You are on page 1of 17

ენათმეცნიერების შესავალი

ლექციის ხელმძღვანელი-რუსუდან ასათიანი

სემინარის ხელმძღვანელი-მარიამ რუხაძე

გამოცდის ხანგრძლივობა-3-4საათი

შეფასება: სულ 40 ქულა,აქედან:

1-2 საკითხი-თემის გაშლა 10-10 ქულა

3 საკითხი- 4 პრაქტიკული დავალება,თითო 5 ქულა

ბილეთი 1

1. ენის რაობა და ფუნქციები


ენა ურთულესი მოვლენაა. იგი იმდენად რთულია, რომ ჭირს კიდეც მკვეთრად შემოვსაღვროთ ენათმეცნიერების
ობიექტი. ასეთი საზღვრების დადგენა მოითხოვს ენის ძირითადი ფუნქციების გარკვევას, ენის გამიჯვნას
არაენობრივი მოვლენებისგან.

ენის ძირითად ფუნქციად განიხილება ექსპრესიული ფუნქცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ ადამიანი
ბგერითი ენის საშუალებით გამოხატავს თავის აზრებს. ყრუ-მუნჯი ამ უნარს მოკლებულია, მაგრამ იგი სხვა
საშუალებებს იყენებს თავისი აზრების გამოსახატავად. ყრუ-მუნჯი ამისათვის ჟესტიკულაციას იყენებს. ნორმალური
ადამიანიც მიმართავს ჟესტიკულაციას,რომელიც გარკვეულ შემთხვევებში კონკურირენციასაც უწევს ბგერით ენას.
თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე. დამწერლობა კი სხვა არაფერია თუ არა იგივე ენა,
უფრო ზუსტად გრაფიკული ენა, რომელიც აუცილებელია გარკვეულ პირობებში.

ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც. ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის საშუალებით ხდება აზრების გაზიარება
ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან მეორესათვის. ენა სოციალური მოვლენაა.
შრომის განაწილება საზოგადოებაში შესაძლებელია, ძირითადად, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოება
იყენებს ენას. საკომუნიკაციო ფუნქცია არ აქვს მარტო ბგერით ენას. ამავე ფუნქციას ასრულებს დამწერლობაც,
ჟესტიკულაცია და სხვ.

ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული. ამ საკითხზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ
ანტიკურ ხანაში. „ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა“. თუ ენასა და კონცეპტუალურ აზროვნებას შორის ისეტი
მჭიდრო კავშირია, რომ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ სიტყვა გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ
ცნებას, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს, მაგრამ მისგან არსებითადაც განსხვავდება. ცნებაც,
ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და ამიტომ მისი აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით
შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას შორის მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი
მენტალური მოვლენაა, ისინი მხოლოდ გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად. განსხვავება კი,
მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენა იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს, ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია
საგნისა ან მოვლენის შესახებ. ამრიგად, ენა ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც პირობითად
აღნიშნავენ საგნებსა და მოვლენებს, ე.ი ენაში მოქმედებს არა იკონიურობის, არამედ პირობითობის პრინციპი.

2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები


ბგერათა ანალიზს, რომლის მიზანია ენაში ფონოლოგიურ დაპირისპირებათა გამოყოფა
ფონოლოგიური ანალიზი ეწოდება.იგი საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ მოცემული ენის ბგერები
სასრული რაოდენობის მკაცრად განსაზღვრულ კლასებად.ყოველი ასეთი კლასის თითოეული წევრი
უპირისპირდება ამავე კლასის სხვა წევრებს ისე,რომ ეს დაპირისპირება არ არის ფონოლოგიურად
ღირებული; ამავე დროს იგი ფონოლოგიურად უპირისპირდება სხვა კლასის წევრებს.მაშასადამე,კლასის
შიგნით ბგერები ურთიერთგამომრიცხავია,სხვადასხვა კლასში შემავალი ბგერები კი
ურთიერთშენაცვლებადი.მაგალითად ქართულში ურთიერთგამომრიცხავი (ვ და f ) ერთ კლასში
შედის,ხოლო ურთიერთშენაცვლებადი (ბ და ფ ) სხვადასხვა კლასში.
ყველა სამეტყველო ბგერის აბსულუტურად ზუსტი აღწერა პრინციპულად შეუძლებელია მათი
პრაქტიკულად უსასრულო სიმრავლის გამო.გარდა ამისა,ბგერათა შორის განსხვავებებს ენაში სხვადასხვა
ფუნქციური დატვირთვა აქვთ და წმინდა ფონეტიკური აღწერა არ იძლევა საშუალებას,გამოვყოთ არსებითი
იმ არა არსებითისაგან,რაც ყოველ ენობრივ გამონათქვამშია წარმოდგენილი.
როდესაც რაღაც ობიექტების კლასიფიკაციას ვახდენთ ჩვენ მათ ვაჯგუფებთ გარკვეული
თვალსაზრისით არსებითი თვისებების მიხედვით და უგულებელვყოფთ არაარსებითს, იმას, რაც შეიძლება
საერთო ჰქონდეს სხვადასხვა ჯგუფის ობიექტებს.სისტემაში ერთი და იმავე ღირებულების მქონე ბგერათა
კლასების გამოყოფა ასახავს იმ კანონზომიერებებს რომლებიც მოცემულ ენაში მოქმედებს.

3.დ) განმარტეთ ტერმინები: ფონემა-ალოფონი

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა,
მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ
ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა.
ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც
შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ფონემების ვარიანტებს ფონები ანუ ბგერები, მაგრამ რადგანაც ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს, ამიტომ
შემოაქვთ ალოფონის ცნება და შესაბამისად ლაპარაკობენ ალოფონების შესახებ.

ალოფონები ორგვარია, ალოფონთა ერთი რიგის არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის


არასტაბილური ხასიათით. სამეტყველო აპარატი, მართალია, სტაბილურია, მაგრამ არც ისე, რომ შეეძლოს
აბსოლუტური სიზუსტით გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა. ერთი და იგივე ინდივიდიც კი სხვადასხვა
მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ბგერებს.

ბილეთი 2

1. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველის ენა

სუბიექტი ამყარებს მიმართბას საგანთა სამყაროსთან,ობიექტურ სინამდვილესთან,აღიქვამს საგანთა


სამყაროს.საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას,რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის
პროცეში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმენბა ნერვულ იმპულსებად, ე.ი
ფიზიოლოგიურ ინფორმაციად.ფიზიოლოგიური ინფორმაცია აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე,
სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად,ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენ ცნობიერებაში
ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით.
ცხოველებს აქვთ უნარი ერთმანეთს გადასცენ გარკვეული ინფორმაცია.ცხოველებს და ფრინველებს
აზროვნების დანაწევრების უნარი არ აქვთ და, ამდენად, არც ენა აქვთ.დანაწევრებული ანუ
კონცეპტუალური აზროვნება გულისხმობს ფონემებს, მაგრამ ფონემები არც ერთი ცხოველის სიგნალებში
არ გამოიყოფა,მაშასადამე მათ არც კონცეპტუალური აზროვნება აქვთ. რადგანაც ცხოველებსა და
ფრინველებს არ აქვთ აზროვნებისა და ბგერების არტიკულაციის უნარი, ამიტომ მათი აზროვნება შეიძლება
იყოს მხოლოდ ვიზუალური.

2. ლ.ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები.

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა


შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან

ე.ი ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი - სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს
ერთპირიანი,ორპირიანი და სამპირიანი.იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი
პირი.ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა.ეს არის ზმნის უნარი

შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა.ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი,ამ


შემთხვევაში ის უვალენტოა.თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია,თუ ორს - ორვალენტიანი.

აქტანტებს წარმოადგენენ სუბიექტი,პირდაპირი და ირიბი ობიექტი.სუბიექტი არის წინადადების


წევრი,რომლის შესახებადაც რაღაც მტკიცდება,ხოლო ობიექტია ის წევრი,რომელზეც ან რომლისთვისაც
ხდება მოქმედება.აქტანტების რაოდენობის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ ზმნის ვალენტობა.

3.დ) განმარტეთ ტერმინები მორფემა და ალომორფი

ენობრივი სისტემის უფრო მაღალ საფეხურზე - მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული


ერთეულები - მორფები.მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები.ერთნაირი მნიშვნელობის მქონე
მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად - მორფემებად.ყოველი ასეთი კლასის წევრებს,ალომორფები
ეწოდებათ.

ბილეთი 3

1.ენა და აზროვნება; აზროვნების ფორმები.

ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული. ამ საკითხზე მსჯელობდნენ
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. „ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა“. თუ ენასა და კონცეპტუალურ
აზროვნებას შორის ისეტი მჭიდრო კავშირია, რომ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ სიტყვა
გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ ცნებას, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს,
მაგრამ მისგან არსებითადაც განსხვავდება. ცნებაც, ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და
ამიტომ მისი აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას შორის
მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი მენტალური მოვლენაა, ისინი მხოლოდ
გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად. განსხვავება კი, მდგომარეობს იმაში, რომ
წარმოდგენა იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს, ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია საგნისა ან
მოვლენის შესახებ. ამრიგად, ენა ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც პირობითად
აღნიშნავენ საგნებსა და მოვლენებს, ე.ი ენაში მოქმედებს არა იკონიურობის, არამედ პირობითობის
პრინციპი.
ადამიანს შეუძლია იაზროვნოს წარმოდგენებით, ე.ი წარმოიდგინოს ესა თუ ის საგნები,თუ
მოვლენები,ამგვარ აზროვნებას ეწოდება - ვიზუალური (ხედვითი).
ადამიანს აქვს სხვაგვარი აზროვნებაც,რომელსაც კოცეფტუალურს ანუ ცნებით აზროვნებასაც
უწოდებენ.აზროვნების ეს ტიპი მთლიანად განპირობებულია ენით.ის ხორციელდება რომელიმე
კონკრეტულ ენაზე.მაგ: ქართვლი ვერ იაზროვნებს ინდიელთა ენაზე ან პირიქით.

3.დ) განასხვავეთ სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება.

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად ყოფილიყო გამიჯნული
სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტივა. ეს მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველი
გახდა. სინქრონია წარმოადგენს ერთ მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი ასახავს მოლაპარაკე სუბიექტის
პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ ერთი მდგომარეობა, იგი იყენებს ენას, რომ არ სჭირდება მისი
ისტორიის ცოდნა.

მაგრამ ენა იცვლება დროში.დღევანდელი ქართული იგივე არაა,რაც მე-5 საუკუნის ქართული. ასევე შეიცვალა
დროში სომხური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური და სხვ. ენის ცვლილება დროში უნდა გავიგოთ
როგორც ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. მე-12 საუკუნის ქართული წარმოადგენდა
გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას,რომელიც ასახულია „ვეფხისტყაოსანში“. ასევე შექსპირის ტრაგედიებში
ასახულია ის სინქრონიული მდგომარეობა, რომელიც ინგლისურს ჰქონდა მე-16 ს-ის მეორე ნახევარში და ა.შ საქმე ისე
არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს სინქრონიული მდგომარეობები ენაში იცვლებოდეს საუკუნეების მიხედვით, რომ
თითქოს ენაში რამდენი საუკუნეცაა იმდენივე სინქრონიული მდგომარეობა. ენა რომ ერთი სინქრონიული
მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს.

სხვადასხვა სინქრონიულ მდგომარეობებს ასახავენ ერთი ენის განვითარებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა ძველი
რუსული და თანამედროვე რუსული, ძველი სომხური და ახალი სომხური, ძველი ფრანგული და ახალი ფრანგული
და ა.შ შეიძლება დავასკვნათ : დიაქრონია წარმოადგენს ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ
მდგომარეობაში გადასვლას. თუ სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი
ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული
მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.

ბილეთი 4

1.ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ
ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ
კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა
შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა ვერც
ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ლინგვისტიკა.
ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინანდ სოსიური. იგი მიუთითებს 4
გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით.

1. ნიშნის პირობითობა - რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია, ამიტომ არ დგას
რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა
თუ ის ცნება.

2. ნიშანთა სიმრავლე - ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს საკუთარი
ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით ქაოსს.

3. ენობრივი სისტემის სირთულე - ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით ყოველდღიურად
სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის გონივრულად შეცვლა ან სუსტემის
ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა
სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.

4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში - ანის მიმართება ინდივიდთან,
როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს ყველას კუთვნილებას
მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური გადახვევა ენობრივი ნორმებიდან
კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში
შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოხდენა.

2.ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია.

ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით შესაძლებელია ენათა


გენეალოგიური კლასიფიკაცია.რომელიც მიზნად ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი
საერთო წარმომავლობის მიხედვით.
მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის მიხედვით ახდენენ.
გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური კლასიფიკაციით,იმის
საჩვენებლად,თუ როგორ შეიჩვალა ენის ტიპი,ან იმ ნიშნის წარმოსაჩენად,რომლებიც საზიარო აქვთ ერთი
ოჯახის სხვადასხვა შტოს ენებს.

3.დ) განასხვავეთ: ენა და მეტყველება.

ერთმანეთისგან განასხვავებენ სამეტყველო ქმედებას, ენასა და მეტყველებას. ენა და მეტყველება


ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის. ამიტომ ძირითდია ენისა და მეტყველების გამიჯვნა ანუ
დიქოტომია.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს, ხოლო მეტყველება - ინდივიდუალურს. ამიტომ
ენა ზეინდივიდუალური კატეგორიაა, იგი თავსმოხვეულია ინდივიდისადმი, ენა ბატონობს ინდივიდზე
ე.ი ენის მიმართება ინდივიდთან იმპერატიულია. ინდივიდი ვერც ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე
ცვლის მას. მეტყველება, პირიქით, ინდივიდის ფუნქციას წარმოადგენს, ინდივიდის მიერ იქმნება. ესაა
ზეპირი დაწერილი ტექსტი, რომლის შექმნა მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდის ცოდნაზე და
ტალანტზე.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დაკვირვებაში ჩვენ გვეძლევა მხოლოდ
მეტყველება და არა ენა. ქართული ან ნებისმიერი სხვა ენა ჩვენ გვეძლევა არა უშუალოდ, არამედ
მხოლოდ ტექსტის (მეტყველების) სახით. ყოველგვარი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზებასაც
მეტყველება ახდენს.

ბილეთი 5

1.ბგერითი და არაბგერითი ენები - სემიოტიკა.

აზრის გამოხატვის ფუნქცია აქვს არა მარტო ბგერით, არამედ სხვა სახის ენებსაც.ამ თვალსაზრისით ბგერითი
ენა არ განსხვავდება სხვა ენებისგან. ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც. ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის
საშუალებით ხდება აზრების გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან
მეორესათვის. ენა სოციალური მოვლენაა. შრომის განაწილება საზოგადოებაში შესაძლებელია, ძირითადად,
მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოება იყენებს ენას. საკომუნიკაციო ფუნქცია არ აქვს მარტო ბგერით ენას.
ამავე ფუნქციას ასრულებს დამწერლობაც, ჟესტიკულაცია და სხვ. განსხვავება ბგერით და არაბგერით ენებს შორის
უფრო ღრმაა და იგი არ დაიყვანება მხოლოდ გარეგნულ გამოხატულებაზე. ეს განსხვავება ჩანს ენის მესამე
საარტიკულაციო ფუნქციაში.სუბიექტი ამყარებს მიმართბას საგანთა სამყაროსთან,ობიექტურ
სინამდვილესთან,აღიქვამს საგანთა სამყაროს.საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას,რომელიც
მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის პროცეში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია
გარდაიქმენბა ნერვულ იმპულსებად, ე.ი ფიზიოლოგიურ ინფორმაციად.ფიზიოლოგიური ინფორმაცია
აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე, სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად,ამიტომ
საგნის აღქმის შედეგად ჩვენ ცნობიერებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით.

2.ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია.

მორფოლოგიური ტიპოლოგია წარმოადგენს ენათა კლასიფიკაციას მორფემათა ტიპების მიხედვით.


იგი განავითარეს XIX საუკუნის დასაწყისში, ძმებმა ფრიდრიხ და ოგიუსტ ფონ შლეგერებმა. დღეისთვის
ენათმეცნიერებაში ამგვარ კლასიფიკაციას უკვე ნაკლები ყურადღება ექცევა.

მორფოლოგიურ ტიპოლოგიაში განარჩევენ ანალიზურ ანუ იზოლირებად და სინთეზურ ენებს.


სინთეზური ენები თავის მხრივ იყოფა აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებდ.

ანალიზურ ანუ იზოლირებად ენებში მორფემები ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად


არსებობს. აქედან გამომდინარე ყოველი იზოლირებული სიტყვა მორფემას წარმოადგენს. ამრიგად,
თითოეული იზოლირებული სიტყვა გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი აფიქსია, რომელიც
ლექსიკური მნიშვნელობის სიტყვის გარეთ დგას. გრამატიკული კატეგორიები განისაზღვრება სიტყვათა
თანმიმდევრობით (მაგ.შემასმენლისა და ქვემდებარის ინვერსია კითხვით ფრაზაში) ან დამატებითი
სიტყვების შემოტანით. ანალიზურ ენებში კონტექსტი და სინტაქსი უფრო მნიშვნელოვანია
ვიდრე მორფოლოგია.

ასეთ ენათა კლასიკურ ტიპს ჩინური და ვიეტნამური ენები წარმოადგენს. ანალიზური ელემენტები


გვხვდება ასევე ინგლისურ ენაშიც.

სინთეზურ ენებში სიტყვათწარმოება ხდება ფუძეზე ერთი ან რამდენიმე მორფემის დამატებით. ამ


მორფემათა ფუძისგან გარჩევა შესაძლოა მეტ-ნაკლებად ადვილი იყოს. სინთეზურ ენებში სიტყვათა
თანმიმდევრობა ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე იზოლირებადი ტიპის ენებში, რადგან ცალკეული
სიტყვები უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებს. აქედან გამომდინარე მორფოლოგია უფრო მეტ
მნიშვნელობას იძენს ვიდრე სინტაქსი.

განასხვავებენ სინთეზური ენების ორ ტიპს, იმისდა მიხედვით, ადვილად განირჩევა თუ არა


ერთმანეთისგან მორფემები. ესენია აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.

აგლუტინაციურ ენებში ყოველი გრამატიკული მნიშვნელობა ერთი ფონეტიკური ფორმით


გამოიხატება, მორფემები ფუძის შემდეგ ერთიმეორის გვერდითაა განლაგებული და სიტყვა ადვილად
იშლება შემადგენელ ნაწილებად.

აგლუტინაციური ენების კლასიკურ მაგალითს თურქული წარმოადგენს, რომელშიც ერთი სიტყვის


ფარგლებში მრავალი მორფემის თავმოყრაა შესაძლებელი. ამავე ტიპს
ეკუთვნის კორეული, იაპონური და ქართულიენებიც.

ფლექსიურ ენებში ძნელია მორფემათა ერთმანეთისგან და ფუძისგან გარჩევა.


ერთ აფიქსში შესაძლოა რამდენიმე მორფემამ მოიყაროს თავი, თავის მხრივ აფიქსები შესაძლოა
ერთმანეთში აირიოს და ურთიერთგავლენა მოახდინონ. მორფემები შესაძლოა გამოიხატოს ტონალობის
შეცვლით ან მახვილით, რისი ფუძისგან გარჩევაც შეუძლებელი ხდება. მორფემა შესაძლოა გამოიხატოს
ასევე ფუძეში ფონეტიკური ცვლილებით.

ძლიერად ფლექსიური იყო არქაული ენები, როგორიცაა სანსკრტი, ლათინური, ბერძნული.


დღეისთვის ინდოევროპული ენების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით ფლექსიურობა ახასიათებს.
ფლექსიურია სლავურიდა ბალტიური ენები.

3.დ) განასხვავეთ ენა და დიალექტი

ენასა და დიალექტს შორის სხვაობას ენათმეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე


განსხვავებულად უდგებოდნენ.მაგალითად, რომანული დიალექტოლოგიის ზოგიერთი წამომადგენელი
(ჰ. შუხარდტი, პ. მეიერი, გ. პარისი, ჟ. ჯილერონი და სხვ.) საერთოდ უარყოფდა დიალექტების
არსებობას. მათი თვალსაზრისით, საერთოდ შეუძლებელია დიალექტის გამოყოფა, რამდენადაც
სპეციფიკური სამეტყველო სხვაობები ვერ ქმნიან სტრუქტურულ ნიშან-თვისებათა მყარ
ერთობას,რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ერთი დიალექტის მეორისაგან ცალსახა გამიჯვნა;
გერმანელი და შვეიცარიელი ენათმეცნიერები კი მიიჩნევდნენ, რომ დიალექტების გამოყოფა-განსხვავება
შესაძლებელია, რამდენადაც სპეციფიკური მეტყველებების მახასიათებლებში შეიძლება გამოიყოს
ბირთვული და პერიფერიული ნიშან-თვისებები და ბირთვული მახასიათებლების საფუძველზე
განისაძღვროს დიალექტის საძღვრები.

ბილეთი 6

1.ნიშნის აგებულება : გამოხატულებისა და შინაარსის პლანი

სემიოტიკის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა ნიშნის პირობითობა. მეცნიერები უძველესი


დროიდან ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რა კავშირია სიტყვის ფორმასა და შინაარსს შორის. დავა
ენიბრივი ნიშნის არსის გარშემო ახალი დროის ლინგვისტიკაშიც გრძელდება.
ტერმინი აღსანიშნი არ გულისხმობს უშუალოდ გარეენობრივი სამყაროს საგნებსა და მოვლენებს.
აღსანიშნი ენისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ეს არის არა საგანი, არამედ ცნება,იდეა საგნის თუ
მოვლენის შესახებ,საგანთა თუ მოვლენათა მთელი კლასის შესახებ. აღსანიშნი უპირისპირდება
აღმნიშვნელს.
აღსანიშნთა ერთობლიობა ჰქმნის შინაარსის პლანს, ხოლო აღმნიშვნელთა ერთობლიობა ენის
გამოხატულების პლანს.
კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშნელს შორის პირობითია. არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არაა
იმისა, რომ H2O ქართულში მაინცდამაინც „წყალი“ ფონემათა მიმდევრობით აღინიშნებოდეს.

3.დ) განასხვავეთ ბგერა და ფონემა.

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა


თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ
ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი,
ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის
განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ბილეთი 7

1.ნიშნის პირობითობის საკითხი

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ


ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე
ისაა, რომ თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ
რატომ არაა შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ
იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ლინგვისტიკა.

ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინანდ სოსიური. იგი მიუთითებს 4
გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით.

1. ნიშნის პირობითობა - რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია, ამიტომ არ


დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ
აღინიშნება ესა თუ ის ცნება.

2. ნიშანთა სიმრავლე - ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს
საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით ქაოსს.

3. ენობრივი სისტემის სირთულე - ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით
ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის
გონივრულად შეცვლა ან სუსტემის ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია
გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება
გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.
4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში - ანის მიმართება
ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს
ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური
გადახვევა ენობრივი ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება
სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოხდენა.

ამრიგად, ენა, მართალია, პირობით ნიშანთა სისტემაა, მაგრამ ენობრივი ნიშნის პირობითობის
თეორია მაინც გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს. საქმე ისაა, რომ ენაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი არ
არის პირობითი, თითქოს ადგილი რჩება ბუნებითობის თეორიისათვისაც. ასე, მაგალითად, სიტყვა
„ყური“ პირობითი ნიშანია და გარკვეული ფიზიოლოგიური ორგანოსი, მაგრამ მისგან ნაწარმოები
„საყურე“ თითქოს აღარ არის პირობითი, რადგანაც „საყურე“ შეიძლება ეწოდოს ისეთ საგანს, რომელიც
ყურისთვის არის დანიშნული. ასევე სიტყვა „ქათამი“ პირობითია, მაგრამ სიტყვა „საქათმე“ თითქოს არა.

3.დ) განასხვავეთ სილაბური და კონსონანტური დამწერლობები

სილაბური დამწერლობა (ბერძ. syllabē - მარცვალი) - მარცვლოვანი დამწერლობა; ფონეტიკური


დამწერლობის სახეობა, რომელშიც ნიშანი (სილაბემა) გადმოსცემს დამოუკიდებელი მარცვლის
წარმომქმნელ ცალკე ხმოვანს ან თანხმოვან და ხმოვან ფონემათა თანმიმდევრულ ჟღერადობას. არსებობს
წმინდა სილაბური და სიტყვიერ-მარცვლოვანი სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბურთაგან
აღსანიშნავია კუნძულ კვიპროსის დამწერლობა, აგრეთვეეთიოპიური და ინდური დამწერლობები
(ქაროშთი, ბრაჰმი და მათგან მომდინარე სისტემები, მათ შორის ტიბეთის, ინდონეზიის). სიტყვიერ-
მარცვლოვან დამწერლობას (სიტყვიერი წერილობითი სისტემისა და სილაბურის შერწყმა)
განეკუთვნება იაპონური, ძველი კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური) და
იეროგლიფური ლუვიური დამწერლობა. სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა შუმერული
იდეოგრაფიულ-ფონეტიკური დამწერლობისაგან მომდინარეობს. იხმარება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა
ხანებიდან. იგი მრავალნიშნიანობითა და დიდი სირთულით ხასიათდება,
ამიტომ გაანბანების ტენდენციამ ადრევე იჩინა თავი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავიასპარსული
სოლისებრი ანბანი.

კონსონანტიური დამწერლობა — ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც


მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები
ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას,
რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის
საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც
კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული. კონსონანტური დამწერლობების შესახებ პეტერ ტ.
დანიელსის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული ნარკვევის შემდეგ კონსონანტური დამწერლობის
აღსანიშნავად პარალელურად გამოიყენება ტერმინი აბჯადიც.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები, ასევე


ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა.
კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან განვითარდა პირველი ხმოვნების
შემცველი ბერძნული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური (ხმოვნიანი) დამწერლობების შექმნას
ევროპაში.

ბილეთი 8

1. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და აზროვნების ფორმები

სუბიექტი ამყარებს მიმართბას საგანთა სამყაროსთან,ობიექტურ სინამდვილესთან,აღიქვამს საგანთა


სამყაროს.საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას,რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის
პროცეში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმენბა ნერვულ იმპულსებად, ე.ი
ფიზიოლოგიურ ინფორმაციად.ფიზიოლოგიური ინფორმაცია აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე,
სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად,ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენ ცნობიერებაში
ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით.
ადამიანს შეუძლია იაზროვნოს წარმოდგენებით, ე.ი წარმოიდგინოს ესა თუ ის საგნები,თუ
მოვლენები,ამგვარ აზროვნებას ეწოდება - ვიზუალური (ხედვითი).
ადამიანს აქვს სხვაგვარი აზროვნებაც,რომელსაც კოცეფტუალურს ანუ ცნებით აზროვნებასაც
უწოდებენ.აზროვნების ეს ტიპი მთლიანად განპირობებულია ენით.ის ხორციელდება რომელიმე
კონკრეტულ ენაზე.მაგ: ქართვლი ვერ იაზროვნებს ინდიელთა ენაზე ან პირიქით.

2. მორფემათა გამოყოფის წესები.

1)სიტყვა უნდა დაიშალოს ორ ნაწილად, ისე ,რომ ყოველ ნაწილს ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა .
2) სიტყვა უნდა დაიშალოს ორ ნაწილად, ისე ,რომ ყოველ ნაწილს ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა და ამ
მნიშვნელობათა ჯამი უნდა ემთხვეოდეს სიტყვის მთლიან მნიშვნელობას.
3)ეკონომიურობის პრინციპი. მაგ. ოქრო - დ და კაც- ად ორივე სწორია.

3.დ) განასხვავეთ კონსონანტური და ანბანური დამწერლობები.

კონსონანტიური დამწერლობა — ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც


მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები
ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას,
რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის
საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც
კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული. კონსონანტური დამწერლობების შესახებ პეტერ ტ.
დანიელსის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული ნარკვევის შემდეგ კონსონანტური დამწერლობის
აღსანიშნავად პარალელურად გამოიყენება ტერმინი აბჯადიც.
კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები, ასევე
ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა.
კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან განვითარდა პირველი ხმოვნების
შემცველი ბერძნული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური (ხმოვნიანი) დამწერლობების შექმნას
ევროპაში.
ანბანური დამწერლობა - ანბანურ დამწერლობაში ასოები არნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს.
ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად
ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს -
შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

ბილეთი 9

1. ანტიკური თეორიები,ნიშნის პირობითობის შესახებ.

ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა ორი ურთიერთსაწინააღდეგო


თვალსაზრისი ნიშნის პირობითობის შესახებ. ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა ერთი ნაწილი ამტკიცებდა,
რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად ჩვენი შეთანხმების მიხედვით. მეორე თვალსაზრისით
საგნების სახელდება ხდება არა შეთანხმების, არამედ მათი ბუნების გათვალისწინებით. ძველმა ბერძენმა
ფილოსოფოსმა პლატონმა ამ პრობლემას სპეციალური დიალოგიც კი მიუძღვნა, სადაც მოტანილია
არგუმენტები, როგორც ერთი, ისე ემორე თეორიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ, მაგრამ პლატონი
ვერცერთ ამ თეორიას ვერ აძლევს უპირატესობას. მეორე დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე
აშკარად ანიჭებდა უპირატესობას ნიშნის კონვენციონალურ თეორიას.
დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ
ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ
თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ
არაა შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ
იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ლინგვისტიკა.

2.ფონემათა გამოყოფის წესები

წესი 1: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარიირების მიმართებაშია, მაშინ ასეთი ორი ბგერა
უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.

წესი 2: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, მაშინ ასეთი ორი
ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.

წესი 3: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია და თუ ასეთი ორი


ბგერა მსგავსია ერთმანეთისა ფონეტიკურად, მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის პოზიციური
ალოფონებია.

ბილეთი 10

1. დამწერლობის ტიპები.

პიქტოგრაფიული დამწერლობა - პირველი დამწერლობა, იქნება ეს ეგვიპტური, შუმერული თუ


ჩინური, პიქტოგრაფიულია. ტერმინი პიქტოგრაფია - „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ, სიტყვებისგან
შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის ისეთ თავისებურებას, რომელსაც პიქტოგრაფიული
დამწერლობა ეწოდება.

პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც


გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ
რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.
იდეოგრაფიული დამწერლობა - იდეოგრაფიული შედარებით მაღალი საფეხურია,რომელიც
პიქტოგრაფიულისგან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ
საგანს, რომელსაც ეს პიქტოგრამა აღნიშნავს. იდეოგრაფიულ დამწერლობას საფუძვლად უდევს
პირობითობის პრინციპი. იდეოგრაფიული დამწერლობით აღინიშნება იდეები, ცნებები და არა ბგერები.
ასეთ იდეოგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები, რომლებსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე
ვკითხულობთ და ისინი ბგერებს არ გამოხატავენ.

იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგრიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ


იდეოგრამებს - იეროგლიფებს.

ანბანური დამწერლობა - ანბანურ დამწერლობაში ასოები არნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს.
ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად
ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს -
შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

2. ფონეტიკა,მისი დარგები და ფონოლოგია.

ფონეტიკა, ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სამეტყველო ბგერებს.


სამეტყველო ბგერა შეისწავლება სამი თვალსაზრისით:
1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგად
წარმოიქმნება მოცემული ბგერა;
2. აკუსტიკურად, ანუ ბგერი ფიზიკური თვისებების მიხედვით.
3. სმენითი შთაბეჭდილების, პერცეფციის მიხედვით.
ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო
დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას.
თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული. ფონოლოგია აღმოაჩინოს,
აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემებს, მათ შორის დისტინქტიურ (განმასხვავებელ) ფონეტიკურ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

3.დ) განასხვავეთ ჟარგონი და დიალექტი.

ჟარგონი მეტყველების ისეთი ნაირსახეობაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა ვიწრო


წრისთვის. ჟარგონი რომელიმე ენის საფუძველზე იქმნება და ამ ენის ხელოვნურად შეცვლილ
ნაირსახეობას წარმოადგენს. ჟარგონს ახასიათებს უცხო სიტყვები, ბარბარიზმები, სემანტიკურად
გადააზრებული, ფრაზეოლოგიური გამოთქმები. ჟარგონი იქმნება ხელოვნური ჩარევის, წინასწარ
გააზრებული სტრატეგიის გარეშე რომელიმე ასაკობრივ ან სოციალურ ჯგუფში. მაგალითად არსებობს
ახალგაზრდული ჟარგონი, ქურდული ჟარგონი და ა.შ.

დიალექტი (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai „ერთად ლაპარაკი“) არის გარკვეული ლიტერატურული


ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც
ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული
რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს
მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის
მატარებლებისთვის.
ძირითადად დიალექტთა ორ ტიპს განასხვავებენ:

1. ლოკალური დიალექტები (ანუ გეოგრაფიული დიალექტები,


რომლებსაც გეოლექტებსაც უწოდებენ), რომელთაც შეისწავლის დიალექტოლოგია. ეს დიალექტები
შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე (მაგ.ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა
რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ არის
სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.
2. სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც სოციოლინგვისტიკა შეისწავლის.

ბილეთი 11

1.ენათმეცნიერების შესწავლის საგანი და ობიექტი;გამოყენებითი ენათმეცნიერება.

თნამედროვე ენათმეცნიერების მისი თეორიული პრინციპებისა და ამოსავალი დებულებების


შესახებ მსჯელობა უნდა დავიწყოთ საზოგადოდ ენის, როგორც თავისთვადი ფენომენის განსაზღვრით.
ენის როგორც აზრის გამოხატვისა და საკომუნიკაციო საშუალების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის
არსებობა. ენათმეცნიერება შეისწავლის ენას წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით.ენის ამგვარი
შესწავლა მნიშვნელოვანია, როგორც გამოყენებითი მიზნებისთვის, ისე ზოგად თეორიული
თვალთახედვით. ენობრივი ფენომენი რომელიც არსებით როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში,
ყოველმხრივ და შეძლებისდაგვარად სრულად უნდა იქნეს შესწავლილი. რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით
იმას თუ რას წარმოადგენს ენობრივი სისტემა,როგორია მისი აგებულება და როგორ ფუნქციონირებს
იგი,მით უკეთ შევიცნობთ ჩვენს თავს და ჩვენს ადგილს სამყაროში.
ტერმინი გამოყენებითი ენათმეცნიერება შეიქმნა მე-20 საუკუნის 20იან წლებში. როდესაც დღის
წესრიგში დადგა მკაცრი მეთოდებით პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის საკითხი. გამოყენებითმა
ენათმეცნიერებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ენათმეცნიერებაში
გამოიკვეთა ენობრივი სტრუქტურების ფორმალურ- ალგორითმული მეთოდით შესწავლის ტენდენცია
და შეიქმნა პირველი ელექტრონულ გამომთვლელი მანქანები.

2.ფონი,ფონემა და ალოფონთა სახეები.

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა


თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ
ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი,
ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის
განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ფონემების ვარიანტებს ფონები ანუ ბგერები, მაგრამ რადგანაც ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს,
ამიტომ შემოაქვთ ალოფონის ცნება და შესაბამისად ლაპარაკობენ ალოფონების შესახებ.

ალოფონები ორგვარია, ალოფონთა ერთი რიგის არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის


არასტაბილური ხასიათით. სამეტყველო აპარატი, მართალია, სტაბილურია, მაგრამ არც ისე, რომ
შეეძლოს აბსოლუტური სიზუსტით გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა. ერთი და იგივე ინდივიდიც კი
სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ბგერებს.

3.დ) განასხვავეთ ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპოზიციები.


დაუნაწევრებელი ბგერების ფონემებად გარდაქმნას აპირობებს აზროვნების დანაწევრების
მოთხოვნილება. ფონოლოგიაც ბგერას იკვლევს. ისევე როგორც ფონეტიკა, მაგრამ სრულიად სხვა
თვალსაზრისით. ფონოლოგია ბგერებს იკვლევს ფუნქციონალური თვალსაზრისით. კონკრეტულ ენაში
ბგერით ოპოზიციათა ერთი ნაწილი შეიძლება ფონოლოგიური აღმოჩნდეს მეორე კი არაფონოლოგიური.
თუ ბგერითი ოპოზიცია მოცემულ ენაში სიტყვებს განასხვავებს ერთმანეთისგან ის
ფონოლოგიურია,ხოლო თუ არ განასხვავებს არაფონოლოგიური. ამრიგად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს,
როგორც ფონოლოგიური , ისე არაფონოლოგიური ოპოზიციები. ამიტომ ფონემა წარმოადგენს
სიტყვათგანმასხვავებელ ერთეულს.

ბილეთი 12

1. ისტორიულ - შედარებითი მეთოდი; ენათა ნათესაობა.

ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანაა ენათა შესწავლა, მათი ნათსაობის


დადგენა, ასევე საკვლევი ენის ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა.
ენათა ნათსაობის დადგენის კრიტერიუმებია : 1. ენათა ნათესაობის დადგენა.
2. ფუძე ენის რეკონსტრუქცია . 3. განსაზღვრა იმ გზისა ფუძე ენიდან თანამედროვე მონათესავე ენებამდე.
ენათა ნათსაობის დადგენა ხდება რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების საფუძველზე. ენათა
ნათესაობის დადგენის დროს არ ენიჭება მნიშვნელობა შემთხვევით მსგავსებებს ენებს შორის, ასევე არ
ენიჭება მნიშვნელობა ხმაბაძვით სიტყვებს, რომლებიც სხვადასხვა არამონათესავე ენებშიც მსგავსია. არ
ენიჭება მნიშვნელობა ასევე, არც სხვა ენებიდან ნასესხებ სიტყვებს, თუ კი ის თავად ფუძე ენაში არ არის
ნასესხები.

2.მორფი,მორფემა და ალომორფთა სახეები.

ფონოლოგიური ანალიზის შედეგად გამოიყოფა შემდეგი ენობრივი ერთეულები: ფონი,ფონემა და


ალოფონი. ამის მსგავსად მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები
მორფები,მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები
ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად მორფემებად. ყოველი ასეთი კლასის წევრებს ალომორფები
ეწოდებათ. მაშასადამე, მორფემა ერთიდა იმავე მნიშვნელობის მქონე მორფების ერთობლიობაა.
ენათმეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ტიპის მოფემათა ალომორფულ
შემადგენლობას,ალომორფებს შორის არსებულ მონაცვლეობებს და იმ ფონოლოგიურ ცვლილებებს,
რომლებიც ვლინდება მორფემათა ურთიერთ დაკავშირების დროს მორფოფონოლოგია ეწოდება.

3.დ) განასხვავეთ სიღრმისეული და ზედაპირული სტრუქტურები.

ამოსავალი კონსტრუქციები და ძირითად ტრანსფორმაციათა ჩამონათვალი ჰქმნის ენის


სიღრმისეულ სტრუქტურას, რომელიც აბსტრაქტულად აღწერს წინადადების აგებულებას. ის
უნივერსალურია და შესაძლებლობას იძლევა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე, მაგრამ სინტაქსურად
განსხვავებული კონსტრუქციების სახით წარმოდგენილი წინადადების სიღრმისეული ერთიანობა იქნეს
წარმოჩენილი. ზედაპირული კონსტრუქცია ამ სიღრმისეული მიმართებების კონკრეტული ენობრივი
რეალიზაციაა და პირდაპირ კავშირშია გამონათქვამის ბგერით მხარესთან. ერთსა და იმავე სიღრმისეულ
სტრუქტურას შეიძლება სხვადასხვა ზედაპირული კონსტრუქცია შეესაბამებოდეს. ზედაპირული
კონსტრუქციები განსხვავებულია, როგორც კონკრეტულ ენათა მიხედვით, ისე ერთი ენის ფარგლებშიც.

ბილეთი 13

1.ქართული დამწერლობა

ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მეტად მწირია. XIს-ის


ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წაროშობის თარიღად ძვ.წ 3
საუკუნეს მიიჩნევს, მაგრამ გასარკვევია, თუ როგორი დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის
დამწერლობაა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან დოკუმენტურად არის
დადასტურებული, თუ სხვა, რომელსაც ცჰვენამდე არ მოუღწევია.
მართალია, ჩვენში გავრცელებულია ლეგენდა, რომ საკუთარი დამწერლობა მხოლოდ 14-ია და მათ
შორის არის ქართულიც, მაგრამ თუ თვალს გავადევნებთ დამწერლობის წაარმოშობისა და გავრცელების
ისტორიას, ვნახავთ, რომ საკუთრი დამწერლობის შექმნა მხოლოდ სამმა ხალხმა (ეგვიპტელებმა,
შუმერებმა და ჩინელებმა) შეძლო. ყველა სხვა დამწერლობა, იქნება ეს ფინიკიური, ბერძნული, არამეული,
არაბული და სხვა, ამ დამწერლობების განშტოებებია, მათი ტრანსფორმაციის გზით წარმოქმნილი
გრაფიკული სისტემებია.
ანტიკური პერიოდის ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა შრომებში მოცემული ცნობების მიხედვით
შეიძლება ვილაპარაკოთ კოლხური დამწერლობის შესახებაც. დამწერლობა იბერიასა და კოლხეთში უნდა
გვქონოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაგრამ ქრისტიანობის შემოღების შემდეგ მაინც ახალი
დამწერლობა შეიქმნა.
სომეხი ისტორიკოსი კორიუნი ამბობს, რომ ქართული ანბანი შექმნა მე5 საუკუნის სომეხმა მოღვაწე
მესროპ-მაშტორცმა, მაგრამ ივ.ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ კორიუნის ეს ცნობები გვიანდელი
ფალსიფიკაციაა, რადგან მე-5 საუკუნის სომეხი მემატიანე ვრცლად საუბრობს მესროპ-მაშტორცზე, ტუმცა
ქარტული ანბანის შექმნაზე არაფერს ამბობს. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა მესროპ-მაშტორცმა ტვიტონ
არ იცოდა ქართული ენა, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას მის მიერ ქართული ანბანის შექმნას.
ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ მის განვითარებაში სამი
საფეხური გამოიყო : 1. მრგლოვანი (5-8სს) 2. ნუსხური (9ს) 3. მხედრული (10ს-დან დღემდე).

2.ენათა სინტაქსური კლასიფიკაცია - ერგატიული, ნომინატიური, აქტიური ენები;

ნომინატიურია სისტემა სადაც გარდაუვალი და გარდამავაი ზმნის სუბიექტი ბრუნვსი მიხედვით


ერთმანეთს ემთხვევა. ამავე თვალსაზრისით მათგან განსხვავებულია პირდაპირი ობიექტი. ერგატიული
სისტემა, თუ გარდაუვალი ზმნის სუბიექტი პირდაპირ ობიექტს ემთხვევა და არა გარდამავალი ზმნის
სუბიექტს. ნომინატიურ სისტემაში სპეციალური ბრუნვით გამოიხატება პირდაპირი ობიექტი,ხოლო
ერგატიულ სისტემაში გარდამავალი ზმნის სუბიექტი. ეს სპეციალური ბრუნვაა ერგატივი. ამიტომ
ნომინატიურ სისტემაში ზედმეტია ერგატივი. ხოლო ერგატიულ სისტემაში აკუზატივი. არსებობს ისეთი
ენებიც სადაც,იმპერფექტულ დროებთან ნომინატიური სისტემა გვაქვს, ხოლო პერფექტულ დროებთან
ერგატიული. როგორც ვხედავთ ამ ენებში, სადაც ნომინატიური და ერგატიული სისტემები ერთმანეთთან
თანაარსებობენ, მათ გავრცელების სხვადასხვა არე აქვთ და ამიტომ ერთმანეთში არ ირევიან.
ბოლო დროს ენათმეცნიერებაში არსებითად შეიცვალა მდგომარეობა, რადგანაც ენათა უფრო ღრმა
კვლევამ აჩვენა საოცარი მსგავსებები ენებს შორის. აღმოჩნდა რომ ჩვენს პლანეტაზე არსებული ენობრივი
სტრუქტურები იზომორფულია და ისინი უნივერსალური ენობრივი სტრუქტურის ვარიანტებს
წარმოადგენენ. ამ ახალი თვალსაზრისით ენაში წარმოდგენილი ყოველგვარი კონკრეტული ფაქტის მიღმა
იმალება რაღაც უნივერსალური კანონზომიერება, რომლის კერძო რეალიზებასაც წარმოადგენს ესა თუ ის
ენობრივი მოვლენა.

3.დ) განასხვავეთ: პირიანობა ახალი გაგებით და ვალენტობა.

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა


შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან

ე.ი ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი - სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს
ერთპირიანი,ორპირიანი და სამპირიანი.იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი
პირი.ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა.ეს არის ზმნის უნარი

შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა.ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი,ამ


შემთხვევაში ის უვალენტოა.თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია,თუ ორს - ორვალენტიანი.

ბილეთი 14

1. სიტყვის აგებულება : ძირი,ფუძე აფიქსი და აფიქსთა სახეები; ფლექსია - დერივაცია.

შედარებით მცირერიცხოვანი მორფები, რომლებიც უკავშირდება პირველი ჯგუფის მორფს ან


პირველი და მეორე ჯგუფის მორფების მიმდევრობას ფლექსიური კონსტრუქციების
საწარმოებლად,ისინი ყოველთვის ბმულია. მაგ. კაც - მა, დიდ - მა და ა.შ . პირველ ჯგუფში
გაერთიანებულ მორფებს ძირები ეწოდება, დანარჩნებს აფიხსები. ფლექსიური აფიქსები შეიძლება
დაუკავშირდნენ დერივაციული აფიქსებით გართულებულ ძირს - ფუძეს. ფუძე არის სიტყვის ის ნაწილი,
რომელიც იწარმოება ძირზე დერივაციული აფიქსების დართვით, იგი უცვლელია ერთი ფლექსიური
პარადიგმის ფარგლებში. ყოველი ძირი ამავე დროს შეიძლება ფუძეც იყოს, მაგრამ ყოველი ფუძე არ არის
ძირი, ის შეიძლება ერთზე მეტ მოფრს შეიცავდეს.
ძირის მიმართ ადგილის მიხედვით აფიქსები იყოფა შემდებ ჯგუფებად : სუფიქსი - ბოლოსართი ,
პრეფიქსი - თავსართი , ინფიქსი - რომელიც ხლეჩს ძირს და ჩაერთვის მასში.
ფუნქციის მიხედვით განარჩევენ ორი ტიპის მორფოლოგიურ კონსტრუქციებს. თუ რთული ფორმა
მარტივი ერთ მორფიანი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტია მაშინ ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა
მასში შემავალი მარტივი ფორმისგან მიღებულია დერივაციით ანუ წარმოქმნით.
თუ რთული ფორმა არ არის მარტივი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტი მისთვის
დამახასიათებელ არც ერთ კონსტრუქციაში, ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა მასში შემავალი მარტივი
ფორმისგან მიღებულია ფლექსიით ანუ მიმოხრით.

2.უშუალო შემადგენელთა მეთოდი.

ამოსავალი, ბირთვული კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს, რომელიც აღიწერება


უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი წესებით. ეს წესები ასახავენ წინადადების წარმოშობის
პროცესს და თავისი ხასიათით ბინალურნი არიან, ანუ ყოველ საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ- ნაბიჯ
ყოველი ერთი ერთეული იშლება გადაიწერება ორ ერთეულად.ეს გაშლის პროცესი გრძელდება მანამ,
სანამ არ მიიღება წინადადების შესაბამისი აბსტრაქტული კატეგორიებითა და სიმბოლოებით
განსაზღვრული სტრიქონი. ძირითადად კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოებია : S - წინადადება , NP -
სახელური ფრაზა , VP - ზმნური ფრაზა, N - სახელი, V - ზმნა , A - განსაზღვრება, ADV - გარემოება .

3.დ) განასხვავეთ : ფონემა- მორფემა - სიტყვა ;

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა


თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ
ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი,
ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის
განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.
ენობრივი სისტემის უფრო მაღალ საფეხურზე - მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული
ერთეულები - მორფები.მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები.ერთნაირი მნიშვნელობის მქონე
მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად - მორფემებად.ყოველი ასეთი კლასის
წევრებს,ალომორფები ეწოდებათ.
თავისუფალი ფომრა სიტყვაა. ტერმინი სიტყვა მიზანშეწონილია ვიხმაროთ არამარტო უმცირესი
თავისუფალი ფორმის მიმართ, არმედ თავისფულა ფორმათა ზოგიერთი კომბინაციის მიმართაც. სიტყვა,
რომელიც თუნდაც ერთ ბმულ ფორმას შეიცავს - რთული ფორმა ეწოდება. ფორმა, რომელიც შედგება
უფრო მცირე თავისუფალი ფორმებისგან შედგენილი ფორმაა .

ბილეთი 15

1.ferdinand de sosiuris Tezisi niSnis pirobiTobis Sesaxeb.

ferdinand de sosiuri migviTiTebs oTx garemoebaze,romlebic xels uSlian enobriv niSanTa cvlas Cveni neba-survilis
mixedviT. Ees garemoebebia:

1) TviTon niSmis pirobiToba. Radganac kavSiri aRsaniSnsa da aRmniSvnels Soris pirobiTia, amitom ar dgas
racionalurobis sakiTxi. Secvla mxolod im SemTxvevaSia racionaluri,rodesac ufro uaresi ufro ukeTesiT icvleba.

2) niSanTa simravle. yovel enaSi niSanTa raodenoba ramdenime aTeuli aTasia. amitom Tu niSnebs sakuTari
neba-survilis mixedviT SevcvliT, Sedegad miviRebT qaoss.

3) Enobrivi sistemis sirTule. Ena metad rTuli sistemaa, magram imaT,vinc am sistemiT yoveldRiurad
sargeblobs, warrmodgena ar aqvT am sistemis Sesaxeb.

4) Enobrivi koleqtivis winaaRmdegoba yovelgvari siaxlis mimarT enaSi. Enis mimarTeba individTan,
imperaqtiulia, radganac ena socialuri movlenaa.

Ena marTalia pirobiT bgeriT niSanTa sistemaa, magram enobrivi niSnis pirobiTobis Teoria mainc
garkveul dazustebebs saWiroebs.

2.ტიპოლოგიური ენათმეცნიერება

You might also like