You are on page 1of 2

პატრიოტიზმი ზოგჯერ განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანების

თავშესაფრად იქცევა ხოლმე.

ჩვენს რეალობაში საზოგადოების ნაწილს იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ


ამოიცნოს ვინ არის „ვაი-პატრიოტი“ და ვინ უბრალოდ თავის ქვეყნაზე ჭეშმარიტად
შეყვარებული ადამიანი, რომელიც „მთელი თავის ძალღონით“ („პატრიოტიზმი და
კოსმოპოლიტიზმი“) საკუთარ ხალხს ემსახურება. არსებობენ განდიდების მანიით
შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც უმეტეს წილად პოლიტიკური გავლენების
მოსაპოვებლად საკუთარ თავს პატრიოტებად ასაღებენ . ამ თემის ირგვლივ
შეიქმნა გივი გეგეჭკორის ლექსი, რომელიც თითქმის ყველა ეპოქას თავისი
სათაურითვე მიესადაგება „ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?“ - რის
პასუხადაც ვიტყვით, რომ უღირსნი, რადგან ღირსეულებს გვირგვინს თავად დრო
ადგამს.

პატრიოტიზმი ერთი შეხედვით მარტივად აღსაქმელი ცნებაა. ქართველებისთვის


განსაკუთრებულად ნაცნობი ტერმინი, რომელიც ხშირად ნაციონალურ
გრძნობებთან იგივდება. ის რაც იგივდება გრძნობებთან, არასდროს არ არის
ადვილად განსამარტავი, რადგან რაც სხვისთვის არის სამშობლო, ცხადია ის არ
იქნება სხვის გონებაში იგივე სუბსტანცია. დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში
„ქართველო, ხელი ხმალს იკარ“ - ტიპის პატრიოტიზმი, აკაკი წერეთლის "ვაი
პატრიოტიზმით" შეიცვალა, რადგან გვეზარება და თან მაინც მოგვწონს ის
ფიგურები, რომლებმაც პატრიოტიზმის ჩვენეულ ზღვარს გაცდენა შესძლეს და
უკეთესი სიმძარფრით გაითამაშეს ის როლი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას
წესით და რიგით უნდა მოწონებოდა. ზუსტად ეს ფენომენია განდიდების მანიით
შეპყრობილი ადამიანის მოტივატორი, რადგან მას სურს საზოგადოების
ყურადღების მიქცევა და დადებითი დამოკიდებულების მოხვეჭა.

გივი გეგეჭკორიც მის ლექსში საკითხს კრიტიკულად უდგება. რა არის


პატრიოტიზმი? პატრიოტიზმი ჭეშმარიტად მენავის მსგავსად, მოუმზადებლად
გაღებული მსხვერპლია, ისე კი საკუთარი საქმის პროფესიონალურად კეთება .
იგივე ეკიპაჟის წევრობა, იქ სადაც ხალხია იმ სივრციდან გამოსვლა. ანუ
გალიდერება ხალხის წრიდან, რადგან მაშინ იცი ხალხის ასავალ-დასავალი,
პრობლემაც და გასაჭირიც.

„ოცდაათიანი წლების ნაჯახმა ჩვენს ისტორიას მთავარი ტოტები დააჭრა.


საქართველო უმთავრესად ინტელიგენციისაგან გაიწმინდა . ინტელიგენცია რომ
შეიქმნმას იქ, სადაც ინტელიგენცია არ არის, პირველ რიგში, საჭიროა იმის
აღიარება, რომ ინტელიგენცია არ არის. ჩვენს ეროვნულ ნავს ძირი აქვს
გახვრეტილი და წყალი შემოგვდის“ - წერდა ჯემალ ქარჩხაძე და მართლაც
პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი - აბსოლიტურად უმაქნისი ადამიანისა ,
რომლემბმაც საკუთარი თავის რეალიზება ვერაფრით შესძლო. მათთვის რომ
გვეკითხა ვინა ხართ? - გვიპასუხებდნენ - ქვეყნის კეთილისმყოფელი
პატრიოტებიო. პატრიოტობა არ არის პროფესია, ის პროფესინალიზმია, რომელიც
ქვეყანას ჩვენგან დამოუკიდებლად ადგება და არც მისი სააშკარაოზე გამოტანაა
საჭირო. გეგეჭკორის ლექსში დანახულ ლირიკულ გმირს ნებისმიერ დროს
შევხვდებით. შეიძლება ადამიანმა მართლაც მოირგოს ეკლის გვირგვინივით
მწარე როლი, მაგრამ თუ ჭეშმარიტებით არ არის ეს გაკეთბული, მას აზრი
ეკარგება. შესაბამისად განდიდების მანია ფსიქოლოგიური დარღვევაა, რადგან
ის თვითდაზიანებას მოიცავს. ამიტომ წერს პოეტი -
სად არის მისი აგებული სვეტიცხოველი?
თაყვანისცემით გაბერილმა პარანოიკმა
გულუბრყვილონი როგორ უნდა დაიმორჩილოს,
რომ განდიდების წყურვილი და ჟინი მოიკლას?

“მისი სიმძიმით უსათუოდ მოიდრიკება“ - ის ადამიანი, ვისაც არ შეუძლია


გვირგვინის ტარება საკუთარი არსებით. ისინი საკუთარ თავს ზიანს მხოლოდ იმის
გამო აყენებენ რომ დიდება მოიხვეჭონ, ასეთი ადამიანი თავისთავად არის
სიბრალურის ღირსი, მაგრამ არ უნდა მივიჩიოთ პატრიოტად. თუ მას
ქვეყნისათვის მსხვერპლის გაღება არ შეუძლია და ოდნავი წვლილიც კი არ
მიუძღვის სოციუმის წინაშე, ვერ გახდება გვირგვინოსანი. ლექსში სათქმელის უკეთ
დასანახად ვხვდებით ცინიზმით სავსე შედარებას - "სხვებს ზევიდან ისე დაჰყურებს
, როგორც თაგუნებს”- და მართლაც ასეთი ადამიანი თაგუნებში გამეფებული
ვირთხაა.

ჩვენს რეალობაში ხშირია ასეთი ავადმყოფური გამოვლინებები. ბოლო წლების


განმავლობაში რბილი რუსული დაჯგუფებები საგანგაშოდ გაძლიერდნენ ჩვენს
ინტერნეტ სივრცეში. მათ რაოდენობრივ ზრდასთან ერთად იცვლება მეთოდებიც.
ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ ის რუსული ძალები, რომლებიც არ
საუბრობენ ღიად რუსეთზე და რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. ერთ-ერთი
ასეთი პრორუსული გვერდია "ალტ-ინფო", რომელიც საგანგაშო ცნობადობით
სარგებლობს. ისინი არ არიან პუტინის და რუსეთის ღია მხარდამჭერები, თუმცა
მათი ბირთვი შემოკრებილია ქვეყნის მთავარი "მეკომბლის" ლევან ვასაძის
ირგვლივ. ლევან ვასაძე ჩვენს მიერ განხილული პატრიოტი გმირის ნათელი
მაგალითია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ "დიდმოწამე" პრეზიდენტი ან
ქვეყნის მთავარი რუხი კარდინალი, ახლა უკვე გამოაშკარავებული "ვაი-
პატრიოტი" და მრავალი სხვა განდიდების მანიით შეპყრობილი ემისარი. ისინი
გეგეჭკორის მთავარი გმირები არიან. გამოსავალი კი მათი ამოცნობის სწავლაა,
რაც არც ისე მარტივია.

You might also like