You are on page 1of 2

გენოციდი და დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ მათი შედარებით

სამართლებრივი ანალიზი

გენოციდის საზოგადოებრივი საშიშროება გამოიხატება გენოციდის დანაშაულის შემადგენლობაში


მითითებულ ქმედებათა შედეგად განსაზღვრული ეროვნული,ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ან რაიმე
სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობაში ან მისი მოსპობის საფრთხის
შექმნაში. საქართველოს სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, გენოციდის დანაშაულის ობიექტია კაცობრიობის
მშვიდობისა და ადამიანურობის საფუძვლები, ანუ ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა რაიმე ნიშნით
გაერთიანებული ჯგუფის უსაფრთხოების საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფის ინტერესი. აღნიშნული
დანაშაულის არსიდან გამომდინარე, დაზარალებულად გამოდიან არა ცალკეული პირები ან ჯგუფის წევრები,
არამედ მთლიანად ის ჯგუფები, რომელთა მოსასპობადაც არის მიმართული ეს დანაშაული. ობიექტური
ნიშნის მიხედვით დანაშაული ფორმულირებულია, როგორც შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად
ჩადენილი ქმედება, მიმართული სათანადო ჯგუფისა და შობადობის სტადიაზე მათი შთამომავლობის
მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობისკენ. დანაშაულის შემადგენლობა აგებულია, როგორც ჯგუფის
განადგურების საფრთხის შექმნისკენ მიმართული ქმედება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიზნის
ფაქტობრივი მიღწევა სავალდებულო არ არის. მძიმე შედეგის დადგომა გენოციდის შემადგენლობაშია
გათვალისწინებული და სანქციის ფარგლებში ამძიმებს დამნაშვის პასუხისმგებლობას. სსკ-ის 407-ე მუხლი
აკონკრეტებს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული
ჯგუფის მოსპობის სხვადასხვა საშუალებას. ესენია: 1.ჯგუფის წევრთა მკვლელობა; 2.მათი ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება; 3.ჯგუფისათვის ცხოვრების მძიმე პირობების განზრახ შექმნა მათი მოსპობის მიზნით;
4.შობადობის ძალით შემცირება, რომლის განხორციელების ხერხი სხვადასხვა შეიძლება იყოს; 5.ბავშვის
იძულებით გადაცემა ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში, როდესაც მშობელს ეკარგება შესაძლებლობა
აღზარდოს შვილი სათანადო ჯგუფის ცხოვრებისა და ბინადრობის პირობებში. გენოციდი დამთავრებულია
კანონით აკრძალული მოქმედების ჩადენის მომენტიდან, თუნდაც მისი მიზანი ვერ განხორციელდეს. სსკ-ის
407-ე მუხლში მითითებული სიტყვები ,,მთლიანად ან ნაწილობრივ“ მიუთითებენ რაოდენობრივ ასპექტზე.
მსხვერპლია ან პოტენციური მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ დანაშაულის
სუბიექტური ნიშანი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია
მისი მიზანი: შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად გარკვეული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის
მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობა. გენოციდის დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ყველა ფიზიკური
შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. სსკ-ის 408-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის განსაკუთრებული
საზოგადოებრივი საშიშროება იმაშ მდგომარეობს, რომ მისი განხორციელება უდიდეს და გაუმართლებელ
ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას, რომლებსაც ბრალი არ მიუძღვით ომის დანაშაულში. ამ დანაშაულის
ობიექტია როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის წარმოების ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო
მოსახლეობის უსაფრთხოება, მათი საყოვეთაოდ აღიარებული უფლებები. დანაშაულის ობიექტური მხარე
ნორმის დისპოზიციაში საკმაოდ დაწვრილებით არის ჩამოყალიბებული: ნებისმიერი ქმედება ჩადენილი
სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც
გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, დეპორტაციითა და სხვა ქმედებით, რომელიც
კოდსის მუხლშია მითითებული, ასევე სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს
ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას. 408-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის საკმარისია
თავდასხმის ფართომასშტაბიანობის ან კიდევ სისტემატურობის დადგენა. ორივე ამ ნიშნის არსებობა
დანასაულის კვალიფიკაციისთვის სავალდებულო არ არის. ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულში ობიექტური მხარის ერთ-ერთ ნიშნად მითითებულია სამოქალაქო მოსახლების დეპორტაცია.
დეპორტაციაში იგულისხმება სამოქალაქო მოსახლეობის იძულებითი განდევნა და გადაადგილება თავიანთი
კანონიერი საცხოვრებელი ადგილიდან. ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
დამთავრებულია ზემოაღნიშნულ მოქმედებათა ჩადენის მომენტიდან. დანაშაული პირდაპირ განზრახვას
გულისხმობს. დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ყველა შერაცხადი ფიზიკური პირი.

You might also like