You are on page 1of 11

თამროო

დანიელი მეცნიერის, ნილს ბორისა და მისი თეორიის შესახებ ჩვენმა კლასელებმა


წინა პრეზენტაციაში დეტალურად ისაუბრებს, მაგრამ გავნიხილოთ საკითხი, თუ
რატომ დარჩა ბორის თეორია თეორიად და რა წინააღმდეგობები დახვდა მას
ექსპერმენტული გამოცდისას.

ბორის თეორიას განსაკუთრებულად დიდი წარმატება ჰქონდა მისი გამოყენებისას


წყალბადის ატომის მიმართ, რომლისთვისაც შესაძლებელი აღმოჩდა სპექტრის
რაოდენობრივი თეორიის აგება.

ბორის თეორია წყალბადის გამოსხივების ხაზოვანი სპექტრის ყველა


სიხშირისთვის სწორ მნიშვნელობას იძლეოდა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით
შესაძლებელი გახდა წყალბადის ატომის რადიუსისა და მისი იონიზაციის
ენერგიის თეორიულად განსაზღვრა.

ბორის პოსპულატების მეშვეობით რაოდენობრივი თეორიის აგება წყალბადის


მომდევნო - ჰელიუმის ატომისთვის არ მოხერხდა. ჰელიუმისა და უფრო რთული
ატომების მიმართ ბორის თეორია მხოლოდ თვისობრივი დასკვნების გაკეთების
საშუალებას იძლეოდა, თუმცაღა მეტად მნიშვნელოვნების.

ეს არცაა გასაკვირი. ბორის თეორია უსრულოა, მას აქვს შინაგანი წინააღმდეგობა .


ერთი მხრივ, როგორც ვნახეთ, წყალბადის ატომის თეორიის აგებისას
გამოიყენება ნიუტონის მექანიკის ჩვეულებრივი კანონები და კულონის ცნობილი
კანონი, ხოლო, მეორე მხრივ, შემოტანილია კვანტური პოსპულატები, რომლებსაც
ნიუტონის მექანიკასთან და მაქსველის ელექტროდინამიკასთან არავითარი
კავშირი არ აქვს. ფიზიკაში კვანტური წარმოდგენების შემოტანამ მექანიკისა და
ელექტროდინამიკის რადიკალური გარდაქმნა მოითხოვა. ეს გარდაქმნა
განხრციელდა მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც
ჩამოყალიბდა ახალი თეორიები: კვანტური მექანიკა და კვანტური
ელექტროდინამიკა.

ბორის პოსპულატები სრულიად სწორი აღმოჩნდა, მაგრამ ისინი გამოდიოდნენ


უკვე არა როგორც პოსპულატები, არამედ როგორც ამ ახალი თეორიების
ძირითადი პრინციპების შედეგები. დაკვანტვის ბორის წესი კი ვარგისია, როგორც
მიახლოებითი შედეგი, რომელიც ყოველთვის ვერ გამოიყენება.
წარმოდგენა განსაზღვრულ ორბიტებზე, რომლებზედაც მოძრაობს ბორის ატომში
ელექტრონი, საკმაოდ პირობითი აღმოჩნდა. სინამდვილეში ატომში ელექტრონის
მოძრაობას ძალიან ცოტა აქვს საერთო ორბიტებზე პლანეტების მოძრაობასთან .
რომ შეიძლებოდეს წყალბადის ატომის ფოტოგრაფირება დიდი დაყოვნებით
უდაბლეს ენერგეტიკულ მდგომარეობაში, დავინახავდით ბირთვიდან გარკვეულ
მანძილზე მაქსიმალური სიმკვრივის ღრუბელს. ეს მანძილი შეიძლება ორბიტის
რადიუსის უხეშ მსგავსებად ჩაითვალოს. სწორედ იგი ემთხვევა ბორის რადიუსს.
ატომის ფოტოგრაფია სრულიადაც არ დაემსგავსება მზის სისტემის ნაცნობ
სურათს, იგი უფრო მოგვაგონებდა ნათურის გარშემო პეპლის უწესრიგოდ ფრენის
ფოტოგრაფირებით მიღებულ ბუნდოვან ლაქას.

ამჟამად კვანტური მექანიკის მეშვეობით შეიძლება ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვს ,


რომელიც ატომების ელექტრონული გარსის აღნაგობასა და თვისებას ეხება .
მაგრამ რაოდენობრივი თეორია ძალიან რთული გასაგებია და თემიდან
გადაგვახვევინებს, ამიტომ ვისაუბროთ კვანტურ მექანიკაზე და მის ღვაწლზე
ატომის მოდელებისა და ატომური თეორიების სფეროში.

კოლაუ გიორგაძე
მოდით სანამ ჩავუღრმავდებით ამ რთულ საკითხს, ჯერ ზოგადი განხილვით დავიწყოთ, რას
ნიშნავს კვანტური მექანიკა, სად გაჩნდა და რას შეისწავლის იგი.

სიტყვა ქვანტი, ლათინურიდან მოდის quantum (რამდენი) და ინგლისურიდან quantum


(რაოდენობა, პორცია). მექანიკა მატერიის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას ნიშნავს.
შესაბამისად, კვანტური მექანიკა პორციებად მოძრავ მატერიას სწავლობს (დაკვანტული
მატერიის მოძრაობას). ტერმინი ქვანტი ხმარებაში გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა
შემოიღო, ატომებზე სინათლის ზემოქმედების აღსაწერად.

კვანტური მექანიკა, ხშირად, ჩვენთვის ჩვეულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება.


ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ზომის ობიექტებსა და მაკროსამყაროში მიმავალ
მოვლენებს ვხვდებით, ატომურ და სუბატომურ დონეზე კი მატერიალური ნაწილაკები
სულ სხვანაირად იქცევიან. მაკროსამყაროში, ნებისმიერი ობიექტის კოორდინატების
განსაზღვრა საიმედოდ და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ,მაგალითად წიგნის. არა აქვს
მნიშვნელობა რას ვიყენებთ ამისათვის – სახაზავს, რადარს, სონარს, ფოტომეტრიასა თუ
სხვა საზომ საშუალებას, გაზომვათა შედეგები ობიექტური იქნება, წიგნის მდებარეობისგან
დამოუკიდბელი. გარკვეული განუსაზღვრელობანი და უზუსტობანი საზომი
მოწყობილობის სიზუტეზე იქნება დამოკიდებული. უფრო ზუსტი მონაცემების მისაღებად,
საკამრისი იქნება კიდევ უფრო სრულყოფილი ხელსაწყოები ავიღოთ და უშეცდომოდ
ვიმოქმედოთ.

 თუ წიგნის კოორდინატების მაგივრად მიკრონაწილაკის კოორდინატები უნდა გავიგოთ,


მაგალითად, ელექტრონის, საზომ მოწყობილობასა და ობიექტს შორის ურთიერთქმედების
გათვალისწინებაც მოგვიწევს. სახაზავის ან სხვა საზომი ხელსაწყოს ზემოქმედება
წიგნზე უმნიშვნელოა და ის გაზომვის შედეგზე არ აისახება, ხოლო ელქტრონის სივრცული
კოორდინატების გასაზომად მისი მიმართულებით ფოტონი, ელექტრონი ან სხვა მსუბუქი
ელემენტარული ნაწილაკი უნდა გავუშვათ და მისი გადახრა გავზომოთ. ამ დროს თვითონ
ელექტრონი, რომელიც გაზომვის ობიქტია, სხვა ნაწილაკთან დაჯახებით სივრცულ
მდებარეობას შეიცვლის, თუ გვინდა რომ ფოტონმა ელექტრონამდე ისე მიაღწიოს, რომ
გვერდი არ აუაროს, მისი ტალღის სიხშირე უნდა გავზარდოთ, რაც შესაბამისად მის
ენერგიასაც ზრდის და ელექტრონთან დაჯახებისას მას ადგილს შეუცვლის. ამგვარად, თვით
გაზომვის აქტი საზომი ობიექტის მდებარეობის შეცვლას იწვევეს და უზუსტობები თვით
გაზომვის ფაქტის გამოა განპირობებული და არა საზომი მოწყობილობის უზუსტობით.
მიკროსამყაროში მეცნიერებს სწორედ ასეთ სიტუაციებთან უწევთ შერიგება. გაზომვა
ურთიერთქმედების გარეშე შეუძლებელია, ხოლო ურთიერთქმედება – საკვლევ ობიექტზე
ზემოქმედების გარეშე, ანუ შედეგებიც დამახინჯებული იქნება.

 ამ ურთიერთქმედების შედეგებზე მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ვამტკიცოთ:


სივრცული კოორდინატების განუსაზღვრელობა, x ნაწილაკის სიჩქარის განუსაზღვრელობა
> h/m, ან, მათემატიკური ენით რომ ვთქვათ:

 Δx × Δv > h/m

 სადაც Δx და Δv – ნაწილაკის სივრცული მდებარეობისა და სიჩქარის განუსაზღვრელობაა.


h –პლანკის მუდმივა, ხოლო m – ნაწილაკის მასაა.

 შესაბამისად, განუსაზღვრელია არამარტო ელექტრონის სივრცული კოორდინატები,


არამედ ნებისმიერი სუბატომური ნაწილაკისა, თან არა მარტო კოორიდატების, სხვა
თვისებებისაც, მაგალითად სიჩქარის. ანალოგიურად განისაზღვრება ნებისმიერი
ასეთნაირად დაკავშირებული ნაწილაკების თვისებათა ცდომილებებიც. ანუ თუ ჩვენ,
მაგალითად, ელექტრონის სივრცული მდებარეობა მაღალი სიზუსტით გავზომეთ, მაშინ
იმავე დროის მონაკვეთში მისი მოძრაობის სიჩქარეზე საკმაოდ არაზუსტი მონაცემი
გვექნება და პირიქით. ბუნებრივია, პარალელური გაზომვების დროს ამ ორ
უკიდურესობამდე საქმე არ მიდის და სიტუაცია გაშუალებულია. ანუ თუ ჩვენ
ელექტრონის მდებარეობა 10-6 სიზუსტით გავზომეთ, ერთდროულად სიჩქარის გაგებაც
შეგვიძლია, საუკეთესო შემთხვევაში – 650 მ/წმ-მდე სიზუსტით.

ჰაიზენბერგის განუსზღვრელობის პრინციპიდან გამომდინარე, კვანტური მიკროსამყაროს


ობიექტთა აღწერას განსხვავებული ხასიათი აქვს, ვიდრე ჩვენთვის ჩვეულ ნიუტონისეულ
მაკროსამყაროს აღწერას. სივრცული კოორდინატებისა და სიჩქარის ნაცვლად,
რომლებითაც ჩვენ მექანიკური მოძრაობების აღწერას მივეჩვიეთ, მაგალითად, ბურთის
მოძრაობა ბილიარდის მაგიდაზე, კვანტურ მექანიკაში ობიექტები ე.წ. ტალღური
ფუნქციით აღიწერება. ტალღის ქიმი, გაზომვების დროს, სივრცეში ნაწილაკის
მდებარეობის მაქსიმალურ ალბათობას შეესაბამება. ასეთი ტალღის მოძრაობა
შროდინგერის განტოლებებით აღიწერება, რომელიც გვეუბნება, თუ როგორ იცვლება
დროთა განმავლობაში კვანტური სისტემის მდგომარეობა.

 მიკროსამყაროში შროდინგერის განტოლებით დახატული კვანტური მოვლენების სურათი


ისეთია, რომ ნაწილაკები ცალკეულ მოქცევით ტალღებს ემსგავსება, რომლებიც ოკეანე-
სამყაროს ზედაპირზე ვრცელდება. დროთა განმავლობაში ტალღის ქიმი ფუნქციასთან
შესაბამისობაში გადაადგილდება სივრცეში და ამ დიფერნციალური განტოლების
ამონახსენია. შესაბამისად, ის, რაც ჩვენ ტრადიციულად ნაწილაკად წარმოგვიდგენია,
კვანტურ დონეზე ტალღისათვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენს.

ექსპერიმენტით შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა კვანტურ მექანიკაში


გაუთვალისწინებელი ფარული პარამეტრები. ”ღმერთი კამათლით არ ითამაშებს”. ამ
სიტყვებით ალბერტ აინშტაინმა გამოწვევა გაუგზავნა კოლეგებს, რომლებიც ახალ თეორიას
ქმნიდნენ, სახელად კვანტური მექანიკა. მისი აზრით, ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის
პრინციპსა და შროდინგერის განტოლებას არაჯანმრთელი გაუგებრობა შეჰქონდა
მიკროსამყაროში. ის დარწმუნებული იყო, რომ ”შემოქმედი” არ დაუშვებდა ელექტრონებსა
და ნიუტონისეულ ბილიარდის ბურთებს შორის ასეთ მკვეთრ განსხვავებას. ფაქტიურად,
წლების განმავლობაში აინშტაინი კვანტური მექანიკის მიმართ ეშმაკის ადვოკატის როლს
თამაშობდა, პარადოქსების მოგონებით, რომლებიც ახალი თეორიის შემქმნელებს ჩიხში
შეიყვანდა. თუმცა ამით ის კარგ საქმეს აკეთებდა, აიძულებდა რა ოპონენტებს კიდევ უფრო
კარგად დაფიქრებულიყვნენ.

 ბედის ირონიაა, რომ აინშტაინი კვანტური მექანიკის ოპონენტად შევიდა ისტორიაში,


თუმცა თავიდან თვითონ იდგა ამ თეორიის საწყისებთან. კერძოდ, 1921 წელს ნობელის
პრემია ფარდობითობის თეორიის გამო კიარ მიიღო, არამედ ფოტოელექტრული ეფექტის
კვანტური წარმოდგენებით ახსნის გამო.

 ყველაზე მეტად, მიკროსამყაროსეულ მოვლენათა ალბათობებისა და ტალღური


ფუნქციების ტერმინებით აღწერას ეწინააღმდეგებოდა, ნაწილაკთა, კოორდინატებისა და
სიჩქარეებით აღწერის პოზიცისგან განსხვავებით. აი რას გულისხმობდა იგი ”კამათლით
თამაშის” ქვეშ. ის აღიარებდა, რომ ელექტრონების აღწერა მათი სიჩქარეებითა და
კოორდინატებით განუსაზღვრელობის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ამტკიცებდა,
რომ უნდა არსებობდეს კიდევ რაღაც ცვლადები და პარამეტრები, რომელთა
გათვალისწინებითაც მიკროსამყაროს კვანტურ-მექანიკური სურათი მთლიანობისა და
დეტერმინიზმის გზაზე დაბრუნდებოდა. ანუ, ამტკიცებდა იგი, ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება,
რომ ღმერთი კამათლით გვეთამაშება, რადგან ყველაფერი ბოლომდე არ გვესმის. ამით მან
პირველმა მოახდინა დამალული ცვლადის ჰიპოთეზის ფორმულირება კვანტურ მექანიკაში.
სინამდვილეში, ელექტრონებს ფიქსირებული კოორდინატები და სიჩქარეები გააჩნია,
როგორც ნიუტონისეულ ბილიარდის ბურთებს, ხოლო განუსაზღვრელობის პრინციპითა და
ალბათობებით მათდამი მიდგომა კვანტური მექანიკის ჩარჩოებში, ამ თეორიის
დაუსრულებლობაზე მეტყველებს, რის გამოც ის ამ მონაცემების სრულფასოვანი
განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა.

 თვალსაჩინოებისათვის, დამალული ცვლადის თეორია ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:


განუსაზღვრელობის პრინციპის ფიზიკური დასაბუთება ის არის, რომ კვანტური ობიექტის
მახასიათბლების გაზომვა, მაგალითად ელექტრონის, მხოლოდ სხვა კვანტურ ობიექტთან
ურთიერთქმედებით არის შესაძლებელი; ამ დროს, გასაზომი ობიექტის მდგომარეობა
იცვლება. თუმცა, შეიძლება, არსებობს გაზომვათა ჩატარების ჩვენთვის ჯერჯერობით
უცნობი ხერხები და ინსტრუმენტები. ეს ინსტრუმენტები შესაძლებელია, კვანტურ
ობიექტებთან შეხებით მათ მდგომარეობას არ შეცვლის და განუსაზღვრელობის პრინციპის
მათ მიმართ გამოყენება მიუღებელი იქნება. არანაირი ფაქტიური მონაცემები მსგავსი
ჰიპოთეზების სასარგებლოდ არ იყო, ისინი მხოლოდ ფსიქოლოგიური დისკომფორტის
გამო არსებობდა, რომელსაც ბევრი მეცნიერი სამყაროს მოწყობის დამკვიდრებულ,
ნიუტონისეულ წარმოდგენებზე უარის თქმის აუცილებლობის გამო განიცდიდა.

 1964 წელს, ჯონ ბელმა ახალი და ყველასათვის მოულოდნელი თეორიული შედეგი


მიიღო. მან დაამტკიცა, რომ შეიძლება ჩატარდეს გარკვეული ექსპერიმენტი, რომლითაც
დადგინდება, მართლაც აღიწერება თუ არა კვანტური ობიექტები ალბათობათა
განაწილების ტალღური ფუნქციებით, თუ, არსებობს ფარული პარამეტრი, რომელიც მათი
ადგილისა და იმპულსის ზუსტად აღწერის საშუალებას იძლევა, როგორც ნიუტონისეული
ბურთებისა. ბელის თეორემა, როგორც მას ახლა უწოდებენ, გვიჩვენებს, რომ შეიძლება
ჩატარდეს ექსპერიმენტთა სერია, რომლის სტატისტიკური შედეგები დაამტკიცებს ან
უარყოფს ფარული პარამეტრების არსებობას. პირობითად რომ ვთქვათ, ერთ შემთხვევაში
სტატისტიკური თანაფარდობა არ იქნება 2/3-ზე მეტი, მეორეში – 3/4-ზე ნაკლები.

 ბელის თეორემის პუბლიკაციის შემდეგ, ყველაზე უფრო უსიამოვნო სიურპრიზი


კოლოსალური რაოდენობის ექსპერიმენტების ჩატარების აუცილებლობაში იყო, რომელთა
ჩატარება იმ მომენტისთვის, სტატისტიკურად სანდო სურათის მისაღებად, შეუძლებელი
ჩანდა.

 1970 წელს, ექსპერიმენტების გამოქვეყნების მერე, ყველაფერი სრულიად ნათელი გახდა.


ალბათობათა განაწილების ტალღური ფუნქცია უშეცდომოდ აღწერს ნაწილაკის მოძრაობას
წყაროდან დეტექტორამდე. შესაბამისად, ტალღური კვანტური მექანიკის განტოლებები
ფარულ ცვლადებს არ შეიცავს.

 მიკროსამყაროს ობიექტთა ტალღური და ნაწილაკური თვისებების შერწყმა მას შემდეგ


მოხდა, რაც ფიზიკოსები შეთანხმდნენ, რომ კვანტური სამყაროს ობიექტები არც
ნაწილაკებად და არც ტალღებად არ ჩაეთვალათ, არამედ შუალედურ, ორივე თვისებების
მქონე ობიექტებად. ნიუტონისეულ მექანიკაში ამ ობიექტების ანალოგი არ არსებობს.
კვანტური მექანიკის ასეთნაირად გადაწყვეტაში პარადოქსების უამრავი რაოდენობაა,
თუმცა უკეთსი ვარიანტი ჯერ არც არავის წარმოუდგენია. ამით დავასრულებ კვანტურ
მექანიკაზე საუბარს და სიტყვას გადავცემ ნუცას, რომელიც ლაზერებზე გვესაუბრება .
ნუცა
ლაზერები

ინდუცირებული გამოსხივება. 1917 წელს აინშტაინმა იწინასწარმეტყველა


ატომბის მიერ სინათლის ეგრედ წოდებული ინდუცირებული (იძულებითი)
გამოსხივება. ინდუცირებული გამოსხივების ქვეშ იგულისხმება აგზნებული
ატომების გამოსხივება მათზე დაცემულ სინათლის მოქმედებით. აღსნიშნავი ამ
გამოსახვებში ისაა, რომ ინდუცირებული გამოსხივების დროს წარმოქმნიი
სინათლის ტალღა არ განსხვავდება ატომზე დაცემული სინათლისგან არც
სიხშირით, არც ფაზით და არც პოლარიზაციიტ.

კვანტური თეორიის ენაზე, იძულებითი გამოსხივება ნიშნავს ატომის გადასვლას


მაღალი ენერგეტიკული მდგომარეობიდან დაბალზე, მაგრამ არა თავისთავად,
როგორც ეს ჩვეულებრივი გამოსხივებისას ხდება, არამედ გარეშე ზემოქმედების
გავლენით.

ლაზერები. ჯერ კიდევ 1940 წელს საბჭოთა ფიზიკოსმა ვალენტინ ფაბრიკანტმა


მიუთითა ელექტრომაგნიტური ტალღების გასაძლიერებლად იძულებითი
გამოსხივების მოვლენის გამოყენების შესაძლებლობაზე. 1954 წელს საბჭოთა
მეცნიერებმა ნიკოლაი ბასოვმა და ალექსანდრ პროხოროვმა დამათგან
დამოუკიდებლად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჩარლზ თაუნსმა გამოიყენეს
ინდუცირებული გამოსხივების მოვლენა 1,27 სანტიმეტრის სიგრძის
რადიოტალღების მიკროტალღოვანი გენერატორის შესაქმნელად.
რადიოტალღების გენერაციისა და გაძლიერების ახალი პრინციპის
დამუშავებისთვის ბასოვსა და პროხოვს 1959 წელს ლენინური პრემია მიენიჭათ,
1963 წელს კი სამივე მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა.

1960 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა პირველი ლაზერი -


ელექტრომაგნიტური ტალღების კვანტური გენერატორი სპექტრის ხილულ
დიაპაზონში.

ლაზერის გამოსხივების თვისებები. სინათლის ლაზერული წყაროებს სხვა


წყაროებთან შედარებით ბევრი არსებითი უპირატესობა აქვს.
1. ლაზერებს შეუძლიათ შექმნან სინათლის ძალიან ვიწრო კონები,
დაახლოებით 10-5 რადიანის ტოლი გაშლილობის კუთხით. დედამიწიდან
გაშვებული ასეთი კონა მხოლოდ 3 კილომეტრის დიამეტრს მქონე ლაქას
იძლევა.
2. ლაზერის სინათლეს განსაკუთრებული მონოქრომატულობა გააჩნია .
სინათლის ჩვეულებრივი წყაროებისგან განსხვავებით, რომელთა ატომები
სინათლეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასხივებენ, ატომიები
ლაზერებში სინათლეს შეთანხმებულად ასხივებენ, ამიტომ, ტალღეის ფაზა
არარეგულარულ ცვლილებებს არ განიცდის.
3. ლაზერი სინათლის ყველაზე მძლავრი წყაროა. სპექტრის ვიწრო
ინტერვალში ერთი კვადრატული სანტიმეტრიდან გამოსხივების სიმძლავრე
10^13 ვატს ეტოლება მცირე დროში. ამასთან, მზის გამოსხივების სიმძლავრე
ერთი კვადრატული სანტიმეტრიდან ტოლია მხოლოდ 7*10^3 ვატისა მთელ
ჯამურ სპექტრში. 10^-6 სანტიმეტრის სიგრძის ვიწრო ინტერვალზე კი მოდის
მზის გამოსხივების მხოლოდ 0,2 ვტ/სმ^2 . ლაზერის მიერ გამოსხივებული
ელექტრომაგნიტური ტალღის ელექტრული ველის დაძაბულობა აღემატება
ატომის შიგნით ველის დაძაბულობას.

ლაზერების მოქმედების პრინციპი. ჩვეულებრივ პირობებში ატომების


უმრავლესობა უდაბლეს ენერგეტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ,
დაბალ ტემპერატურაზე ნივთიერებები არ ანათებენ.

ელექტრომაგნიტური ტალღის გავლისას ნივთიერების შიგნით ხდება


ელექტრომაგნიტური ენერგიის შთანთქმა. ტალღის შთანთქმული ენერგიის
მოქმედებით ატომების ნაწილი აღიგზნება, ესე იგი გადადის უფრო მაღალ
ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ამ დროს სინათლის კონას წაერთმევა
ენერგია, რომელიც 2 და 1 დონეების შორის ენერგიათა სხვაობის ტოლია.
სურათზე გამოსახულია აგზნებული ატომი, რომელმაც შთანთქა ენერგია .
აგზნებულ ატომს შეუძლია დაჯახებისას გადასცეს თავისი ენერგია მეზობელ
ატომებს ან გამოასხივოს ფოტონი ნებისმიერი მიმართულებით.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე ხერხით აღვაგზნეთ გარემoს ატომების


უდიდესი ნაწილი. მაშინ ნივთიერებაში სიხშირის ელექტრომგანიტური ტალღის
გავლისას, ეს ტალღა კი არ შესუსტდება, არამედ დაიწყებს გაძ ₾იერებას
ინდუცირებული გამოსხივების ხარჯზე. მისი ზემოქმედებით ატომები
შეთანხმებულად გადადიან უფრო დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში და
ასხივებენ ტალღებს, რომელთა სიხშირე და ფაზა ემთხვევა დაცემული ტალღის
სიხშირესა და ფაზას.
სამდონიანი სისტემა. არსებობს აგზნებული ატომების მქონე გარემოს მიღების
სხვადასხვა მეთოდი. ლალის ლაზერში ამისთვის გამოიყენება სპეციალური
მძლავრი ნათურა. ატომები აღიგზნება სინათლის შთანთქმის ხარჯზე.

მაგრამ ლაზერის მუშაობისთვის ენერგიის ორი დონე საკმარისი არ არის.


როგორი მძლავრიც არ უნდა იყოს ნათურის სინათლე, აგზნებული ატომების
რიცხვი არააგზნებულზე მეტი არ იქნება. სინათლე ხომ ერთდროულად კიდეც
აღაგზნებს ატომებს და კიდეც იწვევს ინდუქცირებულ გადასვლებს ზედა
დონიდან ქვედაზე.

გამოსავალი სამი ენერგეტიკული დონის გამოყენებით იქნა ნაპოვნი (დონეების


საერთო რიცხვი ყოველთვის დიდია, მაგრამ ლაპარაკია მომუშავე დონეებზე).
სურათზე გამოსახულია სამი ენერგეტიკული დონე მნიშვნელოვანია, რომ
გარეშე ზემოქმედების არ არსებობის დროს, სისტემის სიცოცხლის
ხანგრძლივობა სხვადასხვა დონეებზე დიდად განსხვავდება. მესამე დონეზე
სისტემა ცოცხლობს ძალიან ცოტა ხანს (10^-8 წამს), რის შემდეგაც თავისთავად,
გამოსხივების გარეშე გადადის მეორე მდგომარეობაში. ამ დროს ენერგია
კრისტალურ მესერს გადაეცემა. სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე
მდგომარეობაში 100000-ჯერ მეტია, ესე იგი შეადგენს დაახლოებით 10^-3 წამს.
გადასვლას მეორე მდგომარეობიდან პირველში გარეშე ელექტრომაგნიტური
ტალღის გავლენით თან ახლავს გამოსხივება, რომელიც სწორედ ლაზერებში
გამოიყენება. მძლავრი ნათურის ანთების შემდეგ სისტემა გადადის მესამე
მდგომარეობაში და დაახლოებით 10^-8 წამის შემდეგ აღმოჩნდება მეორეში,
სადაც ცოცხლობს შედარებით დიდხანს. სწორედ ასე იქმნება მეორე
აგზნებული დონის „ჭარბდასახლება“ არააგზნებულ პირველ დონესთან
შედარებით. ასეთი აუცილებელი ენერგეტიკული დონეები არსებობს ლალის
კრისტალში. ლალი ალუმინის ჟანგის ღია წითელი ფერის კრისტალია ქრომის
ატომების მინარევით (დაახლოებით 0.05%). კრისტალში სწორედ ქრომის
იონების დონეებს გააჩნიათ საჭირო თვისებები.

2018 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა.


ამერიკელმა ფიზიკოსმა, ართურ აშკინმა პრემია და ფულადი ჯილდოს ნახევარი, 9
მილიონი შვედური კრონი ($1 მილიონი) "ოპტიკური პინცეტის" გამოგონებისთვის
მიიღო. ეს მეთოდი გულისხმობს ლაზერის სხივის ფოკუსირებით მიკროსკოპული
ობიექტების უძრავად დაჭერას. თუ ობიექტი დიელექტრიკია ( ჩვეულებრივ არ
ატარებს დენს, მაგრამ იმუხტება ელექტრულ ველში მოთავსებისას) ის სხივის
ცენტრში გადაადგილდება, სხივის ფოტონების მიერ წარმოქმნილი წნევა კი
ობიექტის უძრავ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
1987 წელს აშკინმა “ოპტიკური პინცეტით” ბაქტერიის დაჭერა მისი დაზიანების
გარეშე მოახერხა, დღეს ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიური სისტემების
შესწავლაში.

"აშკინმა სამეცნიერო ფანტასტიკის ძველი ოცნება აახდინა, მან შეძლო სინათლის


სხივის მეშვეობით ფიზიკური ობიექტების გადაადგილება"- განაცხადა შვედეთის
აკადემიამ.

კანადელ დონა სტრიქლენდს და ფრანგ ჯერარდ მოროს პრემია მაღალი


ამპლიტუდის, ულტრამოკლე ლაზერული იმპულსების წარმოქმნის მეთოდის
აღმოჩენისთვის გადაეცათ.

მორო და სტრიქლენდი 1980-იან წლებში ლაზერის იმპულსების ძალის გაზრდაზე


მუშაობდნენ, მაგრამ შენიშნეს, რომ მაღალი ძალის  იმპულსები აზიანებდა
გამაძლიერებლის მასალას. პრობლემის გადასაჭრელად მათ ლაზერის სხივის
იმპულსი დროში გაწელეს, რამაც იმპულსის ძალა შეამცირა, შემდეგ გააძლიერეს ის
და დროში შეკუმშეს. ხანმოკლე იმპულსის შემთხვევაში მცირე სივრცეში უფრო მეტი
სინათლე თავსდება, შესაბამისად, იმპულსის ამპლიტუდა მკვეთრად იზრდება. დღეს
ეს მეთოდი თვალის ქირურგიაში გამოიყენება.

დონა სტრიქლენდი მესამე ქალია, რომელმაც ფიზიკის დარგში ნობელის პრემია


მიიღო. "ჩვენ უნდა ვაღიაროთ ქალი ფიზიკოსები, რადგან ისინი არსებობენ და
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ერთ-ერთი მათგანი" - განაცხადა მან კონფერენციაზე
ჯილდოს მიღების შემდეგ.

თამროო
ლალის ლაზერის მოწყობილობა. ლალის კრისტალისგან მზადდება
ბრტყელპარალელური ტორსების მქონე ღერო, სპილოს ფორმის მქონე
აირული განმუხტვის ნათურა ლურჯ-მწვანე სინათლეს იძლევა. რამდენიმე
ათასი მიკროფერადი ტევადობის კონდენსატორების ბატარეისგან მიღებული
დენის ხანმოკლე იმპულსი იწვევს ნათურის კაშკაშა ანთებას. მცირე დროის
შემდეგ მეორე დონე ხდება „ჭარბდასახლებული“.

თავისთავად მეორედან პირველში გადასვლების შედეგად იწყება სხვადასხვა


მიმართულების ტაღების გამოსხივება. ის სხივები, რომლებიც კრისტალის
ღერძისადმი კუთხით ვრცელდებიან, გამოდიან მისგან და შემდგომ პროცესში
არავითარ როლს არ ასრულებენ. მაგრამ კრისტალის ღერძის გასწვრივი
ტალღა მრავალჯერ ირეკლება მისი ტორსოებისგან. იგი იწვევს ქრომის
აგზნებული იონების ინდუცირებულ გამოსხივებას და სწრაფად ძლიერდება.

ლალის ღეროს ერთ-ერთი ტორსი სარკისებურია, ხოლო მეორე


ნახევრადგამჭვირვალე. აქედან, გამოდის წითელი სინათლის მძლავრი
იმპულსი, რომელსაც გააჩნია ის ფენომენალური თვისებები, რაზეც
ვილაპარაკეთ. ტალღა კოჰერენტულია, ვინაიდან ყველა ატომი ასხივებს
შეთანხმებულად. და ძალიან მძლავრი, რადგანაც ინდუცირებული
გამოსხივების დროს მთელი დაგროვილი ენერგიის გამოყოფა ძალან მცირე
დროში ხდება.

ლაზერების სხვა ტიპები. ლალის ლაზერი, რომელსაც გავეცანით, მუშაობს


იმპულსურ რეჟიმში. არსებობს აგრეთვე, უწყვეტი მოქმედების ლაზერებიც.

ამ ტიპის აირულ ლაზერებშ მუშა ნივთიერებას წარმოადგენს აირი. მუშა


ნივთიერების ატომები აღიგზნებიან ელექტრული განმუხვტვით.

გამიყენება უწყვეტი მოქმედების ნახევრადგამტარული ლაზერებიც . პირველად


ისინი საქართველოში გამოიგონეს. გაგიკვირდებათ და გადაცემა
„დასაბამიდან სასუფევლამდეს“ წამყვანი გიორგი ასათიანი ნობელიანტის
თანაავტორი იყო ლაზერული ფიზიკის სფეროში.

ამ ტიპის ლაზერებში გამოსხივებისთვის საჭირო ენერგია მიიღება ელექტრული


დენით. შექმნილია უწყვეტი მოქმედების ძალიან მძლავრ აირდინამიკური 150
კილოვატის სიმძლავრის ლაზერებიც. ამ ლაზერებში ზედა ენერგეტიული
დონეების „ჭარბდასახლება“ იქმნება რამდენიმე ათას გრადუსამდე
გახურებული ზოგიერთი აირული ნაკადების გფართოებისა და ადიაბატური
გაცივების დროს.

ლაზერების გამოყენება. ძალიან პერპექტიულია ლაზერის სხივის გამოყენება


კავშირისთვის, განსაკუთრებით კოსმოსურ სივრცეში, სადაც არ არის სინათლის
შანთქმელი ღრუბლები.
ლაზერის სხივის ვეებერთელა სიმძლავრე გამოიყენება ვაკუუმში მასალის
ასაორთქლებლად, შედუღებისთვის და ა.შ. ლაზერის სხივის საშუალებით
შეიძლება ქირურგიული ოპერაციების წარმოება, მაგალითად, თვალის
ფსკერიდან ამომძვრალი ბადურის „შედუღება“ .

ლაზერის სხივის კოჰერენტულობას იყენებენ საგნების სივრცული


გამოსახულებების მისაღებად. (ეგრედ წოდებული ჰოლოგრაფია)

ლაზერებმა შესაძლებელი გახადეს შუქლოკატორის შექმნა, რომლის


მეშვეობითაც მოძრავ საგნებამდე მანძილი იზომება რამდენიმე მილიმეტრამდე
სიზუსტით.

დღესდღეობით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ხალხის ტემპერატურის


კონტროლი ზუსტად ლაზერიანი სიცხის საზომებით ხდება. ეს ლაზერი
ადამიანის ორგანიზმში მოლეკულის ვიბრაციის სიჩქარის მიხედვით ადგენს
სხეულის ტემპერატურას. რაც სწრაფად ვიბრირებს მოლეკულა, მით უფრო მეტ
უხილავ ინფრაწითელ სინათლეს გამოიმუშავებს. თერმომეტრი ამ
ინფრაწითელ ენერგიას ელექტრონულ სიგნალად გარდაქმნის და გვიჩვენებს
ტემპერატურას.

ატომების ან მოლეკულების აგზნება ლაზერის სხივით ქიმიურ რეაქციებსაც


იწვევს, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში არ მიმდინარეობენ.
პერსპექტიულია მძლავრი ლაზერის სხივების გამოყენება მართვადი
თერმობირთვული რეაქციების განსახორციელებლადაც.

You might also like