You are on page 1of 3

ხალხური

მენაც იქ მოვშავდებოდი

ნეტავ, ფრინველად მაქცია, დამსვა მაღალსა მთაზედა,


ქალო, შენს წამამყვანელსა, გამუდგებოდა კვალზედა.
მენაც იქ მოვშავდებოდი, სადაც შენ დაგსმენ ჯარზედა!
საკმისას ჩამოვხედნებდი, თვალს შაგავლებდი ტანზედა.
რარიგად შაგიხდებოდა, ვის დაგიწვენდნენ მხარზედა!
ჩემ სწორებ კარგებ ვაჟები, დასხდება ღვინის სმაზედა.
მამერევიან ტირილნი, ქუდს მივაფარებ თვალზედა.
მე ხომ ეგ აღარას მარგებს, ისევ თუ წახვალ ცხვარზედა.
გუნებას შავახალისებ იკვლივ-იალნოს მთაზედა.
მამიგონოდით, სწორებო, რომ ჩამაჰსხდებით სმაზედა!

სანთელი ქარაფებისა

მყავ ყველა დავიწყებული


ამქვეყნად გარდა ერთისა,
მის გამო გულის დარდები
ზღვათა მდინარეს ერთვისა;
მე ჩემ ქუდს ვფიცავ თავზედა
ქალავ, შენ თავზე - მერდინსა,
არ სჩანდი - ჩემთვის ბნელ იყავ,
გხედავდი - გამითენდისა;
კლდის თავზე თეთრო ყვავილო,
სანთელო ქარაფებისა.
შენ, ჩემო დიდო იმედო!

შენ, ჩემო დიდო იმედო,


კოშკო, ნაკებო კირითა,
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა.
წითელო მოვის პერანგო
შვიდგან შეკრულო ღილითა,
ცავ, წმინდავ, ვარსკვლავიანო,
მზევ, დაფენილო დილითა,
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანაც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა ძილითა.

ხოგაის მინდია

ხოგაის მინდია კვდებოდა,


მზე წითლდებოდა, ცხრებოდა.
ცა ჭექდა, მიწა გვრგვინავდა,
სული გვიანა ჰხდებოდა;
ჩამოდიოდა მასკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შევარდენი არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიუხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი ტიალი
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისა ბეჩავი
სულ შავად იმოსებოდა,
დედას იმისას საბრალოს
ტირილს აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისას საბრალოს
ტირილს აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო
თმა-წვერით იხოშებოდა.

You might also like