You are on page 1of 12

თეზისის განვითარება და წერითი ნაშრომის

პირველი ვარიანტის შექმნა


გაგრძელება (დასაწყისი მე-6 ლექცია)
განსახილველი საკითხები:

1. როგორ ხდება თეზისის განვითარება თემის ძირითად


ნაწილში
2. როგორ ვქმნით წერითი ნაშრომის პირველ ვარიანტს

ეფექტური თეზისის მახასიათებლები

თეზისი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:


1. თეზისი უნდა იყოს განთავსებული ნაშრომის დასაწყისში,
მის შესავალ აბზაცში. ჩვეულებრივ, ის წარმოადგენს
შესავალი აბზაცის ბოლო წინადადებას

2. თეზისი მხოლოდ ერთ თემას უნდა ეხებოდეს - ანუ თუკი


თქვენ ნაშრომში ორი საკითხის განხილვას გეგმავთ,
თითოეულს უნდა ცალ-ცალკე თეზისი მიეძღვნას
3. თეზისი არ უნდა იყოს ფაქტი, რომელიც შემდგომ
მსჯელობას და განვითარებას არ საჭიროებს
მაგალითად, წინადადება - კოვიდით დაავადებულთა რაოდენობა
საგრძნობლად გაიზარდა - არ არის თეზისი.

თეზისი იქნება - მთავრობა, რომელმაც დაუშვა ადამიანების


მასობრივად თავშეყრა, პასუხიმგებელია კოვიდით დაავადებულთა
რაოდენობის ზრდაზე

4. არ შეიძლება თეზისის ჩამოყალიბება კითხვის სახით.


თეზისი თვითონ უნდა წარმოადგენდეს პასუხს გარკვეულ
კითხვაზე.
მაგალითად, წინადადება - „ რა გზებს მიმართავს მთავრობა
კოვიდ-19 ვირუსის მასობრივი გავრცელების შესაჩერებლად?- არ
არის თეზისი

თეზისი იქნება - მთავრობის მიერ დაწესებული სხვადასხვა


წერტილოვანი შეზღუდვა არასაკმარისია კოვიდ-19 ვირუსის
მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად.
5. თეზისი უნდა მოიცავდეს თემის განმსაზღვრელ აზრს, ანუ
აზრს, რომელიც წარმართავს თემის განვითარების
პროცესს ძირითადი აბზაცების საშუალებით.
მაგალითად: მთავრობის გეგმა კოვიდ-19-ის მასობრივი
გავრცელების შესაჩერებლად 5 პუნქტს მოიცავს.
ამის შემდეგ აზრი 5 პუნქტის შესახებ იქნება წარმმართვლი
და და განავითარებს თემას „კოვიდ-19 ვირუსის
მასობრივად გავრცელების შეჩერება“.
თითოეული 5 პუნქტიდან ცალკე აბზაცად იქნება
გაშლილი.
თემის პირველი ვარიანტის შექმნა

მას შემდეგ, რაც დავაგროვეთ ნაშრომის დასაწერად საჭირო


ინფორმაცია, შევადგინეთ გეგმა და ჩამოვაყალიბეთ თეზისი, სჯობს
სწრაფად დავიწყოთ წერა და გავითვალისწინოთ გარკვეული
რჩევები, რომლებიც თემის პირველი ვარიანტის ეფექტურ
განვითარებაში დაგვეხმარება:

1. გადაწერეთ თემის თეზისი და გეგმა ცალკე ფირცელზე და


დადეთ ისე, რომ მუდამ თვალწინ გქონდეთ. ამ გზით
შეინარჩუნებთ აზროვნების სწორ მიმართულებას, არ
გასცდებით იმ ფარგლწბს და ჩარჩოს, რომლებსაც თქვენივე
თეზისი და გეგმა-პროსპექტი გიწესებთ.
2. თუკი ხელით წერთ და არა კომპიუტერით. წერის დროს
გამოტოვეთ ერთი ხაზი ყოველი წინადადების შემდეგ და
დატოვეთ ფართო მინდორი, რათა ადვილად ჩაასწოროთ
ტექსტი თემის პირველი ვარიანტის შექმნის შემდეგ ან პირველი
ვარიანტის შექმნის პროცესშივე. თუკი ტექსტს ქმნით
კომპიუტერში, რასაკვირველია, ჩასწორება-ჩამატება უფრო
გაადვილებულია, რადგან არ ხართ შეზღუდული არც სივრცით
და არც ჩასწორების რაოდენობით
3. წერეთ სწრაფად, ნუ დაყოვნდებით გრამატიკული და
პუნქტუაციური შეცდომების გასასწორებლად. ამ ეტაპზე
მთავარია, არ დაკარგოთ აზრის სიცხადე, კონცენტრაცია და
მიმართულება, რათა შეძლოთ გონებაში ქაოსურად არსებულ
აზრთა წყების დალაგება და წერილობით ჩამოყალიბება.
4. შეჩერდით ყოველი კონკრეტული ლოგიკური მონაკვეთის
დასრულების შემდეგ (ანუ როდესაც რაღაც აზრს თავის
დასაბუთებიანად დასრულებულად ჩათვლით) და გადაავლეთ
თვალი თქვენს ნააზრევს, სანამ ახალი მონაკვეთის წერას
შეუდგებით - შესაძლოა, ამ დროს რაღაც ახალი
აზრი/არგუმენტი/ დეტალი მოგივიდეთ თავში, ან, პირიქით,
ზედმეტი მოგეჩვენოთ.

5. წერა შეიძლება დაიწყოთ შესავალი აბზაცით, თუმცა ეს


აუცილებელი არ არის. ზოგი ავტორი შესავლის წერას მაშინ
იწყებს, რაც ნაშრომის ძირითად ნაწილს დაასრულებს, რადგან ამ
შემთხვევაში უფრო ნათელი ხდება, რაში მდგომარეობს
ნაშრომის სიახლე და აქტუალობა, რა პრობლემის შესახებ
დაიწერა ნაშრომი და შესაბამისად შესავალიც.

6. თუ რომელიმე თავთან ან ქვეთავთან დაკავშირებით მასალა არ


გყოფნით, ან სათქმელი გამოგელიათ, არ შეჩერდეთ ამ თავზე.
დროებით გადადეთ გვერდზე და გადადით შემდეგ ნაწილზე. იმ
ნაწილს, რომელიც არ გაკმაყოფილებთ, მოგვიანდებით
დაუბრუნდებით. თუკი, თქვენი აზრით, ნაკლოვან აბზაცთან/
თავთან/ქვეთავთან ხელახლა მიბრუნების შემდეგაც ვერ
ახერხებთ მოსაზრების სრულყოფას, უნდა დაუბრუნდეთ წერის
პირველ საფეხურს, მაგალითად გონებრივ იერიშს და შესაძლოა,
ამ მეთოდის გამოყენებით მოხდეს ახალი იდეების გენერირება.
გახსოვდეთ, რომ სამეცნიერო ნაშრომის წერის პროცესი არაა
სწორხაზოვანი, არ მიმდინარეობს ერთი ამოსუნთქვით და
ხშირად ხდება საჭირო წერის სხვადასვა ეტაპის მონაცვლეობა

7. დასკვნითი ნაწილი იწერება თემის ძირითადი ნაწილის


დასრულების შემდეგ. უნდა ჩამოწეროთ მთავარი შედეგები,
რომლებიც თითოეული აბზაცის/თავის/ქვეთავის წერის
პროცესში მიიღეთ და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ
შედეგებზე იფიქრებთ, გონებაში დაალაგებთ ღირებულებების
მიხედვით, დაწერეთ ერთიანი შემაჯამებელი ნაწილი
სავარჯიშოები:
წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ამონარიდები და აღნიშნეთ, რომელია
თეზისი

1. საქართველოში ქრისტიანობას წარმართობა ბოლომდე


დამარცხებული არ ჰქონდა, რომ ახალი უბედურება დაგვატყდა
თავს მაჰმადიანი არაბების შემოსევების სახით და ახლა
მაჰმადიანობამ გაუმართა ჩვენში ქრისტიანობას თავგამეტებული
ბრძოლა. ეს უბედურება რუსეთს მთლიანად ასცდა და იქ
ქრისტიანობა საბოლოოდ უცვლელად ბატონობდა. რუსი კაცის
ხელი აღარ მერყეობს წარმართობასა და ქრისტიანობას შორის.
იგი საბოლოოდ ქრისტიანია. ქართველი კაცის სული კი ირყევა -
წარმართობას, ქრისტიანობას და მაჰმადიანობას შორის.
მთლიანობა დარღვეულია. დანაწევრებულია და დაშლილია
ქართველის სული.
2. ბრიტანეთის მთავრობას სწამს, რომ ბრიტანეთის თითოეული
მოქალაქის უფლება დაცული უნდა იყოს. ადამიანის უფლებების
აქტი 1998 განსაზღვრავს ხალხის სოციალურ და ეკონომიკურ
უფლებებს. ჩვენ შეგვიძლია გაგაცნოთ, თუ რას ნიშნავს ეს
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბრიტანეთის მთავრობა ასევე
მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების
დაცვას სხვადასხვა ქვეყანაში.
3. ყოველი გროში, რომელსაც ადამიანი თავის სწავლაზე ხარჯავს,
ხალხის ოფლით, წვითა და დაგვით არის შეძენილი, თუნდაც
მახლობელთა ხელითაც იყოს მიწვდილი. ხალხი თუ იხდის ამ
მძიმე ხარჯს, მხოლოდ იმ იმედით, რომ მისი ამაგი მუქთად არ
ჩაივლის, რომ მისი ნაღვაწითა და შრომით გამოზრდილი მასვე
დაუბრუნდება... არა გვგონია, რომ ჭეშმარიტად განათლებული
კაცი არ გრძნობდეს ამგვარ მოვალეობას, არ ფიქრობდეს, რომ
იგი ზნეობრივად მოვალეა, ხალხს უკანვე დაუბრუნოს
სამაგიერო მისი, რაც მისგან მიუღია.
4. შორს რად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დატკბება
„ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი
თარგმანი წაიკითხოს, ან თუნდაც კარგად იცოდეს ქართული
ენა, როგორც თვით ქართველი? - არასოდეს. გენიოსს, როგორც
პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი,
სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი
მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება.
თქვენ მიერ შერულებული დავალებები შეგიძლიათ ატვირთოთ
საიტზე elearning.gtu.ge

გთხოვთ თქვენი დავალების ფაილს დაარქვათ თქვენი


გვარი, რათა ადვილად დავადგინო ავტორი.

საშინაო დავალება:
1. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი თეზისები. ყოველი
თეზისის თემას გაუსვით ერთი ხაზი, ხოლო ავტორის
აზრს ამ თემის შესახებ - ორი ხაზი.
2. შეარჩიეთ ოთხი თეზისი. თითოეულ მათგანში
გამოყავით სამი პუნქტი, რომელთა განვითარებაც,
თქვენი აზრით, შესაძლებელია შესაბამის თემაში
შემდეგი ფორმით:

თეზისი ---------------------------------

1. პუნქტი----------------------------
2. პუნქტი----------------------------
3. პუნქტი--------------------------
თეზისები:
1. ჩვენი კურსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,
თუკი მასში რამდენიმე ცვლილებას შევიტანთ.
2. ინტერნეტმა მრავალი ახალი პრობლემა შეუქმნა
საზოგადოებას.
3. ფეხბურთელთა შეუსაბამოდ მაღალი ხელფასი
ცუდად აისახება მათი თამაშის ხარისხზე,
გულშემატკივართა დამოკიდებულებასა და
საზოგადოების მორალზე
4. ტელევიზია უდიდეს გავლენას ახდენს პოლიტკურ
პროცესებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში
5. სიცოცხლის ხანგრძლოვობის ზრდა ძირითადად
სამკურნალო მედიცინაში მიღწეული წარმატებების
საფუძველზე გახდა შესალებელი
6. ბავშვებისათვის შექმნილი სატელევიზიო რეკლამა
ავითარებს მათში ისეთ არასასურველ თვისებებს,
როგორებიცაა: სიხარბე, მოუთმენლობა, ამპარტავნო
და კონფლიქტური ქცევა
7. ოჯახური პასუხისმგებლობის სწორი და
სამართლიანი განაწილება ბევრ წყვილს
გაუხანგრძლივებს ცხოვრებისეულ ბედნიერებსა
და სიმშვიდეს.
8. კარგ მენეჯერად ჩამოყალობება
მოითხოვსადამიანთა პატივისცემას, აქტიური
მოქმედების უნარს და ენთუზიაზმს.

You might also like