You are on page 1of 2

გიორგაძემ ქიმწმენდას გასაწმენდად ჩააბარა ორი პიჯაკი რომელთა ღირებულება იყო სამი ათასი

ლარი. ქიმწმენდამ პიჯაკები გაწმინდა შეთანხმებულ ორ დღიან ვადაში, ხოლო გიორგი


გამოცხადდა მეექვსე დღეს. რადგან ფიქრობდა, რომ პიჯაკები თავის დროზე არ იქნებოდა
გაწმენდილი. ამასთან წინა დღეს ქიმწმენდიდან მოპარული იქნა ნივთები და მათ შორის
გიორგის ორივე პიჯაკი, ქიმწმენდამ გიორგაძეს უარი განუცხადა მოპარული პიჯაკების
ღირებულების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ გიორგაძემ გადააცილა წაღების ვადას.
გარდა ამისა დადგინდა, რომნივთების დაკარგვაში ქიმწმენდას ბრალი არ მიუძღოდა. გიორგაძემ
მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქიმწმენდისგან დაკარგული პიჯაკების ღირებულების ანუ
3000 ლარის ანაზღაურება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ?

ჰიპოთეზა: შესაძლოა გიორგაძეს არ დაუკმაყოფილოს სასამართლომ გადაწყვეტილება

სკ, 327-ის (1) ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები ყველა მის არსებით
პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. კფგ-დან ჩანს, რომ
ქინწმენდასა და გიორგის შორის დაიდო ხელშეკრულება რადგან მათ არანაირი ყოყმანი და
რაიმე გამოკვეთილი ცდომილება არ ჰქონიათ ერთმანეთთან ანუ შეთანხმდნენ ყველა არსებით
პირობებზე.

სკ.327-ის (2) კფგ-დან ჩანს, რომ გიორგაძე და ქიმწმენდა შეთანხმდა ხელშეკრულების არსებით
პირობებზე, კერძოდ ორ დღეში უნდა დაესრულებინა ქიმწმენდას პიჯაკების გაწმენდა და
გიორგაძეს უნდა წაეღო.

სკ. 361-ის (2) კფგ-დან ჩანს, რომ ქიმწმენდამ შეასრულა თავისი ვალდებულება ჯეროვნად და
კეთილსინდისიერად, კეროდ დათქმული დრო ორი დღე მოანდომა პიჯაკების გაწმენდას და
გიორგაძემ კი გადააცილა დათქმულ დროს და მეექვსე დღეს მივიდა პიჯაკების გამოსატანად.

სკ. 390-ის (2) კფგ-დან ჩანს,რომ გიორგაძე უნდა მისულიყო ორი დღის ვადაშიპიჯაკების
წამოსაღებად მან ვადას გადააცილა და მივიდა მეექვსე დღეს.

სკ. 390-ის (1), კფგ-დან ჩანს, რომ ქინწმენდამ დათქმულ ვადაში შეასრულა მისი ვალდებულება,
ხოლო გიორგაძემ არ მიიღო მოცემული შედეგი.

სკ. 392-ის თანახმად კფგ-დან ჩანს, რომ მოვალე ანუ ქინწმენდა არ მოქმედებდა
ბრალეულად,ამიტომ მოვალე არიქნება პასუხისმგებელი.

სკ.393 „ბ“ ნაწილის თანახმად კფგ-დან ჩანს, რომ გიორგაძემ გადააცილა დათქმულ ვადას და არ
წაიღო პიჯაკები,ამიტომ ნივთების მოპარვაზე პასუხისმგებელია თავად გიორგი და არა
ქიმწმენდა, რისგამოც ვერ მოითხოვს პირაკების დაკარგვით დამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

დასკვნა
სასამართლო არ დააკმაყოფილებს გიორგაძის მოთხოვნას პიჯაკების ღირებულების
ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

You might also like