You are on page 1of 2

გაკვეთილი 6) გრამატიკა: დღეს გავაგრძელებთ ახლანდელ დროს- Präsens-ს.

ძირითადი ფორმების წარმოების წესის მიხედვით ზმნები იყოფიან: სუსტი უღლების ზმნებად-
schwache Verben (შვახე ვერბენ); ძლიერი უღლების ზმნებად-starke Verben ( შთარქე ვერბენ; არაწევრი
უღლების ზმნებად- unregelmäßigen Verben (უნრეგელმესიგენ ვერბენ) . ამ ზნებს შორის განსხვავება ჩანს
ზმნის ძირითადი ფორმების წარმოებისას. ეს ფორმებია: განუსაზღვრელი ფორმა- Infinitiv (
ინფინიტივ); ნამყო თხრობის- Präteritum( პრეტერიტუმ); მიმღეობა ||- Partizip || [ პარტიციპ ცვაი].
მაგალითად ავიღოთ ზმნა sagen- თქმა[ ზაგენ]. ამ სუსტ ზმნასთან ყველაფერი საერთო წესის
მიხედვითაა. Infinitiv- sag-en [ ზაგენ]; Präteritum- sag- te [ ზაგთე]; Partizip ||- ge- sag- t [ გეზაგთ]; ახლა
ავიღოთ ძლიერი უღლების ზმნა, როგორიცაა singen - მღერა ( ზინგენ). Infinitiv - singen; Präteritum- sang;
Partizip ||- gesungen. ადვილი შესამჩნევია რომ ძლიერი უღლების ზმნები იცვლიან Präteritum- ში
ფუძისეულ ხმოვანს და დაბოლოება არ დაირთავენ,ასევე თავისებურად აწარმოებს ძირს Partizip || -ში
ძლიერი ზმნები. არაწევრი უღლების ზმნები მთლიანად ან ნაწილობრივ იცვლიან ფუძეს. მაგალითად:
Infinitiv - sein (ზაინ); Präteritum- war ( ვარ) ; Partizip || - gewesen ( გევეზენ). ამაზე დაწვრილებით კიდევ
სხვა შესაბამის დროს ვისაუბრებ!
ყურადღება!
ძლიერ ზმნებს, რომლებსაც ფუძეში აქვთ "e" ხმოვანი, präsens- ის მხოლობითი რიცხვის მეორე და
მესამე პირში მას შეცვლიან "i"ან " ie" ხმოვნიᲗ ( მოკლე ან გრძელი).
მაგალითად:
Sprechen- ლაპარაკი ( შფრეხენ)
Ich spreche მე ვლაპარაკობ ( იჰ შფრეხე)
Du spr-i-chst შენ ლაპარაკობ ( დუ შფრიხსთ)
Er/ sie/ es spr-i-cht ის ლაპარაკობს ( ერ/ ზი/ ეს შფრიხთ)
Wir sprechen ჩვენ ვლაპარაკობთ ( ვია შფრეხენ)
Ihr sprecht თქვენ ლაპარაკობთ (ია შფრეხთ)
Sie- sie sprechen თქვენ ლაპარაკობთ/ ისინი ლაპარაკობენ. ( ზი ზი შფრეხენ)
Sehen-ყურება ,ხედვა( ზეენ)
Ich Sehe- მე ვხედავ,ვუყურებ ( იჰ ზეე)
Du s-ie-hst შენ ხედავ,უყურებ ( დუ ზისთ)
Er/ sie/ es s-ie-ht ის ხედავს ,უყურებს( ერ / ზი/ ეს ზისთ)
Wir sehen- ჩვენ ვხედავთ,ვუყურებთ(ვია ზეენ)
Ihr seht თქვენ ხედავთ,უყურებთ ( ია ზეთ)
Sie/ sie sehen- თქვენ ხედავთ,უყურებთ/ ისინი ხედავენ, უყურებენ
ძლიერი ზმნები, რომლებსაც ფუძეში აქვთ "a"ხმოვანი ან ,au" დიფთონგი präsens- ის მხოლობითი
რიცხვის მეორე და მესამე პირში მას შეიცვლიან" ä"- თი
მაგალითად:
Fahren- მგზავრობა ( ტრანსპორტით) ( ფარენ)
Ich fahre მე ვმგზავრობ ( იჰ ფარე)
Du f-ä-hrst შენ მგზავრობ ( დუ ფერსთ)
Er/sie/ es f-ä-hrt ის მგზავრობს ( ერ/ ზი/ ეს ფერთ)
Wir fahren ჩვენ ვმგზავრობთ( ვია ფარენ)
Ihr fahrt თქვენ მგზავრობთ ( ია ფართ)
Sie/ sie fahren თქვენ მგზავრობთ/ ისინი მგზავრობენ ( ზი ზი ფარენ).
Laufen-სირბილი ( ლაუფენ)
Ich Laufe -მე დავრბივარ ( იჰ ლაუფე)
Du läufst შენ დარბიხარ ( დუ ლოიფსთ)
Er/ sie / es läuft ის დარბის ( ერ/ ზი/ ეს ლოიფთ)
Wir laufen- ჩვენ დავრბივართ ( ვია ლაუფენ)
Ihr lauft თქვენ დარბიხართ ( ია ლაუფთ)
Sie/sie laufen თქვენ დარბიხართ/ისინი დარბიან ( ზი ზი ლაუფენ).

You might also like