You are on page 1of 2

ნინომ გიორგის მიაქირავა კუთვნილი ავტომობილი 6 თვის ვადით.

3 თვის შემდეგ გიორგის


ავტომობილი მოჰპარეს. ქურდი ლაშა 2 კვირის შემდეგ ავტომობილის მართვისას დააკავეს.
აქვს თუ არა ნინოს ლაშასგან ავტომობილის მოთხოვნის უფლება?
აქვს თუ არა გიორგის ლაშასგან ავტომობილის მოთხვონის უფლება?

ამოხსნა:
ჰიპოთეზა

შესაძლებელია ნინოს ლაშასგან ჰქონდეს ავტომობილის დაბრუნების მოთხოვნის უფლება


სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

მოთხოვნის წარმოშობა.

სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს


მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ
ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მოთხოვნის წინაპირობებია:

1.მესაკუთრე

2.მფლობელი

3.მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.

ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა მხოლოდ ან წიპანირობების დაკმაყოფილების


შემთხვევშია შესაძლებელი.

1.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად ნინომ გიორგის მიაქირავა კუთვნილი


ავტომობილი, ამდენად ავტომობილი ნინოს ეკუთვნოდა. შესაბამისად პირველი წინაპირობა
სახეზეა.

2.კაზუსის თანახმად, ავტომობილის მფლობელს გიორგი წარმოადგენდა. წარმოადგენდა.


სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე
ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის
შესაბამისად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე,
რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს
მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების
მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
გიორგის ნივთი სამართლებრივი ურთიერთობის - ქირავნობის ხელშეკრულების
საფუძველზე ჰქონდა ნინოსგან გადაცემული, შესაბამისად იგი პირადაპირ მფლობელად
მიიჩნეოდა მანამ სანამ ლაშამ არ მოჰპარა გიორგის ავტომობილი და შესაბამისად გიორგის
მფლობელობა შეუწყდა რადგან დაკარგა ნივთზე(ავტომობილზე) ფაქტობრივი ბატონობა.
სსკ-ის 156-ე მუხლის შესაბამისად.მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად თუ მფლობელი
სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

3.იმისათვის, რომ მოთხოვნა წარმოიშვას, აუცილებელია მესამე წინაპირობის განხილვაც და


იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ლაშას ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად ლაშა
არამართლზომიერი მფლობელია რადგან ლაშამ არამართლზომიერად მიითვისა
ავტომობილი.

შუალედური დასკვნა: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნინოს მოთხოვნა არ


წარმოიშვა, ვინაიდან გიორგის ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება.

მოთხოვნის არსებობა და მოთხოვნის განხორციელებადობა

ვინაიდან ნინოს მოთხოვნა არ წარმოიშვა, შეუძლებელია მის არსებობასა და


განხორციელებადობაზე საუბარი.

დასკვნა: ნინოს არ აქვს უფლება მოსთხოვოს ლაშას ავტომობილი, ხოლო გიორგის აქვს
უფლება მოითხოვოს ავტომობილი ლაშას სსკ-ის 160 მუხლის შესაბამისად.

You might also like