You are on page 1of 10

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტიტეტი

რეფერატი: საკონატიტუციო სასამართლო, როგორც


ნეგატიური კანონმდებელი

სამართლოს სპეციალობის მე4 კურსის სტუდენტი

ლომთაძე მარი

შესავალი

1
კონსტიტუციური მართმსაჯულების კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ
ფარგლებში განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სამართლის
უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვისათვის. სამართლებრივი და
დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს კონსტიტუციის უზენაესობა
წადმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური
სამართალწარმოების განხორციელების გზით ახორციელებს ნორმატიული
აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას და უზრუნველყოფს ხელისიფლების
ორგანოთა კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირებას და
ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვას. კონსტიტუციური მართლმსაჯულების
განხორციელების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიცვას ქვეყნის
უზენაესი კანონით მისთვის დადგენილი კომპეტენციური ფარგლები .
სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური კანონიერების განმტკიცება,
კონსტიტუციურ ჩარჩოში სამართლებრივი სივრცის მოქცევა, ისე, რომ თვითონ არ
გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. საკონსტიტუციო სასამართლო აღჭურვილია
უფლებით ძალადაკარგულად ცნოს კონსტიტუციასთან შეუასაბამო ნორმატიული
აქტი ან მისი ნაწილი, ანუ განახორციელოს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქცია.
აუციელებელია გაირკვეს ნეგატიური კანონმდებლის ცნების არსი და მნინელობა ,
რათა დადგინდეს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლები .
საკონსტიტუციო სასამართლო, როგოეც ნეგატიური კანონმდებელი.
საქართველოს კონსტიტუციის მე4 მუხლის მე3 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო
ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე
დაყრდნობით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე,
ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო
ხელსიფლებად. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიზანია
ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის შეკავებისა და გაწონასწორების
რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების შექმნა,
შესაბამისად, კონსტიტუციით განსაზღვრულია თითოეული სახელმწიფო ორგანოს
კომპეტენციის ჩარჩო.
„საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს
პარლამენტი წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს , ხოლო ,
მეორე მხრივ, ქვეყნის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიაკუთვნებს ცალკეული,
ნორმატიული შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტების გამოცემის
უფლებამოსილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, ფუნქცია და მისთვის
მინიჭებული კომპეტენცია უნდა განისაზღვროს საქართველოს კონსტიტიციით
ჩამოყალიბებულ სოვრცეში. ამასთან ნებრიმიერი რეგულირება, რომელიც
ცელიაუფლების რომელიმე შტოს კომპეტენციას და საქმიანობას ეხება, უნდა
შემოწმდეს არა მხოლოდ ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს კომპეტენციის
დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთანა, არამედ, მხედველობაში უნდა იქნეს

2
მიღებული ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და
ურთიერთშეკავებისა და გაწონასწროების კონსტიტუციური მექანიზმი.“1
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლი არის საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი
სასამართლო ორგანო. საკონსტიტუციო სასასამართლო „თავისი ფუნქციური
დატვირთვიდან გამონდინარე, ზოგადად, ორ მიზანს ემსახურება - ხელისუფლების
კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფას
(ხელშეწყობას) და ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან
არათანაზომიერი ჩარევისაგან.“2
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას
აფასებს ნორმატიული აქტის, მისი ნაწილის ან კონკრეტული ნორმატიული
შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობას და არაკონსტიტუციურ ნორმას
ძალადაკარგულად აცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების დაკმაყოფიფილებით
არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმატიული აქტი, მისი ნაწილი ან კონკრეტული
ნორმატიული შინაარსი კარგავს იურიდიულ ძალას. აღნიშნული „საკონსტიტუციო
სასამართლოს ფუნქციად არა მხოლოდ კონკრეტული ნორმატიული აქტების
დეკლარაციულად კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენას გულისხმობს,
არამედ მას ანიჭებს ქმედით მექანიზმს, უზრუნველყოს კონსტიტიციის უზენაესობის
დაცვა ქვეყანაში. აღნიშნული სწორედ კონსტიტუციის საწინააღმდეგო
რეგულაციებისთვის იურიდიული ძალის დაკარგვაში, გაუქმებაში გამოიხატება .
მისთვის სარჩელით ან წარდგინებით მიმართვა, ხელისუფლების დანაწილების
პრინციპის ქმედითობის, ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში
ფუნქციონირების მიღწევის (უზრუნველყოფის) მცდელობაა.“3
საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ანიჭებს
ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის
უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის
კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას. საკონსტიტუციო
სასამართლომ ჯერ კიდევ „2002 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში აღნიშნა, რომ ახალი
ნორმის შემუშავება შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილებაა და იგი არ წარმოადგენს
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს.“4

1
საქართველოს საკონატიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 დეკემბრის No 3/6/642
გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ.
2
იქვე
3
იქვე
4
გეგენავა დიმიტრი „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების
ძირითადი სისტემური პრობლემები“, დავით ბოსტოღანაშვილის სამართლის ინსტიტუტი,
თბილისის, 2012 წ. გვ.47

3
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი არსით ასრულებს ნეგატიური
კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე –
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის
მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც,
კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი
ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო
ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება,
არამედ  უზრუნველყოფს  კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს
უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული
არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა
და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის
გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება
უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად
კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“.5
საკონსტიტუციო სასამართლოს ხელეწიფება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობით
მისი მოქმედების შეწყვეტა, რაც ნორმის სამართლებრივი სივრციდან გაქრობას იწვევს
და არა ახალი ნორმის მიღება. „სხვაგვარად საკონსტიტუციო სასამართლო
მიითვისებდა კანონშემოქმედებით უფლებამოსილებას, რაც დაარღვევდა
ხელისუფლების დანაწილების პრინციპს6“.
კანონმდებლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა შესაძლოა მსგავს
შედეგებს იწვევდეს. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების დაკმაყოფილებას
მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვამდე არსებული
სამართლებრივი სივრცის შეცვლა. მაგალითად, საკონსიტუციო სასამართლოს მიერ
ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის
მსგავსი შედეგის მიღწევა კანონმდებელს ცვლილებების შეტანით შეუძლია, „მაგრამ
ეს არ ნიშნავს სასამართლოს მიერ საკანონმდებლო ფუნქციის მითვისებას, ახალი
სამართლებრივი სინამდვილე დადგა სამართალშეფარდებითი და არა
სამართალშემოქმედებითი პროცესის შედეგად. შედეგის მსგავსება არ უდრის მისი
გამომწვევი პროცესების იდენტურობას.“7

5
საქართველოს საკონატიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 დეკემბრის No 3/6/642
გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ.
6
ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა ფირცხალაშვილი „კონსტიტუციური მართლმსაჯულება“.
თბილისი, 2021წ. გვ.74
7
ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა ფირცხალაშვილი „კონსტიტუციური მართლმსაჯულება“.
თბილისი, 2021წ. გვ.74

4
„საკონსტიტუციო კონტროლი აზრს დაკარგავს, თუ ის ვერ მოახერხებს
არაკონსტიტუციური ნორმატიული სინამდვილის კონსტიტუციურ სინამდვილედ
ტრანსფორმაციას. ამ კონტექსტში პრინციპულად მნიშვნელოვანია
„პოზიტიური“და  „ნეგატიური“ კანონმდებლობის სწორი გამიჯვნა. საკონსტიტუციო
სასამართლო, ერთი მხრივ, არ უნდა მიითვისოს სამართალშემოქმედებითი ფუნქცია,
ხოლო მეორე მხრივ, არ შეკვეცოს მისი, როგორც ნეგატიური კანონმდებლის
შესაძლებლობები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მის
უფლებამოსილებას მართებულად არ მიაკუთვნებს ნორმატიულ აქტებში ახალი
რეგულაციების ჩაწერას.“8თუმცა,  „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნეგატიური
კანონმდებლის ფუნქციის მინიჭება არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეულ ნორმატიულ
აქტებში ახალი რეგულაციების პირდაპირი სახით ჩაწერის აკრძალვას. აზრს
მოკლებული იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პოზიტიური
თვალსაზრისით საკანონმდებლო ფუნქციის მინიჭების აკრძალვა იმ პირობებში,
როდესაც საკუთარი, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის სავალდებულო
ძალის მქონე სამართლებრივი აქტით დაადგენდა არა ფორმალურად, არამედ
შინაარსობრივად ახალ სამართლებრივ წესრიგს. წესრიგს, რომელიც არ ყოფილა
საკანონმდებლო ორგანოს ან კონსტიტუციით განსაზღვრული, შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართალშემოქმედების შედეგი. შესაბამისად,
საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული
საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმატიული აქტების/მისი ნაწილების
სამართლებრივი ძალის გაუქმების უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე,
საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა
მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ
შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს
მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად
ცნობაში, მის გაუქმებაში.“9
მიუხედავად ამ განმარტებებისა, ხშირად მაინც რთულდება ნეგატიური
სამართალშემოქმედების ფარგლების დადგენა. სასამართლოს კომპეტენციის
ფარგლების დადგენა მოსარჩელეებისთვის რთულია. „ამავდროულად,
მნიშვნელოვანია, რომ დასახელებულ პრობლემას მოსარჩელეები ძირითადად მაშინ
აწყდებიან, როცა ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას
8
ბესიკ ლოლაძე, ზემოთ სქოლიო 7, გვ.75
9
საქართველოს საკონატიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 დეკემბრის No 3/6/642
გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ.

5
თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, ეს უკავშირდება თანასწორობის უფლების
სპეციფიკასა და სასარჩელო მოთხოვნის თავისებურებებს ამ უფლებასთან
10
მიმართებით ნორმის გასაჩივრებისას“.
თანასწორობის უფლებასთან მიმართებასი ხშირად საჩივრდება უპირატესობის ან
რაიმე შეღავათის დამდგენი ნორმები. გასაჩივრენულ ნორმათა შეფასება ხდება
თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, ნორმები ასევე ფასდება მატერიალურ
კონსტიტუცოურ უფლებასთან შესაბამისობის კუთხით, თუ მოსარჩელეს ნაგულვები
აქვს მისი დარღვევა. თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, როგორც წესი,
„უპირატესობის დამდგენი რეგულაციების დისკრიმინაციული ხასიათის დადგენა არ
არის სირთულესთან დაკავშირებული, არამედ პრობლემას ქმნის მათი
არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი გაფორმება იმგვარად, რომ
11
საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს ნეგატიური კანონმდებლის როლში.“
საკონსტიტუციო სასამართლო კანონმდებლის ფარდობითი უმოქმედობის
შემთხვევაში აფასებს რამდენად ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში გარკვეულ პირთა
ჯგუფის უფლებით მოსარგებლე პირთა წრიდან გამორიცხვა. „სამართლებრივ
დოქტრინაში ორი სახის საკანონმდებლო უმოქმედობას განასხვავებენ,
აბსოლუტურსა და ფარდობითს (absolute and relative omissions). აბსოლუტური
უმოქმედობის დროს სახეზეა კონსტიტუციური დანაწესის აღსრულების მიზნით
სამართლებრივი მოწესრიგების არარსებობა, ხოლო ფარდობითი უმოქმედობის დროს
საკანონდებლო მოწესრიგება არსებობს, თუმცა იგი არასრულყოფილია. ამდენად,
აბსოლუტური უმოქმედობა დაკავშირებულია „კანონმდებლის დუმილთან“, როცა
ფარდობითი უმოქმედობისას საქმე გვაქვს „კანონის დუმილთან“. საბოლოოდ, ორივე
შემთხვევა არაკონსტიტუციურ ვითარებას ქმნის. ფარდობითი უმოქმედობის კერძო
შემთხვევაა ისეთი ნორმები, რომლებიც პირთა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ანიჭებს
უპირატესობას სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, სახეზეა აღმჭურველი ხასიათის
რეგულირება, რომელიც სახელდებით მიუთითებს კანონისმიერი შეღავათის
ადრესატებზე, ხოლო სხვა პირთა მიმართ „დუმს“. ასეთ ვითარებაში
არაკონსტიტუციურია არა ზოგადად ამ პირებისათვის უპირატესობის მინიჭება,
არამედ ამ უპირატესობიდან განსაზღვრულ პირთა ჯგუფის გაცხრილვა
12
[კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლების გარეშე].“

10
თამარ მახარაშვილი, ლელა ვაჭარაშვილი „კონსტოტუციური სარჩელის დასაშვებობის
სტანდარტები, პრაქტიკული სახელმძღვამელო“, ევროპის საბჭო, 2021წ, გვ.150
11
ნინო ჩოჩია სტატია-საკონატიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო
უპირატესობის აღმოფხვრის გზები, საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი -გამოცემა 1 (2019) გვ.125
12
ნინო ჩოჩია, გვ.124

6
აღმჭურველი ნორმის საფუძველზე პირთა გარკვეულ ჯგუფს, პეივილეგირებული
ჯგუფისგან განსხვავებით, წვდომა ეზღუდება კანონით დადგენილი შეღავათის
მიღებაზე ან კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე.
„როდესაც სადავოა კანონისმიერი შეღავათის ანუ ისეთი პრივილეგიის/უფლების
დისკრიმინაციულად მინიჭება, რომლის მინიჭების ვალდებულება რომელიმე
მატერიალური კონსტიტუციური უფლებიდან არ გამომდინარეობს. კანონმდებელი
არ დაარღვევს კონსტიტუციას, თუკი კანონისმიერ შეღავათს არ მიანიჭებს არავის.
კანონისმიერ შეღავათთან/პრივილეგიასთან მიმართებით კონსტიტუცია ადგენს
მხოლოდ მისი თანასწორობის უფლების განუხრელი დაცვით გადანაწილების
მოთხოვნას. აღნიშნული უნდა გაიმიჯნოს ისეთი ვითარებისგან, როდესაც რაიმე
კანონი მატერიალური კონსტიტუციური უფლებიდან მომდინარე შესაძლებლობებით
აღჭურავს უფლების სუბიექტთა მხოლოდ გარკვეულ წრეს. კონსტიტუციის
ქვემდგომი აქტით კონსტიტუციური უფლების წართმევა პირთა რომელიმე
ჯგუფისათვის დაუშვებელია, რამეთუ კონსტიტუციური უფლების საფუძველი
თავად კონსტიტუციაა და კანონმდებელი მისი მინიჭების საკითხს კონსტიტუციის
საწინააღმდეგოდ ვერ გადაწყვეტს. შესაბამისად, ცალკეულ პირთა ჯგუფის
გამორიცხვა რაიმე კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისგან არა მხოლოდ
თანასწორობის უფლებას შეეწინააღმდეგება, არამედ სხვა მატერიალური უფლების
დარღვევის წყაროდაც იქცევა. დასახელებული შემთხვევები, რამდენადაც ისინი
განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას წარმოშობენ, დისკრიმინაციული
მდგომარეობის აღმოფხვრის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას საჭიროებენ.“13
„როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ „კანონით დადგენილი
პრივილეგია/შეღავათი“ ყოველი სუბიექტის კონსტიტუციური უფლებაა, მისი
კონსტიტუციური ვალდებულებაა, თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ასეთი
უფლების განხორციელების შესაძლებლობა მიანიჭოს ყველას. შესაბამისად,
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ უფლებად აღიარებული
„პრივილეგიის/შეღავათის“ მიუნიჭებლობა არა უფლებამოსილების ფარგლებში
მოქმედების, არამედ, მისი მხრიდან, თავისი მანდატის განუხორციელებლობაზე
უარის თქმის მაგალითია. ამასთანავე, კანონისმიერი პრივილეგიისგან განსხვავებით,
კონსტიტუციური უფლების მინიჭება იმგვარი შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს
არ გააჩნია მოქმედების თავისუფლება. სამართალშემოქმედი მოკლებულია
ალტერნატიული გადაწყვეტის მიღების შესაძლებლობას და ერთადერთი
კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტა უფლების მინიჭებაა. კონსტიტუციური
უფლების სამართლებრივი საფუძველი თავად კონსტიტუციაა. კონსტიტუციური
უფლებები უშუალოდ მოქმედი სამართალია და ისინი არსებობს/მოქმედებს
13
ნინო ჩოჩია, ზემოთ, სქოლიო 10, გვ.127

7
კანონმდებლის მიერ დამატებითი რეგულირების მიღებისგან დამოუკიდებლად. ასეთ
პირობებში, დაუსაბუთებელია, რას შეიძლება ეფუძნებოდეს საკონსტიტუციო
სასამართლოს პასიურობა და გადაწყვეტილების საკანონმდებლო ორგანოსათვის
მინდობა.“14
„ადამიანის უფლებების დაცვის პერპექტივიდან არაგონივრულია, მოსამართლეს
აბსოლუტურად შეეზღუდოს სადავო ნორმის მოდიფიცირების გზით ურთიერთობის
მოწესრიგება. ამასთანავე, მოსამართლის მიერ კანონმდებლის ჩანაცვლება მხოლოდ
მაშინ არის გამართლებული, როდესაც არაკონსტიტუციური მდგომარეობის
გამოსწორების ერთადერთი გზა ახალი შინაარსის დამატებით სადავო ნორმის
მოდიფიცირებაა. ასეთი მოცემულობა კი სწორედ ისეთ შემთხვევებს მიემართება,
როდესაც სადავოა კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, კონსტიტუციურ
უფლებაში დისკრიმინაცია... ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატისა და
კონსტიტუციური უფლების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის გააზრების
კვადაკვალ კონსტიტუციურ უფლებაში დისკრიმინაციის დადგენისას სადავო ნორმის
შინაარსის შეცვლა, პირთა წრის გაფართოება და კონსტიტუციური უფლების მინიჭება
ამ უფლებით სარგებლობას მოკლებული პირებისათვის იქნება ხსენებული საკითხის
კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტა.15
„საკითხის შინაარსობრივ გადაწყვეტასთან ერთად მნიშვნელოვანია
კონსტიტუციური უფლების დამდგენი ნორმის დისკრიმინაციულობის „ტექნიკური“
გაფორმება. სასამართლოთა ნაწილი გამოსავალს აღმჭურველი ხასიათის იმ
ნორმატიული შინაარსის გაუქმებაში ხედავს, რომელიც გამორიცხავს ცალკეულ
პირთა შესაძლებლობას, ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. ამგვარი
მეთოდით სადავო ნორმა არ უქმდება და პირთა ყველა ჯგუფს ენიჭება/უნარჩუნდება
კონსტიტუციური უფლება. სწორედ გადაწყვეტის ამგვარი მოდელი გამოიყენა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში.“ 16 ერთ-ერთ
საქმეში17 გასაჩივრებული იყო ნორმა, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავდა იმ
პირთა წრეს, რომელსაც სახელმწიფო უფინანსებდა საშუალო განათლების მიღებას
და აძლევდა მათ მოსწავლის ვაუჩერს. სასამართლოს შეფასებით, სადავო ნორმა
მოსარჩელეებს - საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გამორიცხავდა
ასეთი დაფინანსების მიღების შესაძლებლობისგან. სასამართლოს გადაწყვეტილების

14
იქვე, გვ.128
15
იქვე
16
ზემოთ სქოლიო 10. გვ.141
17
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის No2/3/540
გადაწყვეტილება საქმეზე რუსეტის მოქალაქეები ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი ,
სყსანა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალქეები- მილენა ბარსეღიანი და ლება ბარსეღიანი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

8
შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საშუალო
განათლების დაფინანსება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული
განათლების უფლებით იყო დაცული და, შესაბამისად, სადავო ნორმა
არაკონსტიტუციურად ცნო განათლების უფლებასთან მიმართებით. ამასთანავე,
ნორმა შეფასდა თანასწორობის უფლებასთან კავშირში და დადგინდა მისი
დისკრიმინაციულობა.
რადგან, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სადავო ნორმას სრულად ვერ
გააუქმებდა (სადავო ნორმაში მითითებულ პირებს ვერ წაართმევდა განათლების
დაფინანსების შესაძლებლობას), ვინაიდან სახელმწიფოს მიერ საშუალო განათლების
დაფინანსება ყველას უფლებად იქნა აღიარებული. სწორედ ამიტომ სადავო ნორმა
გაუქმდა ისეთი ნორმატიული შინაარსით, რომელიც გამორიცხავდა განათლების
მიღების დაფინანსებას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე,
შედეგად, დასახელებულ ადამიანთა კატეგორიას სასამართლომ მიანიჭა ასეთი
უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
რაც შეეხება კანონით დადგენილ პრივილეგიასთან დაკავსირებულ საკითხებს. ამ
კუთხით საინტერესოა საქართველოს საკონატიტუციო სასანართლოს 2017 წლის 10
ნოემბრის No3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლალი
ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე დავობდა
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის იმ მუხლების
კონსტიტუციურობაზე, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ უზენაესის
სასამართლოს მოსამართლეთა კატეგორიას ადგენდა და ამ პირთა წრიდან
გამორიცხავდა უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს, რომელბმაც
თანამდებიბა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. მოსარჩელე სარჩელში
მოითხოვდა აღმჭურველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ
ძალადაკარგულად გამოცხადებას, როს გამოც სასამართლომ მიიღო სარჩელი
არსებიტად განსაცილველად. არსებითი განხილვის სხდომაზე მოთხოვნა შეცვალა და
მოითხოვა სადავო ნორმის იმ სინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც
მისთვის კომპენსაციის მიღებას გამორიცხავს, ანუ მოითხოვა სადავო ნორმით
დადგენილი რეგულირების მასზე გავრველება და მისი მოქმედების ფარგლების
გაფართოება. საკონსტიტუციო სასამართლომ ნეგატიური კანონმდებლის
უფლებამოსილებაზე მითითებით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რადგან მისი
კომპეტენციის ფარგლებს ცდებოდა.

დასკვნა
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლების დადგენა
მნიშვნელოვანია კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი და

9
დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების დაცვისა და განმტკიცებისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედებს როგორც ნეგატოური კანონმდებელი,
თუმცა მისი ამ უფლებამოსილების ფარგლების დადგენა გარკვეულ
სირთულეებთანაა დაკავშირებული. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო არ
ქმნის ახალ ნორმას, ახალ მართლწესრიგს და არ ახდენს ნორმის მოქმედების
ფარგლების გაფართოებას. განსაკუთრებული სირთულეები დაკავშირებულია
აღმჭურველი ნორმების თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში შეფასებისას.
თუმცა, დასკვნის სახით შეგვიზლია ვთქვათ, რომ აღმჭურველ ნორმას, რომელიც
კანონით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლებას აძლევს პირტა
გარკვეულ ჯგუფს, ხოლო სხვა ჯგუფების საკითხს რეგულაციის გარეშე ტოვებს (არც
უფლებას ადგენს და არც კრძალავს) საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს
ძალადაკარგულად, რაც მისი იურიდიული ძალის გაუქმებას ნიშნავს. აღნიშნული
ნორმის მოქმედების ფარგლების კანონმდებლის მიერ გაუთვალისწინებელ
ჯგუფებზე გავრცელება პოზიტიური კანონმდებლის ფუნქციის განხროციელება და
საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში უხეში შეჭრა იქნება. რაც
შეეხება ნორმას, რომელიც კონსტიტუციური უფლების სარგებლობას მხოლოდ
კონკრეტულ პირთა წრისთვის ხდის შესაძლებელს,ხოლო მათთან არსებითად
ტანასწორ პირებს გამორიცხავს უფლებით მოსარგებლე პირთა წრიდან,
შეიძლება გავრცელდეს სხვა პირებზეც და მისი მოქმედების ფარგლები
გაფართოვდეს. „შესაბამისად, პოზიტიური კანონმდებლის უფლებამოსილებაში
არ შეიჭრება საკონსტიტუციო სასამართლო, თუკი კონსტიტუციური უფლების
დისკრიმინაციულად დამდგენ ნორმას გააუქმებს იმგვარად, რომ გააფართოებს
სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებს და კონსტიტუციურ უფლებას მიანიჭებს
იმ პირთა კატეგორიასაც, ვინც მოკლებულია ამ უფლებით სარგებლობის
შესაძლებლობას.18

18
ნინო ჩოჩია, იხილეთ ზემოთ, სქოლიო 10. გვ143

10

You might also like