You are on page 1of 5

ესსე

არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა

ავტორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის


სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი
ლომთაძე მარი

1
საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად
სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. იმისათვის, რომ ხალხი გახდეს
ხელისუფლების წყარო და რეალურად შედგეს ხალხის მმართველობა ხალხმა
უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, ამის საუკეთესო გზა კი არჩევნებია.
არჩევნები წარმოადგენს ერთგვარ ინსტიტუციურ მექანიზმს, ბერკეტს რომელსაც
მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. ქვეყანაში დემოკრატიის დონის
ასამაღლებლად და დემოკრატიის პრინციპების რეალურად აღსრულებისათვის
აუცილებელია არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე თითოეული მოქალაქის
აქტიური ჩართულობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებში
ახალგაზრდების მიერ აქტიური საარჩევნო უფლებით აქტიურად სარგებლობა.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო


პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა საკმაოდ მაღალია. ჩემი ნაცნობი
ახალგაზრდები აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს პოლიტიკურ
საკითხებსა და პრიცესებზე, მათ შორის, საარჩევნო ყუთთან. თუმცა, მიუხედავად
ჩართულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლისა, რეალობა არ არის იდეალური და
ჩემს ირგვლივ მყოფი ახალგაზრდების დაახლოებით 30-35 პროცენტი არ
მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც არჩევნებია. არჩევნებში
მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებს შორის სახელდება: პოლიტიკური
საკითხებით დაინტერესების არ არსებობა; პოლიტიკურ პარტიათა და საარჩევნო
კანდიდატთა აქტივობების შესახებ ინფორმაციის არ ქონა ან არასაკმარისი
ინფორმაციის ქონა; ისეთი საარჩევნო სუბიექტის არ არსებობა, რომელიც მათ
მხარდაჭერას დაიმსახურებდა, რის მიზეზადაც კანდიდატთა წინასაარჩევნო
რიტორიკაში ახალგაზრდულ პრობელმებზე ყურადღების ნაკლებად გამახვილება
სახელდება; საკუთარი ხმის უმნიშვნელობის რწმენა.
ზემოჩამოთვლილ ოთხ მიზეზს შორის, ყველაზე ხშირად, არჩევნებში
მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გასამართლებლად, კუთვნილი 1 ხმის
უმნიშვნელობაზე აპელირება ხდება. "ჩემი ხმა მაინც ვერაფერს შეცვლის"- ყველაზე
ხშირად მოსმენადი ფრაზაა ინერტულ ახალგაზრდა ამომრჩეველთა მხრიდან .

2
ახალგაზრდა ამომრჩეველთა შედარებით პასიურობა მნიშვნელოვან უარყოფით
შედეგებში აისახება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით და, საერთო
ჯამში, ზიანს აყენებს სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობას.
ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე
მომცველობითად და სიღრმისეულად აქვს ინდფორმაციასთან წვდომა.
თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართო
მოხმარებისა და ამ ტექნოლოგიათა გამოყენების ცოდნის წყალობით
ახალგაზრდებს მეტად მიუწვდებათ ხელი მრავალფეროვან ინფორმაციასთან ,
რომლის სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობებიც მათ ასევე მომეტებულად
გააჩნიათ. მრავალფეროვან და სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე
ინფორმაციასთან წვდომა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ
პარტიათა და კანდიდატთა საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს , მიიღონ
ინფორმაცია მათ მიერ და მათთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებთან
დაკავშირებით და რაც მთავარია, და გადაამოწმონ საარჩევნო სუბიექტთა მიერ და
მიმართ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა. ახალგაზრდების მეტად
ინფორმირებულობის შესაძლებლობა საარჩევნო სუბიექტთა და საარჩევნო
პროცესების თაობაზე, საფუძვლად უდევს მათი მხრიდან ინფორმირებული და
სწორი არჩევანის გაკეთების ლეგიტიმურ მოლოდინს.
ზოგადად, ახალგაზრდები საზოგადოების ყველაზე აქტიურ ჯგუფს წარმოადგენენ.
მათ აქვთ რესურსი აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებში და დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს. ახალგაზრდებს აქვთ მეტი
შესაძლებლობა განახოროციელონ ხელისუფლების საქმიანობაზე
ზედამხედველობა ამავდროულად, ისინი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ და
ყველაზე მეტად მათზე აისახება ხელისიფლების ქმედებების შედეგები. არჩევნებში
მონაწილეობის მიღება, არჩევანის გაკეთება ახალგაზრდებს უბიძგებს
პასუხისმგებლობა აიღონ არა მარტო ნების გამოვლენაზე, არამედ თავიანთი
არჩევანის შედეგებზე და განახორციელონ ზედამხედველობა ხელისუფლების
საქმიანობაზე. ახალგაზრდების აქტიური სტატუსი და მათი მომეტებული
დაინტერესება ხელისუფლების გადაწყვეტილებათა კონტროლით, ხელისუფალთა

3
ანგარიშვალდებულების მოთხოვნას ზრდის და მათ მართვის პორცესში მეტი
გამჭვირვალობისკენ უბიძგებს.
არჩვენებში თითოეული ამომრჩევლის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია.
მსოფლიო არჩევნების ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთმა ხმამაც შეიძლება
გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. მაგალითად, 1910 წელს, ბუფალოში, ნიუ-იორკის
საკონგრესო უბანზე, დემოკრატმა ჩარლზ ბ. სმითმა თანამდებობაზე მყოფი დე ალვა
ალექსანდერი მხოლოდ ერთი ხმით დაამარცხა; ინდოეთის შტატ რაჯასტანის
ასამბლეის არჩევნების ფინალში სინხ ჩოუჰანმა 62 216 ხმა მიიღო, ს. პ. ჯოშიმ კი
მხოლოდ 62 215. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებზე ჯოშის ცოლი, დედა და
მძღოლი არ მისულან. სამაგიეროდ, ჩოუჰანის ცოლს არ დაეზარა ქმრის
მხარდასაჭერად საარჩევნო უბანზე მისვლა. ერთი ხმის მიერ არჩევნებჯს ბედის
გადაწყვვეტის მაგალითები უახლესი ქართული არჩვენების ისტორიაშიც გვაქვს.
მაგალითად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე წყალტუბოს #1 მაჟორიტარულ ოლქში 1 ხმა
აღმოჩნდა გადამწყვეტი. „ოცნების“ კანდიდატმა ხათუნა მაღლაკელიძემ 1 ხმით
მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით ხიდაშელს. ხათუნა
მაღლაკელიძემ 1160 ხმა მიიღო, დავით ხიდაშელმა კი – 1159 ხმა. ამავე
არჩევნებზე დაფისქირდა შემთხვევები, როცა გადამწყევტი ათამდე ხმა აღმოჩნდა.
ცესოს მონაცემებით, საარჩევნო უფლების მქონე პირთა 18-20 პროცენტს
ახალგაზრდები (18დან 29 წლამდე ასაკის პირები) წარმოადგენენ. მაშინ, როცა
ამომრჩეველთა დაახლოებით მეხუთედს ახალგაზრდები წარმოადგენენ ,
არჩევნების ლეგიტიმაციისა და ხალხის ნამდვილი ნების შესაბამისი შედეგების
დასადგომად მათი აქტიურობა უმნიშვნელოვანესია.
ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე
ნაკლებადაა შეზღუდული დრომოჭმული შეხედულებებით, დადგენილი
ჩარჩოებით, აქვს ინოვაციური და საინტერესო ხედვები, ენერგია და ძალა.
შესაბამისად, მათ მიერ საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური
შეხედულებების საარჩევნო ყუთთან აქტიური დაფიქსირება აუცილებელია სწორი
არჩევანის გასაკეთებლად, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი.

4
არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და
გამჭირვალობის ხარისხი იქნება მაღალი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოში დემოკრატიის და ზოგადად
ქვეყნის განვითარებისათვის.

You might also like