You are on page 1of 41

2021 - 2022

სარჩევი

რექტორის მიმართვა 3
ილიაუნი 4
ისტორია 4
ღირებულებები 4
ხედვა 5
მისია 5
ფაქტები 5
აკადემიური კალენდარი 6
ბაკალავრიატის სტანდარტი 7
საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა 7
დამატებითი სპეციალობა 8
სწავლის საფასური 9
სწავლის საფასურის გადახდა 10
სახელმწიფო სტიპენდია 13
გრანტის გაუმჯობესება 13
სწავლის საფასურის დაფინანსების შესაძლებლობები: 13
არგუსი 14
რა არის არგუსი? 14
როგორ შევიდეთ არგუსის სისტემაში? 15
სასწავლო კრედიტი 19
როგორ ავირჩიოთ სასწავლო კურსი? 19
ფინანსური ინფორმაცია არგუსში 20
განცხადებების სისტემა 20
შეტყობინებები 21
რეზიუმე 22
ONLINE ILIAUNI 24
უნაბოტი 24
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი 25
საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა 25
გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება 26
უნივერსიტეტის ოფიციალური ჯგუფი ფეისბუქზე – ილიაუნი Q & A 27
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნების რეგისტრაცია* 27
სტუდენტური კლუბები 28
პროექტის ინიცირება და დაფინანსების მოპოვება 29
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების სერვისები 30
სპორტი 32
გაცვლითი პროგრამები - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური 33
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სივრცე 34
UNILAB ILIAUNI 34
FABLAB ILIAUNI 34
Zoomout პრეაქსელერატორი 34
ბიბლიოთეკა 35
დარბაზების მუშაობის განრიგი 36
კომპიუტერული რესურსცენტრების მუშაობის განრიგი 36
საჭირო ბმულები 36
წიგნის სახლი „ლიგამუსი“ 37
ილიაუნის თეატრი 37
უნიფუდი 37
ფაკულტეტების საინფორმაციო ცენტრები 38
ადმინისტრაცია 39

2|
რექტორის მიმართვა

გილოცავ,

შენ ილიაუნელი ხარ და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, სტუდენტობას, ილიას


სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარებ.
ჩვენი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები ლიბერალური განათლების პრინციპებს
ეფუძნება. შენ მიიღებ
ერთი მხრივ, ფართო განათლებას, რომელიც დაგეხმარება მოვლენების ანალიტიკური
განსჯისა და ღირებულებითი შეფასების, ასევე ცოდნის სწრაფად განახლების უნარების
ჩამოყალიბებაში.
მეორე მხრივ, ღრმა ცოდნას იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც თავად აირჩევ.
პროგრამების ამ თავისებურებების გამო, სწავლის დასრულების შემდეგ შენ მზად
იქნები არა მხოლოდ პროფესიული კარიერისთვის, არამედ პიროვნული და სამოქალაქო
პასუხისმგებლობისთვისაც.
პირველკურსელის გზამკვლევი შეიქმნა იმისათვის, რომ სწრაფად გაერკვე საუნივერსიტეტო
გარემოში: მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია აკადემიურ მოთხოვნებზე, სასწავლო პროცესზე,
საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე როგორც აუდიტორიაში, ისე მის გარეთ, ასევე შესაძლებლობებზე,
რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ.
ახალ გარემოში გარკვევის პროცესში შეიძლება სირთულეებს წააწყდე. სწორედ ამიტომ
გზამკვლევის ბოლოს მოცემულია უნივერსიტეტში არსებული სამსახურების საკონტაქტო
ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში თამამად მიმართო მათ დახმარებისთვის. არ
მოგერიდოს, ეს შენი უფლებაა!
გამოიყენე ყველა შესაძლებლობა – ნუ შემოიფარგლები მხოლოდ სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებულ ლექციებზე სიარულით. ჩვენთან მუდმივად ტარდება როგორც ილიაუნის
პროფესორების, ისე მოწვეული სტუმრების საჯარო ლექციები, სემინარები, ზამთრისა და
საზაფხულო სკოლები, რომლებში მონაწილეობამაც შეიძლება ახალი ინტერესები გაგიღვივოს
და წარმატების მოულოდნელი შესაძლებლობები გაგიხსნას. ჩაერთე საუნივერსიტეტო კლუბების
აქტივობებში, განახორციელე შენი იდეები და, რაც მთავარია, არ მოერიდო შენგან განსხვავებულ
ადამიანებთან ურთიერთობასა და მეგობრობას.
ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ საინტერესო იდეების განხორციელებაში, მოვისმინოთ შენი
შენიშვნები თუ რჩევები. ილიაუნი ახალგაზრდა უნივერსიტეტია და ის შენთან ერთად უნდა
გაიზარდოს და გახდეს კიდევ უფრო წარმატებული.
გილოცავ კიდევ ერთხელ და გისურვებ ნაყოფიერსა და საინტერესო ოთხ წელიწადს ილიაუნიში.

გიგა ზედანია, რექტორი


rector.office@iliauni.edu.ge

3|
ილიაუნი

ისტორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაფუძნდა განსხვავებული და
ხანგრძლივი ისტორიის მქონე 2 უნივერსიტეტისა და 15-მდე კვლევითი თუ
საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანების შედეგად. ამჟამად ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო
დაწესებულებაა საქართველოში.

ღირებულებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის
საფუძვლების შექმნაში უმაღლესი განათლების როლის გათვალისწინებით, 2018-2024
წლების სტრატეგიას აფუძნებს შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებზე:

4|
ილიაუნი

ხედვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წელს იქნება
საქართველოსა და რეგიონში წამყვანი და სწრაფად მზარდი
კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით
ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი
ხარისხის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და
საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძვლებს.

მისია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს
ცოდნის შექმნა, გადაცემა და გამოყენება მეცნიერების
წინსვლისა და საზოგადოებრივი განვითარებისთვის როგორც
ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია ეყრდნობა


ერთიანობის სამ პრინციპს:

კვლევისა და სწავლების ერთიანობა


ზოგადი განათლებისა და სპეციალიზაციის ერთიანობა
უნივერსალურისა და ლოკალურის ერთიანობა

5|
აკადემიური კალენდარი

15

18.10.2021 12.02.2022 25.12.2021 07.01.2022 14.02.2022 05.03.2022

21.03.2022 02.07.2022 04.07.2022 23.07.2022

2021 - 2022 წლის აკადემიური კალენდარი 6|


ბაკალავრიატის სტანდარტი

* გარდა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამისა. 7|


ბაკალავრიატის სტანდარტი

8|
სწავლის საფასური

2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული


საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს.
სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო, სოციალური ან სხვა
ტიპის გრანტი/დაფინანსება, იხდის სხვაობას სწავლის საფასურის დადგენილ ოდენობასა და
მოპოვებულ გრანტს/დაფინანსებას შორის.
სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას,
რომელშიც დეტალურადაა გაწერილი სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული
საკითხები და სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ხელშეკრულებით განსაზღვრული
საფასურის გადახდის ვადები და პირობები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხელშეკრულების
გაფორმების დროს აირჩიონ გადასახადის გადახდის მათთვის სასურველი გრაფიკი და სასწავლო
წლის სწავლის საფასური გადაიხადონ:

,8
ასევე სტუდენტს უფლება აქვს მომდევნო, ნებისმიერ სემესტრში (სწავლის დაწყებამდე)
მოითხოვოს არჩეული გრაფიკის ცვლილება. საამისოდ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების
ცვლილება და სტუდენტის ხელმოწერით დადასტურდეს ახალი გრაფიკის არჩევის ფაქტი.
ყველა სტუდენტმა უნდა იხელმძღვანელოს სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული გადახდის
ვადებით და საფასურის შესაბამისი ოდენობა დაფაროს არაუგვიანეს გადახდის თარიღისა.
სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი მოცემულია „არგუსის“ სისტემაშიც
(იხ. სქრინი).

9|
სწავლის საფასური

„არგუსის“ ფინანსური ინფორმაცი მოიცავს 4 (ოთხი) ბლოკს: ბალანსი (მიმდინარე თარიღის


მდგომარეობით), გადახდის გრაფიკი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის
საფასურის გადახდის ბოლო თარიღების მითითებით), შეტანილი თანხები (ჩარიცხვის დღიდან
მიმდინარე თარიღამდე თითოეული ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია) და გადახდის ინსტრუქცია
(დეტალური ინფორმაცია სწავლის საფასურის გადახდის გზების შესახებ).
გაითვალისწინეთ, რომ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტს ყოველ ჯერზე ერიცხება ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და შესაძლოა
შეეზღუდოს „არგუსზე“ წვდომა.

სწავლის საფასურის გადახდა


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტთა სწავლის საფასურის აღრიცხვის
ელექტრონული (ბილინგის) სისტემა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლის
საფასური საბანკო დაწესებულებების, ონლაინპორტალებისა და სწრაფი გადახდის აპარატების
მეშვეობით გადაიხადონ.

პარტნიორი ბანკები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საბილინგო კავშირი აქვს შემდეგ ბანკებთან:
ბაზისბანკი (გადახდა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე);
გარეშე)
საქართველოს ბანკი;
თიბისი ბანკი;
ქართუ ბანკი;
კრედო ბანკი;
ვითიბი ბანკი;
პაშა ბანკი.

*„ბაზისბანკის“ საშუალებით სწავლის საფასურის გადახდისას, ჩვენი სტუდენტები ისარგებლებენ შეღავათით 10 |


და არ გადაიხდიან დამატებით საკომისიოს.
სწავლის საფასური

სწავლის საფასურის გადახდის სხვა გზები


სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, ასევე საბილინგო სისტემაში ჩართული:
TBC PAY-ის აპარატებით (საკომისიო: ფიქსირებული 1 ლარი)
ონლაინპორტალზე Mypay.ge (საკომისიო: გადახდილი თანხის 1%)
ონლაინპორტალზე Oppa.ge (საკომისიო: ფიქსირებული 1 ლარი)
ბილინგის სისტემაში ჩართული პარტნიორი ბანკებიდან, აპარატებიდან და ონლაინპორტალები-დან
გადახდილი თანხა მაშინვე აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ სისტემაში.

სწავლის საფასურის გადახდის რეკვიზიტები


სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურს იხდით პარტნიორი ბანკებიდან, შეგეძლებათ დამატები-
თი რეკვიზიტების გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე განაგრძოთ გადახდა.
იმისათვის, რომ გადახდილი თანხა აისახოს თქვენს საუნივერსიტეტო ანგარიშზე, დანიშნულებაში
სავალდებულოდ მისათითებელია შემდეგი ინფორმაცია:
სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი;
სწავლების საფეხური.
მხოლოდ იმ სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც სწავლების საფეხურზე ორი პროფილი აქვს -
ბანკში გადასახადის გადახდისას ბანკის თანამშრომელს უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი;
სწავლების საფეხური;
აბონენტის კოდი.
აბონენტის კოდი შედგება თქვენი პირადი ნომრისა და პროფილის ორციფრიანი ნომრისაგან.
მაგ: XXXXXXXXXXX-02. აბონენტის კოდი მითითებულია თქვენს „არგუსში“. მის მოსაძებნად,
„არგუსის“ ზედა, მარჯვენა კუთხეში მოცემული საინფორმაციო ველიდან უნდა აირჩიოთ
სასურველი მიმართულება/საფეხური და მასზე გადართვის შემდეგ თქვენს სახელსა და გვარზე
დაწკაპუნებით გამოიძახოთ საკუთარი პროფილი. აბონენტის კოდი პროფილის პირველ სვეტში
მოცემული Billing ID-ია.
სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურს იხდით სხვა ნებისმიერი არხით, დაგჭირდებათ
შემდეგი რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი: 204861970
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708997289
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
გადახდის დანიშნულება: სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სწავლების საფეხური.

დამატებითი ინფორმაცია
სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული განცხადებები უნდა გამოიგზავნოს ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის სახელზე არგუსის შესაბამისი ბლანკიდან ან მეილზე info@iliauni.edu.ge

11 |
სწავლის საფასური

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ფაკულტეტს:

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი


ელფოსტა: arts_sciences@iliauni.edu.ge;
ტელ.: 032 2 22 00 09 (707)

ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი


ელფოსტა: bte@iliauni.edu.ge;
ტელ.: 032 2 22 00 09 (180)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი


ელფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge;
ტელ.: 032 2 22 00 09 (115)

სამართლის სკოლა
ელფოსტა: lawfaculty@iliauni.edu.ge;
ტელ: 032 2 22 00 09 (301)

ან შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტს


ელფოსტა: billing@iliauni.edu.ge;
ტელ.: 032 2 22 00 09 (113)

12 |
სახელმწიფო სტიპენდია

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში, აქტიური სტატუსის მქონე


წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ სტიპენდია, რომლის მოცულობაც
თვეში 150 ლარია.
სტიპენდიატთა შერჩევა სასწავლო წლის განმავლობაში ხდება ორჯერ სემესტრის დასაწყისში
გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

გრანტის გაუმჯობესება
სტუდენტებს ეძლევათ უფლება, გაიუმჯობესონ სახელმწიფო დაფინანსება. იმ შემთხვევაში თუ
თქვენ არ გაქვთ გრანტი, ან მოპოვებული გაქვთ ნაწილობრივი დაფინანსება (50% ან 70%),
შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე, რომელსაც შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს, და გაიუმჯობესოთ არსებული გრანტი.
გაითვალისწინეთ: თუ გამოცდაზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, არსებული გრანტი
შეგინარჩუნდებათ და ცვლილება არ მოხდება.
მოხდება

სწავლის საფასურის დაფინანსების შესაძლებლობები:


სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით მონაწილეობა
მიიღონ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ყოველწლიურ სოციალურ
პროგრამაში, რომელიც უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის სრულ დაფინანსებას
გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად).

სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადები მიიღება


მხოლოდ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.mes.gov.ge
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ელექტრონულ პორტალს: http://socreg.mes.gov.ge
გაითვალისწინეთ: თუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას,
მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ
ხაზს: 032 2 200 220
სოციალურად დაუცველმა და/ან წარმატებულმა სტუდენტებმა, სწავლის საფასურის დაფინანსების
თხოვნით, შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებსა და კერძო
სამართლის იურიდიულ პირებს.
სტუდენტებს, რომლებიც ელოდებიან სწავლის საფასურის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო
სამართლის იურიდიული პირებისგან და უნივერსიტეტი სტუდენტის ან თავად დამფინანსებლისაგან
მიიღებს ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, გადაეწევათ შესაბამისი სემესტრის საფასურის
გადახდის ვადა: შემოდგომის სემესტრში 31 დეკემბრამდე, ხოლო გაზაფხულის სემესტრში – 30
ივნისამდე. ამ პერიოდში სტუდენტს არ ერიცხება ჯარიმები და არ ეზღუდება წვდომა „არგუსზე“.
ხსენებული თარიღების დადგომამდე სტუდენტი ვალდებულია თავად დაფაროს არსებული
დავალიანება, თუკი ვერ მიიღებს დაფინანსებას. სხვა შემთხვევაში დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა,
რომელიც მოხსნას არ ექვემდებარება.

13 |
არგუსი

რა არის არგუსი?
არგუსი არჩევანის უზრუნველყოფის ელექტრონული სისტემაა, რომელიც სპეციალურად
ილიაუნის სტუდენტებისთვის შეიქმნა და მათ სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და
ინფორმირებულობაში უწყობს ხელს.

არგუსის მუშაობის რეჟიმი და ვადები


არგუსს აქვს მუშაობის ორი რეჟიმი:
არჩევის
საინფორმაციო

არგუსის არჩევის რეჟიმი


გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სასწავლო კურსები. არგუსი
არჩევის რეჟიმში ირთვება ყოველი სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და ჩართულია
სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.

არგუსის საინფორმაციო რეჟიმი გაძლევთ შესაძლებლობას


მიიღოთ ინფორმაცია
სალექციო კურსის ელექტრონულ მასალებზე;
შუალედური შეფასებების, სემესტრის ბოლოს კი ყველა სასწავლო კურსის საბოლოო
შეფასებებზე;
სწავლის პროცესში დაგროვილ კრედიტებზე;
ფინანსურ დავალიანებაზე;
ბიბლიოთეკის დავალიანებაზე;
საუნივერსიტეტო სიახლეებზე;
ცხრილზე.

გქონდეთ სრული ხედვა უნივერსიტეტში არსებული ყველა


პროგრამის სტრუქტურისა;
სასწავლო კურსის სილაბუსისა;
სასწავლო კურსის სასწავლო მასალისა.

მართოთ პირადი პროფილი:


შეადგინოთ რეზიუმე;
მოითხოვოთ რეკომენდაცია ლექტორებისაგან;
ნახოთ თქვენი მიმდინარე რეიტინგი.

ასევე
მიიღოთ პირადი შეტყობინებები;
დაწეროთ და გაგზავნოთ განცხადებები.

არგუსი საინფორმაციო რეჟიმში ჩართულია მთელი წლის განმავლობაში.

14 |
არგუსი

როგორ შევიდეთ არგუსის სისტემაში?


არგუსის მისამართია argus.iliauni.edu.ge;
არგუსის გვერდის გახსნა შესაძლებელია ილიაუნის ვებგვერდიდანაც: iliauni.edu.ge

როგორ ვისარგებლოთ არგუსით?


ნაბიჯი 1: შედით მისამართზე argus.iliauni.edu.ge
ნაბიჯი 2: გაიარეთ ავტორიზაცია
პირველ სექტემბრამდე ავტორიზაცია შესაძლებელი იქნება ორი საშუალებით:
1. ილიაუნის ელ-ფოსტა და პაროლი
2. პირადი ნომერი, ან ილიაუნის ელ-ფოსტა და პაროლი

1. ავტორიზაცია უნივერსიტეტის ელ-ფოსტის საშუალებით


აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ სისტემა ავტომატურად შემოგვთავაზებს, რომელი ელ-
ფოსტის საშუალებით მოვახდინოთ ავტორიზაცია, რომელიც ბრაუზერს აქვს დამახსოვრებული.

15 |
არგუსი

შემოთავაზებული სიიდან ვირჩევთ არგუსში რეგისტრირებულ შესაბამის ელ-ფოსტას და მასზე


დაწკაპუნების შემდეგ, ავტომატურად გავივლით ავტორიზაციას.

იმ შემთხვევაში თუ ბრაუზერში დამახსოვრებული არ გვაქვს ელ-ფოსტაში ავტორიზაცია, მაშინ


სისტემა შემოგვთავაზებს თავიდან გავიაროთ ავტორიზაცია:ემოთავაზებული სიიდან ვირჩევთ
არგუსში რეგისტრირებულ შესაბამის ელ-ფოსტას და მასზე დაწკაპუნების შემდეგ, ავტომატურად
გავივლით ავტორიზაციას.

ელ-ფოსტის ველში მივუთითებთ არგუსში რეგისტრირებულ ილიაუნის ელ-ფოსტას და დავაჭერთ


ღილაკზე „შემდეგი“, რომლის შემდეგაც სისტემა მოითხოვს ელ-ფოსტის პაროლის ჩაწერას:

პაროლის ჩაწერის შემდეგ ვაჭერთ ღილაკზე შემდეგი და წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ


შევდივართ არგუსის სისტემაში.

16 |
არგუსი

2. ავტორიზაცია არგუსის პაროლის საშულებით


აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის ძველი ავტორიზაციის გვერდი:

სადაც უნდა მივუთითოთ არგუსში რეგისტრირებული ელ-ფოსტა ან პირადი ნომერი და შესაბამისად


არგუსი პაროლი.

ნაბიჯი 3: შეავსეთ არგუსზე თქვენი პირადი ინფორმაცია


გვერდზე მოცემულია პირადი ინფორმაცია:
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი და ბილინგის
იდენტიფიკატორი.

*აღნიშნული ველები შევსებულია და მათი ცვლილება შეუძლებელია. 17 |


არგუსი

შეავსეთ ან განაახლეთ საკონტაქტო ინფორმაცია


ხელმისაწვდომია შემდეგი ველები:
ელფოსტა
მობილურის ნომერი
სახლის ნომერი
მისამართი

* მნიშვნელოვანია, რომ პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია სწორად იყოს შევსებული. უნივერსიტეტი


ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გიგზავნით შეტყობინებებს. უზუსტობის შეთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ
მნიშვნელოვან ინფორმაციას (მაგ.: დასაქმების ან გაცვლითი პროგრამის შესახებ).

ნაბიჯი 4: პაროლის შეცვლა


არგუსში პირველად შესვლის შემდეგ რეკომენდებულია, ადმინისტრაციის მიერ თქვენთვის
მოწოდებული პაროლის შეცვლა.

* ახალი პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 სიმბოლოსგან და შეიცავდეს ციფრს, დიდ და პატარა ასოებს.

პაროლის აღდგენის მექანიზმი:


სისტემაში ჩაშენებულია პაროლის
აღდგენის მექანიზმი:

ავტორიზაციის გვერდზე დააწკაპუნეთ ღილაკს –„პაროლის შეხსენება“.

შეიყვანეთ თქვენი საუნივერსიტეტო ელფოსტა;


გაიარეთ უსაფრთხოების შემოწმება
(მონიშნეთ „მე არ ვარ რობოტი“).

დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“.


ელფოსტაზე მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს და შეძლებთ ახალი პაროლის შეყვანას.

18 |
არგუსი

სასწავლო კრედიტი
უნივერსიტეტში სასწავლო კურსების გავლისას სტუდენტი იღებს კურსის შესაბამის კრედიტს.
ჯამში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. აქედან ძირითადი (Major) პროგრამისთვის – 120
კრედიტი, ხოლო დამატებითი (Minor) პროგრამისთვის – 60 კრედიტი. მეორე პროფესიის არჩევა
სავალდებულო არ არის და სტუდენტს შეუძლია გაიაროს მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა კურსი.
სასწავლო კურსების არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ თქვენი პროგრამის აღწერით.

როგორ ავირჩიოთ სასწავლო კურსი


თქვენთვის სასურველი სასწავლო კურსი მოძებნეთ კურსების კატალოგში დასახელებით ან
კოდით. ასევე მენიუდან „ჩემი კურსები“ შესაბამისი პროგრამის კოდზე გადასვლით. სასურველი
კურსის სახელზე დაწკაპუნებით შესაძლებელია კურსის სასწავლო სილაბუსის დათვალიერება და
ხელმისაწვდომი ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მიღება. ჯგუფის ნომერზე დაჭერით მონიტორზე
გამოდის ლექციის დრო და აუდიტორია.
თუ თქვენთვის სასურველია მოცემული დრო, მაშინ დააჭირეთ ღილაკს „არჩევა“.

ძირითადი (Major) და მეორე (Minor) პროგრამების ცვლილება შესაძლებელია ასევე არგუსის


მენიუდან „ჩემი პროგრამები“.

19 |
არგუსი

ფინანსური ინფორმაცია არგუსში


ფინანსური ინფორმაცია შეგიძლიათ არგუსის ძირითადი პანელიდან ნახოთ.
წითლად შეფერილი მონაცემები დავალიანებას აღნიშნავს.
მწვანე ფერით დაწერილი 0 ნიშნავს, რომ თქვენ დავალიანება არ გერიცხებათ.
მწვანე ფერით დაწერილი რიცხვი კი ნიშნავს, რომ თქვენ ბალანსზე გაქვთ თანხა.

ბიბლიოთეკის დავალიანება არგუსში


ბიბლიოთეკის დავალიანება შეგიძლიათ არგუსის ძირითადი პანელიდან ნახოთ.
მოცემული მონაცემები დავალიანებას აღნიშნავს.

განცხადებების სისტემა
არგუსი საშუალებას გაძლევთ, განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტის რექტორს ან ფაკულტეტის
დეკანს სხვადასხვა მიზეზით. ამისათვის არგუსის განცხადებების მენიუში დააჭირეთ ახალი
განცხადების ღილაკს და აირჩიეთ სასურველი განცხადების შაბლონი.

თავისუფალი ბლანკის შაბლონით განცხადება ეგზავნება თქვენი ფაკულტეტის დეკანს და ტექსტის


შინაარსი თავისუფალია. სხვა შაბლონებში კი გამზადებული გხვდებათ საჭირო ველები.

20 |
არგუსი

კალენდარი
არგუსზე არსებულ კალენდარში
აღნიშნულია ყველა დასვენების
დღე; ასევე ლექტორები ნიშნავენ
სხვადასხვა აქტივობას კალენდარში
სასწავლო კურსის შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით (მაგალი-
თად შუალედური ტესტირება,
გამოცდა და ა.შ.).

შეტყობინებები
სისტემა „არგუსი“ ლექტორსა და სტუდენტს შორის შეტყობინებების გაცვლის საუკეთესო
საშუალებაა. ლექტორისთვის შეტყობინების გასაგზავნად გადადით შესაბამის სასწავლო
კურსზე და დააჭირეთ კონვერტის სიმბოლოს.
არგუსის მთავარ პანელზე ჩანს შემომავალი შეტყობინებების რაოდენობა:

თქვენ გაქვთ 1 ახალი შეტყობინება

თქვენ არ გაქვთ ახალი შეტყობინება

შეტყობინებები ინახება სემესტრულად, ამიტომ ძველი შეტყობინებების სანახავად


გადართეთ სემესტრი. ასევე შესაძლებელია შეტყობინებებში ძიება ტექსტით.

კვლევების მოდული
ყოველი სემესტრის ბოლოს თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, არგუსის სისტემის
საშუალებით შეაფასოს ყველა ის სასწავლო კურსი და ლექტორი, რომელსაც მიმდინარე
სემესტრში გადიოდა. კვლევის შედეგები ლექტორისათვის ცნობილი ხდება სემესტრის
ოფიციალური ვადის დასრულების შემდეგ.

კვლევაში სტუდენტის მონაწილეობა ნებაყოფლობითია, - შესაძლებელია კითხვარის


როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად შევსება. კითხვარის მონაცემები კონფიდენციალურია
და არ არის ხელმისაწვდომი გარეშე პირთათვის.

21 |
არგუსი

პირადი ინფორმაცია
სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით,
არგუსის სისტემას დაემატა ახალი ბლოკი –
პროფილი. აღნიშნულ ბლოკში სტუდენტისათვის
შეთავაზებულია რეზიუმე, სასწავლო ბარათი,
რეკომენდაცია და რეიტინგი.

რეზიუმე

აღნიშნული ფუნქცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეადგინონ თავიანთი რეზიუმე (CV),


რომლის განახლებაც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

22 |
არგუსი

სასწავლო ბარათი
არგუსის სისტემის საშუალებით სტუდენტს შეუძლია თავად ამობეჭდოს საკუთარი ნიშნების
ფურცელი (სასწავლო ბარათი). ხელმოწერილი და ბეჭდიანი დოკუმენტის საჭიროების
შემთხვევაში, სტუდენტი წერს განცხადებას არგუსის საშუალებით.

არგუსთან
დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დაგეხმარებათ
არგუსის სისტემის ადმინისტრატორი - ირინა ბაზღაძე
argus@iliauni.edu.ge
ოთახი E214, E215
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხელი ხაზი - 032 2 22 00 09
სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული შენიშვნების რეგისტრაცია - 032 2 22 32 43

23 |
ONLINE ILIAUNI

ONLINE ILIAUNI
Online Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა
ონლაინპორტალი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს ონლაინკურსი მისთვის
საინტერესო მიმართულებით.

საგანმანათლებლო რესურსები რამდენიმე კატეგორიაში არის განაწილებული:

კურსები
ლექციები
ტუტორიალები
ონლაინტელევიზია

ვებგვერდი: www.online.iliauni.edu.ge

უნაბოტი
უნა ილიაუნის ჩეთბოტია, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს, მისი ტვინი შემოსული
შეკითხვებისა და საუბრების მიხედვით ვითარდება.

უნა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხები არ აქვს, იმახსოვრებს და


მათზე პასუხებს სწავლობს.

უნასთან კომუნიკაცია შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით –


www.unabot.iliauni.edu.ge

24 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, F105 ოთახი
032 2 22 00 09 (270)
student.affairs@iliauni.edu.ge
www.iliauni.edu.ge

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ექვემდებარება ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის


სამსახურს და მისი მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრირება, მათი
მხარდაჭერა და საინტერესო და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრების უზრუნველყოფა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციები და


მოვალეობები
საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;
სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და სტუდენტური პროექტების განხორციელების
ხელშეწყობა;
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა (დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ვაკანსიებზე
ინფორმაციის მიწოდება);
გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება;
სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაცია და ადმინისტრაციასთან
კომუნიკაცია;
სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების


ხელშეწყობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საკმაოდ დიდი უმაღლესი სასწავლებელია, ამიტომ
პირველკურსელთათვის განსაკუთრებით რთულია ორიენტირება ახალ სივრცეში. ილიაუნის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ერთი სარკმლის პრინციპით უკლებლივ ყველა სტუდენტს უწევს
კონსულტაციას უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

25 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სასწავლო-კვლევითი ბაზები ყაზბეგში,
დედოფლისწყაროსა და გრიგოლეთში. ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
გარკვეული პერიოდულობით ორგანიზებას უწევს გასვლით ვორქშოპებს აღნიშნულ
ბაზებზე. შერჩევა ხდება კონკურსის წესით, კრიტერიუმები სხვადასხვა პროექტისთვის
განსხვავებულია. სკოლების შესახებ ინფორმაცია გეგზავნებათ ელფოსტაზე და
ხელმისაწვდომია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე. გასვლითი
სეზონური სკოლები სტუდენტებისთვის ქმნის შესაძლებლობას, ქალაქგარეთ,
სასიამოვნო გარემოში, მოისმინონ საინტერესო ლექციები და დაამყარონ ახალი
კონტაქტები.

საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების,


სემინარებისა და ღონისძიებების დაგეგმვა
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მუდმივად უწევს ორგანიზებას
სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებზე დასწრებაც თავისუფალია.
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ილიაუნის ვებგვერდზე:
www.iliauni.edu.ge და გეგზავნებათ ელფოსტაზე.

26 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

უნივერსიტეტის ოფიციალური ჯგუფი ფეისბუქზე –


ილიაუნი Q & A
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მართავს უნივერსიტეტის ოფიციალურ დახურულ ჯგუფს
ფეისბუქზე, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი მიმართულებით დასვან შეკითხვა
და კომპეტენტური პირებისაგან მიიღონ პასუხები.
ჯგუფში გასაწევრიანებლად აუცილებელია უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
სახელი და გვარი
პირადი ნომერი
ფაკულტეტი/სკოლა
ჯგუფი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: www.facebook.com/groups/iliauni16

სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნების


რეგისტრაცია*
სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნების
რეგისტრაციის სერვისი.
თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე (კვირის გარდა), 10:00-დან 22:00 საათამდე, დაგვიკავშირდეთ
შენიშვნების რეგისტრაციის ცხელ ხაზზე: 032 2 22 32 43 და მოგვაწოდოთ ინფორმაცია სასწავლო
პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ხარვეზის, დარღვევისა და პრობლემის
შესახებ. შენიშვნის რეგისტრაცია შეგიძლიათ ანონიმურად.
ცხელი ხაზი: 032 2 22 32 43
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-22:00 საათი

*პანდემიის პერიოდში შენიშვნების რეგისტრაცია ხდება ონლაინ - სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის


ოფიციალურ მეილზე ინფორმაციის გადმოგზავნის საშუალებით.

27 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტური კლუბები
სტუდენტური კლუბი არის სტუდენტური გაერთიანება, რომელიც სტუდენტს, საკუთარი ინტერესის
შესაბამისად, აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე,
ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს/სტუდენტთა ჯგუფს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის
დახმარებით შეუძლია, დაარეგისტრიროს კლუბი საკუთარი ინტერესების მიხედვით (უნივერსიტეტში
არსებული შინაგანაწესის გათვალისწინებით) ან/და გაწევრიანდეს უნივერსიტეტში არსებულ 30-
მდე სტუდენტურ კლუბში.
სტუდენტური კლუბები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მათი ძირითადი მიზანია:
სამოქალაქო აქტივობის ზრდა
ლიდერული უნარ-ჩვევების შეძენა და გაუმჯობესება
ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში

ილიაუნის სტუდენტური კლუბების ჩამონათვალი:


ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი კლუბი „რა? სად? როდის?“
politclub@iliauni.edu.ge nika.gobronidze.1@iliauni.edu.ge
ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება მარკეტერთა კლუბი
sociologists.unification@iliauni.edu.ge students.marketerclub@iliauni.edu.ge
მომავალ ეკონომისტთა კლუბი FESC ფსიქოლოგთა კლუბი
fesc@iliauni.edu.ge tamar.revazishvili.1@iliauni.edu.ge
მენეჯერთა სტუდენტური კლუბი სამართლის კლუბი
managersclub@iliauni.edu.ge students.lawclub@iliauni.edu.ge
სამართლის სტუდენტური კლუბი ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბი
„E Plurubus Unum“ iliauni.ecohikers@gmail.com
students.epu@iliauni.edu.ge გარემოს დაცვის სტუდენტური კლუბი
კულტურის კლუბი natela.lagurashvili.1@iliauni.edu.ge
temur.tsenteradze.1@iliauni.edu.ge ხალხური ცეკვის კლუბი
სტუდენტური ევროკლუბი nikakvashilava5@gmail.com
nika.gurini.1@iliauni.edu.ge საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი
ფედერალისტთა სტუდენტური კლუბი giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge
students.federalistclub@iliauni.edu.ge ისტორიის სტუდენტური კლუბი
ფიზიკისა და ასტრონომიის კლუბი students.historyclub@iliauni.edu.ge
elene.midelashvili.1@iliauni.edu.ge კულტურის კლუბი
იუმორისტული კლუბი „სიცილია“ students.culturclub@iliauni.edu.ge
giorgi.kelaptrishvili.1@iliauni.edu.ge

28 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

პროექტის ინიცირება და დაფინანსების მოპოვება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნებისმიერ სტუდენტს, კლუბსა თუ სხვა სტუდენტურ
საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, დასაფინანსებლად წარადგინოს პროექტი.
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს თანხას
სტუდენტური პროექტების განხორციელებისათვის.

სტუდენტური პროექტის შესახებ განაცხადებს განიხილავს 2 მუდმივმოქმედი კომისია:

1 სტუდენტურ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 300 (ან ნაკლებ) ლარს,


განიხილავს კომისია 3 წევრის შემადგენლობით: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და სტუდენტური
სერვისების მიმართულებით, იურიდიული სამსახურის უფროსი და სტუდენტურ საქმეთა
დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აღნიშნული კომისია იკრიბება ყოველკვირეულად.
განხილვის ვადა: 10 სამუშაო დღე.

სტუდენტურ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტი აღემატება 300 ლარს, განიხილავს


კომისია შემდეგი შემადგენლობით: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და სტუდენტური სერვისების
მიმართულებით, იურიდიული სამსახურის უფროსი, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის
ხელმძღვანელი და ყველა საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი. აღნიშნული კომისია
იკრიბება ყოველთვიურად. განხილვის ვადა: 20 სამუშაო დღე.

პირველ ეტაპზე პროექტს განიხილავს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და ხარვეზის


არსებობის შემთხვევაში ინიციატორს აცნობებს მისი აღმოფხვრის საჭიროების შესახებ.
თავის მხრივ, ინიციატორს შეუძლია გაითვალისწინოს მითითება ან მის გარეშე მოითხოვოს
კომისიაზე პროექტის გატანა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს კომისიებისთვის პროექტების


დროულად და სრულად მიწოდებას.

კომისიათა მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროექტი


წარედგინება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რათა დაფინანსდეს შესაბამისი
პროცედურების დაცვით.
პროექტის ავტორ(ებ)ს პროექტის დაფინანსების/არდაფინანსების შესახებ
ეცნობება კომისიის სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
განხილვისა და დამტკიცების შემდეგ პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი
იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კომისიის წერილობითი თანხმობის
საფუძველზე.

29 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების
კარიერული განვითარების სერვისები
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების
ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა
დეპარტამენტი სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების სხვადასხვა სერვისს.

დასაქმების ფორუმი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის განმავლობაში ინტენსიურად იმართება
სხვადასხვა კომპანიის დასაქმების დღეები, რომლის ფარგლებშიც კომპანიის
წარმომადგენლები ხვდებიან შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს და წარუდგენენ მათზე
მორგებულ ვაკანსიებს. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შერჩევა დასაქმების
მიზნით ხდება ადგილზე.

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე


2019 წლის მარტიდან წლის შემაჯამებელ დასაქმების ღონისძიებას ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის HR მენეჯერის ხსოვნის პატივსაცემად ეწოდა „მარი ბურდული სახელობის
დასაქმების ფორუმი“. ღონისძიების განმავლობაში ტარდება პროფილური ფორუმები,
ტრენინგები და დამსაქმებლებთან შეხვედრები სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისა
და კურსდამთავრებულებისთვის. ღონისძიება ყოველწლიურია.

30 |
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS


დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ის დახმარებით ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ბაზაზე მიმდინარეობს სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულების რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის ხარჯზე იფილტრება
ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული
შემოთავაზებები და აპლიკანტებს ყოველდღიურად პროფილის მიხედვით ეგზავნებათ მათთვის
საინტერესო ინფორმაცია მითითებულ ელფოსტის მისამართზე. ვრცლად

სტუდენტური სტაჟირების პროგრამები


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რომელიც
ყოველწლიურად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულების საჯარო სამსახურებში სტაჟირებას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირების პროგრამა,
რომელიც ითვალისწინებს ფაკულტეტებსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში სტუდენტების
სტაჟირებას.

უფასო ტრენინგები სტუდენტებისა და


კურსდამთავრებულებისთვის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველ სემესტრში სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულებისთვის იმართება ტრენინგები რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წერაში,
დამსაქმებლებთან გასაუბრებისა და თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაში და ა. შ.

პროექტი BOOSTER - კარიერული განვითარების


აქსელერატორი
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის გუნდმა შეიმუშავა პროექტი BOOSTER, რომელიც სტუდენ-
ტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს კარიერული განვითარების დისტანციურ სერვისებს.
BOOSTER ორი ნაწილისგან შედგება, ესენია:
BOOSTER – კარიერული განვითარების აქსელერატორი – პროექტის მიზანია, განავითაროს
დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, 21-ე საუკუნის ყველაზე
მოთხოვნადი უნარები. ვრცლად: https://bit.ly/3cpbjfn
Booster Talks – გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედი კერძო, საჯარო და არასამთავრობო
სტრუქტურების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირების ონლაინ რეჟიმში
შეხვედრებს. ვრცლად: https://bit.ly/35JaDie

31 |
სპორტი

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2


- გამარჯვებული

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.


აღნიშნული მიზნის მისაღწევად დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს.
იმართება შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრებები ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში,
ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში.

აღნიშნულ ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს


წინასწარი რეგისტრაციის პრინციპით. სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ
ელფოსტის მეშვეობით. ინფორმაცია ასევე განთავსდება კამპუსებში მდებარე საინფორმაციო
დაფებზე, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის Facebook-გვერდზე, სპორტის Facebook-ჯგუფში და
ილიაუნის ვებგვერდზე.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილია სპორტული ნაკრებები, რომლებიც


წარმატებით მონაწილეობენ სტუდენტურ უნივერსიადებში. ჩემპიონატის დაანონსების შემდეგ
შესაბამის სახეობაში ტარდება ნაკრების მოთამაშეთა შერჩევა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ
მსურველს შეუძლია.

სპორტული ნაკრებები
ფუტსალი (ვაჟები)
კალათბურთი (ვაჟები)
ფრენბურთი (ვაჟები, გოგონები)
რაგბი (ვაჟები)

32 |
გაცვლითი პროგრამები
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საგარეო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს საზღვარგარეთის წამყვან


უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან კავშირების ჩამოყალიბებას, ასევე
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირებას.

სამსახური გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

ინდივიდუალური კონსულტაციები გაცვლითი პროგრამების კონკურსის პირობებისა


და პროცედურების შესახებ;
დახმარება საკონკურსო განაცხადების მომზადების პროცესში;
რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები კონკურსის მსვლელობისას;
დახმარება სასწავლო ხელშეკრულების შეთანხების საკითხში შესაბამის
ფაკულტეტთან მასპინძელ და მშობლიურ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამის
შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრების ორგანიზება შერჩეულ
სტუდენტებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E208 ოთახი
032 2 22 00 09 (367)
erasmusplus@iliauni.edu.ge
iro@iliauni.edu.ge

33 |
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების
სივრცე
UNILAB ILIAUNI
ილიუნის კიბერლაბორატორია, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს,
ისწავლონ და მიიღონ გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: პროგრამირება, დიზაინი
და ციფრული კომუნიკაციები. ილიაუნის სტუდენტებისთვის უნილაბში სწავლა უფასოა. გარდა
კურსებისა, მსურველებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში - თეორიული ცოდნა
პრაქტიკულად გაიღრმაონ და მენტორების დახმარებით რეალურ პროექტებზე იმუშაონ.
უნილაბი 24 საათის განმავლობაში ღიაა მათვის, ვინც სწავლობს, სტაჟირებას გადის ან მუშაობს
უნილაბის პროექტებზე. სივრცეში შეხვდებით უახლეს ტექნიკას და ყველა იმ რესურსს, რომელიც
სწავლისა თუ მუშაობის პროცესში შესაძლოა გახდეს საჭირო.
უნილაბის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ მის facebook გვერდს.

FABLAB ILIAUNI
ფაბლაბ ილიაუნი არის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, სივრცე ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს
აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად კვალიფიციური პერსონალისა და
თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ფაბლაბ ილიაუნი სრულიად უფასოდ ატარებს სხვადასხვა
ღონისძიებას, ესენია: მეიქათონი, კრეათონი, ჰაკათონი და სასწავლო ტრენინგკურსი გრაფიკული
დიზაინის, ციფრული, მარკეტინგის, დრონების, ვებდეველოპმენტის, მობაილდეველოპმენტისა და
მიკროელექტრონიკის მიმართულებით.
ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით,დაზგა-დანადგარებით
(ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, ვაკუუმ ფორმირების დანადგარი, 3D პრინტერი, 3D სკანერი).

ZOOMOUT პრეაქსელერატორი
Zoomout ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორია, რომელიც სტუდენტურ
სტარტაპებს ეხმარება პროდუქტის შექმნასა და დახვეწაში, ბრენდირებაში, პრეზენტაციის
მომზადებასა და, რაც მთავარია, გლობალურ აქსელერატორებთან წარდგენაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

UNILAB FABLAB ZOOMOUT


გ.წერეთლის N 3,
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, S კორპუსი, 101 აუდიტორია ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5,
T კორპუსი,ოთახი 404-406 551 08 04 04 E კორპუსი
598 71 52 23 fablab@iliauni.edu.ge www.facebook.com/zoomoutclub
unilabinfo@iliauni.edu.ge www.facebook.com/FabLabIliauni www.zoomout.ge
http://unilab.iliauni.edu.ge/ https://fablab.iliauni.edu.ge/

34 |
ბიბლიოთეკა

*:

*:

წინასწარ დაჯავშნოთ სასურველი წიგნი


გაიტანოთ წიგნი ბიბლიოთეკის დარბაზიდან
გადაავადოთ წიგნის დაბრუნება
ისარგებლოთ ჯგუფური მუშაობის სივრცით
ისარგებლოთ ბიბლიოთეკათშორისი მომსახურებით
ისარგებლოთ ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით
შეამოწმოთ ბიბლიოთეკის დავალიანება ვებგვერდიდან
ისარგებლოთ სერვისით „შეეკითხე ბიბლიოთეკარს“
მოითხოვოთ ტრენინგი სხვადასხვა საბიბლიოთეკო რესურსის უკეთ გამოსაყენებლად.

35 |
ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის ვებგვერდი
ილიაუნის ელექტრონული ბიბლიოთეკა
ელექტრონული კატალოგი
ბიბლიოთეკის წინაშე არსებული დავალიანების შემოწმება
ასლის გადაღება და ბეჭდვა

210 59 11
210 59 11
librarian@iliauni.edu.ge
librarian@iliauni.edu.ge
library@iliauni.edu.ge
library@iliauni.edu.ge
www.library.iliauni.edu.ge
www.library.iliauni.edu.ge
www.facebook.com/iliaunilib
www.facebook.com/iliaunilib

36 |
032 2 23 27 70
bookstore@iliauni.edu.ge www.ligamus.iliauni.edu.ge

ილიაუნის თეატრი მაყურებელს როგორც პროფესიულ, ასევე სტუდენტურ სპექტაკლებს


სთავაზობს. სეზონი ოქტომბრის პირველ კვირას იხსნება და ივნისის ბოლოს იხურება. თეატრი
წარმოდგენებს მართავს კვირაში სამჯერ: პარასკევს, შაბათს და კვირას. ბილეთების შეძენა
შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე TBC PAY-ის აპარატებით და ვებგვერდებზე
www.biletebi.ge და www.tkt.ge .
www.biletebi.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თეატრი სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

theatre@iliauni.edu.ge www.iliaunitheatre.ge
www.facebook.com/theatre.iliauni

37 |
ფაკულტეტების საინფორმაციო
ცენტრები

.).

arts_sciences@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [430]
32
204

sciences_medicine@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [115, 134, 508,139,468,136,137,338]
3-5
120 , 102, 108, 118, 119

BTE@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [180]
3/5
302, 305, 303, 308, 310, 311,
405, 403

lawfaculty@iliauni.edu.ge
[431]
+995 32 222 00 09 [301]
32
402
407

38 |
ადმინისტრაცია

(+995 32) 2 22 00 09
(+995 32) 222 00 09 (113)

info@iliauni.edu.ge
(+995 32) 222 00 09 (100) rector.o ce@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [373]

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270) o ce@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [300]

pr@iliauni.edu.ge quality@iliauni.edu.ge
(+995 32) 222 00 09 (352) +995 32 222 00 09 [109]

library@iliauni.edu.ge law@iliauni.edu.ge
(+995 32) 222 00 09 (116) +995 32 222 00 09 [110]

bookstore@iliauni.edu.ge
(+995 32) 223 27 70 hr@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [108]

writingcentre@iliauni.edu.ge
(+995 77) 45 05 16 press@iliauni.edu.ge
+995 32 222 00 09 [365]

foreign-relations@iliauni.edu.ge
erasmusplus@iliauni.edu.ge resources@iliauni.edu.ge
(995 322) 220009 (367) +995 32 222 00 09 [333]

development@iliauni.edu.ge purchase@iliauni.edu.ge
(+995 32) 222 00 09 (316/ 317) +995 32 222 00 09 [111]

argus@iliauni.edu.ge audit@iliauni.edu.ge
(+995 32) 222 00 09 (500,400) +995 32 222 00 09 [383/384]

39 |
ილიაუნის შენობების განლაგება

A კორპუსი C კორპუსი
წიგნის სახლი „ლიგამუსი” (I-II სართული) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო სივრცე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია სამართლის სკოლის სასწავლო სივრცე (IV სართული)
და საინფორმაციო ცენტრი (IV სართული) ინგლისური ენის ცენტრის სასწავლო სივრცე
სამართლის სკოლის ადმინისტრაცია და საინფორმაციო ინგლისური ენის ცენტრის ადმინისტრაცია
ცენტრი (II სართული) ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზი (A 401) გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის
ბიბლიოთეკის კომპიუტერული რესურსცენტრი (A 208) ლაბორატორია (VRLab Iliauni)
„უნიფუდი” (- I სართული)
ილიაუნის თეატრი (შიდა ეზო) D კორპუსი
საკონფერენციო დარბაზი (A 101) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების ცენტრი (V-VI სართული)
B კორპუსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო სივრცე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო სივრცე მუსიკის ცენტრი
საკონფერენციო დარბაზი (B 201)

E კორპუსი T კორპუსი
კანცელარია (I სართული) მოსასვენებელი სივრცე (I სართული)
განვითარების სამსახური (I სართული) სალექციო დარბაზი-მედია ცენტრი (I სართული)
საგარეო ურთიერთობის სამსახური (II სართული) გეოტექნიკური ლაბორატორია (I სართული)
„უნიფუდი” (I სართული) კონსტრუქციების ლაბორატორია (I სართული)
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტური
ადმინისტრაცია და სასწავლო სივრცე (II, III, IV სართული) პროექტირების ლაბორატორია (II სართული)
ილიას სამკითხველო დარბაზი (II სართული) ანალოგური ელექტრონიკის ლაბორატორია (II სართული)
ბიბლიოთეკის კომპიუტერული რესურსცენტრი (E 307) ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორია (II სართული)
სტუდენტური სივრცე (-I სართული) ჰიდრავლიკის ლაბორატორია (II სართული)
საინფორმაციო ტექნოლოგიების ოთახი (III სართული)
F კორპუსი კომპიუტერების ოთახი (IV სართული)
რექტორატი (II სართული) ბიბლიოთეკა (IV სართული)
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფისი (II სართული) ტექნოლოგიური ლაბი - უნილაბი (IV სართული)
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია: სამსახურები და სერვისები საკლასო ოთახები (I,II,III,IV სართული)
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი (F 105) სამუშაო ოთახი (II,III,IV სართული)

G კორპუსი H კორპუსი
საკონფერენციო დარბაზი (G 106) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
ფაკულტეტის სასწავლო სივრცე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის
ფაკულტეტის სასწავლო სივრცე
კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია
S კორპუსი (GAMELAB ILIAUNI)
მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია
(FABLAB ILIAUNI)
ავსტრიული ცენტრის დარბაზი (S 506)
იტალიური ცენტრის დარბაზი (S 501)
აღმოსავლეთმცოდნეობის დარბაზი (IV სართული)

40 |
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
(+995 32) 222 00 09
info@iliauni.edu.ge www.iliauni.edu.ge

41 |

You might also like