You are on page 1of 2

დანაშაული პროვოკაცია.

ქმედების შემადგენლობის დახასიათება

პროვოკაციული საქმიანიბა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დანაშულის ჩასადენად. ამასთანავე, ის


პირი ვისაც დაიყოლიებენ დანაშუალის ჩასადენად უნდა აკმაყოფილბდეს ამ დანაშულის სუბიექტის ყველა
მოთხოვნას (ასაკი,შრაცხადოაბ და ა.შ.). თუ დაყოლიებული პირი არ აკმაყოფილებს საერთო სუბიექტის
მოთხოვნებს, ადგილი ექნება არა პროვოკაციას, არამედ შუალობით ამსრულებლობას. პროვოკატორის ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის 145-ე მუხლით და არა იმ დანაშაულში თანამონაწილებით, რომლის
ჩადენაშიც დაიყოლია პირი, რადგან წამქეზებელი და პროვოცირებული სხვადსხვა უმართლობას
ახორციულებენ. მაგალითად, როცა პროვოკატორი ვინმეს აქეზებს ქურდობისთვის, პროვოკატორის ქმედება
ხელყოფს პროვოცირებულის პიროვნებას, სურს იგი ციხეში ჩააგდოს, ხოლო პროვოცირებული ხელყოფს სხვის
საკუთრებას. უნდა აღინიშნოს რომ პროვოკატორის მიერ დაყოლიება, როგორც წესი უნდა ხდებოდეს
ადამიანის ფსიქიკაზე აქტიური ზემოქმედებით. თუ ადგილი აქვს მხოლოდ წიანდადების მიცემას დანაშაულის
ჩადენაზე, ეს ვერ ჩაითველაბა პროვოკაციის ხერხად. მაგალითად, მოქალაქემ წიანდადება შესთავაზა მოხელეს,
თუ მიიღებდა სამუშაოზე მისცემდა ქრთამს. მოხელეც პირველსავე წინადადებაზე დათანხმდა, რა დროსაც ის
ამხილეს. ის ფაქტი, რომ მოხელე მოქალაქეს უპრობლემოდ დათანხმდა ასეთ წინადადებაზე, მიუთითებს იმას,
რომ ქრთამი მისთვის საქმიანობის ჩვეულებრივი წესია. ამდენად, მოქალაქეს არ დასჭირვებია მისი დაყოლიება
და შესაბამისად ქმედება დანაშულის პროვოკაციად არ უნდა ჩაითვალოს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სხვა
რიგით მოქალაქეზე წინადადების მიცემა დანაშაულის ჩასადენად მის პასუხისგებაშ მიცემის მიზნით უნდა
ჩაითვალოს პროვოკაციის ხერხად, რადგან საერთოდ წინადადების მიცემაც ცდუნები ერთ-ერთი ხერხია.
დანაშულის ჩასადენად პირობების შექმნა არ შეიძლება მივიჩნიოთ დაყოლიებად. ამიტომ არ ჩაითვლება
პროვოკაციად პირის ქმედება, როცა იგი შეგნებულად დადგება იმ მოქალაქის გვერდით, ვისი მხილებაც სურს,
გახსნილი ჩანთით ხელში, საიდანაც მოჩანს საფულე და ადვილია მისი ამოღება. ამ შემთხვევაშიც ადგილი არ
აქვს პირის დაყოლიებას. მის ფსიქიკაზე აქტიურად ზემოქმედებს. ,,დაყოლიება“ არ უნდა გავაიგივოთ
,,პირობების შექმნასთან“. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა დაყოლიებეული პირი
დაიწყებს დანაშაულის მომზადებას, ან მცდელობას. უფრო ადრეულ სტადიაზე პროვოკატორის მიცემა სს
პასუხისგებაში არ იქნება გამართლებული, რადგან ტუ მხოლოდ პროვოცირებული მხოლოდ დათანხმდა მას
დანაშაულის ჩადენაზე, მაგრამ პრაქტიკულად ამ დანაშაულის მომზადებაც კი არ განუხორციელებია, უნდა
ჩავთვალოთ, რომ ,,დაყოლიებას“ არ ჰქონია ადგილი, პროვოკატორმა ვერ მიაღწია მიზანს, ვერ ხელყო ამ პირის
ინტერესები. ვერ ჩაადენინა დანაშაული და ვერ ამხილა იგი. ,,პროვოკატორის’’ ასეთ შემთხვევას ვერც
დანაშაულის მომზადებად ჩავთვლით, რადგან წარუმატებელი დაყოლიება მაშინ ითველაბ მომზადებად
როცა ,,დამყოლიებლის“ მიზანი იყო ამსრულებლის მიერ კონკრეტული უმართლობის ჩადენა და არა მისი
მხილება. სსკ-ის 145-ე მუხლის კონსტრუქცია აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებელი დანაშაულის
პროვოკაციას წაქეზებასტან შედარებით გაცილებით ნაკლებად საშიშ ქმედებად მიიჩნევს. ალაბათ, იმიტომ რომ
პროვოკატორის ქმედება მიმართულია პირის მხილებისკენ. თუმცა, ძნელი სათქმელია ვისი ქმედებაა უფრო
ამორალური, იმის ვინც პირს დაიყოლიებს დანაშაულის ჩასადენად, რათა ხელყოფილ იქნას სამართლებრივი
სიკეთე, თუ იმის ვინც სხვას დაიყოლიებს დანაშაულის ჩსადენად, რათა ამხიებინოს იგი და მიაცემინოს სს
პასუხისგებაში. სსკ-ის 145-ე მუხლის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ
მისი ჩადენა შეიძლება პირდაპირი განზრახვით. ამასთანავე, აუცილებელია პირს ამოძრავებდეს სპეციალური
მიზანი პროვოცირებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. მიაღწევს თუ არა დამნაშვე ამ
მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მხილებული პირი შეიძლება გათავისუფლდეს
პასუხისმგებლობისგან სხვდასხვა გარემოების გამო. თუ ასეთი მიზანი არ არსებობს ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულის წაქეზებით. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელობა არ აქვს. იგი მხედველობაშ მიიღება სასჯელის დანიშვნისას.

You might also like