You are on page 1of 7

აშშ

აშშ-ს სამართალი, ისევე როგორც ინგლისური სამართალი, ძირითადად


სასამართლო პრაქტიკის სამართალია.
აშშ-ში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ხდება წერილობითი კანონის
როლის განმტკიცება. ამ კუთხით საყურადღებოა ფედერალური კონსტიტუციის
არსებობა, რომლიც შექმნილია ამერიკული ინსტიტუტებისა და უფლებათა
დეკლარაციის ბაზაზე.
ამერიკის რევოლუციური ომი ანუ ამერიკის ომი დამოუკიდებლობისთვის
მიმდინარეობდა ამერიკის ტერიტორიაზე და დაიწყო, როგორც ომი დიდ
ბრიტანეთსა და მის 13 ყოფილ კოლონიას შორის და დასრულდა, როგორც
გლობალური კონფლიქტი, რომელშიც ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი
სახელმწიფო მონაწილეობდა.
ომის წინ მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების დროს კოლონიათა
მცხოვრებლებმა 1774 წელს შექმნეს პირველი კონტინენტური კონგრესი.
კონგრესმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი დადგენილება.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776
წლის 4 ივლისს იქნა დამტკიცებული. აღნიშნული დოკუმენტით ჩრდილოეთ
ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას
აცხადებენ. დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე, 4 ივლისი, აშშ-
ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ცამეტმა
კოლონიამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - „ამერიკის შეერთებულ
შტატებად“ გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია წარმოადგენს
ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრმა
თომას ჯეფერსონმა შეადგინა.
აშშ-ს სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ-წითელი ზოლი და ლურჯ ფონზე 13
ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების ზრდასთან ერთად აშშ-ს დროშაზე
ვარსკვლავების რაოდენობაც გაიზარდა, ამჟამად მისი რაოდენობა 50 შეადგენს,
ხოლო კოლონიების აღმნიშვნელი ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები
„ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანები თანასწორნი
არიან და მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლის უფლება, თავისუფლება
და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ამ უფლებების დასაცავად ადამიანების
ქმნიან მთავრობებს, რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანად ახორციელებენ
ხალხის თანხმობის საფუძველზე. თუ მმართველობის რომელიმე ფორმა არღვევს
ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება მათ ნებას, მაშინ ხალხს უფლება აქვს
შეცვალოს აღნიშნული მთავრობა სხვა მთავრობით.
დეკლარაციაში დასაბუთებულ იქნა ამერიკელი ხალხის უფლება შეექმნათ
დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. თავდაპირველად ჩამოყალიბდა
შტატების კონფედერაცია. თუმცა მოგვიანებით შტატებს შორის კავშირის
განმტკიცების მიზნით შეიქმნა ფედერალური მთავრობა.
1787 წ. ფილადელფიაში ჯორჯ ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიკრიბა
საგანგებო პარლამენტი - კონვენტი. კონვენტმა ჯეიმს მედისონის პროექტის
საფუძველზე შეიმუშავა კონსტიტუცია, რომელმაც აშშ რესპუბლიკად გამოაცხადა.
კონსტიტუციით განმტკიცდა რესპუბლიკური მმართველობის ფორმა და
გაუქმებულ იქნა ყველა წოდებრივი პრივილეგია და სათავადაზნაურო ტიტული.
კონსტიტუციით გამოცხადდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი:
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად
„ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების“ იდეის დაცვის
გათვალისწინებით.
1787 წლის კონსტიტუცია აშშ-ში დღესაც მოქმედებს, მაგრამ მასზე მეტი ძალა აქვს
კონსტიტუციის შესწორებებს. აშშ-ში მიღებულია სამ ათეულამდე შესწორება,
რომელთაგანაც პირველი ათი _ “უფლებათა ბილის“ სახელწოდებით ძალაში
შევიდა 1791 წელს. “უფლებათა ბილით” მოქალაქეებს ენიჭებოდათ შეკრების,
სიტყვის და სინდისის თავისუფლება; ბილი კრძალავდა თვითნებურ
დაპატიმრებებს სასამართლო დადგენილების გარეშე.
კონსტიტუციაში 27 შესწორებაა შესული, თუმცა აღსანიშნავია რომ პირველი 10
შესწორების - უფლებათა ბილის მიღების გარეშე შტატების ნაწილი კონსტიტუციის
რატიფიცირებაზე უარს ამბობდა.
თუ რომელიმე შტატის კონსტიტუცია ან კანონი ეწინააღმდეგება შეერთებული
შტატების კონსტიტუციას, კანონებს და მის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს,
ისინი არ შეიძლება პრაქტიკაში დამკვიდრდნენ.

უზენაესი კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, იქნება კანონთა შემდეგი


იერარქიული სისტემა:

 შეერთებული შტატების კონსტიტუცია;


 შეერთებული შტატების კანონები და მის მიერ დადებული ხელშეკულებები;
 ცალკეული შტატების კონსტიტუციები;
 ცალკეული შტატების კანონები.
უფლებათა ბილი
შესავალი - ვინაიდან მოქალაქეები შიშობდნენ, რომ შეერთებული შტატების
კონსტიტუციით დაარსებულ ცენტრალურ მთავრობას შესაძლებელია
უფლებამოსილებისთვის გადაემეტებინა, მოხდა შესწორებების შემუშავება, რათა
დაცული ყოფილიყო სიტყვის, პრესის, რელიგიისა და სხვა ძირითადი უფლებები.
დამტკიცდა ათი შესწორება, რომელიც ცნობილია უფლებათა დეკლარაციის, ანუ
„უფლებათა ბილის“ სახელწოდებით.
შესწორება I - კონგრესმა არ უნდა გამოსცეს რაიმე კანონი, რომელიც ეხება
რელიგიის დაფუძნებას ან კრძალავს სინდისის თავისუფლებას; ან ზღუდავს
სიტყვის ან პრესის თავისუფლებას; ან კრძალავს ხალხის უფლებას მშვიდობიანად
შეიკრიბონ და მიმართონ მთავრობას პეტიციებით, საჩივრების დაკმაყოფილების
თაობაზე.
შესწორება II - რამდენადაც აუცილებელია კარგად ორგანიზებული მილიციის
არსებობა თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, იმდენად
აუცილებელია ხალხის უფლება იარაღის შენახვისა და ტარების შესახებ, რომლიც
არ უნდა დაირღვეს.
შესწორება III - არცერთი ჯარისკაცი არ უნდა დაბინავდეს სახლში, ამ სახლის
მფლობელის ნებართვის გარეშე, არც მშვიდობიანობისა და არც ომიანობის
პერიოდში, გარდა ომის დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
შესწორება IV - ხალხის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, სახლები, დოკუმენტები
და ქონება მათი დაუსაბუთებელი ჩხრეკისა და ჩამორთმევისგან არ უნდა
დაირღვეს და არცერთი ორდერი არ უნდა გაიცეს საკმარისი მტკიცებულებების
საფუძვლის გარეშე. ამასთან, ორდერში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი
ჩხრეკის ადგილი და დასაპატიმრებელი პირები ან ჩამოსართმევი საგნები .
შესწორება V - დაუშვებელია ადამიანის დასჯა სიკვდილით ან სხვაგვარი
სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედებით და ბრალდება უნდა წარადგინოს და
განაჩენი უნდა გამოიტანოს მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ, გარდა
საზღვაოსნო ან სანაოსნო ძალების ან მილიციის მიერ აღძრული საქმეებისა,
როდესაც ეს გამოწვეულია ომის დროს ფაქტობრივი მსახურებით, ან თუ
საზოგადოებას ექმნება საფრთხე.
ერთიდაიმავე დანაშაულის გამო ორჯერ დაუშვებელია პირის გასამართლება და
სასჯელის შეფარდება;
ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში დაუშვებელია ადამიანის იძულება სისხლის
სამართლის საქმეში ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ.
დაუშვებელია სიცოცხლის, თავისუფლების, ან ქონების ხელყოფა, სათანადო
სამართლებრივი პროცედურის გარეშე.
არ უნდა მოხდეს კერძო საკუთრების ჩამორთმევა საზოგადოებრივი
მოხმარებისთვის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სამართლიანი
კომპენსაციის გარეშე.
შესწორება VI - სამართლებრივი დევნის ყველა შემთხვევაში, ბრალდებულს აქვს
უფლება მოითხოვოს საქმის დაჩქარებული და საჯარო განხილვა იმ შტატისა და
უბნის მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულების მიერ, სადაც ჩადენილი იქნა
დანაშაული და ბრალდებულს უნდა ეცნობოს ბრალდების არსისა და საფუძვლის
შესახებ; მას აქვს უფლება დაუპირისპირდეს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ
მოწმეებს; მას შეუძლია იძულებით გამოიძახოს მოწმეები მის სასარგებლოდ
ჩვენების მისაცემად და აიყვანოს ადვოკატი თავისი ინტერესების დასაცავად .
შესწორება VII - ყველა სამოქალაქო საქმეში, სადაც, საერთო წესის მიხედვით,
სადავო სარჩელის ფასი აღემატება 20 დოლარს, ძალაში რჩება ნაფიც მსაჯულთა
ჟიურის მიერ საქმის განხილვის უფლება, მაგრამ ჟიურის მიერ განხილული
არცერთი ფაქტის გადახედვა არ უნდა მოხდეს შეერთებული შტატების რომელიმე
სასამართლოში, ზოგადი სამართლებრივი ნორმების დაუცველად.
შესწორება VIII - არ უნდა იყოს მოთხოვნილი გადამეტებული გადასახადები ან
გადამეტებული ჯარიმები და არ უნდა იქნას გამოტანილი სასტიკი და უჩვეულო
სასჯელი.
შესწორება IX - დაუშვებელია კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარკვეული
უფლებების იმგვარი განმარტება, რაც უარყოფს ან დაამცირებს ხალხისთვის
დატოვებულ სხვა უფლებებს.
შესწორება X - უფლებამოსილება, რომელიც კონსტიტუციით არ აქვს მინიჭებული
შეერთებულ შტატებს და არც აკრძალულია შტატებში გამოსაყენებლად,
შესაბამისად რჩება შტატებს ან ხალხს.
XIV შესწორება - ყველა პიროვნება, რომელიც დაბადებულია ან ნატურალიზებულია
შეერთებულ შტატებში და იმყოფება მისი იურისდიქციის ქვეშ, არის მოქალაქე
შეერთებული შტატებისა და იმ შტატისა, რომელშიც ის ცხოვრობს, არც ერთ შტატს
არ შეუძლია მიიღოს ან ცხოვრებაში გაატაროს ისეთი კანონი, რომელიც შელახავს
შეერთებული შტატების მოქალაქეების პრივილეგირებულ უფლებებსა და
ხელშეუხებლობას; არც რომელიმე შტატს აქვს უფლება წაართვას ვინმეს
სიცოცხლე, თავისუფლება ან საკუთრება სათანადო სამართლებრივი
პროცედურის გარეშე, არც ვინმეს შეიძლება ეთქვას უარი, მისი იურისდიქციის
ფარგლებში, იყოს კანონის მიერ თანაბრად დაცული.
XV შესწორება - არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული
შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს
ხმის მიცემის უფლება მისი რასის, კანის ფერის ან ადრე მონურ მდგომარეობაში
ყოფნის გამო.
XIX შესწორება - არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული
შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეზღუდოს
ხმის მიცემის უფლება მისი სქესის გამო.
XVIII შესწორება - იკრძალება ალკოჰოლური სასმელების წარმოება, გასაღება და
გადაზიდვა, აგრეთვე მათი იმპორტირება ან ექსპორტირება.
მე-18 საუკუნეში მთელს მსოფლიოში არცერთი სხვა ერი არ იცნობდა
ხელისუფლების დაყოფისა და გამიჯვნის პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს
ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმებს, არსად სხვაგან
არ ეპყრათ ხელთ ძალაუფლება მათ, ვინც თავად მართულია ანუ ხალხს.
პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა 1776 წელს, როდესაც გამოცხადდა
”დამოუკიდებლობის დეკლარაცია”. მას მოჰყვა კონსტიტუცია, რომელიც შეიქმნა
1887 წელს ფილადელფიაში, რასაც 1791 წელს დაემატა უფლებათა ბილი.
თითოეული მათგანი დასაბამს იღებს ინგლისური უფლებათა ბილისგან, Magna
Carta” - (თავისუფლებათა) დიდი ქარტიასგან და სხვა დოკუმენტებისგან.
55 კაცის ნაღვაწმა 1787 წელს ფილადელფიაში კონსტიტუციის შექმნით კიდევ
ერთი დარტყმა მიაყენა სამეფო ხელისუფლების ღვთაებრიობის იდეას.
თავისუფლების იდეამ, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში,
ხელსაყრელი პირობები შექმნა ადამიანებისთვის აშშ-ში საცხოვრებლად - უორენ
ე. ბერგერი, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს
თავჯდომარე.
ამერიკის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებია:
1. ადამიანს უფლებები ბუნებრივად აქვს და არა სახელმწიფოსგან მინიჭებული;
2. მთავრობას აყალიბებს ხალხი, ამიტომ მთავრობა ანგარიშვალდებულია
ხალხის წინაშე;
3. მთავრობა ფლობს მხოლოდ იმდენ ძალაუფლებას, რამდენსაც ხალხი
გადასცემს მას;
4. ხელისუფლება გაყოფილია სამ განშტოებად: საკანონმდებლო,
აღმასრულებელ და სასამართლო განშტოებებად;
5. ხელისუფლების განშტოებები აწონასწორებენ და აკონტროლებენ ერთმანეთს ;
6. ხელისუფლება განაწილებულია ეროვნულ (ფედერალურ) მთავრობასა და
ცალკეული შტატების მთავრობებს შორის.
აშშ-ს პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ფიგურაა პრეზიდენტი, რომელიც
ერთდროულად სახელმწიფოს, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების
მეთაურია. პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. აშშ-ს პირველ პრეზიდენტად 1789 წ
ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს.
აშშ-ს უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პარლამენტი _
კონგრესი, რომელიც ორი პალატისაგან შედგება. ზედა პალატაში _ სენატში
ყოველი შტატი ირჩევს ორ სენატორს; ქვედა _ წარმომადგენლობით პალატაში
ადგილები შტატებს შორის ნაწილდება მათში ამომრჩეველთა რაოდენობის
მიხედვით.
დიდი უფლებამოსილებანი აქვს აშშ-ს უზენაეს სასამართლოს. იგი შედგება
პრეზიდენტის მიერ სენატთან შეთანხმებით დანიშნული უცვლელი წევრებისაგან .
უზენაესი სასამართლო განსაზღვრავს თუ რამდენად შეესაბამება კანონები და
დადგენილებები კონსტიტუციას.
კონსტიტუციამ ინდიელთა მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და
დაიწყო მათი გაყიდვა. 1800 წლიდან აშშ-ს დედაქალაქი ვაშინგტონი გახდა.
კონსტიტუციამ თითოეულ შტატს მიანიჭა დიდი უფლებები ადგილობრივ
მმართველობაში. მათ თვითონვე უნდა გადაეწყვიტათ ზანგთა მონობის დაშვება-
არდაშვებისა და საარჩევნო უფლებების საკითხი.
არჩევნებში მონაწილეობისათვის თავდაპირველად საარჩევნო ცენზი დააწესეს _
ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო ქონების მეპატრონე, XIX ს I ნახევარში კი
შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება თეთრკანიანი მამაკაცებისათვის .

აშშ-ს სასამართლო სისტემის მოწყობა


აშშ-ს სასამართლო სისტემა შედგებოდა ფედერალური სასამართლოებისგან და
შტატების სასამართლოებისგან. ფედერალურ სახელმწიფოთა უმრავლესობისგან
განსხვავებით, სადაც ფედერალური სასამართლო სასამართლოების თავშია ,
ამერიკაში ფედერალურ სასამართლოსთვის შესაძლებელი იყო პირველი
ინსტანციის წესითაც მიმართვა.
თითოეულ შტატს თავისი სასამართლო სისტემა აქვს. შტატების სასამართლო
სისტემა ან ორსაფეხურიანია ან სამსაფეხურიანია, განსხვავებულია სხვადასხვა
შტატში.
ზოგადი წესის თანახმად მიმართვა ხდება შტატების სასამართლოსთვის, მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევაში - მოდავე მხარეების პიროვნებიდან გამომდინარე
(მაგალითად საქმე ეხება დიპლომატს, ან მოდავე მხარეები სხვადასხვა შტატიდან
არიან) ან საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე (საქმე კონსტიტუციას ან
ფედერალურ კანონს ეხება) ხდება საქმე დასაშვები ფედერალურ სასამართლოზე .
ფედერალურ სასამართლოებში პირველი ინსტანციით განხილული ისეთი
საქმეები რომელიც ეხება კონსტიტუციას ან ფედერალურ კანონს, საჩივრდება აშშ-
ს უზენაეს სასმართლოში, საბოლოო ინსტანციით.
ფედერალური სასამართლოს მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ პრეზიდენტის
მიერ, სენატის თანხმობით. შტატების მოსამართლეებს რაც შეეხება შტატების
უმრავლესობაში მათი არჩევა ხდება. უზენაესი სასამართლოს წევრებს კი
წარმოადგენენ ავტორიტეტული უნივერსიტეტების პროფესორები .
რაც შეეხება შტატების სასამართლოში ბოლო ინსტანციით განხილულ საქმეებს ,
მათი გასაჩივრება აშშ-ს უზენაეს სასამართლოში აღარ ხდება.
იურისტის პროფესია ამერიკაში, სკოლების შემდეგ კოლეჯში სწავლობენ
ემზადებიან უნივერსიტეტისთვის, უნივერსიტეტში კი case method-ით იღებენ
განათლებას, ანუ დეტალურად განიხილავენ სასამართლო გადაწყვეტილებებს
საქმეებს

You might also like