You are on page 1of 91

1.

ენის რაობა და ფუნქციები

ენა იმდენად რთული ფენომენია, მეცნიერებს უჭირთ კიდეც ზღვრის გავლება ენასა
და არა ენას შორის. ენა არის სისტემა. ეს კი გულისხმობს, რომ ენა არ არის რაღაც
ერთეულების მოუწესრიგებელი სიმრავლე, არამედ ისეთი ელემენტების
ერთობლიობა რომელთა შორის გარკვეული მიმართებები და კავშრები არსებობს.

2. ენა არის ნიშანთა სისტემა: ენობრივ გამონათქვამებს ყოველთვის გარკვეული


შინაარსი აქვთ. ისინი ღირებულია იმდენად რამდენადაც რაღაც გარეენობრივზე
საგნებზე, მოვლენებს, თვისებებს აღნიშნავს. მნიშვნელობის მქონე ყოველი
ელემენტი ენობრივ სისტემაში არის ნიშანი. ნიშანს აქვს ორი მხარე აღმნიშვნელი
და აღსანიშნი, აღმნიშვნელი არის ნიშნის მატერიალური მხარე, ბგერითი
სუბსტანცია, ფორმა, ხოლი ის რასაც იგი აღნიშნავს საგნის თვისებებისა თუ
მოვლენების ამსახველი ცნება არის აღსანიშნი.

3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა: ენობრივი ნიშანი ბგერითი


სუბსტანციისაგან შედგება, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები ხშირად
არაბგერითია, სმენითი ან ვიზუალური, ჩვენ კი ამ შემთხვევაში ვუწოდებთ ენას
ისეთ ნიშანთა სისტემებს, რომლებიც ბგერითი სუბსტანციისგან შედგება.

4. ენა არის პირობით ნიშანთა სისტემა: ენობრივი სისტემის ეს ერთ-ერთი


ყველაზე მნიშვნეოვანი მახასიათებელი გულისხმობს, რომ კავშირი აღსანიშნსა და
აღმნიშვნელს შორის პირობითია, აღმნიშვნელის ბგერითი სახე, ფორმა არ
განისაზღვრება იმ საგნი თუ მოვლენების ბუნებით რომლებზედაც იგი მიუთითებს .
(ონომატოპოეტური ხმაბაძვითი სიტყვები).

ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა: ენა არის სისტემა ელემენტების
ერთობლიობა, რომლებიც სტრუქტურას ქმნის და ყველა ელემენტი რაღაცით
კავშირშია ერთმანეთთან ენა არის ნიშანთა სისტემა გამონათქვამები მუდამ
მიუთითებენ გარე სამყაროს საგნებსა და მოვლენებზე. ეს ქმნის სიტყვის
მნიშვნელობას. ეს არის ენობრივი ნიშნის ძირითადი ფუნქცია. მნიშვნელობის
მქონე ყველა ელემენტი კი არის ნიშანი.
ნიშანი აღმნიშვნელი ( აღნიშნავს საგნის თვისებას-მოვლენას), აღსანიშნი (იმ
ყველაფრის ამსახველი ცნება).
ასვე უნდა აღინიშნოს ის, რომ იმის და მიუხედვად, რომ ენა არის ბგერით ნიშანთა
სისტემა ,,ენად’’ შეგვიძლია ჩავთვალოთ სიგნალი, ნიშნები, შუქნიშანი, სტვენა და
ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ბგერითი სუბსტანციებისაგან შემდგარ ენას
განვიხილავ.
ენა არის პირობით ნიშანთა სისტემა ნიშნები პირობითია, ანუ აღმნიშვნელის
ბგერითი სახე არ განისაზღვრება აღსანიშნის ბგერებით. მაგ: მაგიდა ყველა ენაზე
სხვადასხვაა თუნდაც ნებისმიერი სხვა სიტყვა.

ენას აქვს კომუნიკაციური, ექსპრესიული, კონოტატიური, მეტალინგვისტური,


ფატიკური, რეფერენციული და პოეტური ფუნქციები.

ენის უმთავრეს ფუნქციაა ექსპრესიულობა ანუ გამომხატველობითი ფუნქცია. ეს


ნიშნავს, რომ ადამიანი ბგერითი ენის დახმარებით გამოხატავს აზრებს. თუმცა
ადამიანის გამომხატველობითი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბგერითი
ენით, იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს, როგორიცაა ჟესტების ენა. ენის ერთ-
ერთი სახეა ასევე დამწერლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია
თანამედროვე ადამიანი.

ყრუ-მუნჯები,რომლებიც მეტყველების უნარს მოკლებულნი არიან


ჟესტიკულაციებითა და მიმიკებით გამოხატავენ საკუთარ აზრებს. მეტყველი
ადამიანებიც იყენებენ ჟესტებს ემოციის გამოასხატავად, თუმცა ეს ჟესტ -მიმიკები
ე.წ ექსტრალინგვისტური ანუ დამხმარე ფაქტორებია და ჟესტური ენებისაგან
განსხვავდება.

ბგერითი ენის კიდევ ერთი ფუნქციაა საკომუნიკაციო ფუნქცია, ანუ ინფორმაციის


მიღება შენახვა და გადაცემა. ამ ფუნქციის მიხედვით ენა სოციალური მოვლენაა,
ადამიანები ენის საშუალებით არამარტო გამოხატავენ აზრებს, არამედ უზიარებენ
ერთმანეთს და ამყარებენ კონტაქტს. ხოლო, ერთმანეთისგან რომ განვასხვავოთ
სხვა ცოცხალი არსებები და ადამიანები მათ საკომუნიკაციო ფუნქციისგან
განსხვავებით ადამიანი არის ენობრივი არსება. ყველა სხვა ცოცხალი არსება
მიისწრაფის სამი მთავარი მიზნისაკენ ესაა გამოკვება, თავის დაცვა და
გამრავლება. მაგრამ ადამიანი სოწორედ იმით განსხვავდება, რომ იგი მარტო
თავის კი არ იკვებავს არამედ მას შეუძლია შექმნას კულტურა და თაობას
გადასცეს. ასევე ადამიანი ზრუნავს ენის განვითარებაზე და შეუძლია შექმნას
ახალი. როგორც უკვე ავღნიშნე საკომუნიკაციო ფუნქცია არ ახასიათებს მხოლოდ
ბგერით ენას, დამწერლობითი ენაც ასევე კომუნიკაციის საშუალებაა, რადგან მათ
ჰყავთ ადრესატი გარკვეული ჯგუფის თუ კონკრეტული პიროვნებს სახით.
კომუნიკაციური ფუნქცია არის იგივე, ინფორმაციის მიღება, შენახვა და გადაცემა.
აუცილებელია კომუნიკაციური ფუნქციის შესასრულებლად საერთო ენა (კოდი) და
სურვილი მოსაუბრე ადამიანებს შორის. საუბრის ელემენტებია: ადრესატი,
ადრესანტი, კოდი, შეტყობინება, კონტექსტი და ფიზიკური არხი ანუ გარემო.
ექსპრესიული ფუნქცია იგივეა, რაც გამოხატვითი და იგი უკავშირდება ადრესანტს.
იგი გამოხატავს ინდივიდუალურად იმ ინფორმაციას,რაც უნდა რომ ადრესატამდე
მივიდეს.
კონოტატიური ფუნქცია უკავშირდება ადრესატს, ანუ როგორ აღიქვამს იგი
ადრესანტის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.

მეტალინგვისტური ფუნქცია კოდს უკავშირდება და მას ახსნითი, განმარტებითი


ფუნქცია, ანუ ენის-კოდის გამოყენებით ადრესანტმა უნდა ახსნას თავისი
სათქმელი და სწორად მიიტანოს მსმენლამდე. ფიზიკური არხი კავშირშია
ფატიკურ ფუნქციასთან, რომელიც გულისხმობს კომუნიკაციის
დაწყებას,გაგრძელებას და შეწყვეტას. მაგალითად, რომელიმე თემაზე საუბრისას
მთავარია ის, რომ ეს საუბარი საშუალებაა თბილი გარემოს მოსამზადებლად
შემდგომი კომუნიკაციებისთვის.

აგრეთვე ფატიკური ფუნქცია (კომუნიკაციის დაწყება, შეწყვეტა, გაგრძელება).


ეხება იმას,თუ რამდენად გამართულია არხი კომუნიკაციისათვის,მაგ: დარეკვისას
თუ ისმის ხმა და ასე შემდეგ. ასევე აქვს პოეტური ფუნქცია, რომელიც კავშირშია
შეტყობინებასთან, გულისხმობს, რომ უფრო ადვილი იქნება ადამიანის მიერ
დასამახსოვრებელი შეტყობინების შექმნა, რომ გარითმო რაიმე ან რეკლამა
ისეთი, რომ მუდამ ადამიანთა გონებაში დარჩეს.

კონტექსტი უკავშირდება რეფერენციულ ფუნქციას, რაც გარემოს დანაწევრებას


ნიშნავს, ანუ გარემოს სწორად აღქმა და საჭირო შეტყობინებების გაგზავნა.

ბგერითი ენის სპეციფიკაა საარტიკულაციო ფუნქცია (artikulatio ,,ვანაწევრებ“)


ადამიანი ამყარებს ურთიერთობას საგანთა სამყაროსთან. საგანი შეიცავს
გარვეულ ინფორმაციას,რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის
პროცესში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმნება
ნერვულ იმპლსებად ე.ი ფიზიოლოგიურ ინფორმაციად, რომელიც აღწევს
ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე, სადაც გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად,
ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენს გონებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი
წარმოდგენის ანუ საგნის ხატის სახით. ადამიანს შეუძლია იაზროვნოს
წარმოდგენებით, ამგვარ აზროვნებას ეწოდება ვიზუალური აზროვნება, იგი ასე
ვთქვათ, უენო აზროვნებაა და ენას წინ უსწრებს დროში და ლოგიკურად, მაგრამ
ადამიანს აქვს სხვაგვარი აზროვნებაც, რომელსაც კონცეპტუალურ ანუ ცნებებით
აზროვნებას ვუწოდებთ. სწორედ კონცეპტუალური აზროვნებით უპირსპირდება
ადამიანი ცხოველთა სამყაროს.

კომუნიკაცია ძირითადად ორგვარი არსებობს: ვერბალური და არავერბალური.


არავერბალური კომუნიკაცია სიტყვების გარეშე ურთიერთობას გულისხმობს ,
ინფრორმაციის გადაცემის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს
გამომეტყველება, ჟესტიკულაცია, ხელოვნება, იქნება ეს ცეკვა, ფერწერა თუ მუსიკა
არავერბალურად ურთიერთობს პუბლიკასთან და ზოგჯერ უფრო ღრმა, მძაფრ
ემოციებს აღძრავს

2. სემიოტიკა. სემიოტიკური ნიშნის სახეები.

მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის საზოგადოდ ნიშანთა სისტემებს, იკვლევ


სხვადასხვა სახის ნიშანთა სისტემების საერთო მახასიათებლებს სემიოტიკა
ეწოდება. ანუ მეცნიერება ნიშნების შესახებ. ვინაიდან ენა პირობით ბგერით
ნიშანთა სისტემაა, ენათმეცნიერება სემიოტიკის დარგია, რომელიც შეისწავლის
ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას ადამიანის ბგერით ენას. სემიოტიკა ნიშნებს
იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ. შესაბამისად,
სემიოტიკაში გამოიყოფა ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი: სემანტიკა,
სინტაქტკა და პრაგმატიკა.

სინტაქტიკა: შეისწავლის ნიშანთა შორის არსებულ წრფივ მიმართებებს, ნიშანთა


განაწილებას მიმდევრობაში, ეს ასპექტი არ ითვალისწინებს არც ნიშნის
მომხმარებელს და არც ნიშანში აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის არსებულ
მიმართებას.

სემანტიკა: ასახავს აბსტრაქციის მეორე საფეხურს, იგი ითვალისწინებს


მიმართებას აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, მაგრამ უგულებელყოფს ნიშნის
მომხმარებელს.

პრაგმატიკა: შეისწავლის ნიშნის მომხმარებლის დამოკიდებულებას ნიშანთან, ის


ყველაზე ფართოა და მოიცავს სემანტიკასა და სინტაქტიკას. ის განიხილავს
პიროვნულ ფაქტორებს და შეძლებისდაგვარად სრულად ახასიათებს ნიშანთა
სიტემაში რეალურად არსებულ მიმართებებს.

მნიშვნელობის მქონე ყოველი ელემენტი ენობრივ სისტემაში არის ნიშანი. ნიშანს


აქვს ორი მხარე აღმნიშვნელი (ფონემა) და აღსანიშნი (ცნება).

აღმნიშვნელი არის ნიშნის მატერიალური მხარე, ბგერითი სუბსტანცია, ფორმა,


ხოლო ის, რასაც იგი აღნიშნავს, საგნის, თვისებისა თუ მოვლენის ამსახველი
ცნება, არის აღსანიშნი. კავშირი ნიშნის ამ ორ მხარეს შორის მყარდება
გარკვეული მიმართებების საფუძველზე და ეს მიმართებები ქმნის ნიშნის
მნიშვნელობას.

სემიოტიკა მეცნიერება ნიშნების შესახებ. შეისწავლის ნიშანთა სისტემებს,


იკვლევს მათ საერთო მახასიათებლებს, მათი ფუნქციონირების ზოგად
კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი ტიპის ნიშანი
(დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და
მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით).

თანამედროვე სემიოტიკური თეორია გამოყოფს ნიშანთა სამ ტიპს:


ხატი: ისეთი ნიშანია, სადაც აღმნიშვნელი აღსანიშნის მსგავსია, ანუ
გამოსახულება მიმსგავსებულია. ყოველგვარი ჩანახატი, ნიშნიდან დაწყებული
სახვითი ხელოვნების ნიმუშით დამთავრებული, სემიოტიკური თვალსაზრისით
წარმოადგენს ხატს.

ინდექსი: აღმნიშვნელი და აღსანიშნი მიზეზშედეგობრივად უკავშირდება


ერთმანეთს. მაგ. ინდექსი კვამლი ნიშანია ცეცხლისა.

სიმბოლო: აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია.

3. ენობრივი ნიშნის ბუნება. აღსანიშნ-აღმნიშვნელს შორის


„ჰორიზონტალური“ და „ვერტიკალური“ მიმართებები

ენობრივი ერთეული ორმაგი ბუნებისაა, იგი ორი კომპონენტის კავშირისაგან


შედგება. ენობივი ნიშანის ორივე მხარე ფსიქიკური ბუნებისაა და ჩვენს გონებაში
ასოციაციური კავშირით არის შეერთებული. ენობრივი ნიშანი საგანასა და მის
სახელს არ აკავშირებს ერთმანეთთან,არამედ ცნებასა და აკუსტიკურ ხატს .ეს
უკანასკნელი მატერიალურ ბგერას, წმინდა ფიზიკურ რამეს კი არ
წარმოადგენს,არამედ ამ ბგერის ფსიქიკური ანაბეჭდია,ჩვენივე შეგრძნებების
საშუალებით მიღებული შთაბეჭდილებაა.აკუსტიკური ხატი შეგრძნებადია და თუ
ჩვენ მას მატერიალურად მოვიხსენიებთ, მოვიხსენიებთ ამის გამო და მისი
ასოციაცური წყვილის მეორე წევრთან შესაპირისპირებლად , რომელიც უფრო
აბსტრაქტულია.

ენობრივი ნიშნის მიმართება სისტემის სხვა ნიშნებთან და მისი აღმნიშვნელის


მიმართება აღსანიშნთან ერთობლივად განსაზღვრავს ამ ნიშნის ღირებულებას .
ნიშანი შეიძლება უცვლელი იყოს, მაგრამ მას სხვა ღირებულება ექნება, თუ
შეიცვლება სისტემის სხვა ნიშნები, რომლებთანაც ის გარკვეულ მიმართებებს
ქმნის. ფერდინანდ დე სოსიურის თანახმად, ღირებულება არის ნიშნის თვისება
იყოს ის, რაც მას სხვა ნიშნისაგან განასხვავებს. სხვადასხვა ენობრივ სისტემებში
ერთნაირი მოვლენებისა და ობიექტების აღმნიშვნელ ნიშნებსაც კი ყოველთვის
განსხვავებული ღირებულება აქვთ. ენობრივი ნიშნის სახელდების შესახებ
განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან არსებობს. არსებობდა ორი
შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი ფიქრობდა, რომ საგნების
სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას ეწოდება
თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ
აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება
ფუსეი (physei-ბუნებითი). სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის
ბუნებიდან გამომდინარე. ნიშანთა ტიპები აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის
მიმართების მიხედვით არის სამ გვარი ესენია:

 ხატი-)ხატი ანუ იკონა,არის ნიშანი,რომელშიც აღმნიშვნელს ახასიატებს


გარკვეული მსგავსება აღსანიშნთან.ასეთ შემთხვევაში აღმნიშვნელი არის
აღსანიშნის ფორმალური ასახვა. მაგალითად,მცენარის
გამოსახულება,როგორც იკონური ნიშანი თვით მცენარისა.
 ინდექსი-ეს არის ნიშანი,რომელშიც აღმნიშვნელი აღსანიშნთან
დაკავშირებულია მიზეზშედეგობრივად ან სხვა მიმართულების
საფუძველზე. ეს მიმართულება შეიძლება იყოს უწყვეტობა,თანმიმდევრობა
დროსა და სივრცეში. ინდექსის პრინციპია ისეთი რამ, რაც თავის მხრივ
გულისხმობს სხვა რაღაცის არსებობას. ამის კარგი მაგალითია
ცეცხლი,რომლის ინდექსადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ კვამლი.
 სიმბოლო -ესაა ნიშანი,რომელშიც აღსანიშნი აღმნიშვნელს უკავშირდება
გარკვეული პირობისა და შეთანხმების საფუძველზე. ეს კავშირი ნებისმიერი
სახის შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში კავშირი არ არის დამოკიდებული
რაიმე მსგავსებაზე ან ფიზიკიკურ უწყვეტობაზე. კავშირი აღსანიშნსა და
აღმნიშვნელს შორის პირობითია,რაც ენის ფუნდამენტური კონსტიტუციური
პრინციპია. სწორედ ეს პრინციპი განსაზღვრავს ენათა სხვადასხვაობას ,
რადგანაც ნიშანი პირობითად აღნიშნავს ცნებას, ერთი და იგივე ცნება
სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარდაა გამოხატული. თუმცა პირობითობის
თეორია არ არის ერთადერღი თეორია ენობრივი ნიშნის შესახებ. ჯერ კიდევ
ძველბერძნულ ფილოსოფიაში გაიყო აზრი ორად: ბერძენ ფილოსოფოსთა
ერთი ნაწილი ამტკიცებდა,რომ საგანთა სახელდება პირობითად, ჩვენი
შეხედულების საფუძველზე ხდება, ამ თეორიას ეწოდება ,,თესეი“
(შეთანხმება), მეორე თვალსაზრისით საგანთა სახელდება მათი ბუნების
გათვალისწინებით ხდება, ამ თეორიას ,,ფიუსეი“ (ბუნებითი) ეწოდა.
პლატონმა ამ პრობლემას დიალოგიც(კრატილი) კი მოუძღვნა, მაგრამ მისი
დამოკიდებულება მაინც ორჭოფული იყო, მხოლოდ სიკვდილის წინ აღიარა
კონვენციალური (პირობითი) თეორიის უპირატესობა. არისტოტელე კი
პირობითობის თეორიას აშკარად ემხრობოდა. პირობითობის თეორიასთან
ერთად ჩნდება კითხვა, თუ საგნების სახელდება შეთანხმების მიხედვით
ხდება, რატომ არ შეგვიძლია მათი ჩვენი ნებასურვილითვე შეცვლა?
ფერდინანდ დე სოსოიურმა მიუთითა ოთხ გარემოებაზე, რომლებიც ხელს
უშლის ნიშანთა ჩვენი ნება-სურვილით
ხოლო იმის მიხედვით, თუ მიმართებათა რომელ ტიპს შევისწავლით
სემიოტიკურ სისტემაში, გამოიყოფა სემიოტიკური სისტემების შესწავლის
სამი ასპექტი ესენია:
 სინტაქტიკა, -სინტქატიკური თვალსაზრისით შესწავლა გულისხმობს
სულ მცირე ორი ენობრივი ნიშნის მიმართების ახსნას. არკვევს თუ რა
მიმართებაა ამ ორი ნიშნის აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის.
სემანტიკურისაგან განსხვავებით, სინტაქტიკური თვალსაზრისით
ენობრივ ნიშნებს შორის მიმარტება განპირობებულია.
მაგალითისთვის შეგვიძლია განივიხილოთ
კაცისაკაცე,კაცური,კაცობა, უკაცო და ა.შ ამ სიტყვებს სორის
სინტქატიკური კავშირია. კაცი განეკუთვნება არამოტივირებული
სიტყვების კატეგორიას,მაგალითად, საკაცე კი -მოტივირებულს.

 სემანტიკა, -.სემანტიკური თვალსაზრისით ენობრივი ნიშნის


შესწავლა გულისხმობს აღსანიშნისა და აღმნიშვნელის მიმართებას
ერთი ნიშნის ფარგლებში, ამ თვალსაზრისით ცნებასა და აკუსტიკურ
ხატს შორის კავშირი ნებისმიერია, სწორედ ეს განაპირობებს ენათა
სიმრავლეს. ერთი შეხედვით პირობითობის თეორიას, ეჭვქვეშ
აეყენებს ხმაბაძვითი, ანუ ონომატოპოეტური სიტყვები
(ბრახუნი,ყიყინი,სისინი), თუმცა ხმაბაძვითი სიტყვებით მსჯელობა
მაინც არ იქნება მართებული, ისინი პერიფერიულ ლეექსიკას
განეკუთვნება, გარდა ამისა, ხმაბაძვითი სიტყვებიც ერთმანეთისაგან
განსხვავდება ენების მიხედვით.

 პრაგმატიკა, -.პრაგმატული თვალსაზრისით ენობრივი ნიშნის


შესწავლა გულისხმობს მეტყველი კოლექტივის დამოკიდებულების
შესწავლას ენობრივი ნიშნის მიმართ. იმ ოთხ გარემოებას
შორის,რომლებიც ხელს უშლის ენობრივი ნიშნების თვითნებურ
ცვლას,ერთ-ერთ გარემოებად ფერდინანდ დე სოსოიური სწორედ
ენობრივ კოლექტივს ასახელებს: ყოველგვარი ინდივიდუალური
ენობრივი გადახვევა დადგენილი ენობრივი ნორმებიდან
კოლექტივის მხრივ მხოლოდ წინააღმდეგობას იწვევს. ენობრივი
კოლექტიური,შეიძლება ითქვას, კონსერვატიული ძალაა,რომელიც
აიძულებს ცალკეულ ინდივიდებს იმეტყველონ ისე,როგორც
მეტყველებს ყველა. პრაგმატული თვალსაზრისით ენობრივი ნიშანი
განპირობებულია,რადგან იგი ხალხის აზრს ეფუძნება. პურიზმი
ეწოდება მიდრეკილებას სიწმინდის დაცვისაკენ, ისლანდიური ენა
მკვეთრად მიისწრაფვის პურიზმისკენ.
რაც შეეხება ნიშნის ღირებულებას სისტემაში განისაზღვრება მოცემული ნიშნის
მიმართებით სისტემის სხვა ნიშნებთან და მისი აღმნიშვნელის მიმართებით
აღსანიშნთან.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ცალკე აღებულ იზოლირებულ ენობრივ ნიშანში


კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია იმ აზრით რომ
დენოტატის ბუნება არ აისახება აღმნიშვნელის ბგერით შემადგენლობაში,
აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითი არამოტივირებული კავშირია ეს
არის ვერტიკალური მიმაართება. ვერტიკალური მიმართების მაგალითად
შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ მაგ. ქართული სიტყვა ,,მაგიდა’’, რომლის
ბგერითი შედგენილობაც აღსანიშნში საგნის ბუნებით კი არ განისაზღვრება,
არამედ აღსანიშნთან პირობით, იგივე არამოტივირებულ კავშირს ავლენს . ამიტომ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა ენაში ერთი და იგივე დენოტატი (სიტყვით
აღნიშნული ცნების შესაბამისი კატეგორია) აღინიშნება სხვადასხვა ბგერითი
სუბსტანციით მაგ. ინგლისური ,,Table’’ ან რუსული ,,стол’’ და ასე შემდეგ. სწორედ ეს
არის ვერტიკალური მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის.

გარდა ამისა ნიშნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია კავშირი არა მარტო


აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ერთი ნიშნის ფარგლებში არამედ მოცემული
ნიშნის მიმართებაც სისტემის სხვა ნიშნებთან როგორც აღსანიშნთა ისე
აღმნიშვნელთა დონეზე, მათ შეიძლება ჰორიზონტალური მიმართებები
ვუწოდოთ, რომლებიც ვერტიკალური მიმართებებისგან (ერთი ნიშნის
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის არსებული მიმართებებისგან)
განსხვავებით ორპლანიანია. ჰორიზონტალური მიმართების მაგალითად
შემიძლია განვიხილო მაგ. დიდი-მოდიდო-უდიდესი ან მაღალი უფრო მაღალი
და ყველაზე მაღალი, სადაც დავინახვთ, რომ ჰორიზონტალურ მიმართებათა
სფეროში მოტივირებულობა თავისებურია ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლობითი
და მრავლობითი ერთმანეთსისგან განსხვავდებიან ბგერითი შედგენილობით
მხოლობითი მოკლეა ხოლო მრავლობითი შედარებით გრძელი და თანაც
მხოლობითისგან გამომდინარეობს მრავლობითი.

ჰორიზონტალური მიმართებებს თვალსაზრისით არსებობს ნიშანთან


დაკავშირებული პირობითობა და მოტივირებულობა, რომლებიც არიან
ერთმანეთის შემავსებელნი ერთმანეთის მიმართ კომპლემენტარულნი .
ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ
აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც
გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი თავისუფალია, აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის
კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.

ჰორიზონტალური მიმართებები ვერტიკალური მიმართებებისაგან


განსხვავებით, ორპლანიანია. მიმართებათა ერთი რიგი, ანუ მიმართებები
აღსანიშნებს შორის აისახება სათანადო აღმნიშვნელებს შორის მიმართებებში. ეს
ასახვა ვლინდება ბგერითი მიმდევრობის სიგრძეში, აღმნიშვნელთა სპეციფიკურ
ბგერით მსგავსებაში და სხვა.

ამ დამოკიდებულებას პირობითი სახე აქვს. შეიძლება ითქვას, რომ


აღსანიშნებს შორის გარკვეული მიმართებები იწვევს სათანადო აღმნიშვნელებს
შორის თავისებურ მიმართებებს, და სწორედ ამ აზრით, შეიძლება ვილაპარაკოთ
ნიშანთა მოტივირებულობაზე.

ენობრივი ნიშნის ბუნების სრულად დასახასიათებლად იგი უნდა განვიხილოთ


ორპლანში: როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მიმართებათა
ერთიანობა.

ამდენად თანამედროვე ენათმეცნიერებაში გავრცელებული ორი საპირისპირო


თვალსაზრისი: ენობრივი ნიშანი პირობითია და ენობრივი ნიშანი
მოტივირებულია, არა ერთმანეთის გამომრიცხავი, არამედ
ურთიერთშემავსებელი დებულებებია ( ნილს ბორისეული გაგებით).

4. ენა ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის სხვა საშუალებებთან


მიმართებით. ენა და სოციუმი

შეიძლება ითქვას რომ, ბუნებრივი ენა განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი


ფენიმენია, რომელიც პიროვნების, ადამიანთა საზოგადოების და მთლიანად
კაცობრიობის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.
ენი, როგორც აზრის გამოხატვისა და საკომუნიკაციო საშუალების გარეშე
წარმოუდგენელია ადამიანთა საზოგადოების არსებობა. ყოველი ნორმალური
ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია ენაზე, მის ფუნქციონირებაზე; კომუნიკაციის
სხვა საშუალებები: ჟესტ-მიმიკა, სხვადასხვა ხასიათის სიგნალები და თვით
მწელობაც საზოგადოებაში კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის
თვალსაზრისოთ ან არასაკმარისი საშუალებებია. ან მათი ეფექტიანობა იმით
აიხსნება , რომ ისინი დამოკიდებულნი არიან ბგერით ენაზე, მის ერთგვარ ასახვას
წარმოადგენენ. ენისათვის საზოგადოება წარმოადგენს იმას, რასაც ფიზიკიკური
სხეულისთვის სივრცე. ენა საზოგადოებაშია განფენილი, ამიტომ არც ენა
არსებობს საზოგადოების გარეშე და პირიქით, არც საზოგადოება არსებობს ენის
გარეშე. ენისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი მრავალ ასპექტიანია,
ესაა საკითხების მთელი წყება, რომელსაც იკვლევს სოციოლინგვისტიკა.
ენა,როგორც ვთქვით, საზოგადოებაშია განფენილი, საზოგადოება იგივე
ენობრივი კოლექტივი კი გარკვეულ ტერიტორიაზე, რაც აპირობებს ენებში
ტერიტორიული დიალექტების წარმოქმნას. ერთსა და იმავე საზოგადოებაში
სხვადასხვა სოციალური ფენაა წარმოდგენილი, რაც სოციალურ დიალექტებს
წარმოქნის. თვითონ ენის წარმოშობაც გარკვეულწილად სოციოლოგიური
საკითხია, რადგან ენის საჭიროება საზოგადოებაში ჩნდება.

ადამიანის ენას ახასიათებს ინფორმაციის შენახვის და გადაცემის უნარი. ენა


ადამიანის აქტივობის უმაღლესი გამოხატულებაა. სწორედ მისი მეშვეობით
გადაეცემა ინფორმაცია ერთ ინდივიდს მეორისგან. როგორც ვიცით ადამიანეები
ერთმანეთს უზიარებენ აზრებს, განცდებს და გადაწყვეტილებებს მათი ბუნებრივი
ენის მეშვეობით. ასე, რომ ენის ძირითად ფუნქციათ შეიძლება სწორედ
კომუნიკაციის უნარი ჩავთვალოთ.

როგორც ვიცით ადამიანის ენა ბგერითი ენაა და სწორედ ბგერითისუბსტანციის


დახმარებით ხდება კომუნიკაცია. ადამიანს აქვს სხვა საკომუნიკაციო
საშუალებებიც მაგალითად ჟესტ მიმიკები, წერილობითი ენა და სხვა. მაგრამ ისინი
მეორეულ სისტემას წარმოადგენენ, რადგან გამომდინარეობენ ბგერითი ენისგან .

ენის უმთავრეს ფუნქციად ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი ფუნქცია


ითვლება. ეს ნიშნავს,რომ ადამიანი ბგერითი ენის დახმარებით გამოხატავს
აზრებს. თუმცა ადამიანის გამომხატველობითი ფუნქცია არ შემოიფარგლება
მხოლოდ ბგერითი ენით, იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს, როგორიცაა
ჟესტების ენა ანუ კინეტიკური ენა. ენის ერთ-ერთი სახეა ასევე გრაფიკული ენა,
იგივე დამწერლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე
ადამიანი.

ცხოელების საკომუნიკაციო ენისგან ადამიანის ბგერითი ენა შეგვიძლია


განვასხვავოთ მათი კუთვნილი მახასიათებლებით. ამაში კი ვგულისხმობ იმას,
რომ ცხოველებს საკომუნიკაციო საშუალებების ცნობა გენეტიკურად
გადაეცემათ. ესეეგი ეს ცოდნა მათთვის ფიზიოლოგიური მოვლენაა და ეს
მათთვის იმთავითვეა მოცემული. ადამიანებს კი განსხვავებით
ცხოველებისგან, აქვთ თანდაყოლილი უნარი საკომუნიკაციოდ შეიშწავლონ ესა
თუ ის ენა. ადამიანის ბუნებრივ ენასა აქვს ისეთი სპეციფიკური მახასიათებლები ,
რომლებიც მკვეთრად განასხვავებს მათ ცხოველთა ენისგან. ეს არის ბგერითი
ენის დუალობა და პროდუქტიულობა.

დუალობის მეშვეობით ადამიანს შეუძლია უმცირესი ერთეულები შეაერთოს


გარკვეული თანმიმდევრობით და მიიღოს უფრო რთული ერთეული, მათი
შეერთებით კი კიდევ უფრო რთული. მაგ. მნიშვნელობა მოკლებული ბგერების
გაერთიანებით მიიღოს სიტყვა სიტყვების გაერთიანებით კი წინადადება.
დულობა აძლევს საშუალებას ადამიანს ენის სასრული ელემენტების გამოყენებით
შექმნას უსასრულო გამონათქვამები ამ ელემენტების სხვადასხვაგვარად
დალაგების გზით. სწორედ დულობიდან გამომდინარეობს ენის კიდევ ერთი
არსებითი მახასიათებელი, რომელიც არის პროდუქტიულობა. იგი გულისხმობს
ელემენტთა ისეთ დალაგებას და ისეთი შინაარსის შექმნას, როგორიც ჯერ არავის
შეუქმნია, ანუ შეუძლია შექმნას ახალი ინფორმაცია, რომელსაც დამოუკიდებლად
აღიქვამს მსმენელი. ენის დუალობისა და პროდუქტიულობის დამსახურებაა ის,
რომ ადამიანს შეუძლია გაიხსენოს წარსული აღწეროს ის და იმსჯელოს
მომავალზე. ადამიანს ცხოველებისგან განსხვავებით შეუძლია შექმნას კულტურა ,
ისტორია, ცივილიზაცია.

5. ენა, მეტყველება და სამეტყველო ქმედება / ენა და მეტყველება, ენის


ლინგვისტიკა და მეტყველების ლინგვისტიკა

ენათმეცნიერების ობიექტს ანუ ენას ორი მხარე აქვს. ყველაფერი რასაც


ადამიანები წარმოთქვამენ, რაც ინდივიდიალურია და დამოკიდებულია
მოლაპარაკის ნებაზე წარმოადგენს მეტყველებაას. ეს არის კერძო სამეტყველო
აქტების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, ფიზოლოგიურ ანუ ბგერათა
წარმოქმნა და ფსიქიკურ მოვლენენს ანუ გადასვლა აღმნიშვნელიდან აღსანიშნზე .
მოცემული ენობრივი კოლექტივის წევრებს აქვთ მეტყველების უნარი, რომლის
გამოვლენასაც უზრუნველყოფს ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია. ენა
არის ენობრივი სისტემა მთელი კოლექტივის სისტემაში არსებობს
შესაძლებლობების სახით. იგი სამეტყველო აქტის იმ მონაკვეთშია, სადაც
აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს. სწორედ ამ კავშირის არსებობის გამო
თანამოსაუბრეებს ერთნაირი ფსიქიკური ხატები წარმოუდგებათ ასე რომ ენა არის
ფსიქიკური ფენომენი. ენა კოლექტივში დამკვიდრებული სავალდებულო
კავშირების და წესების ერთობლიობაა ასე, რომ ენა სოციალური ფენომენია.

მეტყველებისგან განსხვავებით ენა არის სასრული ფენომენი და მისი არსებობა


აუცილებელია, იმისათვის, რომ კომუნიკაცია გასაგები იყოს. ამავე დროს
მეტყველება ენის ჩამოყალიბების უმთვრესი პირობაა. ცნებას ვერ დავაკავშირებთ
აკუსტიკურ ხატთან, თუ ეს კავშირი წინასწარ არ გამოვლინდა სამეტყველო აქტში.
ასე, რომ ენა და მეტყველება ერთმანეთს განაპირობებენ , რადგან ენა
მეტყველების საფუძველიც არის და პროდუქტიც. ესეეგი შეგვიძლია ვთქვათ,
რომ მეტყველებასა და ენას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ამ პროცესს
მეტყველებაში კი შეიძლება ენობრივი აქტივობა ეწოდოს, რომელიც
გულისხმობს ენის როგორც სისტემის რეალიზაციას ცალკეულ სამეტყველო
აქტებში. ხოლო რაც შეეხება სამეტყველო ქმედების შესწავლას ის ორი
ნაწილისაგან შედგება. ძირითადი ნაწილის საკვლევ ობიექტს ენა წარმოადგენს ,
რომელიც სოციალურია და ინდივიდისგან დამოუკიდებელი.

ენა და მეტყველება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ენის არსებობა


აუცილებელია, რათა მეტყველება გასაგები იყოს და კომუნიკაცია შედგეს.
მეტყველება კი აუცილებელია ენის ჩამოსაყალიბებლად. ისტორიულად თუ
განვიხილავთ მეტყველება წინ უსწრებს ენას. ცნების დაკავშირება სიტყვიერ
ხატთან შესაძლებელია. მაგალითად ადამიანების მშობლიურ ენას მოსმენით
ვსწავლობთ და ეს მოსმენილი ილექემა ჩვენს მეხსიერებაში და ბოლოს
მეტყველება განაპირობებს ენის ცვალებადობას. ხოლო ეს ლინგვისტური
ცვლილებები სხვათა მეტყველების გავლენით ვითარდება. აქედან გამომდინარე
ენა მეტყველების იარაღიცაა და პროდუქტიც. ენობრივ კოლექტივს აქვს
მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენასაც უზრუნველყოფს ენა. მეტყველება
ენის რეალიზაციას წარმოადგენს. ენა კი მთელი კოლექტივის მეხსიერებაში
არსებობს, როგორც შესაძლებლობა და ის არსებობს, როგორც ერთობლიობა იმ
ანაბეჭდებისა, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს თავში. მსგავსად
ლექსიკონისა , რონლის იდენტური ეგზემპლარებით სხვადასხვა ინდივიდი
სარგებლობს. ე.ი ესაა თითოეულ მათგანში არსებული რამ, ყველასათვის საერთო
და მფლობელის ნებელობის მიღმა მყოფი.

მეტყველება არის ჯამი ყველაფრისა, რასაც ხალხი ამბობს. იგი მოიცავს:

 ა) ინდივიდუალურ კომბინაციებს, დამოკიდებულთ მოლაპარაკეთა


ნებელობაზე,
 ბ ) ამ კომბინაციათა რეალიზაციისთვის აუცილებელ და მოსაუბრის
სურვილით განპირობებულ ბგერადობის აქტებს.

მაშასადამე, მეტყველებაში არაფერია კოლექტიური. მისი გამოვლენა


ინდივიდუალური და მომენტალურია.

6. ენობრივი ანალიზის დონეები. მნიშვნელობის როლი ლინგვისტური


ანალიზის პროცესში

აღიარებულია, რომ ენა უნდა აღიწეროს როგორც ფორმალური სტრუქტურა,


თუმცა, ამავე დროს, ასეთი აღწერა შესაბამის პროცედურებს და კრიტერიუმებს
მოითხოვს, ზოგადად კი საკვლევი ობიექტის რეალურობა განუყრელია იმ
მეთოდისგან, რომლის მეშვეობითაც ამ ობიექტს განსაზღვრავენ. ამიტომ ენის
უკიდურესი სირთულის გამო, ჩვენ როგორც შესასწავლი მოვლენების, ასევე
ანალიზის მეთოდების მოწესრიგებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, რათა შეიქმნას არა
წინააღმდეგობრივი აღწერა, რომელიც ერთი და იმავე ცნებებისა და
კრიტერიუმების საფუძველზე აიგებოდა.

ანალიზის მთელი პროცედურის მიზანია ელემენტების გამოყოფა მათი


დამაკავშირებელი მიმართევევის საფუძველზე. ეს პროცედურა ორი
ურთიერთგანპირობებული ოპერაციისგან შედგება, რომლებზედაც სხვა
დანარჩენი ოპერაციაა დამოკიდებული: 1) სეგმენტაცია ანუ დანაწევრება და 2)
სუბსტიტუცია ანუ ჩანაცვლება.

როგორც ვიცით ენათმეცნიერების მთავარი საკვლევი ობიექტი ტექსტია. ასე რომ,


როდესაც ტექსტს ვახსენებთ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, რითი განსხვავდება
ენათმეცნიერის დამოკიდებულება ტექსტის მიმართ და ფილოლოგის.
ფილოლოგისთვის ტექსტი მიზანს წარმოადგენს. მაგ თუ ავიღებთ, რომელიმე
ძველ ტექსტს ის იმ სახით უნდა აღდგეს, რა სახითაც შეიძლება ეს ავტორს
დაეწერა. ხოლო რაც შეეხება ენათმეცნიერს მისთვის ტექსტი არის საშუალება
იმისათვის, რომ ენა შეისწავლოს. მოწესრიგებული ტექსტი, როგორც წესი
დაყოფილია: თავებად, პარაგრაფებად, წინადადებებად, სიტყვებად და
ბგერებად. სწორედ ეს არის ტექსტის მარტივ დაყოფა. ასევე ხდება ტექსტის
დანაწევრებაც ანუ სეგმენტაცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაყოფილი ტექსტიდან
ანუ თავებიდან, პარაგრაფებიდან, წინადადებებიდან სიტყვებიდან და ბგერებიდან
უნდა გამოიყოს ყველაზე მცირე ელმენტები და ენათმეცნიერი უნდა მივიდეს
დაშლილ ელემენტებამდე. ბგერაც იშლებ, როგორც ვიცით და ხასიათდება
სიყრუის, მჟღერობის და წარმოთქმის ადგილით. მაგალითად, რომ ავიღოთ ბ,
რომელიც არის ხშული და მჟღერი და წარმოთქმის ადგილის მიხედვით კი
წყვილბაგისმიერეი ანუ ბილაბიალური. თუ ხშულობას ჩავანაცვლებთ სხვა
ნიშნით მაშინ სხვა ბგერას მივიღებთ. ხოლო თუ მჟღერობას სიყრუით
ჩავანაცვლებთ ბ-სგან მივიღებთ ფ-ს და პ-ს. ამ მახასითებელებს კი ეწოდებათ
მერიზმები. სეგმენტაციით მივდივართ ტექსტის დაუშლელ ელემენტებამდე.
ხოლო მერიზმატიული დონე არის ყველაზე დაბალი ლინგვისტური დონე.
მაშასადამე, ანალიზი ავლენს და განასხვავებს ორ დონეს ანუ, ამ გზით ჩვენ
მივედით ანალიზის ორ უმდაბლეს დონემდე, მინიმალური სეგმენტური
ერთეულების ფონებემის დონემდე, ანუ ფონოლოგიურ დონემდე და
დიფერენციალური ნიშნის დონემდე, რომელთაც მერიზმები ეწოდება, ანუ
მერიზმატული დონე.
მნივნელოვანია ჩანაცვლება ანუ სუბსტიტუცია. რომელიც ხდება ერთ
ლინგვისტურ დონეებს შორის. მაგ: ცალი, ცელი, ცილი, ცოლი, ცული. სწორედ
ასეთი ჩანაცვლებით ვიღებთ სხვადასხვა დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე
სიტყვებს. ეს მიუთითებს, რომ (ა, ე, ი, ო და უ) ერთი ლინგვისტური დონის
ერთეულებია. იმიტომ, რომ შესაძლებელია მათი ურთიერთ ჩანაცვლება. მაგ:
მანდილ-ოსან-ი და მანდილ-იან-ი. მანდილოსანი ანუ ქალბატონი და მანდილი
ანუ ქალი, რომელსაც მანდილი აქვს. ესეეგი ოსანი, ოვანი და იანი ერთი
ლინგვისტური დონის ერთეულებია.

უნდა ავღნიშნოთ ასევე ამ ოპერაციებს შორის განსხვავება მათი გამოყენების


სფეროების მიხედვით. სეგმენტაცია და სუბსტიტუცია მოცულობის მხივ
განსხვავდებიან. ელემენტები სხვა სეგმენტებთან გაიგივდებიან, რომელთანაც
ისინი ჩანაცვლების მიმართებაში იმყოფებიან. მაგრამ სუბსტიტუცია შეიძლება
გამოვიყენოთ იმ ელემენტებთანაც , რომლებიც არ გამოიყოფიან, როგორც
სეგმენტები და არ ნაწევრდებიან. სეგმენტაციის გზით მიღებული მინიმალური
ელემენტები ამოიცნობიან როგორც ფონემები. მაგრამ ანალიზი შეიძლება
გაგრძელდეს უფრო ღრმად და ფონების შიგნით გამოიყოს დიფერენციალური
ნიშნები.

ანალიზის მეთოდების ჯამური აღწერიდან ჩანს რომ არც სეგმენტაცია და არც


სუბსტიტუცია არ შეიძლება გამოყენებული იყვნენ მეტყველების ჯაჭვისნების მიერ
მონაკვეთთან მიმართებაში. მართლაც, ვერაფერი დაგვეხმარება ფონემის
რეალურობის განსაზღვრაში, თუ ჩვენ არ მივმართავთ უფრო მაღალი დონის
რაიმე განსაზღვრულ ერთეულს, რომლის მნიშვნელობაშიც შედის მოცემული
ფონემა.

მაშასადამე, ფონემიდან ჩვენ გადავდივართ ნიშნის დონეზე, რომელიც


სხვადასხვა პირობებში შეიძლება, წარომადგენდეს თავისუფალ ფორმას ან
ბმულ ფორმას (მორფემას).

ფუნქციონალური თვალსაზრისით, სიტყვას შუალედური პოზიცია უკავია, რაც


უკავშირდება მის ორმაგ ბუნებას. ერთის მხრივ, იგი იშლება უფრო დაბალი დონის
ფონოლოგიურ ერთეულებად, მეორეს მხრივ, შედის როგორც მნიშველიანი
ერთეული სხვა მნიშვნელიან ერთეულებთან ერთად უფრო მაღალი დონის
ერთეულში.

უფრო ძნელად ექვემდებარებიან განსაზღვრებას მიმართებები სიტყვასა და


უმაღლესი დონის ერთეულს შორის. ასეთი ერთეული არ არის მხოლოდ უფრო
გრძელი დაა რთული სიტყვა. იგი ცნებათა სულ სხვა რიგს მიეკუთვნება, ეს
ერთეულია წინადადება. წინადადება სიტყვათა მეშვეობით ხორციელდება. მაგრამ
სიტყვები არ არიან უბრალოდ წინადადების მონაკვეთები. წინადადება
წარმოადგენს მთლიანობას და სიტყვა წინადადების კომპონენტს წარმოადგენს ,
მასში მთელი წინადადების მნიშვნელობის ნაწილი ვლინდება. მაშასადამე სიტყვა
შეიძლება განისაზღროს როგოც მინიმალური მნიშვნელიანი დამოუკიდებელი
ერთეული, რომელსაც წინადადების შექმნის უნარი გააჩნია და რომელიც თვითონ
შედგება ფონემებისგან.

სიტყვების და შემდეგ სიტყვათა შეჯგუფებების დახმარებით ჩვენ წინადადებებს


წარმოვქმნით. ეს არის ემპირიული მტკიცებულება, იგი მომდევნო დონეს
ეკუთვნის, რომელიც ერთეულიდან ერთეულზე თანმიმდევრული გადასვლის
პროცესში მიიღწევა.

ამრიგად ანალიზის უკანასკნელ დონეს წარმოადგენს წინადადება. ჩვენ


შეგვიძლია წინადადების სეგმენტაცია, მაგრამ არ შეგვიძლია უფრო მაღალი
დონის ერთეულთან ინტეგრირება. წინადადება არის განუსაზღვრელი,
უსასრულოდ ცვალებადი წარმონაქმნი. ეს არის თვით ენის ყოფიერება
მოქმედებაში. წინადადებასთან ერთად ჩვენ ვტოვებთ ენის სფეროს, როგორც
ნიშანთა სისტემისა, და შევდივართ სხვა სამყაროში, ენის როგორც ურთიერთობის
საშუალების სფეროში, რომლის გამოხატულებასაც მეტყველება წარმოადგენს .

7. ენობრივი ღირებულების ცნება. პარადიგმატული და სინტაგმატური


მიმართებანი

ენობრივი ნიშნის მიმართება სისტემის სხვა ნიშნებთან და მისი


აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან ერთობლივად განსაზღვრავს ამ
ნიშნის ღირებულებას. ღირებულება არის ნიშნის თვისება იყოს ის რაც მას
განასხვავებს სხვა ნიშნისაგან.

ენათმეცნიერებაში ცნება ღირებულება ზოგადად, რომ ვთქვათ შემოიტანა


ფერდინანდ დე სოსიურმა ეკონომიკიდან და მისი ლინგვისტური ერთეულების
ღირებულება ნიშნავს მის ფუნქციას სისტემეში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ
ლინგვისტურმა ერთეულმა შეიძლება შეიძინოს ფუნქციები ან დაკარგოს. ხოლო,
რაც შეეხება ლინგვისტური დონის ერთეულთა სისტემური მიმართება ქმნიან
პარადიგმებს. მაგალითად არსებობს ბრუნვის პარადიგმა და უღლების
პარადიგმა. ქართულში ბრუნვის პარადიგმა, როგორც ვიცით შვიდ წევრიანია.
თუმცა არის ენები სადაც ექვს ან სამ წევრიანია. ეს კი იმისთვის არის საჭირო, რომ
სინტაგმა შეიქმნას. ხოლო რაც შეეხება უღლების პარადგიგმას ყველა ენაში
სხვასხვანაირია და სხვადასხვა რაოდენობისაა. ქართული ენის უღლების
პარადიგმა მრავალფეროვანია. ლინგვისტური დონის ერთეულთა
თანმიმდევრობები ქმნიან სიინტაგმატურ მიმართებებს, რომლის მაგალითად
შეგვიძლია განვიხილოთ წიგნ-ებ-ი. სადაც წიგნ არის ძირი, ებ არის რიცხვითი
ნიშანი, ხოლო ი ბრუნვის ნიშანი.

8. ფონემათა არტიკულაციური კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები

ზოგადად, რომ ვთქვათ ენათმეცნიერების იმ დარგს, რომელიც შეისწავლის


ადამიანის ბუნებრივი ენის ფიზიკურ სუბსტანციას, ანუ სამეტყველო ბგერებს
ეწოდება ფონეტიკა. მის ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ზუსტად აღწეროს
ადამიანის სამეტყველო ორგანოების მიერ წარმოქმნილი ბგერები. ფონეტიკამ
უნდა აღწეროს არა მხოლოდ ერთი არამედ რამდენიმე ენისათვის
დამახასიათებელი ბგერათა ჯგუფები ყველე ბგერა რაც კი არსებობს, რომელის
წარმოქმნაც ადამიანს შეუძლია საარტიკულაციო ორგანოების დახმარებით.

ენათმეცნიერება ჯერ ანაწევრებს უწყვეტ ბგერათა ნაკადს და გამოიყოფა


ცალკეული ბგერები და ხორციელდება მათი კლასიფიკაცია. მეტყველების
ნაკადის სეგმენტაცია შეუძლებელია ადამიანის სამეტყველო ბგერათა ზოგადი
დახასიათების გარეშე და იმ მექანიზმების ცოდნის გარეშე, რომელთა
მეშვეობითაც წარმოიქმნება ეს ბგერები.

ძირითადად სამეტყველო ბგერათა შესწავლა სამი თვალსაზრისით შეიძლება:


1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ საწარმოთქმო ორგანოების მიხედვით, რომელთა
მეშვეობითაც ბგერები წარმოიქმნება. 2. აკუსტიკურად, ანუ ბგერის ფიზიკური
თავისებურებების მიხედვით. 3. პერცეფციულად, ანუ სმენითი შთაბეჭდილების
მიხედვით.

ხოლო, რაც შეეხება სამეტყველო ორგანოებს ის დაიყოფა ორ ძირითად ჯგუფად:


არტიკულატორებად და არტიკულაციის წერტილებად. რომ განვიხილოთ
არტიკულატორი ის მოძრავია და იგი ეხება სხვადასხვა საარტიკულაციო
წერტილს, ენას. ერთი და იმავე ორგანოთი წარმოთქმულ ბგერებს ჰომორგანული
ბგერები ეწოდებათ. სხვადასხვა ორგანოებით წარმოთქმულს კი
ჰეტეროორგანული ბგერები.

პირველ რიგში, რომ განვიხილოთ სამეტყველო ბგერები, მათი არტიკულაციური


ფონეტიკის მიხედვით. ბგერათ წარმომქმნელი ჰაერნაკადი ამოედინება
ფილტვებიდან დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის სასუნთქ მილს. ხოლო
ამოსუნთქული ჰაერნაკადი ხორხში, ხახაში, პირის და ცხვირის ღრუებში
გარკვეულ ცვლილებას განიცდის. ასევე შესაძლებელია ჰაერნაკადს შეხვდეს
წინააღმდეგობა სხვადასხვა არტიკულაციის წერტილში. ხოლო საარტიკულაციო
ორგანოების ხშვის შედეგად ზესადგამი მილის ერთ-ერთ წერტილში ჰაერნაკადი
სრულ დაბრკოლებას აწყდება, რასაც ჩვეულებრივ განხშვა, სკდომა მოსდევს.
ასეთ ბგერებს კი ხშულ-მსკდომები ეწოდება და ეს ბგერებია: ბ, ფ, პ, დ თ, ტ, გ, ქ,
კ.

ზესადგამის ერთ-ერთ წერტილში კი ხდება არა სრული ხშვა, არამედ


საარტიკულაციო ორგანოების ძლიერი მიახლოვება ერთმანეთთან . მათ შორის
ამის შემდეგ იქმნება ნაპრალი და ამ ნაპრალიდან გამოედინება ჰაერნაკადი. ასეთ
ბგერებს ნაპრალოვანი ბგერები, სპირანტები, ფრიკანტები ეწოდება.
რომლებიც არიან: ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ.

რაც შეეხება პირის ღრუს ის დახშულია ენით. ჰაერნაკადი კი გამოედინება ერთ -


ერთ მხარეს ან ერთდროულად ორივე მხარეს ენის გვერდებსა და ლოყების
გვერდებს შორის შექმნილ ნაპრალში. ასეთ ბგერებს კი ლატერალები ეწოდება.
ასეთია ლ.

ჰაერნაკადი იწვევს ერთ-ერთი ორგანოს თრთოლვას, ვიბრაციას. ასეთ


წარმოქმნილ ბგერებს კი მთრთოლვარე, ვიბრანტები ეწოდებათ, ასეთი კი არის
რ.

რბილი სასა კი დაშვებულია ჰაერნაკადი გაივლის ნახევრად პირის ღრუში და


ნახევრად ცხვირის ღრუში. ასეთ წარმოქმნილ ბგერებს კი ნაზალბი ეწოდებათ.
რომლებიც არიან მ და ნ.

ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის პირის


ღრუს. ასეთ წარმოქმნიოლ ბგერებს კი ხმოვნები ანუ ვოკალები ეწოდებათ.
ასეთებია: ა, ე, ი, ო, უ.

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან


ამოსული ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები
ქმნიან სამეულთა, წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-


ნაპრალოვნები (აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ
ნაწილში სრულ დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს,
წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის
ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი
მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-
სიყრუის მიხედვით სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ, დ, ჯ, ძ, გ) და
ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ, თ, ც, ჩ, ქ) და ყრუ-მკვეთრი
(აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული) (პ, ტ, წ, ჭ, კ).
წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი
ბგერების წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო
ორგანოები ერთმანეთს უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში
გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი. წყვილეულებში წარმოდგენილია მჟღერი (ვ , ზ,
ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.

ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა


ნაზალურ მ, ნ (ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ, რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად.
არანაზალური ბგერები იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ
(მთრთოლი) ბგერებად.

o რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;


o ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
o მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
o ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:

 ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);


 ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
 დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
 პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
 პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
 ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ);
 ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ);
 ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ).

ქართული ენის თანხმოვნების დახასიათება კი შეიძლება ამგვარად.

 ბილაბიალური (ბ, ფ, პ, მ)
 ლაბიო-დენტალური, ბაგე-პირისმიერი ( ვ, f)
 დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ)
 პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი ( ძ, ც, წ, ზ, ს)
 პოსტალვეოლალური, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ)
 ველარული, რბილსასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
 ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ) ?
 ლარინგალური, ხახისმიერი (ჰ)
o რ_ ალვეოლალური, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლვარი;
o ლ_ ალვეოლარული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
o მ_ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
o ნ_ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი.

ხოლო რაც შეხება ქართული ენის ხმოვანთა დახასიათებას ისინი სამი


თვალსაზრისით ხასიათდებიან:

 აწეულობა-დაბალი, საშუალო და მაღალი;


 რიგი_წინა, შუა და უკანა;
 ლაბიალიზაცია_ლაბიალიზირებული და არალაბიალიზირებული.

რომ განვიხილოთ ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა


აწეული მაგარი სასის მიმართ ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი კი
გულისხმობს ენის, რომელი ნაწილი მონაწილეობს ხმოვნის წარმოშობაში.
ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად მონაწილეობს ბგერები ხმოვნის
წარმოებაში. აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა დახასიათება ხდება
ამგვარად.

 ა_ შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზირებული;


 ე_ წინა რიგის, საშუალო აწეულობის,
არალაბიალიზირებული;
 ი_ წინა რიგის, მაღალი აწეულობის,
არალაბიალიზირებული;
 ო_ უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზირებული;
 უ_ უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზირებული.

9. ფონემათა გამოყოფის წესები (ფონემათა და ვარიანტთა გამიჯვნა)

მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად


გამოყოფილ ფონეტიკურ ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძ. „ბგერა“) ვუწოდოთ.
ფონოლოგიურ ერთეულს, რომელიც მოცემულ ენაში აღარ დაიშლება
ერთმანეთის მომდევნო უფრო მცირე ფონოლოგიურ ერთეულებად ფონემა
ეწოდება. ფონემა არის ენის ბგერითი მხარის ელემენტი, რომელსაც ვიყენებთ
ერთი გამონათქვამის მეორისგან განმასხვავებლად. ფონოლოგიის საგანს
სწორედ ფონემათა სხვადასხვა თვალსაზრისით შესწავლა წარმოადგენს.
ყველა იმ ფონს (ბგერას) რომლელთა სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა, ამ
ფონემის ალოფონები (ბერძ. „სხვა“ ) ეწოდება. თითოეული სიტყვა შეგვიძლია
ფონემათა მიმდევრობის სახით წარმოვადგინოთ. ენობრივ სისტემაში ყოველი
სიტყვა სტუქტურული მთლიანობაა მსმენელი კი მას სწორედ მთლიანობად
აღიქვამს. რაც შეეხება სიტყვას. სიტყვა სტრუქტურაა ხოლო სტრუქტურის
ამოცნობას ანუ იდენტიფიკაცია გულისხმობს სხვა სტრუქტურებისგან, რაღაც
ნიშნებით მის განსხვავებას.
გამოხატულების პლანში სიტყვები ერთმანეთისგან სწორედ ფონემით
განსხვავდება თითოეული სიტყვა უნდა შეიცავდეს იმდენ ფონემას და ისეთი
თანმიმდევრობით, რომ შევძლოთ იგი სხვა სიტყვებისგან განვასხვავოთ.
ფონოლოგიურ ოპოზიციაში ბგერების მონაწილეობა განპირობებულია მათი
ფონოლოგიურად ღირებული ანუ დიფერენციული ნიშნებით.

ფონემა არის კონკრეტული ბგერის ფონოლოგიურად რელევენტურ ნიშანთა


ერთობლიობა. ფონოლოგიურად ღირებული ნიშნების გარდა
არაფონოლოგიურ ნიშნებსაც შეიცავს. ფონემისა და ბგერის ცნებები ერთმანეთს
არ ფარავენ ასე რომ არც ერთი კონკრეტული ბგერა არ შეიძლება განვიხილოთ,
როგორც ფონემა. ის არის გარკვეული ფონემის გამოვლინება იგივე
რეალიზაცია, რეპრეზენტაციას გამოხატულება მეტყველებაში. მეტყველების
ნაკადში გამოვლენილი ბგერები უფრო მაღალი დონის ენობრივი ერთეულია
ფონემათა მატერიალური განხორციელებაა. მეტყველების უწყვეტი ნაკადი
შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სამეტყველო ბგერათა მიმდევრობა დროში.
მაშასადამე სიტყვების ნაკადში მიმდევრობის სახით წარმოდგენილია ფონემათა
გარკვეული მიმდევრობა.

მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად


გამოყოფილ ფონტიკურ ერთეულს ეწოდება ფონი. ყველა იმ ფონს, რომელთა
სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა ეწოდება, ამ ფონემის ალოფონები ანუ
ვარიანტები.

ფონოლოგიის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის ბგერებს (ალოფონების)


ფონემებად გაერთიანებას ფონემატიკა ეწოდება.

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან


მეტყველების პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია,
ხოლო ფონემათა რაოდენობა - სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა).

სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება ასე შეიძლება


ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო
სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო
ბგერათა დახასიათება შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ნიშნების
მიხედვით. დახასიათება გულისხმობს ისეთი ნიშნების შერჩევას, რომელთა
ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და განასხვავებს ყველა სხვა
სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის
„ბ“ შეიძლება დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი,
მჟღერი, ხშულ-მსკდომი. ამ ნიშანთა ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს
მოცემულ ბგერას და განარჩევს მას სხვა სამეტყველო ბგერებისგან. მიუხედავად
იმისა, რომ ენაში არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა ობიექტურად
ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველო ბგერებისა, მაინც შესაძლებელია
ყოველი სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა და ეს ხორციელდება
კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით,
რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს,
რომლებიც მონაწილეობენ სამეტყველო ბგერათა დახასიათებაში და
რომელთა მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ
დისტინქციური ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა,
რომელიც ხასიათდება დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე
ერთობლიობით, განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ
კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში
არიან გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის
საფუძველზე ამ ფონემის გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ
ალოფონები. ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა,
რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე
ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ
დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ
ფონემად აერთიანებს ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ
ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და ,
ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე, როგორც ერთობლიობა
განმასხვავებელი ნიშნებისა.

10. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაცია ოპოზიციათა მთელი სისტემის


მიმართ (ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი, პროპორციული
და იზოლირებული ფონოლოგიური ოპოზიციები)

ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი ფონოლოგიური


ოპოზიციები

თუ ორი ფონემის საერთო ნიშნები არ შედის ამავე სისტემის არც ერთ სხვა
ფონემის ნიშანთა სიმრავლეში, მაშინ ორი ფონემა ერთგანზომილებიან
ოპოზიციას ქმნის. სხვა შემთხვევაში გვქვს მრავალგანზომილებიანი ოპოზიცია.
ნეიტრალიზაციის შემთხვევაში ვლინდება არქიფონემა ესეიგი გვაქვს
ერთგანზომილებიანი ოპოზიცია, რომლის წევრთა საერთო ნიშნები არ
მეორდება ამავე სისტემის სხვა ოპოზიციების წევრებში. ნეიტრალიზაციას
განიცდის ერთგანზომილებიანი ოპოზიცია. მაგ: საერთო ნიშნები
დორსალურობა (ველარულობა) და ნაპრალოვნება, ქართული ფონოლოგიური
სისტემის არც ერთ სხვა ფონემასთან არ მეორდება.
მრავალგანზომილებიანია მაგალითად: ზ-ღ რადგან მის წევრთა საერთო ნიშები,
მჟღერობა, ნაპრალოვნება, ახასიათებს ჟ ფონემასაც. მრავალგანზომილებიანი
ოპოზიცია იყოფა ორ ჯგუფად, ისეთ მრავალგანზომილებიან ოპოზიციას რომლის
წევრები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთნაგზომილებიან ოპოზიციათა
მიმდევრობის უკიდურესი წევრები ჰომოგენური ოპოზიცია ეწოდება, წინააღმდეგ
შემთხვევაშ მრავალგანზომილებიანი ოპოზიცია ჰეტეროგენურია.

პროპორციული და იზოლირებული ფონოლოგიური ოპოზიციები

პროპორციული ოპოზიციის წევრებს შორის არსებული მიმართება მეორდება


სხვა ოპოზიციებშიც, მაგალითად დ-თ.

პროპორციული მიმართება შეიძლება იყოს ერთგანზომილებიანი და


მრავალგაზომილებიანი მიმართება. ერთგანზომილებიანი პროპორციული
ფონოლოგიური ოპოზიცია ზ-ს: ღ-ხ:ჟ-შ. მრავალგანზომილებიანი პროპორციული
ფონოლოგიური ოპოზიცია ბ-დ :ბ-გ :დ-გ.

იზოლირებული ფონოლოგიური ოპოზიცია -იზოლირებული ოპოზიციის წევრებს


შორის მმართება არ მეორდება ენის ფონემათა არცერთ სხვა დაპირისპირებაში.
ასეთი მიმართება არ მეორდება მთელ სისტემაში.

11. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაცია ოპოზიციის წევრებს შორის


მიმართების თვალსაზრისით (პრივატული, გრადიუალური და
ეკვიპოლენტური ფონოლოგიური ოპოზიციები)

პრივატული ფონოლოგიური ოპოზიციები

ენის ფონოლოგიურ სისტემაში ფონემებს შორის სხვადასხვა სახის


დაპირისპირებები არსებობს. ორ ფონემას შორის ისეთ ოპოზიციას რომელსაც
გარკვეული ნიშნის ქონა-არქონა ქმნის პრივატული ფონოლოგიური
ოპოზიციას. მაგ. /ღ/ და /ხ/ პრივატული ოპოზიციის წევრები არიან, ერთმანეთს
უპირისპირდებიან მჟღერობის ნიშნის ქონა არქონით; ასევე მაგალითად /ზ/ და /ს/
პრივატული ოპოზიციის წევრები არიან, ერთმანეთს უპირისპირდებიან მჟღერობის
ნიშნის ქონა არქონით. პრივატული ოპოზიციის იმ წევრს, რომელიც
ხასიათდება როგორც დიფერენციალური ნიშნის მქონე, ეწოდება ოპოზიციის
მარკირებული წევრი, ხოლო იმ წევრს, რომელიც ხასიათდება როგორც
დიფერენციალური ნიშნის არმქონე, ეწოდება ოპოზიციის არამარკირებული
წევრი მაგ. ოპოზიციის მარკირებული წევრებია /ღ/ და /ზ/, ხოლო
არამარკირებული წევრებია /ხ/ და /ს/.
ამ ოპოზიციის წევრები ერთმანეთისგან განირჩევიან ამა თუ იმ თვისებების ქონება-
უქონლობით, ზ-ს ბ-ფ , ძ-ც.

ასევე უნდა ითქვა, რომ სპირანტთა წყვილეულები ანალოგიურ პრივატულ


ოპოზიციებს ქმნიან. დროთა განმავლობაში მარკირებულობამ სხვა შინაარსი
შეიძინა და მარკირება ხდება იმისა, რაც იშვიათია, რაც გამორჩეულია. (ფონემათა
ოპოზიციის მარკირებული წევრი სტატისტიკურად დაბალი სიხშირით ხასიათდება,
ხოლო არამარკირებული წევრი ხასიათდება მაღალი სიხშირით).

ასე, რომ თანხმოვანთა სამეულების სისტემაშის სამეულის რომელი წევრები


უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც პრივატული ოპოზიციის წევრები
მაგალითად. /დ/ არის დენტალური, ხშული და მჟღერი; /თ/ არის დენტალური,
ხშული, არამჟღერი და ფშვინვიერი. ხოლო /ტ/ არის დენტალური, ხშული,
არამჟღერი და გლოტალიზებული. ამით კი იმის თქმა მინდა, რომ
მარკირებულობის თვალსაზრისით /თ/ და /ტ/ ერთმანეთს უპირისპირდებიან
ნიშნით: არაგლოტალიზებული გლოტალიზებული. აქედან კი არამარკირებული
წევრია /თ/, მარკირებულია /ტ/.

 ასე, რომ /დ/ − /თ/ დაპირისპირება არის პრივატული ოპოზიცია


(მჟღერობის ნიშნის ქონა-არქონით);
 /თ/ − /ტ/ დაპირისპირება არის პრივატული ოპოზიცია
(გლოტალიზაციის ნიშნის ქონა-არქონით);
 /დ/ − /ტ/ დაპირისპირება არ არის პრივატული ოპოზიცია
(დაპირისპირება არის ორი ნიშნის მიხედვით).

ანალოგიურია ოპოზიცია ხშულ-მსკდომ და აფრიკატ თანხმოვანთა სამეულების


წევრებს შორის.

გრადუალური ფონოლოგიური ოპოზიციები

გრადუალური ფონოლოგიური ოპოზიციები შეიძლება დახასიათდეს ისე, რომ


არქიფონემის წარმომადგენლის ხასიათი არ არის შეპირობებული
ნეიტრალიზებადი ოპოზიციის წევრთა ფონეტიკური გარემოცვით; იმ
შემთხვევაში თუ დაპირისპირება პრივატიულია, მაშინ არქიფონემის
წარმომადგენლად უფრო ხშირად დაპირისპირების არამარკირებული წევრი
გვევლინება. სწორედ ასეთი შემთხვევა გვაქვს მაშინ, როდესაც
ნეიტრალიზირებადი ოპოზიცია გრადუალურია ანუ ფონემებს შორის
დაპირისპირების საფუძველს ქმნის ერთი ნიშნის, რაღაც ხარისხები ესეეგი
გრადაციები. მაგალითად ხმოვანთა გრადუალურ ოპოზიციას ენის აწეულობის
სხვადასხვა ხარისხი.
გრადუალური იმ წევრს, რომელიც დიფერენციულია ნიშნის მაქსიმალური
ხარისხით ხასიათდება და ოპოზიციის უკიდურესი წევრი ეწოდება. სწორედ
ნეიტრალიზაციის პროცესში ვლინდება ეს წევრი. მაგ. ბულგარულსა და ახალ
ბერძნულში /u/∼/o/ და /i/∼/e/ გრადუალიური ოპოზიციები უმახვილო მარცვალში
ნეიტრალიზაციას განიცდის და ვლინდება არქიფონემა. მაქსიმალურად ვიწრო [u]
და [i] ხმოვნების სახით.

ეკვიპოლენტური ფონოლოგიური ოპოზიციები

განმასხვავებელი ნიშნის თვალსაზრისით დაპირისპირების ორივე წევრი


შესაძლოა თანაბრ უფლებიანი იყოს. ამ ტიპის ოპოზიციას თანაბარ
მნიშვნელოვანი ანუ ეკვიპოლენტური ოპოზიცია ეწოდება რაც გულისხმობს იმას,
რომ ოპოზიციის წევრები ერთმანეთის მიმართ თავისუფალ დამოკიდებულებაში
არიან. ფ-ს, რ-ს, ასეთი ოპოზიციები ენებში ყველაზე ხშირია.

12. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაცია დისტინქტური ძალის


მიხედვით (ნეიტრალიზებადი და არანეიტრალიზებადი ფონოლოგიური
ოპოზიციები. არქიფონემა და მისი სახეები)

ნეიტრალიზებადი და არანეიტრალიზებადი ფონოლოგიური ოპოზიციები

ზოგიერთი ოპოზიცია გარკვეულ პირობებში არ ხორციელდება მაგალითად


პრივატული ოპოზიციები არამჟღერი ხშულისა და სპირანტის, აგრეთვე პაუზის წინ .
ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ მოცემული ფონოლოგიური დაპირისპირება
გარკვეულ პოზიციებში ნეიტრალიზაციას განიცდის. ასეთი დაპირსპირება
ნეიტრალიზებადი დაპირისპირება ეწოდება. ეს ნიშნავს: რომელიღაც ორ ფონემას
შორის არსებობს პრივატული ოპზიცია, ე.ი. ეს ფონემები ერთმანეთს
უპირისპირდებიან რაღაც ნიშნის ქონა-არქონით (მაგ. /ღ/ − /ხ/, /ზ/ − /ს/, /დ/
−/თ/, /თ/ − /ტ/);

რაღაც კონკრეტულ პოზიციაში ამ ორი დაპირისპირებული ფონემიდან


ყოველთვის წარმოდგენილია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის რეალიზაცია. ასეთ
შემთხვევაში ვამბობთ, რომ მოცემული პრივატული ოპოზიცია ამ კონკრეტულ
პოზიციაში განიცდის ნეიტრალიზაციას. ნეიტრალიზაციის ერთ-ერთი კარგი
მაგალითია, როცა ორთოგრაფიულად სწორი კარგად ფორმის ნაცვლად წერენ ან
ამბობენ ფორმას კარგათ. ამგვარად, ორთოგრაფიულად სწორი კარგად ფორმის
ბოლოში მეტყველების დროს რეალურად ისმის [თ], რაც აისახება ზოგჯერ
დამწერილობაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ქართულში გვაქვს
ჰარმონიული კომპლექსების სისტემა. A და b სისტემა

A სისტემა Bსისტემა
1.ბგ-ფქ-პკ 1.ბღ-ფხ-პყ

2.დგ-თქ-ტკ 2.დღ-თხ-ტყ

3.ძგ-ცქ-წკ 3.ძღ-ცხ-წყ

4.ჯგ-ჩქ-ჭკ 4.ჯღ-ჩხ-ჭყ

ნეიტრალიზაციის პოზიციაში არქიფონება ვლინდება დაპირისპირების ერთ ერთი


წევრის სახით.

არქიფონემა და მისი სახეები

ისეთ ორ ფონემას რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ ერთი


დიფერენციალური ნიშნით განსხვავდებიან და რომელთა საერთო ნიშნების
ერთობლიობა არ მეორდება ენის არც ერთ სხვა ფონემაში ვუწოდებთ
არქიფონემის რეალიზაციას. ასეთი ორი ფონემა წარმოადგენს საერთო
არქიფონემას, რომელიც დახასიათდება მათი საერთო ნიშნებით. მაგ: ქართული ს
და ზ ფონემების არქიფონემები დახასიათდება ამ წყვილთა წევრების მხოლოდ
საერთო ნიშნებით.

ისეთ ფონემას შორის ისეთი ოპოზიციას, რომელსაც ქმნის გარკვეული


დიფერენციალური ნიშნის არქონა ეწოდება პრივატული ოპოზიცია. მაგ:
პრივატული ოპოზიციები მჟღერი- არამჟღერი.

პრივატული ოპოზიციის იმ წევრს, რომელიც ხასიათდება როგორც


დიფერენციალური ნიშნის მქონე ეწოდება ოპოზიციის მარკირებული.
არქიფონემის მაგალითად შეიძლება ითქვას ის, რომ არქიფონემა ხასიათდება
შემდეგი ნიშნების ერთობლიობით: ველარულობით და ხშულობით.
ნეიტრალიზაციის პოზიციაში რეალიზდება ღ - ხ - ყ ოპოზიციის ერთ -ერთი წევრი:
მჟღერების შემდეგ რეალიზდება /ღ/ ფონემა; ყრუ ფშვინვიერბის შემდეგ
რეალიზდება /ხ/ ფონემა; ყრუ მკვეთრების შემდეგ რეალიზდება /ყ/ ფონემა; რაც
შეეხება თავად არქიფონემას, თუ გავითვალისწინებთ /ყ/ ბგერის ფონეტიკურ
თავისებურებას არქიფონემა ამ შემთხვევაში შეიძლება დახასიათდეს შემდეგი
ნიშნების ერთობლიობით: ველარულობით, სპირანტიულობით.

13. კორელაციის ცნება ფონოლოგიაში. კორელაციური კონები

ერთგანზომილებიანი ოპოზიციის წევრები პარადიგმატულად მჭიდრონ არიან


დაკავშირებულნი, რადგან მათ საერთო ნიშნები ენის სხვა ფონემებში არ
მეორდება. მათი განმასხვავებელი ნიშანი უფრო ადვილად გამოიყოფა, ვიდრე
მრავალგანზომილებიანი წევრი ფონემების შესახებ, რომელთა
დიფერენციალური ნიშანი მეორდება სისტემის სხვა წყვილებთა: იზოლირებული
ოპოზიციის წევრთა განმასხვავებელი ნიშანი უფრო ძნელად გამოიყოფა. იგი
ნაკლებ თვალსაჩინოა.

ოპოზიციების ლოგიკურ ტიპებს შორის ყველაზე უფრო თვალსაჩინოა


პრივატული ოპოზიცია, რადგან გარკვეული ნიშნის ქონა-არქონა საკმაოდ
ცხადად ვლინდება და სათანადო ნიშნის გამოყოფა უფრო ადვილია, ვიდრე
გრადუალური და ეკვიპოლენტური ოპოზიციების შემთხვევაში. ფონემები,
რომელთა შორის დაპირისპირება ნეიტრალიზაციას განიცდის , ნეიტრალიზაციის
პოზიციაში საერთო არქიფონემის წარმომადგენლებად შეიძლება
მოგვევლინონ.

ფონემებს, რომლებიც მონაწილეობენ ერთგანზომილებიან პროპორციულ


პრივატულ და ამასთან ნეიტრალიზებად ოპოზიციებში, უფრო ადვილად
გამოეყოფად დიფერენციალური ნიშანი, რაც აადვილებს ფონოლოგიურ ანალიზს.
ამ ფონემებს შორის კავშირი უფრო მჭიდროა, ვიდრე კავშირი იზოლირებილი
მრავალგანზომილებიანი ოპოზიცის წევრებს შორის.

ენის ფონემათა პარადიგმატული სტრუქტურა მით უფრო სიმეტრიულადა აგებული


რაც უფრო მეტია მასში ნეიტრალიზებადი პრივატული ერთგანზომილებიანი
პროპორციული ოპოზიციები. მიზანშეწონილია ასეთი ოპოზიციებიი გამოვყოტ
ცალკე ჯგუფად კორელაციად. კორელაციის წევრი ფონემები ქმნიან
კორელაციურ წყვილებს. დიფერენციალურ ნიშანს რომლის ქონა-არქონა
ახასიათებს კორელაციის წევრებს კორელაციური ნიშანი ეწოდება. ტერმინი
კორელაცია გულისხმობს იმ წყვილტა ერთობლიობას, რომლებიც საერთო
კორელაციური ნიშნით ხასიათდებიან.

თუ ფონემა მონაწილეობს რამდენიმე კორლაციაში მაშინ ეს კორელაციები


მრავალწევრა კორელაციურ კონად ერთიანდება. ასეთი კონის სტრუქტურა
დამოკიდებულია არა მხოლოდ მასში შემავალ კორელაციულ რიცხვზე, არამედ
მათ ურთიერთმიმართებებზეც. ყველაზე ხშირია ორი კორელაციისგან
შემდგარი კონები. თუ მოცემული კორელაციის ორივე წევრი მონაწილეობის
მეორე კორელაციაში, მაშინ ოთხწვერა კორელაციური კონა მიიღება,ხოლო თუ
ორ კორელაციაში მხოლოდ ორი საერთო წევრია ანუ თუ მოცემული
კორელაციის მხოლოდ ერთი წევრი მონაწილეობს მეორე კორელაციაში
მივიღებთ სამწვერა კორელაციურ კონას.

ოპოზიციის ლოგიკურ ტიპებს შორის ყველაზე უფრო თვალსაჩინო პრივატული


ოპოზივიაა, რადგან გარკვეული ნიშნის ქონა თუ არ ქონა საკმაოდ ცხადად
ვლინდება. ასე, რომ სათანადო ნიშნის გამოყოფა უფრო ადვილია ვიდრე
გრადუალურია და ეკვიპოლეტური ოპოზიციების შემთხვევაში. ფონემები,
რომელთა შორის ნეიტრალიზაციას განიცდის ნეიტრალიზაციის პოზიციაში
საერთო არქიფონემის წარმომადგენლებად შეიძლება მოგვევლინონ.

ფონემებს, რომლებიც მონაწილეობენ ერთგანზომილებიანი პროპორციულ და


პრივატულ და ამასთნავე ნეიტრალიზირებად ოპოზიციაში, უფრო ადვილად
გამოეყოფათ დიფერენციული ნიშანი, რაც აადვილებს ფონოლოგიურ ანალიზს. ამ
ფონემებს შორის კავრი მჭიდროა ოპოზიციის წევრებს შორის. თავად ტერმინი
კორეაცია გულისხმოს იმ წყვილთა ერთობლიობას, რომლებიც ერთი და იმავე
კორეაციული ნიშნით ხასიათდება. მაგალითად, რომ ავიღოთ გლოტალიზაცია.
ქართულში ის კორეაციული ნიშანია, რადგან იგი განასხვავებს კორეაციული
წყვილების წევრებს: /p/∼/p’/, /t/∼/t’/, /c/∼/c’/, /č/∼/č’/, /k/∼/k’/.

ფონემა მონაწილებს რამდენიმე კორეაციაში ასე, რომ ეს კორეაციებიმ


რავალწევრა კორეაციულ კონად ერთიანდება. ასეთი კონის სტრუქტურა
დამოკიდებულია კორეაციათა ურთიერთმიმართებებზე. ყველაზე ხშირია ორი
კორეაციისაგან შემდგარი კონები. თუ მოცემული კორეაციის ორივე წევრები
მონაწილეობენ მეორე კორეაციაში მაშინ ოთხწვერა კორეაციურ კონას,
ვღებულობთ, ხოლო თუ ორ კორეაციაში მხოლოდ ერთი საერთო წვერია, ესეეგი
თუ მეორე კორეაციაში მხოლოდ ერთი საერთო წევრია, მიიღება სამწევრა
კორეაციული კონა. მაგალითად ძვერ ინდურში ხშულები მონაწილეობდნენ
ფშვინვის კორეაციაში და, პარარელურად, მჟღერობის კორეაციაში, რაც
ოთხწვერა კორეაციულ კონას ქმნიდა. ხოლო ქართულში მჟღერობისა და
გლოტალიზაციის კორეაციები სამ წევრა კონას გვაძლევს.

/p/ /t/ /k/

/b/ ─ /p’/ /d/ ─ /t’/ /g/ ─ /k’/

აქ ფშვინვიერება ჭარბი ნიშანია თუ მჟღერობას მჟღერობას მივიჩნევთ ჭარბ


ნიშნად, გვექნება ფშვინვიერებისა და გლოტალიზაციის კორეაციული კონა.

/b/ /d/ /g/

/p/ ─ /p’ / /t/ ─ /t’/ /k/ ─ /k’/

14. დამწერლობა როგორც სემიოტიკური სისტემა. დამწერლობის


განვითარების საფეხურები. დამწერლობის პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა

კაცობრიობის კულტურულ ფასეულობათა შორის დამწერლობას


უმნიშვნელოვასი ადგილი უჭირავს. ისტორიულად იგი მჭიდროდ არის
დაკავშირებული ბგერით ენასთან, გარკვეული აზრით დაფუძნებულია მასზე. ენასა
და დამწერლობას ბევრი საერთო სტრუქტურული ნიშანი აქვთ.
ისევე როგორც ენა, დამწერლობაც საკომუნიკაციო საშუალებაა, მაგრამ ბგერით
ენისგან განსხვავებით, იგი არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში, ამდენად
იგი უზრუნველყოფს შეტყობინებათა გადაცემას ნებისმიერ მანძილზე, აგრეთვე
მათ ფიქსირებას დროში.

წერითი სისტემის ყოველი ერთეული ნიშანია. მისი აღმნიშვნელი არის


გრაფიკული სუბსტანცია, რომლის საშალებითაც ხორციელდება მოცემული
ნიშნის ვიზუალური წარმოდგენა, რეპრეზენტაცია, ხოლო აღსანიშნი არის ის,
რასაც ეს აღმნიშვლეი გამოხატავს, რასაც იგი შეესატყვისება, ეს შეიძლება
იყოს გარკვეული ცნება, იდეა, რიცხვი, სიტყვა, მარცვალი ან ცალკეული
ბგერა.
წერითი სისტემის ამგვარი გაგება საფუძველს გვაძლევს ჩავთვალოთ იგი
სემიოტიკურ სისტემად, ხოლო მისი ზოგადი თეორია, გრამატოლოგია ანუ
დამწერლობათმცოდნეობა განვიხილოთ სემიოტიკის ერთ-ერთი დარგი.
წერითი სისტემის ერთეულები ნიშნებია. მათ აქვთ აღსანიშნი და აღმნიშვნელი :
მთლიანად სისტემაც ორპლანიანია, აქვს შინაარსის პლანი და გამოხატულების
პლანი.
შინაარსის პლანის ხასიათის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ დამწერლობათა
ორი ძირითადი ტიპი -სემასიოგრაფია (იდეოგრაფია) და ფონოგრაფია.
იდეოგრაფიული (ბერძნ. ,,აზრი’’) ტიპის წერით სისტემებში ნიშნები არ
გამოხატავენ კონკრეტული ენის ბგერით მხარეს, აღნიშნავენ არა ცალკეულ
სიტყვებს, მარცვლებსა თუ ბგერებს, არამედ ცალკეულ ცნებებს ან მთელ
სიტუაციებს. ისინი გაიგება და ადეკვატურად იკითება კონკრეტული ენების
სიტყვათა ბგერითი ფორმის გვერდის ავლით სრულიად განსხვავებულ ენებზე
მოლაპარაკეთა მიერაც. ამ ცოდნას საფუძვლად უდევს აღმნიშვნელების
გაიგივება რეალური სამყაროს ობიექტებთან, რომლებსაც ისინი იკონურად ,
ხატოვნად ასახავენ.

იდეოგრაფიის ელემენტები დასტურდება მრავალ ძველ და თანამედროვე


წეროით სისტემაში. ასეთია, მაგალითად უძველესი დამწერლობების- ჩინუროს,
ეგვიპტურის და სხვათა ნიშნები: ციფრობრივი აღნიშვნები თანამედროვე
წერითი სისტემების უმრავლესობაში; მათემატიკურ სიმბოლოთა სისტემა.

იდეოგრაფიული სისტემის წერითი ნიშნები შეიძლება გრაფიკულად ჰგავდეს


აღსანიშნი ცნებების შესატყვის რეალურ ობიექტებს; ასეთი იკონური
მსგავსების შემთხვევაში წერით სისტემას ეწოდება პიქტოგრაფიული, ე.ი. ხატოვანი
სისტემა, ხოლო მის ნიშნებს პიქტოგრამები. თუ ნიშანთა აღმნიშვნელები
პირობითად არის დაკავშირებული სათანადო ცნებით კატეგორიებთან, ე.ი. თუ მათ
გარეგნული მსგავსება არ გააჩნიათ რეალური სამყაროს ობიექტებთან , მაშინ
იდეოგრადიული წერითი სისტემა შეიძლება დახასიათდეს როგორც პირობითი
ანუ კონვენციონალური.

წერითი სისტემის მინიმალურ ერთეულს, რომელსაც ფუნქციური მნიშვნელობა


აქვს, გრაფემა ეწოდება. ყოველი ტექსტი შეიძლება დაიშალოს მინიმალურ
გრაფიკულ სეგმენტებად, ანუ გრაფებად. ამგვარ კლასებში გაერთიანებული
გრაფები იწოდება მოცემული გრაფემის ალოგრაფებად. ფონოგრაფიულ
სისტემათა ამ თვალსაზრისით შემსწავლელ დისციპლინას შეიძლება გრაფემიკა
ეწოდება.

ფონოგრაფიული სისტემა, რომელშიც გრაფემები ცალკეულ ბგერებს


აღნიშნავენ, განისაზღვრება როგორც ანბანური სისტემა ანუ ანბანი,
ალფაბეტი, ხოლო ასეთი გრაფემები ასო-ნიშნებად იწოდება.

დამწერლობის განვითარებაში შემდგომ ეტაპს წარმოადგენს შნაარსის პლანის


გარდაქმნა იმ მიმართულებით, რომ ლოგოგრამა თავდაპირველი სიტყვითი
მნიშვნელობის პარალელურად იწყებს ამ შემადგენელი
ბგერათკომპლექსების -ძირითადად მარცვლების, ასევე ცალკეული
თანხმოვნების და ხმოვნების გამოხატვასაც. ლოგოგრაფიასთან ერთად წერის
ამგვარ სისტემაში ვითარდება სილაბოგრაფიული პრიცნიპი, რის შედეგადაც
ყალიბდება ტიპოლოგიური თვალსაზრისით შერეული ლოგოგრაფიული-
სილაბოგრაფიული წერითი სისტემები, როგორიც არის ზემოთ დასახელებული
დამწერლობები- ძველეგვიპტური , შუმერული ჩინური და სხვ.

დამწერლობის ისტორიული განვითარება შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც


პროცესი, რომელიც საკუთრივ ანბანური დამწერლობის შექმნამდე
თანმიმდევრულად გაივლის რამდენიმე ეტაპს- იდეოგრაფიას, სილაბურ-
ლოგოგრამულ წერას, საკუთრივ სილაბურს, სილაბურ-კონსონანტურ წერას.

ისტორიულად დადასტურებული წერითი სისტემები უფრო ხშირად


არაერთგვაროვანია, მათში თანაარსებობს სხვადასხვა ტიპის ნიშნები:
იდეოგრამები, ლოგოგრამები, სილაბოგრამები, მოგვიანებით-სიმბოლოები
ცალკეული ბგერებისთვის. ნებისმიერ ანბანურ დამწერლობაში შეიძლება
შეგვხვდეს იდეოგრაფიის ელემენტები. არსებითად არაერთგვაროვანია პირველი
ცნობილი წერითი სისტემებიც, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად არის შექმნილი ( ეგვიპტური, შუმერული , ჩინური და სხვ,)

დამწერლობის ,,პარადიგმატიკა’’ და ,,სინტაგმატიკა’’- ენათმეცნიერებიდან


გრამატოლოგიაში, როგორც სემიოტიკის ერთ-ერთ დარგში, შეიძლება
შემოვიტანოთ არა მარტო გამოხატულებისა და შინაარსის პლანის ცნებები ,
არამედ პარადიგმატიკისა და სინტაგმატიკის ცნებებიც.

წერითიი სისტემის პარადიგმატიკა გულისხმობს ნიშანთა (გრაფემების) წრფივ


დალაგებას სისტემაში. დამწერლობის პარადიგმატიკა არის სტრუქტურა,
რომელიც განისაზღვრება გრაფიკულ ერთეულთა სიმრავლის დალაგების
წესებითა და მათი წარმოდგენით გარკვეული წრფივი მიმდევრობის სახით.
ყოველ დამწერლობას აქვს საკუთარი პარადიგმატული სტრუქტურა, ე.ი სისტემაში
ელემენტების განსაკუთრებული რიგი.

სისტემაში გრაფიკულ ნიშანთა წრფივ დალაგებას, რომელიც ამ სისტემის


პარადიგმატიკას განსაზღვრავს, შეიძლება სხვადასხვა პრინციპი ედოს
საფუძვლად. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსება წერით
ნიშანთა მოხაზულობაში, აგრეთვე გრაფიკულად გამოხატულ ბგერათა
ფონეტიკური მსგავსება.

წერის სინტაგმატიკა გულისხმობს ტექსტში გარკვეული თანმიმდევრობით


წარმოდგენილ ნიშანთა ურთიერთმიმართებას ცალკეული სიტყვების ან
სინტაგმატური პლანის უფრო გრძელი ერთეულის ფარგლებში.

კონსონანტურ-სილაბური წერითი სისტემა პარადიგმატულად კონსონანტურია,


სინტაგმატურად კი სილაბური. იგი ერთგვარად შეაუელდურია თანმიმდევრულად
სილაბურ წერით სისტემასა და საკუთრივ ანბანურ სისტემას შორის .

დამწერლობის განვითარების საფეხურები

შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორ, რა გზით და რამდენად


განვითარდებოდა კაცობრიობა, დამწერლობა რომ არ ყოფილიყო. დამწერლობა
ცივილიზებულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, რომელიც შექმნიდანვე იქცა
თვით ცივილიზაციის ბაზისად, უმთავრეს პირობად. დამწერლობის სისტემებს 5
ძირითად სახეობად ყოფენ:

1. ხატოვანი, ანუ პიქტოგრაფიული;


2. იდეოგრაფიული;
3. ლოგოგრაფიულ–სილაბური;
4. მარცვლოვანი–ანუ სილაბური;
5. ანბანური.

პიქტოგრაფიული დამწერლობა
პიქტოგრაფია (ლათ. piktus დახატული და ბერძ. grapho ვწერ) არის დამწერლობის
უძველესი სახეობა, რომლითაც მოქმედების, მოვლენების, ამა თუ იმ ინფორმაციის
გადმოცემა ნახატების მეშვეობით ხდებოდა,ამიტომ პიქტორგაფიას ხატოვან
დამწერლობასაც უწოდებენ. იგი აღმოცენდა ჯერ კიდევ გვაროვნული წყობილების
პერიოდში, როცა ადამიანებისთვის მხოლო ბგერითი მეტყველება საკმარისი
აღარ აღმოჩნდა.

პიქტოგრაფიული დამწერლობა – პირველი დამწერლობა, იქნება ეს


ეგვიპტური, შუმერული თუ ჩინური, პიქტოგრაფიულია.

იდეოგრაფიული სისტემის წერითი ნიშნები შეიძლება გრაფიკულად ჰგავდეს


აღსანიშნი ცნებების შესატყვის რეალურ ობიექტებს. ასეთი იკონური
მსგავსების შემთხვევაში წერით სისტემას ეწოდება პიქტოგრაფიული ე.ი.
ხატოვანი სისტემა, ხოლო მის ნიშნებს – პიქტოგრამები.

პიქტოგრაფიული დამწერლობა – ტერმინი პიქტოგრაფია - „პიქტო“ ნახატი და


„გრაფოს“ ვწერ, სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის
ისეთ თავისებურებას, რომელსაც პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება.
პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე გავს იმ საგანს,
რომელსაც ის აღნიშნავს ანუ პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურობის
პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია.

პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია,


მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება. დღევანდელი ,,რეკლამების” ენა ხშირად
იყენებს პიქტოგრაფიას. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა
გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.

იდეოგრაფიული დამწერლობა

დამწერლობაში პიქტოგრაფიის მომდევნო, გარდამავალი საფეხურია იდეოგრამა


(ბერძ. idea და grapho ვწერ). იდეოგრაფიული დამწერლობა – იდეოგრაფიული
შედარებით მაღალი საფეხურია, რომელიც პიქტოგრაფიულისგან განვითარდა .
პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ საგანს ,
რომელსაც ეს პიქტოგრამა აღნიშნავს. იდეოგრაფიულ დამწერლობას
საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი. იდეოგრაფიული დამწერლობით
აღინიშნება იდეები, ცნებები და არა ბგერები. ასეთ იდეოგრამებს წარმოადგენს,
მაგალითად, ციფრები, რომლებსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ და
ისინი ბგერებს არ გამოხატავენ.

იდეოგრაფიული დამწერლობა – ამ ტიპის დამწერლობით სისტემებში ნიშნები არ


გამოხატავენ კონკრეტული ენის არც ბგერას, არც მარცვალს და არც ცალკეულ
სიტყვას. ისინი მიემართებიან ცალკეულ ცნებებს ან მთელ სიტუაციებს.
ნიშნები ამგვარ წერით სისტემაში უშუალოდ ასახავენ ენის შინაარსის პლანს.
მათი გაგება და წაკითხვა შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე მეტყველთა მიერ .
იდეოგრაფიულ წერით სისტემებს საფუძვლად უდევს აღმნიშვნელის გაიგივება
რეალური სამყაროს ობიექტებთან, რომლებსაც იკონურად ასახავენ.

ამ სახის დამწერლობის ნიშანი, ანუ იდეოგრამა, სახვითი ელემენტია და


გამოსახავს როგორც უშუალოდ საგანს, ისე ამ საგანთან დაკავშირებულ
იდეებს (ცნებებს). იდეოგრამა ასახავს მთლიან სიტყვას ნებისმიერი გრამატიკული
ფორმით, მაგ., წრით წამოიხატება ,,მზე”, ”სინათლე”, ”სიცხე” და ამავე დროს, წრე
ნიშნავს სიტყვას – ,,დღე”.

იდეოგრაფიის ელემენტები დასტურდება მრავალ ძველ და თანამედროვე წერით


სისტემაში. მაგალითად, ამგვარი დამწერლობა გავრცელებული იყო შუმერებში
(ჩვ.წ.–მდე III ათასწლეული), ეგვიპტეში, ინდიელთა ზოგიერთ ტომში. ყველაზე
დიდი განვითარება მან ჩინეთში ჰპოვა. თანამედროვე წერითი სისტემებიდან
აღსანიშნავია მათემატიკურ სიმბოლოთა სისტემა.

იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგრიფურსაც უწოდებენ, ხოლო


თვითონ იდეოგრამებს – იეროგლიფებს.

ფონოგრაფიული დამწერლობა

ფონოგრაფიული დამწერლობა – წერით სისტემას, რომელშიც ნიშანთა


აღმნიშვნელები ასახავს განსაზღვრული ენის ბგერით მხარეს და არა ენის
უნივერსალურ ცნებით კატეგორიებს. ამდენად, ფონოლოგიურ სისტემებში
წერითი ნიშნების აღსანიშნები არის არა ცნებები, არამედ კონკრეტული ბგერითი
სახის მქონე სიტყვები ან უფრო დაბალი დონის ენობრივი ერთეულები –
მარცვლები და/ან ბგერები. ფონოგრაფიულ სისტემებში დამწერლობა უკვე
მეტყველებას ასახავს და ამ სისტემათა შინაარსის პლანს ენის ბგერითი მხარე
შეადგენს. ასეთი წერითი სისტემის გრაფიკულ ნიშანთა აღსანიშნებია ბგერითი
სეგმენტები: სიტყვა, მარცვალი, ბგერა.

წერითი სისტემის მინიმალურ ერთეულს, რომელსაც ფუნქციური


მნიშვნელობა აქვს, გრაფემა ეწოდება. იმის მიხედვით, თუ რა ენობრივ
ერთეული მოიაზრება გრაფემაში, გამოიყოფა ფონოგრაფიული სისტემის
სხვადასხვა სახე:
1. ლოგოგრაფიული სისტემა

ფონოგრაფიური სისტემა, რომელშიც გრაფემები კონკრეტული ენის ცალკეულ


სიტყვებს აღნიშნავებ, ეწოდება ლოგოგრაფიული სისტემა, ხოლო მის ნიშნებს –
ლოგოგრამები.

2. სილაბოგრაფიული სისტემა

თუ ფონოგრაფიული სისტემის გრაფემები ცალკეულ მარცვლებს აღნიშნავენ ,


მაშინ ეს სისტემა განისაზღვრება როგორც სილაბოგრაფიული, ხოლო მისი
ნიშნები – სილაბოგრამები.

3. ანბანური/ალფაბეტური სისტემა

ფონოგრაფიული სისტემა, რომელშიც გრაფემები ცალკეულ ბგერებს (ან


ფონემებს) აღნიშნავენ, განისაზღვრება როგორც ანბანური სისტემა ანუ ანბანი ,
ალფაბეტი, ხოლო ასეთი გრაფემები ასო-ნიშნებად იწოდება.

სილაბური დამწერლობა

სილაბური დამწერლობა (ბერძ. syllabē – მარცვალი) – მარცვლოვანი დამწერლობა;


ფონეტიკური დამწერლობის სახეობა, რომელშიც ნიშანი (სილაბემა) გადმოსცემს
დამოუკიდებელი მარცვლის წარმომქმნელ ცალკე ხმოვანს ან თანხმოვან და
ხმოვან ფონემათა თანმიმდევრულ ჟღერადობას. არსებობს წმინდა სილაბური
და სიტყვიერ-მარცვლოვანი სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბურთაგან
აღსანიშნავია კუნძულ კვიპროსის დამწერლობა, აგრეთვეეთიოპიური და ინდური
დამწერლობები (ქაროშთი, ბრაჰმი და მათგან მომდინარე სისტემები, მათ შორის
ტიბეთის, ინდონეზიის). სიტყვიერ-მარცვლოვან დამწერლობას (სიტყვიერი
წერილობითი სისტემისა და სილაბურის შერწყმა) განეკუთვნება იაპონური, ძველი
კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური) და იეროგლიფური
ლუვიური დამწერლობა. სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა შუმერული
იდეოგრაფიულ-ფონეტიკური დამწერლობისაგან მომდინარეობს. იხმარება ძვ. წ.
III ათასწლეულის შუა ხანებიდან. იგი მრავალნიშნიანობითა და დიდი
სირთულით ხასიათდება, ამიტომ გაანბანების ტენდენციამ ადრევე იჩინა თავი. ამ
მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სპარსული სოლისებრი ანბანი. სილაბური,
ანუ მარცვლოვანი დამწერლობა დამწერლობის ისეთი სისტემაა, სადაც
გრაფიკული ნიშნით გამოხატულია არა მთელი სიტყვა, არამედ გარკვეულ
ბგერათა თანმიმდევრობა (მარცვალი).
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემა იყო
ლოგოგრაფიულ–სილაბური, ანუ სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობა,
რომელიც დღესაც იხმარება ჩინეთში. დამწერლობის ამ საფეხურის
საფუძველია იდეოგრამა.ისეთ იდეოგრამას, რომელიც კონკრეტულ სიტყვას
აღნიშნავს,ლოგოგრამა ეწოდება. ასეთი რებუსული პრინციპით იკითხება
მაგალითად ე–დუბ–ა (სახლი ფირფიტებისა) შუმერულად ნიშნავს ”სკოლას”. ე
არის ,,სახლი”, დუბ–,,თიხის ფირფიტა” ხოლო ა–ნათესაობითი ბრუნის
ნიშანი.ამიტომ სიტყვა ედუბა–ს (სკოლის)ლოგოგრამა სრულდებოდა

ნახატებით – სახლი+ფირფიტა. ლოგორაფიულ–სილაბურ დამწერლობათაგან


ცნობილია ძველეგვიპტური, (ჩ. წ.–მდე მე–4 ათასწლეულის ბოლო), და შუმერული
(ჩვ.წ.–მდე მე–3 ათასწლეულის დასაწყისი).

კონსონანტური დამწერლობა

კონსონანტიური დამწერლობა – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც


მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს .
ამგვარი დამწერლობები ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად,
რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე
ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს.
ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა
მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული.
კონსონანტური დამწერლობების შესახებ პეტერ ტ. დანიელსის მიერ 1990 წელს
გამოქვეყნებული ნარკვევის შემდეგ კონსონანტური დამწერლობის აღსანიშნავად
პარალელურად გამოიყენება ტერმინი აბჯადიც.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული,


სირიული დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა
პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური
დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან განვითარდა პირველი ხმოვნების
შემცველი ბერძნული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური (ხმოვნიანი)
დამწერლობების შექმნას ევროპაში.

ანბანური დამწერლობა

ანბანური სისტემის დამწერლობა დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია


მთელს მსოფლიოში. იგი შეიცავს ასო–ნიშნებს, რომლებიც აღნიშნავენ ბგერებს.
ეს სისტემა განვითარდა ძველი სემიტური, ე.წ. კონსონანტური
დამწერლობიდან,რომელიც მხოლოდ თანხმოვან ბგერებს აფიქსირებდა და
გავრცელებული იყო ჩვ.წ.–მდე მე–2 ათასწლეულიდან ფინიკიაში,სირიასა და
პალესტინაში.
მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან, რომელი ენები უნდა მივიჩნიოთ
დამოუკიდებელ ენებად. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში დღეისთვის
არსებულ ენათა რაოდენობა 2500– დან 5000–მდე მერყეობს. მათგან საკუთარი
დამწერლობა მხოლოდ თოთხმეტს აქვს. ეს დამწერლობებია:ლათინური,
ბერძნული, ებრაული, არაბული, ეთიოპიური, სირიული, ინდური, ჩინური,
კორეული, იაპონური, სომხური, იუღურიული, სლავურ–კირილური და რაღა
თქმა უნდა ქართული.

კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა განვლო ვიდრე დამწერლობის ყველაზე


სრულყოფილ სისტემას – ანბანურ ანუ წმინდა ფონეტიკურ დამწერლობას
შექმნიდა. ანბანური დამწერლობა ენის ფონეტიკას, მის სტრუქტურას უკეთ ასახავს .
დამწერლობა ცდილობს შეძლებისამებრ ზუსტად გადმოსცეს ენის
თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა
მით უფრო სრულყოფილია იგი. დამწერლობა მეტყველების გრაფიკული
ფიქსაციაა. დამწერლობა ანბანურია როცა გრაფიკულ ნიშანს ცალკეული
ბგერის მნიშვნელობა აქვს, დამწერლობის ანბანური სისტემა ფინიკიელებმა
შექმნეს. ფინიკიური დამწერლობა საფუძვლად დაედო ორ ძირითად განშტოებას:
დასავლეთში ბერძნულს, აღმოსავლეთში სემურარამეულ დამწერლობას.
აღმოსავლურ ანბანურ სამყაროში წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან
მარცხნივ, ხოლო დასავლურ ანბანურ სამყაროში, პირველად საბერძნეთში
დაკანონდა აღმოსავლური საპირისპირო წერის მიმართულება: მარცხნიდან
მარჯვნივ – ანბანური სისტემის თვალსაზრისით, ქართული ასომთავრული
დამწერლობა განეკუთვნება ბერძნულ დასავლურ ანბანურ სისტემებს, წერის
მიმართლება ქართულ ასომთავრულში: ბერძბულია, მარცხნიდან მარჯვნივ,
მაგრამ ქართული ასომთავრული დამწერლობის გრაფიკა დიდად
განსხვავდება ბერძნულისაგან. ბერძნულ მონუმენტური დამწერლობის
ჩამოყალიბება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდებოდა (ხუთი – ექვსი
საუკუნე) დასავლეთის ყველა ერი დამწერლობის ბერძნულ–გრაფიკული სისტემით
სარგებლობს, გამონაკლისია ქართული დამწერლობა. ბერძნულისაგან
განსხვავებით ქართული მონუმენტური დამწერლობა შექმნილია ერთ დროს და
ერთ დროულად. მსოფლიოში არსებობს 14 ძირითადი დამწერლობა ესენია:
ქართული, ლათინური, ბერძნული, კირილიცა, სომხური, არაბული, ებრაული,
სირიული, ეთიოპიური, იაპონური, კორეული, ჩინური, ინდური, მონღოლური.

ანბანური დამწერლობა – ანბანურ დამწერლობაში ასოები აღნიშნავენ არა


იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ
ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს,
რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა
გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც
თავისი სახელი ისტორიაში. ფინიკურ დაწერლობას საფუძვლად დაედო
ეგვიპტური ნიშნები, რომლებიც თანხმოვნებს გამოხატავდნენ. ფინიკიელებმა ამ
ნიშნების საფუძველზე შექმნეს კონსონანტურ-სილაბოგრაფიული, რომელშიც 22
ასო შედიოდა. ეს ასოები მხოლოდ თანხმოვნებს აღნიშნავდნენ და ამიტომ ამ
დამწერლობას კონსონანტური ეწოდება. ფინიკიური დაედო შემდეგში საფუძვლად
ძველ ბერძნულ დამწერლობას. ბერძნებმა ხმოვნებისთვისაც შემოიღეს
გარკვეული ნიშნები და ამ გზით ნამდვილი ანბანური დამწერლობა შექმნეს.
ბერძნულ დამწერლობას ემყარება ისეთი ცნობილი დამწერლობები, როგორიცაა
ლათინური, ქართული, სომხური, სლავური.

15. წერის ანბანური სისტემების ტიპოლოგია. ქართული ანბანი

ძველი სემიტური კონსონანტურ-სილაბური დამწერლობიდან წერის


თანმიმდევრულად ანბანურ სისტემაზე გადასხვლა განხორციელდა ძველ
ბერძნულ დაწერლობაში.ხმოვნებისთვის შეიქმნა სპეციალური ნიშნები-
სემიტურის ზოგიერთი სიმბოლოს კონსოანტური მნიშნელობა, რომელიც
,,ზედმეტი’’ აღმოჩნდა ბერძნულისათვის, შეიცვალა ვოკალური მნიშნელობით.
პარადიგკმატიკაში ამ ცვლილებას მოჰყვა წერის სინტაგმატიკის ძირეული
გარდაქმნა- კონსონანტური ნიშნები უკვე საკუთრივ თანხმოვნების აღმნიშვნელი
გახდა. კერძოდ ბერძნული ენისტის ფინიკიური დამწერლობის მისადაგების
მიზნით (‘), (h), (j), (‘) და (w) თანხმოვნების აღმნიშვნელი გრაფემები ბერძნულ
სისტემაში გარდაიქმნა სიმბოლოებად, რომელთაც შესაბამისად ჰქონდა (a), (e), (i),
(o), (u) ხმოვანთა მნიშვნელობები როგორც პარადიგმატიკაში ისე სინტაგმატიკაში.

პროტოტიპული წერითი სისტემის მიხედვით ახალი ანბანის შექმნის პროცესი


გასაგები ხდება შედარებითი შესაწავლის შედეგად. ამ პროცესის პირველი და
ძირითადი ეტაპია ენის ბგერითი მხარის დანაწევრება ცალკეულ ერთეულებად,
რომლებიც დამწერლობაში სპეციალური გრაფემებით უნდა გამოისხოს. ამ
ეტაპზე არსებითად, იქმნება წერითი სისტემის შინაარსის პლანი.

თუ L ენაში მეტი ბგერითი ერთეულია, ვიდრე L’-ში მაშინ ახალ დამწერლობაში


საჭირო ხდება მეტი გრაფემის შექმნა- L’ -ის თვალსაზრისით
,,დამატებითი’’ბგერების გამოსახატავად, ასეთი ,,დანართი’’ სიმბოლოები
ანბანთრიგის ,,ძირითად’’ ნაწილს შეიძლება მიეწეროს გარდკვეული
თანმიმდევრობით. სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება შეერიოს ,,ძირითადი ‘’
ნაწილების სიმბოლოებს, გაიფანტოს მათ შორის, რაც არსებითად დაარღვევს
პროტოტიპული წერითი სისტემით განსაზღვრულ პარადიგმატიკას ( ასეთი
ვითარებაა, სომხურ ანბანში ბერძნულთან მიმართებით, არაბულ წერით სისტემაში-
ძველ სემიტურთან მიმართებით და სხვ.)

თუ, პირიქით, L ენაში ნაკლება ბგერაა გამოსახატავი , ვიდრე L’-ში, მაშინ


პროტოტიპულ დამწერლობაში რჩება გრაფიკული სიმბოლოები ,რომლებიც L
ენის თვალსაზრისით ,,ზედმეტ’’ ბგერებს აღნიშნავენ.

შემთხვევები, როდესაც ერთი ენის ბგერათა სიმრავლე მთლიანად ემთხვევა


მეორე ენის ბგერათა სიმრავლეს, პრაქტიკულად იშვიათია, ჩვეულებრივ,
შესადარებელ ენებში ფონეტიკურად მსგავსი ბგერითი ერთეულების გარდა
არსებობს თითოეული ენისთვის ,,სპეციფიკურ’’ ბგერათა რაღაც ჯგუფი. ასეთ
შემთხვევებში ხდება პროტოტიპული სისტმეის სპეციფიქური
ბგერათმნიშვნელობების ჩანაცვლება სისტემის სპეციფიკური
ბგერათმნიშვნელობებით.

ყოველ დამწერლობის სათავეში დგას კონკრეტული პიროვნება - ამ


დაწმერლობის შემქმნელი, რომელიც წინასწარი შემუშავებული გეგმის
მიხედვითთავისი ენისათვის ადგენს ახალ წერით სისტემას გარკვეული
პროტოტიპული დამწერლობის საფუძველზე. ენაში ღირებული ბგერით
ერთეულთა გამოყოფისა და განსაზღვრული რიგით მათი განლაგების გარდა,
დამწერლობის შემქმნა გულისხმობს ამ ერთეულების გამომხატველ გრაფიკულ
სიმბოლოთა დადგენა-შეთხზვასაც, ე. იგ სისტემის გამოხატულების პლანის
შექმნას. ეს ორი პროცედურა - წერითი სისტემის შინაარსის პლანისა და
გამოხატულების პლანის შექმნა - ერთმანეთს გულისხმობს და ერთიან
შემოქმედებით პროცესს წარმოადგენს. ასეთი მიდგომისგან
განსხვავდება,შეემთხვევა, როდესაც ახალი წერითი სისტემის პარადიგმატიკაზე
პროტოტოპული დაწერლობის პარადიგმატიკის გადასახვისას მნიშვნელოვნად
იცვლება შესატყვისის ბგერით ერთეულთა აღმნიშვნელი სიმბოლოების
გრაფიკული სახე, რის შედეგადაც იჩქმალება კავშირი ამ ორ სისტემას შორის,
ასეთია მაგალითად ძვ.სლავური გლაგოლიცა ბერძნულ პროტოტიპთან
მიმართებით.

ქართული ანბანი- ძველი ქართული დამწერლობის შესაძლებელ პროტოტიპებად


წარმოგვიდგება უწინარესად ან ძვ. სემიტური დამწერლობა ან არქაული
ბერძნული ანბანი.

ქართული ანბანის წყობა და სტრუქტურა სრულიად განსხვავებული


იქნებოდა ნიმუშად სემიტური წერითი სისტემის აღების შემთხვევაში.
ქართული დამწერლობის პარადიგმატიკა არსებითად იმეორებს ბერძნული
ანბანის პარადიგმატიკას, ამასთან მასში სრულად არის ასახული ის ცვლილებები ,
რომლებიც მოხდა ძვ.სემიტური წერითი სისტემების ბერძნულ სისტემად
გარდაქმნისა და ბერძნული ანბანის შემდგომი განვითარების პროცესსში, რაც
მოწმობს ასომთავრულის ბერძნულიდან და არა უშუალოდ სემიტური
დამწერლობიდან წარმომავლობას.

ქართული წერითი სისტემის ძირითად ნაწილში ბერძნულ ბგერათა მსგავსი


ბგეერების აღმნიშვნელი სიმბოლოები გაწყობილია ბერძნული ანბანთრიგის
მიხედვით. წართულისათვის უჩვეულო სამი ბერძნული ბგერის აღმნიშვნელი
სიმბიოლოების ადგილი აქ დაიკავა ,,სპეციფიკური ქართული’’ ბგერების
გამომხატველმა ნიშნებმა.

იმის გამო, რომ ქართულ ენაში მეტი ბგერითი ერთეულია ვიდრე ბერძნულში,
შესაძლებელი გახდა ქართულ ანბანში რიცხვითი მნიშვნელობათა გამოხატვის
უფრო სრულყოფილი სიტემის შექმნა. ,,ათასეულთა~~ სრული რიგის
აღნიშნვნისათვის საჭირო იყო დამატებით ცხრა გრაფიკული სიმბოლოების
შემოღება. სწორედ ამდენი გრაფემა დაემატა ასომთავრულის ძირითად,
ბერძნული ნიმუშის მიხედვიტ გაწყობილ ნაწილს. ეს ნიშნები ,,სპეციფიკურ
ქართულ’’ ბგერით ერთეულებს გამოხატავენ.

ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები და განვითარების ეტაპები


ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ მრავალი, ხშირად
ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. განვიხილოთ რამდენიმე
მნიშვნელოვანი მეცნიერული თეორია. ისტორიული ცნობები ქართული
დამწერლობის წარმოშობის შესახებ მეტად მწირია. XI ს-ის ქართველი
ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წაროშობის
თარიღად ძვ. წ III საუკუნეს მიიჩნევს, მაგრამ გასარკვევია, თუ როგორი
დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის დამწერლობაა, რომელიც
ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან დოკუმენტურად არის
დადასტურებული, თუ სხვა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. დიდი ხნის
განმავლობაში ფართოდ გავრცელებული იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ
ქართული ანბანის შექმნა ფარნავაზ მეფეს უკავშირდებოდა (ძვ.წ.აღ-ით III საუკუნე).
ეს თვალსაზრისი ეყრდნობა XI საუკუნის მემატიანის ლეონტი მროველის „მეფეთა
ცხოვრებაში“ ჩართულ თხზულებაში – „ცხოვრება ფარნავაზისი“ დაცულ ცნობას:
„ამან (ფარნავაზმა) განავრცო ენა ქართულისა, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა
ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.“
თუმცა, ცნობაზე დაკვირვების შედეგად გამოირკვა, ქართული ენის განვრცობა და
ქართული მწიგნობრობის შექმნა ნიშნავს არა ანბანის შექმნას, არამედ ქართული
ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების ფაქტს და მასზე მწიგნობრობის –
ლიტერატურის განვითარებას. ქართული დამწერლობა უფრო ადრეც არსებობდა,
ვიდრე საქვეყნო აღიარებას მოიპოვებდა.

თანამედროვე მკვლევარი რამაზ პატარიძე ფიქრობს, რომ ქართული


დამწერლობა ფარნავაზამდე ქართველ ქურუმებს უნდა შეექმნათ. სახელმწიფოს
გაძლიერებასთან ერთად ის სახელმწიფო დამწერლობადაც გამოცხადდა. ამის
დასადასტურებლად მეცნიერს მოჰყავს ქართული წერილობითი წყარო „მატიანე
შემეცნებათა“, რომელიც გვამცნობს: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი
უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა
წერილთა, ესე იგი ქურუმთა მათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევისბერთა უხმობენ,
იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ .
და წერილი მათი არს წერილი ხუცური ჩვენი. წერილნი ხუცესნი (ე.ი. ქურუმთა
დამწერლობა) პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და
ქალდეურისა და მსგავსცა ასოთა მათთა ჩვენნი ხუცურნი“. რ. პატარიძის აზრით,
უძველესი სახეობა ქართული დამწერლობისა – „მრგლოვანი“ ანუ
„ასომთავრული“ ქართული ანბანი ებრაულ-ფინიკიური და ქალდეური
დამწერლობის საფუძველზეა შექმნილი ძვ. წ.აღ-ით V საუკუნეში.

სომეხი ისტორიკოსის კორიუნის ცნობით, სომეხმა საზოგადო მოღვაწემ


მესროპ მაშტოცმა (361-440 წ.წ.) შექმნა სამი ანბანი: სომხური, ქართული და
ალბანური. სომხურ საისტორიო მწერლობაში მოთხრობილი ეს ამბავი უფრო
ლეგენდას ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. მაშტოცს არც ქართული სცოდნია და არც
ალბანური. ამასთან, აღმოჩნდა, რომ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის
შესახებ ცნობა კორიუნის თხზულებაში მერმინდელი ჩანართია (კერძოდ VI
საუკუნის). ამას მოწმობს სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი, რომელიც კარგად
იცნობდა კორიუნს. იგი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.
ამ თეორიის უსაფუძვლობა მეცნიერულად დასაბუთებულია (ი. ჯავახიშვილი, ზ.
ალექსიძე, რ. პატარიძე...).

მაგრამ ივ. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ კორიუნის ეს ცნობები გვიანდელი


ფალსიფიკაციაა, რადგან მე-5 საუკუნის სომეხი მემატიანე ვრცლად
საუბრობს მესროპ-მაშტორცზე, თუმცა ქართული ანბანის შექმნაზე არაფერს
ამბობს. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა მესროპ-მაშტორცმა თვითონ არ იცოდა
ქართული ენა, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას მის მიერ ქართული ანბანის
შექმნას. ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ქართული ანბანი უნდა შექმნილიყო
არა უგვიანეს VII საუკუნისა ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მას საფუძვლად უდევს
ფინიკიურ-არამეული დამწერლობა.

არამეულიდან მომდინარედ თვლის ქართულ ანბანს გიორგი წერეთელი


(არამეული ახლოს არის ძველ ფინიკიურთან). 1940 წელს არმაზისხევში
(მცხეთასთან) აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, რომელიც „არმაზის
ბილიგვის“ სახელწოდებითაა ცნობილი, შესრულებულია ბერძნულად და
არამეულად. არმაზული დამწერლობა არის შუალედური რგოლი, რომელიც
ქართულს ქრონოლოგიურად აკავშირებს ფინიკიურ-არამეულთან. დ. ბაქრაძის და
პ. ინგოროყვას აზრით, ქართული ანბანი არქაული ბერძნულიდან
მომდინარეობს..იგი ძვ. წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში უნდა შექმნილიყო
თამაზ გამყრელიძე და ზურაბ სარჯველაძე უძველესი ქართული ასომთავრული
ანბანის შექმნის დროდ ახალი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებს მიიჩნევენ და მას
საქართველოში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირებენ. თამაზ გამყრელიძის
აზრით, ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა შეიძლება არც
წარმოადგენდეს ქართული ენისათვის დამწერლობის შექმნის პირველ ცდას.
ქრისტიანობამდელ საქართველოში სავარაუდოა, არსებულიყო კიდევ უფრო
ძველი წერილობითი ტრადიციები. არ არის გამორიცხული, რომ ასომთავრული
ქრისტიანობის ხანის ახალი ქართული ეროვნული დამწერლობა იყოს, რომელმაც
შეცვალა ან გამოაძევა მანამდე არსებული წარმართული ეპოქის წერილობითი
სისტემა.

როგორც ვხედავთ, ფართოდ გავრცელებულია ის თვალსაზრისი, რომლის


მიხედვითაც ქართული დამწერლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე უნდა იყოს
შექმნილი. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში მე-4 საუკუნეზე
ადრინდელი ქართული დამწერლობის ძეგლები არ ჩანდა (დავათის სტელა,
დუშეთის მუნიციპალიტეტი). ეს შეიძლება აიხსნას სწორედ იმით, რომ ახალი
რელიგიის – ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად შესაძლოა განადგურდა
ძველი წერილობითი დოკუმენტები, რადგან უმრავლესობა მათგან უთუოდ
რელიგიური შინაარსისა იქნებოდა. 1990-იან და 2000-2003 წლებში აკადემიკოს
ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) ჩატარებული
სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები (ახ. წ. I-III ს.) კი იძლევა იმის
მტკიცების საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო
შექმნილი.

ქართული ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებული კვლევა-ძიება კვლავ


გრძელდება.

ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ მის


განვითარებაში სამი საფეხური გამოიყო:

1. მრგლოვანი (5-8 სს.);


2. ნუსხური (9 ს.);
3. მხედრული (10 ს.-დან დღემდე).
16. გამონათქვამის დანაწევრება მორფემებად. მორფემათა ფუნქციები

გამონათქვამის მორფებად სეგმენტაციისას უნდა დავიცვათ შმდეგი


პირობები:გამოყოფილი ერთეულები,განსაზღვრების თანახმად,მნიშვნელობის
მატარებელ უმცირეს ელემენტებს უნდა წარმოადგენდნენ :გამოყოფილი
სეგმენტების მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მნიშვნელობას,რომელიც
სათანადო დაუშლელ გამონათქვამებს აქვთ.მაგალითად, თუ ქართულ
მიმდევრობაში ხარ (მაგალითად , გამონათქვამში შენ ხარ) /-არ/ სეგმენტს
გამოვყოფთ და მას, ვთქვათ, უარყფის გამომხატველ არ(ა) მორფემად ჩავთვლით,
მაშინ ამ მორფემას განსახილველ ფორმასთან შინაარსის თვალსაზრისით
არაფერი ექნება საერთო.

სეგმენტაციის შემდეგ თითოეული ფონემა აუცილებლად უნდა განეკუთვნებოდეს


ერთ რომელიმე მორფს და არ შედიოდეს ერთზე მეტი მორფის
შემადგენლობაში.სიტყვის საზღვრები ამავე დროს მორფის საზღვრებს ემთხვევა,
მაგრამ არა აუცილებლად პირუკუ ესეიგი ყოველი სიტყვაფორმა შედგება ერთი ან
რამდენიმე მორფისაგან.

მორფემული ანალიზის დროს გადასაჭრელია სამი ძირითადი


პრობლემა:გამონათქვამებში მორფების რაოდენობის დადგენა ანუ მორფების
განსაზღვრის პრობლემა:თითოეული ფონემის მიკუთვნება ერთი
გარკვეულიმორფისადმი ანუ მორფთა საზღვრების პრობლემა:მორფების
გაერთიანება მორფემად ანუ მორფემის დადგენის პრობლემა.

ჩამოვაყალიბოთ წესები, რომლებიც დაგვეხმარება მორფთაშრისი საზღვრების


დადგენაში:

1.ფონემა,რომელიც ეკუთვნის მხოლოდ რიგის, მაგრამ არა სვეტის ფონემურად


საერთო ნაწილს,განეკუთვნება ამ რიგის ფორმათა თავკიდურ მორფს

2.ფონემა,რომელიც ეკუთვნის მხოლოდ სვეტის,მაგრამ არა რიგის ფონემურად


საერთო ნაწილს, განეკუთვნება ამ სვეტს ფორმათა ბოლოკიდურ მორფს

3 თუ ფონემა ეკუთვნის როგორც სვეტს,ისე რიგის ფონემურად საერთო ნაწილებს,


იგი არც ერთ მორფს არ განეკუთვნება, ეს არის ეგრედწოდებული მაერთებელი
ფონემა

4.ფონემა რომელიც არ შედის არც სვეტის და არც რიგის ფონემურად საერთო


ნაწილში „წყვეტის“ თავიდან ასაცილებლად შეიძლება მივაკუთნოთ გარკვეულ
მორფს,თუ ეს ფონემა გარემოცულია მოცემული მორფისათვის უკვე
მიკუთვნებული ფონემებით.
ფონემურად საერთო ნაწილი ზოგჯერ მოიცავს არა მთელ სვეტს ან რიგს,
არამედ მათი ფორმების უმრავლესობას.ასეთ შემთხვევაში ისე ვიქცევით, როგორც
მაშინ როდესაც მოცემული ფონემა მთელი რიგის ან სვეტის საერთო ნაწილში
შედის.

ფუნქციური თვალსაზრისით მორფემები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად.

ა)მორფემები,რომლებიც მონაწილეობენ ფუძის ფორმობრივ შნებაში(მოქმედი


აფიქსები არიან), მაგრამ არ ცვლიან სიტყვის მნიშვნელობას არც გრამატიკული და
არც ლექსიკური თვალსაზრისით.ამ ტიპის მორფემებად შეიძლება განვიხილოდ
თემის ნიშნები:

მაგ: ჩეხ-ა და ჩეხ-ავ-ს

-ავ მორფემას ფორმაში არა აქვს არც გრამატიკული და არც ლექსიკური


მნიშვნელობა

შესაძლებელია, ისტორიულად მას ჰქონდეს ამგვარი მნიშვნელობა, ანდა დღსაც


ავს ჩვენტვის შეუმჩნეველი ფუნქცია, მაგრამ დღვანდელი მორფოლოგიური
ანალიზის დონეზე ჩვენთვის მისაღბია თვალსაზრისი, რომ არ ვისაუბროთ ამ
შემთხვევაში სუფიქსის გრამატიკულ თუ ლექსიკურ მნიშვნელობაზე.

ბ)მეორე ჯგუფში შეიძლება გაერთიანდნენ მორფემები,რომლებიც ცვლიან სიტყვის


გრამატიკულ მნიშვნელობას.ეს იქნება სახელისათვის ბრუნვისა და რიცხვის
ნიშნები:კაც-ი, კაც-მა და ასე შემდეგ

გ)მესამე ჯგუფში შევა მორფემები ,რომლებიც ცვლიან სიტყვის ლექსიკურ


მნიშვნელობას

მაგ: კაც-ი - კაც-ურ-ი, სა-კაც-ე,კაც-ობა

ზმნისთვის ეს ჯგუფი გაცილებით რთული იქნება: აქ შემოვა ქცევის, გვარი,


კონტაქტის და ასე შემდეგ ნიშნები: ა-კეთებს

17. მორფემათა და ალომორფთა გამიჯვნა (იუჯინ ნაიდას წესები).


მორფემათა პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა

მინიმალურ სემიოტიურ ერთეულს, რომელიც ენაში მასზე უფრო მცირე


მნიშვნელობის მქონე ერთეულად აღარ დაიშლება, მორფემა ეწოდება. მორფემა,
როგორც ფონემა აბსტრაქტული ერთეულია, მაგრამ ფონემა ენის ცალმხრივი
ერთეულია, მას არ აქვს სემანტიკა, მორფემა კი - ორპლანიანი ერთეულია, აქვს
სემანტიკაც და გამოხატულებაც. მორფემა ემსგავსება ფონემას იმით , რომ ორივე
მინიმალური ერთეულია, ხოლო სიტყვასა და წინადადებას ემსგავსება, რადგან
სემიოტიკური ერთეულია. მორფემა, როგორც აბსტაქტული ერთეული,
რეალიზდება გარკვეული ვარიანტებით, რომლებსაც მორფები ეწოდება. მორფი
სამუშაო ტერმინია, რადგან მორფემა ყოველთვის რამდენიმე ვარიანტით
რეალიზდება, ამიტომ შემოაქვთ ალომორფის ცნებაც და ამბობენ, რომ მორფები
რეალიზდება ალომორფებით. ტერმინი ალომორფი შექმნილია ალოფონის
ანალოგიით. ალომორფი ორგვარია: ფაკულტატური (თავისუფალი, პოზიციურად
შეუპირობებელი) და პოზიციური. ფაკულტატური ალომორფებია ქართულში
მაგალითად, სახელის მრავლობითი რიცხვი -ებ, -ნ ( ქალ-ებ-ი, მამა-ნი) მოცემული
ალომორფები ერთსა და იმავე პოზიციაში იდენტური მნიშვნელობით
წარმოდგებიან. პოზიციური ალომორფები არასოდეს გვხვდება ერთსა და იმავე
პოზიციაში, მაგალითად, მესამე სუბიექტური პირის ნიშნები -ს,-ა,-ო, სხვადასხვა
პოზიციაშია განაწილებული, იქ სადაც -ს გვხვდება, არ შეიძლება გამოვიყენოთ -ა
ან -ო ( აშენებ-ს და არა აშენებ-ა). ფაკულტატური ალომორფები ერთმანეთთან
თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, ხოლო პოზიციური ალომორფები-
დამატებითი დისტრიბუციისა. დისტრიბუციისა და სემანტიკის გათვალისწინებით,
მორფოლოგიური ანალიზის წესები ასე უნდა ჩამოვაყალიბოთ:

1)თავისუფალი ვარირება - თუ ორი მორფი ერთმანეთს ერთსა და იმავე


პოზიციაში ჩაენაცვლება და არ შეცვლის მნიშვნელობას, ასეთი ორი მორფი ერთი
მორფემის ალომორფებად უნდა განვიხილოთ. ერთი მორფემის ფაკულტატურ
ალომორფებს შორის განსხვავება სტილისტურია და არა გრამატიკული,
მაგალითად, -ნ არქაული ნართანიანი ფორმაა მრავლობითი რიცხვისა.

2) კონტრასტული დისტრიბუცია- თუ ორი მორფი ერთმანეთს ენაცვლება ერთსა


და იმავე პოზიციაში, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ, ისინი ორ სხვადასხვა
მორფემად უნდა განვიხილოთ. სიტყვის მორფემებად დაშლა ძირითადად
სწორედ ამ წესს ემყარება, სიტყვის მორფემებად დაშლა ყოველთვის ცალსახა
უნდა იყოს. მორფემა ოპოზიციურ ერთეულს წარმოადგენს, რადგან ოპოზიცია
გულისხმობს მინიმუმ ორ წევრს მაინც, ესა თუ ის მორფემა ყოველთვის შეიძლება
ჩავანაცვლოთ თავისი საოპოზიციო პარტნიორით, ან მის მარჯვნივ ან მარცხნივ.
პოზიციას,სადაც მორფები ჩაენაცვლება ერთმანეთს უწოდებენ ფოკუსს, ხოლო
მეზობელ მორფემებს, რომელსაც წინ ან მომდევნო პოზიციაში ხდება ჩანაცვლება-
გარემოცვა. მაგ: სახელობითი ბრუნვის შემდეგი პოზიცია ქართულში ( ამხანაგ-,
სახლ-, წიგნ-) შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფოკუსი, სადაც ერთმანეთს
ენაცვლება -ი, -ს და სხვ. (ამხანაგ-ი, ამხანაგ-ს) თუ ამგვარი ჩანაცვლებით
განსხვავება მვიღეთ შინაარსობრივად, ჩანაცვლებული მორფები ორი სხვადასხვა
მორფემა აღმოჩნდება, რადგანაც მოცემული მაგალითი იწვევს ცვლილებას
( ამხანაგი ხატავს, ამხანაგს ხატავს), -ი და -ს ქართული ენის ბრუნვათა სისტემაში
სხვადასხვა მორფემებია. მორფთა ურთიერთჩანაცვლებამ (სუბსტიტუციამ) უნდა
შექმნას ე.წ მორფოლოგიური კვადრატი ან სამკუთხედი, სუბსტიტუცია მინიმუმ ორი
ელემენტის ჩანაცვლებას გულისხმობს ,,ამხანაგი-ამხანაგს“ პარადიგმაში
ერთმაენთს -ი და -ს მორფები ენაცვლება. ამხანაგ- აღვნიშნოთ A ასოთი, სახლ- B
ასოთი , -ი-C-თი, ხოლო ს- D-თი. მაგრამ სიტყვის მორფემად დაშლის დროს
ყოველთვის კვადრატი არ მიიღება, ზოგჯერ მორფოლოგიური ოპოზიცია
არსებობს, მაგრამ ოპოზიციის წევრიდან მხოლოდ ერთია გამოხატული
გარკვეული ალომორფებით, ასეთ წევრს მარკირებულს ვუწოდებთ, ხოლო მის
პარტნიორს- არამარკირებულს, მაგალითად ქართულში მხოლობითი-
მრავლობითი რიცხვის ოპოზიციაში მრავლობითი რიცხვი მარკირებულია,
ვინაიდან მხოლობითი რაიმე ნიშნით არ გამოიხატება,- არამარირებული, თუ
მრავლობითი რიცხვის -ებ, -ნ მორფებს აღვნიშნავთ D ასოთი ამხანაგ-, სახლ- A და
B ასოებით, მივიღებთ სამკუთხედს, რომელსაც C ანუ მხოლობითი რიცხვის
აღმნიშვნელი მრფემა აკლია. თუ ვიტყვით, რომ მხოლობითი რიცხვი ქართულში
ნულოვანი მორფემის სახითაა გამოხატული, სამკუთხედი გარდაიქმნება
კვადრატად: ზოგჯერ დაშლის შედეგად გამოყოფილ მორფემებს შესაძლოა ვერ
მოვუძებნოთ გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მორფემად უნდა
მივიჩნიოთ, მაგალიტად ქართულში: დედამთილი და მამამთილი სიტყვებში დედა
და მამა მორფემებია, ურთიერთჩანანცვლებულია და მათ სხვა სემანტიკაც აქვთ,
ამიტომ ეს სეგმენტები მორფემება, რჩება -მთილ სეგმენტი, რომლის სუბსტიტუცია,
რაიმე სხვა მორფით ქართულში არ ხდება, მთილ მაინც უნდა გამოიყოს ცალკე
მორფემად, მას მას ცარიელ მორფემასაც უწოდებენ, რადგან მის მარცხნივ და
მარჯვნივ (დედამთილს, მამათილმა) მორფების სუნსტიტუცია დასაშვებია.

3)დამატებითი დისტრიბუცია- თუ ორი მორი არასოდეს ჩაენაცვლება ერთმაენთს


თან ისინი მსგავსია სემანტიკურად , ასეთი ორი მორფი უნდა
განვიხილოთ,როგორც ერთი მორფემის პოზიციური ალომორფები, მაგალითად-
ს,-ა,-ო ურთიერთგამომრიცხავი მორფებია, ამასთანავე სემანტიკურად მსგავსია ,
რადგან მესამე პირს გამოხატავს დამატებით დისტრიბუციასთან მიმარებით
ალომორფები ორგვარია ფონოლოგიურად შეპირობებული და
მორფოლოგიურად შეპირობებული. ფონოლოგიურად შეპირობებულია თუ მისი
არსებობა მეზობელი ბგერის ან ბგერების გავლენით აიხსნება, მაგალითად а я
ალომორფები რუსულშიი ფონოლოგიურად შეპირობებულია, რადგან მათი
არჩევა დამოკიდებულია წინამავალ თანხმოვანზე რბილია თუ მაგარი იგი.
მორფოლოგიურად შეპირობებული ალომორფები შეპირობებული არ არის
ბგერითი გარემოცვით, ასეთია ქართულში მე-3 სუბიექტური პირის ნიშნები
მხოლობით რიცხვში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რომელიმე
მათგანი მეორისგან იყოს მიღბული.
18.აფიქსთა მაგივრობის გამწევი საშუალებები

გამოიყოფა მორფემათა სამი ტიპი: ლექსიკური, დერივაციული და რელაციური.


დერივაციული და რელაციური გრამატიკული მორფემებია. გრამატიკულ
მორფემებს აფიქსები ეწოდება, იმის მიხედვით, თუ რომელ პოზიციაშია
წარმოდგენილი ეს აფიქსები განასხვავებენ პრეფიქსებს, სუფიქსებსა და
ინფიქსებს.პრეფიქსი ძირს მარცხნიდან (წინიდან) დაერთვის, ვ-ხატავ, მ-ხატავ.
სუფიქსი კი ძირს ბოლოში ემაგრება: ქალაქ-ი, ქალაქ-ურ-ი, ძირის შიგნით ჩართულ
აფიქსს ინფიქსს უწოდებენ, ინფიქსის კარგი მაგალითია დიალექტური ნა-ვ-ხე (ვ-
ნახ-ე). რთული სახის ინფიქსებს ტრანსფიქსებსაც უწოდებენ, რაც არაბულშია
გავრცელებული. არაბულში ძირი მხოლოდ თანხმოვნებისაგან შედგება, ხმოვნებს
კი გრამატიკული ფუნქციები ეკისრება, მაგალითად, ktl ,,კვლა“ ძირი შეიძლება
აქტივიც იყოს და პასივიც, თუ აქტივია, მაშინ პერფექტში katala (მოკლა) გვექნება,
თუ პასივია kutila (მოკვდა). ე.ი: ძირის გახმოვანება a-a ხმოვნებით აქტივზე
მიუთითებს, ხოლო u-I ხმოვნებით- პასივზე, ასევეა daraba(დაკეტა) duriba (დაიკეტა),
kataba(დაწერა) kutiba (დაიწერა). ცალკე გამოიყოფა აფიქსის კიდევ ერთი სახე
ცირკუმფიქსი (ლათ. ,,ირგვლივ“), ასეთი აფიქსი თითქოს სიტყვის ძირზე
ირგვლივაა შემოხვეული, ასეთი ცირკუმფიქსები ქართულშიც მრავლადაა
წარმოდგენილი: სა-ქათმ-ე, სა-გზა-ო, მე-ღვინ-ე. აფიქსი შეიძლება
გამოიხატებოდეს როგორც სეგმენტური, ისე არასეგმენტური ერთეულებით, რასაც
ჩვენ აფიქსთა მაგივრობის გამწევ საშუალებებს ვეძახით, ასეთებია: მახვილი,
სიტყვათა რიგი და რედუპლიკაცია. მახვილის საშუალებით გრამატიკული
მორფემის გამოხატვა ცნობილი ხერხია ერთ-ერთ აფრიკულ ენაში (შილუვი) jit
მაღალი ტონით აღნიშნავს ყურს, ხოლო დაბალი ტონით-ყურებს. ე.ი
მხოლობითობისა და მრავლობითობის განსხვავება ამმ ენაში დამოკიდებულია
ტონური მახვილის სიმაღლეზე, ანუ ტონური მახვილი ასრულებს იმავე ფუნქციას,
რასაც ქართულში -ებ ან -ნ ალომორფები. გრამატიკული მორფების მაგივრობას
ხშირად წინადადებაში სიტყვათა რიგი ასრულებს. სიტყვატა რიგი ინგლისურში
იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ლათინურში სახელობითისა (ნომინატივი) და
ბრალდებითის (აკუზატივი) გამომხატველი ბრუნვის ნიშნების დაპირისპირება.
ლათინურში Pater filium amat ,,მამას უყვარს შვილი“ pater უნიშნოთაა გამოხატული,
ხოლო filium -ო სუფიქსით, რახან სახელობითი და ბრალდებითი
მორფოლოგიურად განსხვავდება, სიტყვათა რიგი ლათინურში თავისუფალია,
Pater filium amat და filium pater amat ერთი და იგივე იქნება, ინგლისურში the father
loves the son და the sons loves the father სხვადასხვა რამეს ნიშნავს, რადგან
აკუზატივისა და ნომინატივის ფუნქციას ინგლისურში სწორედ სიტყვათა რიგი
ასრულებს.
ასევე გავრცელებული ხერხია ძირის სრული ან ნაწილობრიცი განმეორება,
შუმერულში kur აღნიშნავს ქვეყანას, kur-kur - ქვეყნებს, ნაწილობრივ
რედუპლიკაციას ვხვდებით ლათინურს, ძველ ბერძნულსა და სანსკრიტში, ზოგჯერ
29 რედუპლიკაციით ამ ენებში აწმყოსაგან პერფექტი იწარმოება tango- ვეხები,
tetigi -შევეხე, სიტყვების განმეორება ქართულშიც გვხვდება: მაღალ-მაღალი,
ხმელ-ხმელი, ჭრელ-ჭრელი, აქ რედუპლიკაციას ლექსიკური მნიშვნელობის
გაძლიერების ფუნქცია აქვს. აღსანიშავია სუპლეტივიზმი. ახალი გრამატიკული
ფორმის საწარმოებლად ყოველთვის ახალი მორფემა არ გამოიყენება, შეიძლება
ახალი ძირი იქნეს გამოყენებული, მაგალითად მრავლობითი რიცხვი ,,კაცი“
სიტყვისა შეიძლება ნაწარმოები იყოს არა -ებ ან -ნ სუფიქსით, არამედ ახალი
ძირით ,,ხალხი“. ასეთი მდგომარეობა გვაქვს ინგლისურში- people.

18. სახელის გრამატიკული კატეგორიები

გრამატიკული მორფემები ერთიანდება გარკვეულ კატეგორიებში მათი ზოგადი


სემანტიკის მიხედვით. ბრუნვის აღმნიშვნელი მორფემები, რა თქმა უნდა, ბრუნვის
კატეგორიაში გაერთიანდება, პირისა-პირის კატეგორიაში და ა.შ გრამატიკული
კატეგორიის შესახებ ლაპარაკობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის
სემანტიკური მიმართება ან მიმართებები მოცემულ ენაში გრამატიკული
მორფემებითაა გამოხატული, მაგალითად რუსულში გვაქვს სქესის კატეგორია ,
თუმცა სქესის მიხედვით განსხვავებები ქართულშიც შეიძლება დავადასტუროთ .
ქალი-კაცი, და-ძმა, ქმარი-ცოლი, გოგო-ბიჭი, ვაცი-ნეზვი, ქართულში
ერთმანეთისაგან განსხვავდება მხოლოდ მდედრობითი და მამრობითი სქესი,
მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვამბობთ,რომ ქართულში სქესი გვაქვს, რუსულში
სადაც სქესის გრამატიკულ კატეგორიას გამოყოფენ გარკვეული გრამატიკული
მორფემები გვაქვს სხვადასხვა სქესის გამოსახატავად. მაგალითად, სიტყვაში
Весна – а მდედრობითი სქესის ნიშანია, земля ამავე სქესის ნიშნად-я გვევლინება,
ხოლო სიტყვაში перо სუფიქსი -о საშუალო სქესის ნიშნის როლში გამოდის.
ქართულში კი სქესის გამომხატველი აფიქსები არ გვაქვს და ამდენად არც სქესის
გრამატიკული კატეგორია გამოიყოფა. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ
სქესი,როგორც სემანტიკური კატეგორია და სქესი,როგორც გრამატიკული
კატეგორია. პირველი მნიშვნელობით სქესი მხოლოდ სულიერი არსებებისთვისაა
დამახასიათებელი, ასეთი სქესი გამოიხატება ყველა ენაში მდედრობითი და
მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვების დაპირისპირებით. გრამატიკული
სქესი კი უსულო საგანთა კლასისთვისაცაა დამახასიათებელი. რუსულში
მრავლობითი სქესისაა როგორც брат ძმა, ისე камень ,,ქვა“, თუმცა უსულო საგანს
ბიოლოგიური სქესი არ ახასიათებს , ამიტომ საგანთა კლასიფიკაცია
გრამატიკული სქესის მიხედვით პირობითია, არარის მოტივირებული თავად
სახელის ბუნებით.
რიცხვი ორგვარია ლექსიკური და გრამატიკული. ლექსიკური რიცხვი გამოიხატება
რიცხვითი სახელებით იქნება ეს რაოდენობითი, რიგობითი თუ წილობითი.
ლექსიკური რიცხვისაგან განსხვავდება გრამატიკული რიცხვი. ამ
შემთხვევაში,როგორც წესი, ერთმანეთს უპირისპირდევა მხოლობითი და
მრავლობითი რიცხვი. ამ ოპოზიციაში კი მარკირებულია მხოლოდ მრავლობითი
რიცხვი, მხოლობითი კი რაიმე სპეციალური მორფემით არ გამოიხატება. თუმცა
ზოგ ენაში მხოლობითი და მრავლობითი რიცხვების გვერდით გვაქვს ორობითი
რიცხვიც, ასეთი მდგომარეობა გვქონდა ძველ რუსულში. რიცხვი საზიარო
კატეგორიაა სახელისა და ზმნისთვის, ამიტომ რიცხვი ზმნითაც გამოიხატება.
როგორც წესი, ზმნაში გამოიხატება მხოლოდ სუბიექტის რიცხვი, მაგრამ ძველ
ქართულში ზმნაში სახელობითში დასმული პირდაპირი ობიექტის რიცხვიც
გამოიხატებოდა (,,სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენნი საგმირონია). მხოლობით
რიცხვში გვექნებოდა: ,,სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმე საგმირო“, მაგრამ
რადგანაც პირდაპირი ობიექტი (საქმენი) მრავლობითში დგას, მისი რიცხვი
ასახულია ზმნაში -ნ სუფიქსით ( უჩვენ-ნ-ე). რიცხვის თვალსაზრისით საინტერესოა
პირის ნაცვალსახელები ,,ისინი“ აღნიშნავს მესამე პირის სიმრავლეს, ,,თქვენ“-
მეორე, ან მეორე და მესამე პირის სიმრავლეს, ხოლო ჩვენ ან პირველი პირის სი
მრავლეს აღნიშნავს, ან პირველისა და მეორეის, ან პირველი და მესამე პირის
სიმრავლეს.

20. ზმნის გრამატიკული კატეგორიები

გრამატიკული მორფემები ერთიანდება გარკვეულ კატეგორიებში მათი ზოგადი

სემანტიკის მიხედვით. ბრუნვის აღმნიშვნელი მორფემები, რა თქმა უნდა, ბრუნვის

კატეგორიაში გაერთიანდება, პირისა-პირის კატეგორიაში და ა.შ გრამატიკული

კატეგორიის შესახებ ლაპარაკობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის

სემანტიკური მიმართება ან მიმართებები მოცემულ ენაში გრამატიკული

მორფემებითაა გამოხატული. რიცხვი საზიარო კატეგორიაა სახელისა და


ზმნისთვის,

ამიტომ რიცხვი ზმნითაც გამოიხატება. როგორც წესი, ზმნაში გამოიხატება


მხოლოდ

სუბიექტის რიცხვი, მაგრამ ძველ ქართულში ზმნაში სახელობითში დასმული

პირდაპირი ობიექტის რიცხვიც გამოიხატებოდა (,,სჯობს საყვარელსა უჩვენე


საქმენნი საგმირონია). მხოლობით რიცხვში გვექნებოდა: ,,სჯობს საყვარელსა
უჩვენო

საქმე საგმირო“, მაგრამ რადგანაც პირდაპირი ობიექტი (საქმენი) მრავლობითში

დგას, მისი რიცხვი ასახულია ზმნაში -ნ სუფიქსით ( უჩვენ-ნ-ე). გრამატიკული33

კატეგორია პირი დამახასიათებელია ნაცვალსახელისა და ზმნისათვის . პირველი

პირია მოსაუბრე, მოლაპარაკე ინდივიდი, მეორეა მსმენელი, ხოლა მესამე ის


პირია,

ვისზეც ან რაზეც საუბრობენ. კომუნიკაციის უშალო მონაწილეა მხოლოდ პირველი

და მეორე პირი. ამიტომ პირველი და მეორე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ


ადამიანი.

მხოლოდ პერსონიფიცირების შემთხვევაში შეიძლება უსულო საგნები ან


ცოხველები

შეგვხვდეს პირველი ან მერე პირის პოზიციაში, მესამე პირი კი შეიძლება იყოს

როგორც სულიერი,ისე უსულო არსებები. პირი ორგვარია იმის მიხედვით სუბიექტს

გამოხატავს ის, თუ ობიექტს. სუბიექტური პირის გამოხატვა ზმნაში ჩვეულებრივი

მოვლენაა, შედარებით იშვიათია ობიექტური პირის გამოხატვა, რუსულში


მხოლოდ

სუბიექტური პირი გამოიხატება (ია რისუიუ, ტი რისუეშ, ონ რისუეტ (მეზარება

რუსულად წერა და თქვენ რუსულად დაწერეთ:დ) , ქართულში კი სუბიექტურ


პირთან

ერთად (მე ვ-ხატავ, შენ (ჰ)-ხატავ, ის ხატავ-ს) ზმნაში გამოიხატება ობიექტური


პირიც

(ის მ-ხატავ-ს მე, ის გ-ხატავ-ს შენ, ის ხატავ-ს მას). სუბიექტური პირის ნიშნებს

ქართულში უწოდებენ ,,ვინის“ რიგს, პირველი სუბიექტური პირის ვ- ნიშნის

მიხედვით, ხოლო ობიექტური პირის ნიშნებს - მანის ქაშს ( მანის რიგს :d), მ-ნიშნის

მიხედვით. პირის ნიშნებით ენაში გამოიხატება იგივე მიმართებები,რაც

გრამატიკული ბრუნვებით. თუ გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალი


ზმნის სუბიექტი ერთი და იმავე პირის ნიშნებით გამოიხატება, ხოლო პირდაპირი

ობიექტი ზმნაში ან საერთოდ არ გამოიხატება, ანდა პირის ნიშნების სპეციალური

რიგით არის გამოხატული, საქმე გვექნება ნომინანტურ სისტემასთან . ნომინანტური

სისტემა არის წარმოგენილი ქართული ზმნის პირველ ორ სერიაში, რადგან

გარდამავალი და გარდაული ზმნის სუბიექტები ერთი და იმავე პირის ნიშნებით ანუ

ვინის რიგით გამოიხატება (მე ვიხატები, შენ იხატები, ის იხატება, მე ვხატავ, შენ

ხატავ, ის ხატავს). ამ თვლსაზრისით სხვა მდგომარეობაა დრო-კილოთა მესამე

სერიაში. ამ შემთხვევაში გარდაუვალი ზმნის სუბიექტი გამოიხატება ვინის რიგით

(გავზრდილვარ, გაზრდილხარ, გაზრდილა), ხოლო გარდამავალი ზმნის სუბიექტი


-

მანის რიგით (გამიზრდია, გაგიზრდია, გაუზრდია)., როგორც ვხადავთ

გარდამავალისა და გარდაული ზმნის სუბიექტები ხმნაში სხვაასხვა ნიშნითაა

გამოხატული, რაც მხოლოდ ერგატიულ სისტემაში არის დასაშვები. უნდა

დავასკვნათ, რომ ქართული ზმნის პირველ ორ სერიაში პირის ნიშნებით

ნომინატიური სისტემაა გამოხატული, მესამე სერიაში-ერგატიული სისტემა . უფრო

ღრმა ანალიზით მტკიცდება,რომ მესამე სერიაშიც ნომინატიური სისტემა

გამოიხატება, მაგრამ მესამე სერია კარგ ილუსტრაციას იძლევა ნომინატიური და

ერგატიული სისტემების განსასხვავებლად.34

ერთმანეთისაგან განასხვავებენ სქესს,როგორც სემანტიკურ კატეგორიას და


სქესს,

როგორც გრამატიკულ კატეგორიას. პირველი მნიშვნელობით სქესი მხოლოდ

ცოცხალი არსებებისთვისაა დამახასიათებელი და გამოხატავს დაპირისპირებას

მამრობით და მდედრობით სქესს შორის. გრამატიკული სქესი კი


დამახასიათებელია

არა მხოლოდ სულიერი, არამედ უსულო საგნებისვისაც. სხვადასხვა ენაში


შეიძლება
სხვადასხვა იყოს თვითონ ოპოზიციები გრამატიკული სქესის მიხედვით. რუსულსა

და გერმანულში გრამატიკული სქესის სამწევრა მოდელი გვაქვს, რომელშიც

განსხვავებულია მამრობითი, მდედრობბითი და საშუალო სქესი.

ასპექტი- ზმნით გამოხატული ნებისმიერი მოქმედება ჩვენ შეგვიძლია დავყოთ სამ

ფაზად: დასაწყისი, შუა და ბოლო ფაზა. ასპექტი იზომება მოქმედების საწყისი და

ბოლო ფაზის მიხედვით. თუ მოქმედების ბოლო ფაზა უსასრულოდ გრძელდება


ზმნა

ყოველთვის შუა ფაზის გამომხატველია და,ამდენად, ასპექტიც უსრულია (მუშაობს ,

წერს, ხატავს, თეთრდება). თუ მოქმედების ფაზა დასრულებულადაა


წარმოდგენილი,

გვექნება სრული ასპექტი (დაწერა,დახატა, გათეთრდა). ასპექტის შესახებ

მსჯელობისას ჩვეულებრივ ასპექტის შესახებ მსჯელობისას განასხვავებ სრულ და

უსრულ ასპექტს, მაგრამ სეიძება გამოვყოთ სხვაგვარი ასპექტიც , საქმე ისაა , რომ

მოქმედების ბოლო ფაზა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი დაუსრულებლად,


ან

დასრულებულად. შესაძლოა მოქმედება შეწყდეს ისე, რომ იგი არც


დასრულებული

იყოს და არც დაუსრულებელი. ასეთ ასპექტს უწუოდებენ შეწყვეტილ ასპექტს.

ამგავრად ასპექტს ქართულში გამოხატავს დრო-კილოთა მეორე და


(წერა,ხატა,შალა,

თალა) და მესამე ფორმები (უწერია, უხატია,უთლია, უშლია). ფორმა ,,წერა“


ასპექტის

მიხედვით განსხვავდება, როგორც ,,წერდა“ ისე ,,დაწერა“ ფორმისაგან,რომელიც

სრული ასპექტის გამომხატველია. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორგვარი სრული

ასპექტი-შეწყვეტილი და სრული. შეწყვეტილი ასპექტი გამოხატავს ისეთ

მოქმედებას, რომელიც სუბიექტმა დამთავრებამდე მიატოვა, ანუ შეწყვიტა,


ამიტომაა
ქართულში ,,წერა,წერა და ვერ დაწერა“ სწორი გრამატიკული ფორმა, ხოლო

,,დაწერა,დაწერა და ვერ დაწერა“,-არასწორი. მოქმედებითისა და ვნებითი გვარის

უზმნისწინო ფორმები დრო-კილოთა მეორე და მესამე სერიისა იშვიათად

გვხვდება,ამიტომ შეწყვეტილი ასპექტიც იშვიათია. ამ თვალსაზრისით საშუალო

გვარის ზმნებში სვა სურათი გვაქვს. საშუალო გვარის ზმნები ზმნისწინებს


იშვიათად

თუ გამოხატავენ, ამიტომ საშუალო გვარის ზმნები ან უსრულ ასპექტს გამოხატავენ


ან

შეწყვეტილს. უსრულ ფორმას გამოხატავს პირველი სერიის ფორმები ( მეფობს,

მეფობდა, მეფობდეს), შეწყვეტილ ასპექტს გამოხატავს მყოფადის წრის (იმეფებს)


ან

მეორე ( იმეფა) და მესამე (უმეფია) სერიის ფორმები. საწყისი ფაზის მიხედვით

ასპექტი შეიძლება იყოს ინცეპტური და არაინცეპტური. ინცეპტური ასპექტი


ნიშნავს35

მოქმედების საწყისი ფაზის გაძლიერებას, მის წინა პლანზე წამოწევას,


მაგალითად,

,,იღვიძებს“, ,,იძინებს“ ზმნები ქართულში აჩვენებენ მოქმედების დასაწყისს,


მათგან

განსხვავებით ,,ძინავს“, ,,ღვიძავს“ ფორმები მოქმედების შუა ფაზას გამოხატავენ .

იგივე ვითარება გვექნება ფორმების ,,გორდება“, ,,გიჟდება“ და ,,გორავს“,


,,გიჟობს“

დაპირისპირებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,გორდება“,,გიჟდება“,,,იძნებს“

ინცეპტური ზმნური ფორმებია, ხოლო ,,გორავს“, ,,გიჟობს“, ,,ძინავს“ -


არაინცეპტური.

უნდა ვისაუბროთ რეზულტატურ ასპექტზეც, არსებობს ისეთი ზმნები,რომლებიც

ერთდროულად პროცესს გამოხატავს (დახატა, იმეფა, გათვა)- ასეთ ძნებს

დინამიკურს ვწოდებთ, თუმცა მცირე რაოდენობით არსებობს მხოლოდ შედეგის


გამომხატველი ზმნები, რომლევსაც სტატიკურს ვუწოდებთ (წერია, ხატია, აფენია,

დგას, ზის). არსებობს სტატიკურ-დინამიკური ზმნური ფორმებიც,მაგალითად,

,,დაუწერია“ ფორმის მნიშვნელობა დაიყვანება ,,დაწერა“ და ,,უწერია“ ფორმების

მნიშვნელობაზე. ასპექტთან დაკავშირებულია ტელიკურობა-ატელიკურობის

საკითხიც. ტელიკური ეწოდება ზმნებს,რომელბიც არ შეიძლება ოდესღაც არ

დასრულდეს, ატელიკურ ზმნებს უჭირს გამოხატოს დასრულებული მოქმედება,

მაგალითად, ამ თვალსაზრისით ,,ხატავს“ ზმნა იქნება ტელიკური, ეს პროცესი

ოდესღაც უნდა დასრულდეს, მაგრამ ,,ტრიალებს“ შეიძლება მივიჩნიოთ

ატელიკურად, რადგან ამ ზმნით გამოხატულ პროცესს დროში დასასრული არ


უჩანს

(დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს).

21. ზმნის წარმომქმნელი კატეგორიები

ზმნის წარმომქმნელი კატეგორიებია კილო, ასპექტი, ქცევა, კონტაქტი, გვარი.

1.გვარი

გვარი - ზმნის კატეგორიაა.

„გვარი არის ზმნის ისეთი ფორმა, რომელიც ასახავს სუბიექტის აქტიურობას ან


უმოქმედობას მხოლოდ სემანტიკურად და ხანდახან ფორმობრივადაც“. „გვარი -
ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია ურთიერთობა გრამატიკულად
მოქმედ პირსა და ზმნით აღნიშნულ მოქმედებას შორის“ (ა.შანიძე)

ქართულში გამოყოფენ გვარის 3 ფორმას:

 მოქმედებითი: გვიჩვენებს, რომ გრამატიკულად მოქმედ პირს


(S) მოეპოვება სამოქმედო პირი (აგორებს ის მას )
 ვნებითი: გვიჩვენებს, რომ S თავად განიცდის მოქმედებას,
ოღონდ ზმნის ფორმით არ ჩანს, ვისგან ან რისგან (გორდება
ქვა)
 საშუალი: სუბიექტი მოქმედებს, მაგრამ სამოქმედო ობიექტი
არ აქვს (გორავს ქვა)
გვარი სამგვარია: მოქმედებითი, ვნებითი, საშუალი. მოქმედებითი გვარი
სამოქმედო ობიექტს გულისხმობს. მოქმედებითიი გვარის ზმნის სუბიექტის
მოქმედება გადადის პირდაპირ ობიექტზე. ( მხატვარი ხატავს სურათს).
ვნებითი გვარის ზმნაც სამოქმედო ობიექტს გულისხმობს, მაგრამ ამ
შემთხვევაში სამოქმედო ობიექტს წარმოადგენს არა რაღაც სხვა, არამედ
თვითონ სუბიექტი, ანუ სუბიექტი თავის თავზე მოქმედებს (სურათი იხატება).
საშუალი გვარის ზმნა კი სამოქმედო ობიექტს არ გულისხმობს.(ბულბული
გალობს). გვარების მიხედვით განსხვავებას კარგად აჩვენებს „აგორებს-
გორდება- გორავს“ ოპოზიცია

2.ასპექტი- ზმნით გამოხატული ნებისმიერი მოქმედება ჩვენ შეგვიძლია დავყოთ


სამ ფაზად: დასაწყისი, შუა და ბოლო ფაზა. ასპექტი იზომება მოქმედების საწყისი
და ბოლო ფაზის მიხედვით. თუ მოქმედების ბოლო ფაზა უსასრულოდ გრძელდება
ზმნა ყოველთვის შუა ფაზის გამომხატველია და,ამდენად, ასპექტიც უსრულია
(მუშაობს, წერს, ხატავს, თეთრდება). თუ მოქმედების ფაზა დასრულებულადაა
წარმოდგენილი, გვექნება სრული ასპექტი (დაწერა,დახატა, გათეთრდა). ასპექტის
შესახებ მსჯელობისას ჩვეულებრივ ასპექტის შესახებ მსჯელობისას განასხვავებ
სრულ და უსრულ ასპექტს, მაგრამ სეიძება გამოვყოთ სხვაგვარი ასპექტიც , საქმე
ისაა, რომ მოქმედების ბოლო ფაზა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი
დაუსრულებლად, ან დასრულებულად. შესაძლოა მოქმედება შეწყდეს ისე, რომ
იგი არც დასრულებული იყოს და არც დაუსრულებელი. ასეთ ასპექტს უწუოდებენ
შეწყვეტილ ასპექტს. ამგავრად ასპექტს ქართულში გამოხატავს დრო-კილოთა
მეორე და (წერა,ხატა,შალა, თალა) და მესამე ფორმები (უწერია, უხატია,უთლია,
უშლია). ფორმა ,,წერა“ ასპექტის მიხედვით განსხვავდება, როგორც ,,წერდა“
ისე ,,დაწერა“ ფორმისაგან,რომელიც სრული ასპექტის გამომხატველია. ჩვენ უნდა
განვასხვავოთ ორგვარი სრული ასპექტი-შეწყვეტილი და სრული. შეწყვეტილი
ასპექტი გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც სუბიექტმა დამთავრებამდე
მიატოვა, ანუ შეწყვიტა, ამიტომაა ქართულში ,,წერა,წერა და ვერ დაწერა“ სწორი
გრამატიკული ფორმა, ხოლო ,,დაწერა,დაწერა და ვერ დაწერა“,-არასწორი.
მოქმედებითისა და ვნებითი გვარის უზმნისწინო ფორმები დრო-კილოთა მეორე
და მესამე სერიისა იშვიათად გვხვდება,ამიტომ შეწყვეტილი ასპექტიც იშვიათია. ამ
თვალსაზრისით საშუალო გვარის ზმნებში სვა სურათი გვაქვს. საშუალო გვარის
ზმნები ზმნისწინებს იშვიათად თუ გამოხატავენ, ამიტომ საშუალო გვარის ზმნები ან
უსრულ ასპექტს გამოხატავენ ან შეწყვეტილს. უსრულ ფორმას გამოხატავს
პირველი სერიის ფორმები ( მეფობს, მეფობდა, მეფობდეს), შეწყვეტილ ასპექტს
გამოხატავს მყოფადის წრის (იმეფებს) ან მეორე ( იმეფა) და მესამე (უმეფია)
სერიის ფორმები.
საწყისი ფაზის მიხედვით ასპექტი შეიძლება იყოს ინცეპტური და არაინცეპტური.
ინცეპტური ასპექტი ნიშნავს მოქმედების საწყისი ფაზის გაძლიერებას, მის წინა
პლანზე წამოწევას, მაგალითად, ,,იღვიძებს“, ,,იძინებს“ ზმნები ქართულში
აჩვენებენ მოქმედების დასაწყისს, მათგან განსხვავებით ,,ძინავს“, ,,ღვიძავს“
ფორმები მოქმედების შუა ფაზას გამოხატავენ. იგივე ვითარება გვექნება
ფორმების ,,გორდება“, ,,გიჟდება“ და ,,გორავს“, ,,გიჟობს“ დაპირისპირებით,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,გორდება“,,გიჟდება“,,,იძნებს“ ინცეპტური ზმნური
ფორმებია, ხოლო ,,გორავს“, ,,გიჟობს“, ,,ძინავს“ - არაინცეპტური.

უნდა ვისაუბროთ რეზულტატურ ასპექტზეც, არსებობს ისეთი ზმნები,რომლებიც


ერთდროულად პროცესს გამოხატავს (დახატა, იმეფა, )- ასეთ ზმნებს დინამიკურს
ვწოდებთ, თუმცა მცირე რაოდენობით არსებობს მხოლოდ შედეგის
გამომხატველი ზმნები, რომლევსაც სტატიკურს ვუწოდებთ (წერია, ხატია, აფენია,
დგას, ზის). არსებობს სტატიკურ-დინამიკური ზმნური ფორმებიც,მაგალითად,
,,დაუწერია“ ფორმის მნიშვნელობა დაიყვანება ,,დაწერა“ და ,,უწერია“ ფორმების
მნიშვნელობაზე.

ასპექტთან დაკავშირებულია ტელიკურობა-ატელიკურობის საკითხიც. ტელიკური


ეწოდება ზმნებს,რომელბიც არ შეიძლება ოდესღაც არ დასრულდეს,
ატელიკურ ზმნებს უჭირს გამოხატოს დასრულებული მოქმედება,
მაგალითად, ამ თვალსაზრისით ,,ხატავს“ ზმნა იქნება ტელიკური, ეს პროცესი
ოდესღაც უნდა დასრულდეს, მაგრამ ,,ტრიალებს“ შეიძლება მივიჩნიოთ
ატელიკურად, რადგან ამ ზმნით გამოხატულ პროცესს დროში დასასრული არ
უჩანს (დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს).

უსრული ასპექტი - მოქმედების პროცესი დაუსრულებელია (წერს...ხატავს...)

სრული - მოქმედების პროცესი დასრულებულია (დავწერე, დავხატე...)

3. ქცევა:

ქცევა კაუზატივის საწინააღმდეგო მოვლენაა. აქ თვითონ სუბიექტი მოქმედებს


ირიბ ობიექტისთვის.ამიტომ ქცევის სუბიექტი მოქმედების ფაქტიური
შემსრულებელია ყოველთვის.

მოქმედებას შეიძლება ჰყავდეს ადრესატი, თუ მოქმედდებას ადრესატი არ ჰყავს,


მაშინ ქცვეა საარვისოა,(აშენებს). მოქმედების ადრესატის როლში ყოველთვის
ირიბი ობიექტია, თუმცა ის შეიძლება წინადადებაში არ ჩანდეს. განასხვავებენ
სასხვისო და სათავისო ქცევას. სასხვისო ქცევის ირიბი ობიექტი ყოველთვის
წამროდგენილია. „პეტრე მეზობელს უშენებს სახლს“.
სათავისო ქცევის შემთხვევაში სუბიექტი თავისთვის მოქმედებს. „პეტრე სახლს
იშენებს“ სუბიექტი ამავე დროს ირიბი ობიექტიცააა.

ქცევებრივი მიმართებები ენებში ლექსიკური ან გრამატიკული საშუალებებით


გამოიხატება. ქართული ქცევას გრამატიკული საშუალებებით გამოხატავს .
რუსული კი ლექსიკური საშუალებებით

იგი აღნიშნავს კუთვნილებით-დანიშნულებით ურთიერთობას სუბიექტსა და


ობიექტს ან ობიექტებს შორისქცევა შეიძლება იყოს:

 სათავისო - პირდაპირი ობიექტი ეკუთვნის მოქმედ პირს (იშენებს)


 სასხვისო - პირდაპირი ობიექტი ეკუთვნის ირიბ ობიექტს (უშენებს)
 საარვისო - პირდაპირი ობიექტი არაბის კუთვნილება არაა (აშენებს)

4. კონტაქტი

1. კონტაქტი - ზმნის კატეგორია.

კონტაქტი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტი მოქმედებს


პირდაპირ ობიექტზე უშუალოდ, ან სხვა პირის მეშვეობით.

კონტაქტი მოეპოვა ზმნის როგორც პირიან, ისე უპირო ფორმებს (საწყისსა და


მიმღეობას.

უშუალო - S მოქმედებს პირდ. O-ზე უშუალოდ: ამზადებს, წერს...

შუალობითი - S მოქმედებს პირდ. O-ზე სხვა პირის მეშვეობით - აწერინებს,


ატირებს...

კაუზატივი:

გამოხატავს იძულებით მოქმედებას.სუბიქეტი შეიძლება იძულების წესით


მოქმედებდეს პირდაპირ ან ირიბ ობიექტზე, რაც კვალიფიცირდება, როგორც
კაუზატივი. კაუზატიურ წინადადებაში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ
ორგანიზატორი (სუბიექტი) და მოქმედების ფაქტიური შემსრულებელი
(პირდაპირი ან ირიბი ობიქეტი). მაგ: წინადადებაში „მეზობელმა ბავშვი
აატირა“ მეზობელმა (სუბიექტი) ორგანიზატორია, ბავშვი - მოქმედების
ფაქტიური შემსრულებელი.

მოქმედების ფაქტიურ შემსრულებელს უწოდებენ ჩართულ სუბიექტს. იგი


წარმოდგენილია ორი სახით. 1. იგი პირდაპირი ობიექტით არის გამოხატული. თუ
ჩართული სუბიექტი პირდაპირ ობიექტს ემთხვევა, კაუზატიური ზმნები შეიძლება
იწარმოებოდეს გარდაუვალი ზმნებისაგან. მაგრამ გარდაუვალი ზმნისაგან
ნაწარმოები კაუზატიურ ზმნებში პირდაპირი ობიექტი ყოველთვის არ
წარმოადგენს ჩართულ სუბიექტს.

ასევე, ორგვარია ირიბი ობიექტიც კაუზატიური წინადადებებისა. იგი შეიძლება


წარმოადგენდეს ჩართულ სუბიექტს და შეიძლება არ წარმოადგენდეს ჩართულ

სუბიექტს. მაგ: ვანოს ცოლი აზის თავზე- წინადადება კაუზატიურია, მაგრამ ირიბი
ობიექტი არავითარ მოქმედებას არ ასრულებს. (ნებოს მაგალითები მაოცებს ^_^ ) .

კაუზატივის გამოხატვის ორი საშუალება არსებობს: ლექსიკური და გრამატიკული.


რუსულს ლექსიკური გამოხატვა ახასიათებს და იგიი იყენებს ზმნას „იზულებას“
ხოლო ქართული კი კაუზატივს გრამატიკული საშუალებებიტ გამოხატავს .

22. წინადადების სინტაქსური ანალიზის პრინციპები

სინტაქსური ანალიზის დროს საქმე გვაქვს სხვადასხვა სიგრძის


გამონათქვამებთან, რომლებიც შეიძლება შედგეოდეს ერთადერთი
სიტყვაფორმისგან (წამოდი! დიდება!) ან ჰქონდეს მრავალსიტყვიანი კომბინაციის
სახე. წინადადება არის ენის მაქსიმალური გრამატიკული ერთეული. ამგვარად,
სინტაქსის დონეზე მთავრდება შედარებით მარტივი ერთეულებისგან უფრო
რთული სტრუქტურის მქონე ერთეულების აგება.წინადადება გრამატიკულ
ერთეულებს შორის უდიდესი, სტრუქტურულად დამოუკიდებელი
ერთეულია.უშუალო შემადგენელთა ტერმინებში წინადადება შეიძლება
განისაზღვროს, როგორც გამონათქვამის ნაწილი, რომელიც ამავე გამონათქვამის
სხვა ნაწილის უშუალო შემადგენელს არ წარმოადგენს.

წინადადების სხვადასხვა ფუნქციის მქონე ელემენტებად დანაწევრებით


გამოიყოფა მისი სტრუქრუტულ-სემანტიკური კომპონენტები, რომელსაც
გრამატიკაში წინადადების წევრებს უწოდებენ. ეს ერთეულები განსაზღვრავენ
წინადადების სინტაქსურ სტრუქტურას. წინადადების წევრების როლს ასრულებენ
ისეთი სიტყვაფორმები, რომლებიც ლექსიკურ მნიშვნელობას გამოხატავენ .
წინადადების მთავარ წევრებად მიიჩნევა შემასმენელი, ქვემდებარე და
დამატება. მთავარ წევრებს შეიძლება დაუკავშირდეს სხვადსხვა სახის
მსაზღვრელები - მეორეხარისხოვანი წევრები. ქვემდებარესა და დამატებებს
უკავშირდება განსაზღვრებები(ატრიბუტები), ხოლო შემასმენელს-
გარემოებები. მაგალითად პატარა ბიჭი კარგად თამაშობს ბურთს, სადაც ბიჭი-
ქვემდებარეა, ბურთს-პირდაპირი დამატება, პატარა-განსაზღვრება, თამაშობს -
შემასმენელი, კარგად- გარემოება. წინადადების წევრთა სისტემაში არ შეაქვთ
ისეთი ელემენტები, რომლებიც სინტაქსურად წინადადების არც ერთ სხვა
კომპონენტს არ უკავშირდება.ასეთებია:მიმართვა, ჩართული და სხვა. ამ სისტემის
გარეთ რჩება წინადადების მოდალობაც- კატეგორია, რომელიც გამოხატავს
გამონათქვამის სხვადასხვა მიმართებას სინამდვილისადმი და მოლაპარაკის
დამოკიდებულებას შეტყობინებასთან.

უშუალო შემადგენელთა მეთოდი არის სინტაქსური ანალიზის ეფექტური


მეთდი. იგი ამერიკულ აღწერილობით ენათმეცნიერებაში დამუშავდა და
დაუპირისპირდა სინტაქსური ანალიზის ტრადიციულ მეთოდს წინადადების
წევრების მიხედვით. უშუალო შემადგენელთა მეთდი ტრადიციული სინტაქსისგან
განსხვავებით წინადედბის წევრებს იერარქიულად აჯგუფებს, ანუ გამოყოფს
წინადადებაში უშუალო შემადგენელ კვანძებს (ფრაზებს) და ამ კვანძთა უშუალო
შემადგენლებს. უშუალო შემადგენელთა მეთოდი უფრო დიდ ინფორმაციას
იძლევა წინადადების სტრუქტურის შესახებ, ნებისმიერი წინადადება (S) პირველ
საფეხურზე იყოფა ორ ნაწილად, ზმნურ ფრაზად(VP)* და სახელურ ფრაზად (NP)**,
შემდეგ ეს ფრაზები განიხილება როგორც ცალკე კონსტრუქცია და მათშიც
გამოიყოფა უშუალო შემადგენლები და ასე გრძელდება მანამ სანამ წინადედება
არ დაიშლება თითოეულ შემადგენლად, წინადედებაში არ უნდა დარჩეს არც
ერთი წევრი თავისი ადგილის გარეშე. უშუალო შემადგენლები არიან წინადადების
წევრები რომელთა გარეშეც კონსტრუქცია არ შეიძლება იყოს გამართული. უშალო
შემადგენელთა მეთოდის ერთ-ერთი თავისუბურებაა რომ ყოველ საფეხურზე
ხდება მხოლო 2 მოქმედება, წინადადება იყოფა ორ ფრაზად, ორი გაყოფილი
ფრაზიდან თითოეული კიდევ ორ-ორად და ასე შემდეგ სანამ ბოლოს
დერივაციული ხე არ მიიღებს საბოლოო სახეს და წინადადების ყოველ წევერს
ცაკლე არ დაუკავშირდება.

*verbal phrase

**noun phrase

23. სინტაქსური ურთიერთობების სახეები (შეთანხმება, მართვა და მირთვა)

სიტყვის ფლექსიური ფორმები პირველ რიგში იმისათვის გამოიყენება, რომ


განისაზღვროს ამ სიტყვის ადგილი და ფუნქცია სინტაქსურ
სტრუქტურაში.სახელების შემთხვევაში ეს განმსაზღვრელი როლი ბრუნვას
აკისრია.წინადადების სიტყვებს შორის კავშირებს შეიძლება სხვადასხვა სახე
ჰქონდეს. თუ ერთ-ერთი უშუალო შემადგენლის ფორმა დამოკიდებულია მეორის
ფორმაზე და ეს უკანსაკნელი მოითხოვას (მართავს) პირველს, მაშინ მათ შორის
კავშირს მართვა ეწოდება. მართვა ისეთ სინტაქსურ კავშირს ეწოდება, როდესაც
ერთი წევრი წყვილს შორის მოითხოვს მეორისაგან ისეთ ფორმას, როგორიც
პირველს ან არ აქვს ან საერთოდ არ შეიძლება ჰქონდეს, ,,ბავშვები მღერიან“
შემასმენელი ქვემდებარისაგან მოითხოვს გარკვეულ ბრუნვას, კერძოდ,
სახელობითს, რომელიც შემასმენელს არ შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ,,ბავშვება
მღერიან“ ან ,,ბავშვებს მღერიან“ ქართულში არასწორი ფორმაა. მაგალითად
ბიჭმა წაიკითა ფრაზის ერთი უშუალო შემადგენელი - წაიკითხა- მოითხოვს მეორე
ბიჭმა-შემადგენელს მოთხრობით ბრუნვაში. ხოლო წაიკითხა წიგნი ფრაზაში
მმართველი შემადგენელი -წაიკითხა - მოითხოვს მართულ შემადგენელს- წიგნი-
სახელობით ბრუნვის ფორმით.

1) მართვა ხდება სხვადასხვა / განსხვავებულ გრამატიკულ


კატეგორიაში. სხვაგვარად, მართვა ეწოდება სინტაქსური
ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც მთავარი სიტყვა
დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს, რომელიც მას არა
აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში). ისინი ურთიერთმართულნი
არიან სხვადასხვა გრამატიკული კატეგორიით.

ზმნა მართავს სახელებს, განსაზღვრავს და მათ ფუნქციებს წინადადებაში.


კითხულობს სიტყვაფორმა ამავე სახეებს სხვა ბრუნვების ფორმით მოითხოვს -
ბიჭი კითხულობს წიგნს. ამგვარად შეიძლება ვილაპარაკოთ სახელისა და ზმნის
საურთიერთო მართვაზე ანუ კოორდინაციაზე.

2. შეთანხხმება

შეთანხმება ხდება საზიარო გრამატიკულ კატეგორიაში. სხვაგვარად, შეთანხმება


ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როცა დაქვემდებარებული
სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი
წიგნი, ახალმა წიგნმა; მთანი მაღალნი...). შეთანხმება ხდება სახელსა და ზმნას
შორის, ასევე სახელებს შორის. შეთანხმების დროს ერთი უშუალო შემადგენელი
ემსგავსება მეორეს იმ თვალსაზრისით, რომ გამოხატავს მისთვის
დამახასიათებელ გრამემებს ან გრამემას. შეთანხმება ხდება ბრუნვაში, პირში,
სქესში და რიცხვში. შეთანხმება არსებითად მართვის კერძო შემთხვევაა - ერთი
შემადგენელი მოითხოვს მეორესი გარკვეული გრამემების გამოხატვას
.მართვისაგან განსხვავებით შეთანხმების დროს მმართველი შემადგენელი
თვითონ შეიცავს იმავე გრამემებს ან გრამემას რასაც მართული შეიცავს.

3. მირთვა ეწოდება შეკავშრების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა


დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკაცშირებს.
ამგვარი შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული
სიტყვა ფორმაუცვლელია.მირთვის დროს წევრებს შორის
შინაარსობრივი კავშირი გრამატიკულად არ არის გამოხატული, ე.ი არც
შეთანხმება გვაქვს და არც მართვა . წინადადებაში: ,,ოქროპირი გვიან
დაბრუნდა“ გამოიყოფა ორი სინტაქსური წყვილი: ,,ოქროპირი
დაბრუნდა“ და ,,გვიან დაბრუნდა“. შემასმენელი ,,დაბრუნდა“ სინტაქსურ
წყვილს ქმნის დროის გარემოებასთან ,,გვიან“, მაგრამ გვიან
ფორმაუცვლელია,ამიტომ შემასმენელს მხოლოდ ერთი ფორმით
მიეწოდება, ანუ ეს კავშირი არც შეთანხმებით გამოიხატება და არც
მართვით. არნოლდ ჩიქობავას ტერმინით ეს არის ნულამდე დაყვანილი
მართვა.

სტრუქტურული სინტაქსის სახელით ცნობილი თეორიის თანახმად,


წინადადების აგებას სამი მთავარი ასპექტი აქვს. 1 გამოხატულების საშუალებები
(სიტყვათა რიგი, მორფოლოგიური მახასიათებლები) 2.სტრუქტურული სინტაქსი,
რომელიც სიტყვებს შორის არსებულ სტრუქტურულ იერარქიას ასახავს და
3.მნიშვნელობა ანუ სემანტიკა. წინადადებაში სიტყვის სემანტიკური როლი ზოგჯერ
არ შეესაბამება მის სინტაქსურ როლს.სინტაქსურად მეორეხარისხოვანი სიტყვა
სემანტიკურად შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. წინადადება
ორგანიზებული ერთეულია, მისი წევრები არ არის იზოლირებული, ისინი
დაკავშირებულია ერთმანეთთან. მაგალითად წინადადებაში ჩიტი გალობს
წარმოდგენილია კავშირი ანუ კონექსია ურომლისოდაც წინადადება არ
გვექნებოდა. სინტაქსური კავშირი იერარქიულია - ზედა მმართველს ელემენტს
უკავშირდება ქვედა მართული ელემენტი. მაგალითად წინადადებაში პატარა
გოგო მღერის სიტყვა გოგო მმართველია პატარა სიტყვის მიმართ და მართული
- მღერის სიტყვის მიმართ.

მღერის

პატარა

გოგონა

თუ სიტყვა მართავს ერთზე მეტ ელემენტს იგი ქმნის კვანძს. მაგ: პატარა
გოგონა მღერის ძალიან ლამაზ სიმღერას

მღერის

გოგონა სიმღერას

პატარა ლამაზს

ძალიან

ამ სქემაში მღერის სიტყვა ცენტრალური კვანძია, ყოველი ასეთი სტემა გვიჩვენებს


წინადადებაში სიტყვათა შორის არსებული მიმართებების იერარქიულ
სტრუქტურას. სტემა ორგანზომილებიანია მას ზევით ერთი კვანძი აქვს და
შეიძლება ქვევით რამდენიმე კვანძი ჰქონდეს.
24. ტრადიციული სინტაქსის ძირითადი ცნებები

ტრადიციული სინატაქსის შეისწავლის წინადადებას, წინადადების წევრებს და


სინტაქსურ მიმართებათა ტიპებს. სინტაქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს
შედგენას. განსხვავდება წინადადების შემდეგი წევრები: ქვემდებარე,
შემასმენელი, დამატება (პირდაპირი, ირიბი, უბრალო), განსაზღვრება და
გარემოება (ადგილის, დროის, ვითარების, მიზნის და მიზეზის).

წინადადების მთავარ წევრებად მიჩნეულია ქვემდებარე და შემასმენელი, ხოლო


დამატება, განსაზღვრება და გარემოება მეორეხარისხოვან წევრებად .

წევრები ქმნიან წინადადებაში გარკვეულ სინტაქსურ წყვილებს ანუ სინტაგმებს .


წინადადებაში გვაქვს იმდენი წყვილი, რამდენი წევრიც არის მასში ერთის
გამოკლებით.

არსებობს სინტაქსური კავშირის სამი სახე - შეთანხმება, მართვა, მირთვა.

ქვემდებარე ჩვეულებრივ გამოიხატება არსებითი სახელით ან მისი სუბსტიტუტით,


ხოლო შემასმენელს, როგორც წესი, ზმნა ან ზმნის შემცველი კონსტრუქცია
გამოხატავს. ასეთი წინადადება შეიძლება განივილოთ როგორც მოქმედი-
მოქმედება ან ქვემდებარე-შემასმენელი ტიპის (სუბიექტ-პრედიკატის ტიპის)
წინადადება. ეს არის წინადადების ყველაზე გავრცელებული ტიპი. მაგ,
ქართულში, რუსულშ, ლათინუღში ამ ტიპის წინადადება შეიძლება შეიცავდეს
ერთადერთ სიტყვას, რომელიც ერთდროულად გამოხატავს როგორც
ქვემდებარეს, ისე შემასმენელს. ეს წინადადებებიც, რომლებსაც სიტყვა-
წინადადებები შეიძლება ვუწოდოთ, კონსტრუქციულად სუბიექტურ-პრედიკატული
ტიპისაა, რადგან მათი გაშლები ორშემადგენლიანია. სუბიექტ-პრედიკატის ტიპის
წინადადებები შინაარსობირივად ძალზე მრავალფეროვანია. ამ წინადადებებში
მოქმედებს, მოქმედებას განიცდის ან გარკველ მდგომარეობაშ იმყოფება ესა თუ
ის პირი ან საგანი. სხვადასხვა ენაში ამგვარ წინდადებათა სხვადასხვა ქვეტიპი
გამოიყოფა. მაგ, ინგლისურში they met „ისინი შეხვდნენ“ წინადადებაში
ქვემდებარე თვითნ მოქმედებს, ესენი აქტიური კონსტრუქციებია, ხოლო they were
met „მათ შეხვდნენ“ წინადადებებში ქვემდებარე სხვის მიერ ჩადენილ მოქმედებას
განიცდის, ესენი პასიური კონქსტრუქციებია.

რთულია წინადადება თუ იგი შედგება ორი ან მეტი მარტივი თუ შეწყმული


წინადადებისაგან. მაგალითად: გამოზაფხულდა, გათბა დღე, შემოგვეხიზნენ
მერცხლები – ეს რთული წინადადება შედგება სამი მარტივი წინადადებისაგან

მარტივია წინადადება – თუ იგი გადმოცემულია ერთი ან რამდენიმე სიტყვით,


რომლებშიც არ ურევია ერთგვარი წევრები. მაგ: გარიჟრაჟდა. მტრედისფერმა
გადაჰკრა ცის გუმბათს. აქ ორივი წინადადება გადმოცემულია მხოლო ერთი
სიტყვით, ხოლო მეორე კი ოთხით. მარტივი წინადადება მრავალგვარია.

შეწყმულია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთ საერთო წყვილთან


დაკავშირებული ორი ან ორზე მეტი ერთგვარი წევრი: რამდენიმე შემასმენელი
ერთ ქვემდებარესთან, რამდენიმე ქვემდებარე ერთ შემასმენელთან , რამდენიმე
ერთი შინაარშის დამატება, რამდენიმე განსაზღვრება და გარემოება ერთ საერთო
წყვილთან. შერწყმული წინადადება შეიძლება იყოს ნარევი სახის. ასეთია
მაგარლითად: შრომა და სიყვარული აძლევს შნისა და ლაზათს ადამიანის
სიცოცხლეს. აქ შემასმენელთან დაკავშირებულია ორი ქვემდებარე (შრომა და
სიყვარული აძლევს) და ორი პირდაპირი დამატება (აძლევს შნოსა და
ლაზათს).წინადადების წევრებიც (შემასმენელი, ქვემდებარე, პირდაპირი,
ირიბი და უბრალო დამატებები, განსაზღვრება, გარემოება)

წინადადების წევრები გამოიყოფა კითხვების დასმის საშუალებით. ამ მეთოდს ჯერ


კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი. განსხვავდება ხუთი წევრი:
ქვემდებარე, შემასმენელი, დამატება, განსაზღვრება და გარემოება. დამატება
შეიძლება იყოს ირიბი, პირდაპირი, ან უბრალო, ხოლო გარემოება ადგილის,
დროის, ვითარების, მიზნის და მიზეზის. წინადადების მთავარი წევრებად
მინეულია ქვემდებარე და შემასმენელი, ხოლო მეორეხარისხოვან წევრებად -
დამატება, განსაზღვრება და გარემოება.

სინტაქსური კავშირები იერარქიულია – „ზედა“ მმართველ ელემენტს უკავშირდება


„ქვედა“, მართული, დაქვემდებარებული ელემენტი. მოცემული სიტყვა შეიძლება
იყოს მმართველი ერთი სიტყვის მიმართ და მართული – სხვა სიტყვის მიმართ.
მაგ., წინადადებაში პატარა გოგონა მღერის სიტყვა “გოგონა” მმართველია
პატარა სიტყვის მიმართ და მართული-მღერის სიტყვის მიმართ. ეს
დამოკიდებულება შეიძლება გამოვსახოთ შემდეგი ვერტიკალური სქემის ანუ
სტემის სახით: მღერის--გოგონა-პატარა (ოღონდ ვერტიკალურად). თუ სიტყვა
მართავს ერთზე მეტ ელემენტს, იგი ქმნის კვანძს. მაგ, წინადადება პატარა გოგონა
მღერის ძალიან ლამაზ სიმღერას.

სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი სახეებია: შეთანხმება, მართვა და


მირთვა.ქართულში სახელებისათვის ზიარია ბრუნვისა და რიცხვის კატეგორია,
ზმნისა და სახელისთვის კი _ რიცხვისა. აქედან გამომდინარე, გამოიყოფა
შეთანხმების სამი ძირითადი შემთხვევა:

1, შეთანხმება

1. სახელი ითანხმებს სახელს ბრუნვაში;


2. სახელი ითანხმებს სახელს რიცხვში;
3. სახელი ითანხმებს ზმნას რიცხვში;

იმ სიტყვას, რომელიც ითანხმებს, მათანხმებელს უწოდებენ, იმ სიტყვას კი,


რომელიც ეთანხმება – შეთანხმებულს. მათანხმებელი სიტყვა სახელია,
შეთანხმებული – სახელი ან ზმნა.

შეთანხმება ხდება საზიარო გრამატიკულ კატეგორიაში. სხვაგვარად, შეთანხმება


ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როცა დაქვემდებარებული
სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი
წიგნი, ახალმა წიგნმა; მთანი მაღალნი...). შეთანხმება ხდება სახელსა და ზმნას
შორის, ასევე სახელებს შორის. მაგალითად თბილისის უნივერსიტეტი

შებრუნებული

უნივერსიტეტი თბილისისა

უნივერსიტეტმა თბილისისამა

მაგალითები:

ლამაზი ქალი: გაბატონებული წევრია ქვემდებარე; შეთანხმება გვაქვს ბრუნვაში:


ლამაზი (განსაზღვრება) ბრუნვაში ეთანხმება ქვემდებარეს (არსებითი სახელს ).

აჩქარებული[თ] ნაბიჯით: გაბატონებული წევრია ვითარების გარემოება


(არსებითი სახელი), რომელიც მოქმედებით ბრუნვაში ითანხმებს მსაზღვრელს
(ზედსართავი სახელის როლში წარმოდგენილ მიმღეობას)

2 . მართვა იმ სიტყვას, რომელიც მართავს, მმართავი ეწოდება; ხოლო იმ სიტყვას,


რომელიც იმართვის, მართული ჰქვია.

არნ.ჩიქობავა მართვის ოთხ შემთხვევას გამოყოფს:

1. სახელი მართავს სახელს ბრუნვაში (ხის სახლი);


2. სახელი მართავს ზმნას პირში (მწერს მე);
3. ზმნა მართავს სახელს ბრუნვაში (დახატა დედამ);
4. ფორმაუცვლელი სიტყვა მართავს სახელს ბრუნვაში (სახლის
გარშემო).

მართვა ხდება სხვადასხვა / განსხვავებულ გრამატიკულ კატეგორიაში.


სხვაგვარად, მართვა ეწოდება სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის
დროსაც მთავარი სიტყვა დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს,
რომელიც მას არა აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში). ისინი
ურთიერთმართულნი არიან სხვადასხვა გრამატიკული კატეგორიით.
ქალი შემოვიდა: გაბატონებული წევრია შემასმენელი; შეთანხმება გვაქვს
რიცხვში (შდრ.: ქალები შემოვიდნენ). ქვემდებარეს (სახელს) ბრუნვაში მართავს
შემასმენელი (ზმნა): ზმნა ითხოვს, რომ სახელი იყოს სახელობით ბრუნვაში. ამავე
დროს, ქვემდებარე (სახელი) ზმნას მართავს პირში (შდრ.: შენ შემოხვედი, ის შე-
მოვიდა), ე.ი. გვაქვს საურთიერთო მართვა 

3.მირთვა ეწოდება შეკავშრების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა


დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკაცშირებს. ამგვარი
შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა
ფორმაუცვლელია.

1. ფორმაუცვლელი სიტყვა მიერთვის ზმნას ან ნაზმნარ სახელს (ნელა


წერდა);
2. თანდებულიანი სახელი მიერთვის ზმნას ან ნაზმნარ სახელს (სახლში
მიდის)

25. უშუალო შემადგენელთა მეთოდი

მორფემათა კლასები შეიძლება გამოიყოს იმ გარემოცვათა საფუძველზე ,


რომლებშიც ეს მორფემები ვლინდება. მაგალითად ქართულში მრავლობითი
რიცხვის გამომხატველი (-ებ) მორფემის წინ შეიძლება შეგვხვდეს სახლ-, ბიჭ-,
ხელ-, და სხვა მორფემები, რომლებიც გაერთიანდება მორფემათა საერთო
კონტექსტულ კლასში. ეს კლასი იქნება განსხვავებული კეთ-, ცხელ-, შენ-,და სხვა
მორფემათა კლასებისაგან, რადგან ისინი გვხვდება არა მრავლობით რიცხვის
მაჩვენებლის, არამედ სხვა, მისი ჰომოფონური - ებ სუფიქსის წინ. ზოგადად: A
მორფემა განეკუთვნება მორფემათა კონტექსტურ კლასს ან მარტივად
მორფემულ კლასს, რომელიც განისაზღრება (-) x გარემოცვით, თუ Ax არის მისი
გამონათქვამი ან ნაწილი, მაშასადამე მორფემულ კლასს შეადგენენ მოცემულ
გარემოცვაში ურთიერთშენაცვლებადი მორფემები.

მორფემათ გარკვეული მიმდევრობა განეკუთვნება მორფემულ მიმდევრობათა


კლასს, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება. ეს არი ყველა ისეთი
მიმდევრობის სიმრავლე, რომელთა პირველი მორფემა განეკუთვნება იმავე
მორფემული კლასს, რომელსაც მოცემული მიმდევრობის პირველი მორფემა,
მეორე - იმავე მორფემულ კლასს, რომელსაც მოცემული მიმდევრობის მეორე
მორფემა და ა,შ. ყოველი ცალკე აღებული მორფემა შეიძლება განვიხილოთ,
როგორც მიმდევრობა, მაგრამ არა პირუკუ.ყოველი მორფემული კლასი
მიმდევრობათა კლასია, მაგრამ მიმდევრობათა კლასი, შეიძლება მორფემული
კლასი არ იყოს. მიმდევრობა, რომელიც განეკუთვნება მიმდევრობათა A კლასს,
შეიძლება შევანაცვლოთ მიმდევრობათა განსხვავებული B კლასის წევრით.დედა
და მამა მიმდევრობა შეიძლება შევანაცვოთ ისინი მიმდევრობად , მაგ; დედა და
მამა მოვიდნენ- ისინი მოვიდნენ ქართულში სწორი ფორმაა.

არსებობს სახელისა და ზმნის ფაზა.

სახელი ფაზაში შედის ქვემდებარე და მასთან დაკავშირებული სიტყვები

ზმნის ფაზაში შედის ყველა დანარჩენი წინდადების წევრი.

დედა და მამა მოვიდნენ --------ისინი მოვიდნენ

A -------- B

თუ მიმდევრობა შეიძლება შევანაცვლოთ იმავე ან უფრო მეტი რაოდენობის


მორფემათა კონსტრუქციით, მაშინ ამოსავალ მიმდევრობას ვუწოდებთ მიღებული
მიმდევრობის მოდელს, ხოლო შემნაცვლებელ მიმდევრობას - ამ მოდელის
გაშლას. მაშასადამე თუ რომელიმე a მიმდევრობა b მიმდევრობის გაშლაა, მაშინ
b არის a მიმდევრობის მოდელი.

ავიღოთ ქართული გამონათქვამი პატარა ბიჭი თამაშობს ბურთს და


გავარკვიოთ თუ რა ნაწილებად დაიშლება მორფემათა ეს მიმდევრობა. ეს
გამონათქვამი შეიძლება განვიხილოთ, მაგალითად ივანე ან სპილო
მიმდევრობსი გაშლად (ნულოვანი გარემოცვით) ან კიდევ ივანე კითხულობს ან
სპილო ჭამს და სხვა მოდელის გაშლად.

გამონათქვამის ნაწილებს, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ რაღაც


მოდელის გაშლად, ამ გამონათქვამის შემადგენელი (კონსტიტუენტები)
ეწოდება. მთელი გამონთქვამის თავისი თავის შემადგენელია. პატარა ბიჭი
თამაშობს ბურთს დაიშლება პატარა ბიჭი და თამაშობს ბურთს შემადგენელად. თუ
პატარა ბიჭი მიმდევრობას განვიხილავთ ბიჭი მოდელის გაშლად , ხოლო
თამაშობს ბურთს მიმდევრობას - თამაშობს მოდელის გაშლად , ამოსავალი
გამონათქვამის წარმოგვიდგება, როგორც ბიჭი თამაშობს მოდელის გაშლად.
ასეთი მოდელით კონსტრუქციის თანმიმდევრულად დაშლისად მიიღება ამ
კონსტრუქციის უშუალო შემადგენლები, ეი. ნაწილები რომლებისგანაც
უშუალოდ შედგება ესა თუ ის გამონათქვამი. კონსტრუქციას შეიძლება
ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე უშუალო შემადგენელი. მორფოლოგიური
კონსტრუქციის იმ უშუალო შემადგენელს, რომელიც ძირს შეიცავს ამ
კონსტრუქციის ბირთვული ნაწილი ეწოდება, ხოლო დარჩენილი-უშუალო
შემადგენელი კონნსტრუქციის პერიფერიულ ნაწილს ქმნის. სირკონსტანტები არის
გარემოებები და განსაზღვრებები

ჩამოვაყალიბოთ უშუალო შემადგენლებად დაშლის ძირითადი პრინციპები.


I პრინციპი: დაშლა უნდა შეესაბამებოდეს ფორმებს შორის არსებულ
სემანტიკურ მიმართებებს, მაგალითად disgrafecul სამარცხვინო , რომელიც
შეიძლება დაიშალოს, როგორც disgrace-ful ან როგორც disgraceful, ერთი
შეხედვით ორივე დაშლა ერთნაირად დასაშვებია რადგან ორმორფიანი
disgrace და grfecul შეიძლება განვიხილოთ ცალმორფიანო მოდელების
გაშლად.

II პრინციპი- დაშლა უნდა ხდებოდეს მორფემულ მიმდევრობათა ისეთი უფრო


მოკლე იმდევრობებით შენაცვლებადობის საფუძველზე, რომლებიც არ
არღვევენ გამონათქვამის სტრუქტურას ანუ იმავე გარემოცვით
ხასიათდებიან.

III პრინციპი- გამონათქვამი შეძლებისდაგვარად უნდა დაიშალოს ბინარულ


უშუალო შემადგენლებად, მაგრამ ზოგიერთი კონსტრუქციისთვის უნდა
გამოიყოს ერთი დონის ორზე მეტი უშუალო შემადგენელი მაგ: წითელ-
ყვითელ-ვარდისფერი არ დაიშლება ორ უშუალო შემადგენლად, ისინი უნდა
დაიყოს ერთი და იმავე დონის სამ უშუალო შემადგენლად. გარკვეული
ფორმა, რომელიც შედგება A,B,C, მიმდევრობისაგან დაიშლება სამ უშუალო
შემადგენლად --- A|B|C, თუ არ არსებობს საფუძველი უპირატესობა
მივანიჭოთ AB|C, დაშლას A|BC

დაშლასთან შედარებით, ანუ როდესაც ორივე დაშლა ერთნაირად


აკმაყოფილებს უშუალო შემადგენლად ანალიზის ყველა პირობას.

IV პრინციპი- უშუალო შემადგენლებად დაშლა უნდა ეთანხმებოდეს ენის


საერთო სტრუქტურულ თავისებურებებს. გამონათქვამების დაშლა არ უნდა
ხდებოდეს სხვა სტრუქტურათა გათვალისწინების გარეშე. ამის მაგალითია
DISGRAFECUL შემთხვევაც.

V პრინციპი- ყველა სახვა პირობის დაცვით, უწყვეტ უშუალო შემადგნელებად


დაშლას უპირატესობა ენიჭება წყვეტილ უშუალო შემადგენლებად
დაშლასთან შედარებით. მაგალითად: სა-სადილ-ო, მე-ხუხთ-ე, მ-შენებ-ელ-ი
ე.ი. ცირკუმფიქსების შემცველ ფორმებში წარმოდგენილია შემდეგი
წყვეტილი პერიფერიული შემადგენლები. სა-ო, მე-ე და მე-ელ, ასეთი
მაგალითები ქართულში ბევრია, მათი დაშლა ვერ ხერხდება.

უშუალო შემადგენლებისგან აგებული კონსტრუქციები ორი ტიპისაა:


ენდოცენტრული და ეგზოცენტრული. ენდოცენტრულია ისეთი კონსტრუქცია ,
რომლის ერთ-ერთი უშუალო შემადგენელი მთელი კონსტრუქციის მეთოდს
წარმოადგენს. მაშასადამე ენდოცენტრული კონსტრუქცია არის თავისი ერთ -ერთი
უშუალო შემადგენლის გაშლა.მაგალითად გამონათქვამი დედამიწა შეიცვას ორ
უშუალო შემადგენელს , რომელთაგან თითეული იმავე კონტექსტურ კლასს
განეკუთვნება, რასაც მთელი კონსტრუქცია, ასევე ინგლისური blackbird ,,შაშვი’’
შედგება bird ფრინველი და black შავი ნაწილებისაგან.

კონსტრუქცია ეგზოცენტრულია თუ მას ვერ წარმოვადგენთ მისი რომელიმე


უშუალო შემადგენლის გაშლად.მაგალითად კაც-ურ არ

ამოსავალი, ბირთვული კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს ,


რომელიც აღიწერება უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი წესებით. ეს
წესები ასახავენ წინადადების წარმოშობის პროცესს და თავისი ხასიათით
ბინალურნი არიან, ანუ ყოველ საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველი
ერთი ერთეული იშლება გადაიწერება ორ ერთეულად. ეს გაშლის პროცესი
გრძელდება მანამ, სანამ არ მიიღება წინადადების შესაბამისი აბსტრაქტული
კატეგორიებითა და სიმბოლოებით განსაზღვრული სტრიქონი. ინგლისურისთვის
ძირითად კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოები ასე გამოიყურება:

S – Sentence / წინადადება

NP - Noun Phrase / სახელური ფრაზა

VP - Verbal Phrase / ზმნური ფრაზა

PP - Prepositional Phrase / წინდებულიანი პრაზა

Det – Determiner / დეტერმინანტი

N – Noun / არსებითი სახელი

V – Verb / ზმნა

P – Preposition / წინდებული

ADJ – Adjective / განსაზღვრება

ADV – Adverb / გარემოება

ამათგან, PP - Prepositional Phrase / წინდებულიანი პრაზა ქართულში არა გვაქვს,


გვაქვს თანდებულიანი ფრაზა (Adv + V).

უშუალო შემადგენელთა მეთოდით განისაზღვრება წინადადებაში სინტაქსურ


წყვილთა იერარქია; მაგ., ავიღოთ ასეთი წინადადება: "პატარა (განსაზღვრება)
გიორგი (ქვემდებარე) უკანმოუხედავად (გარემოება) გარბოდა (შემასმენელი)". ეს
წინადადება ოთხი კომპონენტისაგან შედგება: "პატარა", "გიორგი",
"უკანმოუხედავად", "გარბოდა". ამ წინადადებაში უშუალო შემადგენელთა
მიხედვით ანალიზის პროცესი სამი სახით გამოიხატება: 1. ფრჩხილების
საშუალებით: S (NP [პატარა] + N [გიორგი]) + ADV [უკანმოუხედავად] + V [გარბოდა]).

კონექსია აღნიშნავს სიტყვათა შორის სინტაქსურ კავშირს.

S = NP + VP

NP = N გოგო

NP = Adj + N ლამაზი გოგო

NP = N + N გოგო და ბიჭი

NP = (Adj + N) + (Adj + N) ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი

VP = V თამაშობს

VP = M + V უნდა ითამაშოს

VP = Adv + V ხვალ ითამაშებს

VP = V + NP (N) ითამაშებს მეგობართან

VP = V + NP (Adj + N) ითამაშებს ლამაზ მეგობართან

VP = V + V ითამაშებს და დაიღლება

VP = V + VP (Adv + V) ითამაშებს და მაგრად დაიღლება

S-წინადადება, P-ფრაზა, NP-სახელური ანუ ქვემდებარის ფრაზა, VP-ზმნური ფრაზა


ნებისმიერი წინადადება( S ) უნდა გაიყოს ორ ფრაზად( P), ესენია: ქვემდებარის
ფრაზა( NP) და შემასმენლის ფრაზა (VP

პატარა წინადადებების სინტაქსური ანალიზი უფრო მარტივია, მაგალითად:


,,ბავშვი სკოლაში მიდის
ნებისმიერი ფრაზისა თუ წინადადების უშუალო შემადგენელთა სტრუქტურა
ირკვევა ანალიზის მომდევნო საფეხურზე, პირველ საფეხურად S სიმბოლოს
მიიჩნევენ, მეორე საფეხურზე არკვევენ, რომელია NP და VP, მესამე საფეხურზე NP
-44

26. ვალენტობაზე დაფუძნებული სინტაქსური ანალიზი / ვერბოცენტრული


სინტაქსური თეორია

ლუსიენ ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და


მიმართულება განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული ა ქტანტური
სტრუქტურით. აქტანტები იმ პირებისა და საგნების აღმნიშვნელი სახელებია,
რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ თეორიაში.
ყოველ ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა, ზმნის
ამ უნარს ვალენტობა ჰქვია.. წინადადების სემანტიკური და სინტაქსური ცენტრია
ზმნა. წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება
გამოხატულია ზმნა-პრედიკატით, მოქმედი პირები-აქტანტებით, ხოლო
მოქმედების გარემოებანი - სირკონსტანტებით,. აქტანტებისგან განსხვავებით
სირკონსტანტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. სირკონსტანტები
გამოიხატება ზმნიზედებით ან მათი სუბსტიტუტებით. აქტანტები მოწესრიგებულ
სისტემას ქმნიან. I აქტანტი ტრადიციულად გრამატიკის ქვემდებარეა, II
აქტანტი-პირდაპირი დამატება, III აქტანტი ირიბი დამატება. სემანტიკური
როლების მიხედვიტ აქტანტების შემდეგი სახეობა გამოიყოფა.მოქმედების
აქტიური მონაწილე სუბიექტი-ანუ აგენსი, და მოქმედების პასიური მონაწილე
ანუ - პაციენსი. რააღაცის აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი მონაწილე -
ექსპერიენსერი და ის პირი ან საგანი, რომლისთვისაც ან რომლის ,,საზიანოდ’’
ხორციელდება მოქმედება - ადრესატი. ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ
ნულვალენტიანი, ასეთია მაგალითად ბუნების მოვლენათა გამომხატველი ზმნები ,
(ცრის, თოვს, წვიმს,ქუხს), ამგვარ ზმნებში კი ხშირად თავს იჩენს ფსევდოსუბიექტი
მაგ ინგლ: IT RAINS.

ერთაქტანტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ ერთი


პირი ან საგანი მონაწილეობს.(ჩიტი მოფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, დედა და
მამა სეირნობენ), ორვალენტიანი ზმნის აქტანტები ჩვეულებრივ პირსა და საგანს
გამოხატავენ,(ბიჭი წიგნს კითხულობს), სამვალენტიანი ზმნის აქტანტებიდან I და III
უფრო ხშირად პირებს გამოხატავენ,, ხოლო II აქტანტი - საგანს.(გოგონა ძმას
წერილს უგზავნის, სტუდენტი მასწავლებელს გამოცდას აბარებს). იმ აქტანტების
რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის ,
განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.

ზმნური ფორმის სინტაქსური ვალენტობა განისაზღვრება იმ თავისუფალი


ადგილების რაოდენობით, რომლებიც შეიძლება მოცემული ფორმის აქტანტებით
შეივსოს.

27. ვალენტობა და პირიანობა. ვალენტობის

კლება და მატება

1) ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და


იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს
რამდენიმე პირთან ე.ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტური და
ობიექტური. შესაბამისად, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი, ორპირიანი და
სამპირიანი. იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი პირი.
ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა. ეს არის ზმნის უნარი შეიწყოს
აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა. ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს
არცერთი აქტანტი, ამ შემთხვევაში ის უვალენტოა. თუ ერთ აქტანტს იწყობს
ერთვალენტიანია, თუ ორს – ორვალენტიანი.

Tcaus.
(1) მამა წერილს წერს ͞^͟͞ → მამა ბავშვს წერილს ა-წერ-ინ-ებ-ს

{S} {Od} Vtr {S} {OExs.} {Od} Vcaus.

TVob.

(2) მამა წერილს წერს ͞^͟͞ → მამა ბავშვს წერილს უ-წერ-ს

{S} {OD} {Od} VVob.

Tvsup.

(3) მამა წერილს წერს ͞^͟͞ → მამა წერილს მისამართს ა-წერ-ს. რს“) და ა.შ.

სამვალენტიანი ზმნური ფორმა (ე.ი. ზმნური კონსტრუქცია ქვემდებარით და


პირდაპირი და ირიბი დამატებით) ამავე ტრანსფორმაციებით გარდაიქმნება
ოთხვალენტიან ზმნურ კონსტრუქციად ირიბი ობიექტის გამომხატველი სახელის
ბრუნვის შეცვლით:

Tcaus

(1) მამა ბავშვს წერილს სწერს ͞^͟͞ → (1) მამა დედას ბავშვთან

{S} {OA} {Od} Vtr {S} {OExs.} {OA}

წერილს ა-წერ-ინ-ებ-ს

{Od} Vcaus

Tvob

(2) მამა ბავშვს წერილს სწერს ͞^͟͞ → (2) მამა დედას ბავშვთან

{S} {OD} {OA}

წერილს უ-წერ-ს

1) {Od} Vvob

აქტანტები (ფრ. Actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმნიშვნელი


სახელებია, რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ
მოქმედებაში. ყოველ ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული
რაოდენობა; ზმნის ამ უნარს ვალენტობა ეწოდება. წინადადების სემანტიკა
განხილება როგორც ზმნის სემანტიკური ვალენტობების სისტემა. აქტანტები
მოწესრიებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის
ქვემდებარეა, II აქტანტი – პირდაპირი დამატება, III აქტანტი – ირიბი დამატება.

ვალენტობის მატება:

1.კონტაქტი-მისი საშუალებით შეიძლება ვალენტობის მატება. მაგალითად


სიტყვა

წერს-(ის, მას) -ორვალენტიანია

აწერს-(ის, მას, მას)- სამვალენტიანია, (ა)-მ გახადა სამვალენტიანი

უწერს-(ის, მას ,მას)-სამვალენტიანი (უ)-მ გახადა ზმნა სამვალენტიანი

ვალენტობის კლება

1, კონვერსია- ნიშნავს გვარის ცვლილებას და მისი საშუალებით შეიძლება


მოხდეს ვალენტობის კლება.კონვერსიის დროს იკლებს აქტანტი.

პოეტი ლექსს წერს-მოქმედებითი გვარი,აქ ჩანს ქვემდებარე ვისი


საშუალებითაც იწერება ლექსი, ანუ ხორციელდება მოქმედება

ლექსი იწერება-ვნებითი გვარი ვინაიდან არ ჩანს მოქმედი პირი,ვის


მიერაც ხორციელდება მოცემული მოქმედება

შესაბამითად კონვერსიის დროს მოქმედებითი გვარი გადადის ვნებბით


გვარში.

ლექსი იწერება პოეტის მიერ ამ წინადადებაში პოეტის მიერ არის აქტანტი ,


ის არ იქნება ზმნის პირი მაგრამ იქნება აქტანტი. ამ წინადადებაშიც ორი
წევრია 1, ლექსი იწერება 2. პოეტის მიერ-აქტანტი

ქართული ზმნა მასში პირის ნიშნის წარმოჩენისა და შესაბაისად პიროვანი


უღლების თვალსაზრისით არის ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი.
ქართული ზმნა არა მხოლოდ იკავშირებს რამდენიმე სახელს, არამედ მოითხოვს
მისგან გარკვეულ ფორმას. ზმნურ ფორმაში აქტუალურად გამოვლენილ
მორფოლოგიურ ნიშანთა რაოდენობა ქართულში ორ არ აღემატება.ამდენად
ქართული ზმნა მასთან აქტანტების შეწყობის თვალსაზრისით შეიძლება იყოს
სამვალენტიანი.

ზმნის პირიანობა და ვალენტობა არსებითად განსხვავებული სტრუქტურული


მახასიათებლებია, რომლებიც შესაბამისად ზმნური კონსტრუქციის
მორფოლოგიურ აგებულებას და სინტაქსურ კავშირებს ასახავს,
სრულია შესაბამისობა ზმნის ვალენტობასა და ზმნის პირიანობას შორის
საზოგადოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადების ბირთვში ზმნასთან
პოტენციურად დაკავშირებული ყოველი სახელი (resp. ნაცვალსახელი) თავის
წარმომადგენელ მორფოლოგიურ ნიშანს აჩენს ზმნურ ფორმაში.

28. სუბორდინაცია და კოორდინაცია

მართვა-არის სიტყვათა სინტაქსური დამოკიდებულების ისეთი სახე,როცა


წამყვანი სიტყვა დამოკიდებულისგან მოითხოვს იმ ფორმას,რომელიც მას
საერთოდ არ აქვს ან მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნია. იმ სიტყვას,რომელიც
მართავს-მმართავი ჰქვია,ხოლო რომელიც იმართვის-მართული. არნ.ჩიქობავა
მართვის რამდენიმე სემთხვევას გამოყოფს: 1.სახელი მართავს სახელს ბრუნვაში.
2.სახელი მართავს ზმნას პირში 3.ზმნა მართავს სახელს ბრუნვაში
4.ფორმაუცვლელი სიტყვა მართავს სახელს ბრუნვაში.

ცალმხრივი მართვა ანუ სუბორდინაცია.

განვიხილოთ სინტაგმა,რომელიც შედგება ქვემდებარისა და ერთპირიანი


გარდაუვალი ზმნისაგან: ბავშვი იმალება- სახელი მართავს ზმნა შემასმენელს
მესამე სუბიექტურ პირში „ა“ სუფიქსით. თავის მხრივ, გარდაუვალი ზმნით
გამოხატული შემასმენელი ვერ მართავს ქვემდებარეს ბრუნვაში- სერიების
მიხევდით ცვალებადობისას ქვემდებარე ვერ გამოჰყავს სახელობითი ბრუნვიდან:
ბავშვ-ი იმალება, ბავშვ-ი დაიმალა, ბავშვ-ი დამალულა. ე.ი. სახელსა და
ერთპირიან გარდაუვალ ზმნას შორის ყოველთვის ცალმხრივი მართვაა.

ზმნა ვერ მართავს სახელს, როცა იგი ორპირიანი გარდაუვალია:ბავშვ-ი ემალება,მ


ბავშვ-ი დაემალა, ბავშვ-ი დამალვია.

როცა წყვილში შედის ე.წ. „უყვარს“ ტიპის გარდაუვალი ზმნა და მასთან პირად
შეწყობილი სახელობით ბრუნვაში მდგარი სახელი, მაშინაც
სუბორდინაციაა:მიყვარს კაცი.

საურთიერთო მართვა ანუ კოორდინაცია- როცა სიტყვა მართული რაშიმე


მეორე სიტყვის მიერ, თვით მართავს რაშიმე ამ სიტყვას. საურთიერთო მართვა
ძირითადად გვხვდება სახელსა და გარდამავალ ზმნაში.

„გაზაფხულ-მა ააყვავ-ა“ – სახელი მართავს შემასმენელს III სუბიექტურ პირში „ა“


სუფიქსით,ხოლო ზმნა მართავს სახელს მოთხრობით ბრუნვაში. ე.ი გავქვს
საურთიერთო მართვა ანუ კოორდინაცია.

კოორდინაცია გავქვს მაშინიაც: 1. ორცა წყვილში შედის 3პირიანი გარდამავლი


ზმნა და მასთან სუბიექტური პირით შეწყობილი სახელ-ქვემდებარე:
მასწავლებელმა გაუგზავნა. 2.როცა წყვილში შედის „უყვარს“ ტიპის გარდაუვალი
ინვერსიული ზმნა და მასთან პირით შეწყობილი მიცემითში დასმული სახელი:
სძულს ბავშვს.კოორდინაცია გავქვს მაშინაც,როცა წყვილში შედის 3პირიანი ზმნით
გამოხატული შემასმენელი და პირდაპირი დამატება : ფანჯარას სტყორცნა .როცა
წყვილში შედის ზმნა და ირიბობიექტური პირის ფარდი სახელი,მაშინ ყოველთვის
კოორდინაციაა.ზოგჯერ ზმნაში ირიბობიექტური პირის ნიშანი დაკარგულია.ასეთ
შემთხვევაში სახელი ზმნას პირში ნულ პრეფიქსით მართავს. მაგ., (ჰ)ემალება
ოჯახს.

ქართულში კოორდინაციის საფუძველი გარდამავალი ზმნის არსებობაა.სწორედ


ის იწვევს სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვების ცვალებადობას.

კოორდინაციაში მონაწილე სიტყვებს კოორდინატები ეწოდებათ.კოორდინატი 3


სახისაა: ძირითადი,დიდი და მცირე. ძირითადი კოორდინატია ზმნა,რადგან ის
შესიტყვების ხერხემალია.დიდი კოორდინატია ის,რომელიც ზმნის მიერ
მართულია პირსა და რიცხვში,მცირე კოორდინატი კი არ არის მართული რიხვში:
მასწავლებელი აქებს- მასწავლებელები აქებენ და აქებს მოსწავლეს- აქებს
მოსწავლეებს.

29. არეალური ენათმეცნიერების ამოცანები

მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია სხვადასხვა პრინციპს ემყარება. ტიპოლოგიური


კლასიფიკაციის გარდა, რომელიც ენებს აერთიანებს ცალკეულ ჯგუფებად
გარკვეული სტრუქტურული ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია ისეთი
ლინგვისტური კლასიფიკაციაც, რომელიც გულისხმობს შედარებით კომპაქტურ
ტერიტორიაზე გეოგრაფიულად მომიჯნავე ისტორიული კონტაქტების ენათა
საერთო ჯგუფში გაერთიანებას. სხვადასხვა ენათა არეალურ ჯგუფებში
გაერთიანება მათ შორის სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე ეწოდება
არეალური კლასიფიკაცია.

         ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით


შესაძლებელია ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს
ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი საერთო წარმომავლობის
მიხედვით.
            მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის
მიხედვით ახდენენ. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს
ტიპოლოგიური კლასიფიკაციით,იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიცვალა ენის
ტიპი, ან იმ ნიშნის წარმოსაჩენად,რომლებიც საზიარო აქვთ ერთი ოჯახის
სხვადასხვა შტოს ენებს.
არეალური კლასიფიკაცია  ენებს აჯგუფებს ენობრივი მოვლენების
ტერიტორიული გავრცელების მიხედვით. იგი გამოყოფს გეოგრაფიულად
ერთმანეთის მომიჯნავე და ხანგრძლივი, მჭიდრო ურთიერთობის მქონე ენათა
ჯგუფებს.
არეალურმაკლასიფიკაციამშეიძლებამოიცვასმონათესავედაარამონათესავეენებ
ი, ასევეერთიენისდიალექტები.

ძნელია ზუსტად იმის თქმა , თუ რამდენი ენათა ოჯახია მთელ მსოფლიოში .


საქმე სართულებს ის , რომ ნათესაური კავშირები ბევრ ენას თუ ენათა ჯგუფებს
შორის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი . ამის გასარკვევად შორს წასვლა არ არის
საჭირო. საკმარისია განვიხილოთ იბერიულ- კვაკასიურ ენათა ოჯახი , სადაც
ქართულიც შედის . დღეისათვის მთის კავკასიურ ენებს შორის ნათესაობა
დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს , რასაც ვერ ვიტყვით ამ ენათა გენეტიკური
კავშირის შესახებ ქართველურ ენებთან . მთის კავკასიურ ქართველურ ენებს
შორის ნათესაობა დადგენილი არარის და შეიძლება ვერც ვერასოდეს
დამტკიცდეს ე.ი. მთის კავკასიური და ქართველური ენები სრულიად სხვადასხვა
ოჯახის წევრები ან ორი სხვადახვა ოჯახი აღმოჩნდნენ . იბერიულ-კავკასიურიენები
- მონათესავე ენების წყებაა კავკასიაში . ამჟამად ყველა ეს ენა - ბასკურისა და
უბიხური ენის გარდა , რომელიც 1864 წლიდან თურქეთში მთლინად
გადასახლებულების ენაა - გვხვდება კავკასიაში . ამ ენებს ჩვეულებრივ კავკასიურს
უწოდებენ . „კავკასიურიენები“ ირევა „კავკასიისენებში“ . კავკასიის ყველა
ენაროდია „კავკასიური“ ; კავკასიაში წარმოდგენილია ინდოევროპული ენები
(რუსული , უკრაინული, სომხური , ოსური ,ქურთული ,ბერძნული ) , ალთაური ენები
(აზერბაიჯანული , თურქმენული , თათრული ), სემიტური ( სირიული) .
ინდოევროპულ , ალთაურ , სემიტურ ენათა დიდი ნაწილი კავკასიის გარეთ
მოიპოვება , იბერიულ- კავკასიური ენები კი ამჟამად კავკასიის მიწა-წყალზე გვაქვს
. ქართველურ ენებზე ლაპარაკობს იბერიულ- კავკასიურ ენებზე მოლაპარაკეთა
საერთო რაოდენობის თითქმის ორი მესამედი ; ქართველური ენაა ქართული ,
ერთადერთი ძვეი სამწერლობო ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის .
„იბერიული“ აკავშირებს ხეთურსა და კავკასიურს .იბერიულ-კავკასიური ენები
შედგება ოთხი ჯგუფისგან . ეს ჯგუფებია :

1)ქართველური ანუ იბერიული

2)აფხაზურ-ადიღური
3)ნახური
4)დაღესტნური

30. ტიპოლოგიური ენათმეცნიერება და ენათა ტიპოლოგიური


კლასიფიკაციის პრინციპები
მე-19 საუკუნის ენათმეცნიერებაში მიღებული იყო,ენათა სიმრავლის დაყოფა,
ენათა კლასიფიკაცია ისეთ მორფოლოგიურ ტიპებად, როგორიც არის
მაიზოლირებელი, ფლექსიური და აგლუტინაციური. მაიზოლირებელია ენები,
რომლებშიც ადვილად ხორციელდება სეგმენტაცია, ანუ გამონათქვამთა
დანაწევრება მორფებად, მაგრამ ძნელია კლასიფიკაცია. ფლექსიურია ენები,
რომლებშიც ადვილია კლასიფიკაცია, მაგრამ ძნელია სეგმენტაცია.
აგლუტინაციურია ენები, რომლებშიც ადვილად ხორციელდება, როგორც
სეგმენტაცია, ისე კლასიფიკაცია.

ამ ორი კრიტერიუმის- სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება


დადგინდეს კონკრეტული ენის კუთვნილება ამა თუ იმ ლინგვისტური ტიპისადმი.
სეგმენტაცია და კლასიფიკაცია ღრმა ლინგვისტური აზრის შემცველი
პროცედურებია. სეგმენტაცია, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს იმას, თუ როგორ
შეესაბამება ერთმანეთს მორფები და ის მნიშვნელობები, რომლებიც მათ
მიეწერებათ.

კლასიფიკაცია გულისხმობს იმას, თუ რამდენად ქმნიან გამოყოფილი მორფები


დაპირისპირებათა შინაგან სისტემას, როგორია მათი პარადიგმატული
ურთიერთმიმართებები. შედარებით-ტიპოლოგიური კლასიფიკაციის თანახმად
განირჩევა ენათა სამი ტიპი: ანალიზური, სინთეზური და პოლისინთეზური.

ანალიზურია ენები, რომელთა სიტყვები თითო მორფისგან შედგება და ამდენად


მოკლებულიამორფოლოგიურ სტრუქტურას.

სინთეზურია ენები ,რომლებშიც სიტყვა , როგორც წესი ორ-სამ მორფს შეიცავს და


განსაზღვრული მორფოლოგიურ- სტრუქტურული აგებულება აქვს;

პოლისინთეზურია ენები, რომელთა სიტყვები საშუალოდ სამზე მეტი მორფისგან


შედგება.

31. ენათა ნათესაობის დადგენის პრინციპები

2) პრინციპები ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გამოიყენება მონათესავე


ენების მიმართ. მონათესავეა ისეთი ენები, რომლებიც ერთი საერთო
წინაპარი ენიდან არიან წარმოშობილი. ასეთ წინაპარ ენას ფუძე ენა
(პრაენა) ეწოდება. მონათესავე ენების შედარება ხდება გარკვეული მიზნით.
ესაა ენების ისტორიის გარკვევა და ამის საფუძველზე ფუძე ენის აღდგენა
(რეკონსტრუქცია).

ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური მონათესავე ენებია იმიტომ, რომ ისინი


ერთი ფუძე ენიდანაა მიღებული. ეს ფუძე ენა, რომელსაც პირობითად საერთო
ქართველურ ენას ვუწოდებთ, დღეს ცოცხალი არ არის. იგი არც ისტორიულადაა
დადასტურებული, რადგან, იმ დროს, როდესაც საერთო ქართველური ენა
არსებობდა (ძვ.წ.აღ. IV- III ათასწლეული) დამწერლობა ჯერ კიდევ არ იყო.

როდესაც ვამბობთ, რომ მონათესავე ენების ურთიერთშედარების მიზანია მათი


ისტორიის გარკვევაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შედარების გზით შეიძლება
გაირკვეს, თუ რა არის არქაული ამ ენებში, რა მომდინარეობს ფუძე ენიდან და რა
არის სიახლე. ის მასალა, რომელიც მონათესავე ენებში ფუძე-ენიდან მოდის,
ამჟღავნებს კანონზომიერ შეფარდებებს როგორც ფონოლოგიური, ისე
გრამატიკული და სემანტიკური თვალსაზღისით. მაგრამ ენათა შედარების
საფუძველია კანონზომიერი ფარდობები ფონოლოგიის დონეზე, რაც
ბგერათშესატყვისობების სახელით არის ცნობილი. მაგ., ქართულ ა-ს მეგრულში
შეესატყვისება ო

ქართ. მეგრ.

კაცი კოჩი

ასი ოში

ქათამი ქოთომი

ხარი ხოჯი

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა მიმართებები არსებობს ამგვარი გენეტიკური


ჯგუფების სათავეში მდგომ ფუძე-ენებს შორის? შესაძლებელია თუ არა
რეკონსტრუირებულ განსხვავებულ ფუძე-ენებს შორისაც იმავე ხასიათის
ფონემური მიმართებების დადგენა, როგორიც ვლინდება ცალკეული გენეტიკური
ჯგუფების ენებს შორის? ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გველაპარაკა იმ წინარე
ენათათვის ამოსავალ უფრო ადრინდელ ფუძე-ენაზე, რომლის დაშლას უნდა
მოეცა სწორედ ეს წინარე ენები: ისინი თავის მხრივ შემდგომ დაიშალა აღნიშნულ
ისტორიულად დადასტურებულ ენობრივ სისტემებად, რომლებიც სპეციფიკურ
გენეტიკურ ჯგუფებში ერთიანდება. ასეთი წინარე ენები, რომელთა შორის
მოხერხდებოდა ფონემურ შესატყვისობათა დადგენა, გაერთიანდებოდა
მონათესავე წინარე ენათა ერთიან მაკროოჯახად, რომლის სათავეში ამ წინარე
ენათათვის ამოსავალი ფუძე-ენა იქნებოდა.

რეკონსტრუირებულ სხვადასხვა ამოსავალ ფუძე-ენებს შროის თეორიულად


შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელი, ასე ვთქვათ, მეორე დონის ამოსავალი
ფუძე-ენა ვივარაუდოთ. მაგრამ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება
ჯერჯერობით ქრონოლოგიურ სიღრმეში ასე შორს ვერ მიდის და მხოლოდ
პირველი დონის წინარე ენებს აღადგენს.

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონული მეცნიერებაა და ის ენათა


ისტორიას ორგვარად იკვლევს:

1) დროის მოძრაობის მიმართულებით (პროსპექტული დიაქრონიული კვლევა);

2) დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ (რეტროსპექტული დიაქრონული კვლევა ).

ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანაა ენათა შესწავლა ,


მათი ნათსაობის დადგენა, ასევე საკვლევი ენის ისტორიული და თანამედროვე
მდგომარეობის შესწავლა.

ენათა ნათსაობის დადგენის კრიტერიუმებია:

1. ენათა ნათესაობის დადგენა;


2. ფუძე ენის რეკონსტრუქცია;
3. განსაზღვრა იმ გზისა ფუძე ენიდან თანამედროვე მონათესავე
ენებამდე.

ენათა ნათსაობის დადგენა ხდება რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების


საფუძველზე. ენათა ნათესაობის დადგენის დროს არ ენიჭება მნიშვნელობა
შემთხვევით მსგავსებებს ენებს შორის, ასევე არ ენიჭება მნიშვნელობა ხმაბაძვით
სიტყვებს, რომლებიც სხვადასხვა არამონათესავე ენებშიც მსგავსია. არ ენიჭება
მნიშვნელობა ასევე, არც სხვა ენებიდან ნასესხებ სიტყვებს, თუ კი ის თავად ფუძე
ენაში არ არის ნასესხები.

32. სინქრონია და დიაქრონია. დიაქრონიული ენათმეცნიერების ამოცანები

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად


ყოფილიყო გამიჯნული სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტივა. ეს
მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველი გახდა .
სინქრონია წარმოადგენს ერთ მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი ასახავს
მოლაპარაკე სუბიექტის პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ
ერთი მდგომარეობა, იგი იყენებს ენას, რომ არ სჭირდება მისი ისტორიის ცოდნა.

მაგრამ ენა იცვლება დროში.დღევანდელი ქართული იგივე არაა, რაც მე-5


საუკუნის ქართული. ასევე შეიცვალა დროში სომხური, რუსული, ფრანგული,
გერმანული, ინგლისური და სხვ. ენის ცვლილება დროში უნდა გავიგოთ როგორც

ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. მე-12 საუკუნის


ქართული წარმოადგენდა გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას,რომელიც
ასახულია „ვეფხისტყაოსანში“. ასევე შექსპირის ტრაგედიებში ასახულია ის
სინქრონიული მდგომარეობა, რომელიც ინგლისურს ჰქონდა მე-16 ს-ის მეორე
ნახევარში და ა.შ საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს სინქრონიული
მდგომარეობები ენაში იცვლებოდეს საუკუნეების მიხედვით, რომ თითქოს ენაში
რამდენი საუკუნეცაა იმდენივე სინქრონიული მდგომარეობა. ენა რომ ერთი
სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში
გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს.

სხვადასხვა სინქრონიულ მდგომარეობებს ასახავენ ერთი ენის განვითარებაში


ისეთი ცნებები, როგორიცაა ძველი რუსული და თანამედროვე რუსული, ძველი
სომხური და ახალი სომხური, ძველი ფრანგული და ახალი ფრანგული და ა.შ
შეიძლება დავასკვნათ : დიაქრონია წარმოადგენს ერთი სინქრონიული
მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლას. თუ
სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი
ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება
ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში
გადასვლა.

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად


ყოფილიყო გამიჯნული სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტივა. ეს
მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველი გახდა .
სინქრონია წარმოადგენს ერთ მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი ასახავს
მოლაპარაკე სუბიექტის პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ
ერთი მდგომარეობა, იგი იყენებს ენას, რომ არ სჭირდება მისი ისტორიის ცოდნა.

ენის შესწავლის დროს განასხვავებენ სინქრონულსა და დიაქრონულ მეთოდებს.


ენა სინქრონულად შეისწავლება დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაგალითად
ძველი ქართულის (ან თანამედროვეს) რომელიმე პერიოდში როგორია
ბგერათსისტემა, დიაქრონია კი წარმოადგენს ერთი სინქრონული
მდგომარეობისან მეორეში გადასვლას, ენა დიაქრონულად შეისწავლება წინა
საფეხურების გათვალისწინებით. ისტოეიულ-შედარებითი ენათმეცნიერება
დიაქრონული ენათმეცნიერებაა,რომელიც ენათა ისტორიას იკვლევს ორგვარად :
1) დროის მოძრაობის მიმართულებით ე.ი ისტორიიდან
თანამედროვეობისაკენ,რასაც პროსპექტული კვლევა ეწოდება, ასეთ დროს
ერთისა და იმავე ენის ორ ან მეტ სინქრონულ მდგომარეობას ერთმანეთს
ადარებენ და არკვევენ მოცემული ენის განვითარების ისტორიას, მაგალითად
ძველ ქართულში სახელს არ ჰქონდა სახელობითისა და მოთხრობითი ბრუნვების
ნიშნები წინადადებაში: ,,აბრაამ შვა ისააკ“ სუბიექტიცა და პირდაპირი ობიექტიც
წრფელობითშია, შემდეგში საზოგადო სახელების ანალოგიით საკუთარ
სახელებსაც განუვითარდა სახელობითი და მოთხრობითი
ბრუნვები.პროსპექტული დიაქრონული ენათმეცნიერებისთვის დამახასიათებელია
გარკვეული შეზღუდვა, ამ თვალსაზრისით შეიძლება ვიკვლიოთ მხოლოდ
ხანგრძლივი სალიტერატურო ტრადიციის მქონე ენები, როგორებიცაა: ქართული,
ლათინური, ბერძნული, სანსკრიტი, მაგრამ ამავე ტრადიციით ვერ ვიკვლევთ
უმწერლობო ენებს(მეგრული,სხვანური) ანახლადწარმოქმნილ დამწერლობებს
(აფხაზური, ხუნძური)

2)სხვაგვარია რეტროსპექტული დიაქრონული ენათმეცნიერება, რომელიც დროის


საწინააღმდეგო მიმართულებით იკვლევს ენებს, თანამედროვეობიდან
ისტორიისაკენ. რეტროსპექტული დიაქრონული ენათმეცნიერების ძირიტადი
მეთოდია ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რომლის ფუძემდებელია გერმანელი
ენათმეცნიერი ფრანც ბოპი. 1816 წელს ბოპმა გამოსცა ნაშრომი, რომელშიც
კვლევის ეს მეთოდი პირველად იყო გამოყენებული. ისტ-შედარებითი მეთოდი
გამოიყენება მხოლოდ მონათესავე ენების მიმართ, ანუ იმ ენებთან, რომლებიც
ერთი საერთო ფუძიდან წარმოიშვა. ქართული, მეგრული, ჭანური, სვანური ერთი
ფუძე ენიდან წარმოიშვა.

33. ისტორიული-შედარებითი მეთოდი. რეგულარული


ბგერათშესატყვისობანი

ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანაა ენათა შესწავლა ,


მათი ნათსაობის დადგენა, ასევე საკვლევი ენის ისტორიული და თანამედროვე
მდგომარეობის შესწავლა.

ენათა ნათსაობის დადგენის კრიტერიუმებია:

1. ენათა ნათესაობის დადგენა;


2. ფუძე ენის რეკონსტრუქცია;
3. განსაზღვრა იმ გზისა ფუძე ენიდან თანამედროვე მონათესავე
ენებამდე.

ენათა ნათსაობის დადგენა ხდება რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების


საფუძველზე. ენათა ნათესაობის დადგენის დროს არ ენიჭება მნიშვნელობა
შემთხვევით მსგავსებებს ენებს შორის, ასევე არ ენიჭება მნიშვნელობა ხმაბაძვით
სიტყვებს, რომლებიც სხვადასხვა არამონათესავე ენებშიც მსგავსია. არ ენიჭება
მნიშვნელობა ასევე, არც სხვა ენებიდან ნასესხებ სიტყვებს, თუ კი ის თავად ფუძე
ენაში არ არის ნასესხები.
ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გამოიყენება მონათესავე ენების მიმართ.
მონათესავეა ისეთი ენები, რომლებიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან არიან
წარმოშობილი. ასეთ წინაპარ ენას ფუძე ენა (პრაენა) ეწოდება. მონათესავე
ენების შედარება ხდება გარკვეული მიზნით. ესაა ენების ისტორიის გარკვევა და
ამის საფუძველზე ფუძე ენის აღდგენა (რეკონსტრუქცია).

ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური მონათესავე ენებია იმიტომ, რომ ისინი


ერთი ფუძე ენიდანაა მიღებული. ეს ფუძე ენა, რომელსაც პირობითად საერთო
ქართველურ ენას ვუწოდებთ, დღეს ცოცხალი არ არის. იგი არც ისტორიულადაა
დადასტურებული, რადგან, იმ დროს, როდესაც საერთო ქართველური ენა
არსებობდა (ძვ.წ.აღ. IV- III ათასწლეული) დამწერლობა ჯერ კიდევ არ იყო.

როდესაც ვამბობთ, რომ მონათესავე ენების ურთიერთშედარების მიზანია მათი


ისტორიის გარკვევაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შედარების გზით შეიძლება
გაირკვეს, თუ რა არის არქაული ამ ენებში, რა მომდინარეობს ფუძე ენიდან და რა
არის სიახლე. ის მასალა, რომელიც მონათესავე ენებში ფუძე-ენიდან მოდის,
ამჟღავნებს კანონზომიერ შეფარდებებს როგორც ფონოლოგიური, ისე
გრამატიკული და სემანტიკური თვალსაზღისით. მაგრამ ენათა შედარების
საფუძველია კანონზომიერი ფარდობები ფონოლოგიის დონეზე, რაც
ბგერათშესატყვისობების სახელით არის ცნობილი. მაგ., ქართულ ა-ს მეგრულში
შეესატყვისება ო ქართ. მეგრ.

კაცი კოჩი

ასი ოში

ქათამი ქოთომი

ხარი ხოჯი

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა მიმართებები არსებობს ამგვარი გენეტიკური


ჯგუფების სათავეში მდგომ ფუძე-ენებს შორის? შესაძლებელია თუ არა
რეკონსტრუირებულ განსხვავებულ ფუძე-ენებს შორისაც იმავე ხასიათის
ფონემური მიმართებების დადგენა, როგორიც ვლინდება ცალკეული გენეტიკური
ჯგუფების ენებს შორის? ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გველაპარაკა იმ წინარე
ენათათვის ამოსავალ უფრო ადრინდელ ფუძე-ენაზე, რომლის დაშლას უნდა
მოეცა სწორედ ეს წინარე ენები: ისინი თავის მხრივ შემდგომ დაიშალა აღნიშნულ
ისტორიულად დადასტურებულ ენობრივ სისტემებად, რომლებიც სპეციფიკურ
გენეტიკურ ჯგუფებში ერთიანდება. ასეთი წინარე ენები, რომელთა შორის
მოხერხდებოდა ფონემურ შესატყვისობათა დადგენა, გაერთიანდებოდა
მონათესავე წინარე ენათა ერთიან მაკროოჯახად, რომლის სათავეში ამ წინარე
ენათათვის ამოსავალი ფუძე-ენა იქნებოდა.

რეკონსტრუირებულ სხვადასხვა ამოსავალ ფუძე-ენებს შროის თეორიულად


შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელი, ასე ვთქვათ, მეორე დონის ამოსავალი
ფუძე-ენა ვივარაუდოთ. მაგრამ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება
ჯერჯერობით ქრონოლოგიურ სიღრმეში ასე შორს ვერ მიდის და მხოლოდ
პირველი დონის წინარე ენებს აღადგენს.

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონული მეცნიერებაა და ის ენათა


ისტორიას ორგვარად იკვლევს:

1) დროის მოძრაობის მიმართულებით (პროსპექტული დიაქრონიული კვლევა);

2) დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ (რეტროსპექტული დიაქრონული კვლევა ).

34. შინაგანი რეკონსტრუქცია და ფუძეენა

გენეალოგიური კლასიფიკაცია არის ენათა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ფორმა,


რომელიც ენებს აჯგუფებს მათი წარმოშობის საფუძველზე. ის ენები, რომლებიც
საერთო წინაპარი ენიდან მოდიან, მონათესავე ენებია და ენათა ერთ ოჯახს
ქმნიან. თვითონ წინაპარ ენას, რომლისგანაც მირებულია მონათესავე ენები,
ფუძე-ენა ეწოდება.

დღეს მოსფლიოში 3000-მდე ენაა, ენათა ოჯახი კი გაცილებით ნაკლებია და 30-


მდეც კი არაა. ენათა ისტორიული შესწავლის შედეგად მიღებული ოჯახები
სრულიად განსხვავებულია ტიპოლოგიური კლასებისგან, რომლებიც ენათა
მსგავსების საფუძველზე გამოიყოფა გრამატიკული სტრუქტურის ზოგიერთი
ძირითადი ნიშნის მიხედვით. დროთა განმავლობაში ენა იცვლება, მაგრამ მისი
წარმომავლობა უცვლელი რჩება, მაგალითად, ფრანგული უფრო მეტად მის
მონათესავე ინგლისურ ენას ჰგავს, ვიდრე მის უშუალოო წინაპარს ლათინურს .
გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი დასაყრდენია ისტორიულ-
შედარებითი მეთოდი, რეგულარული შესატყვისობების დადგენა მსგავსი
მნიშვნელობის მქონე სიტყვებს შორის; ხოლო ტიპოლოგიურ კავშირს ენები ქმნიან
ისტორიული კავშირის დამოუკიდებლად, სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე.
რთულია დავადგინოთ ენობრივი ოჯახების ზუსტი რაოდენობა, რადგან ბევრ ენას
თუ ენათა ჯგუფს შორის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ნათესაური კავშირები.

ენათა ოჯახებიდან ყველაზე დიდია ინდოევროპულ ენათა ოჯახი.


ინდოევროპული ენები დღეს ხუთ კონტინენტზეა გავრცელებული, მაგრამ
ისტორიულად, ისინი გავრცელებული იყვნენ მხოლოდ ევროპასა და აზიის
ნაწილში. იმის გამო, რომ ეცვენებინათ ინდოევროპულ ენათა ისტორიული
გავრცელება აზიაშიც შემოიღეს ტერმინი „ინდოევროპული“.

ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანაა ენათა შესწავლა,


მათი ნათსაობის დადგენა, ასევე საკვლევი ენის ისტორიული და თანამედროვე
მდგომარეობის შესწავლა.

ენათა ნათსაობის დადგენის კრიტერიუმებია:

1. ენათა ნათესაობის დადგენა;


2. ფუძე ენის რეკონსტრუქცია;
3. განსაზღვრა იმ გზისა ფუძე ენიდან თანამედროვე მონათესავე
ენებამდე.

ენათა ნათსაობის დადგენა ხდება რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების


საფუძველზე. ენათა ნათესაობის დადგენის დროს არ ენიჭება მნიშვნელობა
შემთხვევით მსგავსებებს ენებს შორის, ასევე არ ენიჭება მნიშვნელობა ხმაბაძვით
სიტყვებს, რომლებიც სხვადასხვა არამონათესავე ენებშიც მსგავსია. არ ენიჭება
მნიშვნელობა ასევე, არც სხვა ენებიდან ნასესხებ სიტყვებს, თუ კი ის თავად ფუძე
ენაში არ არის ნასესხები.

რეკონსტრუქცია- ენათა შორის არსებული ფონემური შესატყვისობების ახსნა


ამოსავალი ენობრივი სისტემიდან მათი საერთო წარმომავლობით გულისხმობს
ამ სისტემის რეკონსტრუქციის აუცილებლობლას, რათა შესწავლილი იქნეს
ისტორიულად დადასტურებული მონათესავე ენობრივი სისტემების წარმოშობისა
და გარდაქმნის გზები.

კანონზომიერი ფონემური შესატყვისებობების დადგენაზე ორიენტირებულმა


ენათა შედარებამ ლოგიკურად უნდა მიგვიყვანოს იმ ენობრივი სისტემის
რეკონსტრუქციამდე, რომლის გარდაქმნამ სხვადასხვა მიმართულებით მოგვცა
სწორედ ისტორიულად მონათესავე ენობრივი სისტემები. მონათესავე ენათა
შედარება, რომელიც მიზნად არ ისახავს ამოსავალი სისტემის რეკონტრუქციას,
როგორც ფერდინანდ დე სოსიური აღნიშნავდა, ,,სტერილურია’’ და არ შეიძლება
ჩაითვალოს განსახილველ ენათა ისტორიის კვლევის დამაგვირგვინებელ
ეტაპად.

მონათესავე ენების დამწერლობამდენი ისტორია აღდგება მხოლოდ იმ


შემთხვევაში , თუ მოხერხდება ისტორიულად დადასტურებული ენობრივი
სტრუქტურების მთელი მრავალსახეობის დაყვანა საერთო ამოსავალ მოდელებზე
და ამ სისტემის წარმოქმნისა და განვითარების გზასების რეკონსტრუქცია,
ამოსავალი მდგომარეობიდან მოყოლებული- ვიდრე ისტორიულად დამოწმებულ
მდგომარეობამდე.

35. ენის ცვალებადობა დროსა და სივრცეში

ენობრივი სისტემს ცვალებადობა დროში ნათლად ჩანს კონკრეტული ენის


სხვადასხვა პერიოდის წერილობითი ტექსტების შედარებისას: ამა თუ იმ ენაზე
მოლაპარაკისათვის შესაბამისი ენის უძველესი წერილობითი ძეგლი შეიძლება
ისევე გაუგებარი იყოს, როგორც რომელიმე სხვა ენის ნიმუში.

რთულია იმის დადგენა, თუ რა იწვევს, საზოგადოდ, ენის დროში ცვლილებებს;


ძნელია აბსოლიტური სიზუსტით განისაზღვროს ენობრივი ცვლილებების
გამომწვევ მიზეზთა მთელი კომპლექსი, რომელშიც გარკვეული ალბათობით
შედის როგორც სოციალური, ისე ბიოლოგიური და არეალური ფაქტორები.
ამგვარ ცვლილებათა ერთ-ერთ შესაძლლებელ ფაქტორად ბავშვის ენა, ბავშვის
მეტყველების თავისებურებანი უნდა მივიჩნიოთ. როდესაც ბავშვი ითვისებს
მშობლიოურ ენას, მისი მეტყველების ყველა ასპექტში მუდმივად იჩენს თავს
ნორმიდან ოდნავ შესამჩნევი გადახრები. ენობრივი კონტრაქტების
გაფართოებასთან ერთად ბავშვი სულ უფრო ხშირად აწყდება განსხვავებებს
სხვადასხვა პირის მეტყველებაში. ეს განსხვავებები ენობრივი კოლექტივის
სოციალური და რეგიონული არაერთგვაროვნებით არის გამოწვეული. ბავშვის
მეტყველებაზე გავლენას ახდენს თანატოლთა სამეტყველო ჩვევებიც . ყოველივე
ამის გამო მომმდევნო თაობის მეტყველება ოდნავ შორდება წინა თაობის
მეტყველებას.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ენის ისტორიულ ცვალებადობას უწყობს


ხელს. ამ ფაქტორებს შორის არის მოსახლეობის მიგრაციები, რომლებიც
განაპირობებენ ენათა გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილად და
რომელთა შედეგად წინარეისტორიულ ხანაში ერთიანი ენა შედარებით
შეზღუდული არეალიდან ფართო ტერიტორიებზე ვრცელდება და ერთმანეთისგან
საგრძნობლად განსხვავებულ დიალექტებად ყალიბდება.

36. ტერიტორიული და სოციალური დიალექტები.

ენა ყოველთვის გავრცელებულია მასაში რაიმე ტერიტორიაზე. ტერიტორიული


თვალსაზრისით, ენის გავრცელების არე შეიძლება ძალიან დიდი იყოს ან ძალიან
პატარა. როგორ მცირე ტერიტორიაზეც უნდა იყოს ენა გავრცელებული, იგი მაინც
შეიცავს განსხვავებულ თქმებს, განსხვავება თავს იჩენს თაობების მეტყველებაშიც
კი, თავად ერთი ინდივიდის მეტყველებაც კი არ არის ყოველთვის ერთნაირი.
ყველაზე მცირე ერთეულად მიჩნეულია იდიოლექტი რომელიც
განისასზღვრება,როგორც ერთი ინდივიდის მეტყველება გარკვეული სტილით.
ამიტომ ერთი ადამინის მეტყველება რამდენიმე იდიოლექტად შეიძლება
დაიშალოს. იდიოლექტზე უფრო დიდი ერთეულია თქმა,რომელიც შეიძლება
ახასიათებდეს ერთ ოჯახს,კუთხეს ან სოფელს. უფრო მსხვილი ერთეულია
კილოკავი,რომელიც დიალექტის შიგნით გამოიყოფა. ერთი დიალექტის
ფარგლებში რამდენიმე კილოკავი შეიძლება განსხვავდებოდეს (ზემოიმერული
კილოავი, ქვემოიმერული კილოკავი და ა.შ). ენის შემდეგ ყველაზე დიდი
ერთეულია დიალექტი, საერთო სახალხო ენისაგან განსხვავებული კილო.
დღემდე რთულია ენასა და დიალექტს შორის ზღვრის გავლება, მაგალითად,
დღემდე სადავოა, მეგრული და ჭანური(ლაზური) ორი სხვადასხვა ენაა თუ ერთი
ენის ორი სხვადასხვა დიალექტი. არ არსებობს აბსოლუტურად ზუსტი საზომი,სად
მთავრდება დიალექტი და სად იწყება ენა, ასეთ კრიტერიუმად მიიჩნევენ
ურთიერთგაგებიანობის კრიტერიუმს, თუმცა არც ესაა ზუსტი. ენა და დიალექტი
მხოლოდ ლინგვისტურ კრიტერიუმზე დაყრდნობბთ არ გამოიყოფა. თავს იცენს
ისეთი ექსტრალინგვისტური ფაქტორები,როგორებიცაა: ისტორიული გეოგრაფია ,
ეთნოგრაფიული დაყოფა, სახელმწიფოს განვითარების ისტორია და სხვ.
ამრიგად, ენის გავრცელებას გარკვეულ ტერიტორიაზე ყოველთვის ტან სდევს
დიალექტების წარმოქმნა, ანუ დიფერენციაციის პროცესი. დიფერენციაციაცის
ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი კონტაქტის სიხშირე
და თუ როდის გავრცელდა ესა თუ ის ენა დიდ ტერიტორიაზე. რუსული უფრო დიდ
ტერიტორაზეა გავრცელებული,ვიდრე ქართული, მაგრამ ქართულში უფრო მეტი
დიალექტი გვაქვს,ვიდრე რუსულში. ქართული ენის

დიალექტები ჩამოყალიბდა ფეოდალური დაქსაქსულობის პერიოდში, როდესაც


საქართველოს კუთხეებს სუსტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობა
ჰქონდათ. რუსული ენა კი ასე დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა გვიან,როცა
ფეოდალური დაქსაქსულობა და კუთხური კარჩაკეტილობა წარსულს ბარდებოდა.
ამიტომაა,რომ დიალექტების რაოდენობით ქართული აღემატება რუსულს .

ენათმეცნიერებაში დიალექტთა რამდენიმე ტიპს განასხვავებენ :

1. ლოკალური დიალექტები (ანუ გეოგრაფიული დიალექტები, რომლებსაც


გეოლექტებსაც უწოდებენ), რომელთაც შეისწავლის დიალექტოლოგია.
ეს დიალექტები შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე
(მაგ.ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა რეგიონში მეტ-
ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ , მაგრამ არც
ერთი ვარიანტი არ არის სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან
შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.

2. სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც


სოციოლინგვისტიკა შეისწავლის. ჟარგონი მეტყველების ისეთი
ნაირსახეობაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა ვიწრო
წრისთვის. ჟარგონი რომელიმე ენის საფუძველზე იქმნება და ამ ენის
ხელოვნურად შეცვლილ ნაირსახეობას წარმოადგენს. ჟარგონს
ახასიათებს უცხო სიტყვები, ბარბარიზმები, სემანტიკურად
გადააზრებული, ფრაზეოლოგიური გამოთქმები. ჟარგონი იქმნება
ხელოვნური ჩარევის, წინასწარ გააზრებული სტრატეგიის გარეშე
რომელიმე ასაკობრივ ან სოციალურ ჯგუფში. მაგალითად არსებობს
ახალგაზრდული ჟარგონი, ქურდული ჟარგონი და ა.შ.

3. იდიოლექტი – ერთი პირისთვის დამახასიათებელი მეტყველება ერთსა


და იმავე თანამოსაუბრესთან ერთსა და იმავე თემაზე დროის გარკვეულ
მოკლე მონაკვეთში. ტერმინი ხმარებაში პირველად შემოიტანა ბ.
ბლოკმა. ამ ტერმინით სოციოლინგვისტიკა მკვეთრად უპირისპირდება
ფერდინანდ დე სოსიურის ცნებას „ენა“, რომელიც ნიშნავს მთელი
სოციალური ჯგუფის ყველა წევრისთვის საერთო სისტემას. იდიოლექტს
ახასიათებს ლექსიკური, გრამატიკული, იდიომატური და ფონეტიკური
თავისებურებები დროის განსაზღვრულ მონაკვეთსა თუ განსაზღვრულ
საკომუნიკაციო კონტექსტში. კონკრეტული ინდივიდის მიერ დაწერილი
ტექსტების შემთხვევაში საუბარია იდიოსტილზე.

სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს რომელიმე დიალექტი, რომლის


მატარებელნიც დაწინაურებულნი არიან პოლიტიკურად,კულტურულად ან
ეკონომიკურად,მაგალითად, ლათინურს საფუძვლად დაედო რომის
დიალექტი,რადგან რომს გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ძველი რომის
იმპერიაში. სალიტერატურო ენა,შეიძლება ითქვას, უფრო კონსერვატიულია,ვიდრე
ტერიოტორიული დიალექტი

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ტერიტორიული და სოციალური


დიალექტები. ტერიტორიული დიალექტი ყოველთვის გავრცელებულია რაიმე
გეოგრაფიულ არეალში. ლინგვისტური თვალსაზრისით ტერიტორიული
დიალექტი საინტერესოა იმით,რომ მას აქვს თავისებური სისტემა ფონემებისა,
თავისებური გრამატიკული სისტემა და ლექსიკა, ამიტომ დროთა განმავლობაში,
ტერიტორიული დიალექტისგან შესაძლოა დამოუკიდებელი ენაც მივიღოთ.
სხვადასხვა სოციალური დიალექტი კი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთსა და
იმავე გეოგრაფიულ არეალში. ვინაიდან სოციალურ დიალექტს არც ფონემატური
სისტემა აქვს და არც გრამატიკა,მისგან ენა არ მიიღება. ასეთი დიალექტი საერთო
სახალხო ენისაგან განსხვავდება მხოლოდ ლექსიკით,რაც დაკავშირებულია
სხვადასხვა პროფესიასთან. მაგალითად თბილისელების მეტყველებაში
შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სოციალური დიალექტი:
მწერლების,მეცნიერების, სტუდენტების, მხატვრების, მუშების და ა.შ სოციალური
დიალექტები წარმოადგენს ჯარგონებსა და სლენგებს. ჟარგონები პრაქტიკული
მოთხოვნილებების შედეგად წარმოიშობა. ამა თუ იმ პროფესიის ხალხისათვის,
სოციალური ფენისათვის დამახასიათებელია გარკვეული პროფესიული და
სოციალური ხასიათის ლექსიკა,რაც გაუგებარია სხვებისათვის.

ენათმეცნიერები კი მიიჩნევდნენ, რომ დიალექტების გამოყოფა-განსხვავება


შესაძლებელია, რამდენადაც სპეციფიკური მეტყველებების მახასიათებლებში
შეიძლება გამოიყოს ბირთვული და პერიფერიული ნიშან-თვისებები და
ბირთვული მახასიათებლების საფუძველზე განისაძღვროს დიალექტის
საძღვრები.

37. ქართული ენის დიალექტები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქარულ დიალექტებს წარმოადგენენ:

 აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტები: ქართული, კახური და


ისტორიულად კახურის განაყარი ინგილოური (აზერბაიჯანში), ფერეიდნული
(ირანში); აქვე მოიაზრება მესხური (სამცხეჯავახური);
 აღმოსავლეთსაქართველოს მთის დიალექტები: ხევსურული, ფშავური,
თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული;
 დასავლეთსაქართველოს დიალექტები: იმერული, ლეჩხუმური, რაჭული,
გურული, აჭარული, იმერხეული (თურქეთში).

ქართული ენა -საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო და სალიტერატურო ენა.


საქართველოში ქართული ენის დიალექტებია: ქართლული, კახური, მესხურ-
ჯავახური, აჭარული, გურული, ხევსურული და ა.შ საქართველოს ყოფილი სსრ-ს
გაერთ ვხვდებით: ინგილოურ (ყოფილი აზერბაიჯანის სსრ), მერხეულ (თურქეთში),
ფერეიდნულ(ირანში) დიალექტებს. წერილობითი ძეგლები მოგვეპოვება მე-5
საუკუნიდან, ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება: მეგრული ენა, უმწერლობა და
მოიცავს ორ დიალექტს- სენაკურსა და ზუგდიდურ სამურზაყანულს, ჭანური (ანუ
ლაზური) ენა, შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ლაზთა უმწერლობო ენა,
სვანურური ენა- სვანეთის მოსახლეობის უმწერლობო ენა, რომელიც შეიცავს ოთხ
დიალექტს.

38. ქართველურ ენათა ოჯახი

ქართველური ენები, იგივე სამხრეთკავკასიური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა


ოჯახის სამხრეთული ჯგუფია. რომელიც მოიცავს ქართულ, სვანურ, მეგრულ და
ლაზურ ენებს.
ერთადერთი კავკასიური ენა, რომელსაც ხანგრძლივი სამწერლობო ტრადიცია
აქვს ეს არის ქართული სამხრეთკავკასიური ანუ ქართველურ ენეობრივ ოჯახი
ქართულის გარდა განეკუთვნება მეგრული, ლაზური ( ჭანური) (მეგრულ-ჭანური)
და სვანური.

კავკასიის ენები გეოგრაფიული ნომინკლატურის თვალსაზრისით შეიძლება


აგრეთვე განვიხილოთ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ენები; სამხრეთ
კავკასიის ენები შესაბამკისად დახასიათდება როგორც სამხრეთ-
აღმოსავლეთევროპაში გავრცელებული ენები.

39. ჩრდილოეთ კავკასიურ ენათა ოჯახი

ეგრედწოდებული კავკასიური ენები თურქულ და ინდოევროპულ ენებთან


ერთად კავკასიაშია წარმოდგენილი 30-ზე მეტი ენა. რომლებიც განეკუთვნება
კავკასიურ ენათა ჯგუფს. ესენია: ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიური,
ჩრდილოეთ აღმოსავლეთკავკასიური და სამხრეთკავკასიური ენები. ამ ენებს
აგრეთვე იბერიულ-კვკასიურ ან პალეოკავკასიურ წოდებენ.

ერთადერთი კავკასიური ენა, რომელსაც ხანგრძლივი სამწერლობო ტრადიცია


აქვს ეს არის ქართული სამხრეთკავკასიური ანუ ქართველურ ენეობრივ ოჯახი
ქართულის გარდა განეკუთვნება მეგრული, ლაზური ( ჭანური) (მეგრულ-ჭანური)
და სვანური.

რაც შეეხება ჩრდილო-დასავლეთკავკასიურ ანუ აფხაზურ-ადიღურ ენებს


განეკუთვნება: აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული (ანუ ჩერქეზული)
და უბიხური (ეს უკანასკნელი გადაშენების პირასა, მას ბოლო დრომდე თურქეთში,
მცხოვრები რამდენიე პირიღა ფლობდა).

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთკავკასიურ ანუ ნახურ-დაღესტნურ ენებს


განეკუთვნება:

 ნახური ენები_ ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური (ანუ წოვა-თუშური);


 დაღესტნური ენები_ ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ჯგუფი: ხუნძური;
ანდიური ქვეჯგუფი: ანდიურ, ბოთლიხური, ღოდობერიული, ჭამალური,
ბაგვალალური, ტინდიური, კარატაული, ახვახური; დიდოური ქვეჯგუფი:
დიდოური, ხვარშიული, ჰინუხური, ბეჟიტური, ჰუნზიბური (კაპუჭური);
ლაკურ-დარგუული ენები: ლაკური, დარგუული, ყუბაჩური; ლეზგიური
ქვეჯგუფი: ლეზგიური, თაბასარანული, აღულური, რუთურული,
წახურული, არჩიბული, კრიწული, ბუდუხური, ჰინალუღური, უდიური.
კავკასიის ენები გეოგრაფიული ნომინკლატურის თვალსაზრისით შეიძლება
აგრეთვე განვიხილოთ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ენები; სამხრეთ
კავკასიის ენები შესაბამკისად დახასიათდება როგორც სამხრეთ-
აღმოსავლეთევროპაში გავრცელებული ენები.

40. გერმანიკული ენები

თავდაპირველად, როცა გერმანიკულ ენებზე ვსაუბრობთ უნდა ითქვას ის, რომ


ევროპაში მეტყველებენ ინდოევროპულ ენათა ოჯახის თითქმის ყველა შტოს
ენებზე. თითოეულ შტოში ენათა რაოდენობა მერყეობს იმის მიხედვით, თუ
რომელი კრიტერიუმები გამოიყენება და დროის რომელ პერიოდს ასახავს
კლასიფიკაცია. კერძოდ, შეიძლება გაითვალისინონ მეზობელ დიალექტებზე
მოლაპარაკეთა შორის ურთიერთგაგბინების ფაქტორი, საერთო ან
განსხვავებული ისტორიის ფაქტორი, ან ისეთი სოციალურ-კულტურული
ფაქტორები, როგორიც არის განსხვავებული სამწერლობო ტრადიციები,
პოლიტიკურად დამოუკიდებელ ერთეულთა ეროვნული ენების არსებობა და სხვ.
ასე, მაგალითად, ურთიერთგაგებინების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით
გერმანიკულ შტოში გამოიყოფა მხოლოდ ხუთი ცოოცხალი ენა: ინგლისური,
ფრიზული, ნიდერლანდური გერმანული (აფრიკაანსის-აფრიკაში დასახლებულ
ჰოლანდიელთა დიალექტისა-და იდიშის ანუ ახალებრაულის ჩათვლით),
კუნძულების სკანდინავიური და კონტინენტური სკანდინავიური. სამწერლობო
ტრადიციებისა და ეროვნულობის კრიტერიუმების გამოყენებისას უფრო გრძელი
სია მიიღება: მასში შედის : ,,მაღალი’’(ნორმირებული) გერმანული, ,,დაბალი’’
გერმანული, ფლამინდიური , აფრიკაანსი, ლუქსემბურგული, იდიში,
ისლანდიური, ფარერული, ნორვეგიული, დანიური და შვედური.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასავლურ გერმანულ ჯგუფში გაირჩევა:


ზემოგერმანული (დიალექტებით: ბავარიული, ალემანური, ფრანკული).
ქვემოგერმანული, რომლის მთავარი წარმომადგენელიცაა ჰოლანდიური და
მისგან უმთავრესად ლექსიკით განსხვავებული ფლამანდიური (განსხვავებას
აძლიერებდა უპირატესად პოლიტიკური და რელიგიური გარემოებანი ). ასევე
არსებობს ფრიზული და ძველი ინგლისური. გერმანულ ენათაგან სამწერლოა:
გუთური, რომელიც მკვდარი ენას წრმოადგენს, ასევე სამწერლოა დანიური,
შვედური, ნორვეგიული, ისლანდიური, გერმანული, ჰოლანდიური და
ინგლისური.

41. ინდო-ირანულ ენათა ოჯახი

ინდო-ირანული შტოს ინდური ქვეჯგუფის ყველა ენა წარმოდგენილია სამხრეთ


აზიაში. ამ ქვეჯგუფში საზღვრები ენებს შორის ძნელი დასადგენია, რადგან
სალიტერატურო ენების ყოველი წყვილი ,,გარდამავალი’’ დიალექტებით
უკავშირდება ერთმანეთს; საქმეს კი არტულებს დიალექტების სიმრავლეც .
ურთიერთგაგებინების კრიტერიუმის მიხედვით გამოიყოფა ოცზე მეტი ენა.
კლასიკური ინდური ენა იგივე სანსკრიტი, რომელიც არის უძველესი შემონახული
წერილობითი ფორმა, ასევე უნდა ითქვას ის, რომ ის ძალიან დიდ ზეგავლენას
ახდენს თანამედროვე ენათა ლექსიკურ შედგენილობაზე; ზოგ შემთხვევაში იგი
ერთი ენის დიალექტების გამიჯვნის საშუალებასც კი იძლევა. ეთნოლინგვისტური
(ეთნოლინგვისტიკა არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის
ურთიერთობას კულტურასთან) კრიტერიუმების გამოყენებისას ენათა სია
შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

ინდურ ენათა უმრავლესობაზე მეტყველებს მრავალი მილიონი ადამიანი. ეს


ენებია: ურდუ, ბენგალური (ასამის ბენგალური), ბაჰარი, თასავლეთ და
აღმოსავლეთ ჰინდი, მარათჰი, ლაჰნდა, მაითჰილი, გუჯარათი, ორია, სინდჰი,
ნეპალური, სინგჰალეზური, და სხვა.

დარდული ქვეჯგუფის ენები საკმაოდ განსხვავებულია სხვა ინდირი ენებისგან , რის


გამოც მათ ზოგჯერ ირანულ ჯგუფში ათავსებენ ან ცალკე ქვეჯგუფად გამოყოფენ .
ამათგან სამწერლობო ტრადიცია მხოლოდ ქაშმირი ენას აქვს. სამხრეთ აზიაში
მეტყველებენ ირანული ქვეჯგუფის ოთხ ან მეტ ენაზე, მათ შორის არის ბალჯური
და პაშტო ანუ პუშტე იგივე ავღანური.

ინდოირანული ენები წარმოდგენილია სამხრეთ და დასავლეთ აზიაში ირანული


ქვეჯგუფის თითქმის ყველა ცოცხალი ენა, სახელდობრ: სპარსულის სამი
ნორმირეული ვარიანტი (ისინი კონცენტრირებულია ირაანში, ავღანეთსა და
ტაჯიკეთში), პაშტო (ანუ პუშტუ), ქართული, ბალუჯი; ირანისა და აღმოსავლეთის
მოსახლეობის ნაწილი ბაქტრიულ, მუნჯი, შუგნი ენებზე მეტყველებს, ხოლო
იაღნობი ენა მხოლოდ ტაჯიკეტში გვხვდება. კავკასიაში გავრცელებულია:
ოსური, თათური და თალიშური.

ავღანეთში მეტყველებენ ნურსიტანულ (ქაფირულ) ენებზე, რომლებსაც ზოგჯერ


დარდული ქვეჯგუფის წევრებად მიიჩნევენ, ზოგჯერ კი ინდოირანულის ცალკე
განშტოებად. სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გვხვდება ასევე ინდურ ქვეჯგუფში
შემავალი ლაჰადა ენა და აწიკნურის ორი ძალიან განსხვავებული დიალექტი.
(ინდოევროპულ ენათა ცალკე შტოს კი ამ არეალში შეადგენს სომხური ენა. ასევე
გადაშენებული რამდენიმე ენა ესენია: ხეთური, ლუვიური და პალაური.)

42. რომანულ ენათა ოჯახი

ინდოევროპული ენების იტალიური შტო ამჟამად წარმოდგენილია რომანული


ენებით; იტალიკური შტოს რომანულ ქვეჯგუფშიაერთიანებენ ცხრა ცოცხალ ენას
ესეენა: იტალიური, ფრანგული, პორტუგალიური, ესპანური, კატალონიური
(ესპანეთში; კატალონიის დედაქალაქია ბარსელონა), რეტორომანული
(ტიროლში _ ავსტრიის ალპებსა და შვეიცარიაში), რუმინული, ლათინური და
ფრიულური. აქედან ბოლო ორს, როგორც ვიცით ეროვნული ენის სტატუსი არ
გააჩნიათ ისევე, როგორც პროვანულსა და სარდინიულს, რომელთაც აქვთ
ტრადიციული დამწერლობა, რის გამოც ისინი შეიძლება დაემატოს იმ ცოცხალ
ენებს რომლებიც ჩამოვთვალე. სურათს კი ის აართულებს, რომ სარდინიაერთ
დროს პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, ანდორას კი სადაც კატალანურად
მეტყველებენ, ყოველთვისარ ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი.

რომანული ენებისათვის ამოსავალი იყო ამჟამად მკვდარი ლათინური ენა,


სახელდობრ, ხალხური ლათინური ენა (და არა სამწერლო ლათინური).

43. სლავურ ენათა ოჯახი

სლავური შტოს ენებისათვის ლინგვისტური საზღვრების დადგენა რთულია,


რადგან გარდამავალი დიალექტები არსებობს. ცამეტი სლავური სალიტერატურო
ენა შეიძლება განაწილდეს სამ ზონად, შედარებით უკეთესი ურთიერთგაგებინების
მიხედვით. ეს ზონებია: აღმოსავლეთსლავური (რუსული, ბელორუსული,
უკრაინული); დასავლეთსლავური ( პოლონური, კაშუბური, ქვემოსერბული,
ქვემოლუჟიცური, ზემოსერბული, ზემოლუჟიცური, ჩეხური, სლოვაკური) და
სამხრეთსლავური (სლოვენური, სერბულ-ხორვატული,მაკედონური,
ბულგარული).

44. სემიტურ ენათა ოჯახი

სემიტური ენები, სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია გავრცელებული აგრეთვე


დანარჩენი სემიტური ენები, რომლებიც არიან: არაბული, ებრაული,
აღმოსავლეთ-არამეულისა და დასავლეთ-არამეულის დიალექტეები და
ახალი სამხრეთარაბული; გადაშენებულ სემიტურ ენებს შორის სხვებზე მეტად
ცნობილია: ფინიკური, აქადური ( ბაბილონური და ასურული), უგარიტული და
მოაბიტური.

სემიტური ენები სამ ჯგუფად იყოფა: აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულად.


ამ ორ უკანასკნელს ჩვეულებრივ აერთიანებენ დასავლურ სემიტურ ენათა ჯგუფში .

 აღმოსავლურ სემიტური ენებია: ძველი მკვდარი ენები _ ასურული და


ბაბილონური; ასურულსა და ბაბილონურს ერთად აქადურს უწოდებენ.
 II. ჩრიდოლოსემიტური ენები ორ ჯგუფს ქმნის: ქაანურსა და არამეულს.
ქაანური ჯუგფისაა: ფინიკიური, ძველი ებრაული, მოაბიტური. არამეული
ჯგუფისაა: ბიბლიის არამეული, თანამედროვე სირიული, რომელზედაც
აისორები ლაპარაკობენ, მან
 III. სამხრულსემიტური ენები: ჩრდილოარაბული და სამხრულარაბული
(თავისი კილოებით); აბაშური (ანუ ეთიოპიური).დეური...

45. თურქულ ენათა ოჯახი

ძირითადად თურქულ ენებზე მეტყველებენ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. კერძოდ


თურქულზე, აზერბაიჯანულზე, ყუმუხურზე, ნოღაურზე და ყარაჩაულზე.
უპირატესად ჩრდილოეთ აზიაში გავრცელებული ენებიდან აქ გვხვდება
უზბეკური, თურქმანული და ყირგიზული. მონღოლური ოჯახის
წარმომადგენლებიდან სამხრეთ-დასავლეთ აზიაში დასტურდება მოგოლური,
ხოლო დრავიდული ენებიდან_ ბარაჰუი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქული ენები იგივე ალათური ენები ფართოდაა


გავრცელებული მთელ ევრაზიაში, თურქული ენები ძალზედ ერთგავაროვანია.
ცენტრალურ აზიაში სხვებზე მეტად გავრცელებულია თურქული ეენები, რომლებიც
არიან: თურქმენული, უზბეკური, ყირგიზული, ყარაყალფაქური და ყაზახური.
თურქულ ენათა ოჯახს განეკუტვნებიან აგრეტვე იაკუტური, რომელზეც ციმბირის
ჩრდილოეთ ნაწილში მეტყველებენ.

თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაში,


მორფოლოგიასა და სინტაქსში. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის
საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად
განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს
შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ დიალექტებზე მოსაუბრე
მოსახლეობა ჰყავს.

You might also like