You are on page 1of 3

დავითმა და გიორგიმ დადეს ავტომანქნის ნასყოდობის ხელ-ბა.

გიორგის 2 დღესი უნდა


მიეწოებინა მერსედესი 2000 ლარად. ხელ-ბაში ნათქვამი იყო, რომ მანქანა 1 მარტისთვის
ჩამოყვანილი იქნებოდა. 3 მარტს გიორგიმ განუცხადა დავითს, რომ მომწოდებელი
რომლისგანაც უნდა შეეძინა მანქანა უგვიანებდა.
10 მარტს შეძლებდა მესედესის ცამოყვანას. 11 მარტს დაურეკა რომ 2 დღეში მიაწოდებდა.
დავითი გაბრაზდა და ითხოვდა ხელ-ბიდან გასხვლას გიორგიმ ძალიან თხოვა და დავითმაც
გამოიჩინა კეთილი ნება. 2 დღესი მანქანა დავითის ეზოში იყო თუმცა სულ სხვა
მონაცემებით. გიორგიმ იცოდა ნაკლის შესახებ მაგრამ ფიქრობდა რომ დავითს მაინც
მოეწონებოდა გიორგიმ განუცხადა დავითს რომ მას ხელ-ბაში მითითებული ჰქონდა
შემდეგი წინადადება „ გიორგი პასუხს არ აგებს ნაკლის გამო და არ აანაზღაურებს მას“.

ამოხსნა
ჰიპოთეზა:
შესაძლებელია დავითს გიორგსგან ჰქონდეს
1. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება
2. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება
3. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
4. ხელშეკრულებაში დარჩენისა და ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება

წინაპირობები:
1. მხარეებს შორის უნდა არსებობდეს ნამდვილი ნასყიდობა სსკ-ის 477 (1) მუხლის თანახმად
2. მხარეებს შორის უნდა დაირღვას ვალდებულება

ვამოწმებთ პირველ წინაპირობას.


მხარეებს შორის ხელ-ბა დადებულია სსკ-ის 327 (2) მუხლის არსებით პირობებზე
შეთანხმების თანახმად და 329 (1), (2) მუხლით ოფერტისა და აქცეპტის გამოვლენით.
კაზუსში არ იკვეთება ხელშეკრულების ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებები.

შუალედური დასკვნა:
მხარეებს შორის დადებულია ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება სსკ-ის 477 (1)-ის
თანახმად.

ვამოწმებთ მეორე წინაპირობას:


კაზუსში ადგილი აქვს 1 დარღვევას ვადის გადაცილების გამო.
სსკ-ის 361 (2) მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, რასაც არ
ჰქონდა ადგილი მოცემულ კაზუსში. 361 (2) მუხლი ითვალისწინებს ვალდებულების
კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას.
ვალდებულება დაირღვა რადგან არ მოხდა ვალდებულების დათქმულ დროს 1 მარტს
შესრულება გიორგი ვალდებული იყო დავითისთვის ავტომობილი მოეწოდებინა დროულად
ამას ითვალისწინებს სსკ-ის 400 (ა) მუხლი რაც გულისხმობს ვალდებულების არ შესრულებას
დათქმულ დროს მოვალემ არ მიიტანა ნივთი დროულად სახეზეა მოვალის მიერ ვადის
გადაცილება სსკ-ის 400 (ა) მუხლიდან გამომდინარე და ამავე დრო 401-ე მუხლის მიხედვით
გიორგის მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შეუძლებლობას აქ ადგილი არ აქვს.
სსკ-ის 401 მუხლით გამოირიცხება მისი არაბრალეულობა ანუ ადგილი აქვს მის ბრალეულ
ქმედებას.
397-ე მუხლის თანახმად კომპანიის მიერ დაგვიანება არ ათავისუფლებს გიორგის
პასუხისმგებლობიდან. რადგან სსკ-ის 397-ე მუხლი გვეუნება, რომ მოვალე პასუხისმგებელია
მესამე პირის გამო.

შუალედური დასკვნა
ვალდებულება დაირღვა გიორგის ბრალეული ქმედებით.

ამავდროულად კაზუსში ადგილი ააქვს 2 დარღვევას ნაკლიანი ნივთის გამო. დავითმა


მიიღო ავტომობილი მაგრამ სხვა მონაცემებით მაშასადამე ვალდებულება არ შესრულდა
ჯეროვნად. ამას ითვალისწინებს სსკ-ის 361 (2) მუხლი რაც გულისხმობს რომ ვალდებულება
უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად ჯეროვნად დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო
სსკ-ის 487-ე მუხლი გვეუნება, რომ გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და
უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, გიორგიმ კი დავითს გადასცა ნივთი,
რომელიც სულ სხვა მონაცემებს შეიცავდა. ამავდროულად კაზუსიდან ვიგებთ, რომ გიორგიმ
იცოდა ნაკლიანი ნივთის შესახებ, თუმცა იგი ვარაუდობდა რომ დავითს მოეწონებოდა. სსკ-
ის 488 (1) მუხლის თანახმად ნივთი ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეთანხმებული
ხარისხისაა. ამ შემთხვევაში კი არ იყო შეთანხმებული ხარისხი და გიორგიმ ამ ნაკლის
შესახებ იცოდა.

შუალედრი დასკვნა
ვალდებულება დაირღვა მეოერჯერ ნაკლის გამო.

დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება


დავითმა გიორგის რამდენჯერმე მისცა დამატებითი ვადა მას შეეძლო გასულიყო ხელ-დან
თუმცა გამოიჩინა კეთილი ნებადა მისცა დამატებითი ვადა. სსკ-ის 405 (1) ნაწილის თანახმად
თუ ხელ-ბის ერთ-ერთი მხარე არღვევს ვალდებულებას მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას
ხელ-ბით დამატებითი დროის უშედეგოდ გასვლის შემდგომ. ზოგჯერ დამატებითი დრო არ
გამოიყენება და უთანაბრდება გაფრთხილებას. თუ ნაწილობრივ დაირღვა ხელშეკრულება
კრედიტორს შეუძლია უარი თქვას თუ მან დაკარგა ინტერესი: სსკ-ის 490 (1) -ის თანახმად
თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა გამყიდველმა უნდა გამოასწოროს ნაკლი თუ საქმე
გვაროვნულ ნივთს ეხება შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. სსკ-ის 405-2(ა)
მუხლის თანახმად აშკარაა რომ დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება.
შესაბამისად დამატებით შესრულებას აზრი არ აქვს. თან მას მანქანა არ უნდა.

შუალედური დასკვნა
დამატებითი შესრულების მოთხვონის უფლება არ აქვს.

1.ზიანი სახეზე უნდა იყოს


2. მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს
3. მოვალის ბრალეული ქმედება უნდა იყოს

მოცემული კაზუსიდან გამომდინარე ზიანი სახეზე არ გვაქვს ამიტომ იგი არ ანაზღაურდება

შუალედური დასკვნა
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ აქვს.

ხელშეკრულებაში დარჩენისა და ფასის პროპორციულად შემცირების უფლება


სსკ-ის 492 მუხლის თანახმად თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთს ნაკლის გამოსწორებას ან
შეცვლას, ან ხელ-ბის მოშლას მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება. მოცემული
კაზუსიდან გამომდინარე დავითმა მიიღო ნივთი, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის
პროპორციულად შემცირება.

შუალედური დასკვნა
ხელშეკრულებაში დარშებუსა და ფასუს პროპორციულად შემცირების უფლება აქვს.

საბოლოო დასკვბა
დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება არ აქვს
ხელ-დან გასვლის მოთხოვნის უფლება აქვს
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ აქვს
ხელ-ბაში დარჩენისა და ფასის პროპორციულად შემცირების მოთხოვნის უფლება აქვს.

You might also like