You are on page 1of 2

თავისუფლების მიღმა(ინტერვიუს ანალიზი)

გივი თევზაძე გახლავთ საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის


დირექტორი (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი
(2006-2013) თანამდებობებზე, რომელიც მან 2006 წელს საქართველოს მთავრობის
ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა. იგი არის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო
სტატიის, 14 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ-
ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3
მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.

აღნიშნულ ინტერვიუში გიგი თევზაძემ ისაუბრა ხაზგასმით ძალიან


მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც არც დღესდღეობით კარგავენ
აქტუალობას. მისი საუბრიდან მნიშვნელოვანი სიტყვა გამოიკვეთა - ეს არის
„თავისუფლება“ , რომელსაც ის განათლებასთან უშუალოდ
აკავშირებს. ადამიანის საქმიანობის მთავარ მიმართულებას სწორედ აზროვნება
წარმოადგენს. მისი პიროვნული თავისუფლების დიდი ნაწილი სწორედ
აზროვნების თავისუფლებაა და, შესაბამისად, რაც მეტადაა შეზღუდული
ადამიანის აზროვნება, მით უფრო არათავისუფალია იგი და, პირიქით.
ფორმალური განათლება, ნებისმიერი სისტემატიზებული ფუნქციობა სწორედ
აზროვნების შეზღუდვას გულისხმობს და მას ემსახურება.მისი თქმით
თავისუფლება ადამიანს სურვილების განხორციელების საშუალებას აძლევს,
ხოლო განათლება ადამიანს საკუთარი მიზნებისა თუ სურვილების ასრულებაში
ეხმარება. ვთვლი, რომ ეს ორი ერთმანეთთან კავშირშია და მისი საშუალებით
ნამდვილად ხდება ადამიანის პიროვნული ზრდა სხვადასხვა ეტაპზე.  

აღსანიშნავია ის ფაქტიც ,რომ საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდმა


ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, ისინი მხოლოდ ცნობენ ასოებს. გამოვყოფ იმასაც,
რომ აქვთ გააზრების პრობლემა, რაც შემდგომში ბევრ მნიშვნელოვან ხარვეზში
იჩენს თავს.

ინტერვიუდან ასევე იკვეთება ის ფაქტიც,რომ დღევანდელი საქართველოს


მთავრობას არ აქვს და უახლოეს მომავალში არ ექნება სათანადო სახსრები ისეთი
დონის განათლება დააფინანსოს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება.ასევე
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც ,რომ საქართველოს განათლების სისტემა ვერ
გვაძლევს თავისუფლებას. აღნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ გვაქვს
პროგრესი ბევრ საკითხში, ხდება ახალი რეფორმების იმპლემენტაცია
განათლების სფეროში, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური და გადამწყვეტი
წინსვლა.ასეთი არარადიკალური ცვლილება ვერ შეძლებს უზრუნველყოფს
სრულყოფილი, ხარისხნიანი განათლების მიღება.  

რეფორმების მიუხედავად, კვლავ რჩება ბევრი გამოწვევა განათლების და


გადამზადების სერვისების ხარისხთან და თანასწორ ხელმისაწვდომობასთან
მიმართებაში. ასევე, გამოწვევებს შორის არის განათლების კავშირი შრომის
ბაზართან, მეცნიერებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.ვფიქრობ
,ინტერვიუში არსებული პრობლემატიკა არკარგავს აქტუალობას და საჭიროა
სიღრმისეული ცვლილება თავისუფალი განათლებისა და პროგრესიისთვის.

You might also like