You are on page 1of 3

განათლების ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის ეს მიმართულება იკვლევს სწავლების მეთოდებს, პედაგოგიური


ქმედებების ეფექტურობას, სასწავლო პროცესის ფსიქოლოგიურ ასპექტებს და
ფსიქოლოგიის თეორიაში იგი ცნობილია პედაგოგიური ან განათლების ფსიქოლოგიის
სახელწოდებით. სპეციალისტების აზრით იგი მოიცავს ორ ქვედანაყოფს: პირველი -
საბაზისო, თეორიული, რომელიც იკვლევს სწავლებისა და აზრის ბუნებას და
კანონზომიერებებს, ხოლო მეორე - გამოყენებითია და მისი მოწოდებაა პედაგოგიური
პრაქტიკის სრულყოფა ფსიქოლოგიის ყველა განშტოების გამოყენებით. ზოგიერთ
ქვეყანაში ამ მიმართულებას სასკოლო ფსიქოლოგიას უწოდებენ.

ფსიქოლოგიის საფუძველზე პედაგოგიური პროცესის აგების აუცილებლობაზე არა


ერთხელ მიუთითებდნენ ჟ.ჟ.რუსსო, ი.პესტალოცცი, ი.ა. კომენსკი, ი.გოგებაშვილი და სხვა
პედაგოგიკისა თუ ფილოსოფიის გამოჩენილი მოღვაწე.

პედაგოგიური ფსიქოლოგია - არის ფსიქოლოგიური მეცნიერების დარგი , რომელიც


სწავლობს ადამიანის განვითარების კანონზომიერებებს განათლებისა და აღზრდის
პროცესში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული პედაგოგიკასთან, ბავშვისა და
დიფერენციალურ ფსიქოლოგიასთან, აგრეთვე ფსიქოფიზიოლოგიასთან.
სპეციალისტების ნაწილი მას სამ ქვე დანაყოფად განიხილავენ:

სწავლების ფსიქოლოგია;

აღზრდის ფსიქოლოგია;

მასწავლებლის ფსიქოლოგია.

სწავლების ფსიქოლოგიის საგანს წარმოადგენს ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის


განვითარება სისტემატიური სწავლების პირობებში, ასე შეიძლება განიმარტოს სასწავლო
პროცესის ფსიქოლოგიური არსი.

განათლების ფსიქოლოგიის საკითხები

პედაგოგიკის მეცნიერებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი ფსიქოლოგიას


განეკუთვნება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფსიქოლოგია ძირეულად ინტერესდება
ადამიანის აღზრდა-განვითარებით. თუმცა, მარტო ამით არ ამოიწურება
საგანმანათლებლო პროცესებისადმი ფსიქოლოგიის ინტრესები. სწორედ ამის დასტურია
განათლების ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც
აღზრდა_განათლებისა და სწავლების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს სწავლობს .

უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის კავშირებს ფსიქოლოგიასთან ისეთივე თავისებურებები


ახასიათებს, როგორც ზოგადი პედაგოგიკის ურთიერთობას ამ საგანთან . აღნიშნულთან
დაკავშირებით, სრულად უნდა გავიზიაროთ დიდი ქართველი მეცნიერის დ . უზნაძის
მოსაზრება, რომელიც წერდა: "ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ურთიერთობა ორი
დამოუკიდებელი მეცნიერების ურთიერთობაა: ფსიქოლოგია მხოლოდ ფსიქოლოგიურ
კვლევას აწარმოებს და პედაგოგიკა _ პედაგოგიკურს. დახმარება , რომელსაც
ფსიქოლოგია უწევს პედაგოგს, პრინციპულად შეიძლება მხოლოდ იმაში
მდგომარეობდეს, რომ ჯერ ერთი, (ფსიქოლოგია) სწორ ფსიქოლოგიურ ცნობებს აწვდის
პედაგოგს, რომელსაც საზოგადოდ, ფსიქიკასთან აქვს საქმე, და რომლისთვისაც ასეთი
ცნობები ყოველთვის აუცილებელია, და მეორე, იმ საკითხების ფსიქოლოგიურ მასალას
ამზადებს, რომელიც სწორედ პედაგოგიკის უშუალო ინტერესებს ეხება, მაგრამ მეორის
მხრივ პედაგოგიკაც უწევს დახმარებას ფსიქოლოგიას: პედაგოგიური ზეგავლენის
წარმატებითი პრაქტიკა და მისი სწორი თეორია ადამიანის ფსიქიკური განვითარების
საფუძვლებს გვაცნობენ და ამით ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის
გადაწყვეტაში მონაწილეობენ. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა ორი დამოუკიდებელი
მეცნიერებაა, მაგრამ ისინი მოწყვეტილი როდი არიან ურთიერთს: ისინი ეხმარებიან და
ავსებენ ერთმანეთს".

ფსიქოლოგია დამოუკიდებლად იკვლევს ზოგადად ფსიქიკასთან დაკავშირებულ ისეთ


პრობლემებს, როგორიცა: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, ნებისყოფა, ჩვევა,
აზროვნება, მეტყველება და სხვა, მაგრამ განათლების ფსიქოლოგიას ეს საკითხები
აინტერესებს მხოლოდ სწავლა_განათლებასთან მიმართებაში.

განათლების ფსიქოლოგია საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეთა ფსიქიკური


პროცესების შემსწავლელი მეცნიერებაა, რომელიც ფსიქოლოგიური და პედაგოგიური
კვლევის მეთოდების გამოყენებით აყალიბებს შესაბამის რეკომენდაციებს ამ პროცესების
განვითარების მიზნით.

განათლების ფსიქოლოგია კონცენტრირებულია განათლების თეორიის ძირითად


ცნებებზე: სწავლებაზე და სწავლაზე.

სწავლება რთული პედაგოგიური პროცესია და მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული , თუ


როგორი პიროვნება და სპეციალისტი ჩამოყალიბდება. სწავლების პროცესში წარმატება
დიდადაა დამოკიდებული, პირველ რიგში, მისი არსის მართებულ გააზრებასთან . ხშირად
სწავლების პროცესის არსებული განსაზღვრებები მიუთითებენ სწავლის პროცესის
ზოგიერთ თავისებურებაზე, მის შედეგებზე, მაგრამ არ იძლევიან საფუძვლიან
წარმოდგენას იმ ცოდნაზე, რაც თანამედროვე მეცნიერებამ დააგროვა სწავლებისა და
სწავლის შესახებ.

ქართველი ფსიქოლოგი ა. ფრანგიშვილი გამოყოფდა სწავლების პროცესის საფეხურებს :


"სწავლა პირველ და ძირითად საფეხურზე უჩვეულოს, გაუგებარის, უცხოს მიმართ
გაკვირვებით, განცვიფრებით იწყება, ე. ი. სწავლა იწყება სწავლის ამოცანის (საკითხის )
წამოჭრით. აქედან გამოდინარეობს სიტუაციის გარკვევის და ამოცანის გადაჭრის
განზრახვის წარმოშობის საფეხური. სწავლის შემდგომ საფეხურად მიჩნეულია სწავლის
მიზნის, სწავლის ამოცანის განხორციელების შესრულება. საგანმანათლებლო სწავლის
მკვლევარები სწავლის დამამთავრებელ და დამასრულებელ საფეხურად თვლიან
მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და დამახსოვრების ეტაპს", _ აღნიშნავდა პროფესორი
ა. ფრანგიშვილი. მკვლევარის მიერ გამოყენებული ტერმინი "საგანმანათლებლო
სწავლა" იგივეა, რაც დღევანდელი გაგებით "განათლების ფსიქოლოგია".

მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოდელები

მოდელი არის პატერნი ან პროექტი. ესაა წარმოდგენა, შეხედულება იმის შესახებ , თუ “რა
არის”, “შეიძლება იყოს”, ან “უნდა იყოს”. ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ მოდელი,
როგორც რაღაცის შესახებ მოსაზრებების კრებული. მოდელები ხშირად იქმნება
თეორიების საფუძველზე.
სწავლების აღწერის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, სფარდი (1998)
წარმოგვიდგენს ორ მოდელს იმის შესახებ, თუ რა არის სწავლა და როგორ ხდება ის .

სწავლების დირექტიული და კონსტრუქციული მოდელები

პირველი მოდელი ცენტრირებულია მასწავლებელზე. სწავლების დირექტიული სტილისას


მასწავლებელი არის ინფორმაციის მტავარი წყარო. ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი
ინფორმაცია “ჩაუდოს” თავში მოსწავლეებს და ამგვარად გარდაქმნას ისინი . “მონაწილის
მეტაფორა” კი, განსხვავებით ამ ზემოთმოყვანილი “გარდაქმნის მეტაფორისაგან ”,
ამბობს, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილეს წარმოადგენს , რომ
მოსწავლეები თავად არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის კონსტრუირების საქმეში . ანუ ,
თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი სწავლისადმი. შესაბამისად სწავლების
კონსტრუქტიული მიდგომები ცენტრირებულია უფრო მოსწავლეებზე, ვიდრე
მასწავლებლებებზე. სწავლების კოოპერატიული და კვლევითი მიდგომები
კონსტრუქტივიზმის ტიპიური მაგალითებია.

ფსიქოლოგიის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში

ფსიქოლოგიის წვლილი განათლებაში ნათელი ხდება, როდესაც განვიხილავთ


სწავლების სამსაფეხურიან მოდელს. ფსიქოლოგიას მრავალ კითხვაზე შეუძლია პასუხის
გაცემა: როგორ სწავლობენ ადამიანები? როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა სწავლის
პროცესზე და სწავლების ეფექტურობის გაზრდის მოტივაციაზე? რა ვიცით ჩვენ იმ
ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მასწავლებლებს კომუნიკაციის
პრობლემების გადაწყვეტაში? რით მოვახდინოთ მოსწავლეების მოტივირება ? და ა .შ .

You might also like