You are on page 1of 2

გაკვეთილი 15) დღევანდელი გაკვეთილის თემაა მოდალური ზმნები.

Die Modalverben-მოდალური ზმნები


მოდალური ზმნა გამოხატავს მოქმედი პირის დამოკიდებას ზმნით გამოხატული მოქმედებისადმი.
მოდალური ზმნა იუღლება და წინადადებაში იკავებს მეორე ადგილს, ხოლო ძირითადი ზმნა არ
იცვლება ანუ Infinitiv- შია და დგას წინადადების ბოლოში.
მაგალითად: Ich will ein Buch kaufen-მე მსურს წიგნის ყიდვა. Will ( wollen)-მოდალური ზმნაა,ხოლო
kaufen-ძირითადი ზმნა,რომელიც საწყისში ანუ Infinitiv-შია წინადადების ბოლოს.
გერმანულ ენაში 6 მოდალური ზმნაა. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ძირითადი მნიშვნელობა.
1) müssen-აუცილებლობა, საჭიროება, ვალდებულება
Ich muss
Du musst
Er/ sie/ es muss
Wir müssen
Ihr müsst
Sie/ sie müssen
მაგალითად: Ich müss den Text lesen-ტექსტი უნდა წავიკითხო
Vor dem Essen muss man sich die Hände waschen-ჭამის წინ ხელები უნდა დაიბანოთ.
ყურადღება! Müssen მოდალურ ზმნას არ აქვს ალტერნატივა.
მაგალითად: Ich muss arbeiten-მე უნდა ვიმუშაო ანუ ყველა ვარიანტში უნდა ვიმუშაო არ მაქვს სხვა
გამოსავალი თუ შესაძლებლობა.
Ich muss auf die Toilette gehen-მე ტუალეტში უნდა წავიდე ანუ სხვა გზაა არაა უნდა წავიდე
2) sollen-გარეგანი აუცილებლობა, დავალება, ბრძანება, მოწოდება
Ich soll
Du sollst
Er/ sie/ es soll
Wir sollen
Ihr sollt
Sie/ sie sollen
მაგალითად: du sollst den Text lesen - ტექსტი უნდა წაიკითხო
Ich soll viel Obst essen, hat die Ärztin gesagt-ექიმმა მითხრა ბევრი ხილი ჭამეო
ყურადღება! 1.Sollen კითხვის დროს გამოიყენება თუ შენ ვინმეს რამეს სთავაზობ ანუ გსურს შენ რომ
მე რამე შენთვის ...
მაგალითად: soll Ich dir einen Kaffee machen?-გსურს რომ ყავა გაგიკეთო?
2.sollen გამოიყენება თუ სხვა ადამიანი გეუბნებათ,,თქვენ უნდა.." და ამას თქვენ ყვებით. მაგალითად:
der Arzt sagt, ich soll die Tabletten nehmen und ich soll nicht arbeiten-ექიმმა თქვა, მე უნდა წამალი დავლიო
და არ უნდა ვიმიშავო
3) wollen-სურვილი, განზრახვა
Ich will
Du willst
Er/ sie/ es will
Wir wollen
Ihr wollt
Sie/ sie wollen
მაგალითად:
Ich will Journalistin werden-მე მსურს ჟურნალისტი გავხდე
ყურადღება! Wollen გამოიყენება როცა ეს არის თქვენი სურვილი პირდაპირ, თუმცა თუ ვინმეგან რამე
გვსურს ეს არ იქნება თავაზიანი სურვილი.
Ich will gerne Ski- Urlaub machen-მე მსურს სათხილამურო არდადეგები
4)mögen-თავშეკავებული სურვილი, თავაზიანი თხოვნა
Ich mag/ möchte
Du magst / möchtest
Er/ sie/ es mag / möchte
Wir mögen / möchten
Ihr mögt / möcht
Sie/ sie mögen / möchten
Ich möchte Sie sehen- თქვენი ნახვა მინდოდა
ყურადღება! Mögen-ის ფორმაა möchten ოღონდ კავშირებით კილოში
და აქ როგორც ახლანდელ დროში ისე გამოიყენება. მათ შორის ის განსხვავებაა რომ mögen
კონკრეტულად მოწონებას ნიშნავს, ხოლო möchten სურვილს , თავაზიან სურვილს
Ich mag Fisch-მე მომწონს თევზი ( ზოგადად მომწონს,მიყვარს თევზი)
Ich möchte Fisch-მე მსურს თევზი ( თევზის ჭამა მინდა)
5) können-ფიზიკური, გონებრივი, სულიერი შესაძლებლობის უნარი
Ich kann
Du kannst
Er/ sie/ es kann
Wir können
Ihr könnt
Sie/ sie können
მაგალითად: Ich kann schwimmen-მე შემიძლია ცურვა
ყურადღება! Können გამოიყენება
1. როცა რამე ნასწავლი გაქვს: Ich kann Englisch-მე შემიძლია ინგლისური ( ანუ შესწავლილი აქვს და
ფლობს )
2.არსებობს შესაძლებლობა, შანსი: hier kann man essen und trinken-აქ შეუძლია ადამიანს ჭამოს და
დალიოს
3.ნებართვისას,როცა აკრძალული არ არის: hier kann man parken-აქ შესაძლებელია პარკინგი
6) dürfen-ნებართვა, უფლების ქონა
Ich darf
Du darfst
Er/ sie/ es darf
Wir dürfen
Ihr dürft
Sie/ sie dürfen
მაგალითად du darfst gehen-შეგიძლია წახვიდე
ყურადღება! Dürfen გამოიყენება 1.რაიმეს ასაკრძალად: hier dürfen sie nicht rauchen-აქ მოწევა
აკრძალულია
2. ნებართვისას: heute dürfen meine Kinder Fernsehen-დღეს ჩემს შვილებს ნებას ვრთავ ( უფლება აქვთ)
ტელევიზორს უყურონ.
ყურადღება! შეამჩნევდით და მოდალური ზმნები თავისებურად იუღლებიან.
ჩვეულებრივი ზმნებისგან განსხვავებით მოდალურ ზმნებს არ აქვთ ბრძანებითი კილო.

You might also like