You are on page 1of 1

სქესობრივი კავშირი 16 წლის ასკას მიუღწეველთან.

ქმედების შემადგენლობის დახასიათება და


დასჯადობის საფუძვლები

განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის


სქესობრივი ხელშეუხებლობა, მისი ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება. დაზარალებული
შეიძლება იყოს როგორც გოგონა, ისე ვაჟი, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი. საქმე ისაა, რომ 1 წლამდე ასაკის
მოზარდთან სქესობრივი კავშირი, ზნეობრივი თვასაზრისით ხელს უწყობს მის გარყვნას, ბიოლოგჰიური
თვასაზრისით კი ხელს უშვლის ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას, ვინაიდან 16 წელს მიუღწეველი მოზარდი
სქესობრივად ჯერ კიდევ მოუმწიფებელია. ამიტომაც 16 წელს მიუღწეველტან სექსუალური კონტაქტი,
თუნდაც ნებაყოფლობით დაუშვებელია. ობიექტური მხრივ 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული
გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირში, მამათმავლობაში, ლესბიანობაში ან
სხვაგვარ გაუკუღმაერთებულ სექსუალურ კონტაქტში 16 წელს მიუღწეველ პირთან. დანაშაული
დამთავრებულად ითვლება მაშინ, როცა სრულწლოვანი პირი 16 წელს მიუღწეველთან დაიწყებს
ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს ან გაუკუღმართებულ სექსუალურ კონტაქტს. ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში უნდა გაირკვეს ჰქონდა თუ არა შეგნებული მოზარდს გაცნობიერებული სექსუალური კონტაქტის
არსი და მისი შედეგები. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დაზარალებულად გვევლინება
სწორედ ის მოზარდი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა სქესობრივი კავშირის არსი და მიის შედეგები.
წინააღმდეგ შემთხვევაში 16 წელს მიუღწეველი ჩაითვლება უმწეო მდგომარეობაში მყოფად, მის ფორმალურ
თანხმობას სექსუალურ კონტაქტზე იურიდიული მნიშვნელობა არ მიენიჭება და ქმედება დაკვალიფიცირდება
სსკ-ის 137-ე ან 138-ე მუხლით. ამდენად, 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისას დაზარალებული არ
იმყოფება უმწეო მდგომარეობაში. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა გვექნება მაშინაც როცა
სრულწლოვანმა ცოლად შეირთო 16 წელს მიუღწეველი გოგონა ან პირიქით. მოქმედი კანონმდებლობა
არავითარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს იმ შემთხვევისათვის, როცა პირები ფაქტობრივ ქორწინებაში
იმყოფებიან. აღნიშნული დანასაული შემადგენლობა არ გვექნება, როცა სრულწლოვანი ნებაყოფლობით
სექსუალურ კონტაქტს ამყარებს, მართალია 16 წელს მიუღწეველთან, მაგრამ პირთან, ვისთვისაც ასეთი
კონტაქტი უკვე ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. საქმე ისაა, რომ ასეთი სექსუალური კონტაქტი უკვე ხელს ვერ
შეუშლის 16 წელს მიუღწეველს ნორმალურ ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებას. როდესაც სრულწლოვანმა
პირმა ჯერ გააუპატიურა 16 წელს მიუღწეველი, ხოლო შემდეგ დაითანხმა იგი სქისობრივ კავშირზე, ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით.დანაშაულის ამსრულებელია შერაცხადი,
სრულწლოვანი პირი, ე.ი. ვინც უკვე შესრულდა 18 წლის, როფორც ქალი, ისე მამაკაცი. თუ არასრულწლოვანი
ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს ამყარებს 16 წელს მიუღწეველთან, დანაშაულის შემადგენლობა საერთოდ
არ არსებობს, ვინაიდან ამ დროს ძნელია გაირკვეს ამ ორი არასრულწლოვანი პირიდან რომელია დამნაშავე და
რომელი დაზარალებული. ასევე ამ ქმედებისთვის პასუხს არ აგებს 16-დან 18 წლამდე ასაკის პირიც, რადგან
მხოლოდ 18 წელს მიღწეულს შეიძლება ნათლად ჰქონდეს გაცნობიერებული ასეთი ქმედების მაცნეობა.
სუბიექტური მხრივ 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით.
პირს გაცნობიერებული აქვს, რომ 16 წელს მიუღწეველტან ამყარებს სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური
ხასიათის გაუკუღმართებულ კონტაქტს და სურს ეს.

You might also like