You are on page 1of 3

სუფთა ნივთიერება და ნარევი

ქიმიაში არჩევენ ნარევსა და ნაერთს (ქიმიურად სუფთა ნივთიერებებს)

ქიმიური ნაერთი ეწოდება ზუსტად განსაზღვრული შედგენილობის ერთგვაროვან სისტემას, მას


ყველა ფიზიკური და ქიმიური თვისებები მუდმივი აქვს, არ არის დამოკიდებული მიღების
ხერხებზე, მაგრამ განსხვავდებიან შემადგენელი კომპონენტების თვისებებისგან.

ქიმიურად სუფთა ნივთიერება შესდგება ერთი სახის მოლეკულებისგან და აქვს ზუსტად


განსაზღვრული თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობა. მაგ: ქიმიურად სუფთა წყლის
დუღილის ტემპერატურაა 100°C , გაყინვის ტემპერატურა 0°C, სიმკვრივე 1გ/სმ3.

ნარევი ქიმიური ნაერთისგან განსხვავებით ცვალებადი შედგენილობისაა, რომელშიც


შემადგენელი ნივთიერებები ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს და ნებისმიერი თანაფარდობით
ერევიან ერთმანეთს. ნარევის თვისება არ არის მუდმივი. (ნარევი არის რამოდენიმე
ნივთიერების ერთობლიობა)

ნარევი შეიძლება იყოს ერთგვაროვანი და არაერთვაროვანი.ერთგვაროვანი ანუ ჰომოგენური


მაგ: შაქრის წყალხსნარი, სპირტისა და წყლის, ჰაერი...

არაერთგვაროვანი ანუ ჰეტეროგენული მაგ: რკინის ნახერხი და გოგირდის ფხვნილი, ნიადაგი,


ცარცი და ხის ნახერხი, მღვრიე წყალი...

ნარევში შემავალი კომპონენტები თავის თვისებებს ინარჩუნებენ და მათი დაცილება


სხვადასხვა ფიზიკური ხერხით შეიძლება მაგ: რკინისა და გოგირდის ნარევი შეიძლება
დავაცილოთ მაგნიტით ( რკინა ამოიკრიბება ) ან წყალში ჩაყრით რკინს ნაქლიბი წყალში
ჩაიძირება, ხოლო გოგირდი წყლის ზედაპირზე იტივტივებს. ცარცისა და მარილის
ფხვნილების დაცილება შეიძლება წყალში გახსნით და შემდეგ გაფილტვრით - ცარცი
დაილექება, მარილი კი გაიხსნება.

ნარევიდან სუფთა ნივთიერებები, რომ გამოვყოთ უნდა მივმართოთ შემდეგ ხერხებს:

ჰეტეროგენული ნარევი:

1. სითხეებიდან უხსნადი მყარი ნივთიერებების გამოყოფა, სალექარი აპარატის საშუალებით


(მაგ: მღვრიე წყალი, ცარცი წყალში)

2. ერთმანეთში უხსნადი სითხეების დასაცილებლად იყენებენ დაწდომის მეთოდს, რომელიც


შეიძლება განვახორციელოთ გამომყოფი ძაბრის საშუალებით (მაგ: წყალი და ნავთი, ზეთი და
წყალი...)
ჰომოგენური ნარევი:

3. ერთმანეთში ხსნადი სითხეების დასაცილებლად იყენებენ მათი დუღილის ტემპერატურის


სხვადასხვაობას - გამოხდას, ანუ დისტილაციის მეთოდს ( მაგ: სპირტი და წყალი )

4. წყალში ხსნადი მყარი ნივთიერების დასაცილებლად იყენებენ ამოშრობის მეთოდს (მაგ:


მარილის წყალხსნარი)

დისტილაცია :

შეჯამება:
1. ნაერთი შედგება ერთი და იგივე სახის მოლეკულებისგან, ნარევი კი რამდენიმე
სახის მოლეკულებისგან.

2. ნარევში შემავალი ნაწილაკები არ კარგავენ თავის თვისებებს, ნაერთში შემავალი


კომონენტების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება სრულიად განსხვავებული
თვისებების მქონე ნაერთი, სადაც არც ერთი ნაწილაკის თვისება არ ვლინდება.

3. ნარევის მომზადებისას არ ხდება სითბოს არც გამოყოფა და არც შთანთქმა,


ნაერთის წარმოქმნისას კი სითბო ან შთაინთქმება ან გამოიყოფა.

4. ნარევის მომზადებისას ნივთიერებები ნებისმიერი რაოდენობით ერევიან


ერთმანეთს, ქიმიური ნაერთის წარმოქმნისას კი გარკვეული მასური თანაფარდობით.

5. ნარევის დაყოფა შეიძლება უბრალო ფიზიკური მეთოდით - დალექვით,


გაფილტვრით, ამოშრობით. ქიმიური ნაერთის დაყოფა, შემადგენელ ნაწილაკებად
ქიმიური რეაქციის გარეშე არ ხდება.

You might also like