე დარჩა იგი მდუმარესთან. მისი ფოთლებით მოწყობილი დასა-
წოლი ადგილი განაახლა, საკვებს ორივესათვის ძებნიდა, შეაკეთა
ძველი ქოხი და დაიწყო მეორის აშენება, რაც ცოტა მოშორებით თავის-
თვის წამოჭიმა. მოხუცი უთმენდა, როგორც ჩანდა, მაინც ვერ გაიგებდა
კაცი, საერთოდ, იგი აღიქვა თუ არა. როცა თავისი ჩაღრმავებიდან გა-
მოერკვა, წამოდგა, ესეც მხოლოდ მაშინ, ქოხში დასაძინებლად რომ
შესულიყო და ერთი ლუკმა შეეჭამა, ანდა ცოტა ხნით ტყეში გაევლო.
დაზა პატივცემულის გვერდში ცხოვრობდა მსახურივით, დიდი კაცის
სიახლოვეს, ანდა ისე, პატარა შინაური ცხოველივით, თვინიერი ჩიტი-
სა თუ მუნგოსავით, ადამიანებთან ერთად რომ ცხოვრობს მის სამსა-
ხურში და თითქმის შეუმჩნევლად. რადგან იგი დიდი ხანი ლტოლვი-
ლად და მალულად ცხოვრობდა, უჩინრად, დანაშაულის განცდით მუ-
დამ დევნაზე ფიქრობდა, ახლა მშვიდ ცხოვრებას მოეკიდა. უწვალებე-
ლი შრომა და იმ ადამიანის მეზობლობა, ვინც მას ყურადღებას, რო-
გორც ეტყობოდა, არ აქცევდა, ცოტა ხანს ძალიან კარგი იყო, მას ეძინა

588
კოშმარების გარეშე და ავიწყდებოდა ხან ნახევარი და ხან მთელი
დღეც ის, რაც მოხდა. მომავალზე არ ფიქრობდა, და თუ მონატრება ან-
და სურვილი შეიპყრობდა, ეს ის იყო, რომ აქ დარჩენილიყო და იოგას-
გან მარტოსულის ცხოვრების საიდუმლოება მიეღო და დალოცვით
თვით იოგა და იოგობა გაეზიარებინა თავისი ამაყი უზრუნველობით.
მან დაიწყო, პატივცემულის მდგომარეობისათვის ხშირად მიებაძა,
მის მსგავსად გადაჯვარედინებული ფეხებით უმოძრაოდ დამჯდარი-
ყო, – მის დარად უცნობი და ზერეალური სამყარო ეჭვრიტა და ის, რაც
მის გარშემო სუფევდა, უგრძნობი გამხდარიყო. ამაში ის მალე იღლე-
ბოდა, მართლაცდა, უმეტესად კიდურები ეჭიმებოდა და ზურგის არეში
ტკივილები ეწყებოდა, კოღოები ესეოდა, ანდა კანზე საოცარი შეგ-
რძნებები გაუჩნდებოდა, ქავილისა და გაღიზიანებისაგან რომ აწუხებ-
და და რაც აიძულებდა, კვლავ განძრეულიყო, მოეფხანა და ბოლოს
ისევ წამომდგარიყო. რამდენჯერმე კი სხვაგვარადაც შეიგრძნო, კერ-
ძოდ კი, თითქოს დაცარიელდა, დამსუბუქდა და ლივლივებდა ისე,
როგორც ვინმეს ზოგჯერ სიზმარში მოსდის, როცა მიწას მხოლოდ ხან-
დახან, სულ ოდნავ შეეხება და შემდეგ ჰაეროვნადვე მოსწყდება, ისევ
შალის ბუსუსივით რომ იფარფატოს; ამ წუთში ის წარმოიდგენდა, რო-
გორი იქნებოდა ეს ყველაფერი, თუ ასე ლივლივს გააგრძელებდა, რო-
გორც აქ საკუთარი სხეული და საკუთარი სული თავის სიმძიმეს რომ
იხსნიდა და უფრო დიდი, წმინდა მზიანი ცხოვრების სუნთქვას შეუერ-
თდებოდა, ზეაიწეოდა და საიდუმლოს შეისრუტავდა იმ მიღმიერიდან,
უდროობიდან და უცვლელობიდან. მაინც იყო მასში ის ძველი წუთები
და წარმოდგენები დარჩენილი. როცა ასეთი წუთების დროს იმედი უც-
რუვდებოდა და ძველებურ ცხოვრებაში უკან გადადიოდა, ფიქრობდა
და იმას ხვდებოდა, რომ ეს იოგა მისი მასწავლებელი სურდა გამხდა-
რიყო, თავისი სავარჯიშოებით იგი საიდუმლო ხელოვნებაში შეეყვანა
და მისგან იოგაც დამდგარიყო. მაგრამ, როგორ უნდა მომხდარიყო ეს?
რაღაც ისე არ ჩანდა, რომ მოხუცს იგი როდესმე თავისი თვალებით
აღექვა, და როდისმე მათ შორის სიტყვები წარმოთქმულიყო. როგორც
იკვეთებოდა, მოხუცი იმ სამყაროში დროისა და საათის, ტყისა და ქო-
ხის მიღმა იმყოფებოდა, აგრეთვე სიტყვათა მიღმაც.

589
და ერთ დღესაც მან ერთი სიტყვა თქვა. ახლა დრო მოვიდა, როცა
დაზას ღამღამობით ისევ ესიზმრებოდა, სულის ამწეწად ხშირად ტკბი-
ლად და სულის ამწეწად ხშირად საშინლად, ან თავისი ცოლი პრავა-
ტი, ან ლტოლვილის ცხოვრების შემზარაობა. და დღისით წინ ნაბიჯ-
საც რომ ვერ დგამდა, ვერ ეგუებოდა ჯდომასა და თავის თავზე ვარ-
ჯიშს დიდხანს, ისევ უნდა ქალებზე და სიყვარულზე ეფიქრა და ბევრს
ხეტიალობდა ტყეში აქეთ-იქით. ამინდის ბრალი უნდა ყოფილიყო, სუ-
ლის შემხუთველი დღეები იდგა, ცხელი ქარები ძლიერად ქროდნენ.
ერთხელ ისეთი ცუდი დღე იყო, კოღოებიც ირეოდნენ და დაზამ ღამით
ისევ მძიმე, შიშისა და ტანჯვის განმცდელი სიზმარი ნახა, რომლის ში-
ნაარსი აღარც კი ახსოვდა, რაც მის ღვიძილში საცოდავ და, მართლაც,
ნებადაურთველ და ღრმად შემარცხვენელ დაცემაზე მეტყველებდა,
ცხოვრების იმ საფეხურზე წინათ შექმნილი მდგომარეობის გამო. მთე-
ლი დღე ასე მიიპარებოდა, დამძიმებული ჩაიცუცქებოდა და მოუსვენა-
რი ქოხთან ერთობოდა ამა თუ იმ სამუშაოთი, დაეშვებოდა ხოლმე
დაბლა, ისევ ჩაღრმავდებოდა სავარჯიშოდ, და ყოველთვის სიცხე მა-
შინვე შფოთში ჩააგდებდა, სხეული უკრთოდა, თითქოს ფეხებში ჭიან-
ჭველები დასდიანო, კეფაში სწვავდა, რამდენიმე წუთს თუ სძლებდა
და დაძაბუნებული და დარცხვენილი გადახედავდა მოხუცს, ვინც
სრულყოფილ პოზაში ჩამჯდარიყო. და ვისი სახეც შიგნით მიმართული
თვალებით შეუხებელ, წყნარ სიხარულში ლივლივებდა ყვავილის
გვირგვინივით. და აი, როცა ამ დღეს იოგა წამოიმართა და თავის ქო-
ხისკენ იბრუნა პირი, გზაში დაზა დახვდა, ვინც დიდხანს ყოველ წუთს
ჩასაფრებოდა, და შეშინებულმა მხნედ ჰკითხა: „პატივცემულო, – უთ-
ხრა, – მაპატიე, რომ შენ სიმშვიდეში შემოვიჭერი. მე მშვიდობას ვეძებ,
სიმშვიდეს ვეძებ, შენსავით მინდა ვიცხოვრო და ისეთი გავხდე, რო-
გორც შენ. შეხედე, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე ბევრი ტკივი-
ლის გადატანა მომიხდა, ბედი საშინლად მომექცა. მთავრად დავიბა-
დე და მწყემსად გადამაგდეს, მწყემსი გავხდი, გავიზარდე, მხიარული
და ძლიერი ხბოსავით უცოდველი გულით. მერე თვალი ქალებისკენ
გამექცა, სახით უმშვენიერესი დავიკავშირე, და ჩემი სიყვარული მის
სამსახურში ჩავაყენე, მოვკვდებოდი, ის რომ არ შემერთო. მე ჩემი ახ-

590
ლობლები, მწყემსები მივატოვე, პრავატის მოპოვება მსურდა, დავუ-
კავშირდი მას, სიძე გავხდი და ვიმსახურე, მაგრამ უნდა მემუშავა, პრა-
ვატი ჩემი იყო და მეც ვუყვარდი, თუ მე მეგონა, მას ვუყვარდი, ყოველ
საღამოს მის მკლავებს ვუბრუნდებოდი, მის გულზე ვიწექი. შეხედე, მე-
რე მივიდა რაჯა ამ მხარეში, იგივე, ვისი გულისათვისაც მე მაშინ ბავ-
შვობაში გამაგდეს, მოვიდა და პრავატი მომტაცა, მას მის მკლავებში
ვხედავდი. ეს უდიდესი ტკივილი იყო, რაც განვიცადე, რამაც მე და ჩე-
მი ცხოვრება მთლად შეცვალა. მე რაჯას ვესროლე, მოვკალი და დამ-
ნაშავისა და დევნილის ცხოვრებამ მიწია, ყველაფერი უკან დამრჩა,
ერთი საათიც არ ვყოფილვარ უსაფრთხოდ ჩემს ცხოვრებაში, სანამ აქ
არ მოვხვდი. მე გაგიჟებული ადამიანი ვარ, პატივცემულო, მე მკვლე-
ლი ვარ, შეიძლება ისევ დამიჭირონ და ოთხად გამხლიჩონ, ამ საშინე-
ლი ცხოვრების ატანა აღარ მინდა, მისგან გათავისუფლება მსურს“.
იოგამ მშვიდად, დაბლა დახრილი თვალებით მოუსმინა მის გულის
ტკივილს. ახლა თვალები ასწია და თავისი მზერა დაზას სახისკენ მი-
მართა; ნათელი, გამკვეთი, თითქმის აუტანლად ძლიერი, შეკრებილი
და ნათელი მზერა და იმ ხნის განმავლობაში, როცა იგი დაზას სახეს
აკვირდებოდა, და მის სწრაფ მონათხრობზე ფიქრობდა, პირზე ოდნავ
ღიმილი გაუჩნდა სიცილით, უხმო სიცილით თავს აქნევდა და თქვა სი-
ცილითვე:
„მაია! მაია!“
მთლად არეული და დარცხვენილი გაჩერდა დაზა მეორე ლუკმის
მიღების წინ. ვიწრო ბილიკით ცოტა ხანს წავიდა გვიმრიანში, ზომიე-
რად და ტაქტის შესაბამისად მიმოდიოდა იქით-აქეთ, კიდევ რამდენი-
მე ასი ნაბიჯის შემდეგ უკან მობრუნდა და თავის ქოხში შევიდა, და მი-
სი სახე იყო კვლავ ისეთი, როგორც მუდამ, სხვაგან წასული, მოვლენა-
თა სამყაროსკენ. რა იყო აქ მაინც სასაცილო, ვინც საწყალ დაზას ამ
ყოველი დროიდან მსგავსი უმოძრაო სახით უპასუხა! დიდხანს ფიქ-
რობდა ამაზე. რა იყო ეს კეთილი თუ ქედმაღლური, რა იყო ეს საშინე-
ლი სიცილი ამ წუთში დაზას სასოწარკვეთილ აღსარებასა და გაქცევა-
ზე, ნუგეშით თუ განსჯით, ღვთაებრივით თუ დემონურით განმსჭვალუ-
ლი? ეს იქნებ მხოლოდ ცინიკურ ხითხითს ჰგავდა მოხუცის ასაკის შე-

591
საბამისად, რომ მას აღარ შეეძლო სერიოზულად აღექვა ანდა ბრძენის
გამხიარულებას უდრიდა უცხო ადამიანის სიგიჟეზე? ეს უარყოფა, გა-
მომშვიდობება, შორს გაგზავნა იყო? თუ რჩევა მოჰყვებოდა, მოთხოვ-
ნა დაზას მიმართ, ეს მასაც ასე გაეკეთებინა, თვითონაც გაეცინა? მას
ამისი გამოცნობა არ შეეძლო, გვიან ღამითღა მიუხვდა ამ სიცილს, თუ
რას ნიშნავდა მისი ცხოვრება მისი ბედნიერება და გაჭირვება ამ მოხუ-
ცისათვის. ამ სიცილს უტრიალებდა მისი ფიქრები, როგორც მაგარი
ფესვის ღეჭვა, რაც სადღაც მაინც გემოს გამოსცემს და სურნელიც აქვს.
ასევე ღეჭავდა ამ სიტყვას და ფიქრობდა და აწვალებდა, რაც მოხუცმა
ასე ნათლად წამოიძახა, და თანაც ასე მხიარულად და მიუხვედრე-
ლად ნასიამოვნებმა რომ გაიცინა: „მაია, მაია?“ დაახლოებით რას
ნიშნავდა ეს სიტყვა ნახევრად იცოდა, ნახევრად გრძნობდა, და ის გა-
რემოებაც, თუ როგორ წამოიძახა გაცინებულმა, მისთვის ეს აზრიც გა-
მოსაცნობი ჩანდა. მაია იყო დაზას ცხოვრება, დაზას ახალგაზრდობა,
დაზას ტკბილი ბედნიერება და მწარე ტანჯვა, მაია იყო ლამაზი პრავა-
ტი, მაია იყო სიყვარული და მისი ხალისი, მაია მთელი ცხოვრება, და-
ზას ცხოვრება და ყველა ადამიანის ცხოვრება იყო, ყველაფერი ამ მო-
ხუცი იოგას თვალთახედვით მაია იყო, ეს ბავშვობასავით იყო, პიესა-
სავით, თეატრივით, განათლებასავით, არაფერივით ჭრელ კანში, სა-
ტანის ბუშტივით იყო რაღაც, რაზედაც გარკვეული კრთობით იცინიან
და რაც იმავდროს სძულთ, არავითარ შემთხვევაში კი, სერიოზულად
არ შეუძლიათ მისი მიღება.
მოხუცმა იოგამ დაზას ცხოვრება სიცილითა და სიტყვით – მაია შე-
აფასა და დაამთავრა, დაზასთვის კი თავად ეს ასე არ ყოფილა, და
როგორ ძალიანაც უნდა ნდომებოდა, თვითონ გაცინებული იოგი ყო-
ფილიყო და მის საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეეცნო გარდა მაიასა-
ვით, ის ასე ვერ იქნებოდა; ეს იყო მხოლოდ იმ მოუსვენარი დღეებიდან
და ღამეებიდან, ყველაფერმა მასში ისევ გაიღვიძა და ყველაფერი გა-
ცოცხლდა, რაც მას ლტოლვილობის დროის, გადაღლის შემდეგ, ერთი
ხანი აქ, თავის თავშესაფარში, თითქმის მივიწყებული ეგონა. უკიდუ-
რესად მცირე აღმოჩნდა მისი იმედი, რომ იოგას ხელოვნებას, მარ-
თლაც, შეისწავლიდა ანდა მოხუცის დარად შესძლებდა ცხოვრებას.

592
მაგრამ მაშინ რა აზრი აქვს ამ ტყეში მაინც მის დაყოვნებას? ეს იყო
თავშესაფარი, მან აქ ცოტათი ამოისუნთქა და ძალები მოიკრიბა, ცო-
ტათი გონს მოეგო, და ესეც ფასეული იყო მისთვის, ეს უკვე ბევრს ნიშ-
ნავდა. და იქნებ ამასობაში გარეთ ქვეყანაში მთავრის მკვლელის
დევნა შეჩერდა და დიდი საშიშროების გარეშეც შეეძლო გზა უკვე გა-
ნეგრძო. ამის გაკეთება გადაწყვიტა, მეორე დღესვე სურდა ეს წამოეწ-
ყო, ქვეყანა დიდი იყო, მას არ შეეძლო მუდამ აქ, თავშესაფარში დარ-
ჩენა. გადაწყვეტილებამ გარკვეული სიმშვიდე მოუტანა.
სისხამ დილითვე უკვე აქედან აყრა უნდოდა, მაგრამ როცა დიდი
ხნის ძილისგან გამოფხიზლდა, მზე უკვე ცაზე კარგად ამოწვერილიყო
და იოგას უკვე ჩაღრმავებაც დაეწყო, მას კი გამომშვიდობების გარეშე
არ უნდოდა აქედან წასვლა და თანაც კიდევ ერთი თხოვნა ჰქონდა მი-
სადმი. ასე უცდიდა საათობით, ვიდრე კაცი არ წამოიმართა; მან კიდუ-
რები გაჭიმა და იქით-აქეთ დაიწყო სიარული. დაზა გზაში დაუდგა, იხ-
რებოდა მის წინ და არ გაუშვა, ვიდრე იოგას ხელოვანმა თავისი მზერა
შეკითხვით არ გადაიტანა მასზე: „ოსტატო, – უთხრა მორჩილებით, –
მე ჩემ გზას გავყვები, შენს სიმშვიდეს აღარ შევეხები. მაგრამ კიდევ ამ-
ჯერადაც ნება მომეცი, დიდად პატივცემულო, ერთი თხოვნისა, როცა
ჩემი ცხოვრება მოგიყევი, გაიცინე და „მაია“ ახსენე, გევედრები, მაი-
აზე ცოტა მეტი ცოდნა მომეცი“.
იოგა ქოხისკენ მიბრუნდა, მისმა მზერამ დაზას უბრძანა, გამომყე-
ვიო. მოხუცმა ხელი წყლის თასს ჩაავლო, დაზას მიაწოდა და უთხრა,
ხელები დაიბანეო. მორჩილად შეასრულა ეს დაზამ. შემდეგ ოსტატმა
წყლის ნარჩენი გოგრის თასიდან გვიმრას დაუსხა, ბიჭს ცარიელი თასი
გადასცა და უბრძანა, ახალი წყალი მოეტანა. დაზამ დაუჯერა და გა-
იქცა, გამომშვიდობების გრძნობებით აღელვებულიყო, რადგან ბო-
ლოს მიდიოდა ამ პატარა საცალფეხო ბილიკით წყაროზე, უკანასკნე-
ლად მიჰქონდა მსუბუქი თასი სწორი, გადაფხეკილი პირით პატარა
წყლის სარკესთან, სადაც ირემთა ენები, ხის გვირგვინის თაღები და
ტკბილი ცის სილურჯე მხტუნავ ნათელ წერტილებად ასახულიყო, ვინც
იქითკენ გადახრისას ბოლოს საკუთარ სახესაც მოყავისფრო ბინდში
არეკლილს იხილავდა. მან თასი წყალში ჩაყო დაფიქრებითა და ნელი

593
მოძრაობით, ის დარწმუნებული არ იყო და ნათლად ვერ წარმოედგი-
ნა, რატომ შეიგრძნობდა ასე საოცარ რამეს, რატომ წუხდა, რადგანაც
მაინც წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მოხუცმა იგი არ მიიწ-
ვია, კიდევ დარჩიო, იქნებ სამუდამოდაც დარჩენილიყო.
ის წყაროს პირზე ჩაცუცქდა, ერთი ყლუპი წყალი მოსვა, ფრთხი-
ლად წამოდგა თასით ხელში, რომ არ დაღვრილიყო, და სურდა მოკლე
გზას შედგომოდა, რომ მის ყურამდე რაღაც ხმამ მოაღწია, რამაც შეაკ-
რთო და შეზარა, ხმამ, რაც მას ზოგჯერ თავის სიზმრებში ჩაესმოდა
ხოლმე და რაზედაც გამოღვიძებულს უმწარესი მონატრებით უფიქრია.
ტკბილად ჟღერდა ის, ტკბილად, ბავშვურად და სიყვარულით იზიდავ-
და მას ტყის ბინდით, რომ შიშისა და ხალისისაგან გული აუცახცახდა.
ეს იყო პრავატის, თავისი ცოლის ხმა. „დაზა“ – ეძახდა იგი. დაუჯერებ-
ლად მიმოიხედა, წყლის თასი ისევ ხელში ეჭირა, და ნახე, ხეებიდან
გამოვიდა ის. ტანწერწეტა და მოქნილი, პრავატი, საყვარელი, დაუვიწ-
ყარი, დაუნდობელი. თასი დაუვარდა და მის შესახვედრად გაიქცა. ღი-
მილითა და ცოტა დარცხვენით იდგა მის წინ, დიდი შვლის თვალებით
იყურებოდა და სიახლოვეში დაინახა, რომ წითელი ტყავის სანდლებ-
ში იყო და მეტად ლამაზად და მდიდრულად ემოსა ტანზე, ოქროს სა-
მაჯური ხელზე, ბრწყინვალე, ფერადი ძვირფასი ქვები შავ თმაში. უკან
დაიხია. ის მთავრის ცოლი იყო? ვერ მოკლა ეს ნალა? ისევ მისი საჩუქ-
რებით დარბის? როგორ შეეძლო ამ საკინძეებითა და სამკაულებით
მორთვა, მის წინ დადგომა და მისი სახელის დაძახება?
ის კი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მაშინ, და ვიდრე მის ლაპარაკს მო-
ისმენდა, უნდოდა მაინც მკლავები შემოეხვია, შუბლი მის თმაზე და-
ედო, მისი სახე წინ მიეტანა, და პირ-ბაგეზე ეკოცნა, და როცა იგი ამას
ასრულებდა, გრძნობდა, რომ მასთან ყველაფერი დაბრუნდა, კვლავაც
მისი იყო, რასაც კი ადრე ფლობდა, ბედნიერებას, სიყვარულს, ვნებას,
სიცოცხლის ხალისს, განცდებს. უკვე შორს იყო ამ ყველა თავისი ფიქ-
რისგან – ტყისა და მოხუცი მარტოსულის გარემოსაგან, – უკვე არაფ-
რად იქცა და დავიწყებულ იქნა ტყეში მარტო ცხოვრება, ჭვრეტა და
იოგა; მოხუცის თასზეც, რომლითაც მისთვის წყალი უნდა წაეღო, აღარ
ფიქრობდა, ის წყაროსთან დარჩა დადებული, როცა დაზა პრავატის-

594
თან ერთად ტყის პირისკენ მიისწრაფვოდა. საოცარი სიჩქარით დაუწ-
ყო მას მოყოლა, თუ როგორ მოვიდა აქამდე, და ეს ყველაფერი როგორ
მოხდა.
იგი გაოცებული იყო მონათხრობით, გაოცებული, აღელვებული და
დაუჯერებელი, როგორც ზღაპარში ისე გადაეშვა დაზა თავის ახალ
ცხოვრებაში. მარტო პრავატი კი არ იყო ისევ მისი, არა მარტო ის სა-
ძულველი ნალა იყო მკვდარი და მკვლელზე დევნა დიდი ხანია შეწ-
ყვეტილიყო, ამას გარდა მწყემსად გამხდარი დაზა, ერთადერთი
მთავრის ვაჟი, ქალაქში სამართლიან მემკვიდრედ და მთავრად გამო-
ეცხადებინათ, მოხუცმა მწყემსმა და მოხუცმა ბრაჰმანმა თითქმის უკვე
გონებიდან ამოვარდნილი ამბავი, მივიწყებიდან კვლავ ამოატივტი-
ვეს, და ყველას გააგებინეს, და იგივე კაცი, ვისაც ერთხანს ყველგან
ეძებდნენ, როგორც ნალას მკვლელს, რათა მისთვის სამაგიერო ტან-
ჯვა მიეზღოთ და მოეკლათ, ახლა მთელ ქვეყანაში უფრო ბეჯითად
იძებნებოდა, რათა რაჯად დაესვათ და საზეიმოდ ქალაქში და მამამი-
სის სასახლეში შეეყვანათ. ეს იყო სიზმარივით, და რაც მისთვის ყვე-
ლაზე საუკეთესო და მოულოდნელი სიხარული აღმოჩნდა. ეს ის მშვე-
ნიერი, ბედნიერი შემთხვევა იყო, რომ იქით-აქეთ გაგზავნილი შიკრი-
კებიდან სწორედ პრავატი გახლდათ ის, ვინც იგი იპოვა და პირველი
შეეგება. ტყის პირას კარვები ნახა გაშლილი, კვამლისა და შემწვარი
ხორცის სუნი ტრიალებდა. პრავატის მისი ამალა ხმამაღლა მიესალმა,
და დიდ ზეიმში მაშინვე ჩაერთვნენ, როცა მან დაზა თავის საქმროდ
გააცნო. ერთი კაცი იმყოფებოდა იქ, ვინც დაზას ამხანაგი იყო მწყემსე-
ბიდან, და ეს ის იყო, ვინც პრავატის და ამალას აქეთკენ წამოუძღვა,
მისი ადრინდელი ცხოვრების ერთ-ერთ ადგილისაკენ. ამ კაცმა სი-
ამოვნებით გაიცინა, როცა დაზა შეიცნო, მისკენ გაექანა და უნდოდა
მხარზე მეგობრულად ხელი დაერტყა და მოხვეოდა, მაგრამ ახლა მისი
მეგობარი ხომ რაჯა გახდა, შუა სირბილში შეჩერდა, სვლა შეასუსტა,
შემდეგ ნელა გადადგა ნაბიჯები და მოწიწებით გააგრძელა სიარული
და ღრმად თავის დახრით მიესალმა. დაზამ იგი წამოსწია, ჩაეხუტა, მი-
სი სახელი თბილად წარმოთქვა და ჰკითხა, როგორ დაესაჩუქრებინა.
მწყემსმა ერთი ხბო ისურვა, და შემდეგ რაჯას საუკეთესო ნაშენიდან

595
სამი გაუგზავნეს და ახალ მთავართან მუდამ ახალი ხალხი წარდგებო-
და, მრჩევლები, მონადირეთუხუცესები, კარის ბრაჰმანები, ის მათ მი-
სალმებებს იღებდა; ერთხელ დავალება გაიცა – დაფდაფები, ბარბი-
თები, ფლეიტები აჟღერებულიყო, და მთელი ეს ზეიმურობა და დიდე-
ბულება დაზას სიზმარი ეგონა; მართლაც, ვერც კი დაეჯერებინა ეს ყვე-
ლაფერი ცხადში; მისთვის ჯერ მხოლოდ პრავატი იყო, მისი ახალგაზ-
რდა ცოლი მას თავის მკლავებში ჰყავდა მოქცეული.
დღისით მსვლელობას სულ რამდენიმე ხანი სჭირდებოდა, ქალაქს
რომ მიახლოვებოდნენ. მახარობლები წინ გაუშვეს და სამხიარულო
ამბავი ამცნეს, ახალგაზრდა რაჯა იპოვნეს და უკვე ქალაქს მოადგე-
ბაო, და როცა ადგილი გამოჩნდა, უკვე ჟღერდა გონგებისა და დაფდა-
ფების ხმა და მის შესახვედრად ბრაჰმანების საზეიმო რიგი გაემართა,
თეთრებში გამოწყობილნი, მათ თავში იმ ვაზუდევას მიმდევარი იდგა,
ვინც ადრე, ალბათ ოცი წლის წინ, დაზა მწყემსებთან გაუშვა და ახლა-
ხან გარდაიცვალა. ისინი მას მიესალმნენ, შეასრულეს ჰიმნები და სა-
სახლის წინ, საითკენაც მას მიუძღვებოდნენ, რამდენიმე დიდი სამ-
სხვერპლო ცეცხლი აგიზგიზებულიყო. დაზა თავის სახლში შეიყვანეს,
ახალ-ახალნი ესალმებოდნენ და პატივს მიაგებდნენ, ლოცავდნენ და
აქ კეთილ მობრძანებას უსურვებდნენ. გარეთ ქალაქი ღამემდე დიდი
სიხარულით ზეიმობდა.
ორი ბრაჰმანი ყოველდღე ამეცადინებდა, მოკლე დროში ასწავ-
ლეს, რისი ცოდნაც ესაჭიროებოდა, თავად ასწრებდნენ მსხვერპლშე-
წირვას, სამართალს აუფლებდნენ და სარაინდო და საომარ ხელოვნე-
ბას აჩვევდნენ. ბრაჰმანმა გოპალამ პოლიტიკაში შეიყვანა. მოუყვა, რა
ევალებოდა მის სახლს და თუ რა იყო სამართალი, მის მომავალ ვა-
ჟებს რა მოეთხოვებოდათ. ვინ ჰყავდა მტერი. უპირველესად, აქ ნალას
დედა იყო დასახელებული, ვინც ერთხელ პრინც დაზას თავისი უფლე-
ბები წაართვა და მის მოკვლას შეეცდებოდა და ვისაც ახლა დაზაში
სწორედ თავისი ვაჟის მკვლელი სძულდა. ის მეზობლად გაიქცა, თა-
ვად გოვინდას მფარველობაში გადავიდა და მათ სასახლეში ცხოვ-
რობს, და ეს გვინდა და მისი სახლი თავიდანვე მტრები და საშიშები
არიან. დაზას ახლო წინაპრებთან ომი ჰქონდათ და მოითხოვეს მათი

596
მიწის გარკვეული ნაწილის მათთვის გადაცემა. ამის წინააღმდეგი იყო
სამხრეთელი მეზობელი, თავადი გაიპალიდან, დაზას მამის მეგობა-
რი, და ვისაც მოკლული ნალა არ შესცოდებია; მისი მოპატიჟება, მისი
დასაჩუქრება და შემდგომ ნადირობაზე მოწვევა მისთვის მნიშვნელო-
ვან მოვალეობას წარმოადგენდა.
ქალბატონი პრავატი თავის არისტოკრატულ მდგომარეობას უკვე
სრულად შეზრდილიყო, მას ესმოდა, მთავრის მეუღლე როდის უნდა
გამოსულიყო, და თავის მშვენიერ სამოსსა და მოსართავში მთლად სა-
უცხოოდ გამოიყურებოდა. თითქოს ისიც არანაკლებ მაღალი წარმო-
შობის ყოფილიყო თავის ბატონთან და მეუღლესთან შედარებით. ბედ-
ნიერ სიყვარულში ცხოვრობდნენ წლითიწლობით, და ბედნიერებამ
მათ გარკვეული ბრწყინვალება და ბზინვა მისცა, როგორც ასეთი, რაც
ღვთაებათაგან უპირატესი იყო, რომ ხალხს მათთვის პატივი ეცათ და
ყვარებოდათ. და როცა მას შემდეგ, რაც იგი ამ ამბავს მეტად დიდხანს
ამაოდ ელოდა, პრავატიმ მშვენიერი ვაჟი გაუჩინა, რომელსაც მან სა-
კუთარი მამის სახელი – რავანა უწოდა, მისი ბედნიერება სრულიქმნა,
და რასაც ის ფლობდა ქვეყანასა და ძალაუფლებას, სახლებსა და სა-
ქონლის სადგომებს, რძის ნაწარმის საწყობებს, რქოსან საქონელსა და
ცხენებს, მისთვის ამ ყველაფერს თავის თვალში ახლა მნიშვნელობა
და საჭიროება გაუორმაგდა, მფლობელი იყო ამაღლებული ბრწყინვა-
ლებისა და ფასეულობისა. მთელი ეს ავლა-დიდება მშვენიერი და გა-
სახარელი იყო, რათა პრავატის თავს შემოვლებოდა, იგი შემოსილი-
ყო, მორთულიყო და განდიდებულიყო, და ახლა კიდევ უფრო – მშვენი-
ერი, გასახარელი და მნიშვნელოვანი მისი მემკვიდრე იყო, მისი ვაჟი
– რავანა და მისი მომავალი ბედნიერება.
თუ პრავატის ძირითად სიამოვნებას ზეიმები ჰგვრიდა, გამოსვლე-
ბი, სიმდიდრე და ზედმეტი ტანსაცმელი, მოსართავი და მრავალი მსა-
ხური, მაშინ დაზას, უპირატესად, სიხარულს თავისი ბაღი ანიჭებდა, სა-
დაც იშვიათი და ძვირფასი ხეები და ყვავილები დაარგვევინა, თუთი-
ყუშები და სხვა ჭრელ-ჭრელი ფრინველი მოაშენებინა. მათი კვება და
მათთან საუბარი მის ყოველდღიურ ჩვეულებას მიეკუთვნებოდა. ამის
გვერდით განსწავლულობა იზიდავდა, როგორც ბრაჰმანთა მადლიე-

597
რი მოწაფე, მრავალ ლექსსა და გამოთქმას, კითხვისა და წერის ხე-
ლოვნებას სწავლობდა და ერთი საკუთარი მწერალი ჰყავდა, ვინც
პალმის ფოთლისგან მომზადებულ ქაღალდზე წერდა, და მისი ლამაზი
ხელწერის წყალობით პატარა ბიბლიოთეკაც შეიქმნა. აქ, წიგნებთან,
პატარა, ძვირფას ოთახში, კეთილშობილი ხის კედლებით, მთლიანად
ფიგურებით რომ გაემდიდრებინათ და სადაც ნაწილობრივ ღვთაება-
თა ცხოვრების ამსახველი მოოქრული ფერწერული ნაწარმოებები ამო-
ეკვეთათ, ხანდახან ბრაჰმანებს მოიწვევდა, ღვთის მსახურთა შორის
გამორჩეულ სწავლულებსა და მოაზროვნეებს და ერთმანეთს სიწმინ-
დის საკითხებზე ეკამათებოდნენ, სამყაროს შექმნასა და დიდი ვიშნუს
მაიაზე, წმინდა ვედებზე, მსხვერპლშეწირვის ძალაზე და სინანულის
კიდევ უფრო დიდ ძალაზე, რითაც მოკვდავი ადამიანი იქამდე მივი-
დოდა, რომ ძრწოლა დაეწყო ღვთაებების წინაშე. ყოველი ბრაჰმანი,
ვინც საუკეთესოდ ილაპარაკებდა, იკამათებდა და არგუმენტაციას მო-
იხმობდა, სახელმწიფოსგან საჩუქრებს იღებდა, ზოგს დისპუტში ჯილ-
დოდ გამარჯვების ნიშნად მშვენიერი ძროხა მიჰყავდა თან, ხანდახან
კი, იმავე დროს სასაცილო და გულსატკენი ამბავიც ხდებოდა, როცა
დიდი სწავლულები, ვინც ეს ესაა ვედები წარმოთქვეს და განმარტეს,
და მთელ ცასა და სამყაროს ზღვებს აცნობდნენ, ამაყად და თავგამო-
დებით მიდიოდნენ დამსახურებული ძღვენით, ანდა ამის გამო გაურ-
კვეველ ჩხუბშიც გაეხვეოდნენ.
საერთოდ, მთავარ დაზას სურდა, საოცრად და საეჭვოდ მოსჩვენე-
ბოდა, რაც თავის სიმდიდრეში, ბედნიერებაში, ბაღსა და სხვადასხვა
დროის წიგნებშია, ის ყველაფერი და ყოველივე, რაც სიცოცხლესა და
ადამიანებს ეხებათ, ერთდროულად მგრძნობიარედ და სასაცილოდაც
აღექვა, როგორც ამას ქედმაღალი ბრაჰმანები იქმოდნენ, ნათელნი
და იმავდროს წყვდიადით მოცულნი, ნატვრით სავსენი და თან მოძუ-
ლენი თავის ბაღში გუბურებზე ლოტოსის ყვავილს თვალს მიმოავლებ-
და, აკვირდებოდა, მზერას შეაჩერებდა თავის ფარშევანგებსა, ხოხ-
ბებსა და მარტორქა-ჩიტების ბუმბულის საფარის ბრწყინვალე ფერთა
თამაშზე, სასახლეში გამოკვეთილ ოქროსფერ გამოსახულებებზე და
ასე ხედავდა ამ საგნებს ხან ღვთაებრივად, თუ როგორ ანთია მარა-

598
დიული ცხოვრება, და ხან სხვა დროს და თან ერთდროულად ის მათში
აღიქვამდა რაღაც არა ნამდვილს, არა საიმედოს, საეჭვოს, წარმავ-
ლობისა და გამოხსნისაკენ მიდრეკილს, მზად ყოფნას უსახურში, ქაოს-
ში დანთქმისაკენ ისე, როგორც ის თვითონ, თავადი დაზა, პრინცი რომ
იყო ერთ დროს, და შემდგომ და შემდგომ მწყემსი, მკვლელი და ჩიტი-
ვით თავისუფალი რომ გახდა, როგორ დაეშვა დაბლა და ბოლოს ისევ
მთავრად რომ ამოყვინთა თავისთავად, მიუხვედრელად, რა ძალებით
იყო წარმართული, და რა მიზეზით ხდებოდა ეს, და რას მოუტანდა ხვა-
ლინდელი თუ ზეგინდელი დღე; ასე მოიცავს ცხოვრების მაია ყველგან
თამაშს, ერთდროულად ამაღლებულობასა და უბრალოებას, მარა-
დიულობასა და სიკვდილს, სიდიადესა და სასაცილოს. ის კი არადა,
შეყვარებული ქალი მშვენიერი პრავატი რამდენჯერმე წუთიერად ხიბ-
ლდაკარგული და სასაცილო ეჩვენებოდა, ძალზე ბევრი რგოლი რომ
ჰქონდა მაჯებზე ასხმული, ნამეტანი სიამაყე და ზეიმურობა რომ ჩამ-
დგარიყო მის თვალებში, ნამეტანი რომ ცდილობდა სიარულის დროს
ღირსება შეენარჩუნებინა.
თავის ბაღსა და წიგნებზე უფრო მეტად რავანა უყვარდა, თავისი
ვაჟიშვილი, მისი სიყვარულისა და მისი სიცოცხლის განსახიერება, მი-
სი სითბოსა და ზრუნვის მიზანი, სათუთი, ლამაზი შვილი, ნამდვილი
პრინცი, დედასავით შვლისთვალება და ფიქრისა და ოცნებისაკენ მა-
მასავით მიდრეკილი. ხანდახან, როცა ამ პატარას ხედავდა ბაღში,
დიდხანს ერთ-ერთ საოცარ ხესთან მდგარს, ანდა ხალიჩაზე ჩაცუც-
ქულს, ქვას, ამოკვეთილ სათამაშოს, ანდა ჩიტის ბუმბულს დაკვირვე-
ბით რომ ათვალიერებდა, თავისი წინწამოწეული წარბებითა და წყნა-
რი, ცოტა დაბნეული თვალებით, მაშინ მას ეჩვენებოდა, რომ ეს ვაჟი
მას ძალიან ჰგავდა, თუ როგორ უყვარდა დაზამ ერთხელ მაშინ შეიც-
ნო, როცა იგი პირველად გაურკვეველი დროით უნდა დაეტოვებინა.
ეს იყო ერთ დღეს, კერძოდ, მაშინ, როცა იმ მხარეებიდან მალემ-
სრბოლი გამოჩნდა, სადაც მისი ქვეყანა მეზობელ გოვინდას ქვეყანას
ესაზღვრებოდა, და განაცხადა, რომ იქ გოვინდას ხალხი შეიჭრა, სა-
ქონელი მოიტაცა, რამდენიმე ადამიანი შეიპყრო და თან წაიყვანაო.
დაუყოვნებლივ მოემზადა დაზა, მისი პირადი დაცვის უფროსი, რამდე-

599
ნიმე ათეული ცხენი და ხალხი თან გაიყოლა და ყაჩაღების დასადევ-
ნებლად გზას დაადგა. და მაშინ, იქიდან გამგზავრების წინ, როცა იმ-
წამს, თავისი ვაჟი ხელში აიყვანა და აკოცა, გულში მისმა სიყვარულმა
ცეცხლოვანი ტკივილი ააგიზგიზა. და ამ ცეცხლოვანი ტკივილით, რომ-
ლის ძალამაც იგი მოულოდნელად განამტკიცა და გაფრთხილებასა-
ვით რაღაც შეუცნობიდან აღიქვა, რაღაცას მიხვდა და გაიგო გრძელი
გზის გავლისას. ცხენზე მჯდომი კი იმაზე ფიქრობდა, თუ რა მიზეზით
იჯდა ცხენზე და რა მკაცრად და სწრაფად მიჰქროდა იმ მხარისაკენ.
რა ძალა იყო, მართლაც, ისეთი, რაც ასეთი საქმისა და თავდადების-
თვის აიძულებდა. ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ გულის სიღრმეში ეს მის-
თვის ისე მნიშვნელოვანი და სადარდებელი არ არის, რომ სადღაც
საზღვარზე საქონელი და ხალხი მოსტაცეს, რომ ეს ქურდობა და მთავ-
რის უფლებების შეურაცხყოფა საიმისოდ არ ღირდა, რომ რისხვას შე-
ეპყრო და ქმედებისთვის აღენთო. მისთვის ზომიერი იქნებოდა საქონ-
ლის გატაცების ამბავი და ამას თანაგრძნობითა და ღიმილით მიიღებ-
და. იცოდა, რომ შიკრიკისთვის, ვინც ამის გასაგებინებლად ქანცგაწ-
ყვეტილი მოვარდა, ეს მწარე უსამართლობა იქნებოდა, და არანაკლებ
იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გაძარცვეს და იმისთვისაც, ვინც დაიჭი-
რეს და სამშობლოდან წაიყვანეს და მშვიდობიან ცხოვრებას მოწყვი-
ტეს და უცხოობასა და მონობაში გადახვეწეს. და ყველა მისი ქვეშევ-
რდომისათვის უსამართლობა იქნებოდა, ვისაც თმის ღერიც არ ჩამო-
ვარდნია, მის საომარ შურისძიებაზე უარის თქმა, ისინი ამას ძნელად
გადაიტანდნენ და ვერ მიხვდებოდნენ, რომ მათი თავადი ქვეყანას სა-
უკეთესოდ თუ არ დაიცავს ისე, რომ ერთხელაც კი რომელიმე მათგანი
თუ ძალისმიერი მოქმედების მსხვერპლი აღმოჩნდება, მაშინ შურისგე-
ბითა და დახმარებით უნდა იყოს ეს გამოსყიდული. მან დაინახა თავი-
სი მოვალეობა, რომ შურისსაძიებელი გზა გაევლო. მაგრამ რა არის
მოვალეობა? რამდენი მოვალეობა არსებობს, რასაც ჩვენ ყოველს ხში-
რად გულითადი განცდის გარეშე ხელიდან ვუშვებთ! რაზეა ეს დამო-
კიდებული, რომ შერიგების მოვალეობა იმ გულგრილობას არ ჰგავდა,
რომელსაც ვერ აუვლიდა გვერდს და ეს არა მარტო უპატივცემულოდ
და ზერელედ უნდა შესრულდეს, არამედ გულმოდგინებითა და გან-

600
ცდებით? სადაცაა მასში პასუხი დაიბადებოდა, რომ გულმა უკვე პასუ-
ხი გასცა, როცა კიდევ ერთხელ შეიძრა იმ ტკივილით, როგორც რავა-
ნასთან, პრინცთან გამომშვიდობებისას. ეგონა, მთავარი ის იყო, რომ
ახლა იგი საქონელსა და ხალხს მოატაცებინებდა წინააღმდეგობის
გარეშე, მაშინ ყაჩაღობა და ძალისმიერი მოქმედება თავისი ქვეყნის
საზღვრებიდან მუდამ მიუახლოვდებოდა, და ბოლოს მტერი მასთან
ისე ახლოს დადგებოდა და მას იქ შეხვდებოდა, სადაც უდიდეს და უმ-
წარეს ტკივილს განიცდიდა. ეს იყო მისი შვილის შვილს მოპარავდნენ,
მემკვიდრეს მოიტაცებდნენ და მოკლავდნენ, იქნებ ტანჯვით, და ეს
უკიდურესი ტკივილი იქნებოდა, რასაც კი ყურით მოისმენდა, სასტიკი
და კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე პრავატის სიკვდილი. ამიტომ მიიჩ-
ქაროდა იქითკენ ასე მარდად, და მოვალეობისადმი ერთგული მთავა-
რი გახლდათ. მას მარტო საქონლისა და ქვეყნის დანაკარგი კი არ
ადარდებდა, მარტო სიკეთით კი არ იყო თავის ქვეშევრდომებთან და-
კავშირებული, მარტო პატივმოყვარეობა კი არ ჰქონდა მამამისის
მთავრის სახელთან, არამედ მტკიცედ იცავდა და ზრუნავდა ბავშვი-
სათვის, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა და ამ ძლიერ, საშინელ ძრწო-
ლას აეტანა სიმწრის წინაშე, ამ ბავშვის დაკარგვა რომ უქადდა.
ცხენზე მჯდომი შორს მაშინ წავიდა თავისი აზრებით. სხვათაშო-
რის, ვერ მოუხერხდა, გოვინდას ხალხს დასწეოდა და დაესაჯა, ისინი
თავიანთ ნაყაჩაღართან ერთად გაქცეულიყვნენ და მისი მტკიცე ნების
საჩვენებლად და მხნეობის დასამტკიცებლად, თავად უნდა დაერღვია
საზღვარი და მეზობლისთვის სოფელი აეწიოკებინა, ცოტა ნახირი და
რამდენიმე მონა გამოეყოლებინა კიდეც; რამდენიმე დღე მან გამოტო-
ვა. გამარჯვებულმა შინისკენ მიმავალ გზაზე კი კვლავ ღრმა ფიქრებს
მისცა თავი და სახლში მდუმარებით მოცული და დაღონებული ბრუნ-
დებოდა, რადგანაც გაარკვია, როგორ გამჯდარიყო მასში სრული უი-
მედობა, რომ ამ ვერაგულ ქსელს ვერ გამოეხსნება, რაშიც ჩაჭერილია
და ჩახლართული, რასთანაც მთელი თავისი არსებითა და საქმიანო-
ბით არის დაკავშირებული იმ დროს, როცა სინამდვილეში ფიქრის-
თვის იყო განწყობილი, წყნარი დაკვირვებისა და უმოქმედო, უცოდვე-
ლი ცხოვრების მუდმივი მოთხოვნილება ღრმავდებოდა და ღრმავდე-

601
ბოდა მასში; მეორე მხრივ კი, იზრდებოდა რავანას მიმართ სიყვარუ-
ლი, მისდამი შიში, მის ცხოვრებასა და მომავალზე ზრუნვა, ასევე მე-
ტად იზრდებოდა იძულება ქმედებისა და ცუდ საქმეში ჩათრევისაკენ,
სათნოებიდან ამოიზრდებოდა კამათი, სიყვარულიდან –ომი; თუნდაც
მხოლოდ სამართლიანად და მტრის დასასჯელად მოიტაცა ნახირი,
სოფელი შიშისაგან სიკვდილის პირამდე მიიყვანა და საწყალი, უცოდ-
ველი ადამიანები ძალით წინ გაირეკა, აქედან, ცხადია, ისევ ახალი
შურისძიება და ძალადობრივი ქმედება წარმოიშობოდა, და მუდამ ასე,
და შემდეგ ასე გრძელდებოდა, ვიდრე მთელ თავის ცხოვრებას და
მთელ ქვეყანას მხოლოდ ომი, ძალადობრივი ქმედება და იარაღის
ჟღარუნი არ გადაუვლიდა. ალბათ ეს ის ფიქრები და ხილვა იყო, რის
გამოც შინ დაბრუნებისას ასეთ სიწყნარესა და მწუხარებას მოეცვა.
და მართლაც, მტრულად განწყობილმა მეზობელმა მოსვენება და-
უკარგა. ის იმეორებდა თავდასხმებსა და მძარცველურ ლაშქრობებს.
დაზას უნდა დაესაჯა და თავი დაეცვა მათგან და უნდა მოეთმინა, რო-
ცა მტერი დაუსხლტებოდა, თორემ მისი ჯარისკაცები და მონადირეები
მეზობელს ახალ ზარალს მიაყენებდნენ. დედაქალაქში ხედავდნენ
მეტ და მეტ მხედრებსა და შეიარაღებულებს, ზოგიერთ სასაზღვრო
სოფლებში ჯარისკაცები სადარაჯოზე მუდმივად იდგნენ, საომარი
რჩევები და მზადებები მთელი დღეების განმავლობაში გამალებით
მიმდინარეობდა. დაზას არ შეეძლო დაენახა, რა აზრი და სარგებელი
მოჰქონდა მუდმივ მცირე ომს, ებრალებოდა დაზარალებულები, გა-
ნიცდიდა მათ, ეცოდებოდა მოკლულები, სიბრალულს იწვევდა თავისი
ბაღი და თავისი წიგნები, რომლებსაც თანდათან ვეღარ უბრუნდებო-
და, აგრეთვე თავისი დღეები და გულს დავანებული მშვიდობა, ის გო-
პალას, ბრაჰმანს ხშირად ელაპარაკებოდა ამის თაობაზე და რამდენ-
ჯერმე თავის ცოლსაც პრავატის. ის ამბობდა, იქითკენ უნდა მიის-
წრაფვოდნენ, რომ ერთ-ერთი წარმოსადეგი მეზობელი მთავარ სამე-
დიატორო მსაჯულად დაინიშნოს მშვიდობის დასამყარებლად, რასაც
იგი, თავის მხრივ, დათანხმდებოდა და უკან დაიხევდა და რამდენიმე
საძოვარსა და სოფელს მშვიდობის დაცვის მიზნით ჩამოიცილებდა. ის
იმედგაცრუებული იყო და გაღიზიანებულია, როცა დაინახა, რომ არც

602
ბრაჰმანს და არც პრავატის ამის თაობაზე არაფრის გაგება არ სურ-
დათ.
პრავატისთან ამის თაობაზე სხვადასხვა შეხედულების გამო ძალ-
ზე ძლიერი წინააღმდეგობა წარმოიშვა, მათი აზრები გაიყო. დაჟინე-
ბითა და დაფიცებით უხსნიდა იგი თავის მიზეზებსა და აზრებს, ის კი
თითოეულ სიტყვას იგებდა, არა როგორც ომისა და უსარგებლო
მკვლელობის საწინააღმდეგოდ, არამედ მხოლოდ მისი პიროვნები-
სადმი მიმართულს. ეს იმას ნიშნავს, ისე განსაჯა მან, ცეცხლმოდებულ-
მა და ენაგაკრეფილმა, თავისი ლაპარაკით, რომ ეს სწორედ მტრის
მოსაზრებაა, დაზას მხრიდან კეთილგანწყობასა და მშვიდობისმოსურ-
ნეობას (რომ აღარაფერი ვთქვათ, დაზას შიშზე ომის წინაშე), მტერი
თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იგი მას იქამდე მიიყვანს, დაზა
მშვიდობას მშვიდობაზე დაამყარებს და პატარ-პატარა დათმობებით
მიწას და ხალხს მტერს გადასცემს, და ბოლოს მტერი, არავითარ შემ-
თხვევაში, რომ აღარ დაკმაყოფილდება და დაზა საკმაოდ დასუსტდე-
ბა, მტერი უკვე ღია ომზე გადავა, და მას უკანასკნელსაც წაართმევს.
აქ საქმე ეხება არა მარტო საქონელს და სოფლებს, ან წარმატებასა და
დანაკარგს, არამედ მთლიან მარცხს; საქმე ეხებოდა არსებობას ან გა-
ნადგურებას. და დაზას რომ არ სცოდნოდა, რა იყო მისი ღირსება, თა-
ვისი ვაჟიშვილისა და თავისი მეუღლის წინაშე რა ვალდებულება
ჰქონდა დაკისრებული, სწორედ მაშინ უნდა დაემოძღვრა ქალს. მისი
თვალები ელვარებდნენ, ხმა ირხეოდა, მას დიდი ხანია აღარ უნახავს
ასე მშვენიერი და განცდებით სავსე, მაგრამ იგი მხოლოდ მწუხარებას
განიცდიდა.
ამასობაში საზღვარზე თავდასხმები მოეწყო და მშვიდობიანობის
დარღვევა გრძელდებოდა, მაგრამ დიდმა წვიმიანმა ამინდებმა იმჯე-
რად ამას ბოლო მოუღო. დაზას კარზე კი ახლა ორი პარტია შეიქმნა.
ერთი მშვიდობის პარტია იყო, მთლად პატარა, თვით დაზას გარდა მას
მიეკუთვნებოდნენ ძალზე ცოტანი – მოხუცი ბრაჰმანებიდან, ნასწავლი
და თავის მედიტაციაში ჩაძირული კაცები. ომის პარტია კი, პრავატისა
და გოპალას პარტიას ჰყავდა ღვთისმსახურთა უმრავლესობა და თა-
ვის მხარეზე გადასული ყველა ოფიცერი. გულმოდგინედ იარაღდე-

603
ბოდნენ და იცოდნენ, რომ გაღმა მტრული მეზობელი იგივეს აკეთებ-
და. ყმაწვილ რავანას მონადირეთუფროსი მშვილდ-ისრის ხმარებაში
ამეცადინებდა, და დედამისს ყოველ ნაბიჯზე სამხედრო მეთვალყუ-
რეობის ქვეშ ჰყავდა.
ხანდახან დაზა იმ დროსა და ტყეს იხსენებდა, სადაც მაშინ საწყა-
ლი ლტოლვილივით ერთხანს დაყო, და იმ თეთრთმიან მოხუცსაც,
ვინც იქ თავის ჩაღრმავებულობაში მარტოსულად ცხოვრობდა, ხანდა-
ხან აგონდებოდა იგი და მისი მოძებნის სურვილი ჰქონდა, მისი კვლავ
ნახვისა და მისი რჩევის მოსმენის. მაინც არ იცოდა, მოხუცი ცოცხალი
იყო თუ არა, მოუსმენდა თუ არა კიდევ, და თუ აჩვენებდა რამე გამოსა-
ვალს, და თუ იგი, მართლაც, ისევ იქ იმყოფებოდა და გზას დაანახვებ-
და, მაშინ ყველაფერი კარგად წავიდოდა, არაფერი შეიცვლებოდა
ნათქვამის მიხედვით. ჩაღრმავება და სიბრძნე კარგი იყო, ეს კეთილ-
შობილი საქმეებია, მაგრამ ჩანდა, რომ ისინი ცხოვრების ნაპირზე მხო-
ლოდ ცალ მხარეს ყვაოდა, და ვინც ცხოვრების დინებას ცურვით მიჰ-
ყვებოდა, და მის ტალღებს ებრძოდა, მის მოქმედებებსა და ტკივი-
ლებს სიბრძნესთან არაფერი ესაქმებოდა. ესენი მაშინ იშვებოდნენ,
თუ ამბავი საბედისწერო იყო, რაც უნდა მომხდარიყო და განცდილიყო.
არც ღმერთები ცხოვრობდნენ მარადიულ სიმშვიდესა და მარადიულ
სიბრძნეში, მათაც იცოდნენ საფრთხე და ძრწოლა, ომი და ბრძოლა.
მან ეს მრავალი მონათხრობებიდან იცოდა. ისე მოხდა დაზასთან, რომ
პრავატის აღარ ეკამათებოდა, ცხენით მივიდოდა ხოლმე სადაზვერვო
ჯგუფებთან, ხედავდა მის მოახლოებას, შეიგრძნობდა მას ღამისეულ
კოშმარულ სიზმრებში, და როცა იგი უფრო გახდა და სახე მოეღუშა, ხე-
დავდა, რომ ბედნიერება და ცხოვრების წადილი ჭკნებოდა, ფერ-
მკრთალდებოდა. მხოლოდ თავის ვაჟისადმი სიყვარულითა დარჩა.
სიყვარული ზრუნვაში გადაიზარდა, გადაიზარდა მის საომარ აღჭურ-
ვაში და ჯგუფურ წრთვნებში, იგი ანთებულ წითელ ყვავილს დაემსგავ-
სა, ვინც ჰყვაოდა მის გაუდაბურებულ ბაღში! გაოცებული იყო იმით,
რამდენ სიცარიელესა და უსიხარულობას იტანდნენ ადამიანები, რო-
გორ მიეჩვივნენ დარდსა და უხალისობას; და ისიც უკვირდა, როგორ
ენთო და როგორ ფლობდა ხილულად, უგრძნობლად გადაქცეული გუ-

604
ლი ასეთ შიშითა და დარდით სავსე სიყვარულს და როგორ შეეძლო
მას ყვავილობა. მისი ცხოვრება იქნებ უაზროც ჩანდა, მაგრამ ეს არ იყო
მაინც უჩანასახო და უგულო, ის ვაჟიშვილის სიყვარულს უტრიალებდა.
მისი გულისთვის იღვიძებდა, დილით საწოლიდან თავს სწევდა და
მთელ დღეს საქმიანობებსა და წვალებებში ატარებდა, მის მოწინააღ-
მდეგეთა მიზანს ომი შეადგენდა. მისი გულისთვის ხელმძღვანელობ-
და მეთაურთა თათბირებს თმენით, და ისე საგრძნობლად უძალიანდე-
ბოდა უმრავლესობათა გადაწყვეტილებებს, რომ მათ ცოტაღა აკ-
ლდათ, და მეტად უსიამოვნო თავგადასავალში გაეხვეოდნენ.
როგორც ცხოვრებისაგან მონიჭებული სიხარული, მისი ბაღი და
წიგნები თანდათან უცხო და უნდო გახდნენ მისთვის, შეიძლება თავა-
დაც გაუცხოვდა მათთვის, მისთვისაც უცხო და მოღალატე შეიქნენ ისი-
ნი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აბედნიერებდნენ და ახალისებ-
დნენ მის ცხოვრებას. პოლიტიკით დაიწყო, და მაშინ, როცა ქალი
გრძნობით სავსე სიტყვებს ეუბნებოდა, რომ ქმარს შიში აქვს ცოდვის
ჩადენის წინაშე და მას მშვიდობისადმი სიყვარული თითქმის აშკარად
ლაჩრობად და თავის გაფრთხილებად შეუფასა და ლოყებაწითლებუ-
ლი და ანთებული, მომავალში მთავრის პატივსაცემ გმირობასა და წი-
ნააღმდეგ შემთხვევაში სირცხვილის ჭამაზე მსჯელობდა, მაშინ განიგ-
მირა მისი გული და უეცარმა თავბრუსხვევის გრძნობამ მიახვედრა და
დაანახვა, რა შორს წასულა თავისი ცოლი მისგან, და თვითონაც – მის-
გან. და რამდენ ხანსაც მათ შორის უფსკრული დიდდებოდა, იზრდებო-
და და კიდევ ის, რომ არც ერთი მათგანი არაფერს აკეთებდა მის შე-
სამცირებლად, უფრო მეტიც: ეს იყო დაზა, ვისაც ეს უნდა მოეგვარები-
ნა, რაღაც იმისთანა ემოქმედა, რადგანაც უფსკრული, მართლაც, მის-
თვის იყო ხილული მხოლოდ და მის წარმოდგენაში ამქვეყნად ყველა
უფსკრულთა შორის მუდამ უფრო დიდ უფსკრულად იქცეოდა. უფსკრუ-
ლი ქალსა და კაცს შორის, ჰო-სა და არა-ს შორის, სულსა და სხეულს
შორის. როცა იგი ფიქრებიდან გამოერკვა, ეგონა, ყველაფერი მთლი-
ანად ცხადად დაინახა: როგორც პრავატიმ იგი ერთხელ, საუცხოოდ
ლამაზმა, თავი რომ შეაყვარა და იქამდე ეთამაშა, ვიდრე თავის ამხა-
ნაგებსა და მეგობრებს, მწყემსებს და მის აქამდე, მწყემსების ლაღ

605
ცხოვრებას არ მოაშორა და ამის გამო უცხოობასა და მსახურებაში არ
აცხოვრა – იგი სიძე გახდა არა კეთილგანწყობილი ხალხის სახლში,
რომლებიც მისი შეყვარებულობით სარგებლობდნენ და თავისთვის
ამუშავებდნენ. შემდეგ ნალა გამოჩნდა, და მისი უბედურებაც მაშინ
დაიწყო. ნალამ მისი მეუღლე დაიმორჩილა, მდიდარმა, ლამაზმა რა-
ჯამ თავისი მშვენიერი სამოსლითა და კარვებით, ცხენებითა და მსა-
ხურებით, საწყალი, ფუფუნებას მიუჩვეველი ქალი შეაცდინა, ეს მის-
თვის არანაირი საწვალებელი არ იქნებოდა. მაგრამ, მართლაც, ასე
მოკლე ხანში და მსუბუქად შეძლებდა კაცი მის გადაბირებას, თუ იგი
შინაგანად ერთგული და მორიდებული იქნებოდა? და ესე იგი, რაჯამ
იგი აცდუნა, თუ ისე წაიყვანა, და დაზას შემზარავი ტკივილი მიაყენა,
რასაც დღემდე განიცდის. დაზამ კი შური იძია, მისი ბედნიერების მპა-
რავი განგმირა, ეს წუთი მაღალი ტრიუმფი იყო. და როგორც კი ეს მოქ-
მედება ჩაიდინა, გაქცევით უნდა ეშველა თავისი თავისთვის; დღეები,
კვირები და თვეები ბუჩქნარსა და ლერწმიანში ჩიტივით თავისუფალ-
მა იცხოვრა, ადამიანს ვეღარ ენდობოდა. და რა გააკეთა პრავატიმ იმ
დროს? მათ შორის ამაზე არასოდეს ბევრი საუბარი არ ყოფილა. ყო-
ველ შემთხვევაში: მას არ დასდევნებია, მაშინღა მოძებნა და იპოვა,
როცა მისი მთავრად დაბადება და მისი მთავრად დანიშვნა გამოც-
ხადდა, მას იგი სჭირდებოდა, ტახტზე რომ ასულიყო და სასახლეში ეც-
ხოვრა. მაშინ გამოჩნდა ტყიდან და პატივცემული მარტოსულის მე-
ზობლობიდან წაიყვანა, იგი მშვენიერი სამოსლით მორთეს, რაჯად
დასვეს, და ეს ყველაფერი ცარიელი ბრწყინვალება და ბედნიერება
იყო. მაგრამ სინამდვილეში: რა მიატოვა მაშინ და რისთვის გაცვალა
ეს ყველაფერი? მთავრის ბრწყინვალება და მოვალეობები მიიღო, მო-
ვალეობები, რაც დასაწყისში მსუბუქი იყო და შემდეგ, მუდამ მძიმდე-
ბოდა და მძიმდებოდა, მან კვლავ მოიპოვა ლამაზი მეუღლე, ტკბილი
სიყვარულის საათები მასთან ერთად, და შემდეგ ვაჟი, სიყვარული მი-
სადმი და გულდამძიმებული დარდი მის საფრთხედამუქრებულ ცხოვ-
რებასა და ბედნიერებაზე ისე, რომ ახლა ომი კარს მოსდგომოდა. ეს
ასე იყო, რა მოუტანა პრავატიმ მას, როცა მაშინ ტყეში წყაროსთან მი-
აგნო. და რა დაუტოვა ქალმა საამისოდ და რა შესძინა! მან კი ტყის

606
სიმშვიდე მიატოვა, ნეტარი სიმარტოვე; დასთმო მეზობლობა და წმინ-
და იოგას მაგალითი, დაკარგა იმედი მის მოწაფეობასა და მიმდევრო-
ბაზე, ბრძენის ღრმა სხივმფინარე, შეურყეველ სულიერ სიმშვიდეზე,
ბრძოლებიდან განთავისუფლებასა და ცხოვრების ტკივილებზე. პრა-
ვატის მშვენიერებით შემცდარმა, ქალისაგან დატყვევებულმა და მის
პატივმოყვარეობას აყოლილმა, გზა დასთმო, სადაც მარტო თავისუფ-
ლება და მშვიდობა მოიპოვებოდა. ასე ეჩვენებოდა დღეს მას თავისი
ცხოვრების ისტორია, სინამდვილეში ეს ძალზე იოლად აიხსნებოდა,
რომ ამგვარად დაენახა, საჭირო იყო ცოტაოდენ რაღაცისათვის ყურის
წაყრუება და მიტოვება. სხვათა შორის, მან მიატოვა ის გარემოება,
რომ ჯერ იმ მარტოსულის მოწაფე არ ყოფილა, არავითარ შემთხვევა-
ში, ცნებაში კი უკვე იყო, და უნებურად კვლავ დასთმო, ასე ადვილად
შეიძლება საკითხების გადაწევა, თუ კი წარსულს გადავხედავთ.
სულ სხვანაირად უყურებდა პრავატი ამ ამბებს, თუმცა ნაკლებად
შორს მიდიოდა, ვიდრე ამაზე ფიქრში მისი მეუღლე. იმ ნალაზე სულ არ
ფიქრობდა. პირიქით იყო, თუ მას მეხსიერება არ ღალატობდა, ის ერ-
თადერთი იყო, ვინც დაზას ბედნიერებას საფუძველი ჩაუყარა და
აქეთკენ მოიყვანა, ისევ რაჯად აქცია, ვაჟით დაასაჩუქრა, სიყვარული
და ბედნიერება უხვად უბოძა, ის კი ბოლოს მის დიდებას არ შეზრდია
და მის საამაყო გეგმებს უღირსად მიიჩნევდა, რადგანაც ნათელი იყო,
რომ მომავალი ომი სხვა არაფრამდე მიდიოდა, თუ არა იქამდე, რომ
გოვინდა გაენადგურებინათ და მისი ძალაუფლება და მფლობელობა
გაორმაგებულიყო. ამაზე სიხარულისა და მასთან ერთად გულმოდგი-
ნე მოქმედების ნაცვლად, მთავრისთვის შეუფერებლად, როგორც მას
ეჩვენებოდა, დაზა ომისა და დაპყრობის წინააღმდეგ გამოდიოდა და
მას ერჩია, უმოქმედოდ დაბერებულიყო კიდეც თავის ყვავილებსა, ხე-
ებსა, თუთიყუშებსა და წიგნებში. აქ, მის გვერდში თავად მგზნებარე
პარტიის წევრი ვიშვა მიტრა იდგა, სხვა კაცი, მხედრობის უფროსი
მბრძანებელი და სწრაფი ომისა და გამარჯვებისათვის მებრძოლი. ყო-
ველი შედარება ამ ორთა შორის მის სასიკეთოდ წყდებოდა.
დაზამ ეს კარგად დაინახა, როგორ ძალიან დამეგობრებულიყო მი-
სი ცოლი ამ ვიშვა მიტრასთან, როგორ აოცებდა ქალი ამ კაცს, და თვი-

607
თონაც როგორ აღფრთოვანებულიყო მისით, ამ მხიარული და მამაცი,
მაგრამ ზედაპირული, იქნებ არც მეტად ნიჭიერი ოფიცრით, ხმამაღლა
რომ ხარხარებდა და ჩამწკრივებულ, მაგარ კბილებს აჩენდა და მოვ-
ლილი წვერითაც ყურადღებას იქცევდა. მან ეს დაინახა სიმწრითა და
ამავდროს სიძულვილით, ირონიული გულგრილობით, რითაც თვითონ
ტყუვდებოდა. ის არ აბეზღებდა და არ მიისწრაფვოდა იქითკენ, რომ
ცოდნოდა, ამ ორთა შორის მეგობრობის ზღვარი ნებადართული და მი-
ღებული იყო თუ არა. ხედავდა პრავატის როგორ შეყვარებოდა ეს
მშვენიერი მხედარი, რაც მის გამომეტყველებაში ჩანდა, რომ იგი ნაკ-
ლებად გმირულ მეუღლესთან შედარებით, უპირატესობას მას ანიჭებ-
და, იგივე გარეგნული გულგრილობით, შინაგანად კი მწარე მინებე-
ბით, როგორც იგი ჩვეული იყო, რომ ყველა მომხდარი ამბებისათვის
შეეხედა. თუ ეს ერთგულება აღარ არსებობდა და ღალატობდა, რაც მე-
უღლეს უკვე გაერკვია, როგორც ჩანდა, დაზას შეხედულებებსაც ნაკ-
ლებად აფასებდა, ეს სულერთი იყო, ფაქტი სახეზე ჩანდა, ვითარდე-
ბოდა და იზრდებოდა; და მის წინააღმდეგ რაღაც ომივით გაჩაღებუ-
ლიყო საბედისწეროდ, რის წინააღმდეგაც სხვა საშუალება და სხვა
საქციელი ყველაფრის უკან წაღებისა და მშვიდად გადატანის გარდა
აღარ არსებობდა; ეს ასეც მოხდებოდა თავდასხმისა და დაპყრობის
ნაცვლად, დაზას ვაჟკაცობასა და გმირობაზე თავისებური შეხედულე-
ბა ჰქონდა. პრავატის მოხიბვლა მხედართმთავრით თუ, პირიქით, მისი
ქალით, საერთო წესს არ ემორჩილებოდა და ნებადართული არ იყო,
შინაგანად იცავდნენ თუ არა ისინი ამას, ყოველ შემთხვევაში, მას ასე
ესმოდა, პრავატი იყო ამაში ნაკლებ დამნაშავე, ვიდრე თვითონ. მოაზ-
როვნე და დაეჭვებული დაზა კი, მეტად იხრებოდა იქითკენ, თავისი
ბედნიერების გაქრობის დანაშაული თავისთავში მოეძებნა, ანდა თა-
ვისი თავი გაეხადა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, რაშიც იგი აღ-
მოჩნდა და ჩათრეულ იქნა; სიყვარულში, პატივმოყვარეობაში, შურის-
ძიებაში და ყაჩაღობაში. დიახ, ის ქალს მიაწერდა თავის აზრებში ყვე-
ლაფერს დედამიწაზე: სიყვარულსა და ვნებას, მთელ ცეკვას, ტკივილ-
თა და მისწრაფებათა მთელ მონადირებას, ოჯახის დაშლას, სიკ-
ვდილს, მკვლელობას, ომს, მაგრამ ამასთანავე, მან კარგად იცოდა,

608
რომ პრავატი არ იყო ბრალეული და მიზეზი ამ ყოველივესი, არამედ
მსხვერპლი, რომ ქალის არც სილამაზე და არც მისი სიყვარული ქალი-
სადმი მის საქმეს არ შეადგენდა და პასუხისმგებლობას არ აკისრებდა,
რომ ქალი მხოლოდ მტვრის ნაწილაკია მზის სხივში, ერთი ტალღაა
ნაკადში, და რომ ეს მხოლოდ დაზას საქმე იყო, ქალს და სიყვარულს,
ბედნიერების შიმშილსა და პატივმოყვარეობას გარიდებოდა და იქნებ
კმაყოფილი დარჩენილიყო მწყემსად მწყემსებს შორის, ანდა სულაც
იოგას საიდუმლო გზაზე საამისო უკმარისობა თავის თავში დაეძლია.
მან ეს გამოტოვა, უარი თქვა ამაზე, დიდი საქმისთვის არ იყო მოწოდე-
ბული, ანდა თავისი მოწოდება ერთგულებით არ დაიცვა, და მისი ცო-
ლი ბოლოს მართალი აღმოჩნდა, როცა სიმხდალე დაინახა მასში, სა-
მაგიეროდ, ვაჟიშვილი შესძინა, ლამაზი, სათუთი ბიჭი, ვის გამოც მას
შიში იპყრობდა და ვისი ამქვეყნად ყოფნა მის სიცოცხლეს მუდამ აზ-
რსა და შინაარსს სძენდა, და ეს დიდ ბედნიერებას წარმოადგენდა,
მაგრამ ტკივილიან და შიშის მომგვრელ ბედნიერებას, მაგრამ მაინც
ბედნიერებას, მის ბედნიერებას. ამას იგი ზღავდა დარდითა და კაეშ-
ნით თავის გულში, ომისა და სიკვდილისათვის მზადყოფნით, იმ ცნო-
ბიერებით, ბედს რომ პირისპირ შეყროდა. გაღმა, თავის ქვეყანაში იჯ-
და რაჯა გოვინდა. იმ საშინელი გასახსენებლის, იმ მაცდუნებლის, იმ
მოკლული ნალას დედისაგან დარიგებული და ანთებული, ვინც უფრო
უხშირებდა და უხეშად ესხმოდა თავს ქვეყანას და ომისკენ მოუწოდებ-
და; გაიპალის ძლიერ რაჯასთან ერთადერთ კავშირს შეეძლო დაზა
საკმაოდ გაემაგრებინა, და მშვიდობისა და მეზობლური ხელშეკრუ-
ლებების დასადებად იგი ორივეს აეძულებინათ. მაგრამ ეს რაჯა, თუმ-
ცა დაზა კეთილგანწყობილი იყო, ვისაც გოვინდასთან ნათესაობა
ჰქონდა, ყოველ მცდელობას უდიდესი ზრდილობით უსხლტებოდა,
რომ ასეთ კავშირში არ გამოეყენებინათ. უკან დახევა აღარ გამოდი-
ოდა, აღარ არსებობდა იმედი გონებასა და ადამიანობაზე, მოსახდენი
ახლოვდებოდა და განსაცდელის ჟამიც უნდა დამდგარიყო. თვით და-
ზასაც კი ენატრებოდა ომი, ერთბაშად მეხთატეხით მოვლენათა დაჩ-
ქარება, რასაც მეტს უკვე ვეღარ დაუხრიდა თავს. კიდევ ერთხელ მო-
ძებნა მთავარი გაიპალიდან, ამაოდ გაცვალა რიგიანი აზრები მასთან,

609
ურჩევდა დაჟინებით ზომიერებასა და მოთმინებას, მაგრამ უიმედოდ
იქმოდა ამას; სხვა დანარჩენ შემთხვევაში იგი აღიჭურვებოდა. ბჭობი-
სას აზრთა ბრძოლა ახლა ერთად-ერთზეღა მიდიოდა, მტრის შემდგომ
შემოჭრისას, მტრის ქვეყანაში მარშით შესვლით თუ ომით ეპასუხათ,
ანდა თუ მტრულ, მთავარ თავდასხმას დალოდებოდნენ, რითაც მუდამ
იგი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე დამნაშავედ და მშვიდო-
ბის დამრღვეველად დარჩებოდა.
მტერმა, ასეთი კითხვებით თავშეუწუხებელმა, მოფიქრებას, რჩე-
ვას და ყოყმანს ბოლო მოუღო და ერთ დღესაც დასცხო. მან მოახდინა
აშკარად დიდი ყაჩაღური თავდასხმა, და რაც დაზას თავის მხედარ-
თმთავართან და საუკეთესო ხალხთან ერთად უსწრაფესად საზღვრის-
კენ მიაქანებდა, და როცა ისინი გზაში იყვნენ, მტერი თავისი მთავარი
ძალით ქვეყანას და უშუალოდ დაზას ქალაქს თავს დაესხა, კარიბჭე
აიღო და სასახლე დაიკავა. როგორც კი ეს დაზამ შეიტყო, წამსვე მობ-
რუნდა, იცოდა, მისი მეუღლე და ვაჟიშვილი საფრთხეში მყოფ სასახ-
ლეში იყვნენ ჩაკეტილნი, შესახვევებში მისადგომთან სისხლიანი
ბრძოლები გაჩაღებულიყო, დამტანჯველი ტკივილით ეკუმშებოდა გუ-
ლი, როცა თავისიანებზე ფიქრობდა და იმ საშინელებებზე, რაც შეიძ-
ლება მათ თავს დასტეხოდათ. და იგი აღარ იყო წინააღმდეგობრივი
და ფრთხილი სარდალი, აღენთო ტკივილითა და სიმწრით თავის
ხალხთან ერთად და ველური სისწრაფით შინისაკენ მიჰქროდა. ყველა
ქუჩაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდიოდა, სასახლემდე მტე-
რი ჩეხა, შეაჩერა და გაშმაგებით ეკვეთა, ვიდრე იმ სისხლიან დღეს
ბინდმა არ უწია, ღონემიხდილი, რამდენიმეგან დაჭრილი, განადგურე-
ბული დაბლა დაეშვა.
როცა ცნობაზე მოსულმა ისევ გამოიღვიძა, ნახა, დაეტყვევებინათ,
ბრძოლა დაკარგულიყო, ქალაქი და სასახლე მტრის ხელში გადასუ-
ლიყო. შეკრული გოვინდას მიჰგვარეს, იგი ქილიკურად მიესალმა და
ოთახისკენ წაუძღვა. ეს ის ოთახი იყო, ამოკვეთილი და მოოქრული
კედლებითა და დაგორგალებული ნაწერებით. აქ ერთ-ერთ ხალიჩაზე
გამართულად და გაქვავებული სახით მისი ცოლი პრავატი იჯდა, მის
უკან შეიარაღებული დაცვით და კალთაში მას ყმაწვილი ეწვინა; მოწ-

610
ყვეტილი ყვავილივით იდო ნაზი სხეული, მკვდარი, სახე ნაცრისფერი,
სამოსელზე სისხლი ეღვრებოდა. ქალი არ მობრუნებულა, როცა მისი
მეუღლე შემოიყვანეს, არ შეხედა, გამომეტყველების გარეშე პატარა
მიცვალებულს დაშტერებოდა; საოცრად შეცვლილი მოეჩვენა დაზას.
ცოტა ხნის შემდეგღა შენიშნა, რომ მისი თმა, რამდენიმე დღის წინ მუ-
ქი შავი რომ იყო, მთლიანად ნაცრისფრად ციმციმებდა. ისევ დიდხანს
უნდოდა მას ასე ჯდომა, ბიჭით კალთაში, გაშტერებული, სახე ნიღაბი-
ვით რომ ჰქონდა.
„რავანა! – დაიძახა დაზამ, – რავანა, ჩემი შვილი, ჩემი ყვავილი!“
ჩაიმუხლა, სახე მკვდრის თავზე დაუშვა; მლოცველივით დაიჩოქა მდუ-
მარე ცოლისა და შვილის წინაშე, ორივეს მოსთქვამდა, ორივეს თაყ-
ვანს სცემდა. იყნოსა სისხლისა და სიკვდილის სუნი, ყვავილის ზეთის
სურნელს ნარევი, რაც ბავშვს თმაზე ჰქონდა ნაცხები. გაყინული მზე-
რით დაშტერებოდა პრავატი ორივეს.
ვიღაც შეეხო მას მხარზე. ეს ერთ-ერთი გოვინდას მთავარი კაცი
იყო, ვინც უთხრა, ადექიო და გაიყვანა. მას პრავატისთვის არცერთი
სიტყვა არ მიუმართავს. მასაც – არც ერთი.
შეკრული, ურიკით გოვინდას ქალაქის საპყრობილეში წაიყვანეს.
ბორკილები ნაწილობრივ გახსნილი ჰქონდა, ერთმა ჯარისკაცმა
წყლის დოქი მოუტანა და ქვის იატაკზე დაუდო, მარტო დატოვეს, ჩაკე-
ტეს და ჩარაზეს კარი. მხარზე ერთი ჭრილობა ცეცხლივით სწვავდა.
წყლის დოქს მისწვდა ხელით, და ხელები და სახე გაიგრილა. დალე-
ვაც სურდა, მაგრამ თავი დაანება. მაშინ ასე ფიქრობდა, მალე მოვ-
კვდებიო. რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ ეს, რამდენ ხანს! ენატრე-
ბოდა სიკვდილი, როგორც მის დამშრალ ყელს – წყალი. სიკვდილს თუ
შეეძლო მის გულში ტანჯვისთვის ბოლო მოეღო, მაშინღა ჩაქრებოდა
მკვდარი ვაჟით დედის სურათი. მაგრამ ყველა წამების შიგნით გულს
ულბობდა დაღლილობა და სისუსტე, ის დაეშვა და ჩასთვლიმა.
ამასობაში, როცა ამ პატარა წათვლემის შემდეგ ისევ ბინდშივე გა-
მოერკვა, გამაყუჩებლად თვალების მოფშვნეტა სურდა, მაგრამ არ შე-
ეძლო, ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა, და თან რაღაც მაგრად იყო,
და როცა მოძალიანდა და თვალები გაახილა, საპყრობილის კედლები

611
კი აღარ იყო მის ირგვლივ, არამედ მწვანე შუქი ნათლად და ძლიერად
ფოთლებსა და ხავსზე მოედინებოდა, ის დიდხანს ახამხამებდა თვა-
ლებს. შუქი უხმო, მაგრამ მაგარ დარტყმასავით მოხვდა მას, საშინელ-
მა და შემაკრთობელმა შიშმა დაუარა კეფასა და ზურგში, რამდენჯერ-
მე კიდევ დაახამხამა თვალები, სახე ბუზღუნით შეიჭმუხნა და თვალე-
ბი ფართოდ გაახილა. ის ტყეში იდგა, და ორივე ხელით წყლით სავსე
თასი ეჭირა, მის ფეხებთან წყაროს აუზი აირეკლავდა ყავისფრად და
მწვანედ, გაღმა, ხშირი გვიმრიანის უკან, იცოდა ქოხი იდგა, და იოგა
ელოდებოდა, ვინც იგი წყალზე გააგზავნა. ხედავდა მას, ვინც საოც-
რად გაიცინა, და ვისაც სთხოვა, მაიას შესახებ რაღაც ცოდნა მომეციო.
ის არც ბრძოლას წააგებდა და არც ვაჟს დაკარგავდა, არც მთავარი და
არც მამა იქნებოდა; კარგი იყო იოგას მისთვის სურვილი შეესრულები-
ნა, და მაიას შესახებ დაემოძღვრა: სასახლე და ბაღები, წიგნები და
ფრინველთა მოშენება, მთავრის საზრუნავი და მამის სიყვარული, ომი
და ეჭვი, პრავატისადმი სიყვარული და ძლიერი უნდობლობა მის – მი-
მართ, ის ყველაფერი არაფერი იყო, – არა, არაფერი კი არა, ეს იყო –
მაია! დაზა შერყეული იდგა, ლოყებზე ცრემლები სდიოდა, მის ხელებ-
ში თასი კანკალებდა და ქანაობდა, რაც ეს ესაა მარტო სულისთვის
ჰქონდა ავსებული, წყალი იღვრებოდა თასის პირიდან და ფეხებზე ჩა-
მოსდიოდა. ისე იყო, თითქოს სხეულის ერთი ნაწილი მოკვეთესო, რა-
ღაც თავისით თავიდან მოაშორესო, მასში სიცარიელე იყო, მყის წაარ-
თვეს ისევ ნაცხოვრები დიდი ხნის წლები. დაცული განძები, ტკბილ ნა-
გემი სიხარულები, განცდილი ტკივილები, მოთმენილი შიში, სიკ-
ვდილს მიახლოვებულად ღირებული სასოწარკვეთა, ჩაქრა და არაფ-
რად იქცა ეს ყოველივე მაგრამ მაინც არა არაფრად! რამეთუ გახსენე-
ბა თან სდევდა მას, სურათები დარჩა მასში, ისევ ხედავდა მჯდომარე
პრავატის, დიდს და გაშტერებულს, უეცრად გაჭაღარავებული თმით,
კალთაში ვაჟი ეწვინა, თითქოს მან თვითონ მოახრჩოო, ნამდვილი-
ვით იდო იგი, დამჭკნარი კიდურები მუხლებზე ეყარა. ო, რა სწრაფად,
რა სწრაფად და შემაძრწუნებლად, რა შემზარავად, რა საფუძვლიანად
დაიმოძღვრა მაიას ცოდნით! მისთვის ყველაფერმა გადაიწია, გან-
ცდებით სავსე მრავალი წელი წამებაში შეიკვეცა, ყველაფერი სიზმარს

612
ჰგავდა, რაც ეს ესაა დაჟინებულ სინამდვილედ ჩანდა, სიზმარს ჰგავ-
და ალბათ ყველაფერი ის სხვა, რაც ადრე მოხდა, ამბები მთავრის ვაჟ
დაზაზე, მის მწყემსურ ცხოვრებაზე, მის დაქორწინებაზე, ნალას შურის-
ძიებაზე და მარტოსულთან თავშესაფარზე; სურათები იყო ეს, რასაც
შეეძლო ადამიანი სასახლის ამოკვეთილ კედელზე გაეოცებინა, ფოთ-
ლოვან ტყეში, სადაც ყვავილები, ვარსკვლავები, ჩიტები, მაიმუნები
და ღმერთები ჩანან, და ეს იყო, რაც მან ახლა განიცადა და რაც თვალ-
წინ ჰქონდა, ეს გაღვიძება მთავარობიდან, ომობიდან და პყრობილო-
ბიდან, ეს დგომა წყაროსთან, და ეს წყლის თასი, საიდანაც ოდნავ და-
ეღვარა წყალი აზრებთან ერთად, რასაც აქ ფიქრობდა – ეს ყველაფე-
რი მაინც ბოლოს ამ მასალიდან არ იყო, არ იყო ის სიზმარი, მირაჟი
მაია? და რასაც ის კიდევ მომავალში განიცდის და თვალით ნახავს და
ხელით შეეხება, ვიდრე ერთადერთამდე, მის სიკვდილამდე – ეს სხვა
მასალისგან იყო, სხვა სახის იყო? თამაში და მოჩვენებითობა იყო ეს,
ქაფი და სიზმარი, მაია იყო ეს, მთელი, ლამაზი და შემზარავი, შემაკ-
რთობელი და სასოწარმკვეთი სურათთა თამაში, ცხოვრებისეული
მხურვალე სიამენით, მწველი სალმობანით.
დაზა იდგა ისევ კვლავ გაოგნებული და დაუძლურებული. კვლავ
ირყეოდა მის ხელებში თასი, წყალი იღვრებოდა დაბლა, ცივად ესხმო-
და ფეხის თითებზე და იღვრებოდა. რა უნდა ექნა? თასი ისევ აევსო,
იოგასთვის უკან მიეტანა, იგი ყოველივე ამაზე გაეცინებინა, რაც მან
სიზმარში განიცადა? ეს აღარ იყო მომხიბლავი. მან თასი დაუშვა, გად-
მოაქცია და ხავსში ისროლა. მწვანეზე დაჯდა და სერიოზულად ჩაფიქ-
რება დაიწყო. საკმაოდ და საკმაოზე მეტადაც იგემა ეს ზმანება, გან-
ცდათა, სიხარულთა და ტკივილთა დემონური წნული, რაც ადამიანს
გულს მოუკლავს და სისხლს გაუჩერებს და ეს ყველაფერი უცებ მაიად
იქცევა და ადამიანს გიჟივით უკან ჩამოიტოვებს, საკმაოდ მიიღო ყვე-
ლასგან ყველაფერი, აღარ მიისწრაფვოდა ქალისა და შვილისაკენ,
ტახტისა და გამარჯვებისაკენ, არ ეშურებოდა შურისგებას, არც ბედ-
ნიერებასა და არც სიჭკვიანეს, არც ძალაუფლებასა და არც სათნო-
ებას. არაფერს მიელტვოდა სიმშვიდის გარდა, დასასრულის გარდა,
სხვა არაფერი სურდა გარდა ამ მარად მბრუნავი ბორბლისა, ამ უსას-

613
რულო სურათების ნახვის შეჩერებისა და ჩაცხრობისა ისე, როგორც მა-
შინ სურდა, როცა იმ ბოლო ბრძოლაში მტერს შეასკდა, რათა მოესრა
და თვითონაც დარტყმებს იღებდა, ჭრილობებს მიაყენებდა და თვი-
თონაც იჭრებოდა, ვიდრე არ დაეცა. მაგრამ რა? შემდეგ დრო დადგა
გულის წასვლისა თუ თვლემისა, თუ სიკვდილისა, და ამავდროს მაინც
იყო ისევ მღვიძარე, ცხოვრების ნაკადები მის გულში უნდა შესულიყო
და საშიში, ლამაზი, შემაძრწუნებელი სურათთა ნაკადი, მის თვალებს
ახლიდან რომ აწყდებოდა უსასრულოდ, ღვარად, შემდეგ გულის წას-
ვლამდე, შემდგომ სიკვდილამდე. ეს იყო, ალბათ, შესვენება, მოკლე,
პატარა შესვენება, ერთი ამოსუნთქვა, მაგრამ შემდეგ ისევ წავიდოდა
ყველაფერი, და იქნებოდა ათასობით ფიგურიდან ისევ ერთი ცხოვრე-
ბის ველურ, დამათრობელ სასოწარკვეთილ ცეკვაში. აჰ, არ იქნება ჩაქ-
რობა, არ იქნება დასასრული.
მოუსვენრობამ კვლავ ფეხზე ატრიალა. როცა ამ დაწყევლილ წრი-
ულ ცეკვაში სიმშვიდე არ არსებობდა, რომ თავისი ერთადერთი მო-
ნატრებული სურვილი შესრულებულიყო, და ასევე მშვენივრად შეეძ-
ლო თავისი წყლის ჭურჭლის ავსება და მოხუც კაცთან მიტანა, რაც მან
უბრძანა, თუმცა მისთვის, მართლაც, არაფერი ჰქონდა საბრძანებელი.
ეს იყო მსახურება, რასაც მისგან მოითხოვდნენ, ეს იყო დავალება, მის-
თვის უნდა დაეჯერებინა და შეესრულებინა, ეს უკეთესი იყო, ვიდრე
ჯდომა და თვითმკვლელობის მეთოდების მოფიქრება, – საერთოდ, ეს
იყო დამორჩილება და მსახურება უფრო ადვილი და უკეთესი, უფრო
მეტად უცოდველი და სასარგებლო, ვიდრე ბატონობა და პასუხისმგებ-
ლობა, რამდენადაც მან იცოდა. კარგი, დაზა, მაშინ აიღე თასი, მკვირ-
ცხლად აავსე წყლით და შენ ბატონს მიუტანე.
როცა ქოხთან მივიდა, ოსტატმა განსაკუთრებული მზერით მიიღო,
მსუბუქი შეკითხვის ინტერესით, ნახევრად თანაგრძნობით, ნახევრად-
გაგების მხიარული მზერით, იმ მზერით, როგორც უფროსი ბიჭი უმ-
ცროსს შეხედავს ხოლმე, როცა ერთი დამძაბველი და რაღაც დასარ-
ცხვენი თავგადასავლიდან მოსულს ხედავს, როცა მას ვინმე ვაჟკაცო-
ბაში გამოსცდის და დასჯის, ეს მწყემსი პრინცი, ეს მისგან გაქცეული
საბრალო ბიჭი, წყაროდან ხომ მარტო მოვიდა, წყალი მოიტანა და

614
თხუთმეტი წუთიც კი არ გასულა ჯერ, მაგრამ ის საპყრობილედან მო-
ვიდა, ჰყავდა ცოლი, ვაჟი და მთავრობა და დაეკარგა, ადამიანის
ცხოვრება დაამთავრა და მზერა მბრუნავ ბორბალზე გადაიტანა. სავა-
რაუდოდ, ეს ყმაწვილი კაცი ადრე უკვე ერთხელ ანდა რამდენიმეჯერ
გამოღვიძებული იყო და სინამდვილე სავსედ შეისუნთქა, თორემ აქ არ
მოვიდოდა და დიდხანს არ დარჩებოდა. ახლა კი ჩანს, სწორად გა-
მოღვიძებული და მომწიფებულია გრძელ გზაზე დასადგომად. რამდე-
ნიმე წელი იქნება საჭირო, ამ ახალგაზრდა ადამიანს თავდაჭერა და
სუნთქვა სწორად რომ წარუმართონ.
მხოლოდ ამ მზერით, რასაც კეთილმოსურნეობის განცდისა და მი-
ნიშნების კვალი ატყვია და მათ შორის შემდგარ დამოკიდებულებას
მოიცავს, დამოკიდებულებას მაისტერსა და მოწაფეს შორის – მხო-
ლოდ ამ მზერით შეასრულა იოგამ მოწაფის მიღება. ამ მზერამ განდევ-
ნა უსარგებლო ფიქრები მოწაფის თავიდან და მიიღო აღზრდასა და
მსახურებაში. მეტი აღარაფერია დაზას ცხოვრებიდან მოსაყოლი, და-
ნარჩენი შესრულდა სურათთა და აზრთა მიღმა. მას ტყე მეტად აღარ
მიუტოვებია.

615

You might also like