You are on page 1of 1

გულნარა გიგაურმა იყიდა ოქროს ძველებური ხელნაკეთიყელსაბამი თავისი მეზობელი

ანიკო ლაპარტყავასგან. გულნარა საცხოვრებლად სხვა რაიონში გადავიდა და


ყოველდღიური პრობლემების გამო არც ახსოვდა ასეთი ძვირფასი შენაძენი. გავიდა 7 წელი
გულნარა ქორწილში დაპატიჟეს და მას გაახსენდა ყელსაბამის არსებობა. დაიმშვენა თავი ამ
ყესაბამით და წავიდა ქორწილში. ქორწილში სუფრაზე მის მოპირდაპირედ მჯდომმა
სტუმარმა კლაუდია პერტენავამ ამოიცნო თავისი საგვარეულო ყელსაბამი აღმოჩნდა რომ
კლაუდიას ყელსაბამი დაუკარგავს. კლაუდია ითხვოს გულნარასგან ყელსაბამის დაბრუნებას
რასაც გულნარა კატეგორიულად აპროტესტებს რადგან მან ეს ყელსაბამი იყიდა წესიერი და
პატიოსანი ადამიანისგან ანიკოსგან რომელიც სხვის ნივთს არ გაყიდდა.
შეუძლია თუ არა კლაუდიას გამოითხოვოს თავისი ყელსაბამი?

ჰიპოთეზა:
შეიძლება კლაუდიამ გამოითხოვოს ყელსაბამი სკ 172 (1), სკ 165 (1),(2)

სკ 170 (1) კფგ-დან ჩანს რომ მესაკუთრე არის კლაუდია რომელმაც დაკარგა ყელსაბამი.

სკ 187 (1) კფგ-დან ჩანს რომ გულნარა არის კეთილსინდისიერი შემძენი რადგან მან არ
იცოდა და არ შეიძლება სცოდნოდა რომ ნამდვილი მესაკუთრე იყო კლაუდია და ვერც
ეცოდინებოდა. შეიძლება გახსდეს მესაკუთრე.

სკ 187 (2) კფგ-დან ჩანს რომ გულნარა ვერ გახდება მესაკუთრე რადგან ნივთის ნამდვილმა
მესაკუთრემ კლაუდიამ ეს ნივთი დაკარგა.

სკ 165 (1) კფგ-დან ჩანს რომ ხანდაზმულობის ვადა მოძრავ ნივთზე არის 5 წელი და 5 წელზე
მეტია გასული ამიტომ გულნარა ხდება მესაკუთრე.

სკ 165 (2) კფგ-დან ჩანს რომ მესაკუთრე იყო კლაუდია თუმცა ნივთს მოიპოვებს გულნარა
რომელიც არის კეთილსინდისიერი.

დასკვნა:
კლაუდია ვერ გამოითხოვს ნივთს სკ 172 (1), სკ 165 (1), (2) მუხლის საფუძველზე.

You might also like