You are on page 1of 4

კარლ ფაბერჟე და კატიე

სანკ-პეტერბურგში მეცხრამეტე მეოცე საუკუნეებში ცხოვრობდა მსოფლიოში


სახელგანთქმული ოქრომჭედელი პეტრე კარლ ფაბერჟე. ფაბერჟე არ იყო
რუსი,იგი წაროშობით ფრანგი იყო თუმცა მისმა წინაპრებმა დატოვეს სამშობლო
და ჯერ ბალტიისპირეთში გადასახლდნენ და საბოლოოდ რუსეთში დაიმკვიდრეს
თავი. ფაბერჟემ ეს პროფესია მემკვიდრეობით მიიღო. მამამისი ,გუსტავი ასევე
მეტ-ნაკლებად ცნობილი ოქრომჭედელი იყო. მან შვილს მემკვიდრეობით თავისი
ცოდნა, საიუველირო სახელოსნო და მაღაზია დაუტოვა.

ფაბერჟემ საულიველირო განათლება გერმანიაში, ცნობილი ოქრომჭედლის


ფრიდმანის სახელოსნოში მიიღო. რუსეთში დაბრუნების შემდეგ იგი იღებს
პასუხისმგებლობას და სრულიად იბარებს მამამისის სახელოსნოს,რომელსაც მან
საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა. მისმა ნამუშევრებმა მალევე მიიქცია
საზოგადოების და სამეფო კარის ყურადღება. ალექსანდრე მესამემ მას „მისი
უდიდებულესობისა და ერმიტაჟის ოქრომჭედლის“ ტიტული მიანიჭა.

ფაბერჟე საერთაშორისო კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას. მან


ნიურბერგის საერთაშორისო კონფერენციაზე აღიარება მოიპოვა. კონფერენციაზე
წარდგენილი ქონდა სკვითური ოქროს ასლი,რომელმაც ოქროს მედალი
დაიმსახურა. ასევე ფაბერჟეს ეკუთვნის სააღდგომო ოქროს კვერცხების
დამზადების იდეა. პირველად სწორედ ნიურბერგის კონფერენციაზე წარადგინდა.
კვერცხი თეთრი ემალის საღებავით იყო დაფარული შიგნით კი ოქროს კვერცხში
პატარა ოქროს ქათამი იყო. ქათამთან ერთად კვერცხში მინიატურული გვირგვინი
და პაწაწუნა ლალის კვერცხის საკიდი იყო. ეს აღდგომის კვერცხი იმპერატორმა
საკუთარი მეუღლისთვის შეიძინა.

ამის შემდეგ ყოველ აღდგომას ფაბერჟეს ქარხანა სხვადასხვა დიზაინის სააღდგომო


კვერცხებს ამზადებდა. განსაკუთრებით გაიზარდა სააღდგომო კვერცხებზე მოთხოვნა
ნიკოლოზ მეორის დროს. ამ დროს სამეფო ოჯახში დამკვიდდრდა ტრადიცია ,რომ
ერთმანეთისთვის და საპატიო სტუმრებისთვის ფაბერჟეს კვერცხები ეჩუქებინათ . სულ
დამზადდა 65 საიმპერატორო სააღდგომო კვერცხი,რომელთა უმეტესობაც ნიკოლოზ
მეორის შეკვეთა იყო. დღეს სამწუხაროდ 8 მათგანი დაკარგულია.
დღესდღეისობით,დარჩენილი 54 კვერცხის უმეტესი მათგანი რუს მილიარდელს
ეკუთვნის,ნაწილი კრემლშია განთავსებული,დანარჩენი კი კერძო კოლექციონრების
საკუთრებაა.

სხვადასხვა ფერის ოქროს ნივთების და სამკაულების გარდა სახელოსნოში იყენებდნენ


მინანქრის საღებავებს, გილიოშირების ხერხს-ანუ ძვირფასს ლითონზე სხვადასხვა
ძვირფას ლითონზე ორნამენტების ამოტვიფრა და მოგვიანებით სხვადასვა ფერის
ჭიქურით დაფარვა,ასევე მისი მოსწავლეები ბროლსაც ამუშავებდნენ და იყენებდნენ
სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად. ბროლისგან ასევე დაამზადეს ალექსანდრე
მესამესთვის სააღდგომო კვერცხი ,რომლის შიგნით მოტავსებული იყო მეფის ქანდაკება .
ეს მინიატურული სკულპტურა შესრულებული იყო ოქროსა და ლალის ზურიტში. ასევე
ბროლისგანაა დამზადებული ნიკოლოზ მეორისთვის იახტა „შტანდარტის“ სააღდგომო
კვერცხი. როგორც უკვე ვთქვი სახელოსნოში იყენებდნენ მინანქრის საღებავებს. ისინი
იყვნენ როგორც გამჭვირვალე ასევე გაუმჭვირვალე საღებავები,რომლებითაც ოქროს
ფარავდნენ. ასევე მათი საშუალებით ხატავდნენ მინიატურულ სურათებს სპილოს ძვალსა
და სადაფის ზედაპირებზე. საინტერესოსა ის ფაქტი რომ ზოგიერთი მინანქრის საღებავი
ფაბერჟეს სახელოსნოს აღმოჩენა იყო და დღესდღეისობით ჩვენთვის უცნობია .

ფაბერჟეს სახელოსნოში უამრავი მოსწავლე და ოსტატი მოღვაწეიობდა,თუმცა


ოქრომჭედელს მხოლოდ რამდენიმე მარჯვენა ხელი ჰყავდა. მათმა ოსტატობამ
არანაკლებ გაითქვეს სახელი. მათი ინიციალები მათ მიერ დამზადებულ ნივთებზეც კი
გვხვდება. ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული იყო მიხაილ პერხინი,რომლის ხელს
რამდენიმე ძვირფასი სააღდგომო კვერცხი ეკუთვნის. მისი სიკვდილის შემდეგ მას
ანაცვლებს ჰენრიჰ ვიგსტრემი.

სავალალო აღმოჩნდა ფაბერჟესთვის ბოლშევიკური რევოლუცია,რადგან მთელი მისი


ქონება სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ოსტატმა რუსეთი დატოვა და თავი
ევროპას შეაფარა,თუმცა ვერ გაუძლო სტრესს და გულის შეტევით გარდაიცვალა . მისმა
შვილებმა სცადეს მამის საქმიანობის გაგრძელება და უფროსმა ვაჟმა პარიზში ფაბერჟეს
ფირმა დაარსა. იქ მზადდებოდა მაღალი ხარისხის საიუველირო ნაწარმები. ფაბერჟეს
სახელს იყენებდა ასევე ამერიკელი ბიზნესმენი,რომელიც სხვადასხვა სამკაულებს
უშვებდა. ამის შესახებ ფაბერჟეს მემკვიდრეებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიგეს
და სასამართლო დავა წამოიწყეს რის შედეგადაც სამკაულებზე ამერიკელ ბიზნესმენს
ფაბერჟეს სახელის დარქმევა აეკრძალა,მას შეეძლო ეს სახელი მხოლოდ სუნამოებზე
გამოეყენებინა. მოგვიანებით ეს კომპანია მან გაყიდა,რომელიც აფრიკელმა ბიზნესმენმა
შეიძინა. ამ უკანასკნელსა და ფაბერჟეს შვილისშვილს შორის გაფორმდა კონტრაქტი და
მათ ერთიანი საქმე წამოიწყეს. მათ დაარსეს „ფაბერჟეს მემკვიდრეობის საკონსულტაციო
საბჭო“. მათ დღეს რამდენიმე სალონი აქვთ და ერთად აგრძელებენ მუშაობას.

ლუი ფრანსუა კარტიე

ფაბერჟესგან განსხვავებით დაღმავლობის გზა არ ჰქონია ლუი ფრანსუა კარტიეს


საიუველირო სალონს,რომელიც დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მან
მოღვაწეობა ოქრომჭედელ ადოლფ პიკარდის სახელოსნოში დაიწყო,სადაც იგი მისი
შეგირიდი გახლდათ. მოგვიანებით ეს სახელოსნო მას ადოლფმა უანდერძა . კარტიემ
რამდენიმე წარმატების შემდეგ საკუტარი სახელოსნო გახსნა პარიზში . მისმა
ნამუშევრებმა მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მისი შთაგონების წყარო
კლასიკური ფორმები გახდა,რომელიც მალევე იზიდავს ელიტას. აღსანიშნავია ის
ფაქტი,რომ ნაპოლეონის მესამის ბიძაშვილი მისგან 200 ნაკეთობას
ყიდულობს,მოგვიანებიტ კი იმპერატორის შეკვეთასაც კი იღებს.
ამავე პერიოდში აღმოაჩინეს ძვირფასი ქვების საბადოები აფრიკაში ,რაცამაც
ოქრომჭედლებისთვის შესაძლებლობების ზღვარი გაზარდა. კარტიემაც ეს შანსი
გამოიყენა და შექმნა უნიკალური ნაწამები ოქროს,ვერცხილსა და ბრილიანტის
გამოყენებით. მოგვაინებით მან ვერცხლი პლატინით ჩაანაცვლა,რადგან ეს უკანასკნელი
ვერცხლისგან განსხვავებით არ შავდებოდა.

კარტიეს დამკვეთთა სიაში არამარტო საფრანგეთის იმპერატორი და


არისტოკრატია,არამედ მსოფლიოს უმაღლესი არისტოკრატია შეადგენდა . მან ინგლისის
მეფემ საკუთარი კორონაციისთვის ლუი ფრანსუას 27 ტიარა შეუკვეთა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მაჯის საათები სწორედ კარტიეს გამოგონებაა ,რომელმაც


მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. საათის ამ ტიპს კარტიე-სანტოსი ეწოდა . ლუი
ფრანსუამ მალევე გააფორმა ხელშეკრულება ედმონდ ჯოგერთან,რომელიც მას
საათებისთვის მექანიზმებს მიაწოდებდა. მან ასევე გახსნა საათების მაღაზიები სხვადასხვა
ქალაქებში. მისი მოდელები იყო ბენუარი,კუ და ტანკი. მოგვიანებით ჯაგერთან ერთად იგი
ხსნის კომპანიას,სადაც ჯაგერი მხოლოდ მისთვის ამზადებდა საათისმექნიზმებს ,თუმცა
კარტიე სხვა შვეიცარიულ მექანიზმებსაც იყენებდა. გაყალბებების თავიდან
ასაცილებლად მან დაიწყო გაყიდული საათების დანომრვა ოთხნიშნა ციფრებით ,რაცამ
კიდევ უფრო პოპულარული გახადა. მამაკაცის საათების გარდა იგი ქმნიდა ქალის მაჯის
საათებსაც,რომლებსაც ძვირფასი თვლები ამშვენებდა. ასევე კარტიეს ნამუშევრებში
გვხვდება ერთი არაპროპორციული,თითქოსდა დაჭყენტილი ფორმის საათი „კარტიე
ქრაშ“,რომლის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ რაც ტანკის მოდელის საათი ,რომელიც
ავარიისაც დაზიანდა მის ერთ-ერთ ფილიალში მიიტანეს შესაკეთებლად . საათი დღესაც
საკმაოდ პოპულარულია,იგი თეთრი და ვარდისფერი ოქროსგან და ასევე უამრავი
პატარა ბრილიანტებისგან შედგება.

მაჯის საათების კარდა სალონი დასადგამ საათებსაც აწარმოებდა. კარტიეს საათები


გამოირჩეოდა იმით,რომ მისი ციფერბლატები გამჭვირვალე იყო. საათები ბროლისგან ან
მინისგან მზადდებოდა,ისრები და ციფერბლატები კი ბრილიანტისგან ირთვებოდა . ასეთი
საათების ერთ-ერთი სახეობა იყო პორტიკოებიანი საათი,რომლის მექანიზმიც ორ სვეტს
შუა იყო ჩამოკიდებული.

ამ ყველაფრის მიუხედავად კარტიე ყველაზე პოპულარული მაინც თავისი სამკაულებით


იყო. იგი ძირითადად ოქროსა და პლატინაზე მუშაობდა და ძვირფას ქვებად
ბრილიანტს,ლალს,ზურმუხტს და საფირონს იყენებდა.

კარტიეს ძალიან უყვარდა პანტერის გამოყენება თავის სამკაულებში . იგი სხვადასხვა


ლითონითა თუ ძვირფასი ქვებით ქმნიდა ამ ულამაზესი ცხოველის კანის იმიტაციას.
სოწრედ პანტერა გახდა კარტიეს ერთ-ერთი ბენდი. მისი ყველაზე სახელგანთქმული
სამკაული პანტერას ბროშია,რომელიც ჰერცოგინიასთვის შექმნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ კარტიემ საკუტარ ბიზნესს მისი შვილი სათავეში მალევე


ჩაუყენა და მასთან ერთად აგრძელებდა მოღვაწეობას. 1964 წელს მისმა შტამომავლებმა
ბიზნესი გაყიდეს. პარიზის სახელოსნო მოგვიანებით ერთ-ერთმა ბიზნესმენმა შეიძნა და
დაარსა კარტიეს ფირმა. თუმცა მალევე ისევ მოხდა კარტიეს სალონების გაერთიანება .
დღეს კარტიეს სალონებს რუპერების ოჯახი და კარტიეს დიდი შვილთაშვილი მათავს .

You might also like