You are on page 1of 3

გიგლა ოთარაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობა, III კურსი

ედგარ დეგას ,,ბალეტის კლასი’’, ედუარდ მანეს ,,ბარი ფოლი-ბერჟერში’’

და

კლოდ მონეს ,,ქალი ქოლგით(სახით მარცხნივ)’’ - სტილური შედარება

დავიწყოთ იქიდან, რომ წარმოდგენილი გვაქვს სამი ერთი და იმავე ეპოქის, სხვადასხვა
გამოჩენილი ფერმწერის მიერ შესრულებული კომპოზიციები, რომლებმაც დაგვიტოვეს
არაერთი უნიკალური ნამუშევარი და სწორედ ამით გაითქვეს მათ სახელი მთელ
მსოფლიოში. რა თქმა უნდა, სამივე მათგანი იმპრესიონიზმის წარმომადგენელი იყო,
თუმცა თითოეულ მათგან წერის თავისებური მანერა გააჩნდა, რაც ხაზს უსვამს მათ
გენიალურობას.

ჯერ განვიხილოთ ედუარდ მანეს ,, ბარი ფოლი-ბერჟერში’’, რომელიც შესრულებულია


1882 წელს, ზეთის საღებავებში და მიეკუთვნება მანეს( სავარაუდოდ )უკანასკნელ
ნამუშევარს, და შეიძლება ითქვას რომ ეს მისი ერთ-ერთი საკუეთესო კომპოზიციაა.
როგორც ვხედავთ, სურათზე წარმოდგენილია ბარმენი ქალი, რომელიც ყიდის დახლზე
არსებულ სასმელებსა თუ ხილს. თუმცა ეს არარაის მთავარი, მთავარი არის ის, თუ რისი
თქმა სურს ფერმწერს ამ ნამუშევრით. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორი საინტერესო
გადაწყვეტაა მანეს მხრივ, გამომსახველობითი ხერხების გამოყენების ასეთი გამოსახვისა,
კერძოდ კი იმას ვგულისხმობ, რომ ზედა იარუსზე მყოფი მაყურებელი შეეძლო რომ
პირდაპირი რაკურსით ეჩვენებინა ჩვენთვის, მაგრამ ნაცვლად ამისა მან გადაწყვიტა, რომ
ეს ყველაფერი სარკეში აესახა და მისი ანარეკლიდან დაგვენახა თითოეული მომენტი, რაც
პირადად ჩემთვის სრულიად იდეალურია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის
ფაქტი, თუ როგორ აპირისპირებს ფერმწერი სხვადასხვა ემოციებს, კერძოდ
მაყურებლისაგნ წამოსულ ემოციებს ქალის ემოციებთან. მაყურებლიდან წამოსული
ემოცია უფრო პოზიტიური და დაებითია, ხოლო რაც შეეხება ბარმენ ქალს, მის
გამომეტყველებაში ადვილად ამოვიკითხავთ შედარებით უარყოფით ემოციებს, რომ ის
თითქოს დაიღალა ამ ყველაფრით,თავისი ცხოვრებით და მისთის უკვე ყველაფერს
მნიშვნელობა დაეკარგა, თუმცა ის მაინც აგრძელებს თავის საქმიანობას და ყიდის მის წინ
არსებლ დახლზე განლაგებულ საგნებს.

შემდეგი ნამუშევარი, ეს არის ედგარ დეგას ,,ბალეტის კლასი“, რომელიც


შესრულებულია 1871-1874 წლებში და არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია
ბალერინების სერიიდან. ამ შემთხვევაში, დაჭერილია ერთგვარი კადრი სადაც
წარმოდგენილია სარეპეტიციო ოთახი, სადაც ვხედავთ თუ როგორ ამეცადინებს გოგონებს
მოხუცი მასწავლებელი. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ნამუშევარში პირველი რაზეც
ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ეს არის კომპოზიციური წყობა. კონკრეტულად კი
ვგულისხმობ იმას, რომ დეგამ არა პირდაპირი, არამედ დიაგონალური რაკურსით
გამოსახა დაჭერილი კადრი, სავარაუდოდ უფრო მეტი სივრცისთვის. დეგას მხრივ
საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტაა იმისა, რომ მან კომოზიციის დიაგონალური წყობით
გვაჩვენა კიდევ დამატებითი ოთახი, სადაც ფანრჯრიდან ერთგვარი
პეიზაჟიც(სავარაუდოდ) კი წარმოგვიდგინა. ასევეყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე,
რომ ნამუშევარი სავსეა ბუნებრივი განათებით, რაც უფრომეტ იტერესს სძენს სურათ. ასევე
ისისც, თუ როგორ შესანიშნავად გადმოსცემს ფაქტურას მონასმების საშუალებით,
განსაკუთრებით კი ბალერინების სამოსს(პაჭკებს, პუანტელებს), დაასევე
ისისცმნიშნელოვანია, თუ როგორ არიან წარმდგენილნი ბალერინები, ზოგიერთი მათგანი
უბრალოდ ისვენებს, ზოგიერთი ვარჯიშობს, ზოგიც დაღლილია ამ რეპეტიციით და ერთი
სული აქვს რდოის წავა სახლში, მაგალითად წინა პლანზე გამოსახული, ფორტეპიანოზე
მჯდომი გოგონა.

და ბოლოს, წარმოდგენი გვაქვს კლოდ მონეს ,,ქალი ქოლგით(სახით მარცხნივ)’’,


რომელიც შესრულებულია 1886 წელს, ზეთის საღებავებით და აქაც ერთგვარი კადრია
დაჭერილი, რაც დამახასიათებელია მანესთის. სავარაუდოდ წარმოდგენილია მისი ცოლი
კამილი, რომელიც მინდვრითა და ყვავილებით გარშემორტყმულ ადგილას არის
წარმოდგენილი. მონესთი არარის მთავარი, რამდენად დეტალურად და რეალისტურად
გამოსახავ ფიგურას, მისთვის მნიშნელოვანია წარმოგვიდგინოს კომპოზიცია მონასმებისა
და ფერის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ის ქალის სახეს არ ამუშავებს, შექმნა ქარის ეფექტი
და ამას ქალის აფრიალებული კაბისა და მისი შარფის მეშვებით ვიგებთ, და ეს ყველაფერი
სწორედ აი ამ მონასმების მეშვეობით. კომპოზიცია არის აბსოლუტურად ტონალური, ეს
კი შესანიშნავად ჩანს მის მიერ წარმოდგენილი ბალახებსა და ყვავილებში. საკმაოდ
საინტერესოდ აქვს წარმოდგენილი გარდამავალი და ერთმანეთში შერეული ფერები,
რომელსაც ახლოდან თუ დავაკვირდებით და ნენლ-ნელა სურათს დავშორდებით
ერთგვარი ილუზია შეიქმნება და გამოსახულებაც მკაფიოდ გამოჩნდება.

რაც შეეხება სტილურ შედარებას, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ფრმწერი ერთი და
იმავე ეპოქის წარმომადგენელია, ისინი სრულიად გასნსხვავდებიან ერთმანეთისგან
როგორც წერის მანერით, ასევე სტილური თვალსაზრისითაც. სამივე მათგანთან
სხვადასხვა ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა: მაგალითად მანეს ნამუშევრის განხილვისას
ვნახეთ, რომ მასთან გარკვეულწილად განწყობილებისა და ემოციების გადმოცემით უფრო
მეტი ინტერესი წამოვიდა და უფრო საინტერესოდ დაგვანახა ამ სხვადა სხვა ემოციის
დაპირისპირება ბარმენ ქალსა და ანარეკლში გამოსახულ მაყურებელს შორის. დეგაშ
შემთხვევაში ემოციებზე იმდენად არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რამდენადაც
ფერსა და იმ კადრის დაჭერაზე რომელიც დეგამ წარმოგვიდგინა. მას ერთგვარად სურს
დაგვანახოს ადამიანის ყოველდღიურობა, ამ შემთხვევში კი ვგულისხმობ ბალერინებს
რომლებიც თავიანთი საქმიანობით არიანდ დაკავებულნი და დეგამ პასტელის
საშუალებით ეს ყველაფერი იდეალურად აღბეჭდა ტილოზე. ხოლო მონეს შემთხვევაში, აქ
უდიდესი მნიშნელობა ენიჭება მის მიერ გამოყენებულ ფერსა და მონასმებს. ამ ორ
ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ჩვენ განვიხილავთ მონეს
ნებისმიერ ნამუშევარს. რომ არა ფერი, მონეს ნამუშევრები არიქნებოდა შედევრები.

You might also like