You are on page 1of 9

კავკასიის უნივერსიტეტი

I კურსი

სანდრო მამუკაშვილი

რეფერატი თემაზე:

„კიბერდანაშაული საქართველოში“

ლექტორი: ასისტ. პროფესორი, ხატია ჯანგავაძე

თბილისი
2020
სარჩევი

ლიტერატურის მიმოხილვა.........................................................................................................3
შესავალი........................................................................................................................................4
კიბერდანაშაული მსოფლიოში....................................................................................................5
კიბერდანაშაულები საქართველოში...........................................................................................6
საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები....................................................................6
დასკვნა...........................................................................................................................................8
ბიბლიოგრაფია..............................................................................................................................9
ლიტერატურის მიმოხილვა

რეფერატისთვის გამოვიყენებთ, რამდენიმე სტატიას, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას,


არა მარტო საქართველოში მომხდარი კიბერ დანაშაულების შესახებ არამედ მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. ამ სტატიების ავტორები არიან:

1. თეონა ჯაფარიძე, რომელსაც განხილული აქვს კიბერდანაშაულის ზოგადი პოლიტიკა,


რაც გვაწვდის ინფორმაციას სხვა ქვეყნებში მომხდარი კიბერდანაშაულების შესახებ
ინფორმაციას და ასევე რა გაუკეთებიათ მისი შეზღუდვისთვის.
2. სალომე შენგელია, რომელიც საუბრობს კიბერდანაშაულზე, როგორც XXI საუკუნის
ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევაზე, რადგან ვითარდება ყოველ დღე და უფრო მეტი
შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით.
3. გიორგი პირველი, რომლის მსჯელობის მთავარი თემაა ევროპულ კონვენციასთან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კიბერდანაშაულთან მიმართებაშ
მიღებული კანონების შედარება და გასატარებელ ცვლილებებზე საუბარი.
შესავალი

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგიები, რაც


ადამიანების სამუშაოს ბევრად ამარტივებს და მრავალფეროვანს ხდის. მისი განვითარება
ეხმარება მეცნიერებს თუ სხვა პროფესიის ადამიანებს, ბევრი ახალი რამის აღმოჩენაში, რაც
შემდგომში გვიმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს. XXI საუკუნეში სადაც უკვე გახშირდა
დანაშაულები, დანაშაულებმა სახე იცვალეს, ხალხი ქუჩაში დანაშაულის მაგივრად კიბერ
სივრცეებს ითვისებს, საიდანაც უფრო მეტის მიღება შეუძლიათ, თან ისე, რომ ვერ გაიგონ
ან მათი ვინაობა ან ადგილსამყოფელი. ხშირად კიბერ დანაშაულები ისე ხდება, როცა
ადამიანი ვერ აღიქვამს და მარტივად კარგავს პირად ინფორმაციას. კიბერ სივრცეების
განვითარებამ ასევე შეამცირა ნაღდი ფულის გამოყენება და ხალხი გადაიყვანა ონლაინ
პლატფორმებზე არსებულ აპლიკაციებში, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო დაცული აქვთ
თავიანთი თანხები, მაგრამ არც ამის გატეხვა აღმოჩნდა და აქედან მოპარვა არის რთული
კიბერ დამნაშავეებისთვის, ისინი ყოველ დღე ახალ ახალი თავდაცვის მეთოდების
გატეხვას და მასში შეღწევის მეთოდებს იკვლევენ და სწავლობენ.

კიბერ დანაშაულები არ ყოფილა მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყნის პრობლემა, ის მსოფლიოს


უმეტესობა სახელმწიფოებს შეეხო, რისი პრევენციისთვისაც სახელმწიფოებმა სხვადასხვა
ზომებს მიმართეს.
კიბერდანაშაული მსოფლიოში

კიბერდანაშაული დანაშაულის ისეთი სახეა, რომლის გაკონტროლებაც და პრევენცია


ურთულესია, რადგან კიბერ დამნაშავეებმა ისწავლეს, თუ როგორ შეცვალონ IP
მისამართები, რომლითაც შემდგომში ხდებოდა მათი პოვნა.

კიბერ სივრცე დღესდღეობით ისეთი სივრცეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს


ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია შეღწევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო
მოსახლეობის უმეტესობა იყენებს კიბერ სივრცეებს სადაც თავიანთი პერსონალური
ინფორმაციის შეყვანა უწევთ. პერსონალური ინფორმაციის დაცვა კი არ არის მარტივი
ნებისმიერ გამოცდილ კიბერ დამნაშავეს შეუძლია მისი მიღება.

კიბერდანაშაულების პირველი პრეცენდენტი გამოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში


XX საუკუნის 70-იან წლებში, რასაც მოყვა აშშ-ს მთავრობის მიერ ასეთი პრეცენდენტების
შეკავების მიზნით მისი შესწავლა ოღონდ არა ლოკალურად არამედ თავიანთი საზღვრების
გარეთ.1[ CITATION 981 \l 1079 ]

ამერიკის შემდეგ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა საფრანგეთში სადაც მას “კომპიუტერული


დანაშაული“ უწოდეს, მაგრამ ხალხს დიდად არ დააინტერესა ამ ფაქტმა, რადგან არ
ხდებოდა იმდენი შემთხვევა და არც იმდენი კომპიუტერული მოწყობილობა არსებობდა,
რამდენიც დღეს არსებობს.

ყველანაირი კიბერ დანაშაულის აღმოსაფხვრელად გაეროს ქვეყნებმა შექმნეს ერთი


საკონტროლო პუნქტი, რომელიც გააკონტროლებდა და დაეხმარებოდა ყველა იმ ქვეყანას,
რომელიც მათ მიმართავდა. ეს ხელს შეუწყობდა კიბერსივრცეებში მომხდარი
დანაშაულების პრევენციას და ხელს შეუწყობდა ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოვებასა
თუ ურთიერთობაში.

მსოფლიოში კიბერ დანაშაულის შემთხვევები 2 წელიწადში მინიმუმ 1,000,000-ით


იზრდება.2

1
ჯაფარიძე თ., „კანონმდებლობა კიბერდანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა“, გვ.98
2
პირველი გ., „კიბერდანაშაულის შესახებ“, გვ. 66
კიბერდანაშაულები საქართველოში
საქართველოში კიბერდანაშაულის ფაქტები არ არის გავრცელებული, ან არ აღწევს
სასამართლომდე. 2006 წლიდან მხოლოდ 10 შემთხვევას მიუღწევია სასამართლომდე.3
[ CITATION XXI11 \l 1079 ]
2008 წლის ომის დროს, საქართველოზე რუსებმა განახორციელეს კიბერშეტევები, რითაც
ძალიან ბევრი ინფორმაციის მოგროვება შეძლეს ქართულ ჯარზე და მათ შეიარაღებაზე,
ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი არა ომის დროს დაიგეგმა არამედ რამდენიმე წლით
ადრე, მაგრამ ეს არ არის ყველასთვის ცნობილი, რის გამოც საერთაშორისო ტრიბუნამდე
ეს საქმე არ მისულა.
საქართველოში კიბერ დანაშაულის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სიტუაციაა, რადგან
უმეტესობა არალიცენზირებული ფილმები, სიმღერები თუ სხვა ინფორმაცია დევს.
არალიცენზირებული ინფორმაციების გავრცელებას დიდად ყურადღებას არ აქცევენ,
როცა სხვა ქვეყნებში ყველა ფილმის თუ სხვა რამის მიღებისთვის თანხა არის
გადასახდელი. ამასთან ერთად ხარისხიც ლიცენზირებულს უკეთესი აქვს.

საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები


საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ბევრი ცვლილება შევიდა,
ევროპული კონვენციის გადახედვის შემდეგ, მაგრამ ყველა ვალდებულება არ
გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ და არ მიუღიათ ყველა კანონი.
საქართველოს კანონმდებლობამ დასჯადი გახადა სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი
კადრების გავრცელება. ეს დასჯადი გახდა, რადგან ხშირად იყო მიზეზი
თვითმკვლელობის.
საქართველოს კანონმდებლობით 285 მუხლით დასჯადი გახდა კომპიუტერის ან სხვა
მოწყობილობის გამოყენებით სხვა სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის თუ კოდის
უნებართვოდ დამზადება, გავრცელება ან გაყიდვა.4[ CITATION 181 \l 1079 ]
3
შენგელია ს., „კიბერდანაშაული- XXI საუკუნის გამოწვევა“,
4
პირველი გ., „კიბერდანაშაულის შესახებ“, გვ. 68
საქართველოში ფიქრობენ, რომ 285 მუხლს შესწორებაც სჭირდება, რადგან ის დასჯადად
არ აღიქვავს პაროლის თუ სხვა სახის ინფორმაციის ყიდვას, რომლითაც შესაძლებელია
ფულის მითვისება, მაგრამ ევროპის კონვენციაში ამ თემაზე იყო მითითებული, რომ
ევროპის ქვეყნებს გაეთვალისწინებინათ, რომ ყიდვაც დანაშაულად ჩაეთვალათ, რის
გამოც 285 მუხლს უნდა დაემატოს „შესყიდვა“, როგორც დანაშაული.

ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად კიბერსამყაროში, ითვლება არასრულწლოვანთა


პორნოგრაფიის გავრცელება, რომელიც მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და არც
საქართველოა გამონაკლისი. საქართველოში ასეთი ფაქტების პრევენციისთვის 255 მუხლი
არეგულირებს იმას, რომ არასრულწლოვანთა ვიდეოების გავრცელება ისჯება. ჯერ ეძებენ
გამავრცელებელს თავისი IP მისამართით, ხოლო პირის დაკავების შემდეგ
ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
დასკვნა
დანაშაული რომელიც დღითი დღე ვითარდება, ვითარდებიან დანაშაულის ჩამდენები მას
ესაჭიროება სწრაფი სამართალგანვითარებაც, რათა შეამციროს და ხელი შეუშალოს მისი
შემთხვევების გაზრდას. კანონებიც ისეთი უნდა იყოს მიღებული, რომელიც თან იქნება
ჰუმანური თან უმკაცრესი და არა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მაინც ხდება
ისეთი დანაშაულების განმეორება, როგორიცაა მაგალითად ბავშვთა პორნოგრაფიის
გავრცელება.

კონვენცია, რომელიც მიმოხილულია რეფერატში 2001 წლისაა, რის მერეც მრავალი ახალი
კიბერდანაშაულის სახე შეიქმნა, რასაც ვერ მისდევენ ქვეყნები კარგად, და ჩემი აზრით,
შესაკრებია ახალი ევროპის კონვენცია, რომელიც ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო
დაეხმარება ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაში, რომელიც შეძლებს
მაქსიმალურად აარიდოს თავიდან კიბერდანაშაულები.

ასევე საყურადღებო უნდა გახდეს კიბერდანაშაულის შემთხვევები, რადგან ადამიანები,


რომლებიც ჩადიან ამგვარ დანაშაულებს ხშირად სასამართლოს წინაშე არ უწევთ
წარდგენა, რის გამოც შესაძლოა წელიწადში 1000 შემთხვევიდან 1 შემთხვევაც ვერ
მივიდეს სასამართლომდე.
ბიბლიოგრაფია

თ, ჯაფარიძე. n.d. "კანონმდებლობა კიბერდანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა." 98-107.


გ, პირველი. 2018. "კიბერდანაშაულის შესახებ." პოლიცია და უსაფრთხოება 65-74.
ს, შენგელია. 2011. "კიბერდანაშაული XXI საუკუნის გამოწვევა." სტუდენტური
სამართლებრივი ჟურნალი 50-60.

You might also like