You are on page 1of 65

ნიკოლოზ ბარათაშვილი - „მერანი“

(ანალიზი)
ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ ქართული პოეზიის შედევრია. მწარე
ხვედრთან და ბედთან შეურიგებლობის იდეა პოეტმა უჩვეულო ოსტატო-
ბით გადმოგვცა. მასში მოცემულია განცდათა მრავალფეროვნება და სიღრ-
მე, ნაჩვენებია მგოსნის დამოკიდებულება ცხოვრებასთან, „მერანში“ თავს
იყრის და გაცილებით მეტი სიძლიერით ვლინდება ის განწყობილება, რო-
მელიც სხვა ლექსებშიც არის მოცემული. ამდენად ლექსმა ერთგვარად შეა-
ჯამა ბარათაშვილის შემოქმედება.
„მერანის“ შექმნის იმპულსი პოეტისთვის იქცა შემდეგი ისტორიული
ფაქტი: 1842 წელს დაღესტანში მთიელთა რაზმებმა დაატყვევეს ნიკოლოზ
ბარათაშვილის ბიძა - ილია ორბელიანი, კავკასიის ჯარების ოფიცერი.
ილიას ვაჟკაცურ თავდაჭერილობასა და რაინდობას შამილიც კი გაუკვირ-
ვებია. ილია ორბელიანის ტყვეობას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პო-
ეტზე. იგი გრიგოლ ორბელიანს სწერს: „ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწო-
რე გითხრა, ძალიან შევწუხდი ასე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათას-
ის სხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის,
მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა, ბოლოს, მესამე დღეს ეს ლექსები დავწერე
და თითქმის ამან შვება მომცა“. ლექსში გადმოცემულია არა ილია ორბე-
ლიანის ფიქრები, არამედ თვითონ ბარათაშვილის სულიერი განწყობილე-
ბა.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტი გრიგოლ ორბელიანს სწერდა: „დავუმო-
რჩილდი ჩემს მკაცრ ბედსა. თუმცა ხანდახან ჯავრით დავაპირებ ხოლმე
მასთან შებმას: ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღუსრულება! ეს გამო-
წვევა და შეურიგებლობა მკაცრ ბედთან ბარათაშვილმა განსაკუთრებული
სიმძაფრით „მერანში“ გამოამჟღავნა.
ლექსში ჩანს გმირული შერკინება ბედთან. ფრთებასხმულ სივრცეში
მსრბოლ მერანზე მჯდარ მხედარს უკან მოსჩხავის ტრაგიკული აღსასრუ-
ლის მაუწყებელი შავი ყორანი. ძლიერია ნიკოლოზ ბარათაშვილის ამბო-
ხი ბედისწერის ძალების წინააღმდეგ:

1
„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!“
ნიკოლოზ ბარათაშვილს კარგად აქვს წარმოდგენილი დაბრკოლებები,
რომლებიც მას ბრძოლის გზაზე გადაეღობება; მაგრამ იმდენად დიდია მი-
სი შეურიგებლობა შავ ბედთან, რომ იგი რაინდული თავგანწირვით მოუ-
წოდებს თავის მერანს:
„გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!“
პოეტი თავგანწირულია და თანახმაა, ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს.
იგი ბუნებას აღიარებს ერთადერთ მეგობრად:
„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა,სად
დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“
ნიკოლოზ ბარათაშვილი ხატავს მერანისა და მისი მხედრის ტრაგიკუ-
ლი დაღუპვის სურათს. მისი პოეტური ხილვები სულის სიღრმემდე შემ-
ძვრელია და ჯადოქრული ნათელჭვრეტის ძალით მოქმედებენ:
„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!
პოეტი საოცარი სიზუსტით განჭვრეტს საკუთარ აღსასრულს - მარტოო-
ბაში გარდაცვალებას, გულშემატკივართაგან დაუტირებლობას. ბრძოლა
უკუღმართ ცხოვრებასთან, მსწრაფება - გადალახოს ბედის საზღვარი, ად-
ვილი არ არის, მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მგოსანი მზადაა, ყველაფერი

2
აიტანოს მიზნის მისაღწევად; მან არ იცის დაბრკოლებათა წინარეშეშიში
და ძრწოლა:
„დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!“
ეს არის ხმა შეურიგებელი მებრძოლისა. აქ ჩანს თავგამეტება და შეუ-
პოვრობა. პოეტი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს მკაცრ
ბედს, სურს, გაარღვიოს მისი საზღვარი, დადგეს თავისი მოწოდების გზა-
ზე ან დაიღუპოს ბრძოლაში და დარჩეს ნათესავთაგან დაუტირებელი.
მისთვის სხვა გზა არ არსებობს; კომპრომისი, დათმობა, უკუღმართ ბედ-
თან შერიგება მიუღებელია.
გმირული ბრძოლა ბედთან, სწრაფვა ბედის საზღვრის გადალახვასთან
არ ემსახურება პირადულ მიზნებს. პოეტი ოცნებობს, რომ თავისი მერანით
გათელოს უვალი გზა, რათა მისმა მოძმემ შემდეგ ადვილად შეძლოს ამ
გზით სიარული. ეს არის გზა ნათელი მომავლისაკენ:
„ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”
ამ სტრიქონენით პოეტი გარკვევით გვუბნება, რომ „შავი ბედისაგან
მოვლენილი განსაცდელი მარტო მისი ხვედრი არ არის. ეს განსაცდელი
ყოველთვის იარსებებს, რადგანაც კონფლიქტი ადამიანის იდეალთა და
შესაძლებლობას შორის მუდამ პრობლემას წარმოადგენს სათაურად
ლექსს „მერანი“ შეურჩია ლექსიკოგრაფმა, პეტერბურგის უნივერსისტე-
ტის პროფესორმა, დავით ჩუბინაშვილმა.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 8.IX.2022 წ.

3
მერანი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,


გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;


ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა,
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,


და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;


ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,


ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!


ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

4
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,


და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,


უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1842 წ.
5
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ფიქრნი მტკვრის პირას“
(ანალიზი)
„ფიქრნი მტკვრის პირას“ ფილოსოფიური ხასიათის ლექსია ბარათაშ-
ვილის შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პოეტური ნაწარმოები
წარმოადგენს მისი ლირიკის მსოფლმხედველობრივ გასაღებს.
აღსანიშნავია, რომ „ფიქრნი მტკვრის პირას“ წარმოადგენს ისეთ ნაწარ-
მოებს, სადაც ავტორის შეხედულებები მოცემულია შედარებით შიშვლად -
მსჯელობის ფონზე. მაგრამ შემთხვევით არ არის, რომ აქ მსჯელობას გააჩნია
თავისი კონკრეტული ჩარჩო. ეს არის მსჯელობა გარკვეულ კონკრეტულ გა-
რემოში, რაც თავისებურ ელფერს აძლევს პოეტის ფიქრს. უთუოდ არსებობს
გარკვეული შინაგანი კავშირი, რომელიც ლექსის დასაწყისში დახატულ პეი-
ზაჟს და მგოსნის ემოციური მდგომარეობას ორგანულად ათანხმებს მისი
აზრის მოძრაობასთან.
ბუნება პოეტისთვის დარდის გადამყელი, მანუგეშებელი და „კეთილი
ნაცნობია“. მტკვარიც იმასვე გრძნობს, რასაც პოეტი. მასაც გადაეცემა ნი-
კოლოზ ბარათაშვილის ფიქრები. ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის ამქვე-
ყნიური განსვენება მხოლოდ ანარეკლია ჭეშმარიტი, სამოთხისეული გან-
სვენებისა. ლექსი შემოიჭრება დაპირისპირება: მიწა - ცა, ზვირთი - ლაჟ-
ვარდი, ამაოება - მარადიულობა. წყლის ჩხრიალი, მისი მდინარება წარ-
მავლობის სიმბოლოდ ესახება პოეტს; ტალღას ტალღა მისდევს, დღეს - დღე,
თაობას - თაობა და ყოველივე ნადგურდება. მტკვრის მარადიულობა
უპირისპირდება წუთისოფლის წარმავლობას:

„წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,


აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;“

ნიკოლოზ ბარათაშვილის აზრით, ადამიანი „აღუვსებელი საწყაულია“


უკმარისობისა; რა დიდი ტანჯვითაც უნდა ჰქონდეს მოპოვებული წარმა-
ტება, ის მაინც უსასრულობისაკენ ისწრაფვის. ადამიანი მარადიულად
ცდილობს, რომ გული ახალ-ახალი სურვილებით შეივსოს. „აღუვსებელი

6
საწყაულის“ სახე პოეტისთვის ადამიანის დაუკმაყოფილებელი მოთხო-
ვნილების სიმბოლოს წარმოადგენს:
„მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მოეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?“
ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩვენი ყოფის ამაოების საჩვენებლად მეფეთა მა-
გალითს მოიშველიებს. პოეტი ცდილობს ჩვენი არსებობის გამართლებას მი-
აგნოს; ამიტომ იგი კეთილი მეფის მაგალითს უფიქრდება. იქნებ კეთილი სა-
ქმენი, სულის საცხონებელი ღვაწლი, ღირსეული კაცის სახელის დატოვება
იყოს ამაოების დაძლევის გზა. ბოროტი მეფეები კი, უფლისთვის საგმობნი
„აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“. სიკვდილი
შლის ყოველგვარ მატერიალურ ბრწყინვალებას. შესაძლოა, ამ ქვეყანასაც ერ-
თხელ ბოლო მოეღოს და წარიხოცოს ხსოვნა ადამიანთა სახელისა. სტრიქო-
ნით „ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს“, პოეტი გულისხმობს მეორედ
მოსვლისას სამყაროს განადგურების რწმენას. შესაძლოა ჩვენი ყოფა მხო-
ლოდ ამაოება იყოს, მაგრამ აქედან მაინც არ შეიძლება მიუღებელი დასკვნის
გამოტანა, რომ სიცოცხლე უაზრობაა. ასეთ დასკვნა სრულიად არ ეგუება
ადამიანის რეალურ ინტერესებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის შეხედულება ადამიანის, როგორც „სოფლის
შვილს“ (ე.ი. მოქალაქის) ვალდებულებაზე, ზუსტად არის გაცხადებული
ლექსის უკანასკნელ სტროფში. ეს არის საბოლოო დასკვნა, რომელიც ში-
ნაგანი კომპრომისის ელემენტს შეიცავს:
„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.“
ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში უხვად იყენებს არქაიზმებს სტრიქო-
ნებისათვის მეტი იდუმალებისა და ფილოსოფიური სიღრმის მისანიჭებ-
ლად. მაგ. „წარვედ“, „რბიან“, „ვით უკეთ“ . . . გვხვდება ზედმეტი პირის
ნიშნები: „ჰბუტბუტებ“, „სთქვას“ . . . გამეორების ხერხით აძლიერებს სა-
7
თქმელს: მაგ. თავრითმით „აქ“, ან კუთვნილებითი ნაცვალსახელის (თა-
ვისი) გამეორებით. სტროფში მარცვალთა გარკვეული რაოდენობის შენა-
რჩუნების მიზნით გვხვდება ლიცენციები (გადახვევა ენობრივი ნორმიდან):
წყალის, თვის სახელი, კიდეცა, მხოლოდა, ისი, უნდ . . . ანუ პოეტი ხან
აკლებს მარცვალს, ხან - უმატებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ ლექსით ამქვეყნიურ ამაოებაში მარადისობას
განჭვრეტს და ჩვენც წარმავალი, ფუჭი ღირებულებების უარყოფას, ყოფით
პრობლემებზე ამაღლებას გვასწავლის. მან აღიარა, რომ ცოცხალი ადამიანის-
თვის მიუღებელია სიცოცხლის აზრის უარყოფა. ადამიანი არსებობის აზრს
სიკვდილში კი არ ეძებს, არამედ თვით ადამიანის სიცოცხლის ფაქტში ხე-
დავს მისი არსებობის გამართლებას. ყოფით საზრუნავებზე ამაღლებული
პოეტი გვმოძღვრავს. მისი მრწამსით, უმიზნო სიკვდილის უფლება არა აქვს
ცოცხალ ადამიანს. უბედურებაა სულიერი მარტოობა, მაგრამ ადამიანში
არის დაფარული ენერგია დიდი სულიერი კრიზისის დასაძლევად და მოი-
პოვება მასზე ამაღლების ძალაც.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 21.IX. 2022 წ.
8
ფიქრნი მტკვრის პირას
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა


და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება


რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს


არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?


მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

9
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1837 წ.

10
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „სულო ბოროტო“
(ანალიზი)
სასტიკი შეჯახება ნიკოლოზ ბარათაშვილის მისწრაფებასა და მწარე სინა-
მდვილეს შორის ტრაგიკული ფერებითაა მოცემული ლექსში „სულო ბორო-
ტო“. მასში გამოხატულია ის მძაფრი შინაგანი კრიზისი, რომელიც პოეტის
შეგნებაში მიმდინარეობდა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მძაფრი ბრძოლა გა-
მოუცხადა უხილავ მტერს. სრულიად ახალგაზრდა კაცი თავისი ცხოვრების
განჩხრეკით მივიდა შემაშფოთებელ დასკვნამდე - თურმე სული, რომელსაც
ენდობოდა და თავის წინამძღვრად მიაჩნდა, ბოროტი ყოფილა. მისთვის ყვე-
ლაზე შემაძრწუნებელი აღმოჩნდა შეცნობა იმისა, რომ მართალია, გაუცნო-
ბიერებლად, მაგრამ მაინც მის ხმას ემორჩილებოდა.
ამქვეყნიური თვალისმომჭრელი, წუთიერი ხიბლი არის ეშმაკის მთავარი
იარაღი, რომლითაც იგი ახერხებს ყველა იმ ადამიანის დამორჩილებას, ვი-
საც სულიერი მჭვრეტელობა აკლია. გონებრივმა გამოფხიზლებამ პოეტი ბო-
როტი სულისადმი მრისხანებით განაწყო:

„სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,


ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?“

რაკი პოეტი დაუპირისპირდა ბოროტ სულს, ცდილობს დაინახოს ნამ-


დვილი, რეალური არსი. იგი ახერხებს ყველასთვის გამოააშკარაოს ბოროტი
სულის დაფარული სახე, სიკეთის ნიღაბაფარებული ცუდი ზრახვანი. აღშ-
ფოთებული პოეტი სინანულით აცხადებს:

„ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?


თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!“

ლექსის ცალკეული ფრაზები, წინადადებები, პათეტიკური კითხვები,


შორისდებულები, გამაძლიერებელი ეპითეტები, წყვილის, ჩივილის, სა-
სოწარკვეთისა და მუქარის გამომხატველი რიტორიკული მიმართვები
11
თითქოს ერთმანეთს ეხლება, იმსხვრევა და ამგვარად სასოწრკვეთილების
განწყობილებას ბადებენ. „სულო ბოროტო“ მოსაზღვრე ანუ პარალელური
რითმითაა განწყობილი. ეს კიდევ უფრო აძლიერებს მხატვრულ და ემოცი-
ურ ეფექტს.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა აღმოაჩინა ნამდვილი, ჭეშმარიტი მტერი. პოე-
ტი ხდება მისი მძლეველი, ბოროტი ზრახვების სააშკარაოზე გამომტანი.
მკაცრი და შეუვალია ის ტონი, რომლითაც ბოროტ სულს მიმართავს:

„მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?


რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?“

ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საბოლოოდ გადა-


წყვეტს, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს ბოროტრ სულს. პოეტი აცნო-
ბიერებს, რომ ხელმოცარულია, ყველა სურვილი აუსრულებელია, მიუწვდო-
მელი მიუწვდომლად დარჩა. ამიტომ საშინელი ტკივილი ეუფლება მის
სულს, თუმცა მგოსანი ამბოხებული და დაუმორჩილებელია; ცდილობს გა-
ნაგდოს ბოროტი სული, არ დაემორჩილოს მას. ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის
სულიერი გაუტეხელობისა და სიძლიერის დასტურია.
ლექსი „სულო ბოროტო“ ნიკოლოზ ბარათაშვილს რეალობის შემოტევის
საშინელმა წუთმა დააწერინა. მან ამქვეყნიური ყოფის მიზანი დაკარგა; ყვე-
ლა ის ძალა გაცუდდა, სიცოცხლის სურვილს რომ უღვიძებდა, საქმისთვის
აღანთებდა. ამავე დროს პოეტი სიბრალულს, თანაგრძნობას გამოხატავს იმ
მოყვასის მიმართ, რომელიც შეიძლება მაცდური სულის მორიგი მსხვერპლი
გახდეს. ამიტომ კვნესის პოეტი:

„განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!


რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!“

„დროის მსახვრალმა ხელმა“ პოეტი აიძულა, რეალურად შეეფასებინა


ყოველივე: სიყვარული დაკარგა, სამსახური შეუფერებელი ჰქონდა, დამ-
ხმარე არავინ ჰყავდა. თუ ლექს „ხმა იდუმალში“ პოეტი ცდილობდა გარ-
კვევას, იდუმალი ხმა ეშმაკის იყო თუ ანგელოზისა, ლექს „სულო ბორო-
12
ტოში“ თავისი ცხოვრების წინამძღოლსა და აღმაშფოთებელს ბოროტ სულს
უწოდებს. ბარათაშვილის სულიერი ტკივილი წუთისოფლის შავ-ბნელ
რეალობასთან შეჯახებამ გამოიწყვია.
ლექსი „სულო ბოროტო“ გვარწმუნებს, რომ უსაგნო ადამიანი ცხოვრების
უმთავრეს საყრდენს: სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს კარგავს, რად-
გან ხდება „ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი“. „ჭკუით
ურწმუნოება“ - ურწმუნო, უფალს დაშორებულ ადამიანს გულისხმობს, „გუ-
ლით უნდო“ - ეჭვიანი, მიუნდობელი, უსიყვარულო კაცია, რადგან გულია
ბუდე სიყვარულისა; ხოლო „სულით მახვრალს“ აღარა აქვს ბედნიერი დღის
გათენების იმედი, უსასოა.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 22.IX.2022 წ.
13
სულო ბოროტო
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?


თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?


რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა


ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!


რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1843 წ.

14
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ვპოვე ტაძარი“
(გაშინაარსებული)
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „ვპოვე ტაძარი“ კიდევ უფრო მკაფიოდ
ჩანს პოეტის სულიერი ტკივილები, სწრაფვა - ცხოვრების ამაოებას თავი და-
აღწიოს და სიყვარულის ტაძარს შეეფაროს. ამქვეყნიურ უდაბნოში, უნუგეშო
ყოფაში მხოლოდ სიყვარულია ტაძარი - სულის ნეტარება და თავშესაფარი.
ადამიანი სოფლის მწირია, დაღლილი და ბოროტებით გულმოკლული. უგ-
რძნობლობითა და დაუნდობლობით აღსავსე საწუთრო უდაბნოდ მოიაზრე-
ბა. ის არის მწარე რეალობა, რომელიც სიყვარულმა, სიწმინდემ, სისპეტაკემ,
სათნოებამ უნდა გაამშვენიეროს. ამ მშვენიერების სათავეს პოეტი ტაძარში
პოულობს. ტაძარი, რომელშიც სიცოცხლეგამწარებული მგოსანი სულის ნა-
ვთსაყუდელს იპოვის, ზეციური ნათ-ლით გაშუქებული საყდარია. მას სუ-
ლიწმინდის მადლი აცისკროვნებს. ეს არის სიწმინდის სადგური, სადაც მხო-
ლოდ უხინჯო სიყვარული, აუმ-ღვრეველი სიკეთე და შეუბღალავი სიკეთე
სუფევს. დავითის ქნარის იდ-უმალი ჟღერა და ციურ დასთა გალობა სალბუ-
ნად ედება პოეტის დაწყლულებულ სულს და მაღლა, დროისა და სივრცის
საზღვრებს მიღმა იტაცებს მას. დგება დიადი წამი, როცა „გალობის ზარი“
ღვთის მაძიებელი სულის უზენაეს სიმებს შეათრთოლებს, ერთ მძლავრ ნაკა-
დად გამთლიანდება და უფლის სადიდებელ უკვდავ ჰიმნად იქცევა:
„ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!
მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!“
უდიადესი მსხვერპლი , რომელიც პოეტს შეუძლია უფალს შესწიროს,
ამაღლებული, ღვთით ბოძებული სიყვარულია. ამ სიყვარულის საკურთ-

15
ხეველზე მიაქვს მას სული და გული, ესე იგი ყველაფერი, რაც კი გააჩნია,
რაც კი მის ამქვეყნიური მყოფობასა და საუკუნო არსებობას განსაზღვრავს:
„მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!“
მაგრამ უდაბნოდ ქცეულ ქვეყანაზე საყდრის სიწმინდეს სიაცე და ბიწი-
ერება ბღალავს, ტაძრის სილამაზეს ცრუ და მუხთალი სოფლის ორომტრია-
ლი შთანთქავს და ტაძარი უჩინარდება; მის ადგილზე კი გადაიჭიმება პირ-
ქუში უდაბნო, რომელიც პოეტს ახალ-ახალ ტკივილებს, სევდასა და ნაღ-
ველს უმზადებს:
„მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი - და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!“
ტაძრის გაუჩინარებასთან ერთად ქრება „ზენაართ სამყოფთან“ შერწყმის
უკანასკნელი იმედიც და პოეტი მწარედ გოდებს თავისი ხვედრის გამო. ლე-
ქსი იწყება კლასიკური, მწყობრი, შინაგანი წითმებით გამართული ლექსით.
ერთიანი რიტმით გადმოცემულია ილუზიური ჰარმონია, მაგრამ ილუზია
წამიერია. უეცრად იცვლება ლექსის მწყობრი მდინარება მღელვარე, აღშფო-
თებული, სასოწარკვეთილი ჩივილის ინტონაციით; მშვიდი თხრობის ად-
გილს მოულოდნელად იჭერს მძაფრი დრამატიზმით გამსჭვალული პათე-
ტიკური მანერა:
„მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!
განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი?“
მკითხველის წინაშე დგას უკიდეგანო ტკივილებით მოცული პოეტი, რო-
მელსაც „ნუგეშის კარი“ უკუღმართმა წუთისოფელმა დაუხშო და უდაბნოში,
რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრება. მიუსაფარ მიწირად დარჩენილი, მწარედ
გოდებს სულიერი ლამპრის დაშრეტის გამო:

16
„ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!“

ამგვარი უნუგეშობიდან ერთ ნაბჯი რჩება სასოწარკვეთილებამდე, რომე-


ლიც სასოს წარუკვეთს, სულიერად სპობს და ასამარებს ადამიანს.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 21.IX.2022 წ.
17
ვპოვე ტაძარი
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!
მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!
მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!
მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!
მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!
განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი?
არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!
დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!
ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1841 წ.

18
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ცისა ფერს“
(ანალიზი)
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ცისა ფერს“ აღვსილია პოეტურ ფილო-
სოფიური შინაარსით, რომელშიც გვაქვს ახალი ხილვა სამყაროსი. პოეტმა
ლურჯი ფერის უპირატესობა აღიარა. მისი აზრით, ლურჯი ანუ იგივე „ცისა
ფერი“ პირველად ქმნილი ფერია. ამიტომაც არის, რომ დიდი მგოსანი სიყრ-
მიდან მას ეტრფოდა:

„ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,


პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი“.

ცისფერი, პოეტის აზრით, არის სიმბოლო ბუნების უწმინდესი საწყისისა.


მისთვის ძვირფასია ყოველივე არაამქვეყნიური; თვალის ფერსაც კი ამის მი-
ხედვით არჩევს. იგი წერს:

„და ახლაც, როს სისხლი


მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე, არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას“.

პოეტის სული მიისწრაფვის ცისკენ, რათა შეუერთდეს იმ „ლურჯ ფერს“,


რომლის წიაღიდანაცაა გამოსული. მას საბოლოოდ ცაში დამკვიდრება სურს:

„თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს“.

19
პოეტის არსებაში ჩასახლებულია უმთავრესი და ყოვლისმომცველი
გრძნობა, რომელიც მიწიერ ყოფაზე ამაღლებს მას. ამიტომაც ტრაგიკულად
არ აღიქვამს იგი ხორციელი მშობლისაგან, ახლობლებისაგან მოშორებით სი-
კვდილის მოლოდინს:

„მოვკვდები, ვერ ვნახავ


ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!“

ამრიგად ნიკოლოზ ბარათაშვილი უპირატესობას ლურჯს, ცისფერს ანი-


ჭებდა. მისთვის ცისფერი ბუნების ყველაზე წმინდა საწყისის სიმბოლო იყო.
ამავე დროს, რომანტიკოსების პოეზიაში ცისფერი გამოხატავდა ერთგვარ
პროტესტს არსებული სინამდილის წინააღმდეგ.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 18. IX. 2022 წ.
20
ცისა ფერს

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,


პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე, არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები, ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა, როს
გარს ნისლი მოეცვას,
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1841 წ.
21
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ხმა იდუმალი“
(ანალიზი)
ლექსში „ხმა იდუმალი“ განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ნიკოლოზ ბარა-
თაშვილის ლირიკისათვის დამახასიათებელი, საკუთარ, ინტიმურ სამყა-
როს ფარულ ხვეულებში ღრმა წვდომის ნიჭი. პიროვნების განუსაზღვრე-
ლი შინაგანი შესაძლებლობები აქ კიდევ უფრო მძაფრად არის ნაგრძნობი,
რადგან ეს ლექსი უკვე პირადი სულიერი გამოცდილების განზოგადებას
წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, „ხმა იდუმალი“ თავისი შინაარსით ეხმაურება ბა-
რათაშვილის ერთ-ერთ წერილს გრიგოლ ორბელიანთან. თვით ამ წერილ-
ში ავტორის მსჯელობას საკუთარი ხვედრზე და მოწოდებაზე კონკრეტუ-
ლი აზრი უდევს საფუძვლად. აქ იგულისხმება ის იმედები, რომლებსაც
ჭაბუკი პოეტი სამხედრო კარიერაზე ამყარებდა.
ლექსში პოეტის ლტოლვა სამოქმედო ასპარეზისაკენ ახალი ასპექტით
იხსნება. აქ სინამდვილეში გამჟღავნებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის შე-
მოქმედებითი მოწოდება. ეს არის უზღვავი ენერგიის გამოხატულება,რო-
მელიც მის სულში იყო დაგროვილი და თავის გამოსავალს ეძებდა. სათაუ-
რით აქცენტირებულია პოეტის შინაგანი გაორება. საკუთარი ხვედრის გა-
ურკვევლობა მწვავე სულიერ კრიზისს იწვევს:
„ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?“
19 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის გონებრივი ინტერესები ასეა მომარ-
თული, რომ მის წინაშე დგება საკუთარი ადგილის პოვნის მოთხოვნილე-
ბა. მას შემდეგ, რაც უკვე გაიცნობიერა წუთისოფლის მთელი ავ-კარგი, ძი-
ების მძაფრი წყურვილი უჩნდება პოეტს. „ჩუმი ნაღველი“ წუთისოფლის
შეცნობას უკავშირდება. ამ დღიდანვე თან სდევს მგოსანს იდუმალი ხმა.
იგი წერს:
„რა ვსცან პირველად წუთსოფელო,
დავშთე ადგილი, სადაც წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის

22
სწორთა, თანაზრდილთა, მეგობართ შორის, -
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა“.
პოეტის კაეშანი ეფუძნება საკუთარი ხვედრის მიუგნებლობას. ის მიი-
სწრაფვის გამოამზეუროს ბედის მოქმედების ფარული მიზნები; ჩანს ერ-
თგვარი რწმენა, რომ შესაძლებელია ბედის იმ განზრახვით წვდომა, რომ-
ლებიც მანამდე გამოუცნობლად იყო მიჩნეული.
ამ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის რთულ გზაზე ნიკოლოზ ბა-
რათაშვილს „იდუმალი ხმა“ ანუ რაღაც მისტიკური ძალა უთვალისწინებს
სამოქმედო პროგრამას, რომლის პათოსი ძიებაა. პოეტისც გარკვეულ ანგა-
რიშს უყენებს „იდუმალ ხმას“ და დაუცხრომელი ენერგიით ეძებს თავის
ხვედრს. მგოსანს შემდეგი სიტყვები ჩაესმის:
„ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვნო შენი საშვენი!“
გადაულახავი სირთულე სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნისა გაუ-
ვალი სევდა-კაეშნის წყაროდ იქცევა პოეტისათვის:
„მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ
და მით კაეშანს ვეღარა ვიშორებ!“
ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის სწრაფვასა და ძიებას იმ „იდუმალი
ხმის“ გრძნეულობით ხსნის, რომელმაც მისი არსებული ცხოვრება შეუ-
ფერებლად დასახა და მის ხვედრს, ესე იგი ნამდვილი დანიშნულებას
დაუპირისპირა. მან თავიდან არ იცის, ანგელოზისაა ეს ხმა თუ ეშმაკის,
მაგრამ შემდეგ „ბოროტი სულის“ სახელით ნათლავს ამ იდუმალ ხმას.
ცხადია,რომ მგოსნის ბედნიერების დღეები მას შემდეგ დაბნელდა, რაც
მის სულში საკუთარი დანიშნულების ძიების სურვლი დაიბადა და განმ-
ტკიცდა. რა უშლის პოეტს თავისი დანიშნულების პოვნაში? - ბედი

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 5.IX.2022 წ
23
ხმა იდუმალი
ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის


სწორთა, თანაზრდილთა, მეგობართ შორის, -
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად


სულ ერთსა მიწვრთვნის გულისა ჭირად:
„ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!“

მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,


და მით კაეშანს ვეღარა ვიშორებ!
ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა
შეუწყალისა სინდისისა?

მაგრამ მე ჩემში ვჰპოვებ ავსა,


მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?

ვინცა ხარ, მარქცი, რას მომისწავებ,


სიცოცხლესა ჩემსა რას განუმზადებ?
რომ ვსცნა მე შენი საიდუმლოება,
რომ მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1836 წ.

24
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „არ უკიჟინო, სატრფოო“
(ანალიზი)
სიყვარულის წმინდა გრძნობას ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი
„არ უკიჟინო, სატრფოო“. პოეტის აზრით, მოკვდავი უძლურია გა-მოთქვას
უკვდავებასთან წილნაყარი გრძნობა. ლექსში სიყვარულით გა-მოწვეული
განწყობილება გადადის რაღაც ყოვლისშემძლე და ყოვლის-მომცველ
სულიერ ენერგიაში, ხოლო ეს უკანასკნელი მიემართება არა პო-ეტის
ინტიმური სამყარს სიღრმეებისკენ, არამედ თითქოს უსაზღვროდ ვრცელ
სივრცეებს განეფინება. სიყვარული აქ იხარჯება უნივერსალურ სიკეთეში
და, ამდენად, საოცრად აქტიურ, ცხოველმყოფელ ხასიათს იძ-ენს:
„არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.“
ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავისი სიყვარულის გრძნობა ისე განავითა-რა,
რომ სამაგიერო არა მოითხოვა რა. ეს არის უზაკვო მსხვერპლი სატრ-
ფოსათვის, რომელსაც აქვს განმაფაქიზებელი გავლენა, რომელიც აამაღ-
ლებს და ასე ათქმევინებს:
„მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!“
პოეტის აზრით, სიყვარული კაცობრიობისათვის ისევე საჭიროა, რო-გორც
მზე და წყალი. მიწიერი და ზეციური ანუ მოკვდავი და უკვდავი
სიყვარული. ისევე განსხვავდება ერთურთისაგან, როგორც ვარსკვლავი და
მზე. სიყვარულის გაქრობის შემთხვევაში ვარდიც კი აღარ აყვავდება,
მდელოც კი არ აბიბინდება. ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის სიყვარული

25
ციდან მოსული, ამამაღლებელი, მოკვდავი კაცის უკვდავად გადამაქცე-ველი
გრძნობაა:
„მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;
მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.“
ის, რასაც პოეტი ცდილობს გადმოგვცეს სატრფოსადმი თავისი ინტი-
მური გრძნობების გამხელისას, სინამდვილეში სრულიად ახალი, უჩვეუ-ლო
ხასიათის განცდაა. მგოსანი მთელი თავისი არსებით განიცდის ამ
უჩვეულობას. ეს სულ სხვა გრძნობაა, რომლის გაგება სხვებს არც კი შეე-
ძლოთ. ამას გრძნობს პოეტი, როცა თავის სატრფოს ეკითხებს:
„ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?“
სიყვარულის დიდ ენერგიას ვერ ფარავს სინამდვილის უკუღმართო-ბით
გამოწვეული ტანჯვა. მზე ბარათაშვილის შემოქმედებაში არის ნათე-ლი
მომავლისა და სიკეთის სიმბოლო. მართლაც, აქ სიყვარულის გრძნო-ბის
გაფაქიზება უმაღლეს მწვერვალამდეა აყვანილი. აქ არის მოტრფია-ლეთა
ნატვრა ქვეყანას ემსახურონ, ქვეყანა აღამაღლონ და განაცოცხლონ
სულიერი, მაღალი ცხოვრებითა და გრძნობით. მგოსანი მსხვერპლსაც კი არ
ერიდება, ოღონდ ჩვენი ცხოვრების სულიერი განთიადი გამოიწვიოს.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 19.IX.2022 წ.
26
არ უკიჟინო, სატრფოო
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,


საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,


რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,


რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,


და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,


იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?


მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს


და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!


მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,


და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1841 წ.
27
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „შემოღამება მთაწმინდაზე“
(ანალიზი)
„შემოღამება მთაწმინდაზე“ 1833 წელსაა დაწერილი, მაშინ, როცა ნი-
კოლოზ ბარათაშვილი 16 წლისაც არ იყო; თუმცა ეს ლექსი გვაოცებს ავ-
ტორის სიბრძნითა და ღრმადმორწმუნეობით.
ლექსი შესვლიდანვე იდუმალების განცდას ბადებს „დამაფიქრებელი,
ვერანა, იდუმალი“ შემოგარენის ასახვით. ამ გარემოს ამშვენებს „ცვარი
ციუგი“ და ცის ციაგი. ამით პირველი სტოფიდანვე შემოაქვს პოეტს მიწი-
სა და ზეცის დაპირისპირება:
ნიკოლოზ ბარათაშვილი ბუნებას ეტრფის:
„ჰოი მთაწმინდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი
ვითარ ჰშვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!“
პოეტისთვის ძვირფასია მთაწმინდა შემოღამებისას; მწუხრი მის სუ-
ლიერ განწყობილებას შეესაბამება. თავისი ფორმით ეს ლექსი არის აღ-
სარება და, ამასთან ერთად, იგი ინტონაციურად ლოცვასაც მოგვაგონებს.
ობიექტური სინამდვილის სურათები და პოეტის სულიერი მოძრაობანი
აქ ურთიერთშერწყმულია. ბრწყინვალე ოსტატობით არის გადმოცემული
მარტოობის, მიუსაფრობის განცდა თვით პეიზაჟის საშუალებით.
ლექსის პოეტურ განწყობილებაში მთავარია რომანტიკული ამაღლება,
მიწიერი ტვირთისაგან გათავისუფლება, სამყაროს იდუმალ, მარადიულ
ძალებთან სულიერი შეხმიანება. აქ უარყოფილია ყოველივე მიწიერი;
რჩება პოეტი და სივრცე, სამყარო, მარადისობა. მთაწმინდის „იდუმალო-
ბა“ ტაბლისა და გუნდრუკის იდუმალებას შეესაბამება:
„ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი
მოჰფენენ, ვით ტაბლას წმდასა,
და, ვით გუნდრუკსა სამადლობელსა,
შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“

28
ნიკოლოზ ბარათაშვილი ბუნებაში ეძებს სულის მეგობარს; ეტრფის
მას იმიტომ, რომ იცის მასავით მწუხარე და სევდიანია:
„მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანი, შენს ბილიკად მიმოვიდოდი
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“
მთაწმინდაზე ასვლა და გულიდან ამოსული ლოცვა პოეტის მიერ სა-
კუთარი სულისთვის მომზადებული ტაბლა და უფლისთვის მოკმეული
გუნდრუკია. მისი სული ელის მაცხოვრის წყალობას და „ზენაართ სამყო-
ფში“ შესვლას იმედოვნებს. ცის სილამაზე კი მგოსანს ავიწყებს საწუთ-
როს მუხთლობას: „მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება, გუ-
ლის-თქმა ჩემი შენს იქითა . . . იძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს, რომ
დაშთოს აქ ამაოება . . . მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას
ციურს!“
პოეტი უშუალოდ ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას ბუნებასთან.
ჯერ წყნარ საღამოს უწოდებს მეგობარს, შემდეგ - მთაწმინდას. ეს მთა
მგოსნისთვის ხან ცოცხალია, ხან ტირის, ხან იცინის. მთას განსაკუთრე-
ბული დანიშნულება აქვს ადამიანის სულის ჩამოყალიბებაში. უფალმა
ყველა დიდი სასწაული თავის რჩეულ ერს მთაზე განუცხადა:
„მთაო ცხოველი, ხან მცინარო, ხან ცხრემლიანო,
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვოს და არ დაჰხსნას გულსა ვაება;
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!“
პოეტი მიისწრაფვის „ზენაართ სამყოფის“, ანუ სამოთხისაკენ, სადაც
ყოველგვარი მიწიერი ტკივილისაგან გათავისუფლდება; ბუნება ეხმიანე-
ბა ბარათაშვილს ნიავიც კვნესის და მისი სულიც ღრუბლებით „დახუ-
რულ“ გულს. ლოცვით დაქანცული, გაფერმკრთალებული სული ჰგავს
შუქმიბინდულ მთვარეს; „მაისის მწუხრი“ „გულის მწუხრს“ ეხმიანება:
„სდუმდა ყოველი მუნ არე-მარე, ბინდი გადაეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!

29
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!“
პოეტს სწამს, რომ საღამოს აუცილებლად მოჰყვება მზანი, ყოველგვა-
რი ბინდის გამფანტველი დილა. აწმყოში სულის შემხუთველ ტკივილს
გრძნობს მგოსანი, რაც ბინდის მეტაფორითაა გადმოცემული. ბინდი სა-
წუთროს, მის ცოდვილ არსს გულისხმობს. მზიანი დილა კი ბედნიერი
მომავლის სიმბოლოა. არსს დილის მოლოდინი მომავალის რწმენას გა-
მოხატავს:
„ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“
ლექსში გვხვდება წყვილი რითმები, ჯვარედინი რითმები. ვერ ვხვდე-
ბით მკაფიო ალიტერაციას, მაგრამ პოეტის მეტყველება აქ საოცრად კე-
თილხმოვანია. ერთმანეთს ენაცვლება 14 და 20 - მარცვლიანი სტროფები.
იცვლება პირიც: II გადადის III-ში. თხრობის ტონს მიმართვა ენაცვლება,
რაც ამრავალფეროვნებს ლექსის ინტონაციას, ამძაფრებს შთაბეჭდილე-
ბას, ამკვეთრებს განწყობილებას. ლექსში უხვადაა გამოყენებული შედა-
რება, ეპითეტი.
ამრიგად ნიკოლოზ ბარათაშვილმა ლექსში გამოხატა თავისი დამოკი-
დებულება ბუნებასთან. სწორედ ბუნება იყო მისი მეგობარი.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 5.IX.2022 წ.

30
შემოღამება მთაწმინდაზედ
ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!


რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,


კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!


ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,


გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,


შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,


ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,

31
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,


მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!


ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!


როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
1833/1836 წ.

32
გალაკტიონ ტაბიძე - „მთაწმინდის მთვარე“
(განხილვა)
გალაკტიონ ტაბიძის რომანტიკულ-სიმბოლისტური მსოფლმხედველო-
ბა განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა მის ერთ-ერთ საუკეთესო ლექ-
სში „მთაწმინდის მთვარე“. დიდმა პოეტმა ამ ლექსში მთელი რელიგიუ-
რობითა და სისავსით გამოამჟღავნა საკუთარი სულიერი განწყობილება
შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გალაკტიონი ამ ლექსში ნიკოლოზ ბარა-
თაშვილის ტრადიციების ერთგვარ გამგრძელებლად მოგვევლინა, თუმცა,
ცხადია, ეს ლექსი სრულიად არ არის დიდი წინამორბედის პოეტური შე-
დევრის „შემოღამება მთაწმინდაზე“ მექანიკური გამეორება. ლექსში იგრ-
ძნობა, გალაკტიონი რომანტიკული შეხედულებებიდან როგორ მიისწრა-
ფვის სიმბოლისტური გააზრებისაკენ. რომანტიკოსებისათვის დამახასია-
თებელი სიყვარული საღამოს, მთვარიანი ღამის მიმართ აქ სიმბოლისტუ-
რი გააზრებისაკენ. რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი სიყვარული
საღამოს, მთვარიანი ღამის მიმართ აქ სიმბოლისტური განწყობით არის
გადმოცემული. საღამოს ბინდი, მთაწმინდის პეიზაჟი, ჩუმი, ნაზი, მთვა-
რიანი ღამე, „ცისფერი ლანდი“ რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი
გატაცებით არის აწერილი „მთაწმინდის მთვარეში“. ცისფერი კი იყო პრო-
ტესტი, შეურიგებლობისადმი არსებული სინამდვილის წინააღმდეგ. მშვე-
ნიერი ბუნების წიაღში განმარტოებული გალაკტიონი მოხიბლულა მთა-
წმინდის მთვარიანი ღამის არნახული სილამაზით და უდიდესი ოსტატო-
ბით გადმოგვცემს:
„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი,
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანებს და ხეებში აქსოვს
ასე ჩუმი ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!“
პოეტის შთაგონებას იწვევს მთაწმინდის მთვარის იდუმალი ნათება.
მთაწმინდა, საერთოდ, ქართველი პოეტის შთაგონების წყაროა. გალაკტი-
ონის მთაწმინდის მთვარეც ანათებს ღამეულ თბილისს და პოეტის შინა-
გან მზერას წარსულის დიდებულ აჩრდილებს უახლოებს. მან მთაწმინ-
დის მთვარის პოეტური წარმოსახვა ორი დიდებული ქართველი პოეტის:

33
- ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთელის სახელებს დაუკავშირა:
„მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...“
გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“ სულიერი მონოლოგია პოე-
ტისა, რომელსაც გადაუწყვეტია, თავის სევდა-ნაღველს გვაზიაროს, შემო-
ქმედებითი წვის იდუმალება გაგვაცნოს. ლექსის ლირიკულ გმირს სიკვ-
დილი სურს ტბის სევდიანი გედივით, უნდა, რომ სიკვდილს სიმღერით,
ე.ი. პოეზიით, შემოქმედებით შეხვდეს და გამოთქვა, როგორ ჩაიხედა ღა-
მემ მის სულში:
„და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეიხსნა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები“.
მომაკვდავი გედის სიმღერის მშვენიერება შედარებულია ვარდებთან
და ჩანჩქერებთან; ზღვა სიმბოლოა ცხოვრებისა. პოეტს სიკვდილის გზა
ვარდისფრად, ლამაზად, მსუბუქად და პოეტურად ეჩვნება. მას სწამს,
რომ სიკვდილის შიშს პოეზიით გადალახავს:
„სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა,
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თავენს ახლოს სიკვდილს ვეგებები
რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს ჩემთან ქნარი...
რომ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“!

34
თუკი ნიკოლოზ ბარათაშვილს მთაწმინდის ბუნება რაღაც მიუწვდო-
მელ სუბიექტად წარმოუდგენია და მის წიაღში განმარტოებულ სულიერ
სიმშვიდეს პოულობს, გალაკტიონი მთაწმინდის შემოგარენს თითქოს
ირეალურ სამყაროდ მიიჩნევს, მკითხველისთვის ძნელად მისაწვდომ,
სიბოლისტურ, მისტიკურ მხარედ აღიქვამს და საკუთარი სულის სამუ-
დამო განსასვენებლად თვლის.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 4.IX.2022 წ.

35
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე,
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები -
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა,
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები -
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები -
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

გალაკტიონ ტაბიძე
1915 წ.

36
გალაკტიონ ტაბიძე - „ქებათა ქება ნიკორწმინდას“
(განხილვა)
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ლექსს
„ქებათა ქება ნიკორწმინდას“. საქართველოს ისტორია ომების ისტორიაა, მა-
გრამ ქართველ კაცს ჰქონდა წამიერად შესვენების ჟამი და მაშინ, როცა შეეძ-
ლო ქარქაშში ხმლის ჩაგება, აგებდა სვეტიცხოველსა და ნიკორწმინდას, წერ-
და „ვეფხისტაოსანს“.
ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს ქვემო რაჭის სოფელ ნიკორწმინდაში.
ქართული ხურორთმოძღვრების ეს უბრწყინვალესი ძეგლი აიგო 1010 წელს,
სწორედ მაშინ, როცა იგებოდა დიდებული სვეტიცხოველი.
ცნობილია, როგორ დაწერა გალაკტიონმა ლექსი „ქებათა ქება ნიკორწმინ-
დას“. პოეტი იგონებს: „როდესაც ნიკორწმინდელი დურგალი შოვში მაგიდას
მიკეთებდა, თან მიყვებოდა ამბებს ნიკორწმინდის ჩუქურთმების შესახებ. მე
დავპირდი მას, ამ მაგიდაზე დავწერ რაიმეს იმ ძეგლზე. მერე დაპირება შევა-
სრულე, ვინაიდან მე ჩვეული არა ვარ დაპირების არ შესრულებას. იმავე
დღეს დავწერე „ქებათა ქება ნიკორწმინდას“.
თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ დიდებუ-
ლი საგალობელია ჩვენი ერის გენიისა, მისი მარადიულობისა და უკვდავე-
ბისა. ლექსის პირველ სტროფში პოეტი გადმოგვცემს. როგორ მოუმარჯვებია
ქნარი ამ დიდებული ტაძრის ხოტბის შესასხმელად. ქნარი პოეზიის, ხელოვ-
ნების, შემოქმედების სიმბოლოა. პოეზია კი გულიდან იბადება, შემოქმედე-
ბის წყარო გულია. ამიტომ აქვს პოეტს ქნარი გულზე მიდებული. „დიდებუ-
ლი სხივის გამობრწყინება“ შთაგონებაზე მიანიშნებს:
„მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.“

37
გალაკტიონ ტაბიძე უდიდესი ოსტატობით, განუმეორებელი პოეტური სა-
ხეებით, ნაირფერადი საღებავებით, მარჯვედ მიგნებული ეპიტეთებითა და
შედარებებით გადმოგვცემს ამ ტაძრის დიდებულებას:
„გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!“
ქვაში გამოკვეთილი ზღაპარს ჰგავს ნიკორწმინდა, ქვაში ახმიანებული ჰა-
რმონიაა იგი, რომელიც ცის გუმბათს დაუმშვენებია. პოეტი სიამაყით ამ-
ბობს:
„რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი დარი.“
პოეტი რიტმული იმპულსებით, ალიტერაციული მარცვლების მონაცვლე-
ობით, თანამჟღერი სიტყვების კომპლექსებით ჟღერადობას აძლევს თითოე-
ულ სტრიქონს:
„ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!“
პოეტი აგვიწერს ნიკორწმინდის დიდებულებას, გრანდიოზულობას და
თან სდევს განუშორებელი ფიქრი იმისა, ვინ არის ამ „სიზმრის მსგავსი“ ტაძ-
რის აღმშენებელი, მისი „გრძნეული ჩუქურთმების“ გამომჭრელი, მისი თა-
ღებისა და სვეტების ოსტატი. გალაკტიონი თავისი პოეტური სულით

38
გრძნობს ნიკორწმინდის სარკმლებში აგიზგიზებულ ცეცლხლს, რომელიც
ასე ძლიერად და დიდებულად ასხივოსნებს ქართულ ჩუქურთმებს:
„აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!“
პოეტის სულს განსაკუთრებული, კანონიერი თავმომწონეობის უფლებას
აძლევს ნიკორწმინდის ჩუქურთმათა ხვეულებში აშკარად თვალსაჩინო, ერ-
ოვნული, თვითმყოფადი ხელოვნება, რომელიც სიმსუბიქის, არამიწიერე-
ბის განცდას იწვევს და ტაძარში შესვლისთანავე ადამიანის სულს ამაღლებს
და განწმენდს:
„მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
ყოველ ჭეშმარიტ შემოქმედს, რომლისთვისაც ძვირფასია წინაპართა ხე-
ლოვნების ქმნილებები, სიხარულით აღავსებს თანამედროვეთა მიერ გამო-
ჩენილი ზრუნვა წარსულის მემკვიდრეობაზე. ამიტომაც მიმართავდა გალა-
კტიონი, ამგვარი მადლიერების გრძნობით აღსავსე ნიკორწმინდის დიდე-
ბულ ტაძარს:

„შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,

39
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!“
გალაკტიონს სწამდა, რომ ქართველი ერი ყოველთვის დაიცავდა ხელოვ-
ნების შედევრებს, ეროვნულ სიწმინდეებს და მომავალ თაობებს შემოუნახავ-
და.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 26.IX.2022 წ.
40
სილაჟვარდე ანუ სილაში ვარდი
მაქვს მკერდს მიდებული სვეტი - ნიკორწმინდა!
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული ვგრძნობ, ვით დიადია
სხივი გამობრწყინდა. თორმეტი სარკმელი,
მკვიდრად ააშენა, ხაზებში ანთია
ვინაც ააშენა ცეცხლი მისარქმელი:
და ცით დაამშვენა ნეტა ვინ აანთო,
დიდი ნიკორწმინდა. რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
გზნებით დამკარგავი ნათლად ნიკორწმინდა.
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი ხვეულთ დიადება
ნაზი შუქურ-თმებით, ვხედავ - რა უხვია,
ნეტა ვინ აზიდა, დრომ მას დიადემა
ან როგორ აზიდა, კრძალვით შეუხვია.
რა ხელმა აზიდა ნეტა ვინ მოჰქარგა,
მაღლა ნიკორწმინდა! და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
რა განძი გვქონია, გზნება - ნიკორწმინდა!
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია - მკვეთრი და მოქნილი
დარობს რამდი დარი. ხაზთა დასრულება
კარგად გამოჰკვეთა, არის ამოდქმნილი -
ვინაც გამოჰკვეთა, ნატვრის ასრულება.
სიბრძნით გამოჰკვეთა ეს ის სიმკვეთრეა,
მძლავრი ნიკორწმინდა. ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
აქ რომ თაღებია, ძეგლი - ნიკორწმინდა.
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია, შენის სულმნათისად
სიზმრის გეგონება. ასვლა ეროვანი:
ნეტა ვინ ააგო, ყელი გუმბათისა
რა ნიჭმა ააგო, მაღალღეროვანი,
რა მადლმა ააგო ცამდის აღერილი,
41
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!

შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე
1947 წ.
42
გალაკტიონ ტაბიძე - „მე და ღამე“
(განხილვა)
ლექსში „მე და ღამე“ გალაკტიონ ტაბიძე წინა პლანზე წამოწევს საკუთარ
პერსონას და თავის გულის ნადებს საიდუმლო იერს ანიჭებს. პოეტი გვიხა-
ტავს ღამის მშვენიერ პეიზაჟს და მის ფონზე გადმოგვცემს საკუთარ განწყო-
ბილებას. გალაკტიონი საინტერესოდ აღწერს ლექსში პოეტური შთაგონების
პროცესს. იგი ცდილობს, გვიჩვენოს ის იდუმალი გარემო და ღვთიური შთა-
გონების წამი, რომელიც მარადისობას პოეტურ სტრიქონებში აღბეჭდავს:

„ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,


სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.“
გალაკტიონის აზრით, პოეტური საიდუმლო უხილავი და უთქმელი უნ-
და დარჩეს ჩვეულებრივი მოკვდავთათვის. პოეტმა იცის, რომ ამქვეყნიური
ცხოვრება მაცდურია და ადამიანს საუკეთესო წლებთან ერთად იდეალებსაც
სტაცებს. პოეტს კი უნდა შესწევდეს ძალა, დაიცვას თავისი საუნჯე. ამქვეყ-
ნიურ სიამეთაგან არც ერთს შეეძლო, მგონისთვის თავდავიწყება განეცდევი-
ნებინა, რის შედეგადაც, ღვთაებრივი საიდუმლო გამჟღავნდებოდა. ვერც ქა-
ლის ალერსი, ვერც ნელი ოხვრა და ვერც ღვინით სავსე ფიალა ვერ ათქმევი-
ნებს პოეტს სიმართლეს:
„დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.“

43
გალაკტიონ ტაბიძემ იცის, რომ ამქვეყნად მისი მარადიული მარტოსუ-
ლობა და სიცოცხლე მხოლოდ ლექსებს ეკუთვნის. ღამეს, პოეტის სულის მე-
გობარს კი აქვს უფლება, იყოს მისი მესაიდუმლე, ნაღველისა და მწუხარების
თანაზიარი. ლექსში „მე და ღამე“ იგი წერს:
„მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!“

რა არის გალაკტიონ ტაბიძის საიდუმლო, ბოლომდე გაუგებარია. პოეტი


ობლად დარჩენილა, წუთისოფელს მისთვის ტანჯვა-წამება ურგუნებია, რაც
მისი მარტოობის მიზეზი გამხდარა.
მეოცნებე პოეტს, ბუნებრივია, არ აკმაყოფილებდა რეალური ცხოვრება და
მას იდეალური, უხილავი სივრცეები იზიდავდა.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 30.IX.2022 წ.
44
მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,


სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,


ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,


ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,


არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,


ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,


საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,


ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,


იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,


ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

გალაკტიონ ტაბიძე
1913 წ.
45
გალაკტიონ ტაბიძე - „თოვლი“
(განხილვა)
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „თოვლი“ 1916 წელს არის დაწერილი. მასში
რომანტიკულ-სიბოლისტური განწყობილებაა აღბეჭდილი. „იისფერი თოვ-
ლი“ ის სახე-სიმბოლოა, რომელიც სევდიან განცდას მარადიულობის მსუ-
ბუქ, გამჭირვალე და უცხო სხეულში ახვევს. პოეტის მიერ წარმოსახულ
თოვლს ის ანიჭებს უჩვეულობას, რომ იისფერია, უცნაური ფერისაა; თოვ-
ლის სიწმინდე გამოხატულია მისი შედარებით ქალწულებთან. ლირკული
გმირის სულიერი განწყობა წარმოჩენილია ამგვარი ფიზიკური შეგრძნების
აღბეჭდვით: „ცივი სისოვლის“, სიცივის, სისველის განცდით:
„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.“
ლექსის მიხედვით, პოეტის სამშობლო ლურჯად ნახავერდები უდაბნოა,
ხოლო სიყვარული - მშვენიერი ტანჯვა. თოვლის სიცივით გამოხატა მან თა-
ვისი სულიერი ტკივილი:
„ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.“
სულით დაობლებულ ადამიანს მხოლოდ მოგონებები ასულდგმულებს,
ამიტომაც ეძებს შვებას პოეტის შთაგონება გარდასულ დღეთა ნეტარ გან-
ცდებში. ლირიკული გმირის ბედისა და ზამთრის სიმკაცრის შინაგანი მსგა-
ვსება გამჟღავნებულია შემდეგ სტრიქონებში:
„ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები.“
იდუმალება და არაჩვეულებრიობა განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს პოე-
ტის სულიერ განწყობილებას. სიტყვა-სიმბოლო „დაღალული“ ზუსტად გა-

46
მოხატავს ლექსის ლირიკული გმირის ემოციურ მდგომარეობას, მარტოობის
განცდას. ყველასგან მიტოვებული, ობლად შთენილი მაინც არ კარგავს
იმედს:
„თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!“

მოგონებებისაგან აღძრული ტკივილიანი სიყვარული საოცრად ამძაფრებს


ტანჯვას, რაც ლექსში დაგვირგვინებული ამგვარი გულწრფელი აღიარებით:
„მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.“
ლექსში სიბოლისტური პოეტური მეთოდი განსაკუთრებული თვალსაჩი-
ნოებითა და სისრულით არის რეალიზირებული. ემპირიული სინამდვილე -
ზამთარი, თოვლი გარდასახულია ირეალურ, ხილვისმიერ, ზმანებისეულ
ფენომენად. ლირიკული გმირის შინასამღაროსა და გარესამყაროს შორის სა-
ზღვარი თითქოს მოიშლება. პოეტი სრულიად უბრალოდ ამბობს: „ძვირფა-
სო, სული მევსება თოვლით“ და იქმნება ექსპრესიული, მრავალმნიშვნელო-
ვანი სახე: „იისფერი თოვლის“ ჭვრეტა ლირიკული გმირის ცნობიერებაში
ასოციაციურად იწვევს საყვარელი ადამიანის და მასთან დაკავშირებული
შთაბეჭდილებების გახსენებას. ეს შთაბეჭდილებები მონაცვლეობენ. ორი
წარმოსახვითი სინამდვილე ერწყმის და მსჭვალავს ერთმანეთს: ზმანების
მსგავსი ზამთრის დღე და ძველი სიყვარულის ზმანებანი. იქმნება დაურღვე-
ველი პოეტური მთლიანობა, „თეთრი ბროლების“ მთრთოლვარე ხატი, რო-
მელსაც არაჩვეულებრივი სიწმინდე და სისპეტაკე მოსავს. იგი თითქოს აბ-
სოლიტურად გამჭირვალეა და, ამავე დროს, მაინც იდუმალი.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 30.IX.2022 წ.
47
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა: ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
და სიყვარულის ასე მოთმენა. მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ
ძვირფასო! სული მევსება თოვლით: თმაში
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ და თმების ქარით გამოქროლება.
უდაბნო ლურჯად ნახავერდები. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
შენი თოვლივით მკრთალი ხელები. და დაღალული ფიფქით დამთოვა.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...


ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.


თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

გალაკტიონ ტაბიძე
1916 წ.

48
გიორგი ლეონიძე - „ნინოწმინდის ღამე“
(განხილვა)
ლექსს ეპიგრაფად უძღვის სტრიქონები, სადაც აღნიშნულია, რომ 1926
წლის 26 მარტს ნინოწმინდის გალავანში შეიკრიბნენ პოეტები: სანდრო შან-
შიაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. ლექსში პოე-
ტურად არის აღბეჭდილი ამ შეხვედრის დაუწყარი წუთები. პოეზიამ გადაა-
რჩინა ეს დღე და ლექსის გზით მარადიულობა მიანიჭა. ამ დღეს პოეტი ასე
იგონებდა: „1926 წლის მარტში მე დავპატიჟე პაოლო, ტიციანი, სანდრო შან-
შიაშვილი და სხვა ამხანაგები ჩემს დედულეთში - ნინოწმინდაში. V საუკუ-
ნის ტაძრის ეზოში გაიმარდა დიდი ღრეობა, სიმღერით, ცეკვა-თამაშით. შუა
ნადიმის დროს პაოლო ავარდა თორმეტი საჟენი სიმაღლის სამრეკლოზე და
იქიდან დაიწყო ლექსების კითხვა. შემდეგ მე და ტიციანი გამოგვიწვია გუმ-
ბათიდან და ჩვენც იქიდან ვკითხულობდით ლექსებს. ეს იყო პაოლოს საო-
ცარი რეჟისურა, განუმოერებელი სურათი. ეს დაუვიწყარი საღამო, დაუვიწ-
ყარ მეგობრებთან გატარებული, შთაბეჭდილი მაქვს ჩემს ლექსში „ნინოწმინ-
დის ღამე“.
ნინოწმინდის გალავანში, სადაც შენივთებულია რწმენა და სამშობლო, სა-
დაც ქართლის მიწას წმინდა ნინოს ნაფეხურები ატყვია, მეგობარ პოეტებს
ჭიქა ღვინო მგზნებარე, ცოცხალ, ხელშესახებ წარსულს „შემოაფეთებს“. მე-
ფეთა პალატებში გაიელვებს წარმოსახვაში და გაქრება. რჩება ჯამი - აქაფე-
ბული ღვინით სავსე. მოულოდნელად ტრფიალების გრძნობა იღვიძებს. პოე-
ტისათვის ღვინო, პოეზია და მეგობრობა იყო ის ნოყიერი ნიადაგი, სადაც
სიყვარული იოლად ხარობდა, ფესვებს იდგამდა:
„ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...
გალავანში - ჯამი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...“
დაქალებული ვეფხვი, უპირველესად, აცოცხლებს ნესტანის სახეს. ნესტა-
ნი პოეტისთვის ქალურობის, სიყვარულის მარადიულობის სიმბოლოა.
მკითხველს ყურში ჩაესმის საზანდარის ხმა, თვალით ხედავს მიჯნურო-
ბით აცახცახებულ ღამეს. „ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა“, - წერს
49
პოეტი. აქ „ვეფხისტყაოსნის“ გმირის ხსენება ბუნებრივად შემოიჭრება ლექ-
სის სამყაროში. აქაც, ამ ღამეში, ავთანდილს და საერთოდ, „ვეფხისტყაოსნის“
გმირთა სული იგრძნობა. მათშიც რუსთაველის გმირების სისხლი ჩქეფს, უწ-
მინდესი მეგობრობისა და თავგანწირული სიყვარულის გრძნობა ტრიალებს.
პოეტი ხატავს ცის უმშვენიერეს სურათს. ცას თითქოს ატმები მოუსხამს,
ისე ახლოა და სურნელოვანი მისი ხავერდოვანი სივრცე. ყველაფერი ჩახჩა-
ხებს და ბრდღვიალებს; მიწა და ცა ერთმანეთს უახლოვდება, მათი შესაყარი
ამ პოეტთა გულებშია, რომლებიც ფეხებით მიწას ებჯინებიან, ხელებით კი
ზეცას სწვდებიან, ვარსკვლავთა სურნელს მწიფე ატმებივით ყნოსავენ:

„საზანდარმა ღამე ააცახცახა,


ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...“
პოეტები ნინოწმინდას ხაზარებივით „დაესხნენ თავს“. გიორგი ლეონიძეს
მოსწონდა სიტყვა „ხაზარი“, რომელიც მასში ხანძრის ასოციაციას იწვევდა.
ამ სიტყვაშო თითქოს გამოუთქმელად ჟღერდა აგიზგიზების, აბრიალების
სიხარული. შეკრებილ პოეტებსაც ეკიდათ გულში მეგობრობისა და სიყვა-
რულის დიდი ცეცხლი. პოეზიის მადლით შეკავშირებული ადამიანები სამ-
ყაროს შეერწყმიან თავიანთი ლექსებით. პოეტის სწორედ ეს სურს, მკითხვე-
ლმა შეიგრძნოს ის დიდი ძალა, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და
პოეზიის უწმინდესი კავშირისას წარმოიქმნება:
„ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!“
პოეტი ხატავს, როგორ „შეეჯახება“ მის გულს სიყვარული ტამერლანის,
იგივე თემურ ლენგის ხმალივით. სიყვარული გიორგი ლეონიძის პოეზიაში
ასე „მოდის“: ნგრევით, ზათქით, ლეწვით, ხანძრით. პოეტი წერს „ტამერ-
ლანს“, რადგან მაგარია და მჟღერი, განსხვავებით „თემურისაგან“. „თემურ
ლენგის“ ჟღერადობა უფრო რბილი და ნაზია, თითქოს დაჯახებისთვის გა-
მოუსადეგარი. გამეტებით დაეჯახა პოეტის გულს სიყვარული. წარმოსახვა-
50
ში ჩნდება სატრფოს, ათაბაგის ქალის უმშვენიერესი სურათო. მის მკერდში
სისხლი ჩუხჩუხებს, მისი წამწამები ირხევიან, სხეული აყვავებული ვაზის
სურნელს აფრქვევს. თითქოს ქალი კი არა, გასაფრენად გამზადებული დუ-
რაჯი იყოს:
„როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...“
ამრიგად, ისტორიული წარმავლობის გრძნობას კონტრასტულად უპირის-
პირდება მეფეთა დალეწილი და დადუმებული პალატების ახმიანება სიცო-
ცხლის ხალისით. ეს ახალგაზრდები კი, გაზაფხულის ამ რომანტიკულ ღამე-
ში ხაზარებივით რომ შეესევიან ნინოწმინდის ტაძრის ხავსიან მდუმარებას.
ძმობის, ცრემლისა და სიყვარულის იარით სულაფორიაქებული „საქართვე-
ლოს ლექსის მეხანძრენი არიან“.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 30.IX.2022 წ.

51
ნინოწმინდის ღამე
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...
გალავანში - ჯამი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...

საზანდარმა ღამე ააცახცახა,


ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...


ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,


სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;

ძუძუები ოქროს კალმახებია,


წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,

აფრენილი ბაზიერის დაფითა,


დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,

საქართველოს ლექსის მეხანძარენი


ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

გიორგი ლეონიძე
1926 წ.
52
გიორგი ლეონიძე - „ყივჩაღის პაემანი“
(განხილვა)
გიორგი ლეონიძის ლექსი „ყივჩაღის პაემანი“ სიყვარულის მარადიულო-
ბაზეა. საერთოდ, როგორც ცნობილია, სათაური პოეტური ტექსტის შემადგე-
ნელი ნაწილია და ხშირად ის ერთგვარი გასაღებია, რომელიც ლექსის მთავა-
რი თემა-იდეის გახსნას ემსახურება.
ლექსს ეპიგრაფად უძღვის სტრიქონები ხალხური „მუხრანულიდან“: „ერ-
თი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა“. „წ“ - ს ალიტერაცია თავი-
დანვე ქმნის მუსიკას, რომელიც მთელ ლექსს გადაეფინება და წამისა და მა-
რადისობის იდუმალებას მიგვაახლებს.
გიორგი ლენიძისათვის ხალხური ლექსი „შემომეყარა ყივჩაღი“ გახდა
ძლიერი ემპულსი, ენერგიის ერთგვარი წყარო, რომელმაც ეს ლექსი შეაქმნე-
ვინა. ხალხური ლექსის მიხედვით ყივჩაღი გადამთიელია, უცხო, რომელიც
მუხანათურად გადაუდგება წინ თავის საქმეზე მშვიდად მიმაცალ ცოლ-
ქმარს და ქალის სილამაზით მოხიბლული ქმარს სამკვდრო-სასიცოცხლოდ
შეებმება. ყივჩაღი აქ მოძალადეა. ამ ლექსის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს,
რომელთა მიხედვითაც ერთ შემთხვევაში, ქმარი კლავს მოძალადე ყივჩაღს,
მეორე შემთხვევაში რაყიფნი კლავენ ერთმანეთს, ქალი კი მიდის „სხვისასა“.
გიორგი ლეონიძეს მთელ ამ ამბავში ხიბლავს თვითონ ყივჩაღი, ოღონდ
არა როგორც მოძალადე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც სიყვარუ-
ლისთვის თავგამეტებული. მოსწონს მისი ზღვარგადასული ტრფობის უეცა-
რი აფეთქება და გაშლა. პოეტისთვის სიყვარულის გრძნობა ყველაფერზე მა-
ღლა დგას, მას უყოყმანოდ და დაუნდობლად უნდა შეეწიროს თვით სიცოც-
ხლეც კი.
ლექსის სათაური „ყივჩაღის პაემანი“ უკვე თავისთავად მრავლისმეტყვე-
ლია. აქ უკვე ხაზგასმულია, რომ ეს პაემანი ორდინალური არ არის, არამედ
შეხვედრაა სწორედ ყივჩაღთან, რომლისგანაც ყველაფერს უნდა მოელოდე.
თვითონ სიტყვა „ყივჩაღს“ მოქვს ძალის, ენერგიის განცდა. პოეტისთვის
„ყივჩაღი“ სიმბოლო იყო თავისუფლების, ვაჟკაცობის, თავგანწირვის, დაუ-
მორჩილებლობისა და დაუმონებლობის. „ყ“ – „ჩ“ – „ღ“ - ისეთი ბგერებია,
რომელთა წარმოთქმაც კი უკვე გარკვეულ ენერგიას მოითხოვს, ამიტომაც
მთელი სიტყვა თითქოს შიგნიდანვეა გაძლიერებული უჩინარი ენერგიით.
გიორგი ლეონიძეს ზედაპირულად არ აინტერესებს ხალხური ლექსის ამ-
ბავი; მას ხიბლავს ყივჩაღი და თანაც არა საერთოდ, ზოგადად, არამედ კონ-
53
კრეტული გრძნობის, ამ შემთხვევაში, სიყვარულის გამოვლინებისას. პოეტი
მას თავისი ლექსის ლირიკულ გმირად აქცევს. ორივე ლექსში მოქმედება მუ-
ხრანის საზღვართან ხდება, თავთუხების, ხოხბობის, ბადაგის ჯამს, მიწურ-
ვილ ზაფხულსა და ადრიან შემოდგომაზე.
ლექსი იწყება სიკვდილიდან სიცოცხლის დაბადების სურათით. თითქოს
მდუმარების სურათით. თითქოს მდუმარება გაირღვა და ყურღანებიდან
გნოლი ამოფრინდება; ყურღანი აძლიერებს სიჩუმის, უმოძრაობის , მყუდ-
როების, ერთგვარი გარინდების შეგრძნებას. ფრინველი კი სიცოცხლეა, მოძ-
რაობაა. იგი ჩუმი სასაფლაოს სივრცეს, მიწის ჯაჭვებს მოსწყდება და ზეცისა-
კენ მიისწრაფვის. აქვე იგრძნობა სულის სხეულიდან თავდაღწევის სურვი-
ლიც.
„ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
გნოლი თითქოს ხსნის ჩაკეტილ სივცეს და მკითხველის თვალწინ გადას-
წევს ფარდას უსაზღვროების წარმოსაჩენად. გნოლი ამ შემთხვევაში სიმბო-
ლოცაა სიყვარულისა, რომელიც ადამიანს მიწას მოსწყვეტს, ფრთებს გამოას-
ხამს და ზეცისკენ მიაფრენს. თუ მსოფლიო ხალხთა მითოლოგიურ სიმბო-
ლიკას გავითვალიწინებთ, გნოლი არის ცდუნების, თვალთმაქცობის და ამა-
სთანავე ვნებისა და ჟინის სიმბოლოც.
„ისევ აღვსდექი“ - ამბობს სიკვდილთან სიცოცხლეში კვლავ მოვლენილი
ყივჩაღი. ეს ამოძახილი გვაუწყებს, რომ ძველი დრამა უნდა განახლდეს.
„ისევ“ - ხაზს უსვამს მის უკვდავებას, ბუნებასთან თანაზიარობას. როგორც
ბალახი ან მინდვრის ყვავილი ამოდის გაზაფხულზე, თამამად, თავისუფ-
ლად გამოაღწევს მიწის ბნელი ლაბირინთიდან; შემოდგომაზე დაჭკნება, მი-
წაში ჩაბრუნდება, მაგრამ არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ გაზაფხულამდე
იქამდე სანამ ჟამი დაუდგება კვლავ აღორძინებისა; ასევეა სიყვარულიც. ის-
იც ყოველთვის დაუბრკოლებლად გამოვლინდება.
ყივჩაღი ისევ თავიდან იწყებს ყველაფერს. მან იცის რა ელის, მაგრამ უკან
არ იხევს. იგი თავისუფალია. საგულისხმოა, რომ პოეტი თვითონ ყივჩაღს აა-
მბობინებს თავს გადამხდარ ამბავს. ამგვარად მეტი დრამატიზმი მიენიჭება
მოთხრობილს. მისი შეგრძნებები საოცარი სიღრმით გამოიკვეთება.

54
ყივჩაღი სინჯავს იარაღს. იგი ემზადება ცხოვრებასთან, დაბრკოლებებთან
შესაყრელად. არც მტერი ჩანს სადმე და საერთოდაც, ცარიელია ირგვლივ
სივრცე. მაგრამ მაინც ფრთხილობს, ემზადება. იგი მოჯადოებული შეჰყუ-
რებს მის წინ გადაშლილ სილამაზეს:
„ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა.“
თითქოს შევიგრძნობთ ყივჩაღის გულისძგერას. სიცოცხლე მისთვის სიყ-
ვარულის სინონიმია, ამიტომაც, როცა უყურებს ხოდაბუნებს, შეიგრძნობს
სურნელს, ახსენდება სატრფოს ტუჩების სიტკბო. პოეტი საგანგებოდ ხატავს
ულამაზეს პეზაჟს, როგორც ფონს, რომელზედაც სიყვარულის ვნება უნდა
გამოიკვეთოს. სიყვარული მხოლოდ ამგვარ ფონზე თუ წარმოჩინდება მთე-
ლი თავისი ბრწყინვალებითა და სრულყოფილებით.
ყივჩაღს სიყვარული ხაზგასმულად ხელშესახები, ხორციელია. მთელი
სხეულით შეიგრძნობს „სატრფოს“ მოახლოებას. ახსენდება მისი ბადაგივით
ტკბილი ტუჩები. მალე მიჯნურის სახე მთელ სივრცეს გადაფარავს და ყივჩა-
ღის მზერაში ამოიზრდება ქალთან შეხვედრის სურათი. პოეტი ამ პაემანის-
თვის საგანგებოდ იგონებს დროს. ეს არის „ხოხბობა“, უფრო ზუსტად კი,
დრო, „მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა“. ეს არის ის დრო რო-
ცა სიყვარული იბადება.
ძალიან ხშირად, როცა გიორგი ლეონიძე სიყვარულზე წერს, იხსენებს რუ-
სთაველსაც. ალბათ, იმიტომ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მისთვის, უპირველე-
სად, სიყვარულის საგალობელია. რუსთაველის ციტირებით, პოეტს ლექსში
შემოაქვს სიყვარულის დიდი მუხტი, რომელმაც ყივჩაღს სიკვდილის შიში
უნდა დაავიწყოს და დააძლევინოს. ასეც ხდება. წამიერი შეყოვნება: „ნეტამც
ბადაგი არ დამელია, ან იმ დღეს ხმალი ამ ამელესა“ გადაილახება არა საბო-
ლოო სინანულით, არამედ უფრო მეტი თავგამეტებით. პირველი ბიძგიც აქე-
დან იწყება, რაც თავისთავად მოასწავებს შემდგომ დატრიალებული ძალთა-
კვეთების ტრაგიკულ აღსასრულს. ტკბილის დუღილი ახალგაზრდული სია-
ხლის დაუდგრომლობას ეხმიანება.
გიორგი ლეონიძე ალიტერაციებით აგრძელებს სტრიქონთა მუსიკას და
ქმნის სურათს, რომელც წარმოაჩენს ყივჩაღის სრბოლას, სწრაფვას სასურვე-
ლის მოსაპოვებლად. მკითხველს ჩაესმის მისი ცხენის ფლოქვენის თრაქა-
თრუქი, ხედავს გზაზე რრუბელივით ავარდნილ მტვერს, დალეწილ „საკე-
ტებსა და კელაპრტიან ტაძრებს“.

55
„ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!“
პოეტს ხიბლავს ეს თავდავიწყება, გამეტება სიყვარულისთვის. მისთვის
ყივჩაღად დაბადებული სიმბოლოა იმ ადამიანისა, რომლისთვისაც არაფერი
არ არსებობს, გარდა სიყვარულისა. მაგრამ ყივჩაღი თავიდანვე განწირულია,
რადგან ასეთი სიყვარული აუცილებლად „დალწვით“მთავრდება. აქ შემოიჭ-
რება სიკვდილის თემაც, რომელიც აძლერებს სიყვარულს და ქმნის აუცილე-
ბელ პირობას მისი სრულყოფილებისთვის. ყივჩაღი სიკვდილს სიხარულით
ეგებება:
„მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!“
მკითხველი თითქოს ხედავს გადაჩეხილ თავს, ჭრილობას, მოთქრიალე
სისხლს. ყივჩაღი სატრფოს სთხოვს ჭრილობებზე „ხელის მოხვევას“. პოეტ-
მა შეუდარებელი მეტაფორა გამოიყენა. მომაკვდავი ყივჩაღის თვალებში ნი-
სლი ჩამდგარა, სამარადისო ბინდს რომ აუწყებს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ
ჩამქრალა სინათლე და დანისლული მზერა გაიგივებულია ქართლის ხეობე-
ბის ნისლთან. საძროხე ქვაბიც შემთხვევით როდია ნახსენები. თითქოს პი-
რუტყვივით დაკლეს ადამიანი, თავშეუკავებელი, უიმედო სიყვარულის-
თვის. სიცოცხლე წვაა, „ხარშვაა“, თუხთუხია ვნებებისა და გრძნობებისა. ხე-
ლშესახებად იგრძნობა სისხლისაგან დაცლილი რაინდის უკანასკნელი ამო-
სუნთქვა და განშორების დიდი გულისტკივილი:
„მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...“
ტრიალებს სამყარო შეკრულ წრეზე, სადაც ყოველი წერტილი, ერთდრო-
ულად, სიკვდლიც არის და სიცოცხლეც. ამიტომაც არის, რომ „თავგაჩეხი-
ლი“ ყივჩაღი მოკვდა მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი ძალით „აღსდგეს“,
თუნდაც ათასი წლის მერე. აღსდგეს იმისთვის, რომ კვლავ დაიწვას. ვარდის

56
ფურცლობა იქნება ნიშანი იმისა, რომ პაემანი კვლავ უნდა შედგეს. არ არსე-
ბობს ძალა, რომელიც ამ სწრაფვას წინ აღუდგება და შეაჩერებს. თვით სიკვ-
დილიც უძლურია ამ შემთხვევაში და ყოველ ბადაგობას, თავთუხები რომ
დამძიმება, სიყვარული მკვდრეთით აღადგენს ყივჩაღს. იგი ისევ დაუძახებს
მიჯნურს, ისევ ჩაუსაფრდება მუხრანთან ერთ კოცნის იმედით, ისევ მოკვდე-
ბა ამ წამიერი ვნებისთვის.
ლექსში გაჟღერებული რუსთველური ფრაზები ზუსტ ასოციაციებს აღ-
ძრავენ და აძლიერებენ სიყვარულის უკვდავების განცდას, რომელიც საუკუ-
ნეებს სწვდება.
„ახალი პაემანის“ მოლოდინი მარადიული სიჭაბუკის გარანტიაა. პაემანი
კი ზაფხულში უნდა შედგეს, რადგან რუსთველისეული, ჭეშმარიტი მიჯნუ-
რების პაემანი ვარდის ფურცლობას შედგა:
„მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..“
სწორედ მარადიულობისაკენ სწრაფვაა პოეტურად გაცხადებული „ყივჩა-
ღის პაემანში“, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ სწრაფვას დააბრკოლებს - ყო-
ვლისწამლეკავია იგი. თვით სიკვდილიც უძლურია ამ შემთხვევაში. ეს არის
პირველი შეხვედრის გამეორება, რაც არასდროს არ ბოლოვდება. ადამიანი
აივსება საოცარი გრძნობით და ბედნიერია, რომ დაძლევს თავის ფატალურ
შეზღუდულობას დროსა და სივრცეში, რადგან სწრაფვა იმ ერთი მშვენიერი
წამისაკენ დრო-სივრცულ შეზღუდულობას არ ექვემდებარება.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 1.X.2022 წ.

57
ყივჩაღის პაემანი
„…ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა…“
მუხრანული
ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან


ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო


როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,


შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,


დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,


ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,


დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!
გიორგი ლეონიძე

58
ილია ჭავჭავაძე - „ბედნიერი ერი“
(განხილვა)
ილია ჭავჭავაძემ ლექსი „ბედნიერი ერი“ 34 წლის ასაკში დაწერა. პოე-
ტისთვის ყოველგვარი პირმოთნეობა, გუნდრუკის კმევა, ცრუ ხოტბა-დი-
დება ღალატს უდრიდა. ამიტომაც ირონიული შეფერილობით საოცარი სი-
მართლით გადმოგვცა ქართველი კაცის მენკიერებანი. როგორც ვიცით, ირო-
ნია სინამდვილის მანკიერებათა კომიკური, სასაცილო კუთხით დანახვისა
და გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. იგი შენიღბული დაცინვაა. ილია
ჭავჭავაძე სვამს კითხვას: „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“ პა-
სუხს თვითონვე ჩამოგვიყალიბებს მეტაფორულად:
„მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი“.
ქართველი კაცი დამძიმებულია გადასახადებითა და გუსაძლისი ტვირ-
თით. რომლის ზიდვაც ძლიერ უჭირს, თუმცა მორჩილებითა და ერთგვარი
უშფოთველობით იტანს ყოველივეს, როგორც ღონიერი, კარგად გახედნილი
ჯორ-ცხენი. ამგვარი შედარება ერთი შეხედვით ღიმილს იწვევს, მაგრამ
უმალ ცხრემლი მოერევა, იმას, ვინც ჩაუღრმავდება ასეთ უბედურებას და
რეალობას თვალს გაუსწორებს.
თითქოს ყველა ქართველი ძვირფასი და შეუდარებელია, მაგრამ თვალიც
აგვიხვევია, თვალებიც დაგვიხუჭავს, ყურებიც დაგვიყრუებია, ენა ვერ ამო-
გვიდგამს და შევგუებივართ ჩვენს უბედურებას. ირგვლივ კი უბედურება
სუფევს, ერი დაცემის პირას მისულა, დიდიცა და პატარაც გადაგვარებულა:
„მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი“.
ილია კიდევ აგრძელებს ქართველი ერის მანკიერებების მხილებას. ყველა-
ზე დიდი უბედურება ისაა, რომ თავი მონებივით დავიხრია. ყველაფერს შე-
ვეგუებივართ, გზას ავცდენილვართ, ერთმანეთ ვერ გაგვიტანია, მტერი ვერ
გვიცვნია და მოყვარე გაგვინადგურებია, გარეთ მშიშრები ვართ და ქვეყნის
შიგნით ძლიერებით, არც არაფერი გაგვაჩნია და არც არაფერი ვიცით, უზ-
რუნველ და მშიერ ერად გადავქცეულვართ.

59
ილია ჭავჭავაძე ჩამოთვლილი უაროფითი თვისებების სრულყოფილად
გადმოცემის შემდეგ კიდევ ერთხელ კითხულობს:
„ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?“
პასუხი კი მგონი ერთია, ნამდვილად არ არის ჩვენისთანა ვითომ ბედნი-
ერი ერი.

ნატალია ჩუნთიშვილი
©ნიკოლოზ ნანუაშვილი 1.XI.2022 წ.
60
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი ჩვენისთანა ბედნიერი


განა არის სადმე ერი? განა არის სადმე ერი?!
მძიმე ყალნით, მტვერწაყრილი,
ლამაზ ფალნით თავდახრილი,
მორთული და მშვენიერი; ყოვლად უქმი, უდიერი;
უწყინარი,
უჩინარი, უზღუდონი,
ქედდრეკილი, მადლიერი; გზამრუდონი,
უშფოთველი, არგამტანი და ცბიერი;
ქვემძრომელი, მტრის არმცნობი,
რიგიანი, წესიერი; მოყვრის მგმობი,
ყოვლად მთმენი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
ვით ჯორ-ცხენი, არრის მქონე,
ნახედნი და ღონიერი. არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?! ჩვენისთანა ბედნიერი
ყველა უნჯი, კიდევ არის სადმე ერი?
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;

ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ილია ჭავჭავაძე
1871 წ.
61
ილია ჭავჭავაძე - „ჩემო კალამო“
(განხილვა)
შემთხვევით არ არის, რომ ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა ლირიკა-
ში შეიტანეს „პოეტური ქადაგების“, ორატორული ხელოვნების ელემენტე-
ბი.
ამ თვალსაზრისით, ილიას ლირიკული შემოქმედების გვირგვინს წარმო-
ადგენს 1861 წელს დაწერილი ლექსები: „მას აქეთ რაკი...“ და „ჩემო კალა-
მო...“
კლასიკური მჭევრმეტყველების მთელი ფორმალური არსენალი აქ აყვანი-
ლია ჭეშმარიტი პოეტურობის ხარისხში, რადგან იგი აქ ორგანულად შეესა-
ბამება და მთელი სისრულით გამოხატავს პოეტის სულის ცოცხალ ფეთქვას.
ამ ლექსებში მთავარ მხატვრულ ხერხად გამოყენებულია რიტორიკულ
ფიგურათა რამდენიმე ნაირსახეობა: განმეორება, პერიფრაზი, კითხვა, პლეო-
ნაზმი, მიმართვა, მიწოდება: რაც მათ პათეტიკურ, დღესასწაულებრივ ინტო-
ნაციას განაპირობებს.
ილიას მიერ არჩეული თოთხმეტმარცვლიანი ლექსი აქ ფართო გასაქანს
აძლევს მისი პოეტური აზრის ლაღ და ძალუმ მდინარებას. თუ რამდენად
ორგანული იყო ეს წყობა ილიას ამ ლექსებში გამოხატული მსოფლმხედვე-
ლობრივი და ემოციური შინაარსისთვის, ამაზე ნათლად მოწმობს „ჩემო კა-
ლამოს“ პირველი, ავტორის მიერ უარყოფილი ვარიანტი.
ათმარცვლიანი ლექსი აშკარად ბოჭავდა და ადუღებდა პოეტის შთაგონე-
ბას, მის მძაფრ სულიერ სწრაფვას. იგი მოკლებული იყო აგრეთვე იმ საზეი-
მო ელფერს, რომელიც შემდგომ ამ ლექსის ინტონაციურ თავისებურებად იქ-
ცა.
შეადარეთ:
„ჩემო კალამო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურობთ - მას ვემსახუროთ...“
(I ვარიანტი)
„ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ...“
(საბოლოო ვარიანტი)
„ჩემო კალამოში“ პოეტის ფიქრი, მსჯელობა, შინაგანი დიალოგი თანდა-
თან გადადის ქადაგების კილოში.
62
აქ ჩვენ თვალწინ თითქოს ხელშესახებად წარმოდგება შთაგონებული სახე
პოეტისა, რომელიც ერის სახელით ელაპარაკება ღმერთს. ეს არის შინაგანი
დიალოგი შემოქმედებისა, რომლის მთელი სულიერი ცხოვრება, მთელი ინ-
ტიმური სამყარო გასხივოსნებულია საკუთარი ბიოგრაფიისა და ეროვნულ
ბედ-იღბალის განუყოფელი ერთიანობის შეგნებით.
პოეტური მჭევრმეტყველება აქ დატვირთულია განცდის საოცარი უშუა-
ლობით, პოეტის ემოციურ მოძრაობათა ღრმა შინაგანი დრმატიზმით და, ამ-
გვარად, სრულიად ახალ თვისებას იძენს. ორატორულ ხელოვნებას აქ არაფე-
რი აღარ აქვს საერთო იმ „მშრალ რიტორებასთან“, რომელიც თვით ილიას
ჭეშმარიტი პოეზიისთვის მიუღებელ, განსაკუთრებით სახიფათო თვისებად
მიაჩნდა.
რიტორიკული პერიოდის ამგვარი ცოცხალი ინტიმური შინაარსით
ფრთაშესხმის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს, კერძოდ, „ჩემო კალამოს“
ცნობილი სტროფი:
„თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი“.
ამ სტრიქონებს გააჩნიათ თავისი განუმეორებელი ელფერი, ეს შეეძლო
ეთქვა მხოლოდ იმ პოეტს, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების აზრით, ყო-
ველდღიური, ყოველწამიერი ღვწითა და ბრძოლით დაამტკიცა მათი შინაგა-
ნი სიმართლე და პოეტურობა. ამ პათეტიკური ფრაზის დღემდე შეუნელებე-
ლი უშუალო ზემოქმედების ძალა აიხსნება არა მხოლოდ ილიას მაღალი პო-
ეტური ოსტატობით, იგი განპირობებულია მთელი მისი პირადი, ადამიანუ-
რი ბიოგრაფიითაც.
აქ მაღალი პოეზიის უკვდავ ენაზე გამოხატულია ილია ჭავჭავაძის ნამ-
დვილი სულიერი დრამა, იმ საშინელი, საბედისწერო გაუგებრობით გამოწ-
ვეული ტკივილი, რომელიც მას წყევლასავით თან სდევდა სიჭაბუკიდან და
რომელმაც იგი - უკვე მოხუცებული, სამშობლოს წინაში ვალმოხდილი ერის
მამა და მოძღვარი, წიწამურის შემზარავ ტრაგედიამდე მიიყვანა.

©ნიკოლოზ ნანუაშვილი 2.XI.2022 წ.

63
ჩემო კალამო

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?


რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,


რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,


ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

ილია ჭავჭავაძე
1861 წ
64
sarCevi

ნიკოლოზ ბარათაშვილი - „მერანი“...............................................................................................1


ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ფიქრნი მტკვრის პირას“.................................................................6
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „სულო ბოროტო“..............................................................................11
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ვპოვე ტაძარი“..................................................................................15
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ცისა ფერს“........................................................................................19
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „ხმა იდუმალი“..................................................................................22
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „არ უკიჟინო, სატრფოსოო“.............................................................25
ნიკოლოზ ბარათაშვილი - „შემოღამება მთაწმინდაზე“............................................................28

გალაკტიონ ტაბიძე - „მთაწმინდის მთვარე“................................................................................33


გალაკტიონ ტაბიძე - „ქებათა ქება ნიკორწმინდას“....................................................................37
გალაკტიონ ტაბიძე - „მე და ღამე“..................................................................................................44
გალაკტიონ ტაბიძე - „თოვლი“.......................................................................................................47

გიორგი ლეონიძე - „ნინოწმინდის ღამე“......................................................................................51


გიორგი ლეონიძე - „ყივჩაღის პაემანი“.........................................................................................55

ილია ჭავჭავაძე - „ბედნიერი ერი“...................................................................................................59


ილია ჭავჭავაძე - „ჩემო კალამო“.....................................................................................................62

65

You might also like